შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(8)


2-02-2025, 20:35
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 286

დარბაზში, მშვიდი მუსიკა უკრავდა გოგონა მაგიდას მიუჯდა და კითხვა დაიწყო, მალე მიმტანმა ფინჯანით ყავა მიუტანა.
– ამ წიგნზე რას მეტყვით?-ჰკითხა გოგოს.
– რა წიგნია?- უთხრა და წიგნის ყდას დახედა.- აა, უბის წიგნაკი.. შესანიშნავი წიგნია, ქალბატონო.- ღიმილით უპასუხა.
– კარგი, მადლობა.- უთხრა და კითხვა გააგრძელა, მართლაც, რომ შესანიშნავი წიგნი აღმოჩნდა, იმდენად ჩაითრია, რომ თვალს ვერ წყვეტდა კითხვას.
პერიოდულად ყავას მიირთმევდა და ძალიან ლამაზი კადრი შეიქმნებოდა ფოტოგრაფისთვის.
დრო ისე გაეპარა კითხვაში, რომ ვერც კი შენიშნა. წიგნის და ყავის ფული გადაიხადა და ის იყო, გასვლას აპირებდა, რომ კარებში კვიციანს შეეფეთა და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა.
გაოცებული დაჰყურებდა გოგოს ზემოდან და თვალს არ აშორებდა.
– შენ აქ რას აკეთებ?- შეუღრინა გოგომ.
– თავად რას აკეთებ აქ ეს ჩემი ადგილია, ყოველთვის, როდესაც განმარტოება და ფიქრი მჭირდება აქ მოვდივარ ხოლმე.
– ეს რომ მცოდნოდა, აქ ფეხსაც კი არ შემოვადგავდი.- მიაძახა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გარეთ, კვიციანი კი უკან აედევნა.
– მოიცადე!- გასძახა გოგონა კი შეჩერდა და მისკენ შებრუნდა.
– რა გინდა?!- გაღიზიანებულმა კითხა.
– კარგი, არაფერი დაივიწყე.
– დამცინი?! ჯერ მაჩერებ და მერე ამბობ დავივიწყო.- ნერვებ მოშლილმა კითხა.
– და რომ გითხრა რა აზრი აქვს მაინც არ მომისენ ასე, რომ არაფერი.
– ვერ გიტან კვიციანოო! და იცი რა სულ ცოტაღა დარჩა და მაგ იდიოტურ ღიმილს სახიდან ჩამოგხსნი დაიმახაოვრე.
კვიციანმა გაოცების ნიშნად წარბები ზევით აზიდა და მას მიუახლოვდა.
– მართლა? საიდანღაც ეს ფრაზები მეცნობა..- ჩაფიქრებულის იმიტაცია გააკეთა.– აა, ხო ეს შენ მითხარი სასამართლოს წინ, რომ ჩემს სიამაყეს დაამსხვრევდი, მაგრამ როგორც ვხედავთ, არაფერი გამოგივიდა.
– შენ მე კარგად არ მიცნობ და არ იცი რაზე ვარ წამსვლელი, თუმცა არაუშავს ძალიან მალე გაიგებ.- მიახალა შემდეგ ტაქსი გამოიძახა და წავიდა.


ტაქსში იჯდა სევდა მორეული თვალებზე მლაშე ცრემლები აწვებოდა, თუმცა არ ტიროდა, ის რის გამოც ასე ეშინოდა სამშობლოში დაბრუნება და მივიწყებული გრძნობების გამოღვიძება არ უნდოდა.
და მაინც რა ელით ამ ორ დაკარგულ ადამიანს, მომავალში და როდემდე დაიტანჯებოდნენ არც ერთი იყო ისეთი ძლიერი როგორადაც თავს აჩვენებს და არც მეორეა უგულო, უბრალოდ ცუდ დროს შეხვდნენ ერთმანეთს და ერთმანეთთან მათი ახლობლების წარსული აკავშირებდათ, უფრო სწორედ კი ნოდარის ჩადენილი სისასტიკე, რომელმაც ახალგაზრდა გოგონა შეაცდინა, თუმცა გოგონამ ამ ტვირთს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, სწორედ ეს გახდა შურისძიების მიზეზი, კვიციანი მაშინ ძალიან ახალგაზრდა და იმპულსური გახლდათ, ამ ამბავს დაემატა მეორე ტრაგედია და დედა შვილის დარდს გადაჰყვა ამან საერთოდ ბოლო მოუღო და გაანადგურა ბიჭის ფსიქიკა, როდესაც ეს მოხდა სულ რაღაც 13,14 ის იყო, ამ ამბების შემდეგ საკუთარ თავში ჩაიკეტა მალულად კი, ნოდარ ნინიძიზე მოიძია ინფორმაცია, როდესაც შეიტყო, რომ მას მცირე წლოვანი ქალიშვილი ჰყავდა, მიზნად დაისახა და დაელოდა როდის მივიდოდა იმ ასაკამდე რომ გეგმა შეესრულებინა
ასეც მოხდა, გეგმა კი შეასრულა, თუმცა ამან შვება ვერ მიჰგვარა შურისძიება, როდია გამოსავალი, ანდა თუ მაინც არ იშლი რაღა სხვას ესხმი, თავს ვინც დააშავა იმას გაუსწოდი,მაგრამ კვიციანის გადმოსახედიდან ასე ჩანდა, თუ ნოდარის ქალიშვილს გაუბედურებდა ამით ისიც გამწარდებოდა, თუმცა ნოდარს შვილი საერთოდ არ ადარდებდა.

გოგონა თავის ძველი სახლის წინ იდგა და სევდიანი უყურებდა მიტოვებულ სახლს.
ბედნიერად არასდროს უცხოვრია აქ, რადგან ნოდარი გამუდმებით ატერორებდა ცოლ-შვილს ყოველ საღამოს ჩხუბობდა და ცოლს სცემდა ხოლმე ქალის გულმა ამდენ დარდს ვერ გაუძლო და გულმა დაარტყა დარჩა მარტოდ მარტო მამასთან, ბოლოს კი, როდესაც ეგონა, რომ ბედნიერება იპოვა, არც აქ გაუმართლა ამან სულ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა.
– უკაცრავად გოგონა, ვის ეძებთ?- მასთან მეზობელი მივიდა.
– თუ იცით ამ სახლში, ცხოვრობს კიდევ ვინმე?- ჩამწყდარი ხმით კითხა ქალს.
– არა, შვილო აქ ერთი ოჯახი ცხოვრობდა,თუმცა ამჯერად ეს სახლი ცარიელია...
– რატომ?
– ამ სახლის პატრონი ბატონი ნოდარი მას შემდეგ რაც მისი ქალიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა, გალოთდა, რის გამოც ყველაფერზე უარი თქვა და სადღაც გადაიხვეწა.
– გასაგებია ...
– და თქვენ, რატომ კითხულობთ?- იკითხა ქალმა, თუმცა გოგონამ ყურადღება არ მიაქცია და სახლის ეზოში შევიდა.
უმძიმდა იქ შესვლა, მაგრამ თავს ძალა დაატანა გასაღები მოარგო კარებს და შიგნით შევიდა.
მაშინვე ბოლო სცენა დაუდგა თვალწინ.

– მამაა!- დაიყვირა განასგურებულმა გოგონამ და ოთახში შევიდა. საშინლად გამოიყურებოდა, მართა თმები აბურდული თვალის უპები შეშუპებილი და ჩაწითლებული ჰქონდა.
– რა გჭირს რას გავხარ?- წამოიძახა კაცმა.
– მითხარი რა ჩაიდინე და რატომ უნდოდა თორნიკეს შენზე შური ეძია...
– ვინ თორნიკე რას ბოდავ!
– მე რას ვბოდავ?! არა, მითხარი რა გააკეთე ამისთანა, რომ შენი ცოდვების გამო მე დამსაჯა. ასე მითხრა, მამაშენს კითხე და გეტყვისო. გისმენ?
– ვინ არის თორნიკე, მე მას არ ვიცნობ...
– თორნიკე კვიციანი არ გეცნობა ეს სახელი?!- დაუყვირა. კაცი შეცბა ამის გაგებისას. კვიციანი ეს ხომ მისი ყოფილი სტაჟიორი იყო, რომელიც ერთ დღეს შეაცდინა. ახალგაზრდობიდანვე ავხორციანი და განდიდების მანიით შეპყრობილი კაცი გახლდათ ნოდარი ყველას ზემოდან დაჰყურება და არავის არაფრად აგდებდა, თუ ვინმეს დაადგავდა თვალს ყველაფერზე მიდოდა ის საბრალო გოგოც ასე პირუტყვივით შეაცდინა თავისივე კაბინეტში.
უყურებდა ყოველი სახლის კუთხეს და მასზე ცუდად მოქმედებდა. იმ სახლში გაჩერება. ბოლოს ვეღარ გაუძლო და გამოიქცა.



**

როდესაც თავს ცუდად გრძნობს ან მარტო ყოფნა. ყოველთვის ბაღში თავის მცენარეებთან ატარებდა დროს, ეს შეიძლება სხვისთვის წარმოუდგენელიც და უჩვეულეოც კი, იყოს მაგრამ კვიციანს თავისუფალი დროის გატარება სწორედ მცენარეებთან უყვარდა თითქოს მათ ესმით მისი გულის ნადების და უთანაგრძნობედნენ კიდეც, მცენარეების სიყვარული, დედამ ბავშვობოდან ასწავლა და ახლაც ამ ასაკშიც ფიქრობს, რომ როდესაც ყვავილებს უვლის დედამისია მია გვერდით.
ახლაც აუზთან იყო სადაც ბაღი ჰქონდა გაშენებული ხელში მცენარეების საჭრელი მაკრატელი ეკავა და მცენარეებს გამხმარ ტოტებს აშორებდა, ისე ფაქიზად და ნელა აკეთებდა, თითქოს ეშინოდა არ ეტკინა მისთვის, თუმცა გონებით სხვაგან იყო წასული. ჩაფიქრებული დასტრიალებდა მცენარეს. სახე კი ნელ-ნელა, ბრაზით ევსებოდა.
– დაიმახსოვრე ძალიან მალე მაგ თვით კმაყოფილ სახეს ჩამოგხსნი!!- გაახსენდა გოგონას სიტყვები გაბრაზებულმა მოისროლა, ქოთანი, რისგამოც ქოთანი დაიმსხვრა და იატაკზე მიმოიფანტა.
ისევ პირვლანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა და მრისხანებამ ერთიანად დაუარა მთელს სხეულში. ხელები მომუშტა.
– ეს არასდროს არ მოხდება, ვერავინ შეძლებს ჩემს დამარცხებას, არ დავუშვებ, რომ ის ტიპი ციხიდან გამოვიდეს. მე თორნიკე კვიციანი ვარ, დღემდე ვერავინ შეძლო ჩემი დამარცხება და ვერც ახლა შეძლებენ ამას.
სწრაფი ნაბიჯებით, გავიდა სახლიდან მაქნაში ჩაჯდა და განყოფილებაში მივიდა.

– გისმენთ ბატონო?- კარებში დაცვის ბიჭი შეეგება.
– პატიმარი ირაკლი ხუციშვილის ნახვა მინდა.- უპასუხა მოქუფრული სახით.
– ნახვის საათები ამოიწურა. ხვალ მობრძანდით.
– რაო, სად არის თქვენი უფროსი მისი ნახვა მინდა.- შეუღრინა.
– რა ხდება გიორგი, რა აურზაურია.- დერეფანში კომისარი გამოვიდა.
– ბატონო, ეს კაცი ჯიუტად მოითხოვს ხუციშვილის ნახვას.- მიუგო ბიჭმა.-
– რატომ არ გინდათ გაიგოთ რასაც გეუბნებიან სამუშაო სააათები დასრულდა, ხვალ მობრძანდით.
– ან ახლავე შემიშვებთ, მის სანახავად ან არადა ჰაერში აგწევთ სუ ყველას.
– რამდენს ბედავთ, ეს განყოფილებაა და არა გასარჩევი ადგილი. რადგან ასე მოითხოვ მის ნახვას, ახლავე მიგყავან არ არის პრობლემა. გიორგი, დაადე ამ თავხედს ბორკილები და ჩასვი კამერაში. - გასცა ბრძანება ბიჭმა მაშინვე დაადო ბორკილები.
– რას აკეთებთ, თქვენ არ იცით ვისთან გაქვთ საქმე!
_ ვინც არ უნდა იყო არ გაქვს უფლება, შემოიჭრა,განყოფილებაში და აურზაური ატეხო. წაიყვანე და რადგან ასე ითხოვს მის ნახვას, მის საკანში ჩასვი.
კვიციანი, ირაკლის საკანთან მიიყვანეს შემდეგ კი, დაცვის ბიჭმა შიგნით შეაგდო.
_ ამას ასე არ დავტოვებ, დაიმახსოვრეთ.- დაუყვირა.
_ ჭკვიანად იყავით აქ და არ დახოცოთ ერთმანეთი.- გააფრთხილა და წავიდა.
უკან შებრუნებულს ირაკლი დაინახა, რომელიც მშვიდად იჯდა და უყურებდა მას.
– რაო, ბატონო ისე ძალიან მოგენატრე, რომ განყოგილებაში აურზაური ატეხე?- წარბების აზიდვით კითხა.
– აქ იმის სათქმელად მოვედი,რომ მეთქვა, ჯობია, აღიარო შენი დანაშაული, რადგან არაფერი გამოგივათ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში ამოგალპო. პირადად ვიზეუნებ ამაზე.
– არ დაიღალე ამის გამეორებით, რაც გინდა ის ქენი მე შენი არ მეშინია და მალე აქედანაც გავალ.- ეშმაკურად უელავდა თვალები და თან მართას შარფს ათამაშებდა ხელებში.
– ეს რა შარფია, ქალური გადახრები ხომ არ გაქვს შემთხვევით.- ცინიკურად უთხრა.
– ეს მართას შარფია..- ამის თქმა იყო და მაშინვე გამოგლიჯა ხელიდან.- რას აკეთებ გაგიჟდი, ახლავე დამიბრუნე.
– საიდან მოხვდა ეს შარფი, შენთან?
– ჩემთან ვიზიტის დროს დაუვარდა და მე შევინახე.
– ახლა, კარგად მომისმინე არ გაბედო და აზრადაც კი არ გაივლო, რომ მას დაუახლოვდე.- კბილებში გამოსცრა.
– ვითომ რატომ?
_ იმიტომ რომ მე მინდა ასე.
_ მოდი იცი რას გეტყვი, შენ ნამდვილად არ შეგეკითხები, მას დავუახლოვდები,თუ არა მე ის პირველივე დანახვისთანავე მომეწონა და დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ, მარტო იმოტომ, რომ შენ გინდა ასე.
– იცოდე მე გაგაფრთხილე, ის შენი მხოლოდ ადვოკატია, რომელიც მალე აღარ იქნება.- შეუღრინა.
– ვერ გავიგე, შენ რატომ გადარდებს ის რომ მე მართა, მომწონს, ის შენი არავინ არის..
– როგორ არ არ…- თავისთვის ჩაილაპარაკა.( როგორ არა, ის ჩემია.)
ნერვებ მოშლილი ჩამოჯდა საწოლზე და წარბებშეჭმუხნულმა გახედა ირაკლის, ხვდებოდა, რომ ეს ადამიანი შეიძლება სერიოზული მეტოქე გახდეს და მართა წაართვას, თუმცა მას რა შეუძლია მთვარია მართას რა უნდა და ვის აირჩევს, ან რატომ უნდა მოუნდეს იმ ადამიანთან დაბრუნება ვინც ცხოვრება დაუნგრია.
თვალები დახუჭა და დღევანდელი კარდი დაუდგა თვალწინ როგორი ელეგანტური და დახვეწილი იყო, ძალიან შეცვალა რომმა, თუმცა ასეთი თავდაჯერებული და მტკიცე უფრო მოსწონდა.


ცხოვრება თავისდროზე არავის ინდობს იმდენად აუტანელი და გაუსაძლისია, რომ ყოველ ნაბიჯზე ტკივილს გვაყენებს ადამიანები იმპულსური არსებები ვართ და ცხელ გულზე შეიძლება ისეთი, რამ ჩავიდინოთ, რისგამოც შემდეგ ვიტანჯებით,
კვიციანი, რომ იმპუსური იყო ეს კარგად იცოდა,თუმცა წარსულმა თავისი კვალი დატოვა. უფროსი და მეორე ადამიანი იყო მის ცხოვრებაში ვინც დედის შემდეგ უყვარდა.
ყოველ ღამით ხედავდა იმ კოშმარს, თუ როგორ ჩამოიხრჩო თავი, მისმა დამ პატარა მოზარდი ბიჭისთვის ამის ხილვამ გაუნადგურა ფსიქიკა. თავის დის დაკრძალვაზე კი ფიცი დადო, რომ აუცილებლად იძიებდა შურს.
ის გზას აცდა და რეალობის აღთქმა დაკარგა,
ვეღარ ხვდებოდა რა იყო სწორი და რა არასწორი. გონება ბურუსით ჰქონდა მოცული.


29 სექტემბერი 2024 წელი.

დილით ადრე დაცვის პოლოციამ გისოსებზე დააბრახუნა და გააღვიძა,ორივე.
_ კვიციანი! შეგიძლია წახვიდე თავისუფალი ხარ.- დაუძახა.
– მადლობა ღმერთს.- წამოიძახა და გასასვლელისკენ წავიდა.- სასამართლოზე შევხვდებით.- მიაძახა და სახლში წავიდა.
დაღლილი მივიდა შინ და მაშინვე აბაზანაში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად. შემდეგ კარადიდან თეთრი ტილოს შარვალი იმავე სტილის მაისური და ნაცრისფწრი მოსაცმელი ამოიღო და ჩაიცვა, სამგზავრო ჩანთაში რამდენიმე ხელი ტანისსამოსი ჩაალაგა. სათვალეები მოირგო და ოთახიდან გავიდა.
– ლამარა დეიდა, რამდენიმე დღე მე არ ვიქნები .- გააფრთხილა ქალი
– ისევ მივლინებაში მიდიხარ?
– კი.- უპასუხა და გარეთ გავიდა.
ამჯერად თავისი შავი პიკაპის ჯიპი გამოიყვანა ჩანთა უკანა სავარძელზე მოათავსა საჭეს მიუჯდა და წავიდა.
საკმაოდ არეული იყო და აზრების დალაგება სჭირდებოდა, რადგან ბოლო პერიოდი იმდენი რამ გადახდა თავს ცოტა არ იყოს გაურკვევლობაში ჩავარდა.
სანამ წავიდოდა ქალაქიდან რატომღაც მოუნდა, ის პატარა გოგონა ენახა, ისევ რომელიც ასე იზიდავდა მასთან.
გზად ტკბილეული იყიდა და გოგონას სანახავად მივიდა.
ერთხანს მანქანაში იჯდა და ფიქრობდა მისულიყო, თუ არა ბოლოს მაინც გადაწყვიტა მისვლა. კარებთან შეჩერდა შემდეგ, კი ზარი დარეკა. მისგან გასაოცრად კარები, მართამ გააღო.
– შენ აქ რას აკეთებ?- გაოცებულმა კითხა.
– მე აქ ვცხვოვრობ და შენ რა გინდა აქ როგორ მომაგენი.
– მე..- წამოიძახა ხმამაღლა.
– აქ რისთვის მოხვედი? რა გინდა?
– მე არ ვიცოდი ეს შენი სახლი თუ იყო..
– აბა, რა გინდა აქ.
– დედა ვინ მოვიდა.- გაისმა ბავშვის ხმა და მალე მართას გვერდით პატარა გოგონამ მიირბინა.
ამის გაგებისას, თორნიკეს ელდა ეცა კი იცოდა რომ ეს ბავშვი მართას ვიღაც იყო, მაგრამ დედას გაგონებამ გონება დაუბინდა.
– დედა ეს ის ბიძიაა, რომ გეუბნეოდი.- წამოიძახა მხიარულად ბავშვმა.
– რაა?
– ხო, ეს ბიძია დამეხმარა და სახლამდე მომაცილა.
– შენ ოთახში დაბრუნდი!- მკაცრად უთხრა.
– დედა,ბიძიას ვნახავ.- გაიბუსხმა.
– ის შენი ბიძია არ არის არც კი იცნობ და გააკეთე რასაც გეუბნები. - პირველად დაელაპარაკა ასე მკაცრად ამიტომ, გულმოსული და ატირებული გაიქცა.
– გარეთ გავიდეთ!- უხეშად უთხრა და ეზოში გავიდნენ.
– რატომ დაელაპარაკე ბავშვს ასე?- კითხა გაღიზიანებულმა.
– როგორც მინდა ისე დაველაპარაკები შენ რა გინდა.
– მე რა მინდა? რას ნიშნავს ეს ყველაფერი ვინ არის ეს ბავშვი შენი და დედას რატომ გეძახის?!- დაუყვირა.
– ჩემი დისშვილია.- წამოიძახა.
– მართა,ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, რომ ტყუილი არ გეხერხება და შენ დაა არ გყავს ასე რომ სიმართლე მითხარი ეს ბავშვი, ჩემი შვილია ხო?
– რაა? შენი შვილი საიდან იქნება.
– ამ ბავშვის ასაკი ემთხვევა იმ დღეს როდესაც...
– აღარ გააგრძელო, ენი შენი შვილი არ არის, გასაგებია ის ჩემი გარდაცვლილი მეგობრის ქალიშვილია, რომელიც მე ჩამაბარა, მე გავზარდე ჯერ კიდევ თოთოობიდან ამიტომ მეძახის დედას.
– და იმაზე რას მეტყვი რომ მე მგავს?
– არაფრის ახსნას არ ვაპირებ, გთხოვ წადი აქედან და მეტი მის სიახლოვეს აღარ დაგინახო.
– რატომ გეშინია ასე მის სიახლოვეს ყოფნა. მართა, იცოდე თუ გავიგე, რომ ის ჩემი შვილია და დამიმალე, ამას ასე არ დავტოვებ, გასაგებია!- გააფრთხილა და წავიდა, სრულიად დაბნეული და არეული ეს ამბავი, ძალიან არ მოსწონდა, იქნებ მართლა მისი შვილი იყო და განგებ უმალავდა.

....

ესეც ახალი თავი, მეგობრებო ბოდიშით დაგვიანებისთვის, ვიცი თავი მოგაბეზრეთ, იმის განმეორებით, რომ დრო არ მაქვს და ასე შემდეგ მაგრამ მართლა ასეა,ვმუშაობ და ხან ჩემი თავისთვისაც კი არ მრჩება დრო, გარდა ამისა, პრობლემები მქონდა,როგორც უკვე გითხარით და ახლა და ახლა დავლაგდი ცოტა.რომ მცოდნოდა ასე აირეოდა ჩემთან ყველაფერი, ნამდვილად არ დავდებდი ჯერ.
მართლა ძალიან მაწუხებს ის, რომ ამდენს გალოდინებთ. დაპირებისამებრ გიტოვებთ ამ თავს.
და ძალიან გთხოვთ რასაც ვწერ სწორედ გაიგეთ, ნამდვილად არ ვიფასებ თავს და მკითხველს რომ პატივს ვცემ ამიტომ, მიწევს ყოველ თქვენს კითხვას ასე გავცე პასუხი.
თქვენ ვერც წარმოიდგენთ, მე როგორ განვიცდი ამას. ასე რომ გთხოვთ მოერიდოთ მსგავს რეპლიკებს, რადგან თქვენზე არანაკლებ მეც მინდა რომ ხშირად დავამატო თავები.
დიდი იმედი მაქვს სწორედ გამიგებთ, თუ არადა ნურც ნეგატიურს დაწერთ რამეს.

მიყვარხართ ყველა ვინც მომყვებით და ვეცდები ძალიან არ დავიგვიანო. ვიცი პატარაა, მაგრამ არც ის მინდოდა დიდხანს გეცადათ.



№1  offline წევრი La dolce vita

ეს ბოლოა, როდესაც თავის ბოლოს გიწერთ ამას. მეტი აღარ მოგაბეზრებთ თავს.:⁠-⁠D

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

წარმსტებებს გისურვებთ, გვესმის თქვენი, დაველოდებით გაგრძრლებას, ერთს გთხოვთ მარტო ძალიან დიდხანს არ გვალოდინოთ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

გელოდებით საინტერესოა

 


№4 სტუმარი სტუმარი ლელა

ძალიან კარგია და ძალიან მაინტერესებს გაგრძელება. მთავარია არ შეწყვიტო თორე მუზა მკითხველის ჭკუაზე და ნდომაზე არ მოდის.

 


№5 სტუმარი სტუმარი მზია

დაგელოდებით არაუშავს. თუ გიგვიანდებათ.მთავარია გააგრძელოთ და დაამთავროთ თქვენი მუზის შესაბამისად

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიაკო

წარმატებებს გისურვებთ, ძალიან გთხოვთ ასე არ დატოვოთ და დაამთავრეთ ისტორია როცა შეძლებთ, იმედია არ დაგვივიწყებთ

 


№7 სტუმარი ნია

შესანიშნავია სულ გელოდებით მადლობა

 


№8  offline წევრი La dolce vita

ყველას, ვერ ჩამოუვლიდი ამიტომ თუ ნახავთ, ჩემს კომენტარს ყველას ერთიანად დაგიწერთ.
მოკლედ ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარლებო და ტკბილებო, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, იმით რომ არიან მკითხველები ვისაც ჩემი მართლა ესმით და მგულშემმატკივრობენ, ძალიან განვიცდი მართლა, იმას რომ ვერც ხშირად და ვერც დიდ თავებს ვერ გთავაზობთ.
თუმცა ის არ იფიქროთ, რომ ამ ამბავს შუაგზაში მივატოვებ, ეინა თავში დავაკომენტარე, რომ საკმაოდ ვრცელი ამბავი, იქნება-თქო რა თქმა უნდა ეს არ არის ინდური სერიალივით, გაწელილი თავები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ წინ კიდევ ბევრი რამ აქვთ ჩვენს საყვარელ გმირებს გასავლელი ამიტომ ამას ვერ ჩავტებ რამდენიმე თავში.
არ ვაპირებ მიტოვებას, ეჭვიც არ შეგეპაროთ, ახლა იწყება საინტერესო და ცხელი თავები და ამიტომ მზად იყავით.
მიყვარხააართ ძალიან რომ შემეძლოს სათითაოდ ჩაგეხუტებოდით ყველას.❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ლიტა

ვერ გავიგე თორნიკეს დამ თავი თუ მოიკლა, როცა თორნიკე მოზარდი იყო და თორნიკემ იპოვა ჩამოკიდებული,, აბა ირაკლის რატომ აბრალებენ რომ მოკლა და მანქანის საბარგულში იპოვეს რამდენიმე თვის წინ? მეორე და ყავდა თუ ავტორს დაავიწყდა სიუჟეტი?

 


№10  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ლიტა
ვერ გავიგე თორნიკეს დამ თავი თუ მოიკლა, როცა თორნიკე მოზარდი იყო და თორნიკემ იპოვა ჩამოკიდებული,, აბა ირაკლის რატომ აბრალებენ რომ მოკლა და მანქანის საბარგულში იპოვეს რამდენიმე თვის წინ? მეორე და ყავდა თუ ავტორს დაავიწყდა სიუჟეტი?


ყურადღებით, უნდა წაიკითხოთ ამიტომ ყველა თავი.და გაურკვევლობაშიც არ ჩავარდებით.
სამი დედმამიშვილი იყვნენ, უფროსი და რომელიც თორნიკეზე ათი წლით დიდი იყო მერე მოდის თორნიკე და ბოლოს არის ყველაზე პატარა და.
ვინც თავი ჩამოიხრჩო, იყო უფროსი და ის ვინც მოკლეს პატარა დაა თორნიკესი და ორი სხვა და სხვა პიროვნებაა.
საბარგულში არ უპოვიათ მანქანის სალონში იპოვეს მძღოლის გვერდით
აი რამდენი აცდენა გაქვთ, ხომ ხედავთ, ეს ისტორია ცოტა ჩახლახრთულია და ამიტომ ყურადღებით უნდა წაიკითხოთ, რომ მიხვდეთ სიუჟეტს.

 


№11 სტუმარი სტუმარი მირანდა

როგორ გამიხარდა რო დაუხვდა ველოდები შემდეგ თავს წარმატებები

 


№12 სტუმარი Nino

Au axal tavs agar deb dade gtxov raa

 


№13  offline წევრი La dolce vita

Nino
Au axal tavs agar deb dade gtxov raa


მესმის გინდათ წაიკითხოთ,მაგრამ სამწუხაროდ მუზა, მე არ მეკითხება, როდის უნდა ვწერო, როდესაც მოვახერხებ ავტვირთავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent