სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე წიგნი2
მოგესალმებით ყველას. წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და კარგ დასვენებას გსურვებთ. გთხოვთ კომენტარებში დამიტოვოთ თქვენი მოსაზრება ახალი თავის შესახებ. მადლობა ყვლა მკითხველს. ქრისტე აღსდგა! ცოტა ხანს აეროპორტში გავჩერდი, რომ დავწყნარდი შემდეგ სახლში წავედი. ლოგინიდან არც ავმდგარვარ მისვლის შემდეგ. მთელი ღამე ვერ დავიძინე. მეორე დილით ჩამეძინა როგორც იქნა და შუადღემდე მეძინა. კარგია, რომ შაბათ კვირას დაემთხვა ეს დრო. ორშაბათამდე როგორმე აზრზე მოვალ. მთელი დღე ხან ტელევიზორის წინ ვიჯექი, ხან ვკითხულობდი, არაფრის ხასიათი არ მქონდა. ყველაფერი მალე მბეზრდებოდა. იმ დღეს არსად არ გავსულვარ, არადა სანამ ამ ამბავს გავიგებდი როგორ ველოდებოდი შაბათის მოსვლას. მასთან ერთად დროის გატარებას, ახლა კი ვზივარ სახლში უქმად და უმიზნოდ. ათასჯერ გავუმეორე საკუთარ თავს, რომ არ შეიძლებოდა ასე მალე მასთან ამ დონის დაახლოება და მიჯაჭვა, მაგრამ მაინც ვერ გავართვი თავი. ისე დამაკლდა თითქოს სამუდამოდ წასულიყოს. ასე არ შეიძლება, ბოლო ბოლო ერთი თვეა ერთი საუკუნე ხომ არა. ამოვიოხრე და ჩემს თავს შევპირდი, რომ ხვალიდან ასე აღარ მოვიქცევი. ცხადია მომენატრება, მაგრამ ამ გრძნობას ვერ მივცემ უფლებას ცუდად გამხადოს. დავპირდი რომ კარგად ვიქნები. ჰოდა ასეც უნდა იყოს. იქნება კიდეც. მეორე დღით კარგად გამოვიძინე და გარეთ გავედი სასეირნოდ. ჩავუარე იმ სასტუმროს და წარმოვიდგინე, რომ ალ ქარიმი იქ იდგა და მაცილებდა. არადა ვთქვი კარგად ვიქნები თქო. ნინის შევხვდი, ცოტა გამართო და გამხიარულდა. ბევრი ვიბოდიალეთ. საბოლოოდ რომ დანებდა ჩემთვის ხასიათის გამოსწორებაში დამხმარე ძალა გამოიძახა და მაშველი გოგოებიც კაფეში გაჩნდნენ. მაღი მიზანი კი ჩემი გართობა იყო. აზრიც არ მკითხეს ისე წამათრიეს ჯერ მაღაზიებში, ანკას ახალი ფეხსაცმელი ჰქონდა საყიდი, შემდეგ ისევ კაფეში, შემდეგ სალონში და გავიდა მთელი დღე. ვაღიარებ მათმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო კარგადაც გამართეს , გამალამაზეს და შემდეგ ყველანი ჩემთან წავედით კარგი ფილმის სანახავად. ჩემი ძმა თავის ოთახში გავამწესეთ და მთელს მისაღებსა და სამზარეულოს ოკუპაცია გავუკეთეთ. ნინიმ ბატიბუტი, ჩიფსები მოიმარაგა და დივანზე და იატაკზე გადავნაწილდით. ბევრი ბუზღუნის შემდეგ ფილმიც ავარჩიეთ და საინტერესო სეანსი მოვიწყვეთ. ათი საათი იქნებოდა და ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ბნელი, რომ ავიშალეთ და უნდა გამეცილებინა, მაგრამ ნინიმ უცნაურად გამომხედა გოგონებს რაღაც ანიშნა და ყველამ ერთად დაიწყეს საუბარი. ნახევარ საათიანი წუწუნის, ბუზღუნისა და გაპრანჭვის შემდეგ ერთ-ერთ ბარში ამოვყავით თავი. სადაც განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. გოგონები დალევას მაძალებდნენ- გიშველისო. მეც მათ ავყევი და მართლა კარგი დრო გავატარეთ. ვიცეკვეთ კიდეც- ხო ნუ ჩემი აცეკვება ეგეთი მარტივი საქმე სულაც არაა. კარგა ხანს ვერთობოდით, შემდეგ კი დავიშალეთ. მთელი ეს დრო საკმაოდ ნორმალურად გავატარე, მაგრამ ქარიმი ძალიან მენატრებოდა. ხანდახან მქონდა ეს მოწენილობებიც, მაგრამ სეზონი მალე მთავრდებოდა და ოფისში ყველას საქმე თავზე გვეყარა. ამან ცოტა ყურადღება გადამატანინა და ისე ძალიან აღარ გამჭირვებია. სამი კვირს თავზე ოფიციალურად დავხურეთ სამუშაო სეზონი და მეც მეტი დრო მქონდა ფიქრისთვის. ამან ცოტა ცუდად იმოქმედა ჩემზე, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რაც სხვა დროს ძალიან ცუდად გამხდიდა და ახლაც იმოქმედა უარესად, მაგრამ ჩემი წარსულის დაბრუნებამ ცოტათი შემიცვალა ყურადღების სფერო. მისი გამოჩენა იყო მოულოდნელი, დაუგეგმავი და შოკის მომგვრელი. ერთხელაც ნინისთან ერთად კაფეში როცა ვიჯექი და მშვიდად მივირთმევდი ცივ ყავას, კარი მან შემოაღო. მან რომელიც მეგონა, რომ დავივიწყე, სამუდამოდ წავშალე, მაგრამ თურმე სად შევმცდარვარ. დავინახე თუ არა, სუნთქვა შემეკრა, ცუდად გავხდი. მგონი ფერიც კი დავკარგე. თვითონაც შეგვნიშნა და ისეთი წრფელი სახით გაიღიმა, მუცელში ღებინების გრძნობა მომაწვა. ჩვენთან სიცილით მოვიდა და საკოცნელად დაიხარა, სახე რომ შევაბრუნე და ერთ დროს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი კაცის ტუჩები ლოყაზე მომეკრა. ზიზღის გრძნობა გამიმძაფრდა და სახე წამშივე გავატრიალე მის მოსაშორებლად. ჩემს მეგობარსაც ისე უტიფრად გადაეხვია ლამის ტირილი წამსკდა. ყველაზე მეტად კი უსუსურად თავი მაშინ ვიგრძენი ნინიმაც გულწრფელი სიხარულით რომ გადაკოცნა. რატომ? ნეტავ რატომ არ შემიძლია სიმართლის თქმა? არ ვიცი... გვერძე ჩამოგვიჯდა და ღიმილი ერთი წამითაც არ გაჰქრობია. ფუუ.. გული მერევა. ის: ელე რამდენი დრო გავიდა როგორ მომნატრებიხარ. გავიარე და დაგინახე, ისე გამიხარდა. შენც ხო? ხელი მომკიდა ხელზე. მაშინვე უკან დავიხიე. მე: როგორ მეგონა, რომ დაგივიწყე და სამუდამოდ მოგიცილე, იმედები გამიცრუვე შალვა...ძალიან. ის: ელე, როგორი გულცივი ხარ. ჩემთან ერთად ასეთი არ იყავი. მე: არ გინდა. სისულეელების ბოდიალს მოეშვი. რატომ დაბრუნდი? ნინი: უი ხო სად იყავი მთელი ეს დრო. თითქმის ორ წელიწად ნახევარი არა ელე? ის: მართლა რამდენი დრო გასულა. კანადაში ვიყავი და დავბრუნდი. მე: რატომ? ის: სამშობლო მომენატრა, მეგობები და შენ... ყველაზე მეტად. მე: მოეშვი მეთქი სისულელეების ბოდვას შალვა და დაგვტოვე თუ შეიძლება. ნინი: ელე... მე: შალვა დაგვტოვე მე და ჩემი მეგობარი. ის: კარგი, როგორც შენ გინდა. იცოდე, კიდევ შევხვდებით, ფერიავ. მე: ახლა კარგად მომისმინე, მეორედ ასე აღარ მომმართო, თორემ თავს გაგიტეხავ. ის: ფიცხი ხარ ისევ, კარგი შეხვედრამდე ნინი. ნინი: კარგად. ის გავიდა და მეც მაშინვე ტირილი ამიტყდა. ნინი ძალიან დაბნეული მიყურებდა. ნინი: ელე... რატომ ტირი? კარგად ხარ? მე ცრემლები მოვიმშრალე, მაგრამ აზრი არ ჰქნდა, თავისით მომდოდა. ნინი: ელე... მე: კარგად ვარ, ნუ ღელავ. უბრლოდ წარსული გამახსენდა. ყურადღებას ნუ მომაქცევ. სახლში წავალ კარგი?ბოდიში. სასწრაფოდ გამოვეცალე იქაურობას, მთელი ძალით ვცდილობდი არ მეტირა, მაგრამ ეგეც არ გამომდიოდა. სახლში რომ არავინ დამხვდა, უკვე თამამად მივეცი თავს უფლება ცრემლების სახით ამომეღო ის ბრაზი, ტკივილი, სევდა, ყველაფერი. სწორედ ამ მიზეზის გამო ბოლო კვირა გავატარე ძალიან საშინლად, დარდიანად. მისი მოლოდინიც კი გამიქრა, სიხარულიც და შემეშინდა. ძალიან შემეშინდა, რომ ამ გაუცხოვების მიზეზი შალვა იყო, ეს დაუშვებელია, მე მის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ, გარდა ბრაზისა და ზიზრისა. მეორე მხარეს ნინი ელოდებოდა პასუხს იმ დღეზე, მან ხომ არაფერი იცის, წარმოდგენა არ აქვს და თითქმის სამი წლის შემდეგაც ჰგონია რომ მე და შალვა ვერ შეწყობის მიზეზით დავშორდით. არ შემიძლია ამის მოყოლა. მაშინ როცა ეს მოხდა და ჩვენი ყველასთვის მისაბაძი წყვილის, დაშორება გამოვუცხადე სამეგობროს მიზეზად ეს დავასახელე. ვერ შევეწყვეთ... ოთხი დღის შემდეგ გავბედე ნინის ნახვა, ვიცოდი კითხვები ჰქონდა, მაგრამ არც ერთი მათგანისთვის არ მიპასუხია. არ შემიძლია, ვერ ვეტყვი. კვირა დღემდე უაზროდ სვამდა კითხვებს, მაგრამ შემდეგ დანებდა. ალბათ ოდესმე შევძლებ სიმართლე ვუთხრა. ათ საათზე გამოვედი მისი სახლიდან და გზას დავუყევი. მაშინღა გამახენდა ქარიმი, ერთი თვე და ერთი დღე გავდა მას შემდეგ , რაც წავიდა. სულ მიმავიწყდა. ძალიან მეშინოდა, რომ მისი ნახვა არ გამახარებდა და ვღელავდი. ეს ხომ პარალელურად იმასაც ნიშნავდა, რომ იმ ნაძირალას მარწუხებში ვიყავი. უცებ მისი სილუეტი ვიცანი, სასტუმროსკენ ჩემს წინ მიმავალი დავინახე, ორი ჩემოდნით და მისკენ გავიქეცი. მან საერთოდ ვერ შემნიშნა, რომ შევხედე, მივხვდი თუ როგორ ძალიან მენატრებოდა და მაკლდა, მიყვარდა. მისი ნახვისგან და ამ შვებისგან სიხარულით დაუფიქრებლად შევახტი ზედ და მაგრად ჩავეხუტე. აშკარად არ მელოდა, მაგრამ თვითონაც მაგრად მომეხვია, მისი ხელებისგან და სიახლოვისგან ძველებურმა ჟრუანტელმა დამიარა და ისე გამიხარდა. ის: ჩემო ფერია..ელი.. უხმოდ ვეხუტებოდი, თან ცრემლები მდიოდა. "ფერია". ოდნავ მოვცილდი, თმაზე გადამისვა ხელები და თავზე მაკოცა. ცრემლებს ვერ ვიჩერებდი. მაგრად მივეხუტე სხეულზე და საერთოდ არ მინდოდა გამეშვა. თვითონაც იგივეს იმეორებდა. ოდნავ მომიცილა და ცრემლები მომწმინდა, შემდეგ იმ ადგილზე მაკოცა. ის: ელი, ძალიან მომენატრე ჩემო ფერია. ძალიან... მე: მეც ძალიან მომენატრე ქარიმ. ამჯერადაც ჩავეხუტე. ის: შშ.. ნუღარ ტირიხარ, შენთან ვარ. მოდი ჩემთან. კიდევ დიდხანს ვიდექით ერთ ადგილას ჩახუტებულები. შემდეგ ცოტა მოვცილდი, სახეზე ეწერა როგორი დაღლილიც იყო. მე: რატომ არ დამირეკე? ის: უკვე გვიანია, ვიფიქრე ხვალ გნახავდი. მე: დაღლილი ჩანხარ. ის: ხო, გადაჯდომითი რეისი მქონდა. ცოტა დავიღალე, მაგრამ ეგ არაფერი, შენმა დანახვამ ყვეაფერი გადამავიწყა. ძალიან მომენატრე ჩემო ფერია. მე: მეც ძალიან მომენატრე. ვერც წარმოიდგენ როგორ გამახარე. სასტუმრომდე საუბრით მივედით. ის: დავჯავშნი და მერე ერთად გავისეირნოთ. მე: ხვალ იყოს ალ ქარიმ, ძალიან დაღილი ხარ, აჯობებს დაისვენო. ის: რადგან ახლა გნახე, ასე მარტივად არ მინდა გაგიშვა, ცოტა გავისეირნოთ რა? მე: მთელი დღეები წინ გვაქვს, გპირდები ხვალ გვერდიდან არ მოგშორდები. მართლა, დღეს დაისვნე რა, გთხოვ. ის: კარგი, როგორც შენ გინდა ჩემო ფერია. გადამეხვია და მერე შიგნით შევიდა. ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ ჯავშნიდა ოთახს. შემდეგ ჩემთან გამოვიდა. ის: ელი, რაღაც რომ გითხრა, დამთანხმდები? მე: გააჩნია... ის: ვიცი, რომ ურზე იქნები.. უკვე ვიცოდი რის თქმაც უნდოდა და გამეცინა. მე: ცადე შენ, რა იცი იქნებ გთანხმდები. ის: კარგი მაშინ, ჩემთან დარჩები? ხომ ვიცოდი, არა? მე: წავედით? ის: რა? სად? გავისეირნოთ და მერე წახვალ? მე: არა, ოთახში არ ავიდეთ? ის: ანუ დამთანხმდი? სერიოზულად? მე: არა ქარიმ, გავბრაზდი და მეორე სართულის აივნიდან უნდა გადმოგაგდო. მთელი ძალით ვცადე არ გამცინებოდა. ის: მართლა ეგრე გამიბრაზდი? მაპატიე რა? სიცილი ვეღარ შევიკავე და გულიანად გამეცინა. კისერზე შემოვეხვიე და მაგრად ჩავეხუტე. მე: ხანდახან როგორი სულელი და საყვარელი ხარ. სულელო, დაგეთანხმე, აბა რა ვქენი? წამოდი ავიდეთ. ის: ელი, მე კი არ ვარ სულელი, შენ ხარ კარგი მსახობი. იცი როგორ მენატრებოდა შენი სიცილი? მე: ხო? ხშირად ვიცინებ მაშინ. ის: რათქმაუნდა. წამოდი წავიდეთ. ოთახში ავედით, ისევ იგივე ნომერი იყო. თვითონ საპირფარეშოში შევიდა, მე კი აივნიდან გადავხედე ჩაბნელებულ, მაგრამ "სინათლით დაბინძურებულ" თბილისს. თვითონაც მალევე ამომიდგა გვერდით და გამიღიმა. იქვე მდგარ პატარა დივანზე ჩამოჯდა, მეც გვერძე მივუჯექი. ის: მომენატრა ეს ხედი, მაგრამ შენ უფრო მომენატრე. მე: ხო მეც. ფეხები ავიკეცე და დივნის საზურგეს მივეყუდე. ჩუმად ვისხედით, მაგრამ ეს სიჩუმეც ისეთი სავსე იყო. მას გავხედე, სადღაც სიშორეში იმზირებოდა. როგორი ბედნიერი ვარ, მე ისე მეშინოდა, რომ იმ იდიოტის გამოჩენა მე და მას გვავნებდა, მეგონა აღარ მომენატრებოდა. მაგრამ ასე არ არის, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. არ მინდოდა ამ სიჩუმის დარღვევა, ამიტომაც სრულიად უხმოდ მივეხუტე მის სხეულს და გავირინდე. გამოერკვა და ფრთხილად შემომხვია ხელი. მასთან უფრო ახლოს აღმოვჩნდი. მშვიდად მაკოცა თაზე და თმებზე წამეთამაშა. მე: რაზე ფიქრობ? ის: არაფერზე, უბრალოდ ვცდილობ დავისვენო და შენთან ახლოს ყოფნით დავტკბე. მე: მოდი შევიდეთ, დაღლილი ხარ. შენ დაწვები და დაისვენებ. ის:მერე შენ? მე: მე დავჯდები და მოგისმენ თუ როგორი ერთი თვე გაატარე ფარაფრაში. ის: კარგი, შევიდეთ. ლოგინზე ჩამოჯდა, მეც იქვე დივანზე მოვკალათდი. მე: აბა მომიყევი? როგორი იყო? ხომ დაისვენე? ის: მოგიყვები, მაგრამ ელი მანდ რომ ზიხარ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. ჩემთან დაჯექი რა? მე: კაი. ის: ვეცდები მხოლოდ მნიშვნელოვანი დღეები და ამბები მოგიყვე. მე: გისმენ ყურადღებით. ალ ქარიმი თვითმფრინავში ასვლა ძალიან გამიჭირდა, უმისობა მამძიმებდა. მთელი ფრენა მასზე ვფიქრობდი. ღრუბელებს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ აქაურობა ძალიან მომენატრებოდა. რამოდენიმე საათის შემდეგ კაიროში ჩავფრინდით. აეროპორტი დავტოვე და პირდაპირ სასტუმროსკენ ავიღე გეზი. ჩემი ნომერი ნილოსის გადაჰყურებდა და ძალიან ლამაზი იყო ეს ხედი. მოსაღამოვებული იყო და ზაფხულისთვის არც თუ ძალიან ცხელოდა. დავისვენე და გემრიელად ვივახშმე. რადგან ძალიან გვიანი არ იყო, გადავწყვიტე ახლომახლოს გამესეირნა და კაიროს ქუჩები შემეთვალიერებინა. ბევრი ბოდიალის და ახალ- ახალი რაღაცეების ნახვის შემდეგ დავბრუნდი ნომერში და მშვიდად მეძინა. მეორე დღით ვისაუზმე და მაშინვე მაღაზიებისკენ დავიძარი, სანამ ძალიან დაცხება საჭირო ნივთები და პროდუქტები უნდა ვიყიდო. ამან დაახლოებით სამი საათი წამართვა და დღის თორემტ საათზე კაიროს ნორმალურ უბნებში ერთ გამვლელს ვეღარ ნახავდით. სიცხისგან ბუღი ასდიოდა მიწას. ეს ცხელი საათები მეც სასტუმროში გავატარე და ჩემი ბარგი გავამზადე. მოსაღამოვებულს რამოდენიმე მაღაზიაში გავედი და შხაპის მიღების შემდეგ ტკბილად დავიძინე. მზე ამოსული არ იყო ფარაფრასკენ გზას რომ დავადექი. აქ ერთ ჩემს შორეულ ნათესავს ვეთხოვე ცხენი და ერთ თვეში დაბრუნებას შევპირდი. შუადღემდე გაუჩერებლად მივდიოდი საჰარში. ეს ყველაფერი როგორ მომნატრებია. სხვადასხვა ფორმის დიუნები, ბარხატები ქვიშის ქარის მომაჯადოვებელი ცეკვა. ჩემს სამშობლოში დავბრუნდი. შუადღით ვეცადე დამეძინა, მაგრამ მხოლოდ თვალ დახუჭული ფიქრი შევძელი. ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი. თითქმის სამი კვირის წინ უნდა დავბრუნებულიყავი, ისინი ალბათ ძალიან ნერვიულობენ. იმედია არ ფიქრობენ, რომ მოვკვდი. ერთ კვირაში ჩავაღწიე ფარაფრამდე და ვინ იცის ამ დროში რამდენჯერ დამესიზმრა ჩემი ელი. იქ მისულს ყველა გამომეგება. ჩემი და კივილით შემომახტა, მას დედაჩემი მოჰყვა. ბოლოს კი მამაც მოვინახულე. იმდენი კითხვა მომაყარეს, მაგრამ ცოტა ხანს მოცდა მოუწევთ. ამ მგზავრობამ საოცრად დამღალა. აბაზანა მივიღე და ვინაიდან შუადღე იყო ჩემს სახლში, ჩემს საძინებელში მშვიდად დავიძინე. იმ დღეს არც კი შევტოკებულვარ. სამაგიეროდ დილა უთენია გამეღვიძა და მთავარ ოთახში გავედი. ყველანი იქ ისხდნენ და მე მიყურებდნენ. მეც გვერდით მივუჯექი. მათ ყველა კითხვას ვუპასუხე და როგორც იქნა დაიცხრეს ცნობისმოყვარეობის წყურვილი. სხვათაშორის ელისთან დაკავშირებით უფრო სხვანაირ რეაქციებს ველოდი. მეგონა არ გაუხარდებოდათ და გაუკვირდებიდათ, მაგრამ ყველა მათგანი ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა იმით, რომ მე ჩემს სიყვარულს შევხვდი და ბედნიერი ვარ. ხო ნუ ბოლო ბოლო ორი წელი მიყურებს ისეთს. ერთადერთი მოტივის კითხვები ვერ დავაკმაყოფილე. ახლა რა იქნებოდა მე და მას შორის. სად ვიქნებოდით და როგორ. ერთადერთი ისაა რაც ვიცი, რომ მე ჩემი ფერია სიგიჟემდე მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მის გვერდით ვიყო და ბედნიერი იყოს. მე იმ ორი წლის მანძილზე ძალიან კარგად გავიაზრე თუ რა მოხდებოდა, თუ ელის არ წაიყვანდენ და უკვე შეგუებული ვიყავი, რომ ის აქ ვერ იცხოვრობდა. გინდ თანახმა ყოფილიყო, მას აქაურობისთვის ვერ გავიმეტებდი. მე რაც შემეხება, მის გვერდით ყველაგან ვიცოვრებ. ის სამი კვირა რაღაც საოცრად გავატარე. მოვისიყვარული ჩემი ოჯახი, მეგობრები, ჩემი ქარავანი. მათ ცოტა გაუჭირდათ იმის მიღება, რომ მე მხოლოდ სამი კვირით ვიყავი ფარაფრაში, მაგრამ სხვანაირად არ შემძლო. ელიმაც მითხრა და მეც ვხვდები, რომ ამას არაფერი მიშლის, მაგრამ მის გარეშე ვეღარ ვძლებ. ძალიან მენატრა. სულ მასთან მინდა. ყველაფერზე ის მახსენდება. ამიტომ ზუსტად სამი კვირის თავზე დავტოვე ფარაფრა. მანამდე კი ჩემმა მშობლება ბეჭედი მომცეს, ჩვენი გვარის. ამან ცოტა ამანერვიულა. მე არ მიფიქრია ჯერ ამაზე. არც ელის აზრი ვიცი ამ საკითხზე. საერთოდ ჯერ მგონი ცოტა ადრეა, ამიტომ დედას შევპირდი, რომ ამას მის "სარძლოს" როგორც უბრალოდ საჩუქარს ისე გადავცემდი. პირობა ჩამომართვეს, რომ შემდეგზე მასთან ერთად ჩამოვალ. მეც მინდა ეგ. ძალიან მინდა ელიმ ჩემი ოჯახი გაიცნოს, ჩემი სახლი ნახოს. ეს ულამაზესი ოაზისი. თანაც თვითონაც ძალიან აინტერესებს. მგზავრობა ამჯერადაც ერთ კვირას გაგრძელდა. საჰარაში ყველაფერს ვეთხოვებოდი და ვემშვიდობებოდი. ვიცი, რომ დიდი ხნით არა, მაგრამ მაინც. კაიროში ჩასვლის თანავე შევიტანე განაცხადი ვიზაზე და მალევე დამიკმაყოფილეს მოთხოვნა. ეგვიპტიდან ბევრი ადამიანი არ მიდის ვითუმეტეს საქართველოში და ეს მარტივი მოსაგვარებელი აღმოჩნდა. გადაჯდომითი ფრენა მომიწია, ძალიან მცირე ინტერვალით. რა დროც სტამბოლის აეროპორტში გავატარე. თბილისში რომ ჩავაღწიე ათი ხდებოდა. მართალია ცაზე ღრუბლები არ იყო, მაგრამ მაინც კარგი გრძნობა მქონდა. მომენატრა ეს ქალაქი, ქალაქი სადაც ჩემი ფერია ცხოვრობს. უმეტესი გზა ტაქსით გავიარე, მაგრამ სასტუმროსთან ახლომახლოს ჩამოვქვეითდი. იმავე ადგილას უნდა გავჩერდე. თითქოს ეს კანონად მექცა. ელისთვის არ დამირეკია, გვიანია და ხვალ ვნახავ. ამ საღამოსაც მოვითმენ რამენაირად. თითქმის სასტუმროსთან ვიყავი, უცებ ნაცნობი ხელები რომ შემომეხვია და მისი ხმა გავიგე. ღმერთო როგორ მომნატრებია, ჩემი ფერია. დიდხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს და ბოლოს მივედით სასტუმრომდე. მისმა თანხმობამ ძალიან გამაკვირვა და გამახარა. მე: აი ასე იყო ყველაფერი. მართლა კარგი დრო გავატარე. ელი: ძალიან მიხარია თუ ასეა ქარიმ. ამდენი საუბრის მოსმენისგან მოთენთილი იყო და თვალები ეხუჭებოდა. ჩემსავით ცალ ხელს ეყრდნობოდა და ნახევრად ეძინა. ჩემი ლამაზი გოგო. მე: შენც დაღლილი ჩანხარ. ის: ისე რა.. ძალიანაც არა. უბრალოდ ცოტა მძიმე კვირა მქონდა. მე: მართლა, რატომ? ელი: ამაზე სუაბრალი სხვა დროს იყოს კარგი? არ მინდა კარგი მომენტი გავაფუჭო. თავის ხელს ჩამოადო თავი და თვალები დახუჭა. მალევე მივხვდი, რომ ჩაეძინა. ფრთხილად მივაფარე და ღიმილით დავაკვირდი მის მშვიდ სახეს. იმედია ყველაფერი კარგად აქვს. მეც მის სიმაღლეზე ფრთხილად დავწექი და მზერა მას ავატარე. თითქმის მიძინებული ვიყავი, ზურგი მაქცია და ძილი განაგრძო. რა ახლოსაა ჩემთან, თან რა შორს. რა მოხდება თუ ჩავეხუტები? აჯობებს არ გავაღვიძო. არ მინდა თავი ცუდად იგრძნოს ან გამიბრაზდეს. მშვიდი სუნთქვის გამო მისი მხრების მოძრაობას ღიმილით ვუყურებდი. მინდა, რომ ჩავეხუტო. მგონი ძალიან არ გამიბრაზდები თუ ასე მოვიქცევი. ოდნავ მივუახლოვდი და ხელი მოვხვიე. არც კი უგრძვნია. სამაგიეროდ მე ვგრძნობ თავს კარგად. მის სიახლოვეს, სითბოს. ფრთხილად მივეხუტე და მისი პატარა სხეული ჩემს ხელებს შორს მოვიმწყვდიე. ამჯერად შეიშმუშნა და მეგონა გავაღვიძე. ციტა დამაბნია ამან, არ ვიცი რა რეაქცია ექნება. მან კი ამასობაში გვერდი იბრუნდა და ჩემსკენ სახით მოტრიალდა. მისი თხელი ხელები მუცელზე დამაწყო და მომეხუტა. ღიმილი ვერ შევიკავე და მეც მივეხუტე. თავი მის კისერს მივადე და მისი სუნი ვიგრძენი. ახლა მართლა მშვიდად დამეძინება. აშკარად იღვიძებს, თვალები ოდნავ აახილა და გამიღიმა. ამან ცოტა დამამშვიდა. თვითონაც მომხვია ხელები და მჭიდროდ მომეხვია. კარგია რომ არ ბრაზობს. ის: რომელი საათია? მე: არვიცი, ვნახავ. ტელეფონის ასაღებად გადავიხარე და ისიც ინსტიქტურად გადმომყვა. მე: თორემტის ნახევარია. ის: მმ... მეძინება. თავი ფრთხილად ჩამომადო გულზე და ხელები მუცელზე დამაწყო. თვალები მოხუჭა და დაუბრუნდა მშვიდ ძილს. მივხვდი, რომ ჩემი ჩახუტება დისკომფორტს არ უქმნიდა და მეც თამამად მოვხვიე წელზე ხელები. მერე კი მართლა ტკბილად დამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.