შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი(IVთავი)


20-05-2024, 07:28
ავტორი ნაამა
ნანახია 577

ქეთი და მარიტა თოვლში იდგნენ, წითური გოგოს თავზე ქუდს აფარებდა და ყელზე წითელ ნაქსოვ შარფს ახვევდა , რომელიც ის ის იყო კისრიდან მოიხსნა რომ გაყინული მეგობრისთვის ეთხოვებინა და გაეთბო. ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმა გაიგონა და მარიამს გახედა, რომელმაც მხრები ღიმილით აიჩეჩა, მარიტას გაეცინა , დაქალს სახეზე ხელები შემოხვია და ჯერ ისევ მოცინარმა თვალებში შეხედა, ქეთი კი მის მხარს ებღაუჭებოდა. მარიმ ისევ გადაიღო ფოტო.
-ძალიან საყვარლები ხართ.

-მადლობა. გინდა შენც გადაგიღო?
მარიტა ქეთის მოშორდა და მარიამისკენ ხელგაწვდენილი წავიდა თანხმობის შემთხვევაში ფოტოაპარატი რომ გამოერთმია.

-აუ კი. იცი ხო როგორც?
-კი ამას დავაწკაპებ-ფოტოაპარატის ზევით პატარა ღილაკზე თითი ოდნავ დაადო-მერე ამას მარჯვნივ გადავატრიალებ სანამ თვითონ არ შეწყვეტს მოძროაბას-მერე ფოტოაპარატის უკანა ნაწილზე დახრახნილ რგოლს დაადო ხელი და გადატრიალება სცადა- და ასე.



-ზუსტად. შენც გაქვს?
-ცოტა სხვანაირი, მაგრამ კი მაქვს.
მარის გაუღიმა და სიცილით გაუცვალა ადგილი. სანამ ის ქერა გოგოს უღებდა სანდრო ქეთის გულში იკრავდა და სახიდან გასაბრაზებლად იმ შარფს უწევდა მარიტამ თავის ხელით რომ მოახვია. გოგოს ტანში სცრიდა, რადგან სანდრო მის ნივთს ეხებოდა და ცდილობდა ყურადღება მარიამზე გადაეტანა. უცბად მარიტას ტელეფონი აწკრიალდა და გაყინული ხელების კანკალით ამოიღო ქურთუკის ჯიბიდან.

-ორი წუთი და გადაგიღებ ისევ კარგი?
მარიმ თავი დაუქნია და წითურმაც ძმის ზარს უპასუხა.

-ხო ჩემო ტკბილო?
-რას შვები? ხომ არ მოიკალი უკვე თავი უჩვენობით.?!

-მოკეტე რა.

-მისმინე ბესოს ახლა სასტუმროში მოვყავარ , უფრო სწორად გამოვივლით ნივთების ასაღებად.

-სახლში ბრუნდებით?
-კი და წამოხვალ?
-რა თქმა უნდა რა ვალდებულია ბესო ჩემს ტყუპისცალზე ზრუნავდეს.

-მარტო ყოფნა არ გინდა არა ?
-მოკეტე რა იდიოტო.

ყურმილი გაუთიშა და მობილური ჯიბეში ჩაიდო. ილია, რომელიც ლაშა და ცოტნესთან ერთად იმ წამის მოსული იყო მარიტას მიუახლოვდა და კისერზე ხელი გადახვია. გოგო მოულოდნელობისგან შეხტა.

-ბოდიში არ მინდოდა.

-არაუშავს.
-სულ გაყინულხარ, გინდა გათხოვო?
ილიამ ქურთუკზე ანიშნა ,თუმცა გოგოსთვის გადახვეული ხელი არ გაუშვია. მარიტამ თვალები დააწვრილა და ისე შეხედა.
-გინდა რომ პინგვინივით სიარული მომიწიოს?!
-ჰმ კარგი სანახავი იქნებოდ.

-იდიოტო. არა არ მინდა ისედაც სასტუმროში უნდა დავბრუნდე.

-რატო?
-ბესო და მათე გამოივლიან ნივთების ასაღებად და თბილისში ბრუნდებიან. მეც გავყვები ბარემ. რა ვალდებულია ჩემი მეგობარი რომ მათეზე იზრუნოს.

-ნუ ხარ ასეთი

-ასეთი როგორი?
-ყველაფრის რომ გერიდება ამ ქვეყნად.

-არ მერიდება ილია, ბევრი უნამუსო საქციელი მაქვს გაკეთებული, მაგრამ მათე ჩემია. იმდენად ჩემია რომ ასე სხვა ვერასდროს გახდება ჩემი და ვერც ვერავინ მიითვისებ ამდენად მას.

-ცოტა ცუდად გამოგივიდა.

-ფუუუუუ იდიოტოოოო

გოგომ სახე დამანჭა და გვერდზე ხელი ზიზღით მიარტყა. ილიას ხელი გაეშვა და სიცილით მოიკიდა იმ ადგილზე სადაც მარიტამ ჩაარტყა.

-ააააა

შეიშმუშნა და იმ აზრის გაფანტვა სცადა, რომელიც ილიას წყალობით გაუჩნდა, ამაზე კიდევ ერთხელ ამოუტივტივდა ბიჭის ნააზრევი და ხელმოერედ ჩაარტყა მხარში. ილია სიცილით იფარავდა სხეულს, რომ დარტყმები თავიდან აერიდებინა, რადგან მარიტა მოსმენილისა და ფარული აზრის თავიდან ამოგდებას ვერ ახერხებდა ,ამის გამო კი ილიას მუშტებსა და გაშლილ ხელისგულებს უშენდა. ილიამ გოგოს ხელები გაუკვა და მასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. სანდროს რა თქმა უდნა მსგავსი მომენტები მხედველობიდან არ რჩებოდა და მომხდარი უფრო მეტად უხერხული გახდა მისი წყალობით.

- ვოუუუ ახალი წყვილი გვეჩეკება ნელ ნელაა.

მარიტამ სწრაფად მოიშორა ილიას ხელები და ისე დადგა რომ მისთვის არ შეეხედა, სამაგიეროდ სნადროს და ქეთის უყურებდა რომლებიც მათგან არც ისე შორს იდგნენ.

-ნუ ბოდავ რაღაცეებს.

-რა ირაკლის აღარ ჯობია?
ქეთიმ მაინც წაკბინა და შეყვარებულის ძმაკაცს გაუღიმა, რომელიც მარიტასავით უხერხულად იყო აწურული, მაგრამ გოგოსგან განსხვავებით ხელები გულზე კი არ დაეკრიფა არამედ ჯიბეებში ჩაეწყო და თითისწვერებზე ირწეოდა.

-ირაკლის შეეშვი უკვე! ნუ ამომადინე ყელში. მოკლედ მე სასტუმროში ვბრუნდები, ნივთებს ავიღებ და ბესო და მათესთან ერთად თბილისში მივდივარ.

-ეს მხოლოდ ჩემი ნათქვამის გამო?

სანდრომ გაოცებულმა შეხედა წითურს, მერე ილიას და ბოლოს შეყვარებულს.

-არა მანამდეც მეუბნებოდა.

ილია გოგოს გამოესარჩლა და გაუღიმა.

............

მანქანაში წინა სავარძელზე მარიტა იჯდა, გვერდით ბესო ეჯდა რომელიც ავტომობილს მართავდა უკან კი მათე რომელსაც ცალი ფეხი მთელი სალონის სიგრძეზე გაეშალა და კარს ზურგით ეყრდნობოდა.

-რამე წესიერი ჩართეთ რა.

-ნუ ბუზღუნებ. აუ შორენა მომკლავს რა.

-არ მოგკლავს ავუხსნით რაც მოხდა და როგორც.

-ენა ჩაიგდე სულელო ბავშვო, რატომ არ მითხარი თუ არ იცოდი.

-არ წამიყვანდი.

-რა საჭირო იყო მათე! მარტო სრიალით არ მოვკვდებოდი, მაგრამ რამე რომ მოგსვლოდა...

-ხო მერე მარიტას როგორ შეხედავდი.

ჩუმად, ნაწყენმა ჩაიდუდღუნა ,მაგრამ ბესომ მაინც გაიგო და სარკიდან ისეთი თვალებით გახედა ბიჭი აგდილზე გაშეშდა, შიშისგან სუნთქვაც კი შეწყვიტა რომ ისედაც გაღიზიანებული შავგრემანი ბიჭი მეტად არ გაეღიზიანებინა. მარიტა ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა. თავის სევდითა და სირცხვილით არავის შეწუხებას აღარ აპირებდა, დაე ნაცრისფერ ნისლს ღრუბლად ექცია და მისი არსებობა ამ სამყაროდან მარად გაექრო.

დიდხანს ისხდნენ ყველანი ჩუმად. ბესოს ჯერ ისევ ნერვები ეშლდებოდა იმის გააზრებაზე რამხელა რისკზე წავიდა მათე როცა მას დიდველზე აჰყვა. არაცნობიერის დონეზე ხვდებოდა რაშიც იყო საქმე , მაგრამ იმ ნაწილს რომელიც გონებას გააზრებულად მართვადა არ ესმოდა ბიჭმა ასეთი იდიოტობა როგორ ჩაიდინა, როგორ მოიქცა ასე სულელურად.

-მათე მართლა არ გესმის?
-რა არ მესმის?
-შენ ძალიან ძალიან სულელურად მოიქეცი. კი ვჩუხბობთ და უმეტესად ვერ გიტან შენი უჟმური ხასიათის გამო , მაგრამ მთელი ცხოვრებაა გიცნობ და უბრალოდ წარმოიდგინე რა ჯანდაბას ვიგრძნობდი ფეხის მოტეხვაზე სერიოზული რამე რომ მოგსვლოდა.

ბესოს გული შეეკუმშა , თვალწინ დაუდგა ის შესაძლო სცენები რასაც გულისხმობდა. არცკი იცოდა ასე ძალიან რატომ ნერვიულობდა შეშლილ წითურ ტყუპზე.

-მესმის, ბოდიში.

-ბოდიში გაიკე...

-ნუ მებილწსიტყვავები .

მათემ უკნიდან ჩანთის ბრელოკი ესროლა რაზეც მარიტას გაეცინა და ბესოც აჰყვა. გზაში მათესთვსი სასურველი მუსიკაც ჩართეს, მერე მარიტამ ილიასთან ინციდენტზე და იმ იდიოტურ გამოხდომაზე მოყვა რაც სანდროს ჰქონდა და ამაზეც გულიანად დასცინეს ბესომ და მათემ.

კორპუსთან რომ მივიდნენ მარიტა ძმას მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა და ბესოს შეხედა.

-დარჩი რა ჩემთან
-კარგი ჩემო ტკბილო. ყავას დამალევინებ?
-ცივს?
-ამ ზამთარში ცივი ყავა რად უნდა...

-დაიახაც მინდა მიიგდე ენა კურუპირავ.

-ნუ მე-ძა-ხი.

-იოცნებე რომ არ დაგიძახებ.
მათე არასოდეს აღიარება ,მაგრამ საშინლად სიამოვნებდა ბესოს ტუჩების მოძრაობა კურუპირას წარმოთქმისას და ის თუ როგორ ჟღერდა მისი ნათქვამი მითოლოგიური არსების სახელი, როგორ ნელა მიფრინავდა სიტყვები მასთან და ძალიან ნაზად ჩაესმოდა. მოსწონდა, როგოr მძიმდებოდა მის ირგვლივ ჰაერი ყოველ ჯერზე როცა ბესო ამ სახელს ეძადა. ყველაზე მეტად ის ფაქტი მოსწონდა, რომ ბესო ერთადერთი იყო ვინც დემონის სახელს ეძადა და ის კი ერთადერთი ვისაც ბიჭი ოდესმე ამ სახელს დაუძახებდა. კურუპირას მეტსახელის გაყოფას საკუთარ ტყუპისცალთანაც კი ვერ აიტანდა. მონუსხული უყურებდა ლიფტში მისგან ზურგით მდგომ ბიჭს ,რის გამოც მარიტამ მხარზე უჩქმიტა და თითქოს არც უთქვამსო ისე უჩურჩულა.

-ასე თუ გააგრძელე იმაზე მალე მიხვდება რომ მოგწონს ვიდრე საჭიროა.

-და გგონია შანსი მაქვს?

-შანსი ყოველთვის გაქვს.

-ვგულისხმობ...

-ვიცი და არა ბესო სთრეითი არაა.

-მაშინ...

-გეია.

-ჩემსავით?
-მოიცა კარგად გამარკვიე. გოგოები საერთოდ არ მოგწონს?
-არა.

-მაშინ ხო შენსავით.

-რას დუდღუნებთ ინტრიგანო ტყუპებო.

-ვგეგმავთ როგორ მოგტეხოთ ფეხი რომ ჩემთან ერთად დაწვე და იძულებული გახდე დრო ერთად გავატაროთ.

მათემ გველურად გაუღიმა რაზეც ბესიკას სიცილი აუვარდა და ლიფტის იმ წამს გაღებული კარიდან უკუსვლით გავიდა.

-მე ჩემს სახლში დავწვები არ იდარდო. მეტი საქმე არ მაქვს შენ მოგაშლევინო ნერვები. და კიდევ ნუ ხარ ბოროტი არსება არ არის აუცილებელი ყველა ცალფეხა იყოს.

უკვე ჩავლილი ჰქონდათ კიბეები და კარებთან იყვნენ ასვეტილები როცა ბესოს გონება გაუნათდა და მარიტას შეხედა. იმ წამს მარიტაც ზუსტად იმავეს ფიქრობდა, ბესოს მეტსახელი და მათეს მოტეხილი ფეხი ძალიან სასაცილო იყო ერთად.

-ფეხები შევუტრიალოთ- ფეხები შევუტრიალოთ.

ორივემ ერთდროულად თქვა და სიცილი აუვარდათ. მათე რომელიც ვერაფერში გარკვეყლიყო მობეზრებული უყურებდა ხან დას, რომელიც ლამის ძირს გაერთხა სიცილისგან და ხან მის მეგობარს. ბოლოს კარზე ზარის დარკევა დააპირა, მაგრამ შორენამ დაასწრო, რადგან შვილისა და ბესოს სიცილზე გაოგნებულმა გარეთ გამოხედვა გადაწყვიტა.

-რა ჯანდაბა ხდება?

ქალი ხან ფეხმოტეხილ შვილს უყურებდა რომლისთვისაც გიფსის დადება უკვე მოსეწროთ ხან ახარხარებულ შვილსა და შვილობილს.

-ჩემი ბრალი არაა თავისით ატყდა სასრიალოდ წავალო.

-არც ჩემი შორენა დეიდა არ უთქვამს სრიალი არ ვიციო.

-მათე გალდავა!
ქალმა იყვირა და შვილს სახლში შესვალში მოეხმარა. მარიტა და ბესო კი ისევ სიცილ-ხარხარით აკვდებოდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ ის ეთქვათ რის გამოც ასე ძალიან ეცინებოდათ. შორენას ყელში ამოუვიდა ეს ორი შეშლილი.

-თქვენ ორს თუ გგონიათ გადამირჩებით შემცდარხართ! რა გაცინებთ იდიოტებივით! სამზარეულოში სასწრაფოდ! ამას დავაწვენ და მოგხედავთ მე თქვენ. ის მესამე სად გყავთ?!!!

-ის.... თა..თავ..

-გასაგებია!
ქალმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ვაჟს ხელი ძლიერად შემოხვია რომ როგორმე საწოლამდე მისვლაში მიხამრებოდა. მარიტა და ბესო ჯერ ისევ აკისკისებულები გავიდნენ სამზარეულოში. მარიტა ხელით ნიჟარას ეყრდნობოდა და მოშვებულ წყალს სიცილით უყურებდა. ბესო მაგიდასთან ხის სკამზე გადაწოლილი ცალ ხელს მუცელზე იკიდებდა მეორე კი მაგიდაზე ედო. მარიტამ ონკანის ზემოთ კარადა გამოაღო და მაღალი გამჭირვალე ჭიქა ჩამოიღო, ამას უკვე დამშვიდებული და ბედნიერების ყველანაირი ნაპერწკლისგან დაცლილი აკეთებდა. წითურმა იგრძნო როგორ მიცოცდა მის ფეხებთან ფანჯრიდან შემოპარული სუსხი, რომელმაც მარიტასთან მისვლამდე ფანჯრის მინები ლამაზი ორნამენტებით გაყინა ახლა კი მარიტას ქუსლიდან მის წვივს, მერე ბარძაყს, წელს, ხერხემლის თითვეულ მალასა და ტვინის ყოველ უჯრედს, ნერვების ყოველ დაბოლოებასა და სისხლძარღვებს ედებოდა. წითური რომელიც 20 წლის მანძილზე სითბოთი სავსე ფერადი სამყაროს მოყვარული იყო ზამთარივით გაიყინა და ნისლის ქვეყანაში უფრო და უფრო მეტად იძირებოდა. მას შემდეგ რაც 21-ის გახდა ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ახალ სამყაროში გაახილა თვალები და ეს არ მოსწონდა. არ მოსწონდა როგორი ბედნეირი შეეძლო ყოფილიყო და მერე უცბად ღილაკზე თითის დაჭერასავით როგორი უბედური და სასოწარკვეთილი ხდებოდა.

ბესომ ჯერ თავი გაასწორა და მარიტას შეხედა, მერე როცა მიხვდა გოგო გაშტერებული იდგა ფეხზე წამოდგა და მარიტას მიუახლოვდა. მხარზე ხელი შეახო ,მაგრამ ის არც კი შერხეულა. მინის ჭიქა პირამდე სავსე იყო და ონკანიდან მოშვებული წყალი მასში გროვდებოდა მერე კი ჩანჩქერივით სწრაფად ჩაედინებოდა ნიჟარაში.

-მარიტა კარგად ხარ?
მარიტამ ბესოს შეხედა, მისი თვალები უმეტყველო, ემოციებისგან დაცლილი სფეროები იყო.

-რა მოხდა.

-აივსო.

-რა?
თავიდან ვერ მიხვდა, მერე ბესოს მზერას თავისი გააყოლა “ ა უიო” შეიცხადა და ონკანი დაკეტა. მერე ფანჯრებისკენ მიტრიალდა და ნიჟარას საჯდომით მიეყრდნო, ბესო გვერდულად იდგა, სახით მარიტას პროფილისკენ. ბიჭმა ამოიოხრა და გოგოს ყველა ქმედებისთვის თავლის დევნება დაიწყო. მარიტამ წყალი მოსვა და თბილისის ანძას გახედა, რომელიც ფანჯრიდან მოსჩანდა. კორპუსის წინ დიდი ხნის წინად დარგული ხე სანახევროდ ეფარებოდა, მაგრამ ის მაინც თავისებურად მომაჯადოვებელი იყო. მარიტა ისევ გაშტერდა, არა და არაფერზე ფიქრობდა.

-ნუ იქცევი ქანდაკებად გევედრები.

-რა?

-ქანდაკებად ნუ იქცევი-მეთქი.

-მაპატიე არ ვიცი რა მომივიდა.

-საყვარელო ჩვენ მეგობრები ვართ, არა საუკეთესო მეგობრები ბოდიშებს არ ვუხდით ერთმანეთშ.

-მიყვარხარ.

-მეც მიყვარხარ.

ბესო მისკენ იყო შებრუნებული და ისე მოეხვია გოგოს, მარიტამ თავი ბიჭის მხარზე ჩამოდო და თავისუფალი ხელი მის მკლავზე შემოხვია. ცოტახანში მარიტამ ამოთქვა.

-ირაკლიმ სევდის ქალღმერთი დამიძახა

-ოიზისი ხარ? ისე მართალია.
-რატომ ოიზისი სხვა კულტურებს სევდის ქალღმერთები არ ყოლიათ?
-გირჩევნია მისტერია დაგიძახოთ?
-არა ეგრე ის წიგნი მახსენდება... ოიზისი მირჩევნია ტკბილო.

-რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან არ შეყვე, ტკივილმა ჩათრევა იცის.

-არ იდარდო ჩათრევას ჩაყოლა ჯობია.

-ნუ სულელობ.

თავში ოდნავ წამოარტყა გოგოს. სამზარეულოში გაბრაზებული შორენა ქოთქოთით შემოვარდა.

-რა ჯანდაბაზე ფიქრობდით არანორმალურო ბავშვებო. ოჰ მოუნდომებიათ სიყვარულობანას თამაში! აბა ახლავე ორივე დაჯექით და თქვენი სიცილის ხმა არ გავიგო.

-შორენა დე...

-დროზე დაჯნდა ბესო!

მარიტამ და ბესომ ერთმანეთს გადახედეს, საშინალდ ეცინებოდათ ,მაგრამ თავის შეკავებას ხან ტუჩზე კბენით ხან კი მათი დამანჭვით ცდილობდნენ, თან ერთმანეთს უყურებდნენ და მერე ისევ გაბრაზებულ შავგრემან ქალს. ქალი კი ოთახში ნერვიულად მიმოდიოდა და ნივთებს თავ-თავიანთ ადგილზე აბრუნებდა, ბოლოს ბავშვებთან ჩამოჯდა და ჯერ ერთს გადახედა, მერე მეორეს.

-მე ის უვნებელი გაგაყოლეთ.

-დედა ვიცი

-შორენა დეიდა მართლა არ ვიცოდი თორემ იქ არ ავიყვანდი. მესმის რატომაც ბრაზობთ.

-დედა ძალაინ ბევრი ვეხვეწე, მაგრამ ხომ იცი მაგ ხისთავიანი ბავშვის ამბავი არა?!

-კარგი მშვიდად ვარ ექიმმა რაო?
-უნდა იწვესო.

-ბესო მადლობა რომ მოიყვანე.

-ჩემ გამო დაშავდა მადლობა ზედმეტია.

-ნუ სულელობ თავისი ბრალია.

მარიტამ მეგობარს გამკიცხავად შეხედა და ვაზიდან წითელი ვაშლი აიღო. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, მარიტა ვაშლს ხელიდან ხელში ატრიალებდა, ხან ჟონგლიორივით ჰაერში აგდებდა და მეორე ხელით იჭერდა. შორენა წამოდგა და კარადიდან სამი ფინჯანი გამოიღო, მერე ონკანი მოუშვა და ჩაიდანი წყლით აავსო. დენში რომ აერთებდა იმ წამს გახედა ბესოს.

-ყავას ხო დალევ საყვარელო?

-დიახ .

-შენ აღარ გკითხავ ნარკომანო!

ქალმა სიცილით შეხედა შვილს რომელმაც იმ წამს ააგდო ჰაერში წითელი პრიალა ვაშლი. მარიტამ წამოიკივლა.

-დედააააააა!

ამის გამო ყურადღება წამით მოადუნა და ვაშლი თავში დაეცა, ამაზე გოგოს თავში აზრმა გაუელვა ალბათ ნიუტონსაც დედამისმა დაუძახა რამე გველობა და იმიტომ დაეცა ის ვაშლიო, ისტერიული სიცილი აუვარდა რაზეც გაოცებულებმა შეხედეს ქალბატონმა შორენამ და ბესომ.

-შენ ხო კარგად ხარ?

ბესო მაგიდაზე გადაწვა და დაქალს შუბლი ხელით მოუსინჯა, მარიტამ მისი ხელი მოიშორა და შეუღრინა. ბიჭი გაოცებული შუახნის ქალისეკნ შეტრიალდა.

-სიცხე არ აქვს.

მხრები აიჩეჩა და სკამზე დაბრუნდა. მარიტამ რომ საკუთარი ფიქრები გაუზიარა ოთახში მყოფთ, ბესომ სიცილი ატეხა, დედამ კი თავი ისე გადააქნია აშკარად ფიქრობდა ჩემი ქალიშვილის საშველი აღარასდროს იქნებაო. ოთახიდან მათე აყვირდა მეც მინდა ყავაო.

-ადექი და მიიტანე პრინცო.

-ნუ აწვალებ მარიტა შენს ძმას.

-მე მაგისთვის გავჩნდი დედაჩემო.

-რისთვის მათეს საწვალებლად?
-ხო აბა შენს მუცელში სხვა ვინ მოახერხებდა მის შევიწროვებას.

-ნეტა ის ადამიანი მანახა ვინც შენ გაგიძლებს.

-თუ გოგო იქნება?
შორენა შვილისკენ გაბრაზებული მიტრიალდა და ზურსგუკან დახლს ხელებით დაეყრდნო. შვილი აათვლალიერ ჩაათვალიერა და სარკასტულად გაუცინა.

-რამხელა თავდაჯერებულობაა, ბიჭიც ვერ გაგიძლებს და გოგო მოინდომე? კი ბატონო თუ გეყვარება და გაგიძლებს მე ყველას მივიღებ, მაგრამ არ მგონია ქალმა შენს უნიათო ხასიათს მოუთმინოს.

-აუ კარგი რა დედააა, რატო მამცირებ თან ამ უდღეურის წინ.

ხელით ბესოზე ანიშნა, ბიჭმა შეიცხადა და შორენას შეხედა თან გოგოსკენ თითის შვერით ესაურებოდა.

-ხედავთ როგორ მექცევა.

-მორჩით დრამებს ბავშვებო.



იმ საღამოს ყველაფერი იდეალურად იყო, ბესო ,მარიტა და შორენა სამზარეულოს მაგიდასთან ყავას სვავდენენ(როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებდნენ), იქვე მეოთხე ფინჯანი ყავა იდო, ზუსტად ბესოს გევრდით. ოთახში ასკინკილით მათე შემოვიდა და თავი გამკიცხველად გადააქნია. ბესოს გევრდით რომ დაჯდა თან ცალი ხელი მის მხარს ჩამოაყრდნო, თავიდან ბესომ მხარი შეარხია, მაგრამ მერე მათეს გახედა და თბილად გაუღიმა. ყველანი იმ პაწაწკინტელა ოთახში ისხდნენ, მათე ბესოს მკლავზე ხელჩამოდებული შეექცეოდა თავის ყავას, ბესო შიგადაშიგ გახედავდა ბიჭს, თმებს აუჩეჩავდა და რამეს ეტყოდა გასაბრაზებლად. მარიტა ბესოს წინ იჯდა, ჭიქაზე ორივე ხელი შემოეხვია და დედასავით ლამაზად იცინოდა. ყველანი ბედნიერები იყვნენ. შორენა თავის ახალგაზრდობის ამბებს ყვებოდა, მარიტა კი შიგადაშიგ საკუთარ დედას ეუბნებოდა ძალიან მაგარი ტიპი ყოფილხარო. შორენა კომპლიმენტებს იფერებდა. გარეთ ძაღლები ყეფდნენ, შებინდება კარგახნის დაწყებული იყო, თბილისის ანძა ის-ის იყო აინთო და ლურჯად კაშკაშებდა. მანქანების ხმაურიანი ძრავებისა და ქუჩის მომღერლების ხმა ისმოდა, ისინი კი ნამდვილი ოჯახივით სითბოში ისხდნენ და ძველ ამბებზე იცინოდნენ.

.........
:გინდა სადმე საჭმელად გავიდეთ?
მარიტა საწოლში გევრდზე გადატრიალდა და ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივების დანახვაზე ჩაეცინა. ყოველთვის მოსწონდა როცა მზის სხივებში ჰაერში მოფარფატე მტვრის ნაწილაკებს ხედავდა, ეს სამყაროს მაგიურობაში არწმუნებდა. სიცილით დახედა მობილურს და სწრაფად აკრიფა.

:საწოლიდან ადგომა რომ არ მეზარებოდეს ჭამა დამეზარებოდა
ცოტახანში მობილურზე წკარუნის ხმა გაისმა და ეკრანზე ირაკლის მესიჯი ამოვარდა.
:რატომ არ შეიძლება ორივ გეზარებოდეს?
:იმიტომ რომ ორი რამის დაზარებაც მეზარება.
:ღმერთოოოო როგორი ზამრაცი ხარ.
:ეგეც მეზარება.

მობილურს მიღმა ირაკლი სავარძელში იჯდა და გოგოს მონაწერებზე გიჟივით ეცინებოდა, არა და ასეთი სასაცილოც არ იყო, მაგრამ ჯანდაბას ეს ხომ მისი მარიტა იყო. გოგო რომლის მერეც ვერავის სიყვარული ისე ვერ შეძლო როგორც მისი.
:კარგი ხო გავიდეთ. სად და რომელზე?

: კარგი კორეული რესტორანი ვიცი სადღაც ლესელიძესთან ახლოს წამოხვალ?
: წამოვალ რა თქმა უნდა!
: რომელზე გინდა?
:მოდი ცოტა საღამოს რა, ასე 7ისკენ.
:კარგი.ისე უფრო ადრე რატომ არა?
:2ზე ქეთი უნდა გამოვიდეს, გუშინწინ ჩამოვიდა ბაკურიანიდან და არ მინახავს. თან როგორც იქნა სანდროს გარეშე ვნახავ.
:სანდრო?
:მისი სიყვარული.
:აჰა გასაგებია მაშინ დროებით. თავისუფლების მეტროსთან დაგელოდები შვიდისთვის.
:მიდი გკოცნი.
:მკოცნი?
მარიტა სიცილით გადატრიალდა ისევ ზურგზე და ტელეფონი თავსზემოთ დაიჭირა, რამდენჯერემ წაიკითხა მონაწერები და საკუთარი მესიჯები. ღმერთო რა სულელი იყო ასეთი უაზრო მესიჯებით რომ სიამოვნებას იღებდა, მაგრამ ირაკლი მისი გადაულახავი პიროვნება იყო, ის ვისაც ვერასოდეს გაექცეოდა. ალბათ ირაკლი მის ცხოვრებაში ერთადერთ კაცად დარჩებოდა, რომელსაც დაკარგავდა და მერე ისევ უკან დაიბრუნებდა და ისევ და ისევ იგივეს გამეორებას გააგრძელებდა. ახლაც, როცა ცისფერ თეთრეულში გახევრული ზურგზე იწვა , ცალი ფეხი კი საბნიდან გამოეყო და მეოხარა, როცა ტელეფონი თავსზემოთ ეჭირა და სულელივით იღიმოდა იცოდა რომ ირაკლისთან ისევ დაშორებით დასრულდებოდა, მაგრამ ყველაფრის იმაზე მალე დასრულება არ უნდოდა ვიდრე ეწერა. ჯანდა იცოდა რომ ირაკლის დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ მაინც მას ის უნდოდა და აუცილებლად მის გევრდით იქნებდოა, რადგან ეს ცხოვრებაა და ცხოვრებაში ან ყველაფერ თავშივე წყვეტ და არსებობის უფლებას არ აძლევ ან არა და რისკზე მიდიხარ ხო და მარიტაც ამ რისკზე წასვლას არასოდეს გადაიფიქრებდა.

:აჰა გკოცნი.

:სად?
:რა სად?
:სად მკოცნი?

:ჰმ ლოყაზე

:ტუჩებზე
:კისერში


:ცუდად მეთამაშები ქალბატონო.

:და კარგად როგორ უნდა გეთამაშო მილორდ?
:fuck you are so bed….
:მაგას ქართულად ევრ მეტყოდი? მატრაკვეცავ .
:ვსო წავედი უნდა ჩავიცვა.
:არ გაცვია?
:ირაკლი მროჩი უკვე!

:.....
:არ გაბედო იმის დაწერა რასაც აპირებ.
:ხო კარგი ვსწო დროებით. მეც გკოცნი( ტუჩებში)
:იდიოტო.
......................
მარიტა მისაღებში ტელევიზორის წინ იჯდა. ფეხები დივანზე ლოტოსის პოზაში ჰქონდა აკეცილი და ხელები უღონოდ ეყარა მათზე. ტელევიზორს არც კი უყურებდა. სამზარეულოში წყალი დუღდა, კარზე ზარი დარეკეს და გოგომ ზოზინით ჩამოაწყო ფეხები ძირს, სანდლებში წადგა მერე კი ფეხისთრევით გავიდა შემოსასვლელში. ლუპიდან არც გაუხედავს ისე გამოხსნა სულ ოდნავ კარები.

-ვინ ხარ? აპ არ გიშვებ , არ გიცნობთ.

-წავიდე?
ნაყინიანი ხელი ქეთიმ კიბეებისკენ გააქნია, მარიტას შოკოლადის ნაყინის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა უკან დაიხია და კარი ბოლომდე გააღო. ქეთიმ კმაყოფილმა გაიცინა და სახლში შევიდა. კარი ნაყინიანი ხელით მიხურა და მთელი ძალით შემოეხვია მასზე ოდნავ დაბალ წითურს. გოგომაც როგორც შეეძლო ისე შემოხვია წელზე ხელები და თავი მის კისერში ჩარგო.

-ღმერთო სიგიჟემდე მომენატრე პატარავ.

-მეც ქეთუს.ეს მე მომიტანე თუ ცალფეხას?
-შენ რომელი გაწყობს?
თვალები დააწვრილა და მეგობარს გაუღიმა. მარიტამაც იგივეთი უპასუხა. სამზარეულოდან ჩაიდნის ავტომატური გამორთვის ხმა გაიგონეს და ორივენი ოთახისკენ წავიდნენ. მარიტამ ხელით სკამზე ანიშნა.

-დაჯექი და მე მოგემსახურები ჩემო ცხოვრებავ.
მარიტამ უკვე გამზადებულ ჭიქებში ცხელი წყალი ჩამოასხა და თან ქეთის ღიმილით გახედა. ამავე ღიმილით მივიდა მაგიდასთან და მეგობრის წინ ჩამოჯდა. ერთი ჭიქა მას გაუცურა ,მერე ლამბაქიდან შოკოლადი აიღო და შეფუთვა აკურატულად შემოაცალა.მერე ხელს დაეყრდნო და ქეთის თვალებში მიაშტერდა.

-იცი რა ვიფიქრე?
-აბა რა ჩემო სხივო.

მარიტას მეტსახელზე გაეცინა.
-ვიცი რაც მინდა მთელი ცხოვრება ვაკეთო.

-ისედაც ხო იცოდი.

-რესტავრირება მინდა.

-მართლა?
-ხო, მაგრამ მგონი ფაკულტეტის შეცვლა მომიწევს.

-ლექტორებთან გაარკვიე, ანუ სერიოზულად გინდა რომ რაღაც ძველ ნახატებს რესტავრაცია გაუკეთო?
-კაი რა შენ არ მოგინდებოდა მაგალითად ვან ეიკის რომელიმე ნამუშევრის რესტავრაცია? ან თუმდაც ანტიკური ეგვიპტური სამარხების მოხატულობის?
მარიტა თვალებგაბრწყინებული ესაუბრებოდა ამ საკითხზე მეგობარს და თან ყავას ყლუპ-ყლუპად სვავდა. იმ დღეს დიდხანს ისხდნენ სამზარეულოში და არჩევდნენ რამდენად სასიამოვნო იქნებოდა თავიანთი ფავორიტი მხატვრების ნამუშევრებისთვის ხელის შეხება, შეხედვა და იმის გააზრება რომ ერთდროს მათ ნამუშევრებს ახლა მარიტა განაახლებდა.

-შენ რომ წამოხვედი მას მერე ილიას ეხუმრება სანდრო.

-ჩემზე?

-ხო,ის კიდე ბრაზდება.

-აუ ტვინი ნუ წაიღო რა მაგ ბიჭმა. ჯერ ეს ერთი ხედავს ირაკლისთან ვცდილობ რაღაცას მერე მეორე ნუ მტენის თავის ძმაკაცებს, ილია მიყვარს მარა არა მადლობა თქვენ რო დაშორდეთ მერე უხერხული იქნება .

-აჰა ანუ მაგაზეც იფიქრე.

მარიტამ მეგოაბრს სუსტად გაჰკრა მხარზე ხელი.

-ნუ ხარ იდიოტი.
-კარგი რა ბესომ მაინც გაიჩინოს ვინემ

-ირაკლის შეგნებულად არ აღირებ თუ რა გჭირს?

-არა არ ვაღიარებ.

გოგომ ცხვირი აიბზუა და ყავის ჭიქა ბრახუნით დადგა მაგიდაზე.
-მოკლედ შენ ირაკლის თემას აღარ შეეხო მე ილიასას არ შევეხები.
ქეთიმ მხრები აიჩეჩა და გოგოს რომელიც მისაღებში, ჭიქით ხელში გადიოდა უკან აედევნა. მარიტა დივანზე ჩამოჯდა და გოგოს დააკვირდა, ქეთიმ ცალი ფეხი მოიკეცა და მთელი ტანით მარიტასკენ შებრუნებული ჩამოჯდა ყავისფერი მატერიისგან დამზადებულ დივანზე. მარიტა ქეთის ისე უყურებდა ცოტაც და ტკივილისგან ყვირილს დაიწყებდა, მაგრამ ქეთის არც მარიტას სასოწარკვეთილი თვალები შეუნიშნავს,არც ის როგორ მოიკვნიტა ქვედა ტუჩი.

-მართლა გინდა რომ ვინმე მყავდეს ქეთი?
-ხო რავი ცუდი რატომ იქნება.

-არა არ იქნება ცუდი.

-მოიცა.

ქეთიმ გაოცებულმა შეხედა.

-მართლა ირაკლი მოგწონს?
-ხო რავი.

უნდოდა ეთქვა მხოლოდ ირაკლი არა კიდევ არის ვიღაც ვისაც ვეტრფი და მართლა აფროდიტესავით ვაღმერთებო. უნდოდა ეყვირა “ ხო სულელო ვერ მიყურებ რა დღეში ვარ?!” მაგრამ გაჩუმდა. და ეს გაჩუმება ქეთის აღარ გამოჰპარვია. წამით შავგრემანს მზერა მარიტას ტუჩებისკენ გაექცა, მარიტამ შენიშნა .

-რა რამე მაქსვ?
-ხო აი აქ მოდი.

ქეთიმ ტუჩისკუთხეზე ცერი გადაუსვა, თვალებში შეხედა და გაუღიმა. მარიტა მეგობრისკენ ზურგით დაჯდა, მერე მისკენ გადაიხარა და თავი კალთაში ჩაუდო. ქეთიმ თითები ნელა შეუსრიალა თმებში და ნაზად მოეფერა კანზე.

-კნუტო.

-დამეძინება.

გოგო შეიშმუშნა და ქეთის ხელის მოშორება სცადა, საშინლად სიამოვნებდა და იცოდა ამის გამო მართლა ჩაეძინებოდა. ქეთიმ გადაიკისკისა და უფრო მეტი მონდომებით დაუწყო გოგოს თმაზე თამაში. მარიტამ თვალები დახუჭა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა. ცოტახანში როცა იგრძნო რომ მართლა მორფეოსთან მიფრინავდა დივანზე წამოჯდა და საზურგეს იდაყვჩამოდებული ხელით დაეყრდნო.

-სხვა რა ხდებოდა ბაკურიანში?
-რავი არაფერი, როგორც იციან ხოლმე დათვრნენ, მერე ბიჭებმა ჯოკერი ითამაშეს , ცოტნემ წააგო და საცვლის ამარა 5 წუთი თოვლში დააყუდეს, პოლიცია მოდიოდა და შემოათრიეს თორე კიდევ დატოვებდნენ.

-ღმერთო რა იდიოტები არიან.

-უი ლიზი შენ ძმაზე ლაპარაკს არ წყვეტდა.

-გაიგე მათეეე?
მარიტამ ოთახში მყოფ მათეს გასძახა და პასუხის მოლოდინში გაიყუჩა, ძმამაც დიდხანს არ ალოდინა.

-რა? რა უნდა გამეგო?
-ლიზის მოეწონე, ხომ გითხარი პაწკავ მოეწონები თქო.

-ნუ ბოდავ მე ჩემი სიყვარული მყავს და შემეშვი.
-არსად დაგეკარგოს.

მარიტამ თვალები აატრიალა და ტელეფონის კოდი მოხსნა რომ მათესთვის ის მიეწერა რასაც ქეთისთან ხმამაღლა ვერ გასძახებდა.
:შენი ქრაში ჯერ ჩემი ბესთია ასე რომ მოკეტე ბავშვო.
:ანუ მართმევ?
:მიდუმდი რა.
ქეთი მარიტასკენ გადაიხარა და უჩურჩულა(თითქოს ნორმალურ ხმაზე დასმლ კითხავს ორი ოთახის მოშორებით მყოფი მათე გაიგონებდა)

-ვინ მოსწონს გამაგებინე.

-შენ!

მარიტამ შესცინა და ლოყაზე ხმაურით აკოცა, ქეთის გაეცინა მაგრამ მაინც გააგრძელა მეგობართან წუწუნი.

-გთხოოვ რა მითხარი.

-ვერა მათეს პირადია და მე არ მხება.
-ოოო გველო, რომელია ისე?
მარიტამ ტელეფონს დახედა.

-შვიდის ნახევარია.

-რა დრო გასულა, არა და მეგონა ამ წამს გამოვედი.

მარიტამ სიცილით დაუქნია თავი და უცბად გაიაზრა რა დრო უთხრა ქეთის. დენდარტყმულივით წამოფრინდა სავარძლიდან, ქეთიმ გაოცებულმა გააყოლა თვალი.

-მოხდა რამე?

-ჯანდაბა 7ზე თავისუფლებაზე უნდა ვიყო. დამავიწყდა.აუ ბოდიში ქეთ.

-ნუ დებილობ ორ ნაბიჯში ვარ შენგან, კაი წავედი მე და მერე გამომიარე მაშინ ხო?

-კარგი , მარ...

-მოკეტე რა ნუ მებოდიშები დებილივით. ისე ვინმეს ხვდები?

-აჰა მათეს მეგობარს.

-ვოუ რატო?

-ისე უბრალოდ არ შეიძლება.

-როგორ არა დამიანტერესა უბრალოდ.

ქეთიმ ეჭვნარევი ხმით უთხრა და გასასვლელისკენ წავიდა.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

მარიტა დიდხანს არჩევდა რა ჩაეცვა. თებერვლის შუა რიცხვები იყო, ასე რომ ტანსაცმელს რთულად არჩევდა. საბოლოოდ მოკლე ქვედაბოლო ტანზე მომდგარი მაისური , წითელი ტყავის ჟაკეტი და ჩექმები ჩაიცვა, რა თქმა უნდა არც იმდენად შეშლილი ყოფილა კაბა ტიტველ ფეხზე ჩაეცვა.

ის ის იყო ჩექმები ჩაიცვა რომ ტელეფონზე მესიჯი მიუვიდა.
:სად ხარ ?
:აუ მალე მოვალ გეფიცები.
:არ იცვლები
:მოკეტე რა
:ხომ გეუბნები ადამიანები არ იცვლებიან.
:იცვლებიან იკა, თანაც იმდენად რომ შეიძლება გაგიჟდე წარმოდგენისას.
:ასე თავგანწირვით რატომ ამტკიცებ მაგას?
:არ ვიცი უბრალოდ. კაი მოკლედ მალე მოვალ.

..........
ირაკლი რომ როგორც იქნა დაინახა მისკენ თითქმის სირბილით წავიდა, ბიჭმა მის დანახვაზე ხელები გაშალა და ამის დანახვაზე მარიტა ადგილზე გაქვავდა.

-არც იფიქრო.

-აჰა ანუ პრელუდიის გარეშე?

-იდიოტო.

გაიცინა და მაინც ძლიერად მოეხვია კისერზე, ირაკლიმაც წელზე შემოხვია ხელები და ასე ერთმანეთს ჩახუტებულები, ერთმანეთის სურნელითა და სიახლოვით გაბრუებულები დიდხანს იდგნენ.

-არ გცივა?
იკითხა როცა როგორც იქნა მოშორდა და ლესელიძისკენ წავიდნენ.

-არა.

ირაკლიმ ხელი გადახვია და მარიტამ ქვემოდან ახედა. მერე რა რომ ასეთი რაღაცეები არ მოსწონდა ეს ხომ ირაკლი იყო, ბიჭი რომელმაც შეიყვარა, ბიჭი რომელმაც ორწელიწადნახევრის წინ გაგიჟებით გააღმერთა.

-უნდა ვილაპარაკოთ.

-რაზე უნდა ვილაპარაკოთ მარიტა?
-ჩვენზე.
-სალაპარაკო არაფერია.
-როგორ არ არის..

-რა გინდა რომ მელაპარაკო?
სევდიანი ღიმილით ჰკითხა ბიჭმა. კარგად იცოდა მარიტას ეს ყველაფერი საითაც მიჰყავდა და არ უნდოდა. იმ დღეს ნიკუშამ რომ მისწერა მარიტას შენთან რაღაც სათხოვარი აქვსო გული ისე აუძგერდა ეგონა მკერდს გაუხვრეტდა და გადმოუვარდებოდა. ყველა მოგონება ერთდროულად ამოუტივტივდა თავში ,მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას რომ მარიტა მისი გონებიდან არასოდეს წასულა. კი მარიტას შემდეგ ხვდებოდა სხვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვინმემ წითურის ჩანაცვლება ან ირაკლისთვის გოგოს დავიწყება მოახერხა. მარიტა მარიტა იყო, იმდღიდან ეჯდა გონებაში რაც აუდიტორია შეეშალა და მეგობართან შესვლის მაგივრად მთელი საათნახევარი გაატარა ხელოვნების ლექციაზე. ეს მათი პირველივე კურსი იყო, პირველი კურსის პირველი სემესტრი, ოქტომბრის ბოლო და საშინლად თბილი დღე. ირაკლი მარიტას გვერდით იჯდა( იქ იყო ორად ორი თავისუფალი ადგილი და მთელი ლექცია ელოდა როდის შევიდოდა მეგობარი ლექციაზე, უფრო სწორად პირველი ხუთი წუთი მერე უკვე გამოსვლა მოერიდა, თანაც მარიტამ ადგილს მიალურსმნა)

მარიტამ საცოდავად შეხედა, არ უნდოდა ირაკლისთვის გული ეტკინა.

-იკა არაფერი გამოვა, ხომ იცი რომ ...

-არ არ ვიცი მარიტა, იმ დღეს, როცა მაკოცე და რაც მერე მოხდა... ყველაფერი ეს არ გგავს. ამას უაზროდ არ იზავდი.

-უკვე გითხარი შენთან სექსი მინდოდა.

-მეც. ახლა რა?

-არ ვიცი უსამართლობა იქნება რამის იემდი მოქცე.

-იმედი არ უნდა მქონდეს?
მარიტა გაჩუმდა, ამასობაში იმ ადგილამდეც მივიდნენ რომელზეც ირაკლი საუბრობდა, რამდნეიმე საფეხური ჩაიარეს და ნახევრად განათებულ ოთახში თვალებით ცარიელი ადგილები მოძებნეს. ირაკლიმ მარიტას სკამი გამოუწია და მერე მის წინ ჩამოჯდა.

-არა.

-რატომ?
-იმიტომ რომ, არის ვიღაც ვინც ძალიან მიყვარს.

ირაკლი გაჩუმდა.

მარიტაც გაჩუმდა

მხოლოდ ოფიციანტებისა და სხვა კლიენტების ხმები ისმოდა, ქუჩიდან კი სუსტად შემოდიოდა ფეხით მოსიარულეებისა და მანქანების ძრავების ხმები. ირაკლისა და მარიტას ირგვლივ ჰაერი სევდიანი და დამნაშავე გახდა. ირაკლი ტკივილით სავსე თვალებით შეხედა გოგოს და თვალი თვალში გაუყარა.

-მაშინ ახლა მასთან რატომ არ ხარ?!
მარიტა დაპატარავდა და სამყარო მის ირგვლივ ზუსტად ისეთი დიდი გახდა როგორც რეალურად იყო. ახლა მარიტა ჭიანჭველასავით არარაობა და არსებებისთვის სიცოცხლისთვის უღირსი გახდა. თვალები ცრემლებით აევსო და ტუჩები ენით დაისველა. ირაკლის მზერას არიდებდა, რადგან ვერ უძლებდა, როგორ უყურებდა ბიჭი, როგორ იწვევდა და აიძულებდა რეალობისთვის თვალი გაესწორებინა. ირაკლის უნდოდა დაემშვიდებინა, ხელები შემოეხვია , გულში ჩაეკრა და ეთქვა რომ წუხდა ,მაგრამ ამას არ აკეთებდა, რადგან უნდოდა გაეგო რისი იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა.

-არ ვიცი. ჯანდაბა ირაკლი არაფეირ ვიცი, მას სხვა ჰყავს კარგი? და ეს საშინლად მტკივნეულია, ზუსტად ამიტომ არ მინდა იმედი გქონდეს, არ მინდა იგივეს გრძნობდე.
-ჩემზე ნუ იდარდები, როგორმე გავუძლებ.შენ რას იტყვი ჩემზე?

სანამ მარიტა ხმას ამოიღებდა მიმტანი მოვიდა. საჭმელი შეუკვეთეს და დაელოდნენ როდის წავიდოდა ახალგაზრდა ბიჭი.

-რისი მოსმენა გინდა იკა.

-არ აქვს მნიშვნელობა მე რა მინდა შენ რას გრძნობ?

-თავს ასეთ მომენტებში კარგად ვგრძნობ, მომწონს როგორ მიყურებ და ის თუ როგორ გემესიჯები შუაღამისას ან გაღვიძებისას. არ ვიცი, მომწონს როგორც ვართ. ჯანდაბა მომწონხარ შე იდიოტო. თითქმის იგივეს ვგრძნობ შენს მიმართ რასაც იმ მეორე ადამიანის მიმართ.

-არ მესმის სიმართლე გითხრა.

-ხო ვიცი არც გთხოვ..
-და მაინც მართლა მინდა ისევ ერთად ვიყოთ.

-იკა...

-გულწრფელად მითხარი იმიტომ ცდილობ ასე არ იყოს რომ შენ არ გინდა თუ იმიტომ რომ ბესოსი და ქეთისი გეშინია.

მარიტამ აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება და ამით ირაკლისთვის ყველაფერი ნათელი გახდა.

-ასეც ვიცოდი. მისმინე ეს ჩემი და შენი ურთიერთობაა და არა მათი და ჩვენი. შეიძლება არ მოვწონვარ, მაგრამ აქ შენი აზრი ,შენი გრძნობებია მარიტა მთავარი.

-კარგი. მინდა, შენთან ერთად ყოფნა მინდა. მინდა რომ მკოცნიდე, მეხვეოდე ყველაფერ იმას ვაკეთებდეთ რასაც წყვილი.

ირაკლის გაეღიმა და გოგოს ხელს,რომელცი მაგიდაზე ედო, თავისი შემოხვია. ყველაზე თბილი ღიმილით უღიმოდა და მარიტა ფიქრობდა, როგორ უჩქარებდა ირაკლი გულს, მაგრამ მის თავს ვერ ავიწყებდა. ისინი როივე თითქმის ერთნაირად უყვარდა და თავადაც არ ესმოდა ეს როგორ მოხდა, როგორ შეუყვარდა ორი ადამიანი ერთდროულად. საჭმელი მოიტანეს და ორივემ სიცილით თან საუბრით დაიწყო ჭამა. ირაკლი მარიტას თეფშიდან იპარავდა საჭმელს რაზეც გოგო სიცილით უბრაზდებოდა, ბიჭი კი გალდავას ცხვირზე თითს კრავდა და ორივენი იცინოდნენ. მარიტა გრძნობდა ,როგორ შემოდიოდა ირაკლის ღიმილით თბილი მზის სხივები ნისლს შორის და ძალიან თხელსა და ვიწრო სხივებში მტვრის ნაწილაკებს ირეკლავდა. ირაკლი ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ბიჭი მისთვის ყველა სევდის დავიწყებას ახერხებდა. შეეძლო უბრალოდ შეხებოდა და მარიტას ოიზისის სამყარო უცბად ევდემონიას ცხოვრებად იქცეოდა, ბედნიერ ნათელ სამყაროდ რომელშიც სევდა არ არსებობდა.

იმ დღეს დიდხანს ხეტიალობდა ირაკლისთან ერთად, უკვე 12 ხდებოდა როცა ბიჭმა სახლამდე მიაცილა და შუბლზე ძალიან ნაზად აკოცა. მათე სამზარეულოს ფანჯარასთან ჩაის ჭიქით ხელში იჯდა და ამ სცენას შემთხვევით მოკრა თვალი.

-მომწერე რომ მიხვალ.

-კარგი. დროები.

-დროებით იკა.

ხელი დაუქნია და სადარბაზოს კარებში გაუჩინარდა. სახლის კარი რომ შეაღო მათეს ხმა გაიგონა.

-ქალბატონო გვიკადრეთ?

-კი , დედა სად არის?
-მორიგეა დღეს. ცხელია წყალი და ყავა ან ჩაი თუ გინდა შეგიძლია დაისხა.

-აჰა მოვალ ახლავე .

-მიდი.

მარიტამ ტანსაცმელი გამოიცვალა და ძმასთან სამზარეულში გავიდა. ირაკლის უკვე მოესწრო მისთვის ყავის გაკეთება. მარიტას გაეღიმა ძმასთან მივიდა, მის გევრდით სკამზე ჩამოჯდა და კისერზე ორივე ხელით შემოეხვია.

-ძალიან საყვარელი ხარ .

-ვიცი. ირაკლიმ მოგაცილა.

-ხო

-არ მიკითხავს, დავინახე და აღვნიშნე. ანუ რას შვებით?
-მგონი ერთად ვართ.

-და ის?
-ველოდო სიცოცხლის ბოლომდე როდის მობეზრდება თავის სიყვარული და მე შემომხედავს? არა მადლობა, ირაკლისთან ყველაფერი რაღაცნარად არის, მავიწყდება კიდეც რომ ბედნიერი არ ვარ, სხივივით არის. არა და ქეთი სხივს მე მეძახის.

-იმიტომ რომ სანდროს გამოჩენამდე პოზიტიურობის განსახიერება იყავი. კარგი როგორც შენ გადაწყვეტ ისე იყოს, თუ მასთან ბედნეირი იქნები მირჩევნია ირაკლი გყავეს ვიდრე მის გარეშე უბედური იყო.
-ძალიან მიყვარხარ მათე და ამას სამყაროში ვერაფერი შეცვლის. ვერც ერთი ადამიანი ისე ძლიერად ვერ მეყვარება, როგორც შენ. მე შენ აგირჩიე იმ წამიდან რაც სამყარომ ჩემი არსებობა გადაწყვიტა. არ მადარდებს რამდენად უცნაურია შენ მე ხარ, სარკის გარეშე ხარ ჩემი ანარეკლი, მე კი შენი.

მათემ დას სახე დაუკოცნა და ძლიერად ჩაიხუტა.

ყავის სმას უხმოდ მორჩნენ, მარიტა მათეს ოთახში გასვლაში დაეხმარა და საბანიც კი საკუთარი ხელით დააფარა. შუქი რომ ჩააქრო და ოთახიდან გამოვიდა, თითქოს დამცავი შელოცვა მოეხსნაო, იგრძნო როგორ დაიცალა ბედნიერებისგან. ცარიელი იყო, ტკივილი კი მის სხეულს სპირალივით წრეებს ურტყავდა, შიში დგუშიდან წამოსული წყალივით თავზე ესხმებოდა, უიმედობა მის სხეულში ერთი შეჯახებით გაჩნდა. იმედგაცრუებამ კი ზუსტად მაშინ დაიკავა მარიტას შინაგანი სამყარო ,როცა საწოლში შეწვა. სასოწარკვეთა მის წინ იწვა და ტკივილთან ერთად ესაუბრებოდა. ეჩურჩულებოდა როგორი მარტოსული იყო , როგორ იძირებოდა ბნელ დედამიწაზე და მშველელად ვერავინ მოევლინებოდა. ახლა ის ისევ ოიზისი იყო, სევდის ქალღმერთი ,რომელიც მლოცველებსაც არ სჭირდებოდათ, ქალღმერთი ,რომელიც სევდისგან იხრჩობოდა, სხვისასაც ითვისებდა და თავისასაც თავადვე ებრძოდა. მარიტას ბესოს ხმა სადღაც შორიდან ჩაესმოდა, ისევ და ისევ “ ქანდაკებად ნუ იქცევი”. სასოწარკვეთა ესაუბრებოდა და მთელი ღამე, სიზმრებშიც კი ,ახსენებდა როგორი სულელი იყო, როგორ უიმედოდ შეყვარებული, სწავლაში სულელი, კარიერაში კი წარუმატებელი იქნებოდა, ვერაფერს მიაღწევდა, ვერავის შეინარჩუნებდა. მერე მამამისიც კი გაახსენა და მარიტას კაცის გახსენებაზე ზიზღის გრძნობა გაუჩნდა, მისი პირველი იმედგაცრუება, პირველი შეჯახება ზრდასრულების ყველაზე ცუდ და ნაძირლურ ცხოვრებასთან. მამამისი იყო იმის მიზეზი რომ ძალიან დიდხანს დედის ცრემლიან თვალებს უყურებდა და შორენასგან ისმენდა რომ არ უტირია და უბრალოდ ალერგია ჰქონდა. მამის ბრალი იყო დედამისი რომ იტანჯებოდა და მასსა და მის ძმას ბავშვობის წლები იდელაური კი არა ტკივილით სავსედ რომ ექცათ.

მერე თავისი მძიმე სევდითა და ტკივილით, სასოწარკვეთით, ზიზღით, უიმედობითა და იმედგაცრუოებით საწოლში ჩაიძირა და ყველაზე ბნელ სიზმრებში აღმოჩნდა. არაფერი ხდებოდა, არაფერი ისმოდა, არაფერს ამბობდა, გრძნობდა რომ ეძინა მაგრამ ზმანებები უკვალოდ გამქრალიყვნენ მისი გონებიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent