შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერის ძალა (5)


18-10-2024, 21:53
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 003

თავი5


უდაბნოს როგორღაც გააღწიეს თავი, მაგრამ ქვიშის ქარიშხალი უფრო იზრდებოდა და მიემართებოდა მათკენ აქლემებს შეეშინდათ ღმუიდნენ, როგორც იქნა გააღწიეს თავი, თუმცა ქალაქშიც იყო ქარიშხალი და არაფერი ჩანდა ამის გამო.
– სახლში წავალ, გარეთ დარჩენა ძალიან საშიშია, შენც დაბრუნდი სასტუმროში.- უთხრა გოგონამ.
– კიდევ, როდის შევხვდებით?- დახშული ხმით კითხა და გოგონა თავისკენ მიიზიდა.
– რას აკეთებ, აქ ასე მოქცევა არ შეიძლება, ვინმემ, რომ დაგვინახოს წასულია ჩვენი საქმე.
– არამგონია, ახლა ამ სიტუაციაში ვინმეს ვადარდებდეთ ყველა თავის გადარჩენას ცდილობს ქარიშხლისგან.- გაუღიმა ბიჭმა.
– არანორმალური ხარ.- მხარში წამოარტყა ხელი.
- შენი დამსახურებით. ქალბატონო, არ მითქვამს შენთვის, რომ ეს სამოსი და სახის სამკაული ძალიან გიხდება.
– არა, არ გითქვამს.
– როგორ მინდა, უბრალოდ ავდგე და მოგიტაცო, ბიძაშენისგან.
_ თუ გინდა, რომ ბიძაჩემის გული მოიგო, უნდა იბრძოლო და დაუმტკიცო შენი სიტყვები. სხვანაირად არ გამოვა.- გაეკრიჭა და დაუსხლტა ხელიდან.- ახლა უნდა წავიდე, არ მინდა ჯემილეს პრობლემები შეექმნას ჩემ გამო, როდესაც მოვახერხებ სახლიდან გამოსვლას გაგაგებინებ.- უთხრა შემდეგ კი, სიცილით გაიქცა.

ქარიშხლის გამო, ძლივს მივიდა სახლამდე ისე იყო, ყველაფერი ქვიშით დაფარული ირგვლივ არაფერი ჩანდა, სახლში შევიდა და მაშინვე თავის ოთახში ავიდა, მას უკან ჯემილე და ადა მიჰყვა.
_ როგორც იქნა დაბრუნდი, ძალიან ვღელავდით შენზე გარეთ ქვიშის ქარიშხალია.
– ხო, გზად მოგვისწრო ქარიშხალმა, მაგრამ თავი დავაღწიეთ.- გაეცინა გოგონას.
_ რა ხდება? ასე რატომ იღიმი?
_ დღეს დაუვიწყარი დრო გავატარეთ ერთად.- გაბრწყინებული თვალებით გახედა მათ და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
– იმედია, ამ ყველაფერს აზრი ექნება და ტყუილად არ ვცოდავ. ხელს რომ გაფარებ.- უთხრა ჯემილემ.
- კარგი, რა, რა თქმა უნდა, ექნება. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.- წარმოთქვა ბედნიერემა და საწოლზე გადაწვა, ემოციები აწვებოდა სახე ბედნიერებისგან გაბადრული ჰქონდა.- ძალიან ბედნიერი ვარ.
– ბიძაშენის აკრძალვის მიუხედავად?
– კი, ყველაფრის და მიუხედვად მაინც ბედნიერი ვარ, ჩემში იმდენი ემოციაა, მოგროვილი, რომ არ ვიცი სად წავიღო.

_ არ დაგავიწყდეს რა გითხარი, ძლიერ შეგიყვარდება, მაგრამ თან ეს სიყვარული დაგტანჯავს კიდეც.- გააფრთხილა ქალმა.
_ კარგი, რა ერთადერთი ის მტანჯავს, რომ ბიძაჩემი ნებას არ გვრთავს, სხვა მხრივ ძალიან ბედნიერი ვარ, იმდენად ბედნიერი, რომ შემიძლია, უსასრულოდ ვიმეორო ეს.

_ დაიმახსოვრე დიდ ბედნიერებას უბედურება მოსდევს, ჟასმინ და ფრთხილად იყავი.- გააფრთხილა გოგონა და წავიდა.


ძალიან ბედნიერი იყო და არ იცოდა, სად წაეღო ამდენი ემოცია, ყველა სირთულისა და აკრხალვის მიუხედავად მაინც ბედნიერი იყო, რადგან მაინც ახერხებდა, თავის საყვარელ ადამიანთან დროის გატარებას, ტელეფონი ამოიღო და უდაბნოში გადაღებული ფოტო ჩართო, ბიჭის გამოსახულებას უყურებდა, რომელიც ძალიან სიმპატიური იყო მისი მომაჯადოვებლად ლურჯი, თვალები, შესიებული, ტუჩები სწორი ცხვირი, თხელი წვერი და მოკლედ შეჭრილი თმა. იმდენად მიმზიდველი იყო, რომ გოგონა თვალს ვერ წყვეტდა მის სურათს ამ ბიჭს ჭკუიდან გადაჰყავდა, გოგონა და ჭკუას აკარგვინებდა. არ იცის რა ელის შემდეგ მაგრამ ამაზე სულ არ ფიქრობს, ცხოვრების დინებას მიყვება და დღევანდელობით ცხოვრობს, რადგან ყველაფერი, რაც ხდება მისი ბედისწერა და ბედს კი მთლიანად მიენდო.

აბაზანაში შევიდა და თავი მოიწესრიგა შემდეგ ოთახში დაბრუნდა სამუშაო მაგიდასთან ჩამოჯდა უჯრიდან დღიური ამოიღო და წერა დაიწყო.
– ,, ძვირფასო, დღიურო დღეს საოცარი დღე გავატარე, მასთან ერთად, უდაბნოში ვიყავით სასეირნოთ და კიდევ იმდენად ვარ ბედნიერი, რომ მეშინია კიდეც, ამ ბედნიერების...იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.,,
– ჟასმიინ!- დაუძახა ჯემილემ.
- მოვდივარ!- დაუყვურა, დღიური უჯრაში ჩააბრუნდა და ქვემოთ ჩავიდა.
ჯემილეს სუფრა გაეწყო და ვახშმობას აპირებდნენ.გოგონაც კუთხეში ჩამოჯდა და ბიძამისს გახედა, რომელიც ძალზედ მშვიდად გამოიყურებოდა.
სუფრაზე, როგორც ყოველთვის ცხვრის მოთუშული ხორცი და კუსკუსი იდო,( კუსკუსი ბურღულეუილის არაბული სალათია.) და შავი ჩაი.
_ რა ხდება, დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ?- კითხა ბიძამისმა.
- არაფერი,არ ხდება ბიძია, უბრალოდ როგორც თქვით კარგ განწყობაზე ვარ.- გაუღიმა.
– რა სჭირს ამას ჯემილე?- ჯემილემ კი,იცოდა მისი კარგი განწყობის ამბავი, მაგრამ ამას ხომ არ ეტყოდა.
_ გეფიცებით არ ვიცი, ბატონო დღეს მთელი დღეა, ასეთ მხიარულ ტალღაზეა.
_ საინტერესოა...- ჩაფიქრდა კაცი.- იმედია არაფერს არ მიმალავ. გოგონამ თავი გააქნია.
– კარგი, მოკლედ ხვალ რამდენიმე დღით კაიროში მივდივარ, საქმეებზე და იმედია, ჩემს არ ყოფნაში ჭკვიანად იქნები.
_ მიდიხართ ბიძია.
– კი,მაგრამ არ გეგონოს, რომ ჩემს არ ყოფნაში რამეს გამომაპარებ. იცოდე, თუ გავიგე, რომ იმ ურჯულოს ხვდები, ორივეს დაგსჯით.- გააფრთხილა კაცმა.
- დიახ.

ვახშმობის შემდეგ გოგონა, ოთახში ავიდა და გახარებული გაწვა საწოლზე, ბიხამისი მიემგზავრებოდა და ახლა, უფრო თავისუფლად შეხვდებოდა, ბიჭს. ემოციებისგან დაღლილს მალევე ჩაეძინა.

****

ახმედის წასვლის შემდეგ, გოგონა გაცილებით ხშირად ხვდებოდა, იაგოს ნამგრევებში, ის ერთადერთი ადგილი იყო სადაც, შეეძლოთ განმარტოვებულიყვნენ.
რას აღარ გააკეთებს შეყვარებული ადამიანი, რომ საყვარელი ადამიანი ნახოს, ამის გამო, გოგონა სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა, იცოდა, რომ ბიძამისი ისე არ დატოვებდა მას და მიუჩენდა მას ადამიანს, რომელიც უკან გაყვებოდა, მაგრამ არაფერს აქცევდა ყურადღებას, ერთმანეთს ხან ნანგრევებში და ხან უდაბნოს პირას მდებარე კარავში ხვდებოდნენ, ხოლმე. მაგრამ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, რადგან თუ ფრთხილად არ იყავი შესაძლოა დაღმართზე დაეშვა და წაიქცე.
ცხოვრებას რეალისტურად უნდა უყურო და არ უნდა შეიქმნა ილუზიები, რადგან ეს კარგს არაფერს მოუტანს ადამიანს ცხოვრებაში, ემოციებით და გულისთქმებით ად უნდა იმოქმედო, ემოციებმა არ უნდა მართონ შენი გენობა არამედ გონებამ უნდა დააბალანსოს შენში არსებული, მოზღვავებული ემოციები,უნდა შეძლო მისი კონტროლი.


ერთი საღამო იყო, ორივე ჩუმად ისხსნენ, გოგონა ძალზედ ჩაფიქრებული და ნაღვლიანი იყო.
_ მეშინია..- ამოთქვა ჩამწყდარი ხმით და ცრემლიანი თვალებით გახედა ბიჭს.
_ რის?
– მეშინია, რომ ეს შეიძლება ჩვენი უკანასკვნელი შეხვდრა, იყოს.
– ასე რატომ ფიქრობ?
- ბიძაჩემი უცნაურად იქცევა, არაფერს ამბობს, მერჩივნა თავის ბრაზი ამოემთხვია, ვიდრე ასე ჩუმად ყოფილიყო, მგონია, რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული, გული მიგრძნობს ეს ამბავი ისე არ ჩაივლის.
– იქნებ სულ არ არის ისე, როგორც შენ ფიქრობ და ტყუილად ნერვიულობ, იქნებ ეს უკეთესობისკენ შეიცვალოს.
– არ ვიცი...
– როგორც კი, ჩამოვა. ისევ დაველაპარაკები მოუწევს შეეგუოს იმ აზრს, რომ ვერ შეძლებს ჩაერიოს შენ ცხოვრებაში და მოგცეს არჩევანის უფლება.- მის ხმაში, ბრაზი და მწუხარება იგრძნობოდა, წუხდა, რომ ვერ იხსნიდა, გოგონას ამ სასტიკი წესებისგან, მაგრამ დანებაბას არ აპირებდა,


არცერთმა არ იცოდა, რა ელოდა მომავალში და რა სიურპრიზები ელოდათ ცხოვრებისგან, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება, ხან ნანგრევებში და ხან კარავში ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს ორივეს თავის ცხოვრება ჰქონდათ იგაოს თავის ცხოვრება ჰქონდა სამშობლოში ოჯახი სამსახური და ასე შემდეგ, უსასრულოდ ასე ვერ იჯდებოდა აქ, უნდა ემოქმედა და თუ მართლა სურდა გოგონასთან ერთად ცხოვრების გატარება, კატეგორიულად უნდა მოეთხოვა ეს ბიძამისისგან, მაგრამ შეძლებს კი ამის გაკეთებას ის რაც სხვაგან სადამართლოს წესით წყდება აღმოსავლეთში თავის კანონები და წესებია, რომელსაც ემორჩილებიან.

_ უნდა წავიდე.- ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა.
– როდის შევხვდებით ისევ?
– არ ვიცი, დღეს ბიძაჩემი ბრუნდება შინ და მის მოსვლამდე უნდა დავბრუნდე. - სწრაფად უპასუხა და გაიქცა.
სწრაფად მირბოდა არ უნდოდა, რომ ვინმეს დაენახა, მაგრამ როგორც კი გასასვლელთან მივიდა იმ წამსვე დაიჭირა ბიძამისის კაცმა და წაიყვანა.

– გაიქეცი იაგო, გთხოვ !- ყვიროდა გოგონა.
სახლში მიიყვანა და ხელი გაუშვა.
– ბატონო, ახმედ გონა დავიჭირე.- დაუძახა მსახურმა.
_ რაა? ბიძია, დაბრუნდა.- გაოცებულმა წამოიძახა
ახმედი ძალიან იყო გაბრაზებული და თვალები მრისხანედ უელავდა, მოქუფრული სახით უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა, მისთვის იმდონებდე იყო გაბრაზებული.
– რა მოგიხერხო მითხარი? რაც არ უნდა დაგარიგო, შენ თავში არაფერი ჩადის, ხომ გაგაფრთხილე, იმ ბიჭისგან თავი შორს დაიჭირე- მეთქი?
- ბიძია, მე..
– გული მტკივა, რომ ჩემი დისშვილი ასე იქცევა, თუმცა რა გასაკვირია, თავის დროზე დედაშენიც ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა შეარცხვინა ოჯახი და იმ ურჯულოსთან ერთად გაიქცა.
– ჩემ მშობლებზე ასე ნუ საუბრობთ მათ უყვარდათ ერთმანეთი, თქვენ სწორედ ეს გაღიზიანებთ, რომ შეძლეს და დაუპირისპიდნენ ყველას და ყველაფერს.
– ენა, ჩაიგდე! როგორ მიბედავ.- დაუყვირა კაცმა. - იცი, ახლა რისი ღირსი ხარ საჯაროდ, რომ გაგიყვანო ქუჩაში და 150 როზგი დაგარტყა.მერწმუნე ამისთვის, არავინ შეგიბრალებს პირიქით ყველა მადლიერი იქნება ჩემი.
– რაც გინდათ ის მიქენით ბიძია, მე მაინც ვიბრძოლებ ჩემი სიყვარულისთვის, თუმდაც ამის გამო სიკვდილით დამსაჯონ.

– წაიყვანეთ ეს უსირცხვილო და ბნელ ოთახში ჩაკეტეთ.- წამოიძახა კაცმა, გოგონა კი ოთახში აათრიეს და ოთახში ჩაკეტეს.
საშინელი სიბნელე იყო და არსაიდან სინათლე არ ჩანდა, მხოლოდ ერთი პატარა საწოლი იდგა და მეტი არაფერი.
იქვე ჩაიკეცა და ატირდა, ესეც მისი წინათგრძნობა, რომელიც ასე აწუხებდა, ახლა რა იქნებოდა, როგორ გააღწევდა ოთახიდან და როგორ ნახავდა იაგოს.

ერთი კვირა იჯდა, ბნელ ოთახში და ამდენი ტირილისგან უკვე, თვალებზე ცრემლი შეაშრა. ერთი კვირაა, დღის სინათლე არ ენახა და რაც მთავარია ბიჭი, საშინლად გრძნობდა თავს, ეგონა რომ მისთვის ყველაფერი დასრულდა და ნელ-ნელა ნებდებოდა კიდეც, რა ელოდა არ იცოდა წინ, იქნებ მთელი თავის ცხოვრება, ამ ოთახში უნდა გაატაროს.
ოთახში, ჯემილე შემოვიდა ლანგრით ხელში.

- ჯემილე, დამეხმარე გთხოვ.- შეევედრა გოგონა.
– ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია საჭმელიც ძლივს შემოგიტანე.
_ გთხოვ, ჩემი ტელეფონი შემომიტანე, ძალიან გთხოვ.
– რად გინდა?
– მჭირდება, ჯემილე გთხოვ მხოლოდ შენ შეგიძლია, ჩემი დახმარება.
_ კარგი, ხო რამეს მოვიფიქრებ.- უთხრა ქალმა და ოთახიდან გავიდა. ცოტახანში ისევ უკან დაბრუდა და ტელეფონი მიაწოდა.
- მადლობა,.- უთხრა და ბიჭის ნომერი აკრიფა, მალე ყურმილში ბიჭის ხმაც გაისმა.
– გისმენ.
– ბევრი დრო არ მაქვს, ბიძაჩემმა გამომიჭირა, როდესაც შინ დავბრუნდი და ოთახში გამომკეტა, ტელეფონიც ძლივს ჩუმად შემოვატანინინე.
– რას ამბობ?
_ დრო არ იცდის იაგო, უნდა ვიმოქმედოთ, მოდი დღესვე გავიპაროთ აქედან.
– არა, დამშვიდდი, ხვალ დილითვე მოვალ და ბიძაშენს კატეგორიულად დაველაპარაკები.
_ არა, ასე უარესს იზამ. ერთადერთი გამოსავალი, გაქცევა, აქედან.
– არ ინერვიულო,კარგი ყველაფერს მოვაგვარებ.- დაამშვიდა ბიჭმა.
გოგონამ ტელეფონი, გათიშა და უსიცოცხლოდ ჩამოჯდა საწოლზე.
ჯერ კიდევ არ იცოდა, წინ რა ელოდა და ბიძამისი რა განაჩენს გამოუტანდა.
– ჯემილე, ძალიან ცუდად ვარ...
– იმედია, მოვა ის ბიჭი და შუაგზაში არ დაგტოვებს.- თავზე ხელი გადაუსვა და გავიდა.



მთელი ღამე ვერ მოისვენა გული ჰქონდა დამძიმებული და შფოთავდა, სიბნელის გამო კიდევ უფრო ცუდად გრძნობდა თავს, მეორე დილით მისი ბედი გადაწყდებოდა სავარაუდოდ ლოცულობდა, რომ შეძლებდა იაგო, ბიძამისის გდარწმუნებას.
ამ იმედით იმშვიდებდა თავს.



მეორე დილით, რგორც დაპირდა გოგოს მივიდა ბიხამისთან დასალაპარაკებლად,კარებზე დააკაკუნა და მსახურმა გაუღო.
– ბატონ ახმედთან მინდა საუბარი.- უთხრა კაცს.
_ ბატონო, ახმედ თქვენთან არიან.- დაუძახა მსახურმა და ისიც გამოემართა სტუმრისკენ.
– კიდევ შენ ხარ, ხომ აგიკრძალე აქ მოსვლა! - გაბრაზებულმა დაუყვირა.
- მე უკვე გითხარით, რომ ასე მარტივად არ დავნებდები- თქო, სხვა გზა არ გაქვთ ჩემი მოსმენა მოგიწევთ.- მტკივე და კატეგოროული ხმით უთხრა
– სიცოცხლე მოგბეზრებია, როგორც ჩანს.- წამოიძახა კაცმა.
- როგორ არ გესმით, რომ ასე თქვენს დისშვილს გააუბედურებთ, რატომ არ გინდათ დათანხმდეთ ჩვენ ერთად ყოფნას. მე მართლა მიყვარს თქვენი დისშვილი და მის გამო ყველაფერს გავაკეთებ.
– სიყვარული ეს მხოლოდ ილუზიაა, რომელიც ძალიან მალე გაქრება და მერე მიხვდებით, რომ ერთმანეთი არ გყვარებიათ. ახლა კი დატოვე ჩემი სახლი, მე არ ვარ ამის მომხრე.
_ აქედან მხოლოდ ჩემს ცხედარს თუ გაიტანთ, მე არსად წავალ სანამ ჟასმინს არ გაუშვებთ. - წამოიძახა ბიჭმა.
– ღმერთო, შენ მომეცი მოთმინება.- ხელები ჰაერში აღმართა და წამოიძახა, შემდეგ ჯემილეს უთხრა გოგონა გამოეშვათ.


ქალი, მაშინვე გაემართა და გოგონას კარები გაუღო.

– რა ხდება, ჯემილე?- წამოიძახა გოგონამ.
- ის ბიჭია, მოსული.
– რაა? იაგო აქ არის?
_ ჰოდა ბიძაშენს ძალიან კატეგორიული და მომთხოვნი ტონით ელაპარაკა.
_ მართლა?
_ არ ვიცი, რა მოხდა ,მაგრამ ბიძაშენმა მიბრძანა გამომეშვი ოთახიდან შეგიძლია, გახვიდე.- უთხრა და გოგონაც იმ წამსვე გაიქცა ბიჭის სანახავად, როგორც კი ტკივილამდე ნაცნობი სხეული დაინახა, იმ წამსვე გაექანა და ბიჭს მოეხვია.
– არ მჯერა, რომ ეს შეძელი?- ტიროდა გოგონა.
– ხომ გითხარი, რომ ყველაფერს მოვაგვარებ- თქო.- ჩასჩურჩულა ბიჭმა.
– ახლა, კარგად მომისმინეთ ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ არ მინდა ტირანი გეგონოთ, რომელიც არავის ინდობს,მაგრამ ასე მარტივი არ არის ყველაფერი, ამიტომ თუ მართლა გინდა ჩემს დისშვილზე დაქორწინება, გაემგზავრები სამშობლოში ოჯახს დაელაპარაკები ყველაფერს მოაგვარებ და შემდეგ დაბრუნდები და თუ ოჯახისგან თანხმობა გექნება,თქვენ დაქორწინდებით, მაგრამ თუ არც შენ გამოჩნდი და არც თანხმობა გქონდა ოჯახისგან, შემდეგ უკვე მე გადავწყვეტ მის ბედს გასაგებია? ახლა ყველაფერი შენზეა, დამოკიდებული. ხომ ხედავთ თვალი დავხუჭე ამ ყველაფერზე იმიტომ, რომ ჩემი ძმისშვილისთვის კარგი მინდა.

– ყველაფერს მოვაგვარებ.- წამოიძახა ბიჭმა.
_ ვნახოთ.- მიუგო კაცმა.– ახლა კი, სასტუმროში დაბრუნდი და გაემზადე წასასვლელად. ერთ კვირას გაძლევ ამ ერთ კვირაში, შენ ყველაფერი უდა მოაგვარო.
- კარგი, მაშინ მე...წავალ - გოგონას მიუბრუნდა და უთხრა.- გპირდები, ყველაფერს მოვაგვარებ ძალიან მალე დავბრუნდები,შემდეგ ვიქორწინებთ.- შუბლზე ემაბორა და წავიდა.

– ახლა კმაყოფილი ხარ ქალბატონო, ვნახოთ ერთი რის გაკეთება შეუძლია და რაზეა წამსვლელი.- უთხრა კაცმა და წავიდა.

გახარებულმა აირბინა კიბეები და ოთახში შევიდა, ვერ იჯერებდა, რომ როგორც იქნა, ერთად ყოფნას შეძლებდნენ და ხელს აღარავინ შეუშლიდა.

......
ვიცი,პატარა თავია, მაგრამ ამ თავის მერე სიუჟეტი იცვლება ამიტომ კარგად უნდა მოვიფიქრო, მოვლენები, როგორ განვავითარო.
გამოხატეთ თქვენი აზრი.
და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ვინც ბოლომდე მომყვებით.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მაინტერესებს იაგოს შეხვედრა მშობლებთან, როგორ მოაგვარებს ყველაფერს, დაუჭერენ თუ არა მხარს და დადგებიან თუ არა სიყვარულის მხარეს. სხვა რჯულმა ჩემი აზრით ხელი არ უნდა შეუშალოს, რადგან ჟასმინი მამით ქართველია. ვნახოთ რა მოხდება ველოდები გაგრძელებას!!!

 


№2  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ნინო
ძალიან მაინტერესებს იაგოს შეხვედრა მშობლებთან, როგორ მოაგვარებს ყველაფერს, დაუჭერენ თუ არა მხარს და დადგებიან თუ არა სიყვარულის მხარეს. სხვა რჯულმა ჩემი აზრით ხელი არ უნდა შეუშალოს, რადგან ჟასმინი მამით ქართველია. ვნახოთ რა მოხდება ველოდები გაგრძელებას!!!


ძალიან სევდიანი ამბავია.და თან ამაღელვებელი, მართლაც ბევრი წინაღმდეგობის და სირთულეების გადალახვა მოუწევთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent