შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთის ღალატი (ნაწილი 1)


26-08-2024, 19:34
ავტორი Tinate
ნანახია 1 342

***
მთელი სვანეთი ზეიმობდა ორი ახალი სიცოცხლის დაბადებას, დიდი ლხინი გაიმართა გელანებსა და დაშნიანებში.
-ოჰო, დაშნიანს ვახლავარ, გილოცავ დიმიტრი!
-გაიხარე ზურაბ, მეც გილოცავ პატარა პრინცესას.
-დიმიტრი!-მომთხოვნი ხმა ჰქონდა გელანს - ხომ იცი ამ საქმეს გადადება არ უხდება!
-ვიცი და ხვალისთვის ყველაფერი მზად იქნება.-რთული იყო დაშნიანისთვის ამის აღიარება, მაგრამ წარსულთან და მომავალთან ერთდროულად ჭიდილი არ შეეძლო.
-მაშინ ჩვენს პატარებს გაუმარჯოს!
-გაუმარჯოს!
ასე დაგეგმეს ზურაბ გელანმა და დიმიტრი დაშნიანმა ორი პატარას მომავალი... იმ საბედისწერო ღამეს ორი ვარსკვლავი ერთდროულად დაემშვიდობა ცის კაბადონს...

*-გვამი ვიპოვეთ... 145 გესმის ჩემი?
-მესმის! ეკიპაჟს გიგზავნით!
27ივლისი...
-ქალბატონო თებეა, გვამი ვიპოვეთ! შეგიძლიათ ცხედარი ამოიცნოთ?
-სად იპოვეთ?- ქალის ჩამწყდარი და უსიცოცხლო ხმა კედლებს აზანზარებდა.
-ლახირში...(სვანეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელი), მორგში გადმოვასვენეთ.
-ლახირში?...ვინ...ვინ არის? -თითქოს ამ ერთი სიტყვით განსჭვრიტა ქალმა ყველაფერი, რაც თავს დაატყდებოდა.
-გთხოვთ დამშვიდდეთ... წამობრძანდით!-მუდარით სავსე თვალებით შეხედა კაცმა გამომძიებელს.

***
-დალოცვილი იყავით შვილებო, დაე ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუგანაშორებს მათ...
მამაომ ჯვარი დაწერა წყვილს, დალოცა სტუმრები და სასწრაფოდ გაუჩინარდა, თითქოს იქ არც ყოფილა, მიუხედავად სვანური ადათისა, ჩვილების აკვანში შეუღლება არაკანონიერი საქციელი იყო და თუ ეს გამჟღავნდებოდა კარგი დღე არავის დაადგებოდა.
-დიმიტრი იქნებ შეცდომას ვუშვებთ, ჩვენი შვილი, ჩვენი პატარა ახლახანს შეიძლება გავაუბედურეთ...-ქალის ვედრებას ყურადღება არ მიაქცია, თითქოს დაჩი სულ არ იყო თავისი შვილი ისე უდარდელად აკვირდებოდა უკვე შეუღლებულ ჩვილებს.
-იქნებ გავაბედნიერეთ, წინასწარ ნუ დაიხოკავ სახეს თამარ.- რა ექნა უფროს დაშნიანს მამისა და ბაბუის დანაბარებ სიტყვას ვერ გადავიდოდა, ვერც იმ წესებს შეცვლიდა, რომელმაც თამარის ცოლობა და დაჩის დაბადება არგუნა წილად.
-როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო?
-აბა რა ვქნა, ჩვენი მამების სიტყვა არაფრად ჩავაგდო და მათი სახელი შევარცხვინო? გეკითხები ასე უფრო სწორი იქნება? დაჩი გაიზრდება და მიხვდება, რომ მისთვის და ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი ეს იყო.
-შენთან ლაპარაკი არ ღირს, მაინც ვერაფერს შეგაგნებინებ.- ფარ-ხმალი დაყარა თამარმა, როცა მიხვდა, რომ უფროსი დაშნიანი დანებებას არ აპირებდა.
თამარ დაშნიანი, არღვლიანის ასული გახლდათ, მეტად გამორჩეული თავისი გარეგნობით, ჭკვიანი, გაბედული, ყველასგან გამორჩეული და რაც მთავარია დიმიტრი დაშნიანის მეუღლე, ეს სტატუსი იყო მისთვის პრიორიტეტული ყველგან და ყოველთვის, მაგრამ თვით დაშნიანთან სრულიად უძლური და უსტატუსო ხდებოდა. უმწეო ქალი, რომელმაც საკუთარი შვილი ვერ იხსნა იმ ტრადიციისგან, რომელსაც ერთ დროს თავადვე ემსხვერპლა...

*მთელი გზა ვფიქრობდი ვინ დამხვდებოდა მორგში, სვანეთის მორიგი მსხვერპლი თუ ჩემი დაჩი, დაჩი...
-გარდაცვლილის ამოსაცნობად მოვედით!-
-დიახ ბატონო, მორგი ნულ სართულზეა, ექთანს გაჰყევით!
წამლების სუნით გაჟღენთილ დერეფანს მივუყვებოდი და ვგრძნობდი რა ახლოს იყო უბედურება...
-აქ არის!-ექთანმა თებეას გაყინული ოთახისკენ ანიშნა, სადაც ათობით უსულო ადამიანი განისვენებდა. რამდენი გვამი არ უნახავს, ზოგმაც მის თვალწინ განუტევა სული, მაგრამ ასეთი მძიმე არასდროს ყოფილა, ასე უღონოდ თავი არასოდეს უგრძვნია.
-დამტოვეთ!-ხმა გაჰხლეჩვოდა გაბაშვილს.
-მაგრამ...
-დამტოვეთ, მერაბ!
-კარგი, თუ დაგჭირდებით კართან ვიქნები!
ისეთი უმწეო და უსუსური ვიყავი საკუთარი თავი მეცოდებოდა, თეთრი ზეწრის მოშორებაც კი მეშინოდა, ალბათ ვერ შევეგუებოდი იმას, რისი ხილვაც მომიწევდა...
-დაჩი... ჩემო ძვირფასო, ჩემო დაჩი, ნეტა განახა ახლა როგორ გავხარ მიუწვდენელ სამოთხეს, ახლა იმდენად ბევრი ხარ ჩემში, ტყავიდან ვძვრები, როგორც თაგვი სოროდან, გაკვირდები და შენს დაზუთხულ სხეულს ახლიდან ვიზეპირებ, ისე, როგორც ლოცვას, რათა არასდროს დამავიწყდე ჩემო ერთადერთო, ახლა ისეთი სუსტი ვარ დაჩი, მათხოვარს ვგავარ, რომელიც მშიერი თვალებით ღმერთს სთხოვს დახმარებას, ვცდილობ სიტყვები მოვუძებნო ჩემს ტკივილს, მაგრამ ვერ ვიპოვე... ვერ ვიპოვე ის, რაც ჩვენ შეგვეფერება, შენ სულ სხვა ხარ დაშნიანო, სხვა ფერი ხარ, შენ ჩემი იყავი, ხარ და მუდამ იქნები...მტკივხარ, სული მეწვის იმდენამ მტკივხარ, მაგრამ ვერ გერევი, შენ სიყვარულს ვერ ვერევი დაჩი, ნუთუ ჩვენი გალაქტიკა თავზე ჩამომექცა? მეშინია დაჩი, მეშინია ხელი რომ გახლო, რეალობად ვერასდროს გაქცევ, მე კი მინდა არ დამტოვო, გთხოვ დაშნიანო არ დამტოვო...

*დილით უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გავიღვიძე, დამღლელი წლის შემდეგ დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა და ლილისთან წასვლა გადავწყვიტე ლახირში. ვერსად, ვერასდროს ისე ვერ ვმშვიდდები, როგორც ბებოსთან.
-ოჰო, ძამიკო ასე დილაადრიან რატომ გაიღვიძე, მშვიდობაა შენს თავს?
-თებე არ მკითხო, ახალ როლზე დამამტკიცეს და მთელი ღამე პიესას ვკითხულობდი.
-რა პიესაა?
-მოგონებების ჩრდილქვეშ.-მხატვრულად წარმოსთქვა ვატომ და თვალები აატრიალა.
-გილოცავ ჩემო ნიჭიერო, სპექტაკლი არ გამომაპარო იცოდე.- ბედნიერი ვიყავი ძმის წარმატებით, ვამაყობდი, რომ უდედ-მამობის მიუხედავად, მაინც შეძლო ფეხზე მყარად დგომა და არ დაყარა ფარ-ხმალი, ისე, როგორც იქცევიან ხშირ შემთხვევაში.
-შენ რატომ ადექი ასე ადრე?
-ლილისთან მივდივარ ორი კვირით, შენც ხომ არ წამოხვალ, გულს გადააყოლებ ცოტას, რას იტყვი?
-არა თებე, ბევრი საქმე მაქვს, ლილი ჩამიკოცნე და უთხარი, რომ როგორც კი შევძლებ მაშინვე ჩამოვალ.
-კარგი წავალ მოვემზადები! ვატო...
-გისმენ თებე!
-თავს გაუფრთხილდი და კარგად იკვებე, ძალები გჭირდება, იცოდე ნენეს დავურეკავ და ვეტყვი აქ დარჩეს.
-კარგი უფროსო ჭკვიანად მოვიქცევი და ქალბატონ ნენეს არ გავაბრაზებ.- მასხარა, იცოდა ნენეს გაბრაზების ამბავი და სულ ცდილობდა, რომ გაეწვალებინა, იყო მათში რაღაც, რასაც ვერ ვხსნიდი და არც თავად უტყდებოდნენ ერთმანეთს.
საძინებელში ავედი, ბარგი ჩავალაგე, მოვემზადე და ნენეს დავურეკე, რომლის დახმარებაც ნამდვილად მჭირდებოდა...
-ნენ, როგორ ხარ?
-კარგად თე, შენ რასშვები? არ წავიდეთ სადმე, მომწყინდა უკვე ამ უჰაერობაში.
-აუ ნენ, ლილიკოსთან მივდივარ ორი კვირით და რომ ჩამოვალ წავიდეთ, მანამდე გთხოვ ვატოს მიმიხედე რა, ხომ იცი როგორია, სათანადოდ არ მოუვლის თავს. -ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი ჩემს დაქალსა და ყრმობის მეგობარს გული საგულედან ამოუვარდა ვატოს ხსენებაზე, მაგრამ ისე განაგრძო თითქოს არც არაფერი გაეგონა.
-კარგი თე, რა პრობლემაა, ხომ იცი ვატო ძმასავით არის ჩემთვის- როგორ არა, სულ ძმასავით გიჟდები მასზე და მერე ის დასავით.
-კარგი წავედი შენი იმედი მაქვს აბა, ხშირად დაგირეკავთ
-კარგი თებე, არ დაგვიკიდო ჰო?
-ვეცდები!- განუყრელები ვიყავით, მაგრამ ერთი მიტკლითაც არ ვგავდით ერთმანეთს, ის უფრო ღია და თავისუფალი იყო, არაფერი აბრკოლებდა, მე უფრო ჩაკეტილი და მშიშარა, ახალი ურთიერთობების შიში და ადამიანების ნდობა, ეს იყო ჩემი მინუსები ან სულაც პლუსები.
სვანეთის გზა გამორჩეულად მიყვარს, თითქოს ახალ თავგადასავალს აწყდები ყოველი წასვლისას, ათვალიერებ განუწყვეტლივ, ვითომდა ახალი იერი მიიღო ბუნებამ და ცდილობ მის ამოცნობას.
შვილიშვილისა და ბებიის შეხვედრა ზუსტად ისეთი ამაღელვებელი იყო, როგორიც წარმომედგინა, ლილიკო ყველა ბებოსგან განსხვავებული და განსაკუთრებულია, ალბათ ასე იმიტომ ვფიქრობ რომ ჩემია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ლილიკო მართლაც გასაოცარია. როგორც კი სახლში შევედი მაშინვე ვიგრძენი სხვადასხვა საჭმლის არომატი, ყველაფერი იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, რთული იყო არჩევანის გაკეთება.
-შენ გენაცვალოს ბებო, მოყევი ახლა, როგორ მიდის საქმეები?
-ყველაფერი რიგზეა ბებო, მეორე წელია უკვე განყოფილებაში გადავედი და ახლა გამომძიებლის სტატუსით ვაგრძელებ მუშაობას.
-შემოგევლე ბებია, მაგრამ ეგ საქმე საშიში არაა? რამე რომ დაგემართოს ხომ უნდა მოვიკლა მერე თავი ბებო?- რა თქმა უნდა, ქალბატონი ლილი ყველაფერში საფრთხეს ხედავს, ვიცოდი მისთვის ეს პროფესია რამდენად მიუღებელი იყო, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდა, თუმცა მაინც ცდილობდა აზრი შეეცვალა ჩემთვის.
-ბებო, ეს უბრალოდ საქმეა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება, საშიშზე მეტად შრომატევადია, ნუ ნერვიულობ კარგი?
-კარგი, კარგი- ხელი უმისამართოდ ჩაიქნია, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე- ვატო როგორ არის?
-კარგადაა, ახალ როლზე დაამტკიცეს და ეიფორიაშია.
-ჩემი ჭკვიანი ბიჭი, ეჰ ნეტავ მის მშობლებს ენახა რა კაცი დადგა...
-ბებო გთხოვ...- ვიცოდი ლილისთვის რა რთული იყო ამ ყველაფრის გახსენება, ამიტომ ვეცადე თემა შემეცვალა- ჩემი ლურჯა როგორ არის?
-შენი ლურჯა არავის იკარებს, ამას წინათ ჩვენს მეზობელს უნდოდა გაეხედნა, მაგრამ ცოცხალი თავით არ მიიკარა, საწყალ კაცს ის იყო და მიწაზე გააგორებდა, ნამდვილად გრძნობს უშენობას.
-საღამოს ვნახავ და მოვარჯულებ!
ლურჯა მამამ მიყიდა შვიდი წლის რომ გავხდი, ერთად გავიზარდეთ, ლურჯამ მასწავლა სიყვარული და მეგობრობა, ყველაზე მძიმე წუთებში ის იყო ჩემი ნუგეში. ვფიქრობდი, რომ მშობლების დაკარგვის შემდეგ ყველაფერმა აზრი დაკარგა, ვეღარაფერს ვხედავდი ნათელ ფერებში, მხოლოდ შავი არსებობდა, მთელი თავისი დატვირთვით ყველგან და ყოველთვის, ჩემში თითქოს ბავშვი ჩაკვდა, ბავშვი, რომელსაც ფერადი ცხოვრება სურდა, მაგრამ ხშირად სურვილები რეალობას აღემატება. სკოლის დამთავრების აღსანიშნავ წვეულებაზეც კი არ წავედი ვფიქრობდი თუ საკუთარ თავს ვასიამოვნებდი ასე მათ სულს მოსვენებას დავუკარგავდი, სულელი გოგო ვიყავი, ყველაფერს პირიქით აღვიქვამდი, ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემი ჩაკეტილობითა და უსიცოცხლობით მათ სულს მეტად ვვნებდი, დარწმუნებული ვარ ისინი ამაყობენ ჩემით და სჯერათ, რომ ღირსეული ქალი ვიქნები, ისეთი, როგორიც დედა იყო...
-ჩემო პრინცესა მოგენატრე? ვიცი, რომ ცუდი გოგო ვარ, ამდენ ხანს რომ ვერ გინახულე, მაგრამ შენ არ გამიბრაზდები ხომ ასეა? წამოდი, ცოტა გავისეირნოთ.
მივაჭენებდი ჩემს ლურჯას და მთის წვერიდან გადმოვყურებდი სვანურ კოშკებს, იმდენად ლამაზი სანახავი იყო მთვარის შუქზე, თვალს ვერ მოწყვეტდით. მათზე იმდენი ლეგენდა მსმენია ლილისგან, მაგრამ ლეგენდა სიყვარულის კოშკზე ჩემში, რაღაც ამოუხსნელს აღვიძებს. „ერთხელ კვირიკობის დღესასწაულზე მზეთუნახავ მირანგულსა და ოტია მარგველანს ერთმანეთი გულში ჩავარდნიათ, მაგრამ კაცს ცოლ-შვილი ჰყავდა... სიყვარულით დამწვარ მირანგულს მამისთვის გაუმხელია თავისი გულისტკივილი და მამამაც სწრაფი რეაგირება მოახდინა, მიაკითხა ოტიას, რომელსაც არანაკლებ სტკიოდა მირანგული... ბატონს შურისძიება სურდა შვილის ტკივილის გამო, მაგრამ როგორც კი დამწუხრებული ოტია დაინახა წამსვე გადაიფიქრა, თუმცა, რაც მირანგულის მამამ არ ჰქნა, ბუნებამ არ დააკლო საწყალ ოტიას და ხრამში გადაიჩეხა. ამ ამბის გაგების შემდეგ მარგველანის ცოლმა თავი მოიკლა, ხოლო თავზარდაცემულმა მირანგულმა მამას კოშკის აშენება სთხოვა, სადაც მთელი დარჩენილი სიცოცხლე გაატარა ოტიას მოლოდინში“...
არ მჯერა მსგავსი სიყვარულის არსებობის, შეუძლებელია ისე შეგიყვარდეს, რომ მთელი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით გააცამტვერო, არვიცი იმ დროს მირანგულის გულსა და გონებაში რა ხდებოდა, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი სიყვარული.
ამ ფიქრებით თავშექცეული დავბრუნდი სოფელში. მოულოდნელად ლურჯას წინ კატამ გადაირბინა, რამაც ცხენის აფორიაქება გამოიწვია, ვერ ვაწყნარებდი, ცოტაც და გადმოვვარდებოდი, ჩემ წინ ასვეტილი უცხო სხეული, რომ არ გამოჩენილიყო, ცხენიდან თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი მის მკლავებში, ცალი ხელი ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული, ცალით კი ლურჯას იჭერდა, რომ არ გაქცეულიყო. მისი თვალები იმდენად შავი იყო, საკუთარი ნებით გითრევდა უფსკრულში და მეც თანახმა ვიყავი მის შავ თვალებში ჩასაძირად. სულ დამავიწყდა ორი წამის წინ სიკვდილს ძლივს რომ გადავურჩი ისე ვიყავი უცნობით შეპყრობილი, მაგრამ მისმა უჩვეულოდ ბოხმა და ამავდროულად სასიამოვნო ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
-მომავალში უფრო ფრთხილად იყავი!- მითხრა და ისე სწრაფად გაუჩინარდა მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. წელზე მოხვეული ხელი, რომ შემიშვა უეცრად სიცივე ვიგრძენი, არვიცი რატომ მაგრამ ვგრძნობდი მის გარეშე, როგორ ავთრთოლდი. ასე როგორ დამტოვა, ნუთუ სულ არ აინტერესებს სახლში ცოცხალი დავბრუნდები, თუ არა? დღეისთვის ემოციები საკმარისია, ლილი ინერვიულებდა...
-თებეა სად ხარ აქამდე ბებო, თან ცხენით წახვედი, ისე ვინერვიულე, რა აღარ ვიფიქრე.
-ბებო კარგად ვარ, ხომ ხედავ ცოცხალი და უვნებელი დავბრუნდი.- მეტი დამაჯერებლობისთვის დავტრიალდი და ანერვიულებული ლილიკო გულში მთელი ძალით ჩავიკარი.
-ჩემო სიხარულო, ასე აღარ მანერვიულო, წამოდი ახლა ვივახშმოთ.
მართალია დიდად შიმშილს არ ვუჩიოდი, მაგრამ, რადგანაც სახლში უვნებელი დავბრუნდი და ლილიკოს სასჯელსაც გადავურჩი, ბებო მეტად აღარ ვანერვიულე და ძალის ძალით ვიტენე პირში ლუკმები.
ღამით, უცნობზე ფიქრებმა შემიპყრო, მისი მაყვალივით შავი თვალების წარმოდგენაზე სხეულში, რაღაც უცანურმა ტალღამ გადაიარა...
დილით ლილის ლოცვა-კურთხევამ გამომაღვიძა, მესმოდა როგორ ტკბილად ესაუბრებოდა ვიღაცას, ინტერესი თანდათან მიმძაფრდებოდა, ამიტომ ქვემოთ ჩავირბინე, მართალია ამ ფორმაში ნებისმიერ სტუმარს უკან გავაბრუნებდი პიჟამითა და გაძეძილი თმით, რომ დამინახავდა, მაგრამ ახლა პირიქით მოხდა, ერთმანეთის დანახვისას ორივეს სახე გაგვეყინა.
-დილამშვიდობისა!- ამოვილუღლუღე უხერხულობის გასაფანტად, იმდენად მოულოდნელი იყო დილით მისი ნახვა ერთი ფიქრი ისიც კი ვიფიქრე ნეტავ ყოველი დილა მისი შავი თვალებით იწყებოდესმეთქი...
-მოდი ბებო, გაიცანი ჩვენი სტუმარი დაჩი...
-დაჩი... დაშნიანი-თავად დაასრულა ბებიას წარდგენა.
-თე...თებეა გაბაშვილი-ბრინჯივით დავიბენი, როცა მის სახეზე ღიმილმა გადაირბინა.
-ბებო დაჩი ბატონი დიმიტრის შვილია, ხომ იცნობ დიმიტრის?
-პირადად არა, მაგრამ მსმენია!
-კარგი მაშინ, მე წავალ საუზმეს გავამზადებ, თქვენ მანამდე ისაუბრეთ!
ლილი სად მიდიხარ, სრულიად უცხოს რა ველაპარაკო, მართალია გუშინ სიკვდილს გადამარჩინა, მაგრამ რავიცი დღეს რატომ არის აქ?
-ესე იგი თებეა!
-უკაცრავად?!
-რამდენი ხნით რჩები?
-არამგონია თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყოს!- მტკიცედ მოვუჭერი, თავხედი რა მისი საქმეა საკუთარ ბებოსთან რამდენ ხანს დავრჩები.
-თუ სურვილი გექნება, დღეს ერთად გავისეირნოთ ცხენებით, კიდევ რამე გაუთვალისწინებელი რომ არ მოხდეს.- ახლა შესაფერისი დრო იყო, თავისი გმირობისთვის მადლობა გადამეხადა.
-გუშინდელისთვის დიდი მადლობა, რაც შეეხება დღეს, არ ვაპირებ სადმე გასვლას.
-კარგი როგორც გინდა!
ამასობაში ბებომაც გაამზადა საუზმე, მაგრამ დაჩი ბევრი ხვერწნა-მუდარის შემდეგაც ვერ დაითანხმა დარჩენაზე, ამიტომ ფარ-ხმალ დაყრილი ლილიკო ისევ მე მომიბრუნდა
-აბა?-ინტერესით სავსე თვალებით მჭამდა ლილი
-რა ხდება ლილიკო?
-რას იტყვი, როგორი ბიჭია დაჩი?
-ჩვეულებრივი, რა გინდა, რომ გითხრა? საერთოდაც რა უნდოდა აქ?- ვბრაზობდი დაჩიზე დაკითხვას, რომ მიწყობდა, მაგრამ რატომ?
-უბრალოდ შემოიარა, მარტო როცა ვარ სულ მკითხულობს, არ იცოდა ჩამოსული რომ იყავი.
- ახლა ხომ იცის შეუძლია აღარ შეწუხდეს!- ვიცი გადავაჭარბე, მაგრამ არ მინდოდა კიდევ მენახა, რადგან უკვე რაღაც არარეალურს ვგრძნობდი და ამ გრძნობის გაღვივების მომხრე არ ვარ.
-თებე მისმინე! ჩვენ ყველანი გარეგნულად ანგელოზებს ვგავართ, მაგრამ არავინ იცის, ვის გულში რა ხდება. სვანეთი შენი თბილისი არ გეგონოს, აქ წესები არსებობს და ვინც ამ წესებს არ გაითვალისწინებს, საკადრისად დაისჯება.
-ლილი რატომ მეუბნები იმას, რაც უკვე დიდი ხანია მესმის? გგონია არვიცი აქ რახდება? თქვენი დაწყევლილი წესები, რამდენს უნგრევს ცხოვრებას, ბებო შენც ამ ყველაფრის მოზიარედ ითვლები, რადგან უმოქმედოდ ხარ, შენ ყველაფერი მშვენიურად იცი, რადგან შენ ხარ ქალი, რომელიც თავისდროზე ამ ტრადიციებს ემსხვერპლა, მაგრამ ვერ ვხვდები ჩემგან რას ითხოვ.
- რომ ვიცი, სწორედ ამის მეშინია, მინდა ფრთხილად იყო და შენი ყოველი ნაბიჯი სწორად გათვალო.
ვიცოდი, ლილის აღშფოთებას თავისი მიზეზი ჰქონდა, რაღაცას წინასწარ გრძნობს, რაც მე მიკავშირდება, მაგრამ რას...
საღამოს, მაინც გადავწყვიტე გასეირნება, ვფიქრობდი ბევრს მომავალზე, რისი გადატანა მომიწევს და რას უნდა შევეჭიდო კიდევ? ალბათ, ყველაფერს გავიგებ „მომავალში“, მანამდე კი მდინარის დინებას უნდა მივყვე, სულ ბოლოს კი მის კალაპოტში ჩავდგე...
-მეგონა სახლიდან გამოსვლას არ აპირებდი.- არსაიდან დაჩის გამოჩენამ, უნებურად ღიმილი მომგვარა, რაც ბატონს შეუმჩნეველი არ დარჩენია.
-ასე გაგიხარდა ჩემი ნახვა?
-დაჩი... უბრალოდ არ გელოდი.
-შენგან განსხვავებით გეგმები არ შემიცვლია და სუფთა ჰაერზე გამოვედი. დიდხანს ვუყურებდით ჩვენ წინ გადაშლილ ულამაზეს ხედს, ხანდახან ერთმანეთის მზერას გადავეყრებოდით, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდით.
-ლამაზია სვანეთი ღამით...
-ნამდვილად!
მისი ვნებიანი ხმა, სრულიად მაკარგვინებდა კონტროლს, ჯერ განუცდელს განვიცდიდი მის მიმართ, მაგიჟებდა მისი მაყვალივით შავი თვალები, წითელი, სქელი ტუჩები, რომელიც იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა,იმ წამს მხოლოდ მისი დაგემოვნების ჟინით ვიყავი შეპყრობილი, ნავარჯიშები, მუქი სხეული აშკარად წონასწორობაში იყო მის სიმაღლესთან, ამას ყველა შეამჩნევს, ან მხოლოდ მე, რომელიც უკვე რამდენიმე წუთია ურცხვად ვაკვირდები, თითქოს უცხოპლანეტელს ვხედავ, მრცხვენოდეს! მაგრამ დაშნიანი ნამდვილად ის იყო, ვისაც ყურადღების მიღმა ვერ ან არ დატოვებდი.
-სახლში დაბრუნების დროა, არ მინდა ლილი ვანერვიულო
- რა თქმა უნდა წავიდეთ.- არ მეგონა სახლამდე თუ გამომყვებოდა, სასიამოვნოდ გამიკვირდა, გზაში არაფერზე გვისაუბრია ორივე ჩუმად მივდიოდით თითქოს იმ წამს არცერთი ვვარსებობდით, მხოლოდ მე ვუყურებდი მის ნაიარევებს ყელსა და მკლავზე, რომელიც მის გარეგნობას მეტ ხიბლს სძენდა, ალბათ ზედმეტად ხიფათიანი ბავში იყო...
ლილიმ როგორც კი შეგვამჩნია ჩვენკენ დაიძრა
-მაგვარდ ხარიდ ლილი ბებო? (როგორ ხარ ლილი ბებო?)
-ხოჩამდ ხვარიდ შემოგევლე, სგაი იმჟი ხარიდ? (კარგად ვარ შემოგევლე, შენ როგორ ხარ?)
-ამ საღამოს თავს მშვენიურად ვგრძნობ- ვხვდებოდი მისი კარგად ყოფნის მიზეზი მე ვიყავი და ერთიანად წამოვხურდი ტუჩის კუთხე, რომ ჩატეხა და გამომწვევ მზერას არ მაშორებდა.
-კარგი მე წავალ უკვე, ღამემშვიდობის!
-ღამემშვიდობის დაჩი!- ლილი დაემშვიდობა და სახლში შევიდა მე კი ვიდექი და ვუყურებდი სანამდეც თვალი სწვდებოდა.
-თებე დაჩის სანახავად თუ მიდიოდი რატომ არ მითხარი?-მეტად სერიოზული იყო ლილი.
-შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს.
-ხომ იცი ბებო, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, მათ შორის, არც თქვენი შეხვედრა.
-რას გულისხმობ ლილი?
-იმას, რომ ამ ქვეყნად ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არ არსებობს, მხოლოდ რეალობა და მორჩა. ხშირად არ გვინდა დავინახოთ, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მაგრამ მაინც ხდება და შენ ვერაფერს შეცვლი.
-ლილი რატომ მაბნევ, პირდაპირ მითხარი რის თქმასაც ცდილობ დილიდან.
- ბებო მე კი არა ყველაფერს დრო მოგიყვება...
ლილის ყოველთვის კარგად შეეძლო მომავლის განჭვრეტა, მაგრამ მისი ამოუხსნელი პასუხები თავგზას მირევდა, ვიცოდი რამდენადაც არ უნდა ჩავძიებოდი, სასურველ პასუხს ვერასდროს მივიღებდი მისგან, ამიტომ მეც ველოდი „მომავალს.“
-ვატო როგორ ხარ?
-კარგად თე, შენ რასშვები კარგია ლილისთან?-ხმაზე დაეტყო, რომ ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა, მაგრამ არ ჩავაცივდი.
-კი კარგად ვისვენებ, შენ და ნენე რასშვებით?- ისიც შევამჩნიე ნენეს ხსენებაზე როგორ დაიძაბა, ვცდილობდი თავად ეღიარებინა მისი გრძნობები და გათავისუფლებულიყო, მაგრამ თავს იკავებდა.
-კარგად ვართ, ნენე ახლახანს წავიდა!
-ვატო რა ხდება?
-თე არ ვიცი, მართლა არ ვიცი- ზედმეტად განადგურებული მეჩვენა იმ წამს.
-ვატო ხომ იცი ყველაფერი შეგიძლია მითხრა, რა ხდება? ვგრძნობ, რომ რაღაც გაწუხებს...
-თე მიყვარს!
-ვიცი.-ნამდვილად არ ელოდებოდა მის აღიარებას, მსგავსად თუ ვუპასუხებდი, მაგრამ დიდად არც გაჰკვირვებია.
-ვეღარ ვიტევ ამ გრძნობას ის ისეთი ამაღელვებელია, მაგრამ ისე მტკენს ერთდროულად ამდენის ატანა აღარ შემიძლია.
-მესმის და იცოდე რომ იმედი ბოლოს კვდება, რაც არ უნდა იფიქრო იცოდე რომ მასაც უყვარხარ, მისი პასუხისდა მიუხედავად იცოდე, რომ უყვარხარ, უბრალოდ არ დანებდე ვატო გაბაშვილო, იბრძოლე, როგორც მამა გასწავლიდა და რაც შენია არასდროს დათმო, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს და იცოდე, რომ უსაშველოდ მიყვარხარ!
-ვიბრძოლებ თე, არ დავთმობ... კიდევ კარგი შენ რომ არსებობ, ალბათ უშენოდ კაცი არ ვიქნებოდი, მაგრამ მეშინია ისიც რომ დავკარგო მერე?
-ნენეს ვერ დაკარგავ, თქვენ ერთმანეთით საზრდოობთ, შეუძლებელია ის ძაფი გაწყდეს, რომელიც გაკავშირებთ, გთხოვ დამშვიდდი და ნენე დაიბრუნე!
-საუკეთესო ხარ თე!
გული მიკვდება ვატოს ასეთ დღეში რომ ვხედავ, მაგრამ ვიცი ბოლოს ბედნიერები იქნებიან, მიხვდებიან ერთმანეთის ფასს და არასდროს გაუშვებენ ხელს ერთმანეთს.
ნენე აუღებელი ციხე-სიმაგრეა, არგატყდება სანამ ყველა ღონეს არ იხმარ მის მოსარჯულებლად, ეს კი მხოლოდ მე შემეძლო...
-ნენეჩკა, რასშვები?
-ვატოსთან ვიყავი, ახლახანს მოვედი სახლში და თან...
-ჰო მითხრა, მადლობა ყურადღებას რომ აქცევ, რამე მოხდა?-მართალია უკვე ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ნენეს სხვანაირად ვერ გამოვტეხდი.
-ალბათ იმასაც გეტყოდა, რაც მითხრა.-ვიცოდი როგორი ანერვიულებული იქნებოდა ნენე, რადგან ვერ წარმოედგინა ბიჭი, რომელიც დასავით უყურებდა უეცრად სიყვარულს აუხსნიდა და ნენეს გულს დაეპატრონებოდა ასე უმოქმედოდ.
-ნენე რაზე ბრაზობ მას, რომ უყვარხარ თუ შენც რომ გიყვარს?
-თე...თებე შენ...
-რა გეგონა, ქალს, რომელსაც მთელი ჩემი გააზრებული სიცოცხლეა ვიცნობ შეეძლო ჩემთვის ასე მარტივად თვალეები აეხვია და საკუთარი გრძნობები გულში ჩაემარხა? სულელს ვგავარ ნენე თაბაგარო?
-თებე, რა მეშველება? შემიყვარდა, მაგრამ ამ ყველაფრის გადახარშვა ისეთი რთულია...სულ ვკამათობთ და ჩხუბის გარეშე არ შეგვიძლია, ასე არ გამოვა...
-ნე, სიყვარულს აზროვნება არ სჭირდება, უბრალოდ უნდა დატკბე ყოველი წამით, ღმერთმა ვატოს სახით სიყვარული გაჩუქა შენ კი რაღაცეების გადახარშვაზე საუბრობ, თითქოს ვატოს გარდა რამეზე ფიქრობდე, ხომ იცი რომ ერთმანეთის იქეთ გზა არ გაქვთ, რატომ გინდა ყველაფერი გააჭიანურო? თქვენი ჩხუბიც, იმ დიდი სიყვარულის საბუთია, რომელიც ასე გტკენთ და თან გაძლიერებთ.
-მიყვარს, მიყვარს! სიგიჟემდე თებე, შარში ვარ ჰო?
-შარში ხართ, ეცადეთ ბედნიერები იყოთ...წადი და დაიბრუნე ის რაც შენია და იყო ყოველთვის!
-მიყვარხარ, ახლა უნდა წავიდე...
წავიდა, რა თქმა უნდა ვატოსთან... ნენეს სტიქია იყო სისულელეების კეთება და შემდეგ მათი გამოსწორება, ახლაც შეცდომა დაუშვა და მის გამოსასწორებლად გაემართა...


*-თინათე, მოემზდე დღეს საღამოს დაშნიანებთან მივდივართ-გოგონას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მამასთან არაფერს იმჩნევდა
-კარგი.- ასე უსიტყვოდ ემორჩილებოდა მამის გადაწყვეტილებებს, არც კითხულობდა რა მიზნით, უბრალოდ მამას ასე სურდა და მშობლის სიტყვა ყოველთვის კანონია.
საღამოსთვის პატარა ქალბატონი მზად იყო, პრინცესას ჰგავდა, იმდენად ნაზი იყო შეხებაც კი მოგერიდებოდა, ულამაზესი იყო თავიდან ბოლომდე, ანგელოზს ჰგავდა, სვანეთის მარგალიტი გახლდათ თინათე გელანი, მაგრამ დაჩი დაშნიანის გულს მაინც ვერ დაეპატრონა.
-მობრძანდი ზურაბ!
-დიმიტრი როგორ ხარ? დაჩი სად არის?
-ზემოთ არის ახლავე ჩამოვა. თინათე, როგორი ლამაზი ხარ ძვირფასო!
- მადლობა დიმიტრი ბიძია!
და აი გამოჩნდა სვანეთის ნანატრი სასიძო, თვით დაჩი დაშნიანი, 16წლის ასაკშიც კი ისეთი ქარიზმატული იყო ნებისმიერს ერთი გამოხედვით დაატყვევებდა, ასე მოხდა თინათე გელანის შემთხვევაშიც.
-და...ჩი- ძლივსძლივობით ამოილუღლუღა გოგონამ
-გამარჯობა თინათე, ხომ არ იცი რა მიზნით შევიკრიბეთ, რამე დღესასწაულია და დამავიწყდა?-ზედმეტად ნერვიული იყო დაჩი, გრძნობდა რომ ეს შეკრება კარგის მომასწავლებელი არ იყო, არც კი შეუმჩნევია რა სასწაული უმშვენებდა გვერდს, მაგრამ კაცი როდი ამჩნევს მას, ვინც არ უყვარს.
-არ ვიცი, მამამ მითხრა რომ აქ მოვდიოდით და მეც აი აქ ვარ.-ზედმეტად მშვიდი იყო პატარა ქალბატონი, მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მიზნით შეიკრიბნენ, მთავარია იქ იყო, დაჩის გვერდით.
-„მამამ“! - დაჩის აღიზიანებდა ზურაბს თინათე მარიონეტად რომ ჰყავდა ქცეული, მაგრამ ვერაფერს ამბობდა მამის ხათრით.
-ბავშვებო სუფრასთან მოდით, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს!
- რა ხდება მამა?- დაჩის უკვე ძარღვები დაებერა მოახლოებული უბედურების წარმოდგენაზე.
-ვინაიდან შენ და თინათე აკვანში დაინიშნეთ, დრო მოვიდა ბეჭდები ატაროთ, მართალია მთელმა სოფელმა იცის რომ თქვენ ვერაფერი დაგაშორებთ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ ასე უფრო დაცულები იქნებით!
-ბატონო?! ჯერ იყო და ჩვილი ბავშები დაგვაქორწინეთ ჩვენი ნებართვის გარეშე, ჩვენი მომავალი დაგეგმეთ და ახლა გინდა წამოვიცვა ეს დაწყევლილი ბეჭედი, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ იყოთ მშვიდად?
-დაჩი ტონს დაუწიე, ნუ გავიწყდება ვის ელაპარაკები!
-ვის ველაპარაკები? მამას, რომელიც მაიძულებს უსიყვარულოდ მოვიყვანო ცოლი და სულ ფეხზე, ბედნიერი ვიქნები თუ არა? არ ვაპირებ თინათეს ცოლად მოყვანას, რადგან არ მიყვარს და ამის გაკეთებას ვერავინ მაიძულებს.-საკუთარ თავს არ ჰგავდა დაშნიანი, არ შეეძლო იმ ქალის გვერდით ყოფნა ვინც არ უყვარდა, ვერ გაანადგურებდა ვერც თინათეს და ვერც საკუთარ თავს.
-მე... მე...-ბუტბუტებდა თინათე.
- თინათე რატომ ჩაიხვიე მე მე, თქვი, რომ არ გიყვარვარ და მორჩება ეს თემა
-დაჩი... მე...მე მიყვარხარ!-ამოიზლუქუნა გოგონამ და ცრემლებმაც გზა გაიკვლიეს მის ქათქათა ლოყებზე...
-წამომყევი!-ხელი მოკიდა გოგონას და ისე უცებ გაიყვანა ოთახიდან, უფროსებმა თვალის გაყოლებაც ვერ მოასწრეს.
-რას ამბობ ხვდები? რას ნიშნავს გიყვარვარ, სულ სირზე გიყვარვარ თუ არა გესმის? მე არ მიყვარხარ და არ დავუშვებ, რომ უბედურება მოგიტანო, დაიტანჯები ჩემთან გესმის? ვერ იქნები ბედნიერი კაცთან, რომელსაც იცი არ უყვარხარ და არც არასდროს შეუყვარდები, გთხოვ შეიგნე, ნუ აყვები ზურაბსა და დიმიტრის, მათ მხოლოდ საკუთარი რეპუტაცია ანაღვლებთ, ნუ ხარ მარიონეტი ამოიღე ხმა და შეაჩერე ეს ფარსი, თქვი რომ არგინდა, ეს დედამოტ**** თავს რატომ იტანჯავ...-კიდევ დიდხანს გააგრძელებდა დაშნიანი, მოულოდნელად ლოყა რომ არ აწვოდა
-რა გგონია, მე არ მტკივა და არ მინდა ამ ყველაფრის შეჩერება? ვიცი რომ არ გიყვარვარ და არც მაქვს პრეტენზია, არ ვაპირებ იძულებით გაგაჩერო ჩემთან, არ გავიკეთებ იმ ბეჭედს და არ ვიქნები შენი ცოლი, რადგან არ მინდა დაგტანჯო და თავი გავინადგურო ცალმხრივი გრძნობით, მაგრამ არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო გესმის? მეც მტკივა, ისევე როგორც შენ, მაგრამ შემიძლია ნერვები მოვთოკო და სცენები არ დავდგა, ახლა დამშვიდდი და მშობლებს ავუხსნათ ყველაფერი.-ქალღმერთი იყო თინათე მთელი თავისი შეგნებით, სვანეთის საოცნებო რძალი, რომელიც მუდამ დაშნიანის ტრფობით იყო გატაცებული და ვერ ხვდებოდა როგორ ანადგურებდა ეს ყველაფერი.
-რაზეც არ უნდა გელაპარაკათ, ქორწილი გარდაუვალია...-მტკიცედ შესძახა უფროსმა დაშნიანმა.
-არ ვარ თანახმა!-ასევე მტკიცედ დააქუხა თინათემ და ზურაბ გელანს თითქოს მიწა გაუსკდა და შიგ ჩაიტანეს თავისი სირცხვილით.
იმ ღამით ორი ოჯახი სამტროდ გადაეკიდა ერთმანეთს. უთქმელად დაიშალნენ და მეორე დღეს თავს ისე იჭერდნენ თითქოს წინა ღამით არაფერი მომხდარა. ხალხმა ჭორები მალე გაავრცელა, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ორ ოჯახს შორის ტრიალებდა და იმის იქით ვერც გავიდოდა, ხალხის ლაპარაკს კი არცერთი მხარე აგდებდა რამედ.

*საღამოს დაჩი გვესტუმრა... ლილი ხვდებოდა მისი ხშირი სტუმრობის მიზეზს მაგრამ არაფერს მაგრძნობინებდა.
-თებეა, თბილისში როდის ბრუნდები?
-2დღეში უნდა ჩავიდე, სამსახურში გამომიძახეს!
-კარგი, მე წაგიყვან, რაღაც საქმეები მაქვს თან-მომთხოვნი ტონი ჰქონდა,მაგრამ უარის თქმას მაინც არ ვაპირებდი მის შემოთავაზებაზე, მინდოდა მასთან ერთად უფრო მეტი დრო გამეტარებინა და უკეთ შემესწავლა დაშნიანი.
-კარგი ერთად წავიდეთ! თბილისში რას საქმიანობ?- არვიცი რატომ, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ზედმეტად დამიგვიანა, თითქოს რაღაცას მიმალავს, მაგრამ როგორც ყოველთვის ზედმეტად არ ჩავეძიე.
-მე...საინტერესოს არაფერს.
-გასაგებია!
-ჰო -მოჩვენებითი ღიმილი აიკრა სახეზე, თითქოს ვერ შევამჩნევდი, ვიცოდი დაჩი რაღაცას მიმალავდა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ თავის დროზე ყველაფერს გავიგებდი და მეც არ ვჩქარობდი.
-ლილიკო ბარგი ჩამალაგებინე რა.
-კი ბებო...თებე...რახდება აბა შენსა და დაჩის შორის?
-არვიცი, მასთან თავს კარგად ვგრძნობ, მომწონს, მაგრამ როგორც შენ ამბობ დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება...
-იმასაც ვამბობ, რომ ყველა შენი ნაბიჯი სწორად გათვალო...ხომ იცი...
-ვიცი ლილიკო, ყველაფერი შესანიშნავად ვიცი, უბრალოდ ჩემი გჯეროდეს!
-მჯერა!
ბარგის ჩალაგებას მოვრჩი და ნენეს დავურეკე, მათი ამბავი, რომ გამეგო
-ნე, როგორ ხართ?
-კარგად თებე შენ როგორ ხარ, ძალიან მენატრები უკვე ვატოც ვერ მიმსუბუქებს შენს მონატრებას...
-აჰა ანუ ვერ გიმსუბუქებ, მაგასაც ვნახავთ პატარა ქალბატონო- ტელეფონში ვატოს აცანცარებული ხმაც გაისმა.
-მეც ძალიან მენატრებით ორივე.
-თებე, რამე მოხდა? ვიცი მეტყვი არაფერიო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ცვლილებებია.
-ნენე, არვიცი, არ ვარ დარწმუნებული...
-რაში არ ხარ დარწმუნებული, რა ხდება?
-ადამიანი გამოჩნდა, რომლის მიმართ რაღაც სხვას ვგრძნობ, ვერ აღვწერ, რაღაც უცნაურს...
-მოიცა, რა თქვი? მთელ თბილისში არავინ გამოჩნდა ეგეთი და ლახირში იპოვე? ამას მარტო თებეა გაბაშვილი მოახერხებდა.
-ნენე! არვიცი, რა გავაკეთო, მინდა რომ აღარ ვფიქრობდე მასზე, მაგრამ არ გამომდის, მისი გამოხედვა მაიძულებს, რომ შავ თვალებში ჩავიკარგო და მეც თანახმა ვარ...რა გავაკეთო ნენე ?
-თებე, ჰომ იცი, რომ რაც მოსახდენია, ბოლოს მაინც მოხდება, უბრალოდ მოდუნდი და საშუალება მიეცი საკუთარ თავს, რომ ერთხელ მაინც ამ მდგომარეობით ისიამოვნო, არაფერია საშიში იმაში თუ შეგიყვარდება, რატომ არ გინდა შენი ეჭვები მოთოკო და მხოლოდ დადებითად დაიმუხტო, დრო გიჩვენებს, ეგ ბიჭი ნამდვილად სწორი მიზნისთვის გამოჩნდა თუ არა შენს ცხოვრებაში და თუ ნამდვილად ერთად ყოფნა გიწერიათ ხელი არ კრა გესმის?! მიეცი თავს სიყვარულის უფლება!
-მეშინია ნენე!
-ვიცი, ჩემო ლამაზო, მაგრამ ერთად გადავლახავთ ყველაფერს, ჩემი იმედი გქონდეს!
-მაქვს კიდეც!
ემოციებით დატვირთულმა გავუთიშე ნენეს და ძილის მორევში გადავვარდი...
დილით დაჩის სიგნალმა გამაღვიძა, მეც სწრაფად წამოვფრინდი და წინა ღამით გამზადებული ტანსაცმელი, რომელიც სკამზე მქონდა გადაფენილი ელვის სისწრაფით ამოვიცვი...ქვემოთ ჩავირბინე და ლილიკოს და დაჩის შევეჭერი შუა კამათის დროს, თუმცა ჩემი მისვლა და მათი დადუმება ერთი იყო, არ მიკითხავს რატომ გაჩუმდნენ, ასეთ კითხვებს არ ვსვამდი, როცა ვიცოდი, რომ მათზე პასუხს ვერ მივიღებდი...
-აბა წავედით?
-კი მე მზად ვარ! ლილი...
-კიდევ ხომ ჩამოხვალ თებე ბებო ჰა?- ცრემლი მოერია ლილიკოს თითქოს ომში მიშვებდა თბილისში კი არა.
-ჩამოვალ ბებო აბა რას ვიზამ, ხომ იცი ვერ ვიტან შენს თვალზე ცრემლს, ნუ მექცევი ასე.
-კარგი ბებო, მშვიდობიანი მგზავრობა, რომ ჩახვალთ დამირეკე!
-კარგი ბე, მიყვარხარ!
-უკვე მანქანაში მჯდომს ლილიკოს სიტყვები დამეწია, “მეც მიყვარხარ, შენ ყველაფერს გაუძლებ”. რას გავუძლებ?...
-თებეა!-დაჩის ხმამ მომაფხიზლა
-გისმენ!
-ვიცი, შეიძლება იფიქრო რომ ჯერ ამ ყველაფრის სათქმელად ადრეა, მაგრამ...
-დაჩი გთხოვ, შესავლების გარეშე მითხარი რა ხდება?
-იმ დღეს, ცხენიდან რომ ვარდებოდი და დაგიჭირე ვიგრძენი, ჯერ განუცდელი რამ, არვიცი რა დავარქვა სიყვარული, მოწონება, ლტოლვა თუ რა, მაგრამ იმ წამიდან მუდამ ჩემს გულსა და გონებაში ხარ, ვერაფერზე ვფიქრობ, დილით რომ დაგინახე პიჟამოთი და თმააბურდული მივხვდი, რომ ყოველი დილის შენთან ერთად დაწყება მინდოდა, საღამოს რომ ვსეირნობდით გაკვირდებოდი და შენს თითოეულ ნაკვთს ვიმახსოვრებდი იმ შემთხვევისთვის თუ ვეღარ გნახავდი, მინდოდა მუდამ ჩემს ქვეცნობიერში ყოფილიყავი, ახლა კი როცა ჩემ გვერდით ხარ არვიცი როგორ მოვიქცე, შენ იმდენად ახლოს ხარ ჩემთან, მაგრამ მაინც არ ხარ საკმარისი, შეიძლება იფიქრო რომ გიჟი ვარ, მაგრამ ასეცაა, შენით ვარ გაგიჟებული...- აი ეს მესმის დაჩი დაშნიანის აღიარება და სრულიად გაოცებული მე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე, რა მოხდა ჩემს თავს.
-დაჩი...მე, უბრალოდ...მოულოდნელი იყო!
-ვიცი და არ გთხოვ ახლავე მიპასუხო.
- რა გიპასუხო?
-თებე, იქნები მუდამ ჩემთან ერთად?-მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი რომ დაჩი დაშნიანი მთელი არსებით მინდოდა, ასე სწრაფად ვერ ვუპასუხებდი, ალბათ მიუჩვეველი რომ ვარ მსგავსს აღიარებას ამის ბრალია, მაგრამ ასე სწრაფად არ შემიძლია, მეშინია, რომ ისევ იმედები გამიცრუვდება...
-დრო მჭირდება!-ეს იყო ჩვენი ბოლო დიალოგი თბილისამდე. მანქანა სახლთან გააჩერა და ბარგის გადმოტანაში დამეხმარა, როცა მოულოდნელად კარი ვატომ გააღო და გარეთ ნენესთან ერთად გამოვიდა...სახე გაბადრულები გადამეხვივნენ და უცნობი სხეული რომ შენიშნეს მხოლოდ მაშინ მოვიდნენ გონს.

-გამარჯობა!-დასერიოზულდა ვატო
-გამარჯობა! დაჩი...დაშნიანი
-სასიამოვნოა, ვატო გაბაშვილი, თებეს ძმა
-სასიამოვნოა, თქვენ ალბათ ნენე ხართ.
-დიახ ნენე თაბაგარი-ხმა დაუწვრილდა ნენეს, და ჩუმად ჩამჩურჩულა სვანეთში გაგიშვი თუ ჰავაიზე, ასეთი კარგი ბიჭი თუ იყო არ გითქვამს.
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც, სახლში შევიდეთ!
-არა მე უნდა დაგტოვოთ, თებეა ერთი წუთით თუ შეიძლება.
-გისმენ!
-ახლა წავალ, მაგრამ იცოდე, რომ შენს გადაწყვეტილებას სულმოუთქმელად ველი, დაგირეკავ, დროებით!-დამემშვიდობა და სწრაფად გაუჩინარდა, როგორც სჩვევია, მე კი ისევ ვუყურებდი, სანამდეც თვალი სწვდებოდა...სახლში შესულს უამრავი კითხვა მომაყარეს დაჩიზე, ვინ იყო, საიდან გავიცანი და ასე შემდეგ...
-თქვენ მომიყევით, როგორ მოხვედით გონს, რომ ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდით.
-თებე, თურმე სულ შენი ძმა მიყვარდა და ვერ ვამჩნევდი თან შენ რომ გელაპარაკე მივხვდი, რომ რქები უნდა მომეტეხა და სიამაყე დამეთმო, მერე პირდაპირ მასთან წამოვედი...
-ჯერ მომკლა, მერე მოვიდა და გამაცოცხლა, როცა დავინახე, როგორ შემოგლიჯა კარი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მივხვდი, რომ შენი სიტყვები გამართლდა თებე, მივხვდი როგორ მიყვარდა და როგორ ვუყვარდი, ახლა შენც ხედავ როგორ ვართ...ჰო ქალბატონო მგონი ჩვენ ყველაფერი ვთქვით, შენ რას გვეტყვი ვინ არის დაჩი?
-მეგობარია, ბებო როცა მარტოა აკითხავს ხოლმე და მაშინ გავიცანი, თბილისში მოდიოდა და მეც შემომთავაზა წაგიყვანო, ყველაფერს თქვენებურად ნუ გადახარშავთ, წავედი მე დავისვენებ ცოტას მერე სამსახურში უნდა წავიდე.-საწოლზე დავემხვე და თავში სულ დაჩის სიტყვები მიტრიალებდა იქნები მუდამ ჩემს გვერდით.... ახალი ჩაძინებული ვიყავი, როცა ტელეფონის ზარმა დამირღვია მყუდროება და გამომაფხიზლა
-ქალბატონო თებეა, განყოფილებაში გელოდებიან!
-მოვდივარ!-ასე მძიმედ თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია ალბათ ზედმეტი ემოციების ბრალია. საწოლიდან ლასლასით წამოვდექი, გამოვეწყვე ისე, როგორც სამსახურს შეეფერებოდა და მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, დაღლილობა, რომ გადამეფარა...
-გამარჯობა, უფროსი სად არის?
-თქვენ გელოდებათ, თავის კაბინეტშია!
დერეფანში ერთი ჩოჩქოლი იყო ატეხილი, ნამდვილად არ ხდებოდა კარგი ჩვენს თავს, თორემ ასე სასწრაფოდ შვებულების დროს არ გამომიძახებდნენ...
-შეიძლება?
-მოდი თებეა, გელოდებოდი!
-ვიცი, რა ხდება?-ახალი საქმის ინტერესი მკლავდა, მაგრამ უფროსი თავისი შესავლებით ბოლოს მიღებდა.
-თებეა, რომ არ მჭირდებოდე, ხომ იცი შვებულებას არ ჩაგიშლიდი, ისედაც დატვირთული წელი გქონდა...
-დიახ, ეგ არაფერია.
-მოკლედ, გუშინ ღამით, ნუცუბიძეზე, ერთ-ერთ ოჯახში მამა-შვილს შორის განხეთქილება მოხდა, გოგონა სახლიდან გაიქცა და არავინ იცის მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ, მართალია გაუჩინარებიდან 24საათის შემდეგ ვიწყებთ ძებნას, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამ გოგომ თავს რაღაც აუტეხა...
-ამას რატომ ფიქრობთ, ან კონფლიქტი რამ გამოიწვია?
-მოდი შენ მის მშობლებს გაესაუბრე, ყველაფერს დეტალურად მოგიყვებიან, შემდეგ კი მერაბთან ერთად დაიწყე გოგონას ძებნა, მანამ უნდა ვიპოვოთ სანამ რამეს ჩაიდენს.
-კარგი, სიახლეებს შეგატყობინებთ!- უფროსის კაბინეტიდან გამოსულმა, იქვე კედლის კუთხეში ჩაკეცილი კაცი დავინახე, რომელიც თვითგვემაში იყო, მივხვდი, რომ ამ კაცთან ბევრი სასაუბრო მქონდა და დროც აღარ იცდიდა.
-ბატონო წამოდექით, ტირილით საქმეს ვერ უშველით
-ჩემი ბრალია! მე...მე, ჩემი ბრალია!
-დამშვიდდით და დეტალურად მომიყევით, ჩხუბის მიზეზი და რატომ წავიდა გოგონა სახლიდან!
-ანიტა!...მას ანიტა ჰქვია!
-გასაგებია! რატომ წავიდა ანიტა სახლიდან?
-შეყვარებული ჰყავდა, ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა მათ შორის რამე თუ იყო...გუშინ საღამოს სამსახურიდან ადრიანად დავბრუნდი, ჩემი ცოლიც არ იყო სახლში, არც ანიტა, მის ოთახში დაუკაკუნებლად არ შევდიოდი ხოლმე, მაგრამ გუშინ...გუშინ კარი დაუკითხავად შევაღე და დავინახე, საწოლზე ორსულობის ტესტი და... დადებითი იყო... ვერ წარმოვიდგინე, რომ ჩემი 17წლის გოგონა ამას გააკეთებდა, არ მჯეროდა, სახლში როგორც კი მოვიდა, თავი ვეღარ მოვთოკე და სილა გავაწანი, მერე... მერე ყველაფრის მოყოლა დაიწყო და ამაზე უფრო გავცეცხლდი, ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს, რომ გონზე მოსულს ანიტა იქ აღარ დამხვდა... ქალბატონო, გთხოვთ იპოვეთ ჩემი გოგონა!
-დამშვიდდით ბატონო, თქვენს გოგონას უვნებელს დავაბრუნებთ, მანამდე კი ჩემს თანაშემწეს ზუსტად ჩააწერინეთ ადგილები, სად შეიძლება რომ წასულიყო!
ამ საქმის ასე სასწრაფოდ გამოძიება რატომ უნდა სდომოდა უფროსს? რაღაც რიგზე ვერ იყო და ყველაფრის ახსნა ბატონ ლევანს შეეძლო...
-ბატონო ლევან! შეგიძლიათ ამიხსნათ რა ხდება?
-თებეა მე შენ საქმეზე გაგიშვი, ჩემთან საჭორაო დრო წესით არ უნდა გქონდეს!-უკმეხად მომიგდო პასუხი.
-ვიცი, რომ რაღაცას მალავთ, რაც ამ საქმეს უკავშირდება, სანამ გავიგებ და კარგად არ დასრულდება მინდა თქვენგან მოვისმინო... ნუ გააჭიანურებთ ძალიან გთხოვთ
-რა მოგიყვე, როგორ იძალადა ჩემმა შვილმა, მასაც თუ შვილი ჰქვია, 17წლის გოგონაზე და დააორსულა?- კაცს ხმა გაებზარა და ძალაგამოცლილი ჩაეშვა სავარძელში, ალბათ უნდოდა ყველაფრისგან დაცლილიყო, მაგრამ რეალობა ამის საშუალებას არ აძლევდა...-მხოლოდ შენ გენდობი თებეა, სხვას ვერ ვანდობ ამ საქმეს, დააბრუნე ანიტა მშობლებთან.
-ბატონო ლევან, გპირდებით ანიტას ვიპოვნი, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი რეპუტაციისდა მიუხედავად, თქვენს ვაჟს საკადრისად დავსჯი!-არვიცი ეს მუქარად თუ გაფრთხილებად უნდა ჩაეთვალა, მაგრამ გოგონას უბედურებას არავის შევარჩენდი, არც უფროსის ვაჟს!
გაცეცხლებული გამოვვარდი კაბინეტიდან, ანიტას დედასთან ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა და დროც აღარ დამიკარგავს პირდაპირ საქმეს შევუდექი...
-მერაბ! ყველა მითითებულ მისამართზე უნდა მივიდეთ, არვიცი ეს გოგონა სად წავიდა, მაგრამ ორსულად არის და სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ, სანამ თავს რამე საშინელება დამართა.
-დიახ ქალბატონო თებეა, წავიდეთ!
მთელი თბილისი მოვიარეთ, მაგრამ ანიტა არსად იყო, მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ ვერ გაიგებდი, არც მინიშნება, არც კვალი, არაფერი დატოვა... მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა, უცხო ნომერი იყო, თავიდან ვფიქრობდი, რომ ანიტა გამოჩნდა, მაგრამ დაჩის ხმა, რომ გავიგონე, ყველაფერზე ერთად მინდოდა ტირილი, ახლა ვიგრძენი როგორ მომენატრა და როგორ მიჭირდა მის გარეშე...
-თებე! როგორ ხარ?-მისი თბილი და მზრუნველი ხმა, გულში ნაჩხვლეტებს მიმრავლებდა.
-დაჩი...მომენატრე!-ახლა დაჩის ჩახუტება, ყველაფერს მერჩივნა.
-თებე კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ, შენ არ...-სიტყვა გავწყვიტე, როცა დავფიქრდი რას ვამბობდი.
-თებე, რა თქმა უნდა, სიგიჟემდე მომენატრე!-თითქოს ამის გაგონება მჭირდებოდა...
-უნდა წავიდე საქმე მაქვს!
-როდის გნახავ?
-მალე!-ნეტავ შემეძლოს შენი ახლავე ნახვა, არასდროს გაგიშვებდი. გავიფიქრე წამით...
მალე ისევ ანიტაზე გადავერთე, ამ გოგოს ახლა ისე ვჭირდებოდი, როგორც არასდროს არავის.
-ქალბატონო თებეა, იმ სახლში, მგონი ვიღაც უნდა იყოს...
-რაღას ველოდებით, შევიდეთ!
კარი ღია დაგვხდა, სახლში ყველაფერი არეული იყო, ჭურჭელი სულ დალეწილი, ფარდები ჩამოგლეჯილი, აშკარად ერთ დიდ ქარ-ცეცხლში გაატარეს... მოულოდნელად საძინებლიდან ყვირილის ხმა გავიგე და რთული მისახვედრი არ იყო ამ ყველაფრის ავტორი ვინც იქნებოდა...
-ანიტა!
-აქ ვარ! მიშველეთ!-გოგონას განწირული ხმა უფრო მაშინებდა და წამის მეასედში დავფარე კიბე, ოთახში ელვის სისწრაფით შევიჭერი, როცა მოულოდნელად ძირს გაშოტილი სისხლის გუბეში მყოფი ანიტა დავინახე. სახე გამეყინა, ასეთ მდგომარეობაში მყოფს რომ ვხედავდი.
-მერაბ სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ! დამშვიდდი პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება, მე აქ ვარ, შენთან ვარ მორჩა!
-ბა..ვშვი, ჩე..მი...
-ნუ გეშინია!
საავადმყოფოში მთელი რიგი პოლიცია დაგვხვდა, უკვე ვიცოდი, ბატონი ლევანი ასე შვილიშვილის გამო ღელავდა...
მოულოდნელად უფროსი, რომ მოვიდა და გულში ჩამიკრა, ჩემს გაოცებას საზღვრები არ ჰქონდა, მაგრამ ეს მადლობის ჟესტი იყო, შვილიშვილისათვის...
-თებეა, ვალში ვარ შენთან!
-რას ამბობთ, ნებისმიერ შემთხვევაში ასე მოვიქცეოდი...
- მე ყველაზე მეტად ანიტაზე ვღელავ და მრცხვენია საკუთარი შვილის გამო...პატარა გოგოს რამდენი რამის გადატანა მოუხდა...
-ბატონო ლევან, მართალია თქვენს ვაჟს გამართლება არ აქვს, მაგრამ ამ ქვეყნად უშეცდომო არავინაა, ბებიაჩემი ყოველთვის მეუბნება, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და მართალიცაა, ჩვენი არცერთი ქმედება არ არის შემთხვევითი, ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, სამაგიეროდ თქვენ შვილიშვილი გეყოლებათ, რომელიც ცხოვრებას გაგილამაზებთ და ყველანაირ დარდს განკურნავს დამიჯერეთ.
-ვიცოდი, რომ იმედებს არ გამიცრუებდი, მადლობა გაბაშვილო!
საავადმყოფოდან წამოსულმა გზად ყავახანაში შევიარე, იქ მუდამ კომფორტულად ვგრძნობ თავს, კრემისფერი კედლები მამშვიდებენ და ფიქრის საშუალებას მაძლევენ, რაღაც სხვა სამყაროში მივყავარ მათ და უკან დაბრუნება მიჭირს სიამოვნებისგან დახუნძლულს, არც ბევრი ხალხია, რომ ხმაურმა შეგაწუხოს, უბრალოდ პატარა სასიამოვნო და წიგნებით დატვირთული კაფეა, სადაც გატარებული ყოველი წუთი ერთი დიდი სიამოვნებაა, რომელიც მუდამ გინდა განიცადო, რაც მთავარია თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო ყავას აქ ამზადებენ.
გიყურებ, როგორ ტკბები ყავის სმით და ვერ ვძღები შენით -მოულოდნელად ტელეფონზე მესიჯი მომივიდა და გავაცნობიერე, რომ დაჩი ამდენი ხნის განმავლობაში აქ იყო და მე ეს ვერ შევამჩნიე.
„თუ მიყურებ ჩემთან რატომ არ მოდიხარ?“
„შენით ვტკბები და მეშინია, რომ მოგიახლოვდე არ დავდნე“
„რა ხუმარა ხარ, ჩემთან მოდი...“
და აი ისიც, დაშნიანი ჩემ წინ აესვეტა ისე, როგორც პირველად, როცა გადამარჩინა, ახლაც ისევ ისეთი ქარიზმატულია, როგორიც გაცნობის პირველივე წამიდან იყო, იცვლებოდა მასში რაღაც, თითქოს ჩემთანაა, მაგრამ ფიქრებით სულ სხვა სამყაროშია, იქ სადაც მარტოა და საკუთარი თავის გარდა არავინ ჰყავს, ამას მის მზერაზეც ვამჩნევდი, მიუხედავად იმისა, რომ თვალები სიყვარულის ცეცხლით ჰქონდა ანთებული.
-დაჩი, რამე ხდება შენს თავს?-მინდოდა ჩემი სამსახურეობრივი გავლენა მასზეც მომეხდინა, რომ გამომეტეხა, მაგრამ დაჩი იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა, რომელიც ანკესს ასე მარტივად წამოეგებოდა.
-არაფერი, უბრალოდ არ მინდა, რომ ჩემგან წახვიდე
-სულ ესაა? ასეთი სახით იმიტომ ხარ მთელი საღამო, რომ გგონია შენგან წავალ?
-და რომ წახვიდე მაშინ?-მისი სიტყვები, რაღაცას ეჭიდებოდა, რაღაცას რაც იმედს მისცემდა, რომ არ დავეკარგე. ადამიანების ფსიქოლოგია კარგად ვიცი, დარწმუნებული ვარ დაშნიანი ამაზე ტყუილუბრალოდ არ იფიქრებდა.
-არვიცი, ასე რატომ გგონია, მაგრამ თუ შენ არ გამიშვებ მე არსად წავალ, არ მინდა მსგავსი ფიქრებით თავი დაისტრესო, როცა ამის საბაბი არ გაქვს და ეს თემა დაიხურა!
-მინდა შენთან მეტი დრო გავატარო, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევ, რა ვქნა, რომ შენი შიშები დაძლიო, როგორ მოვიქცე, რომ მენდო?
-დაჩი გთხოვ, მე შენ გენდობი, უბრალოდ ცოტა დრო, სულ ცოტა დრო მჭირდება, დავრწმუნდე, რომ ხელს არაფერი შეგვიშლის.
-შენ ჩემთან ხარ, სხვას ვერაფერს ვინატრებ!
რამოდენიმე კვირის შემდეგ მე და დაშნიანი ერთად გადავედით საცხოვრებლად, რადგან მივხვდი, რომ ზედმეტი ფიქრი ჩვენს ურთიერთობას უფსკრულში გადაჩეხავდა და მე არ ვაპირებ დაჩი დავთმო საკუთარი შიშების გამო...
-თებე, ყველაფერი ჩააალაგე?
-კი, მაგრამ თუ რამე დამრჩება მოვბრუნდები და წამოვიღებ.
-დაფიქრდი, სანამ აქ ვართ
-დაშნიანო, რა ხდება დაიღალე ჩემი ბარგის თრევით, თუ გადაიფიქრე შემიძლია დავრჩე.-დაშნიანი ცოფებს ყრიდა, მივხვდი, როგორ გაბრაზდა ჩემს სიტყვებზე, მაგრამ თამაში გავაგრძელე, მიყვარდა, როცა ვაბრაზებდი და უფრო გიჟდებოდა.
-გაიმეორე!
-რა გავიმეორო, ის რომ უკვე დაიღალე ჩემით?-სიცილს ძლივს ვიკავებდი, ერთი გადახარხარება ყველაფერს მერჩივნა.
-აღარ გაბედო, გესმის და მეორედ ეგ არ მითხრა!-სულ გადაირია, სიცილი, რომ დავიწყე, ისეთი მიმზიდველი იყო, გაბრაზებულიც კი, თავის მოთოკვა გამიჭირდა იქვე, რომ არ გამეშიშვლებინა.
-კარგი სვანო, ვიხუმრე, ნუ მიბრაზდები.
-საერთოდ არ არის სასაცილო.
-წავიდეთ და მერე სამაგიერო გადამიხადე.
-იცი, რა მემართება ასე, რომ მიკეთებ და მიწვევ ჰო, იცოდე გამოწვევა მიღებულია, საკუთარ თავს დააბრალე.
-ოჰო დაშნიანო, უკვე ვიწვი.
-თებეა!
სახლი ნამდვილად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა, მყუდრო და ამავდროულად დიდი, გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო, ბარის კონტრასტში, რაღაც ამერიკულ სტილში, კედლებიც ღია და ნათელი, ფანჯრები კი იატაკსა და ჭერს შორის იყო მოქცეული, ჩვენ წინ გაშლილი ბაღი კი სახლს აგვირგვინებდა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ერთი თვალის მოვლებით გამშვიდებდა.
-მოგწონს?
-შეიძლება, რომ არ მომწონდეს?
-არვიცი, გკითხე.
-იცი, ბაღი ამ ყველაფერს ისე უხდება, როგორც მე და შენ ერთმანეთს.
-ჰო? მე კი ამდენ ხანს ვფიქრობდი, შენ რატომ აგირჩიე, ალბათ ჯადო გამიკეთე ცხენიდან რომ ვარდებოდი და დავრჩი მოჯადოებული.
-გავიცინო? ანუ რატომ გიყვარვარ არ იცი? გასაგებია, წავალ ჩანთას ამოვალაგებ.-ხეპრე, თურმე არ იცის რატომ ამირჩია, მიწვევს, მაგრამ არ წამოვეგები მის პროვოკაციას.
-თებე!-ვნახოთ ბატონო დაშნიანო რამდენ ხანს გაძლებ, თამაშში ვარ.-თებე როდემდე არ დამელაპარაკები? თებეა ვგიჟდები უკვე, მეჩხუბე მაინც, ნუ ხარ ჩუმად!
-რა გინდა, რომ გითხრა
-საერთოდაც არაფერი არ მითხრა, უბრალოდ მოდი ჩემთან.-ისე ახლოსაა ჩემთან, ცეცხლის ალი მთელ სხეულს მიწვავს, მიახლოვდება და როგორ მაკარგვინებს გონებას ვერ ხვდება, ჯერ თვალებში მიყურებს და რწმუნდება, რომ მზად ვარ, შემდეგ კი ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა და დიდხანს, ძალიან დიდხანს რიტმულად აგემოვნებდნენ ერთმანეთს და გრძნობდნენ პირველ კოცნას, რამოდენიმეჯერ სასიამოვნო კბენა და სისხლის წვეთებიც შეიგრძნეს ჩვენმა ტუჩებმა, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, მისით ისე ვიყავი შეპყრობილი, ვერ ვშორდებოდი, სულ უფრო და უფრო მინდოდა მასთან შერწყმა, მაგრამ ახლა არა..
-დაჩი გთხოვ!...ახლ...-ხმაში, კვნესა მეპარებოდა და ვატყობდი დაჩის ეს უფრო აგიჟებდა, ამიტომ თავი მოვთოკე და გავაჩერე.
-დაშნიანო ახლა არა გთხოვ! ცოტაც და სულ შენი ვიქნები ოღონდ ახლა არა და ასე არა.
-ხომ იცი არაფერს დაგაძალებ სანამ შენ მზად არ იქნები, მე შენი ყურებითაც კმაყოფილი ვარ თებე, უბრალოდ რთულია ასე ახლოს, რომ ხარ და...ჯანდაბა-მუშტი კედელს უთავაზა და ოთახიდან გაქრა.
ვეცადე გონზე მოვსულიყავი, შხაპი მივიღე, მაგრამ გამუდმებით დაშნიანის შეხება მახსენდებოდა და ეს სულს მიხუთავდა, ოთახში შესულს საწოლზე, დიდი ვარდების თაიგული დამხვდა წერილით...მაპატიე, თუ არასწორად მოვიქეცი, უბრალოდ სიგიჟემდე მინდიხარ და თავის კონტროლი მიჭირს...მიყვარხარ!
-ნეტა იცოდე, მე როგორ მიყვარხარ...
წერილი გულში ჩავიკარი და ძილის მორევში გადავეშვი, გვიან ღამით, სასიამოვნო შეხება ვიგრძენი, გამოღვიძება მინდოდა, მაგრამ დაჩი ისე ცდილობდა არ გავეღვიძებინა, ნაზად მომხვია წელზე ხელი და თავის სხეულზე მიმიკრო, ასე გვეძინა ერთმანეთზე ჩახუტებულებს დილამდე...დილით, ნაზმა კოცნამ გამაღვიძა, მინდოდა კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ ჩემი მობილური ამღერდა.
-დიახ გისმენთ!
-ქალბატონო თებეა, სამსახური გელით!-ოო მერაბ, ყოველთვის უდროო დროს იცი გამოჩენა, მაგრამ სამსახური უმნიშვნელოვანესია.
-კარგი, მოვდივარ!-დაჩის არ მოეწონა, ჩემი წასვლის ამბავი, მაგრამ მალე მიეჩვევა.
-დილამშვიდობისა სვანო!
-უნდა წახვიდე?
-მალე დავბრუნდები, მანამდე კი მოიფიქრე დღეს რა გავაკეთოთ
-მე კი ვიცი, მაგრამ...
-დაჩი!
-კარგი, კარგი ოღონდ მალე დაბრუნდი.
ვცდილობდი სამსახურში ყოველთვის ჩემი სერიოზულობა შემენარჩუნებინა, ალბათ ამიტომ იყო, ჩემი თანაშემწე მერაბი, მუდამ შიშის თვალებით , რომ მიყურებდა, თითქოს შეჭმას ვუპირებდი, მაგრამ მერაბისნაირ პატიოსან და შრომისმოყვარე კაცს, ვერსად შევხვდები, ჩემი ხასიათისდა მიუხედავად, ყოველთვის ჩემ გვერდითაა და მხარს მიჭერს.
-ქალბატონო თებეა, საქაღალდეები თქვენს კაბინეტში დავტოვე, უნდა გადახედოთ
-კარგი, მაგრამ ქალბატონო ამოიღე ლექსიკონიდან ჰო?-მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე უფროსი იყო, მაინც ისე მომმართავდა თითქოს გამომძიებელი კი არა დედოფალი ვიყავი.
-ასე მირჩევნია.
-კარგი მერაბ, როგორც გინდა.
კაბინეტში, მთელი მაგიდა თეთრი ფურცლებით დამხვდა მოფენილი, როცა ტვინმა გადახარშა, რომ ეს ყველაფერი დღეს უნდა მომეგვარებინა, პირველი რაც გამახსენდა დაჩი იყო, როგორ არ ესიამოვნებოდა, რომ სახლში გვიან დავბრუნდებოდი, მე ხომ დავპირდი...ჯანდაბა თებეა, ჯანდაბაააა!
-ღმერთო მინიშნება მაინც მომეცი საიდან დავიწყო...
მთელი დღე ამ საქაღალდეებში ვიყავი თავჩარგული, უჭმელი, უსმელი, თავი ისე მისკდებოდა მალე კედლებზე გავიდოდი, მაგრამ საქმეს შუაგზაში ვერ მივატოვებ...
-ქალბატონო თებეა, ყავა ან სხვა რამე ხომ არ გინდათ?
-მერაბ შემოდი ცოტახნით.
-დიახ.
-მოდი დაჯექი...მერაბ, შენი აზრით, ადამიანმა არჩევანი უნდა გააკეთოს კარიერასა და სიყვარულს შორის?
-მე...იცით, ქალბატონო თებეა, სადაც სიყვარულია იქ ურთიერთგაგებაცაა, მაგალითად მე ჩემი ცოლი ყველაფერზე მეტად მიყვარს და მასაც ანალოგიურად, ჩემი საქმიანობისდა მიუხედავად ის, ეგუება ჩვენი სიყვარულისთვის, თავიდან უჭირდა შეჩვევა, როგორი იყო ახალდაქორწინებულ წყვილს წესიერად თაფლობისთვესაც, რომ არ შეარგებ, დიდხანს იყო გაბრაზებული, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ იმდენად ვუყვარდი ამასაც გადაიტანდა ჩვენ გამო, ჩემთვის აქ მუშაობა და ზოგადად ჩემი პროფესია ბევრს ნიშნავს, მაგრამ ოჯახი უპირველესია, ურთიერთგაგების დონეზე ორივე მხარე ეგუება და ცდილობენ ყველაფერს დადებითი კუთხიდან შეხედონ, თუ ადამიანი არჩევანის წინაშე დაგაყენებთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ მას არც ჰყვარებიხართ, რადგან ვისაც უყვარხართ, ის მიგიღებთ ისეთს როგორიც ხართ, ცვლილებების გარეშე...
-მერაბ, შენ მართლა შესანიშნავი ადამიანი ხარ, ვერც კი წარმოიდგენ შენმა სიტყვებმა ახლა როგორ დამამშვიდეს...დიდი მადლობა, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩემთან ერთად ხარ...
-ყოველთვის თქვენს სამსახურში ქალბატონო თებეა, ახლა წავალ რამეს მოგიტანთ, თორემ მთელი დღეა არაფერი გიჭამიათ.
-ძალიან დიდი მადლობა.
ველოდებოდი დაჩი როდის დარეკავდა, თან მინდოდა, თან მისი რეაქციის მეშინოდა, და აი ზარიც გაისმა:
-ჩემო ქალბატონო, მალე დაბრუნდებით? უკვე მოსაღამოვდა.
-ჩემო სვანო, იცი...დაჩი, მე...
-დაგაგვიანდება ჰო?
-გთხოვ მაპატიე, უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და შუა გზაში ვერ მივატოვებ.
-მესმის, მიხარია ასეთი პასუხისმგებლიანი, რომ ხარ...არ ინერვიულო, არ ვბრაზობ, მთავარია დაბრუნდე.
-დამელოდე...
ჩვენი თანაცხოვრების პირველივე დღეს სამსახურში აღვნიშნავ, დარწმუნებულივარ რა მდგომარეობაში ჩავაგდე, ალბათ როგორ მელოდებოდა...
-აი, ქალბატონო თებეა, მიირთვით, რომ ძალები მოიკრიბოთ.
-მერაბ, რატომ შეწუხდი, დიდი მადლობა.
-მიირთვით...იცით, ვგრძნობ, რომ კარგად არ ხართ...
-მართალია ძალიან დავიღალე
-არა, მე სხვა რამეს ვგულისხმობ, თებეა თქვენ სულიერად არ ხართ კარგად...
-მერაბ, ხომ იცი მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე, მას შემდეგ 17წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში მე ვიყავი საკუთარი თავის პატრონი, ყოველთვის მეშინოდა ახალი ნაბიჯის გადადგმის, ვფიქრობდი, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს შევეჭიდებოდი და აუცილებლად ჩავიძირებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა, თუმცა ცხოვრება მაინც არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი, როგორიც მეგონა, მე მეშინია...ადამიანების დაკარგვის, შესაბამისად მათთან დაახლოებაზე თავს ვიკავებ, ვფიქრობ მათ მოწყინდებათ და ბოლოს, მაინც წავლენ, ახლა კი...
-ახლა კი გამოჩნდა ის, ვისთანაც თქვენი წესები არ ჭრის არა?
-ნამდვილად...შემიყვარდა, ისე რომ ამის გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი...
-და სიყვარულს როდი ჭირდება გაცნობიერება, ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, რომ ეს შიშიც გადაგელახათ...სხვა მხრიდან შეხედეთ ყველაფერს, მხოლოდ კარგზე იფიქრეთ, ადამიანი, ცხოვრებაში უამრავ იმედგაცრუებას პოვებს, მაგრამ ამისგამო ხელი არ უნდა ჩაიქნიოს, პირიქით ყოველი მარცხით უნდა ძლიერდებოდეთ, თუ შეცდომას არ დაუშვებ, ვერ იპოვი მისი გამოსწორების გზებს...
-რა იქნება თუ ისევ იმედები გამიცრუვდება? ისევ იგივე თუ განმეორდება, მე ხომ საბოლოოდ დავიმსხვრევი
-ამის უფლება არ უნდა მისცეთ საკუთარ თავს, იმდენად ძლიერი უნდა იყოთ, რომ მან თქვენში შემოღწევა ვერ მოახერხოს...
-გამომივა? თუ ამაზე ვიმუშავებ...
-იშრომეთ და მოგეცემათ, ხომ იცი თუ ეს გინდათ და ამაზე იმუშავებთ, აუცილებლად გამოგივათ.
-დიდი მადლობა თანადგომისთვის.
-ყოველთვის თქვენს სამსახურში ქალბატონო თებეა.

საღამოს ყველაფერი მზად მქონდა, საბუთები უფროსის კაბინეტში დავტოვე და ძალა გამოცლილი წავედი სახლისკენ. დაშნიანი ნაწყენი იქნება ჩემზე, ამიტომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოვიფიქრო, რომ ჩემი დანაშაული გამოვისყიდო.
-დაჩი! მოვედი.-პასუხი არავინ გამცა, სახლის ყველა კუთხე შევამოწმე, მაგრამ დაჩი არსად იყო!
-მიპასუხე დაშნიანო, სად ხარ?-ტელეფონიც ავტომოპასუხეზე დააყენა, მე კი ვიჯექი და ველოდებოდი, ალბათ თვითონაც ასე მელოდა და ახლა უნდა, რომ დამსაჯოს, მაგრამ ასე ვერ მოვისვენებ თუ არ გავიგე სად წავიდა. ვრეკავდი გაუჩერებლად, თუმცა უშედეგოდ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, დივანზე მკვდარივით ჩამეძინა...
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, ვიფიქრე, რომ დაჩი ჩემს ძილში დაბრუნდებოდა, მაგრამ არა, სახლში ისევ მარტო ვიყავი, არცერთი ზარი მისგან...
-სად ხარ დაშნიანო, სად?-ჩემთავთან ლაპარაკში გავერთე, როცა კარზე დააკაკუნეს, წამოვფრინდი იმის იმედით, რომ კარის ზღურბლზე დაჩი დამხვდებოდა, მაგრამ...
-ვატო?-გამიკვირდა ასე ადრიანად ჩემი ძმის გამოჩენა, თანაც სახეწაშლილი ჰქონდა, ვგრძნობდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო.
-თებე, არ ინერვიულო კარგი?
-რა ხდება?
-დაჩი...
-რა დაჩი, სად არის?
-მოკლედ, გუშინ...დაჩი დაჭრეს, მაღაზიაში ჩასულა პროდუქტებისთვის, და იქ ძარცვა მოხდა...ვიღაც ქალისთვის დანა უნდა მოექნიათ და დაჩიმ გადაარჩინა.
-რა...რას...რას ამბობ, წამიყვანე, ვატო, დაჩისთან წამიყვანე...
შენი ადამიანი სიკვდილს ებრძვის, შენ კი არაფრის გაკეთება შეგიძლია, მხოლოდ ელოდები როდის მოვა გონს, როდის დაგიძახებს ისევ ისე თბილად და როგორ ჩაგეხუტება თითქოს შიში იპყრობს ჩემი დაკარგვის. რა საცოდავები ვართ ადამიანები, საკუთარ თავზე ფიქრში სრულიად გვავიწყდება ჩვენთვის საყვარელი ადამიანები.
რატომ მეშინია დაჩის დაკარგვის? თუ მას რამე მოუვა მე ვერ ვიდგები ჩემს სიმაღლეზე, საბოლოოდ გავნადგურდები, აი ხომ ვამბობ, რომ საცოდავები ვართ მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ, რომ ისევ მე ვიქნები ცუდად, ისევ მე დავიტანჯები.
-დაშნიანი არ მიმატოვებს, რთულ გზაზე მარტოს არ დამტოვებს, ხომ ასეა ვატო?
-თებე ახლა ყველაზე ძლიერი შენ უნდა იყო, ახლა შენ ხარ ის კედელი რომელმაც დაჩი უნდა გაამაგროს.


***
-დიმიტრი დაშნიანო ალბათ არასდროს მაპატიებ არა?
-შენ შემარცხვინე!
-რას ეძახი სირცხვილს მა-მა?
-ცდილობ წყობილებიდან გამომიყვანო არა?
-არა, ვცდილობ გაგაგებინო, რომ ის წესები, რომელიც 10საუკუნის წინ მოქმედებდა დღეს არაფერს ნიშნავს, გინდა, რომ ცოლად შევირთო გოგო, რომელიც არ მიყვარს? კარგი, მე ფეხებზე გკიდივარ გასაგებია, მაგრამ თინათეს უბედურებაზე იფიქრე, შენი აზრით, ბედნიერი იქნება კაცთან, რომელსაც არ უყვარს? ყველას შენსავით არ უმართლებს სამწუხაროდ ბატონო დიმიტრი, ამ ყველაფერზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა აკვანში დამნიშნე, რა გეგონა, რომ შენი მარიონეტი გავხდებოდი? ნუ გავიწყდება, რომ შენი შვილი ვარ, დაშნიანი!- დაჩი დაშნიანი ასე მარტივად არ დანებდებოდა, არც საკუთარ მამას შეუშინდებოდა, რომელიც რეპუტაციას ყველაფერზე მაღლა აყენებდა.
-დაჩი!-ქალბატონი თამარი ჩაერიე მამა-შვილის საუბარში, რადგან საკმაო დაძაბულობა იგრძნო მათ შორის.
-დედა, შენ... შენ არაფერს იტყვი? მაგრამ არა, შენ ჰო დიმიტრი დაშნიანის ცოლი ხარ, აქ კი ბატონი დიმიტრია მთავარი.
-დაჩი გეყოფა, მამას წესიერად ესაუბრე.
-წესიერად?
-მისმინე შვილო, მესმის შენი დამიჯერე, ვიცი არ გინდა და მე არ ვაპირებ რამე გაიძულო, შენ ამგვარ რეაქციას ველოდი და მჯეროდა, რომ დაშნიანი სხვაგვარად არც მოიქცეოდა, მაგრამ ეს ყველაფერი უფლებას არ გაძლევს მამაშენს აგდებულად ესაუბრო, დამშვიდდი და ეცადე სწორად მოიქცე.
-თინათე გელანი ჩემი ცოლი არ გახდება, ეს ჩემი ბოლო სიტყვაა!
დაშნიანი 9წლით გაუჩინარდა, ისე რომ მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა, ცხრა წლის შემდეგ კი სრულიად სხვა ადამიანი დაუბრუნდა სვანეთს. კითხვის დასმასაც ვერ უბედავდნენ სად იყო, რატომ არ ჩანდა, რას საქმიანობდა ისეთს, რომ საკუთარ ოჯახსაც არ კითხულობდა, ამ კითხვებზე პასუხს მხოლოდ დაშნიანი გაგცემდათ, მაგრამ ის დუმდა.


* -ქალბატონო თებეა შეიძლება?- გაისმა უცნობის ბოხი, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო ხმა.
-გისმენთ!
-მე გეგა ანდრონიკაშვილი ვარ, დავალებული მაქვს დაჩი დაშნიანის მკვლელობის გამოძიებაში დაგეხმაროთ.
-დახმარებას არ ვსაჭიროებ, ასე გადაეცით მას ვინც ეს დაგავალათ, ახლა კარგად ბრძანდებოდეთ, ტყუილად დროს მაკარგვინებთ.
-არსად არ ვაპირებ წასვლას, მიუხედავად თქვენი აზრისა, რადგან ეს ჩემი სამსახურია და სამსახური ყველაზე მნიშვნელოვანია!
-ვფიქრობ ზედმეტი მოგდით ანდრონიკაშვილო...
- ვითომ?! მე ასე არ ვფიქრობ...
- არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, მინდა რომ ჩემი კაბინეტი დატოვოთ ახლავე!
- არა! შეიძლება თქვენი შეყვარებული მოკლეს და ამას განიცდით მესმის, მაგრამ არ გაქვთ უფლება ამ ტკივილს შეეწიროთ, თქვენზე ბევრი კარგი მსმენია, თქვენს პროფესიონალიზმზე, მაგრამ ახლა ჩემ წინ სრულიად უსულო და სასოწარკვეთილი ქალი დგას, რომელსაც ფეხზე მყარად დგომაც კი არ შეუძლია და დიდი ეჭვი მაქვს, რამის გამოძიების თავი ჰქონდეს...დროებით ქალბატონო თებეა.
ასე დატოვა ანდრონიკაშვილმა, გაბაშვილი გაშეშებული და გაურკვევლობაში მყოფი, თებეამ იცოდა, რომ გეგა ასე მარტივად არ დანებდებოდა და მასთან ჭიდილი არაფერს მოუტანდა, ამიტომ დასთანხმდა მასთან ერთად მუშაობას, რადგან ამ დროის განმავლობაში თებეამ დაკარგა თვითდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა, რაც გამოძიებას არ წაადგებოდა...
-ანდრონიკაშვილს გადაეცით, რომ კაბინეტში ველოდები!
თებეა ელოდა, მაგრამ უშედეგოდ, ფიქრობდა, რომ გეგამ თავი დაიფასა და ახლა მისგან ბოდიშს ელოდა, თუმცა ანდრონიკაშვილს არავის ბოდიში სჭირდებოდა...
-გისმენთ ქალბატონო თებეა, ჩემი ნახვა გსურდათ?-ირონია გაურია ხმაში ანდრონიკაშვილმა.
-ირონიის გარეშე ბატონო გეგა, აქ საქმესთან დაკავშირებით დაგიბარეთ და არა მასკარადისთვის.-არც გაბაშვილმა დააკლო.
-გისმენთ!-დასერიოზულდა ანდრონიკაშვილი.
-ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ ზედმეტად ჩემს საქმეში ცხვირს არ ჩაყოფთ, თუ ამის უფლებას მე არ მოგცემთ, რაც შეეხება საქმეს, თქვენზე ბევრი გავიგე და დარწმუნებული ვარ თავს გაართმევთ.
-ასეთი რთულია?
-ვერ მიგიხვდით?!-გაურკვევლობა დაეტყო გაბაშვილს.
-ასეთი, რთულია მითხრა, რომ ჩემი გჯერა?-გეგა თავის დამოკიდებულებას არცერთი წამით მალავდა, პირიქით ნებისმიერ შანსს იყენებდა მის წარმოსაჩენად.
-შენობით ფორმაზე გადავედით? კარგი გეგა, მაგრამ ვერ ვხვდები ეს საქმესთან რა კავშირშია.-არ შეიმჩნია, მაგრამ თებეა შინაგანად ათრთოლდა, რადგან ხვდებოდა ეს რაღაც სხვაში გადაიზრდებოდა.
-ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, რამდენად გჯერა ჩემი!-სიტუაცია განმუხტა ანდრონიკაშვილმა.
-თუ შენთვის ეს ასე მნიშვნელოვანია, გეტყვი, რომ მჯერა შენი, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი მიზეზი, არ მაქვს მე მაინც ასე უბრალოდ მჯერა შენი გეგა!
გეგა თითქოს მოსწყდა გარე სამყაროს, სული აუფორიაქდა იმდენად იმოქმედა თებეამ მასზე. ვის არ შეხვედრია, ვინ არ ჰყოლია, მაგრამ მსგავსი არასდროს, არავისთან განუცდია, მისი ერთი გამოხედვით აფორიაქება ვერავინ შეძლო ამ დრომდე და ამ დროს თებეა დაარქვა.
-მადლობა!-მხოლოდ ამის თქმა შეძლო ფრთებშესხმულმა ანდრონიკაშვილმა.
-არაფრის გეგა!

***
დაჩი დაშნიანი საავადმყოფოს 1კვირით შეეკედლა, ისიც თებეას კატეგორიული მოთხოვნით.
-დაჩი, იცოდე წამოდგომა არც გაბედო, მითხარი და მე დაგეხმარები!
-თე, როდემდე უნდა გყავდე ასე პარალიზებული?-პატარა ბავშვს ჰგავდა დაჩი.
-სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდები!
-სამსახური გელოდება გაბაშვილო!
-გავეთავისუფლე 1 კვირით, ამიტომ მხოლოდ შენი მოვლა მევალება, მაინც ვერ მომიშორებ დაშნიანო, ჩემი ხარ!
-შენი ვარ!- ეს ნიშნავდა ორ გულს ერთ სხეულში, მათი ბაგეები ერთმანეთს დაეწაფა და მანამ აგემოვნებდნენ ერთურთს, სანამ სუნთქვა არ გაუხშირდათ და დაჩის ჭრილობა არ ასტკივდა.
-შენ ხარ ყველა’ფერი ჩემს სამყაროში!
-შენ ხარ სამყარო ჩემს ყველა’ფერში!

დაჩის საბოლოოდ გამოჯანმრთელებას 1 თვე დასჭირდა, შემდეგ კი ისევ სამუშაოს დავუბრუნდით, ბიუროში ბევრი საქმე დაგროვდა, დაჩიმაც გამომიცხადა, რომ ერთი კვირით უნდა წასულიყო და არც კი ვიცი სად...
-იქნებ მითხრა, მაინც სად მიდიხარ?-ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი ბრაზისგან.
-თე, გითხარი, რომ საქმე მაქვს, მენდე უბრალოდ, დავბრუნდები და ყველაფერს მოგიყვები შენს თავს ვფიცავარ..
-დაშნიანო...-ჩემს ხმაში მკაცრი ტონი იგრძნობოდა და დაჩი შეშფოთებული შედგა.
-თე...-დაშნიანი ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ წამსვე შევაჩერე
-არ გაბედო! უკან დაიხიე, არ მომეკარო, ვერ მომიახლოვდება კაცი, რომელიც ჩემგან მალულად საქმეებს ხლართავს... იცოდე დაჩი, მაინც გავიგებ რას მიმალავ და ლილის გეფიცები, არ გაპატიებ!
იცოდა დაშნიანმა, რომ სიტყვას შევასრულებდი და წამით სახე გაეყინა...
-კარგი თებე, როგორც გინდა.
რა თქმა უნდა ყოველთვის ყველაფერი ვარდისფერი არ იქნება ამასთან შეგუება გვიწევს, მაგრამ რეალობა, რომელში ცხოვრებაც ადამიანს უხდება იმაზე მძიმეა ვიდრე ელოდები, ბედის ირონიაა არა?! ისეთ დროს მიდიან შენგან, როცა ყველაზე მეტად გჭირდება მხარდაჭერა, თუმცა წასასვლელი უნდა წავიდეს კიდეც, არასდროს ელოდო იმაზე მეტს, რაც არ დაგიმსახურებია და ალბათ არც მე დამიმსახურებია, სიყვარული და გრძნობა, რომელიც ცხოვრებას გამილამაზებდა... იმ წამს მეგონა დაჩი შემაჩერებდა, ვიფიქრე მეტყოდა, რომ ვუყვარვარ და არასდროს დამტოვებდა მარტოს, მაგრამ ფიქრი ფიქრად დარჩა, მე მწარე რეალობას მწარედ დავეჯახე...
-ნივთები ჩავალაგე, ტაქსი გამოვიძახე და ლილისთან წავედი, ყოველთვის, როცა ყველაზე მეტად მტკიოდა მასთან მივდიოდი, ბებოსთან ვპოულობდი შვებას, თითქოს ფრთებს გამოვისხამდი და ფრენა შემეძლო... სუსტი გული გქონია გაბაშვილო, რადგან ვერ შეძელი, საკუთარი თავის მოთოკვა, აკრძალულ ხილს წაეპოტინე და რა? რა შეგრჩა ბოლოს ხელთ? რა თქმა უნდა ისევ და ისევ იმედგაცრუება. წამოვედი და საყვარელი მამაკაცი კართან დასჯილი ბავშივით ატუზული დავტოვე, თითქოს წამით ვიგრძენი, რომ სიკვდილივით არ უნდოდა ჩემი გამოშვება, მაგრამ მაინც არ შემაჩერა, არაფერი იღონა, ვიცოდი, რომ ამის ლოგიკური მიზეზიც ექნებოდა, მაგრამ მე ლოგიკა არ მჭირდება მე ჩემი ადამიანი მჭირდება ჩემ გვერდით, ნუთუ ასეთი რთულია ამის გაგება?...
-თებე რა მოგივიდა ბებო?
-შენი აზრით ლილი, რატომ ვცხოვრობ დღემდე იმედგაცრუებით?
-რა კითხვაა ბებო, რაში გაგიცრუვდა იმედი?
-ლილი, უბრალოდ მიპასუხე რა ხდება ჩემს თავს!
-ბებო შენ თავიდანვე განსაკუთრებული იყავი, თებეა შენ ოცნება არ გქონდა, მხოლოდ მიზნები გქონდა ბავშვობიდან ასეთი იყავი, შეუდრეკელი, გაბედული და თუ საჭირო გახდებოდა მრისხანეც, მშობლების გარდაცვალების შემდეგაც არ შეცვლილხარ, შენში მხოლოდ ნათელი წერტილი ჩაქრა, რომელიც მე და ვატომ ასე თუ ისე გავანათეთ, მაგრამ მე ვიცოდი ბებო, რომ შენ ყველაფერს გაუმკლავდებოდი, არც შევმცდარვარ...
-რა თქმა უნდა, შენ ხომ არასდროს ცდები, ყოველთვის ყველაფერს წინასწარ ხედავ, როგორ?
-ასეთია ცხოვრება, ყოველთვის გრძნობ მოსალოდნელ საფრთხეს, მითუმეტეს თუ მოვლენები შენს ცხვირ წინ ვითარდება, ახლაც გაგიცრუვდა იმედები, მესმის, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო, ეგ გასწავლე? საკუთარი თავის დაფასება უნდა შეგეძლოს შვილო, შენს სიმაღლეზე უნდა იდგე ყოველთვის თებეა და არავის მისცე უფლება იქედან ჩამოგიყვანოს...
-ლილიკო, მიყვარს, ის კი წავიდა, ასე ადგა და უყოყმანოდ წავიდა, თითქოს ჩვენ არც ვყოფილვართ...
-სად წავიდა?
-არ ვიცი
-ყველაფერს შენი გადმოსახედიდან ნუ შეაფასებ ბებო, არ იცი დაჩის გულში რა ხდება და ახლა შენ რომ აქ იტანჯები, ის რა დღეშია, გგონია მისთვის ადვილი იქნება ის დღეები, როცა მასთან არ იქნები?
-მგონია, რადგან იმის ღირსადაც არ ჩამთვალა ეთქვა სად ჯანდაბაში მიდიოდა მთელი ერთი კვირით, ის კი მიმეორებდა, რომ ჩამოვალ ყველაფერს აგიხსნიო, რა უნდა ამიხსნას ლილი რა? როგორ მომკლა? როგორ მანადგურებს მისი არ ყოფნა? ეს უნდა ამიხსნას?
-მესმის, მაგრამ მასაც უნდა გაუგო, ნუ იქნები ეგოისტი და შეეცადე მშვიდად გაატარო ეს ერთი კვირა, ჩამოვა და ნახავ ისევ დალაგდებით, ან იქნებ ასეც იყო საჭირო, იქნებ უნდა ჩამოშორებოდით ცოტახნით , რომ ერთმანეთი უკეთ დააფასოთ... ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ამ ცხოვრებაში თებე...
-მიხარია, რომ ჩემთან ხარ.
-მე ყოველთვის შენთან ვარ ბებო, ყოველთვის შენს გულში ვარ და ვიქნები...
არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა არსებობს მხოლოდ გამოსავალი და რწმენა, რომელიც თვითდაჯერებულობას მატებს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.
შვიდმა დღემ იმაზე მტკივნეულად ჩაიარა ვიდრე ოდესმე, არცერთი ზარი მისგან, არცერთი შეტყობინება, ყველაფერი ერთი დიდი ზღაპარი იყო ცუდი დასასრულით... თბილისში დავბრუნდი, საქმეს ვჭირდებოდი, ვატოს, ნენეს, მაგრამ მე დაჩი მჭირდებოდა, მას კი ალბათ აღარც ვახსოვარ...
სვანეთში ყოფნისას მე და ლილიმ ლიფანალის დღესასწაული გადავიხადეთ მშობლებისთვის, ფიგურებს, რომელსაც თითის მარტივი მოძრაობით ვხატავდი საგნებზე, მთელ ჩემს ემოციას ვაქსოვდი მათში, ასე მეტ თავისუფლებას განვიცდიდი, იქ, სადღაც შორს მშობლებთან ვიყავი, მათ სიახლოვეს ვგრძნობდი, იმდენად მჭირდებოდა დედას ერთი დაძახება „თებე გელოდები დე“ და მამას თბილი ჩახუტება, მას შემდეგ 18 წელი გავიდა მე კი ისევ მახსოვს მათი სურნელი, მათ ისევ ვგრძნობ, მერე რა, რომ ახლა ჩემ გვერდით არ არიან, შეიძლება ვერ ვხედავ მათ, მაგრამ მჯერა, რომ ყოველ ჩემს ნაბიჯს აკვირდებიან, იმდენად მეშინია მათ იმედები არ გავუცრუო, ზოგჯერ ეს შიშიც მანადგურებს, კი მაგრამ როდემდე?...
-ქალბატონო თებეა, ძალიან დააკლდით ბიუროს! მიხარია თქვენი დაბრუნება.
- მეც მიხარია, რომ დავბრუნდი მერაბ, მადლობა!
-თუ ჩემთან...
-თუ შენთან საუბარი მომინდება, მზად ხარ მომისმინო?
-ყოველთვის თქვენს სამსახურში ქალბატონო თებეა!
-მადლობა მერაბ!
დღემ უინტერესოდ ჩაიარა, სანამ უფროსმა თავის კაბინეტში არ დამიბარა.
-მობრძანდით!
-მეძახდით ბატონო ლევან?
-მოდი თებეა... დავიწყოთ იმით, რომ ერთი კვირით შვებულება აიღე, მიზეზს არ გკითხავ, რადგან არ მეხება, მაგრამ ახლა, რომ გხედავ, შენ არ ხარ თებეა, რაღაც ხდება შენს თავს და არ მინდა ამან საქმეს ხელი შეუშალოს, შენ იცი, როგორ მიყვარხარ და გაფასებ, მაგრამ საქმე პირველყოვლისა...
-ვიცი ბატონო ლევან ამის ახსნა საჭირო არ არის... რამე არასწორად გავაკეთე? თუ რამე ისე არ არის მითხარით და მოვაგვარებ!
-ყველაფერი რიგზეა გარდა ერთისა...
-რა ხდება?
-შენ არ ხარ რიგზე თებეა! შენ არ ჰგავხარ შენს თავს, რა გჭირს შეგიძლია მომიყვე?
-ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა და მარტო მე შევძლებ მის მოგვარებას, თუ სხვა რამ პრობლემა არ არის დავუბრუნდები ჩემს სამუშაოს...
-კარგი როგორც გინდა, მაგრამ ეცადე გამოკეთდე!
-კარგი!
თითქოს ასეთი მარტივი იყოს „ეცადე გამოკეთდე“.
-მერაბ შეგიძლია ჩემთან შემოხვიდე?
...
-მოდი მერაბ!
-გისმენთ!
-შენ მითხარი, რომ როცა საუბარი მომინდებოდა მომისმენდი ხომ?
-რა თქმა უნდა!
-მერაბ, მტკივა და ამას რა ვუშველო... თუ კი რამე წამალია მითხარი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია, ვგრძნობ რომ გული ამომგლიჯეს ისე, რომ სისხლიც არ დაღვრილა, ამას რა მოვუხერხო მეტყვი? ის სიცარიელე, როგორ შევავსო, რომელიც მისგან დამრჩა.
-და რა ჰქნა მან?
-წავიდა...
-წავიდა, მაგრამ დაბრუნდება!
-როდის? განა შეიძლება ველოდო ადამიანს, რომელსაც არც კი უთქვამს სად წავიდა?
-უნდა დაელოდოთ თუ გიყვართ, მაგრამ თქვენ ისედაც ელოდებით, ერთი სული გაქვთ კარი გაიღოს და მისი ანარეკლი მაინც დაინახოთ, რომ სული დაგიმშვიდდეთ...
-მინდა, სიგიჟემდე მინდა, მაგრამ თუ დაბრუნდება ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება...
-მართალია, ყველაფერი ძველებურად ვერ იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი უფრო კარგად იქნება ვიდრე ოდესმე!
-ეგ რას ნიშნავს?
-ქალბატონო თებეა, არ მიყვარს ბანალურობა, მაგრამ ცხოვრება მარადიული არ არის, რომ ყველაფერს წერტილ-წერტილ ჩავეძიოთ, ჩვენ გვყავს ერთმანეთი, მაგრამ ყველანი დამოუკიდებელი ადამიანები ვართ, თქვენ გიყვართ და დარწმუნებული ვარ მასაც ძალიან უყვარხართ, მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევთ მისი ცხოვრება თქვენ მართოთ, თქვენ უბრალოდ უნდა ენდოთ, რადგან გითხრათ, რომ დაბრუნდება ესეიგი ასეც მოხდება, მოვა და თქვენ მას ყოველგვარი ახსნების გარეშე მიიღებთ, რადგან მონატრება ზოგჯერ ყოველგვარ სიამაყესა და თავმოყვარეობას სჯობნის, გვინდა ჩვენ ეს თუ არა ყველაფერი ისე არასდროს იქნება, როგორც ვგეგმავთ ან როგორც გვაწყობს, ჩათვალეთ, რომ თქვენ ცხოვრებას თავად წერთ და ახლა თქვენ გადაწყვიტეთ ვინ იქნებით მარტოსული, განადგურებული გოგონა თუ შემდგარი და ჩამოყალიბებული ქალბატონი, რომელსაც უყვარს...
-თუ არჩევანი მე უნდა გავაკეთო, მაშინ გავაკეთებ კიდეც!
-წარმატებები და გახსოვდეთ...
-ყოველთვის ჩემს სამსახურში და ამისთვის მადლობა მერაბ, შენ ყველაზე გამორჩეული ხარ ნამდვილად.
-მადლობა ქალბატონო თებეა.
საღამოს სახლში მისვლამდე გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა, გრილმა სიომ ჩემი დარდები არემარეს მოაფრქვია და თითქოს წამით ყველაფერმა ჩემით დაიწყო არსებობა...
-მელოდებოდი ვიცი!-მოულოდნელად ისევ ის ხმა...
-თებეა, აქ ხარ ჩემთან!-ხმა ისევ განმეორდა და თანდათან უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი მის ნამდვილობაში.
-და...ჩი-მიჭირდა ხმის ამოღება, მაგრამ ახლა დრო იყო განვთავისუფლებულიყავი ყველანაირი გრძნობისგან.
-ვიცი, რომ არ გინდა ჩემი მოსმენა, ისიც ვიცი, როგორ ვერ მიტან ასე ყველაფრის აუხსნელად, რომ წავედი, დამიჯერე ჩემთვისაც არ იყო მარტივი, უშენოდ ვერ ვსუნთქავ, აღარ ვიცი ეს შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია უკვე, მაგრამ შენი ნებისმიერი პასუხისდა მიუხედავად იცოდე, რომ ჩემ გულში იქნები მუდამ.
-გაჩუმდი გთხოვ, არაფერი მითხრა.
-არ გთხოვ პატიებას, არც მოგიბოდიშებ, რადგან ეს არაფერს შეცვლის, ვერ შეცვლის იმ ტკივილს რაც უერთმანეთოდ გადავიტანეთ, უბრალოდ მინდა ისევ მენდობოდე, თუ ამის შესაძლებლობა კიდევ არსებობს...
-სიტყვები არ მეყოფა იმისთვის, რომ აღვწერო როგორ ვიყავი და...
-ვიცი, მაგრამ...
-და როგორ მენატრებოდი დაჩი, სიგიჟემდე მენატრები და ახლაც, როცა ჩემ წინ დგახარ არ შემიძლია ასე შორიდან გიყურო, მინდა მუდამ ჩემ გვერდით იყო და თუ კიდევ წახვალ ჩემი ცხოვრებიდან ასე უთქმელად იცოდე გაგანადგურებ დაშნიანო!
ჩახუტება...ამ ჩახუტებაში ყველაფერი ჩავატიეთ, ტკივილი, მონატრება, პატიება, უთქმელი ბოდიში და დიდი სიყვარული, ეს იყო, რაც ამ ორი კვირის განმავლობაში ასე მჭირდებოდა, ეს იყო დაჩი დაშნიანი და თებეა გაბაშვილი, ორი გული ერთ სხეულში...
-სახლში დავბრუნდეთ?
-ჩვენს სახლში?
-დიახ, „ჩვენს“!
-დავბრუნდეთ!

ოდესმე გიგრძვნიათ ფრთები თქვენს სხეულზე? -მე ვიგრძენი, დიახ, 25 წლის განმავლობაში პირველად ვიგრძენი როგორი იყო თავისუფლად სუნთქვა...
-გითხარით, რომ ახლა ვერ დავბრუნდები, ისევ რატომ რეკავთ?-სატელეფონო ზარი, რომელმაც თავისუფალი სუნთქვა გაახშირა...
...
-არ შემიძლია, უჩემოდ მიხედეთ საქმეს, ვეცდები აქედან დაგეხმაროთ და სანამ მე არ დაგირეკავთ, თქვენ შეტყობინებაც კი არ მომწეროთ მანამდე.
რას ნიშნავს არ დამირეკოთ, რას ნიშნავს ვერ დავბრუნდები, რა ხდება დაჩის თავს, რას მალავს ისეთს, რაც არ უნდა გავიგო, სად იყო ეს ერთი კვირა...
-დაჩი!
-თე, რატომ ადექი ჯერ ადრეა...
-ვის ელაპარაკებოდი?
-მეგობარს!
-ნუთუ?-ირონიანარევ, საკუთარ ხმაშიც კი ვგრძნობდი დაძაბულობას.
-რა ტონია?-დაშნიანი შეტევაზე გადმოსვლას ცდილობდა საუბარი თავიდან, რომ აეცილებინა, მაგრამ მას იმაზე უკეთ ვიცნობ ვიდრე წარმოუდგენია...
-იცი, რომ არ ჩაგაცივდები, იცი, რომ გენდობი ყველაფრისდა მიუხედავად, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ ნდობას ცუდად იყენებ...-მისკენ მივიწევდი, ის კი უკან დახევას ცდილობდა, გაქცევა, აი რა სურდა იმ წამს დაშნიანს.
-დაჩი გახსოვს, ყავახანაში რა მითხარი?- მითხარი „მეშინია ჩემგან, რომ წახვიდე“, ახლა? ახლაც გეშინია ამის?
-წახვალ?
-არვიცი, შენ მითხარი!
-მე, რომ აგიხსნა ჩემი წასვლის, თუნდაც ამ სატელეფონო ზარის არსი, მეშინია, რომ თავად დაანგრევ ყველაფერს...
-გისმენ, გაჭიანურების გარეშე!
-9 წლის წინ, საქართველოდან წავედი ახალი ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ არც ისე მარტივად ჩაიარა ამ ყველაფერმა...თებეა მე...მოკლედ მე ჯარისკაცი ვარ, უფროსი ლეიტანტი, დაჩი დაშნიანი, ამიტომ გავუჩინარდი ერთი კვირით და ალბათ კიდევ მომიწევს წასვლა, სხეულზე იარებიც ამიტომ მაქვს, მე მებრძოლი ვარ და ეს არ შეიცვლება!
-არ მაქვს უფლება მიგითითო რა გააკეთო, მიხარია, რომ სამსახურისადმი ასეთი ერთგული ხარ, ვხვდები რას ნიშნავს ეს შენთვის და არაფერს გეტყვი გარდა იმისა, რომ მინდა თავს გაუფრთხილდე და ყოველი წასვლის შემდეგ ჩემთან უვნებელი დაბრუნდე, არ მაიძულო უშენოდ ცხოვრება...
-არასოდეს!
ვფიქრობდი ყველაფრის ახსნის შემდეგ დავმშვიდდებოდი და ჩემს ეჭვებს ბოლო მოეღებოდა, მაგრამ ახლა დაჩის სიცოცხლეს ეხება საქმე, როგორ უნდა მოვისვენო, როცა ვიცი, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ის აღარ მყავდეს...
-გინდა გავისეირნოთ, რადგან ძილი აღარცერთს აღარ გვეკარება?
-მე უკეთესი იდეებიც მაქვს, მაგრამ რადგან ასე გინდა წავიდეთ.
-დაჩი!
-კარგი, კარგი, გასაღებს ავიღებ.
-ფეხით გავისეირნოთ, კარგი ამინდია!
-ნება შენი, თე.
მშვიდი საღამო, ლამპიონებით განათებული ქუჩა, აქა-იქ მოსიარულე სხეულები და შენი ადამიანი... რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის არა? ერთი გაღიმებაც კი კმარა დღის შესაქმნელად... მე დღე მის ღიმილში, ხოლო ღამე მის თვალებში დავინახე, რომელიც, ისეთი უფსკრულია, არ შეცვლილა და მინდა ამ უფსკრულში სამარადისოდ გადავიჩეხო...
-ნანობ?-მკითხა დაშნიანმა.
-არასოდეს!
წვიმის წვეთები გვისვლებდნენ სახეს, მაგრამ ადგილიდან არ ვიძვროდით, ვუყურებდით გზააბნეულ ხალხს, რომელთაც წვიმისგან გაქცევა სურდათ, ჩვენ კი ვიდექით და ვტკბებოდით წვეთებით, რომლებიც სიცოცხლის ნაპერწკლებს ჰგვანან, მათში საკუთარ ანარეკლს ვხედავთ და რაც უფრო მეტად გვაწვიმს, სხეულზე ხორკლები მითუფრო მატულობენ...
-ოთახში შევალ გამოვიცვლი, რამე ხომ არ გჭირდება?
-არაფერი…თებეა!
-გისმენ.
-არ შემიძლია...-თვალის დახამხამებაში ვიგრძენი მისი სუნთქვა ჩემს სხეულზე, მისი ყოველი შეხება თავს მაკარგვინებდა, მასთან ჩემი ძალები გაცამტვერდა, სრულიად მას ვეკუთვნოდი და ამას არცერთი წამით ვნანობდი, სველი ტანსაცმელი ტანზე შემოგვეძარცვა, ჟინმორეული დაუყვა სხეულის შესწავლას, მკერდზე დაემხო და რიტმულ რხევას უხმო გმინვას ვურთავდით თან, ყელიდან დაუყვა კოცნას მუცლამდე და ასე შეერწყა ორი სხეული ერთმანეთს...გამთენიისას მის მკლავებში მოქცეულს გამეღვიძა , გალიიდან გათავისუფლებულ ჩიტს ვგავდი, რომელსაც გაფრენის სურვილი არ ჰქონდა.-განსაკუთრებული ხარ!
დილით მაღვიძარამ დარეკა, რაც იმის მომასწავლებელი იყო, რომ სამსახური მიხმობდა...
-დილამშვიდობის!
-როგორ გეძინა?
-25წლის განმავლობაში პირველად მეძინა ასე მშვიდად.
-თვითშეფასება ამიმაღლე!
-ნუ ცანცარებ, სამსახურში დამაგვიანდება თუ არ გამიშვებ.
-დააგვიანე არაუშავს.
-არ შეიძლება, წავალ და ვეცდები ძალიან მალე დავბრუნდე...
-გელოდები!
ნამდვილად არ მსურდა სამსახურის ატმოსფეროს ჩემი ემოციები გაეფერმკთალებინა, მაგრამ, როგორც ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვსურს.
-თებეა, ჩემს კაბინეტში ახლავე!-მბრძანებლური ტონი ჰქონდა ბატონ ლევანს.
-გისმენთ!
-5 გვამი, 2დღეში და არავინ იცის ეს სადამდე გაგრძელდება და ვინ იქნება შემდეგი. აქ არის გარდაცვალებულთა დოსიე გაეცანი ყველა მათგანს, ნახე რა ჰქონდა ამ 5 პიროვნებას საერთო და მკვლელის კვალზე გადი, რაც შეიძლება სწრაფად, თორემ...
-თორემ დღის ბოლოს კიდევ ერთი გარდაცვლილი გვეყოლება.
-ზუსტად! იჩქარე თებეა.
„როგორც გინდა ისე დამსაჯე, მაგრამ ახლა ხალხის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, არამგონია დღეს დავბრუნდე, ,მაპატიე!“
„თუ მათ სჭირდები, საპატიებელი არაფერია, თავს გაუფრთხილდი“
...
-მერაბ 5 მკვლელობა მოხდა 2 დღეში, ასე რატომ ჩქარობს დამნაშავე?
-არვიცი, შესაძლოა გარკვეული გეგმა აქვს და მას მიჰყვება, მკვლელობების შემდეგ რას იზამს, ასე უბრალოდ ხომ არ გაჩერდება?
-მართალია არ გაჩერდება...ხუთი სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა ქალაქებიდან, არცერთი თბილისელი, შავგვრემანი ქალები, მაღლები, ასაკით 25 წელზე მეტის არცერთია, ლამაზები არიან, თუ სექსუალური ურთიერთობებისთვის სჭირდება ისინი, მაშინ რაღატო კლავს, შესაძლოა სახეს არ მალავს და შემდეგ რომ არ დაასმინონ მათ თავიდან იშორებს.
-შესაძლოა, მაგრამ ამ შემთხვევაში სექსუალური ძალადობა არაფერ შუაშია, რადგან მათზე ძალადობის კვალი არ ჩანს, ყველას კისერი აქვს გამოჭრილი.
-შეუძლებელია, ასეთი უსისხლო როგორ უნდა იყო, 5 ქალი დახოცა, გესმის მერაბ, 5 ქალი...
-დამშვიდდით ქალბატონო თებეა, ახლა თქვენი გონება ყველაზე მეტად გვჭირდება, შეგიძლიათ იმ გარეწარს ბოლო მოუღოთ და ემოციებს ნუ მისცემთ თქვენი კონტროლის უფლებას.
-მესმის...დანაშაულის ადგილებზე წავიდეთ, ტერიტორია მინდა დავათვალიერო!
5 ქალი, შავგვრემანი, მაღალი, 25წლის, სხვადასხვა ქალაქიდან და ბოლოს ხუთივე თბილისში... 5ქალი, შავგვრემანი, მაღ...
-ქალბატონო თებეა, მოვედით!
-მოგესალმებით ეს ანალიტიკური განყოფილების ოფიცერი დავით ამილახვარია, ეს კი ქალბატონი თებეა საგამოძიებო ბიუროს ოფიცერი.
-სასიამოვნოა ბატონო დავით, რა მდგომარეობაა?
-სახარბიელოს ვერაფერს გეტყვით, ხუთივე ადგილას გვამები ერთნაირ ფორმაში დაგვხვდნენ, ყელგამოჭრილები მუცელზე იყვნენ დაწვენილები, არანაირი ძალადობის კვალი, ტანსაცმელიც კი არ იყო ზედმეტად დაჭმუჭნული და ვერაფრით გამიგია რაუნდა მათგან მკვლელს?
-ანაბეჭდები აიღეთ?
-დიახ, მაგრამ არანაირი კვალი, სუფთა ნამუშევარი აქვს.
-ჯანდაბა, როგორ შეიძლება ამხელა ქალაქში მოწმე არ არსებობდეს, როგორ იმოქმედა ასეთ ხმაურიან ადგილებში ისე, რომ ვერავინ დაინახა.
-თუ მისთვის ეს მკვლელობები პირველია, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ნამდვილად ამ საქმეში კარგად გათვიცნობიერებულ პირთან გვაქვს შეხება.
-ნამდვილად, მან იცის, რომ თუ ანაბეჭდებს დატოვებს მის კვალზე მარტივად გავალთ, არ ეშინია ასეთ ხალხმრავალ ადგილას გვამის დატოვება, ალბათ ისიც იცის, ღამის რომელ მონაკვეთში წყვეტს ხალხი სისტემატურ მოძრაობას, შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ მკვლელი თბილისელია. მაზოხიზმით შეიძლება არის შეპყრობილი, ასეთი ადამიანი, რომელიც ადამიანების დახოცვით სიამოვნებას ღებულობს ფსიქიკურად შეშლილი იქნება, ამიტომ ყველა ფსიქიატრიულ საავადმყოფოს უნდა ვესტუმროთ და მოვძებნოთ პაციენტები, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოუშვეს. მერაბ ამაში შენი დახმარება დაგვჭირდება!
-ყოველთვის თქვენს სამსახურში! დეტალებს ტელეფონით შეგატყობინებთ
-შენს ზარს დაველოდები!
რა არის მკვლელის მოტივი? თუ ის ფსიქიკურად შეშლილია, სრულიად შესაძლებელია ამით მხოლოდ ერთობოდეს, მაგრამ რატომ მაინდამაინც ეს ქალები, რა დაინახა მკვლელმა მათში ისეთი, რამაც გააღიზიანა?
-ქალბატონო თებეა, ფსიქიატრიულში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამი ადამიანი გამოუშვეს, მათი მონაცემები მაქვს და შეტყობინების სახით გადმოგიგზავნით.
-კარგი მერაბ, მადლობა. სამი ადამიანი გაუნთავისუფლებიათ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბატონო დავით.
-ეს საქმეს გაგვიმარტივებსთქო ვერ ვიტყვით, მაგრამ მაინც კარგია.
-1.გიორგი გირგოლავი. 2.თემურ დავლაძე. 3.ნიკო არჩაია. -ეს სამი ადამიანია, მათი გაფილტვრა გვჭირდება, ბიუროში დავბრუნდები და თუ რამე ახალს შევიტყობ გაგაგებინებთ.
-ასევე.
1.გიორგი გირგოლავი- 32 წლის, თბილისელი, უცოლ-შვილო, მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, ბავშვთა სახლში გაიზარდა, სადაც არც თუ ისე კარგად ეპყრობოდნენ...ალკოჰოლიკი გახდა, არსად უმუშავია და ყელამდე ვალებში იხრჩობოდა, ბოლოს მაღაზია დააყაჩაღა და ადამიანი შემოაკვდა, პოლიციამ უარი განაცხადა მის დაპატიმრებაზე და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანა ირჩიეს, 5წლის განმავლობაში მკურნალობდა და გუშინ გაანთავისუფლეს, რადგან მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
-თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან მოკლა, მაგრამ დრო არემთხვევა, როცა მკვლელობები დაიწყო გიორგი ჯერ კიდევ კლინიკაში იყო.
2.თემურ დავლაძე-42წლის, თბილისელი, ცოლი ჰყავდა, რომელიც ავტოკატასტროფაში დაეღუპა, ჰყავს მამა, დედა 15წლის წინ გარდაეცვალა, არ სვამს, როგორც მამამისმა თქვა, ბავშვობიდან ნერვიული იყო, რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო აგრესიული და შემზარავი ხდებოდა, ბოლოს მისმა ცოლმა კლინიკაში დაწვენა მოითხოვა და ქმარი 10წლით გამოკეტა იქ, მიუხედავად იმისა, რომ თემური ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა, მაინც გამოუშვეს კლინიკიდან სამი დღის წინ.
3.ნიკო არჩაია-24 წლის, თბილისელი, უცოლ-შვილო, მშობლები არ ჰყავს, მამა სანამ დაიბადებოდა, მანამ გარდაეცვალა, დედა კი...ღმერთო, დედამისი მასზე ფიზიკურად ძალადობდა 5წლის განმავლობაში, ბავშვი ჭკუიდან გადავიდა და ბოლოს კლინიკაში ამოჰყო თავი, დედამისი კი მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ არავინ იცის, ბავშვის კლინიკაში დაწვენამდე 3დღით ადრე გაუჩინარდა, 7წელი იმკურნალა ნიკომ და სამი დღის წინ გამოუშვეს.
ორი ეჭვმიტანილი, მათგან, მხოლოდ ერთი გვჭირდება, სანამ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდება.
-მერაბ, მკვლელობებს შორის ინტერვალი რამდენია?
-4 საათი, თუ მკვლელი დღეს კიდევ მოკლავს, მაშინ სავარაუდოდ ამას 2:30 გააკეთებს.
-დრო რამდენი დაგვრჩა?
-2საათ-ნახევარი.
-ნიკო არჩაიას დედა, როგორი ქალი იყო ფიზიკურად.
-არვიცი, ეს საქმესთან რა კავშირშია?
-შეგიძლია, მისი ფოტო ან რამე მონაცემი მოიძიო?
-ახლავე.
თუ ნიკოს დედის აღნაგობა გარდაცვლილი ქალებისას დაემთხვევა, გამოდის ნიკო ამ ქალებში დედამისს ხედავდა, მათი გარეგნობა ზიზღს იწვევდა და დედამისზე შურისსაძიებლად ამ ხერხს მიაგნო, რაც ამშვიდებს.
-ქალბატონო თებეა, ნიკოლოზ არჩაიას დედის ფოტო მოვიტანე!
-მადლობა მერაბ.
-ეს ფოტო რაში დაგჭირდათ?
-მერაბ, ეს ქალიც მაღალია, შავგვრემანი, ამ ფოტოში ალბათ 25 წელზე მეტის არც იქნება, ნიკო ალბათ ამ დროს 6წლის იქნებოდა. ეს ის პერიოდია, როცა შვილზე ძალადობა დაიწყო.
-მერე?
-მერე ის, რომ ნიკომ ეს ქალები დედამისზე შურისსაძიებლად დახოცა... დედამისის კვალზე უნდა გავიდეთ და სანამ ამას გავაკეთებთ, კიდევ ერთი გვამი გვეყოლება, მე ნიკოს ადგილმდებარეობას გავარკვევ, შენ კი დედამისზე დეტალური ინფორმაცია უნდა მოიპოვო, ცოცხალია თუ არა, და თუ არის, სად?
-კარგი, ყველაფერს მივხედავ, მეტყვით ახლა ამის დრო არ არისო, მაგრამ იქნებ რამე გეჭამათ, ძალები გჭირდებათ.
-ვიცი, მაგრამ ახლა ვერაფერს შევჭამ მერაბ, მადლობა.
როგორ ხარ ბიუროს ქალღმერთო, როგორ მიდის საქმეები?
ძალიან რთულია, ისეთი მდგომარეობაა, ახლა არ შემიძლია ლაპარაკი, დრო იკარგება დაჩი...
ის მაინც მითხარი, რომ რამე ჭამე და მთელი დღე ძალაგამოცლილი არაგვარებ საქმეებს.
ვჭამე.
მატყუებ!
არ მცალია დაშნიანო.
...
როგორ მოასწრო 2დღეში სხვადასხვა ქალაქში 5 ადამიანის მოკვლა ერთმა ადამიანმა, იქნებ არც არის ერთი და საქმე ორ დამნაშავესთან გვაქვს...
-გისმენთ!
-ქალბატონო თებეა, დავითი ვარ!
-დიახ ბატონო დავით!
-მერაბმა მითხრა, რომ რაღაც იპოვნეთ.
-დიახ და მინდა ნიკოლოზ არჩაიას ადგილსამყოფელი იპოვოთ, რაც შეიძლება მალე დანარჩენს ადგილზე გეტყვით.
-არის!
1:20, სულ რაღაც ერთი საათი და თუ ვერ მოვასწრებთ კიდევ ერთი მსხვერპლი...
-ქალბატონო თებეა, ნიკოლოზ არჩაიას დედა, ნიკოლოზის კლინიკაში დაწვენამდე 3დღით ადრე გაუჩინარდა.
-ეგ ვიცი, სხვა რა ამბავია?
-დედამისი გარდაცვლილია!
-როგორ, რა მოუვიდა?
-ყელი გამოჭრეს, და ზუსტად ისეთ პოზაში იპოვეს, როგორც ეს ქალები მუცელზე დაწვენილი და არანაირი ძალადობის კვალი.
-ის არის! მკვლელი ნიკოლოზ არჩაიაა, მერაბ გავდივართ სასწრაფოდ!
2:15, ბოლო 15წუთი...
-ოფიცერო, რამე იპოვნეთ?
-კლდისუბანი, ასკანის #44
-წავედით!
ყველა კუთხე შეამოწმეთ, ახლავე უნდა ავიყვანოთ! უკანა გასასვლელიც უნდა ვაკონტროლოთ.
-ვხედავ! მძევალი ჰყავს.
-დაგვინახა?
-დაგვინახა, ესვრის.
-შევდივართ!
-ნიკოლოზს არჩაია, გთხოვ მძევალი გაუშვი და მხოლოდ ჩვენ დავილაპარაკოთ, უდანაშაულო გოგონას საკუთარ ახირებას ნუ შესწირავ...ვიცი, დედაშენი როგორც გექცეოდა, მაგრამ ის ცოცხალი აღარაა და შენც მშვიდად შეგიძლია იყო, ის ზიანს ვერ მოგაყენებს...ნიკო!
-ის, მე მოვკალი!
-ვიცი, ვიცი და კარგადაც მოიქეცი, მაგრამ ელიზა სიკვდილს არ იმსახურებს, ის უნდა გაუშვა, ნიკოლოზ გაუშვი გოგონა.
-მაპატიე!
1,2,3...
-ქალბატონო თებეა, დაჭრილი ხართ!
-არაფერია, უბრალოდ ნაკაწრია, ელიზა როგორ არის?
-კარგადაა, საავადმყოფოში წაიყვანეს.
-ნიკოლოზი?
-მკვდარია და ჩვენ ახლავე საავადმყოფოში მივდივართ!
-კარგი.
ტყვიამ მკლავზე გამკაწრა, საშიში არაფერი იყო, მაგრამ ასეთი რამ პირველად მოხდა, არასდროს მიწევდა იარაღის გამოყენება, მაგრამ ეს შემთხვევა არ ჰგავდა სხვას, ახლა სისუსტეს ვერ გამოვიჩენდი, ჩემს გუნდს ვჭირდებოდი, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ელიზას ვსჭირდებოდი...
-თებეა, თე, როგორ ხარ, როგორ შემაშინე...
-დაჩი დამშვიდდი კარგად ვარ, უბრალო ნაკაწრია, არ ღირს გაზვიადებად.
-არ ღირს? რაზე ფიქრობდი, როცა იარაღიან კაცთან მოლაპარაკებას ითხოვდი, გეგონა ასე მარტივად გაანთავისუფლებდა მძევალს? რაზე ფიქრობდი თებეა, რაზე?
-ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც ჩემს ხელში იყო და რომელსაც ვერ წავართმევდი, რომც მოვმკვდარიყავი, მისი მოკვლის უფლებას არ მივცემდი, გაიგე? შენც იგივეს არ აკეთებ? გეკითხები, ჩვენი სიცოცხლის დასაცავად შენც მსხვერპლად არ ეწირები შენს სამშობლოს? მგონი უკეთ უნდა გესმოდეს ახლა რას ვგრძნობ.
-ყოველთვის შენს სიმაღლეზე დგახარ, ვამაყობ შენით.
-მაპატიე უხეშად გამომივიდა, მაგრამ მინდა გაიგო.
-მესმის, მაგრამ რთულია, როცა გირეკავენ და ასეთ რამეს გეუბნებიან, სახლში გელოდებოდი, მეგონა უბრალო საქმე იყო და არანაირი იარაღი, შენ საერთოდ...
-ჩშშ, მორჩა ყველაფერი, ახლა შენთან ვარ და სახლში წავალთ, გემრიელად შევჭამთ და მაგრად ჩამეხუტები...
-ჯერ ექიმს გავესაუბრებით, გავიგებთ მდგომარეობას და შემდეგ თუ დამაკმაყოფილებელი იქნება წავალთ.
-ნუ აჭიანურებ, დავიღალე სახლში მინდა, თან კარგად ვგრძნობ თავს.
-კარგი, კარგი.
ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით და ალბათ ერთ-ერთი მათგანი საფრთხეა, რომელიც არავინ იცის როდის დაგატყდება თავს...
-გაბაშვილო!-უფროსის ხმა შიშს მოეცვა.
-დიახ ბატონო ლევან!
-ვამაყობ, რომ ბიუროს შენი მსგავსი ადამიანი ჰყავს, ბედნიერი ვარ შენით და მაპატიე, საფრთხეში, რომ ჩაგაგდე...გამოჯანმრთელებას გისურვებ გაბაშვილო, თავს გაუფრთხილდი.
-ეს ჩემი საქმეა, ამიტომ სამადლობელი არაფერია, შეხვედრამდე ბატონო ლევან.
-შეხვედრამდე გაბაშვილო...
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ლევანი თავისებური ხასიათით გამოირჩეოდა, მაინც კეთილი გულის პატრონი იყო, ყოველთვის ზრუნავს თანამშრომლების ჯანმრთელობასა და კომფორტზე, არ მოგატყუებთ და ვიტყვი, რომ მის ჩემდამი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ყოველთვის ვამჩნევდი, არვიცი ჩემში ვის ან რას ხედავდა ასეთს, მაგრამ ფაქტი იყო, მასში რაღაც ძველსა და მივიწყებულს ვაღვიძებდი. „ ზოგჯერ უნდა იმოქმედო, როცა თვლი, რომ ლაპარაკი არაფრისმომცემია... იქნებ შენ ხარ, მაგრამ ვერ იქნები, შენ ვერ იქნები...“-ყოველთვის, როცა საუბარს ამ წინადადებით ასრულებდა, თვალებს ერთ წერტილზე გააშეშებდა და თავის სამყაროში იკარგებოდა, იქ სადაც, მხოლოდ მისი ფანტაზია მოქმედებდა...
-დაჩი!
-გისმენ თე, რამე გტკივა, რა მოგივიდა?
-დამშვიდდი, კარგად ვარ, მინდა რაღაც გკითხო!
-აბა, გისმენ!
-ყველა იარა ბრძოლასთანაა კავშირში? უბრალოდ მინდა ვიცოდე, რას გრძნობდი იმ დროს.
-ყველა!
-მე...არ მახსოვს რა ვიგრძენი, ალბათ იმდენად მეტკინა გავითიშე, მაგრამ ეს...
-თებე, შენ ძლიერი ხარ, იმაზე მეტად ვიდრე წარმოიდგენ...ტკივილი გაივლის, მაგრამ ეს ტვინში ისე ილექება, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება თავი გაგახსენოს, უბრალოდ უნდა ეცადო, იმ დროს, როცა გაიხსენებ, ყურადღება სხვა რამისკენ მიმართო, თუნდაც მე გამიხსენე, ჩვენი მოგონებები, ყველაფერი ლამაზი, მაგრამ არ გაბედო ამაზე იფიქრო, თავი არ აიძულო, ყველა ტკივილი გაგახსენოს, თორემ დამიჯერე დავიწყება იმაზე რთული იქნება, ვიდრე თვით მიღებული ტრამვა.
-როცა ვუფიქრდები, მეშინია...ისევ, რომ განმეორდეს და ასე მარტივი, რომ არ იყოს?
-არ განმეორდება, და თუ მაინც...მე ყოველთვის შენთან ვიქნები, ყველაფერს ერთად გადავიტანთ.
-გესიზმრება?
-თავდაპირველად მუდამ ჩემს გონებაში იყვნენ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მუდამ ჩემ წინ ტრიალებდნენ და ასე თავს მახსნებდნენ თითქოს ჩემი უფსკრულში გადაგდება სურდათ, მაგრამ ამანაც გაიარა, ყველაფერი წარმავალია თე, მთავარია კონტროლი ვისწავლოთ...
-შენი თვალებიც უფსკრულს გავს, მაგრამ მე ამ უფსკრულში გადავარდნა მინდა...

დაშნიანის მკვლელობის საქმე:
*-გეგა, ოდესმე გიფიქრია, საერთოდ რატომ ვცხოვრობთ ამ ქვეყნად?
-ყველა ადამიანს, თავისი დანიშნულება აქვს, ამიტომაც ყველამ ჩვენ-ჩვენი წილი მოვალეობა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე და ამის შესრულებაში განვლიოთ მთელი ცხოვრება...
-მოსაბეზრებლად ჟღერს!
-მაგრამ საინტერესოდ!
-შესაძლოა...შენი აზრით ვინ არის მკვლელი?
-არ ვიცი, მაგრამ მივაგნებთ დამიჯერე!
-კარგი მოდი ისევ საქმეს დავუბრუნდეთ, როცა მე და დაჩი დავინიშნეთ, სვანეთიდან დაურეკეს და სასწრაფოდ ჩასვლა სთხოვეს, დაჩიც მეორე დღესვე წავიდა და დამიბარა, რომ როცა დაბრუნდებოდა ყველაფერს მომიყვებოდა, მაგრამ...
-გრძნობებს თავი მოუყარე, რადგან ასე საქმესთან ჩამოცილება მოგიწევს, განაგრძე!-მომთხოვნი ტონი ჰქონდა ანდრონიკაშვილს.
-შემდეგ იქიდან ცოცხალი აღარ დაბრუნებულა, ლოგიკურად თუ მივყვებით დაჩი სვანეთში სპეციალურად ჩაიყვანეს, რომ მოეკლათ, მაგრამ ვის რაში სჭირდებოდა, ჯარისკაცი იყო, მაგრამ მტრები არ ჰყავდა ეს ნამდვილად ვიცი...
-კარგად დაფიქრდი, რაიმე უმნიშვნელოც კი დიდი იმედია ჩვენთვის, რადგან შენი ჩვენების გარდა თითქმის არაფერი გვაქვს...
-არის ერთი არც თუ ისე უმნიშვნელო დეტალი, მაგრამ აქამდე არ დავფიქრებულვარ...
-რა დეტალი?
-დასაფლავებაზე, როცა მივედი შორი ახლოს ხეს ამოვეფარე, არ მინდოდა ასე ახლოს მეყურებინა, როგორ აწვენდნენ ცივ მიწაში...
-განაგრძე!
-ვიღაც გოგო მოვიდა ჩემთან, არ ვიცი როგორ დამინახა, მაგრამ მოვიდა...
-რა უნდოდა? ყველაფერი დაწვრილებით გაიხსენე თებეა!
„ლახირში დაასაფლავეს, თავის სახლში, თითქმის მთელ სვანეთს იქ მოეყარა თავი, თავისი ჯარისკაცებიც იქ იყვნენ და ბოლოჯერ ესალმებოდნენ კაპიტანს, მე კი შორიახლოს იქვე ხეს ვეფარებოდი და ყველას ტკივილით მტკიოდა დაშნიანი, კბილებს ტუჩებს ვაჭერდი, რომ ცხოველივით არ მებღავლა, ბოლოს ბლანტი სითხე ვიგრძენი ტუჩზე, თურმე იმდენად ვუჭერდი, ტუჩი გავიხეთქე და სისხლმაც ფრქვევა დაიწყო, არ ვიცი ეს ტკივილი იყო თუ უბრალოდ ცხოვრების სიმწარე, მაგრამ საყვარელი კაცის დატირების საშუალებაც, რომ არ გაქვს ამაზე საშინელი არაფერია, ყველას თავისებურად სტკიოდა, ზოგი მოვალეობის მოხდის მიზნით იყო მოსული, ზოგიც კარგი ბიჭი იყოო იტყოდა, ყვავილს დააგდებდა და მიდიოდა. დედა, ახლა მეორედ ვნახე დაშნიანის დედა და უფრო დავრწმუნდი ამ ქალის სიმტკიცეში, ერთადერთ შვილს აწვენს მიწაში ის კი ისევ ამაყად დგას და ალბათ, მასაც, როგორც მე შურისძიების სურვილი ახრჩობს. მამა... დაჩის მამა დგას და ალბათ ყველა იმ ცოდვას ინანიებს, რაც კი შვილის მიმართ აქვს ჩადენილი, მაგრამ რაღა დროს. ყველაზე მეტად ერთმა სიფრიფანა გოგომ მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელიც ცრემლებად იღვრებოდა, თითქოს მან დაკარგა საყვარელი კაცი და არა მე...უეცრად ამ გოგონას მზერა დავიჭირე და მანაც არ დააყოვნა ჩემკენ წამოვიდა, ვეცადე ხეს ამოვფარებოდი, მაგრამ უშედეგოდ მან დამინახა...ჩემთან ახლოს მოვიდა და მკითხა:
-შენ ხარ თებეა?
-დიახ, რა გნებავთ?
-მე თინათე ვარ!
-მერე?
-დამშვიდდით, მესმის როგორ განიცდით, მაგრამ ახლა თავი ხელში უნდა აიყვანოთ და საღ გონებაზე დარჩეთ, რადგან დაჩის მკვლელი უნდა იპოვოთ და საკადრისად დასაჯოთ!-შეუვალი იყო გელანი, ორიოდე წუთის წინ ცრემლებად იღვრებოდა ერთი სიფრიფანა გოგო, ახლა კი თებეას წინ შეუპოვარი ქალღმერთი იდგა.
-და თქვენ რატომ გაჯავრებთ ასე დაჩი და მკვლელი, რომელსაც აუცილებლად საკადრისად დავსჯი?
-მე უბრალოდ...
-რა უბრალოდ, კითხვა დაგისვით!
-თებეა, მისმინეთ ყველაფერს გაიგებთ თავის დროზე, ახლა მხოლოდ მკვლელის დაჭერაზე იფიქრეთ, გთხოვთ ზედმეტის გაგებას ნუ მოითხოვთ.
-რა? როგორ თუ ნუ მოვითხოვ, თქვენ ყველა დამცინით, ასე არეულად რატომ მელაპარაკებით, რა ხდება ისეთი, რაც უნდა ვიცოდე?
-მე ვერ დაგეხმარებით, მაგრამ მკვლელი სვანეთში ეძებეთ, ნახვამდის თებეა, დაჩის ნამდვილად გაუმართლა შენ რომ ჰყავდი.
-კი მაგრამ, შენ რა იცი სად უნდა ვეძებო? იცი ვინც არის? თინათე!-ჰყვიროდა გაბაშვილი, მაგრამ თინათე მობრუნებას აღარ აპირებდა, ისე გაუჩინარდა თვალთა ხედვიდან.“
-თებეა, ამას ახლა უნდა მეუბნებოდე? ეს ინფორმაცია გამოძიებას წინ წასწევს, შენ კი ჩუმად იყავი.
-არ მივიჩნიე მნიშვნელოვნად!
-აბა რა მიიჩნიე? შენ ხვდები ახლა რა გააკეთე? შენ...ღმერთო შენ, თებეა გაბაშვილს, ასეთი შეცდომა, რომ მოგივიდა რას უნდა მივაწერო ეს ყოველივე, შენ გრძნობებს ჰყვები და გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ საქმეს ჩამოშორდები, მაპატიე...
-რა? არავითარ შემთხვევაში!
-მოგიწევს, გპირდები სიახლეებს შეგატყობინებ, მაგრამ საქმესთან კავშირს წყვეტ!
-გეგა, გთხოვ ასე ნუ მომექცევი.
-სახლში წადი თებეა!-თავს ერეოდა ანდრონიკაშვილი, მაგრამ თებეასთან გამკლავება უჭირდა.
-ინანებ!-ბოლო სიტყვა დატოვა გაბაშვილმა და მწარედ გაიჯახუნა გამომძიებლის კაბინეტი.
ვიპოვი, მაინც ვიპოვი და ამას განანებ გეგა ანდრონიკაშვილო
გაბაშვილი სახლში არ წასულა, ვერ მოისვენებდა სახლში, როცა იცოდა, რომ დაშნიანის მკვლელი გარეთ იყო, საღამოს ლამპიონებით განათებულ ქუჩას დაუყვა...ადამიანის სულს ისე ვერაფერი ამშვიდებს, როგორც ღამით სეირნობა, მაგრამ გაბაშვილს ესეც არ კმაროდა, ვერ სუნთქავდა, ტკივილით დატვირთულს ამოსუნთქვა უჭირდა, სხეული უთრთოდა და ცდილობდა მასში განრისხებული ქალი ჩაეცხრო და ცოტათი მაინც მოდუნებულიყო...
-ვიცოდი აქ გიპოვიდი.
-ვატო?!
-თავს ასე ძალიან, რომ იტანჯავ გსიამოვნებს?
-არ ვიცი.
-მელაპარაკე, მოგისმენ.
-რა ვთქვა, რომ ძალიან უბედური ვარ, ძალიან მშიშარა და უიღბლო? მგონი ყოველივე ნათელია.
-თებეა, გეყოფა! ნენე შენზე ძალიან ნერვიულობს, გვერდით არ მიკარებსო მეუბნება, ყველას კარგავ, თავი ხელში უნდა აიყვანო, ეგრე მკვლელს ვერ დაიჭერ, ძალები გჭირდება და ჩვენ გჭირდებით, შეიგნე საბოლოოდ!
-ვიცი, ვიცი, რომ ცუდად გექცევით და ამას ყველაზე მეტად ჩემგან არ იმსახურებთ, მაგრამ ვერ ვაკონტროლებ ვატო, დამიჯერე არ შემიძლია...გეგამ საქმეს ჩამომაშორა, მითხრა, რომ არაადეკვატური ვარ, გრძნობებს ვყვები, ვატო რა გავაკეთო...
-იტირე, მიდი იტირე და გათავისუფლდი საბოლოოდ.
-მენატრება, ვატო...ძალიან.
-ვიცი თე, ვიცი, რომ გენატრება, მაგრამ გაუძლებ ვიცი ამასაც გაუძლებ...
...მიუხედავად გეგას გადაწყვეტილებისა გამოძიებას, მაინც არ ჩამოვშორებივარ, პირიქით, ახლა გაორმაგებული ძალებით ვიბრძვი და არ გავჩერდები, სანამ მკვლელს არ ვიპოვი! არ ვიცი, რატომ მაგრამ გონება მკარნახობდა, რომ თინათეს დავკავშირებოდი, მას ბევრი რამ ეცოდინება ამ საქმის შესახებ, მე კი კითხვებზე პასუხები მჭირდება...
***
-თებე, სად ხარ აქამდე ვიგვიანებთ.
-მოვდივარ დაშნიანო, რა დაგემართა 5 წუთი ვეღარ იცდი ჩემ გამო?
-შენ გამო უსასრულოდ დავიცდი, მაგრამ ვაგვიანებთ.
ფრთებშესხმულ ანგელოზს ჰგავდა გაბაშვილი, თითქოს მისი ქალური სიმტკიცე სადღაც ჩაქრა და ახლა თებეას სინაზემ იჩინა თავი, დაშნიანი ადგილზე გაქვავდა, მოძრაობის უნარი დაკარგა, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო, როცა ასეთი ქალი გიმშვენებს გვერდს, ყველა თავისი პრობლემითა და ტკივილით, გაბაშვილი ანათებდა და ალბათ ეს სძენდა მას ყველაზე დიდ ხიბლს...
-უ...ულამაზესი ხარ!-ენა დაება თავბრუდახვეულ სვანს.
-მადლობა!
წყვილი, თებეას კორპორატიულ საღამოზე მიდიოდა, რომელიც არც თუ ისე მოსაწყენი აღმოჩნდა, როგორსაც ვარაუდობდნენ...ყველა ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი, თავიანთი კავალერებითურთ მიაბიჯებდა წითელ ხალიჩას, რომელიც სპეციალურად სტუმრებისთვის იყო გაფენილი, თავი გრემის დაჯილდოვებაზე ეგონა გაბაშვილს, თითქოს ვინმე ღირსშესანიშნავ ადამიანს ელოდნენ, მაგრამ ვეებერთელა კარიდან არავინ შემოდიოდა...ეს ყველაფერი ბატონი ლევანის ნამოქმედარი იყო, რადგან თანამშრომლების თავდადებულ შრომას ყოველთვის გასაოცრად აფასებს. წყვილმა ერთ დიდ ელიტარულ სამყაროში ამოყო თავი, სადაც მთავარი გმირებიც კი აღმოჩდნენ მოულოდნელად.
-ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მინდა ამ ლამაზ საღამოს, ლამაზი ამბით წარვსდგე თქვენ წინაშე...-დაიწყო ლევანმა და მოახლოებული შოკისთვის მოვემზადე.
-დღეს ჩვენთან ერთად არის, ჩემთვის გამორჩეული, იმედია არ მიწყენთ, მაგრამ ასეა, თებეა გაბაშვილი, თავისი საქმის უბადლო შემსრულებელი და პროფესიონალი, ასევე მისი სიყვარული, რომელიც გვერდს ასე უმშვენებს, ბატონი დაჩი დაშნიანი, მინდა ამ სასმისით მათი ბედნიერებისა შევსვა, იბედნიერეთ მუდამ ერთად.-და აი შოკიც...
-მადლობა ბატონო ლევან, ნამდვილად მოულოდნელი იყო, ყველას დიდ მადლობას გიხდით.-იმის წარმოდგენაზე, რომ წყვილ-წყვილი თვალი გვაკვირდებოდა, ლოყები ამეფაკლა.
„ეს ის დაშნიანია?“, „მგონი ეგაა“-მსგავსი შეძახილები დიდხანს ესმოდა ჩემს ყურის აპკს და მეც ეჭვები მღრღნიდა, საიდან იცნობდა ეს ხალხი დაჩის.
-წავიდეთ?
-წავიდეთ, ცოტა მოვიწყინე.-ვცრუობ, უბრალოდ მინდოდა იმ გარემოს მოვშორებოდი, სადაც უკვე განხილვის საგანი გავხდით.
-სახლში?
-არა, მინდა გავისეირნოთ.
-კარგი, ნება თქვენი ჩემო დედოფალო.
-დაჩი, ის ხალხი საიდან გიცნობდა?-შესავლების გარეშე დავიწყე საუბარი.
-არ ვიცი.
-იცი!
-უკაცრავად?!-ტონი ეცვალა დაშნიანს და მეც მივხვდი, რომ ზედმეტად არ უნდა ჩავციებოდი.
-კარგი, დაივიწყე.
-ყოველთვის, როცა ყველაფერი კარგად მიგვდის, ბოლოს მაინც მაგრძნობინებ, რომ არ მენდობი, რატომ, შეგიძლია ეს ამიხსნა თებე?
-გენდობი!
-ცრუობ და იცი ამას საიდან ვხვდები? თვალებში არ მიყურებ და ცდილობ თავი ამარიდო, მაგრამ ახლა ყველაფერზე ვისაუბრებთ.
-გენდობი დაჩი, ნუ გააზვიადებ.
-მე? მე ვაზვიადებ? ნუ გავიწყდება, რომ ამ თამაშში შენ ჩამითრიე და მეც წამოგყევი და ყოველთვის, ყველგან შენთან ერთად ვიქნები, გინდა ეს შენ თუ არა.-მკაცრად მომიჭრა სვანმა და მეც დავდუმდი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რადგან ყველა ლამაზ მომენტს ვაფუჭებდი და ამავდროულად გულს ვტკენდი.
-გადმოდი მანქანიდან.-მეც უჩუმრად გადავყევი და დასჯილი ბავშვივით უკან მივსდევდი. ისევ იმ ლამპიონებით განათებულ ბილიკს მივუყვებოდი, სადაც ვარსკვლავებს ვესაუბრებოდი ყოველ ღამით და საკუთარ ტკივილს ვუზიარებდი, თითქოს ჩემი კარგად ესმოდათ და რჩევასაც კი მაძლევდნენ.
-გისმენ, მითხარი ნდობა რად ვერ გაგიჩინე?
-დაჩი გთხოვ!
-რას მთხოვ, მინდა მოვაგვაროთ ყველა გაუგებრობა, რაც არსებობს და რაც არ გასვენებს.
-მინდა ვიცოდე ყველაფერი, რასაც მიმალავ და ყოველთვის ეჭვი არ მღრღნიდეს სად ხარ? ვისთან ხარ? ან ის ხალხი საიდან გიცნობს, რატომ იციან შენს შესახებ? მინდა ვიცოდე.-გააფთრებულ ალქაჯს ვგავდი, რომელსაც სისხლი სწყუროდა.
-არაფერს არ გიმალავ შეიგნე საბოლოოდ, არაფერს ვმალავ შენგან, ერთადერთი ჩემი სამსახური იყო და ამის შესახებაც მოგიყევი, რა გემართება ამიხსენი.
-ვერ ვერევი საკუთარ ეჭვებს, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემს ზურგს უკან მოქმედებდე ვცოფდები გესმის? არ მინდა ჩემგან რამე გქონდეს დამალული, მინდა სადაც წახვალ ვიცოდე, რომ ნერვიულობით და ეჭვებით არ მოვკვდე, დიახ ეგოისტი ვარ ასეთი შეუვალი ეგოისტი ვარ, იმიტომ, რომ შენ მარტო ჩემი ხარ და ვერავინ უნდა გაბედოს შენთან მოახლოება!
-ცდილობ შენი პროფესიული მანერები ჩემზე გამოიყენო, მაგრამ არ გამოგივა გაბაშვილო, ნუ შეცურავ ისე ღრმად, უკან დაბრუნება, რომ გაგიჭირდეს და დიახ, მე შენი ვარ და არ ვაპირებ შენგან წასვლას შეიგნე სამუდამოდ, მოდი ჩემთან პატარა მანიაკო!
-სახლში დავბრუნდეთ!
სახლში მისულთ, მომხდარი კამათი სულ გადაავიწყდათ, ემოციებით დაღლილებს სწრაფად ჩაეძინათ ერთმანეთზე ჩახუტებულებს. დილით გადაწყვიტეს, რომ ეს დაღლილობა სვანეთის მთებში მოპოვებული სიმშვიდით ჩაეხშოთ და ლახირისკენ აიღეს გეზი, სადაც ყველაფერი სხვაგვარად ტრიალებს.
-სამსახურში რომ გამოგიძახონ?!
-ნუ ღელავ, ერთი კვირა არავინ შემაწუხებს. შენ მოაგვარე?
-მეც შემიძლია ერთი კვირა მხოლოდ შენ მოგიძღვნა.
გადავწყვიტეთ მთელი ერთი კვირა მხოლოდ სვანეთის დათვალიერებაში გაგვეტარებინა, ყველა კუთხე-კუნჭული ფეხით გვინდოდა მოგვეარა, რათა უკეთ შეგვეგრძნო ამ სილამაზის ფასი.
-თებე, ბებო ჩამოხვედი ჩემო ლამაზო, ხომ მშვიდობაა ბები?-მოსალოდნელი ემოციით შეგვეგება ლილიკო კარში.
-კი ბე, უბრალოდ ერთი კვირა შვებულება გვაქვს და სად დავისვენებდით თუ არა შენთან.
-მოდით ბებო, მოდით დაღლილები იქნებით, მოდით.
-ბე მე ოთახში ავალ და მალე ჩამოვალ.
-კარგი ბებო.
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ფილფანის სახლში...და ბოლოს ლილი ფილფანმა გაარღვია მტკიცე ხმით დაჩის ფიქრები.
-დაჩი...დაშნიანო, ალბათ ხვდები სადამდეც შეტოპე არა?
-ლილი ბებო, მე...
-ხმა!-მტკიცედ მოუჭრა ფილფანმა. შენ ჩემი შვილიშვილი გიყვარს და მასაც უყვარხარ, მაგრამ ეს წარსულს და შენს მოვალეობას გავიწყებს დაშნიანო. როგორ გგონია შეეგუებიან თქვენს სიყვარულს? ჩემს გოგონას რომ რამე დაემართოს თქვენი მოუგვარებელი საქმის გამო ყველას სისხლს სათითაოდ ავიღებ გესმის? კარგად დაიმახსოვრე და შეუშვი თავში, რომ თებეა შენებს არ მიუყვანო, არ მანანებინო ჩემი დუმილი.
-თებეას არაფერი ემუქრება, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც, რომ დამჭირდეს თქვენი შვილიშვილი უვნებელი დარჩება ამ საქმიდან, ვეცდები მალე მოვაგვარო, უბრალოდ თებეას არაფერი უთხრათ, ვერ გავუშვებ ჩემგან.
-მჯერა, რომ წრფელი გრძნობით გიყვარს, მაგრამ...დაჩი გაუფრთხილდი!
-გავუფრთხილდები!
ლილის სჯეროდა სვანის და სვანის სიტყვის, სწორედ ამიტომ არჩია დუმილი, თავისი პატარა გოგოსთვის, რომელიც შეიძლება კიდევ ერთხელ იყო განადგურების მსხვერპლი.
-დაჩი!
-გისმენ თე.
-წამოდი სიყვარულის კოშკთან.
-გვიანია.
-მერე რა, მინდა ვნახო მირანგულმა მთელი თავისი ცხოვრება სად გაატარა.
-კარგი.
დაჩი უყვებოდა თებეას ძველ სვანურ ისტორიებს და ისიც გაფაციცებით უსმენდა.
-სვანეთი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ სვანეთის ერთ-ერთი მაღალმდებარე სოფელი უშგული იუნესკოს მსოფლიო სიაშია შესული. აქ ყველა კოშკს თავისი ისტორია აქვს, როგორც სიყვარულის კოშკს. თებე იცი ომში სვანები არ მიჰყავდათ...
-რატომ?
-რადგან ისინი მთებს იცავდნენ, რათა მტერი არ შემოსულიყო და ჩვენი განძი, რომელიც ამ მთებში იმალება ხელში არ ჩავარდნოდათ, სწორედ სვანების წყალობით, არის ჩვენი ქვეყანა ისევ ჩვენი.
-მაშინ მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები მათი, ამ სილამაზის შენარჩუნებისთვის.
-მართლაც.
თუ კი ოდესმე სიყვარული გეწვევა, კარი ფართოდ გაუღე და ისე გადარაზე, რომ არასდროს დაგტოვოს, მაგრამ ბედისწერა ხშირად არ ბრუნავს ჩვენს სასარგებლოდ, ამიტომ ამ სიყვარულს უნდა გაუფრთხილდე, რათა ჩარაზული კარიდან გაქრობა ვერ მოახერხოს.
-შენს მშობლებთან როდის წავიდეთ?-მიწა გაუსკდა სვანს.
-გინდა, რომ წავიდეთ?
-რატომაც არა, რა მოხდა არ გინდა, რომ ვნახოთ?
-არა წავიდეთ, როცა გინდა მაშინ...წავიდეთ!
-დაჩი კარგად ხარ?
-კი თებე უბრალოდ დავიღალე წავიდეთ ლილისთან, მაგრამ მანამდე...
დაშნიანი დასწვდა თებეას ტუჩებს და გამალებით უკოცნიდა ორივე ბაგეს, თითქოს მათი გემო დავიწყებოდა და ახლის შეგრძნების წყურვილით იყო გამხეცებული, თებეას სიამოვნების ჟრუანტელმა დაურა, სიამოვნების მწვერვალს აღწევდა, როცა უეცრად სვანი მოშორდა და დატოვა გაბაშვილი ბაგე გაპობილი.
-რა მოხდა?
-ვარსკვლავი ჩამოვარდა თე, სურვილი ჩაიფიქრე.
-უკვე ამიხდი, საჭირო აღარ არის.
თებეას კისკისი მთელ სვანეთს მოედო, იგრძნობოდა მასში სიცოცხლე, რომლის არსებობაც ჯერ თავადაც არ იცოდა. ადამიანი საკუთარ სხეულს მაშინ ტოვებს, როცა სულს სიმშვიდე დაეკარგება, სწორედ ამიტომ ებრძოდა გაბაშვილი ცოცხლად სიკვდილს.
-ყოველთვის იმას აკეთებ რაც თავად გინდა?
-არვიცი.
-ვფიქრობ, როცა საკუთარი სულის ძახილს ავყვებით, მაშინ არაფერია ისე, როგორც ხალხს უნდა...
-მაშინ მე, მე ვიქნები, შენ კი, შენ!
-ნამდვილად!
...
-მოვედით ლილიკო.
-მოდით ბებო, აბა როგორ გაერთეთ?
-კარგად, ბევრი რამ შევიტყვე აქაურობაზე, რაც შენ არასდროს გიხსენებია სხვათაშორის.
-ოჰო, კარგი ბები მე მაპატიე...-მთელი საღამო კისკისებდნენ, ნამდვილად იგრძნობოდა ოჯახური იდილეა, რომელიც ღმერთმა უწყის სადამდე გაგრძელდებოდა.
-ხვალ დაჩის მშობლებთან მივდივართ!-მეხის გავარდნას ჰგავდა ლილი ფილფანისთვის შვილიშვილის სიტყვები.
-დაჩის მშობლებთან?-სულს ძლივს ითქვამდა ფილფანი.
-ბებო კარგად ხარ?-შეშფოთდა თებეა, ბებიის გაფითრებულ სახეს, რომ გადააწყდა.
-კი ბებო, რაღაც თავი მტკივა წავალ დავწვები, თქვენი ოთახი მზადაა, თუ რამე დაგჭირდებათ დამიძახეთ.
-კარგი ბებო, გინდა გამოგყვე?
-არა, ავალ ჩემით...-მიდიოდა ფილფანი და ცდილობდა ყველაფერი კარგად დაელაგებინა გონებაში, თუ თებეა დაჩის მშობლებს გაიცნობდა, კარგი არაფერი მოხდებოდა, თებეას ასე უმიზეზოდ სახლში ვერ გააჩერებდა, ნამდვილად ეჭვს აიღებდა, მაგრამ ლილი არ მიეკუთვნებოდა იმ ქალების კატეგორიას, რომელიც სასოწარკვეთას მიეცემოდა და გამოსავალს ვერ იპოვნიდა, მუდამ თავის სიმაღლეზე მდგომი ლილი ფილფანი ქმრის სიკვდილის შემდეგ, მუდამ მტკიცედ ედგა ოჯახს სათავეში, მისი სიტყვა ყოველთვის კანონი იყო და დღემდე ასეა, ვერავინ გაბედავდა მასთან შეწინააღმდეგებას, ერთადერთი თებეასთან კარგავდა ძალას, რადგან გრძნობდა, რომ თებეაში მეორე ლილი ფილფანი დაიბადა, მასში ქალური სისპეტაკე და კაცური სიმტკიცე, ერთად იყრიდა თავს, რაც გაბაშვილს უფრო მეტ ხიბლს სძენდა.
რა გავაკეთო, რომ თებეამ დაჩის მშობლები ვერ გაიცნოს? როგორ ვიხსნა ჩემი გოგონა ამ ტანჯვისგან?-მთელი ღამე ამ ფიქრებით გაათენა ლილიმ.
-დილამშვიდობისა ლილიკო, კარგად ხარ?
-კი ბებო კარგად ვარ, ისაუზმებთ უკვე?
-არა ლილი, დაჩის მშობლები უკვე გველოდებიან, წავალთ და რომ დავბრუნდებით ერთად ვისადილოთ.
-უკვე მიდიხართ?-ცივმა ოფლმა დაასხა ფილფანს.-დაჩი, შვილო, იქნებ საღამოს წახვიდეთ, ასე დილაადრიან ხომ არ დაადგებით თავზე ხალხს, უხერხულია.
-თებე, ლილი მართალია, მარტო ხომ არ უნდა ისაუზმოს, დავრჩეთ და მოგვიანებით წავიდეთ.
-კარგი იყოს ასე, მაგრამ აქ რაღაცაშია საქმე, ლილი შენ... კარგი, არაფერია, ვისაუზმოთ.
საუზმის შემდეგ, წყვილი დაშნიანებთან წავიდა სხეულით ერთად იყვნენ, მაგრამ გონებით ორივე თავის ფიქრებს გაჰყოლოდა.
თებეამ, რომ სიმართლე გაიგოს რა იქნება შემდეგ? არა, არ უნდა გაიგოს, მაგრამ დიმიტრი...
დაჩი და ლილი ასე უცნაურად რატომ იქცევიან, რა მოხდა თუ დაჩის მშობლების გაცნობა მოვინდომე, მაგრამ არამგონია საქმე ამაში იყოს, მაშინ რა...
-მოვედით!
დიდი ქვის სახლში შევაბიჯე, სადაც ყველაფერი უფერული იყო, თითქოს ამ სახლმა სიცოცხლე დიდიხანია დაასრულა...
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შვილებო!-ჭაღარა შეპარული ქალი გამოგვეგება კარში, რომელსაც სახეზე კადრებად აღბეჭდვოდა მთელი თავისი ცხოვრების ტკივილი.-თამარ დაშნიანი, დაჩის დედა!
-სასიამოვნოა ქალბატონო თამარ, მე თებეა...თებეა გაბაშვილი.-ბავშვით დაიმორცხვა თებეა, როცა ქალის მომღიმარ სახეს გაუსწორა თვალი.
-ძალიან გთხოვ ჩემო ლამაზო, ქალბატონოთი არ მომმართო, თორემ თავი ძალიან მოხუცი მგონია.
-არა, რას ბრძანებთ!
-დედა, შენ შვილს არ ჩაეხუტები?
-მოდი ჩემო ტკბილო, როგორ არ ჩაგეხუტები, შემოდით მამაშენს დავუძახებ და ახლავე დავბრუნდები.
-რა კარგი ქალია, ნამდვილად გაგიმართლა დაშნიანო.
-ალბათ!
სვანს მამის მოლოდინში, უამრავი მოსალოდნელი კადრი აღებეჭდა გონებაში, უნდოდა სწრაფად დასრულებულიყო ეს ფარსი, რათა თებეა მალე მოეშერობინა ამ ჯოჯოხეთიდან...
-კეთილი იყოს თქვენი მოსვლა თე-ბე-ა!-დიმიტრი დაშნიანი, ისეთი გალანტურია, აშკარად სიბერე ამ კაცს ვერაფერს აკლებს, მაგრამ ჩემი სახელის ასეთი უმისამართო დამარცვლით ლამის შიშმა ამიტანა, ვიძაბებოდი ამ კაცის გვერდით და მეც არ ვიცი რატომ?
-თებე ეს დიმიტრი დაშნიანია, ჩემი მამიკო.
-სასიამოვნოა.
-თებეა არა? ჩემო კარგო შენზე ბევრი კარგი მსმენია...
-მადლობა.
თამარმა დაჩი სამზარეულოში გაიყვანა მოხმარება მჭირდებაო და ასე უეცრად დავრჩი ბატონი დიმიტრის წინაშე, რომელთან ყოფნაც შიშს აღმიძრავდა.
-დაჩი ისე გიყვარს, რომ მასთან ერთად ყველაფერზე თანახმა ხარ?-მოულოდნელად დააქუხა უფროსმა დაშნიანმა.
-დიახ!-მტკიცედ მოუჭრა გაბაშვილმა.
-რატომ მაინდამაინც ის თე-ბეა?
-ჩემს სახელს ასე რატომ მარცვლავთ? გამიგია, როცა ადამიანი შენს სახელს გამოკვეთს, მას შენში რაღაცის ამოცნობა სურსო. თქვენ რას ეძებთ ჩემში ბატონო დიმიტრი?
-ფილფანის შვილიშვილი ნაკლები არც უნდა იყო. ბებიაშენს სვანეთში აღმერთებენ, ალბათ იცი, მასზე ავის მთქმელი კაცი არ დაიარება.
-დიახ ვიცი.
-თებეა და მაინც რატომ დაჩი?
-სიმართლე გითხრათ, არვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ის ვიცი, რომ დაჩი ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილია, ჩემში წყვდიადი გააქრო და თავისუფალ ქალად მაქცია. ღმერთის მადლობელი ვარ, მისი თავი რომ მირგუნა.
-თვლი, რომ გაგიმართლა არა?
-დიახ, სწორედ ასე ვთვლი!
-მაშინ, ჩემო კარგო, მიწაზე დაშვების დროა, რადგან...-სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო დიმიტრიმ, რადგან ოთახში დაჩი და თამარი დაბრუნდნენ ლანგრით ხელში.
-აბა ხომ არ მოიწყინეთ?-სიტუაციის განმუხტვა სცადა თამარმა.
-არა მე და თებეა ვსაუბრობდით და ის ამბობდა, თუ როგორ გაუმართლა, რომ ჩვენს შვილს შეხვდა და არა ვინმე სხვას.
-დიახ სწორედ ასე ვთქვი!-გამომცდელად უყურებდა გაბაშვილი უფროს დაშნიანს, მის ცივ გამოხედვაში ბევრს ვერაფერს ხედავდა, მაგრამ ის კი იცოდა, რომ დიმიტრის არ მოსწონდა მათი ერთად ყოფნა.
-თებეა, შვილო, გინდა ჰაერზე გავიდეთ, ჩემს ყვავილებს დაგათვალიერებინებ.-ისევ თამარმა სცადა ქმრის რეპლიკებისგან დაეხსნა გოგონა, რომელიც მოკლებული იყო მწარე რეალობას.
-აბა, მომიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი, დაჩის ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, ამიტომ მისგან ვერაფერს ვიგებ ხოლმე.
-მესმის...ქალბატონო თამარ, ვიცი, რომ აქ ყვავილების გამო არ წამომიყვანეთ, უბრალოდ გინდოდათ უხერხული სიტუაცია განგემუხტათ, მაგრამ, მაინც ვერ ვხვდები, ბატონ დიმიტრის რა დაემართა? ბებია ისეთ კარგ კაცად ახასიათებდა ყოველთვის, მე კი არც ისე კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა.
-ვიცი ჩემო გოგონა, დიმიტრი ცოტა უცნაური კაცია, მაგრამ კეთილი გული აქვს, აპატიე თუ რამე გაწყენინა.
-არაუშავს...წვიმს!
-მიყვარს წვიმა, თან ჩემი ყვავილებიც ასე უფრო გაიფურჩქნებიან.
-მეც მიყვარს...თქვენი აზრით, რა არის წვიმა?
-წვიმა მხოლოდ ყვავილების მოსარწყავად როდი გვჭირდება...ჩემო თებეა, ზოგჯერ ვფიქრობ, იმიტომ წვიმს, რომ იქ ზემოთ იმ დაუბადებელ ბავშვს ნათლავენ, ვინც მუცლად გაწყალდა...იქნებ იქ ჩემი შვილიც მოინათლა და ახლა, სწორედ ის წვიმს...
-თქვენ...?
-ჰო თებეა, დაჩის და ან ძმა უნდა ჰყოლოდა, მე კი მას ვერ გავუფრთხილდი და დავკარგე, მაგრამ მჯერა, რომ ის ახლა უკეთეს ადგილასაა, ვიდრე ჩვენ.
-ვწუხვარ!-ერთმანეთს კარგად გაუგეს, მაგრამ რახდებოდა ამ დროს მამა-შვილს შორის ღმერთმა უწყის.
-რა უთხარი თებეას?
-სამწუხაროდ ვერ მოვასწარი, საწყალი გოგოსთვის თვალები, რომ ამეხილა და დაენახა ვინ უყვარს.
-და მაინც ვინ უყვარს?
-შენ! საინტერესოა, როდემდე დაუმალავ სიმართლეს, თუ გეშინია, რომ მიგატოვებს, დავიჯერო ვერ გაგიგებს?
-შეწყვიტე და არ გაბედო თებეასთან რაიმეს თქმა, რომ გავიგო რამე აგრძნობინე დავივიწყებ მამაჩემი, რომ ხარ...
-და რასიზამ? მომკლავ?
-გაგანადგურებ!
-ნუთუ? ქალის გამო, რომელიც კაცმა არ იცის როდის მიგატოვებს? შენ თინათე ვერ დააფასე და ახლა სწორედ მაგიტომ ისჯები.
-თინათე, თინათე, ყოველთვის თინათე...
-დიახ თინათე, რომელიც ასე მიატოვე, შენ ტრადიცია დაარღვიე პატარა დაშნიანო, შენ მე შემარცხვინე, პაპაშენის სახელი ლაფში ამოსვარე და კიდევ აქეთ მედიდგულები, როგორ მიბედავ.
-შენს ტრადიციებს სამუდამოდ გავანადგურებ უფროსო დაშნიანო, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები.
-დავბრუნდით! გარეთ ძალიან წვიმს დაჩი, იქნებ დღეს დარჩეთ, ოთახს გაგიმზადებთ.
-არა დედა, წავალთ ლილის დავპირდით...
-დიახ წავალთ, არ მინდა ბებო მარტო დავტოვო.
-კარგი, მაგრამ ფრთხილად იყავით, როცა მიხვალთ შემატყობინეთ.
-კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო დიმიტრი, ნახვამდის ქალბატონო თამარ სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
-ასეთი უსიამოვნო კაცი ვარ?-თებეამ უპასუხოდ დატოვა, უფროსი დაშნიანის კითხვა, ცივი მზერა მიაპყრო და ამით ნათელი გახადა თავისი დამოკიდებულება კაცის მიმართ.
დიმიტრი მიხვდა, რომ გაბაშვილი არ მიეკუთვნებოდა მარტივ ხალხთა უმრავლესობას, მისი მართვა ასეთი იოლი არ იქნებოდა, მართალია გული სიამაყით აევსო, როცა შვილის გვერდით ასეთი ძლიერი ქალი დაინახა, მაგრამ ეს წარსულს და ტრადიციას ვერ ცვლიდა....
-არაფერს მეტყვი?
-დედაშენი ძალიან კარგი ქალია, მამაშენი უცნაური...
-კიდევ?
-კიდევ, მიყვარხარ და არავის აზრი არ მაინტერესებს, მთავარია შენ ხარ ჩემ გვერდით, დაგაკმაყოფილა პასუხმა?
-კი!-სიამოვნების ღიმილმა მოიცვა სვანის სახე.
ფილფანი მთელი დღე შვილიშვილსა და დაშნიანების სასახლეში მოსალოდნელ საფრთხეზე ფიქრობდა, პირველად იყო ასე უღონო მდგომარეობაში, როცა გამოსავალს ვერ პოულობდა...
-ლილი!
-თებეა, ბებო მოხვედი?-თითქოს ერთიანად გამოეცალა ძალა ფილფანს.
-მე წავალ ცოტას დავისვენებ...
-კარგი ბებო...დაჩი!
-დამშვიდდით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ძალიან ეცადა, მაინც არაფერი გამოუვიდა.
-ოხ დიმიტრი, როგორ მიცრუებ იმედებს...
-არა მარტო თქვენ...ხანდახან იმასაც ვფიქრობ, შეიძლება არც ვუყვარვარ, აბა რომელი ნორმალური კაცი გაიმეტებს შვილს დაბადების წამიდან...
-მესმის დაჩი, მაგრამ მასაც უნდა გაუგო, რთულია, მაგრამ აბა დაფიქრდი, ის ამ წესებსა და ტრადიციებზე აღზრდილი კაცია, ბაბუაშენი სულ იმას უჩიჩინებდა, რომ ჩვენი ტრადიცია ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო, ოჯახზეც კი...დამიჯერე მისთვისაც რთულია, მაგრამ არ შეუძლია ამის დავიწყება, არ შეუძლია მამამისის ღალატი...
-და შვილს ღალატობს არა?
-ეჰ ჩემო ბიჭო, ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვინდა, ვგრძნობ თქვენ ბედნიერები იქნებით, მაგრამ წინ დიდი ომი გელით, ამიტომ ძალები გჭირდებათ...უბრალოდ ჩემს თებეს გაუფრთხილდი.
-გავუფრთხილდები!






მეორე დილით, დღემ სულ სხვანაირად დაიწყო სუნთქვა...
ცხოვრების ახალ ეტაპზე ყოველთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება, ბევრი გასათვალისწინებელი მოვლენა იჩენს თავს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი, მაგრამ ამ ცხოვრების ხიბლი ხომ სპონტანურობაშია... იმ სპონტანურობას გაუმარჯოს, როცა დაშნიანმა გაბაშვილს ხელი სთხოვა და გაბაშვილიც სპონტანურად დასთანხმდა, იქ სადაც მირანგულმა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება გაატარა ონისეს მოლოდინით...
-ეს იქნება ჩვენს ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები ერთად...
-მჯერა გამოგვივა...
-და თუ არ გამოვა? მაშინ გალაქტიკა თავზე ჩამოგვექცევა?
-არასოდეს! ჩვენ ვიქნებით ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენს გალაქატიკას გაანათებენ.
-თანახმა ვარ...
ასეთები იყვნენ, ბევრს არ საუბრობდნენ, მაგრამ მათ შემხედვარეს უნდა მიმხვდარიყავი, რომ თვალებით ისინი ყველაფერს გადმოსცემდნენ, იმ უთქმელსაც კი, რომლის აღქმა ყურსაც კი არ შეეძლო.
-რატომ მგონია, რომ თუ ხელს გაგიშვებ, საკუთარ სულზე ვიტყვი უარს, შეიძლება რომ ორი შეუსაბამო გალაქტიკა ერთჭერქვეშ მოექცეს, თუნდაც სიგიჟემდე იყვნენ შეყვარებულნი? რატომ მმართავენ ჩემი ვნებები, როცა ქალური ჟინი არ ცხრება ჩემში?
-შენ ქალღმერთი ხარ, ყველა გალაქტიკასა და ქალურ ჟინზე უფრო ძლიერი, დაიმახსოვრე შენ სულს ვერავინ შეეხება, რადგან მე არასდროს წავალ შენგან...
დიდი ენერგიაა იყო ქალი, მაგრამ დიდი ძალისხმევა სჭირდება იყო თებეა გაბაშვილი...არასდროს ეჭიდება იმას, რაც მიზნამდე არ მიიყვანს, მაგრამ დაშნიანი სხვა იყო...იყო კი ეს მიზანი?!

სახლში დაბრუნებულთ ლილი ზედმეტად მკაცრად შეხვდა, იცოდა ქორწინება მათ ბედნიერებას ვერ მოუტანდა, რადგან თვით დიმიტრი დაშნიანი არ დაუშვებდა ამას.
-რატომ იჩქარეთ?
-ლილი?
-თებე მე და ლილი ბებო ვილაპარაკებთ, შენ მანამდე მოწესრიგდი კარგი?
-კარგი, კარგი, მაგრამ ლილი ჩვენ ვისაუბრებთ!
რა უნდა ეთქვა საწყალ ქალს, ჰქონდა კი ძალა საკუთარი შვილიშვილის ბედნიერებას წინ აღსდგომოდა, როცა მას ასეთ ბედნიერს ცხოვრებაში პირველად ხედავდა.
-ლილი ბებო, მესმის...
-არ გესმის!-გამწარებულმა ლილიმ სიტყვის დამთავრებაც არ აცადა დაშნიანს.-არ გესმის დაჩი, შენ ახლა ყველა ზღვარს გადადი და წარმოდგენაც არ გაქვს ამას რა შედეგი მოჰყვება.
-მაქვს! მაქვს! ამის დედაც, მაქვს! მაგრამ მე თებეა მიყვარს, ყველა ტრადიციასა და შეხედულებაზე მეტად მიყვარს, მისთვის ჩემი სიცოცხლეც, რომ გახდეს საჭირო დავთმობ და ვერავინ, ვერასდროს, მათ შორის თქვენც, ვერ შეძლებთ ჩემგან მის წაყვანას!-კატეგორიული იყო დაშნიანი, რამაც ლილი უფრო აღაშფოთა.
-მართლა ასე ძალიან გიყვარს?
-უსაზღვროდ!
-იცი? მას ასეთ ბედნიერს პირველად ვხედავ...არ მინდა დაიტანჯოს კიდევ ერთხელ, მეშინია გესმის? ჩემი შვილიშვილის ტანჯვას ვერ გავუძლებ...
-გპირდებით, ყველაზე წმინდას, ჩემი თებეას თავს ვფიცავ, არასდროს მივცემ დარდის უფლებას!
-გაუფრთხილდი გთხოვ დაჩი!
-გპირდებით!
ვერავინ განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების ხაზს, ეს მხოლოდ პირადი ემოციებით იმართება, მხოლოდ ერთს და დამოუკიდებელს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ხერხებით... ამ ხაზის განსაზღვრა გაბაშვილსა და დაშნიანს ერთად მოუწევთ.
-ისაუბრეთ?-არ იტყობდა, მაგრამ თებეა ძალიან ღელავდა ბებიის რეაქციაზე.
-თე, დამშვიდდი, ლილის ავუხსენი და მიხვდა, რომ საერთოდ არ ვიჩქარეთ და ისიც ბედნიერია ჩვენით, შენ არ ინერვიულო ამაზე კარგი?
-კარგი, რადგან ლილიც დამშვიდდა, მეც მშვიდად ვარ.
-ძალიან გიყვარს არა?
-მის გარეშე მოვკვდები...
-დაიძინე თე, ლილი ბედნიერია შენით!
-ვიცი!
ცხოვრების ახალ ეტაპზე გაბაშვილი მარტო არ დატოვეს, ამიტომ მათ ბედნიერებას ვატო და ნენეც შეუერთდა.
-გაბაშვილო უჩვენოდ აპირებდი გათხოვებას? დავიჯერო მეჯვარეც არ გჭირდება?
-ნენე, ვატო თქვენ აქ საიდან?
-ჩვენ იქ ვართ, სადაც შენ...ბედნიერებას გისურვებთ ჩემო ერთადერთო!-უჭირდა ვატოს დის გაშვება, მაგრამ მთავარი თებეს ბედნიერება იყო.
-ვატოო, ბებო, შენ გენაცვალე ბები მე, როგორ გამიხარდა, რომ ჩამოხვედი...
-ლილიიკო, ჩემო უბერებელო როგორ მომენატრე...
-აქამდე ჩამოხვიდოდი...-გაუბრაზდა ლილიკო შვილიშვილს.
-ბებო ხომ იცი...
-ვიცი, ვიცი, ნენე ბებო შენ როგორ ხარ?
-კარგად ლილი ბებო, თქვენ როგორ ხართ?
-გიჟების ხელში როგორ ვიქნები ბებო...
-ლილი!-ერთხმად შესძახეს გაბაშვილებმა და მხიარული განწყობაც შემოიტანეს ოჯახში.
-სიძე სად არის?
-აქ ვარ ცოლისძმავ!
-უკვე ცოლი?
-ძალიან მალე იქნება!
-კარგი ბებო ახლა სუფრას გავშლი და გოგონები მომეხმარებიან ჰო თებე?
-ჰო ლილი წავიდეთ...
ვახშმის შემდეგ გაისეირნეს, ძველი სვანური ამბები გაიხსენეს, დროც კარგად გაატარეს, მაგრამ ოთხივეს შიგნიდან რაღაც თავიანთი სჭამდათ, ის რასაც ვერ ამოთქვამდნენ...ზოგჯერ როგორი შეუცნობელია ადამიანი, ზოგს სიცოცხლე არ ჰყოფნის, რომ ბედნიერი იყოს, ზოგისთვის კი ბედნიერება სულაც არ არის საკმარისი, რომ სიცოცხლე სურდეს.
სახლში მისულები თავიანთ ოთახში შეიკეტნენ, ნენემ კი თებეასთან ყოფნა გადაწყვიტა, თვლიდა, რომ ახლა დაქალს ყველაზე მეტად ის სჭირდებოდა...
-თებე გძინავს?
-მოდი ნე!
-არ მომიყვები?
-17წლის განმავლობაში ასეთი ბედნიერი წამები პირველად მაქვს ცხოვრებაში, კარგად იცი სპონტანურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ, ყველაზე მეტად ეგ მძულს, როცა საკუთარ მომავალს სასწორზე აყენებ, მაგრამ ახლა ჩემს სპონტანურ გადაწყვეტილებას საერთოდ არ ვნანობ, იცი რატომ? ძალიან მიყვარს ნენე, მასთან ერთად თავისუფლად ვსუნთქავ, ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ არასდროს წავიდეს ჩემგან... არვიცი ალბათ გავგიჟდი, მაგრამ მის გარდა არაფერი მაინტერესებს.
-ჩემო გოგო, როგორი შეყვარებული ხარ, წარმოდგენაც არ გაქვს!
-ვიცი! მისი მშობლებიც გავიცანი... საოცრად ნაზი და დახვეწილი დედა ყავს, ისეთი თბილი ქალია, ისე მელაპარაკა, დედაჩემი წარმოვიდგინე, რა იქნებოდა ახლა ჩემ გვერდით, რომ ყოფილიყო... მამამისი კი არვიცი, ცდილობდა რაღაც მიენიშნებინა ჩემთვის, მაგრამ ვერაფერი გავიგე, მითხრა სანამ დრო გაქვს დაასრულე ეს ფარსიო, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მერე დაჩი მოვიდა და ლაპარაკი შეწყვიტა...
-უცნაურია, ეგ კაცი არც კი გიცნობს, რა უნდა უნდოდეს შენგან?
-არვიცი და ახლა ამაზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ...შენ და ვატო როგორ ხართ?
-ბედნიერები ვართ, ვატოს რეპეტიციები აქვს, მე სამსახური, მაგრამ უერთმანეთობას, მაინც ვანაზღაურებთ.
-მიხარია თქვენი ამბავი...
-მეც მიხარიხარ თე!
წრფელი მეგობრობა, აი რა სჭირდება ადამიანს სრულფასოვნებისთვის.

ორ დღეში ყველა თავის საქმიანობას დაუბრუნდა, მალე ვატოს სპექტაკლის პრემიერაც მოვიდოდა და ყველა მოუთმენლად ელოდა ამ მნიშვნელოვანი დღის დადგომას, განსაკუთრებით ნენე, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში ანერვიულებულ ვატოს.
-იქნებ ცოტა დამშვიდდე, ვიცი ყველაფერს შეძლებ, რადგან შენს გვერდით ჩვენ ვართ!
-ვცდილობ, მხოლოდ შენი კოცნა მჭირდება.
-თუ ეს დაგამშვიდებს, მზად ვარ მსხვერპლი შემოგწიროთ.
მათ ყოველ დიალოგში იყო, რაღაც ამაღელვებელი და ამავდროულად სასაცილო.
პრემიერის დღეც დადგა, ყველა ჩვენ-ჩვენ წილ ვატოს განვიცდიდით, მის მღელვარებას ვინაწილებდით და სრულიად თავისუფლები შევედით თეატრში, კუთვნილი ადგილები დავიკავეთ და სპექტაკლის დაწყებას დაველოდეთ. ვატოს სპექტაკლს არც თებეა და არც ნენე არასდროს ტოვებდნენ, მიჩვეულნი იყვნენ მის სცენაზე ხილვას, მაგრამ დაშნიანი მეტად გაოცებული დარჩა, როცა ვატო სრულიად სახეცვლილი დაინახა ამდენი ხალხის წინაშე.
მიუხედავად ამ ბედნიერი წუთებისა, გაბაშვილს არ დასცალდა საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება, რადგან სამსახურიდან სასწრაფო ზარი განხორციელდა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიდა...
-ქალბატონო თებეა, განყოფილებაში გვჭირდებით!
-ახლავე მოვდივარ!
მიხვდნენ, რომ თებეა უნდა წასულიყო, დაშნიანს ეხამუშებოდა მისი გაშვება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ნენე კი მიეჩვია, იცოდა თებეასთვის რამდენს ნიშნავდა თავისი სამსახური და ამას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდა, ვატოსთვის კი მხოლოდ თებეას ბედნიერებაც საკმარისია, რადგან ის ყოველთვის გრძნობს დის მხარდაჭერას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას...
-რა ხდება მერაბ ასე სწრაფად რატომ გამომიძახეს?-აშკარა გაღიზიანება ეტყობოდა ხმაში გაბაშვილს.
-მაპატიეთ ქალბატონო თებეა, მაგრამ ბატონ ლევანს სასწრაფო საქმე აქვს.




-მითხარით ასეთი მნიშვნელოვანი რა არის, რომ ჩემი ძმის პრემიერიდან წამოსვლა
მომიხდა?
-მაპატიე თებეა, მაგრამ მჭირდები!
-გისმენთ!
-2 გვამი და ერთი გაუჩინარებული ქალი, მხოლოდ ის ვიცით, რომ მკვლელი და
გამტაცებელი ერთი და იგივე ადამიანია. უნდა იპოვო, რაც შეიძლება მალე, სანამ ქალს მოკლავს.
-კარგი, ცვლილებებს შეგატყობინებთ!
-მადლობა გაბაშვილო!
ერთი მკვლელი და სამი ქალი, რომელთაგან ერთის სიცოცხლე ისევ საფრთხეშია, მკვლელის მოტივი უნდა დავადგინოთ, რა პრინციპით ირჩევს მსხვერპლს...
-მერაბ მოკლულთა სია და მათი ვინაობა მჭირდება რაც შეიძლება მალე! უნდა გავარკვიოთ რა აქვთ ამ ქალებს საერთო და რამ მიიქცია მკვლელის ყურადღება.
-ახლავე!
სიგიჟეა ადამიანს წაართვა ის, რაც თავად არ მიგინიჭებია მისთვის...
-ქალბატონო თებეა გარდაცვლილებზე ინფორმაცია მივიღე.
-გისმენ მერაბ!
-პირველი მსხვერპლი, თათული რუსიაა, 40წლის, გაუთხოვარი, ყოფილი ჟურნალისტია...მეორე მსხვერპლი ქეთევან დიდბერიძე, ასევე 40წლის, გათხოვილი არ ყოფილა არასდროს...მესამე, გატაცებული ქალი დარო ანთიძე, 40წლის, გაუთხოვარი...
-ეს ინფორმაცია არაფერს გვაძლევს...
-სამივენი გრიბოედოვზე ცხოვრობენ...
-გამოდის ერთმანეთს იცნობდნენ?
-დიდი ალბათობით დიახ.
-მერაბ მკვლელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიპოვოთ, საქმე მოძალადესთან გვაქვს...

თუ ადამიანის სულში ჩახედვა არ შეგიძლია, მაშინ ვერც მის ტკივილს იგრძნობ, რადგან ყველას თავისი მოუშუშებელი იარა უკაწრავს გულს.
-მკვლელი, 27-დან 30-წლამდე ასაკის მამაკაცი იქნება, მძიმე წარსულით, ალბათ 2ჯერ ნასამართლებიც, მაგრამ ვერ ვხვდები ამ ქალებისგან რა უნდოდა!
-რა ვიცით, რომ კაცია?
-უკაცრავად?!
-დიახ, რა ვიცით, რომ კაცია? რადგან სტატისტიკური მაჩვენებელი მკვლელი კაცების მთელ დასტას გვჩუქნის ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელი აუცილებლად კაცია. ვფიქრობ აქ ქალია საქმეში, ეშმაკი ქალი, რომელმაც გამოძიებისთვის კვალის არევა შეძლო...
-ქალბატონო თებეა შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რატომ ფიქრობთ, რომ საქმეში ქალია?
-იცით, რომ ქალებს სისხლი არ უყვართ?
-ვერ მიგიხვდით?
-ქალი მკვლელები სისხლისგან იმდენ სიამოვნებას ვერ იღებენ, როგორც მამაკაცები, ქალებისთვის მნიშვნელობა არ აქვს დაიცლება თუ არა მსხვერპლი სისხლისგან, მისთვის მთავარი სიკვდილია, ჩვენი სამივე მსხვერპლი, უფროსწორედ ჯერ ორი, დამხრჩვალი იპოვეს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ეჭვმიტანილი ქალია, ამის შემდეგ შეგვიძლია ყველაზე ბანალურ დასკვნამდე მივიდეთ, სამი ქალი, სამივე დასაქმებული, შეძლებული, სრულფასოვანი და ყველა კაცისთვის სასურველი, ჩვენი ეჭვმიტანილი კი უბედური, შურითა და ბოღმით სავსე ქალია, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი კარგი უნახავს და ახლა ასე ცდილობს თავის დამკვიდრებას.
-ყველა დეტალი ზუსტად აღწერეთ, მაგრამ ახლა როგორ უნდა ვიპოვოთ დამნაშავე?
-გამწარებულ ქალზე საშიშია არაფერია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, თორემ შეიძლება ქალბატონ დაროს რაიმე დაუშავოს...
-ბიჭებს შევკრებ და მოქმედებაზე გადავალთ!
-ყველაფერი ზუსტად გათვალეთ, შეცდომა არ უნდა გაგვეპაროს და რაც მთავარია არცერთი მსხვერპლი.
-დიახ ქალბატონო თებეა!
სიკვდილის ყველა ცოცხალს ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ არ იციან რა არის ის, ყველაფერი რომ წაგვართვან სიკვდილს ვერავინ წაგართმევს...
-145, დამნაშავე ვიპოვეთ! გესმით? 145?
-დიახ, მიღებულია, ცენტრალურ გასავლელთან დაგელოდებით!
-არის!
-რა ხდება მერაბ?
-მოჰყავთ!
-მასთან გასაუბრება მსურს!
-კი, მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, ეს ბრძანებაა!
-კარგი ქალბატონო თებეა!
მას პასუხები სჭირდებოდა, რატომ მაინდამაინც ეს ქალები, რას ხედავდა დამნაშავე იმ დროს, იქნებ ეს თავდაჯერებულობას მატებდა, ან სულაც სიამოვნებას იღებდა მათი ხოცვით, ვინ იცის?!
-დამნაშავე, ლეილა თურმანიძე, მოვიყვანეთ!
-შემოუშვით!
-შემოდი, დაჯექი და მშვიდად იყავი!
-შეგიძლიათ დაგვტოვოთ ბატონებო!
-კართან ვიქნებით.
ფერდაკარგულ ქალს, სხეულზე სისხლის ლაქები უბრწყინავდნენ, ბოროტებით ანთებულ თვალებში იმედის ნაპერწკალი მაინც კრთოდა, ალბათ ეს სხივი გადარჩენისა უფრო იყო, ვიდრე იმედის...და მაინც, ასეთ მდგომარეობაშიც კი იგრძნობა „დამნაშავის“ ძალა, მრისხანება, სილამაზე და ტკივილი, ასეთ ქალს რაში დასჭირდა არაფრის მომცემი მკვლელობები, რომლებიც მხოლოდ სულს დაუმძიმებს.
-აბა, ქალბატონო ლეილა, რამეს ხომ არ მიირთმევთ?
...
-მესმის, განიცდით, არ გინდოდათ ყველაფერი ასე დასრულებულიყო, მაგრამ იქნებ დამელაპარაკოთ, გული გადამიშალეთ, მომიყევით თქვენს ტკივილზე, გპირდები დაგეხმარებით.
...
-გთხოვთ, მენდეთ!
-თქვენ...
-თებეა, მე თებეა გაბაშვილი ვარ.-იმ დროს გაბაშვილი ამაყობდა საკუთარი ვინაობით, საკუთარი ცხოვრებითა და სრულიად თებეათი.
-თებეა, მე...ისინი...
-დიახ თქვენ ისინი დახოცეთ, რატომ გააკეთეთ ეს ქალბატონო ლეილა?
-წლების წინ მეც შენსავით, ლამაზი და მშვენიერი ვიყავი, წუნს ვერ დამდებდი, მერე...-ღრმად ჩაისუნთქა და ტკივილის ხელახალი შეგრძნებისთვის მოემზადა.-მერე აღარაფერი დარჩა ჩემი სილამაზისგან, რადგან ჩემი სული აღარ იყო ლამაზი, მართალია, რომ ამბობენ ადამიანი სულის სარკეაო, მე ეს სარკე დამემსხვრა თებეა...გავთხოვდი, უფროსწორედ, მომიტაცეს, ჩემმა საკუთარმა მეუღლემ გამაუპატიურა, ყოველ საღამოს მცემდა, დღესაც კი არ ტოვებდა, რომ გეკითხა რატომ სცემ საკუთარ ცოლსო ვერაფერს გეტყოდა, რადგან მას მიზეზი არ ჰქონდა, ის უბრალოდ ასე ამშვიდებდა თავს...დავორსულდი, მაგრამ ცემას მაინც არ სწყვეტდა...
-თუ თავს ცუდად გრძნობთ სხვა დროს განვაგრძოთ...-გაბაშვილს უჭირდა ქალის მდგომარეობის ატანა, ვერასდროს წარმოიდგენდა თავს მის ადგილას, ვერასდროს იგრძნობდა იმ ტკივილს და მაინც როგორი მწარეა წარმოდგენაც კი...
-ბავშვი დავკარგე...იმ მომენტში ცხოვრება შევწყვიტე, მხოლოდ ვვარსებობდი, სრულ ქაოსში დავრჩი მარტოდმარტო, ფსიქიკურად შევიშალე, ვხედავდი წარმატებულ ქალებს, რომლებიც ფეხზე მყარად იდგნენ, დახმარებას არავის სთხოვდნენ, არავინ სცემდათ და მე სულ უფრო მეტად მავსებდა ბოღმა, შური, ბოროტება, ამ ყველაფერს ვეღარ ვუძლებდი...მეგონა მათ თუ გავაქრობდი, ასე საკუთარ თავს ვიპოვნიდი, ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა და სრულყოფილი ქალი გავხდებოდი, მაგრამ...
-უფრო მეტად განადგურდით!
-მე არ მინდოდა, მართლა, კონტროლი დავკარგე, აფექტის მდგომარეობაში ვერ გავაანალიზე რას ვაკეთებდი, მაგრამ ეს არ მამართლებს, როგორ შემეძლო ორი ადამიანი სიცოცხლეს გამომესალმებინა, ეს როგორ გავაკეთე თებეა?
-ხშირად არ ვფიქრობთ შედეგებზე, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი არ ხართ, ეს არ გამართლებთ, თქვენ სუსტი ადამიანი ხართ ქალბატონო ლეილა, ცხოვრებისგან მიღებულ დარტყმებს ვერ გაუძელით და მას ყოველ ჯერზე ლოყას უშვერდით, არასდროს გიცდიათ საკუთარ მე-ზე გამარჯვება, თქვენ რომ გებრძოლათ, ერთხელ მაინც ყოფილიყავით ძლიერი, ახლა ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებით, უბრალოდ ბედს დამორჩილდით და თქვით რაც იქნება იქნება, ასე არ არის?
-მდინარის დინების საწინააღმდეგოდ ერთხელ მაინც, რომ გამეცურა მე გადავრჩებოდი თებეა?
-აუცილებლად! ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბედს ვერ შეცვლი, მაგრამ საკუთარ ბედს თავადვე განვაგებთ და ჩვენზეა დამოკიდებული, რა გველის მომავალში, ჩვენი ქმედება განსაზღვრავს ჩვენს ბედს.
-ანდრონიკე...მას ანდრონიკე უნდა ჰქრმეოდა.
-ლამაზი სახელია ანდრონიკე, გპირდებით, თუ შვილი მეყოლება, ბიჭს აუცილებლად ანდრონიკეს დავარქმევ.
-შენ ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემ ირგვლივ თებეა.
-თავს გაუფრთხილდით!
მოზღვავებულ გრძნობებს შორის ცეცხლის ალი კიაფობდა, მისი ნახვის სურვილით შეპყრობილმა წამებში დაფარა მასთან მისასვლელი გზა და იგრძნო შვება, რომელიც ასე სჭირდებოდა...
-დასრულდა!
-ყოველთვის დაგელოდები თებეა...
-როგორ ჩაიარა პრემიერამ?
-შესანიშნავად, ვატო ნამდვილი პროფესიონალია.
-ნეტავ მეც...
-დამშვიდდი თებე, ვატომ უთქმელად გაგიგო ხომ იცი ეს?
-ვიცი...უნდა დაველაპარაკო!
-ნენესთან ერთად წავიდა აღსაღნიშნად, არამგონია უარი თქვან ჩვენს გამასპინძლებაზე.-თებეას ბურუსით მოცულ ცხოვრებას დაშნიანმა სინათლე შეჰმატა, თუმცა არცერთმა იცოდა დრო რას უმზადებდა და რასთან გამკლავებას აიძულებდა...
-შეიძლება შემოგიერთდეთ?
-თებე, რა თქმა უნდა!
-მაპატიე, რომ ვერ დავრჩი, მაპატიე სათანადო ყურადღებას, რომ ვერ გაქცევ, მაპატიე ყველაფრისთვის ვატო...
-გაჩუმდი, შენ ჩემი და ხარ, ჩემი მთელი ცხოვრება, ნუთუ შეიძლება შენზე ნაწყენი ვიყო, მე ვიცი, რომ თუ ჩემ გვერდით არ ხარ, მე შენს გულში ვარ ყოველთვის.
-ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ!
-მშია, იქნებ გემრიელად ვივახშმოთ და ცრემლები მერე ვღვაროთ?
-თაბაგარო!
და რა უნდა სხვა ადამიანს ბედნიერებისთვის, საყვარელ ხალხთან ერთად ყოფნა, ნუთუ საკმარისი არ არის, რომ თავი სრულყოფილად იგრძნო...
-ჩვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს!
-გაუმარჯოს!-შესძახა ყველამ ერთხმად და იგრძნებს ბედნიერების ფერები ერთმანეთის თვალებში.

მე ღამეს შენს თვალებში, დღეს კი შენში ვხედავ, მე შენით ვვარსებობ და არ დაუშვა, რომ ოდესმე არსებობა შევწყვიტო...
ჩემი სიცოცხლის ყოველი წამი შენ გეძღვნება, არ დაუშვა, რომ გაუფერულდეს...
-მგონი ცეკვის დროა!-ერთი დატრიალება და სცენაზე ვიყავი, მის მკლავებში, რომლებიც ასე მსუბუქად მეხვეოდნენ წელზე და ხელის ნაზი მოძრაობით მსწავლობდნენ, საყვარელი მამაკაცის მკლავებში, საყვარელი სიმღერის ჰანგებს განაბული ვუსმენდი და თანდათან ვწყდებოდი იმ რეალობას, სადაც არაფერი იყო ასეთი ბუნებრივი...
„Dance me to the wedding now
Dance me on and on
Dance me very tenderly
And dance me very long
We’re both of us beneath our love
We’re both of us above
Dance me to the end of love”
ყურში ჩურჩული მესმის და ვბრუნდები იქ სადაც ყველაფერი რეალურია, სადაც დაშნიანი ცოლობას მთხოვს და მეც ვთანხმდები.
-მზად ხარ გახდე ჩემი კანონიერი მეუღლე, რათა არასდროს იგრძნო უჩემობა, არასდროს შეწყვიტო არსებობა და არ გააუფერულო ჩვენი დრო?
-მზად ვარ ყველაფრისთვის შენთან ერთად, მზად ვარ ვიცეკვო დაუსრულებლად, სანამ ჩვენი სიყვარული არ დასრულდება დაშნიანო!
-აბა, ნიშნობა როდის იქნება?
-არ ვიცი, თებეა როგორც გადაწყვეტს.
-27ივლისი!
-ჩვენი ერთი წლისთავი!
-სამზადისისთვის 2 თვე გვაქვს.-თაბაგარს უკვე მოესწრო გეგმების დაწყობა, რომლის მიხედვით მოქმედება ყველა ჩვენთაგანს მოუწევდა.
ყველაფრის ხალისი რომ დაკარგოს ადამიანმა, იმ აღუვსებელ სიამოვნებას, რასაც ახლობელი, შენი ადამიანი მოგანიჭებს, ვერ გაექცევი. ვერ დავემალებით იმ ტკბილ დღეებს, რომლებიც ბედნიერებისა და იმ სასიამოვნო განცდის დიდ ჯაჭვს ჰქმნის, რომლის ასე სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია...თებეა გაბაშვილს, ბევრჯერ სურდა ხელი აეღო სიცოცხლეზე და მარტივად, შეწინააღმდეგების გარეშე დაეთმო საკუთარი თავი, მაგრამ ის ხომ ლაჩარი არ არის, მას აქვს ძალა, რომელიც ყველას ეყოფა, მას აქვს ის ტკბილი დღეები, რომლებიც მის არც თუ ისე ნათელ ცხოვრებას აფერადებენ, ის ხვდება რაოდენ სამარცხვინოა მოიკლა თავი, რომელიც შეიძლება დედამიწაზე ერთ ადამიანს მაინც უყვარდეს.
-წლების შემდეგ მივხვდებით თუ რა დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, როცა ერთმანეთს შეჰვფიცეთ სამარადისო სიყვარული, მაშინ, როცა ამ ქვეყნად არაფერია მარადიული.
-შესაძლოა, მაგრამ ნურაფერს გამოვრიცხავთ, შეიძლება ჩვენ ვიყოთ გამონაკლისები ამ სააქაოში.
ღამით ძველი თბილისის ქუჩებში გავისეირნეთ, სადაც ყველაფერს სიძველის სუნი აქვს, მოჩუქურთმებული, 90-იანების სტილის აივნებიდან ხის სურნელი ატმოსფეროს ავსებს და სიამოვნების წამს ერთი-ორად ზრდის. რამდენ მოგონებას ინახავს ეს სახლები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულიყვნენ, რამდენი რამ უნახავთ და უგრძვნიათ, რამდენი ადამიანის ტკივილი გაუზიარებიათ, ალბათ ენა, რომ ჰქონდეთ მათზე კარგი ჟამთააღმწერელი არ იარსებებდა. მივდიოდით და ვხვდებოდით სხვადასხვა თაობის ხალხს, რომლებიც სხვადასხვა ისტორიას ჰქმნიან ამ პატარა სამყაროში, ალბათ ჩვენც შევქმნით ისტორიას, რომელიც სამუდამოდ დარჩება სააქაოს.
რა დარჩება ჩვენგან, როცა აღარ ვიქნებით ჩვენ?- არაფერი, მხოლოდ მოგონებები, რომლებიც კიდევ დიდხანს იცოცხლებენ ჩვენი სულების საცხოვნებლად...
-რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მოდი ვითამაშოთ.-ველოდით ვატოს შემოთავაზებას რა უნდა გვეთამაშა ოთხ ადამიანს, რომელთაც სათამაშოდ ალბათ არც ჰქონდა საქმე.
-„თბილისური ამბები“ ვითამაშოთ!-ტაში შემოჰკრა ვატომ.
ამ თამაშს ბავშვობაში მშობლებთან ერთად ვთამაშობდით, თამაშის არსი იმაშია, რომ ყველამ ჩვენი თბილისური ამბავი უნდა მოვყვეთ, რომელიც კონკრეტულად თბილისს ეხება და არაფერს სხვას. ასეთი ისტორიები ბევრი არსებობს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რავიცი აბა დაშნიანს რა აკავშირებს თბილისთან.
-მე დავიწყებ!-თქვა იდეის ავტორმა...-15 წლის წინ, ფალიაშვილზე ვმოძრაობდით ძმაკაცები, ჰო აზრზე ხართ, მაშინ თავი მაგარი ტიპები გვეგონა და ჩვენზე უმცროსებს ზემოდან ვუყურებდით, ვითომდა აქ მაგარი ბიჭები ვართმეთქი, პრინციპში ჩვენი არც არავის ეშინოდა, ტყუილად ვეჭიმებოდით ბავშვებს...ბოლოს მაინც ჩემს ტკბილ სახლში, ტკბილ დასთან ამოვყოფდი თავს, ერთი ასეთი სეირნობიდან დაბრუნებულს, სახლში არამარტო ჩემი და, არამედ ერთი სიფრიფანა, ცქრიალა გოგო დამხვდა, ეგეთი მანამდე რომ არ მენახა ისეთი გოგო, ხმა ჩამივარდა, გამარჯობაც ვერ ვუთხარი, ბოლოს ისევ ჩემმა დამ გამომიყვანა მდგომარეობიდან, მაგრამ იმ დღის მერე მოჩვენებასავით დავდიოდი, სულ იმ ცქრიალა გოგოს ვხედავდი, შემდეგ კი ჩემდა საბედნიეროდ ამ გოგოს ჩემს სახლშიც ხშირად ვხედავდი...იმდენი იარა ჩვენთან სახლში სანამ თავი არ შემაყვარა და ახლა გვერდს მიმშვენებს ჩემი ნორჩი ყვავილი...
-ახლა ჩემი ჯერია!-რავიცი რა უნდა მომეყოლა, ალბათ ისევ ჩემს ბავშვობას გადავავლებდი თვალს სადაც ყველაფერი სხვაფერია...-დედასთან ერთად ბაღში ვსეირნობდი, წითელი კაბა მეცვა თეთრი გვირილებით, თავი პრინცესა მეგონა, რომელსაც ყველა ფეხქვეშ გაეგებოდა, მაგრამ რეალურად ერთი თბილისელი გოგო ვიყავი წითელი კაბით. მე სრიალი დავიწყე, ყველა ატრაქციონი მოვიარე და სულ ამოვითხვარე, ბოლოს პრინცესას არა, მაგრამ ტალახში ამოსვრილ გოჭს კი ვგავდი, ტირილი დავიწყე და ნინოსთან მივედი, შევჩივლე ნახე კაბა რას დავიმგვანეთქო, ნინომ კი შუბლზე მაკოცა და მითხრა: „შენ ასეთიც კი განსაკუთრებულიხარ თებროლე“ იმ წამს ვიგრძენი რაც არ უნდა გამჭირვებოდა დედას ყოველთვის ვიგრძნობდი. თამაში გავაგრძელე, ბავშვებიც უფრო მომრავლდნენ, მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა ხუჭუჭა ბიჭმა მიიქცია, რომელიც მშვიდად იდგა და სხვა ბავშვებს აკვირდებოდა, მასთან მივედი, ამაყი ნაბიჯებით თითქოს ურჩხულს სულ არ ვგავდი, ვეუბნები შენ რატომ არ თამაშობმეთქი, არ მინდა და მაგიტომო, რატომ არგინდამეთქი, ჩავაცივდი, მას კი აშკარად მოთმინების ფიალა ევსებოდა, თავი დამანებე წადი და შენს საქმეს მიხედეო, ისე გავბრაზდი ასე უხეშად რომ მომმართა, წავედი დიდი ქვა ვიპოვე და ფეხში მოვარტყი, მეგონა ტირილს დაიწყებდა, იყვირებდა, მაგრამ ის ისევ იდგა გაუნძრევლად, უფრო გავბრაზდი, მივედი და ვაკოცე, ჰო ასე უსირცხვილოდ ვაკოცე. რეაქცია? გაიღიმა და მორჩა, მე კი შემრცხვა და სასწრაფოდ ნინოსკენ გავიქეცი ტირილით, ის კი მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ესეც გაივლის. ის დღე იყო და ის, ხუჭუჭა მას შემდეგ აღარ მინახავს.
-საწყალი ბიჭი, რამდენს გაუძლო.
-აბა ნენე ახლა შენი ჯერია!-ნენეს ისტორიები უმეტესად თებეასთან არის კავშირში, რადგან მათ საერთო, განუყოფელი ისტორიები აქვთ...-მე და თებეა რესტორანში წავედით მეგობრის დაბადების დღეზე, ზამთარი იყო, საშინლად ციოდა, მაგრამ მეგობარს ვერ გადავაგდებდით, როგორც იქნა თავი შევაფარეთ თბილ გარემოს, ჩვენს მაგიდას მივუახლოვდით, მაგრამ ნაცნობი სახეები ვერ დავაფიქსირეთ, თებეას თვალებით ვჭამდი სიტუაციიდან გვიხსენიმეთქი, მაგრამ ისიც გაოცებული და შერცხვენილი იდგა სუფრასთან, რომელიც წესით ჩვენი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იუბილარს ბოლოწამს მაგიდა შეუცვლია, დინამიკთან უკეთესი იქნებაო, ჩვენ კი ვიდექით თითქოს ცივი წყალი გადაგვასხეს ისედაც გაყინულ სხეულზე, უკვე კარგად შეზარხოშებელი ბიჭებიც კი ჩვენ დაგვცინოდნენ, არადა საწ....ბი პირში ენას ძლივს აბრუნებდნენ იმდენი ჰქონდათ დალეული, მაგრამ ესეც ავიტანეთ და ამაყად დავტოვეთ ტერიტორია...ის დღე ჩვენი სამარცხვინოთა დღეების სიას შეემატა, ახლა კი ბევრს ვიცინით, მაგრამ მაშინ უნდა გენახათ ზედმეტად არ ვირხეოდით, ვინმეს ყურადღება ისევ ჩვენზე, რომ არ გადმოეტანა...
-კარგი დრო იყო, სასიამოვნოდ ვიხსენებ ყოველ წუთს...
-დაჩი შენ რას მოგვიყვები?
-განსაკუთრებული ისტორია არ მაქვს, თბილისში საქმეებისთვის ჩამოვდიოდი ძირითადად, ხელშეკრულებებს ხელს ვაწერდი და ისევ ავღანეთში ვბრუნდებოდი, ძირითადი ჩემი საცხოვრებელი ბაზა იყო, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო, თბილისი ჩემთვის უცხოა, ისტორიები მხოლოდ თებეასთან ერთად მაქვს, რომელიც ყველამ კარგად იცით...
-როგორ, ანუ არანაირი დეტალი არ გაქვს თბილისთან დაკავშირებით? ჩვენ იმდენი რამ გავიხსენეთ, შენი ჯერია.
-სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუოთ, ასეთი მოგონება არ მაქვს!
ნენემ და ვატომ ხელი ჩაიქნიეს, კარგი არაუშავს შემდეგში ავღანური ისტორიები მოვყვეთ და მხოლოდ შენ ილაპარაკეო, მაგრამ აბა თებეას ჰკითხეთ, რამდენი ეჭვი გამრავლდა მასში, რამდენი ჯიჯგნიდა მის ოხერ ტვინს, მოსვენების საშუალებას, რომ არასდროს აძლევს საწყალ გოგოს. ასე იყო და მორჩა არ ჰქონდა ისტორია, მერე რა, განა ყველას აქვს რამე განსაკუთრებული, მოსაყოლად რომ უღირდეს? არა რა თქმა უნდა, რატომ ვიღლი თავს, ამანაც ჩაიარა, ეს დღეც მიიწურა, ღამე გაცისკროვნდა...
-ჩვენ შევქმნით თბილისურ ამბებს შენი მოგონებებისთვის, მოსაყოლად რომ ბევრი გქონდეს...

***თინათე გელანი:
-თინათე, სად მიდიხარ?
-სუფთა ჰაერზე გავივლი მამა!
-მალე დაბრუნდი!-მკაცრი ტონი კარში დააწია და სიფრიფანა სხეულიც კარს მიღმა გაუჩინარდა.
მისეირნობდა, საკუთარი ტკივილით შებოჭილი, ათასჯერ ნანახს თვალს ისევ მოავლებდა, სხვა რა უნდა გაეკეთებინა იქ, სადაც ზურაბ გელანი ყველაფერს აკონტროლებდა...რამოდენიმე წუთის შემდეგ ყველაფრისგან მობეზრებულმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მოულოდნელად ნანატრი, ცხადად ქცეული, სილუეტი მიუახლოვდა, რომელსაც ცხრა წელი ელოდა, ცხრა ტკივილით მოცული წელი, რომელიც ვერავინ დაუამა.
-გამარჯობა თინათე!
-დაჩი?
-მე ვარ, დავბრუნდი!
-კარგია, გამიხარდა.-ახალი ამბით გაოგნებულ თინათეს, თავში ქარბორბალა დაუტრიალდა და აზრები ვერ მოიკრიბა, ვერ იჯერებდა დაშნიანის პირისპირ, რომ აღმოჩნდა ისევ ისე, როგორც ცხრა წლის უკან, ბეჭდების ღამეს...
-ნახვამდის თინათე.-დატოვა ისევ იმედგაცრუებული, ანდაც რას ელოდა, ალბათ არც არაფერს.
*
-დაჩი ნიშნობა ახლოვდება, ჩვენ კი მომზადება არც კი დაგვიწყია.-წუწუნებდა თებეა და დაშნიანს ცხვირზე დაკოსებულ სათვალეს ათამაშებდა.
-თებე მოვრჩები საქმეს და მოვიფიქროთ ყველაფერი.
-ჩემთვის დრო აღარ გაქვს!-გაბრაზებული წამოდგა და ოთახში შეიყუჟა, იცოდა დაშნიანი, რომ აედევნებოდა, გაიძვერაც იყო თებეა...
-თებე მოდი აქ!-კარები ცხვირწინ, რომ მიუჯახუნა, მაშინ გახდა დაშნიანი ნამდვილი სვანი.-არ გაბედო მეორედ ეგრე მოქცევა, რამდენი კარიც არ უნდა მოიჯახუნო, ყველას შემოვამტვრევ, გინდა ჭკუიდან გადავიდე და სპეციალურად მიკეთებ ჰო? მითხარი მოგწონს, როცა ვბრაზდები?
-სიმართლე გითხრა?
-მითხარი, სანამ უფრო გავბრაზდები და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
-ვგიჟდები, როცა ბრაზობ, ახლაც წამოვხურდი მგონი, ნუ მიახლოვდები ეგრე...დაჩი არ მოხვიდე, ეგრე ნუ მიყურებ, ვიცი ეს გამოხედვა...
-ჰო? შენ გამომიწვიე, მგონი პროტესტს არ განიცდი.-წინ მიიწევდა დაშნიანი, თებეა კი უკან სვლით კედელს აესვეტა, ფაქტობრივად თავს ვეღარ დაიძვრენდა დაშნიანის მკლავებიდან და ვერც იმ ცეცხლს გადაურჩებოდა, რომელშიც მთელი ღამე დაიწვებოდნენ...
-მინდა სანაპიროზე გადავიხადოთ ნიშნობა, ვიწრო წრეში, სულ ბოლოს კი მხოლოდ მე და შენ ვიყოთ, ყველაფრის გარეშე...-დაშნიანის გულ-მკერდზე ედო თავი, თითებით, კაცის სხეულზე აკორდებს უკრავდა და ჩუმად, უფრო თავისთვის ლაპარაკობდა.
-იყოს ნება შენი!-ძალაგამოცლილ დაშნიანს ქალის თმაში ჩაერგო თავი და სიამოვნების ბოლო წუთებს იხანგრძლივებდა.
არსებობს ადამიანში რაღაც ამოუხსნელი, რასაც ვერ ხვდები და ალბათ ვერც ვერასდროს მიხვდები, თუ თავად არ გადაშლის საბოლოოდ ყველა კარტს. ალბათ ისინიც ამოუხსნელები იყვნენ, არ ეძიებდნენ, მაგრამ ორივეს სწვავდა ინტერესი, უბრალოდ არა და მორჩა. განა არ გინდა ბოლომდე შეძვრე სხვის სხეულში და გამოჩიჩქნო, თითქოს რაიმე ძვირადღირებული იმალება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენთვის. იქ შესაძლოა არც არაფერი იმალება, მაგრამ სურვილი გწვავს გაიგო, ჯერ არ გაგებული, შეიგრძნო, ჯერ კიდევ შეუგრძნობელი და ასე მაზოხისტივით ისიამოვნო, საკუთარ გამარჯვებაზე. რა სწვავდა გაბაშვილს? ჩემთვისაც კი რთულია ამის გადმოცემა. შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იგრძნოს ერთ მომენტში? გაბაშვილს შეეძლო, ტკივილი, ბედნიერება, სიხარული, სევდა, ღიმილი, ცრემლები, ყველაფერი ერთად შეეძლო, იმედგაცრუების ეშინოდა, არაფრის სხვის, ეშინოდა ისევ, კვლავ და კვლავ, განა არ უნდა შეშინებოდა? შენ არ შეგეშინდებოდა? რა თქმა უნდა შეგეშინდებოდა, არც კი უარყო, იმედგაცრუებაზე დიდი იმედგაცრუება არაფერია, სულის ატკიებამდე გეწვის და გრღრნის.
საბოლოოდ მოხდა ის, რაც ალბათ უნდა მომხდარიყო კიდეც, დასრულდა... ისტორია, რომელიც ლეგენდად იქცა, დასრულდა!
ალბათ იტყვით, რა აზრი ჰქონდა მათ ერთად ყოფნას, მაინც ვერ გაიხარეს...ეჰ, განა შეიძლება, თებეას მომღიმარ თვალებზე გეთქვა ვერ გაიხარაო? დაშნიანის გვერდით, ალბათ ცხოვრებაში პირველად, თავი სრულყოფილ ქალად იგრძნო, განა ეს არ არის ბედნიერება? მარტივი საქმეა ერთი შეხედვით, ისტორიის დასარული და წერტილი, რომელიც გაბაშვილმა უნდა დასვას.
*ნიშნობამდე ერთი დღით ადრე:
-შეიძლება ოდესმე ვინანო?-უცნაური კითხვა იყო, ბავშვობის მეგობარიც კი ვერ მიუხვდა სათქმელს.
-ფიქრობ, რომ იმედები გაგიცრუვდება?
-იქნებ...
-თუ უჯრედულ დონეზე, მაინც ფიქრობ რომ არასწორად იქცევი ახლავე შეგიძლია შეწყვიტო, განა ვინმე შენი ნების წინააღმდეგ წავა? მაგრამ არა, შენ თებეა გაბაშვილს, არცერთ შენს გამოხედვას, არცერთ შენს ქმედებას, შენს არსებას არ უნდა ამის გაკეთება, შენი სიყვარულით დატყვევებულ, აზრდაკარგულ ქალს გავხარ, არა კიარ გავხარ, ხარ კიდეც, მაგრამ რა არის ეს წარსულის ტკივილი არა? სულ რომ დაგყვება და საკუთარ ნიშნობაზეც არ გასვენებს...
-არ უნდა ვფიქრობდე...
-მართალია, არ უნდა ფიქრობდე ახლა, ამ წამს საკუთარი ბედნიერების გარდა არაფერზე უნდა ფიქრობდე.
-გიყვარდეს, გწამდეს და უერთგულე არა?
-სამუდამოდ!
-სამუდამოდ!
მაინც სჯობს, საკუთარ თავს უსმინო, ალბათ ეს უფრო სწორია, არა?
*ნიშნობის დღე:
-ყველაზე ლამაზი პატარძალი იქნები, არ მჯერა, რომ თხოვდები.
-შენი დატოვება ისე მიჭირს, კიდევ კარგი, რომ ნენე არსებობს.
-ეჰ ეგ მართლაც, რომ კიდევ კარგი.
-მიყვარხარ!
-უსასრულობამდე, შენ გვერდით ვარ, გახსოვდეს!


ცხოვრების ახალ ეტაპზე, ახალი იმედებით ნასულდგმულები მიაბიჯებდა, თან მიჰყვებოდა დარდი იმ მომავლისა, რომელიც რავიცით უმზადებდა კი კარგს?!
-ბანალურ ტექსტებს მოვყვებით, ერთმანეთს სიყვარულს შევფიცებთ, მაგრამ რა საჭიროა ეს ყველაფერი მე ხომ ისედაც ვიცი...
-ყველაფერს ჩავშლი თუ მეტყვი, რომ არ გინდა.
-ამაზე მეტად არაფერი მინდა! - ვერ გაუბედა მის მომღიმარ თვალებს, ეთქვა ეჭვზე, რომელიც გულს საშინელი ტკივილით ამძიმებდა.
ნიშნობის ცერემონია ოთხი ადამიანისგან შედგებოდა, მაგრამ ისინი იმაზე მეტად საკმარისები იყვნენ, ვიდრე ათიათასობით სტუმარი, რომელთა დანიშნულება არც კი ვიცით...
კიბის საფეხურები დინჯი, გაწონასწორებული და ქალური ნაბიჯებით ჩაიარა, როგორც გაბაშვილს ეკადრებოდა, მართალია ფეხები იქ, სადღაც მაღლა, თავის ოთახში რჩებოდა, მაგრამ ის მაინც ამაყად მიაბიჯებდა სულ პირდაპირ, ბოლოს კი საყვარელი კაცის მკლავებში მოქცეულს აზრები გაეფანტა.
-არ მინდა დაზუთხული ტექსტებით აგიხსნა სიყვარული, ვიცი ეს შენც არ გიყვარს, ახლა ალბათ ნერვიულობისგან დავიბნევი, ენას ვერ ვიმორჩილებ და მეტყველებაც მიქვეითდება, მაგრამ შენ ყველაფერს გაიგებ, რომც არ გითხრა, შენ დამინახავ, ვიცი ყველაფერს ხედავ და სულ არ გჭირდება ეს გაცვეთილი ფრაზები...ალბათ ამიტომ შემიყვარდი, შენთან საკუთარი თავი ვარ, მშვიდად ვარ, მხედავ და ეს ყველა გრძნობაზე მნიშვნელოვანია, მიყვარხარ იმ წამიდან, როცა დაგიჭირე და მადლობა შენს ლურჯას გაწეული სამსახურისთვის, ცხოვრების 25 უფერო წელი გავლიე, მაგრამ ეს ერთი ფერადი წელი ყველაფერს გადაწონის, შენ ყველაფერს უდრი, ვერაფერი შეგედრება და მინდა გახდე ჩემი კანონიერი მეუღლე, რათა არასდროს მოგვიწიოს ერთმანეთისგან შორს ყოფნა, ყოველი დილა შენით იწყებოდეს და ჩემს კლავებში მოქცეულს ყველაფერი დაგავიწყო...
-დაშნიანო, მე შენი საკუთრება ვარ იმ წამიდან, როცა ხელში ამიტაცე და გადამარჩინე, შენი ვარ მას შემდეგ როცა ჩემს გულს შეეხე, შენი ვარ და ასე იქნება მანამ, სანამ ერთმანეთით არ დავიღლებით, სანამ ერთმანეთის თვალებში იმ ცეცხლს დავინახავთ, რომელიც ახლა ორივეს ერთნაირად გვწვავს, მე ვიწვი შენი სიყვარულით, შენი არსებით, ჩემი ხარ და არ დაგთმობ არაფრის ფასად...თანახმა ვარ გავხდე შენი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
-ამინ! -შესძახა ოთხივემ ერთად და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს, შემდეგ იყო მილოცვები, ცრემლები, ღიმილი, შამპანურის აფეთქება და იყო სიყვარული, რაც ოთხივეს აერთიანებდა.
გაბაშვილის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი დგებოდა, რაც საკუთარი პიროვნების განსაზღვრაში დაეხმარებოდა, იყო კი მზად მოახლოებული სირთულის გადასალახად? არვიცი, ალბათ ,მრავალ ჭირგამოვლილ ადამიანს აღარაფერი გააკვირვებს, მაგრამ დაიშლება, ისე, რომ აღარაფერი დარჩება , აღარ იცხოვრებს, მხოლოდ იცოცხლებს...
-შეგიძლია თვალები დახუჭო?
-დავხუჭე.
-მაშინ მითხარი რას ხედავ?
-უსასრულობას... მოწმენდილ ცაზე, მხოლოდ ორი ვარსკვლავი ანათებს, მე და შენ, მაგრამ ერთი ვარსკვლავი აღარ ჩანს, თითქოს გაუფერულდა, შიში მიპყრობს, გაუფერულების შიში, ნუთუ ეს არის ჩვენი მომავალი?
-კიდევ რას ხედავ?
-სიბნელეს, მხოლოდ სიბნელეა, აღარც ვარსკვლავი ანათებს გზას, ყველაფერი ბნელმა მოიცვა, რა არის ეს დაშნიანო?
-არვიცი, ალბათ დასასრულია...-კაცის ხმას ბზარი დაეტყო, რომელსაც ვერანაირი იმედი ამრთელებდა.
-არასდროს დაუშვა, რომ გაუფერულდე კარგი?
-ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.

განა ყველაფერი ისე ხდება ყოველთვის, როგორც გვინდა, რეალობასთან გამკლავება ყველა მოკვდავის ვალია, ადამიანებს არ შესწევთ ძალა მისი უარყოფის...
გარიჟრაჟზე, აივანზე გამოსული გაბაშვილი, ხარბად ისუნთქავდა ყვავილების სურნელს, თვალებს ხუჭავდა და სადღაც უსასრულობისკენ მიექანებოდა, ფიქრებით ყოველთვის შორს იყო, ზოგჯერ უკან დაბრუნებაც უჭირდა, მაგრამ მაინც ბრუნდებოდა ახალი ემოციებით დატვირთული, თითქოს ფიქრებში კი არა სადღაც სხვაგან იყო, სადაც ყველაფერი არარეალური იყო, სადაც ყველა საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავდა. თვალები გაახილა და მხოლოდ მწვანედ შეღებილი ეზო დაინახა, რომელზეც აქა-იქ ვარდები და სხვადასხვა ჯიშის ყვავილები ამოსულიყვნენ, ჩიტების ჭიკჭიკს, თავის სტვენას ურთავდა და ასე ჰქმნიდა დილის ჰარმონიას.
ამაღლებული განწყობით შეეგება თავის ერთადერთს და დიდხანს, ძალიან დიდხანს მის კისერში თავჩარგული შესცქეროდა იმ ლამაზ ჰორიზონტს, რომელიც მათ წინ იშლებოდა, დროის აღქმაც კი დაკარგა და შეგრძნება, რომ სამსახური ელოდა.
-ჩემი წასვლის დროა, უნდა მოვემზადო.
-თებე, ხვალ ჩვენი ნიშნობაა, იქნებ დაისვენო და სამზადისს ერთად შევუდგეთ
-მალე დავბრუნდები გპირდები და შემდეგ ერთად მოვამზადოთ ყველაფერი
-სხვა გზას მაინც არ მიტოვებ გამომძიებელო.



მოიქუფრა ცა, თითქოს ღრუბლებს ტირილი სურთ, ავის მომასწავებლად სდუმს ზეცა, ნუთუ ახლაა დრო წერტილი დაესვას ყველაფერს? გაბაშვილი და დაშნიანი, ცეცხლი და წყალი, ნიშნობითვის მზადებას შეუდგნენ, ცხოვრების ახალ ეტაპზე ნაბიჯ-ნაბიჯ მიილტვიან, მაგრამ ვინ იცის მომავალი ცხოვრება რა სიურპრიზებს უმზადებს...
-ყვავილები ლარნაკში ჩადე.
-თეფშები ერთად დააწყვე.
-დანა მარჯვნივ, ჩანგალი მარცხნივ!
-არა მარცხნივ დანა, მარჯვნივ ჩანგალი!
-ოო, გეყოფა!
ნიშნობის სამზადისმა წუწუნით, ჩხუბით, შერიგებით, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ჩაიარა.
-მამაო მალე მოვა.-ლილიკოს სიტყვებმა დაშნიანი გააქვავა, ლახირში ერთი მამაო იყო, მამა სერაფიმე...
-ჯვარს ჰომ არ ვიწერთ, ახლა მამაო რა საჭიროა?-ძლივს დამარცვლა სიტყვები დაჩიმ.
-არა, მაგრამ დაგლოცავთ შვილო, მამაოს კურთხევა აუცილებელია, ისე არც ნიშნობა გამოვა და არც ქორწილი.
-თებე გამომყევი!
ანერვიულებული იყო დაშნიანი და ამას ყველა ამჩნევდა, მაგრამ ნიშნობის რიტუალს აბრალებდნენ, თუმცა საქმე ამაში არ იყო, მის გულს ახლა ათასობით ნემსი ესობოდა, მხოლოდ თებეას ხელებს შეეძლო მისი განკურნება და მასაც ვერ უბედავდა თვალებში ყურებას.
-რა მოგივიდა?
-უნდა წავიდე და მალე დავბრუნდები.
-რას ნიშნავს, როგორ თუ უნდა წახვიდე, ახლა ჩვენი ნიშნობაა ხვდები? რას მეუბნები რომ ახლა რაღაც საქმე გამოგიჩნდა? ისევ ჯარიდან? ისევ იქ მიდიხარ? და საერთოდ დაბრუნდები?
-დამშვიდდი თებეა.
-მშვიდად შევხვდე შენ წასვლას, ამას მთხოვ?
-გთხოვ, ყველაფერს აგიხსნი, მაგრამ ახლა უნდა გამიშვა.
-წადი, მაგრამ...
-რა მაგრამ?-დიდხანს ჩუმად იდგა თებეა, კართან მისული დაშნიანი რომ დაინახა, მხოლოდ მაშინ შეავედრა -ეცადე, ძაძები არ ჩამაცვა, გლოვად ნუ გადამიქცევ ამ ბედნიერებას.-ვერაფერი უთხრა, ანდა რას ეტყოდა, განა თვითონ იცოდა დაბრუნდებოდა თუ არა.



№1 სტუმარი ნასწია

წაკითხვა მინდა მაგრამ რამდენად ხშირად დადებთ ახალ თავებს მაინტერესებს რომ მომეწონოს დამაწყდება ნერვები????????წარმატებები

 


№2  offline წევრი Tinate

ნასწია
წაკითხვა მინდა მაგრამ რამდენად ხშირად დადებთ ახალ თავებს მაინტერესებს რომ მომეწონოს დამაწყდება ნერვები????????წარმატებები

არ დაგაწყდებათ, ორი ნაწილი აქვს სულ მეორესაც მალე ავტვირთავ, მადლობა

 


№3 სტუმარი ნასწია

წავიკითხე და ძალიან მომეწონა.ზოგადად სვანური ისტორიები ძალიან მიყვარს.წარმატებები შენ

 


№4  offline წევრი Tinate

ნასწია
წავიკითხე და ძალიან მომეწონა.ზოგადად სვანური ისტორიები ძალიან მიყვარს.წარმატებები შენ

უღრმესი მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent