შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი აღმოჩენა(ნაწილი სამი)


21-04-2024, 00:07
ავტორი Olivia255
ნანახია 9 394

დღეები გადიოდა,სიახლე ისევ არაფერი იყო,გეგა ყველანაირად ცდილობდა სახლში მალე მოსულიყო რომ მარტო არ ვყოფილიყავი,ანა და სოფოც თითქმის ყოველ დღე მირეკავდნენ მაგრამ მაინც ყოველთვის მოწყენილი დავდიოდი და უხასიათოდ ვიყავი რაც გეგაზეც საშინლად მოქმედებდა. დაჟეჟილობა საშინელი რამ ყოფილა, ნორმალურად მოძრაობაც კი არ შემეძლო,ხელი ჯერ საშინლად მტკიოდა,ვცდილობდი დამეფარა და უმეტესად გრძელსახელოებიანი ტანსაცმლით დავდიოდი. გეგას ეს არ გამორჩენია მხედველობიდან,მაგრამ არაფერს ამბობდა,ვატყობდი რომ ღიზიანდებოდა როცა შემთხვევით ჩემს იარებს მოკრავდა თვალს. დილას რატომღაც ადრე გამეღვიძა,გეგა უკვე წასული იყო,მე ყავა მოვიმზადე და მისაღებ ოთახში დავჯექი ფილმის საყურებლად,როცა ზარის ხმა გავიგე. ნუთუ გეგა დაბრუნდა? იქნებ რამე დაავიწყდა,მაგრამ გასაღები ხომ აქვს. სანამ მოვიფიქრე რა გამეკეთებინა კარი გაიღო და დერეფანში მამაკაცის სილუეტს მოვკარი თვალი. წამოვდექი და დერეფნის ბოლოში დავდექი ყავით ხელში. ახალგაზრდა ბიჭი იყო,გეგაზე ცოტათი დაბალი,მთლიანად შავებში გამოწყობილი,ჩემსკენ რომ შემოტრიალდა სახის ნაკვთებიც გავარჩიე,რაღაცით გეგას გავდა,თუმცა გეგასგან განსხვავებით მას ყავისფერი თვალები და მოკლედ შეჭრილი მუქი ყავისფერი თქმა ჰქონდა. ნუ მთლიანობაში სიმპატიური იყო,ყოველ შემთხვევაში სანამ დაილაპარაკებდა ასე მეგონა.
-ვაა,გეგა აღარ ხუმრობს,ნახე რა ნაშა აუგდია.-ჩემსკენ წამოვიდა,მე კი ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი ზიზღით შევხედე და წარბშეკრულმა ვკითხე
-შენ ვინ ხარ?-გვერდულად გამიღიმა და მომიახლოვდა,თავიდან ფეხამდე შემათვალიერა და კმაყოფილმა დამიწყო ყურება
-მე გეგას ძმა ვარ ირაკლი და შენ აქ საიდან მოხვდი პატარავ?-ეცადა ხელი მოეხვია ჩემთვის მაგრამ ისევ უკან დავიხიე და ძალით გავუღიმე.
-გეგას მეგობარი ვარ და დროებით ვცხოვრობ მასთან სანამ რაღაც რაღაცები მოგვარდება,ყავას ხომ არ დალევ?-ვუპასუხე და სამზარეულოსკენ წავედი. მივხვდი რომ გამომყვა, საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს მაგრამ გეგას ხათრით ვცდილობდი მისთვის არაფერი არ მეთქვა. ყავის გამზადებას შევუდექი ირაკლის ხმა რომ ჩემს ყურთან გაისმა და ხელები წელზე შემომხვია. მოულოდნელობისგან შევკრთი
-ყავის რა გითხრა მაგრამ მაგარ ტანზე კი ხარ,გეგას მაგაში მაინც ქონია კარგი გემოვნება,წამო ცოტა გავერთოთ-მისი ტუჩები რომ ყელზე ვიგრძენი სიძულვილის გრძნობამ დამიარა,უცებ შევტრიალდი და სილა გავაწანი.
-არ გაბედო ჩემთან მოკარება,არ ვიცი ვინ გგონივარ მაგრამ ის კატეგორია არ ვარ ყველას რომ ლოგინში უხტება,-ირაკლი გაკვირვებული და გამწარებული მიყურებდა,აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ რეაქციას,ისე რომ პასუხიც არ გამცა ერთი ხელი წელზე ხელი შემომხვია,მეორე კი ყელზე შემომხვია და თითებით მომიჭირა,გაღიმებულმა მითხრა
-ახლა გასწავლი როგორ უნდა ჩემთან ლაპარაკი,-ვცდილობდი მისგან თავის დაღწევას,თუმცა ყოველ გამოძრავებაზე უფრო და უფრო მიჭერდა ხელს,ხელით რაიმეს ვეძებდი მაგიდაზე რითაც მის მოგერიებას შევძლებდი,ტკივილისგან უკვე თვალები მებინდებოდა,ამ პროცესში კი ყავის ჭიქა გადმოვარდა და ხელზე ნამსხვრევის მოხვედრისას საშინელი წვა ვიგრძენი,ზედმეტად ძლიერი იყო ჩემთვის,მაისურში ხელის შეცურებას რომ ცდილობდა ცრემლები წამსკდა,ტკივილისგან და უსუსურობისგანაც,ის იყო თვალები დავხუჭე და შევეგუე იმ ფაქტს რომ იმას იზამდა რაც უნდოდა,ირაკლი ჩემგან მოშორებით რომ დაეცა იატაკზე და სავარაუდოდ ტკივილისგან შეიკურთხა. თვალები რომ გავახილე ჩემს წინ გეგა დავინახე, რომელიც აღელვებული მიყურებდა ხელები ჩემს მხრებზე ედო და რაღაცას მეკითხებოდა,პასუხის გაცემა მინდოდა მაგრამ ყურებში საშინელი წუილის ხმა მესმოდა და მხოლოდ მისი სახელი წავიჩურჩულე. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა,გეგამ ძმას ხელი დაავლო და უკვე ფეხზე წამომდგარი ისევ ძირს დააგდო,უცებ გონზე მოვედი,გეგა ზემოდან იყო მოქცეული და გამეტებით ურტყამდა სახეში,მათთან მივვარდი და გეგას გაჩერება ვცადე
-გეგა,არ გინდა,თავი დაანებე,ის ხომ შენი ძმაა,-ხელზე დავეჯაჯგურე რომ როგორმე მისი ძმისგან მომეშორებინა გამომივიდა კიდეც,თუმცა სწორედ ამ დროს ირაკლიმ დრო იხელთა და ხელზე ჩამავლო ხელი მისკენ რომ მივეთრიე,რაც გამოუვიდა კიდეც,ზურგით მიმიხუტა,ხელებიც ზურგს უკან დამიჭირა და მხარზე ჩამომადო თავი გაღიმებულმა,პირიდან და ცხვირიდანაც სისხლი სდიოდა,მაისურზე ვგრძნობდი წვეთების დაცემას.
-მაგარი გოგოა,რამოდენიმე დღით გამატანე გავერთობი და მერე ისევ დაგიბრუნებ,ამ ძუკნას გამო ძმასთან ჩხუბი არ ღირს,-ყელზე დამიწყო კოცნა და თან გეგას მისჩერებოდა რომელიც ველური ცხოველივით უყურებდა მის ძმას და მათ შუაში მე რომ არ ვყოფილიყავი ალბათ შუაზე გაგლეჯდა.
-ახლავე ხელი გაუშვი თორემ ნაკუწებად გაქცევ,-დაუღრიალა გეგამ და ჩვენსკენ ნაბიჯი გადმოდგა მუშტებშეკრულმა, ირაკლიმაც არ დააყოვნა ნაბიჯი უკან გადადგა და მეც გამიყოლა, როგორღაც მოვახერხე ხელის გამოძვრენა და მთელი ძალით ჩავარტყი ფეხებშუა,
-შენი დედაც,-შეიკურთხა ირაკლიმ და ხელებაფარებული დაეცა იატაკზე,გეგამ სწორედ ამ დროს დაავლო ხელი ერთი ორი კიდევ უთავაზა,შემდეგ კი დერეფანში გაათრია და კარიდან ისე გაისროლა თითქოს ნაგვის პარკი ყოფილიყოს.
-იცოდე,ლილეს კიდევ ერთხელ მიუახლოვდები და ნაკუწებად გაქცევ,-უღრიალა გეგამ და ის იყო ირაკლისკენ წასვლას აპირებდა მე რომ გადავუდექი წინ
-გეგა,არ გინდა,გთხოვ-რომ შემომხედა მის თვალებში ცეცხლი დავინახე,ასე ცივად პირველად შემომხედა და რატომღაც შიშისგან მეც კი შევკრთი. თუმცა ჩემი ხელი რომ მკერდზე იგრძნო მაშინვე მოვიდა გონს და ჩამიხუტა,
-ხომ კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავა?-ხელები სახეზე მომკიდა და ამოწმებდა რაიმე დაზიანება ხომ არ მქონდა
-გეგა კარგად ვარ,არაფერი არ მომხდარა,-დავამშვიდე და ირაკლისკენ გავაპარე თვალი,რომელიც ვაი ვაგლახით წამოდგა ფეხზე და მანქანისკენ წავიდა. გეგამ თვალი გააყოლა და კიდევ ერთხელ შეუკურთხა
-შენი დედას შევეცი.-მანქანაში სანამ ჩაჯდებოდა ირაკლიმ კიდევ ერთხელ გამოსძახა გეგას,
-მამას რომ ამას მოვუყვები ნამდვილად არ ესიამოვნება. შეგიძლია კომპანიას დაემშვიდობო ძამიკო.
გეგამ მხოლოდ გაუღიმა და ამის შემხედვარე გამწარებული ირაკლი მანქანის ბღულით გავარდა ეზოდან... ღმერთო ეს რა მოხდა...
*******
სახლში შესვლისთანავე გამოვუცხადე გეგას რომ შხაპის მიღება მინდოდა,ზემოთ გავიქეცი,ის კი უკან გამომყვა მაგრამ მოვასწარი და საძინებლის კარი ჩავკეტე,კარებთან ჩავიკეცე და ჩუმად ავსლუკუნდი,თან პირზე ხელი ავიფარე გეგას რომ არ გაეგო. ეს რა იყო, ყველაფერი ჩემს გამო მოხდა,საკუთარ ძმას ჩემს გამო ეჩხუბა,არა...ასე არ შეიძლება. გეგა კარებზე ბრახუნს არ წყვეტდა
-ლილე კარი გააღე! იცოდე რაიმე სისულელე არ გააკეთო,გეფიცები კარს შემოვანგრევ,-წამოვდექი და აბაზანისკენ წავედი,არა როგორ შემეხო,ასე მეგონა მისი სუნი ამდიოდა და მინდოდა მომეშორებინა,შხაპის ხმა რომ გაიგო გეგამ კარზე ბრახუნი შეწყვიტა და სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა....არ ვიცი აბაზანაში რამდენ ხანს ვიყავი,მაგრამ უკვე პირსახოც შემოხვეული აბაზანიდან რომ გამოვედი კარები ძირს დაეცა და ოთახში გეგა შემოვარდა გააფთრებული. პირსახოცს ხელი მოვუჭირე და ადგილზე გავშეშდი გეგამ რომ თვალი მომკრა დავინახე თვალები როგორ გაუმუქდა და უცნაურად შემომხედა,
-მე...-დავიწყე ბლუყუნი,-მე უბრალოდ შხაპის მიღება მინდოდა,ის შემეხო,ყველგან შემეხო,-გეგას სახე შეეცვალა და ფრთხილად მომიახლოვდა,წესით შეშინებული უნდა ვყოფილიყავი იმის მერე რაც მოხდა...მაგრამ გეგა რომ მომიახლოვდა და შემეხო ადგილიდან არ დავძრულვარ,თავი ზემოთ ამაწევინა და ყელზე მომაჩერდა. ისეთი სახე ჰქონდა წამიერად სულ დამავიწყდა შუა ოთახში რომ ვიდექით და მხოლოდ პირსახოცი რომ მქონდა ტანზე შემოხვეული
-მოვკლავ!-დაიღრიალა და მოულოდნელობისგან შევხტი. ჩემს რეაქციაზე ამოიოხრა და ნაბიჯი უკან გადადგა
-მაპატიე ლილე,მასთან კონტაქტი არ მაქვს,უბრალოდ ხანდახან ჩემს სანახავად მოდიოდა,იმის მიუხედავად რომ აქ მოსვლა ავუკრძალე,არ ვიცი გასაღები სად იშოვა მაგრამ გპირდები მას ვეღარ ნახავ.-ამის თქმა იყო და ოთახიდან გავარდა. კიდევ დიდხანს ვიდექი შუა ოთახში და ვერ ვხვდებოდი ჩემზე ასე რატომ ზრუნავდა,ის ხომ წესიერად არც კი მიცნობდა...თავი გავაქნიე და კიდევ ერთხელ შევხედე კარს რომელიც ჰინჯებიდან იყო ამოვარდნილი...არა ეს მაინც როგორ მოახერხა...
გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი გეგას მოსაძებნად.
-გასაგებია,10 წუთში მანდ ვიქნები,-გაისმა მისაღებიდან გეგას ხმა.
-სადმე წასვლას აპირებ?-ვკითხე და მივუახლოვდი,ისე რომ ტელეფონიდან თავი არ აუწევია მიპასუხა
-კი,ცოტა ხნით გავდივარ,შენთან ლუკა და ბიჭები დარჩებიან,გვიან მოვალ ასე რომ არ დამელოდო.-გვერდით ჩამიარა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ როცა ისევ მე შევაჩერე
-გთხოვ ფრთხილად იყავი და...-სიტყვა გამიწყდა და ფეხებს დავხედე,ტუჩზე ვიკბინე და წავიჩურჩულე ვიცოდი გეგა ელოდებოდა რას ვეტყოდი-ჩემს გამო არ გინდა ძმასთან ჩხუბი...-გეგა ზურგით იდგა ჩემგან არც კი დაფიქრებულა ისე ცივად მიპასუხა
-ის ჩემი ძმა აღარ არის ლილე,-ეს იყო და კარიდან ისე გავიდა მისთვის არც კი შემიხედავს. არა ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერი ჩემი ბრალია... განტვირთვა მჭირდება,ეს ყველაფერი დროებით მაინც უნდა დავივიწყო, თუნდაც რამოდენიმე წამით და ვიცი ეს როგორც უნდა გავაკეთო. საძინებლისკენ გავიქეცი და სწრაფად დავიწყე ტანსაცმლის არჩევა,დღეს ამდენი ხნის შემდეგ ისევ გავაკეთებდი იმას,რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს...მაგრამ ერთი პრობლემა იყო,ლუკას და დანარჩენებს უნდა დავსხლტომოდი ხელიდან,ნამდვილად არ მინდოდა მთელი დღით სახლში ჯდომა,ლოდინი და ნერვიულობა თუ სად იყო გეგა და რას აკეთებდა,გონება სხვა რამით უნდა დამეკავებინა,ამ ფიქრებში ვიყავი ლუკას და დანარჩენების ხმა რომ გავიგე. სწრაფად გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი მათთან შესახვედრად,როგორმე მათ უნდა გავეპარო...
*******
ლუკა იმდენად ენერგიული იყო რომ უკვე შეღონებულმა ბექამ და საბამ გადაწყვიტეს მისი სკამზე დაბმა და პირის აკვრა სკოჩით.
-კარგით რა,თქვენ თუ არა ლილეს მოსწონს ჩემი მოსმენა,ხომ მართალია ლილე?-სულაც არ ვიყავი სიცილის ხასიათზე მაგრამ ლუკამ ისეთი სახით გამომხედა სიცილი ვერ შევიკავე. საბამ წარბები გადამიხლართა
-ლილე სულ შენი ბრალია ეს რომ ასე ცეტივით იქცევა,-გამოაცხადა ბექამ და ჩაიფხუკუნა ლუკამ რომ თვალები დაამრგვალა და საწყლად გახედა.
-აუ მოდი რამეს ვუყუროთ რა,-წამოხტა საბა და პულტს დაავლო ხელი,ლუკა გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი გადამხვია რისთვისაც ბექასგან თავში წამორტყმა მიიღო
-ხელი ბიჭო,-დაუსისინა და სანამ ისევ წამოარტყავდა ლუკა ისარივით გავარდა სამზარეულოში ყავის გასაკეთებლად. გადავიხარხარე და წამიერად სულ დამავიწყდა ჩემი გეგმის შესახებ და გეგა...ნეტავ სად არის,ჩემი დაღონებული სახე რომ დაინახა საბამ სიტუაციის განმუხტვა სცადა და მეკითხებოდა რომელი ჯობდა ტომი და ჯერი თუ ნუ პაგადი,პირდაღებულმა გავხედე მან კი სრული სერიოზულობით გააგრძელა და ახლა ბექას გახედა
-არა ისე დისნეი ჯობია,ჰა? რას იტყვი ბექუშ ჩაგირთო ფიფქია და შვიდი ჯუჯა?
-რაპუნცელი მირჩევნია,-გამოაცხადა ბექამ. მოკლედ ბევრი ქაოსის, ბექას და ლუკას კინკლაობის, ხელჩართული ბრძოლის იმიტაციის და გატეხილი ყავის ჭიქების ხვეტვის შემდეგ ყველა ტელევიზორს მივუსხედით რაიმე საინტერესოს საყურებლად,ბოლოს კი ბექამ თავისი გაიტანა და ყველანი პატარა ბავშვებივით მივჩერებოდით ეკრანზე მორბენალ რაპუნცელს. ცოტა ხნის შემდეგ კი...
-ვაა,ლილე შენი თმა არ ანათებს ისე? აბა იმღერე,-თმაზე ხელი დამავლო ლუკამ
-სავარცხელი საიდან გაქვს?-გაკვირვებულმა ვკითხე ლუკამ თმების დავარცხნა რომ დამიწყო
-მაგას ყველაფერი ჯიბით დააქვს,-თქვა ბექამ
-ხო ერთხელ ბიჭები კლუბში ვიყავით და ამ დებილმა ოთხი ბოთლი ლუდი ამოალაგა ჯიბეებიდან-ჩაიფხუკუნა საბამ რაზეც მეც ავყევი
-კარგად კი სვამდით და ახლა რით ხართ უკმაყოფილოები-გაიბუსხა ლუკა გავიცინე და წამოვდექი
-სამზარეულოდან რამე ხომ არ გინდათ?-ყველა ტელევიზორს მიშტერებოდა,მეც პასუხს არ დაველოდე და სამზარეულოსკენ წავედი,ჭიქას ვეძებდი წყალი რომ დამელია როცა ფანჯარა შევნიშნე და გავშეშდი. ბიჭებს გავხედე, რომლებიც ზედმეტად გართულები იყვნენ რაპუნცელის ყურებით,ფანჯრიდან გადავიხედე,თავისუფლად შემეძლო აქედან გადაძრომა,დრო არც დამიკარგავს ისე გამოვაღე ფანჯარა და ისე რომ უკან არც მომიხედავს მთავარი გასასვლელისკენ გავიქეცი...
ერთი საათის შემდეგ ადგილზე ვიყავი,არაფერი არ შეცვლილა ყველაფერი ისევ ისე დამხვდა,აქაურობას ნამდვილად ჩემი ხელი აკლდა,შენობაში შევედი და საშინელი მოწყენილობა დამხვდა,ყველა თავის მაგიდასთან იჯდა ჩუმად საუბრობდა. ცენტრში გავიხედე,სცენა ცარიელი იყო,მხოლოდ ინსტრუმენტები ელაგა,გული დამწყდა,აქაურობა ყოველთვის სავსე იყო ხალხით,მუსიკის ხმა რამოდენიმე ქუჩის იქითაც კი ისმოდა,ახლა კი...
-ლილე?-ზურგს უკან გაკვირვებული ხმა გაისმა,შევტრიალდი და
-ნიცა!-წამოვიყვირე, ერთმანეთს გადავეხვიეთ,ამდენი ხნის შემდგეგ, როგორც იქნა ისევ ვნახეთ ერთმანეთი.
-სად დაიკარგე? უშენოდ აქაურობა ჩაკვდა,-დაღონებულმა მითხრა და ხელით ვიღაცას უხმო
-ეს ჩვენი ახალი დრამერია შაკო,-შაკო გოთური ტიპაჟის ბიჭი იყო,დახეული ჯინსები,გრძელი შავი თმა გვერდზე ჰქონდა გადაწეული და წითელი მელირება ჰქონდა,კონვერსი და გრძელი მომწვანო მაისური ეცვა წარწერით we rock!
-ჰაი,-მომესალმა და ნიცას გვერდით ამოუდგა. ნიცაც შეცვლილი იყო ,ჯინსები, თეთრი მაისური და ბათინკები ეცვა ტუჩზე კი პირსინგი ჰქონდა,თმა ამჯერად თეთრი ჰქონდა და თავისი დიდი თაფლისფერი თვალებით მომჩერებოდა,რომელიც ლაინერით ჰქონდა დამშვენებული.
-დემე სად არის?- ვიკითხე და თვალებით დავიწყე მისი ძებნა,დემე ისევე როგორც ნიცა გიტარისტი იყო,ადრე შეყვარებულები იყვნენ ახლა კი უკვე აღარ ვიცი.
-უკანაა,წამო ვნახოთ-ნიცამ ხელი დამავლო და კულისებში ძალით წამათრია.
-არავითარ შემთხვევაში!-წამოვიძახე დემემ რომ სცენაზე გასვლა შემომთავაზა
-ლილე გთხოოვ,უშენოდ აქაურობა აღარ არსებობს,-შემეხვეწა ნიცა,შაკოც კი,რომელსაც ჰაის მეტი არაფერი უთქვამს მთხოვდა ერთი სიმღერა მაინც მემღერა და ბოლოს იმდენი ქნეს მაინც დამითანხმეს...სცენაზე გასვლამდე საშინლად ვნერვიულობდი და მიკროფონს ხელს ვუჭერდი,მაგრამ როცა ნიცამ ჩემი სახელი ახსენა და დარბაზისგან ოვაციები მივიღე როცა სცენაზე გავედი,მაშინვე მომეშვა და ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი სიმღერა დავიწყე
-i hate the way you say my name,-ირგვლივ თითქოს ყველა გაქრა და მხოლოდ მე და ჩემი სიმღერა ვარსებობდით,იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ ყველაფერი მტკიოდა სიმღერას ავყევი და ცეკვა დავიწყე,თავს ისე მსუბუქად ვგრძნობდი თითქოს ბუმბული ვიყავი და ღრუბლებში დავფრინავდი. რაღაც მომენტში დარბაზს გავხედე და პირველი რაც დავინახე ნაცრისფერი თვალები იყო,რომლებიც გაოცებული მაგრამ ამავე დროს გაბრაზებული მიყურებდნენ...
*******
სიმღერას რომ მოვრჩი დარბაზში სტვენის და ოვაციების ხმა არ წყდებოდა,ყველა ჩემს სახელს გაიძახდა, ღმერთო ეს როგორ მაკლდა. იმ ადგილას გავიხედე სადაც გეგას მოვკარი თვალი,ვიფიქრე მომეჩვენა,მაგრამ არა...ის იდგა, გვერდულად იღიმოდა და სხვებთან ერთად ტაშს უკრავდა. ნიცას ხელით ვანიშნე რომ გავდიოდი,დემე ჩემსკენ გამოქანდა ჩამეხუტა და ჰაერში დამაბზრიალა,გამეცინა და ვთხოვე ძირს დავესვი
-მადლობა ამ საღამოსთვის,ძალიან გვაკლდი და იმედია ისევ ხშირად ვნახავთ ერთმანეთს-მითხრა დემემ,შემდეგ კი ისევ ხალხისკენ შეტრიალდა და მიკროფონში მთელი ხმით ჩაჰყვირა
-აბა ოვაციებით გავაცილოთ ლილეე!! ჩვენ კი მოდი გავაგრძელოთ გართობა, სცენიდან ჩამოვედი და
გეგასკენ ნელი ნაბიჯით წავედი.
-გეგა მე....-დავიწყე როცა მივუახლოვდი,თუმცა მისგან მხოლოდ ცივი გამოხედვა მივიღე და კბილებში გამოსცრა
-ამაზე მანქანაში ვილაპარაკოთ,-შეტრიალდა და გასასვლელისკენ წავიდა,მეც უკან გავყევი,გარეთ რომ გავედი მაშინვე ყვირილი დაიწყო რაზეც შევხტი
-არა რაზე ფიქრობდი?? ვინაა ის ტიპი?-გააფთრებულმა შემომხედა,დავიბენი და თვალები ავაფახულე
-ვინ ტიპი?-ვკითხე დაბნეულმა
-ლილე ნუ მეთამაშები,რომ ჩაგეხუტა ის ტიპი ვინ იყო?-მომიახლოვდა და ჩაბნელებული თვალებით დამიწყო ყურება,ისევ დავიბენი და თან გავბრაზდი ამდენის უფლებას რომ აძლევდა თავს და ვუყვირე
-და რა შენი საქმეა??? ვისაც მინდა იმას ჩავეხუტები და რასაც მინდა იმას გავაკეთებ,შენი მძევალი კი არ ვარ,თავს ზედმეტის უფლებას აძლევ,ვინ ხარ ყოველ ნაბიჯს რომ მიკონტროლებ...-სანამ კიდევ რამეს ვიტყოდი გიჟივით მეცა, ერთი ხელი წელზე შემომხვია მეორე კისერზე და მერე....მერე მაკოცა....გავშრი და ფიქრის უნარი წამერთვა გეგას ტუჩები რომ ჩემსაზე ვიგრძენი,გაყინული ვიდექი და სანამ გონზე მოვიდოდი გეგამ უკან დაიხია,შუბლი შუბლზე მიმადო და მითხრა
-ჩემს გარდა არავის აქვს უფლება შეგეხოს,ხომ გაიგე? არც მაგ გამოსირებულს და არც ვინმე სხვას,გესმის?-დაიღრიალა და ისევ შევკრთი-მოგწონს ეს თუ არა ასე იქნება,შენს გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი და ეს კარგად იცი,ხოლო მეორედ რომ სახლიდან გაპარვას დააპირებ კარგად დაფიქრდი,არ არსებობს ადგილი სადაც მე ვერ მოგაგნებ,დანარჩენებს კი სახლში მისვლისას მივხედავ-თვალებში მიყურებდა და ისეთი ტონით მელაპარაკებოდა ხმის ამოღებაც ვერ გავბედე. ფეხებს რომ დავხედე თვალებ აცრემლებულმა ცერა თითით თავი ზემოთ ამაწევინა,შემდეგ ცრემლები მომწმინდა და ამჯერად უფრო რბილად მითხრა
-კარგად დაიმახსოვრე ეს საღამო ლილე და ის რაც გითხარი და რასაც ახლა გეტყვი,შენი ადგილი ჩემს გვერდითაა და ასე იქნება მანამ,-თმა ყურზე გადამიწია კმაყოფილი სახით-სანამ მათ არ დავიჭერ,თუმცა არც მერე არ ვაპირებ რაიმეს შეცვლას,-ხელები მხრებზე მომკიდა და თვალებში შემომხედა-ეს შენ გგონია რომ სულ რაღაც ორი დღით გიცნობ მაგრამ ასე არაა,-თვალებში რაღაც გაუკრთა,რაღაც ისეთი რისი ამოკითხვაც ვერ შევძელი, თუმცა ისევე მალე გაქრა როგორც გამოჩნდა. ხელი გამიშვა და მანქანისკენ მიმანიშნა. რა იგულისხმა? ნუთუ მითვალთვალებდა? რას ნიშნავს იმაზე დიდხანს მიცნობს ვიდრე მე მგონია.
-ჩაჯექი,სახლში მივდივართ,-მანქანისკენ წავიდა და უცებ შემობრუნდა,-ჰო და კიდევ,კარგად მღერი,-შოკირებული რამოდენიმე წუთით ისევ იმ ადგილას ვიდექი,თითები ტუჩებზე მოვისვი სულ ავცახცახდი სიცივისგან და სავარაუდოდ შოკისგანაც. ისე რომ არაფერი მითქვამს მანქანაში ჩავჯექი,ღვედი გავიკეთე და ფანჯრიდან დავიწყე ყურება. ამისთვის ვაზღვევინებ და თან მწარედ. მთელი გზა თვალს ვარიდებდი, გაბრაზებული,ნაწყენი,შოკირებული და გზააბნეული ვიყავი,ასე რატომ იქცევა? თითქოს ნივთი ვარ ისე მიმისაკუთრა,ამის უფლებას არ მივცემ,მე თავისუფლება მიყვარს და მოსწონს ეს თუ არა მოუწევს იმ ფაქტთან შეგუება რომ როგორც კი დამნაშავეებს დაიჭერენ მე მისგან სამუდამოდ წავალ და ვერასოდეს ვეღარ მნახავს. ამ ფიქრებში ვიყავი როცა ჩემს მხარეს სარკეში უკნიდან სწრაფად მომავალი მანქანა დავინახე,მხოლოდ დაყვირება მოვასწარი და მინის ნამსხვრევებისგან თავის ასარიდებლად თავი გეგასკენ შევაბრუნე...
*******
მძღოლმა სიგნალებით და უშვერი სიტყვების ძახილით ჩაგვიქროლა. გეგას ისეთი სახე ჰქონდა ცოტათი შემეშინდა კიდეც,სიჩქარეების გადამრთველს ჩააფრინდა და მხოლოდ მაშინ გავიაზრე სიტუაცია,როცა მონსტრივით აღრიალებულმა მანქანამ რამდენიმე წამში იმ მიმართულებით გადაუხვია საითაც შავი მერსედესი გაუჩინარდა. მკლავებზე ვენები ემჩნეოდა,დაბერილი ნესტოებით კი ქშენით ისუნთქავდა ჰაერს და ისე გამოიყურებოდა თითქოს გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა,მათ შორის სპიდომეტრის ისარს რომელიც ძალიან სწრაფად მიიწევდა ზემოთ.
-გეგა,შეანელე გთხოვ,-ისე ვღელავდი ხმის დამორჩილებაც კი მიჭირდა,
-ნუ გეშინია,-მოკლედ მომიჭრა ისე რომ ზედაც არ შემომხედა და კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს,საბოლოოდ ვერც კი მივხვდი როგორ,მაგრამ გეგამ მოახერხა ვიწრო და ჩაბნელებულ ქუჩაზე შავი მერსედესის წინ აღმოჩენილიყო და გზა ჩაეკეტა. გავშრი
-გეგა არ გადახვიდე გთხოვ,-აღმომხდა დაპანიკებულს.
-ფეხი არ გადმოადგა მანქანიდან რაც არ უნდა მოხდეს-ისეთი ხმით მიპასუხა სისხლიც კი გამეყინა ძარღვებში
-გადმოდი!-დაუღრიალა გეგამ როგორც კი მანქანას მიუახლოვდა და რეაქციაც არ ჰქონია ერთის ნაცვლად ორი ახმახი რომ აესვეტა წინ.
-რამე პრობლემა გაქვს ძმა?-მაშინვე გამოეყო ერთი სავარაუდოდ მძღოლი სწორედ ის იყო,
-მე მაქვს პრობლემა?! თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?!-საერთოდ გამოვიდა წყობილებიდან გეგა,ვხედავდი ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას მაგრამ ამას აშკარად ვერ ახერხებდა. აი მე კი ისე ვეცი კარის საკეტს,როცა დავინახე როგორ მოხვდა გეგას ყბაში,იმაზეც კი არ მიფიქრია რა მოხდებოდა გარეთ რომ გადავსულიყავი,
-ჩაჯექი მანქანაში!-დაიღრიალა გეგამ მაგრამ ვერც მისმა ღრიალმა შემაჩერა ისე მივეჭერი,ვერ დავუშვებდი რამე მოსვლოდა და ზუსტად ვიცოდი ახლა რომ არ ჩავრეულიყავი მერე ძალიან გვიანი იქნებოდა,არც კი გამხსენებია ვინმესთან დამერეკა,
-საჭის დამორჩილება რომ ვერ მომესწრო სად მიდიოდი მერე?-თავისას არ იშლიდა გეგა და გამწარებულმა მუშტის მოქნევაც კი მოასწრო-იდიოტური გართობის გამო კლავდი შე ?
-გეგა,გეხვეწები...-ამოვისლუკუნე
-სიტყვებს დაუფიქრდი ბიჭო!-უღრიალა მეორემაც,შემდეგ კი ისე მოიქნია ხელი,ვერც კი მივხვდი როდის მოვასწარი შუაში ჩახტომა,მაგრამ მხარი რომ ამეწვა საშინლად და ტკივილისგან ჩავიკეცე,მაშინაც კი იმაზე ვფიქრობდი როგორმე გეგა აქედან წამეყვანა. გეგას ყბები დაეჭიმა და იღრიალა
-აი ახლა დაგენძრათ!-ამის მეტი ვერაფრის გაგონება მოვახერხე და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში მივიღე,ის იყო,რომ თვალები დამეხუჭა. გულში ვლოცულობდი ცივა ასფალტზე ჩაკეცილი რომ აქედან მშვიდობით გაგვეღწია, ადგომის კი საშინლად მეშინოდა,მხოლოდ ღმერთმა უწყოდა კიდევ როდის მოხვდებოდა უმისამართო მუშტი და მით უმეტეს სად.
-ილოცეთ რომ აღარსად გადამეყაროთ,-გაისმა გეგას ჩახლეჩილი ხმა,შემდეგ კი აკანკალებულს ძლიერი მკლავები რომ შემომეხვია და ფრთხილად წამომაყენა ამდენი ემოციისგან ერთიანად წამსკდა ცრემლები,საერთოდ არაფერი მაინტერესებდა იმ მომენტში,ისე შემოვხვიე ხელები კისერზე. შეშინებული მივეკარი და მისი სხეულისგან წამოსული სითბოც კი ვერ მათბობდა ნერვიულობისგან გაყინულს. გეგა გახევებული იდგა და ცალი ხელი შემომხვია წელზე,იმ წამებში მას მე მთელი გული მივეცი..
-ასე აღარ მოიქცე გთხოვ,-ძლივს ამოვთქვი ცრემლებისგან ხმაშეცვლილმა და მისი ტუჩების შუბლზე შეხებისას ისე გამაჟრიალა, ვერცერთი სიტყვა ვერ გამოიწვევდა ამხელა ემოციას. ასეთი შეშინებული არასოდეს ვყოფილვარ.
-წავიდეთ აქედან,-მიპასუხა მოჩვენებითი სიმშვიდით და ისე მიმიყვანა მანქანამდე წამითაც არ მოვუშორებივარ გვერდიდან.
-გეხვეწები საჭესთან არ დაჯდე,განერვიულებული ხარ,რაღაც მოგვივა.
-ნუ გეშინია.-პასუხად მხოლოდ ეს მივიღე,რამდენიმე წუთში კი მანქანა ადგილიდან დაიძრა...



№1 სტუმარი Gvanca

Dzalian katgi iyo magaria warmatebebi ❤❤❤ axal tavs rodis dadebt

 


№2  offline წევრი Olivia255

Gvanca
Dzalian katgi iyo magaria warmatebebi ❤❤❤ axal tavs rodis dadebt

დიდი მადლობა ❣️✨ უკვე დავდე ❣️✨

 


№3 სტუმარი ნესტან

მომეწონა ძალიან მაგრამ გეგას ქარაგმებს ვერ ჩაცწვდი,საინტერესოა საიდან იცნობს ლილეს,ასეთი სახიზღარი ძმა როგორ ყავს ვერ ვიტან ასეთ თავისუფალ მ9ძალადე ბიჭებს ხომ უნდა პატივისცემით მოექცე ძმის მეგობარს მადლობა წარმატებები

 


№4  offline წევრი Olivia255

ნესტან
მომეწონა ძალიან მაგრამ გეგას ქარაგმებს ვერ ჩაცწვდი,საინტერესოა საიდან იცნობს ლილეს,ასეთი სახიზღარი ძმა როგორ ყავს ვერ ვიტან ასეთ თავისუფალ მ9ძალადე ბიჭებს ხომ უნდა პატივისცემით მოექცე ძმის მეგობარს მადლობა წარმატებები

შემდეგ თავებში გაიგებთ აუცილებლად საიდან იცნობს გეგა ლილეს ❣️❣️ და ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ❣️❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent