შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰოლოგრამა II


14-11-2024, 17:21
ავტორი ინჯია
ნანახია 243

ჰოლოგრამა II
ჩვენმა კორპორაცია "ჰოლოგრამა"-მ დაარსებიდან სულ მალევე მოიპოვა მოწინავე პოზიცია მსოფლიო ბაზარზე და უკან ჩამოიტოვა ყველა კონკურენტი. ჩვენი ტექნოლოგიები გათვლილი იყო ადამიანების სურვილებზე, უსაფტხოებაზე, განათლებასა და კომფორტზე. მაგრამ მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გვხვდებოდა, მათ შორის ყველაზე დიდი, გიგანტი სახელმწიფოებისა და რელიგიური ლიდერებისაგან. მათ გვაიძულეს რომ ჩვენს მიერ წარმოებულ ყველა ტექნიკაში თანდართული პროგრამა "აგენტი" აგვემოქმედებინა. ყველა კომპიუტერი თუ მობილური ტელეფონი რომელიც მათ სახლებში, სამხედრო ბაზებზე, ბანკებში, სამთავრობო სამსახურებში და სავაჭრო ბირჟებზე ქონდათ იშიფრებოდა და საჭირო ინფორმაცია ჩვენს მონაცემთა ბაზაში გროვდებოდა. ჩვენ ვუყურებდით სახოლმწიფოების უმრავლესობა, ცალკეული ადამიანები თუ კომპანიები როგორ აგრძელებდნენ ერთმანეთში ომს და როგორ ანადგურებდნენ ყველაფერ ცოცხალს. მათ მიერ მრავალჯერ იქნა გამოყენებული ბიოლოგიური იარაღი თუ სხვადასხვა ხელოვნურად შექმნილი ვირუსი, რომლის შედეგებსაც ძლივს გაუმკლავდნენ. ჩვენ კარგად ვხვდებოდით რომ ჩვენი ჩარევის დრო იყო, წინააღმდეგ შემთხევაში დედამიწა უდაბნოდ იქცეოდა ადამიანი კი გადაშენების პირას მყოფ ცხოველად. მაგრამ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი ბერკეტები ზე სახელმწიფოებზე, რომელიც მათზე სრული კონტროლის საშვალებას მოგვცემდა...
II თავი
დასაწყისი
კაზინოდან ბარბაცით გამოსულმა ანატოლიმ ჯიბეები მოიჩხრიკა და ერთი მაგრად შეიგინა, შემდეგ ჯიბიდან საფულე ამოაძვრინა გადაშალია, დაკეცა და ისევ უკან წაიღო, ჯიბეში ჩადებამდე ისევ უკან ამოიღო, გადაშალა და ისევ შეიგინა. ტელეფონს დახედა, რომელიც ღამის ოთხ საათს აჩვენებდა, რამოდენიმე ტაქსი გააჩერო რომელმაც უარი უთხრეს ვალად სახლამდე წაყვანაზე. ისევ მიშა წაიღიღინა ანატოლიმ, ტელეფონი ამოიღო და ბავშვობის მეგობარს დაურეკა. ყურმილის მეორე მხრიდან ნამძინარევი ბუზღუნის ხმა მოისმა, ეს ერთხელღა ჩაილაპარაკა ანატოლიმ ტელეფონის გათიშვამდე.
ღამით საწოლიდან ჩამოვარდნილი ანატოლი, დილით თავის ტკივილმა და პირის სიმშრალემ გამოაღვიძა, თვალების გაუხელელად ხელი მოაფათურა თავის გარშემო, წაქცეული ვისკის ბოთლი იპობა და ძირში ჩარჩენილი ვისკი ბოლომდე ჩაიწურა. მომდევნო ნახევარი საათი ძალებს იკრეფდა რომ ძირიდან საწოლზე გადაწოლიყო, როგორც იქნა ფილტვები ჰაერით გაივსო და წამოსადგომად მოემზადა, როცა კარებზე ზარის ხმა გაისმა. ამის დედაც, ჩაილაპარაკა ანატოლიმ და ისევ ძირს დაჯდა. ზარის ხმა უფრო გახშირდა, რასაც კაკუნი და შემდეგ ბრაგუნი მოჰყვა. მოვდივარ, მოვდივარ მთელი ძალით იღრიალდა ანატოლიმ. გაბრუებული ახალგაზრდა ბარბაცით მიუახლოვდა კარებს და გამარჯვებული სახით გამოაღო, თითქოს ევერესტი დაეპყროს, თუმცა ღიმილი მალევე შეაშრა როცა კარს მიღმა ორი კვირის წინ წასული თავისი საცოლე ანა დაინახა. დამიბრუნდი ძვირფასო? გაეღრიჯა ანატოლი. ანა ისე რომ ყოფილი საქმროსთვის ზედაც არ შეუხედავს კარი ბოლომდე შეაღო და სახლში შევარდა, კარადა გამოაღო და თავისი ნივთების ჩანთაში ჩალაგება დაიწყო. ანატოლი თავის საწოლზე ჩამოჯდა და მდუმარედ ადევნებდა თვალს ანას, რომელიც ჩანათას ელვისსიწრაფით ტენიდა და თან ილანძღებოდა ყოფილ საქმროსთან დაკარგულ დროზე.
ეგ ჩემი სუნამოებია გოგო, გაზძახა ანატოლიმ. მე გაჩუქე, მკვახედ უპასუხა დაუპატიჟებელმა სტუმარმა. ანატოლიმ საკადრისი პასუხის გაცემა დააპირა თუმცა დაეზარა და გადაიფიქრა.
ანას უკვე ჩანთა გაეტენა და კარებისკენ წასასვლელად მოემზადა, როცა ბიჭმა გამხდარი ხელი მოკიდა და გააჩერა. ანა მე უკვე ვიყავი გასაუბრებაზე, ნუ მიდიხარ, დაფიქრდი, მალე სამსახურიც მექნება და ყველაფერი კარგად იქნება. განრისხებულმა ქალმა ხელის ჩაქნევით მოიცილა უცხო სხეული, ის ადგილი ჩამოიფერთხა სადაც ხელი შეეხო და ირონიულად მიაძახა: ორი წელია ეგ მესმის, თუმცა აღარც მაგას აქვს მნიშვნელობა, ვთხოვდები. ანატოლის ამ სიტყვების გაგონებაზე თვალებზე წნევა მოაწვა, ხმელი-ჩამომდნარი სახე აუწითლდა და უნდოდა ყველაფერი პირში მიეხალა ყოფილი სატრფოსთვის რასაც მასზე ფიქრობდა, თუმცა ესეც დაეზარა, ხელი ჩაიქნია და სახის ირონიული მოძრაობით კარებისკენ მიუთითა ანას. როგორც იქნა სახლში სიმშვიდემ დაისადგურა, მძიმე ღამის შედეგებთან მებრძოლი ახალგაზრდა მამაკაცი ის იყო საწოლზე პირქვე უნდა დავარდნილიყო რომ კარებზე ისევ კაკუნი გაისმა, ეს რა დღეა ამის დედაც ამოიხრიალა ანატოლიმ: ღიააა, მობრძანდით. კარი ნელა გაიღო და ოთახში ათლეტური აღნაგობის მამაკაცი შემოვიდა, არ იშლი ხო შენსას? როდემდე უნდა გააგრძელო ასე? ეს ანა იყო? რა უნდოდა? კითხვები დააყარა მომაკვდავ ძმაკაცს. კარგი რა მიშა ამოიხვნეშა საწოლზე გაშხლართულმა ანატოლიმ. ყავა შენც გაგიმზადო? თემა გადაიტანა მიშამ როცა მიხვდა რომ მეგობარი ცუდ დღეში იყო. კი სახე გაებადრა ანატოლის.
მიშამ ყავა მეგობარს საწოლში მიუტანა და ორივენი ჩამოჯდნენ. მორჩა? დანანებით კითხა მიშამ და ხელი მხარზე დაადო ანატოლის. ერთი მაგისი დედაც ირონიულად ჩაიცინა ანატოლიმ. მიშა ჩაფიქრდა შემდეგ მიუტრიალდა მეგობარს და მკაცრი, დამრიგებლური ტონით დაუწყო საუბარი: როდემდე უნდა გააგრძელო ასე? ან იქ რა გინდოდა გუშინ? კიდევ რულეტკის საიდუმლოს გაშიფვრას ცდილობ? ამდენი ხანია ვალებით ცხოვრობ, ან შენი ჯადოსნური დანადგარის თუ რა ქვია იმ აპარატს რატომ არ ასრულებ? სამი წელი შეალიე და ეხლა რატომ შეეშვი? კარგი რა მიშა ამოიოხრა ანატოლიმ, მაგას იმხელა ფინანსები უნდა, ხომ ხედავ სამსახურიც არ მაქვს. მერე რატომ არ ეძებ გაბრაზდა მიშა. ყველა ვაკანსია შევავსე ჩემი პროფილით რაც კი იყო, მაგრამ რათ გინდა პასუხიც კი არ გაუციათ გაეცინა ანატოლის. ბიჭო რამდენი ხანია გეხვეწები ჩემს სამსახურში შემოიტანე განცხადება, დრო მოვა ყველაზე დიდი კომპიტერული ტექნიკის მწარმოებელი ფირმა გახდება, თანაც ბოლობოლო დაცვის უფროსი ვარ, სიტყვა მეთქმის. კარგი მოვალ მოვალ დაამშვიდა ამხანაგი ანატოლიმ, შენ ის მითხარი ნინა და ლენა როგორ გყავს. კარგად, სახე გაებადრა მიშას, ლენა იზდება და გაგეცინება უკვე იპრანჭება. მეგობრებმა ერთხმად გაიცინეს, გამოგვიარე ვივახშმოთ განაგრძო მიშამ, ხომ იცი როგორ ბორშს აკეთებს ნინა..
ამ დღიდან ორი წლის შემდეგ კორპორაცია "ჰოლოგრამა>-ს ცენტრალური შენობის წინ შავი ჯიპი გაჩერდა, საიდანაც შარვალკოსტუმში ჩაცმული ანატოლი გადმოვიდა. მას კი წინ მიშა შეეგება და მეგობარს მოეხვია: ხომ არ ნერვიულობ? ყველა საკონფერენციო დარბაზშია, გენერალური დირექტორიც და დირექტორთა საბჭოს ათივე წევრი.
ანატოლიმ დარბაზში შესვლისას ღმად ჩაისუნთქა, ჰალსტუხი შეისწორა და ამაყად გაემართა სცენისაკენ: ბატონებო მე დღეს თქვენ წარმოგიდგენთ მომავლის ტექნოლოგიას, ჩემი მთელი ცხოვრების ნაშრომს, ვირტუალურ სამყაროში გადასასვლელი აპარატის პროტოტიპს....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent