მარტო' სული 1თავი
ჩამავილი მზის, ოქროსფერი სხივები ნელ-ნელა კორპუსების ზედა სართულებზე აიწვერა და მოლურჯო-მონაცრისფრო ღრუბლებშორის გაიფანტა. წამიერად შექმნილი ეს ულამაზესი სანახაობა ნიცამ მაშინვე ფირზე აღბეჭდა. ვერ მოითმინა და მაშინვე გადაათვალიერა ფოტოები. ძალიან მოეწონა, ამიტომ კმაყოფილი ღიმილით შეინახა ჩანთაში ფოტოაპარატი და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. მაშინვე გაუფუჭდა ხასიათი როგორც კი პატარა დაიკომ დაურეკა და უთხრა სახლში დროზე მისულიყო -რა ხდება? -კახა მოვიდა -რა უნდა? -შენი აზრით? -უთხარი რომ ფული არ მაქვს და წავიდეს -ვუთხარი მაგრამ აზრი არ აქვს -ბებო სადაა? -სამზარეულოში, გინდა დაგალაპარაკო? -არა -მალე მოხვალ? უკვე აღარ შემიძლია ამ იდიოტის ატანა -მამამ იცის რომ მოვიდა? -არა, მასთან არ მილაპარაკია -კაი მიდი -მალე მოხვალ -არა!- ბრაზნარევით უთხრა აფორიაქებულ გოგონას და სანამ დაბნეული ლილე რამეს ეტყოდა გაუთიშა. თავიდან ფეხს აუჩქარა, მაგრამ იმის წარმოდგენაზე თუ რა ელოდა სახლში მისულს ბათუმიდან კი არა ქვეყნიდან გაქცევა მოუნდა. ლილესთან საუბრის შემდეგ მალევე დაურეკა ბებომ და სთხოვა სახლში რაც შეიძლება მალე მისულიყო -რა ხდება ბე? -ისეთი არაფერი უბრალოდ მინდა რომ მალე მოხვიდე სახლში -გზაში ვარ მოვდივარ -სად ხარ? -მალე მოვალ! -კარგი -კახა ისევ მანდაა? -კი -რატომ არ მიდის? -მე ვთხოვე დარჩენა -რატომ? -ნიცა ბე... -მითხარი! -უბრალოდ... -ისევ იჩხუბა არა? -კიი -ძალიანაა ნაცემი ეგ იდიოტი? -შენს ბიძაშვილზე როგორ ლაპარაკობ?!- გაბრაზდა ნინა ბებო -იმას ვამბობ რასაც იმსახურებს -გთხოვ რომ მოხვალ არ ეჩხუბო, ისედაც გაღიზიანებული და დაძაბულია ბავშვი -ახლა ყველაფერი გასაგებია -რა არის გასაგები? -ფული სჭირდება და იმიტომ გაცოდებს თავს -ფული არ უთხოვია-აღელდა ნინა ბებო -მაშინ რატომ მოვიდა ჩვენთან? -იმიტომ რომ მე ვთხოვე, მომენატრა -კაი მიდი უნდა წავიდე- ცინიკური ტონით უთხრა ნიცამ და გაუთიშა. ტელეფონს ზურგჩანთაში შეინახავას აპირებდა რპცა ,,საყვარელმა" ბიძაშვილმა დაურეკა -რა გინდა ღვთის სასჯელო? -აუ ლუდი და სიგარეტი ამომიყოლე რაა -კიდევ რა გინდა?- ირონია გაერია ხმაში განრისხებულ გოგონას -ჩიფსები და მარილიანი ჩხირები ლუდზე მისაყოლებლად -გირჩევნია რომ მოვალ სახლში არ დამხვდე თორემ ჩემი ხელით დაგახრჩობ -კაი მიდი გაკოცე-სიცილით უთხრა ნახევრად მძინარე ბიჭმა და სანამ გაავებული გოგონა რამე სეტყოდა გაუთიშა. ,,ღმერთო რამე დავაშავე?" უმისამართოდ იკითხა და მაღლა აიხედა. უეცრად საშინელმა აზრმა გაუელვა თავში და აჟიტირებულმა იმ ჩიხისკენ გადაუხვია სადაც უამრავი მიტოვებული, ძველი და ნახევრად დანგრეული სახლები იდგა. ამ ქუჩის ბნელი და მისტიური ენერგეტიკა ყოველთვის იზიდავდა მაგრამ ვერცერთხელ გაბედა მარტომ აქ მოსვლა. ,,ჯანდაბა, მგონი ძალიან ცუდი იდეაა" გაიფიქრა როცა ცნობილი მხატვარის სახლის საღებავაყრილი კარი ჭრიალით შეაღო. ,,მგონი საბოლოოდ შევიშალე" ღიმილით თქვა როცა მტვრიანი კიბეები ნელა აიარა და უზარმაზარ მისაღებ ოთახში აღმოჩნდა რომლის კედლებიც მთლიანად დაფარული იყო ჩარჩოში ჩასმული ,,თინათინ ახვლედიანის" ნახატებით. მაშინვე ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ფოტოების გადაღება დაიწყო. ნელ-ნელა შიშის გრძნობა გაუქრა. იმდენად მისტიური იყო ყველაფერი ამ სახლში რომ ნელ-ნელა შიშის გრძნობა გაუქრა. მოჯადოებულივით იდგა და უყურებდა გახუნებულ ნახატებს, რომლებსაც მძიმედ დასტყობოდათ დროის და სივრცის კვალი. ნახატების თვალიერებამ იმდენად გაიტაცა რომ დროის შეგრძნება დაეკარგა. ,,სად ხარ აქამდე? ლუდი და სიგარეტი არ გადავიწყდეს იცოდე" კახას შეტყობინებამ თითქოს გონს მოიყვანა, ამიტომ მაშინვე კიბეზე დაეშვა და ქუჩაში გამოვიდა. გარედანაც შეათვალიერა სახლი, რამდენიმე ფოტო გადაუღო და იქვე გადაათვალიერა. გაეღიმა როცა გაახსენდა წინა საღამოს შიშისგან როგორ კანკალებდა კახა რომელიც ფულის სამაცვლოდ გამოჰყვა სახლის დასათვალიერებლად. ,,იდიოტი" გაიფიქრა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სახლი სადაც რეალურად არაფერო იყო არც მისტიური და არც საშიში. ერთი ჩვეულებრივი სახლი იყო რომლის მეპატრონეებიც საბჭოთა სისასტიკეს შეეწირა. ამ ფიქრებში იყო გართული როცა მოულოდნელად ორმა მანქანამ გადაჭარბებული სისწრაფით ჩაუქროლა და მთლი ქუჩა აამტვერა. ,,რა ჯანდაბაა" უკმაყოფილო ტონით თქვა და როცა გასროლის ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას ადგილზე გაიყინა. ,,ღმერთო" აღმოხდა ხმა აკანკალებულს და გაუბედავად მიტრიალდა იმ მიმართულებით საიდანაც გასროლის ხმა მოესმა. სულიერის ჭაჭანება არ იყო იმ მიმართულებით ამიტომ წამიერად იფიქრა ხომ არ მომეჩვენა ეს ყველაფერიო და ისევ გაოგონა გასროლის ხმა რომელსაც თან მანქანების მკვეთრი დამუხრუჭების ხმაც მოჰყვა. ,,ღმერთო" აღმოხდა სასოწარლვეთილ გოგონას და გაუბედავად წავიდა იმ მიმართულებით საიდანაც ხმა მოისმა. იფიქრა რომ შეიძლება დაჭრილები ყოფილიყვნენ, ამიტომ აკანკალებული ხელებით ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან და ფრთხილი ნაბიჯებით გზა განაგრძო, ადგილზე გაიყინა როცა დაინახა როგორი თავგანწირვით გარბოდა ერთი ახალგაზრდა ტყის სიღრმისკენ რომელსაც უკან ორი გაგიჟებული ბიჭი მისდევდა. ისეთი უცნაური იყო ამ ყველაფრის ყურება ნიცასთვის რომ წამიერად ყველა და ყველაფერი დაავიწყდა საკუთარი თავიც კი. გაქცეულს მალევე დაეწივნენ მდევრები დაიჭირეს და უმოწყალოდ ცემა დაუწყეს. დაბნეულმა გოგონამ აკანკალებული ხელებით 112-ში დარეკვა სცადა მაგრამ ვერ შეძლო თითები არ ემორჩილებოდა. ამასობაში მიწაზე უმოძრაოდ მყოფ ბიჭს ერთერთი ზემოდან მოექცა და უმოწყალოდ დაუწყო მუშტების დარტმა სახეში. იმდენად ძლიერად ურტყავდა და ისეთი გამეტებით რომ ხელები სულ დაუსისხლიანდა. მეორე კი იდგა და ურეაქციოდ უყირებდა ამ ყველაფერს. როგორც იქნა აზრზე მოვიდა ნიცა და 112 აკროფა მაგრამ სანამ დარეკავდა ისეთი რამ მოხდა რომ ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, რადგან დაინახა როგორ სცადა წამოდგომის დროს შავგვრემანის მოკვლა უმოწყალოდ ნაცემმა ბიჭმა, რომესაც დაუფიქრებლად ესროლა იქვე შორიახლოს ურეაქციოდ მდგომმა ბიჭმა -შენი დედაც-იღრიალა შავგრემანმა და ურეაქციოდ მდგომ ბიჭს ხელიდან იარაღი წაგლიჯა და მიწაზე უგონოდ დაგდებულ ბიჭს მთელი მჭიდი დააცალა. ,,ღმერთო" აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და ტელეფონის ასაღებად დაიხარა. ფეხზე წამოდგომისთანავე გაქცევა სცადა მაგრამ რაღაცას წამოედო მისი ჩანთა და შეშინებულმა თავშეუკავებლად იკივლა. მისი ხმის გაგონებისთანავე ორივე ბიჭმა ერთდროულად გაიხედა მისი მიმართულებით ,,არა ღმეთო" აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას და ატირებული ცენტრალური ქუჩისკენ გაიქცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.