ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით(9)
9 თავი – ექიმო, როდის მოვა გონს?- მოგუდული ხმით ვკითხე ექიმს აღარ ვიცოდი რა მექნა, ვცდილობდი ემოციები მემართა და ჩემში არსებული ბრაზი მახრჩობდა. ისე ვიყავი, როგორც ვულკანი, ვულკანიც ხომ დუმს არა? იგი მდუმარეა, იქამდე სანამ მასში არსებული ცხელი ლავა არ ამოხეთქავს და არ გადაწვავს ირგვლივ ყველაფერს. მეც ასე ვარ რთულია, ჩემი წყობილებიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელია და იშვიათად, თუ ვბრაზდები,მაგრამ იმ საღამოს დეასგან რომ წამოვედი თავს საშინელება დამატყდა და ნათელი ფერები შავმა ღრუბელმა ჩაანაცვლა. დედაჩემი ვიღაც არანორმალურმა სასიკვდილოდ გაიმეტა შემდეგ კი,შეტყობინება გამომიგზავნა. ხედავ შენმა ქმედებებმა სადამდე მიგიყვანა,შესაძლოა, შნი ქმედებებით დედა დაკარგო, ამიტომ სანამ დროა, იმ გოგოს ჩამოცილდი! - ამის წაკითხვისას სიმწრისგან ხელები მიცახცახებდა. – სამწუხაროდ მისი მდგომარეობა კრიტიკულია და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. – რას ამბობთ ექიმო?! - წამოვიძახე. – ვწუხვარ, მაგრამ თითქმის ერთი თვეა აპარატზე გვყავს შეერთებული ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო,თუმცა არანაიარი შედეგი არ გამოიღო, ამიტომ ვალდებულები ვართ სასუნთქი აპარატი გავუთიშოთ. – არა! დედას არ გამოურთავთ აპარატს მე ამის უფლებას არ გაძლევთ.- კატეგორიული უარი განვუცხადე. – მესმის თქვენი არ არის ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დაფიქრდით როდემდე უნდა ვტანჯოთ და ძალით ვაცოცხლოთ კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ ხვალამდე გაძლევთ დროს მოსაფიქრებლად.- მომიგო ექიმმა და წავიდა. აქ გაჩერება აღარ შემეძლო უკვე ვეღარ ვსუნქავდი საავამდყოფოს შენობიდან გამოვედი მანქანაში ჩავჯექი პირველი, რაც მომაფიქრდა ის იყო რომ დეასთვის დამერეკა არვიცი რატომ, მაგრამ მისი ნახვა მომინდა ტელეფონი სამუშაო მდგომარეობაში მოვიყვანე და რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა დეას დარეკილი დამხვდა და კიდევ ხმოვანი შეტყობინება. ვხსნი და მის მოსმენას ვიწყებ. – ჯანდაბას შენი თავი ჩაჩავა,რისი მიღწევას ცდილობ არ მესმის?! ამას სპეციალურად მიკეთებ არა, რადგან გითხარი გაუჩინარდი მეთქი შენც ადექი და გადაიკარგე. ზარებზე მაინც მიპასუხე ნუ მაფიქრებინებ იმას, რომ რაღაც შეგემთხვა.- ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი ნუთუ ჩემზე მართლა ღელავდა. ახლა ზუსტად ვიცოდი რომ ის მჭირდებოდა. მისი ნომერი ავკრიფე დადავურეკე. – გისმენთ?- გაისმა მისი ნაზი ხავერდოვანი ხმა ყურმილში – დეა, მე ვარ…- ჩახლეჩილი ხმით მივუგე. – ჩაჩავა, ეს შენ ხარ?- წამოიძახა. – ხო, მე ვარ… შენი ნახვა მინდა გთხოვ უარი არ მითხრა, ახლა ძალიან მჭირდები.- ვჩურჩულებდი. – რა მოხდა ? მშვიდობა გაქვს? – რომ გნახავ მოგიყვები. – კარგი, სად შევხვდეთ? – იქ სადაც, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით.- მივუგე მე. – მაშინ გამომიარე, მე ვერ წამოვალ ჩემით მანქანა პროფილაკტიკაში მყავს დატოვებული.მისამართს გეტყვი და იქ მოდი. – კარგი. იმ მისამართზე მივედი, რომელიც გამომიგზავნა დავინახე ცისფერ ტოპში და ჯინსის შარვალში გამოწყობილი, ტოგორ იდგა გაჩერებაზე და მელოდებოდა მანქანას ვაჩერებ და შემდეგ კარს ვაღებ, რომ ჩაჯდეს. ისიც არ აყოვნებს და მაშინვე იკავებს ადგილს ჩემს გვერდით. – არ ვიცი, რატომ დაგთანხმდი, მაგრამ მართლა მაინტერესებს სად გაუჩინარდი ეს სამი კვირა? – არ ვიცი, რატომ მაგრამ შენი ნახვა, მომინდა ცუდი არაფერი იფიქრო, უბრალოდ შენი სიახლოვე მჭირდება. - ამასობაში მანქანაც დავძარი და გზას დავადექით. – მითხარი , სად მივდივართ? – ქალაქ გარეთ.. იქ პატარა კოტეჯი მაქვს გაკეთებული, როდესაც განმარტოვება მჭირდება მანდ ავდივარ. მთელი გზა, ხმა არცერთს არ ამოგვიღია, შიგა და შიგ გავხედავდი და ვაკვირდებოდი. ისეთი ლამაზი იყო, რომ გინდოდა სულ გეყურებინა მისთვის. ხანგრძილივი მგზავრობის, შემდეგ როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. – მოვედით ეს ადგილია.- წამოიძახა და გადმოვიდა. მთიანი ადგილი იყო, და მისი კოტეჯიც ტყის შუაგულში იდგა. კოტეჯის კარები გასაღებით შეხსნა და შიგნით შემიპატიჟა. შიგნით შევედი ძალიან მყუდრო ადგილია. – აბა, როგორ მოგწონს ჩემი ქოხი?- სიცილით მომიგო. – მშვენიერია, მაგრამ ამ სიშორეზე რომ წამოვედით აქ რომ არაფერი გვაქვს წამოღებული? – ნუ ღელავ, მე მომარაგებული მაქვს სამზარეულო, შიგა და შიგ ჩემი ძმა ამოდის აქ მოაქვს რაღაცები მიდი შენ დაჯექი მე ჩაის გავაკეთებ და მოვალ. – კარგი.- ვუთხარი და იქვე ჩამოვჯექი ვუყირებდი, როგორ ფუსფუსებდა სამზარეულოში და მეღიმებოდა, ახლა ამის დრო არ იყო, მაგრამ როდესაც მის გვესრით ვარ შეუძლებელია არ გაგეღიმოს. ჩაი და ტკბილეული მოიტანა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. – აბა, გისმენ რატომ დამიბარე?- ყოყმანით მკითხა. სახეზე შევატყვე, რომ უჭირდა საუბრის დაწყება. – დედაჩემი…- ამოვიგმინდე. – დედაშენს რა მოუვიდა? – იძულებული ვარ აპარატოდან გავთიშო,მაგრამ მე ეს არ მინდა. – მოიცა, ვერ გავიგე შეგიძლია, გარკვევით მომიყვე. – იმ საღამოს სახლში, რომ მივბრუნდი საშინელება დამატყდა თავს ვიღაც არანორმალურმა, დედა სასიკვდილოდ დაჭრა და ახლა სიკვდილს ებრძვის. – რას ამბობ?- შეიააცაცადა. – ჰოდა კიდევ ვიღაც ანონიმურად მემუქრება. – გემუქრება? ვინ?- მკითხა გაოცებულმა მე კი უბრალოდ ტელეფონი გავუწოდე. – რაა?- წამოიძახა.- მოიცადე ერთი წუთით შენ ამბობ, რომ ჩემთან ერთად რომ იყავი მაშინ დაჭრეს დედაშენი? – კი. – და ვინ შეიძლება იყოს? – სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ შენც და მეც ერთი ადამიანი გვემუქრება, ვიღაცფარულად გითვალთვალებს შესაძლოა ახლაც იცის, რომ ერთად ვართ და მოკლედ არ უნდა, რომ ვინმე მამაკაცი შენს გვერდით იყოს ამიტომ დამემუქრა, რომ ეგონა ერთად ვიყავით და ჩემი მოშორება გადაწყვიტა. – ოხ,ღმერთო გამაგებინა ერთი ვინ არის. მერე არ გეშენია, რომ დედას რამეს დაუშავებს? – ექიმებს იმედი აღარ აქვთ და უნდათ, რომ აპარატიდან გათიშონ, მაგრამ მე არ მინდა.- ვუთხარი და გაუაზრებლად ჩავუდე თავი კალთაში.- თავიდან შეცბუნდა, თუმცა არაფერი არ უთქვია. – მაპატიე.. – ამ ერთხელ გაპატიებ.- საჩვენებელი თითი დამიქნია – ვიცი, ვერ მიტან, მაგრამ ამ ერთხელ გამიძელი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე რა გზას დავაგდე არ მინდა დედას დაკარგვა, ის ერთადერთია ვინც გამაჩნია ამ ქვეყნად არც ის მინდა ტყუილად ვაწვალო მისი სხეული.- მოულოდნელად თავზე შეხება ვიგრძენი დეა, თავზე მისმევდა ხელს და როდესაც ავხედე შევამჩნიე, რომ ტიროდა. – დეა,მე ხომ გითხარი ცრემლები აღარ დამანახო- თქო. – მაპატიე, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. წამოვდექი და მას ჩავხედე თვალებში ხელის მტევანი მისკენ წავიღე და ცერა თითით მოვწმინდე მის ლამაზ თვალებიდან ცრემლები. – აღარ იტირო, გთხოვ უბრალოდ ჩემ გვერდით იყავი ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ გხედავ… – კარგი. – იცი, დედა სულ იმას ამბობდა, რომ მინდა შენ ქორწილს და შვილიშვილებს მოვესწროვო, ახლა კი სიკვდილს ებრძვის ვერ შევუარულე მას დაპირებები.- ჩახლეხილი და ჩაწითლებული თვალებით ვსაუბრობდი. – რა დანაპირები? – შევპირდი, რომ ის აუცილებლად მოესწრებოდა ამ დღეს, მაგრამ… - სუტყვა არ მქონდა დასრულებილი, რომ ჩემი.ტელეფონი აწკრიალდა. ექიმი მირეკავდა. – გისმენთ?- ხმას ვერ ვიმორჩილებდი. – გამარჯობა, ბატონო დანიელ სასწრაფოდ უნდა გამოვხადდეთ საავადმოფოში. – რა მოხდა დედას რამე დაემართა?- წამოვიძახე. – რომ მოხვალთ გაიგებთ.- მხოლოდ ესღა თქვა და გამითიშა – რა მოხდა? – სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიდეთ დედას რაღაც დაემართა. მანქანაში ჩავსხედით და ქალაქისკენ გავემართეთ ძალიანსწრაფად დამყავდა, რადგან მიმესწრო. როგორც კი მივედით მაშინვე გადმოვედით და შევედით. – ექიმო, რა ხდება გამაგებინეთ?! – დედა თქვენს თქვენი ნახვა უნდა. _ რა? – დიახ, გონს მოვიდა, მაგრამ ვშიშობ ეს მისი ბოლო საათებია. – არა, ეს როგორ ხომ გაიღვიძა? – დიახ, მაგრამ სამწუხაროდ მისი მდგომარეობა, დამძიმებულია ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. აღარ გავჩერდი იქ იმ წამსვე დედასთან შევვარდი. აპარატებზე იყო შეერთებული და მათი გამაყრუებელი ხმა ისმოდა დედა დასუსტებული და დაუძლურებული იყო მისვემებული საწოლზე. უეცრად დეამ ხელი ჩამკიდა მიმახვედრა, რომ ჩემ გვერდით იყო დედას მივუახლოვდი და ნაზად ვეამბორე მას შუბლზე. სუსტად გაახილა თვალები და შემომხედა. – ჩემო ბიჭო, მოხვედი…– სუსტი ხმით მომიგო. – ჰო, დედა.- ვცდილობდი თავი შემეკავა არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა. – მე მივდივარ შვილო… – სად დედი…? – მამაშენთან. – არა, დედა არ გაგიშვებ შენ მე აქ მჭირდები… – ამიტომაც გთხოვდი ცოლი მოგეყვანას, რადგან მარტო არ დარჩენილიყავი…- ამოახველა.- ეს ლამაზი გოგონა ვინ არის?- მკითხა, როდესაც დეა შეამჩნია იქვე კუთხეში მდგომი. უმდა მეთქვა მეგობარი თქო, მაგრამ დეამ დამასწრო საწოლთან ახლოს მოვიდა შემდეგ ჩემი მტევანი მისაში მოიქცია და უთხრა. – გამარჯობა, მე დეა ვარ და მე და თქვენ შვილს ერთმანეთი გვიყვარს.- ღიმილით მიუგო. – მართლა, შვილო?- სიხარულისგამ თვალები ანეთო. – ჰო.. დედა. – ახლა უნდა ვიგებდე ამას. კარგი მიხარია შვილო, რომ გყავს გვერდით უკვე შენი მეორე ნახევარი ახლა უკვე მშვიდად შემიძლია ამ ქვეყნიდან წასვლა..- მშვიდი და გაღიმებული სახით ამოთქვა შემდეგ უღონოდ ჩამოუშვა ხელი და მიიცვალა. მისი გათიშვა და აპარატების გამაყრუებელი წრიალი ერთი იყო. – დედა… დედა, გთხოვ გაახილე თვალები. შემომხედე. ექიმები შემოცვივდნენ და მისი გასინჯვა დაიწყეს – ვწუხვარ…- დამწუხრებით წარმოთქვა, ექიმმა. – არა.- დავიყვირე და გიჟივით გავვარდი გარეთ დეაც უკან ამედევნა. – დანიელ, მოიცადე სად მიდიხარ?! – მარტო, მინდა ყოფნა.- ჩამწყდარი ხმით და ამღვრეული მზერით გავხედე. – არა, ახლა შენი მარტო დატოვება არ შეიძლება, მეც წამოვალ.- მითხრა და მანქანის კარები გამოაღო. – და მე არ მეკითხები იქნებ არ მინდა? – შენ არ შეგეკითხები, რადგან ნებას არ დამრთავ, მე კი არ მინდა მარტო დაგტოვო, ასე რომ არაფერი გამოგივა. აღარაფერი ვუთხარი, რადგან აზრი არ ქონდა მის გადარწმუნებას საჭეს მივუჯექი და მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს.. – რატომ აკეთებ ამას?- ვკითხე – და რას ვაკეთებ? – რატომ ხარ აქ? – დანიელ, მემგონი შენ გინდოდა, ჩემი ნახვა დ არა მე და მე კიდევ არ მიყვარს, როდესაც საქმეს შუა გზაში ვტოვენ და ბოლომდე არ მიმყავს ის რასაც ვაკეთებ ამიტომ, ეს უბრალოდ ადამიანური მომენტია და არაფერი ზედმეტი. – ეგ ისედაც ვიცი.. - მივუგე მე. – სად მიდიხარ? – ხომ გითხარი, მარტო მინდა ყოფნა. _ კიბატონო დარჩი მერე უბრალოდ მოშორებით ვიქნები და ვერც შემამჩნევ, რომ მეც იქ ვარ. – გიჟი ხარ? – უკვე დიდი ხანია.- მომიგო მან. კლდის პირას მივედი მანქანა გავაჩერე გადავედი და მთელი ემოციები რაც მქონდა მოგროვილი ერთიანად ამოვიღრიალე ტყულად არ ვადარებ ჩემს თავს ვულკანს ყველაფერმა ამოხეთქა და გადაბუგა მთელს სხეულში მომედო სიმწარე, მრისხანება, ტკივილი, იმედგაცრუება. ახლა ჩემი მაცოცხლებელი წყარო აღარ მყავს უკვე გვერდით, მხოლოდ მის გამო მიხაროდა ცხოვრება. ამოვიღრიალე სიმწრისგან მთელი სხეული მიცაცხცახებდა თვალები ჩამიწითლდა. მხარზე შეხება ვიგრძენი. – მაპატიე…- ამოთქვა ნაღვლიანმა.- ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა, მე რომ არა, დედაშენი ახლა ცოცხალი იქნებოდა. – მართალია, შენი ბრალია ,რაც შენ გამოჩნდი ჩემი ცხოვრება, აირია. - არა ამ ქვეყნიური თვალებით შევხედე და შევამჩნიე, როგორ შეეცვალა სახე შეცბუნდა და თვალები აუწყლიანდა. – იცი რას გეტყვი მემგონი მე არ შემოვჭრილვარ შენს ცხოვრებაში, ეს შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და თავს არ მანებებ.- განაწყენებულმა წამოიძახა და გაიქცა. ცოტახანში უკან ავედევნე მივხვდი, რომ გული ვატკინე. დავეწიე და მხარში ჩავავლე ხელი. – მოიცადე სად მიდიხარ? – ჯანდაბაში,წამოხვალ?!- ჩაიდუდღუნა. – გგონია, ამ უკუნით სიბნელეში მარტოს გაგიშვებ.- ბოხი ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი. – უშენოდაც გავიკვლევ გზას, მადლობა. – საინტერესოა, რით?- ვკითხე მე და მან მობილირი ამოიღო უნდოდა ფანარი ჩაერთო, თუმცა ტელეფონი გაეთიშა. – ჯანდაბა, ესეც რომ არ მუშაობს არაუშავს არ დავიკარგები.- თქვა და ჯიუტად განაგრძნო გზა. – დეა, ნუ ჯიუტობ უბრალოდ ჩაჯექი მანქანაში თანაც ახლა კაპრიზების დრო არ არის შენები ალბათ ღელავენ მობილურიც გამორთული გაქვს. – ოფ, კარგი ჩემების გამო ჩავჯდები არ მინდა ჩემები ვანერვიულო განსაკუთრებით ერეკლე. მთელი გზა,.ხმა არ ამოუღია ისე იჯდა. – მადლობა.- მივუგე მე. – რისთვის მიხდი მადლობას? – ყველაფრისთვის მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავი და ბოლო წუთებში დედას ბედნიერება მიანიჭე სხვათა შორის გამიკვირდა. – აბა, რა მექნა მომაკვდავ ადამინს გულს ვერ დავწყვეტდით თანაც მას შენი ბედნიერება უნდოდა, მართალია ტყუილი ვთქვი, მაგრამ ასე იყო საჭირონმშვიდად რომ დაეძინა. - ფანჯარის მინაზე მიედო თავი და ისე მესაუბრებოდა. ძალიან გვიან იყო, უკვე საათი ღამი 01:00 მიჩვენებდა. მთელი გზა, ჩუმად იჯდა და შემდეგ კი შევნიშნე, როგორ ჩამოეძინა. ახლა რაღა უნდა მექნა, მისი მისამართი მე არ ვიცოდი გაღვიძება კი არ მინდოდა ძალიან გადაიღალა. თავი კუთხეში ჰქონდა გადაწეული შემეცოდა მობრეცილი,რომ იწვა თავი გავუსწორე და სავარძელზე კომფორტილად მოვათავსე. უეცრად გამახსენდა, მე ხომ ერთხელ ვიყავი, როდესაც ტკბილეული და წამლები დავუტოვე. ცენტრალურ გზაზე წავედი და ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონისკენ ავიღე გეზი. მაინც რას გვიშვრება ეს ცხოვრება, მდინარე, რომ კალაპოტოდან გადმოვა და აირევა, ჩემი ცხოვრებაც ისე ამოვარდა თავის კალაპოტიდან და აირია, გაურკვევლობაში ვიყავი ჩავარდნილი და აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. იმ ასი ცხვრიდან, ის ერთი რომელსაც გზა აებნა და ვეღარ იკვლევდა სწორ გზას მეც ისე ვიყავი მეც ჩამოვრჩი უფლის გზას, დავიკარგე და დავკარგე სიმშვიდე. თითქოს ჩემში რაღაც იცვლებოდა და ძველ დანიელს ანადგურებდა კლავდა. სინათლე სიბნელემ ჩაანაცვლა და ჩააქრო ყყველაფერი კარგი ჩემში. ვიცოდი, რომ არ უნდა დავცემულიყავი სულით, თუმცა ეს რთული აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც არ უნდა ეცადო დაიცვა შენი გული სიბნელისგან ყოველთვის ვერ გამოგივა ამის გაკეთება. მის მივუახლოვდი დეას დასახლებას და მანქანა გავაჩერე. მისკენ შევბრუნდი, რომ გამეღვიძებინა, მაგრამ ისე ტკბილად ეძინა შემეცოდა გამეღვიძებინა. სახე ჩემსკენ ჰქონდა შემოტრიალებული თმები წინ ქონდა გადმოყრილი და ტუჩები წინ წამოეწია. ძილში ანგელოზს გავდა. არ მინდოდა მისი გაღვიძება, მაგრამ სხვა გზა, არ მქონდა აქ ვერ ვიჯდებოდით ასე უსასრულოთ. – დეა, გაიღვიძე მოვედით.- დავუძახე. – უმ..- ამოიკნავლა. – გაიღვიძე..- ხმა მაღლა წარმოვთქვი მისი სახელი და შევანჯღრიე. მანაც წამოყო თავი და შემომანათა თავისი ჰაკისფერი თვალები. – რა ხდება?- წამოიძახა და გასწორდა. – მოვედით უკვე შენს კორპუსთან ვართ. – ჰო… აქ ჩამეძინა?- მითხრა დაბნეულმა და თავზე მოისვა ხელი. – კი. – რატომ, არ გამაღვიძე მერე. კარგი,როგორც არის, მადლობა აქამდე რომ მომიყვანე.- მომიგო მან შემდეგ მანქანის კარები გამოაღო და გადავიდა. ბოლოწუთამდე იქ ვიყავი სანამ თვალს არ ამოეფარა. მანქანა შემოვაბრუნე და სავაადმყოფოში წავედი. ახლა ყველაზე მეტად იქ არ მინდოდა.დაბრუნება ადგილი სადაც დედის ცივი სხეული დახვდება ამის გაფიქრებაზე შინაგანად ვინგრეოდი.სავადმყოფოში მივედი და ყველაფერი მოვაგვარე დედას სამ დღეში დავკრძალავ. მისაღებ ოთახში ნაცნობს თუ უცნობს მოეყარა თავი და ყველა იზიარებდა ამ ტკივილს. არ მინდოდა ამის დაჯერება, რომ დედა აღარ არის ჩემი მუდამ მხიარული და თბილი სოფია. მტანჯავდა ეს და მანადგურებდა შინაგანად საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი. იქვე კუთხეში ვიჯექი და ვუყურებდი მის ცარცივით თეთრ სახეს. დიდხანს ვეღარ ვჩერდები იქ და ჰაერზე გავდივარ დღეს წესი უნდა აუგონ ლაშა გვერდით ამომოდგა და მამშვიდებდა. უეცრად ნაცნობი სახე გამოჩნდა თვალებს ვერ ვუჯერებდი ეს ხომ დეა, იყო. – რა მოხდა? ასეთი რა დაინახე?- მკითხა ლაშამ. – დეა… _ რა? – დეა, მოვიდა.- ჩავილაპარაკე მის გასაგონად. ის მოგვიახლოვდა და ჩემ წინ გაჩერდა. – გამარჯობა. – აქ რას აკეთებ?!- მოქუფრული სახით შევეკითხე. – რაა? – აქ მოსვლა, როგორ გაბედე!?- წამოვიძახე მკლავში მტკივნეულად ჩავავლე ხელი და გავიყვანე. – რას აკეთებ გაგიჟდი?- დამიყვირა – ხო, გავგიჟდი! აქ რისთვის მოხვედი?- სიმწრით წარმოვთქვი.- შენ გამო დედაჩემი მოკლეს ხვდები ამას თუ არა, ყველასთვის ზიანი მოგაქვს! – რაა? ანუ მაინც მე მდებ რლას, დედაშენის სიკვდილში?- წამოიძახა ჩამწყდარი ხმით. – კი. – იცი რას გეტყვი ეგოისტი ხარ, რომელიც საკუთარი თავის გარდა ვერავის ხედავს ეკლესიურ ცხოვრებით კი ცხოვრობ, მაგრამ ეგ შენ არაფერში დაგეხმარა. მე კი არა შენ ხარ დამნაშავე დიახ, შენ. შენ რომ არ შემოჭრილიყავი დაუკუთხავად ჩემს ცხოვრებაში და იმ დღეს რესტორანში არ გამოჩენილიყავი ახლა ეს ყოველივე არ მოხდებოდა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეს გააცნობიერო მე მაბრალებ ყველაფერს. მეტის ღირსი ვარ აქ არ უნდა მოვსულიყავი.- გაბზარული ხმით წამოიძახა და გაიქცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.