დასასრული (სრულიად)
დასასრული 1 უჩა შავაძეს არასდროს დავიწყებია ის დღე, როცა პირველად დაინახა გვანცა ზღვაური, 15 აგვისტო იდგა. უჩას გრანდიოზული დაბადების დღე ჰქონდა დაგეგმილი იმ ზღვისპირა კაფე_რესტორანში, სადაც გვანცა საზაფხულო სამუშაოს საძებნელად იყო მისული. დაინახა და აღფრთოვანდა მისი სილამაზით, იმდენადაც კი რომ ხმამაღლაც ინატრა მისი თავი. _ ვისზე ამბობ?_ უდარდელად ჩაეღიმა დათუნას, თითქოს არაფერი იყო ამაში გასაოცარი, რომ გავლენიანი იუბილარი ვიღაც უბრალო მიმტანს ნატრობდა საკუთარ დაბადების დღეზე. უჩას მზერას თვალი გააყოლა და თავადაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, წამით შეშურდა კიდეც ბავშვობის მეგობრის, რომ პირველმა მან შენიშნა ახალი საკბილო და მაშინვე დაიჩემა. შური არ შეიმჩნია და უცნობ გოგონაზე თვალგაშტერებულ მეგობარს მხიარულად დაჰკრა მხარზე ხელი. _გინდა და მიიღებ კიდეც! რა პრობლემაა, ამ ქვეყნად ყველაფერი იყიდება ძმაო! ზოგი ძვირად, ზოგიც იაფად!_ ჩაილაპარაკა თავისთვის დათუნამ და მოკლე ზღვისქაფისფერ სარაფანში გამოწყობილ გრძელთმიან გოგონას თვალი ხარბად გააყოლა. _ რას ეძებ იზ?_ მობილურში თვალგაშტერებულ მეგობარს მიუჯდა გვანცა. _ ნახე ლეკვს აშვილებენ! _ მობილური გამოუწოდა იზიმ._ ავადააო თვალი სტკივა, სამკურნალოა. მაგრამ რომ გამოკეთდება იცი რა ძაღლი დადგება? _ კარგი რაა! შენ სულ მასე იცი! _ გაეღიმა გვანცას. საოცრად ლამაზი ღიმილი ჰქონდა, ისეთი კაცის გულს რომ აჯადოებდა. სწორედ ამ დროს მიუახლოვდა მათ მაგიდას უჩა, და კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა მისი უბრალო ბუნებრივი სილამაზით. _ გამარჯობათ გოგონებო!_ ორივეს მიესალმა, მაგრამ თვალი არ მოუცილებია მისი სახისთვის. უინტერესოდ ამოხედა გვანცამ. ოდნავი თავმობეზრებითაც კი. _ გისმენთ?_ ასეთ უინტერესობას არ მოელოდა უჩა. ზოგადად საკმარისი იყო მისი ლურჯი თვალების დანახვა და უკვე სიმპათიას და ინტერესს იწვევდა ქალებში. _ შეიძლება აქ დავჯდე? გიყურებდით და... _ არა არ შეიძლება!_ უცებ გაწყვეტინა გვანცამ. გაოცებისგან სახე შეეცვალა კაცს._ კაფე ცარიელია, სადაც გინდა იქ დაჯექი! ახლა კი სიბრაზემ დაუნისლა თვალები უჩას. _ კარგი პირდაპირ გეტყვი, რადგან ასე უხეშობ! შენი გაცნობა მინდა!_ პასუხს არ დალოდებია, ისე მიუჯდა გოგონების მაგიდას და თავდაჯერებულად გადაიდო ფეხი ფეხზე. _ იქნებ გსმენია ჩემზე... _ კარგი!_ ისევ არ დააცადა სიტყვის დასრულება ისე წამოდგა გვანცა და მეგობარიც აჰყვა._ რახან აქ ჯდომა გინდა, იჯექი! ჩვენ უკვე მივდივართ ისედაც! პატარა წელის ჩანთიდან ფული ამოიღო. მაგიდაზე დადო და მეგობართან ერთად კაფიდან გავიდა. მოშორებით მაგიდიდან ხარხარი ატეხეს ბიჭებმა. _ რაო, არაო ბატონო უფლისწულო? ვიღაცამ შენც გითხრა უარი?_ მხიარულად შეეგება დათუნა და სადღაც გულში ესიამოვნა კიდეც, რომ იმ გოგონამ უჩას თავმოყვარეობას ასე პირდაპირ დასცინა. _ მე მაგას ვასწავლი ჭკუას!_ ხელი აუკრა უჩამ მეგობარს, ფეხზე ადგა და გასულების კვალს მიჰყვა. _ გვანც, ნახე რა, სუფთა სისხლის ჰასკია ნამდვილად! ცოტა წამლობა და ეშველება._ ისევ იმ საწყალ ლეკვზე საუბრობდნენ მეგობრები და კაფეში მომხდარი ინციდენტი აღარც ახსოვდათ. _ ვერ ხედავ, რა ლამაზი ლურჯი თვალები აქვს?_ ჯუტად უმეორებდა იზი მეგობარს. _ჩვენი პრობლემებიც გვყოფნის იზ. _ მტკიცე ხმის მიღებას ცდილობდა ის, არადა თავადაც ერთი სული ჰქონდა ძაღლი თავშესაფრიდან წამოეყვანა. _ ლურჯი თვალები? მერე რა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, როცა მასეთი ავადმყოფია? ახლა ჩვენ მაგისთვის გვცალია? სწორედ ამ ბოლო ფრაზას მოკრა ყური მიახლოვებულმა უჩამ და როგორც ყველა ყურადღებით გათამამებულმა ეგოცენტრიკმა მამაკაცმა, მანაც საკუთარ თავზე მიიღო გოგონას სიტყვები. გაშრა, გახევდა. _ რაო, რა თქვა? ავადმყოფიო?_ სახე ბრაზით მოექცა._ ანუ ავადმყოფი არა?! მუჭი შეკრა და მუქარით მოუღერა მიმავალ გოგონას. უკან აღარ გაყოლია, ან რა აზრი ჰქონდა?! სასმელს, მოსაწევს და ქალებს, ალბათ სწორედ ამას ეძახის 35 წლის მარტოხელა კაცი იდეალურ დაბადების დღეს. სწორედ ასეთი წვეულება ჰქონდათ მეგობრებს გამართული ერთ_ერთ დახურულ ოთახში. და მაშინ როცა უჩა გონსგადასული ღრეობდა თან კალთაში ნახევრად შიშველი გოგონა ეჯდა. კუპეს კარი მოულოდნელად გვანცამ შემოაღო. სიგარეტის ბოლში გახვეული, მოჩვენებასავით ხედავდა კაცი მას. ორი გრძელი წაბლისფერი ნაწნავი ბავშვურად ჩამოეწნა და რესტორნის შავი გამოკვეთილი ფორმა კიდევ უფრო მკვეთრად უჩენდა გამოკვეთილ სხეულს. გოგონას ურიკით სხვა მიმტანიც მოჰყვა ფეხებში. ალბათ ის ასწავლიდა დამწყებს რა და როგორ უნდა ექნა. მშვიდად გააწყვეს შკვეთა და ოთახი უხმოდ დატოვეს. _ რას იტყვი, ისევ გინდა, თუ გადაიფიქრე?_ როგორც მხარზე შემომჯდარი ეშმაკი ისე აჩურჩულდა მის მხართან დათუნა. _ მინდა!_ ჩაილაპარაკა ხრინწგარეული ხმით უჩამ. კალთაში მჯდომს ხელი აუქნია და თავიდან მოიშორა. გვანცას დანახვამ სხვისი სურვილი დაუკარგა. _ გავალ და დაველაპარაკები! იმას შევთავაზებ, რაზეც ეგეთები უარს არასდროს ამბობენ!_ ამაზრზენად გაუღიმა დათუნამ მეგობარს და ოთახი დატოვა. დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა და ცერა თითი აუწია, აქაოდა ყველაფერი კარგადააო. _ თორმეტზე კართან დაგელოდება ძმაო! აწი შენ იცი!_ ზიზღი და იმედგაცრუება იგრძნო უჩამ. "თავი კი მოჰქონდა ყინულის დედოფლად!" გაიფიქრა და მოუთმენლად გახედა საათს. _ ასე ადვილად დაგთანხმდა?_ ეჭვით გახდა დათუნას. _ ადამიანების დათანხმების ხელოვნებას ვფლობ ძმაო!_ გაიბღინძა ის. ზუსტად თორმეტზე რესტორნის კარებთან ელოდა უჩა გოგონას. დაღლილი სახე ჰქონდა გვანცას. ახლა უკვე ვარდისფერი თავისუფალი კაბა ეცვა, დაღლილობის მიუხედავად ფერიას ჰგავდა. სამუშაოს პირველი დღე იყო და უკვე ასე გადაიღალა. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ასარჩევად რომ ჰქონოდა საქმე, სახლში დარჩებოდა, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე თავად უნდა ეფიქრა. საკუათარ თავზეც და დედის ავადმყოფობის გამო აღებულ ვალებზეც, შედეგი მაინც ჰქონოდა მკურნალობას და აღარც ინაღვლებდა. ფული სჭირდებოდა და თანაც რაც შეიძლება სწრაფად, დრო არ ითმენდა.თუმცა ამაზე მერე... ფანჯარა ჩასწია უჩამ და გაუღიმა. კარი შიგნიდან გამოუღო, გადასვლა არც უფიქრია. მშვიდად მოუახლოვდა გოგო და მის გვერდით დაჯდა. _საღამო მშვიდობობისა!_ გაუღიმა სულ ოდნავ და ზერელედ, მხოლოდ ზრდილობის გულისთვის. თუმცა თვალი მალე აარიდა და ფანჯარას გახედა. დილანდელი შემთხვევა არც უხსენებია. ოდნავ ჩაეღიმა უჩას. " ყველაფერს მართლაც თავისი ფასი ჰქონია!"_ გაიფიქრა და მისი ლამაზი პროფილი კიდევ ერთხელ შეათვალიერა. არადა როგორი უცოდველი და ბავშვური ჩანდა გოგონა. სიძულვილის და იმედგაცრუების ჩრდილმა გადაუარა კაცს სახეზე და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. _ გაიღვიძე მოვედით!_ მხარზე ოდნავ შეახო ხელი. თვალები გაახილა გვანცამ ჩასძინებოდა დაღლილს. გარემო მოათვალიერა, მაგრამ ვერაფერი იცნო. მანქანა მაღალი გალავნით შემოსაზღვრული სახლის ეზოში იდგა. _ სად ვართ?_ ჰკითხა ინტერესით. _ სახლში!_ ცივი ხმით უპასუხა უჩამ. მანქანიდან გადავიდა და პირდაპირ სახლისკენ წავიდა. გოგოც უკან მიჰყვა. სახლს ინტერესით ათვალიერებდა. მისაღებში უზარმაზარი კრემისფერი დივანი იდგა, ხის დაბალი მაგიდა, მაღლა უცნაური ჯაჭვიანი ჭაღი, ოთახს კი მხოლოდ ტორშერის სინათლე მკრთალად ანათებდა. ლამის ბნელოდა. _ დალევ რამეს?_ უცნაურად ცივი და ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა კაცს. _ მე არ ვსვამ!_ თავი გადააქნია გვანცამ. არც კი დამჯდარა, ისევ ფეხზე იდგა. _ ოჰ, ნუთუ?_ ჩაეცინა უჩას. გაოცებით გამოხედა გვანცამ. მაგრამ არაფერი უთქვამს. უჩა დივანზე დაჯდა. ხელში სასმელით სავსე ჭიქით. _ აბა სადაა პაციენტი?_ იკითხა ბოლოს უხერხული დუმილით შეწუხებულმა გოგომ. _ პაციენტი! ასე ეძახით ახლა ამას? _ თვალი ააყოლა მის ლამაზ სხეულს უჩამ._ მაშინ მე ვარ პაციენტი! _ ბატონო?_ შეკრთა გვანცა. _ ვინმე სხვას ელოდი კიდევ? ასე შეგითანხმდა დათუნა?_ წინ გადაიხარა და ჭიქა ერთი მოყუდებით დალია. მერე ფული ამოიღო და წინ მდგარ მაგიდაზე უდიერად დაყარა. _ საკმარისია? _საკმარისი? საკმარისი რისთვის? მან მითხრა ..._ დაბნეული ხმა ჰქონდა გოგოს. თითქოს ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ისე იოცებდა. უჩას მობეზრდა ეს უაზრო, ყალბი საუბარი. მოულოდნელად მაჯაში ჩაავლო ხელი და დივნისკენ დაქაჩა. _ მოდი ჩემთან!_ უთხრა და ზემოდან მოექცა შეშინებულს. _ გამიშვი, რას აკეთებ გამიშვი! მიშველეთ!_ აყვირდა გოგონა, მაგრამ გონებადაბინდული კაცი მას აღარ უსმენდა. მიათვის მხოლოდ მისი სხეული არსებობდა, ნაზი, აკანკალებული, წინააღმდეგობით სავსე სხეული, მაგრამ სწორედ ეს აგიჟებდა გონებაარეულს. _ ჩემი ხარ! _ ეჩურჩულებოდა და გონსგადასულ კივილს გახელებული კოცნით უხშობდა. _ ჩემი ხარ! ჩემი ხარ! ბოლოს გვანცამ ბრძოლა შეწყვიტა და შიშისგან თუ ტკივილისგან გონება დაკარგა . თუმცა არც ამას მოუყვანია გონს უჩა. როდის როდის დაცხრა და დამშვიდდა. ნადავლივით ჩაიკრა გულში გოგონას უგონო სხეული და თვალები დახუჭა. დილით კი როცა გაიღვიძა, მარტო იყო და წინა საღამოსგან მხოლოდ ატმისფერი კაბის ნახევები, სასმელი და მაგიდაზე დაყრილი ფულიღა დარჩენილიყო. წამოიწია და გაბრუებული თავი ხელისგულზე დაიყრდნო. თვალები დახუჭა. ჯერ კადრებად გაახსენდა წინა ღამე, მერე ყველაფერი ერთბაშად ამოუტივტივდა გონებაში და ახლაღა გაიაზრა ბოლომდე, რაც გააკეათა. ისევ მაგიდას გახედა და დივანზე მიგდებულ სისხლიან დახეულ კაბას. _ ეს რა გავაკეთე?_ შეზარა საკუთარმა საქციელმა. მაშინვე ტელეფონს ეცა და დათუნას დაურეკა. _აბაა, როგორ ისიამოვნე სიურპრიზით?_ ხარხარი გაისმა მეორე მხარეს. _ რა ჯანდაბა მოხდა გუშინ დათა? რაზე შეუთანხმდი?_ ჩაჰყვირა გაცოფებულმა. _ ვუთხარი, რომ ავადმყოფი, ჩავარდნილი ბებიისთვის ეძებდი მომვლელს და კარგ ხელფასს გადაუხდიდი! " სადაა აბა პაციენტი!" გახმიანდა მის გონებაში გოგონას კითხვა. _ დათა! ეს რა გააკეთე?ეს რა გამაკეთებინე?_ ხმა ჩაეხლიჩა უჩას. _ ოჰ, მე ნუ დამაბრალი ახალა! შენ ინატრე, მე მოგეცი! კმაყოფილი უნდა იყო! მიეცი ფული, ოღონდ სამყოფი და გადაიტანს როგორმე! არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი!_ ისევ უგულოდ იცინოდა დათუნა.ამაზე უფრო გაგიჟდა. ტელეფონი კედელს შახეთქა. ფეხზე წამოხტა და სახლიდან გიჟივით გამოვარდა. _ სად წავიდა, სად არის?_ ეზო მოათვალიერა. ჭიშკარს ვერ გააღებდა თავისით. გამწვანებული ეზო ფეხშველმა გადაირბინა და სწორედ ჭიშკართან ჩაკეცილს მოჰკრა თვალი. სწრაფად მივარდა გოგონასთან. მისი ქურთუკის ამარა საწყლად მიკუნჭულიყო. დასვრილი, გაწეწილი. ფრთხილად დაიხარა მისკენ. _ კარგად ხარ?_ მეტი ვერაფერი მოიფიქრა. ან რა უნდა ეკითხა. შეკრთა გვანცა და ჭიშკარს აეკრა. _ ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ!_ ან ამის მეტს რაღას დაუშავებდა? უცნაურად ამოხედა გოგონამ, თითქოს ვერც ხედავდა. თითქოს ვერ იცნო. ფრთხილად შეახო ხელი დალურჯებულ ლოყაზე, საკუთარი თავი შეზიზღდა. გულისრევა იგრძნო. _ მოდი, დაგეხმარები!_ უთხრა და ფეხზე წამოაყენა. წონასწორობას კარგავდა, სიარული უჭირდა. ხელები მოხვია და ხელში აიყვანა. არ ციოდა, მაგრამ შიგადაშიგ აკანკალებდა. თვალებს უაზროდ აცეცებდა და რაც ყველაზე უცნაური იყო ხმას საერთოდ არ იღებდა. _ რა გჭირს? მითხარი რამე!_ სთხოვა, როცა თავის საძინებელში საწოლში ჩააწვინა. მაგრამ გვანცა აზრდაკარგული თვალებით უყურებდა, უყურებდა და თითქოს მის მიღმა გაურბოდა არეული მზერა. _ რა ვქნა, ახლა რა ჯანდაბა ვქნა?_ ჩაულაპარაკა უჩამ. პირველ რიგში გოგონა უნდა გაეთბო. ამის მეტი ვერაფერი მოიფიქრა. აბაზანაში შევიდა და ცხელი წყლით გაავსო. შემდეგ გვანცა ხელში აყვანილი გამოიყვანა და ცხელ წყალში ფრთხილად ჩასვა. სიფრიფანა, გამჭვირვალე კანზე სილურჯეები მკვეთრად ემჩნეოდა, მისი მხეცობის და არაადამიანობს კვალი. ახლა რომ გოგონა პოლიციის ხელში მოხვედრილიყო კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. _ რას ამბობ ბიჭო! ისევ სახლში გყავს? არ გამაგიჟო! მაგის დადგმული კონცერტის გჯერა? _ გააფთრებული იყურებოდა მაღლა დათუნა. _ რატომ არ მიეცი ფული და არ მოიშორე თავიდან? _ შენ არ გესმის რას გეუბნები? რაღაც სჭირს! სტრესისგან მგონი ... ეს როგორ გააკეთე? შენ რა კაცი ხარ? რა ადამიანი? მე მეგონა იცოდა, რატომაც მომყვებოდა! _ საყელიში წაავლო ხელი უჩამ მეგობარს და შეაჯანჯღარა. _ კარგი ერთი ვერც მაშინ მიხვდი, როცა წინააღმდეგობას გიწევდა? თუ ზუსტად ეგ მოგეწონა, ჰა? და რას აპირებ? თუ წავიდა და პირი მოაღო, რას გააკეთებ მერე? მაგ პატარა ძუკნას გამო ციხეში ჩაჯდები? ვინ იცის, შენნაირი რამდენი ჰყავდა?!_ ხელი აუკრა დათუნამ. _ არავინ ჰყოლია! გესმის შენ? არავინ ჰყოლია! არავინ ჩემს გარდა! გავგიჟდები! ნამდვილად გავგიჟდები! _ პეტრეს დავურეკოთ! ის იტყვის, რა სჭირს! _ ისევ დათუნამ მონახა გამოსავალი. პეტრე მისი ბიძაშვილი იყო, საკმაოდ კარგი ექიმი და მათი არეული საქმეების და ჩხუბების დროს, როცა კანონს თავს არიდებდნენ, სწორედ ის უწევდა მათ პირველად დახმარებას. _ რომელმა დამართეთ ეს? თქვენ სულ გაგიჟდით არა? _ გაოგნებული პეტრე სწრაფად ჩამოვიდა კიბეზე. _ რა სჭირს?_ წინ გადაუდგა უჩა. _ სტრესის ფონზე შოკი აქვს და მგონი დროებითი ამნეზიაც სჭირს, რამდენადაც ერთი შეხედვით მივხვდი! დამშვიდდება და ლაპარაკს დაიწყებს, მაგრამ ასე ვერაფერს ვიტყვი! სიმშვიდე და მზუნველობა სჭირდება! თავისიანებთან ყოფნა.. _ შენ ხომ არ გაგიჟდი? რა თავისიანები? ამ სახლიდან ფეხი არ უნდა გაადგას!_ შეიცხადა დათუნამ. _ და მგონი აჯობებს, თუ ვერც ვერასდროს გაიხსენებს აქ რა მოხდა! გესმის შენ? აქ უნდა დარჩეს! ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდება ახლა! თუ არაფერი ახსოვს ძალიანაც კარგი! რაღაც ხანი შენთან უნდა იცხოვროს, რომ ძალადობის ყველა კვალი გაუქრეს და იმის თქმა შევძლოთ, რომ აქ თავისი ნებით რჩებოდა! თუ არადა კი ბატონო, მოვხეხოთ ციხე ძმურად რამდენიმე წელი!_ დათუნა მართალი იყო. ამორალური, მაგრამ ამავდროულად სრულებით რაციონალური. 2 უჩა ოთახში ფხაკრეფით შევიდა და მძინარე გვანცას გვერდით ჩამოჯდა. გოგო ძილში შფოთავდა, ბორგავდა, რაღაც წყვეტილ სიტყვებს ჩურჩულებდა. იმას, რასაც ფხიზელი ვერ იხსენებდა ძილის დროს კოშმარად ხედვდა. უჩამ ვერ გააღვიძა, საკუთარ თავს მისი შეხება ვერ აიძულა. უბრალოდ იჯდა, როგორც უკანასკნელი ლაჩარი და საკუთარ ნამოქმედარს აკვირდებოდა. სახეზე აღბეჭდილ ტკივილზე ემჩნეოდა თავადაც განიცდიდა ჩადენილს, მაგრამ ხსნას ვერ პოულობდა. ბოლოს ისევ თავისით დამშვიდდა გვანცა, საწოლში მოიკუნტა, საკუთარივე ხელები გულში ჩაიკრა და მშფოთვარე ძილი გააგრძელა. აშკარა იყო პეტრეს დატოვებული დამამშვიდებელიც კი ვერ ეხმრებოდა დაკარგული სიმშვიდის პოვნაში. დილით სამზარეულოს ფანჯარასთან იდგა უჩა, შეზიზღებული ყავა ფინჯნში ცივდებოდა იდგა და ნაცრისფერ ამინდს შუბლშეჭმუხნული გაჰყურებდა, მოულოდნელდ სასიამოვნო ხმა რომ მოესმა. მოულოდნელობისგან შეკრთა. _არის აქ ვინმე?_ კიბეზე ნელა ჩამოდიოდა გვანცა. უჩას დატოვებული სპორტულები ეცვა, სახლს გაკვირვებული ათვალიერებდა. თითქოს პირველად ხედავდა. უჩამ სამზარეულოდან ნაბიჯი გადმოდგა თუ არა, გვანცა კიბეზე შედგა. _ ვინ ხარ? აქ რატომ ვარ? ან სად ვარ?_ ყველა კითხვა ერთდროულად მიაყარა დაბნეულმა გოგომ._ შენ მეცნობი! იქ კაფეში იყავი. აქ შენ მომიყვანე? ხმა დაეძაბა გვანცას, ცდილობდა გახსენებას და ვერაფრით იხსენებდა როგორ აღმოჩნდა ამ უცნობი კაცის სახლში. მეხსიერება უკუნ ღამეს მიუგავდა.რაც უფრო ცდილობდა გახსენებას, მით უფრო მაღლდებოდა მის მეხსიერებაში აღმართული სიბნელის კედელი. _ ჩემი ნუ გეშინია! მე არაფერს დაგიშავებ!_ ძლივს მოუყარა უჩამ სიტყვებს თავი.რაღა გინდოდათ იმაზე მეტი ირონია, როცა თავად მოძალადე ამბობდა ამ სიტყვებს? ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. დაძაბულმა ყელზე ხელი მოისვა. _ აქ რატომ ვარ? რატომ არ მახსოვს, აქ რატომ ვარ? ან ეს რა არის?_ ხელი წინ გამოსწია გოგომ და სპორტულის მკლავი მაღლა აიწია. ოდნავ სიწითლე შაპარული ლურჯი სისხლჩაქცევა ჰქონდა მაჯაზე. _ რა უბედურება ხდება ჩემს თავს? ვინ ხარ, მითხარი ბოლო_ ბოლო!_ ხმაში ცრემლები გაერია. ხვდებოდა უჩა სიმართლის თქმა რომ ერთადერთი სწორი გზა იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ ეყო ამისთვის გამბედაობა. კი, ასეც ხდება, რომ მოძალადე ყველაზე დიდი ლაჩარი აღმოჩნდება ხოლმე, როგორც წესი. თავადაც სცადა საკუთარი თავის გამართლება, სასმელით, არცოდნით, მაგრამ არცოდნა არცოდვა როდის ყოფილა, ახლა რომ ყოფილიყო?! ტუჩი ისე მოიკვიტა, სიახლის გემო იგრძნო. ყველაფერს მისცემდა, რომ ახლა ამ ყველაფრის გამოსწორება შესძლებოდა. გვანცას ანთებულ თვალბს თვალი მოაშორა ძლივს ამოილაპარაკა: _ აქვე სახლთან გიპოვნე გუშინ ღამე!სიახლიანი, ნაცემი და გულწასული. ვერ დაგტოვე და სახლში წამოგიყვანე. _ რა?_ გაოგნდა გვანცა და თვალები ცრემლებით აევსო._ რას ამბობ? ორი ნაბიჯი ჩამოდგა და თავბრუ დაეხვა. იქვე კიბეზე ჩამოჯდა, უჩას ეჭვით გამოხედა. _ როგორ აღმოვჩნდი ტყეში? ვინ გამიკეთა ეს?_ ცდილობდა არ ეტირა, ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ ხმა საერთოდ აღარ ჰქონდა. ჩურჩულით საუბრობდა. აკანკალებული თითები მუხლებში მოიქცია. ინსტიქტურად მისკენ გადადგა უჩამ ნაბიჯი. უნდოდა გულში ჩაეკრა, დაემშვიდებინა, თმაზე მოფერებოდა, მაგრამ უცებ მიხვდა მისი აბაურდული სურვილის შეუძლებლობას. ნუთუ სურდა იმ ტკივილისგან დაეცვა საკუთარი ხელით რომ მიაყენა? იცოდა უაზრობა იყო,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. მისი ტანჯვა გუდავდა. _სადაა ჩემი ტელეფონი? უნდა დავრეკო! სწრაფად მიტრიალდა და მისაღებიდან ის პატარა ჩანთა მოუტანა, წინა საღამოს თავად რომ ჩამოგლიჯა წელიდან. უხმოდ გაუწოდა და თვალი ვერც კი გაუსწორა. ქვედა ტუჩი უკანკალებდა გვანცას შეკავებული ტირილისგან. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, რა უბედურება ტრილებდა მის თავს. დანაშაულის გრძნობამ და სინდისის ქენჯნამ კინაღამ გაახრჩო, ხველა აუტყდა. გვანცას ზურგი აქცია და სამზარეულოს მიაშურა. ჭიქა წყლით გაავსო , მაგრამ წამიერად საკუთარი თავი ისე შეზიზღდა, პირთან ვერც კი მიიტანა, მაგიდას დააფშვნა გაგიჟებულმა. მისაღებიდან შეკივლება მოესმა და უკან რომ მიიხედა შეშინებული გოგო უკვე სამზარეულოში იდგა. _ რა მოხდა?_ ჰკითხა ისე გულუბრყვილოდ, ისეთი მზრუნველობა ეხატა ლამაზ თვალებში, კიდევ უარესად გახდა ამის დანახვით უჩა. წამიერად მოუნდა ყველაფერი მოეყოლა, დაე მომხდარიყო რაც მოხდებოდა, მაგრამ უეცრად გვანცა შეშინებული სწრაფად მიუახლოვდა, მაჯაში ხელი მოკიდა და თითები მაღლა ააწევინა. _ ნახე სისხლი მოგდის!_ ხმა ვერ ამოიღო უჩამ. მისი მხვერპლი, მისგან უმოწყალოდ გათელილი, შერცხვენილი, დამცირებილი ისევ მასზე ზრუნავდა და მისი ეს გაუაზრებელი ქმედება რაღაც უცნაურ ემოციას იწვევდა უჩაში. გაშეშებული იდგა და მონუსხული აკვირდებოდა მის მიმიკებს. მიმოიხედა გვნაცამ. სამზარეულოს ხელსახოცი რამდენიმე ფენად გადაახვია და არცთუ ისე ღრმა ჭრილობაზე რამდენჯერმე დაადო. _ძალიან გეწვის?_ რა უნდა ეპასუხა უჩას? შეიძლებოდა იმაზე მეტად სტკენოდა ეს ბავშვური ჭრილობა, ვიდრე გვანცას სტკიოდა დალურჯებული სხეული?! ხელი ცივად გამოგლიჯა. _არაფერია! თავად მივხედავ!_ ისე უხეშად უთხრა, რომ გოგონას თვალებში თავიდან გაიელვეს ბრჭყვიალა ცრემლებმა. ისევ დაუოკებლად მოუნდა მისი გულში ჩაკვრა, ისევ დაუძლევლად მოუნდა დროის უკან დაბრუნება და საკუთარმა უმწეობამ სულ მთლად მოუღო ბოლო. უმწეობამ? სასაცილოა არა? განა ეს ის კაცი არ იყო, ვნებით გაგიჟებული ხელებს რომ უგრეხდა წინა ღამეს იგივე ქალს? განა თავად არ იყო ის მხეცი, გვანცას ყველა ცრემლი საკუთარ მახინჯ მშიერ ეგოს რომ აჭამა წინა ღამეს?! ახლა რა აწუხებდა და რა აწამებდა ასე? სკამზე ჩამოჯდა გვანცა, მობილური აიღო და ნომერი აკრიფა. სიმივით დაიძაბა უჩა. _ იიზ, ნუ ყვირი ცოცხალი ვარ! ვიცი, მაგრამ რაღაც შემემთხვა. კარგი მალე მოვალ, მოვალ და ყველაფერს მოგიყვები!_ მობილური გათიშა და წინ დაიდო მაგიდაზე. _ ალბათ მადლობა მაქვს შენთვის სათქმელი, ვცდილობ და ვერაფერს ვიხსენებ, მაგრამ აშკარად ვხვდები, კარგი არაფერი მომსვლია. შენი თავი ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა მშველელად! მადლობა ამისთვის და ერთი რაღაც მინდა გთხოვო. შეიძლება ჩემმა თხოვნამ გაგაოცოს, მაგრამ იქნებ, რაც მოხდა საიდუმლოდ დარჩეს! უბრალოდ დაივიწყე..... რომ იქ მიპოვნე და ... რომ ეს შემემთხვა... ჩათვალე, რომ არასდროს გინახივარ! _ არ აპირებ განაცხადო?_ არა შვება კი არ იგრძნო, მხოლოდ გაუკვირდა უჩას. არ ეგონა, არც უფიქრია, თუ გვანცა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. _ მაქვს მიზეზი, რატომაც ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებ, ეს არც ჩემთვისაა ადვილი, მაგრამ..._ მუდარით ამოხედა. _ უბრალოდ ჩვენი საიდუმლო იყოს! "ჩვენი საიდუმლო" გააკანკალა უჩას. მადლიერება კი ეს ყველაზე უკანასკნელი იყო, რასაც გვანცასგან იმსახურებდა. მით უფრო ნდობას. მაგრამ უცნაურად ესიამოვნა მისგან ეს სიტყვები. იმდენად რომ ლამის დაიჯერა კიდეც რომ მისი მადლობა ეკუთვნოდა. _ რას ქვია არ გახსოვს? სად წახვედი? როდის წახვედი? როგორ შეიძლება არ გახსოვდეს? ან იქ საიდან აღმოჩნდი? რაღა მაინცდამაინც მის სახლთან?_ იზი გამწარებული გადიგამოდიოდა._ წამოდი , საჩივარი უნდა შევიტანოთ! _ გაგიჟდი არა?_ თვალები დამნაშავესავით დახარა გვანცამ და ზედ მომდგარი ცრემლები მუჭებით ამოიწმინდა. _ დედამ რომ გაიგოს? მერე იზ? ვერ ხვდები, რატომ არ შემიძლია? თვეები აქვს ისედაც დარჩენილი. ასე ვერ მოვექცევი! ბოლო წამებს ვერ ჩავაშხამებ. მან ყველაფერი მოითმინა ჩემ გამო, გაუსაძლის ტკივილებსაც კი ითმენდა, იცოდა, რომ ფული სწავლისთვის და მკურნალობისთვის ერთად არ გაგვწვდებოდა. იცოდა, რომ სწავლას თავს დავანებებდი და ამიტომ დუმდა. მე კიდე მშვიდად სიკვდილის უფლებაც არ მივცე? ამის დარდი ჩავაყოლო? ხვდები, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, ხვდები არა?_ თავი მუხლებში ჩარგო და ყველაფერზე ერთდროულად ატირდა. ობლობაზე, მუდმივ გაჭირვებაზე, დედის ავადმყოფობაზე, მის გარდაუვალ სიკვდილზე, იმაზე, რაც არც კი ახსოვდა. თუმცა ეს არაფერს ცვლიდა. ახლა აღარც ღირსება გააჩნდა, ერთადერთი რამ, რითაც ამაყობდა და საკუთარ თავს ამხნევებდა გასაჭირისას. საკუთარ სიამაყეს ამით ზომავდა, ახლა კი ვიღაც მხეცისგან გათელელი საკუთარი ნამხსვრევების კვლავ მოგროვებას, შეკოწიწებას და ფეხზე მყარად დადგომას ცდილობდა. იზის ესმოდა მეგობრის. ესმოდა და მასთან ერთად განიცდიდა იმ უსამართლობებს, რაც ასე თანმიმდევრობით ატყდებოდა თავს ბედისგან ათვალწუნებულ გვანცას. _ დავივიწყოთ იზ! უბრალოდ დავივიწყოთ! ხომ ხედავ, მე ისედაც დავივიწყე უკვე!_ იზიმ გულში ჩაიკრა საბრალო მეგობრი. _ მე არ გეთანხმები, მაგრამ ამის მიუხედავად შენს გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ! არ გინდა ამის გასაჯაროვება? კარგი! მაგრამ გახსოვდეს, ერთ დღეს აუცილებლად დადგება ის წამი, როცა ყველაფერი გაგახსენდება და მაშინ მიხვდები, რომ ახლა ძალიან დიდ შეცდომას უშვებ! ძველებურ სახლს ახედა გვანცამ. დაღლილმა აირა ხის ჭრიალა კიბეები და მოცუცქნული სახლის ძველ კარს მიადგა. ნავაჭრით სავსე ცელოფანი ხელში მოინაცვლა. თმა მოიწესრიგა, სახეზე ღიმილის ნიღაბი მჭიდროდ მოირგო და კარი შეაღო. _თამარ ქალოოო!_ გასძახა დედას მხიარულად. _ დაგიბრუნდა უძღები შვილი! _ მოხვედი დედი?_ სამზარეულოდან მოესმა სუსტი, მაგრამ ამ ქვეყნად ყველაზე ახლობელი ადამანის ხმა. ხმას მიჰყვა და ღუმელთან სკამით მიმჯდარ დედას თავს წამოადგა. ადრე, როცა საქმეს აკეთებდა თამარი სულ ფეხზე იდგა, ამბობდა დამჯდარი კარტოფილსაც კი ვერ გავთლიო. უამრავ ხინკალს ისე მოახვევდა, ერთხელ არ ჩამოჯდებოდა, მაგრამ ახლა ფეხზე დგომა უჭირდა. მის სხეულში გაფანტული ვერაგი მეტასტაზები შიგნიდან ჭამდნენ მის ენერგიას. _ იზთან იყავი დედი? რატომ მანერვიულებ ასე? ხომ იცი, ის მაინც უნდა გააკეთო, რომ ვიცოდე, სად ხარ! ამის მეტს ხომ არაფერს გთხოვ, შვილო?_ არ უყურებდა თამარი ისე აგრძელებდა ღუმელთან ფუსფუსს. ფერდაკარგულ, გამხდარ და ამავდროულად შესიებულ სხეულს ისე გასდიოდა ლანდი, როგორც კამკამა თაფლის სანთელს. იქნებ სწორედ თაფლის სანთელი იყო თმარიც? აწ უკვე ბოლომდე ჩამწვარი, ოდნავღა მბჟუტავი. ის წამი წარმოიდგინა გვანცამ, რომელიც სულ მალე დადგებოდა. წამი, როცა სახლში მოსულს დედა აღარ დახვდებოდა. გააკანკალა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. თამარი ბედნიერი უნდა გადასულიყო ახალ სამყაროში, ბედნიერი და მშვიდი იმის ცოდნით, რომ ერთადერთი ქალიშვილი უკვე მზად იყო ცხოვრების სითულეებთან ეულად საბრძოლოდ. უხმოდ დადო პროდუქტი სამზარეულოს მაგიდაზე და უხმოდ ჩამოჯდა. თერაპიისგან თმაგაცვენილი თავი ფერადი ყვავილებიანი თავსაფრით გაეკრა გვანცას დედას. თეთრ, არა ახლა უკვე სანთლისფერ თითებს ნიშნობის გადიდებული ბეჭედი უმშვენებდა, ქმრის გარდაცვალბის შემდეგ მოუხსნელად რომ დაატარებდა. უკვე ცხრა წელი იყო მარტო ცდილობდა თამარი ცხოვრებასთან გამკლავებას და შვილის ღირსეულად გაზრდას, მაგრამ გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო, ხომ გაგიგონიათ? სწორედ ისე მოაგნო ამ საშინელმა სენმა გვანცას დედა და სხეულში უჩუმრად ჩაუსახლდა. მხოლოდ მაშინ გაამჟღავნა საკუთარი არსებობა, როცა უკვე ძალიან გვიანი იყო. ყველაფერი გაყიდა გვანცამ, რაც ებადა, სოფლის სახლიც კი, იმედიანად იბრძოდა, თავს იმხნევებდა, რომ დედა გადაურჩებოდა, მაგრამ როგორც სჩანს გამარჯვება მხოლოდ ბედის რჩეულთა ხვედრი ყოფილა და არა მისი მსგავსი ობოლის და დაჩაგრულის. ხოდა იჯდა ახლა და დედის დამახსოვრებას ცდილობდა, მისი ხმის, მისი მიმიკების, ღიმილის, ხელების, კაბისაც კი. დაე ყველაფერი დავიწყებოდა კარგიც და ცუდიც, ოღონდ მხოლოდ დედამისი არა! მეორე დღეს ისევ მთელი მონდომებით შეაკოწიწა მილიონ წვეტიან და ბასრპირიან ნამსხვრევად დაშლილი სხეული და სამუშაოს გზას გაუდგა. მანქანის ფანჯრიდან ხედავდა უჩა, როგორ შეჩერდა გვანცა რესტორნის კართან. როგორ ჩისუნთქა ცხოვრებასთან ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო სიმამაცითვის სამყოფი ჰაერი და როგორ შეაბიჯა მისთვის მუდმივ რუტინად ქცეულ ყოველდღიურ ბრძოლის ველზე. ახლა უკვე კარგად იცნობდა მის ყველა პრობლემას, მასზე ყველაფერი იცოდა, როგორც მისით მონუსხული აჩრდილი, როგორც ამოუხსნელი აკვიატება, ისე ჩაებეჭდა გონებაში ეს გოგო. _ შენ მისი შეხედვის უფლებაც კი არ გაქვს!_ ახსენებდა საკუთარ თავს._ უფლება არ გაქვს მასზე ფიქრობდე! ამ სიტყვებს ჩურჩულებდა ,მაგრამ მაინც თვალს ვერ წყვეტდა მის სახეს. _ აქ რას აკეთებ?_ კარი უდარდელად გამოაღო და მანქანში ჩაუჯდა დათუნა. უჩას პასუხი არ გაუცია. რესტორანს გახედა _ ოჰო, არ მითხრა, რომ ისევ მის გამო ხარ აქ? რაო მოგენატრა?_ ახითხითდა ამაზრზენად. ზიზღი მოგვარა მისმა სიტყვებმა უჩას._ ასეთი მაგარი იყო, რომ ვეღარ ეშვები? _ მოკეტე, სიტყვა აღარ დასძრა მასზე, ამის დედაც!_ ისე მოულოდნელად გამოსცრა სახე არეულმა დათუნას პირზე შაცივდა სიცილი. _ რა გჭირს შენ? იმ კახპის გამო.._ მოულოდნელად საყელოში ჩაავლო ხელი და მანქანის კარს შეახეთქა. _ კიდევ ერთხელ ახსენებ მაგ შენი ბინძური პირით და გეფიცები შენს კბილებს მუჭში ჩაგითვლი!_ გამკეთებელი რომ იყო, ეჭვიც არ შეპარვია დათუნას. ნაწყენმა ხელი აუკრა მკლავზე. მაინც ვერ მიხვდა, რამ გააგიჟა უჩა. _ანუ ახლა მე ვარ დამნაშავე, შენს მხეცობაში და არაკაცობაში?!_ ჰკითხა გაცოფებულმა. გავკოჭე და ისე მოგართვი უფლისწულო? თუ იმაში ვარ დამნაშავე ჩადენილის აღიარება, რომ ვერ გაბედე? ახლა დასდევ და უთვალთავლებ! რა გინდა უჩა? რის მიღწევს ცდილობ? _ მე რომ არაკაცი ვარ და შენ კიდე ნაგავი, ეგ ვერ ცვლის იმას, რომ გვანცა ახლა ჩემი ქალია!_ ტუჩი მოიკვნიტა უჩამ. თავადაც ხვდებოდა, რომ უაზრობას ამბობდა, მაგრამ ეს იყო ის, რაც სურდა, რაც არ ასვენებდა. _ რაო, შენი ქალი? ხომ არ შეგიყვარდა კიდეც?_ ირონიულად ჩაეღიმა დათუნას. _ ვიცი მე როგორც უნდა გამოვასწორო ჩემი შეცდომა!_ თითები ნერვიულად მოუჭირა უჩამ საჭეს. _ და როგორ აპირებ მაგას? _ ცოლად მოვიყვან!_ ისე მტკიცედ თქვა უჩამ, აშკარად უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება. _რაო? ცოლად? სულ გააფრინე? კარგი დავუშვათ მოახერხე და დაითანხმე და რას იზამ, თუ ერთ დღესაც ყველაფერი გაახსენდება?_ რაციონალური კითხვა იყო. მართლაც როგორი წარმოსადგენი იქნებოდა ის მომენტი, რომ ერთ მშვენიერ დღეს გვანცას საკუთარ ქმარში მოძალადე ამოეცნო. _ ვიზრუნებ იმაზე, რომ ვერაფერი გაიხსენოს!_ ჯიუტად გაიმეორა უჩამ. _ თავი რომ დაანებო, არა? _ მისი გონზე მოყვანა სცადა დათუნამ._ ეგ, რასაც შენ აპირებ, ბევრად უარესი მგონია, ვიდრე ის, რაც უკვე დაუშავე. ახლა მეც კი გამაოცე ძმაო! _ რომ წარმოვიდგენ ოდესმე შეიძლება სხვა შეეხოს, ვგიჟდები! არ ვიცი რა ქვია ამას, სიყვარული, ეჭვინობა, აკვიატება? მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ და მისთვისაც ასე სჯობია! მასზე ვიზრუნებ, ცივ ნიავს არ მივკარებ! არასდრო არაფერი გაუჭირდება! არც ეს წვალება დასჭირდება! ყველაფერს მივცემ, რაც სჭირდება!_ თითქოს გონი ჰონდა არეული, ისე უცნურად საუბრობდა უჩა. _ მე ვიცი მაგას რაც ქვია!_ თავი უიმედოდ გადააქნია დათუნამ_ მაგას მანიაკალიზმი ჰქვია ძმაო! და არ მგონია ეგ შენი ავადმყოფური სურვილი კარგად დაგისრულდეს ბოლოს! არაა ეგ გოგო საშენო! _ სავისოა აბა?_ ავად ჩაეცინა უჩას. ტერსას გახედა, სადაც გოგონა ნაძალდევი ღიმილით დაატარებდა ლანგარს. მისი ორი გრძელი ნაწნავი თვგზას უბნევდა მის მოთვალთვალეს._ ის მხოლოდ ჩემია! ამ სიტყვებით წერტილი დაუსვა საკუთარ გადაწყვეტილბას უჩამ და მანქანიდან გადავიდა. _გამარჯობა გვანცა!_ გოგოს ყურადღება მიიქცია და მენიუ გამოართვა. _ გამარჯობა!_ სულაც არ გახარებია მისი დანახვა გვანცას. ის ხომ მისი შერცხვენის და დამცირების ერთადერთი მოწმე იყო. ამიტომ სულაც არ ჰონდა გოგონას მისი კვლავ ნახვის სურვილი. _ როგორ ხარ?_ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გაჩუმება არჩია. _ კარგად, რას ინებებთ?_ მაშინვე შეცვალა მისთვის უსაიამო საუბრის თემა გვანცამ. _ ცივი ლუდი მოგვიტანე, თუ შეიძლება!_ სულაც არაფერი არ სურდა უჩას, ეს ხომ მხოლოდ მისი ნახვის მიზეზი იყო. ცოტა ხანში გოგონამ შეკვეთა მოიტანა და უსიტყვოდ აპირებდა გაბრუნებას, რომ კაცმა ისევ შეაჩერა. _ გვანცა, შენთან საუბარი მინდა, თუ შეიძლება! _ უკაცრავად ვმუშაობ და არ მცალია! _ როცა მუშაობას მორჩები? მნიშვნელოვანია! გოგონა წამით შეყოვნდა. ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა. აშკარად ყოყმანობდა. შემდეგ კი პირდაპირ შემობრუნდა და მშვიდად უპასუხა. _ მე არ მაქვს შენი ნახვის სურვილი. არც ახლა, არც მერე. მადლობელი ვარ ... მაშინ რომ დამეხმარე. მართლა მადლობელი ვარ, მაგრამ მეტი არაფერი მაქვს სათქმელი! _თავი ოდნავ დაუკრა და ზურგი აქცია სახტად დარჩენილს. _ რა იყო, გიკვირს კიდეც?_ ჩაეცინა დათუნას, ახლა უკვე თავადაც ინტერესით აკვირდებოდა ამ უცნაურ ჯიუტ და მშვენიერ გოგოს. მიუხედავად განცდილისა და გადატანილისა თავი დედოფალივით ამაყად რომ ეჭირა მაინც. _ გამოდის მაშინ თავს კი არ იფასებდა მართლა ასეთია! უფრო სწორედ იყო, სანამ შენ შეგხვდებოდა! წმინდა და სუფთა! _ და ახლა არ არის?_ ჩაეცინა უჩას. _ სხვა მისნაირი ქალი გინახავს სადმე? ამიტომ ვერ ვიგდებ თავიდან! იმ საღმოს ვარდების უზარმაზრი თაიგული მიართვეს გვანცას, ყოველგვარი ბარათისა და მინიშნების გარეშე. საკუთარი თვლით დაინახა უჩამ, როგორ ჩამოარბენინა გვანცამ ის ყვავილები. ურნაში კი არ გადაყარა, იქვე გზის პირზე ლამაზად დადო და სწრაფად აბრუნდა სახლში. _ ჯიუტი!_ ჩაილაპარაკა ღიმილით. იმ დღის შემდეგ ყოველ საღამოს უგზავნიდა ყვავილებს, მართალია გვანცა დაუნანებლად ყველას ქუჩაში ეზიდებოდა,მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ დაიღლებოდა წინააღმდეგობის გაწევით? ადრე თუ გვიან ხომ დანებდებოდა? პერიოდულდ რესტორანშიც აკითხავდა, დავიწყების საშულებს არ აძლვდა. იჯდა და უსიტყვოდ უყურებდა. ყველამ გვანცას გარდა იცოდა, რომ უჩა შავაძემ გვანცა აირჩია. მიხლოებას კი არა, სიტყვასაც ვერ უბედავდა გოგონას ვერავინ. ამის გარდა სამსახურში ბონუსებმაც საგრძნობლად იმატა. თვიდან ვერაფერს მიხვდა გვანცა. სანამ ერთ დღეს თანამშრომლების გამკილავ ჩურჩულს არ მოუსმინა. _ ტვინი აქვს ახლა ამას? რა კაცი დასდევს და ეს კიდე თავს იფასებს! _ რა ვიცი იმ ფულზე არ ამბობს უარს, რასაც შავაძე მისთვის ტოვებს?_ გაშრა გვანცა. მოულოდნელობისგან ერთ ადგილზე გაიყინა. ვერ მიხვდა რა რეაქცია ჰქონოდა, რა ეთქვა. ანუ მისი მიზეზით იქცა განსჯის და განხილვის საგნად? სწრაფად შეტრიალდა და დარბაზში გავიდა. აკვიატებულ მაგიდასთან იახდნენ უჩა და დათუნა. პირდპირკენ მათკენ წავიდა წარბშეკრული. _ ამ საღამოს გარეთ დამელოდე სალაპარკო მაქვს შენთან!_ მისი ხმის ტონი კარგს არფერს მოასწავებდა. მაგრამ უჩას წარბიც არ შეუხრია. მხოლოდ თავი დაუქნია და რესტორანი დატოვა. _ მოდი მანქანაში დაჯექი, სადმე მყუდრო ადგილას ვისაუბროთ!_ კარი გაუღო და დაელოდა. _ მაგდენ დროს არ წაგართმევ! _ ცივად უპასუხა გვანცამ._ აქვე გეტყვი! _ ააქ? დარწმუნებული ხარ?_ თვალით რესტორნიდან ურცხვად მოთვალთვალე გოგონები დაანახა უჩამ._ მოდი დაჯექი! არ შეგჭამ! გაბრაზებით გახედა ცნობისმოყვარეებს გვანცამ და მანქანაში უკმაყოფილოდ ჩაჯდა. უჩას ჩაეღიმა, კარი დახურა და საჭეს მიუჯდა. _ აქ გააჩერე! _სადღაც პატარა სკვერთან სთხოვა გვანცამ. მანქანიდან გადავიდა და ცოტა ფეხით გაიარა. უკან გაჰყვა უჩა. მოთმინებით ელოდა რას ეტყოდა გოგონა. _ მისმინე! მინდა, რომ შეწყვიტო ეს ყველაფერი!_ უჩას არ უყურებდა საკუთარ ფეხებს დასცქეროდა გოგო. _ რა შევწყვიტო?_ გაიოცა კაცმა. ისევ თავად შერცხვა გვანცას ამაზე ხმამაღლა საუბარი. _ დღეს გავიგონე, რომ ჩემთვის ტოვებ... არ მინდა, არ მჭირდება ეს გესმის! არც ყვავილები აღარ გამოგზავნო! ახლა არ არის ჩემს ცხოვრებაში ამის დრო!_ სევდიანი ხმა ჰქონდა გოგოს. _ სიყვარულის დრო არ გაქვს?_ ოდნავ მიუახლოვდა უჩა და თვალებში ჩახედა. _ სიყვარულის?_ ირონიულად ჩაეცინა გვანცას._ და გგონია ამას დაგიჯერებ? _ და რატომ არ უნდა დამიჯერო? რა არის ამაში ასეთი უცნაური?_ მართლა გაუკვირდა უჩას. _ შენნაირი კაცი და მე? კარგი რა! ხომ ვიცი, რომ კარგად იცი, რაც შემემთხვა! _ მერე?_ ყელში მოუჭირა სინდისმა კაცს. _ მერე! ის რომ ადვილი სამიზნე გგონივარ! გგონია შენს საჩუქრებს დავხამდები და უკვე მაინც ...._ ვეღარ დაასრულა სათქმელი. ცრემლები ყელში გაეჩხირა. _ რა მაინც გვანცა? მასე ვფიქრობ გგონია?_ სცადა შეხებოდა, მაგრამ გოგომ უკან დაიხია. _ რა ასე არაა? გეგონა ყელზე ჩამოგეკიდებოდი რახან შემამჩნიე? არ მჭირდები არც შენ, არც არავინ! მხძულხართ ყველა! რომ შემეხო გული ამერევა! ჩემი პრობლემები მყოფნის! თავი დამანებე გესმის? _ უკვე ისტერიკის საზღვარზე იდგა გვანცა. ყველა ნაგროვებ ტკივილს პირი ერთად მოეხსნა. არადა როგორ სჭირდებოდა იმ წამს ჩახუტება. საყრდენი და იმედი, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. ორი ნაბიჯი სწრაფად გადადგა უჩამ ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა. _ უნდა დამიჯერო! უნდა დამიჯერო გვანცა! შანსი უნდა მოგვცე!_ წინააღმდეგობას უწევდა თავიდან, მუჭებს მკერდზე ურტყამდა, მაგრამ ბრძოლით დაღლილს იმდენად სჭირდებოდა ვიღაცის გულწრფელი თანადგომა, რომ თავისდაუნებურად თავადაც მოხვია წელზე სუსტი ხელები. სახე მის მკერდში ჩარგო და გულამოსკვნით ატირდა. _ ყველაფერს გამოვასწორებ! ნახავ, ყველაფერს გამოვასწორებ და აღარასდროს იტირებ!_ თმაზე ეფერებოდა მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა. სულ ცოტა ხნით, რამდენიმე წუთით მისცა გვანცამ საკუთარ თავს სისუსტის უფლება, შემდეგ უკან დაიხია და წარბშეკრულმა გამოხედა. _ აღარაფერი გამომიგზავნო იცოდე!_ გაუმეორა მკაცრად. _ ოღონდ ერთი პირობით! _ თვალს ვერ აცილებდა უჩა. _ დამპირდი, რომ შანსს მომცემ!_ არაფერი უპასუხია გვანცას. არ ენდობოდა, არ სჯეროდა მისი გულწრფელობის, მაგრამ გაუსაძლისი სურვილი ჰქონდა მის ძლიერ მკლავს, როგორც სამაშველო რგოლს, ისე დაყრდნობოდა. 3 _ უბრალოდ შეაშინებთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ გასაგებია?_ ბიჭებმა თავი დაუქნიეს და საკმაოდ მსხვილი კუპიურები ხარბად გადაითვალეს. სახლისკენ მიმავალ ვიწრო და აქა_იქ განათებულ ქუჩას გაუყვა გვანცა. როგორ ენატრებოდა ჰაერით სავსე სივრცე, თავისუფალი ნათელი ზეცა, უკიდეგანო მინდვრები და მშობლიური სახლი, არა არც აქ იყო ცუდი, მზე, ზღვა, მაგრამ მშობლიურ სოფელს სულ სხვა სიმყუდროვე ახლდა. ამაზე ფიქრს და წუხილს ახლა აზრი არ ჰქონდა. წუხილით მაინც ვერაფერს შეცვლიდა. ამოიოხრა და მძიმე პარკი ხელიდან ხელში მოინაცვლა. ჯანსაღი კვება: თევზი, ხორცი, ხაჭო, ის, რაც მის სიცოცხლისგან ლამის ბოლომდე დაცლილ დედას სჭირდებოდა, ამას გარდა წამლები, ნემსები და არაფერი პირადული, მხოლოდ ბრძოლა თავის გასატანად. გადასარჩენადაც კი არა. მხოლოდ თავის გასატანად. უცებ მოპირდაპირე კუთხეს სამი ჩრდილი გამოეყო. გვანცა ცუდი წინათგრძნობით შეჩერდა. სახლისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს. _ გოგონიი ხომ არ მოგეხმაროთ?_მუხლებში გააკანკალა. ზუსტად დღეს აიღო ხელფასი და ორიოდ კვირის სამყოფი პროდუქტი მოიმარაგა. ჩანთას ხელი მოუჭირა. უკან დაიხია და ქუჩას სირბილით დაუყვა. ფეხდაფხ აედევნენ გოგონას. თან მირბოდა და თან გრძნობდა, მთელი სხეული უკანკალებდა. სადაც იყო დაეწეოდნენ. ავად ქირქილებდა მდევარი. შიგადაშიგ ხმადაბლა უსტვენდენ კიდეც, ისე მიერეკებოდნენ სადღაც, როგორც ტყეში დამფრთხალ ნადირს მარეკები. წამით უკან მიიხედა. ფეხი წამოკრა და წაიქცა. ისედაც სიფრიფანა პარკი შუაზე გაიხა და კვერცხებმა თითქოს ტვინი გაასხეს ასფალტზე. გვანცას ლამის ნახევარი ხელფასი ქუჩის დაღმართზე გაიშალა. ხტუნვით გაუყვნენ ვაშლები და ფორთოხლები ჭუჭყიან ქუჩას. უცებ საიდანღაც ბალანაშლილი ქოფაკი გამოვარდა. ხარბად დაავლო პირი ხორცის მოზრდილ ნაჭერს, ავად შეუღრინა გვანცას. გამხდარ ფერდებს და ურძეო ჩამოწელილ ძუძუებს მოჰკრა გვანცამ თვალი და სადღაც გონების შორეულ კუნჭულში გაიფიქრა: "ალბათ ლეკვები ჰყავსო." ძაღლი ნაგვის ურნის უკან შეძვრა და სწრაფად გაუჩინარდა. სისხლიან მუხლებზე აკანკალებული თითები გადაისვა გოგონამ. მოხრილი მკლავი სახეზე აიფარა და ატირდა. გაქცევასაც კი აღარ ჰქონდა აზრი. _ რა ჯანდაბა ხდება აქ?!_ მოესმა ნაცნობი ბოხი ხმა. გვანცამ თავი ასწია. მდევარი მოშორებით გაჩერებულიყო. პატარა ბიჭები იყვნენ, ალბათ ხულიგნობით გაჰქონდათ თავი._ რას აკეთებთ? დაიკარგეთ აქიდან თქვენი...! მუქარანარევ სიტყვებს გინებაც მიაყოლა ხმამ. ბიჭები შებრუნდნენ და საპირისპირო მიმართულებით გაიქცნენ. _ კარგად ხარ?_ ხელი გამოუწოდა უცნობმა. გვანცამ გამოწვდილ ხელს თვალი ააყოლა და უჩა შერჩა ხელთ. _ შეენ?_ მართლა გაუკვირდა მისი დანახვა. ამოიოხრა ხელზე ხელი ჩასჭიდა და ფეხზე წამოდგა. მუხლის ჭრილობიდან სისხლი წვრილ ნაკადად დაუყვა წვივს. _ დაშავდი? ნახე სისხლი მოგდის! წამოდი, მოგეხმარები! დამეყრდენი!_ სინანულით მოავლო თვალი მიმოფანტულ პროდუქტებს გვანცამ. ინატრა, ახლა მარტო ყოფილიყო და გაფანტული ხილი მაინც მოეგროვებინა. _ მაგაზე არ იღელვო, მთავარია კარგად ხარ. წამოდი, წამოდი!_ წელზე ხელი მოავლო უჩამ და უბნის უახლოესი აფთიაქისკენ გაიყოლა. გაჰყვა, სახლში ამ მდგომარეობაში ხომ ვერ მივიდოდა. ფიქრებში დარჩენილ ხელფასს ანგარიშობდა. არაუშავს, უარესი დღეებიც გამმივლიაო, ფიქრობდა გულში. _ აქ დაჯექი, ახლავე მოვალ!_ აფთიაქის პირდაპირ მდგარი მანქანის კარი გამოუღო უჩამ. უსიტყვოდ დაჯდა გვანცა. უჩამ ქუჩა სწრაფად გადაჭრა და აფთიაქში შევიდა. ცოტა ხანში ბამბით , სპირტით და რაღაც მალამოთი ხელში უკან დაბრუნდა. _ მოდი, ჭრილობას გაგიწმენდ! ასე დატოვება არ შეიძლება._ გვანცამ ხელი გაუწოდა, რათა თავად ეზრუნა საკუთარ თავზე, მაგრამ კაცმა არ დაანება. _ ახლა მაინც ნუ ჯიუტობ! ფრთხილად გაუწმინდა გვარიანად ნატკენი მუხლი, თან მის, სპირტის სიმწარისგან, დაჯღანულ სახეზე გაეცინა. _ გეწვის?_ ჰკითხა მზრუნველად, მისკენ დაიხარა და სული შეუბერა. უყურებდა გვანცა და სიმშვიდე ეუფლებოდა. იყო რაღაც ძალიან სასიამოვნო მის ამ გულწრფელ მზრუნველობაში. წამით ინატრა, რომ მუდამ ეზრუნა მასზე ვინმეს. რომ საზრუნავი და საფიქრი აერიდებინა, რომ ვიღაცის იმედი ჰქონოდა. რომ იმ მტკივნეულ დღეს, ასე უგულოდ რომ უახლოვდებოდა და გარდაუვლად აპირებდა გათენებას, უბრალოდ მარტო არ ყოფილიყო. რამდენჯერ უფიქრია გვანვას იმ დღეზე, როცა ....როცა ერთ დღესაც დედის საძინებელში შესულს... ვერ ამთავრებდა ამ ფიქრს, მაგრამ წინასწარ ეშინოდა იმ ყოვლისმომცველი მარტოობის, იმ წამს რომ მოჰყვებოდა თან. ისე რომ თავადაც ვერ გაიგო, ისე რომ არც უფიქრია, ისე რომ არანაირი წინასწარ განზრახვა არ ჰქონია, გამხდარი თითები მისი მუხლისკენ მზრუნველად დახრილ კაცს შეუცურა თმაში. წამით გაშეშდა უჩა, მერე სწრაფად ამოხედა გვანცას და მის თვალებში აშკარად დაინახა მოულოდნელი იმედისგან გამკრთალი გამთბარი სხივი. გაუღიმა. ხელზე ხელი დაადო და ლოყასთან გაიჩერა. _ მადლობა უჩა!_ უთხრა ხმადაბლა გვანცამ. გულში ლურსმანივით ჩაეჭედა ეს მადლობა კაცს. მადლობა, რომელიც თავისი გულწრფელობით არანაირად არ ეკუთვნოდა მას. _ წამოდი, სახლში წაგიყვან!_ ხმა გაუქვავდა თითქოს. სინდისის ქენჯნამ ისევ მოუჭირა მახრჩობელა მარწუხები. ფრთხილად მიუხურა მანქანის კარი. არ ეკუთვნოდა, მაგრამ სულწასულად სურდა. _ ეს რა არის?_ გაოცებით უყურებდა გვანცა კარში მდგარ პარკებით დატვირთულ კაცს. _ უბრალოდ ვიფიქრე, რომ..._ ტუჩი მოიკვნიტა უჩამ. იცოდა ახლა თუ არ მიიღებდა გოგონა მის მზრუნველობას, ეს აღარასდროს მოხდებოდა. _ გვანცა, გთხოვ, სხვანაირად არ გამიგო, მე უბრალოდ მინდა იმით დაგეხმარო, რითაც შემიძლია! _ არა! ეს არაა სწორი! არც საჭიროა! _ შეწინააღმდეგება სურდა გვანცას, რომ ამ დროს ოთახიდან დედამისი გამოვიდა. _ რა ხდება შვილო? ვინ არის ეს ადამიანი?_ ჰკითხა თამარმა შვილს და სანამ გვანცა რამეს უპასუხებდა, უჩამ დაასწრო. _ გამარჯობა ქალბატონო, გვანცა სახლამდე მოვაცილე, მანქანაში პროდუქტი დარჩა და ამოგიტანეთ!_ ისეთი ტბილი ღიმილი ჰქონდა უჩას. მაშინვე მოიგო თამარის გული. ქალმა ერთი მომცრო პარკი ჩამოართვა და სახლში შეიპატიჟა. _ რაც ცუდად გავხდი შვილო, გვანცა ყველა მეგობარმა დაგვივიწყა. მხოლოდ იზი ყოფილა იმ უამრავი ადამიანიდან მართლა გვანცასიანი, დანარჩენი, ეჰ!_ ამოიოხრა ქალმა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა სზარეულოსკენ მიმავალ დერეფანს. დარდობდა თამარი, კარგად ხვდებოდა სულ მარტო ტოვებდა შვილს და აშინებდა მისი ეს გარდაუვალი სიმარტოვე. _ რას აკეთებ?_ წარბები შეჭმუხნა გვანცამ. ჩურჩულით ჰკითხა. _ სხვა გზას არ მიტოვებ შენ!_ თამამად შეაბჯა პატარა ძველებურ სახლში უჩამ. წამლების სუნი ჰქონდა თითქოს იმ სახლს. წამლების და სევდის. გვანცა კი ისე მოსჩანდა ამ სევდაში და მწუხარებაში, როგორც მოულოდნელ ყინვაში დამზრალი ატმის ვარდისფერი ყვავილი. _ როცა ყინვები ჩაივლის, მინდა ჩემთვის გაიშალოს, ჩემთვის აყვავდეს!_ გაიფიქრა უნებურად უჩამ. აი ის კი არ უფიქრია, თუ რას ნიშნავდა რეალურად გვანცასთვის, მისი ნანატრი ყინვების დასასრული. _ გაიცანი დედა, უჩა ჩემი ახალი მეგობარი!_ სხვა გზა არ ჰქონდა და ამ სტატუსით წარუდგინა გოგონამ დედას სტუმარი. _ კარგი ბიჭი სჩანხარ, ზრდილობიანი, მზრუნველი, იცოცხლე შვილო!_ ხელი გამოუწოდა თამარმა. ხელის მტევანზე აკოცა უჩამ ქალს. მისი გალეული ხელის სიცივე და სიმსუბუქე იგრძნო და გააჟრჟოლა. იმ დღის შემდეგ ხშირად სტუმრობდა დედა_შვილს. ექიმთანაც დაჰყვებოდა და იმდენიც მოახერხა, რომ გვანცა მუდმივი დაღლილობის და თავისტკივილის მიზეზით პეტრესათან ვიზიტზეც დაითანხმა. _ რა ვქნა? შენ ხომ არ გაგიჟდი ადამიანო? დანაშაულია ეგ! _ შეიცხადა პეტრემ უჩას თხოვნა. _ კაი რა პეტრე! განა ცოტაჯერ დაგვდგომიხარ მხარში? ამ ერთხელაც!_ დათუნამ ყელი გამოუწია ნათესავს _ ხომ ხვდები, რა სიტუაციაში ვართ? პეტრემ ცოტა ხანს ჯერ დათუნას უყურა, მერე უჩას. ბოლოს ამოიოხრა და რეცეპტს ხელი მოაწერა. _ არ დასრულდება ეს ამბავი კარგად ძმებო! მე მითქვამს და თქვენი თქვენ იცით! ისე მოახვია თავისი უკიდეგანო და უანგარო მზრუნველობა უჩამ გვანცას, როგორც ობობამ თავის მსხვერპლს დაბანგული ქსელი. ნელ_ნელა და ნაბიჯ_ ნაბიჯ მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ. რასაც სიტყვით და საქციელით ვერ, წამლების დახმარებით მოერია. და ბოლოს, როცა მათი შეხვედრიდან სადღაც ხუთ თვეში, თამარი დაიღუპა, გვანცას არავინ ჰყავდა ამ ქვეყანაზე უჩაზე უფრო ნუგეშისმცემელი, ახლობელი და სანდო. დაკრძალვიდან მარტო არ ყოფნის საბაბით, საკუთარ სახლში წაიყვანა უჩამ გვანცა. იზიც თან ახლდათ. უხაროდა იზის, რომ მისმა მეგობარმა ასეთი მზრუნველი ადამიანი იპოვნა. უხაროდა, რომ როგორც იქნა გვანცას ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებდა. მაგრამ ამასთან ერთად კარგად ხედავდა მის უცნაურ განწყობას. შენელებული კადრივით მოძრაობდა, ერთდროს ვერცხლიწყალივით აქტიური გოგო. ყველაფერს დედის ხანგრძლივ ავადობას და დაკარგვას აბრალიდა იზი. და იმედი ჰქონდა, ცოტა ხანში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა. მხოლოდ დათუნას ვერ იტანდა აზრიანი გოგო. კარგად ხედავდა იმას , რასაც სხვა ვერ ამჩნევდა. ხედავდა დათუნას უცნაურ დაბინდულ მზერას, როცა გვერდით გვანცა ჩაუვლიდა. ამჩნევდა მის მუდმივ მცდელობას, რომ ნებისმიერი მიზეზით მიახლოვებოდა მის მეგობარს. თუმცა ვერ დაიჯერა, იფიქრა, რომ ელანდებოდა ეს ყველაფერი. გაჩუმდა და ხმა არ ამოიღო. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო უჩა ახლოს არ გააკარებდა გვანცას თავის საზიზღარ მეგობარს. _ მუშაობას რას უპირებ გვანც?_ ჰკითხა ერთ დღეს იზიმ მზერადაბინდულ გვანცას. _ ჯერ არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია._ უპასუხა ცარიელი ხმით გვანცამ. _ და როდის აპირებ, რომ იფიქრო? უკვე ორი კვირა გავიდა. სამუშაოზე გასვლა დეპრესიიდან გამოგიყვანს. ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტან. _ იცი, უჩამ ცოლობა მთხოვა!_ მიუხედავად იმისა რომ ასეთ ფრაზას ამბობდა და წესით უნდა ეხტუნა, ეცეკვა და ემღერა, როგორც ყველა სხვა მის მდგომარეობაში მყოფ გოგონას, ვისაც საყვარელმა კაცმა ხელი სთხოვა, გვანცა არანაირ სიხარულს არ ამჟღავნებდა. უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ახდენდა, სულ ეს იყო. _ და ამას ასე უემოციოდ ამბობ?_ გაოგნებისგან თვალები დაჭყიტა იზიმ. _ რას აპირებ? _ ალბათ დავთანხმდები!_ მხრები აიჩეჩა გვანცამ. _ აქ კარგად ვარ, მშვიდად. მომწონს ეს სიმშვიდე იზ. _ მშვიდად კი არ ხარ, მგონი გძინავს! გამოფხიზლდი რა! მგონი ჯობია, თუ იმ ოხერ წამლებს აღარ დალევ! _ წამლებს რას ერჩი?_ გაუკვირდა გვანცას._ ზუსტად კარგ დროს შემახსენე. ფეხზე წამოდგა, ხელის გულზე გადმოიყარა აბები, ერთი საშუალო მოვარდისფერო აბი აიღო. წყალი დააყოლა და დალია. ტუჩები უკმაყოფილოდ მოკუმა იზიმ და ინტერესით გააყოლა თვალი, თუ როგორ შეინახა გვანცამ წამლის პატარა ბოთლი კარადაში. _ანუ აუცილებელია ქორწილი და გაოფიციალურება?_ თითს ნერვიულად აკაკუნებდა დათუნა მაგიდაზე._ ვერ ვხვდები, რა საჭიროა ეს ყველაფერი. ისედაც შენია უკვე და რას უცდი? _ მთელი ცხოვრებაა მიცნობ და აქამდე ვერ მიხვდი რა მინდა? ისევ გგონია, ეს ყველაფერი გართობაა?_ შუბლშეკრულმა გახედა უჩამ._ მიყვარს ეს ქალი, გესმის შენ? მართლა მიყვარს და მინდა მხოლოდ მე მეკუთვნოდეს! ქორწილის შემდეგ წამლებსაც შევუმცირებ! მინდა, მასაც შევუყვარდე ისე, რომ თუ ყველაფერს გაიხსენებს ვეღარ მიმატოვოს! ამისთვის კი შვილი უნდა გამჩინოს! გასაგებია? შვილი მინდა მისგან! გაოგნებისგან პიდაღებული შესცქეროდა დათუნა უჩას. ეს კი სულაც არ შედიოდა მის გეგმებში. დათუნას სულ ეგონა, მოიყირჭებდა უჩა გვანცას და შემდეგ მიატოვებდა. სწორედ ამ მომენტს ელოდა ასეთი გაფაციცებული, მაგრამ ახლა რა გამოდიოდა? შვილი? არა! ამას არ დაუშვებდა, ყველანაირად შეეცდებოდა მისთვის ხელის შეშლას. 4 ხშირად ახსენდებოდა გვანცას ის საშინელი წამი, დედის ოთახში რომ შევიდა და პირისპირ შეეჯახა სიკვდილს. დეტალურად ახსოვდა სხეულში გამჯდარი შიშის ცახცახი. ახსოვდა დედის გაქვავებული ხელების ყოვლისმომცველი სიცივეც. ახსოვდა თამრის გულზე უძრავად გაშეშებული პლედის სიტუაციასთან კონტრასტულად განსხვავებული თბილი ნარინჯის ფერი. როცა მიხვდა, ყველაფერი დამთავრდა თითების კანკალით აკრიფა უჩას ნომერი, ოთახიდან გამოვიდა და იქვე კართან მოკუნტული ჩაჯდა, საკუთარ სიმარტოვეში ჩაძირული... ყველაზე მეტად ის წამი ახსოვდა, როცა უჩამ მისი სახლის კარი შემოხსნა, შემოაბიჯა და ჩამოწოლილი სევდა საკუთარი არსებობით გადაფარა. ხელები ფართოდ გაშალა და გულში ჩაიკრა აკანკალებული გოგონას გათოშილი სხეული. _შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა!_ ამოიტირა მაშინ გვანცამ. _ ნუ გეშინია, შენთან ვარ!_ დაამშვიდა გაგონილმა პასუხმა. ფრაგმენტებად ახსოვდა პანაშვიდების და დასაფლავების კადრები გვანცას. პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში, რომ მის მაგივრად ვიღაც სხვა აგვარებდა უსიამო და გაუვალი ტყესავით მოჯარულ პრობლებს. გვანცას კი სულ ცოტა თავისუფლად შეეძლო ეგლოვა დედა. ესეც კი ბევრად ეჩვენებოდა საწყალს და გულში მოწოლილ მადლიერებას სიყვარულში ურევდა გრძნობებში გამოუცდელი. _ გამარჯობა გვანცა! _ ფინჯანში ჩარჩენილ ყავის ნალექს თვალი მოაშორა და სამზარეულოში უჩუმრად შემოსულ დათუნას მიაპყრო დანისლული მზერა. ჩამუქებული ლურჯი თვალები ჰქონდა, სევდიანი და თითქოს ნამტირალევი. ნეტავ ამ თვალების ღიმილის მიზეზი მე ვიყოო, გაიფიქრა და საკუთარმა ფიქრმა გააოცა დათუნა. უსიამოვნო ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. აქამდე მხოლოდ ისე სურდა, როგორც ლამაზი და მიუღწეველი ქალი, ახლა კი, როცა ახლოს გაიცნო და მის თვალებში ეს უცნაური სევდა აღმოაჩინა, თითქოს სადღაც სულში რაღაც გაებზარა კაცს. თანდათან იტანდა ბრაზი საკუთარი თავის მიმართ. ის რომ ეს ქალი ახლა უჩას სამზარეულოში იჯდა და დღე დღეზე მისი საუკეთესო მეგობრის ცოლი გახდებოდა, მხოლოდ დათუნას ბრალი იყო და მეტის არავისი. აუტანლად სურდა დროის უკან დაბრუნება და ყველაფრის სათავისოდ შეცვლა, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. _ როგორ ხარ საყვარელო?_ სწრაფი ნაბიჯით ჩაურა დაგვიანებით შემოსულმა უჩამ მეგობარს. საყიდლები მაგიდაზე დაუდევრად დაყარა და სწრაფად მიუახლოვდა საცოლეს, ლოყაზე აკოცა და ჩაუხუტა. პირველად იგრძნო ასე ცხადად შურისგან მოგვრილი სიბრაზე დათუნამ. პირველად ვერ დაფარა გულზე მოწოლილი ბოღმა და წყვილს, რომლის მეჯვარეც სულ მალე თავად უნდა გამხდარიყო, თვალი აარიდა. უჩას მზრუნველობამ, მოადუნა ცხოვრებასთან მუდმივად ბრძოლის რეჟიმში მყოფი ქალი. თავის გადასარჩენად მუდმივი ბრძოლით გადაღლილს ახლა საოცრად სიამოვნებდა თავის ახლოს ისეთი ადამიანის ყოფნა, ვინც მის ნაცვლად იდარდებდა, იზრუნებდა და იომებდა. ვინც ყველა საწუხარს აარიდებდა. ცხოვრებაში ერთხელ ხომ მასაც ჰქონდა უფლება მშვიდად ამოესუნთქა?! ხოდა უჩას მიენდო, თვალები დახუჭა და სიმშვიდემ მოიცვა გვანცა. ძალების აღსადგენად რა დრო სჭირდება იმ ადამიანს, ვინც სულიერად დაღლილია? რა დრო სჭირდება, რომ მიმოიხედოს და შეამჩნიოს, რომ მის თავს რაც ხდება, ძალიან ჰგავს ოქროს გალიას?! _ გვანცა ბედნიერი ხარ?_ ხშირად ეკითხებოდა იზი. თითქოს არ სჯეროდა და დარწმუნებას ცდილობდა. _ კი, ახლა საოცრად მშვიდად ვარ!_პასუხობდა ის და სწორედ ეს სიმშვიდე მიაჩნდა ბედნიერების უმაღლეს ნიშნულად. _და მაინც სად გადის სიმშვიდის საზღვარი?_ პროდუქტით სავსე მაცივრის წინ იდგა გვანცა და რატომღაც სწორედ ეს აზრი უელავდა თავში. ის საღამო ახსნდებოდა, ვიღაც ბიჭები რომ გამოეკიდნენ და თამრისთვის სიმწრით ნაყიდი ხილი ქუჩის დაღმართზე რომ გაეფანტა. ცხადად ხედავდა დაღმართზე ხტუნვა_ხტუნვით დაგორებულ ვაშლებს და ფორთოხლებს. ახსნდებოდა როგორ ეტკინა მაშინ გული. როგორი იმედგაცრუება და უიმედობა იგრძნო. ახლა კი თითქოს კონკია იყო და საკუთარსავე ზღაპარში მოხვდა. არავითარი დარდი, წუხილი და გასაჭირი. მადლიერება? ეს კიდევ ცოტა იყო, რასაც ის უჩას მიმართ გრძნობდა. მადლიერება უფრო მეტი იყო გვანცაში, თუ სიყვარული? არ იცოდა გოგონამ. აი, ეს ბოლო ზღვარიც წაშალა უჩამ. დააჯერა, დაარწმუნა, რომ სწორედ ეს იყო სიყვარული და ახლა უკვირდა, რით დაიმსახურა ეს კაცი? ვაითუ ერთ დღესაც მიხვდებოდა უჩა, მის უბრალოებას? ვაითუ გაიაზრებდა, რომ გვანცა მისი ღირსი არ იყო? ერთადერთი პატიოსნება ჰქონდა და ესეც კი ვერ დაიცვა! ყელში ცრემლები გაეჩხირა. როგორ ნატრობდა დამნაშავის პოვნას და დასჯას, მაგრამ როგორც მაშინ, ახლაც საკუთარ სურვილებზე წინ სხვისი სურვილების დაყენება უწევდა. აკი სთხოვა უჩამ, რომ ის ღამე უბრალოდ მეხსიერებიდან წაეშალა! პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით! არ სურდა უჩას ამაზე საუბარი. რა არ ჰქონდა ამის უფლება?! _ რაზე ჩაფიქრდი გვანც?_ მხარზე შეეხო იზი. _ იმ მოძალადეზე ვფიქრობ! იზ მინდა, რომ პასუხი აგოს! თუნდაც მე ვერასდროს გავიგო! მინდა მჯეროდეს, რომ ცხოვრება საკადრისს მიუზღავს და სამაგიეროს გადაუხდის!_ სიმწრის ცრემლები მოერია გოგონას. _ კარგი რა! ნუ ტირი!_ მოეხვია იზი._ თუ ეს შენთვის ამდენად მნიშვნელოვანია, მე გამოგყვები და საჩივარი შევიტანოთ! მოძალადის მხილება გვიანი არასდროს არის! თვალებში ჩახედა იზიმ მეგობრს. სულ წამით აენთო ლურჯი თვალები გვანცას, მაგრამ შემდეგ თავი უარის ნიშნად გადააქნია. _ მხოლოდ ეს ერთი რამე მთხოვა უჩამ! რომ საჯაროდ არასდროს მოვყვე ამის შესახებ! რომ უბრალოდ დავივიწყო! ვერ მოვექცევი ასე! ვიცი, რომ შენ ჩემი არ გესმის! მაგრამ უჩას იმედს ვერ გავუცრუებ, არ შემიძლია !_ უარის ნიშნად თავი გადააქნია იზიმ. მართლა არ ესმოდა! ვერ იგებდა, ყველაფერში უნაკლო, უშეცდომო და ღირსეული იყო უჩა, მხოლოდ ამ ამბავს რატომ უდგებოდა ასე უცნაურად. კარგად იცოდა, რაც შეემთხვა გვანცას, თუ მართლა უყვარდა პირველს თავად უნდა სდომებოდა იმ არაკაცის დასჯა, ვინც მისი საყვარელი ქალი გააუბედურა. ნუთუ ამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის გარეშე ხალხის აზრი? რა, გვანცა იყო დამნაშავე, რომ მასზე იძალადეს? რატომ უნდა დაემალა ეს გვანცას? თანაც ამხელა სტრესის, ტკივილის და საკუთარი თვითშეფასების დაკარგვის ხარჯზე. _მეხვერპლი არასდროსაა დამნაშავე გვანცა! შეიგნე ეს! შენ არაფერი დაგიშავებია! შენი ბრალი არაა! არც დასმალი გაქვს რამე!!! _ მტკიცე ხმით უმეორებდა, მაგრამ საკმარისი იყო გვანცას უჩა დაენახა, რომ საკუთარ თავს მაშინვე უკან სწევდა. მის გამო ისედაც საკამოდ ბევრ რამეზე უწევდა უჩას თვალის დახუჭვა. ვერ მოიქცეოდა ისე, რომ ხალხისთვის თვალებში შეხედვის შერცხვენოდა ამ კაცს. ძალადობაგამოვლილ ადამიანს, მით უფრო თუ ეს ადამიანი გვანცასავით სუფთა, წმინდა და მგრძნობიარე ქალია, ფეხზე წამოსადგომად ხანგრძლივი თერაპია და მყარი საყრდენი სჭირდება. თერაპიაზე არც უფიქრია გვანცას, ხოლო საყრდენად მხოლოდ უჩა მიიღო და მას მიეკედლა. მის გვერდით თავს უსაფთხოდ და დაცულად გრძნობდა და ეს სრულებით კმაროდა მისი სიმშვიდისთვის. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა რომ ეკმარა. _ ყვავილების შეკვეთა მინდა, კი დიდი წითელი ვარდების თაიგული, შუაში თეთრი გულით!_ დათუნა უსმენდა მეგობრის მხიარულ ხმას და სახეზე სიძულვილის ფერი უვლიდა. _ ნეტავ კიდევ თუ გაგეცინება, როცა გვანცა გაგიხსენებს, ვინ ხარ სინამდვილეში?_ რაღაც საძაგელმა აზრმა გაუელვა თავში და ტუჩებზე სიამოვნების ღიმლმა გადაუარა. ჯერ ყველაფერი წინ იყო. _ მოხვედი?_ კარის ხმაზე სამზარეულოდან გამოიხედა გვანცამ. ზურგსუკან მალავდა უზარმაზარ თაიგულს უჩა. მხიარულად გაეცინა გოგონას. სამი უჩას ხელა კაცი იყო საჭირო ეს საოცრება რომ გადაეფარა. _ ჩემთვისაა? რა ლამაზია!_ ემოციების დამალვა არ ეხერხებოდა გვანცას, მით უფრო სიხარულის.წელზე ხელი მოხვია და ჰააერში დააბზრიალა უჩამ საყვარელი ქალი. ბედნიერებით აციმციმებული ლამაზი თვალები დაუკოცნა. _ რას იტყვი, დღესვე რომ ვიქორწინოთ!_ ჰკითხა სრულიად სერიოზულად. გულიანად გაეცინა გვანცას. _ მგონი გაგიჟდი!_ უთხრა და ყვავილები გულში ჩაიხუტა. _ იცი, რა ბედნიერი ვარ? ხანდახან არ მჯერა, რომ შეიძლება ადამიანი ასეთი ბედნიერი იყოს! როგორ ხარ ასეთი?_ უყურებდა გვანცა როგორ ვახშმობდა მისი ადამიანი და ამ მომენტშიც კი ხედავდა სიმყუდროვის და ბედნიერებისთვის სამყოფ სიხარულს. ამის დაკარგვის სიკვდილივით ეშინოდა._ ასე მგონია, ერთ წამს გამოვფხიზლდები და ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი აღმოჩნდება! მოულოდნელი სიტყვების გაგონებაზე ხელში შეაცივდა ჩანგალი უჩას. უცნაურად გამოხედა. მის თვალებში დაუწყო ძებნა განგაშის სიგნალს. ისედაც მუდმივად აწამებდა შეგრძნება, რომ გვანცას ამნეზია მომართული ნაღმი იყო და ერთ დღესაც სწორედ ყველაზე უდროო დროს იფეთქებდა. იფეთქებდა და უჩას გაანადგურებდა. და რა უნდა ექნა, თუ ერთ დღეს გვანცა მართლაც ყველაფერს გაიხსენებდა და წასვლას გადაწყვეტდა? ამის წარმოდგენისას ხელები თავისთ მოემუჭა. არა! ის არ მისცემდა გვანცას ამ ბედნიერების განადგურების უფლებას. არ ჰქონდა უჩას თამაშის დრო! უნდა ეჩქარა! ერთადერთი რაც გვანცას შეაკავებდა ბავშვი იყო. მაგრამ გვანცა ახლოს არ იკარებდა უჩას. მას კი უბრალოდ არ შეეძლო კიდევ ერთხელ მოქცეოდა მას მხეცივით. ჩანგალი მშვიდად დადო თეფშზე და გაუღიმა. _ ცოლად გამომყევი გვანცა!_ამაზე სერიოზული უბრალოდ შეუძლებელი იყო ვინმე ყოფილიყო. ღიმილი დაუსერიოზულდა გვანცას. _ ხდება რამე?_ ჰკითხა დაბნეულმა. _ კი ხდება! მინდა ბოლომდე ჩემი იყო! _ ფეხზე წამოდგა და მის წინ ჩაიმუხლა._ უბრალოდ ვიტანჯები, როცა გხედავ და ვერ გეხები! როცა დილით უშენოდ ვიღვიძებ! შენ სულ ახლოს ხარ, მაგრამ თან ასე შორს! აღარ შემიძლია გვანცა ამის ატანა! მიყვარხარ! და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ასე ვიტანჯებოდე! ნუ მომექცევი ასე!_ ტიპიური მანიპულატორი იყო უჩა. შეიძლება ამაზე თავად წარმოდგნაც არ ჰქონოდა, მაგრამ იცოდა, თუ არ იცოდა ამის მიუხედავად როგორღაც სულ ადვილად ახერხებდა, რომ ცხვარს თავი დამნაშავე ჰგონებოდა საკუთარი მტანჯველი მგელის წინაშე. _ თანახმა ხარ გვანცა? შეგიძლია ეს გააკეთო ჩემთვის?_ როგორც მონუსხული ისე უყურებდა გოგონა კაცს და გაოგნებული ფიქრობდა. _ ეს ის სიყვარულია მთელი ცხოვრება რომ ოცნებობენ ქალები? რას უცდი გვანცა? რის გეშინია? მას უყვარხარ! მასთან სიმშვიდეა! _ მის მიამიტ ლამაზ თვალებში იკითხებოდა, რასაც ფიქრობდა. _ ხომ მენდობი გვანცა?_ ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო, საოცარი, ულამაზესი, ალბათ ძალიან ძვირფასიც. _შენი თანხმობით გამაბედნიერე გვანცა! _ თანახმა ვარ!_ ხელი გაუწოდა გვანცამ. მაგრამ სიხარულის ნაცვლად ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც გამოტოვა. რაღაც მნიშვნელოვანი გამორჩა. ბეჭედი თითზე ჩამოაცვა უჩამ. ფეხზე ადგა და გვანცაც წამოაყენა. _ გპირდები, ყველაფერს მოგცემ! ყველაფერს, რაზეც კი ოდესმე გიოცნებია!_ ხელები მოხვია და ტუჩებზე ვნებიანად დაეწაფა. უცნაური გრძნობა ჰქონდა გვანცას. ვერაფრით მოისვენა. _ალბათ ქორწილის დაჩქარების გამო ვარ ასე!_ საკუთარი თავის დამშვიდება სცადა. ფანჯარა გამოაღო და გრილ ნიავს სახე შეუშვირა. კარზე დააკაკუნა უჩამ და შემდეგ თამამად შემოხსნა. ერთ ხელში წყლით სავსე ჭიქა ეჭირა. მეორე ხელში წამლის პატარა ყუთი. _ წამალი არ დაგილევია ჩემო მომავალო ცოლო!_ გაეხუმრა და წყალი გაუწოდა, უცნაური მზერით დააკვირდა როგორ დალია გვანცამ ვარდისფერი აბი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიღიმა მშვიდად. "სულ ცოტაც, სულ რამდენიმე დღეც და შენ საბოლოოდ ჩემი გახდები!" გაიფიქრა გულში. იმ ღამეს ძილში ბორგავდა გვანცა, ვიღაცას ებრძოდა, გამალებით ცდილობდა თავი გადაერჩინა. თუმცა ვერ არჩევდა ვის ან რას გაურბოდა. ოფლში გაწურულს გამოეღვიძა, გული გამალებით უცემდა. _ რა იყო ეს? _ ჩაილაპარაკა სიზმრად განცდილი უმწეობით და შიშით გულგახეთქილმა._ნუთუ რაღაც მახსენდბა? _ უჩამ არ უნდა გაიგოს! _ ჩაილაპარაკა თავისთვის და გვერდითა ოთახის კედელს ისე დამფრთხალმა გახედა, თითქოს უჩას მისი სიზმრების გაკონტროლებაც შეეძლო._ მას არ სურს, მაგრამ მე უნდა ვიცოდე, რა მოხდა! აუცილებლად უნდა ვიცოდე! ფანჯარას გახედა, თენდებოდა. დილის რიჟრაჟში ორი მოზდილი ფრინველი მიფრინავდა მხარდამხარ. 5 _ თამო, შეგიძლია ეს წამალი შემიმოწმო? _ მოვარდისფერო აბებით სანახევროდ სავსე ყუთი გაუწოდა იზიმ თავის ყოფილ კლასელს, რომელიც რამდენიმე წელი იყო ფარმაცევტად მუშაობდა ქალაქის ერთ_ერთ აფთიაქში. თამომ ყუთი გამოართვა და ანოტაციას დააკვირდა. _ უბრალო დამამშვიდებელია იზ, სტრესს მოსახსნელად სვამენ, როგორც წესი. ძილიანობას იწვევს რომ იცოდე და საჭესთან ამის დალევა არაფრით შეიძლება!_ ღიმილით დაუბრუნა ყუთი გოგონამ იზის. დაფიქრებული იდგა და ყუთს დასცქეროდა. არა, არ შეიძლებოდა, რომ ეს უბრალოდ დამამშვიდებელი ყოფილიყო. ცოტა ხანს იფიქრა და ისევ მეგობარს მიაკითხა. _ თამო, თუ შეგიძლია ახლა თავად აბები გადამიმოწმე! _ ისევ გაუწოდა წამალი. _რა ხდება იზ?_ ჰკითხა გაოცებულმა გოგონამ და დაფიქრებულმა გახსნა ყუთი. ცოტა ხანს კიდევ უფრო გაოცებული დასცქეროდა წამალს. _ იზ, ერთი წამით დამელოდე!_ უთხრა და უკანა ოთახში გაუჩინარდა. ცოტა ხანში ხელში ზუსტად ისეთივე სხვა ყუთით დაბრუნდა და უკან შედარებით ასაკოვანი ქალიც მოჰყვა. _ იზ_ შეშფოთებული ხმა ჰქონდა თამოს._ ეს აბები სულ სხვა რამაა! ნახე! დახლზე ორივე ყუთი გვერდი_ გვერდ დაუწყო. იზმა გახსნა. იმ ახალ ყუთში მსგავსი ვარდისფერი ოვალური აბები ეყარა და ძალიან ჰგავდა იმას, რასაც გვანცას ასმევდნენ. მაგრამ დაკვირვებული თვალისთვის განსხვავება აშკარად იყო. _ ღმერთო ჩემო!_ ხმა გაებზარა გოგონას. _ და ეს რა ჯანდაბაა აბა? შეგიძლიათ მითხრათ, ეს რა აბებია?_ მუდარით შეხედა იზიმ ქალს. _ ასე ვერ ვიტყვი შვილო, მაგრამ ერთი შეხედვით კი უბრალოდ ვიტამინია! _ იზი აფთიაქიდან დაბნეული გამოვიდა და ნელა დაუყვა სამსახურისკენ მიმავალ გზას. ახლა რა უნდა ექნა? გამოდის არც ის წამალი იყო, რასაც ვარაუდობდა და არც ის, რაც ყუთზე ეწერა. ვთქვათ და ყველაფერს ეტყოდა გვანცას და რა? რა შეიცვლებოდა ამით? არადა როცა აფთიქში მოდიოდა სულ სხვა რამეს ელოდა. ყოველშემთხვევაში უვნებელ ვიტამინს არა. ცუდი წინათგძნობა ჰქონდა იზის. იქნებ უჩასთვის უნდა ეთქვა? მაგრამ არა! უჩას არ ენდობოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რაღაც აეჭვებდა. რაღაც კი არა ის უცნაური სისწრაფე და მონდომება აკვირვებდა, რა სისრაფითაც და მიზანსწრაფულობითაც ეს უცნაური კაცი მისი გულუბრყვილო მეგობრის მისაკუთრებას ცდილობდა. საქორწილო მზადება ფაქტობრივად დედოფლის გარეშე მიდიოდა. ყველაფერს უჩა აკონტროლებდა დაქირავებული ქორწილების ორგანზატორების დახმარებით. საწუწუნო ისევ არაფერი ჰქონდა გვანცას. კაბიდან დაწყებული თაიგულით დასრულებული ყველაფერი საოცარი გემოვნებით იყო შერჩეული. წელში გამოყვანილი ქათქათა კაბა ოთახის შუაგულში მდგარ ოქროსფერ მანეკენს ეცვა. პატარა სარკიან მაგიდაზე კი თმის აქსესუარები და სხვა სამკაულები ეწყო. სათითაოდ აკვირდებოდა გვანცა ამ ყველაფერს და უკვირდა, რომ სიხარულს ისევ არ განიცდიდა. ვერაფერს გრძნობდა. იზის ქორწილი რომ ყოფილიყო იქნება უფრო ენერვიულა. სარკის წინ მივიდა და საკუთარ თავს დააკვირდა. იქნებ ჩქარობდა? იქნებ სულაც არ სურდა გათხოვება? ან ეს საქორწილო ფუსფუსი იყო ზედმეტი? ან ის უზარმაზარი რამდენიმესართულიანი ტორტი, რაც უჩამ შეუკვეთა? რატომ ვერაფერს გრძნობდა? არა ვერაფერს ტყუილი ნათქვამი იყო. მადლიერებას ნამდვილად გრძნობდა. და კიდევ სიმშვიდეს. თუმცა ამ სიმშვიდეშიც უკვე ეჭვი ეპარებოდა. რამდენმე ღამე იყო კოშმარები ტანჯავდნენ. სულ გაქცევას ცდილობდა სიზმრებში სულ ვიღაც მოსდევდა, იცოდა უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ვის გაურბოდა? ყველაზე მეტად კი უჩასგან ამ ყველაფრის დამალვა აწამებდა. საქორწილო კაბას გახედა სევდიანმა. _ სულ ცოტაც და ყველაფერი დასრულდება!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა _ რა დასრულდება გვანცა?_ შეკრთა არასასიამოვნო ხმის გაგონებისას. _ უჩა არაა სახლში დათუნა! ქალაქში გავიდა მგონი თქვა, რომ შენ უნდა შეგხვედროდა!_ სწრაფად უპასუხა იმ ფაქტით გაოცებულმა, რომ ეს უსიამო კაცი მისი საძინებლის კარს ასე შინაურილად მიყრდნობოდა და თავხედი მზერით ათვალიერებდა. არ უყვარდა მისი ავხორცი თვალები გვანცას. თუნდაც ხმამაღლა არაფერი ეთქვა, ანდაც საკუთარ თავთანაც არ ეღიარებინა, მაინც ხვდებოდა, რომ საქმროს საუკეთესო მეგობარი სულაც არ უყურებდა ისე, როგორც მეგობრის საცოლეს უყურებენ ხოლმე კაცები. დათუნა თვალებით აშიშვლებდა თითქოს. მხოლოდ მზერითაც კი ისე ურცხვად ეალერსებოდა, რომ კანს სწვავდა მისი ყველა შეხედვა. _ რა დასრულდება ლამაზო? რამე გაწუხებს?_ ისევ ჰკითხა, თითქოს მისი ნათქვამი სიტყვები არც კი გაეგონა. _ გგონია ამ ქორწილით ყველაფერი დასრულდება?_ გაოცებულმა ამოხედა მოსაუბრეს გვანცამ. ირონია კრთოდა დათუნას თვალებში. _ ვერ ვხვდები, რას მეკითხები! უკვე გვიანია, აწი უჩაც დაბრუნდება, თუ შეიძლება გადი ჩემი ოთახიდან!_ფანჯარას გახედა, უკვე ბნელოდა. თქმით კი უთხრა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა, თითქოს სარკეს იყო მიყინული. გრძნობდა, რომ ამ კაცს უნდა მორიდებოდა. მაგრამ სად წაუვიდოდა? _ ჩემი გეშინია არა?_ ფიქრებს მიუხვდა და სიამოვნებით ჩაეცინა დათუნას._ სულელი! მგლის გვერდით ცხოვრობს და ჩემი ეშინია! _ რას გულისხმობ?_ სულ აირია გვანცა. _ რომ გითხრა, დამიჯერებ? მე შენი დახმარება მინდა მხოლოდ! და ჩემ გარდა ვერც ვერავინ გიშველის!_ მიმპარავი ნაბიჯებით უახლოვდებოდა. ხვდებოდა გვანცა, რომ უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ისე უყურებდა, როგორც გველს უყურებს მისგანვე მონუსხული საბრალო მსხვერპლი. _ ზუსტად ამ ნაწნავების გამო მოეწონე მას! _ თითები ისე ჩამოაყოლა მის წელამდე ჩამოწნულ თმას, როგორც პიანინოს კლავიშებს._ მე კი მაგ სევდიანი თვალების გამო შემიყვარდი! უბრალოდ შევცდი, რომ პირველივე წამიდან არ ვთქვი ხმამაღლა! შევცდი, რომ მას არ დავასწარი! შევცდი, რომ საერთოდ მასთან გამოგიშვი! _ ნელა დაიხარა მისკენ და სახე ძალით ააწევინა. _ მიყვარხარ გვანცა! არც ახლაა გვიანი! შეზარა მისმა ავხორცმა ხმამ გვანცა. მისმა ხელებმა, უხეშად რომ უჭერდა მკლავს და ნიკაპს. _ გამიშვი დათუნა!_ სთხოვა შეშინებულმა. _ ერთხელ უკვე გაგიშვი, მეორედ ამ შეცდომას აღარ დავუშვებ!_ ორივე მკლავი დაუჭირა და საწოლისკენ წაიყვანა შიშისგან გაოგნებული გოგო. _ პირველად მან დამასწრო, მაგრამ ამის შემდეგ შენ მხოლოდ ჩემი იქნები! გეფიცები!_ პატარა ჭირვეული ბავშვივით დაიფიცა დათუნამ. ბავშვივით, რომელსაც სათამაშო ააცალეს ხელიდან და ახლა თავისი ბავშვური მაგრამ სასტიკი შურისძიების წამი დაუდგა, რომ დაემტვრია მეგობრისგან წართმეული სათამაშო. გაენადგურებინა ისე რომ თუ თავად ვერ ითამაშებდა, ვერც სხვას მიეღო სიამოვნება მასთან თამაშით. ტუჩებზე დააცხრა, ხელები თავს ზემოთ დაუჭირა და კაბის გახდა დაუწყო გამხეცებულმა. რაღაც მომენტში გონს მოეგო გვანცა, ძალა მოიკრიბა და მოძალადის მოშორება სცადა. თუმცა რაც უფრო მეტად უწევდა წინააღმდგობას, მით უფრო ერეოდა გონი. რეალობა და წაშლილი მოგონებები ერთამანეთში ერეოდა. ვეღარ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. ხან დათუნას ვნებით შეშლილ სახეს ხედავდა თვალწინ, ხან უჩას არეულ, გამხეცებულ და გონსგადასულ თვალებს. თუმცა ერთიც და მეორეც მის გაუპატიურებას ცდილობდნენ. თითქოს ორი ჯოჯოხეთი ერთდროულად ტრიალებდა მის თავს. მეტს ვეღარ უძლებდა ისედაც არეული გონება. განწირულად კიოდა და იბრძოდა გვანცა, მაგრამ ეს უფრო ახელებდა მისი სურვილით გაგიჟებულ კაცს. _ გაჩუმდი შენი დედაც...!_ გამეტებით გააწნა სილა მოულოდნელად,საწოლზე გადავარდა ტუჩგახეთქილი ქალი. ესიამოვნა მისი სისუსტე და კიდევ დაარტყა, ნახევრად გონდაკარგულს. წინააღმდეგობის თავი აღარ ჰქონდა გვანცას. თვალები დახუჭა და წყვდიადში ჩაიძირა. როცა გოგონამ წინააღმდეგობა შეწყვიტა გონს მოეგო ის არაკაცი. მუხლებზე წამოიწია არეულ საწოლში და დაჟინებით დააცქერდა გულწასულს. კაბა შემოფხრეწვოდა და ვნებისაღმძვრელად მოუჩანდა მკერდი. ნელა დაიხარა, მაგრამ შეჩერდა. _ არა,აქ არ გამოვა!_ ტუჩები მოილოკა და მუჭში მოიქცია მისი ძ..უ. თითი გადაუსვა, ავად გაეღიმა. საწოლიდან ადგა. გვანცა ხელში აიყვანა და კიბეები სირბილით ჩაიარა. ახლა უკვე მართლაც მას ეკუთვნოდა ეს ქალი და ვერავინ ვერასდროს გაიგებდა მის ასავალ_დასავალს. აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ მის უდიდებულესობას საცოლე პირდაპირ ბავშვობის ძმაკაცმა მოსტაცა. _ ხომ გეუბნებოდი კამერები ჩართე მეთქი! მაგრამ არ დამიჯერე! რას ელოდებოდი?_ გულში დასცინოდა გაგიჟებულ ძმაკაცს, მაგრამ დაკარგული საცოლის ძებნაში მაინც თავგამოდებით ეხმარებოდა. _ იმ ამბის მერე სულ გადამავიწყდა! არც მიფიქრია ! ჯანდაბას! აზრადაც არ მომსვლია!_ მუჭი დასცხო მაგდას უჩამ. _ იქნება ყველაფერი გაახსენდა და გაიქცა?_ შეაპარა დამაჯერებელი ვერსია. _ შანსი არაა, იზის ეცოდინებოდა!_ უარის ნიშნად თავი გააქნია უჩამ. _ თანაც წამალს ყოველ დღე ვასმევდი! თავად ვაკონტროლებდი, რომ არ გამოეტოვებინა!_ უჩას სიტყვებზე კიდევ უფრო მეტი კმაყოფილება იგრძნო დათუნამ. _ ხოო წამალს ასმევდი, აბა რა!_ ჩაილაპარაკა თავისთვის და ჩაიცინა. დაახლოებით ორი კვირა იყო რომ პეტრეს გამოწერილი აბები იგივე ფერის ვიტამინებით ჩაანაცვლა. დათუნამ არ იცოდა, რომ გვანცას გატაცების შანსი მიეცემოდა თორემ იქნებ ეს არც ექნა. უბრალოდ იმ წამს სურდა, რომ მათი ქორწილი ნებისმიერ ფასად ჩაეშალა. ქვემოთ კიბეებს თავდაჯერებული ნაბიჯებით და სტვენით ჩაუყვა დათუნა. კარზე დადებული ბოქლომში გასაღები გაუყარა და ნელა გადაატრიალა, თითქოს მისი დანახვის სამოვნებას იხანგრძლივებდა. კარი შეაღო და შორიდანვე გაუღიმა ტირილისგან თვალებდასიებულ გოგონას. _ გამარჯობა გვანცა,_ საწოლის თავს აეკრო დამფრთხალი გოგო. ცალ კოჭზე მსხვილი თოკით დაბმული._ ძალიან მომენატრე იცი? მიუახლოვდა და საწოლის ბოლოში ჩამოუჯდა. _ მაპატიე ნაუცბადევად მარტო ეს მოვახერხე, მაგრამ ცოტა ხანში ისეთ საძინებელს მოგიწყობ, შენ რომ შეგფერება. _ წინ გადაიხარა და შიშველ ტერფზე მოეფერა. შეკრთა გოგონა და ფეხი სწრაფად მოხარა. _ კიდევ გეშინია ჩემი?_ ისე გაიოცა დათუნამ, თითქოს არაფერი საშინელება გვანცას თავს არ ხდებოდა._ არადა მადლობელი უნდა იყო! ხომ ყველაფერი გაიხსენე, არა? დავიჯერო ჩემთან ყოფნას იმ მოძალადეზე გათხოვება გერჩია?_ ჩაიცინა ირონიულად. _ ნეტავ იცოდე რა გამწარებული გეძებს. მაგრამ შენ არ შგეშინდეს, აქ ვერავინ მოგაგნებს. ჩემთან უსაფრთხოდ ხარ!_ ცოტა ხანს კიდევ უყურა, მერე წამოდგა და სარდაფის ვიწრო ოთახი დატოვა. კიბეები ისევე სტვენით აიარა, როგორც მოვიდა. და ყველაზე ირონიული ამ ამბავში ის იყო, რომ ეს მელოდია ადრე ძალიან უყვარდა გვანცას, თავადაც ხშირად ღიღინებდა ხოლმე, როცა იმ წყეულ რესტორანში შეკვეთებს არიგებდა. 6 რა იქნებოდა ქალისთვის იმაზე დიდი საშინელება, როცა გაიაზრებდა, რომ მოძალადემ, კაცმა, რომელმაც ის როგორც ქალი გაანადგურა, მისი გრძნობები, ღირსება, ოცნებები ფეხქვეშ დაუნდობლად გათელა, მოახერხა და მისი სისუსტით კიდევ ერთხელ ისარგებლა?! თავი შეაყვარა, დააჯერა, რომ მისი მხსნელი იყო. შთააგონა, რომ მისი მადლიერი უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, როცა მოძალადის მიმართ მადლიერების გრძნობით ხართ სავსე. რა შეიძლება იყოს ამაზე ამაზრზენი?! მოკუნტული იჯდა გვანცა და მუხლებზე ხელებშემოხვეული მონოტონურად ირწეოდა. თითქოს საკუთარ თავს ამშვიდებდა. ყველაფერს გონებაში მეასედ ატრიალებდა და რაც უფრო მეტს ფიქრობდა მით უფრო ნათელი ეფინებოდა მასში მიძინებულ საშინელ მოგონებებს. _ არაკაცო!_ ჩაილაპრაკა გაბზარული ხმით. გაახსენდა, როგორ ანუგეშებდა დედის საფლავთან. გულში იხუტებდა და აჯერებდა, რომ აღარასდროს მისცემდა ტირილის უფლებას._ ასე რატომ მომექეცი უჩა? ასე როგორ გამიმეტე? სიბრაზე და ზიზღი მის მიმართ გაჩენილ მადლიერების გრძნობას ერეოდა და ამ მადლიერების გამო უკვე უჩას ნაცვლად საკუთარი თავის სძულდა. აგიჟებდა ის ფაქტი რომ ვერაფერს მიხვდა, რომ ვერ იეჭვა და კოცნის და ალერსის უფლებას აძლევდა იმ ყველაფრის მერე. ზიზღისგან წამოაზიდა. მუცელში ჭვალმა გაუარა. საწოლიდან გადმოეკიდა სადამდეც წვივზე მობმულმა თოკმა გაუშვა და გული აერია. _ ფუუუ რა ჯანდაბაა?_ სახე ზიზღით დაემანჭა ოთახში შემოსულ დათუნას. _ ეს რა გიქნია? შორიდანვე დაეძაბა სახე. ყარდა იქაურობა. _ ვინ დაალაგებას ახლა ამას?_ წამითაც არ უფიქრია ეკითხა, ცუდად ხომ არ იყო. აზრადაც არ მოსვლია დახმარებოდა. _ რა საზიზღრობაა!_ ბრაზით მიაჩერდა საწოლზე აწურულ გვანცას. _ ახლა თოკს მოგხსნი! მაგრამ იცოდე გაქცევა არც კი გაიფიქრო! ამას დაალაგებ და მოწმინდავ! თორემ ყარს აქაურობა._ უფანჯრო ოთახს მოავლო თავლი. _ გაიგე რა გითხარი?_ შეუღრინა გაშეშებულ გოგოს. თავი დაუქნია გვანცამ. უხეში თოკი შეხსნა და ფეხზე მისგან დატოვებულ კვალს თითი გადაუსვა. შეკრთა გვანცა. ფეხის გაწევა სცადა, მაგრამ დათუნამ მაგრად ჩაავლო თითები ნატკენ წვივზე. ტკივილისგან დაიკვნესა გვანცამ. კვნესამ წამიერად გაახელა მოძალადე. დაუნფობლად მოქაჩა ფეხებზე თავისკენ და ზემოდან მოექცა შიშისგან თვალებგაშტერებულ ქალს. მისი ტკივილი აღაგზნებდა კიდეც. ის ფაქტი რომ თავად იყო მისი მფლობელი ჭკუას აკარგვინებდა. _ როგორ მინდიხარ, რომ იცოდე!_ სწრაფად აუწია კაბა და ქამრის შეხსნა დაიწყო, რომ მოულოდნელად ისევ ნარწყევი მოხვდა თვალში. _ ფუ ამის...!_ შეიგინა ნერვებმოშლილმა. წამოწია და გვანცას ხელი გაუშვა. ისევ საწოლის თავთან გახოხდა და მიიკუნჭა გოგო. _ ადექი, დაალაგე!_ უბრძანა ცივად. თავად ადგა და კარისკენ წავიდა. უკან მოხედა და დაინახა გვანცა ისევ ისე იჯდა თვალებდაჭყეტილი. განძრევას ვერ ბედავდა _ არ მომწონს მასე რომ იყურები! მინდა ისე მიყურო, როგორც მას უყურებდი იმ დღეს!_კარის დრესთან გაჩერდა დაფიქრებული._ არა, ასე არაფერი არ გამოვა. რას გავხარ ნახე! სურვილსაც მიქრობ! საკუთარ თვას უფრო ელაპარაკებოდა ვიდრე მას. _ მოდი აქ დროზე!_ დაუყვირა მოულოდნელად და მის ყვირილზე შიშისგან შეხტა გვანცა. რომ მიხვდა ადგომას არ აპირებდა, თავად მივარდა. ხელი დაავლო მაჯაში და მაღლა კიბეებზე ძალით წაათრია. ჯერ სარდაფის დალაგება აიძულა, მერე სააბაზანოში შეიყვანა და ბანაობა უბრძანა. _ მინდა ლამაზი იყო, ლამაზად გეცვას! მაგრამ აქ თავისუფლად ვერ ვიქნებით! სულ იმის შიში მექნება, რომ ის მოგვაგნებს. ამიტომ აქიდან მალე წავალთ! _ სარკის წინ დასვა და სველი თმები ფენით თავისი ხელით გაუშრო. სხვა დროს ალბათ რა რომანტიული ჟესტი იქნებოდა ეს საყვარელი კაცისგან, მაგრამ ახლა მხოლოდ შიშთან, ზიზღთან და ტკივილთან ასოცირდებოდა. _ იცი რაზე ვფიქრობ ხოლმე, რაც შენ გაგიცანი? _ მის ყელთან დაიხარა და ტუჩები დააკრო. ზიზღით გააჟრჟოლა გვანცას გაწევა სცადა, მაგრამ კოცნა კბენამ შცვალა. სიმწრით იკივლა საცოდავმა გოგომ. სკამიდან ჩასრიალდა და იატაკზე მოიკუნტა. _ ვფიქრობ, როგორი იქნები სულ მთლად შიშველი მხოლოდ საკუთარ თმაში გახვეული! მიდი, გაიხადე ეგ ძონძები!_ სასიამოვნო სანახაობით აღტყინებულმა ტუჩი ამაზრზენად მოილოკა. _ ადექი რომ გეუბნები!_ მკლავზე თითები მოუჭირა და ძალით ააყენა ფეხზე. ისედაც დახეულ კაბას ხელი გაკრა და მკერდი მოუშიშვლა. _ რა ლამაზი ხარ!_ ხარბად ათვალიერებდა თმააწეწილს._ ჩემს ოცნებაზე ლამაზიც კი ხარ გვანცა! "ოცნებაზე ლამაზი" ისევ გაუელვა გვანცას თავში. გაიფიქრა, რომ არასდროს აღარ მოუნდებოდა კაცისგან კომპლიმენტის მიღება. რომ კომპლიმენტი ამ ამაზრზენ პირუტყვს გაახსენებდა. რომელი უფრო მეტად სძულდა ვეღარ ხვდებოდა, ეს ნაძირალა, თუ ის ამაზრზენი მისი ძმაკაცი. _ რატომ მიყურებ მასე?_ გვანცას თვალებში დანახულმა სიძულვილმა გააბრაზა დათუნა._ ისევ მასთან გირჩევნია არა პატარა ბო*ო? რაო მოგეწონა მასთან? დამიჯერე, ჩემთან უფრო მოგეწონება! მე დაგავიწყებ მის თავს!_ ნელა მიუახლოვდა. ტკბებოდა მისი შიშით და უმწეობით. ხელით გადაუწია თმები სხეულიდან. _ მიეჩვიე იმ ფაქტს, რომ ახლა ჩემი საკუთრება ხარ!_ უთხრა და მისკენ დაიხარა. თვალები დახუჭა გვანცამ. დახუჭა და საცადა გონებაც გამოერთო, რომ ვერაფერი ეგრძნო,მაგრამ სწორედ მაშინ არ მოდიოდა წყეული სიბნელე , როცა ასე სურდა მას. მოულოდნელად მობილურის ხმა ხსნასავით გაისმა ოთახში. _ ჯანდაბას!_ დაიყვირა გაცოფებულმა დათუნამ. ტელეფონს კი რაც შეეძლო მშვიდად უპასუხა. თან გვანცას ანიშნა ჩუმად იყავიო და მეტი უსაფრთხოებისთვის ტუჩებზც ააფარა ხელი. _ გისმენ უჩა! ...რა?... მართლა? ...რას ამბობ?.... მერე? ...გაიქცა? ...ანუ ყველაფერი გაახსენდა?... წამალს არ სვამდა? .... ვინ შეუცვლიდა, ალბათ ის არანორმალური რა ქვია?... ხოო იზი... კარგი მოვდივარ! ნახევარ საათში მანდ ვარ!_ მობილური გათიშა და გვანცას მხიარულად გაუღიმა. თითი ტუჩებზე გადაუსვა. გახეთქილ ტუჩზე დააჭირა. ესიამოვნა მისი ტკივილი _ იმ სულელს ჰგონია გაიქეცი და ამაში იზი დაგეხმარა... ისე რას იტყვი, ხომ არ ვურჩიო, რომ შენი ჯიუტი დაქალი მოათვინიეროს ცოტა, ჰა? რას იტყვი?_ შიში გაუკრთა თვალებში გვანცას. _ არა! გთხოვ იზის არაფერი დაუშავო! გთხოვ!_ ამოილაპარაკა საწყლად. _ მაშინ დამჯერე გოგო იყავი კარგი ლამაზო? და ნუ მიყურებ მასეთი სიძულვილით. მე ხომ მინდა რომ დეფოფალივით გაცხოვრო._ მისკენ დაიხარა და ტუჩებზე დაეწაფა. გვანცამ თავის გაწევა რომ დააპირა, ავად ჩაუსისინა სახესთან_ ჭკვიანი, დამჯერე გოგო იყავი გვანცა, ასე აჯობებს. შენ ხომ გიყვარს იზი? გასაგებია? თავი მორჩილად დაუქნია გვანცამ. _ აი ასე!_ ჩაილაპარაკა ნასიამოვნებმა დათუნამ და ისევ მის ტუჩების დაეკონა. ნელა და ნეტარებით ჰკოცნიდა, თითქოს აგემოვნებდა. ცდილობდა გოგოც აეყოლიებინა კოცნაში, ენით გაუხსნა ტუჩები. ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და ოდნავ მოუჭირა. _ ახლა ეს იკმარე ჩემო ლამაზო! მალე დავბრუნდები!_ უთხრა სიამოვნებისგან ჯერ ისევ თვალდახუჭულმა. შემდეგ ხელი ჩაავლო და სულ პრონწიალით ჩაათრია სარდაფში. საწოლზე მიაგდო, თოკი აიღო და ფეხი საიმედოდ დაუბა. გასვლისას მოხედა და თვალი მხიარულად ჩაუკრა. დათუნას ართობდა კიდეც ეს სიტუაცია. კარი გადარაზა და სტვენით აუყვა საფეხურებს მზრუნველი ძმაკაცის მორიგი როლის სათამაშოდ ბედნიერი და ეგოდაკმაყოფილებული გაემგზავრა. _ ამაღამ უეჭველად ჩემი გახდები!_ გაუღიმა საკუთარ ფანტაზიას. _ იზი, გთხოვ მითხარი სად არის გვანცა?_ მუდარა ისმოდა უჩას ხმაში. _ საფრთხეშია ახლა, ალბათ. გთხოვ მაპოვნინე. _ მე არაფერი ვიცი. მაგრამ რომც ვიცოდე, შენ მაინც არაფერს გეტყოდი! მითხარი რა წამალს ასმევდი? რით აბრუებდი?_ კითხვა შეუბრუნა თამამად. _ რას ამბობ?_ კარადისკენ მიბრუნდა უჩა. წამლის ყუთი გამოიღო და იზის წინ დაუდო. იმაში დარწმუნებულმა, რომ ანოტაციაში მართლაც მსუბუქი დამამშვიდებელი ეწერა. თორემ საიდან უნდა სცოდნოდა იზის, რომ შიგნით სულ სხვა ტაბლეტები ეყარა. _ ეეს?_ ჩაეცინა გოგოს ირონიულად_ ეს ჩემო ყოფილო სასიძოვ, უბრალოდ ვიტამინებია! მეტი არაფერი! _ რა არის?_ დაიბნა უჩა. _რას გულისხმობ ვიტამინებში? _რას და რაც გესმის. ეს უბრალოდ ვიტამინია! ვიცოდი, რომ რაღაც წამალს აპარებდი გვანცას, მაგრამ შედეგმა გამაოცა. ვხედავ შენც არანაკლებ ხარ გაოცებული! _ ვის უნდა შეეცვალა წამალი?_ გაოცებულმა ჩაილაპარაკა უჩამს. აზრად არ მოსდიოდა ასეთი რამ. მაგრამ იზი არ ტყუოდა, რაში სჭირდებოდა ტყუილი. _ ვიის? იმას ვისაც შენი შურდა! აბა დაფიქრდი? არავინ გახსენდება?_ დამცინავად გაუღიმა გოგონამ. თვალწინ კადრებად გაურბინა უჩას დათუნას უკანასკნელმა ქმედებებმა. მისმა უცნაურმა მზერამ. სურვილმა რომ რესტორნის ნაცვლად სახლში ევახშმათ ხოლმე. რამდნჯერმე დაჭერილმა გვანცასკენ მიმართულმა მისმა ხარბმა მზერამ. _ არა! შეუძლებელია!_ თავი ურწმუნოდ გადააქნია._ რატომ უნდა ექნა ეს? წამლის კოლოფი ხელში აიღო და დაფიქრებულმა შეათვალიერა. დათუნა მისი ბავშვობის მეგობარი იყო. სკოლიდან ერთად მოდიოდნენ. ათასი სისულელე ჰქონდათ ერთად გაკეთებული. განა სწორედ დათუნამ არ ჩაუგდო ხელში გვანცა?! აბა ახლა რა მიზეზი უნდა ჰქონოდა ასეთი ღალატისთვის?! ეჭვი შეუძვრა გულში უჩას. ეჭვი რომელიც წამში სანტიმეტრობით წამლავდა მის სხეულს და გონებას. _ ეს თუ შენ გააკეთე, ცოცხალი ვერ გადამირჩები!_ შეახეთქა კედელს წამლის უსარგებლო კოლოფი და მობილური ამოიღო. მართლაც ნახევარ საათში მივიდა დათუნა. ჩვეულად უდარდელი ღიმილით შეაბიჯა სახლში. _ აბა რა ამბავია? რა გაიგე?_ მხარზე ხელი დაჰკრა ძმაკაცს და წინ ჩამოუჯდა. დიდხანს საუბრობდნენ თან ალკოჰოლს სვამდნენ. განიხილავდნენ სად შეიძლებოდა გაქცეულიყო გვანცა. ალკოჰლი ეკიდებოდა დათუნას, მაგრამ მაინც არ ჰკარგავდა საღ აზრს. ერთი სული ჰქონდა თავიდან მოეშორებინა აბეზარი ძმაკაცი და ისევ მასთან დაბრუნებულიყო. იცოდა წინ საოცარი წამები ელოდა. დიდი ხნის სურვილს შეისრულებდა ამაღამ. მაგრამ არ ეშვებოდა უჩა. ჭიქას ჭიქაზე უვსებდა და წვეთს არ ატოვებინებდა. აკვირდებოდა ფარულად. მაგრამ ერთი საეჭვო სიტყვაც კი ვერ დააცდენინა. ისიც კი უთხრა ბოლოს : _ მოდი პატრულში განვაცხადოთ, რაც იქნება იყოს, ვინ იცის რა უჭირს ახლაო!_ გააოცა მისმა სიტყვებმა უჩა. პოლიციის გამოძახება აზრადაც არ მოსვლია. მისი ხალხი გამწარებული ეძებდა გოგონას. სადაც იყო კიდევაც იპოვნიდნენ. რადგან ჯერ არ ყოფილიყო ისეთი ამბავი, რომ ვინმე მოეძებნა და ვერ ეპოვნა. თუმცა არც ისე მომხდარიყო როდესმე, რომ ვინმეს ძებნა დათუნსთან დასჭირვებოდა უჩას. როდის როდის დაიხსნა თავი დათუნამ მისგან და მისი სახლი ფეხარეულმა დატოვა. სიმთვრალის მიუხედავად აზრად არ მოსვლია ტაქსით წასვლა. სულაც პირიქით უფრო მეტი ადრენალინი მოაწვა სანატრელი მიზნისკენ გიჟივით მქროლავს. სახლისკენ არც კი გაუხედია. მაშინვე იმ განმარტოებით მდგარ სამალავს მიადგა, სადაც სასურველს მალავდა. მანქანა გააჩერა და ბანცალით გადმოვიდა. არეული სტვენით დაუყვა კიბეებს. თან კედელს ეყრდნობოდა ხელით. ოთახის კარი გააღო და თამამად შეაბიჯა. _ აბა მელოდებოდი ლამაზო?_ მიუახლოვდა საწოლს და ჩამოჯდა. ხელი დაბმულ ფეხზე წაატანა. _ გტკივა?_ ჰკითხა ყალბი თანაგრძნობით. _ დათუნა გთხოვ!_ ჩაილაპარაა გვანცამ. _ დამიძახე, კიდევ დამიძახე! მომწონს ჩემს სახელს რომ იძახი!_ დაიხარა და მუხლზე აკოცა. ხელი ფეხზე აუსრიალა. _ რა ნაზი ხარ!_ ამოიქშინა მხეცმა. _ დათუნა გთხოვ! არ გინდა!_ მის გონზე მოყვანას უშედეგოდ ცდილობდა გვანცა. _ მინდა! ძალიან მინდა! მოდი აქ!_ სცადა მისი ფეხები წელზე მოეხვია, მაგრამ თოკმა შეუშალა ხელი._ ოხ, მე შენი! შეუკურთხა გაღიზიანებულმა და თოკის გახსნა სცადა. რამდნიმე ცდაზე მოახერხა. თანდათან უფრო ეკიდებოდა ალკოჰოლი. უფრო უმძიმდებიდა გონება. თვალები ეხუჭებოდა. ბოლოს უბრალოდ საწოლზე წაიქცა, გვანცა ქვეშ მოიყოლა და მშვიდი ფშვინვა ამოუშვა. საშინელების მოლოდინში დაზაფრულმა, წამით ვერც დაიჯერა გვანცამ, რომ ისევ სასწაულად გაუმართლა . არა გაუმართლა კი არა და მთლად ტუზი დაეცა. ფრთხილად გამოძვრა დათუნას უგონო სხეულის ქვეშიდან და ფეხები ცივ ბეტონის იატაკზე ჩამოდგა. მოულოდნელად ღია კარი მოხვდა თვალში და სუნთქვა აუჩქარდა. უკანასკნელად მოავლო თვალი გათიშულ კაცს და სარდაფიდან უჩუმრად გასხლტა. 7 როცა ქალაქს გასცდა დათუნა და იმ მიმართულებით გადაუხვია, სადაც მისი ოჯახისგან წლების წინ მიტოვებული სოფელი ეგულებოდა, უჩას ეჭვი აღარ შეჰპარვია, რომ მისი ერთგული ძმაკაცი ზუსტად დანიშნულების ადგილთან მიიყვანდა. ოდნავ ჩამორჩა კიდეც სპეციალურად, რადგან იმ მიტოვებულ გზაზე არც თუ დიდი მოძრაობა იყო და შეიძლებოდა სიმთვრალის მიუხედავად დათუნას მდევარი დაენახა. უჩამ მანქანა დათუნას მანქანის გვერდით გააჩერა და ჩაბნელებული გარემო მოათვალიერა. უხმაუროდ გადმოვიდა და საკმაოდ მაღალი გალავანშემოვლებული სახლი გარედან დაზვერა. ჭიშკარიც ღია დარჩენოდა წინ მიმავალს. _ ძალიან ჩქარობდი, არა?_ სიმწრით ჩაეცინა უჩას. ის იყო სახლისკენ გადადგა ნაბიჯი რომ მოულოდნელად სახლიდან თმაგაწეწილმა, კაბაშემოხეულმა და სახედაკარგულმა გვანცამ გამოირბინა. უკან_უკან იყურებოდა შიშჩამდგარი თვალებით. მკერდზე ისე შეასკდა წინ მდგარ უჩას, რომ ვერც კი შეამჩნია. შიშით იკივლა და მისგან თავის დაღწევა სცადა. ხელები მაგრად მოხვია უჩამ. არ მისცა გაქცევის საშუალება. _ გვანცა, გაჩერდი, დამშვიდდი, მე ვარ, გვანცა!_ უჩა ცდილობდა გონარეული ქალი დაემშვიდებინა, მაგრამ გვანცა მას უბრალოდ არ უყურებდა, განცდილი და გადატანილი იმდენად მძიმე იყო მისთვის, უკვე ინსტიქტურად იბრძოდა თავის გადასარჩენად. უჩა მიხვდა უბრალო სიტყვებით მის პანიკას ვერ მოერეოდა. სხეულიდან ოდნავ მოიცილა გაგიჟებული გოგო და ლოყაში სილა გამეტებით გაარტყა. შეცბა გვანცა. კივილი შეწყვიტა და ცრემლიანი ლურჯი თვალებით ამოხედა "მხსნელს". _ შეენ?_ ჰკითხა ტირილისგან ხმადაკარგულმა. მაგრამ მის ხმაში არც სიხარულის და არც სიმშვიდის მარცვალიც არ გაჟღერებულა. _ სად არის ის ნაგავი?_ ჰკითხა უჩამ და სახლს გახედა წარბშეკრულმა. _ სარდაფშია, სძინავს! შენ საიდან როგორ მოხვდი აქ? როგორ მიპოვნე?_ გვანცას პოვნის სიხარულით და დათუნაზე შურისძიების სურვილით ატაცებულ უჩას არ შეუმჩნევია გოგონას უცნაური ზიზღიანი გამოხედვა. "როგორ მიპოვნე?!" ამ კითხვამ მის ეგოს ნავთი წაასხა და ცეცხლი წაუკიდა. თავი მართლაც საყვარელი ქალის მხსნელ გმირად აგრძნობინა. გვანცას ხელი მოხვია მანქანასთან მიიყვანა და ძალით ჩასვა. _ აქ დამელოდე ერთი წამით!_ უთხრა ავი ღიმილით და სანამ წავიდოდა მანქანის გასაღებიც თან გაიყოლა. რა თქმა უნდა არ ენდობოდა გვანცას და არც კი ცდილობდა ამის დამალვას. როგორც კი უჩა სახლში შევიდა, მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან გვანცა და დათუნას მანქანის კარი გამიაღო. როგორც ვარაუდობდა არც უჩასავით წინდახედული იყო ის მონსტრი და არც ჭკვიანი. გასაღები ადგილზე დახვდა. სწრაფად ჩაჯდა მანქანში, დაქოქა და ინტუიციის კარნახით დაადგა გზას. ნელა დაუყვა სარდაფისკენ მიმავალ კიბეებს უჩა. შეღებულ კარს მიუახლოვდა და შეიხედა. საწოლზე ეგდო დათუნა და უგონოდ ეძინა. მიუახლოვდა და მაშინვე ჯიბეები მოუჩხრიკა. გასაღების აცმა და მობილური ამოაცალა. არეული საწოლი მოათვალიერა და არმომხდარმა ძალადობის კვალმა ისედაც არეული გონი დაუბინდა. _ ასე არა? _ ჩეცინა ირონიულად_ არ იშლი არა შენსას? ყოველთვის ის გინდა, რაც ჩემია?! საწოლის ფეხზე გამობმული თოკი დაინახა და მიხვდა რა დანიშნულებაც ჰქონდა. ისევ ჩეცინა. _ მგონი ჭკუაზე მოყვანა არ გაწყენდათ ბატონო დავით!_ ჩაილაპარაკა ავად._ ერთ კვირაში დავბრუნდები. მანამდე კი თავად გამოსცადე, როგორია ღალატი! მძინარე ბავშვობის მეგობარს ზურგი უყოყმანოდ აქცია და სარდაფის რკინის კარი გამოიხურა. გადაკეტა და ისე რომ გასაღები არც კი გამოუცლია ბოქლომიდან, სახლი დატოვა. ეზოში გამოსულს ელდა ეცა. დათუნას მანქანა აღარ იდგა. გიჟივით გამოვარდა განერვიულებული. არც კი უფიქრია, რომ გვანცა ამას გაბედავდა. ისე იყო შეშინებული. ან მას რატომ უნდა გაქცეოდა? მანქანა დაქოქა და გაქცეულს ნადირობის ჟინით აცრილი კვალში ჩაუდგა. _ არაუშავს აწი ვერსად გამექცევი! _ გამოსცრა კბილებში. იყო ერთი რამ რაზეც თავად გვანცასაც კი არ ჰქონდა წარმოდგენა. ქორწილი, რომელსაც უჩა მართავდა, უბრალოდ გოგონას თვალის ასახვევად და გულისმოსაგებად გამართული ფარსი იყო. თორემ უკვე თვეზე მეტიც კი იყო რაც გვანცა ოფიციალურად იყო მისი ცოლი. ხელი ისე მოაწერა მის მიერ მომზადებულ საბუთებს, რომ არც კი წაუკითხავს წამლით გაბრუებულს. _ შენ ჩემი ხარ გვანცა!_ გაუღიმა წინ გადაშლილ სიბნელეს უჩამ და როცა შორს მანქანის მოციმციმე ფარებს თვალი მოჰკრა, დათუნას მობილური ფანჯრიდან მოისროლა და გაზს ფეხი დაადგა. მოახლოებული მანქანა მაშინვე შენიშნა გვანცამ და გული გადაუქანდა. არც იმდენად კარგი მძღოლი იყო, რომ უჩასთვის მეტოქეობა გაეწია. თანაც ისედაც უკანკალებდა შიშით ხელები. საჭეს ვერ იმორჩილებდა. თუმცა მთელი ძალით ცდილობდა უჩასთვის გასწრების და გზის გადაჭრის საშუალება არ მიეცა. ქალაქამდე უნდა მიეღწია. იქ საშველს ადვილად იპოვნიდა. ადრენალინი, რომელსაც უჩას სხეული გამოყოფდა, მომავალი გამარჯვებით მოგვრილ სიამოვნებას აგრძნობინებდა უჩას. სიამოვნება იმპულსებად უვლიდა სხეულში. დაძაბული კუნთები სიამოვნებისგან პულსირებდა და ეს დევნა ერთმანეთზე გარყვნილ ფანტაზიებს უცოცხლებდა თვალწინ აღგზნებულ მდევარს. მისი ჩამოხეული კაბა და მოშიშვლებული მკერდი არ ავიწყდებოდა. ტუჩები მოილოკა და წარმოიდგინა რას გააკეთებდა, როცა გაქცეულ ცოლს დაიჭერდა. აქვე, ამ მიყრუებულ გზაზე დაეუფლებოდა. ისედაც ამდენი ხანი ითმინა. წესით მადლიერი უნდა ყოფილიყო გვანცა, მან ხომ იმ მოძალადისგან გადაარჩინა. ერთმანეთს ენაცვლებოდა მის აღგზნებულ გონებაში სასიამოვნო კადრები, რომ მოულოდნელად სინათლემ მოსჭრა თვალი და საძაგელი ფანტაზიებიდან კვლავ საჭესთან დააბრუნა სიფხიზლეგაფანტული კაცი. საპირისპირო გზაზე მომავალ მანქანს გვერდი უგანა, გზიდან გადაფრინდა და გზისპირზე მდგარ უზარმაზარ კაკლის ხეს ლამის სინათლის სისწრაფით შეასკდა. უკანასკნელი რაც დაინახა უჩამ, მთელი სიჩქარით მიმქროლავი დათუნას მანქანა იყო. წამის მეასედში, სადღაც გონების სიღრმეში ეწყინა კიდეც, რომ საყვარელი ქალი წამითაც კი არ შეყოვნებულა, რათა მას დახმარებოდა. გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო ზურგში. შემდეგ სიბნელე ჩაუდგა მზერაში. თვალები დახუჭა უჩამ და ბლანტ წყვდიადში ჩაიძირა. ქალაქის შესასვლელთან მიატოვა გვანცამ დათუნას მანქანა. მანქანაში მიტოვებული ქურთუკი მოიცვა, რათა შედარებით ნაკლები ყურადღება მიექცია. თავისი დახეული კაბით. როდესაც დედის სახლისკენ მიმავალი აღმართი აირა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ თამარი კარს მიღმა ელოდა ჩვეულად. უკვე რამდენიმე თვე იყო რაც დედისეულ სახლში ფეხი აღარ დაედგა. კარის თავზე მოწყობილი პატარა სამალავიდან გასაღები გამოაძვრინა. კარი გახსნა და სიმარტოვეში შეაბჯა. რამდნიმე დღის მანძილზე მოკუნტული იწვა საწოლში, დედის ნარინჯისფერ პლედშუ გახვეული. იწვა და ფიქრობდა. სულ დეტალებში იხსენებდა თავს გადამხდარ ამბავს. უჩას პირველი დანახვიდან ავარიის წამამდე. კადრებს გონებაში ატრიალებდა და უკვე აღარ ტიროდა. თანდათან მის სულში ჩამოწოლილი წყვდიადიდან შურისძიების ახლადჩასახული პირმშო ავად აკვესებდა თვალებს. წარმოუდგენდა ხოლმე, როგორი სისასტიკით უხდიდა სამაგიეროს ხან უჩას და ხანაც დათუნას, და ამ ერთადერთ სიამოვნებასღა განიცდიდა საბრალო. თუმცა რეალურად კარგად ხვდებოდა, რომ მას არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა სასურველი და სამართლიანი შურისძიებისთვის. ერთ დღესაც კარზე გამალებული ბრახუნი ატყდა. დამფრთხალი წამოხტა ფეხზე გვანცა. პირველი ფიქრი ის იყო რომ უჩამ მოაგნო? ან იქნებ დათუნამ? რომლის უფრო ეშინოდა ნეტავ?! _ გვანცაა! იზი ვარ, გვანცააა!_ სიმშვიდით აავსო მეგობრის ხმამ. კარისკენ წალასლასდა, საკეტი გადასწია და გამოაღო. მის დანახვაზე შეცბა იზი. _ ღმერთო რა გჭირს? რა ხდება შენს თავს?_ მკლავში ხელი მოჰკიდა და სინათლეზე შეათვალიერა, ამოღამებული თვალები და ჩავარდნილი ლოყები თითქოს უსიტყვიდ ყვებოდნენ, თუ როგორ უჭირდა მათ პატრონს._ აქ რა ბუნაგი მოგიწყვია? ღმერთო ჩემო! ახლა ჩამობნელებული სახლი მოათვალიერა იზიმ. _ აქ იმალები არა?_ თვალები აარიდა გვანცამ._ ერთ დროს თამამი, ცოცხალი, მებრძოლი და მეოცნებე გოგო იყო. ახლა? ახლა გათელილი, დამარცხებული და შეურაცხოფილი, გატეხილი ქალი. _ ახალი ამბავი არ გაგიგია არა?_ სკამზე ძალით დასვა იზიმ და ქურაზე ყავა დაადგა._ ის ნაძირალა უჩა ავარიაში მოყვა! კომაშია და არ იციან გადარჩება, თუ არა! დათუნას აბრალიან ამ ავარიას. რადგან სწორედ იმ ღამეს გაუჩინარდა და პოლიცია ახლაც ეძებს. მანქანა იპოვნეს ქალაქთან ახლოს. და შენ რატომ არ გიკვირს ეს ყველაფერი? თვალმოჭუტული მოუბრუნდა იზი გვანცას. _ მომიყევი, სად იყავი მთელი ეს დრო გვანც?_ როგორც იქნა გაბედა იზიმ იმ მთავარი შეკითხვის დახმა, რაც ასე აშინებდა. კარგა ხანს გაოგნებული უსმენდა მეგობრის ჩამწყდარ ხმას. უსმენდა და მის გულშიც ზვირთდებოდა გვანცას განცდილი ტკივილისგან მოგვრილი უმწეობის განცდა და შურისძიების წყურვილი. _ ანუ არ ვცდებოდი! _ ჩაილაპარაკა იზიმ._ წამალს გასმევდა ეგ ნაძირალა არა?! სიმწრის ცრემლი მოერია იზის. _ ეგ არაკაცი! ეგ ნაგავი! ის არ ეყო, რაც დაგიშავა? არ ეყო არა? და სათამაშოდაც გაქცია ხომ! ხოდა ღირსია მასე ჩაძაღლდეს! _ ემოციებისგან დაცლილ და გამომშრალ მეგობარს ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა._ მე შენთან ვარ გვანც! ცოტა ხანს ასე იდგა. მოულოდნელად უკან დაიხია და გვანცას თვალებში ჩახედა. _ მოიცა! ანუ ამბობ, რომ უჩა იმ სახლში შევიდა სანამ გამოიქცეოდი?_ გვანცამ თავი დაუქნია._ ანუ, ხვდები რაც ხდება? ანუ უჩამ რაღაც გაუკრთა თავის მანიაკ ძმაკაცს! რაღაც ისეთი, რომ ის უკვე ერთი კვირაა არ გამოჩენილა! გვანცამ შეშფოთებით ამოხედა. _ შენ ფიქრობ, რომ.... _ მე ვფიქრობ, რომ იმ სარდაფში დაამწყვდია! _ ახლა რა უნდა ვქნათ? უნდა განვაცხადოთ?_ გულუბრყვილოდ იკითხა გვანცამ. _ განვაცხადოთ? _ ჩაეცინა იზის. _ ნუ ღელავ იპოვნიან. მანქანის ჯიპიესით ან მობილურით უეჭველად მიაგნებენ. თუ მკვდარია ჩვენ მაინც ვეღარ ვუშველით, და არცაა შველის ღირსი. ხოლო თუ ცოცხალია, ერთი ორი დღეც ეგდოს იქ, არაფერი უშავს! _შენ ხვდები რას ამბობ იზ? ის ხომ ადამიანია.. _ ადამიანი?_ ჩაეცინა იზს._ გაიხსენე რა დაგმართა! ჯერ იმ ნადირის ხელში ჩაგაგდო და შენი თავი აჯიჯგნინა. მერე ეს არ იკმარა და თავად გაგიტაცა! ცოდოა? ადამიანია? არ გამაცინო! არ დაგავიწყდეს, რომ შენ იმ სახლში არ ყოფილხარ! კაცმა არ იცის რას დაგაბრალიან ჩვენი ბედოვლათი პოლიციელები. ისღა გაკლია მაგ ურჩხულების გამო ციხეშიც მოხვდე! უჩას არავინ ჰყავდა, მაგრამ დათუნას თავისზე უარესი ხარბი და ქოფაკი ნათესავები რომ ჰყავს, ხომ არ გავიწყდება და ვინ ხარ შენ მათ ფონზე? ერთი ღარიბ _ღატაკი უპატრონო ობოლი! _ ზოგჯერ პირდაპირ ნათქვამი სიმართლე ყველაზე საშინელია, მაგრამ ყველაზე უკეთაც აფხიზლებს დაბინდულ გონებას. მართალი იყო იზი. თუნდაც საჩივარი შეეტანათ, ვინ იყო იმის გარანტი რომ საკადრისად დასჯიდნენ მოძალადეს. ალბათ კარგი ადვიკატის წყალობით, სულ მალევე გირაოს სანაცვლოდ გამოუშვებდნენ და მერე ისევ შიშში უნდა ეცხოვრა გვანცას. თუ როდის გაახსენდებოდა ისევ იმ ნადირს. მართალი იყო იზი. საუკეთესო სასჯელს იხდიდა ახლა დათუნა, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად უჩაზე. ამ ამბიდან ერთ კვირაში უჩას პირადი ადვოკატი მოვიდა გვანცასთან და ისეთი ამბავი ამცნო, პირდაპირ შოკი მიიღო გოგონამ. გამიდიოდა, რომ როგორც უჩას კანონიერი ცოლი, ის იყო კომაში ჩავარდნილი ქმრის და მთელი მისი ქონების მთავარი და ერთადერთი მეურვე. _გთხოვთ, ხვალ დღის პირველ ნახევარში გამოცხადდეთ საავადმყოფოდი და ხელი მოაწეროთ საბუთებს მეუღლის მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით._ დაუბარა ადვოკატმა გაოგნებულ გვანცას და წავიდა. _ იზ ახლა რა ვქნა?_ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მოსმენილს გოგონა. ხელში ქორწინების მოწმობა ეკავა და გაოგნებული დასჩერებოდა. _ რა უნდა ქნა და ცოლობა გაუწიო!_ გაეცინა იზს._ ქმარია ბოლო_ ბოლო! მეორე დღეს ხელის კანაკალით შეაღო პალატის კარი გვანცამ. ჯერ ისევ განიცდიდა დაუძლეველ შიშს უჩას მიმართ, მაგრამ იმან რაც პალატაში დახვდა მის მოლოდინსაც გადააჭარბა. უამრავ მილში გახლართული უძრავად მწოლარე ბრგე სხეული მოციმციმე აპარატზე იყო შეერთებული. ყელში ჩადგმული ტრაქეოტომიის საშუალებით სუნთქავდა და უცნაურ შიშინის ხმას აყოლებდა სუნთქვას. გვანცა გაუბედავად მიუახლოვდა და გაფითრებულ სახეზე დააკვირდა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან გულუბრყვილოდ ფიქრობდა, რომ ეს კაცი უყვარდა. ცოლადაც კი მიჰყვებოდა, მის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად გრძნობდა. მადლიერიც კი იყო თავის მხსნელის, მაგრამ ახლა აღმოჩნდა რომ მასზე დიდი მტერი არ ჰყოლია გვანცას. იმის გარდა რაც დამართა, უუნარო თოჯინადაც აქცია და ისე დაისაკუთრა, როგორც ნივთი. თითქოს მაღაზიის თაროზე შემოდებული სათამაშო იყო და უჩამ ის უბრალოდ შეიძინა. ზიზღი და სიძულვილი იგრძნო. რა უნდა ექნა უჩას, რომ გვანცას მისი ჩადენილი დავიწყებოდა? რით უნდა გადაეფარა მისთვის მიყენებული ძალადობა, დამცირება, ტკივილი? შეუძლებელია მსხვერპლს მოძალადე შეუყვარდეს, თუ მას საღი აზრის ნამცეცი მაინც დარჩენია ძალადობით დაზიანებულ გონებაში. არათუ უჩას და დათუნას, არამედ მთელი საკაცეთის მიმართ განიცდიდა გვანცა ახლა უნდობლობას. შიშით კრთოდა ყველა უნებლიე სიახლოვეზეც კი. სიყვარული? რომელ სიყვარულზე იყო საუბარი, როცა სიზმარშიც კი კოშმარებს ნახულობდა, როგორ აფხრეწდა ხან ერთი და ხან მეორე სამოსს. როგორი სურვილით სავსე ჩასისხლიანებული ხარბი მზერით დასჩერებოდნენ შიშველ სხეულზე. საკუთარ სიშიშვლესაც კი ვეღარ უსწორებდა ახლა გვანცა თვალს. სარკეებს ფარდები ჩამოაფარა სახლში. ალბათ ძალიან ბევრი დრო გაივლიდა, სანამ ეს გატეხილი ქალი ისევ შესძლებდა საკუთარი თავის შეყვარებას და შეკოწიწებას, თუმცა ვერასდროს იქნებოდა ის, ვინც ოდესღაც იყო. ალბათ ძალიან დიდი მოთმინება დასჭირდებოდა მას, ვინც მის სიყვარულს ოდესმე გაბედავდა. ახლა კი დაჰყურებდა გვანცა უღონო სხეულს და თითებში ტკივილად უვლიდა მისთვის აპარატის გამორთვის არაადამიანური სურვილი. დაახლოებით ერთი თვე იყო უჩა კომაში და მთელი ამ დროის მანძილზე ყოველდღე მიდიოდა გვანცა მასთან. საავადმყოფოში უკვირდათ მისი ერთგულება და მზრუნველობა ლამის სასიკვდილოდ გადადებული ქმრისადმი. აღტაცებულები იყვნენ ამ პატარა გოგონას თავდადებით. არავინ იცოდა, თუ რა ქარიშხალი ანგრევდა გვანცას შინაგანად. რადგან ყველაფერს მისი ლურჯი თვალების სევდიანი მზერა და ლამაზი ღიმილი ნიღბავდა. მკურნალმა ექიმმა დასკვნა დადო, რომ თუ უჩა გაიღვიძებდა და ცნობიერება დაუბრუნდებიდა, სამუდამოდ ეტლს იქნებოდა მიჯაჭვული, რადგან ავარიამ ხერხემალი ძალიან დაუზიანა. ისიც კი სათუო იყო, შესძლებდა თუ არა კაცი საუბარს. თავდახრილი ისმენდა გვანცა დიაგნოზს. სახეზე კუნთიც კი არ უკრთოდა. მხარზე ხელი მოუჭირა ექიმმა. _ გამძლეობას გისურვებ შვილო და მოთმინებას, არ იქნება ეს ადვილი ამბავიო!_ ამ სიტყვებით უთანაგრძნო და დაემშვიდობა პროფე ქალს და როცა ზურგი აქცია, წამიერმა, სუსტმა შვების ღიმილმა გადაუარა სახეზე გვანცას. დათუნა ორ კვირაში იპოვნეს. გაგიჟებული ყმუოდა სარდაფში გამომწყვდეული. ოფლის და განავლის სუნად ყარდა სარდაფის პატარა ოთახი. გიჟივით აცეცებდა თვალებს კაცი. ორ კვირიან მაროობასაც კი ვერ გაუძლო მისმა ავმა ბუნებამ. მით უმეტეს მასზე ფიზიკურად მაინც არავის უძალადია. ახლა კი კარგად ხვდებოდა, რასაც განიცდიდა სარდაფში გამომწყვდეული ნაცემი და დამცირებული გვანცა. სიტყვა არ დაუძრია მომხდარზე დათუნას. ან რას იტყოდა? რომ ქალი, მეგობრის ცოლი გაუპატიურების მიზნით გაიტაცა და თავისუფლება აღუკვეთა? უჩას ამბავიც გაიგო, მაგრამ მისვლა ვერ გაბედა. არა უჩასთან, არამედ გვანცასთან პირისპირ დადგომა ვერ გაბედა არაკაცმა. ამასობაში უჩამ გაიღვიძა. მკერდს ქვემოთ მოწყვეტილი, ვერაფრით ეგუებოდა თავსდამტყდარ საშინელებას. ერთი ის აიმედებდა, რომ ცოლმა არ მიატოვა. თუმცა საუბარიც აღარ შეეძლო. მეტყველებაც სიარულის შესაძლებლობასთან ერთად დაკარგა მხეცმა. ახლა სამუდამიდ საკუთარ ციხედქცეულ სხეულში გამომწყვდეულს უნდა ეცხოვრა. სწორედ თავად იყო ახლა გატეხილი სათამაშო. ლამაზად მოწყობილ საძინებელში სანიტრების დახმარებით აიყვანეს უჩა და პირველი შოკი სწორედ საწოლი იყო. მსგავსი ავადმყოფისთვის სპეციალურად ადაპტირებული მოაჯირებიანი და გორგოლაჭებიანი საწოლი. და არა ის საქორწილო ფართო სარეცელი, რაც უამრავ სიამოვნებას ჰპირდებოდა ოდესღაც საკუთარ პატრონს. როცა საწოლში აწვენდნენ ცხოველუვით ღმუოდა და წინააღმდეგობას ასე უწევდა საკუთარ სასჯელს უჩა. როცა ოთახიდან ყველა გავიდა და მხოლოდ გვანცა დარჩა მადლიერებით და სიყვარულით ამოხედა ცოლს. _ შენ დარჩი ჩემთან საყვარელო, არ მიმატოვე! ნეტავ შემეძლოს ჩემი მადლიერების გამოხატვა!_ ფიქრობდა გულში უჩა და თვალები უძლურების ცრემლებით ევსებოდა. მოულოდნელად სათნო სახე შეეცვალა გვანცას. უცნაურმა სასტიკმა და ირონიულმა ღიმილმა ჩაანაცვლა მისი თანაგრძნობით სავსე მზერა. _ არა!_ გაიფიქრა გულში უჩამ._ არა! _ ყველაფერს მიხვდი არა? აბა რა გეგონა? შეგიბრალებდი?_ ხმამაღლა გაიცინა გვანცამ._ იმ ყველაფრის შემდეგ გეგონა ბარგივით მოგიკიდებდი ზურგზე? აბა ძვირფასო! ახლა ვინ ვისი საკუთრებაა? ზიზღმა დაუბრიცა ტუჩები გვანცას. _ სიცოცხლის ბოლომდე აქ ეგდები! ნუ გეშინია მე ყველაფერს ვიზამ, რომ დროზე ადრე არ ჩაძაღლდე! შენ ჯინაზე შენს თვალწინ რაც შეიძლება დიდხანს დავტკბები ცხოვრებით! ამ ყველაფრით, რაც ახლა ჩემია!_ ხელით მთელი სახლი მოხაზა გვანცამ. _ყველა სურვილს ავიხდენ. ვიმოგზაურებ. ააა, ჰოოო! იმ შენ ნაძირალა ძმაკაცსაც მივუზღავ საკადრის სამაგიეროს, შენ არ იდარდო. ყველაფერს წავართმევ და ისე გავუხდი საქმეს, იმ სარდაფიანი სახლის გარდა წასასვლელი არსად ჰქონდეს! მისთვის ეს ყველაზე შესაფერისი სასჯელია!_ ფხზე წამდგა გვანცა. ტანის რხევით გაიარა ოთახი. საძინებლის კარი გამოაღო და გარეთ გავიდა. _ ჭკვიანი ბიჭი იყავი, მალე დავბრუნდები და ისევ საწოლში დამხვდი ძვირფასო!_ მთელი შხამი ჩააქსოვა ლამაზ გამომწვევ ღიმილში და კარი უგულოდ გაიხურა. _ გვანცაააა! გვანცააააა! გვანცაააააა!_ ღრიალებდა გულში უჩა და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს გვანცას ეს ღრიალი ესმოდა. _ძვირფასო, აბა როგორ მოგწონს ასეთი დასასრული?!_ ფიქრებშივე უპასუხა ქალმა განწირულად აღრიალებულ ქმარს. სახლიდან გამოვიდა და შორეულ ცას გახედა ყველა დადებითი გრძნობისგან დაცლილმა გვანცამ. შორს ცის ჰორიზონტზე ორი ჩიტი გვერდიგვერდ მიფრინავდა .... დასასრული.... Cuervo Blanco |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.