ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (მეოთხე თავი)
კოცონთან ყველაზე დიდ ხანს დარჩა, ვარსკვლავებიანი ცის ყურება ერთი სიამოვნება იყო, თანაც სვანეთში სადაც ცაც სხვანაირია, ფიქრებში იყო გართული, იხსენებდა თავის ბავშვობას, სტუდენტობას და როგორი გულის ფანცქალით მიდიოდა ყველა ლექციაზე და ვეღარ ითმენდა ხოლმე, ისე უნდოდა თავადაც მალე გამხდარიყო ლექტორი. ყველაფერს ისეთი მონდომებით აკეთებდა, იმდენად იხარჯებოდა, რა დაავიწყებს, იმ სწავლაში გათენებულ ღამეებს, მაგრამ ახლა, როცა ნათლად ხედავს თავისი მაშინდელი შრომის შედეგს ათმაგად უხიარია, რომ ბოლომდე დაიხარჯა მაშინ. ღამის ორს კარგა ხნის გადაცილებული იყო, ფეხის ხმა, რომ მოესმა, ვინ იქნებოდა გარდა თავად სახლის პატრონისა. ისე ჩამოჯდა სკამზე, ხმა არ გაუცია. - ისევ აქ, რატომ ხარ შვილო? - მაკა ყოფილა. - აჰ, აქ ისეთი სიმშვიდეა, სუფთა ჰაერი, სახლში შესვლა აღარ მინდოდა. - გაეღიმა. - კი აქ ღამით განსაკუთრებული სიმშვიდეა, მეც მიყვარდა ხოლმე ახალგაზრდობაში ეზოში ჯდომა ღამით, მაგრამ მგონი სჯობს ახლა დაიძინო ხვალ გრძელი გზა გაქვს გასავლელი. - ფეხზე წამოდგა ქალი. - მე სასტუმროში დავრეკე და იქ წავალ დილით, გაბრიელი დაბრუნდება თბილისში. მადლობა ყველაფრისთვის. - თბილი ღიმილით უთხრა ქალს და ცოტა ხანს კიდევ დავრჩები და მერე დავიძინებო ამ სიტყვებით გაუშვა სახლში მაკა, მაგრამ მარტო მაინც არავინ დატოვა, რამდენიმე წუთში შიო დაადგა თავზე. - რამდენიმე წუთი ვიქნები, თქვენ ნუ ინერვიულებთ რა - ეგონა ისევ მაკა იყო, მაგრამ შიო ედგა თავზე და წამში შეეცვალა განწყობა. - აქ რატო ხარ? - ფეხზე იდგა, შორტის ჯიბეებში ეწყო ხელები და აშკარად ახალი გაღვიძებული იყო, სახეზე ეტყობოდა. წარბები ჰქონდა შეკრული და თვალები, რამდენჯერმე ძლიერად დახუჭა. - ჩემ თავს თავად მივხედავ - სახეში შეხედა და მერე ისევ ვარსკვლავიან ცას გახედა. - ოჰ, რა ამბიციებია? - ჩაიცინა დადეშქელიანმა - გაიწიე, დამაჯინე - სკამზე ჩამოჯდა და ევას შეხედა - ესეიგი თავად მიხედავ თავს? - ისევ ჩაიცინა. - რა გინდა? - მთელი ტანით შებრუნდა დადეშქელიანისკენ - შენთან ცივილური ლაპარაკი არ შეიძლება, მით უმეტეს მე და შენ ეს არ გამოგვდის და დაიძინე რა. ვინ გთხოვა საერთოდ მოდი და გვერდით დამიჯექიო?! - რომელ ცივილურ საუბარზე მეუბნები? აეროპორტში რაც თქვი? - ირინია გაურია ხმაში. - ისევ დაიწყე, - ხელი აიქნია და ფეხზე წამოდგა. - ისევ გარბირხარ, თავს მარიდებ - უთხრა და თავადაც წამოდგა ფეხზე. - ხომ გითხარი არ გამოგვდისთქო ცივილური საუბარი... - და შენ გინდა, რომ გამოგვივდეს? - თვალი თვალში გაუყარა. - მე ვცდილობდი, რომ გამომსვლოდა, მაგრამ იმდენად უჟმური და უხეში ხარ ვერასოდეს შევძლებ. - პლედი უფრო მჭიდროდ შემოიხვია ტანზე. - მერამდენედ უნდა მომაყენო შეურაცხყოფა? ჯერ ეცადე მაინც გამიცნო ვინ ვარ და მერე გამოიტანე დასკვნები. - ბრაზობდა, ისე უელავდა თვალები, წამით გააკანკალა ევას. - ნეტავ საერთოდ არ გამეცანი - მიახალა პირში და სახლისკენ წავიდა. - იმდენად გრძელი ენა გაქვს და იმდენად უტაქტო ქალი ხარ აღარ მიკვირს ჯერ კიდევ მარტო, რომ ხარ - მიაძახა და პასუხს, არც დალოდებია სიბნელეს შეერია და როცა ბერიძე უკან მიბრუნდა აღარავინ დახვდა იქ. დილით თბილად დაემშვიდობა მაკას, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის და შემდეგ ბაკურს უთხრა - თქვენი გაცნობა ვერც კი მოვასწარი, დიდი მადლობა, რომ მიმიღეთ - ხელი ჩამოართვა კაცს და როცა მის სახეზე ვერც ღიმილი და საერთოდ ვერაფერი ამოიკითხა უხერხულად იგრძნო თავი. შიო ცოტა განზე იდგა, გაბრიელთან ერთად და ელოდა, როდის მორჩებოდა ბერიძე მადლიერებად დაღვრას. შეხვედრამდეო უთხრა შიოს და მანქანაში დაჯდა. სასტუმრო არც მეტი არც ნაკლები შიოს სახლიდან თხუთმეტი წუთის სავალზე იყო. იმდენად კომფორტულად მოეწყო სასტუმროში, თავისი თავის გაუკვირდა, მაგრამ ისეთი მყუდრო გარემო და უსაზღრო კომფორტი იყო, რამდენიმე წუთი დასჭირდა სულ, რომ ამ პატარა, საყვარელი სასტუმროსადმი კარგი წარმოდგენა შექმნოდა და მაშინვე გადაწყვიტა მომავალ წელსაც აუცილებლად აქ წამოვიდოდა. რამდენიმე დღიანი სასტუმროში ყოფნის შემდეგ, სასერინოდ წავიდა, უნდოდა საკუთარი თვალით კიდევ ერთხელ შეევლო თვალი სვანეთის სილამაზისთვის, იმდენი ფოტო გადაუღო ბუნებას, მთებს, კოშკებს და ადამიანებსაც კი საკუთარი სურათი არ ექნებოდა ამდენი ტელეფონში. - იმდენად მოხიბლული ხარ სვანეთის სილამაზით ცოტა ხანში იტირებ - ზურგს უკან გაიგონა ნაცნობი ხმა და ერთიანად შეხტა მოულოდნელობისგან. - გული გამისკდა - გულზე მიიდო ხელი და თვალები დახუჭა. შებრუნდა, მის წინ შიო იდგა. - სვანეთი ნამდვილად ლამაზია - თქვა ჩუმად და კიდე ერთხელ მოავლო თვალი კოშკებს. - სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ყოველთვის, ეს კოშკები, ბუნება, ხალხი, რომელიც აქ დაიბადა და გაიზარდა ვერასოდეს ვერაფერზე გაცვლის აქის ცხოვრებას, ტრადიციებს. ერთხელ თუ შეგიშვეს სახლში, ერთხელ თუ გაგიღიმეს და კარგად მოგექცნენ, მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე შეგიძლია ენდო და გქონდეს მათი იმედი. - ისე ბუნებრივად გააგრძელა ლაპარაკი დადეშქელიანმა, თითქოს არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ ერთმანეთისთვის და არც გაუგებრობას ჰქონია ადგილი. ყურადღებით უსმენდა ევა, ყველაფერი აინტერესებდა სვანეთზე, ბევრი ისეთი აზრი ჰქონდა მათზე გაგონილი, დაჯერება უჭირდა ხოლმე, ახლა კი შიოს სიტყვებმა უფრო მეტად დაარწმუნა, რომ ის რასაც ხალხი ამბობდა ტყუილი იყო. - გაბრიელმა დაგირეკა? - ჰკითხა მოულოდნელად და სახეში შეხედა. - არა, არ დაურეკია. ხვალ მოდის ჩემ წასაყვანად. რამე მოხდა? - წარბები შეკრა. - საქმეც ეგ არის, რომ ვერ მოდის - ჩაიცინა და მხრებში გასწორდა. - როგორ თუ ვერ მოდის? დამირეკავდა - დაიბნა ქალი, ვერაფერი გაიგო. - სახლში უწევს დაბრუნება და მე დამირეკა წამოიყვანეო. საღამოს დაგირეკავს ალბათ. - უთხრა მშვიდად და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. - გისმენ - ღიმილით უპასუხა ვიდეო ზარს, ინგლისურად ელაპარაკებდა ვიღაცას - ცოტა ხანში დაგირეკავ, უნდა გავთიშო. - მიყვარხარო უთხრა და ზარი გათიშა. - მე თვითონ წავალ, არ მინდა შენი წაყვანა. - ზარის გათიშისთანავე უთხრა - საკუთარ თავს, როგორმე მიხედავ. - ოო ვიღაც ჯერ კიდევ გაბრაზებულია - თავი დახარა და ჩაიცინა. - რა შუაშია?! - მხრები აიჩეჩა. - შუაში კი არა თავშია - მის წინ იდგა და თვალებში უყურებდა - რადგან მე გითხარი, მაგიტომ მახსენებ ყველა სიტყვაზე. არ მაინტერესებს, ხვალ დილით გამოგივლი და ძალიან მშვიდად დაჯდები მანქანაში და თბილისში წაგიყვან, მე კი ინგლისში გავფრინდები. - მერე კი ძალიან მშვიდი სახით გააგრძელა - შეიძლება არ გავიწყდება ჩემი ნათქვამი, მაგრამ მგონი ისიც უნდა გახსოვდეს, რაც თავად თქვი, ან იქნებ მე გაგახსენო?! - თვალი გაუსწორა და ისევ, ეს სევდიანი, შემოდგომისფერი თვალები. - ისევ თავიდან იწყებ? - შეტევაზე გადავიდა ბერიძე - რით ვერ გაგაგებინე, რომ არ ვიცოდი ვინ იყავი? არც ის ვიცოდი იქვე იდექი თუ არა, ბოდიშსაც მოგიხდი თუ ეს გიშველის, ოღონდ თავი დამანებე. ფეხბურთი ცხოვრებაში არ მიყურებია, პირველად გამოვყევი გაბრიელს მაშინ და ალბათ, რომ არ მოვსულიყავი ახლაც არ მეცოდინებოდა ფეხბურთელი ხარ, მინისტრი თუ სხვა ვინმე. - ხმას საგრძნობლად აუწია, მაგრამ საერთოდ არ ადარდებდა არაფერი, თვალები ბრაზით ჰქონდა ანთილი და სახეზეც გაწითლებული იყო. - ნუ ყვირიხარ - მაჯაზე შეახო ხელი - შენთან ჩხუბის ნერვები არ მაქ, თავიც მისკდება უკვე. გაჩუმდი. - შუბლზე აიფარა თავისუფალი ხელი და საფეთქლებზე მოისვა თითები. - არც მე მინდოდა ჩხუბი, მაგრამ ვიღაცამ მაიძულა. - ევა ყველაზე უკონფლიქტო იყო ყოველთვის, ვერ იტანდა ჩხუბს. არ შეეძლო უთანხმოება ან გაუგებრობა ჰქონოდა ადამიანთან და მშვიდად ყოფილიყო, ახლაც ამიტომ ნერვიულობდა და განიცდიდა. არ უნდოდა ჩხუბი, მაგრამ ვერაფრით, რომ ვერ მოიშორა თავიდან კი უყვირა მერე - ყელში ამოვიდა უკვე, ამენი ჩხუბი და უაზრო რეპლიკები. - შედარებით მშვიდად თქვა. ერთი წამით, რომ შეეხედათ სტუდენტებს, როგორი გაბრაზებული იყო, ეს რომ ენახათ, მაინც ვერასოდეს დაიჯერებდნენ, რომ ეს ევა იყო, მიუხედავად იმისა დიდი სითბოთი და სიყვარულის გამოხატვის უნარით არ გამოირჩეოდა, გაწონასწორებული იყო და ზღვარს არასოდეს გადადიოდა, ზოგჯერ უხეშიც იყო, მაგრამ მისი სიუხეშე მხოლოდ მაშინ ვლინდებოდა, როცა ამის საჭიროება იყო. - შენი ნერვები არ მაქვს, ხვალ დილით ცხრაზე მზად დამხვდი, თორემ დაგტოვებ აქ და მერე მე არაფერი დამაბრალო - შებრუნდა და წავიდა. - ისევ ისე იქცევი, არ მისმენ და მერე კიდევ მეტყვი ჯერ გამიცანი და მერე ილაპარაკე, როგორი ვარო! - ჩაილაპარაკა მშვიდად, იმდენად სევდიანი ჰქონდა თვალები, ალბათ არავის თვალს არ ექნებოდა ამხელა სევდა ნანახი, რამდენიმე წამი უყურა და უკვე თავადაც უკან დაბრუნებას აპირებდა, შიო რომ გაჩერდა, ნელა შებრუნდა ბერიძისკენ და მიუახლოვდა. - შენ გინდა, რომ გამიცნო ევა? - ჰკითხა ჩუმად და იმის ნაცვლად მოესმინა რას ეტყოდა, თვალებში ეძებდა პასუხს. თვალებში, რომელიც შემოდგომისფერი იყო და ნოემბერივით დიდ სევდას დაატარებდა, ნუშის ფორმის თვალებში უყურებდა და ამ ვარსკვლავებით მოციმციმე სფეროებში ეძებდა პასუხს. ხმას არ იღებდა ბერიძის ქალი, თავადაც თვალებში უყურებდა და ფიქრობდა შეძლებდა შიო მისი თვალების წაკითხვას?! - თუ ჩემი გაცნობა გინდა პლეი-ოფის თამაშზე მოდი და მნახე ევა. სანამ პასუხის გაცემა და საერთოდ რეალობაში დაბრუნება მოახერხა შიო უკვე წასული იყო. გააზრება ვერ მოასწრო ისე მალე აღმოჩნდა მის მაქანაში. გზა მესტიიდან თბილისამდე ზედემტად უხმაურო იყო, მშვიდი სახით მიაქროლებდა მანქანას დადეშქელიანი და სულაც არ აინტერესებდა დასაშვებ სიჩქარეს, რომ კარგა ხსნის წინ გადააჭარბა. ევა უყურებდა ბუნებას, ცას და მანქანებს, რომლებსაც უსწრებდნენ და ფიქრები მის გონებაში თავმოყრას ვერ ახერხებდნენ. დილით, რომ შეხვდა სულ სხვანაირი ეჩვენა, ბოდიში მოიხადა, თავიდან დავიწყოთო და კიდევ უთხრა, რაღაც რის დამახსოვრებაც მის გონებას აღარ უცდია. - ევა სალაპარაკო გვაქვს! - უთხრა სერიოზულად. - გისმენ, ახლა რაღა მოხდა?! - შემოდგომისფერი თვალები მიანათა ქალმა - ისევ უნდა გამახსენო რაც ვთქვი? ხომ აგიხსენი უკვე, რომ... - ვიცი და დამამთავრებინე რასაც ვამბობ - გააწყვეტინა სიტყვა გაავებულმა - შენ მაშინაც, ჩემ ოთახში ამის თქმა გინდოდა მე კი საერთოდ არ მქონდა შენი მოსმენის სურვილი. - გასაგებია - მხრები აიჩეჩა ისე, თითქოს სულ ერთი ყოფილიყო, რას ეუბნებოდა შიო. - მოდი თავიდან დავიწყოთ - ცალყბად ჩაეღიმა კაცს, უფრო საკუთარ თავზე - მე შიო დადეშქელიანი ვარ, ლივერპულის და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არასოდეს ვყოფილვარ ქვეყნისთვის იმედგაცურება და დიდი იმედი მაქვს, არც ამის შემდეგ ვიქნები - ჩაიცინა და შემოდგომისფერებს გაუსწორა მზერა, მაინც, როგორი ლამაზი იყო ეს ქალი და როგორ უკვირდა სვანს, რომ დღემდე ისევ მარტო იყო. გაეღიმა ევას, სახეზე დააკვირდა და თვალებში, რომ ჭინკები აუთამაშდნენ, თავადაც აჰყვა თამაშში, რომელიც არავინ იცოდა კარგი იქნებოდა თუ ცუდი. - ევა ბერიძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ლექტორი ამავე სფეროში. ვერ ვიტან, როცა რამეს გამუდმებით მახსენებენ - თვალი ჩაუკრა და პირველი თვითონ დაჯდა მანქანაში, ვიდრე შიო დაჯდებოდა ფანჯარა ჩამოწია - და კიდევ ძალიან ბევრ რამეს ვერ ვიტან - ჩაეცინა თავის თავზე. - სამინისტროს ამბები გამოგრჩა - შეახსენა შიომ და და ტუჩის კუთხე ჩატეხა, როცა მიხვდა ქალი ამ უკანასკნელის თქმას არც აპირებდა. - დიდი არაფერია - ხელი ჩაიქნია. არადა ზუსტად, რომ დიდი რამე იყო მისი ეს სამსახური, სამინისტროში მუშაობდა თანაც ხელმძღვანელი იყო განათლების მართვის საინფორმაციო განყოფილებაში. მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო სტუდენტები და მათთან მუშაობა სულ სხვა განზომილება იყო მისთვის. დრო რასაც მათთან ატარებდა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო. - არადა შენს ადგილად ბევრი იამაყებდა სამინისტროში მუშაობით და თუკი შეძლებდა მთელ ქვეყანას გააგებინებდა - უკვირდა ქალისგან ასეთი თავმდაბლობა, იმ დღესაც, როგორ უბრალოდ თქვა აიტი სპეციალისტი ვარო?! უკვირდა სერიოზულად ასე, რატომ იქცეოდა. - ბევრი ჩემს ადგილას სხვანაირად მოიქცეოდა, მაგრამ ეგ საერთოდ არ მაინტერესებს - მხრები იჩეჩა და მოკლე ხვეულ თმაში შეიცურა თითები, თვალები დახუჭა და მშვიდად გაიღიმა მოცინარი მზის სხივებით განებივრებულმა. შიომ, რამდენიმე წამს უყურა მერე კი ღიმილით გადაიქნია თავი, ცოტაც და კატასავით დაიწყებს კრუტუნსო ჩუმად თქვა, მაგრამ ევას გონება უკვე ითიშებოდა და სიზმრების სამყაროში მიფრინავდა, ამიტომაც მის გონებას შიოს სიტყვებისთვის აღარ ეცალა. სახლამდე მიიყვანა ბერიძე და თავად აეროპორტისკენ გაემართა. - კალა რა სახე გაქ? არ მითხრა, რომ ფრენა გადაიდო თორემ გავგიჟდები - უთხრა მეგობარს, რომელთან ერთადაც უნდა ემგზავრა. - ინტერნეტი არ ჩაგირთავს არა?! - ოდნავ ჩაეცინა კალანდაძეს და ტელეფონი მიაწოდა. - რა ხდება? - უინტერესოდ დახედა ტელეფონის ეკრანს, მაგრამ მერე კი დაქაჩა თვალები. - ეს რა არი? ამ ქალაქში მართლა ვერსად ვერ წახვალ, ვერაფერს ვერ გააკეთებ - ჩაილაპარაკა ჩუმად. - ვისთან ერთად იყავი შიო? - უკვე დარწმუნებული იყო კალა არანაირი ურთიერთობა, რომ არ ჰქონდა იმ ქალთან ვისთან ერთადაც ფოტოზე ჩანდა, თავისივე მანქანაში ისხდნენ ორივე, ქალს ეძინა და შიო ოდნავ შეპარული ღიმილით უყურებდა. - მეგობრის რაღაცა ნათესავია, სვანეთში იყო და წამოყვანა მომიწია. - ჩაილაპარკა ისე თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყოს, განა პირველი შემთხვევა არ იყო ევა, რომ მის მანქანაში იყო?! მაგრამ რად უნდოდა ამას ამხელა ამბის ატეხვა. პირადი ცხოვრების მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ იცის ხალხმა, რაც ძალიან სამწუხაროა - შეაწუხებენ ახლა გულს. ვის უდევს ეგ ფოტოები? - დაინტერესდა, ისე თითქოს პოსტის ავტორის ცოდნა რამეს შეცვლიდა. - რა მნიშვნელობა აქვს? - მხრები აიჩეჩა გიორგიმ და თავის ბარგიანად დაიძრა რეგისტრაციის გასავლელად. დღეს სამინისტროში დაიბარეს, დილით დაურეკეს რაღაც რიგზე ვერ არის და უნდა მოხვიდეო. სასწავლო წლის დასაწყისში მუდამ იჩენდა თავს ისეთი პრობლები, რაც სხვადასხვა კომიუტერულ პროგრამას ეხებოდა, მათ შეძენას ბიუჯეტურ ფასად და მერე ჩაწერას. კაბინეტში საკუთარი ადგილი დაიკავა თუ არა, ინტერნეი ჩართო და შეტყობინებებთან ერთად თათასგან გამოტოვებული ზარებიც დახვდა. - რა ხდება ქალბატონო თათა? - ჰკითხა სიცილით და ტელეფონი ისე დადო, რომ კარგად გამოჩენილიყო. - შენ დასეირნობ დადეშქელიანთან ერთად და კიდევ მე მეკითხები რა ხდება? - წარბები აწკიპა დევდარინმა. - რამხელა ენა აქვს გაბრიელს - თავი გადაიქნია - მოასწრო ესეიგი უკვე თქმა?! - რისი თქმა უნდა მოესწრო არ გადამრიო ახლა, სიმართლეა?! - ჰკითხა და მოუთმენლად დაელოდა პასუხს. - კი თათა, მოიცა და დამნიშნავს უკვე, რა სიმართლეზე მელაპარაკები და ან საერთოდ რა გითხრა გაბრიელმა?! - ფურცლებიდან ამოყო თავი. - გაბრიელს არაფერი უთქვამს - გაიკვირვა ქალმა. - ინტერნეტი არ ჩაგირთავს არა? შენი და შიოს ფოტო დევს, მანქანაით მიდიოდით სადღაც, შენ გძინავს და ის ღიმილით გიყურებს. - აუხსნა მეგობარს და ევამ, რომ წარბები შეკრა და უთხრა მერე დაგირეკავო, ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული რა ხდებოდა. - რა ჯანდაბაა?! - ჩაილაპარაკა თავისთვის და ფოტოს დააკვირდა. - ქვეყნისთვის თუ არა ჩემთვის ნამდვილად ხარ იმედგაცურება. არა, როგორ ამბობენ ხოლმე?! ყვითელი ბარათი, ნამდვილი ყვითელი ბარათი ჩემი ცხოვრებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.