შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯერ გულს უყვარდება (თავი1)


21-06-2024, 17:58
ავტორი KeSsy
ნანახია 795

ისტორია დაფუძვნებულია რეალურ ამბავზე


ამბობენ ერთ გულს მეორე დანახვიდან 3 წამში უყვარდებაო, ნუთუ მეც ასე მალე შემიყვარდი, ნუთუ ვერ ვიგრძენი, ნუთუ ვერ დავინახე !? თავი სიზმარში მგონია , თვალი რომ გავახილო გაქრები ?? თუ ისევ ჩემი ხელი გეჭირება? ვერც ვხვდები, მინდა თუ არა გაღვიძება.
ეჰ , ნეტავ სიყვარულიც ისეთივე მარტივი იყოს როგორც შეყვარება .
***
2013 წელი , II სასწავლო სემესტრი.
პირველად რომ შევხვდი მეხუთე კლასის მოსწავლე ვიყავი, მგონი მაშინ დაიწყო ყველაფერი.
სკოლიდან გამოსული , სრულიად დაღლილს რომ დამეჯახა ჩემზე ორი თუ სამი თავით მაღალი , ასაკითაც აშკარად საკმაოდ უფროსი ბიჭი. მახსოვს წავიქეცი და თავი დავარტყი , კაბა მეცვა და იმაზე უფრო მეფიქრებოდა ტრუსი არ გამომიჩნდესთქო ვიდრე გატეხილ თავზე. მახსოვს გაქცეული უკან მობრუნდა , ადგომაში დამეხმარა , პირველად ამ დღეს ვიგრძენი მისი მზრუნველობა , პირველად მაშინ ვიგრძენი მზრუნველობა უცხო ბიჭისგან. მესიამოვნა , თუმცა მაშინ სახელი ვერ დავარქვი ამ შეგრძნებას.
-ძალიან გატკინე ? მაპატიე ! მოდი დაგეხმარები... - ნერვიულად მოძრაობდა ბიჭი ჩემს თავთან - თავი დაარტყი? -სისხლიან ხელზე დაიხედა და უფრო ნერვიულად დაიწყო ჩანთაში რაღაცის ძიება
- არაფერია , არაუშავს, კარგად ვარ ! -ნაძალადევად გავუღიმე უცნობს და ფეხზე წამოდგომა ვცადე
- ფრთხილად ! ძლიერად დაგირტყამს თავი....
ეს დღე ბუნდოვნად მახსოვს , თუმცა კარგად მახსოვს ის ადამიანობა , რაც ამ პატარა ბიჭმა გამოიჩინა ჩემს მიმართ . ნეტავ ადამიანებს გრძნობის ფურცელზე გადატანა მთელი სიზუსტით შეეძლოთ. მაშინ ხომ შევძლებდი ზუსტად აღმეწერა ის მზრუნველობა ყურადღება და სითბო რამაც ჩემში სიკეთის კიდევ ერთი მარცვალი გააღვივა და იმდენად გაიდგა ფესვი,რომ ვფიქრობ სამუდამო იქნება ის ნაყოფი რასაც ის გამოიღებს.
2016 წლის მარტი
ჩვენი მეორე შეხვედრა იმ დღეს შედგა როცა პირველად დამითხოვეს გაკვეთილიდან, მახსოვს ჩვენი ქიმიის მასწავლებელი დაგვიანებას ვერ იტანდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩემი დათხოვნისა , იმდენად ვჩქარობდი გაკვეთილზე რომ კიბეზე ასვლისას ფეხი დამისრიალდა, გაუაზრებლად ხელი მას მოვჭიდე,მოულოდნელობის გამო მასაც გაუჭირდა თავის შეკავება, ორივე წავიქეცით. სერიოზული დაზიანება არცერთს მიგვიღია რადგან მეორე თუ მესამე საფეხურიდან დავეცით . სასწრაფოდ წამოვდექით , მე ტანსაცმელი გავიწმინდე , ბოდიში- მეთქი ჩემთვის ჩავილუღლუღე დარცხვენილმა და ჩემი კლასისკენ გავეშურე სწრაფი ნაბიჯით.
საკვირველია , ალბათ რამდენჯერ ჩაგვივლია ერთმანეთთან ძალიან ახლოს , თურმე ერთ სართულზე ვსწავლობდით , მისი სახე,თუმცა ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის , მაინც არასდროს შემიმჩნევია , არასდროს მომიკრავს თვალი , არასდროს მიმიქცევია ყურადღება, მისი სახელიც კი არასდროს მომხვედრია ყურში , მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი საერთო ნაცნობი გვყოლია თურმე.
გაკვეთილიდან დათხოვნილს რა უნდა მეკეთებინა ? კლასის პირდაპირ სართულშორის კიბეზე ჩამოვჯექი და ველოდებოდი როდის გავიდოდა ნახევარი საათი რომ კლასში შევსულიყავი. უცებ ზურგს უკან ხმა შემომესმა, სიცილნარევი , ღიმილიანი სახე მიახლოვდებოდა და ჩემს გვერდით ადგილის დაკავებას ლამობდა ...
-აი თურმე სად გეჩქარებოდა, პატარა ქალბატონო ! - ჩემს გვერდით ადგილი დაიკავა უცნობმა სხეულმა , რომელიც არც ისე უცნობი იყო ჩემთვის ...
-უკაცრავად ? - გამოვეპასუხე ხმას . ალბათ რთული არ იქნებოდა იმის წარმოდგენა რა უხერხულად ვგრძნობდი თავს გაკვეთილიდან გამოშვებულს ზუსტად ის ბიჭი რომ დამატყდა თავს რომელთანაც 15 წუთის წინ ის შემთხვევა მაკავშირებდა.
- ინგა აფრასიძე ... - ჩემი კლასისკენ გაიხედა და მასწავლებელზე მანიშნა.
- ჰოო ... არ უყვარს დაგვიანება - (მე)
- კარგია , თორემ ახლა მარტო მომიწევდა აქ ჯდომა - ჩუმად ამოიხითხითა ბიჭმა , მეც გამეცინა. - ლადო ! - თავი გამაცნო ლადომ
- ელენე -გამოწვდილ ხელზე დავხედე ,სისხლი შეხმობოდა ... - ცოტა დამიშავებიხარ ...
- არაფერია , ქორწილამდე დამავიწყდება - ხელი უკან წაიღო და მეორე ხელი გადაუსვა რამდენჯერმე , მე ჩანთიდან სანტავიკი ამოვიღე და დაზიანებულ ხელს წავეტანე...
- მომცემ? (მე)
- ხელს?- ჩაიცინა ლადომ - აჰა , შენი იყოს
- როგორი ხუმარა ყოფილხარ - გამეცინა, ძალიან პოზიტიური,სასიამოვნო ენერგია მოდიოდა ამ ადამიანისგან.
ჭრილობაზე სანტავიკი გადავაკარი.
სასიამოვნო დიალოგი შედგა , თურმე იმ დღეს ლადოც გამოუშვეს გაკვეთილიდან , თუმცა ძალიან მიკვირდა , რა მიზეზით შეიძლება გამოეშვათ ასეთი ზრდილი მოწესრიგებული ჩამოყალიბებული "მამაკაცი" . როგორც შემდეგ მისგან გავიგე გამიზნულად გამოსულა გაკვეთილიდან , ვინაიდან იცოდა რა ბედი ელოდა ინგა აფრასიძის გაკვეთილზე დაგვიანებულ მოსწავლეს და თვალიც მოუკრავს , როგორ დავაკაკუნე შესვლამდე კლასში ,რომლიდანაც მისი ხმა გამოდიოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent