ბატონი შეშლილი *4*
- მინდა რომ გაკოცო, თუ ჩათვლი რომ ზედმეტი მომივიდა შეგიძლია სილა გამაწნა. ხოლო თუ ამას არ გააკეთებ ჩავთვლი რომ მოგწონვარ-რამის თქმას ვერც კი ვასწრებ ისე მპარავს პირველ კოცნას და საჭმლის ნაცვლად აგემოვნებს ჩემს ბაგეებს. -ეს არ შეიძლება ეს შეცდომაა-ვშორდები ძლივს ველევი მის ბაგეებს და სამზარეულოდან გავდივარ -საკუთარ თავს რატომ ებრძვი?-მომყვება ნაბიჯ-ნაბიჯ -არ მინდა გული მეტკინოს, არ მინდა ოცნების კოშების აგება და მერე ამ კოშკების ნანგრევებში ხეტიალი, მეშინია რომ გულს თუ გაგიხსნი მეტკინება -იმაზე ფიქრი რაც არც კი შეიძლება მოხდეს ზედმეტი თავისტკივილია, გირჩევნია სინანული გტანჯავდეს ამიტომ არ მიღებ გულის კარებს არა -ასე არაა -ბარბარე ვერ გეტყვი მომავალში რა იქნება მაგრამ შემიძლია დღევანდელ დღეზე გელაპარაკო, იცი შენს მიმართ რას ვგრძნობ, ვერ დაგპირდები რომ ოცნების კოშებს აგიგებ მაგრამ გავაკეთებ ყველაფერს რომ შენი სახიდან არასდროს გაქრეს ღიმილი რომელმაც თავბრუ დამახვია და რომელიც ასე ძალიან მიყვარს. -მეშინია-ძლივს ამოვთქვი ერთი სიტყვა -უფლებას თუ მომცემ შენს ყველა შიშს გავაქრობ -არც კი ვიცი ვინ ხარ -მთელი ცხოვრება გაქვს წინ ჩემს გასაცნობად -არც შენ იცი როგორია ადამიანი ვარ -კარგად არ გიცნობ და უკვე რას მიშვრები, რომ გაგიცნობ ალბათ საერთოდ შევიშლები -წინასწარ ვერ განსაზღვრავ რა მოხდება -გადაწყვიტე რას ირჩევ -მაქვს კი არჩევის უფლება -კი, აირჩიე, ან მე ვიქნები შენი ცხოვრების მეგზური, ან შენ იქნები ჩემი ცხოვრების მეგზური -მეტი არჩევანი არაა -მხოლოდ ეს ორი -არ მინდა ერთის არჩევა, მე ორივე მინდა -მართლა, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ერთად ვართ?- ვხედავ როგორ უფართოვდება გაოცებისგან თვალები, შემდეგ კი მის სახეზე ჩნდება ღიმილი რომელიც აქამდე არ მინახავს. -კი ერთად...-წინადადების დასრულებას არც კი მაცლის ისე ვექცევი მის მკლავებში -ვერც კი წარმოიდგენ ახლა ჩემს გულში რა ხდება -სამაგიოროდ მისი ხმა მესმის-ვამბობ და მის აჩქარებულ გულისცემას ყურს ვუგდებ -რას გეუბნება გიორგის ძალიან უყვარხარო -არა ასე ჩახუტებას თუ გააგრძელებს შეიძლება დაიხრჩოო -მიხარია რომ შენს ცხოვრებაში შემომიშვი. -მეც მიხარია -მიყვარხარ-მეუბნება და აწ უკვე მეორედ ეტანება ჩემს ტუჩებს -წამოდი ვჭამოთ თორემ გაცივდა საჭმელი -ახლა მაინც აღიარებ რომ ჩემთვის მოამზადე -ნწ არა ტეფტელები მართლაც შესანიშნავი გამოვიდა. მაგიდა ავალაგეთ გიორგი ჭურჭლის რეცხვაში მეხმარებოდა და მართლაც რომ იმ მომენტში ოჯახს ვგავდით. საოცარია როგორ შეუძლია ერთი შეხედვით უბრალო გრძნობას საერთოდ აგრიოს და სხვა მიმართულებით წაგიყვანოს, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი ვინ იყო რას საქმიანობდა მომავალში რა იქნებოდა, იმ წამს როდესაც მითხრა გავხდებოდი თუ არა მისი ჩხოვრების თანამგზავრი გონებაში ფიქრმა გამიელვა „მინდა ჩემი ერქვას“ ეს ფიქრი ვერ მოვიშორე. ფიქრიდან სურვილი გაჩნდა და შემდეგ რაც მოხდა კი მოგეხსენებათ. ხანდახან საჭიროა რომ გარისკო რომ მთელი ცხოვრება სანანებელი არ დაგრჩეს შიშის გამო ნათქვამი უარი. -ბარბარე შეიძლება შენს გვერდით დავიძინო? -რატომ -დივანი ძალიან არაკომფორტულია კისერი მტკივა -არამგონია კარგი აზრი იყოს -გპირდები არაფერს არ გავაკეთებ, მხოლოდ დავიძინებ -კარგი - წავალ შხაპს მივიღებ არვიცი რატომ მივეცი ჩემს გვერდით დაწოლის უფლება, ტანსაცმელი გამოვიცვალე თბილი პიჟამა მოვირგე და დასაძინებლად დავწელი. აბაზანის კარის გაღების ხმა რომ გავიგე თვალები დავხუჭე და საერტოდ გავინაბე მემგონი სუნთქვაც კი დამავიწყდა. გავიგე როგორ გააღო ოთახის კარი ნაბიჯების ხმა ნერნელა უფრო მკვეთი ხდებოდა, ჩაცინების ხმაც კი გავიგე. ჩემს გვერდით იკავებს ადგილს. -შეგიძლია ისუნთქო ვიცი რომ არ გძინავს-ამბობს და იცინის. მაინც არ ვტყდები. ვგრძნო როგორ მიცურებს მარცხენა ხელს წელთან და თავისკენ მიზიდავს შემდეგ კი იგივე ხელი ითავსებს ბალიშის ფუნქციას -რას აკეთებ -ჩშშ უბრალოდ ვიძინებ-მიჩუქჩულებს ყურთან და ახლა უკვე მარჯვენა ხელს აცურებს ჩემს მუცელზე -ასე ვერ დავიძინებ -უბრალოდ დამშვიდდი და შეწყვიტე რაღაცრაღაცეების გონებაში წარმოდგენა -არაფერსაც არ წარმოვიდგენ და საერთოდ ყოველთვის ასე გძინავს -კი მაისურის გარეშე მიყვარს ძილი -შეგიძლია ჩაიცვა -რატომ -ვიძინებ-არ ვიცი როგორ მოცახერხე დამშიდება მაგრამ საბოლოოდ ჩამეძინა კიდეც. დილით ხმაური მაღვიძებს, თავიდან თვალის გახელა არც კი მინდოდა მაგრამ ნელნელა გონს რომ მოვედი და ტვინმა ჩემი მშობლების ხმა ამოიცნო მაშინ ვიკადრე თვალების გახელა. გიორგის გაღვიძება დავიწყე და ალბათ გულიც კი გავუხეთქე ისეთი სახე ჰქონდა -რა ხდება ბარბარე -ჩემი მშობლები დაბრუნდნენ -მერე რაა-ცდილობს ძილის შებრუნებას -გიორგი ჩემი მშობლები დაბრუნდნენთქო ახლავე უნდა ადგე და ჩაიცვა -კარგი რა -აქ რომ დაგინახონ არც კი მინდა წარმოვიდგინო რა მოხდება -მე დაველაპარაკები -გიორგი ახლავე ადექი და ჩაიცვი მე კი გარეთ გავალ- ვამბობ და საწოლიდნ ვდგები, პიჟამოებით გავდივარ გარეთ - დედა, მამა, როდის მოხვედით -ახლახანს გაგაღვიძეთ ხომ -სულაც არა, ასე მალე რატომ დაბრუნდით -მამაშენს საქმე გამოუჩნდა და მოგვიწია დაბრუნება მგონი არ გაგიხარდა -რას ამბობბ ძალიან მომენატრეთ-ვეუბნები და ორივეს ვეხუტები -ჩვენც ძალიან მოგვენატე ჩემო პრინცესა-მეფერება მამაჩემი -დღეს უნივერსიტეტში არ მიდიხარ -კი, წავალ მოვემზადები -მიდი ოთახში შევდივარ გიორგი უკვე ჩაცმული მხვდება. -უნდა გამოვიცვალო შეტრიალდი -კარგი. ტანსაცმელს მალევე ვიცვლი -მოვრჩი - შემიძლია გარეთ გავიდე და შენს მშობლებს დაველაპარაკო - ამის უფლებას ვერ მოგცემ, აქედან ისე უნდა გახვიდე რომ არავინ დაგინახოს -შემოსასვლელში ჩემი ფეხსაცმელები აწყვია და იმედია არ დაუნახავთ- ვხედავ რომ ერთობა სიტუაციით -ვეცდები ჩემი მშობლები მათ ოთახში შევიყვანო შენ კი უნდა მოასწრო წასვლა, ამ ერთხელ გააკეთე რასაც გეუბნები კარგი -კარგი -დე ბარგის ამოლაგებაში მოგეხმარები-ვეუბნები ოთახიდან გასული დედაჩემს -უნივერსიტეტში არ გაგვიანდება -ჯერ კიდევ მაქვს დრო, მამა ბარგს ოთახში შეგვატანინებ -რათქმაუნდა. ყველანი ოთახში შევდივართ და იმედი მაქვს რომ გიორგი გასვლას მოასწრებს -მამა რა საქმე გამოგიჩნდა-ვეკითხები მაშინვე როგორც კი ვამჩნევ რომ გარეთ გასვლას აპირებს - კომპანიიდან დამირეკეს საბუთწბი მაქვს სასწრაფოდ ჩასაბარებელი -ჩემო ძვირფასო მამიკო აბა რა წამომიღეთ, რა მიყიდეთ-ვეუბნები და კისერზე ვეკიდები -ვერაფრის ყიდვა ვერ მოვასწარით მოულოდნელად მოგვიხდა წამოსვლა -არაუშავს შემდეგში იყოს მაგრამ ერთი საჩუქრით ვერ დაიძვრენთ თავს -აპროცენტებ არა -რათქმაუნდა -ბანკზე უარესი ხარ, რა ხმა იყო - ამბობს მამაჩემი -მე არაფერი გამიგია-ვიშტერებ თავს - რაღაც ხმა გავიგე -ჩემს ოთახში ფანჯარა დავტოვე ღია ალბათ რამე გადმოაგდო -წადი ნახე -კარგი-გარეთ გავდივარ და კარებთან მდგომ გიირგის ვხედავ -ბოდიში შემთხვევით მოვხვდი-სკამზე მიმანიშნებს -არაუშავს -ქვევით დაგელოდები-ამბობს და მიდის. - რა გადმოვარდა-მეკითხება ოთახიდან ახლახანს გამოსული მამაჩემი -ჩემი სუნამო -კარებთან რატომ დგახარ -მაგვიანდება უნდა წავიდე - კარგი, წარმატებული დღე -მადლობა მა ბინიდან გავდივარ და ლიფტთან მდგომ გიორგის ვხედავ -ველოდები - კინაღამ მოვკვდი -ციხიდან უფრო მარტივად გაიქცევა კაცი ვიდრე შენი სახლიდან -ხუმრობის ხასიათზე ყოფილხარ -უნივერსიტეტში გაგიყვან -კარგი ოღონდ ჯერ აქედან გავიდეთ- ვეუბნები და ლიფტში შევდივარ გიორგი უნივერსიტეტამდე მაცილებს მანქანიდან გადმოსულს არ გამომპარვია ლიკას დაჟინებული მზერა სახეზე ეწერა თუ ყველაფერს არ მოვუყვებოდი მომკლავდა და გვამს ისე გადამალავდა ეფბიაიც კი ვერ მიაგნებდა. -ყველაფერს დეტალურად თუ არ მომიყვები გონებაში უკვე ოცი შესაძლო ვარიანტი მაქვს რასაც გავაკეთებ -მოგიყვები რა გაინტერესებს - ვინ მოგიყვანა -შეყვარებულმა-ვპასუხობ უტუფრად -შეყვარებული გყავს და ამას ახლა ვიგებ-ყვირის ხმამაღლა და ყველა ჩვენ გვიყურებს - დამშვიდდი ყველა ჩვენ გვიყურებს -კარგი რამდენი ხანია რაც შეყვარებული გყავს -რამოდენიმე საათია -კარგი მაშინ გპატიობ, ვინაა ვიცნობ -გიორგი ბერიძე, მეტი მის შესახებ მეც არაფერი ვიცი -მოიცადე-ამბობს ლიკა და ტელეფონში რაღაცას ეძებს -ეს არის?-მეკითხება და გიორგის ფოტოს მაჩვენებს -კი ეგაა -შანსი არაა! -ლიკა იცნობ მას? -მე კი არა მგონი მთელი ბათუმი იცნობს-ამბობს და უხერხულად იშმუშნება -ლიკა რამეს მიმალავ -არვიცი უნდა გითხრა თუ არა -ლიკა გისმენ -მასზე ამბობენ რომ ძალიან საშიში ადამიანია - ხალხი ბევრ რამეს ამბობს უყვართ ზღაპრების შეთხზვა -მამამისი ზაზა ბერიძე კანონიერი ქურდია ქვეყნიდანაა გაქცეული -ლიკა ალბათ რაღაც გეშლება -არაფერი არ მეშლება, ვიცი შეიძლება გული გეტკინოს, მაგრამ ჩემი მეგობარი ხარ არმინდა ცუდად იყო, იმასაც ამბობენ რომ მოთამაშეა, ყოველ კვირაში ახალი ქალი ჰყავს, სერიოზულ ურთიერთობას არავისთან იჭერს, ორჯერ ერთ ქალთანაც კი არ აქვს სე*სი. -აღარ მინდა რამის მოსმენა -მომისმინე მასთან ძალიან თუ არ შეგიტოპავს ჯობია ახლავე დაშორდე -ლიკა რას ამბობ -შეგიყვარდა არა? კი ასეა -გულს ვერ უბრძანებ ვინ შეიყვაროს და ვინ არა -გეთამაშება ვერ ხვდები, მისი მორიგი სათამაშო გინდა იყო, რომელსაც გამოიყენებს და გადააგდებს. -ასე არ მოხდება- თვალები ცრემლებით მევსება -არც მე მინდა რომ მოხდეს, მინდა რომ ბედნიერი იყო. მინდა რომ მას მართლა უყვარდე, მინდა მჯეროდეს რომ რასაც ამბობენ ტყუილია, ან გამოსწორდა შეხედულებები შეეცვალა მაგრამ -მე მჯერა მისი სიტყვების, ვერ მომატყუებდა, არ მომატყუებდა, არ მაინტერესებს ხალხი რას ამბობს მასზე, ან მათთვის როგორი ადამიანია ის, ჩემი გიორგი განსხვავდება შენი აღწერილისგან. -კარგი დამშვიდდი, მე შენს გვერდით ვარ, ეს არ დაგავიწყდეს. ყველაფერზე დაფიქრდი და აწონ დაწონე. ვიცი გულს გიკლავს ის რაც მოისმინე მაგრამ უნდა მეთქვა. ბოდიში რომ მოლოცვის ნაცვლად ასეთი რაღაცეები გითხარი საუბარი აღარ გაგვიგრძელებია ცრემლები შევიმშრალე და აუდიტორიაში შევედით, იმ დღეს ალბათ ლექტორების ნათქვამი არცერთი სიტყვა არ გამიგია, სახლშიც გზა აბნეულივით დავბრუნდი და საწოლს ჩავეხუტე, ტირილი მინდოდა მინდოდა ყველაფერი გამომეტირა და მათ შორის ჩემი საუკუნოვანი გულუბრყვილობაც. ლეპტოპი ჩავრთე და სოციალურ ქსელში მასზე ინფორმაციის მოძიება დავიწყე. ბევრი ვერაფერი ვიპოვე. ვიცოდი რომ ლიკას სიტყვები სიმართლე იყო მაგრამ ამის მიღება არ მინდოდა, არ მინდოდა დამეჯერებინა რომ გიორგი ჩემით ერთობა და ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ აკეთებს რომ საწოლში შემიტყუოს, ეს ყველაფერი გულს მიკლავს. სიმართლეზე მტკივნეული ალბათ მისი მიღებაა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარის ხმას გამოვყავარ -გისმენ -როგორ ხარ პატარავ-მესმის გიორგის თბილი ხმა, ტირილი მივარდება-ბარბარე რა ხდება, შენ რა ტირი? -არაფერი -როგორ თუ არაფერი ფაქტია რომ ტირი -არ ვტირი -გინდა გამაგიჟო, სად ხარ ახლავე მოვალ -არ მინდა, არ მოხვიდე -კარგი თუ არ გინდა არ მოვალ, უბრალოდ ის მაინც მითხარი რატომ ტირი -ყველაფერი შენი ბრალია- ყურმილს ვკიდებ და ტელეფონის ნომერს შავ სიაში ვაგდებ. ***************** ესეც ახალი თავი<3 <3 იმედია ძალიან არ გალოდინეთ <3 ველი თქვენს შეფასებებს <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.