ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველიფ(4)
თავი მეოთხე. – ექიმო, რა ხდება ? ყველაფერი რიგზეა?- იკითხა მამამ _ გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გოგონას კიდურები აქვს დაზიანებული და გაურკვეველი დროით სიარულს ვეღარ შეძლებს. – რა?!- შეიცხადა დედამ- რას ნიშნავს ვეღარ გაივლის?- ანუ ჩემი შვილი ხეიბარია? – დამშვიდდით, ვიცი ძალიან რთულია, ამის მოსმენა, მაგრამ ამის მკურნალობა შეიძლება, რეაბილიტაციებს გაივლის იმკურნალებს და შემდეგ შეძლებს სიარულს. – როდის შევძლებთ სახლში წაყვანას? – ხვალ დღის მეორე ნახევარში შეგეძლებათ, მანამდე კი ჩვენ დაკვირვების ქვეშ იქნება. შოკირებულები და დამწუხრებულები გამოვიდნენ ექიმის კაბინეტიდან სამივე. – ეს როგორ უნდა ვუთხრათ დეას, ხომ გაგიჟდება ამას, რომ გაიგებს. პალატაში შევიდნენ და გული მომიკვდა,როდესაც დავინახე როგორ ცდილობდა დეა, ადგომას, თუმცა წონასწორობა დაკარგა ის იყო, უნდა დაცემულიყო,რომ ერეკლემ დაიჭირა და საწოლში დააბრუნა. – დეა,რას აკეთებ? რატომ ადექი ჯერ არ შეიძლება, შენთვის ადგომა.- უსაყვედურა. – ძმაო, მინდოდა გამევლო,მაგრამ ვერ დავდექი ვერ შევძელი ფეხზე დგომა,მითხარი რა მჭირს, რა თქვა ექიმმა, ვეღარ შევძლებ გავლას ხომ?- ტუჩები უთრთოდა და მის ლამაზ სახეზე ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მიგორავდნენ. ერეკლე მას მოეხვია და გულში ჩაიკრა. _ ნუ, ტირი გთხოვ, ხომ იცი ვერ ვუძლებ შენ თვალებზე ცრემლებს. მისმინე ბაჭიავ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, შენ ჩემი თვალის ჩინი ხარ მადლობა, ღმერთს შენი გადარჩენისთვის რაიმე, რომ დაგმართნოდა, მე ამას ვერ გადავიტანდი. – ეს რას ნიშნავს, ანუ ვეღარ გავივლი?- საბოლოოდ წასკდა ცრემლები და ატირდა. – არა, ეს ვინ გითხრა შენ აუცილებლად გაივლი,ოღონდ მანამდე უნდა იმკურნალო, პროცედურები უნდა ჩაიტარო და სიარულსაც შეძლებ – რა? ანუ ხეიბრის ეტლით უნდა ვიმოძრავო, ახლა? – დროებით… – გთხოვთ, მარტო დამტოვეთ გადით! – დეა…? – გადით!- დაიყვირა და ჩვენც გავედით ძალიან შემეცოდა, გოგონა ასეთი ახალგაზრდა და ხეიბბრის ეტლს უნდა მიეჯაჭვოს ახლა, არადა რა სიცოცხლით სავსე და ექატრემალურია. უკვე ძალიან გვიან იყო, ამიტომ იქ მეტი აღარ გავჩერებულვარ. მადლობა ღმერთს ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გოგონა,გადარჩა დანარჩენი კი დროის ამბავია.საავადმყოფოს შენობიდან გამოვედი მანქანაში ჩავჯექი და შინ წავედი. ძალიან მძიმე დღე იყო, ის არამზადა კი არ ამომდის თვალებიდან ამას ასე არ დავტოვებ და აუცილებლად გავარკვევ მის ვინაობას. ეს გოგო გონებიდან არ ამომდიოდა მისი სახე მეცნობოდა. მანქანა დავაპარკინგე შემდეგ კი, სახლში ავედი. დაღლილ დაქანცული შევედი ოთახში სავადმყოფოს ვერ ვიტანდი იქაური ატმოსფერო და მედიკამენტების სუნი ცუდად მხდიდა. გაბრუებული ვიწექი და ვფიქრობდი მომხდარზე ვაანალიზებ იმასაც, რომ დღეს ვიღაცის სიცოცხლე ორჯერ გადავარჩინე. თან რაღაცნაირ შეგრძნებას მიტოვებდა სხეულში დღეიდან სისხლი მის ძარღვებშიც იჩქეფდა. უეცრად გონებაში რბოლის მომენტი ამომიტივტივდა კერძოდ კი, ის სცენა სადაც მე ვეუბნეოდი გამარჯვებულს თავიდან ჩაფხუტი მოეხსნა და გოგონას სახე ეს სახე თვალწინ დამიდგა ნუთუ ეს ის გოგონა იყო, რბოლიდანმ -წამოვიძახე გაოგნებულმა შემდეგ კი დაღლილობისგან ისე ჩამეძინა ვერც გავიგე. იმ დღის შემდეგ გოგონას ამბავი აღარ გამიგია, მეც მივლინება დამიმთავრდა და ჩემს ქალაქში დავბრუნდი კარგია, რა თქმა უნდა, გართობა და თავისუფლება, მაგრამ დროა ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე საქმე არ იცდის ჩემებიც ძალიან მომენატრნენ ერთი თვეა არ მინახავს. ჩემი სახლი სანაპიროსთან ახლოს იყო ლამაზი ხედებით გადაშლილი.მანქანიდან გადავედი და სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი კარებს და ზარი დავრეკე. კარები დედამ გამიღო. – დანი,შვილოო -წამოიძახა გახარებულმა და მომეხვია.- დაბრუნდი? – ჰო, ქალბატონო სოფია ,დავბრუნდი. - ვუთხარი გაღიმებულმა და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე. შინ შევედი და დივანზე დავსხედით. – აბა, მომიყევი რა ხდებოდა აქ უჩემოდ? –არაფერი ისეთი, შვილო, მხლოდ სარამ გიკითხა რამდენჯერმე. – მოკლედ, რით ვერ შეიგნო ამ გოგომ,რომ ტყუილად ცდილობს შერიგებას. - გაბრაზებით წარმოვთქვი. – მე არ ვამართლებ რაც გააკეთა, მაგრამ იქნებ სცადო და დაელაპარაკო ძალიან არის შეცვლილი შვილო… დაელაპარაკე შენგან რა მიდის. – რა გულკეთილი მყავხარ სოფიკო. - გავუღიმე. - მაგრამ რატომ ცდილობ ჩვენს შერიგებას? – არა,შვილო უბრალოდ ყველა ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს დაელაპარაკე და გაარკვიე იმ გოგოსთან ყველაფერი ასე აჯობებს. - თბილად გამიღიმა ,შემდეგ წამოდგა და მითხრა.- კარგი წავალ სუფრას გავაწყობ ალბათ მოშიებული იქნები. ყოველთვის მაოცებდა ამ ქალის სათნოება და სიმშვიდე.დედაჩემი ძალიან კეთილი, გულთბილი, სათნო და გულმოწყალე იყო.აგრეთვე ეკლესიურ ცხოვრებას მიჰყვებოდა, ისედაც ეკლესიური იყო, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა იმის მერე სულ ეკლესიაშია. მეც ბავშვობიდანვე ჩამინერგა ეს თვისებები ბავშვობიდან მასწავლიდა უფლის სიყვარულს და დღითი დღე უფრო იზრდებოდა ჩემში რწმენა და სიყვარული უფლისადმი ახლა რასაც გეტყვით ძალიან გაგაოცებთ ალბათ, რადგან როგორ შეიძლება ასეთი ექსტრემალისტი ეკლესიური იყოს,თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის ამიტომ სტიქაროსანიც ვარ. დედაჩემმა სუფრა გააწყო და სავახშმოდ მიხმო. – რა გემრიელი სურნელი ტრიალებს?- ვუთხარი, როდესაც მაგიდას მივუჯექი. – გემრიელად მიირთვი შვილო.- თბილი ღიმილით მომიგო. - შვილო ისე ცოლი, როდის უნდა მოიყვანო? – კარგი რა დედა, ისევ ამაზე დამიწყე საუბარი ხომ იცი, რაც სარამ გამიკეთა მას შემდეგ ქალისკენ გახედვაც აღარ მინდა და მითუმეტეს ცოლის მოყვანა.- ამოვიოხრე. – რა ვქნა შვილო, ვბერდები მეც, მინდა შვილიშვილებს მოვესწრო… – ჯერ რა დროს შენი დაბერებაა. - ვეუბნები სიცილით. ***** დედაჩემის თხოვნით სარას უნდა შევხვდე არ ვიცი რისი იმედი ქონდა, მაგრამ დღეს ყველაფერს დავუსმევ წერტილს. კაფეში ვიჯექი უკვე 20 წუთზე მეტია და ქალბატონი ჯერ არ გამოჩენილა. ძლივს გამოჩნდა, როგორც კი დამინახა ჩემკენ წამოვიდა და მომეხვია. – როგორ გამიხარდა შენი ნახვა დანი, ვიცოდი რომ მაინც მაპატიებდი… – იმედები უნდა გაგიცრუო, რადგან აქ შესარიგებლად არ მოვსულვარ აქ იმის სათქმელად დაგიბარე, რომ გითხრა და შეიგნო და თავი დამანებო. არ ვიცი დედაჩემს რა უთხარი ასეთი, რომ მთხოვა,შენთვის შანსი მომეცა, მოკლედ ბოლოჯერ გაფრთხილებ დამივიწყე და ნუ ცდილობ შემორიგებას გასაგებია? ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა შენი ხელით გაანადგურე ჩვენი ურთიერთობა.- გაბრაზებით ვუთხარი. – რა იქნება, რომ ერთი შანსი მომცე… – რა იყო, იმ ადამიანმა ვისზეც გამცვალე მიგატოვა და ახლა ჩემთან განოიქეცი? თუ ასეა ,მინდა გითხრა, რომ არაფერი გამოგივა. ვუთხარი და წამოვედი. მაინც, როგორი სულმდაბალი უნდა იყოს ადამიანი, რომ მიხვიდე ნაგლად და შერიგება თხოვო, მის საქციელს გამართლება არ ქონდა, მისთვის არაფერი დამიკლია,მაგრამ მან სხვაში გამცვალა ხოდა წარსულს უკან ვეღარ დააბრუნებს. დიდიხნისწინ ვაპატიე,მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გრძნობები ფეხქვეშ გათელა. ბოლოს მივხვდი ის არ იყო ის ადამიანი ვინც მე მჭირდება. არ გეგონოთ, რომ ავარიის ამბავი დამავიწყდა, თბილისში მეგობარი მყავს და მას ვთხოვე თვალი ედევნა სიტვაციისთვის. დავუბრუნდი ჩემს ჯგუფს და ასგილს სადაც მსიამოვნებს ყოფნა. დარბაზში შევედი და ბიჭები ხმაუეიანად შემეგებნენ. – როგორც იქნა, დაგვიბრუნდი დანიელ. – ხო, დავბრუნდი და აღარსად წავალ. ძალიან მომენატრა აქაურობა და ჩემი სიმღერები.. საღამოს ჩემს ბენდთან ერთად ვიმღერე და მინდა ავღნიშნო, რომ ეს მომენტები ძალიან მომენატრა. ხალხის ოვაციები. სახლში დავბრუნდი ხელში გიტარა მოვიმარჯვე და გადავწყვიტე რამე ახალი სიმღერა დამეწერა, ისეთი განსხვავებილი გრძნობებით აღსავსე და ამავდროულად სევდიანიც. ნაწილნაწილ ვქმნიდი მელოდიას და ფურცელზე გადამქონდა. ჯერ არ ვიცი მიზეზი იმისა, რატომ გადავწყვუტე ამის შექმნა და არც არავის გავუმხელ ამ სიმღერის შესახებ. იქამდე სანამ ამ სიმღერას არ ეყოლება ადრესატი. ცოტა დავწერე და შემდეგ კალმისტარი და ფურცელი უჯრაში შევინახე. თავი მოვიწესრიგე და საწოლზე წამოვწექი. და ფიქრებში ჩავიკარგე. ვაანალიზებდი ყველაფერს, რაც ბოლო პერიოდში მოხდა. დეაზე ამეკვიატა ფიქრი,მის უმწეობაზე. ***** წირვა ლოცვა იყო აღვლენილი და მეც რა თქმა უნდა, მამაოს ვეხმარებოდი წირვების დროს, ტაძარში დროის გატარება ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი მეორე სახლია, ვიცი შეიძლება თქვენთვის ეს წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს ასეთი ექსტრემალისტი ბიჭი ეკლესიური,მაგრამ ასეა, უსასრულო რწმენა მაქვს ის ყველაფერი რაც დღეს გამაჩნია მისი წყალობით მოვიპოვე. ტაძარში უამრავ ხალხს მოეყარა თავი ყველა უფლის სადიდებლად იყო მოსული. არ ვიცი, მაგრამ უეცრად თვალში ნაცნობი სახე მხვდება, სულ უკან იჯდა ხეიბრის ეტლში თვალები დაეხუჭა და ცხარედ ტიროდა. ბაგეები კი ოდნავ შეეხსნა და გულში რაღაცას იმეორებდა. ცხადია იგი ლოცულობდა. მიუხედავად იმისა,რომ თვალ დახუჭული იყო მაინც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. თავზე თავშალი ქონდა მოხვეული თვალებ მინაბული და ბაგე შეხსნილი ხელები კი შეეკრა და გულმხურვალედ ღაღადებდა უფალთან. ხვეული თმა წინ ჩამოყროდა.დიდხანს ვაკვკირდებოდი შემდეგ დანამული ხაკისფერი თვალები გაახილა და თითქოს ჩემსკენ გამოიხედა, რა საკვირველია ვიცანი, როგორ შეიძლება დამვიწყებოდა მისი სახე. ამ წუთას კი შეიძლება მკრეხელობაში ჩამეთვალოდა, მაგრამ ანგელოზს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანებს შორის იკარგებოდა. მაინც შესამჩნევი იყო ეს სილამაზე. – დანიელ ერთი წუთით მოდი! - მამაომ დამიძახა და ცოტახნით კელიაში გავედი, რომ დავბრუნდი იქ აღარ დამხვდა ლ,ნუთუ მომეჩვენა შეუძლებელია, ცხადად დავინახე დეა აქ. დაბნეულმა მოვისრისე შუბლი. ამასობაში კი წირვაც დასრულდა და ხალხიც ნელ-ნელა დაიშალა. მამაომ თხოვა, მრევლს დარჩენილიყვნენ. ვისაც აღსარების ჩაბარება უნდოდათ. უკან მივბრუნდი ტაძარში მამაოსთვის რაღაც უნდა მეთქვა, როდესაც მოულოდნელად დეა დავინახე. კედელს ამოვეფარე არ მინდოდა დავენახე.თვალები ნაღვლიანი, მაგრამ ამავდროულად იმედის სხივი მოუჩანდა თვალებში. შემდეგ მანქანით მოაკითხეს ალბათ ერეკლეა გავიფიქრე და ჩემს საქმეს მივუბრუნდი. ****** საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი ბოლო ერთი თვე უიმედობამ შემიპყრო და სასოწარკეთილებამ არავის დანახვა მინდოდა საერთოდ არავის ბოლოს კი, როდესაც სული ძლიერ დამიმძიმდა და უარესად გავხდი ჩემმა ერთმა ახლობელმა ტაძარში მამაოსთან მიმიყვანა. მამაოს გავესაუბრე ავუხსენი ჩემი სიტვაცია და ასე დავიწყე წირვა-ლოცვაზე სიარული. თვეზე ცოტა მეტია რაც დავდივარ ახლაც საღამოს ლოცვებზე ვიყავი მისული იქვე კუთხეში ვიდექი და გულმხურვალედ ვევედრებოდი უფალს შეწევნას. ვუსმენ ამ საგალობლებს და მამაოს ქადაგებებს და ახლა ვაცნობიერებ სად ვიყავი აქამდე რატომ არ მოვდიოდი უფლის წიაღში. მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს. გაუჩერებლად ვიმეორებდი ლოცვებს და თან ვტიროდი. წირვები უკვე სრულდებოდა, როდესაც შეუძლოდ ვიგრძენი თავი და ეზოში გავედი ყველა, რომ დაიშალა მამაოსთან მივედი ვეზიარე და აღსარებაც ჩავაბარე ვესაუბრე ჩემს სისუსტერბზე და ნაკლებზე. მოთმინებით დაელოდა როდის დავასრულებდი ჩემ სათქმელს შემდეგ კი რჩევა დარიგება მომცა. ....... ვიცი ძალიან პატარა თავებს ვდებ ჯერჯერობით ასე იყოს. მერე, როდესაც მექნება წერისთვის საკმარისი დრო დიდ თავებს დავწერ უკვე. ახლა რაც შეეხება ამ ისტორიას მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ სხვა სასიყვარულო ტიპიური ისტორიების მსგავსი არ იქნება მე ჩემებურად ვწერ, ამას სადაც ბევრი რამ რეალობიდან არის აღებული ამბავი ასევე ბევრი ეკლესიური ეპიზოდები იქნება მოგხრობილი, ადამიამის სისუსტეებზე, უძლურებაზე უიმედობაზე. მოკლედ ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება თვალი ვადევნოთ ამ ამბავს. გამიხარდება,თუ მართლა ბოლომდე გამომყვებით. ველი თქვენს აზრს კომენტარებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.