შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე - ორი [ თავი V ]


3-05-2024, 12:00
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 1 302

#5
თვალებს ვერ ვუჯერებდით, როცა ხელში დოსტოევსკის წიგნის ნაცვლად, როზას ჩანაწერები ვნახეთ.
ჩანაწერები, სადაც აღწერილი იყო ჩვილი ბავშვების მდგომარეობა, ასაკი, მშვილებელი და “გამშვილებელი” ოჯახები…
მთელი სხეული შიშისა და ბრაზის ტანდემისგან ამიკანკალდა და წიგნზე ჩაფრენილმა რეალობის აღქმა დავკარგე. თვალზე ლიბრი გადამეკრო და ნისლსა და ბურუსში გავეხვიე. გარეშე ხმები ყრუდ მესმოდა და ირგვლივ ყველაფერი იცრიცებოდა.
ეს რა არის?
ვუმზერდი ჯოჯოხეთში დაწერილ წიგნს და ასოები ერთმანეთში ირეოდნენ.
“დანაშაული და სასჯელი”...
ხორცშესხმულმა ბოროტებამ, რომელმაც გამოვლინება ჰპოვა ამ წიგნის ავტორში, გავარვარებული ჯაჭვი შემოაჭდო ჩემს ბზარშეპარულ ცნობიერებას, რომელიც ნელ-ნელა სულს ღაფავდა სისასტიკის ვნებიანი ტანგოს შემყურე.
რომ არა ნიკა, ალბათ, გონსაც დავკარგავდი. თუმცა როცა მხრებში ჩამაფრინდა და უხეშად შემანჯღრია, გამოვფხიზლდი.
- ნიკე, ნიკე, კარგად ხარ? - მიყურებდა და ტუჩები უთრთოდა.
- ჰო, კარგად ვარ. - ამოვილუღლუღე.
- ყველაფერი კარგადაა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მოგვეცა, ხედავ? - ჩავარდნილ უპეებზე ცერა თითებით მომეფერა და ახლაღა გავიაზრე, რომ ცრემლები დაუკითხავად მოედინებოდნენ საცრემლე ღარიდან. რა საოცარია ადამიანი… ზოგი ნეგატივში იხრჩობა, ზოგი კი, ცამ რომ პირი დააღოს და წარღვნა იწინასწარმეტყველოს, იტყვის - რა ლამაზი ხედიაო!
- მართალი ხარ. - თვალები დავახამხამე. მის თითებს მარილიანი ბურთულები შემოეხვივნენ და დაასველეს.
- ძალიან მაბნევ, როცა ტირი. - მართლაც ეტყობოდა დაბნეულობის ჩრდილები შეჭმუხნულ ხშირ წარბებზე.
- ბოდიში, ამ საქმეში საერთოდ არ უნდა გამეხვიე… - გვერდზე გავიხედე.
- კიდევ ერთხელ იტყვი ასეთ სისულელეს და ჭკვიანი დეიდის სტატუსს ჩამოგართმევ. - გამიწყრა ნიკა.
- მაგრამ ეს სიმართლეა, ამხელა ტვირთი უნდა ატარო ჩემთან ერთად! ჩემი ბრალია, არ უნდა ჩამერიე! - ჯიუტად შევხედე თვალებში და შევუტიე. ოდნავ შეცბა. სხეული დაეჭიმა და ლამის, ჩურჩულით თქვა.
- ასეთი რამ არასოდეს აღარ თქვა.
- რა?
- აღარასოდეს თქვა, რომ როცა ადამიანს შენთან ერთად ატარებს ტვირთს, ეს არ უნდა მექნა და არ უნდა ჩამერიეო. ტვირთის სიმძიმის მიუხედავად, როცა ადამიანი მაინც შენთანაა, დასკვნები უნდა გამოიტანო და არა ხელი ჰკრა! - ტონს აუწია და ბრაზის შეკავებას ცდილობდა. პირველად ვხედავდი ნიკას ამ მდგომარეობაში და ვერ გამეგო - მაღიზიანებდა მისი ქცევა თუ მნუსხავდა.
- მე… - ჩემს მზერაში გაოცება და სითბო შეერწყნენ ერთმანეთს და ვენური ვალსის ცეკვა დაიწყეს.
- ჰო, შენ! რა გგონია, ახლო ადამიანი რომ არ იყო ჩემთვის, ყურს მაინც გავიბარტყუნებდი შენს პრობლემაზე? - აგრძელებდა. - ალბათ, არ იცი, მაგრამ მაგარი ეგოისტი და ფეხებზე მ’კიდია ტიპი ვარ, როცა საქმე ჩემიანებს არ ეხებათ!
- ანუ მე შენიანი ვარ? - ამოვიკნავლე.
- შენ სულელი ხარ! - შემომიბღვირა და თავისკენ მიმიზიდა.
გულში ჩამიკრა და ორიოდე წუთი მის მკლავებში გავატარე. მეც მოვხვიე ხელები და ნიკამ უფრო ძლიერად მომიჭირა.
ენით აუწერელ სიმშვიდეს ვგრძნობდი, რომელიც ბოლო სამი თვეა ცხრა მთას იქით გადაიხვეწა და ჩემს ვედრებაზე რეაგირება არ ჰქონია. მოვიდა ჩემთან და ღიმილის მიერ შეკერილ კაბაში ჩაცმული ჰარმონიაც თან მოიყვანა.
ნიკასთან თავს დაცულად ვგრძნობდი. მისი სუნამოს სურნელს ამჯერად გულწრფელობის მძლავრი არომატი დაჰკრავდა და სასიამოვნოდ მაბრუებდა. რაც შეიძლება დიდხანს მინდოდა გამეწელა ეს მდგომარეობა…
თუმცა სიმშვიდე, რომელიც დიდი ხნის შემდეგ მესტუმრა, ტაშის მჭახე ხმამ დააფრთხო.
- ვაუ… - გრძელდებოდა ტაშისკვრა და თან ერთვოდა სტვენაც. ნიკას მოვშორდი და იქეთკენ გავიხედე.
- ლექსო! - აღმომხდა და გული შემეკუმშა. დარდისა და სევდის მძიმე საბურველი კვლავ დამიბრუნდა.
- რაო, ნიკ? - ხელგაშლილი იდგა. წვერი ოდნავ წამოზრდოდა, რაც ასაკს მატებდა. მისი მწვანე თვალები კი ჭაობისფრად ელავდნენ.
- აქ რას აკეთებ, ლექსო? - ყველაზე სულელური კითხვა დავსვი და მისკენ გადავდგი ნაბიჯი.
- რას ვაკეთებ? ვსეირნობ და მორიგი სექსუალური რომანის დასაწყისს ვუმზერ. - თავი ზემოთ ასწია და ოდნავ გვერდზე გადახარა. ასე თავის უპირატესობას ამტკიცებდა ხოლმე.
- რას გულისხმობ? - ჩავეკითხე.
- ა, არ იცის? - ჩურჩულის იმიტაცია გააკეთა. - კაი, თუ არ იცის არ ჩაგიშხამებ ცეცხლოვან ღამეს. - ნიკაზე მიმითითა. უნდოდა დამცინავი ტონი შეენარჩუნებინა, მაგრამ ბრაზის ნოტები მაინც აპობდა არემარეს.
- რას ბოდავ? - მაისურზე ჩავაფრინდი და თვალი თვალში გავუყარე. მინდოდა, რომ ეს უბრალო ჰალუცინაცია ყოფილიყო.
- რას ვბოდავ? შენ არ იყავი, ორი კვირის წინ ბარში რომ ფეხები გამიშალე და ახლა კისერზე ეკიდები ამ საწყალ ბიჭს? - შემომიტია და რეტი დამესხა.
- სიტყვები შეარჩიე, ქალს ასე არ ელაპარაკებიან! - განრისხებამ ხელი დარია ნიკას.
- გეთანხმები! - კვერი დაუკრა ლექსომ. - ქალს ასე არ ელაპარაკებიან, მაგრამ, ძმაო, განა, ყველა ქალი ქალია და ყველა კაცი კაცი? - ნიკას მიუბრუნდა და თავით ჩემზე ანიშნა.
- ყველა ადამიანია, რაც მთავარია. ზოგი კიდევ სულელი, რადგან ენას მხარზე იკიდებს, როცა საქმეში გარკვეული არაა. - ლექსოს უახლოვდებოდა ბიჭი.
- ამაშიც აბსოლუტურად მართალი ხარ! - ლექსოც დაიძრა მისი მიმართულებით. გული ცუდს მიგრძნობდა. როცა ერთმანეთს გაუსწორდნენ, მან გააგრძელა. - ახლა შეიძლება კისერზე გეკიდება და ამაღამ შეიძლება მოგცეს კიდეც, თუ კარგა ხანია გაწვალებს. ორი კვირის წინ კი ბარში გალეშილი მთვრალი იყო და ტუალეტშივე… - სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ ნიკამ ყბაში მუშტი უთავაზა.
- ეს არ უნდა გექნა! - სისხლი გადააფურთხა და ის-ის იყო პასუხი უნდა დაებრუნებინა, რომ მათ შორის ჩავდექი და კივილი დავიწყე.
- ალექსანდრე ჩხენკელო! საზიზღარი ადამიანი ხარ! - როდესაც ჩემმა გონებამ ინება ლექსოს სიტყვების გადახარშვა, ვულკანს, რომელიც დიდი ხანია ემზადებოდა, ამოფრქვევა დავანებე. - არ გრცხვენია, ასე უნამუსოდ რომ მწამებ ცილს? საკუთარ გრძნობებს მაინც არ სცემ პატივს, ასე რომ ლაპარაკობ? რა ადამიანი ხარ შენ? ეს რა ადამიანი მიყვარდა? ნუთუ, ეს ჩემი ლექსოა? ნუთუ, ესაა ჩემი მზე? ნუთუ, ამას ვიმსახურებ შენგან? - კივილი ღრიალში გადამეზარდა. საკუთარ ხმას ვერ ვცნობდი და გარშემომყოფების აზრიც არ მაინტერესებდა, რომელნიც სეირის საყურებლად შეკრებილიყვნენ.
- მე არ ვცემ პატივს, გოგო? - ახლა ლექსო აფეთქდა. - მაინცდამაინც დამადასტურებელი ვიდეო უნდა გავაძრო, რომ ეგ საშინელი ნიღაბი მოიშორო? შენ სცემდი პატივს გრძნობას, როცა მიღალატე, ბარში კაცებს კერავდი და ახლა ვიღაც ს*რს ეხუტები ქუჩაში დემონსტრაციულად? - გავეშებულ მხეცს მიუგავდა სახე.
- რა დამადასტურებელი ვიდეო, შენ ხო არ გძმარავს?! არ არსებობს ბუნებაში მსგავსი, არ არსებობს! - თავზე ხელები შემოვირტყი და თმების ქაჩვა დავიწყე.
- მე ვიყო არაკაცი, თუ ეგეთი ვიდეო არ გავაძრო! ამ ბიჭისთვის გონების არევის უფლებას არ მოგცემ, ნახოს თავისი თვალით ვის იწვენს ლოგინში! - ჩაისისინა ლექსომ და წასვლა დააპირა.
- გაჩერდი! - დაიგრგვინა ნიკას ხმამ და ჩხენკელიც გაჩერდა. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და თვალი თვალში გაუყარა.
- რა იყო, ვიდეოს არსებობამ დაგაინტერესა? - დამცინავი ტონით მიმართა კაცმა.
- არა. მე მინდა რაღაც გაჩვენო. - თქვა და დოსტოევსკის წიგნი მიაწოდა.
- რა არის ეს? - წარბს ქვემოდან ამომხედა და წიგნი გადაფურცლა.
- ნახე. - მოკლედ მოუჭრა ნიკამ და ჩემკენ წამოვიდა.
მიწაზე ვიყავი დამხობილი და ჩემთვის ვიმეორებდი, რომ ეს ყველაფერი რეალობა ვერ იქნებოდა. იღლიებს ქვემოთ ამომდო თავისი დიდრონი ხელები ნიკამ და პატარა ბავშვივით ამიტაცა. გულზე მიმიკრა და ნელი ნაბიჯით დაიძრა ლექსოსკენ.
ის კი ნერვიულად ფურცლავდა, მის სახეზე გაოცება, დაბნეულობა და დაძაბულობა პირველობისთვის იბრძოდნენ, თუმცა გაურკვევლობა ყველა მათგანს სჯაბნიდა.
- ეს რა არის? - მიმართა ისევ ნიკას, როცა მივუახლოვდით.
- ესაა 97 წელს, თბილისის პირველ სამშობიაროში გაყიდული ჩვილი ბავშვების სია. - ყინულივით ცივი და ხმალივით ბასრი იყო მისი ხმა.
- გაყიდული?
- გაყიდული.
- მე რაში მჭირდება ეს? - ვერ ხვდებოდა ლექსო.
- ადამიანი სულელია, როცა საუბრობს მაშინ, როცა საქმეში გარკვეული არაა. - თავისივე სიტყვები გაუმეორა ნიკამ და წიგნი გამოართვა.
- რა რებუსებით მელაპარაკები?! - მოთმინების ფიალა ევსებოდა მას.
- დედაჩემი ტყუპებზე იყო ორსულად… - ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე მე. ნიკას მკლავს ვიყავი ჩაფრენილი, თორემ წავიქცეოდი.
- მეღადავები? - ეჭვები არ ტოვებდა ლექსოს.
- არა.
- აქამდე რატომ არ ვიცოდი?
- მეც ახლახან გავიგე. - ვთქვი და ხველა ამიტყდა.
- ვახ, ჩემი! - სახეზე ხელები ჩამოისვა კაცმა და ჩაიმუხლა.
ნიკამ ზურგჩანთიდან წყლის ბოთლი ამოიღო და თვითონვე დამალევინა. სული მოვითქვი და მადლიერებით სავსე მზერა შევანათე.
- ნუ ღელავ, დეი. ხო იცი, შენს ასაკში არ შეიძლება. - მკრთალად გამიღიმა და თმა ამიჩეჩა.
დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, გამეცინა.
- შენ იმის თქმა გინდა, რომ არც იმ ფოტოზე, არც ბარში შენ არ იყავი? - ჯერ კიდევ ჩამუხლულმა ლექსომ მომმართა.
- არა, არ ვიყავი. - თავი გავაქნიე.
- ვახ, ჩემი! - წამოხტა და წინ და უკან სიარული დაიწყო.
- ახლა გაერკვიე საქმეში? - სიმწრით ჩავიცინე მე.
- ეს ვინ არის? - ყურად არ იღო ჩემი სიტყვები და ნიკაზე მიმითითა.
- ეს? ეს არის უბრალო გამვლელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მეხმარებოდა მაშინ, როცა ეს შენ უნდა გაგეკეთებინა! ესაა ადამიანი, რომელიც იმ დღეს გავიცანი, როცა შენ ჩემი მოსმენაც არ ინებე და ახლა იგი იმაზე ახლოსაა ჩემთან, ვიდრე შენ, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდი. სიცოცხლეს არ დავზოგავო შენთვისო მეუბნებოდი, გახსოვს? - ტონს ავუწიე და რის ვაი-ვაგლახით მის წინ დავდექი.
- ნიკ…
- აღარასოდეს, გესმის? აღარასოდეს დამიძახო ეგრე! - კბილებში გამოვცერი მე.
- მაპატიე… - თავი ჩაქინდრა და ხმა მიუსუსტდა.
- რატომ, ლექსო? შენივე გრძნობას რატომ უღალატე? - ცრემლი ისევ მომერია.
- მაპატიე, მაპატიე, მაპატიე… - იმეორებდა. არაფერი ჰქონდა სათქმელი.
- ერთი წუთი, არა? ერთი წუთი გაიმეტე მხოლოდ…
- ნიკე! - ვედრებით სავსე, დასევდიანებული მზერა მომაპყრო.
- ჰო, ალექსანდრე. ჰო… - კვერი დავუკარი და ვაგრძნობინე, რამდენად მატკინა. - ხედავ, რას დავემსგავსე? ხედავ? - მაისური ისე ავიწიე, რომ ნეკნები გამოჩენილიყო. - ხედავ? - ჩავარდნილ ლოყებზე და ამოღამებულ თვალებზე მივუთითე. - ხედავ, რას ვგავარ? მარტოს უნდა მებრძოლა ამ ომში, ლექსო?
- მაპატიე, ვიცი, რომ დროს უკან ვერ დავაბრუნებ. მაგრამ ახლა შენ გვერდით ვიქნები, არ დაგტოვებ არც ერთი წამით, გპირდები. აღარ იქნები მარტო, შენ გვერდით ვიქნები, ვფიცავ. გთხოვ, ამის უფლება მომეცი. - ჩემკენ გამოიწია, მაგრამ გავაჩერე.
- იცი? გამიმართლა. ძალიან გამიმართლა, რადგან მარტო არ ვყოფილვარ. შენ მიმატოვე, მაგრამ მყავდა გვერდით ხალხი, რომელთაც პირობის მოცემაც არ სჭირდებათ, ისე არიან ჩემ გვერდით. - ნიკას შევხედე, რომლის დაძაბულობაც ზურგს მიწვავდა.
- დაგეხმარები, ვიპოვით იმ გოგოს, კამერებს ამოვაღებინებ, ყველაფერს გავაკეთებ… - ამდენად გასაცოდავებულ ლექსოს პირველად ვხედავდი.
- ამას ისედაც გააკეთებ! - ნიკას სიტყვებმა დაიგრგვინა და ლექსო შეკრთა.
- მაპატიე, ნიკე… - ამოიჩურჩულა და გამტყდარ ხმაზე შევამჩნიე, რომ ცრემლი მოერია.
- ოდესმე, ალბათ… - ვუთხარი და ზურგი ვაქციე.
ბრაზი, რომელსაც მის მიმართ ვაგროვებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, მრისხანებად გადაიქცა და სისასტიკეს ძალზედ ოსტატურად შეერწყა. პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და ზიზღის შხამის მახვილები ისროლა ლექსოს მიმართულებით.
ლექსო მოიწამლა არამხოლოდ ჩემი გრძნობით, არამედ საკუთარი სინდისის ქენჯნითაც, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაამწარებდა მას.

ნიკამ მანქანით გამიყვანა სახლში. სრულიად დაცლილი ვიყავი ემოციებისგან და სიცარიელემ შეავსო მთელი ჩემი არსება.
გზაში ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია. სრულ სიჩუმეში გავლიეთ ეს დრო.
ალბათ, მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც მესმოდა ნიკას მოზომილი გულისცემა, რომელიც ებრძოდა ჩემში არსებულ სიცარიელეს და რაღაც დოზით გამოსდიოდა კიდეც.
ლექსო თავისი მანქანით უკან მოგვყვებოდა, თუმცა ვერაფერს ვგრძნობდი.
მესმოდა, მისიც მესმოდა. რთულია დაუჯერო ადამიანს, როდესაც, ერთი შეხედვით, უტყუარი მტკიცებულება გიჭირავს ხელთ და ამას ზემოდან კიდევ სხვა ემატება. ალბათ, რამდენად სტკიოდა მასაც ეს სიტუაცია…
- ნეტავ, იცოდე, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. - თვალებში მიყურებდა და აფრქვევდა მისი სიტყვების სადარ არომატს.
- არც შენ იცი, თავს დავდებ. - გავუღიმე და მოვეხვიე.
- სიცოცხლესაც დავთმობ შენთვის, ნიკ. - შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
- დათმობა არ მინდა, მოდი ერთად გავატაროთ ის დრო, რაც დაგვრჩა. - ჩავჩურჩულე და ჩემმა მზემ ბედნიერების სხივები მტყორცნა.
ერთი წუთი…
ეჭვები…
ცილისწამება…
გარიყვა…
მზე ჩაქრა…
აი, რა მივიღე სიცოცხლის დათმობის ნაცვლად, რომელსაც მთავაზობდა ლექსო.
აი, რა მივიღე ერთგულების, წრფელი სიყვარულის და ბედნიერების სანაცვლოდ.
რამდენად ამოუცნობია ადამიანი საკუთარი თავისთვისაც კი. ჩვენ ვერ ვიტყვით სხვის გულში რა ტრიალებს და საკუთარსაც ვერ აღვწერთ ასოთა წყობით ისე, როგორც საჭიროა, რადგან განსხვავებულ ენებზე ვსაუბრობთ.
ვფიქრობთ ერთს, ვამბობთ მეორეს, ვაკეთებთ სულ სხვას…
ნეტავ, შეესაბამებოდა ლექსოს სიტყვები რეალობას? თავის დროზე შეიძლება, მაგრამ ახლა… როგორ უნდა ვენდო ხელახლა ადამიანს, რომელმაც ტოტალური უნდობლობა გამომიცხადა, ლაფში ამომსვარა და ფეხქვეშ გათელა ჩემი ღირსება?
შეუძლებელი არაფერია, მაგრამ…
ბინის კარამდე ფეხდაფეხ მოგვყვებოდა ლექსო. არ გამიპროტესტებია და ნიკაც ჩუმად იყო.
როცა შიგნით შესვლა დავაპირეთ, ყოყმანით შემომხედა. არ იყო დარწმუნებული ჰქონდა თუ არა შემოსვლის უფლება.
იმის შემდეგ, რაც გააკეთა - არ ჰქონდა. მაგრამ ახლა ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ რა იცოდა მან ჩემი დის შესახებ, ვიდრე ჩვენი ურთიერთობის გარჩევა.
დუმილით ვანიშნე შემოსულიყო.
კარის გაღებისთანავე ნესტოები ამიწვა სიცარიელის სუნმა. მივლასლასდი საწოლამდე და მოწყვეტით დავეცი ზედ. ფეხსაცმელი გავიხადე და საბნის ქვეშ შევძვერი.
- დეი… - მომმართა ნიკამ და გავხედე.
- ა?
- ისე და, ჩვენში რომ დარჩეს, ზაფხულია უკვე. - სასხვათაშორისოდ მითხრა.
- მერე?
- ტემპერატურა იმატებს…
- ხოდა?
- ცხელა…
- და? - წამოვჯექი და გაბრაზებულმა შევხედე.
- მესმის ასაკი და რამე, ძვლებში გტეხს, ალბათ. მაგრამ გაფიცებ, მუხლუხოსავით რომ ხარ გახვეული ამ ადიალაში, სული არ გეხუთება? - სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ თავში ჩემ მიერ ნასროლი ბალიში მოხვდა.
- აუ, მეტკინა!
- ასეც მოგიხდება!
- შენ რა იყო, გვარად ჯორდანი ხარ?
- სახელად კობი მქვია!
- და ჯეიმსის ასული ხარ, ალბათ, ხო? - სიცილი აუტყდა, მე კი ვერ გავიგე რა აცინებდა.
- რა გაცინებს, ღლაპო?
- მაიკლ ჯორდანმა კობი ბრაიანტს გადახედა, ეს ლებრონა ვინ შემოგვტენაო! - აგრძელებდა ხორხოცს.
- ფუ, შენი! - რომ მივხვდი, სად დავუშვი შეცდომა, მეც ამიტყდა სიცილი.
ჰო, ამ ადამიანს გამოსდიოდა ჩემი ხასიათის გამოკეთება, ყველაფრისდა მიუხედავად.
ორიოდე წუთში კარზე ზარი გაისმა. არავის ველოდებოდი და გამიკვირდა. ის-ის იყო უნდა ავმდგარიყავი გასაღებად, რომ ნიკამ დაიყვირა.
- სდექ, ბებო, შენი ბებერი ძვლები გაითბე მანდ, მე კარს გავაღებ. - თქვა და ელვის სისწრაფით გავარდა შემოსასვლელში.
- რა ეტაკა? - ლექსოს გავხედე. წამით დამავიწყდა ის, რაც მოხდა. მან მხრები აიჩეჩა - “არ ვიცი-ს” ნიშნად. მე კი გამახსენდა ყველაფერი და გვერდით გავიხედე.
- აბა, ვის უნდა ცხელ-ცხელი ღომი და ყველი?! - დემონსტრაციულად შემოვიდა ოთახში და შეფუთვა ხელში აათამაშა.
- როდის შეუკვეთე? - ყბა ჩამომივარდა.
- გზაში.
- არ მინდა.
- გინდა.
- არ მინდა.
- გინდა!
- არ მინდა-მეთქი! - უკვე ყვირილში გადამეზარდა.
- კაი, ტო, პირობას რა პონტში მიტეხ? - პრეტენზია გამოესახა სახეზე და თვალი თვალში გამიყარა.
- რა პირობას?
- ანაა მოწმე, მინდაო რომ თქვი!
- მდა… - ტუჩები გავაწკლაპუნე და მის მბურღავ მზერას ვერ გავუძელი. - მოიტა აქ.
- შენთვისაცაა! - გაუწოდა ულუფა ლექსოს ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს მისთვის. მან კი უხმოდ გამოართვა.
- ვაი, ცხელია! - ვთქვი და დამწვარ თითებს სული შევუბერე.
- სულელო, თითებს კი არ უნდა შეუბერო, ღომს შეუბერე. - თქვა და თავზე მომიკაკუნა.
- შენ შეუბერე თუ კაია, მე ძალა არ მაქვს.
- ოჰ, ოჰ, დრამა ქვინმა გაიღვიძა. შენ რა, გგონია, მაგ მიზეზით დაგანებებ თავს, რომ არ ჭამო? - ირონია შეეპარა ხმაში და წარბები აზიდა. - აბა, თვითმფრინავი მოფრინაავს! - სიტყვის სათქმელად გაღებულ პირში ყველიანი ღომი ჩამჩარა. - ხო, ეხლა დაღეჭე, თუ დაღეჭილი უნდა ჩამედო?
- იდიოტო! - გატენილი პირით რამდენადაც შევძელი, მკაფიოდ გამოვთქვი.
- ჰო, ჰო… - ყურიც არ გაიბარტყუნა ჩემს სიტყვაზე.
ამ სცენის მომსწრე ლექსოს მთელი სხეული დასძაბვოდა და ჩასისხლიანებულ თვალებზე ეტყობოდა - უფლება რომ ჰქონოდა, ნიკას ცხვირ-პირს დაუნაყავდა. მაგრამ ლექსომ ეს უფლება თავისი ნებით დათმო.
მართალია, ადამიანი ვერ იქნება ბოლომდე დარწმუნებული შედეგში, რომელიც მოყვება მის ქცევას. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, რომელიც თან ახლავს ჩადენილ ქმედებებს.
- აი, ახლა კი… - თქვა ნიკამ, როცა ჭამას მოვრჩით. - შეგიძლია დაიწყო. - მიუბრუნდა ლექსოს. კაცი შეცბა. მეტსაც ვიტყოდი, დაიბნა კიდეც. თუმცა მაინც დაიწყო მოყოლა…


იმ მტანჯველი სამი თვის განმავლობაში, რაც ნიკეს ე.წ. ღალატის შესახებ შეიტყო, ტკივილის ატომები გავრცელდნენ მის სისხლძარღვებში, ყოველდღე ორმაგდებოდნენ და ლაშქრავდნენ მის ორგანიზმს. განსაკუთრებით მწვავდებოდა მისი მდგომარეობა ღამის საათებში. როცა ვეებერთელა, კეკლუცი მთვარე უწილადებდა დედამიწას თავის მაჰიპნოზირებელ, ვერცხლისფერ ნათებას…
ლექსო იდგა აივანზე და ღერს ღერზე ეწეოდა. არ სურდა რეალობისთვის თვალის გასწორება. არ სჯეროდა, რომ მისმა პაწაწინა ვარსკვლავმა მზეს არჩია მეზობელ გალაქიკაში მყოფი უსახური ასტეროიდი.
- იქნებ, სულაც არ ვყვარებივარ? - ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა თავისთვის.
სხეული ერთდროულად ბუმბულივით მსუბუქი და ტყვიასავით მძიმე ეჩვენებოდა. დერეალიზაციამ დარია ხელი და ვერ ხვდებოდა სად იყო და რისთვის…
ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა, რომელშიც ყინული უკვე ჩამდნარიყო. ზიზღით გახედა ჭურჭელს. არ ეტანებოდა ლექსო სასმელს, არ მოსწონდა მისი ზემოქმედება, სუნი, გემო…
თუმცა ახლა…
არა, არც ახლა მოსწონდა, მაგრამ უკიდურესად სუსტ ადამიანად ესახებოდა საკუთარი თავი და ასევე იქცეოდა. თავისი დარდის ჩახშობა ალკოჰოლში გადაწყვიტა.
ე.წ. მარტივი ხერხი, რომელიც ტკივილის გაყუჩების ილუზიას ქმნის, მაგრამ მიზეზს არ მკურნალობს…
- ალბათ, ახლა რომ მხედავდეს, აწრიალდებოდა და ეცდებოდა ჭიქა ხელიდან გამეგდო. - ღიმილმა წამით ბაგე გაუპო, თუმცა სწრაფადვე მოეღუშა სახე და ყბები დაეძაბა. - აბა, კი. მთელი ეს დრო გატყუებდა, შე’ჩემა, თამაშობდა ერთგული ადამიანის როლს და შენ გინდა თქვა, რომ ახლა, როცა გამოააშკარავე, იგივენაირად მოიქცევა, როგორც ყოველთვის?! - შესძახა საკუთარ თავს და ახარხარდა. - რა საცოდავი ხარ, ჯერ კიდევ რომ გჯერა… - ჭიქა იატაკს შეაფშვნა და ხელები სახეზე ჩამოისვა.
სიმწრით აგრძელებდა სიცილს, რომელსაც ნაკადულივით უწყვეტი ცრემლები შეუერთდნენ - აქაოდა, წვეულება ჩვენ გარეშე არ იქნებაო.
ერთადერთხელ იტირა ცხოვრებაში - დედის გარდაცვალების დღეს, როცა სიმსივნემ სიცოცხლის დინებას გამოსტაცა იგი… და ახლა, როცა ყველანაირი იმედი გადაეწურა, ჟანგბადი ატმოსფეროში პირადად მისთვის, უბრალოდ, განახევრდა…
მესამე თვის ათვლა დაიწყო, რაც ნიკესგან არაფერი გაუგია. არც მესიჯი, არც ზარი, ქუჩაშიც კი არ შეხვედრია შემთხვევით. ლექსო კი სამსახურისგან თავისუფალ დროს ქალაქში, კერძოდ კი იმ ქუჩებში დაძრწოდა, სადაც ყველაზე ხშირად უწევდა გასვლა ნიკეს.

საღამო იყო.
თბილისს ბინდის საბანი გადაჰფარვოდა, თავგანწირული დედის მსგავსად და იცავდა მზის მწველი სხივებისგან. ასფალტს წვიმის მათრობელა არომატი ასდიოდა, ლექსო კი ქუჩებში გონარეულივით დაძრწოდა. უმისამართოდ აცეცებდა თვალებს იმ იმედით, რომ თვალს მოჰკრავდა საყვარელ ქალს, რომელიც, უბრალოდ, ლამაზი და კარგად შეფუთული თოჯინა აღმოჩნდა.
სისხლი აუდუდღა, როცა ნაცნობ სილუეტზე შეუჩერდა მზერა. გულის ბაგაბუგი ყურებში ესმოდა და ადგილს დაუფიქრებლად მოსწყდა.
“სულ ერთი წუთით, სულ ერთი წუთით მაინც შევხედავ…”
მიწისქვეშა ბარში ჩავიდა ქალი. ლექსო წამით შეყოყმანდა, არ სჩვეოდა ნიკეს მსგავს ადგილებში სიარული. არ იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ ტიპის გართობა უყვარდა. სახლი, საწოლი და თბილი პლედი იყო მისი ცხოვრების სტილი. იშვიათად გადიოდა ქალაქში, ძირითადად შეკვეთების დასარიგებლად…
ნელი ნაბიჯებით ჩაიარა კიბე და შეაღო კარი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ადგილი არც ისე შესამჩნევი იყო, ბარში ხალხი ირეოდა. სხვადასხვა ჯურის, სტილის და ტიპის ადამიანები.
თბილისის მრავალფეროვნების აშკარა მაგალითი იყო ეს დაწესებულება.
გემოვნებიანად მოწყობილი, თავისი მაცდუნებელი აურით ქმნიდა მაგნიტურ მიზიდულობას.
შესვლისთანავე შეამჩნია ლექსომ ქალი. ბარის მაგიდასთან იჯდა და შეკვეთას ელოდებოდა.
“დასუსტებულა… თან ეს კაბა…” ფიქრობდა იგი.
ლექსოსკენ ზურგით იჯდა. მოკლე კოქტეილის კაბა ეცვა, წითელ და ნარინჯისფერ ტონალობაში. მაღალქუსლიანი, შავი ფეხსაცმელი ამშვენებდა მის გრძელ ფეხებს.
უცხოობის მჭრელმა განცდამ დაუარა სხეულში, თუმცა მაინც მისკენ წავიდა. გადაწყვიტა ცოტა ხანი მოშორებით მჯდარიყო და დაკვირვებოდა.
იგივე თვალ-წარბი, ცხვირი, ტუჩები, ლოყები… მაგრამ ამ სახეზე კოსმეტიკის დიდი რაოდენობა შენიშნა კაცმა.
“თითქმის, არ იყენებდა ამ ყველაფერს…”
იმედგაცრუება შეუერთდა უცხოობას და ერთად უმზერდნენ ისინი ლექსოს. თითქოს, ელოდებოდნენ - როდის გატყდებოდა…
ნახევარი საათი გავიდა, ბარში შესვლის მომენტიდან და ქალმა უკვე მოასწრო ოთხი ჭიქა მარტინის დალევა. შეფაკლულ ღაწვებსა და ნახევრად დახუჭულ თვალებზე ეტყობოდა, რომ კარგა გვარიანად მოეკიდა.
ბოლო ათი წუთის განმავლობაში მას გვერდს მამაკაცი უმშვენებდა, რომელსაც აშკარად სურდა ქალის დათრობა და მასთან ვნებიანი ღამის გატარება. წელზე, მხარზე, თეძოზე ეხებოდა… ქალი კი მას წინააღმდეგობას არ უწევდა. მის მზერაში აშკარა სიამოვნება და ამპარტავნება იკითხებოდა. არ აინტერესებდა კაცი, აინტერესებდა მხოლოდ მისი ყურადღება, რათა საკუთარი ეგო მოეფხანა და სითბოს დანაკლისი შეევსო, რაც მთელი ცხოვრება აკლდა.
ასე უნდა შეებღალა ნიკეს თავისი სიყვარული? იქნებ, სულაც ილუზია იყო მისი გრძნობები?
ფიზიკურ ტკივილში გადაეზარდა ლექსოს ემოციური მდგომარეობა. გულის არეში სიცარიელეს გრძნობდა და ეს სიცარიელე სტკიოდა. სხეული დაუბუჟდა და ძალა გამოეცალა.
“ნუთუ, ამის ღირსი ვარ? ნუთუ, ასე უნდა მომქცეოდა? ნუთუ, მისი ცრემლები სიცრუე იყო? იყო. სიმართლის ნატამალი არ სცხია, ასე მაინც არ მოიქცეოდა, რომ ნანობდეს. რა სინანული? სულელი ვარ, მეტი არაფერი.”
ვერ გაუძლო ლექსომ იმედგაცრუების ინტენსიურ წნეხს და მიუახლოვდა ქალს. სიცარიელემ პიედესტალი მრისხანებას დაუთმო და რაც ხელში მოხვდა, ყველაფრის ნგრევა დაიწყო.
- ამ სი’რში გამცვალე? - გვერდით მიუჯდა და ლამის, ყურში ჩასძახა.
- რა გაღრიალებს? - მისკენ შებრუნდა და სახეში ჩააცქერდა. ქალის სუნთქვა ლექსოს სახეზე მოეფინა, ალკოჰოლისა და ტკბილ-მჟავე პარფიუმის სურნელმა ნესტოები აუწვა კაცს.
- ამ სი’რში გამცვალე-მეთქი? ვინმე წესიერი მაინც მოგეძებნა, პლანკა დაწიე? - დასცინოდა. პარალელურად მის გონებაში ფიქრები ირეოდნენ - “არასოდეს მოსწონდა ტკბილი სუნამოები, სულ კაცის გრილ სუნამოს ყიდულობდა…”
- უი, რა იყო, ლექს, თავმოყვარეობა შეგელახა? - გაუცინა და მისკენ ახლოს მიჩოჩდა. მხარს უკან გაიხედა და ჩურჩულით ანიშნა მამაკაცს, დაგირეკავო და ისიც უსიტყვოდ აორთქლდა.
- ვა, სიტყვა თავმოყვარეობის მნიშვნელობა იცი? - არ დააკლო ცინიზმი.
“ლექს? როდის იყო ასე მეძახდა?”
- აქ ერთადერთი ხარ, ვინც აზრზე არაა, რას ნიშნავს თავმოყვარეობა. - თქვა და ჩაიხითხითა.
- საკუთარი თავის მოღალატე ადამიანი ამბობს ამას.
- უუ! საკუთარი თავის მოღალატე! რა მხატვრული გამოთქმაა! - თქვა და თვალი თვალში გაუყარა. - ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც უღალატეს, მის თვალწინ ეფლირტავებოდნენ სხვას და მაინც ვერ ივიწყებს თავის პატარა გოგოს! - აგრძელებდა სიცილს. ლექსოს კი თვალთ დაუბნელდა.
“ყველა სიტყვა, ყველა ფერი ტყუილი იყო! არ შევარჩენ!”
- თავისი პატარა გოგო? ნუ მაცინებ. აქ სექსის გარდა არაფრისთვის მოვსულვარ.
- რა კარგია, არც მე! იქნებ, დავეხმაროთ ერთმანეთს?! - მსწრაფლ შეეცვალა განწყობა და ხელი ხელზე დაადო კაცს.
- რატომაც არა, ბოლოჯერ მაინც მოგ***ავ. - თქვა და ხელი ჩასჭიდა.
საპირფარეშოში შევიდნენ და სექსით დაკავდნენ.
ლექსოს გონებაში კი მთელი ამ დროის განმავლობაში იშანთებოდა ფიქრი:
“არაფრის ღირსი არაა, გარდა ხმარებისა. ზოგი ქალი ქალი არაა! მივუზღობ იმას, რაც საჭიროა!”

პ.ს. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება მომდევნო თავს შეაგვიანდეს. მაქსიმალურად ვეცდები, არ დავაგვიანო, თუმცა ხვდებით ალბათ სიტუაციას...



№1 სტუმარი Ana-maria

აირია მონასტერი.ვფიქრობ ლექსოსაც უყვარს ნიკე,მაგრამ ნიკე და ნიკას წყვილი ძალიან მომწონს. თუმცა ლექსოც მეცოდება. მგონი იმ უცნობმა იცის ტყუპისცალის არსებობა. შემდეგი თავი ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
აირია მონასტერი.ვფიქრობ ლექსოსაც უყვარს ნიკე,მაგრამ ნიკე და ნიკას წყვილი ძალიან მომწონს. თუმცა ლექსოც მეცოდება. მგონი იმ უცნობმა იცის ტყუპისცალის არსებობა. შემდეგი თავი ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

ლექსო, სიმართლე ითქვას, მეც მეცოდება რაღაც დოზით, თუმცა ბოლომდე ნამდვილად არ ვამართლებ. ნელ-ნელა ვუახლოვდებით დასასრულს. ვფიქრობ, რამდენიმე თავი იქნება კიდევ, დიდხანს არ გავწელავ ამ ამბავს. მადლობა, რომ მომყვებით, მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent