Error 404 [ნაწილი 1]
ისტორია შეიცავს ბევრ +18 მონაკვეთს! ------------------------------------------- მოგონებები... თებერვლის სუსხმა მძაფრად დამიარა მთელს სხეულში და ჩანთას მთელი ძალით ჩავეჭიდე. შავი ჯემპრი ფრთხილად შევისწორე და შევეცადე ხელების სხეულზე შემოხვევით სითბო როგორღაც უფრო მეტად შემენარჩუნებინა. სიცივე ყოველთვის მძულდა. უფრო იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის ძალიან ღარიბი იყო საიმისოდ, რომ ახალი, თბილი ტანისსამოსის ფუფუნება გვქონოდა. დაბლა დავიხედე და თვალი ჩემს დახეულ ჯემპრს შევავლე და ჩემთვის გავიფიქრე, რომ სახლში როგორც კი მივიდოდი ამომეკერა. ჩემი ჯინსებიც კი მოკლე მქონდა იმის გამო, რომ წინა წელს სრულიად მოულოდნელად სიმაღლეში გავიზარდე და დამიპატარავდა. ჩემს კედებს კი იმდენად გაცვეთილი ძირები ჰქონდათ შესაძლოა სადმე უბრალოდ გამძრობოდა. ჩემი სახლი ჩემი სკოლიდან 4 მილის მოშორებით იყო. დღეებს ვითვლიდი სკოლის დამთავრებამდე, რომ ეს გზა ცხოვრებაში აღარასდროს გამევლო: მხოლოდ და მხოლოდ 3 წელი და 6 თვე მქონდა დარჩენილი. ჩვენი სახლის კუთხეში შევუხვიე და ნაბიჯს ავუჩქარე. ჩემი ოჯახი სიეტლის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ რაიონში ცხოვრობს. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ამ ქალაქში ვცხოვრობთ დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნაა, რომ მე კარგი განათლება მივიღო. ვცდილობ იმედები გავუმართლო ჩემი 4.0 GPA-ით და 1600 ქულით ჩემს SAT-ში, იდეალური ქულაა. კიბეები ავირბინნე და გასაღები დაჟანგულ საკეტს მოვარგე. კარს ხელი ვკარი, მაგრამ როგორც ჩანს ისევ გაიჭედა. კიდევ ერთხელ ვცადე მხარით მივწოლოდი და საბედნიეროდ კარიც გაიღო. გახარებულმა ჩანთა იქვე დავაგდე და დედასკენ წავედი რომ მეთქვა ჩემს ქულაზე, რომელიც გამოცდაში მივიღე. დედას ყოველთვის უყვარდა ჩემი მოსმენა და იმის გაგება, რომ რაღაცას კარგად გავუმკლავდი. მე კი ყოველთვის მიყვარდა მისი ღიმილის დანახვა. დედაჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. ის ყველაფერია ჩემთვის და ზუსტად მის გამო მსურს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მივაღწიო, რომ მან აღარასდორს ინერვიულოს. ძალიან ბევრი შემომწირა ამ ცხოვრებაში და ერთადერთი რაც შემიძლია საპასუხოდ გავუკეთო ისაა, რომ სკოლაში კარგად ვისწავლო. სახლი იმაზე გაყინული დამხვდა ვიდრე ველოდი. უსიამოვნო სუსხმა დამიარა და მაგიდაზე დაყრილ გადაუხდელი გადასახედების დასტას შევხედე, რომლებიც აქა იქ გამორეოდა მიმოფანტულ ცარიელ ლუდის ქილებსა და სიგარეტის ნამწვავებს. ვადაგადაცილებულ გადასახადებს კიდევ ერთხელ დავხედე და ჩემი ვარაუდი, რომ სითბო გადაუხდელობის გამო არ გვქონდა გამართლდა. - ჯონი გაჩერდი გთხოვ. ეს კოლეჯის ფულია. უნდა..- დედაჩემის ყვირილი გავიგე გვერდითა ოთახიდან - გაჩუმდი!!! უღირსი ხარ! ძალიან უღირსი - დაიყვირა მამაჩემმა - ყველაფერი უნდა მოგეტანა რაც იშოვე. ისევ მატყუებ შე ძუკნა ჯანდაბა, ოღონდ იგივე არა. ოთახში გავიქეცი, გზად ფეხი ნამსხვრევებს წამოვკარი რომლებიც ძირს ეყარა. ჩემი მშობლების ოთახამდე რომ მივედი დედაჩემი ძირს იწვა, თითქმის უგონოდ. მისი პერანგი ნახევრად გაგლეჯილი, ქვედაბოლო კი მთლიანად ჩამოხეული იყო. სისხლჩაქცევები და ჭრილობები მთელს სხეულზე ეტყობოდა. დასისხლიანებულ სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა და როგორც კი ოთახში დამინახა შიშისგან თვალები გაუფართოვდა. მამაჩემი თავზე ედგა და სისხლიან ხელებში არყის ბოთლი ეჭირა. მოტრიალდა და სახეზე ამაზრზენმა ღიმილმა გადაურბინა. - ძვირ...ძვირფასო ახლა ცუდი დროა.წადი - ძლივს მითხრა დედაჩემმა - ჩემი საყვარელი გოგო.. ყველაფრის მცოდნე...ზუსტად შენი ნახვა მინდოდა - თქვა მამაჩემმა და სარკმაზი ყველა მის სიტყვაში იგრძნობოდა. მოულოდნელად ჩემკენ წამოვიდა და სადღაც, გონების მიღმა დედაჩემის კივილი გავიგონე. ***** ლოგინზე წამოვჯექი. გული საშინლად მიცემდა. სხეულზე ცივი ოფლი მასხავდა და სუნთქვაც მიჭირდა. გარემოს თვალი მოვავლე და შვებისგან ამოვისუნთქე, როდესაც ჩემი კოლეჯის ოთახი დავინახე. კოშმარები ყოველთვის მაწუხებდა. 6 წლის შემდეგ მეგონა შევეჩვეოდი კიდეც.. მარჯვნივ გავიხედე და უჟმური სახით მძინარე სტეისი დავინახე. „ძილის დროსაც ასეთი სახე აქვს“ - გავიფიქრე ჩემთვის. სტეისი ჩემი ოთახის მეზობელია. ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი. ამ ოთახში შემოსვლის პირველი წუთიდან მძულს. მდიდარი მშობლების შვილი, რომელიც საკუთარი ტვინის ნაცვლად მხოლოდ მამამისის ფულის იმედზეა.. დაივიწყეთ.. მის ტვინში ერთი ინტელექტუალური ძვალიც კიარ მოიძებნება. აშკარად მამამისს დიდი ფული და გავლენიანი ნაცნობები ყავს თუ ასეთი სულელი შვილის სტენფორდში მოწყობა შეძლო. საათს შევხედე - 8:02AM გადასაფარებელი გადავიძრე და გადავწყვიტე ჩემი 9 საათიანი ფილოსოფიის ლექციისთვის გავმზადებულიყავი. კარადა გამოვაღე და ჩემი მცირე რაოდენობის ტანსაცმელს შევავლე თვალი. ერთ უჯრას ძლივს ავსებდა, რომ აღარაფერი ვთქვა მთლიან კარადაზე, რომელიც ცარიელი იდგა. იოგას შარვალი, დიდი ზომის ზედა და კონვერსები ამოვიცვი. ძემთვის ძვირფასს საჩუქარს - ჩემს ლეპტოპს რბილი მატერია ფრთხილად გადავუსვი და ჩანთაში ჩავდე. ჰიგიენის ჩანთა ავიღე და საერთო სააბაზანოსკენ წავედი. მთელი დერეფანი თავჩახრილმა გავიარე. არ ვიყავი უაზრო კომუნიკაციის ხასიათზე და არც არავისთან შეხვედრა მინდოდა. მოკლე კაბიანი გოგოების ჯგუფმა ჩამიარა - არ ვიცოდით უსახლკაროებსაც თუ აძლევდნენ ამ უნივერსიტეტში სწავლის უფლებას - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა და თან მხარი გამკრა - ლამაზი მაისურია. სად იყიდე? ბავშვების სექციაში? - ვკითხე სერიოზული სახით. წამიერად სახეზე ბრაზმა გადაურბინა - ახ შე ძუკნა - დამიყვირა - როგორი საყვარელი ლექსიკონია ასეთი საშინელი გოგოსთვის. დარწმუნებული ვარ შენი მთელი ტვინი გამოიყენე რომ ეს სიტყვები მოგეფიქრებინა - ვუთხარი და გზა გავაგრძელე. სტენფორდში თითქმის ყველა სტუდენტი მდიდარი ოჯახიდან არის და მათ არასდროს უწევთ იმ პრობლემებთან შეჯახება, რასაც მე ყოველდღე ვაწყდები. ერთადერთი მათი პრობლემა გასართობი ადგილების და წვეულებების არჩევაა. მაგრამ სტენფორდი ჩემთვის შანსია.. შანსი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შევცვალო. ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო კომპიუტერულ კურსზე ვსწავლობ, რომელიც შტატებშია და თან ამასთან ერთად ყველა ხარჯს უნივერსიტეტი მიფარავს. შხაპის შემდეგ ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე. ძალიან პატარა და სუსტი აღნაგობის ვარ. ძირითადად იმიტომ, რომ ნორმალურ საკვების საშუალება არასდროს მქონია. შავი გრძელი თმა წელამდე მწვდება და მისი კონტრასტულობა უფრო იკვეთება ჩემი თეთრი კანის ფონზე. ჩემი თაფლისფერი თვალებით მიხვდებოდით როგორი დაღლილი ვიყავი, ამას სიშავეებიც ემატება და ადასტურებს. ლოყები აწეული და სავსე ტუჩები მაქვს. დედაჩემის კოპიო ვარ, ერთადერთი რაც მამაჩემის გამომყვა ჩემი თვალის ფერია, რომელიც მთელი ცხოვრება წყევლასავით მომყვება. სარკეს მოვშორდი და კლასისკენ დავიძარი. ყურსასმენები გავიკეთე, თითქოს მუსიკას ვუსმენდი, სხვებთან საუბრის თავიდან აცილების მიზნით. მუსიკის მოსმენა რომც მდომოდა მაინც ვერ მოვუსმენდი. იმდენად ძველი ტელეფონი მაქვს, რომ მასში მუსიკის მოსმენა შეუძლებელია. აიპოდის ყიდვის შესაძლებლობა კი არ მაქვს, ამიტომ ყურსასმენების ბოლო კურტკის ჯიბეში მიდევს, რაც იმის ილუზიას ქმნის, რომ მუსიკას ვუსმენ. ფილოსოფიის ლექციაზე შევედი და ჩემი ჩვეული ადგილი დავიკავე, კლასის ბოლოში. თავზე ქუდი წამოვიფარე. გარშემო მიმოვიხედე და თვალი სტუდენტებს შევავლე.. უდარდელად იცინოდნენ თავიანთ მეგობრებთან ერთად, დიზაინერვულ და ძვირფასს ტანსაცმელში გამოწყობილები. **** მოგონებები: - დედა, მაინტერესებდა..შეიძლება სკოლის დამთავრებისას ტელეფონი ვიყიდოთ? - შევხედე. 17-ის ვიყავი და ის, რომ ტელეფონი ჯერაც არ მქონდა უფრო მეტად გარიყულად მაგრძნობინებდა თავს. ჩემს თვალებში იმედის ნაპერწკლები თამაშობდა, თუმცა პასუხი უკვე ვიცოდი. - ბოდიში ძვირფასო, მაგრამ არ გვაქვს მაგის საშუალება. ზედმეტი გადასახდი უფრო მეტად დაგვხევს უკან - მითხრა დედაჩემმა და შემომხედა. თვალები აუცრემლიანდა და ოთახიდან გავიდა. ჩემთვის ამოვისუნთქე, ზურგჩანთა ავიღე და ჩემს ყოველდღიურ გზას გავუდექი სკოლამდე. დავალება მქონდა ამოსაპრინტერებელი, ამიტომ გადავწყვიტე ბიბლიოთეკასთან გავჩერებულიყავი. ბიბლიოთეკაში შევედი და ჰარის, რომელიც ამ ბიბლიოთეკის მფლობელი იყო, მივესალმე. 14 წლის ვიყავი, როდესაც წიგნის აღება დავაპირე ბიბლიოთეკის ბარათის გარეშე, მაგრამ ჰარიმ დამიჭირა. გაგდებას მიპირებდა, მაგრამ როგორც კი დაინახა რომ ჩემი წიგნები იმ კურსიდან იყო, რომელსაც მისი ცოლი ასწავლიდა გამიშვა. საუბარში გაირკვა, რომ მე მისი ცოლის საყვარელი სტუდენტი ვიყავი. მას შემდეგ ის უფლებას მრთავს რომელი წიგნიც მომინდება უფასოდ ავიღო. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკთესო დღე ცხოვრებაში. ძირითადად, როდესაც კითხვა მინდოდა, საათობით ვიჯექი ბარნესის ან ნობელსის კუთხეში და როდესაც წასვლის დრო მოდიოდა წიგნში სანიშნს ვტოვებდი იმის იმედად, რომ მეორე დღეს მას არავინ აიღებდა. - გამარჯობა ჰარი! - გავუღიმე - ჰეი რებ! დღეს რომელი წიგნის აღება გინდა? - მკითხა და მანაც გამიღიმა - ალბათ კიდევ რამდენიმე წიგნი ინფორმაციულ სისტემებზე. ბოლო წიგნი უკვე დავასრულე. - მორცხვად ვუთხარი და წიგნი ჩანთიდან ამოვიღე. წლების მანძილზე სიამოვნებით ვკითხულობდი წიგნებს კომპიუტერულ პროგრამებზე, ინფორმაციულ სისტემებზე, ფილოსოფიაზე, მათემატიკაზე, ფიზიკაზე, ლიტერატურასა და ქიმიაზე და ჩემი ყველაზე საყვარელი მაინც კოდების წერასა და ჰაკერობაზეა. ჰარისთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ კომპიუტერებისკენ ავიღე გეზი. სისტემაში შევედი . ცნობისმოყვარეობამ მძლია და AT&T-ს საიტზე აღმოვჩნდი. ვუყურებდი ტელეფონების ფასებს და ვხვდებოდი, რომ ვერანაირად ვერ შევძლებდით მათ შეძენას. - ჰეი რიბ, კიდევ ერთი წიგნი ვიპოვე შენთის სისტემურ ინტეგრაციაზე. ჩემმა ცოლმა დაჟინებით მთხოვა, რომ ეს წიგნიც მენახებინა შენთვის - მითხრა ჰარიმ და წიგნი მაგიდაზე დამიდო. მადლობა გადავუხადე და წავიდა. წიგნის ყრდას რამდენიმე წამით მივაშტერდი. იქნებ იყოს შანსი რომ ტელეფონი ვიყიდო ისე, რომ ჩემი ოჯახი არ დავაზარალო. ნერვიულად მიმოვიხედე, საიტს ისევ შევხედე და AT&T-ის მონაცემთა ბაზის გატეხვა დავიწყე. იმაზე ადვილი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, სულ რაღაც რამდენიმე წუთი დამჭირდა. ჩემთვის ანგარიში შევქმენი და მოვნიშნე, როგორც „სრულად გადახდილი“ მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ყველაზე იაფიანი ტელეფონის შეკვეთა განვათავსე, რომელსაც ასევე მოვუნიშნე, რომ გადახდილია. მოტანის ადგილი ბიბლიოთეკა მივუნიშნე, რომ სახლში პროლემებისგან თავი ამერიდებინა. ეს ზუსტად ისევ ის ტელეფონია, რომელსაც დღემდე ვიყენებ. **** ჯიბეში ვიბრაცია ვიგრძენი და ამოვიღე რომ მენახა ვინ მირეკავდა. ექიმი ჩეტის ნომერი როგორც კი დავინახე იმწამსვე ვუპასუხე. ნერვიულობამ მთელ სხეულში დამიარა - გამარჯობა ექიმო, რა სიახლეებია? - დილამშვიდობისა რებელ. დედაშენის მდგომარეობა უფრო გაურეს..- სანამ წინადადების დამთავრებას შეძლებდა ვიღაცამ ტელეფონი გამომგლიჯა. ზემოთ ავიხედე და მისის ჯეიმსონი დავინახე, ჩემი ფილოსოფიის ლექტორი, რომელმაც ჩემი ტელეფონი დახურა და ზარი, რომელსაც ერთი კვირა ველოდი გათიშა. დავფიქრდი რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ექნებოდა თუ ავდგებოდი და თავს მაგიდაზე ვარტყმევინებდი იქამდე სანამ გონებას არ დაკარგავდა..ან სიცოცხლეს. მე ერთიც მაწყობდა და მეორეც. - მისს საიმონს - მიყვირა მან - რა? - 3 წუთი გაბმულად გეძახდით - ისეთი წიკვინა ხმა აქვს ასე მეგონა ყურებიდან სისხლი წამომივიდოდა. ასაკოვანი ქალი იყო, რომელსაც ზედმეტად მოტკეცილი ტანსაცმელი და ზედმეტად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა ხოლმე. მის სახეზე მუდმივად ნახავდით მაკიაჟს. მისი სხეულის ენას თუ დავუჯერებთ და იმას, როგორც წარმოაჩენს თავს, რთული მისახვედრი არაა, რომ მარტოხელაა და მამაკაცის ყურადღებას ითხოვს. - აშკარად არ მადარდებდა საიმისოდ რომ მეპასუხა - ვუპასუხე, ხელები გადავაჯვარედინე და სკამის საზურგეს მივეყრდენი. კლასში ჩურჩულის დიდმა ტალღამ გადაიარა. ბებერი ჯადოქარი რამდენიმე წამს გაშტერებული მიყურებდა. - უპს.. - თქვა მან, როდესაც ჩემს ტელეფონს ხელი გაუშვა. ტელეფონი ლურჯ ფილებზე დავარდა და ნამსხვრევებად იქცა. - ოჰ. როგორი მოუხერხებელი ვარ...- თქვა და მის სახეზე სარკასტული ღიმილი გამოისახა.კლასში სიცილი ატყდა. ხელები მუშტებად შევკარი და ფრჩხილები კანში ისე ჩამერჭო, რომ მაჯაზე ვიგრძენი ბლანტი სითხე. - რადგანაც ახლა უკვე თქვენი ყურადღება მთლიანად ჩემსკენაა, შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი მოსაზრება დეტერმინიზმის შესახებ მისს საიმონს? - მკითხა მან და კლასის დასაწყისისკენ დაიძრა, მისმა ქუსლმა ჩემი ტელეფონის ნაწილი, რომელიც ძირს ეგდო თან გაიყოლა. სულელი, გარყვნილი ძუკნა. - დეტერმინიზმი vs თავისუფალი ნება იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დებატები ფილოსოფიაში. მისი მთავარი. კითხვაა განსაზღვრავს თუ არა ჩვენი გადაწყვეტილებები შედეგებს, რომელსაც ვიღებთ თუ ის უკვე წინასწარ იყო განსაზღვრული. მაგალითად თქვენ - ვუთხარი ბოროტული ღიმილით - მე? - მკითხა ბებერმა ჯადოქარმა და ჩემკენ შემოტრიალდა - თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ბებერი და არამიმზიდველი ხართ, როგორ ფიქრობთ თქვენმა გადაწყვეტილებამ მიგიყვანათ იქამდე, რომ ასეთი საწყალი და დაუკმაყოფილებელი ცხოვრებით ცხოვრობთ? თუ ფიქრობთ, რომ წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ არავინ შეგიყვარებდათ და იზრუნებდა თქვენზე? დარწმუნებული ვარ თქვენი ცხოვრება სხვანაირი წარმოგედგინათ, ვიდრე ახლა არის. ამიტომ დეტერმინიზმს თუ დავეყრდნობით, არ აქვს მნიშვნელობა რა არჩევანს აკეთებთ, არ აქვს მნიშვნელობა რას იძახით, რა გაცვიათ ან რამდენ მაკიაჟს იკეთებთ თქვენი საზიზღარი პიროვნების დასამალად იმიტომ, რომ თქვენთვის განსაზღვრულია ის ცხოვრება, რომელიც არასდროს დაგაკმაყოფილებთ და საბოლოო ჯამში მთელ ცხოვრებას უბედურად გაატარებთ- ვუთხარი ცივად. კლასში გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარა იყო, რომ მტკივნეულ თემას შევეხე. შემომხედა, სახე ცრემლიანი ჰქონდა. რამდენიმე წამით მეგონა, რომ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ჩემს მზერას ჩემი ნაწილებად დამსხვრეული ტელეფონი მოხვდა და სინანულის გრძნობა წამშივე გამიქრა. - გაეთრიე ჩემი კლასიდან რებელ საიმონს და დეკანის ოფისში მიბრძანდი! ახლავე! - მიყვირა და თითი კარისკენ გაიშვირა. ჩანთა ავიღე და გამეცინა..უკვე მესამედ ამ კვირაში. დეკანი ო’კონერსის კაბინეტი იდელაურია. ყველაფერი თავის ადგილას დევს ჩემი მშობლების სახლზე დიდია. კუთხეში სავარძელი დგას, რომელსაც ყველაზე რბილი ბალიშები აქვს რაც კი ოდესმე მინახავს. იატაკიდან ჭერამდე გაჭიმული ფანჯრები. ფანჯრიდან იდეალური ხედი ეზოზე, სადაც სტუდენტების ცხოვრება მიდის. დეკანი დიდ ტყავის სავარძელში ზის, უკან კედელზე ხის ჩარჩოებში მისი სამეცნიერო ჯილდოები და სერტიფიკატები კიდია პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან. მისი ალბულის ხის სქელი მაგიდა ოფისის უდიდეს ნაწილს იკავებს, მაგიდის წინ კი ორი, შედარებით პატარა ტყავის სავარძელი დგას. ოფისისკენ დავიძარი. ჩანთა ტყავის სავარძელზე დავდე, მეორე სავარჯელზე დავჯექი და ხელები გადავაჯვარედინე იმავე ლექციის მოლოდინში, რომლესაც დეკანი ყოველ ჯერზე მიკითხავს. ო’კონნერი იყო ერთადერთი პროფესორი, რომელიც ასე თუ ისე მომწონდა, თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ დროს, რომლის აქ გატარებაც მიწევდა ჩემი უსიამოვნებების გამო. ის ყოველთვის მეხმარებოდა და ცდილობდა, რომ ჩემი რეზიუმე სუფთა დარჩენილიყო. რამდენჯერმე გაგდებასაც გადამარჩინა. - რებელ, შენ დამპირდი რომ შეეცდებოდი პრობლემებს მორიდებოდი - მითხრა დეკანმა - მართლა? მე არ მახსოვს - ვთქვი და ნიკაპი მოვიფხანე - არ გახსოვს, როგორ გამოლანძღე ფიზიკის პროფესორი? ან როგორ გატეხე საერთო საცხოვრებლის შენობის სისტემა და სახანძრო სიგნალიზაცია როგორ ჩართე მხოლოდ იმიტომ, რომ „ცოტა სიმშვიდე გინდოდა“?! - იხსენებდა ის წინა კვირის ამბებს - თუ ამაზეა, მე უნდა მიმადლოდეთ. მისტერ ედვარდსი - პომპეზური ვირია და სტუდენტებს რაც შეეხება, საერთო საცხოვრებელში წვეულებებს არ უნდა აწყობდნენ- ვუთხარი მხრების აჩეჩვით -რებელ-ამოისუნთქა და თვალებზე ხელი მოისვა-ყველაზე ჭკვიანი სტუდენტი ხარ უნივერსიტეტში. 4.0 GPA, IQ ქულა 252, მაგრამ ეს ბოლო წვეთია. ასე მოქცევას თუ გააგრძელებ ვეღარ დაგეხმარები. მისის ჯეიმსონი ადმინისტრაციის წევრია და განაცხადი შევასო, რომ შენი ერთ-ერთი სტიპენდია გააუქმონ - მითხრა მან სერიოზულად - მას ამის გაკეთება არ შეუძლია. ის ინჟინერიის განყოფილების ხელმძღვანელიც კი არ არის. - ვუთხარი და ხმას ავუწიე, რის გამოც მთელს ოფისში ჩემი ხმის ექო გაისმა. - მას შეუძლია და მან უკვე გააკეთა ეს. ბოდიში რებელ, მაგრამ ამჯერად მას ვეთანხმები. შენი საქციელები ყველანაირ ზღვარს გადასცდა და ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდება - მითხრა მან მკაცრად - საბედნიეროდ, სხვა სტიპენდიები ჯერ ისევ გაქვს, მაგრამ საერთო საცხოვრებლის, კვების და ნახევარი სწავლის გადასახადის გადახდა მოგიწევს, სხვა შემთხვევაში კამპუსის დატოვება მოგიწევს. ვწუხვარ მისის საიმონს, მაგრამ ვეღარაფრით დაგეხმარები - მის სახეზე ჩემდამი სინანული გამოიკვეთა. მეზიზღებოდა ეს გამომეტყველება. ისე ახლოს ვიყავი მაგისტრის ხარისხის მიღებამდე, სულ რაღაც ნახევარი სემესტრი იყო დარჩენილი. გონებაში გამოვითვალე ყველა ჩემი ხარჯი: სწავლა $60,072 წლიურად, წიგნები და სასწავლო მასალა დაახლოებით $1,530 და ოთახი და საცხოვრებელი ხარჯები $25,998 წლიურად. საერთო ჯამში $87,600 დოლარი გამოდის თუ არ ჩავთვლით საკვებს და სხვა ხარჯებს. - ანუ თქვენ იმას მეუბნებით, რომ უნდა მოვიფიქრო როგორ გადავიხადო $56,034 შემდეგი კვირისთვის თუ არადა გარეთ დავრჩები? - ვკითხე მშვიდად. საერთო საცხოვრებელი ერთადერთი ვარიანტი იყო ჩემთვის, სახლის ქირაობის ფუფუნება არ მქონდა..სამსახურიც კი არ მაქვს. -დიახ, 30 რიცხვამდე - სახეზე ნერვიულობა დაეტყო..ყალბი ნერვიულობა.მისი სხეულის ენიდან შემიძლია დავასკვნა რამდენად ყალბია ეს მისი ემოცია და სინამდვილეში არც კი ადარდებს რა მომივა. - შეწყვიტეთ თავის მოჩვენება თითქოს წუხხართ ამის გამო. ვიცი რომ ერთადერთი მიზეზი რის გამოც აქამდე მეხმარებოდით მისაღებ გამოცდებში აღებული იდეალური ქულებია. მშვენიერია თქვენი ინვესტორებისთვის, 18 წლის გოგონა ვისაც ეინშტეინზე მაღალი IQ აქვს. - ჩამეცინა. ჩანთა ავიღე და ოთახი დავტოვე. ინვესტორები იყვნენ ისინი, ვინც რაღაც სინათლეს უნარჩუნებდა ამ გალამაზებულ ორმოს. დეკანი ყველაფერს გააკეთებდა, რომ ინვესტორები ბედნიერები ყოფილიყვნენ. მისი დუმილიც ამის დასტური იყო. მას სულ არ ვადარდებდი, არავის ვადარდებდი. ახალგაზრდა მიმღებთან მივედი, რომელიც ფრჩხილებს იქლებდა. გაღიზიანებული სახით ამომხედა. - დეკანმა მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ ახალი სტუდენტური ბროშურების ამოსაბეჭდად სჭირდებით - მოვიტყუე მე - და წესებისდამრღვევისგან რატომ უნდა ვიღებდე ბრძანებას?თუ ვჭირდები თვითონაც შემატყობინებს - მითხრა და ფრჩხილების ქლიბვა გააგრძელა - არ არის პრობლემა. აუცილებლად გადავცემ ამას. ასევე შენი და მისტერ ედვარდსის რომანზეც შევატყობინებ. თუ სწორად მახსოვს ო’კონერი და მისტერ ედვარდსის ცოლი ახლო მეგობრები არიან - ვუთხარი და შეფიქრიანებული სახე მივიღე მას შემდეგ რაც მისტერ ედვარდსს შეურაცყოფა მივაყენე, ეს გოგონა იმაზე მეტად ცუდად მექცევა ვიდრე მაქამდე. დეტალებში იცოდა ჩემი სიტყვიერი შეურაცყოფის შესახებ, რომელიც პროფესორს ვუთხარი, რამაც იმის საფუძველი მომცა, რომ მათ შორის ურთიერთობის არსებობაზე მეფიქრა. სახე გაუწითლდა და ქლიბი დააგდო - ვინ გითხრა ეს? - შენთვითონ დამიდასტურე ამწამს - გამეცინა - ახლა კი გაიქეცი. საქმე გაქვს გასაკეთებელი. ქაღალდები უხეშად აიღო და შენობიდან გავიდა. დასაკოპირებელი მანქანა ოდნავ მოშორებით, რამდენიმე შენობის იქეთ არის. სადღაც 100 ცალი ქაღალდი წაიღო, ამიტომ თუ სწორად გამოვთვლით დაახლოებით 14-17 წუთი მაქვს, გააჩნია რამდენად სწრაფად ივლის თავისი მაღალი ქუსლებით. მაგიდის უკან შევედი და ტელეფონი ავიღე. ექიმი ჩეტის ნომერი ავკრიფე და ყავისფერ სკამზე დავჯექი. ზარი როგორც კი გავიდა კომპიუტერისკენ შევტრიალდი - დაბლოკილი დამხვდა. სურპრიზი....პაროლი მარტივად გამოვიცანი „ედვარდსი“. სასოწრარკვეთილი ძუკნა.. - გამარჯობა, ექიმი ჩეტი გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ინდური აქცენტით მიპასუხა - გამარჯობა ექიმო, რებელ საიმონსი ვარ. რა სიახლეა დედაჩემზე? - ვკითხე და ჩანთაში დამატებითი მეხსიერების ბარათის ძებნა დავიწყე, რომელიც ტექ.ლაბორატორიიდან „ვითხოვე“. კომპიუტერს შევუერთე და უნივერსიტეტის მონაცემების ჩამოწერა დავიწყე. - რებელ.. დედაშენის მდგომარეობა გაუარესდა. სიმსივნემ ფილტვებზეც გადაინაცვლა. ოპერაცია უნდა გავუკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად რომ უფრო მეტად არ გავრცელდეს სხვა ორგანოებზეც - კარგი, პროფესიონალი აქ შენხარ. გააკეთე რაც საჭიროა - ემოციების კონტროლი არასდროს მიჭირდა, თუმცა ეს ადრე..დიდიხანია ეგრე აღარ არის. ერთადერთი ემოცია რომლის გამოხატვაც შემიძლია ბრაზია..სხვა ემოციები ჩემთვის არ არსებობს. -სამწუხაროდ არ შეგვიძლია. ამიტომ გირეკავდი. შენი გადასახადები დაგვიანებულია და დედაშენის მკურნალობას ვეღარ გავაგრძელებთ. როგორღაც გვჭირდება რომ დავალიანება თვის ბოლომდე გადაიხადო, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ოპერაციის გაკეთებას. სხვა შემთხვევაშ მოგვიწევს რომ გამოვწეროთ - რამდენია გადასახდელი? - ვკითხე და შევეცადე ხმის ტონი გამეკონტროლებინა და ამ გამოუსადეგარი ექიმისთვის შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა - დაზღვევა რადგანაც არ აქვს ბოლო ექვსი თვის დავალიანება $180,000 იქნება, ამას დამატებული მომავალი ოპერაციის საფასური $57.435 და დამატებით $15,322 დაგვიანებული გადახდისთვის - ესეიგი $252,757 თვის ბოლოსთვის?- გამოვთვალე უცბად. მაგიდაზე მიმაგრებულ კალენდარს შევხედე: 21 ნოემბერი. 9 დღე მაქვს რომ თანხა ვიშოვო. - დიახ ქალბატონო. ვწუხვარ ამ სიახლეებისთვის, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ხვალ მადლიერების დღეა, მაგრამ სამწუხაროდ აქ ვეღარ ვაჩერებთ გადაუხდელობის გამო - მითხრა გულწრფელად - მოვაგვარებ როგორღაც - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. პატარა ხმამ კომპიუტერიდან მაცნობა, რომ მონაცემების გადმოწერა დასრულებული იყო. საათს შევხედე, 12 წუთი გასულიყო. უკან მალე დაბრუნდება ცივ ამინდს თუ გავითვალისწინებთ, ამიტომ სადღაც 1 წუთი მაქვს, რომ მტკიცებულებები დავმალო. კომპიუტერი უცებ საწყის მდგომარეობას დავუბრუნე, ჩემი მეხსიერების დისკი გამოვაძრე, ოფისიდან გავედი და კუთხეში შევუხვიე. **** მოგონებები: მთელს სხეულში პეპლებმა დამიარა, როდესაც ხელში ლამაზად დაკეცილი კამპუსის რუკა ავიღე. აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც ჩემმა მრჩეველმა მეცხრე კლასში მითხრა, რომ სტენფორდის CEFYS პროგრამაში მიმიღეს (კომპიუტერული ინჟინერია ახალგაზრდა სტუდენტებისთვის). 476 აპლიკანტიდან მხოლოდ მე ამარჩიეს. მისაღები გამოცდა უნდა ჩამებარებინა სადაც უმაღლესი ქულა ავიღე და საშუალო სკოლა ამით 14 წლის ასაკში დავასრულე. ვაითმენის კოლეჯი ჩემს საშუალო სკოლასთან ახლოს მდებარეობდა. მითხრეს, რომ ჩემს ბაკალვრიატს იქ დავიწყებდი ჩემი უმაღლესი ქულების გათვალისწინებით. სწავლის საფასურის მთლიანი დაფინანსებით. კამპუსს თვალი მოვალვე, შეშინებული სტუდენტებით იყო იქაურობა სავსე. ჩემს შავ ჩანთას ხელი დავავლე და ნაბიჯებს ავუჩქარე. ზედის მკლავები ჩამოვიწიე, რათა ჩალურჯებები დამემალა. პატარა ოთახში შევედი და უკანა სკამზე დავჯექი, რომ თავი ამერიდებინა სტუდენტების არასასურველი მზერისგან. თავზე ქუდი წამოვიაფრე. ასე მაშინ ვშვები, როდესაც მინდა რომ შეუმჩნეველი ვიყო ან გავქრე. - ბავშვო დაიკარგე? - მკითხა წვერებიანმა კაცმა, რომელმაც გვერდზე ჩამიარა. კისერი და სახე მთლიანად ტატუებით ჰქონდა მოხატული. - მ..მე..- ჩავიბუტბუტე და ხელებზე დავიხედე - საშუალო სკოლა ცოტათი მოშორებითაა აქედან. ეს ვაითმენის კოლეჯია, ბავშვო - მითხრა სკეპტიკურად და პირსინგიანი წარბი ასწია -მე..მე აქ კომპიუტერული პროგრამირება 189-ის გამო ვარ - ამის თქმა მოვახერხე, მაგრამ ჩემი სიტყვები უფრო ჩურჩულს გავდა ვიდრე სრულყოფილ წინადადებას. ბოლოჯერ შემომხედა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ასაკოვანი ქალბატონი შემოვიდა და საკლასო ოთახის წინ დაიკავა ადგილი. ყურადღების მისაქცევად მსუბუქად ჩაახველა. ლამაზი იყო. ოკეანესავით ლურჯი თვალები და ნაზი ნაკვთები ჰქონდა. პატარა ქალი იყო. იდეალურად მოწესრიგებული ფრჩხილები და მუქი ხვეული თმა, რომელიც მხრებზე გადმოეფინებოდა. ტანისსამოსიც კი ლამაზად დაუთოვებული და სუფთა ჰქონდა. - ჩემი სახელია მისის ჯოუნსი. ამ კურსის ინსტრუქტორი ვარ. სანამ სპიკერს ვთხოვ გამოსვლას გთხოვთ გახსენით თქვენი ლეპტოპები და კურსის საიტზე შედით: პაროლია WC189. თუ ლეპტოპი არ გაქვთ გთხოვთ ხელი აიწიოთ - თქვა მან, მის ხმას უცხოური აქცენტი დაჰკრავდა. სირცხვილმა ერთიანად დამიარა როცა მივხვდი, რომ ერთადერთი ვიყავი ვისაც ლეპტოპი არ ჰქონდა. მისის ჯოუნსი ჩემთან მოვიდა, სტანდარტული DELL-ის ლეპტოპით ხელში-დიდი „ვაითმენის კოლეჯი“ს სტიკერით და ლოგოთი წინიდან. გამიღიმა და ლეპტოპი მომცა. -შეგიძლია ითხოვო ერთი სემესტრით. გენდობი და ვიცი რომ დააბრუნებ. - მიჩურჩულა და გამიღიმა უკან გავუღიმე და ლეპტოპის ლოგოს თითი გადავატარე. ეს ჩემი პირველი ლეპტოპი იყო. სილაბუსის ახსნის შემდეგ, კოლეჯის დამსაქმებელი წინ გამოვიდა და აგვიხსნა უფრო მეტი ჩვენი კურსის და მაგისტრის ხარისხის შესახებ. ძალიან ყურადღებით ვუსმენდი როდესაც კომპიუტერული ინჟინერიის საუკეთესო კოლეჯებზე გვაწვდიდა ინფორმაციას. მისი power point-ის სლაიდებზე MIT, Harvard, Stevens Institute of Technology გამოისახა და გული კინაღამ გამიჩერდა, როდესაც Standfordის კამპუსიც გამოჩნდა ეკრანზე. ისეთი ლამაზი იყო. გადამწვანებული ეზო, მალინისფერი და თეთრი ყვავილებით გაფორმებული. ჩემი, 14 წლის გოგოს გული იმედით და მომავალზე ფიქრით აივსო. იმ მომენტიდან ვიცოდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი რომ ამ უნივერსიტეტში მოვხედრილიყავი. ეს ის ადგილია სადაც ჩემს მომავალს შევქმნი. ეს ის ადგილია სადაც ჩემი ოცნებები ახდება. კამპუსი იდეალურია. საერთო საცხოვრებელი იდეალურია. სტუდენტებიც იდეალურები იქნებიან. პროფესორებიც იდეალურები იქნებიან. უნივერსიტეტი იდეალურია. ყველაფერი იდეალურად იქნება **** ჯანდაბასაც წაუღია ეს საშინელი კამპუსი. საშინელი საერთო საცხოვრებელი. საშინელი სტუდენტები და არაკომპეტენტური პროფესორები. ჯანდაბასაც წაუღია ეს პრესტიჟული უნივერსიტეტი და ჩემი ცხოვრებაც. ჩემი ოთახის ჭერს მივაშტერდი და ცემენტის ბზარების დათვლა დავიწყე, როდესაც გონება უფრო მეტი ფიქრით ამევსო. მუქი ფარდების მიღმა მზე ძლივს აღწევდა ოთახში. წინა ღამეს ვერ დავიძინე. მთელი საღამო ფიქრების კორიანტელი მიტრიალებდა. მთელი ზურგი მტკიოდა ამ საშინელ ლოგინზე წოლისგან. ძირითადად სულ იატაკზე მძინავს - ასე უფრო კომფორტულია ვიდრე ამ ხმელ ლოგინზე. გილოცავ დაწყევლილ მადლიერების დღეს.. $308,793. სამას რვა ათასი, შვიდას ოცხმოცდაცამეტი დედააფქთებული დოლარი. ეს აბსურდული რიცხვი თავისით ტრიალებდა ისევ და ისევ ჩემს გონებაში. ცხოვრებაში $100 მეტი არ მქონია ანგარიშზე. ერთადერთი რითიც აქამდე ვიკვებებოდი და სხვა საჭირო ხარჯებს ვფარავდი სტიპენდიიდან მიღებული ყოველკვირეული 75$ იყო. რომელიც არაფერში მყოფნიდა. როგორ მოვედი ამ მდგომარეობამდე? იმაზე ფიქრი, რომ უნივერსიტეტში მოხვედრის მერე ჩემი საშინელი ცხოვრება დალაგდებოდა ყველაზე დიდი შეცდომა იყო. რომ დავფიქრდეთ, რომელ უნივერსიტეტშიც არუნდა წავსულიყავი განსხვავება მაინც არაფერი იქნებოდა, ჩემი ცხოვრება ყველგან ასე კოშმარულად წავიდოდა. თითქოს ყველაფერი სწროად ვქენი. ვიარე სკოლაში, დავასრულე ადრე, ჩემი ბაკალვრიატიც კი 18 წლისამ მოვრჩი, ვმუშაობდი ჩემი მაგისტრის ხარისხზე სტენდფორდში და ჩემი IQ შეფასებულია როგორც გენიოსის. მაგრამ აკადემიური წარმატების გარდა ჩემი ცხოვრება სრული კოშმარია. სამსახურის შოვნა მარტივად შემიძლია, მაგრამ ჩემი გადატვირთული გრაფიკის და ლექციების გამო შეუძლებელია კვირაში 40 საათი ვიმუშავო და 18 კრედიტის კურსები დავფარო. ყოველთვის მჯეროდა რომ ფული ყველანაირი ბოროტების მიზეზი იყო, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ფულის არქონაც ყველანაირი ბოროტების მიზეზია. არასდროს მინახავს ფულიანი მდიდრები იმაზე დარდობდნენ რაზეც ახლა მე. და ჩემი მაგისტრატურის მერე განა რა მოხდება? გამოცდილება არ მაქვს ჩემს სფეროში იმიტომ, რომ ამის საშუალებას სკოლა არ მაძლევდა. შემიძლია დაბალანაზღაურებადიანი სამსახური ვიშოვო, ჩემი გამოუცდელობის შესაბამისი, სადაც გაუნათლებელი იდიოტისკან მივიღებ ბრძანებებს და თუ გამიმართლებს კორპორატიულ პირამიდაზეც ავძვრები და მენეჯერობამდეც მივალ და ყველანაირი წარმატების გარეშე 65 წლის ასაკში პენსიაზე გავალ იმაზე ფიქრით, რომ მთელი ჩემი ცხოვრება არაფერში გაიფლანგა და ძლივს მოვაგროვე მინიმალურად საარსებო ფული. საზოგადოება ყოველთვის წინასწარ გინსაზღვრავს როგორი მომავალი უნდა გქონდეს: ოჯახი რომელსაც უყვარხარ და გამხნევებს, მეგობრები რომლის იმედიც სულ გაქვს, სტაბილური სამსახური საკმარისად კარგი შემოსავალით, რომ მაგიდაზე საჭმელი და თავზე სახურავი მუდამ გქონდეს. მაგრამ ძალადობით სავსე ოჯახში გაზრდით, ნარკომან მამასთან და სიმსივნის დიაგნოზ დასმულ დედასთან, მუდმივ ბულინგში და არცერთი მეგობრით(მასწავლებლების და ბიბლიოთეკარის გარდა) და მუდმივ სიღარიბეში, მივხვდი რომ საზოგადეობა და მედია აიდეალიზირებს მარაზმულ სურათს თუ როგორი უნდა იყოს ცხოვრება და რეალურ სურათს არავინ გვიხატავს. მაგრამ მე უარს ვამბობ გამოუსადეგარ მსხვერპლად ყოფნაზე. მე გადავრჩი. ჯანდაბა, მე გადავრჩი. მეგონა აქ ყოფნა ჩემს მდგომარეობას გააუმჯობესებდა, უნივერსიტეტში სადაც მოხვედრაზე 14 წლიდან ვოცნებობდი. აქ ვარ. ყვლაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ მაინც არასაკმარისად კარგი ვარ იმისთვის, რომ კარგი ცხოვრება მქონდეს. ცხოვრება სამართლიანი არ არის. რატომ უნდა ვიყო მე?! აზრი, რომელიც მომივიდა აბსოლიტურად ფსიქოპატური იყო, მაგრამ ჩემი გადაწურული იმედის კვალობაზე ორჯერ არც დავფიქრებულვარ. ჩანთიდან ლეპტოპი და მეხსიერების დისკი ამოვიღე. კომპიუტერი ჩავრთე და დაველოდე სანამ ბოლომდე ჩაიტვირთებოდა. ოთახში ბნელოდა. ერთადერთი შუქი კომპიუტერის ეკრანიდან გამომავალი ნათება იყო. ოთახის კარი გაიღო და ჩემი ჯოჯოხეთიდან ჩამოსული მეზობელი, სტეისი შემოვიდა. ამ სიცივეში როგორ ახერხებს რომ ამ მოკლე კაბით ჰიპოთერმია არ დაიმართოს სრულიად გაურკვეველია. ლეპტოპი ჩაირთო, ბარათი შევუერთე და მაქამდე ჩაწერილი ინფორმაციის გადმოწერა დავიწყე. კოდი ისე შევცვალე, რომ უნივერსიტეტის სისტემას ვერ შეძლებოდა მისი შემჩნევა. - გიკი - თქვა და ფარდები გადახსნა, ოთახში სინათლე შემოუშვია და სარკისკენ დაიძრა. მისი ოთახის ნახევარი ვარდისფერი დეკორაციებით და ნივთებით იყო სავსე. მის მხარეს დიდხანს თუ ვიყურებოდი ეს ვარდისფერი ფერი თვალებს მიწვავდა. ხმა არ ამომიღია. სტეისი სარკის წინ იატაკზე დაჯდა და მაკიაჟის წასმა დაიწყო. - მადლიერების დღისთვის რა გეგმები გაქვს? ისევ ამ ოთახში მარტო უნდა იწვე იმიტომ, რომ არავის არ მოსწონს შენნაირი ადამიანები? - მითხრა და ლაინერი მსხვილად გადაისვა - სტეისი, ვიცი რო შენი ხმის მოსმენა ძალიან გიყვარს, მაგრამ გთხოვ ხმას ნუღარ ამოიღებ რომ უფრო მეტი ტვინის უჯრედი აღარ დავკარგო, ისედაც უკვე დავკარგე შენთან სიახლოვის გამო - ვუთხარი და თვალები ავატრიალე. - ფილოსოფიას ვსწავლობ ძუკნა და სიტყვის თავისუფლების გამო რასაც მინდა იმას ვიტყვი - შემომიბღვირა და ჩემკენ მოტრიალდა - მგონი ფილოსოფია პოლიტიკურ მეცნიერებაში აგერია - ერთი და იგივეა. სიტყვის თავისუფლება მაინც მაქვს, ძუკნა. - მითხრა და ხელი თეძოზე შემოიდო. მამამისი პოლიტიკოსი იყო, ამიტომ გასაგებიცაა რატომ გადაწყვიტა სტეისიმ რომ იგივე გზას გაჰყოლოდა, თვითონ ვერ ფიქრობს რისი გაკეთება სურს ცხოვრებაში, ამიტომ მამას უჯერებს. იმის გაფიქრებაზე, რომ ოდესმე სტეისი შეიძლება რამის ლიდერად აიყვანონ ჟრუანტელმა დამიარა. - ხალხი ითხოვს სიტყვის თავისუფლებას, გონებრივი თავისუფლების ნაცვლად - ვუთხარი და ეკრანს შევხედე, გადმოწერა თითქმის დასრულებულიყო. - კარგი ლექსია, ლუზერო. ვისგან მოიპარე? - მითხრა და ჩაიცინა - სოკრატე? - ვუთხარი ისე რომ კომპიუტერიდან არც ამიხედია - რა? ეგ რამე ინგლისურადაა? - თქვა და დაბნეულობამ გადაურბინა სახეზე. ავხედე და სიცილი ვერ შევიკავე - სოკრატე? დასავლური ფილოსოფიის მამა? - ჩშ! ეგ ჩემი სპეციალობაა. მეცოდინებოდა ვისზე მესაუბრები რეალური ადამიანი რომ იყოს, დებილო - თქვა და ოთახიდან გავიდა, კარი მთელი ძალით მიიჯახუნა. ღმერთს მადლობა წავიდა. ეკრანს დავხედე, გადმოწერა დასრულდა. ფაილებში ქექვა დავიწყე იმ ერთის მოსაძებნად, რომელიც მჭირდება. აბა ვნახოთ რამდენად მნიშვნელოვნები არიან შენი ინვესტორები ო’კონნერ. ის ფაილი გავხსენი რომელიც მჭირდებოდა და სახელებს გადავხედე, აქედან სამი ყველაზე დიდი ინვესტორი ავარჩიე: 3. ტოი სოტო - შემოწირულობა $750.000 2. კეით ბამსაქი - შემოწირულობა $1.3 მილიონი რათქმაუნდა სტეისის მამამ შემოწირა მილიონზე მეტი ამ სკოლას. ახლა ნამდვილად არ მიკვირს რატო შემოუშვეს ეს იდიოტი აქ. კითხვა გავაგრძელე. 1. დანტე ვინო - შემოწირულობა $4 მილიონი. თითოეულ მათგანზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოძიება დავიწყე. ტოი სოტომ 2008 წელს მიიღო სტენფორდის დოქტორის ხარისხი და ახორციელებს ფართო ოპერაციებს სრულიად უფასოდ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში. არ აქვს მნიშვნელობა რმადენად ცუდად და იმედგადაწურულიც არ უნდა ვიყო, ვერ გადავიტან თუ იმ ადამიანისგან მოვიპარავ, ვინც გაჭირვებულებს ეხმარება. ამიტომ უარი ვთქვი მასზე. კეით ბამსაქი - პოლიტიკოსი, მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ის ცნობილია მისი კორუფციული მეთოდების გამო. მან ასევე სიცოცხლე აჩუქა სატანას ჩემი მეზობლის სახით. ჩემი სიის პირველ ადგილს იკავებს. დანტე ვიტო - მოჩვენებასავითაა. ერთადერთი ინფორმაცია რომელიც მასზე ვიპოვე ისაა, რომ მეწარმე იყო და იტალიაში ცხოვრობდა. სტენფორდი 22 წლის ასაკში დაამთავრა დოქტორის ხარისხით ბიზნეს ადმინისტრირებასა და ფსიქოლოგიაში. IQ 200. საკმაოდ შთამბეჭდავია. მოვიძიე შეერთებული შტატების ყველა ბანკი და მათი მონაცემთა ბაზის გატეხვა დავიწყე, მარტივად ავუარე გვერდი მათ კიბერ უსაფრთხოებას. პირველი კეით ბამსაქი მოვძებნე. ყველა მისს ანგარიშზე ინფორმაცია უცებ ამოვარდა რამდენიმე ფანჯარაში. ჩემდა გასაკვირად ის ვალებში იყო, ძალიან ბევრ ვალში. როგორც ჩანს სტეისის მამას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება აქვს და ასი ათასობით დოლარის ვალი უგროვდება ყოველკვირეულად ვეგასის კაზინოებთან. რა ცუდია სტეისი რომ ხარ. გამეცინა ჩემთვის. როცა მივხვდი რომ ცარიელ ბანკს ვერ გავქურდავდი დანტე ვინო მოვძებნე. მისი ანგარიშები საკმაოდ მარტივად გამოიყურებოდა. რამდენიმე ასეული ათასი ყველა ანგარიშზე. გადავწყვიტე, რომ რაღაც არ იყო რიგზე და უფრო შორს დავუწყე ინფორმაციას ძებნა და ვიპოვე კიდეც.. დაფარული ანგარიში იტალიაში. რაღაც დრო დამჭირდა, რომ უსაფრთხოების სისტემისთვის გვერდი ამევლო, მაგრამ საბოლოოდ მაინც გავტეხე. ჩუმი კვნესა აღმომხდა როცა მის ანგარიშებს შევხედე. ბილიონობით დოლარი ინახებოდა რამდენიმე ანგარიშზე. ყველაზე დიდი ანგარიშის თანხა $534 ბილიონი იყო. ჯანდაბა..ეს ყველაზე დიდი თანხაა რაც კი თვალით მინახავს. მე მხოლოდ $300 ათასი მჭირდებოდა, მაგრამ ვინოს ძალიან ბევრი ფული აქვს..მართლა ძალიან ბევრი. ვერც კი შემაჩნევს თუ მილიონს..სულ რაღაც რამდენიმე მილიონი თუ გაქრება მისი ანგარიშიდან. $20 მილიონი? არა ძალიან ბევრია.. იქნებ $1 მილიონი? კი, $1 მილიონი მშვენიერი იქნება. მჭირდება რომ ეს თანხა იტალიიდან ამერიკის ანგარიშზე გადმოვიტანო ისე, რომ ვერ შენიშნონ. ჩემი ბანკის ანგარიში გავხსენი და მისი დაცვა ჩავრთე. ჩემი უსაფრთხოების სისტემა შევქმენი, რომელსაც ვერ შეამჩნევდნენ. კიბერფსევდონიმი მჭირდება.. ყოველიშემთხვევისთვის თუ ვინმე ჩემი კოდის გატეხვას შეეცდება... თუ ვინმე შეძლებს და გატეხს ჩემს კოდს, მეორე ტიპის თავდაცვის საშუალება მექნება. ჩემი სახელის მაგივრად ჩემი კიბერფსევდონიმი ამოვარდება ასეთ დროს. ერთხანს ვიფიქრე.. ვიღაც რომ ჰაკავდეს ჰაკერს, საიტი არ ამოვარდება, მაგრამ კოდი კი - იმ პროგრამაში რომელსაც ისინი იყენებენ. სახელი კოდის სახით გამოჩნდება. კიბერფსევდონიმი დავწერე და გამეღიმა. 5 ასო და 3 ციფრი - ის რაც ყველა ჰაკერს ჭკუიდან შლის. ERROR 404 ჩემი ანგარიშების დაცვის შემდეგ ვინოს ანგარიშს მივუბრუნდი. როგორც კი ამაზე ფიქრი ისევ დავიწყე ხელები ამიკანკალდა.. იტალიაშია.. ვერც მიპოვის. იმდენად მდიდარია რომ ვერც შენიშნავს.. მაგრამ თუ შენიშნა? ამის რესურსები აქვს შეუძლია პოლიციას შეატყობინოს ჩემზე.. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს დანაშაულია.. შეიძლება სასჯელიც მივიღო. მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებ..დედა შეიძლება გარდაიცვალოს.. ახლა ვერ დავიხევ უკან.. დედაჩემს მშიშარა არ გავუზრდივარ. თანხა $5 მილიონამდე გავზარდე. ან ყველაფერი ან არაფერი არა?! კოდის წერა დავიწყე თანხის გადმოტანისთვის. ჩემი თითები ისე სწრაფად ბეჭდავდნენ როგორც არასდროს.. ჩემი სხეული ადრენალინისგან ცახცახებდა.. თავი ხელშეუხებლად, ცოცხლად ვიგრძენი... სამწუხაროდ ეს ემოცია ცოტახანს გამყვა, როგორც კი ენთერის ღილაკს დავაჭირე მეგონა გული გამიჩერდებოდა.. გადმოტანის პროცესი დაიწყო 4% შესრულდა.. ავდექი და პატარა ოთახში აქეთ-იქით სიარული დავიწყე, ვცდილობდი ჩემი ამოვარდნილი გული დამემშვიდებინა.. საათს შევხედე - 11AM. ჯანდაბა..ძალიან ადრე ხომ არაა ამისთვის? ჯანდაბა, იქ ხო იტალიაა..9 საათით წინ არიან. მათი დროით ძალიან გვიანი ხომ არაა ამისთვის? 25% შესრულდა.. ჯანდაბა.. ეს მართლა ხდება! 33% შესრულდა.. კრიმინალი ვარ..ციხე..ციხეს ვერ გადავიტან.. 47% შესრულდა.. ვინანე ჩემი გადაწყვეტილება 68% შესრულდა როგორი ხარბი ვარ.. რა ჯანდაბად მინდოდა $5 მილიონი?! 82% შესრულდა ოფლი. რატო ვარ ასეთი ოფლიანი?! 99% შესრულდა.. გადატანა დაპაუზდა და 99%ზე გაჩერდა..თითქოს მთელი საუკუნე გავიდა. ეგ არის. მიპოვეს. დამიჭირეს. ჯანდაბა... იქნებ გავიქცე..იქნებ ვიპოვო გზა რომ მექსიკაში ან ახალ ზელანდიაში წავიდე?! ჩემი სახელი რომ შევიცვალო და თმა ქერად შევიღ.. *DING* თანხის გადმოტანა დასრულებულია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.