შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილთა ოცნებანი (ნაწილი მეორე)


3-08-2024, 14:05
ავტორი WhSCrow
ნანახია 286

ნაწილი მეორე გრძელვადიანი მოგზაურობა


სამასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ამბავი დაიწყო. ახლა მე დიდი ქონება დავაგროვე, გავხდი კორპორაციების პრეზიდენტი, მფლობელი და მილიარდერი. თუმცა, შემდეგი ამბავი არა ჩემზეა, არამედ მათზე, ვინც ჩემნაირი უკვდავი არაა.

ანას ბრძოლა ცხოვრებასთან

ანა იყო ერთი ჩაკეტილი გოგო, რომელსაც არც ოცნება ჰქონდა, არც არავინ უყვარდა და არც სურდა სიცოცხლე ცოდვილთა მიწაზე. ხშირად ცდილობდა სუიციდს: ხან თოკს გაბავდა, ხან ვენებს გადაიჭრიდა, ხანაც სხვა ხერხებს იყენებდა. მიუხედავად მისი მცდელობებისა, არ კვდებოდა. ამის გამო, მისი მშობლები არა ერთ ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს მიადგნენ, მაგრამ ვერავინ დადგინა, რატომ სურდა ანას . ამიტომ ეს მიზეზი აუხსნელი დარჩა.

ღმერთთან საუბარი

ანა ხშირად მიმართავდა ღმერთს:

-გამარჯობა, ღმერთო. მე ანა ვარ. რატომ არ გინდა, რომ შენთან წამოვიდე? რატომ არ მიშვებ შენთან? მე არ მინდა ვიცოცხლო ცოდვილთა მიწაზე და არ მინდა მქონდეს ოცნება. გევედრები, რომ სიკვდილი მაცადო და საბოლოოდ შენთან მოსვლის უფლება მომცე.

უსასრულო მცდელობები

მიუხედავად მისი სუიციდის მცდელობებისა, ანას ღმერთი არ უშვებდა, თუმცა ის არ ჩერდებოდა. ერთ დილას ოთხ საათზე ხიდიდან გადახტომა გადაწყვიტა, მაგრამ მაშველმა გადაარჩინა და ჯარიმა გამოუწერა. მშობლებს ეს მდგომარეობა ყელში ამოუვიდათ და სხვა ადგილას გადავიდნენ, ხოლო ანა მიატოვეს.

პოლიციის ჩარევა

ამის შემდეგ, ანას პოლიციაში ხშირად მიჰყავდათ. ერთ დილას, ანამ გადაწყვიტა, რომ ქალაქში ყველაზე მაღალი შენობის სახურავიდან გადახტომა ეცადა. იგი ავიდა მაღალ სართულზე და გადახტომა გადაწყვიტა, მაგრამ ფანჯრიდან ვიღაც ქალმა ხელი წამოავლო და გადაარჩინა.


დიალოგი გადარჩენასთან

ამ ქალთან დიალოგი დაიწყო:
"რატომ გააკეთე ეს?" - ჰკითხა ქალმა.
"იმიტომ, რომ ცოდვილთა მიწაზე არ მინდა ვიცოცხლო," - უპასუხა ანამ.
"მაგრამ შენ ხომ ცხოვრობ?"
"ამას ცხოვრება არ ქვია!"
"მაშ ცხოვრება რა არის?"
"ცხოვრება ისაა, რაც ყველას უნდა, მაგრამ არ აქვს!"
"მაშ, ყველას თავი უნდა მოიკლას?"
"კი, რატომაც არა!"

აზრთა გაცვლა

ეგრე რომ იყოს, ცოდვილთა მიწა სიკვდილით გაივსებოდა."
"არა, სიკვდილი ხსნაა!"
"და რატომ?"
"როცა კვდები, იწმინდები."
"მაშ სერიული მკვლელი, ვინც ბავშვები და ადამიანები აწამა, განიწმინდება?"
"არა, იმიტომ რომ ის წამებით მოკლეს."

თავის მიზნებზე საუბარი

"მაშ, შენ იმიტომ ხტებოდი, რომ ხსნა მოგეპოვებინა?"
"კი!"
"და მაინც, რატომაა ეს მიწა ცოდვილთა?"
"ხალხი უდანაშაულო ხალხს ხოცავს და დაუსჯელები დადიან!"
"და ამისთვის შენ თავს იკლავ? შენ ადგილას შევეცდებოდი, რომ ცოდვილთა მიწა შემეცვალა."
"მე ერთი უბრალო ქალი ვარ, რომელსაც არაფერი შეუძლია."
"რატომ თვლი ასე?"
"როგორ თუ რატომ? ასჯერ ვცადე სიკვდილი და არცერთხელ გამომივიდა!"
"სუიციდის ნაცვლად ხალხის დახმარება სცადე. იქნებ ეგ გამოგივიდეს."

ნატაშას ისტორია

"კარგი, მაშ ერთ ამბავს მოგიყვები ჩემზე. ერთ დღეს რესტორნიდან გამოვდიოდი და მოზარდები გამომეკიდნენ. ქუჩის კუთხეში დამიჭირეს, კარგად ჩამქოლეს და შემდეგ სექსუალურად იძალადეს. შემდეგ მომკლეს."
"როგორ თუ მოგკლეს?"
"მე უკვდავი ვარ, ისევე როგორც შენ."
"აი, ამიტომ არ ვკვდები!"
"მეორე დღეს დავადგი თავზე და ყველა სახე გავაძრე, პოლიცია დავაყენე და სამუდამოდ ციხეში გამოვკეტე."
"მე ანა ვარ."
"მე ნატაშა."
"ერთად შევუდგეთ ცოდვილთა მიწის გაწმენდას. ფინანსები მე მაქვს, შენ კი ხელები."
"კარგი, ასე იყოს."

ახალი დასაწყისი

ამ დიალოგის შემდეგ, ანამ და ნატაშამ გადაწყვიტეს, ერთად ეცადათ სამყაროს შეცვლა. ნატაშას ფინანსები და ანას მოტივაცია მათ საშუალებას მისცემდა, რომ ცოდვილთა მიწა მართლაც წმინდანთა მიწად გადაქცეულიყო. ეს იყო ახალი დასაწყისი, სადაც ორივე ქალს მიეცა შანსი, რომ საკუთარ თავებსა და სამყაროში ნამდვილი ცვლილება შეეტანა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent