ჩვენ გადავარჩენთ ერთმანეთს თავი 2
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ! თავი 2 „-მამიკო, მამიკო ხომ ძალიან გიყვარვარ? – კაბინეტში შევარდა პატარა ჩვიდმეტი წლის გოგონა და კაცის წინ სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. -ახლა რაღა გინდა, მია? – თბილად გახედა კაცმა დაღლილი თვალებით ქალიშვილს და გაურკვეველ ფაილებს ცოტახნით შეეშვა. -ჯერ მითხარი! -ჩემი სუნთქვა ხარ, მიაკო! -ვიცოდი! – წამოიყვირა უეცრად. -აღარ მეტყვი? – მიუბრუნდა გახალისებული ქალიშვილს და მწვანე, ჭაობისფერ თვალებს მიაპყრო მზერა, დედასავით მწვანე ჰქონდა მასაც, ნინასავით მშვენიერი და ლამაზი იყო თავისი გოგოც, მასავით ქერა და ხვეული თმებით, რბილი პატარა ცხვირით, ულამაზესი უკრაინელი დედის გენებით. -ვიცი ბევრი საქმე გაქვს, მაგრამ დღეს სამი მარტია, დედების დღე, წამოდი დედასთან ავიდეთ! მარტო წასვლა არ მინდა, ხომ იცი ჯერ კიდევ მეშინია იქ მარტო, შენ რომ ხარ, სულ აღარ ვფიქრობ უაზრობებზე! – ფეხზე წამოდგა და მის მაგიდაზე დაეყრდნო ხელებით, აფორიაქებული. ისეთი აჟიტირებული იყო, გაეღიმა გეგას. -ესენი... დედა პეონებზე გიჟდება! აარჩია მაღაზიაში ყვავილები და თაიგულით ხელში ავიდნენ მასთან. ლამაზი ყვავილები საფლავის ქვის გვერდით დადო. -როგორ არ მიყვარს, როცა ამ უემოციო სახით გვიყურებს... – დაიჩურჩულა და იქვე ჩამოჯდა. -გილოცავ სამ მარტს, დე, ეს ყვავილები მე და მამამ შენთვის ავარჩიეთ, ვიცი როგორ გიყვარს პეონები, სწორედ ამიტომ მამამ გიყიდა. საუკეთესო დედა ხარ დედამიწის ზურგზე, ეს ხომ იცი? -იცის მია. – ახედა ეჭვით გეგას და ისევ ქვას მიაშტერდა არეული თვალებით. ხელი ნაზად გადაუსვა ქალის გამოსახულებას და მერე სწრაფადვე მოშორდა. -წავიდეთ? – ჰკითხა კაცს მას შემდეგ, რაც შეატყო, კარგად ვერ იყო. მწვანე თვალები გაუსწორა გოგომ, ხელი მოკიდა და დაექაჩა. -რამე უთხარი, მა დედას, ხომ იცი შენ რომ ელაპარაკები, სხვანაირად უბრწყინავს თვალები. – უყურებდა შვილს და უკლავდა გულს მისი ტკივილით სავსე ჭაობისფერები. მასთან დაიხარა გეგა და მხრებზე მოეხვია. -ნინა... ჩვენ კარგად ვართ. -მამა მართალია, დე, ჩვენ კარგად ვართ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, შენ არ ინერვიულო კარგი? მანდ მშვიდად იყავი. ძალა მოიკრიბა და მერე ფეხზე წამოაყენა ქალიშვილი. -თავს არ მოგანატრებთ, დედა მალე რვა მარტი და შენი დაბადების დღეც ახლოვდება, როგორც კი სკოლა დამიმთავრდება, მე და მამა შენთან მოვალთ, გპირდები! უკან გამობრუნებულს უჩუმრად შეიწმინდა ჩამოგორებული ცრემლი და მია მანქანამდე მიიყვანა, დაღლილი მიესვენა სკამზე და მამას ახედა. იცოდა ახლა, როგორ უჭირდა და არ უნდოდა სისუსტე გამოეჩინა. -დაიცალე... ჩემთან შეგიძლია, მამა, ხომ იცი? – ამოთქვა გოგომ. მანქანაში ჩამჯდარმა შვილს გადახედა, გაჩუმდა. მიას შუბლზე აკოცა, მერე მანქანა დაძრა და სახლისკენ აიღო გეზი." ქალაქში დაბრუნდა, სამსახურში გავიდა და განაგრძო ისევ ჩვეულებრივი ცხოვრება. სამსახურში მიდიოდა და სახლში იმდენად დაღლილი ბრუნდებოდა, ყველაფრით დაღლილს ჭამის თავიც არ ჰქონდა, მაშინვე დასაძინებლად მიდიოდა. ისედაც გამხდარი უფრო მეტად დასუსტდა და ფიქრებიც არ წყვეტდნენ მის განადგურებას. -არ გადამრიო, ასე აპირებ გაღრღვლას? ადექი, გაიარე, გაიხედე გარეთ, მია! ცხოვრება გრძელდება, შენ კიდევ ოცდაოთხი საათიდან ოცდაშვიდი მუშაობ! არ გძინავს, არ ჭამ, ბოლოს და ბოლოს რა გინდა, გამაგებინე, საბოლოოდ დალიო სული ამ სოროში? – ყვიროდა მისი ბავშვობის მეგობარი, ანა მესხი, და არც აპირებდა გაჩერებას. მის გარშემო ერთადერთი იყო, ვისაც ყველაფრის თქმა შეეძლო მისთვის და მხოლოდ ტკბილი სიტყვებით არ შემოიფარგლებოდა, სიმართლეს და მის სიმწარეს აგრძნობინებდა და სულ არ ცდილობდა დანდობას. იჯდა მია დივანზე გაყურსული, ფეხები აეკეცა და სიგარეტს ეწეოდა. -და ის ორი კვირა სად იყავი გადაკარგული?! – გაახსენა და დოინჯი შემოირტა წელზე, ასე ბურღავდა თავისი შავი კუპრივით თვალებით გოგოს და მისგან პასუხს ელოდა. -ცოტახნით ქალაქიდან გასული ვიყავი... – თქვა მშვიდად და გააბოლა. -რატომ არ მითხარი, ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობდი?! -იმ მომენტში ყველაფერი და მათ შორის შენც მაღიზიანებდი. -გადამრევ, მე შენ! გადამრევ! -არ გინდა რა? -კიდევ ირონია, გოგო? კიდევ ირონია?! არ მომაკვლევინო თავი იცოდე, მიაკო სტურუა, რაც ოცდაორი წლის მანძილზე არ მიგიჟია, იმას გავაკეთებ! -რაო ანო? – თავი გვერდზე გადააგდო და ღიმილით გახედა გოგოს. უფრო მეტად გააგიჟა, გააფთრებული. -რა და გაგათხოვებ!– ისე თქვა, სიცილი აუტყდა მიას, დიდი ხანი იყო ასე არ უხალისია. -არ მინდა კაი? არსად გასვლა და არაფრის კეთება არ მინდა საერთოდ, უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ და მჭირდება დავისვენო. -ორი წელი გავიდა მია! – წამოიყვირა გამწარებულმა ანამ. სიგარეტი თითებით გასრისა და მესხს ახედა. -მე ათი წელია ვიხრჩობი, შენ ვერ გაიგებ, ანო! -ნინა მეც მტკივა! გეგა მეც მტკივა! შეიძლება ისევე ვერ, როგორც შენ შენი მშობლები, მაგრამ არანაკლებ ვგრძნობ მათ მონატრებას, ასე თუ გააგრძელებ ისევ შენ თავს მოუტან უბედურებას, სიმართლის მთქმელი მშველელი არავინ გყავს და ამას მე ვიზავ! -ბოდიში, წადი გთხოვ, დასვენება მინდა... – ფეხზე წამოდგა და ოთახში ჩაიკეტა. გაშეშებული იდგა ანო და უყურებდა მის ოთახს. ცრემლებმა გაიკვალეს გზა კანზე, ქურთუკს დასწვდა და ატირებულმა დატოვა სახლი. ეცოდებოდა? არა! მას უბრალოდ სურდა მის მეგობარს ესუნთქვა, მშვიდად და თავისუფლად. -გეხვერწები, ნუღარ სვავ რაა! – უხეშად გამოგლიჯა კაცს სასმლით სავსე ჭიქა და მაგიდაზე დაახეთქა. -შემეშვი რა, ანო... – ხელი აუქნია შვილს და ტახტში ჩაეხეთქა. სიგარეტი მოძებნა ჯიბეში და გაუკიდა. -აქ ნუ ეწევი, მამა, აქ ნუუ! – დაუყვირა და ხელებიდან ააცალა ანთებული, საფერფლეში ჩაასრისა და სასმელი დაასხა. -რა გინდა, ანო, შემეშვი-მეთქი! – თავი უკან გადააგდო. ოფლში ცურავდა და სასმლის სუნით ყარდა. -ყარყარ ადამიანო, ყარყარ! მაგ საშინელებას როგორ სვავ?! – ცხვირზე ხელი წაივლო, სახე დაეჭყანა გოგოს მის შემხედვარე. -აი აიღე.– სიცილით ამოაძვრინა ბინძური ხელსახოცი და გაუწოდა ანოს, უცბად გადმოუვარდა ჯიბიდან ნაჭერთან ერთად ტაბლეტების შეკვრა. -რა ქენი?! -რასქვია რა ვქენი? – შეიცხადა თითქოს უდანაშაულოსავით. -შენ რა ისევ შეჯექი წამალზე?– შეამჩნია და ხელი სტაცა პატარა ტაბლეტებს. დააკვირდა, რამდენიმე მრგვალი ფერადები ეყარა. -რა?– გაიკვირვა, თითქოს მისი არსებობა ახლა შეემჩნია. -მიპასუხე! – უყვირა გამწარებულმა. მაგიდაზე დაყრილი ნივთებს ხელი მოუსვა და ძირს გადაუშვა. ლეწვის ხმამ მოიცვა ჩაბნელებული სახლი. -არა, ანო, მამი, შენ თავს ვფიცავარ, ჩემი არაა...– წამოხტა ფეხზე კაცი და ისევ უკან დაეცა თავბრუ რომ დაეხვია. -ისევ ჩემ თავს იფიცებ, ისევ მიყურებ და მატყუებ! შენ გქვია განა კაცი? შენ? -გეფიცები... -ნუ მეფიცები! – იყვირა და ახლა მაგიდა აუყირავა. -ყოველდღე შეიძლება? ყოველი დღე ასე უნდა გხედავდე?! გული მერევა შენზე! – ჩანთას ხელი დაავლო და როგორც მივიდა სახლში, ისე გაიქცა იქიდან. ატირებული გავარდა ქუჩაში და დაბოდიალობდა, ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა, რა მოეხერხებინა ამ კაცისთვის. თუთქოს საჭირო დროს დარეკაო, ჩანთაში ტელეფონი ამღერდა, სწრაფად მოძებნა და უპასუხა ნაცნობ ნომერს. -როგორ ხარ? – გაიგონა თუ არა მისი მშვიდი ხმა, აფორიაქდა. -რატომ მირეკავ, მოხდარა რამე? -კითხვა დაგისვი, ანა! -კარგად ვარ. -დარწმუნებული ხარ? -რა გინდა, ლევან? -მომენატრე! -რა? -შენს კითხვას ვპასუხობ, იმიტომ გირეკავ რომ მომენატრე.– უთხრა ისევ მშვიდი ხმით. ნეტავ ამის სიმშვიდე მომცაო, გაიფიქრა და ამოიოხრა. -რა გჭირს, არ მეტყვი თუ გაკავრკვიო?! -არაფერი, ლევან. -კარგი, ათ წუთში შენს სახლთან ვიქნები, ჩამოდი. -არ ვარ სახლში.– შეეშინდა, რომ გაეგო. -რაღაცას არ მეუბნები, ანა!– ხმა არ ამოუღია, გაიგონა კაცის მძიმე სუნთქვა, თვითონაც დაიძაბა. -კარგი, ჩაჯექი ტაქსში და ადი ჩემთან, მოვალ ცოტახანში მეც და მეთვითონ გავარკვევ.– თითქოს მიხვდა რაც ხდებოდა და გაუთიშა მაშინვე. მომავალი ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა. სირბილით აიარა შვიდი სართული და სახლის გასაღებით გააღო კარები. ლევანმა მასაც მისცა, ყოველ შემთხვევაში, თუ ის არ იქნებოდა ბინაში. კარები გააღო და სახლში შევიდა. კარმა ჩართო, ისე ყინავდა, კურტკაც არ გაუხდია, სამზარეულოში გავიდა და წყალი დაადგა. ხუთი წუთი არ იყო გასული, კარები რომ შემოაღო ნაკაშიძემ. -მოხვედი?– გასძახა სამზარეულოდან და ქვემოდან ახედა, როგორც კი მასთან გავიდა. ჯერ კიდევ კარებში გაჩხერილი უყურებდა გოგოს. -ლევან, რა გემართება, შემოდი, გაცივდა სახლი! – უსაყვედურა ანომ, შემოატარა და კარები დახურა. -იცი ახლა რაზე ვფიქრობდი? – დახედა ზემოდან პატარა გოგოს და გაუღიმა. -ჰმ, რას? -წარმოვიდგინე, რომ შენ ჩემი ცოლი მე სამსახურიდან მოსულს, დამხვდებოდი, კარებს გამიღებდი, ერთს გემრიელად მაკოცებდი და ერთ კარგ გემრიელ კერძსაც დამახვედრებდი, ცხელი-ცხელს...– ორივე ხელი წელზე მოკიდა და ჰაერში ააფრიალა,ისიც სამზარეულოში გავიდა მასთან ერთად. -სულ გაუფრინე შენ, მგონი ძალიან გშია.– სიცილით უთხრა ანომ და თავზე გადაუსვა ხელი. ბარის მაგიდაზე შემოსვა კაცმა და თავისი ყავისფერები მისას გაუსწორა. -ძალიან! მაგრამ არა საჭმელი, შენ!– ტუჩებზე წაეტანა და დაუკოცნა წითელი ბაგეები, აყვა ისიც და კისერზე შემოჰხვია ხელები. გონს ძლივს მოვიდა, ისე გააბრუა მისმა სურნელმა და ნელა მოშორდა. -ატმის გემო გაქვს!– აღმოხდა ლევანს და ყურთან ახლოს აკოცა. -ლევან...-მხრებზე დააწყო ხელები და მოიშორა. -კარგი ჰოო,– ძლივს მოსწყდა ისიც და მადუღარა გამორთო. -მეც მინდა. – ფეხები აათამაშა ჰაერში და გაუღიმა. -აბა აღარ მეტყვი? – ყავა გაუწოდა, მაგიდაზე დაჯდა და მას გახედა. -არაფერია სათქემლი.– მხრები აიჩეჩა და ცხელი სითხე მოსვა. -გემრიელია! -მაშინ ყველა ზარზე აფორიაქებული რატომ მპასუხობ? თვალი თვალში გაუყარა. -უბრალოდ ჩვევაა... -მატყუებ! ისევ! -არ... -სახლში რა მოხდა? -არაფერი. -ისევ მატყუებ! -არ... -ისევ ცრუობ! და განაგრძობ იგივეს! უბრალოდ მითხარი, რომ კახა ისევ აგრძელებს სმას და ისევ წამალზე შეჯდა, რა საჭიროა ტყუილი? -გცოდნია უკვე. – გაეცინა მის უბედურებაზე და ყავა ნიჟარაში ჩაასხა. -გადარდებს ის? – ჰკითხა უეცრად. -შენი აზრით? მამაჩემია... – დაბნეულმა გამოსცრა. -ნუ ღიზიანდები! -მაღიზიანებ უაზრო კითხვებით! – მისაღებში გავიდა და სამზარეულოში დატოვა ლევანი. ფეხზე წამოდგა, ჭიქა ნიჟარაში ჩადო და უკან გაჰყვა პატარა სხეულს. ჩუმად მიეპარა და ჰაერში ააფრიალა. -მოდი აქ!– ერთი შეჰყვირა ანომ და დივანზე დააგდეს. ზემოდან დააწვა მისი მძიმე სხეული. გაბრუვდა ისეთი სურნელი ჰქონდა კაცს, პერანგზე ჩაავლო ხელები ახლოს მიიზიდა და ბაგეებზე დააცხრა. ••• |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.