დაცემა(სრულად)
ძალიან კი არ მსიამოვნებს ესეთი საუბრები, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა გითხრა პირდაპირ- უფროსმა გადაწყვიტა შენი სამსახურიდან გაშვება. ეს შენი ბრალია თუ ჩვენი არ ვიცი, უბრალოდ პროგრესს ვეღარ ვხედავდით, მოკლედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს... კარგი, გასაგებია. ნახვამდის. *** სახლში დაქანცული და გათოშილი მივედი. მიყვარს ზამთარი, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა თავს თბილად ვგრძნობ. -როგორ ხარ კურაი?- მეზობელი მომესალმა, ყოველთვის მეუხერხულება მასთან კომუნიკაცია, არ ვიცი-რატომ. -კარგად, შენ როგორ ხარ? -მშვენივრად, მადლობა. თავი დამიქნია და გამიღიმა, მეც ჩემი სახლისკენ განვაგრძე გზა. კართან შევჩერდი, გულში შემოპარულ მსუბუქ სევდას ვგრძნობდი, თუმცა სხვა მხრივ ჩემს სულში სრული აპათია სუფევდა. აი კიდევ ერთი წარუმატებელი დღე კურაი- ჩემს თავს ვუთხარი და კარები გავაღე. სამზარეულოში შევედი თუ არა, ეგრევე ავი ფიქრები დამესივნენ- „ იცი შენ რაც უდნა გააკეთო.“ ამას უპირისპირდებოდა ზამთრის მზის სხივივით მკრთალი ჯანსაღი აზრი“ ყველაფერი კარგად იქნება, არ დანებდე, ცოტაც გაუძელი“. თუმცა მისი ძალა საკმარისი არ აღმოჩნდა და... მივდივარ, გულისცემა და სუნთქვა მიხშირდება, მკერდის არეში სიმხურვალეს ვგრძნობ, მოახლოებული ტკბილი სიამოვნების განცდით ნაჩქარებად ვიღებ ხელში აბს და ვყლაპავ. *** სამოთხისებრი ნეტარება დიდხანს არ გაგრძელებულა, პირიქით, წყალწაღებულივითი ვცდილობდი სიამოვნებით ტკბობასა და მის გახანგრძლივებას, მაგრამ, სამწუახროდ, ის ამჯერად კიდევ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა. სწრაფად გაიფანტა ემოციები, დადებითიც, უარყოფითიც და ახლა უწინდებურად არაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ გონებაში განვიცდიდი უკუნითი სიბნელის მოზღვავებას. ექიმმა მითხრა რომ პროგრესი იყო, მაგრამ მაინც... მაინც ერთ ჩაკეტილ წრეზე დავდივარ. ჭაობში ვარ, რაც უფრო ვცდილობ მისგან თავის დაღწევას, მით უფრო ღრმად ვეფლობი შიგნით. ბედნიერებას მხოლოდ ჰორიზონტზე ვხედავ.. -ხომ მაგრამ მიზნები? შენში ხომ ცეცხლივით გიზგიზებს ამბიციები, შენ ხომ სამყაროს შეცვლა გინდა? -სამყაროს? მე საკუთარი თავი ვერ შემიცვლია, სამყაროსთან რას გავხვდები. -მაგრამ, შენ ხომ გიყვარს ცხოვრება. შენ ხომ გიყვარს ხატვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, შენ ხომ გაინტერესებს სხვადასხვა საგნები,შენ ხომ თვითონ სამყარო გაინტერესებს, როგორ შეგიძლია მასზე უარი თქვა? -მართალია, მაგრამ დავიღალე... ძალიან დავიღალე ამდენი დაცემით, უკვე ვეღარც ვდგები, აღარ მჯერა უკვე მაგ ყალბი იმედების, გესმის?? აღარ მჯერა შენი ტყუილების, როცა რეალობა გამუდმებით, ჯიქურად სახეში მილაწუნებს!! ამ შინაგან დიალოგში ვიყავი, როცა უცებ შუქი ჩაქრა, არა შუქი რომც ჩამქრალიყო ჯერ კიდევ მზე ანათებდა, ნუთუ... დავმბრამვდი?... თავი სიზმარში მგონია, შიშმა გული ყელში ამომიყვანა, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, სად მივდიოდი, მაგრამ მოულოდნელად მუცელში მყარი საგანი მომხვდა და სახით წინ გადავექანე, გრავიტაცია მისკენ მიმათრევდა, მე კი ყვირილით ვეგებებოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.