პირველი სიყვარული
„გილოცავთ,გილოცავთ,გილოცავთ“ -ექოსავით გაისმოდა ხალხის გახარებული ხმები აბაშიძეების სახლში. მილოცვებს გულითადად იღებდა,თან ამაყად აფრიალებდა მარჯვენა არათითზე წამოცმულ ბრილიანტის ბეჭედს ნენე დადვანი. გოგონას მხარს ერეკლე აბაშიძე უმშვენებდა.სიამაყით შესცქეროდა მის უკვე ეგრეთ წოდებულ „საცოლეს“.ისე როგორ მოგებულ პრიზს შესცქერიან ხოლმე. თვალები სიხარულისგან აუცრემლიანდა ნენეს ტიტეს და დაჩის დანახვისას. -გილოცავთ ნენეკო-თბილად მოეხვია ტიტე გოგოს -მადლობა რო მოხვედით ბიჭებო-მთელი ძალით ჩაეკრა გოგო ბიჭებს ერეკლემ ამრეზით გადახედა მათთან მისულებს,სახე შეცვალა,ნაძალედავდ გაიღიმა და ხელი ჩამოართვა. -გამიხარდა,რომ მოახერხეთ მოსვლა ბიჭებო -ნენეს გულს თუ ატკენ ჩვენთან გექნება საქმე-ღიმილით ჩასჩურჩულა ყურში დაჩიმ -ბიჭებოო-დაძაბულობის განსამუხტად მარიტა შემოფარფატდა-წამოდით დაგსვათ..როგორ მომენატრეთ..ასე უნდა დაკარგვა??-აგრძელებდა ბუტბუტს და მაგიდისკენ მიჰყავდა . ქალაქში ორი ამბავი ერთრდროულად გავრცელდა:1. ერეკლესა და ნენეს ნიშნობის და 2. ალექსანდრე ყიფიანის თბილისში დაბრუნების. როგორი ბედის ირონია იყო ამ ორი ამბის ერთად გავრცელებაა... . -ალექსანდრე დაბრუნდა-ჩუმი ხმით,ანერვიულებულმა გაამხილა მარიტამ თითქოს შეაცია,გულში რაღაცამ გაკრა,სუნთქვა შეეკრა ნენე დადვანს. ღიმილით ამოიხედა-მარიტა ეგ ჩემთვის არაფერს ნიშნავს.წარსულია ალექსანდრე. -ნენე მესმის,რომ მარტივი ამბავი არაა -მარტივი ამბავია მარიტუ-თმა გადაიყარა გოგომ სახიდან-დანიშნული ქალბატონი ვარ,წარსული წარსულში დავტოვოთ კარგი? მარიტა ძლიერად მოეხვია გოგოს. ნენეს ლოყაზე ცრემლებმა გაიკვლიეს გზა. . სხვა ამბავი იყო ნენეს და ალექსანდრეს ისტორია. როცა დაინახავ და იგრძნობ რომ „ის ის არის“ ეგრე დაემართათ ზუსტად. არავის ეგონა ასე მარტივად თუ დამთავრდებოდნენ. ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ,ყველა დაზუსტებით გეტყოდათ ნენეს და ალექსანდრეს ბოლო ერთმანეთთანააო. დამთავრდნენ ჩუმად და უთქმელად.არცერთს არ უნდოდა დამთავრება. ალექსანდრე ყიფიანმა თბილისი დატოვა და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად,მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა,დღემდე. ნენე დადვანი ელოდა,შემდგომ კი ცხოვრება გააგრძელა და თავის მომავალი ერეკლე აბაშიძეს დაუკავშირა. ძალიან შეაწუხა ამ ამბავმა ძველი მეგობრები ტიტე და დაჩი,მაგრამ წყვილის შერიგება მაინც ვერ მოახერხეს. იმედი ჰქონდა მარიტასაც,მაგრამ მანაც ვერ გააწყო ვერაფერი. . -ალექს შე ძველო-მთელი ძალით მოეხვია ტიტე მეგობარს -ბონჟუ ყიფიანი, ასე უნდა დაკარგვა?-დაჩი შეუერთდა მეგობრებს -რა დაკარგვა ახლახანს არ გნახე?-იცინოდა ალექსანდრე -საფრანგეთში არ ითვლება, სამშობლოდან დაკარგვა იგულისხმა ბედოვლათო-ტიტემ მხარი აუბა მეგობარს -შენი ჩამოსვლა რას მივაწეროთთქო არ გკითხავ-ჩაეღიმა დაჩის -ნენეს ქორწილის ჩასაშლელად არ ჩამოვსულვარ დაჩი -რას მიედ-მოედები, გავიტაცებთ, ეგღა მაკლია აბაშიძეს დავუტოვო ნენეკოს თავი- გაიჯგიმა ტიტე -ტიტე, ბედნიერი თუა მე მხოლოდ ეგ მინდა სხვა არაფერი-გაღიმა ალექსანდრემ, ბიჭებს არ გამოპარვიათ რამხელა ძალისხმევად დაუჯდა ეს გაღიმება -აბაშიძეს უთმობ ყიფიანო?-იმედგაცრუება გამოკრთოდა დაჩის ხმაში -დამოუკიდებელი ადამიანია ნენე, თავის ცხოვრება აქვს,თავადვე მიიღო გადაწყვეტილება, მე მხოლოდ ის მინდა,რომ ბედნიერი იყოს -არ იქნება ბედნიერი-თქვა ნაღვლიანად ტიტემ . -ესეიგი ეკლერი,შუ,მთვრალი ალუბალი,აი ის წითელი ხავერდიც თუ შეიძლება- მადისამღვძრელად შესცქეროდა გოგო ნამცხვრებს -მაგდენს ვერ მოერევი მარიტუ-ხმა მოესმა უკნიდან -ალექსანდრე-ბოლო ხმაზე იყვირა გოგომ და მთელი ძალით ჩეხუტა -რაო მარიტუ -საზიზღარო ბიჭო ასე უნდა მოგვანატრო თავი?-ჩხუბს არ წყვეტდა გოგო ნამცხვრები აიღეს და ქუჩას სეირნობით გაუყვნენ. მზე ანათებდა, თითქოს ისევ ყველაფერი ძველებურად იყო,თუმცა არ იყო. -როგორ შეელიე შენ ფრანციას?-წარბაწეულმა კითხა გოგომ-ხო რჩები? არ მითხრა უკან ვბრუნდებიო-შეკრთა გოგო -არ ვიცი მარიტ, დარჩენა მინდა გოგო უცბად შედგა,ტუჩები მოკუმა და ძვლივს გაბედა კითხვის დასმა-ალექსანდრე ნენეს ამბავი -ვიცი მარიტუ-არ დაამთავრებინა კითხვა ალექსანდრემ-მითხარი ბედნიერია? -შენთან სხვანაირად იყო-თვალები აუცრემლიანდა გოგოს -მინდა რომ ბედნიერი იყოს , იმსახურებს-გაიღიმა ბიჭმა სევდიანად -იქნებ დალაპარაკებოდი -მაგისთვის საკმაოდ დავაგვიანე-ალექსანდრე ადგილზე გაჩერდა-გთხოვ თუ რამე დაგჭირდებათ გამაგებინე, არ დაიკარგო მარიტუ გოგო მთელი ძალით მოეხვია ბიჭს-თავს გაუფრთხილდი ალექსანდრე . წინასაქორწილო მზადებაში იყო ნენე დადვანი -ძალიან ბევრი სტუმარია ერეკლე -ნენე ასეა საჭირო,ვერ გამოვტოვებთ ვერავის.ერთხელ ვქორწინდებით-მიეხუტა საცოლეს ნენეს სხეული დაეძაბა-მართალი ხარ,იყოს ასე -კაბაზე რას შვრები? -ხვალ მივდივარ სანახავად -გამოგყვება თინათინი,ვეტყვი -არ შეაწუხო მარიტა მომყვება და დედაც მოდის-არ უნდოდა სადედამთილოს წასვლა გოგოს -არ წუხდება ნენე, უნდა წამოსვლა-თქვა ბიჭმა და სტუმრების სიას მიუბრუნდა- არ ვიცოდი ყიფიანი თუ ჩამოდიოდა თორე არ გამოვტოვებდი-გაიცინა აბაშიძემ -არამგონია ეგ თემა სახუმარო იყოს ერეკლე-გულში რაღაც ჩაწყდა გოგოს -არაა სახუმარო ნენეკო?იქნებ გადაიფიქრე ქორწილი ,კარგად დაფიქრდი თვალები აემღვრა გოგოს სახელის გაგონებისას -ზედმეტები მოგდის ერეკლე.წინა საქორწილო ნერვიულობას დავაბრალებ-სკამიდან მძიმედ წამოიმართა და ჩანთას დაავლო ხელი ნენე დადვანმა-მეორედ ასეთ რამეს გავიგებ და თვალით ვეღარ დამინახავ,თუ ასე მხდალივით აპირებ მოქცევას,მე მხდალი ქმარი არაფერში მჭირდება. . თბილისთან ახლოს მდებარე რესტორანი ხალხით იყო სავსე, მიმტანები აქეთ-იქეთ დარბოდნენ და ძლივს ერეოდნენ ამდენ ხალხს. ერთ-ერთ მაგიდას თავისი მეგობრებით აბაშიძე იკავებდა,სვამდნენ სადღეგრძელოებს და ბიჭს მომავალ ცოლს ულოცავდნენ. იქვე ახლოს მდგარი მაგიდა ალექსანდრე ყიფიანმა და მისმა მეგობრებმა დაიკავეს. უხერხული იყო ეს ყოველივე.იმდენი დრო იყო გასული და მაინც ვერ მოენელებინათ ბიჭებს ბავშვობის მტრობა ერთმანეთში. არასდროს არ გამოირჩეოდნენ დიდი სიყვარულით ერთმანეთის მიმართ აბაშიძე და ყიფიანი,მაგრამ ერთი ქალის შეყვარებამ მათ შორის მტრობა გააჩაღა. თავმომწონედ გადახედა აბაშიძემ ყიფიანს,მის ხედვაში ამოიკითხავდით „მე გავიმარჯვე, მე მოვიგე ნენეო“. სიბრაზისგან ნერვები დაებერა ყიფიანს.მისთვის ნენე პრიზი არც არასდროს ყოფილა, საყვარელი ქალი იყო,რომლის გვერდზეც წარმოედგინა მთელი დარჩენილი სიცოცხლე. -დამშვიდდი-ტიტემ სცადა სიტუაციის განმუხტვა,მაგრამ სულ ტყუილად, აბაშიძის მაგიდისკენ დაიძრა ალექსანდრე -ყიფიანი როგორ მოხდა სამშობლოს დაბრუნებულხარ-გაიკრიჭა ერეკლე-მეგონა აქ აღარაფერი დაგრჩენოდა -გამარჯობა ბიჭებო-იქვე მჯდარ ბიჭებს მიესალმა ალექსანდრე-ნენეს ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს შენს სიცოცხლეს ჯოჯოხეთად ვაქცევ-ჩუმად უთხრა ალექსანდრემ აბაშიძეს -როცა გყავდა ვერ შეირგე და დააფასე,ახლა უკვე ჩემია-თქვა ამაყად ერეკლემ მთელი ძალით ჩააფრინდა ალექსანდრე ერეკლეს -ჯერ ეს ერთი ნენე შენი საკუთრება არაა,ჩემი საქმის მე ვიცი,ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ნენეს ბედნიერება იყო და ეს მუქარად ან გაფრთხილებად მიიღე,ნენეს სურვილის საწინააღმდეგოდ რამეს თუ გააკეთებ ან გულს ატკენ,ერთი ცრემლიც რომ ჩამოუგორდეს, შენი დაუძინებელი მტერი გავხდები აბაშიძე ტიტემ და დაჩიმ გამოიყვანეს ყიფიანი. ხმა აღარ ამოუღია აბაშიძეს. . მთელ თბილისში გავრცელდა მესამე ახალი ამბავი. ალექსანდრე ყიფიანმა და ერეკლე აბაშიძემ ნენეს გამო ჩხუბი ატეხეს ხალხშიო. ნენეს ჯერ შეაცია,შემდეგ შეეშინდა,გაქცევა მოუნდა,მიხვდა რომ არასწორ ნაბიჯს დგავდა,მაგრამ უკვე გვიანი იყო. საქორწილო კაბების მაღაზიაში თეთრ კაბებს იზომავდა გოგო. არ მოსწონდა არცერთი კაბა და არ აბედნიერებდა, აღარ უნდოდა ქორწილი... . ასე იყო ბავშვობიდან აბაშიძე,ყველაფერი ჰქონდა რასაც კი მოითხოვდა,მაგრამ სულ ის უნდოდა რაც არ შეიძლებოდა ან სხვისი იყო. ასე მოხდა ნენეზეც.ყველა გოგო გარს ეხვეოდა ერეკლეს,მას კი ნენე უნდოდა.გოგო რომელსაც ალექსანდრეს გარდა სხვა არავინ აინტერესებდა. . -კაბა მზად არის,ულამაზესია ერეკლე-ტელეფონზე საუბრობდა გოგონა სახლისკენ მიმავალ გზაზე -ძალიან მიხარია.ყველაზე ლამაზი ქორწილი გვექნება ნენე-ისმოდა ხმა ტელეფონის მეორე მხრიდან -მართალია.წავედი ერეკლე საქმეები მაქვს,შეგეხმიანები საღამოს-გაუთიშა ბიჭს გოგონას რაღაც აწუხებდა.ვერ იყო ისეთი ბედნიერი როგორც ქორწილის წინა დღეებში არიან ხოლმე. ალექსანდრეს დაბრუნებამ ის ძველი ჭრილობები გაუხსნა,რაც ეგონა რომ დიდი ხნის წინ მოიშუშა. გზის გადაღმა დაინახა ბიჭი.დანახვისას გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.იდგა ფერდაკარგული და გაშეშებული. ბიჭი კი უღიმოდა, ისე როგორც ადრე,ღიმილისას ისევ ისე უტყდებოდა ლოყის კუთხე, ისევ მთელი სახე უცისკროვანდებოდა.ფეხებში ძალა წაერთვა, ვერ გაიგო სად წასულიყო, გაქცევა მოუნდა ,მაგრამ საკუთარ თავსაც ხომ ვერ გაექცეოდა.მიყოლებით ამოუტივტივდა გოგოს ყველა მოგონება. ყველა მოგონება ლამაზი, ფერადი და სიყვარულით სავსე იყო. ისევ ალექსანდრემ გადადგა პირველი ნაბიჯი, მიუახლოვდა გაშეშებულ გოგოს და გადაკოცნა. სიყვარული რო აუხსნა ბიჭმა მაშინაც ასე გაშეშებული იდგა. -როგორ ხარ ნენეკ?-აღარ დაამთავრა ბიჭმა ის მოფერებითი სახელი მან რომ შეარქვა ალექსანდრეს სუნმა ცხვირი აუწვა გოგოს. -კარგად ალექსანდრე შენ?-ძვლივს მოუყარა თავი სიტყვებს -მეცც-იღიმოდა ბიჭი მთელი სახით- მომენატრეე-უცბად დაიბნა-ანუ როგორც მეგობ -ვიცი ალექსანდრე მეცც-გაეცინა გოგოს და უხერხულობაც სადღაც გაქრა -მიხარია შენი ამბავი. ბედნიერებას გისურვებ ნენეკო-გულწრფელი იყო ბიჭი. სიტყვები კი ერთროულად მტკივნეული და სიყვარულით გაჟღენთილი -მადლობა სა…ალექსანდეე -მინდა რომ ბედნიერი იყო.ხო ბედნიერი ხარ ნენეკო?-პატარა ბავშვივით ანერვიულდა ალექსანდრე.ნენეს ისევ ის სკოლის მოსწავლე ალექსანდრე დაუდგა თვალწინ,ფლეშბექებივით ჩაუარა გოგოს მოგონებებმა -კი ალექსადნრე ბედნიერი ვარ- გოგოს გულში რაღაც ჩაწყდა,ბედნიერება სულ ალექსანდრესთან წარმოედგინა -ყავას ხო არ დალევ?? -მეჩქარება სანი, უნდა წავიდე-გულის ბაგაბუგი ყურებში უწუოდა -მართალია-დაიბნა ბიჭი-თორე შენ უარს ყავაზე არასდროს ამბობ.კარგად ნენე გამიხარდა შენი ნახვაა- გადაკოცნა და ქუჩა გადაჭრა. მიდიოდა და თან მიყვებოდა ნენეს ყველა ბედნიერი მოგონება, ლამაზი,ფერადი, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე… . -ნენე ვნახე-ალექსანდრეს თქმა და ტიტეს და დაჩის აღტაცებული ოვაციები ერთი იყო. -რაო?როგორ?რანაირად?-კითხვები მიაყარა დაჩიმ -ამოღერღე დროზე გავჭაღარავდი კაცი-ჩხუბობდა ტიტე -რა რაო.შემთხვევით შემხვდა.ბედნიერი ვარო-სახე დაუსევდიანდა ყიფიანს-ისევ ისეთი ლამაზია ბიჭო,არა უფრო გალამაზებულია-ჩაეღიმა ბიჭს -მოვიტაცოთ რაა-მუდარა გაურია ხმაში ტიტემ -რას დებილობ ამხელა კაცი.დანიშნულია გოგო რანაირად მოვიტაცო-დაუბრნდა რეალობას ალექსანდრე -ერეკლესთვის არ მემეტება ჩვენი ნენე,ზედმეტად სუფთაა-ამოიოხრა დაჩიმ -ისე ამხელა საფრანგეთში სხვა არავინ მოგწონებია?-ეჭვნარევად ჰკითხა ტიტემ -სხვის მოწონებას ნენეს ვერ შევკადრებდი-გაიღიმა ალექსანდრემ-ნენე სხვანაირად ლამაზია , მასეთი მეორე არ დადის და ვერც ვნახავ ტიტე. მდუმარება ჩამოწვა ოთახში.ყველა ფიქრებით იმ დროში დაბრუნდა სადაც ჯერ კიდევ ერთად იყო წყვილი,სადაც ყოველი დღე ბედნიერი და სიყვარულით სავსე იყო. -აქ დარჩი აღარ წახვიდე,გაგიშლის საწოლს მაიკო-ტიტემ გადახედა ბიჭს,როცა დაჩის აცილებდნენ ალექსანდრეც დათანხმდა. ბავშვობიდან სულ ტიტესთან იყო.პატარა იყო ბიჭი,როცა მშობლები გარდაეცვალა.დედას ეძახდა ხოლმე მაიკოს,ისიც ტიტესგან არ ანსხვავებდა.ტიტე ხანდახან ეჭვიანობდა კიდევაც, ალექსანდრე უფრო გიყვარსო. ვერ იძინებდა ბიჭი.მაიკო როცა გამოვიდა ოთახიდან -გვიანია სანი,რატო არ გძინავს -ვერ ვიძინებ მაიკო-თავი ჩამოდო მაგიდაზე ბიჭმა ქალი თმაზე მოეფერა მის პატარა და უკვე დიდ მეორე შვილს. -ჩაის დავადგავ და მეჭორავე რა გაწუხებს-დატრიალდა სამზარეულოში უცბად -შეცდომა დავუშვი-ამოიგმინა ალექსანდრემ-ჩემს ნამდვილ სიყვარულს ვკარგავ და ვერაფერს ვაკეთებ-ტირილამდე იყო ბიჭი მისული გული ეტკინა მაიკოს,ასეთ დღეში როცა დაინახა ალექსანდრე -ჩემი ბიჭი.თუ სიყვარული ნამდვილია სულ იპოვის შენთან მოსასვლელ გზას.რა დროც არ უნდა გავიდეს დაგიბრუნდება დედი -თხოვდება მაიკო -ვიცი სანი.აქამდე უნდა გექნა რამე.მაგრამ არც ახლაა გვიანი დაელაპარაკე ნენეკოს უთხარი რას გრძნობ -არა მაიკო,მაგას ვერ ვიზამ, ზედმეტად დამაგვიანდა მაგისთვის. -სიყვარულის ახსნა არასდროსაა დაგვიანებული,სანი.მამაშენმა დედაშენი უნივერსიტეტის პირველივე დღეს რომ დაინახა მოვიდა და უთხრა მიყვარხარო-გაეღიმა ისტორიის გახსენებაზე ქალს-სიცილად არ გვეყო.დედაშენმა არც კი მიცნობო რას ნიშნავს გიყვარვარო. დავითმაც არ დააყოვნა და უთხრა „მიყვარხარ და დარწმუნებული ვარ შენც შეგიყვარდებიო“,4 წელი არ მოასვენა ნინა, უნივერსიტეტის ბოლო დღეს კი როგორც იქნა აღიარა დედაშენმაც. -ნეტა ახლა აქ რომ იყვნენ რას მეტყოდნენ? -ძალით წაგიყვანდნენ და დაგალაპარაკებდნენ ნენეს.უთქმელობა არ უხდება სიყვარულს. . პატარა ქალაქია თბილისი. ხალხს კი ლაპარაკი უყვარს. ერეკლეს ყურამდე მიაღწია ერთად დაინახეს ნენე და ყიფიანიო. -ჩამოგივიდა ყოფილი საყვარელი და ჩუმად შეხვედრები დაიწყე?-ამრეზით შეხედა ოთახში შესულ გოგოს -რას ამბობ ერეკლე?-ფერები ერთმანეთში გადაუვიდა ნენეს -რას ვამბობ და ქორწილის წინ უნდა ვიგებდე,რომ ჩემი საცოლე ბ*ზია? -როგორ მიბედავ ერეკლე-შეუვალი იყო ნენე დადვანი ,თან ცრემლები ასკდებოდა მის თვალებს და ლოყებზე მიიკვლევდა გზას-შემთხვევით შემხვდა-ამოილაპარაკა გოგომ -კიდე მე??-გაეცინა აბაშიძეს-კიდე მე ნენე??ჩემი საცოლე რომ თავის ყოფილს ზურგს უკან ხვდება ამაშიც მე ვარ დამნაშავე? -აგიხსენი შემთხვევით ვნახეთქო -ეგ ტყუილები მოუყევი ყიფიანს,ჩემთან არ გაგივა.ნუ ცდილობ ვითომ ანგელოზად თავის წარმოჩენას -არაფერს არ ვცდილობ ერეკლე, მე ჩემი გითხარი. -ჩანთას ხელი დაავლო,გასვლამდე ზიზღით შეხედა ბიჭს-ამაზრზენი ხარ სილის გაწვნის ხმამ გაჭრა ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე. ნენე ადგილიდან მოწყდა,სხეული აუცახცახდა, თვალებიდან ცრემლებმა ღაპაღუპით დაიწყეს სვლა -ნენე ბოდიში-თავზე შემოიწყო ანერვიულებულმა ბიჭმა ხელები -ახლოს არ გამეკარო-ცახცახებდა გოგო -რა ხმაურია, რა ხდებაა-თინათინმა შემოაღო კარები -არაფერი დედა, უბრალოდ წავკამათდით -უბრალოდ წაკამათდნენ. ასე აპირებთ დაქორწინებას?? თავი ხელში აიყვანეთ -მე დაქორწინებას საერთოდ არ ვაპირებ, ახლოს არ გამეკაროთ არცერთი- ამღვრეოდა თვალები გოგოს, შიში და ზიზღი ერთად ირეოდა -ნენე რას ამბობ? გინდა რო ხალხი ამილაპარაკო?? ცოლ-ქმრის ჩხუბი ხალხს მართალი ეგონაოო. -თქვენმა შვილმა ხელი დამარტყა გაშრა ადგილზე თინათინი,ერეკლეს გადახედა გაკვირვებულმა. -ნენე დამშვიდდი ჩემო გოგო, ანერვიულებული იყო ალბათ ერეკლე, შემთხვევით მოუვიდა, ხოიცი არ იზამდა მასეთს არაფერს-ხელი წაიღო ქალმა გოგოსკენ, ნენე შეკრთა -მაპატიეთ, უნდა წავიდე-ოთახიდან გავიდა -ერეკლე რა გააკეთე-შეხედა იმედგაცრუებულმა ქალმა -დედა მართლა შემთხვევით მომივიდა, გავბრაზდი და ვერც მოვედი გონს -როგორც გინდა ეგ გოგო შემოირიგე და ქორწილი არ ჩამაშლევინო,ხალხი მყავს დაპატიჟებული, არ ვათქმევინებ აბაშიძეებს რძალი გაექცათო-მკაცრი იყო თინათინის ხმა, გავიდა და კარი მიიჯახუნა. . -ნენე იცი ახლა შენ მე რას მეუბნები?-ოთახში ბორგავდა მარიტა -ვიცი მარიტუ,არავის არ უთხრა იცოდე-გაშეშებული იჯდა ნენე -და ისე მოვიქცეთ ვითომ არაფერი არ მომხდარა?ნენე ხელი გაგარტყა.მე არ მჯერა გაბრაზებული იყო,შემთხვევით მოუხვდა.ქალზე ხელი აწია და მანდ მთავრდება ჩემთვის მაგის კაცობა.არაკაცს ცოლად ვერ გაგაყოლებ, წავალ ახლავე და შენებს ვეტყვი -გთხოვ დრო მომეცი,რომ გადავხარშო ყველაფერი.ისედაც ამდენი რამ მოხდა ალექსანდრეს ჩამოსვლა-ხელებში ჩარგო გოგომ თავი ამ დროს მარიტას ტელეფონზე უცხო ნომერმა დაიწყო რეკვა. -გისმენთ-უპასუხა გოგომ -მარიტუ რავახარ?-ალექსანდრეს ხმა მოისმა მეორე მხრიდან ნენე შეკრთა -კარგად სანი შენ?-წამოდგა გოგო და ოთახში ბორგვას მოჰყვა -შენი ნახვა მინდა.ნამცხვარზე და ყავაზე უარს არ მეტყვი ხომ? -მომწერე და მანდ გავჩნდები. ტელეფონი გათიშა თუ არა ნენე წამოხტა -მარიტა არ გაბედო და რამე არ დაგცდეს სანისთან -და რა ვქნა მშვიდად ვუყრო როგორ გამოგჭრის აბაშიძე ყელს? -მე მოვაგვარებ -ნეტავ ალექსანდრე აგერჩია -არჩევანი არ მქონია მარიტა.ადგა და წავიდა.ალექსანდრეს გარდა სხვა არჩევანი არც უნდა ყოფილიყო,მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა ხოლმე-ადგა გოგონა და კარი მიიხურა ტელეფონზე ნაცნობი ნომერი აკრიფა მარიტამ იმწამსვე -ტიტე როგორ ხარ?შენი დახმარება მჭირდება. . -ალექსანდრეს არ უთხრა-აფრთხილებდა მეასეჯერ გოგონა -როგორ არ ვუთხრა ალექსანდრეს,ეგ როგორ დავუმალო მარიტუ-დაბნეული იყო ტიტე -რა არ უნდა მითხრათ?-სახლში ექოსავით გაისმა ყიფიანის ხმა -ალექსანდრე-სახე აერია გოგოს -ხო მარიტა,თქვი აბა რა არ უნდა გავიგო-მკაცრი იყო ალექსანდრეს მიმიკები-გირეკავდი და არ მიპასუხე ნენეს ნახვა მინდოდა -ნენე-ხმა ჩაუვარდა მარიტას -რა მოხდა ამოღერღეთ რომელიმემ.რა დაემართა ნენეს-შეაცია ალექსანდრეს -ალექს დაჯექი ყავას დაგიდგავ-სკამი გამოუწია ტიტემ -ტიტე დავიღალე ასჯერ გამეორებით.რა დაემართა ნენესთქო -გეტყვი ოღონდ დამამთავრებინე საუბარი და ჩემს გარეშე არ გაბედო და რამე არ მოიმოქმედო- ანერვიულდა მარიტა -გისმენ -ერეკლე და ნენე წაკამათდნენ -რა გააკეთა აბაშიძემ-ცივი და მკაცრი ხმა გაუხდა ყიფიანს -კამათის დროს უბრალოდ..ხელი,ანუ ძალით არამგონია, უბრალოდ ჩხუბი-ლუღლუღებდა მარიტა -ხელი გაარტყა?-თვალები ბროლივით ცივი გაუხდა ბიჭს -ალექს-ტიტემ მხარზე ხელი დაადო და სცადა მეგობრის დამშვიდება ალექსანდრე წამებში წამოვარდა და მთელი ძალით მიიჯახუნა კარები -ღმერთო ეს რა გავაკეთე-თავში ხელი შემოირტყა მარიტამ -ტიტე დროზე გაეკიდეთ რამე შარს გადაეყრება-ფერდაკარგული მაიკო იდგა კარებთან- ღმერთო მშვიდობით დამიბრუნე ჩემი ბიჭები. . ნაცემ-ნაბეგვი ძირს ფორთხავდა აბაშიძე,საუბრისას სისხლს აფურთხებდა თან. -აგერ შენი საამაყო ალექსანდრე ნენე, საყვარელი ქალის საქმროს კლავს თვალები შავი მორევივით გახდომოდა ალექსანდრეს,ბინდი გადაკვროდა და გამეტებით იქნევდა მუშტებს. -სანი გთხოვ, გევედრები გაჩერდი, სანი თუ ერთი ბეწოთი მაინც გიყვარვარ,გთხოვ- ნენეს ქვითინი და მოთქმა მთელ უბანში ექოსავით ვრცელდებოდა სანდროს თვალებში ის ნაპერწკალი დაუბრუნდა, ერეკლეს ხელი უშვა და უკან წამოიწია -სიკვდილის ღირსი ხარ აბაშიძე,მაგრამ შენზე ხელი როგორ გავისვარო -ეგეც შენი სანაქებო შეყვარებული-გადახედა ირონიით ერეკლემ ნენეს -ნენეს არ აკადრო და მეორედ შენ თავს მისი საქმრო აღარ უწოდო,თორე დაბადებას გაწყევლინებ -გთხოვთ ბიჭებო-ქვითინებდა ნენე-გეყოთ, გთხოვთ ამასობაში შავმა ჯიპმა შემოუხვია მოსახვევში მთელი სისწრაფით. მანქანიდან ტიტე და დაჩი გადმოხტნენ. ტიტე ნენესკენ გაიქცა და ჩაეხუტა გოგოს -დამშვიდდი ნენეკო,წამო მანქანაში- ძვლივს წამოაყენა დამძიმებული სხეული დაჩიმ ალექსანდრეს წამოყვანა სცადა -სულ ეს იყავი?-ჩაიქირქლა ერეკლემ -მე შენ გიჩვენებ-უკან წამოემართა მუშტმოღერებული ალექსანდრე -გთხოვთ-ისმოდა ნენეს ტირილი ხელი დაუჭირა ბიჭს დაჩიმ -გეყოფა წავედით, ხო არ მოკლავ მართლა-ძვლივსძვლივობით წაიყვანა მანქანისაკენ დაჩიმ ბიჭი და ჩასვა -აბაშიძე ახლოს არ გაგვეკარო არცერთს გაფრთხილებ, თორე ეს მონაგონი იქნება ისეთ დღეში ჩაგაგდებ-ამრეზით გადახედა ბიჭს და სხვებთან ერთად მანქანაში ჩაჯდა გაუსაძლისი იყო მანქანით მგზავრობისას ჩამოწოლილი სიჩუმე,რომელსაც მხოლოდ ნენეს ჩუმი ქვითინი არღვევდა. . -ვახტანგი და თინათინი მოვიდნენ-ოთახის კარი შეუღო ნენეს დედამისმა -დედა არ მინდა საუბარი-გოგონას ტირილისგან თვალები დასიებოდა,საწოლზე მოკუნტული იწვა -გთხოვ ნენე,უხერხულია,ამხელა ხალხი შეწუხდა და მოვიდა -ეგ ხალხი შეწუხებულიყო და თავიანთ გაუზრდელ შვილს დალაპარაკებოდნენ -ჩუ დედა,რაებს იძახი, არ გაგიონ-ფერი დაკარგა მარინამ-მოწესრდიგდი და გამოდი გელოდებიან ნენე ძალდატანებით გაემართა მისაღებში,სადაც აწ უკვე ყოფილი სადედამთილ- სამამამთილო ელოდა. -გამარჯობათ თინათინ,ვახტანგ-მიესალმა ნაძალადევად -მე დაგტოვებთ-ყავა დაუდგა აბაშიძეებს მაგიდაზე მარინამ და კარი გაიხურა -ერეკლე გუშინ სახლში დასისხლიანებული მოვიდა,ნაცემი,ნაბეგვი, ერთი მთელი ძვალი არ აქვს დატოვებული-სიმკაცრე გარეოდა თინათინს ხმაში -მეც ნაცემი მოვედი ქალბატონო თინათინ გუშინწინ სახლში,რას ვიზამთ ხდება ხოლმე- გაიღიმა ნენემ -რამდენს ბედავს ეს თავხედი გოგო-წამოხტა თინათინი სავარძლიდან -დამშვიდდი და დაჯექი-ვახტანგმა დაამშვიდა ცოლი -აჰჰ ახლა მივხვდი, თქვენ გგავთ ფეთქებადი ხასიათით ერეკლე-ნენე უკან არ იხევდა -ნენე იცი კარგად ვინ ვართ და რა შეგვიძლია,არაფერი რომ არ იმალება ისიც იცი. მოკლედ გეტყვი და მარტივად, ერეკლეს ცოლად გაყვები,როგორც შეპირდი,ქორწილი შედგება. -თორე რა?-სიმწრისაგან გაეცინა გოგოს -თორე შენ საყვარელს მოუწევს მთელი ცხოვრება ციხის კედლების ხეხვა,შენ და შენს ოჯახს კი ცხოვრება იმ ლაქით,რომ დანიშნულმა შვილმა საქმროს უღალატა,საყვარელი კი მკვლელი,მანიაკი და პატიმარია. -არ მიღალატია-თვალები აუცრემლიანდა გოგოს-არც კი მინახავს,შემთხვევით შემხვდა -ეგ უკვე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის-გაიღიმა ვახტანგმა,წამოიმართა და კარისკენ დაიძრა,უცბად შემოტრიალდა-ნენე მამაშენს კითხე როგორ მიდის ბიზნესის ამბები,ხო გახსოვს მე დავეხმარე,არამგონია გინდოდეს ოჯახი გაკოტრების გზას დააყენო -მადლობა თქვი ოჯახში,რომ გიშვებთ საყვარელო,შენნაირი რძალი არასდროს მინატრია- თინათინი დაეწია ქმარს-ხალხს ვერ ავალაპარაკებ უბრალოდ -ნახვამდის-კარში აცილებდა მარინა სტუმრებს -კარგად მარინა,ქორწილში შევხვდებით-გაიღიმა თინათინმა და სახლი დატოვა . -რას ქვია სხვა გზა არ გაქვს ნენე ნუ მაგიჟებ-ოთახში ბორგავდა მარიტა -იმას,რომ სხვა გზა არ მაქვს მარიტა -სხვა გზა ყოველთვის არსებობს ნენე და იცი შენც კარგად -მაგ სხვა გზას თუ ავირჩევ სანის დაიჭერენ,მამაჩემი გაკოტრდება და ღმერთმა იცის კიდევ რას დამიშავებენ -პოლიციაში რომ წავიდეთ? -სად პოლიციაში,ნახევარი ვინც მუშაობს სულ ვახტანგის კაცები არიან მანდ -ტიტეს ვთხოვ,რომ დაგვეხმაროს -ბოლოს რომ სთხოვე მარიტა,იმტომაც ვართ ახლა ამ დღეში -ალექსანდრემ გაიგო ჩვენი ლაპარაკი ხო გითხარი,მარა საცემი იყო ერეკლე და საცემი უნდა იცემოს კიდეც-გაბრაზებისგან სახე აწითლებოდა გოგოს -გთხოვ ბიჭები აღარ გარიო ამ ამბავში.დაველაპარაკები ერეკლეს,იქნება ქორწილი -ნენე რამე რომ დაგიშავოს -არ დამიშავებს,ვუყვარვარ მარიტა,შემთხვევით მოუვიდა-უფრო თავისი თავის დასაჯერებლად თქვა ნენემ . -ნენე არ მპასუხობს-კარებში იდგა ყიფიანი -ან დილამშვიდობისა,ან როგორ ხარ,ან ზრდილობა,ან კულტურა-თვალებს იფშვნეტდა ახალგაღვიძებული ტიტე -დილამშვიდობისა,როგორ ხარ ,ნენე არ მპასუხობს-სამზარეულოში შევიდა ბიჭი -ცუდადაა,დრო სჭირდება ალბათ აცალე და გიპასუხებს-ყავას ასხამდა ჭიქაში და თან დუდღუნებდა ტიტე -მარიტას დაურეკე რაა-თვალები ჩააწყალა ალექსანდრემ-მივიდოდი მარა დედამისის და მამამისის ნახვა არ მინდა,მაგარი შემეშალა თავის დროზე -მე რატო,შენ ვერ დაურეკავ?? -მიზეზი მოგეცი გოგოსთან დარეკვის,მადლობის მაგიერი ხარ ტიტე?-იცინოდა სანი -ხო კარგი გაგირკვევ სადაა შენი მზეთუნახავი-გაეცინა ტიტეს-ისე ქორწილს რო არ დალოდებდი და აქამდე გექნა რამე,თქვენ ქორწილშიც მაგულავებდით და აგერ უკვე შენხელა ნათლული მეყოლებოდა -რა დღეში ხართ დილიდან-იცინოდა მაიკო -ნენე უნდა მოვიყვანო ცოლად მაიკო-გაიჯგიმა ალექსანდრე-ან თავს არ ვიცოცხლებ -რა ენერგიაზეა დილიდან, რა ექორწილება მამალსაც არ უყივლია ჯერ-წუწუნებდა ტიტე -ეგრეა შეყვარებული კაცი,რას იზამ-იცინოდა მაიკოც -მაიკო ჯერ ნენეს ამბავს მივხედო და მერე მეორე რძალი ჩემზე იყოს-თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ და თან ტიტეზე ეცინებოდა,რომელიც მარიტას ელაპარაკებოდა -მოვა მარიტა.საქმე მაქვს რაღაცო.ბლინები დააცხე რა დეე,რო უყვარს -დავაცხობ დე აბა რას ვიზამ-იღიმოდა მაიკო . -მიყვება ცოლად ერეკლეს-ძვლივს ამოთქვა გოგომ-ბოდიში რა ალექსანდრე თვალები აემღვრა ბიჭს,ხმა აუკანკალდა -რას ქვია მიყვება,არ გავაყოლოთ-წამოენთო ტიტე -რას ქვია არ გააყოლო,ზრდასრული ადამიანია ტიტე-მაიკო ჩაერია საუბარში -ხო გაყვეს და იქნებ მოკლას ცემაში,მერე მაგით ვიმართლოთ თავი?-არ ცხრებოდა ბიჭი -შემთხვევით მოუვიდა,ერთხელ იყოვო-გოგოს ნათქვამი გაიმეორა მარიტამ -მოძალადე მოძალადეა და საერთოდ აბაშიძეს მასწავლით ვინაა? თავიდანვე არ უნდა მიგვეცა უფლება ნენესთან რომ დაეჭირა საქმე-ჩხუბობდა ტიტე ალექსანდრე ხმას არ იღებდა,იჯდა გაშეშებული,უძრავად,ფერდაკარგული,უეცრად ადგა და სახლიდან უთქმელად წავიდა -სად მიდის-შეეშინდა მარიტას -აცალეთ მარტობა სჭირდება-თქვა მაიკომ და სამზარეულო დატოვა -ახლა რაიქნება ტიტე-ცრემლები მოსდიოდა გოგოს -რატო მიყვება მარიტა -ხომ გითხარი -არა რაღაც გამოტოვე-მკაცრი გახდომოდა ბიჭს ხმა-დაემუქრნენ?დააშანტაჟეს?მითხარი კარგად ვიცნობ მე მაგათ -ტიტე,მე არ.. -ვერ დაამთავრა სათქმელი გოგომ,ქვითინი აუვარდა ბიჭი მიეხუტა ატირებულ გოგონას . დედამისის და მამამისის პორტრეტს გაჰყურებდა ბიჭი სასაფლაოზე -ბოდიში დე,ბოდიში მა, არ მოვიქეცი სწორად,ვერ შევინარჩუნე ნენე და დავკარგე ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული.ალბათ არ ვიმსახურებ ბედნიერებას-ცოტახანი გაჩუმდა ბიჭი- რომ ვიცოდე,რომ ბედნიერია,რომ ვიცოდე რომ ერეკლე არაფერს დაუშავებს და კარგად იქნება,გეფიცები გავუშვებდი დე,და მაინც ბედნიერი კაცი ვიქნებოდი ნენეს ბედნიერებით,მაგრამ ვიცი რო არ იქნება-ტირილამდე იყო ბიჭი მისული-ნეტავ ახლა აქ იყოთ, არ შემიძლია,ვერ ვუძლებ ამ ყველაფერს,მითხარით,როგორ მოვიქცე.. ქარი სასაფლაოს გასწვრივ დარგულ მცენარეებს არხევდა,მთვარე ანათებდა ირგვლივ არემარეს. საფლავის ქვიდან ალექსნადრეს დედ-მამა ღიმილით შეჰყურებდნენ,ბიჭი დედის ასლი იყო,მამის თვალებით. ალექსანდრე წამოდგა და მანქანით სოფლისაკენ მიმავალ გზას დაადგა. მალე დაფარა დიდი მანძილი და აგურის ნაცნობ სახლს მიადგა. სახლი ისევ ისე ურყევად იდგა,ბავშობის სურნელი ტრიალებდა. მანქანის ხმის გაგონებაზე მასპინძელი გარეთ გამოვიდა,ალექსანდრეს ბებია სირბილით გაემართა ჭიშკრისაკენ. -ბებია გენაცვალოს, სანი შენ ხარ ბე??-ცრემლები სდიოდა ქალს ღაპა-ღუპით მთელი გულით ჩაეკრა ალექსანდრე ნინელის.ქალი დარდსა და ნაღველს გაეჭაღარავებინა,მაგრამ მაინც ისევ ისეთი ლამაზი იყო. სახლის,სიმშვიდის, ბავშვობის სურნელი ასდიოდა. ხაჭაპურებს აცხობდა,თან ელაპარაკებოდა მონატრებულ შვილიშვილს. ჭიშკარში დიდი ალექსანდრე გამოჩნდა,ალექსანდრეს ბაბუა, მთელი ძალით მოეხვია ისიც შვილიშვილს. მთელი საღამო ლაპარაკში გაატარეს. -მე შენ კაცად გაგზარდე ალექსანდრე,ნენეს ასე გაშვებას ვერც მე და ვერც ღმერთი ვერ გაპატიებს-უთხრა მკაცრად ბაბუამ-ერთხელ რომ დაუშვი შეცდომა და გაიქეცი,ახლაც ისევ იგივეს ნუ იზამ,კაცად გაგზარდე ბაბუ -არ გავქცეულვარ,ნენესათვის ასე სჯობდა ბაბუ -შენ თვითონ თუ გჯერა მაგ სიტყვების სანი-გადმოხედა კაცმა ნაღვლიანად -ძლიერი გოგოა ნენეკო,სულ მასეთი იყო,ახლაც იმას აკეთებს რაც სწორად მიაჩნია, ცდილობს ყველა დაიცვას,მაგრამ ძლიერებსაც სჭირდებათ დაცვა,სანი,უნდა დაიცვა, უნდა დაანახო რომ შეუძლია შენი იმედი ჰქონდეს.კარგი ბიჭი რომ იყოს ერეკლე გეტყოდი აცალე გოგოს მშვიდად ცხოვრებათქო,მაგრამ მოძალადესთან არ უნდა დატოვო ბე არავინ, ვინც არ უნდა იყოს,მითუმეტეს ჩვენი ნენეკო-თავზე ხელი ნაზად გადაუსვა ნინელიმ- დაიძინე, ხვალ დაბრუნდი და დაელაპარაკე ჩვენ გოგოს. -მართალია ბებიაშენი,სწორად უნდა მოიქცე სანი-დაეთანხმა დიდი ალექსანდრე ცოლს. ბიჭმა ტელეფონი აიღო და დარეკა -მარიტუ როდის აქვთ ქორწილი? . ალექსანდრე დილითვე გზას დაადგა, ნაცნობ კორპუსთან გააჩერა მანქანა. ნაღვლიანად ახედა კორპუსს, გაახსენდა როგორ აცილებდა ნენეკოს ყოველდღე სკოლის შემდეგ აქ, და მხოლოდ შემდეგ ბრუნდებოდა უკან სახლში და ორმაგ მანძილს გადიოდა.როგორ ისხდნენ იქვე მახლობელ პარკში და როგორ ჭამდნენ ნაყინს ზამთარში კანკალით,რადგან ნენეკოს ნაყინი ყველაფერზე მეტად უყვარდა.როგორ მღეროდა მუხამბაზს ნენეკოს დაბადებისდღეზე კორპუსის წინ ფიალებით ტიტესთან და დაჩისთან ერთად.მოგონებები ერთი მეორეს მიყოლებით აწყდებოდა ბიჭის ფიქრებს. კიბეები ფეხით აირბინა და კარებზე დააკაკუნა. ნენეს დედამ გააღო კარი -ალექსანდრე? აქ რას აკეთებ?-დაიბნა უცბად -გამარჯობა ქალბატონო მარინა,ნენე სახლშია? -ალექსანდრე აქ რა გინდა?-ოთახიდან გამოვიდა ნენე -სალაპარაკო მაქვს შენთან და მერე წავალ,ბოდიში რო გაუფრთხილებლად მოვედი -არაუშავს საყვარელო,შემოდი-თბილად გადაეხვია მარინა ბიჭს -არსადაც არ შემოვა-ხელები გადააჯვარედინა გაბრაზებულმა ნენემ-ალექსანდრე სალაპარაკო არაფერია -ნენე როგორ იქცევი-მარინამ გადმოხედა გაკვირვებულმა -რაც შენ ჩამოხვედი ისედაც საკმარის პრობლემებში გავეხვიე,სალაპარაკო არაფერი მაქვს ალექსანდრე -ბოდიში ქალბატონო მარინა უნდა შემოვიდე-ოთახში შევიდა ალექსანდრე- ნენე რას იძახი რო ერეკლე მოძალადე არაა და მე გამოვიწვიე? წავალ მაშინ დავბრუნდები საფრანგეთში და იცხოვრებ მასთან ერთად ბედნიერი? -ერთხელ უკვე წახვედი ალექსანდრე და ვცხოვრობდი როგორღაც,ახლაც არამგონია პრობლემა მქონდეს.გადავიტან-აატრიალა თვალები ნენემ ალექსანდრეს გულში რაღაც ჩაწყდა.ნენეს იმედგაცრუებულ თვალებს ვერ უძლებდა ბიჭი. -ბოდიში ქალბატონო მარინა,მალე დაგიბრუნებთ-ნენე ერთი ხელის მოძრაობით აიტაცა ჰაერში და კიბეებზე დაეშვა -რას აკეთებ ალექსანდრე,დამსვიი-ხელ-ფეხს ურტყამდა გოგო-სანი დამსვი თორე ვიკივლებ -იკივლე,მაგით მაშინებ ნენეკო?-გოგონა მანქანაში ჩასვა -უბრალოდ დავილაპარაკოთ,მერე გპირდები უკან დაგაბრუნებ და თუ გენდომება გაყევი მაგ შენ ერეკლეს ბიჭი გზას დაადგა და ნაცნობ ადგილას გაჩერდა.ადრე ხშირად მოდიოდა წყვილი აქ,ლამაზი ხედი იშლებოდა ქალაქის. -არაა ჩემი-ამოიდუდღუნა ნენემ -აბა ცოლად მე მივყვები ნენეკო? -სანი გეყოფა -ბოდიში,არასწორი ვარ შენთან.არ უნდა გავქცეულიყავი -როგორც იქნა მიხვდი -მალევე მივხვდი,მაგრამ მეგონა ასე უკეთესი იქნებოდა შენთვის. -სად იყავი 4 წლის წინ ჩემს დაბადებისდღეზე, რატომ არ მოხვედი სანი?-ის კითხვა დასვა რაც ამდენი ხანი აწუხებდა გოგოს -დამიჭირეს -რას ქვია დაგიჭირეს? -ერეკლეს და მე ჩხუბი მოგვივიდა,მერე შენთვის ყვავილების საყიდლად წავედი და დამიჭირეს,ვახტანგის ნამოქმედარი იყო,ძალადობის მუხლით თუ რაღაც მასეთი.თავზე დამადგა თავისი პოლიციელებით და დამემუქრა ნენეს შეეშვი თორე ციხეში ჩაგაყუდებ სამუდამოდ,ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ტარებისთვისო.მოკლედ ბევრი შეხლა- შემოხლა გვქონდა მე და ვახტანგის, მერე ციხიდან ძვლივს გამოვედი,ბაბუაჩემიც კი ჩამოვიდა ისეთი ამბები იყო -მე რატო არავინ არ მითხრა -მე გავაფრთხილე ბიჭები,რომ არ ეთქვათ.როგორი მოსაყოლია ეს ამბავი -სანი მე -რამდენიმე დღის მერე ციხიდან გამოვედი,გირაო გადავიხადეთ,ძვლივს მოაგროვეს ბაბუაჩემმა და ბიჭებმა ფული.პირველი შენ სანახავად წამოვედი,რომ ყველაფერი ჩემით ამეხსნა,შენ სახლთან დაგინახეთ,ჩვენს პარკში-ცოტა ხანი გაჩერდა და ამოღერღა- ერეკლეს კოცნიდი ნენე -რა სისულელეს იძახი სანი -მასე იყო.მერე გაბრაზებული წამოვედი,შენი დანახვა აღარ მინდოდა.სასწავლებლიდან პასუხი მომივიდა,თანხმობა იყო,მეორე დღესვე საფრანგეთში წავედი,იქ ავეწყე და აქეთ აღარც გამომიხედავს.ნინელი და ალექსანდრეც კი იქ ჩამყავდა,ოღონდ აქ არ ჩამოვსულიყავი და სადმე არ გადაგყროდი ნენე. -სანი თვითონ მაკოცა,გეფიცები გამოვიწიე და სილა გავაწანი-ცრემლები წამოუვიდა ნენეს -რამდენიმე ხნის მერე,რომ გავიგე რომ შეხვედრა დაიწყეთ,მერე მივხვდი რომ მართალი ვიყავი,სწორად მოვიქეცი -მაგ ამბიდან 2 წლის მერე დავიწყეთ შეხვედრა,ორი წელი გელოდებოდი,ისეთი გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ მაინც გელოდებოდი სანი.ერეკლე უბრალოდ სწორ დროს აღმოჩნდა ჩემს გვერდით -შენს დასაბრუნებლად არ ჩამოვსულვარ ნენე. სულ მინდოდა დამებრუნებინე,მაგრამ ვიცოდი არ მქონდა უფლება.ჩემზე მეტს იმსახურებდი ყოველთვის. რამდენჯერაც შენთან მობრუნება მომინდა იმდენჯერ გავჩერდი,რომ დავფიქრდი შენი საკმარისი კაცი ვერ ვიქნებოდი ნენე -ჩემი საკმარისი კაცი სული იყავი სანი,და ბევრად მეტი.ნეტავ ჩემი თვალით შეგახედა შენს თავს,იქნებ მერე მაინც დაგეფასებინა როგორი კარგი ხარ-ცრემლები წასკდა გოგოს -ნენეკო მიყვარხარ და სულ მეყვარები.მინდა რომ კარგად იყო,ვისთანაც არ უნდა იყო,მაგრამ ერეკლე არაა ის კაცი ვისთანაც კარგად იქნები -შენ არ იცი-ტიროდა გოგო -ვიცი და შენც იცი დარწმუნებული ვარ. რა ქნა დაგემუქრა? დაგაშანტაჟა? არ მეშინია აბაშიძეების ნენე,ახლა ბევრად მყარად ვდგავარ,შეგიძლია დამეყრდნო,შემიძლია შენი დაცვა -სახლში წამიყვანე სანი სახლამდე გზა ჩუმად გაიარეს. -დაბადების დღეზე შენ რომ არ მოხვედი, დიდი ლილიების თაიგულით მომადგა ერეკლე, მე მთელი საღამო შენ გელოდებოდი. ბიჭებს,რომ ვკითხე არ ვიცითო,ყველგან დავრეკე და ვერ გპოულობდი. მეორე დღესაც,იმის შემდეგ დღესაც, მერე. ბიჭებიც აღარ მპასუხობდნენ უკვე. ამ დღეებში ერეკლე სულ მხვდებოდა, ხან სად დამპატიჟა,ხან სად,სულ უარით ვისტუმრებდი.რაღაც დააშავა და ალბათ იმიტომ არ გნახულობსო მეუბნებოდა, არ მჯეროდა, ვეჩხუბე და ხმას არ ვცემდი, შენზე რომ ცუდად ლაპარაკობდა მაგიტომ. სახლთან მოსულს დამხვდა და ლაპარაკს მეხვეწებოდა, ჩვეულებრივად ვლაპარაკობდით,ბოდიშებს მიხდიდა,როცა მაკოცა,გავშრი არ ველოდი რომ ამდენს გაბედავდა, სილა გავაწანი და ვეჩხუბე,იმის მერე არ მინახავს სანამ მამაჩემი და მამამისი რაღაც საერთო ბიზნესში არ ჩაებნენ და მომიწია ნახვა. შენ კიდე წერილი დამიტოვე მივდვივარ და ვიცი ჩემს გარეშე უკეთესად იქნებიო. არასწორი ხარ სანი, არ უნდა მიგეტოვებინე,ერეკლემ უბრალოდ სიტუაციით ისარგებლა და რაც ახლა ხდება შენი ბრალია.მეც მიყვარხარ,თავს გაუფრთხილდი და აღარ შემეხმიანო,დაბრუნდი იმ შენს საფრანგეთში,ჩემს გარეშეც უკეთ იყავი-ლოყაზე აკოცა ბიჭს და მანქანიდან გადავიდა გოგო -ნენე ვერ დაგტოვებ -წადი ალექსანდრე სადარბაზოში შესვლისთანავე ტირილი აუტყდა ნენეს,ძვლივს მივიდა ოთახამდე. მთელი ღამე ნენეს ფანჯრის წინ გაათენა ალექსანდრემ. . ქორწილის დღე: აბაშიძეების ვილა ბრწყინვალედ მოერთოთ.უამრავი ხალხი ირეოდა. ნაღები საზოგადოება თინათინს და ვახტანგს შვილის გაბედნიერებას ულოცავდნენ. ნენეს საქორწილო მაკიაჟს უკეთებდნენ,თუმცა მაკიაჟიც ვერ ფარავდა მის ჩამოშავებულ და ჩამოღამებულ თვალებს.მარიტა შეშინებული თვალებით შესცქეროდა დაქალს და ოთახში ბორგავდა.აშინებდა მისი სიმშვიდე,ამას თუ სიმშვიდეს დავარქმევდით. სანამ კაბის ჩაცმაზე გადავიდოდნენ,ნენე გარეთ გავიდა.დიდი დერეფნები გაიარა და ერეკლეს ოთახს მიადგა. კარი გააღო თუ არა ერეკლეს გაკვირვებულ სახეს გადააწყდა. -ჯერ არ უნდა გენახათ ერთმანეთი ნენე-ერეკლეს მეჯვარემ დაუწყო გოგოს რჩევა- დარიგებები -მარტო დამტოვეთ ოთახიდან ყველა გაიკრიფა -ნენე მოითმინე საღამომდე და დავრჩებით მარტო,ასე ვეღარ ითმენ?-ჩაიცინა ბიჭმა და გოგოს უსიამოვნებისგან გააჟრჟოლა -კითხვები მაქვს და პასუხები მჭირდება -ვერ მოიცდის? -ვერა -მაშინ გისმენ -ჩემს დაბადების დღეზე ყვავილებით ხელში რომ მომადექი,მე რომ ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ვგავდი და ამ დროს ალექსანდრეს რომ აჭერინებდა მამაშენი იცოდი? -ნენე რა საუბარია. ან ალექსანდრეს რატო მიხსენებ წამდაუწუმ-ტონს აუწია ბიჭმა და მაგიდაზე დადებული საფერფლე ძირს მოისროლა ნენეს თვალიც არ დაუხამხამებია -გაგიმეორო კითხვა? თუმცა პასუხი ისედაც გასაგებია. როცა მკოცნიდი და ძალით მეპოტინებოდი იქ რომ ალექსანდრე იდგა იცოდი? -დაიჭირეს რახან ღირსი იყო მე არაფერ შუაში ვარ და მითუმეტეს არც ვახტანგი- ნერვები დაებერა აბაშიძეს,თვალები კი ჩაწითლებოდა-მე რავიცი ეგ ს*რი სად იყო, არც მაინტერესებდა. ვიცოდი,რომ ჩვენ შორის უფრო ძლიერი გაიმარჯვებდა და ასეც მოხდა -რას გაიმარჯვებდა-ნენე ბრაზისგან სულ გაწითლდა- ერეკლე პრიზი ვარ რამე? თუ ადამიანი რომელიც უნდა გიყვარდეს და აფასებდე -არ იცი რომ მიყვარხარ და გაფასებ?-ხელზე მოუჭირა ბიჭმა ხელი -გამიშვი მტკივა -ალექსანდრესავით რომ მიმეგდე იქნებ უფრო დაგეფასებინე-ბიჭს თვალები ამღვრეოდა ნენემ მთელი ძალით გააწნა ბიჭს სილა -ხელი გამიშვითქო გაგაფრთხილე ამ დროს ოთახში მარიტა და დათო შემოვიდნენ, მეჯვარეები. ერეკლე ადამიანის სახეს დაუბრუნდა და ნენესაც ხელი გაუშვა. მარიტას თვალებში შიში ჩასდგომოდა -დავაგვიანებთ უნდა გაემზადო-გაიყვანა ნენე გაკვირვებული უყურებდა სანახაობას დათოც ნენეს ხელი გაწითლებოდა. კაბის ჩაცმაში მიეხმარნენ. ლამაზი იყო,მაგრამ ისეთი არა როგორი ლამაზებიც პატარძლები არიან,მათ ხომ მთავარ საკმაულად დასდევთ ბედნიერი და სიყვარულით სავსე თვალები,რაც ნენეს არ ჰქონდა. თავისივე ანარეკლს თვალი აარიდა გოგომ მარინას ცრემლები წასკდა -დეე, არ ხარ არაფრის ვალდებული,მთავარია შენ იყო კარგად და ეშველება ყველაფერს. თუ არ გინდა ეს ნაბიჯი არ გადადგა ნენეკო-მოეხვია ქალი -მარტო დამტოვეთ ცოტახანი-გადახედა დედას და მარიტას ამ დროს ტელეფონი ახმაურდა -ნენე ჩამოდი საქმე მაქვს -სანი ქორწილი მაქვს. დამანებებ თავს თუ არა? -არა. ჩამო მიდი გელოდები ან მე შემოვალ -სად შემოხვალ გაგიჟდი? -5 წუთით გთხოვ მარიტას დაუბარა არ შემამჩნიონ აქ რომ არ ვარო და ჩუმად დაიძრა მთავარი კარიბჭისკენ. ბიჭი მანქანას მიყრდნობოდა,ტილოს პერანგი ამშვენებდა. -აქ რას აკეთებ სანი?-სერიოზული სახით ჰკითხა ნენემ -გიტაცებ-გაიღიმა ბიჭმა -ალექსანდრე -ამ კაცს ცოლად არ გაყვები ნენე, ჩაჯექი მანქანაში-მკაცრი იყო ახვლედიანი -სანი-თვალები ცრემლებით ჰქონდა ავსებული გოგოს -ერთხელ გაგიშვი ნენეკო,მეორედ მაგ შეცდომას არ გავიმეორებ,გთხოვ ჩაჯექი მანქანაში- თხოვნაზე გადავიდა ბიჭი -სანი არ გესმის, არ შემიძლია -შეგიძლია ნენეკო, რის გამო სწირავ თავს? ჩემს გამო? ოჯახის გამო? -გთხოვ სანი შეწყვიტე -ნენეკო დაგიცავ შენც და შენს ოჯახსაც,ოღონდ შენ ჩემს გვერდით იყავი და შეუძლებელს შევძლებ -სანი მეშინია -ვისი აბაშიძესი?? ეგ ვერ მოერევა ჩვენს სიყვარულს, სიყვარული თუ ნამდვილია ბოროტება ვერ ერევაო ასე მასწავლა მაიკომ,გთხოვ ჩაჯექი და მოვერიოთ ყველა ბოროტებას ეზოდან ხმაური მოისმა, ნენე წამის მეასედში ჩახტა მანქანაში, მანქანამ ქუჩა მთელი სისწრაფით დატოვა, გზას ბორბლების კვალი ემჩნეოდა. თავი წაიქცია თინათინმა, ერთი მოთქმა-გოდება ატყდა სანათესაოში, აბაშიძე ,გამწარებული, მოკვლით იმუქრებოდა მთელ ქალაქში გავრცელდა ამბავი აბაშიძის საცოლე ქორწილიდან თავის პირველ სიყვარულთან ერთად ალექსანდრე ყიფიანთან ერთად გაიპარაო. იმავე საღამოს დაიწერეს ჯვარი სვანეთის ტაძარში. მეჯვარეების ამპლუაში მარიტა და დაჩი იყვნენ წარმოდგენილები. ალექსანდრეს ბებია-ბაბუა, მაიკო და ნენეს დედ-მამაც ჩამოსულიყვნენ. ჭირსა და ლხინში ერთად ყოფნას შეჰპირდა წყვილი ერთმანეთს და აკოცეს მთელი ძალით,მთელი სიყვარულითა და მონატრებით. ლამაზი სანახაობა იყო,კინოებში და ზღაპრებში ,რომ გინახავთ მასეთი. ნენე ულამაზესი პატარძალი იყო, თვალებში სიხარულისა და სიყვარულის ნაპერწკალი ჩასდგომოდა.ალექსანდრე თვალს არ აშორებდა გოგოს, უყურებდა და თავადაც არ ეჯერა თავისი აუხდენელი ოცნების ახდენის. დიდი სუფრა გაშალეს.წყვილის მეგობრებმა თავი ალექსანდრეს სოფელში მოიყარეს. მოერთოთ ეზო ულამაზესად. ბრწყინავდა ნეფეც და დედოფალიც. ყველა ბედნიერი იყო. ხალხი ერთმანეთში ირეოდა და ცეკვავდა. -შენი აზრით პირველ სიყვარულზე რასაც ამბობენ მართალია?-კითხა ტიტემ ბიჭს თან ხალხში მოცეკვავე მარიტას მისჩერებოდა -რაო ტიტე რას ამბობენ?-ჩაეღიმა ალექსანდრეს -ვერასდროს ივიწყებენ და სულ უყვართო -ხო ჩემ შემთხვევაში მართალია. და შენში?-იღიმოდა ბიჭი -რა ჩემში-დაიბნა ტიტე -ისევ ვერ დაივიწყე მარიტათქო? მაგას გეკითხებოდი-იღიმოდა ყიფიანი,სახე აელეწა ტიტეს -რა მარიტა?სანდრო -ხო ტიტე მარიტა, მარიტა ,ჩვენი მარიტა -რას მჭორავთ ალექსანდრიუსს-მარიტა მიუახლოვდა ბიჭებს -რა და თქვენ ქორწილში შალახო უნდა ვიცეკვო მარიტუსსთქოო-თმა აუჩეჩა გოგოს და მარტო დატოვა წყვილი . უსამართლობა ვერასდროს გაიმარჯვებს. ვახტანგის და ერეკლეს შავი საქმეები სააშკარაოზე გამოვიდა.ბიზნესი თავზე ჩამოემხოთ. გირაოს-გირაოზე გადახდა მოუწიათ და ციხეშიც ამოყვეს თავი. როგორც იქნა წყვილს თავი დაანებეს. . ნენე და ალექსანდრე ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, თავისივე აშენებულ და გარემონტებულ სიყვარულით სავსე სახლში. ჭეშმარიტ სიყვარულს ვერავინ გადაეღობება გზად. თუ ადამიანი შენი ადამიანია,აუცილებლად იპოვით ერთმანეთთან დასაბრუნებელ გზას. ასეა,ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია. . 4 წლის შემდეგ: ნენე უკვე ძვლივს დადიოდა, 7 თვის ორსული იყო გოგო. უფრო გალამაზებულიყო.ორსულ ქალზე ლამაზი ხომ ქვეყნად არავინაა. -ნინი მამას მოკიდე ხელი არ წაიქცე-პატარა თვალებბრიალა გოგომ, დაუჯერა დედას და ალექსანდრეს მიეკრო, ბიჭმაც ერთი ხელის მოსმით ხელში აიყვანა შვილი. ნინიმ ტიტე დაინახა თუ არა გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია. -ნათლია, მე ხომ შენი მეჯვარე ვარ?-ატიტინდა გოგო -აბა რა ხარ ჩემო პრინცესა-აკოცა გოგოს ბიჭი კლასიკურ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილიყო,გვერდს კი თეთრ კაბაში გამოწყობილი მარიტა უმშვენებდა. -ხომ გითხარი მარიტუსს, თქვენ ქორწილში შალახო უნდა ვიცეკვოთქო- თავზე აკოცა ალექსანდრემ პატარძალს. -მეტი არ მინდა არ გიცეკვია ალექსანდრიუსს-გაიცინა გოგომ სიტყვა სიტყვაა. შალახო იცეკვეს ალექსანდრემ და დაჩიმ. კვდებოდნენ სიცილით ამის შემყურე მეგობრები. -აბა ამ ჭიქით პირველ სიყვარულს გაუმარჯოსს-თვალი ჩაუკრა ტიტემ ალექსანდრეს და ბოლომდე გამოცალეს ბიჭებმა სასმელი მაგიდას დაჩი მიუახლოვდა -ბავშვებო შეყვარებული ვარ-გაღიმებული მარიტას ბიძაშვილს გაჰყურებდა ბიჭი . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.