გარდატეხა (სრულად)
ადამიანები ხშირად საკუთარი ილუზიების მსხვერპლნი ხდებიან, ავიწყდებათ რა არის რეალური, ნამდვილი, ობიექტური, ამ ყველაფერს კი როცა მიხვდებიან დროც ჰაერივით გაიფრენს და დავრჩებით ფრთამოტეხილი ჩიტივით. გასულ წელს, 1998 წელს, ჩემ მეგობარს, ლილი კალატოზს, დაუდგინდა კეთილ თვისებიანი სიმსივნე, თავის ექიმად მე ამირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიმძიმდა ემოციურად მასთან მუშაობა, მაინც დავთანხმდი, რადგან ვიცოდი მისთვის ეს რამხელა იმედი იქნებოდა თუ მე მის გვერდით ვიქნებოდი. ნახევარი წლის შემდეგ, ოპერაციების, ქიმიებისა და უამრავი წამლის ფონზე, ლილიმ გადაწყვიტა საკუთარი სულისთვისაც ემკურნალა, ალბათ ძალიან უცნაურად ჟღერს სულის მკურნალობა, მაგრამ როცა საკუთარი თვალით ვნახე რეალურად ამ სიტყვების უკან რა იდგა, მაშინ მივხვდი, რომ სულის გადარჩენაც შეიძლებოდა. 1999წლის მარტში, ლილი კალატოზს, ჩემი ბავშვობის ყველა წუთსა და წამს, ჩემს ყოველდღიურობას, გავყევი კაბადოკიაში, რათა საკუთარი სულისთვის ემკურნალა და ცდილობდა მეც ჩავეთრიე ამ ამბავში. მე ვარ ათინა დადიანი, ზოგადი ქირურგი, ჰიპოკრატეს ფიცი დავდე და ვალდებული ვარ ყველა ჩემი პაციენტის ჯანმრთელობაზე პასუხი ვაგო, ამიტომ არ მჯერა მედიცინის გარდა თუ კიდევ არსებობს რაღაც, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე იზრუნებს. დავბინავდით თუ არა ლილიმ წამიყვანა იქ, სადაც თავისი აზრით სულის მკურნალობა შესაძლებელია, იქ შევძლებ საკუთარი შიშებისთვის თვალის გასწორებას და მათზე გამარჯვებას, აქ უბრალოდ ლილის გამო ვიყავი, სულაც არ მჯეროდა ამ ფარსის რეალურად, მაგრამ ყველაფერი ლილისთვის. მთაზე ავედით, ჩვენ წინ უზარმაზარი სივრცე გადაიშალა, ყველაფერი ერთ კაეშანში იყო მოქცეული, საჰაერო ბურთებით მოჭედილი ვარდისფერი ცა, მიწაზე ადამიანები, რომლებსაც კარვები გაეშალათ და მზის ჩასვლას, ჩაისთან ერთად ხალიჩაზე წამოწოლილი უყურებდნენ ისე თითქოს ეს მათი უკანასკნელი სანახაობა იყო და მეტჯერ აღარ განმეორდებოდა, მთელი ემოციითა და აღტაცებით სავსე. ჩვენც ჩვენი ხალიჩა გავშალეთ, ზედ დავჯექით ფეხები გადავაჯვარედინეთ და ინსტრუქციას მივყევით, რომელიც ლილიმ ამიხსნა: -ათინა, თვალები დახუჭე! -კარგი რა ლილი, რა საჭიროა ეს ყველაფერი. -უბრალოდ მენდე, მინდა შენც გჯეროდეს. -კარგი შენ გამო გავაკეთებ. -თვალები დახუჭე და იფიქრე გულით და არა გონებით, რისი ეშინია შენს გულს, მიწას შეეხე ცალი ხელით, ცალ ხელში კი ეს ალმასის ქვები გამომართვი და მაგრად მოუჭირე.-ლილიმ ულამაზესი ალმასის ქვები ხელის გულზე დამილაგა და მეც მაგრად მოვუჭირე თითები. ცალი ხელით მიწას ვეხებოდი, ცალით კი ალმასებს, თავიდან გულში მეცინებოდა, ათინა რა სულელი ხარ ამ ყველაფერს რომ აკეთებ-მეთქი, მაგრამ წამიერად ტკივილი ვიგრძენი, ჩემი შიშები დაიძრნენ, თითქოს გათავისუფლება სურდათ, გაშვებას მთხოვდნენ, ამას ვგრძნობდი, ყველაფერი მტკიოდა, კონტროლს ვკარგავდი და დავიწყე ხმამაღლა ლაპარაკი: -მე ათინა დადიანს, მეშინია, საყვარელი ადამიანების დაკარგვის, მეშინია მარტო დარჩენა ამ ცხოვრებაში, მეშინია ტკივილის, ახალი ტრამვების, აღარ მაქვს ძალა რომ ამ ყველაფერს შევებრძოლო, აღარ მაქვს ცხოვრების გაგრძელების სტიმული, მეშინია დაცემის, რადგან წამოდგომის ძალა აღარ შემწევს, ლილის დაკარგვის მეშინია, რადგან მის გარდა აღარავინ დამრჩა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ის არის ჩემი ერთადერთი ოჯახი, ნუთუ ასეთი რთულია ჩემი გაგება, მე მხოლოდ ძალა მჭირდება, ცხოვრებასთან გამკლავები ის ერთი ნათელი წერტილი, რაც შემაძლებინებს...მინდა გავცურო, წყლის შიში აღარ მქონდეს, მინდა ზღვის სურნელი ისე ღრმად ვიგრძნო, როგორც სხვებს შეუძლიათ, მინდა სიამოვნება ბოლომდე ვიგრძნო, მინდა ბედნიერი ვიყო, ძალიან მინდა...-ძალაგამოცლილმა ალმასები ძირს დავყარე, თვალები გავახილე და ვიგრძენი თავისუფლება, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად ერთჯერადი მომეჩვენა, გაბრაზებული წამოვდექი და იქაურობას გავეცალე, დავტოვე ლილი თავის შიშებთან და სულის მკურნალობასთან მარტო. ქვიშიან სანაპიროს მივუყვებოდი ფეხშიშველი, ზღვისკენ ვერც ვიხედებოდი, თუმცა მასთან შერწყმის სურვილი იმდენად ღრმა იყო ამას არცერთი ჩემი „მე“ არ მალავდა, რომ მეცადა, იქნებ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მეცადა? არა ათინა, მშიშარა ხარ, მისკენ გაბედვასაც ვერ ბედავ. იქნებ შემიძლია? რა მჭირს, რაღაც რიტუალმა გონება სულ მთლად ამირია, ჩემთავს ვებრძვი. -ათინა დადიანო!-ლილის ხმა ქედიდან მოსწვდა ჩემს სმენას, ფეხშიშველი გამოიქცა დაღმართზე, ლამის წაიქცა ისეთი სიჩქარით მორბოდა, ვიცოდი განრისხებული, ქოქოლას დამაყრიდა და ღირსიც ვიქნებოდი, იქ დავტოვე მარტო და გავიქეცი, ჰო ნამდვილად გავიქეცი, ჩემს თავსა და შიშებს ისევ გავექეცი. -როგორ შეგიძლია, საკუთარ თავს ასე მოექცე? გგონია შენი საავადმყოფოს, შენი ფიცისა და მედიკამენტების გარდა, რომლითაც გგონიათ სამყაროს გადაარჩენთ, სხვა არაფერი არსებობს? რამე უფრო ადამიანური, სულიერი და წმინდა? გგონია ყველაზე ძლიერი ხარ? კარგი, ჩემი არ გჯერა და გგონია ეს რაღაც სისულელეა, ფიქრობ, რომ აქ ჩამოსვლაც სისულელე იყო და დროის ტყუილად კარგვა, შენთვის ხომ საავადმყოფოში გატარებული წუთები ხომ უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ოდესმე გიფიქრია საკუთარ თავზე? რა უნდა ათინა დადიანს, ამაზე გიფიქრია? -ათინას უნდა ლილი კარ... -გთხოვ არ დაასრულო, გულწრფელი იყავი, ცხოვრებაში პირველად, კარიერული წინსვლა გაქვს, მე ნამდვილ სურვილზე გეკითხები, რა გინდა ათინა? -სიმშვიდე მინდა ლილი. შიშებისგან გათავისუფლება, ტყვეობიდან თავის დაღწევა, აი რა უნდა ათინას, რას შეუძლია ეს მომიგვაროს? იმ ალმასებს? ამ მიწას? -საკუთარ თავს! -როგორ? -მოუსმინე შენს გულს, დაუჯერე და გააკეთე, უბრალოდ გააკეთე, ნუ აწონ-დაწონი, ნუ გადახარშავ გონებით, უბრალოდ გინდა და გააკეთე! საკუთარ თავს ცხოვრებაში პირველად სიამოვნება მიანიჭე, ირწმუნე და გადალახე! -და თუ ვერ შევძლებ? -კიდევ ცდი, იქამდე სანამ არ შეძლებ, დრო ბევრი გაქვს, უბრალოდ არ შეგეშინდეს! -გაცურავ ჩემთან ერთად? -საცურაო კოსტუმი რომ არ გვაქვს? -გაბედე ლილი კალატოზო! ერთი, ორი,, სამი, ღრმად ჩავისუნთქოთ და ჩავყვინთოთ...15 წლის შემდეგ, პირველად ვეზიარე ზღვის სურნელს, მის სიკამკამეს, მთლიანი სხეული მოვადუნე და უბრალოდ, როგორც კუნძი ისე ვტივტივებდი, ეს იყო თერაპია, ეს იყო პირველი ნაბიჯი ჩემს ახალ თავგადასავლებით დატვირთულ ცხოვრებაში. დილით თბილისში დავბრუნდით, ისევ ძველი ცხოვრების რიტმში ჩავჯექით. ლილის გამოკვლევების ჩატარების დრო იყო, რომ გაგვეგო მკურნალობამ საბოლოო შედეგი მოიტანა თუ არა. -ძალიან ვღელავ ათი. -ჩემო ანგელოზო, გაიხსენე რას მეუბნები ყოველთვის. -უბრალოდ გწამდეს! -უბრალოდ გწამდე! -ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია, მოემზადე, გარეთ ვიქნები. 3 საათი ველოდით პასუხებს, ეს დრო სამ საუკუნედ გაიწელა, შინაგანი ფორიაქი იმდენად დიდი იყო, ერთმანეთსაც კი ვერ ვანუგეშებდით, ამ დროს ალბათ ბედს უნდა დამორჩილდე და დაელოდო. -ქალბატონო ათინა, პასუხები მოვიდა, თქვენს კაბინეტში დავტოვე. -მადლობა ინა. -წავიდეთ და დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად არის. -არა ათი, შენ წადი, მე არ შემიძლია, უბრალოდ მითხარი ჩემი ცხოვრება დამთავრდა თუ არა. -კარგი, დამელოდე. დიდხანს ვიჯექი კაბინეტში, თეთრი კონვერტით ხელში, სადაც ჩემი ოჯახის განაჩენი იყო, როგორ გინდა გახსნა და წაიკითხო, მეშინია, თქვენ, მკითხველო არ შეგეშინდებოდათ? ვხსნი, მაგრამ ვერ ვუყურებ, თვალებს ვახელ, მხოლოდ შედეგს ვხედავ... -რამდენი ხანია გელოდები, რა ხდება ათინა პირდაპირ მითხარი, გთხოვ. -უბრალოდ გწამდეს! -ათინა? -სუფთა ხარ ლილი, არაფერი არსებობს. -ახლა გჯერა? -რისი ლილი? -კაპადოკიის ძალის! -გთხოვ, არ გინდა. -გგონია, ეს მხოლოდ შენი მედიკამენტების დამსახურებაა? სულის სიმშვიდე და რწმენა უფრო მეტია, ვიდრე მედიცინა, შეიგნე ეს ბოლოს და ბოლოს. -კიდევ წავიდეთ! მე და ლილიმ გადავწყვიტეთ, ცოტახნით საცხოვრებლად კაპადოკიაში გადასვლა, სახლი ვიქირავეთ, ულამაზესი ხედით, დიდი აივნით, აივანს ცალკე დატვირთვა აქვს, ფიქრისთვის, სიმშვიდისთვის განკუთვნილი ტერიტორიაა, სადაც სულ სხვა ადამიანად შეიძლება იქცე. გამთენიისას, გორაკზე მარტო წავედი, ლილის გაღვიძება არ მინდოდა. ინსტრუქციას მივყევი და დავიწყე, საკუთარი შიშების გამოდევნა, თვალები დავხუჭე და დედა დავინახე, ისე ახლოს იყო, მის სურნელს ვგრძნობდი, მითხრა: -ათინა, შვილო, საკუთარ თავს მოერიე, თუ ერთხელ დანებდები, ყოველთვის მოგიწევს ფარ-ხმალი დაყარო, არ შეეჩვიო უმწეობას. შენ რომ დაიბადე, მაშინ შევიგრძენი ჩემი ცხოვრების არსი, შენ და მამა იყავით ჩემი ცხოვრების ის წერტილი, რომლის გამოც თავსაც შევწირავდი, ასეც მოხდა, თქვენ გამო ვარ ბედნიერი ამ ზეციერში, თქვენ გამო ვიყავი ბედნიერი მანდ მიწიერში, არასდროს დაგვივიწყო და არ დაივიწყო საკუთარი თავი, ვინ იყავი, ვინ ხარ და ნუ იფიქრებ ბევრს იმაზე ვინ იქნები. ვიცი წყალი გაშინებს და არ გინდა შეეხო, ალბათ ეს ჩემი ბრალიც არის, იმ წელს დასასვენებლად ვიყავით გონიოში, ისე გიხაროდა, ისეთი ბედნიერი იყავი, გახსოვს მეუბნებოდი „დედი, მიყურე, დელფინივით გავცურავ ზღვაში, ჩემს მეორე სახლში“ მართლაც, როგორც დელფინი ისე ცურავდი, მაგრამ იმ დღეს, გულმა მიგრძნო, რომ არ უნდა შესულიყავი ზღვაში, აბობოქრებული, დაუოკებელი ჟინით მოხეთქავდნენ ტალღები ნაპირზე, მაგრამ შენ არ დამიჯერე, წახვედი შორს გაცურე, თვალიც კი ვეღარ გწვდებოდა, შენკენ მოვცურავდი, ფერდაკარგული გიპოვე და ზურგზე მოკიდებული მიგიყვანე ნაპირზე, გულის მასაჟი, ხელოვნური სუნთქვა რა აღარ ვცადე და გონს მოგიყვანე, იმ დღეს პირველად შემეშინდა შენი და საკუთარი თავის დაკარგვის, რადგან უშენოდ არავინ ვარ შვილო, სწორედ იმ დღეს მომეცი პირობა, რომ ასე არასდროს შემაშინებდი და წყალს აღარ გაეკარებოდი, ათინა, დედი მოვიდა დრო, რომ ეს პირობა დაარღვიო და ისევ დელფინივით გაცურო ჩემო ანგელოზო. -დედა, მენატრები. -ჩემი შენდამი სიყვარული უსაზღვროა შვილო, ირწმუნე, შეიყვარე და გრძნობდე იქამდე, სანამდეც გული მისწვდება. თვალები გავახილე და ჩემში სწორედ ის გარდატეხა მოხდა, რასაც 15 წელია ველოდები, თავისუფლებას ვგრძნობ, ახლა უნდა დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ შემიძლია გავცურო, შემიძლია ვირწმუნო, რომ ბედნიერება ჩემშია და მე ვარ მისი მამოტივირებელი ძალა. ვცურავ, როგორც დელფინი, ვცურავ, როგორც თავისუფალი... -კარგად ხართ?-წყალზე ვტივტივებდი განაბული, როცა მამაკაცის ხმამ მყუდროება დამირღვია. -კარგად ვარ დიახ.-შევწუხდი, როცა ძლივს მოპოვებული სიმშვიდე დამინგრიეს, ამიტომ მამაკაცისთვის ზედაც არ შემიხედავს, ისევ განვაგრძე მშვიდად ყოფნა. -მაპატიეთ, შეგაწუხეთ უბრალოდ, იმდენ ხანს იყავით უმოძრაოდ, შემეშინდა. -არაუშავს, უბრალოდ მინდა ცოტახნით მშვიდად ვიყო, მაგრამ ვხედავ ეს აქ შეუძლებელია.- გამიუხეშდა ტონი. -კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს...მე დემნა მქვია. -სასიამოვნოა დემნა. -თქვენ? -ათინა. -ლამაზი სახელია ა თი ნა.-ჩემი სახელი დამარცვლა მთელი გრძნობით, თითქოს რაღაც წმინდას წარმოთქვამდა. -ჩემი წასვლის დროა, ნახვამდის. -მე ვიტყოდი შეხვედრამდე, ა თი ნა! უცნაურია, სრულიად უცხო მამაკაცმა მიმიზიდა, განა ფიზიკური სიეშხის გავლენის ქვეშ მოვექეცი, არა, უბრალოდ იყო მასში რაღაც მისტიური, პირველივე დანახვისას რომ გაგრძნობინებს მუხტს, რაც მისგან მოდის. -ათი სად გაქრი ამ დილა ადრიან? -დაიჯერებ რომ გითხრა გორაკზე საკუთარი შიშები მიმოვფანტე, ზღვაში გავცურე და მამაკაცი გავიცანითქო? -არა! -მაშინ არაფერს არ მოგიყვები. -ეს ყველაფერი ამ დროის მანძილზე მოასწარი? გორაკი და ცურვა გასაგებია, მაგრამ შენ მამაკაცი გაიცანი და თან ასე აღფრთოვანებით მიყვები? -კარგი რა ლილი რა არის ამაში ასე განსაცვიფრებელი, უბრალოდ გავიცანით, კიარ დავოჯახებულვარ. -ყველაფერი დაწვრილებით, დეტალ-დეტალ მომიყევი. საღამომდე ვისხედით მე და ლილიკო აივანზე და ვუყვებოდი ჩემს სამ საათიან თავგადასავალს. მოსმენილისგან აღტაცებულმა ლილიმ, განსატვირთად გასვლა შემომთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი უარის თქმის სურვილი ნამდვილად არ მქონდა, როგორც იტყვიან მხოლოდ ერთხელ გვაქვს შანსი და უნდა გამოვიყენოთ, მეც მქონდა ბედნიერების შანსი და მაქსიმალურად ვიყენებდი. ბარში, იმ გარდამტეხ წამს, მე შევხვდი ისევ განმეორებით დემნას, რა სასწაულია არა, ადამისთვის ადამიანი რომ დაიბადება ალბათ ასე უნდა მიხვდე. ვუყურებდი, მიყურებდა, ეღიმებოდა, მეც მეღიმებოდა, დიდხანს ვიდექით თინეიჯერებივით და ბოლოს გაბედა, მეც გავბედე შევხვდით და ის იყო გარდამტეხი ღამე, როცა თავიდან ბოლომდე ვგრძნობდი თავისუფლებას, ყველა იმ უფლებას რაც მინდოდა ცხოვრებისთვის. 2 წლის შემდეგ, დაქორწინება გადავწყვიტეთ... 1 წელიწადში შვილი გვეყოლა... 3წელიწადში უკვე ორი შვილის დედა მერქვა... 20 წლის შემდეგ, მე ვწერ თქვენთვის, იმ ადამიანებისთვის ამ ისტორიას და სითამამით გიცხადებთ, რომ უბრალოდ გაბედოთ, ირწმუნოთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი. 20 წლის შემდეგ თავი დავანებე ქირურგობას და დავიწყე წერა, რა უცნაური გარდასახვაა არა? მაგრამ კაპადოკიაში მომხდარმა გარდატეხამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემი ცხოვრების სისუფთავეში. მინდა დარჩენილი ცხოვრება მივუძღვნა იმ ადამიანებს, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე და ფიქრობენ, რომ ეს გზის დასასრულია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.