შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა ( თავი 12 )


12-03-2025, 13:02
ავტორი NakoNako
ნანახია 367

12

ვაჟა
საყვარელი ქალი თვალებ აციმციმებული და ლოყებ აწითლებული შემომციცინებდა თვალებში.
- გავხდები.
ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიპასუხა ჩემს შეკითხვაზე და ჩემს მეუღლეობაზე დათანხმებით ყველაზე ბედნიერ კაცად მაქცია.
გოგას დაცინვაზე ყოველთვის ვბრაზდები, თუმცა მართალია, მართლა ყურებამდე ვარ შეყვარებული, 31 წლის ასაკში პირველად შევიგრძენი რა არის სიყვარული.
ჩემს გარშემო ყველა რომ დაიღუპა, ჩემი პატარა ძმის სიკვდილი ყველაზე რთულად გადავიტანე, ან კი როგორ უნდა გადაიტანო 9 წლის ბავშის სიკვდილი? რომელიც წინა დღისით სრულიად ჯანმრთელი, თანატოლებთან ფეხბურთს თამაშობდა. ყველასი მაგრამ განსაკუთრებით მისი მკვლელობით გამოწვეული დარტყმა იმდენად მძიმე იყო რომ დავეცი, დავეციდა მის მერე ფეხზე წლების შემდეგაც ვერ წამოვდექი. მახსოვს მაშინ ჩემზე მეტად გამწარებულმა დედამ, დედაჩემმა მითხრა: „სიყვარული ყველაზე საშინელი გრძნობაა რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდესო, შეუძლია ბედნიერი გაგხადოს ან კიდევ სიკვდილი განატრებინოსო. მძულს ეს გრძნობა ამ გრძნობის გამო ცხოვრება თავზე დამენგრა და თქვენც ამ ნანგრევებში მოგაქციეთო, ერთი შიგ ჩავმარხე და მეორეს ამოთრევის ძალა აღარ მაქვსო.’’ ბოლოს დამიმატა „დედის წინათგრძნობას დაუჯერე და არავინ შეიყვაროო, ჩემსავით უბედური იქნები შენცო.“ საშინლად გულ მოკლულმა მითხრა ეს სიტყვები, სიყვარულზე განაწყენებულმა, თუმცა დედას არ დავუჯერე და მთელი გულით შევიყვარე. ისე შევიყვარე მისთვის რომ მოვკვდე, ამ წამსაც კი მზად ვარ. ხატიაში ამ ცხოვრებაზე ხელის ჩასაჭიდებელი იმედი ვიპოვე. ამ მოკლე დროში გულუბრყვილოდ დავიჯერე რომ შემიძლია მეც ვიყო ბედნიერი.
კოტეჯებთან ახლოს, ბაღში ჩამოკიდებულ ჰამაკში ჩავწექით, გულზე მივიხუტე და სახე დავუკოცნე, ულამაზესი სახე. ისე უხდება შავი თვალ წარბი, თეთრ პირ სახეზე. ლამაზი, პატარა, ხორციანი, ვარდისფერი მაცდური ტუჩები პირდაპირ კოცნის მოპატიჟეა. მის შავ თმებზე კი აღარ მაქვს საუბარი აბრეშუმივით უბზინავს ახლაც კი ღამის ნათებაზე. უბრალოდ ულამაზესია, ყველანაირად უნაკლო პატარა ქალია.
- დედაჩემის მეშინია. მითხრა დადარდიანებულმა.
- რატომ?
- როგორი რეაქცია ექნება წინდაწინ ვიცი. გთხოვ როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ გავუმხელ, მის წინაშე ძლიერი მოთმინება გამოიჩინე.
- არ მოვწონვარ ხომ?
ვკითხე სიცილით, პასუხი ისედაც ვიცოდი, დავითთან პრობლემები რომ მქონდა იცოდა, საკმაოდ ჭკვიანი ქალია, იმასაც მიხვდა დავითი სპეციალურად რომ ჩავითრიე საქმეებში, ჩემი პარტნიორი რომ გამხდარიყო. მახსოვს ამ რეზორტის გახსნაზე ჩემთან მოვიდა, ირონიული ზრიდილობით, იგივრ ტონით მომილოცა ჩემი და მისი მეუღლის პარტნიორობა ხალხის გვერდით. როდესაც მარტო დავრჩით მაშინვე მტრული გამოხედვით თვალი თვალში გამიყარა და პირდაპირ ყოველგვარი მორიდების გარეშე კბილებში გამოსცრა, მისი ოჯახისგან თავი შორს დამეჭირა, თუ მათ რამეს დავუშავებდი საკუთარი ხელებით მაგებინებდა პასუხს. არ ვამტყუნებ. ახლა შესაძლებელია ფიქრობს რომ ხატიას ვიყენებ, არის აქ რაღაც სიმართლის მარცვალიც, თავიდან მართლაც მისი გამოყენება მქონდა განზრახული, თუმცა იმდენად უმწეო და უცოდველი ადამიანი დავინახე მასში სინდისმაც უკანდახევა მაიძულა, შემდეგ კახამ უამრავი ეჭვი გამიჩინა, და დღევანდელი ნანახი,იარები...
მისი იარების შემდეგ უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი რომ შესაძლოა რატიანი დედაჩემის მკვლელობასთან არაფერ კავშირში არ იყოს. უახლოეს მომავალში ამ თემაზე რატიანთან ვისაუბრებ, გამოძიებით ისედაც კახას ნათქვამის შემდეგ ყველანაირი დეტალის გამოძიება დავიწყე, რამდენიმე პატარა ფაქტს წავაწყდი რომელმაც, ჩემი შეხედულებები შეცვალა და ეჭვებში დამტოვა.
- არ მოგატყუებ ვაჟა. არა. არ მოსწონხარ.
- მიჩვეული ვარ ჩემო პატარა, შენ მაგაზე არ იდარდო. დედაშენის მიმართაც მოთმინებას აუცილებლად გამოვიჩენ.
- იცი კახეთში წამოსვლის ნამდვილი მიზეზი რა არის? ჩვენს შესახებ რომ გაიგო ისტერიკა მოაწყო და ფაქტიურად სახლიდან გამომაგდო.
- რა? ხუმრობ შენ.
- არა. სიმართლეს გეუბნევი, საშინლად გაბრაზდა და გამომაგდო. ამიტომ ჯერ მე ვეტყვი, მე დაველაპარაკები, შენზე შეურაწყოფის მოყენებას თუ გადაწყვეტს უბრალოდ ეცადე თვალი დახუჭო. ეცადო მაინც. ვიცი ბევრს ვითხოვ.
- ნუ ნერვიულობ ჩემო პატარა. აღარ ვისაუბროთ ამ თემაზე ცუდ ხასიათზე დაგვაყენებს. ვიცხოვროთ და დრო გვიჩვენებს როგორ უნდა მოვიქცეთ.
- ძილი მომერია, ნომერში წავიდეთ. გამეცინა ჩემს გვერდით ყოველთვის მშვიდად იძინებს, არადა ძილის პრობლემები აქვს.
- წავიდეთ და ჩემს გვერდით სულ რომ გეძინება თუ ატყობ.
- კი მეც შევამჩნიე. გამიღიმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ღიმილით.
მეორე დღეს ჩვენ ყველა ერთად ვსაუზმობდით. სანამ სასაუზმოდ ჩავიდოდით გადავწყვიტეთ ჩვენებისთვის გვეთქვა წუხანდელი ჩვენი გადაწყვეტილება. რომელიც ორივემ სპონტანურად მივიღეთ. მე პირადად აზრადაც არ გამივლია . ერთად სეირნობის დროს გადავწყვიტე. ვუყურებდი ხატიას და ვფიქრობდი რომ ჩემი გამართლებაა ამ ცხოვრებაში, რომ მის გარეშე არსებობაც არ მსურს.
- მე და ვაჟამ დაოჯახება გადავწყვიტეთ.
ყოველგვარი ზედმეტი შესავალის გარეშე ახარა ჩვენი ამბავი. გოგას ყავა ყელზე დაადგა და ხველა აუტყდა, გოგოებმა სასიხარულო ტაში შემოკრეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - აწივლდნენ. ვერ ვიტან ქალების წივილს. ხატიას ხელი წაავლეს წამოაყენეს მაგიდიდან და რასაც ქვია სიხარულით გამოწვეული წივილ კივილით მიულოცეს მასაც და მეც. მხოლოდ კახა ინარჩუნებდა სიჩუმეს, უფრო მეტიც მის თვალებში ბრაზს ვკითხულობდი. მაგიდიდან წამოდგა მკლავზე ხელი გამომდო და ფეხზე წამომაყენა.
- წამო ცოტახანი.
ვერ ვხსნი ამის უცნაურ საქციელელს, ნელ- ნელა ბრაზი მერევა, ისევ გოგას ძველი ხუმრობა მახსენდება და კახას ეჭვის თვალით ვუყურებ , ნუთუ... დასრულებაც არ მინდა.
- რახდება კახა? ხომ არაფერი გეშლება ძმაო?
- შენს თავში რახდება ჯერ ეგ გამარკვიე?
- რაგინდა მართლა ვერ ვხვდები! პირდაპირ მითხარი კაცურად. რა გაწუხებს ?
- შენ! შენ მაწუხებ! ისევ არ ეშვები შენსას ხომ? ისევ ბინძურად თამაშობ.
- მე ბათუში მგონი გითხარი ჩემი საბოლოო დამოკიდებულება. რაც ხატია გამოჩნდა დავიკიდე ყველაფერი. მაგრამ დავუშვათ და ისევ ვთამაშობდე შენ რა მერე მაგით? რა გაკლდება? გითხარი რომ ხატია მიყვარს. შენ რა თვალით უყურებ ხატიას გამარკვიე, რადგან შენი ქცევა მოსაწონი ჩემს თვალში არაა. ჩემი ძმა ხარ და ვერ გეუბნევი ვერაფერს, სარგებლობ მგონი.
- სისულელეებს ნუ ამბობ.
- აბა მა რაა მიზეზი?
- ჩემი სტუდენტია.
- კაი ახლა ეგრო არაა მარტო მიზეზი ორივემ ვიცით.
- ლიკას ტოლია გესმის? ჩემი დის ტოლია. იგივე შენი დის, მისნაირი უდანაშაულოა. ლიკას ვხედავ მასში რომ ვუყურებ, მასავით მეამიტი და სუფთაა ეგ გოგო.
- მერე?
- გაბრთხილებ ვაჟა, საკმარისია მაგ გოგოს შენი მიზეზით რამე დაუშავდეს პასუხს პირადად მე გაგებინებ. არ იფიქრო რომ მის გრძნობებზე ითამაშებ არაკაცურად და ეგ შეგრჩება. როგორც ლიკას გულისტკენას არავის ვაპატიებ ისე ხატიასი დაიმახსოვრე და ასე გადადგი ყოველი ნაბიჯი წინ.
სიბრაზისგან ცხვირის ნესტოები დამებერა ისე სწრაფ სწრაფად დავიწყე სუნთქვა, ხელები მოვმუშტე და მაგრად მოვუჭირე, ოდნავ მაინც გამნელებოდა ბრაზი.
- მიყვარს ! არ ვთამაშობ! რავერ გაიგე? პირველად მინდა ცხოვრებაში მომავალზე ვიფიქრო დანაშაულია? ვუღრიალე კახას.
- ღმერთმა ქნას ეგრე იყვეს ვაჟა, ღმერთმა ქნას. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი მტერი ვიქნები. უდანაშაულო ადამიანის გაუბედურებას არ გაპატიებ. მითხრა თავისი ცივი და უკვე მშვიდი ტონით.
- თანახმა ვარ. მარჯვენა ყბაში თუ მომხვდება მარცხენასაც მოგიშვერ. ვუთხარი ახლა ღიმილით.
- რა გაუწონასწორებელი ტიპი ხარ. ჩაეღიმა კახასაც.
- რატო ?
- რამდენიმე წუთის წინ ბრაზისგან დაბრმავებული იყავი თითქმის, ეხლა იღიმები.
- ვქორწინდები, ემოციები მოზღვავებული მაქვს. ვუთხარი სიცილით კახას და ხელი მოვხვიე ძმურად როგორც ბავშვობაში.
- იმედია ბედნიერი იქნები ვაჟა.
- ვიქნები, ვიქნები. წამო შევიდეთ გოგოებთან. ხო მართლა საღამოს თბილისში ვბრუნდებით. ხატიას მშობლებს უნდა გავაგებინოთ.
მაგიდასთან დავბრუნდით გოგას გაკვირვება გადავლილი ისევ არ ჰქონდა.
- ხატის კი მივულოცე სანამ თქვენ საუბრობდით, შენც გილოცავ იმედია ბედნიერები იქნებით. გადამეხვია გოგა. კახა ამ დროს ხატიას ულოცავდა.
საღამომდე დრო როგორღაც გავლიეთ, და მხოლოდ მე და ხატია დავიძარით თბილისისკენ დანარჩენები დასასვენებლად დარჩნენ. ბიჭებმა ნამდვილი არდადეგები მოიწყეს.


ხატია.
ჭიშკართან ვდგევარ და შეღება მიჭირს, დაახლოებით ვიცი რა მელის წინ, სულ რაღაც ორი დღის უკან დედამ ფაქტიურად სახლიდან გამომაგდო ვაჟას გამო. როგორ „ გაუხარდება“ წარმომიდგენია ჩვენი გადაწყვეტილება. თინამ ტექნიკურად აიცილა მორიგი აურზაური, დასასვენებლად ვარო, დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებო განმიცხადა ქალბატონმა, სულ რომ არაფერი ჩემს გვერდით იქნებოდა ამ რთულ მომენტში.
- შევიდეთ თუ კიდევ დაველოდოთ ოღონდ რას არ ვიცი. მითხრა ხუმრობით ვაჟამ.
- წინასწარ გიხდი ბოდიშს ვაჟა.
- რის გამო?
- ყველა სიტყვის გამო რასაც შენი მიმართულებით მოისმენ. ვუთხარი ვაჟას და სახისკენ გავემართე.
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა როგორც წარმოვიდგენდი, სახლში მხოლოდ ჩემი მშობლები იყვნენ მამიდა კატო სვანეთში წასულიყო ისევ და ნინო დეიდაც თან წაეყვანა. არაფერმა ჩაიარა კარგად, ჩვენი გადაწყვეტილება გამხელილი არც გვქონდა მშობლებისთვის დედაჩემს ვაჟას დანახვისას ისტერიკა დაეწყო, მაშინვე სიტყვიერ შეურაწყოფაზე გადავიდა , თითქმის ყველა სალანძღავი სიტყვა გამოიყენა ვაჟას წინააღმდეგ, პანიკური შეტევის დასაწყისი მქონდა უკვე. ვაჟა კი მის ქცევაზე და თითოეულ სიტყვაზე მანიაკივით იცინოდა, მეჩვენებოდა თუ მხიარულობდა. მამა თავიდანვე დედას დაწყნარებას ცდილობდა თუმცა ამაოდ, თქმა გადავიფიქრე, თუმცა ვაჟამ ბომბივით შეუგდო თამარს ქორწინების ამბავი, მანაც წუთიერი შოკი გაიცადა და ადგილზე გაშეშდა, შოკური მდგომარეობიდან გამოსვლისთანავე კი ხელში ყვავილების პატარა ვაზა მოხვდა, რომელიც ვაჟას მიმართულებით ისროლა, ვაჟამ მოხერხებულად აიცილა და სიცილს უფრო უმატა. ჩემი არსებობა ორივეს გადაავიწყდა, პანიკური შეტევა მქონდა, ნერვიული ფონი, ყვირილი, ხმაური, მსხვრევის ხმა ყველაფერი ერთიმეორეს დაემატა და კანკალმა ამიტანა, ნელნელა ხელები დამეკრუნჩხა, ყურთასმენა დამეხშო, გული თითქოს მკერდიდან ცდილობდა ამოხტომას ისე სწრაფად მუშაობდა. იმდენად ხმაურიანად და სწრაფად მიცემდა რომ ახლა მხოლოდ მისი ხმაური ჩამესმოდა ყურებში და არა ჩემი გარშემომყოფებით გამოწვეული , თვალთ დამიბნელდა და წამიერად მოვწყდი რეალობას , სიბნელეში ჩავიკარგე, კისრის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ძალიან შორიდან მესმოდა მამაკაცის ხმა რომელიც ჩემს სახელს ამბობდა, მამას ხმას ძალიან ჰგავდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent