შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი ქალიშვილი ( მეორე)


15-07-2024, 23:59
ავტორი ვე რა
ნანახია 1 208

მისი ქალიშვილი
2
#მისიქალიშვილი

ერთ დროს ჩემს საყვარელ ეზოში თითქოს დრო გაჩერებულიყო. მხოლოდ ჩემი ხელით დარგულ მცენარეებს შეეცვალათ ზომა და ფორმა. სხვა ყველაფერი იგივე იყო. თუმცა აღარც ძველებურ სიმშვიდეს ვგრძნობდი და აღარც ბედნიერების უსაზღვრო შეგრძნებით ვიყავი სავსე.
_ რა ლამაზია, არა დედა?_ იქაურობა აღფრთოვანებით მოათვალიერა ნენემ. მაშინ , როცა ამ ეზოს ვაწყობდით, ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ აქ სულ ცოტა ოთხი ბავშვი მაინც ითამაშებდა და ჩვენი ბედნიერი ცხოვრების დასაწყისშივე დავაპროექტეთ სათამაშო კუთხე. განიერი საქანელებით, პიკლერის თაღებით და სხვა გასართობებით. განსაკუთრებით მიყვარდა ხოლმე ეს კუთხე, რადგან ის უცილობლად ბედნიერი მომავლისთვის იყო გათვლილი. ახლა კი ჩემი გოგონა იდგა და სწორედ ამ ადგილს შესცქეროდა თვალანთებული.
_ დედიკო შეიძლება?_ ცქმუტავდა ერთ ადგილას.
_ არა!_ ვუთხარი ბავშვს მკაცრად და მეტი სიმკაცრისთვის თავიც გავაქნიე უარის ნიშნად. _ ეგ ძველი ადგილია, და საქანელებიც არაა უსაფრთხო ნენე!
ამასობაში მძღოლმა მანქანიდან რამდენიმე ქაღალდის ჩანთა ამოიღო. ერთი მათგანიდან აშკარად სათამაშო წითელი სახანძრო მანქანა მოჩანდა . თვალი გამიშტერდა იმ სათამაშოზე. იასემ მაშინვე შეამჩნია ჩემი ინტერესი და მძღოლს სწრაფად ანიშნა გაგვცლოდა. ირონიულად ჩამეცინა. ალბათ ზუსტად ნენეს ხელა უნდა ყოფილიყო ის ბავშვი და როგორც სათამაშოთი მივხვდი ალბათ ბიჭი იყო.
_ ახლა რას აპირებ იასე?_ ვკითხე ზიზღით. რაც არ უნდა უცნაური იყოს წარსული ღალატის აშკარა მტკიცებულებამ გამაღიზიანა. _ მითხარი ბოლო_ბოლო რა გინდა ჩემგან?
_ სახლში შემოდი ლუ!_ მიპასუხა ცივად. ზურგი მაქცია და პირველი თავად შევიდა. ისევ წარსული გამახსენდა. მაშინ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო.

_ ასე ამბობენ ქმარმა ცოლი ხელში აყვანილი უნდა შეიყვანოს ახალი სახლის ზღურბლზეო!_ იცინოდა ის და ჩემს დაჭერას ცდილობდა.
_ არ მჯერა მე მაგ ცრურწმენების!_ ვიცინოდი მე.
_ მოდი ჩემთან!_ ორი ნაბიჯიც არ დასჭირდა ისე დამიჭირა. ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
_ და აჰა ისიც, საზეიმო პირველი ნაბიჯი ახალ ცხოვრებაში! გპირდები, აქ ბედნიერი იქნები ლილუ!_ პირობა პირობად დარჩა. თურმე ყველა სურვილის არ უწერია ასრულება.
წარსულის გახსენებამ თვალები ცრემლით ამივსო.
უკან მოიხედა, რომ მიხვდა არ მივყვებოდი.
_ ნეტავ არასდროს დამედგა ამ სახლში ფეხი იასე!_ ვიცოდი ახლაც კი გულს მოვუკლავდი ამ სიტყვებით.
_ რას ვიზამთ! ბედისწერაა ყველაფერი ძვირფასო! _ მხრები აიჩეჩა მან და დაცვას ანიშნა. ორი ზორბა კაცი უგრძნობი სახით დაიძრა ჩვენკენ. მივხვდი წინააღმდეგობას არ ჰქონდა აზრი. ბავშვს ხელი მოვკიდე და სახლში შევაბიჯე.
სახლიც ისევე როგორც ეზო ძველებურად დამხვდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ერთი საათის წინ გამოსული ვბრუნდებოდი უკან. უცნაური გაორებული გრძნობა მქონდა, თან რატომღაც მსიამოვნებდა ეს უძრაობა, თან მძულდა ყველაფერი და ძლივს ვიკავებდი თავს იქაურობა არ დაემსხვრია, სწორედ ისე, როგორც იქაურობამ დამიმსხვრია ერთდროს გული.
_მძიმე ნაბიჯებით გაემართა თავისი კაბინეტისკენ. არაფერი უთქვამს. მე კი ველოდი რომ რამეს მეტყოდა, მეჩხუბებოდა არ ვიცი იქნებ უარესიც მომხდარიყო რამე. ყველაფერს ველოდი დუმილის და იგნორის გარდა. ვიღაც ლიას მოუხმო. სამზარეულოდან ქალი გამოვიდა .
_ ლია, ბავშვს აჭამე რამე გემრიელი! აი ის მარწყვის ტორტი მაგალითად, მაცივარში რომ ვნახე დილას!
_ მარწყვის ტორტი? _ ისე გაიოცა ჩემმა მსუნაგმა გოგომ, თითქოს ნაგემი არასდროს ჰქონოდა. ხელი გამიშვა და ბედნიერი სახით გაეკიდა სრულებით უცნობ ქალს აღთქმული ნუგბარის მისაღებად. თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე. მაგრამ ხელი არ შემიშლია, რაც ნაკლებად დავსტრესავდი ბავშვს მისთვისვე უკეთესი იქნებოდა.
_ იასე! _ დავუძახე უკვე კარებთან მისულს. მომხედა._ რას ნიშნავს ეს? რას ელოდები ჩემგან?
_ ყოველთვის ასეთი მოუსვენარი იყავი, არასდროს იცდიდი, სულ დროს ასწრებდი! მომენატრა შენი ხმაური და მოუსვენრობა ამ სახლში! _ მიპასუხა და ისევ ზურგი მაქცია.
_ იასე..._ ისევ დავუძახე. ხელი ასწია და სიტყვა გამაწყვეტინა.
_ ოთახში ადი ლუ!_ ისე მიპასუხა თითქოს ამ სახლში ისევ მეკუთვნოდა ოთახი.
_ შენ სულ გაგიჟდი არა?_ ვეღარ შევიკავე თავი._ რა ოთახში? რომელ ოთახში ? ლევანი ალბათ გიჟს ჰგავს!
ჩემს სიტყვებზე გაშეშდა. სახე მოექუფრა. თვალები ბრაზით და სიძულვილით აევსო.
_ გეძებს არა? გიჟს ჰგავს ხომ?_ რამდენიმე ნაბიჯში მომიახლოვდა. მის უეცარ სიახლოვეზე შევცბი და უკან დავიხიე._ ის გეძებს არა? ნერვიულობს ხომ? და შენ ამაზე დარდობ?
გრძელი ერთ დროს ჩემი საყვარელი თითები ყელზე შემომაჭდო. ისე ახლოს დაიხარა რომ მის თვალებში საკუთარი გამოსახულება დავინახე. შეშინებული სახით , გაფართოებული თვალებით მიყურებდა ჩემი თავი მისი სულის სარკიდან.
_ და ჩემზე დარდობდი მასე, როცა მიმატოვე? ჩემ გამოც სწუხდი? ფიქრობდი, რომ მეც გიჟივით გეძებდი?_ თვალები ჩემს სახეზე მოატარა. მზერა შეეცვალა. სიძულვილი სურვილმა ჩაანაცვლა._ არასდროს გესმის? არასდროს აღარ გახვალ ამ სახლიდან! ჯობია შეეგუო ამას! ჯობია მშვიდად იყო!
_ იასე, ლევანი მომძებნის და ეჭვი არ შეგეპაროს შენამდეც მოვა! მას შენნაირი მკვლელების და მოღალატეების არ ეშინია! არც შენნაირი განგსტერების! არც შენნაირი გამტაცებლების! შენ მას ვერ შეაჩერებ იასე! მე რომც ვთქვა მასზე უარი, ის საკუთარ ქალიშვილზე არ იტყვის უარს! გესმის?_
_ ეს ბავშვი ჩემი უნდა ყოფილიყო წესით! ეს ბავშვიც და შენც, ორივე ჩემი უნდა ყოფილიყავით! მე, მე უნდა მეხარა თქვენით! მაგრამ შენ ასე გადაწყვიტე! ხოდა მოვა და მოვიდეს, ის მოითხოვოს რაც კანონიერად ეკუთვნის, ვერ დავუკავებ და გავატან! მაგრამ რაც ჩემია, ჩემთან დარჩება! გასაგებია შენთვის?_ ისე მძიმედ სუნთქავდა. ვხვდებოდი სულ სხვა ფიქრი უელავდა თავში. თავს მაჩვენებდა, რომ ვძულდი, მაგრამ მის შეხებაზე, მის მზერაზე მივხვდი, რომ ჩემი სურვილით კვდებოდა.
_ მე შენი სათამაშო არ ვარ იასე! არც ნივთი, ვარ, რომ გეკუთვნოდე! როგორ გგონია მე ნენეს გარეშე შენთან დავრჩები? შენ საერთოდ არავინ არ ხარ ჩემთვის! ერთი მოღალატე სულმდაბალი კაცუნა ხარ! მკვლელი ხარ, მკვლელი!_ ვცდილობდი მისი მარწუხის თითები მომეშორებინა ვნებააშლილი რომ დაატარებდა ჩემს სხეულზე.
_ მაგ სისულელეებით თავი შენმა ქამარმა გამოგიტენა?_ ჩაეცინა და მხარზე დამაკრო ტუჩები._ ოჰ, როგორ მომენატრე ლუ!
დაიჩურჩულა ჩემს ყელში.
_ ოჰ, როგორ მომენატრა შენი სურნელი ჩემო მტარვალო! არაუშავს ახლა უამრავი დრო მექნება, რომ გამოტოვებული დრო ავანაზღაურო!_ უმწეობისგან და უძლურებისგან ტირილი დავიწყე. ვცდილობდი თავის შეკავებას, მაგრამ არ გამომდიოდა. ვერ ვსუნთქავდი რომ მეხებოდა.
_ ამდენად გძულვარ ლუ?_ ოდნავ გაიწია და ლოყაზე ცრემლები თითებით შემიმშრალა._ ამდენად შემიძულე? ვინ არის ის ასეთი, რომ ჩემი სიყვარული დაგავიწყა?
ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.
_ სულ შემთხვევით ზუსტად მაშინ გიპოვნე, როცა შენი პოვნის იმედი გადამეწურა ლუ! ვერ იქნება ეს უბრალო დამთხვევა! შენ ხუთი წელია ჩემი ციხე ხარ! და მე საკუთარი ცოდვებისთვის პასუხი უშენობით ვაგე!
მაგრამ შენ? შენ როგორ აპირებ დანაშაულის გამოსყიდვას?_ მხრებში მომკიდა ხელები და ოდნავ გამწია_ არ მინდა ვიფიქრო, რომ მთელი ეს დრო ვიღაც სხვა გეხებოდა! ამას დავივიწყებდი და მასაც ამოვშლიდი შენი გონებიდან, ცხოვრებას ახლიდან დავიწყებდი, რომ არა მისი არსებობის ასეთი მშვენიერი მტკიცებულება_ მისი ქალიშვილი!
ასე რომ ადი ლუ შენს ოთახში, იმედია გახსოვს სადაც არის! ადი და დრო მომეცი მოვიფიქრო, რას ვიზამ ამის მერე!_ თავი ამაწევინა, თვალებში ჩამხედა და ისე მოულოდნელად მაკოცა, თავის არიდება ვერ მოვასწარი. ყველა ტკივილი გააცოცხლა ამ კოცნამ ჩემში. და ყველა ის მშვენიერი გრძნობაც, რომლებიც ამდენი წამების შემდეგ შევკუჭე გულის და მეხსიერების შორეულ სივრცეებში.
_ მაპატიე ლუ!_ მიჩურჩულა კოცნასა და კოცნას შორის_ მაპატიე რომ ჩვენი ბედნიერებიდან გაქცევის უფლება მოგეცი!



№1 სტუმარი ..

მალე გააგრძელე,საინტერესოა????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent