შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს დაგივიწყებ (სრულად)


13-05-2024, 22:32
ნანახია 3 418

მე ანა სულაბერიძე ვარ 17 წლის ვცხოვრობ თბილისში ჩემს მშობლებთან და ძმასთან ერთად. მყავს ორი გიჟი დაქალი ნინი და ნუცა და ისინი ცხოვრებას მირჩევია... ხუთშაბათი დღე იყო და მეძინა როდესაც ყურში ჩემი ძმის ბოხი ხმა ჩამესმა
-აეთრიე გოგო დროზე! (გიო)
-ხუთი წუთიც რაა.-ამოვიკვნესე ძილბურანში მყოფმა ჯერ კიდევ.
-არავითარი ხუთი წუთი ადექი დროზე დაგაგვიანდებათ!-გვითხრა ნელიმ (დედაჩემმა)
მე თავის აწევა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა ამ დროს კარები ჩემმა ძმამ ,,შემოანგრია".
-გოგო, შენ ნორმალური ხარ?!-დამიღრიალა და გაბრაზებულმა შემომხედა.
-რა გინდა?-ვუყვირე მეც და თვალები მოვიფშვნიტე.-დამაცადე ცოტა ხანი გამოვფხიზლდე.
-არავითარი ცოტა ხანი, ადექი დროზე წამოეთრიე გამოცდა მაქვს უნივერსიტეტში და შენ გამო თუ არ დამიშვეს გამოცდაზე მოგკლავ იცოდე!!!-ისევ მკვლელი თვალებით შემომხედა, მე კი ბირტყუნი დავიწყე.-ძილსაც არ გაცლიან რაა.
-მესმის გოგო!
-კაი გადი ოთახიდან ჩავიცვამ
-ძილი აღარ შეიბრუნო იცოდე.-თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და მუშტი მომიღერა.
-ვაიმე გადი!-ვიკივლე და იქვე მიგდებული ჯინსის პერანგი ვესროლე, გაბრაზებულმა.
გიო გავიდა მე კი უბრალო პერანგი ჯინსები და თეთრი კედები ჩავიცვი, ჩანთა მოვიკიდე და მისაღებში ჩავედი
-შვილო რამე მაინც გეჭამა ასე მშიერი კუჭით რომ მიდიხარ. (თაზო მამაჩემი)
-არა მაა იყოს დასვენებაზე შევჭამ.-ვიუარე ისევ (მე)
-შვილო...
-კაი რა მამა, ჰომ იცი რომ არ მიყვარს დილით საუზმობა ბუტერბროდი მიმაქვს და დასვენებაზე შევჭამ.-გავიცინე მე.
-კაი, რა ჯიუტი ხარ-გამიცინა მამამაც და თვალი ჩამიკრა.-მამას გავხარ.
-მართლაც.-სიცილი ამიტყდა მეც და მოვეხვიე.-ჩემი ტკბილი მამიკოო.
-წამო გოგო დროზე რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა, ვერ ხედავ წვიმას იწყებს!-მუჯლუგუნი გამკრა გიომ და გადასვლელისკე წამაპროწიალა.
-შენი ძმა მართალია.წადით დროზე დაგაგვიანდათ.-გვითხრა ნელიმ და პირჯვარი გადაგვსახა.
-კაი დეე ,მაა გკოცნით.
მათ ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და წავედი. სკოლაში რომ მივედი ნინი და ნუცა შემომეხვივნენ და ერთად ვიდექით, სანამ ზარი არ დაირეკა და კლასში ჩვენი დამრიგებელი თამარ მასწავლებელი არ შემოვიდა ვიღაც შავგვრემან და მწვანეთვალება სიმპათიურ ბიჭთან ერთად. თავიდანვე შევნიშნე, რომ ის ბიჭი სულ მე მიყურებდა ამიტომ გავბრაზდი და გაკვეთილის კითხვა დავიწყე.
-ბავშვებო, ეს თქვენი ახალი კლასელია ზუკა აბრამიძე გაიცანით.-ღიმილით მიუახლოვდა იმ ბიჭს, ვინც თვალებით მჭამდა მთელი ეს დრო. ისინი მიესმლნენ მარტო მე ვიჯექი კოპეპშეკრული.
-ანა, საყვარელო რა გჭირს ხომ კარგად ხარ?-თბილად მკითხა თამარ მასწავლებელმა და ჩემმა ნათლიამ.
-დიახ მასწავლებელო კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა თავი მტკივა
-თუ გინდა წადი. დრექტორს ვეტყვი და გაგიშვებს.-გამიღიმა ისევ
-არა, მას ვიქნები მალე გამივლის -კარგი და თუ ძაან აგტკივდება მითხარი და გაგიშვებ არ მოგერიდოს.-გამიღიმა ისევ და თვალი ჩამიკრა.-დედაშენის ნუ გეშინია, კლასში პირველი ხარ და ერთი დღე არაფერს გიზამს თუ გააცდენ.-ჩაგვეცინა ორივეს.
-ძალიან არ მტკივა, თან გაცდენაც არ მინდა ამიტომ ვიქნები.-გავიღიმე მე და გაკვეთილს მივუბრუნდი.
-როგორც გინდა, ხვალ მოვალ, პარასკევია და ვიჭორავოთ.
-კარგით მასწავლებელო. მასწავლებელი ამდროს ზუკას მიუბრუნდა
-ზუკა სადაც თავისუფალი ადგილია იქ დაჯექი
-კარგით მასწვლებელო. (ეს მე მაჯავრებს თუ მეჩვენება?!) შევამჩნიე, როგორ იღიმოდა გამიკვირდა და კლასს გადავხედე. აღმოჩნდა, რომ თავისუფალი ადგილი მარტო ჩემ გვერდზე იყო და სულ გადავირიე რადგან მისი ატანა მომიწევდა. ის გაღიმებული მოიწევდა ჩემი აგილისაკენ და გაკვირვებულმა ჩემს თავს ვკითხე - რა უნდა ჩემგან?
2 თავი.
ის ჩემს გვერდით დაჯდა მისი ყურება მაღიზიანებდა, მაგრამ თითქოს მსიამოვნებდა და მაღელვებდა კიდეც, ასეთი რამე არავისთან არ დამმართნია. ის თავისათვის განაგრძობდა ლაპარაკს მეკი ვბრაზდებოდი ძლივს გამოვიდა ექვსი გაკვეთილი, ჯერ გოგონებთან ნაყინი მივირთვი და შემდგომ კი სახლში დავბრუნდი რადგან, გაკვეთილები მქონდა სამეცადინო. სახლში დავბრუნდი დედ-მამა წასულები დამხვდნენ გიოსთვის ასე დაუბარებიათ, რომ ჩვენ ხვალ საღამოს დავბრუნდებით ქორწილში მივდივართდა შენს დას მიხედეო. მე ვიმეცადინე და მე და გიომ ბალიშებით ვითამაშეთ, კიდევ ვითამაშეთ ჯოკერი, ღორობანა, ქალაქობანა და ასე შემდეგ რომ მოსაღამოვდა მე და ჩემი ძმა ერთად ფილმს ვუყურებდით როდესაც ჩემს ძმას ტელეფონზე დაურეკეს.
-გისმენთ?-უპასუხა უცებ. -......... -დიახ, მე შვილი ვარ რა მოხდა კომისარო?-იკითხა აღელვებულმა და მომენტალურად მეც გადამედო ეს აღელვება. -.........
უეცრად ჩემს ძმას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, ძალიან შემეშინდა გიომ ტირილი დაიწყო მე სულ გადავირიე პანიკაში ჩავვარდი
-რა რა მოხდა ამიხსენი?!-მეც დავიწყე ტირილი.
-ანა...
-მითხარი გთხოვ.-უკვე პანიკა მეწყებოდა.
-დაო.... ჩვენ დედ-მამა აღარა გვყავს.-დაიწყო ღრიალი ჩემმა ძმამ. მე ფეხიდან მიწა გამომეცალა და უეცრად გონება დავკარგე რომ გავიღვიძე ჩემი ძმის მუხლებზე ვიწექი ის ტიროდა და სახეზე მეფერებოდა.
მეც ავტირდი ამჯერად მოთქმით,ვეღარ მაწყნარებდა ჩემი ძმა მას ვიყავი აკრული და ისე ვტიროდი... მერე ჩემი ძმის ოთახში მის გვერდით ვიწექი მთელი ღამე ვტიროდით. დილით რომ გავიღვიძე, ჩემი ძმა ოთახში არ დამხვდა. ტანსაცმელს ძებნა დავუწყე რომ სკოლაში წავსულიყავი აღარ მახსოვდა რომ მშობლები აღარ მყავდნენ, უცებ თავში წითელი ნათურა აინთო თითქოს და ყველა კადრმა თვალწინ გამორბინა.. ხმამაღლა ტირილი დავიწყედა საწოლზე დავემხე.
მთელი 2 საათი ვიტირე მერე ავდექი და მისაღებში ჩავედი ყველაფერი სამგლოვიაროდ იყო მორთული ჯერ ჩემი ძმა მოვიდა ჩემი ნამტირალევი სახე რომ დაინახა ისიც ატირდა და გულზე მიმიხუტა და დამამშვიდა. უცებ ოთახში ვიღაცა ბიჭი შემოვიდა რომელსაც ხელში დედისა და მამის გადიდებული სურათები ეჭირა მე გული კიდევ ერთხელ წამივიდა.
3 თავი.
გონზე რომ მოვედი, გიო ჩემს მოსულიერებას ცდილობდა და თან იმ ბიჭს ეჩხუბებოდა. მე ნელ-ნელა წამოვდექი და გიო დავამშვიდე ვუთხარი რომ იმ ბიჭის ბრალი არ ყოფილა. სამძიმარზე მოვიდნენ, მე ოთახში ერთხელაც კი არ შევსულვარ არ შემეძლო გარდაცვლილი მშობლებისათვის მეცქირნა... ვიდექი და კუთხეში ატუზული ვტიროდი.
ასე გავიდა ორი დღე დედ-მამა მიწას მივაბარეთ მე სულ ვტიროდი ჩემი ძმა კი ჩემ გამო ძალიან ნერვიულობდა. ასე გასტანა ორმა კვირამ მე სკოლაში სიარულის კი არა სიცოცხლის სურვილი არა მქონია გიოს კი გული ძლიერ სტკიოდა ღამე ოთახში ვიკეტებოდი და ხმამაღლა ვქვითინებდი გიოს ეს ყველაფერი ესმოდა განადგურებული იყო, ის ხელს რომ არ მიშლიდეს მე თავს მოვიკლავდი. გიორგი სულ გვერდში მყავდა უნივერსიტეტიდან ეგრევე ჩემთან მოდიოდა, ადრე თუ ძმაკაცები სიცოცხლეს ერჩივნა ახლა ისინიც მიატოვა სულ დამკანკალებდა ალბათ გრძნობდა თუ რა განზრახვაც მქონდა. ერთხელ, გიორგიმ იტირა და ისე მითხრა შენ რომ ასეთს გიყურებ გულში რაღაც მწყდება შენ რომ რამე მოგივიდეს თავს არცმე არ ვიცოცხლებო მე ავტირდი და ჩავეხუტე მერე ჩამეძინა, თუმცა ვგრძნობდი თუ როგორ მეფერებოდა გიორგი და მეხუტებოდა. დილით რომ გავიღვიძე ჩემ ლოგინში მეძინა როდესაც კარზე დააკაკუნეს.
-შემოდი
-ჩემო სიცოცხლე, ადექი ჩაიცვი სკოლაში წაგიყვან, გაერთობი გამოცდებს ჩააბარებ ისწავლი თან დედის და მამის სურვილი ზუსტად ეგ იყო გთხოვ ისწავლე!-ჩემი ძმა ატირდა და მუხლებზე დაემხო მეც ამეტირა მივედი და თავზე ნაზად ვაკოცე ვუთხარი რომ მისთვის და ჩემი მშობლების ხსოვნის გამო ყველაფერს გავაკეთებდი, სკოლაში წავედი და შემოსასვლელში რომ შევედი ვიღაცის სილუეტს დავეჯახე რომ ავიხედე ჩემს წინ ზუკა იდგა.
4 თავი.
ზუკამ ჩემს დანახვაზე მოიწყინა საშინელ მდგომარეობაში ვიყავი ამდენი ტირილისაგან თვალის უპეები ჩაშავებული მქონდა.
-როგორ ხარ?
-როგორც ხედავ ვცოცხლობ ნელ-ნელა,ჩემი ცხოვრება დამთავრდა ჩემი ძმა რომ არა მე თავს ერთი წუთითაც კი არ ვიცოცხლებდი. (ზუკა)
-ეს, შენ გგონია რომ ცხვრება დამთავრდა პირიქით ახლა იწყება! ძერთი, მიზეზი მაინც დამისახელე თუ რატომ უნდა ვიყო ბედნიერი როდესაც ჩემი მშობლები დაიღუპნენ მეც სწორად მაგ დროს მოვკვდი ახლა ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს და ჩემზე გული ნუ შეგტკივა.- ცრემლებს ვყლაპავდი და ისე ვლაპარაკობდი. ზუკამ ცრემლები მომწმინდა და თავის მკერდზე მიმისვენა.
-დაწყნარდი ნუღარ ტირი. მენდე და გპირდები რომ ბედნიერს გაგხდი. მე ცოტა დავწყნარდი და მის გულში გავიტვრინე, მაგრამ ამდროს ზარი დაირეკა და საკლასო ოთახისაკენ გავიქეცი. კლასში რომ შევედი ყველამ გულთბილად მომიკითხა თავს ცოტა ცუდად ვგრძნობდი მაგრამ არ ვიმჩნევდი.
გაკვეთილები რომ დამთავრდა, კიბეებზე ჩამოსვლის დროს თავბრუ დამესხა და დავვარდი. კინაღამ კიბეებზე დავგორდი... გონება დავკარგე და რომ გავიღვიძე საავადმყოფოში ვიწექი გვერდზე კი აშკარად ანერვიულებული ზუკა მეჯდა.
-შენ მომიყვანე?
-კი, მე მოგიყვანე ასე ცუდად რატომ ხარ რატომ ჩაიკეტე საკუთარ თავში მე შენზე ვნერვიულობ რაც გავიგე რომ შენი მშობლები დაიხოცნენ იმ დღის მერე წესიერად აღარ მძინებია სულ შენზე ფიქრით ვიღვიძებ და ვიძინებ მეტი აღარ შემიძლია! რატომ იქცევი ასე?-შემომხედა გაბრაზებულმა.
-იმიტომ რომ ასე მინდა! არ მინდა რომ ვინმესგან დავალებული ვიყო არ მინდა რომ ვინმესთან ვიხსნებოდე და არ მინდა რომ გულში ვინმე შემოვუშვა!-ახალი ცრემლების ნაკადი გადმოვუშვი ზუკას რაღაც უნდა ეთქვა რომ ამდროს კარზე კაკუნი გაისმა. კარები ზუკამ გააღო და ექიმი შემოვიდა მან მითხრა რომ წნევა დამივარდა და საკუთარ თავს უნდა მივხედო თორემ დეპრესიაში ჩავვარდები და კიდევ რაღაცეები გადახსმა გამიკეთეს და წამოვედით. იმდენად დასუსტებული ვიყავი რომ ძლივს დავდიოდი შემდეგ ზუკამ რამოდენიმე შოკოლადი მიყიდა და იქვე მდგარ კაფეში ცხელ შოკოლადზე დამპატიჟა. უარი ვეღარ ვუთხარი რადგან არ მინდოდა გიორგის ჩემი ცუდად ყოფნა შეემჩნია და ენერვიულა ისედაც უნივერსიტეტში გამოცდები ჰქონდა. მე და ზუკამ ცხელი შოკოლადი დავლიეთ მერე ზუკას ნაყიდი შოკოლადები და ნამცხვრები დავაყოლე და თავს ცოტა უკეთ ვგრძნობდი. შემდეგ მე და ზუკამ ცოტა გავისეირნეთ და სახლში დავბრუნდი. ცოტა ვიმეცადინე და დავწექი, შუა ღამისას კარების ხმამ გამაღვიძა და რომ ავდექი გიორგი იყო ცოტა ნასვამი მე მივედი და მოვუარე ტანსაცმელი გამოვუცვალე და თბილ ლოგინში ჩავაწვინე; ძალიან დაღლილი ვიყავი და ამიტომ მკვდარივით დამეძინა. დილით რომ გავიღვიძე ჩემი ძმის მესიჯი დამხვდა. ,,ჩემო სიცოცხლე, ჩემო დაიკო, შენ ჩემი ყველაფერი ხარ ყველაზე მეტად მიყვარხარ, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღე ამას მე შენი ბედნიერებისათვის ვაკეთებ გთხოვ მინდა რომ მატერიალურად არ გვიჭირდეს შენს გარეშე გაძლება რთული იქნება მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ 1 წლით საზღვარგარეთ მივდივარ გთხოვ არ იტირო არც ინერვიულო არაფერზე, და თავს მუხედე გთხოვ, ყველა შენს ნაბიჯს გავაკონტროლებ იცოდე... ჩემს ძმაკაცებს ჩავაბარებ შენს თავს, ღვიძლი დასავით უყვარხარ და მოგივლიან. შენი ძმა გიო". ეს რომ წავიკითხე ტირილი დავიწყე და ეგრევე ჩემს ძმას დავურეკე ვეჩხუბე, ეს როგორ გამიკეთე ერთადერთი ადამიანი ვისაც ვენდობოდი შენ იყავი შენ და აღარ გყავს ჩათვალე რომ მოკვდა მეთქი ტელეფონში მხოლოდ ხმამაღალი ქვითინის ხმა ისმოდა მეტი არაფერი ბოლოს ეს ხმაც შეწყდა. მე მივხვდი, რომ ჩემი ძმის სახით ერთადერთი საყრდენი გამომეცალა იქვე მდგარი ჭიქა გავტეხე და ვენები გადავიჭერი.
5 თავი.
რომ გავიღვიძე საავადმყოფოში ვიწექი გვერდით კი აშკარად ნამტირალევი ზუკა მედგა. მისი ცრემლების დანახვაზე თვალები შუბლზე ამივიდა
-შენ, რა ჩემი გულისათვის ტირი?
-ჰო, ვტირი იმიტომ რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ შენ რომ დაგკარგო არ ვიცი ვერ გადავიტან მინდა რომ სულ ჩემს გვერდით იყო ჩემო პატარავ ჩემი სიცოცხლე ხარ დანახვის თანავე შემიყვარდი ჩემო სიცოცხლე. ის მეფერებოდა თავიდან ვერ გავიაზრე რა მითხრა მერეკი მეც გამოვუტყდი ჩემს გრძნობებში
-მეც მიყვარხარ, ზუკა შენ ჩემი ყველაფერი ხარ ჩემი სუნთქვა და ჩემი ცხოვრების აზრი ხარ მაპატიე რომ ვცადე მეგონა რომ ცხოვრება დამთავრდა მაგრამ შენ მაძლებინებ. ამით ხომ შენ და გიოს გავნეთ მაპატიე, პატარა განებივრებული ბავშვივით მოვიქეცი რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია...-ვტიროდი ხმამაღლა.-როდესაც გავიღვიძე და შენი სახე დავინახე მე სწორედ მაშინ მივხვდი რომ ამ ცხოვრებაში შენ და ჩემი ძმა ჩემი ყველაზე ძვიფასი ადამიანები ხართ მაპატიე გთხოვ ვეხუტებოდი მე.
-ასეთი რამე აღარ გაიმეორო გთხოვ.-მითხრა აცრემლებული თვალებით და შუბლზე ნაზად მაკოცა.
-არა გპირდები.-ვუთხარი და ისევ მოვეხვიე.ზუკა კიდევ დიდი ხანი დარჩა ჩემთან გიოს დავუმალეთ ეს ამბავი არ მინდოდა რომ ჩემ გამო ეტირა ან ენერვიულა. მალე გამოვჯანმრთელდი და დავბრუნდი. მე და გიო ერთმანეთს სულ სკაიპით ვურეკავდით ყოველი დალაპარაკება ცრემლებით მთავრდებოდა შემდეგ ზუკამ გამაფრთხილა აღარ იტირო, თორემ ინტერნეტს სულ გაგითიშავ და იჯექი მერე ბაიყუშივითაო მეც დავენთანხმე ზუკას და აღარ ვტიროდი ხოლმე. მე და ზუკა როგორც შეყვარებული წყვილი ისე დავდიოდით სკოლაში მერე დავამთავრეთ სკოლა და ბანკეტზე რომ მივდიოდით ერთი საათი აარჩევინა ჩემთვის კაბა შავი კაბა იყო წითელი სახვევით ნინი და ნუცა სულ გადაირივნენ გოგო რა ლამაზი ხარ არ მოგიტაცონო, მათ სიტყვებზე მე მეცინებოდა რადგან ვიცოდი ვინც მომიტაცებდა. სუფრაზე ზუკა ანეკდოტებს ყვებოდა იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა. ამდროს ზუკას საფული დაუვარდა და მე დავიხარე ასაღებად, როდესაც დავინახე ფოტო სადაც ზუკა ვიღაც ბავშვს ნაზად ეხუტებოდა. შევამჩნიე ზუკას სახეზე როგორ გამოჟონა ოფლმა, გამიკვირდა და ზუკას ვკითხე
-ზუკა, ეს ბავშვი ვინ არის?-ვკითხე ეჭვით, რადგან ბავშვი ზუკას ძალიანჰგავდა.
-ისეთი, არავინ ჩემი გარე ბიძაშვილის შვილია მალე გაგაცნობ. მან ის სურათი ხელიდან გამომტაცა.
-კარგი მაშინ. მე ზუკას მთელი ძალით ავეკარი მკერდზე მანაც მაგრად მომხვია ხელები.
6 თავი.
ბანკეტის შემდეგ სახლში წავედით ზუკამ ჩამომსვა სახლთან და წავიდა, მე ეგრევე დამეძინა. დილით რომ გავიღვიძე ზუკას მესიჯი დამხვდა: ,,არ გინდა ზღვაზე წავიდეთ"? მე ეგრევე დავურეკე და სიხარულით დავთანხმდი. მეორე დღესვე წავედით მე და ზუკა ნინისთან და ნუცასთან ერთად. იქ ძალიან გავერთეთ ყოველღამე ნიკა რომანტიკულ საღამოებს მიწყობდა და ძალიან მანებივრებდა. ორი კვირის შემდეგ დავბრუნდით და მისაღები გამოცდებისათვის მზადება დავიწყეთ. გამოცდები წარმატებით ჩავაბარეთ და ორ თვეში სტუდენტები გავხდით. ოქტომბერში, ნუცას დაბადების დღე იყო და ყველანაირი დეკორაცია მე მოვრთე, რადგან სამხატვროზეჩავაბარე, თან ესეთი რაღაცეები მეხერხება. დაბადების დღეს დარბაზში ვიხდიდით უკვე ტორტი უნდა გაეჭრა ნუცას, როდესაც ზუკა დაიჩოქა და ცოლობა მთხოვა სიხარულისაგან ვიტირე და ზუკას დავთანხმდი.
ქორწილი ორ კვირაში გადავწყვიტეთ საქორწინო კაბა ზუკამ საუკეთესო მიყიდა, მე დავფრინავდი უკვე. გიომაც იცოდა და ძალიან უხაროდა ქორწილამდე ორი დღის წინ გიოს სკაიპით დავურეკე. სამწუხაროდ ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. ეს რომ გავიგე ავტირდი.
-ნუ, ტირი რაა, თორემ მეც ავტირდები არაუშავს ჩემო ცხოვრებავ ჩათვალე რომ მეც შენთან ვარ არ მინდა რომ ქორწილში ნამტირალევი წახვიდე.-მითხრა სევდიანად.
-კარგი, გიო მიყვარხარ.-ვუთხარი ღიმილით და ყავა მოვსვი.
-მეც მიყვარხარ.
მერე ნოუთბუქი გამოვრთე და ზუკასთან ერთად გავისეირნე. გავიდა 2 დღეც ნინი და ნუცა დამეხმარნენ. საქორწინო კაბა ჩავიცვი და მე და ზუკა ვქორწინდებოდით როდესაც გაისმა ხმა: ,,შეჩერდით"!
7 თავი.
რომ გავიხედე ახალგაზრდა გოგონა დავინახე ასე 22-23 წლის, რომელსაც ფოტოზე გამოსახული ბავშვი ეჭირა. მან ყველაფერი მოყვა, რომ ბიზნესის გადასარჩენად როგორ დაქორწინდნენ ზუკა და ეს ქალი, მერე შემთხვევით რომ დაფეხმძიმდა ასე შემდეგ. მე ავტირდი გვერდზე გავიხედე და ზუკას თავი ჩახრილი ჰქონდა მწარედ ქვითინებდა. მე ცრემლები მოვიწმინდე და ზუკა მთელი ძალით შევანჯღრიე
-ეს, სიმართლეა, მიპასუხე ეს სიმართლეა?! ზუკამ ცრემლები გადმოვუშვა და ამოისუნთქა
-კი, ჩვენ დავქორწინდით ერთი წლის წინ ბიზნესის გამო შენ არგითხარი არ მინდოდა შენი დაკარგვის მეშინოდა ამიტომ დაგიმალე, სხვადასხვა ოთახებში გვეძინა მაგრამ ერთხელ ძალიან მთვრალი ვიყავი მერე ეს დაფეხმძიმდა მითხრა რომ სხვაზე გათხოვდა. არ ვიცოდი ჩემი შვილი თუ იყო. მე რაც ძალი და ღონე მქონდა გავარტყი და გამოვიქეცი, ზუკა მეუბნებოდა რომ მე ყველაზე მეტად ვუყვარვარ და თუ მივატოვე თავს არასოდეს აპატიებს. მე მაინც გამოვიქეცი, შევვარდი ჩემს სახლში და საღამომდე ვტიროდი მივხვდი რომ ყველაზე მეტად მიყვარდა... მერე ძილმა წამართვა თავი და ზუკა დამესიზმრა ვითომ მეფერებოდა გავიღვიძე და ნამდვილად იქ მეგონა მთელ სახლში ვეძებე ხოლო შემდეგ კი გამახსენდა ყველაფერი.. ისევ ავტირდი შემდეგ მივხვდი, რომ მის გარეშე ვერ გავძლებდი და წავედი.
სახლის კარი რომ შევაღე დავინახე, რომ ზუკა ტიროდა თან ჩემს ფოტოს ეფერებოდა უხმოდ ავტირდი დაახლოებით ერთი საათი იყო ასე შემდეგ კი დაწვა ჩემი ფოტო კი გულში ჩაიკრა და ისე დაიძინა. მე ვეღარ მოვითმინე და გავაღვიძე ვუთხარი რომ ყველაფერი ვაპატიე და აცრემლებული მოვეხვიე ჯერ გაკვირვებულმა გამომხედა შემდეგ თვალებში ისეც ცრემლები ჩაუდგა ისევ და ცოტა ხანში მაგრად მომხვია ხელები.
{დასასრული}
მოკლედ მე და ზუკა მეორე დღესვე დავქორწინდით. 2 თვის მერე გიო სამუდამოდ დაბრუნდა. 1 წლის შემდეგ პატარა მათე შეგვეძინა. რა თქმა უნდა პატარა ლიზიკოსაც მე ვზრდიდი, რომელიც ზუკას ასლი იყო.
3 წლის შემდეგ ლიზიკოს და მათეს პატარა და მარიამი შეეძინათ.

ამ ,,შტერობას", რომელიც სულ რაღაც თორმეტი წლისამ დავწერე, გამიხარდება თუ წაიკითხავთ. პ.ს ახლა ოცდაორი წლის ვხდები მალე,და არ დაიწყოთ ახლა მერე რაღას ტვირთავდიო. უბრალოდ, როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ნაწერი მიყვარს, რადგან წლების წინ დიდი შრომა მაქვს ჩადებული... გამიხარდება, თუ თქვენც წაიკითხავთ...



№1  offline წევრი La dolce vita

პირველ რიგში შენ უნდა დააფასო, შენი ნაშრომი არ აქვს მნიშვნელობა, როგორია. თავიდან, როდესაც წერა,დავიწყე მეც საშინლად ვწერდი. ძალიან ბევრი ვიშრომე თავს შევაგონე, რომ მე უფრო უკეთესად უნდა დამეწყო წერა ახლა უკვე საინტზეც მაქვს ატვირთული ჩემი ისტორია ვერ ვუტყვი, რომ საუკეთესოა, თუმცა ბევრად დახვეწილია ვიდრე აქამდე ვწერდი. ❤️

 


№2 სტუმარი ეკა

La dolce vita
პირველ რიგში შენ უნდა დააფასო, შენი ნაშრომი არ აქვს მნიშვნელობა, როგორია. თავიდან, როდესაც წერა,დავიწყე მეც საშინლად ვწერდი. ძალიან ბევრი ვიშრომე თავს შევაგონე, რომ მე უფრო უკეთესად უნდა დამეწყო წერა ახლა უკვე საინტზეც მაქვს ატვირთული ჩემი ისტორია ვერ ვუტყვი, რომ საუკეთესოა, თუმცა ბევრად დახვეწილია ვიდრე აქამდე ვწერდი. ❤️

მადლობა პირველრიგში შენ. ❤️ კი, მიყვარს ჩემი ნაშრომები, და რომ არ მყვარებოდა საჯაროდ არ ავტვირთავდი ლოგიკურია ❤️❤️ წარმატებებს გისურვებ ???????? სიტყვა შტერობა კიკარგად დაფარული ირონიაა, ნიშნის მოგება იმ ადამიანისთვის, ვინც ადრე დამიწერა კომენტარი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent