შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი აღმოჩენა(ნაწილი ოთხი)

22-04-2024, 01:49
ავტორი Olivia255
ნანახია 684

ყველა სახსარი მტკიოდა, ბუნდოვნად მახსოვდა როგორ ამომიყვანა გეგამ საძინებელში, როგორც კი გავიაზრე რომ სამშვიდობოს ვიყავით გონება მაშინვე გამეთიშა. ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს თავში ურო მირტყეს, თვალები ძლივს გავახილე და საათს დავხედე,დილის 6 საათი იყო. ჩემი გაღვიძების მიზეზსაც მივხვდი,გეგას ოთახიდან ტელეფონის ზარის ხმა გამოდიოდა,განუწყვეტლად რეკავდა და არ ჩერდებოდა,წამოვდექი და გეგას საძინებლის კარზე მსუბუქად დავაკაკუნე,პასუხი რომ არავინ გამცა კარი ფრთხილად შევაღე,ტელეფონი ბოლო ხმაზე რეკავდა,გეგას მივუახლოვდი და მხარზე შევეხე მსუბუქად
-გეგა, გაიღვიძე,-შეიშმუშნა და გვერდი იცვალა
-ხუთი წუთიც და ავდგები რა,-წავიბურტყუნა,ოდნავ შევანჯღრიე
-გეგა,ტელეფონი გირეკავს,-ისევ შეიშმუშნა და წაიბურტყუნა
-უპასუხე და უთხარი რომ ცოტა ხანში გადავურეკავ.-შევყოყმანდი მაგრამ ტელეფონის ხმაურით შეწუხებულმა მართლა ვუპასუხე და სანამ რაიმე ვუთხარი მეორე მხრიდან ბიჭის აღელვებული ხმა გავიგე,
-ბიჭო სად ხარ, რა მოხდა გუშინ,ლილე როგორ არის,სად გიგდია ეგ დედააფეთქებული ტელეფონი,-მოიცა ჩემი სახელი საიდან იცოდა? ვიფიქრე ალბათ ბიჭებიდან იყო რომელიმე და ვუპასუხე
-გამარჯობა,ლილე ვარ,გეგამ მთხოვა გადმომეცა რომ ცოტა ხანში გადმოგირეკავდათ,-ყურმილის ბოლოში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა,პასუხი არც გაუციათ ისე გათიშეს,ეკრანს დავხედე და სახელი წავიკითხე "ნიკა",ამასობაში გეგამ ცალი თვალი გაახილა,ჩემი დანახვისას მეორეც სწრაფად მიაყოლა და წამოჯდა,
-ლილე ყველაფერი რიგზეა? აქ რას აკეთებ?
-ბოდიში რომ შემოგეჭერი,შენი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა,შენი გაღვიძება ვცადე მაგრამ მითხარი რომ ყურმილი ამეღო და მეთქვა რომ ცოტა ხანში გადაურეკავდი.-ტელეფონს ხელი დაავლო და სასწრაფოდ ეკრანს დახედა რომ გაეგო ვინ დაურეკა
-ნიკა ვინ არის? ან მე საიდან მიცნობს?-ვკითხე და შევატყვე გეგა როგორ გაფითრდა,თუმცა სიმშვიდე შეინარჩუნა და გაღიმებულმა მიპასუხა
-ჩემი მეგობარია, სავარაუდოდ გუშინდელზე გაიგო და ინერვიულა.-თავი დავუქნიე და წამოვდექი
-წავალ ცოტა ხნით ისევ დავიძინებ,-ვუთხარი და კარებისკენ შევტრიალდი,თუმცა თვალის კუთხიდან შევამჩნიე როგორი ფაცი ფუცით იცვამდა გეგა ტანსაცმელს და გამალებით წერდა რაღაცას ტელეფონში,ჰმ,საეჭვოდ იქცევა,ყურადღება აღარ მივაქციე საძინებლისკენ წავედი,დღეს კარგად უნდა გამოვიძინო. თვალები ნელ-ნელა გავახილე და ხელით მოვიფშვნიტე. ნეტავ რამდენ ხანს მეძინა,საათს დავხედე, პირველის ნახევარი იყო. ქვემოთ ტელევიზორის ხმა ისმოდა, ავდექი და აბაზანისკენ წავედი. ცხელმა შხაპმა ცოტა გამომაფხიზლა. ოთახში გამოვედი და ტანსაცმელს გადავხედე,ბოლოს შავი ელასტიკი და თეთრი ტოპი მაისური ჩავიცვი,სარკესთან მივედი,ჩემი გრძელი ქერა მაგრამ მოთეთრო თმა ზემოთ ავიწიე, ჟაკეტიც მოვიცვი და ქვემოთ ჩავფრატუნდი. მისაღებში რომ შევედი ბექა დავინახე.
-დილა მშვიდობის,-მივესალმე, გამომხედა და თვალი მხარისკენ გააპარა,თუმცა მალევე მოარიდა მზერა და გაღიმებულმა მიპასუხა
-ლილუსკას სალამი,-ჩავიფხუკუნე,ლილუსკა რაღაც ახალი იყო
-ყავას დალევ?-ვკითხე და სამზარეულოსკენ წასულს გზაში მომაძახა რომ ჩემს ცივ ყავაზე უარს არ იტყოდა. დღემ უცებ გაირბინა,მე და ბექამ ფილმებს ვუყურეთ,საუზმე მოვამზადე და გამომიცხადა რომ ყოველ დღე მოვიდოდა თუ ასეთ საჭმელს დავახვედრებდი. გეგაზე მეფიქრებოდა და გუშინდელ ამბებზე,როგორ მაკოცა....და როგორ დამიცვა როცა კინაღამ მანქანით დაგვეჯახნენ...რატომ იქცევა ასე,ასე რატომ ზრუნავს ჩემზე....ნუთუ მოვწონვარ? არა არ არსებობს მასთან მხოლოდ იმიტომ ვარ რომ პოლიციამ ასე გადაწყვიტა. კარზე ზარის ხმა გაისმა,ბექა მაშინვე წამოხტა
-აქ იყავი,-გამომიცხადა და კარისკენ წავიდა. წამოვდექი, მაინტერესებდა ვინ მოვიდა, დერეფნის ბოლოში დავდექი და ბექამ რომ კარი გააღო პოლიციის ოფიცერს მოვკარი თვალი,ძარღვებში სისხლი გამეყინა,ნუთუ რამე მოხდა....
*******
ყველანი მისაღებში დავსხედით და გაფაციცებით ველოდებოდი რას იტყოდა ოფიცერი.
-მოკლედ,აქ იმისთვის ვარ რომ ერთი კარგი მაგრამ ერთი ცუდი ინფორმაციაც გაგიზიაროთ,-დავიძაბე და აღელვებული მივაჩერდი
-ერთ-ერთი მათგანი დავიჭირეთ და მან ყველაფერი აღიარა,-ამოვისუნთქე და დივანს მივეყუდე სახეზე ხელებაფარებული,ღმერთო როგორც იქნა,რადგან ერთი დაიჭირეს,მეორეს კვალზეც მალევე გავლენ.
-მაგრამ,-გააგრძელა ოფიცერმა,-თვალები დავაჭყიტე-საჭიროა რომ თქვენ წამოხვიდეთ განყოფილებაში, შესაძლებელია მას იცნობდეთ,ამ პიროვნებამ გვითხრა რომ დიდი ხანია თქვენ გიცნობთ,-დავიბენი,ვინ არის? ნუთუ ვინმე ჩემი ახლო მეგობარი? მაგრამ არავინ არ მყავს რამოდენიმე მეგობრის გარდა,ვინ უნდა იყოს
-დიახ რათქმაუნდა,-დაუფიქრებლად დავთანხმდი და წამოვდექი
-მეც წამოვალ,-თქვა ბექამ და ჟაკეტი მოიცვა. მოკლედ პოლიციის მანქანით წავედით განყოფილებაში,მისვლისას საშინლად ავნერვიულდი,არ ვიცოდი იქ ვინ დამხვდებოდა და არ მინდოდა რომ ეს ვინმე ჩემი ახლო მეგობარი ყოფილიყო. დერეფანს გავუყევით და ერთ-ერთ ოთახთან შევჩერდით. ოფიცერი მოგვიბრუნდა და ბექას უთხრა,
-თქვენი შესვლა არ შეიძლება,შეგიძლიათ გარეთ დაიცადოთ,-შემდეგ მე გამომხედა და თავი დამიკრა იმის ნიშნად,რომ შემეძლო ოთახში შესვლა. კარი ფრთხილად გავაღე და მაგიდასთან ბორკილებით დაბმული ბიჭის დანახვისას გაოგნებულს აღმომხდა
-ლევან...-ჩემი დანახვისას სახე გაუბრწყინდა,ეცადა წამომდგარიყო მაგრამ ამაოდ,ბორკილები და კიდევ ერთი პოლიციელი რომელიც მის უკან იდგა ამის საშუალებას არ აძლევდა,თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და წაილუღლუღა
-ჩემი პატარა,-სიძულვილის გრძნობამ დამიარა,მისგან მოშორებით დავდექი და დავუყვირე
-როგორ გაბედე!-გაეღიმა და თავისი მწვანე თვალებით მომაჩერდა
-სიყვარული ხალხს სისულელეებს აკეთებინებს,-ამის გაგონებისას სულ გავწითლდი სიბრაზისგან და მწარედ მივახალე
-მე შენ არასდროს მიყვარდი და არც არასდროს შეგიყვარებდი,შენ არ ხარ ის ადამიანი ვინც ჩემს გვერდით მინდა რომ იყოს,ვერასოდეს მიაღწევ შენსას...არა რაზე ფიქრობდი? რა გეგონა? რომ ჩემს სახლში შემოჭრით და ჩემი შეშინებით ან გატაცებით თავს შემაყვარებდი???-ეშმაკურად გაიღიმა
-და ვინ გითხრა რომ შენს მოტაცებას ვაპირებდი,შენთან იმისთვის მოვედი რომ ის გამეკეთებინა რაც დიდი ხანია მინდა,-გულის ამრევად აილოკა ტუჩები და მკერდზე მიმაჩერდა,გამაჟრჟოლა როცა მივხვდი რაც იგულისხმა...
-ამაზრზენი ხარ,-ამოვთქვი და კინაღამ გული ამერია მისი მომღიმარი სახე რომ დავინახე.
-ხომ იცი რომ აქ დიდხანს არ ვიჯდები პატარავ, გამოვალ და მერე ვერსად დამემალები,ყველგან მოგაგნებ და მივაღწევ ჩემსას...-სანამ კიდევ რამეს იტყოდა კარები გაიღო და ოთახში გეგა შემოვიდა...პოლიციის ფორმაში პირველად დავინახე და ვაღიარებ თვალს ვერ ვაშორებდი.
-ლილეს ვერ მიეკარები და ამაზე პირადად მე ვიზრუნებ.-შეუღრინა გეგამ
ლევანიმ რომ დაინახა გეგას მივაჩერდი, მწარედ გაიცინა და გეგას ზიზღით შეხედა
-უკვე გადაგიშალა ფეხები?-გეგას მიაჩერდა, რომელიც ჩემს გვერდით იდგა და წელზე შემოხვეულ ხელს არ მაშორებდა. ამის გაგონებაზე ყბა დაეჭიმა და ხელიც უფრო მომიჭირა.
-მე უკვე მაგრად გავერთე ამ ბოზთან,იმ დღესაც კარგად გავერთობოდით აივნიდან რომ არ გადამხტარიყო-გამომხედა და თვალი ჩამიკრა,ისე რომ ვერავინ ვერ მოასწრო რეაგირება მაგიდასთან მივვარდი და გააფთრებულმა ლევანის სახეში შევაფურთხე
- ხარ იცი?-პირველად ცხოვრებაში შევუკურთხე,ბოლო ხმაზე ვუღრიალე-და სწორედ ეგაა შენი პრობლემა,შენთან არასდროს არაფერი არ მოხდებოდა და თუ გგონია რომ მაგ სიტყვებით ან მე ან გეგას გაგვამწარებ ძალიან სცდები,გეგას ნახევარიც კი არ ხარ კაცობაში და ვერც ვერასოდეს იქნები შე ქათამო,ილოცე რომ ოდესმე შენთან ვინმე იყოს,მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ოდესმე თუნდაც შენს გვერდით გავიარო-ლევანი გამწარდა,სკამზე რომელზეც იჯდა ფეხით უკან მოისროლა და შეეცადა სახე რაც შეიძლებოდა ახლოს მოეტანა ჩემთან თან თვალს არ მაშორებდა და ყვიროდა რომ მისი საკუთრება ვიყავი და არავის მისცემდა უფლებას ჩემთან მოახლოების,სწორედ ამ დროს გეგამ დაავლო ხელი და თანაშემწეს ჩემი ოთახიდან გაყვანა სთხოვა...დერეფანში ვიჯექი და ვფიქრობდი ლევანის ამის გაკეთება რაში დასჭირდა,ნუთუ მართლა იმისთვის შემომეჭრა სახლში რომ ჩემთან სექსი უნდოდა. თავი საშინლად მტკიოდა,უცებ დავფიქრდი ჩემს ნათქვამ სიტყვებზე. გეგას ნახევარიც კი ვერ იქნები ვერასდროს კაცობაში....ვერც კი გავიაზრე ისე წამოვროშე...რა მემართება,მის მიმართ არაფერს ვგრძნობ და თან ყველაფერს,მას ხომ არც კი ვიცნობ...მაგრამ ის ჩემთვის ყველაფერს აკეთებს და იმაშიც დავრწმუნდი რომ ჩემს გამო მართლა ყველაფერზეა წამსვლელი...ან ის კოცნა მაშინ რას ნიშნავდა? დავიბენი...არ ვიცოდი ჩემს თავს რა ხდებოდა, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი ისეთ რამეს,რაც ჩემთვის ძალიან უცხო იყო...
-ლილე,-ჩემი სახელის გაგონებისას თავი ავწიე და ჩენსკენ მომავალი გეგა დავინახე,კმაყოფილი ღიმილით მომიახლოვდა და ცხვირწინ ამეტუზა.
-ადექი პრინცესა,სადღაც მინდა წაგიყვანო,-პრინცესა? თვალები ავახამხამე და დაბნეული წამოვდექი,
-სად მივდივართ?-ვკითხე და გაკვირვებული მივაჩერდი
-მაგას მალე გაიგებ,-მიპასუხა და პასუხს არც დაელოდა ისე მომკიდა ხელი და გასასვლელისკენ წამიყვანა. ღმერთო ჩემი ხელი უჭირავს...მუცელში უცნაური რამ ვიგრძენი,თითქოს პეპლები დაფრინავდნენ,სულ მთლად ავცახცახდი,გეგას რათქმაუნდა ეს არ გამოპარვია და ხელი უფრო მომიჭირა ეშმაკური ღიმილით...ოხ გეგა...

სახლში მისვლისას გეგამ გამომიცხადა რომ ერთ საათში უნდა გავსულიყავით და შხაპის მისაღებად წავიდა. მეც იგივე გავაკეთე,ჯერ კიდევ სტრესში ვიყავი და თავიდან ვერ ვიგდებდი მომხდარ ამბებს. საძინებლის კარი რომ გავაღე საწოლზე ორი ყუთი დამხვდა. კარებში გავჩერდი და ყუთებს მივაჩერდი. კარი მივხურე და ჯერ დიდი ყუთი გავხსენი,შიგნით სადა,მაგრამ ძალიან ლამაზი შავი კაბა იდო,ყუთიდან ამოვიღე და შევათვალიერე,ჩემთვის ზედმეტად მოკლე მომეჩვენა,მაგრამ კაბას გრძელი სახელოები ჰქონდა და პატარა ყელი...გამეღიმა...იცის რომ არ მიყვარს ხელებზე რომ შრამები მაქვს ჩემს გარდა რომ ვინმე ხედავს. კაბას ზურგი ამოღებული ჰქონდა მხოლოდ წვრილად გაბმული ბრჭვიალა სამკაული ამშვენებდა. გვერდით გადავდე და ახლა მეორე ყუთი გავხსენი,აქ სრული შოკი მივიღე როცა მაღალქუსლიანი შავი თასმიანი ფეხსაცმელი დამხვდა. ასეთ წვრილ ქუსლზე როგორ უნდა გავიარო? ხომ არ გაგიჟდა,უცებ დავფიქრდი,საწოლზე ჩამოვჯექი და ფეხსაცმელი მოვიზომე,ზუსტად ჩემი ზომა იყო...ამ ბიჭმა მგონი მართლა ყველაფერი იცის ჩემზე. დრო აღარ დავხარჯე,აბაზანაში გავიქეცი სწრაფი შხაპის მისაღებად. გამოსვლისას თმა გავიშრე,კაბა და ფეხსაცმელი ჩავიცვი და სარკეს მივუჯექი მაკიაჟის გასაკეთებლად. რადგან შავებში ვიყავი გამოწყობილი გადავწყვიტე მაკიაჟით უფრო ელეგანტური გამეხადა ჩემი ვიზუალი. ჩრდილების გაკეთება დავიწყე და ღია ოქროსფერი წენი წავისვი თვალებზე, ლაინერით და ტუშით დავაგვირგვინე. ტუჩები რადგან ისედაც ნორმალური ზომის მქონდა,კონტურით გადიდება აღარ დავუწყე და პირდაპირ წავისვი წითელი პომადა. თმა გადავწყვიტე ისე დამეტოვებინა როგორც იყო, საყვარლად იყო აფუებული და მხოლოდ სპრეით დავიფიქსირე,ჩანთა და ტელეფონი ავიღე და სწრაფი ნაბიჯით გავემართე ქვემოთ...გეგა კიბის ბოლოში დამხვდა და მას რომ შევხედე მაშინვე მივხვდი რატომაც მეცვა ყველაფერი შავი... თვითონაც შავ საროჩკასა და შარვალში იყო გამოწყობილი. რომ დამინახა არც კი მორიდებია ისე შემათვალიერა და კმაყოფილმა გაიღიმა. მორცხვად გავუღიმე
-მზად ვარ,-ვუთხარი,გეგა წინ ამესვეტა და დამხედა. აშკარად კმაყოფილი იყო ჩემი გარეგნობით.
-ძალიან ლამაზი ხარ ლილე,-დაიჩურჩულა და თმა ყურზე გადამიწია,ჩემი საყურესთვის რომ შეეხედა.
-გმადლობ,-აწითლებულმა ვუპასუხე და გასასვლელისკენ გავყევი.
-არ მეტყვი სად მივდივართ?-ვკითხე როცა მანქანაში ჩავსხედით და ღვედიც გავიკეთე
-როცა მივალთ გაიგებ,-გამომიცხადა,საჭეს ხელებს ისე უჭერდა სულ დაეძარღვა. დიდი ხნით არ გვიმგზავრია,როცა მანქანა გააჩერა და ფანჯრიდან ნაცნობი ადგილი დავინახე გაკვირვებულმა შევხედე
-აქ რას ვაკეთებთ?-გეგამ კარი გამიღო და მანქანიდან გადასვლაში მომეხმარა
-ბევრ კითხვებს სვამ ლილე,-ხელი არ გაუშვია ისე გამიძღვა წინ და ორივემ ერთად შევაბიჯეთ ხალხით სავსე ბარში...გეგას ისეთი ადგილი ჰქონდა ამორჩეული საიდანაც სცენა ყველაზე კარგად ჩანდა,ვერ ვხვდებოდი რატომ მომიყვანა ჩემს ბარში,ნიცა,შაკო და დემე უკვე სცენაზე იყვნენ, რომ დამინახეს სახეები გაუბრწყინდათ და სცენაზე მომიხმეს. გეგამ ორივესთვის სასმელი შეუკვეთა და გამომხედა
-წადი მათთან,-ნიცაზე და დანარჩენებზე მანიშნა, თვალები ავახამხამე
-შენ რა,აქ იმისთვის მომიყვანე რომ ვიმღერო?-გვერდულად გაიღიმა და მიპასუხა
-არა, სხვები დაივიწყე,ამაღამ მხოლოდ ჩემთვის მინდა რომ იმღერო, ახლა კი წადი დანარჩენებთან და მოიფიქრე რას მიმღერებ...-გავწითლდი და დავიბენი, გეგას უნდა რომ მისთვის ვიმღერო, წამოვდექი და სცენაზე როგორც კი ავედი დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა, ყველა სცენასთან ახლოს მოიწევდა. დანარჩენებს შევუთანხმდი და გადავწყვიტე world in my eyes მემღერა. ვმღეროდი და გეგას თვალს არ ვაშორებდი,ის კი ვისკის ჭიქას ატრიალებდა ხელში კმაყოფილი ღიმილით მჯდომი და ორი წამითაც არ მაშორებდა თვალს...
********
სიმღერას რომ მოვრჩი დარბაზში სტვენის და ოვაციების ხმა არ წყდებოდა,იმდენად ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში,გეგაც ტაშს მიკრავდა და ის იყო სცენიდან ჩასვლა დავაპირე ადგილზე რომ გავშეშდი...გეგას ვიღაც გოგო ჩაუხტა კალთაში,კისერზე ხელები შემოხვია და მისკენ საკოცნელად გაიწია,არ ვიცი რატომ,მაგრამ გული ძალიან მეტკინა და საშინლად გავბრაზდი. ვხედავდი გეგა როგორ ცდილობდა მის მოშორებას,როცა დაინახა რომ მე ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ გოგო ტკიპასავით იყო მასზე მიკრული და როცა დაინახა მათ ვუყურებდი,გამხეცებული დააცხრა გეგას ტუჩებზე. არა ეს უკვე ზედმეტი იყო,თითქოს ოთახიდან ჰაერი გაიტუმბა,სული შემეხუთა,ერთიანად ავკანკალდი,ნიცას ხმამ მომიყვანა აზრზე,რომელიც ჩემს მხრებზე იყო ჩაფრენილი და მეკითხებოდა კარგად ვიყავი თუ არა,სწორედ ამ დროს დავინახე გეგამ გოგო როგორ მოიშორა და რაღაც დაუღრიალა,სანამ ჩემამდე მოსვლას მოასწრებდა ნიცას ვთხოვე უკანა გასასვლელიდან გავეყვანე რაზეც მაშინვე დამთანხმდა. როგორც კი სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე მაშინვე კარგად გავხდი,ნიცა გვერდიდან არ მშორდებოდა
-ლილე, მითხარი რა მოხდა? რით დაგეხმარო?-ხელი ჩემს შიშველ ზურგზე ჰქონდა მოდებული და ანერვიულებული მიყურებდა.
-გთხოვ ის ჩემამდე არ მოუშვა სანამ აქედან არ წავალ,-ვუპასუხე და თვალებით შევეხვეწე ჩემთვის ცოტა დრო მოეგო. მაშინვე მიხვდა ვინც ვიგულისხმე და ისევ უკან შეტრიალდა,მე კი გავიქეცი ტაქსის მოსაძებნად. ისიც კი არ მადარდებდა რომ უკვე გვიანი იყო და ბნელოდა და  რომ ასეთ სიცივეში,საშინლად მოკლე კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვიყავი გამოსული. ტაქსი როგორც კი გავაჩერე მისამართი ვუთხარი და ვთხოვე რაც შეიძლება მალე მივეყვანე ადგილზე. ზარის ხმა გავიგე, ტელეფონს დავხედე და ეკრანზე გეგას ნომერი დავინახე,მაშინვე გავუთიშე და ტელეფონი უხმო რეჟიმზე დავაყენე,გეგა რეკვას არ წყვეტდა და საშინლად გაღიზიანებულმა ტელეფონი გავთიშე...
                           *****
ადგილზე მისვლისას მძღოლს გადავუხადე და ნაცნობ საფეხურებს ავუყევი, სასაფლაოზე ძალიან ციოდა,ხელები შემოვიხვიე და მათი საფლავისკენ გავემართე,როცა მივუახლოვდი შევამჩნიე რომ ვიღაცას ყვავილები ჰქონდა მოტანილი, თეთრი და იისფერი ლილიები... ისეთივე როგორიც საავადმყოფოში ყოფნისას დავინახე ლარნაკში... საინტერესოა ვინ მოიტანა. საფლავის ქვებს ხელი გადავუსვი და იქვე ჩამოვჯექი.
-ბოდიში რომ თქვენთან ვეღარ მოვედი,არ გამიბრაზდეთ კარგი?-ცრემლები წამსკდა მათ სურათებს რომ მოვკარი თვალი,ორივე იღიმოდა და ღმერთმა იცის როგორ მინდოდა მათი ღიმილი სინამდვილეში დამენახა.
-ძალიან მინდა რომ ახლა ჩემთან იყო დედა...-ამოვისლუკუნე და მის სურათს მოვეფერე.
-ძალიან დაბნეული ვარ მა,-ახლა მამას მივუტრიალდი,-არ ვიცი როგორ მოვიქცე,თითქოს დავიკარგე და ეს გრძნობა...არ ვიცი ეს რა არის,ნუთუ სიყვარული? ეს შეგრძნება ცხოვრებაში პირველად დამეუფლა და არ მინდა ვიფიქრო რომ სიყვარულია,გეგა ძალიან კარგი ბიჭია,ძალიან სიმპატიური,-მწარედ გამეცინა და დედას სურათს გავხედე
-დე იცი როგორი მზრუნველია? სულ ცდილობს რომ გამახაროს და ჩემზე ყველაზე პატარა დეტალიც კი ახსოვს,მამიკო,არც შენ ინერვიულო,გეგა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მე უსაფრთხოდ ვიყო,-ისევ გავჩუმდი და ტუჩი მოვიკვნიტე,
-ვხედავ როგორ მიყურებს...სულ მაკვირდება,სულ უნდა რომ ჩემთან ახლოს იყოს,ეს მომწონს კიდეც,მაგრამ მე ჯერ მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობისთვის. ჯერ კიდევ მგონია რომ რაღაც მაკლია ცხოვრებაში და სანამ ამ რაღაცას არ ვიპოვი არ მინდა რაიმეთი დავკავდე....-ამოვისუნთქე და ცოტათი დამშვიდებულმა თავი მუხლებში ჩავრგე....არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე,მაგრამ ჩემი სახელის გაგონებაზე თავი მუხლებიდან ამოვიღე და ჩემს წინ საშინლად გაბრაზებული და ანერვიულებული გეგა დავინახე,მაშინვე თვალი ავარიდე და მშობლების საფლავისკენ შევტრიალდი.
-ლილე,შემომხედე გთხოვ,-წაიჩურჩულა,ხმა არ გამიცია,მივხვდი რომ მომიახლოვდა,ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ეცადა ხელით შემხებოდა თუმცა მაშინვე მოშორებით გავჩოჩდი,
-ლილე იმ გოგოს არც კი ვიცნობ, ცხოვრებაში პირველად დავინახე,ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს,შემომხედე გთხოვ,-ისევ შემეხვეწა მაგრამ გულმოსულმა მივახალე
-წადი და იმ გოგოს შეეხვეწე შემოგხედოს და ყურადღება მოგაქციოს,-ჩაიცინა და ამაზე სულ გავგიჟდი,ფეხზე წამოვხტი და გაბრაზებულმა და მუშტებშეკრულმა შევხედე თვალებში
-არა ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან,ვერ ვიგებ რას აკეთებ,ხან მკოცნი,ხან ჩემს გამო ხალხს დასდევ მოსაკლავად,სულ იმას ცდილობ ჩემს სიახლოვეს იყო,მერე კი ვიღაც გოგოს ისვამ კალთაში და მას კოცნი!-ვუყვირე გამწარებულმა,გეგა ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა,მე კი მაშინვე ნაბიჯი უკან გადავდგი და დავუყვირე
-არ მომეკარო,-ბნელოდა მაგრამ მაინც შევამჩნიე როგორ ჩაუბნელდა თვალები ამ სიტყვების გაგონებისას და ყბა დაეჭიმა
-მეორედ არ გაბედო მაგ სიტყვების გამეორება,-ისე ცივად მითხრა მომენტალურად გავშრი მაგრამ,მაინც არ დავთმე
-რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ გაგიმეორებ იგივეს,-მომიახლოვდა და ზემოდან დამხედა,ცდილობდა ხმისთვის არ აეწია მაგრამ არ გამოსდიოდა
-ლილე ნუ მეთამაშები,-კბილებში გამოსცრა, გავიცინე
-კიდევ მე გეთამაშები არა? რას ნიშნავს ეს ყველაფერი,ისიც კი არ ვიცი ჩვენს შორის რა ხდება,ვერ ვიგებ იმას რასაც ვგრძნობ რა არის,ასეთი რამ ცხოვრებაში არ განმიცდია,შენ კი? შენ რას აკეთებ? ვიღაც გოგოს კოცნი ჩემს თვალწინ,მერე კი ჩემს საძებნელად ქვეყანას ყრი და მთხოვ რომ მოგისმინო და დაგიჯერო რატომ?-ვუყვირე ისევ და მანაც ყვირილით მიპასუხა
-იმიტომ რომ მიყვარხარ!-შოკირებული უცებ წავბარბაცდი და თვალები გამიფართოვდა,მაგრამ გეგა გაჩერებას არ აპირებდა
-იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე სიტყვებით შეიძლება გადმოცემა,პირველად რომ გნახე იმ დღიდანვე შემიყვარდი და რაც ჩემთან ხარ ეს გრძნობა უფრო და უფრო გაძლიერდა,-ადგილზე გავიყინე და გეგას გაშტერებული ვუყურებდი
-ის გოგო საერთოდ არავინ არაა და უკვე გითხარი რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავს,ჩემთვის არავინ არაფერს ნიშნავს, ერთადერთი ვინც მაინტერესებს შენ ხარ და ყოველთვის შენ იქნები,-მომიახლოვდა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია,თვალებში მიყურებდა მისი აღელვებული ნაცრისფერი თვალებით ახლა უკვე დამშვიდებულმა გააგრძელა;
-ერთადერთი ადამიანი ხარ ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ, სხვა ყველა ფეხებზე ,არ გაბედო მეორედ ჩემგან გაქცევა ხო გაიგე?-შუბლზე მაკოცა და ჩურჩულით გააგრძელა
-შენ თავიდანვე ჩემი დაგარქვი და მოგწონს ეს თუ არა ასე იქნება ყოველთვის....-ამის თქმა იყო და გაყინულ ტუჩებზე მაკოცა....ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა სწორედ ის მოხდა,მაგრამ მისი ტუჩები რომ შემეხო მივხვდი მის მიმართ გულგრილი არც მე ვიყავი, თუმცა ამის აღიარების საშინლად მეშინოდა...

№1 სტუმარი სტუმარი ნინო

Saintereso iyo madloba da gaadidet cota ta ❤❤❤

№2  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნინო
Saintereso iyo madloba da gaadidet cota ta ❤❤❤

დიდი მადლობა აუცილებლად ❣️

№3 სტუმარი Nino

Au rodis dadebt axal tavs erti suli maqvs ar myofnis da ra vqna super❤❤❤❤

№4  offline წევრი Olivia255

Nino
Au rodis dadebt axal tavs erti suli maqvs ar myofnis da ra vqna super❤❤❤❤

მიხარია რომ მოგწონთ,არ ვიცი ავტვირთე მაგრამ ჯერ ისევ არ ჩანს საიტზე ????

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent