მწვანე ლაქა ( თავი 16 )
16 ვაჟა ერთი კვირის წინ ოფისში ვზივარ და მაგიდაზე გაშლილ სურათებს მივჩერებივარ. ყველა ფოტოს ვუყურებ, ყველა ფოტოზე ხატიაა. იმ დროის მანძილზე რაც ხატია ჩემი ცოლია ვიღაც ყოველ ნაბიჯზე დაჰყვება, სახლის ეზოშიც კია გადაღებული ფოტოები. გავგიჟდები! ბრაზი მახრჩობს დაცვაც ხომ დაყვება ყველგან, როგორ ვერ შეამჩნია იდიოტთა ჯოგმა ,როგორ ვერ შეამჩნია, რომ უყურებდნენ. ჯაბას დავურეკე და ვუბრძანე ჩემს კაბინეტში მოსულიყო, რამდენიმე წუთში ისიც აქ გაჩნდა. - ვინ გამოგზავნა ეს ფოტოები გაარკვიე რამე? გამოვცარი კბილებში გაბრაზებულმა. - ვერაფერი, ანონიმურად მოვიდა. კურიერსაც ვერ ვპოულობთ, კომპანიის ვიდეო კამერებში კურიერის სახე არ ჩანს, რომ ვიპოვოთ და გამომგზავნის კვალზე გავიდეთ. - ძნელი მისახვედრი არაა ვინც გამოგზავნა, დიდი ხანი იყო ჩუმად ისედაც. - რუსლანზე გაქვს ეჭვი? - სხვა ვსიზე. ვერ ჩამოდის ქვეყანაში. რუსეთში იმალება ვირთხასავით. - რას აპირებ? - რუსლანის ძაღლიშვილი მოძებნე პეტრე. მაგათი ტვირთი უნდა ჩამოსულიყო ფოთის პორტში დღეს ღამე. პეტრეს დავიჭერთ ტვირთს პირდაპირ შავ ზღვაში ჩაძირავთ. და კიდევ როგორია საყვარელი ადამიანით შანტაჟი ვაჩვენებ. - შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ? თავი დავუქნიე, თანხმობის ნიშნად. - დღესვე წავიდეთ, თან ბათუმში საქმეებს გადავხედავ. კაზინოებს დავათვალიერებ გავიგებ როგორ მიდის საქმეები ხვალ კი ლუკას მივხედავთ. იქნებ რუსლანის ადგილსამყოფელიც ვათქმევინოთ, მივუგზავნოთ ვინმე და ჩავაძაღლოთ. - ხატიას უთვალთვალებენ ხვდები ხომ მარტო დატოვება რამხელა რისკია, დაცვამ თუ ვერ შეამჩნია ასეიგი ძალიან ახლოს დაყვება ვიღაც. განერვიულებულმა თმები ხელით დავიქაჩე, როგორმე რუსლანი და მისი მოკავშირეები თავიდან უნდა მომეცილებინა. მისნაირი ხალხის წყალობით ახლობლები დავკარგე და ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია. - ხატიასთან კახას გავგზავნი. - კახას ეტყვი ამ ამბავს? - არა კახამ შეიძლება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, რუსლანისა და მისი მოკავშირეების მოცილებით მათი საქმე ჩვენ კისერზე გადმოვა. საკმაოდ ბინძურ საქმეებშია ეგ ძაღლისშვილი . გოგას დაურეკე გოგას ეცოდინება მხოლოდ. ყურადღებით იყვეს, სანამ დავბრუნდები. *** რამდენიმე საათში ბათუმში ვიყავით, ხატიამ რამდენჯერმე დამირეკა, ზარებზე ვერ ვპასუხობდი, როგორ ამეხსნა მის გვერდით რატომ არ ვიყავი. შუადღისთვის ყველა საქმე მოვაგვარეთ ბათუმში და ფოთისკენ დავიძარით, ღამისთვის ყველაფერი მზად უნდა გვქონოდა. პორტში ყველაფერი მოვაგვარეთ გეგმას გადავხედთ, დღევანდელი ღამე წარმატებით უნდა დაგვემთავრებინა. მოსაღამოვდა ტელეფონზე რუსული ნომერი მირეკავდა. - ვინ ჯანდაბაა?! დავაცქერდი ტელეფონს. - ვინ გირეკავს? გვერდით ამომიდგა ჯაბა. - ეხლა გავიგებთ. ვუთხარი ჯაბას და მობილური ავიღე. - ვაჟა როგორ მიგდის ფოთში საქმეე? კარგად დააზეპირებინე გეგმა შენს ძაღლებს. - რუსლან? ყურმილის მეორე მხარეს სიცილის ხმა გაისმა. - როგორ მიყვარს ხმაზეც რომ მცნობენ, ასეიგი ჩემი მართლა გეშინია. - ადამიანი არ დაბადებულა რომ მეშინოდეს! ვუთხრი და ჩამეღიმა, რა ჰგონია ამ ნაბიჭვარს სადღაც სოროდან ჩემს შეშინებას შეძლებდა? - შენს ადგილზე ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი. - რაგინდა პირდაპირ თქვი. - მოსაკითხად დაგირეკე. გაისმა ამაზრზენი სიცილის ხმა . - როგორ მიგდის ქორწინება? ხატია როგორაა? უკვე გაიგო როგორი ნაძირალა ქმარი ყავს? - ჩემი ცოლის სახელის ხსენებას როგორ ბედავ? ვუღრიალე ტელეფონში. ტვინში სისხლი მასხავდა სიბრაზისგან. ამ ს პოვნა და მოკვლა მინდოდა. - ახლა ვუყურებ და მობეზრდა ალბათ შენს “ შკაფებთან” ერთად სიარული, დაცვაც ხომ ჰქვიათ სულ არ გამიჭირდა მისი თვალთვალი. - რუსლან სადაც გიპოვი იქ ჩაგაძაღლებ! - ეგ ცოტა რთული საქმეა. მანამდე ცოლი იპოვე სადაა. იცი სადაა? როგორც ჩანს არ იცი ახლავე გაჩვენებ. შეტყობინებით ვიდეო მომივიდა, სადაც ხატია და მისი მეგობრები, ლუკა თორნიკე ნინი ჩანდნენ, ხატიას საყვარელ პიცერიაში იყვნენ. - შენს ადგილას გეგმას ჩავშლიდი პატარა ბიჭო. ერთი სიტყვაც საკმარისია მისი თავიდან ნაადრევად მოსაცილებლად. - გიპოვი და ჩაგაძაღლებ მანამდე შენ შვილს ჩავაძაღლებ. ჩემს ცოლს არ შეეხო… თითქმის შევავედრე ბოლო წინადადება ისეთი ხმით წარმოვთქვი. - ქალზე რომელსაც შურისძიებისთვის იყენებ ზედმეტად ნერვიულობ. იმედია არ გეგონა რომ შენს ზღაპრებს დავიჯერებდი. - მოაცილე შენი ძაღლები ჩემს ცოლს. ხელს არაფერს დავაკარებ. - კარგია რომ ჩემი “ მამა შვილური რჩევა გაითვალისწინე”. ჯილდოც დაიმსახურე რამდენიმე დღეში გამოგიგზავნი. მითხრა და ტელეფონი გათიშა. - უკან ვბრუნდებით. აქ ჩვენი საქმე დაუწყებლად დამთავრდა. სასწრაფოდ თბილისში მივდივართ. მანქანით დროს ვერ დავკარგავ ჯაბა , ბილეთი მიშოვე, თბილისში ჩავფრინდები. კახას და გოგას დავურეკე სასწრაფოდ ვთხოვე ხატიას პიცერიიდან წამოყვანა და მასთან ერთად ყოფნა ჩემს მისვლამდე. შემდეგ ხატიას დავურეკე და განერვიულებულმა ვუყვირე. თბილისამდე როგორ ჩავედი, სახლამდე როგორ მივედი არ მახსოვს, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე ხატია კარგად რომ დავინახე. მარტო აღარ დავტოვდი. კახას ავუხსნიდი ნახევრად სიტუაციას და მის დაცვას ვთხოვდი. ხვალიდან რუსლანის ადგილსამყოფელის გასაგებად ყველა ღონეს გამოვიყენებდი. *** პირველ რიგში პეტრე უნდა ჩამეგდო ხელში, მისი პირით გამერკვია სად იმალებოდა მამამისი. იმ საღამოთივე დავადევნე ბიჭები, დილით ბათუმში გავბრუნდი. წუხანდელი ტვირთის გასაღებას აღნიშნავდა დილამდე, ჩემს ერთ ერთ რესტორანში. ბიჭებს დავაჭერინე და ახლა მის ასალაპარაკებლად მივდიოდი. შუქნიშანზე გავჩერდით მე და ჯაბა მანანით, რულთან ჯაბა იჯდა, გვერდთ შავი უნომრო მანქანა ამოგვიდგა სახეები არ უჩანდათ მხოლოდ იარაღის ლულა ჩანდა ოდნავ ჩაწეული შუშიდან. წამებში ჩვენს თავზე ტყვიებმა დაიწყეს ფრენა. ჩამსხვრეული შუშები ზედ გვეყრებოდა. მარცხენა მხარში და გვერდში მწველი ტკივილი ვიგრძენი, გავითიშე... გონებაზე თეთრად განათებულ ოთახში მოვედი, სინათლე საშინლად მჭრიდა თვალს. შეგრძნება მქონდა თითქოს ღრმა ძილიდან გამოვიღვიძე. სად ვიყავი? რა დამემართა? ვცდილობდი გონებაში აღმედგინა, ფილმის კადრებივით გამირბინა ბოლო მომენტებმა, დამჭრეს . ჩემს გვერდით ნუკრი, გოგა და ჯაბა ისხდნენ. ჯაბას მხარი ჰქონდა შეხვეული, ნუკრი გერმანიაში იყო, განა რამდენი ხანი ვიყავი გათიშული ამან აქ რომ მოასწრო ჩამოსვლა. გოგას და ნუკრის ალბათ ჯაბამ გააგებინა ჩემი დაჭრის ამბავი. - როგორც იქნა თვალი გაახილე. რაა არი ამდენი ძილი. როგორც ჩანს რაც დაქორწინდი ღამეები არ გძინავს.მითხრა გოგამ ეშმაკური სიცილით. - მორჩი, სულელურ საუბარს. რამდენი ხანი მეძინა? ვკითხე სუსტი ხმით და თვალები მივლულე. ისევ ძილს მთხოვდა ორგანიზმი. სახეში არც თუ ისე ძლიერი შემორტყმა ვიგრძენი, შემდეგ ხელით სახეს მისველებდა ვიღაც, თვალი რომ გავახილე ჩემი მხედველობის არეალში ნათლიაჩემი ნუკრი შემოიჭრა. - შენი გაღვიძების დროა უკვე შვილო, ხატიას უნდა ელაპარაკო, ვეღარ ვაკავებთ ძალიან ნერვოიულობს, არაფერი არ იცის! ხატიას სახელის გაგონებაზე თავს ძალა დავატანე და თვალი გავახილე. გამოფხიზლება ვცადე. - რამდენი ხანი მეძინა? - 5 დღე! მითხრა გოგამ - აზრზე რომ მოხვალ ხატიასთან დარეკე. კახაა მის გვერდით, არაფერი იცის, მხოლოდ მე და ნუკრიმ ვიცით, ნუკრი რუსლანს რუსეთში ეძებს. პეტრე გაგვექცა. შენ რომ დაგჭრეს ყურადღება ვეღარ მიაქციეს ბიჭებმა და გაექცათ. - სად მომხვდა ტყვია, ამდენი ხანი რატომ მეძინა? - მხარში. და გვერდში. მარცხენა გვერდში ნასროლი ტყვია ნეკნმა შეაკავა გაგიმართლა რომ ნეკნს არ ასცდა და გულში არ მოგხვდა . მითხრა გოგამ. - ჯაბა შენ? - ჩემი უბრალო ნაკაწრია. - ტელეფონი მომეცით ხატიას დაველაპარაკები. საუბარი მიჭირდა ყველა ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა ძლიერი ტკივილის ფასად მიჯდებოდა. ძალიან ცოტახანი ვესაუბრე, ფაქტიურად თავიდან მოვიცილე. - ნუკრი დამეხმარე. - უკვე ყველა საჭირო ზომა მიღებული მაქვს. - მაგაზე არ ვამბობ. - აბა რაზე საუბრობ შვილო? - ხატია უნდა ჩამოვიცილო როგორმე. - რასქვია ჩამოიცილო? გაბრაზებული წამოენთო გოგა. - შენ რაზეც ფიქრობ მაგიტომ არა. - აბა რატომ? - საფრთხეშია.. სანამ რუსლანს მოვიცილებ ხატია ჩემგან შორს უნდა იყოს. სიტუაციას ვერ ავუხსნი ახლა. ისეთი რამე უნდა გავაკეთო იძულებული გახდეს და მიმატოვოს. - რა გაქვს გეგმაში? - კაზინოსთან ხვალ ყვითელი პრესიდან ჟურნალისტები მომიყვანეთ. ფული გადაუხადეთ, ხვალ რასაც გადაიღებენ ის ამბავი გამოაქვეყნონ ყველგან. - რა ჩაიფიქრე? მკითხა გოგამ. აღარაფერი მიპასუხია , ერთადერთი საფიქრალი ახლა მხოლოდ ხატია იყო ჩემთვის, როგორმე ჩემი ცხოვრებისგან უნდა ჩამომეშორებინა, ჩემს გამო მას არაფერი უნდა მოსვლოდა, ვერ გადავიტანდი. ჯობია გული ეტკინოს და საღსალამათი იყოს. მთავარია ჩემგან და ჩემი მტრებისგან შორს ყოფილიყო, დანარჩენს ყველაფერს ეშველებოდა. მეორე დღეს კაზინოში სპეციალურად დაქირავებულ მოდელთან ერთად მივედი რომელსაც ჩემთან ერთად ყვითელი პრესის წინაშე უნდა ეპოზიორა. ყველაზე საშინელ რამეს ვუკეთებ საყვარელ ადამიანს, თუმცა ეს ყოველივე დადგმულია მისივე კეთილდღეობისთვის. - შენი ეს თეატრი არ იყო კარგი აზრი ვაჟა. მითხრა ნათლიაჩემმა, მას მერე რაც ყველაფერი დასრულდა გეგმის მიხედვით. ჩემი სამარცხვინო ამბავიც მოედო პრესის ყვითელ გვერდებს, თან ისე რომ ფულის გადახდაც არ დაგვჭირდა გავრცელებისთვის რადგან გიას ფინიებმა კარგად იმუშავეს. - სხვა გზა არ მქონდა ნუკრი. შენ თუ ვერ გამიგებ ვერავინ გამიგებს. - მე გიგებ შვილო მაგრამ, საქმე გრძნობებს როცა ეხება სიფრთხილე უნდა გამოიჩინო გრძნობებთან თამაში არ შეიძლება. - გთხოვ არ დამიმატო ისიც მეყოფა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი სიყვარულის ნაცვლად სიძულვილით რომ შემომხედავს ცოტახანში. - ვინ გითხრა ღალატს სიძულვილი რომ მოყვება სულ? - აბა? სხვა რა უნდა მოყვეს ?... - იმედგაცრუება ვაჟა და დამიჯერე ყველაზე ვერაგი გრძნობაა. იმედს როცა კარგავ სიცოცხლის სურვილსაც კარგავ. შენ შენი მეუღლის ბავშვობაზე იცი რამე. - ნაწილობრივ... - ანუ არ იცი. - რისი თქმა გსურს ნუკრი, პირდაპირ მითხარი. - ხატიამ ბავშვობაში თვითმკვლელობა სცადა. თავზარი დამეცა, რა გადაიტანა ამ გოგომ, რატომ არასდროს არაფერს მიყვება? ალბათ იმიტომ რომ არც მე ვიხსნები მასთან, ჩემს წარსულზე ჩემს ოჯახზე არასდროს ვლაპარაკობ. - ნუთუ ფიქრობ რომ.... წინადადება ვერ დავამთავრე. - არვიცი... ჯობდა სიმართლე გეთქვა. მე თბილისში ვბრუნდები ცოტახანს სანამ სიტუაცია დაგიწყნარდება აქ ვარ, შენს გვერდით. მამა შვილურად მხარზე ხელი წამკრა და წავიდა. წავიდა და დამტოვა შიშებთან მარტო. *** კახას დარეკილის მერე სახლში როგორ დავბრუნდი არ მახსოვს, გულნატკენი ადამიანის ხილვა რთულია მითუმეტეს ეს ადამიანი თუ შენი მეორე ნახევარია. ხატია გულნატკენი კი არა განადგურებული იყო. ნუკრი მართალი აღმოჩნდა, ახლა რა ჯანდაბა გავაკეთო? შეგრძნება მქონდა თითქოს ჭაობში ჩავიძირე, როგორ ამეხსნა ეს ყველაფერი? სახლში მისულს საშინელი სურათი დამხვდა, მადლობა ღმერთს ჯაბა და გოგა გამომყვნენ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა ხატია მარტო, რადგან უგონო მდგომარეობაში იყო. გონზე რომ მოვიდა გოგამ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გააცილა. ხატიას თვალები ჩემს გარდა ყველაფერს ხედავდა. ღმერთო როგორ მომენატრა მისი ბრიალა შავი თვალები, როგორ მომენატრა მისი ჩახუტება, მის ნაზ, პატარა და ხორციან ტუჩებთან შეხება. რატომ არ შემიძლია მეც ბედნიერი ვიყო? ცრემლებით სავსე თვალებით მიღიმოდა, ისე მიღიმოდა აქამდე ასე არასდროს გაუღიმია ჩემთვის, თითქოს მემშვიდობებოდა ჩემი ფერია. გადამეხვია, ღმერთო როგორ მომენატრა მისი სურნელი. ხელები მჭიდროდ მოვხვიე სხეულზე ისე მოვეხვიე თითქოს მის გაშვებას არასდროს ვაპირებდი. მისმა სურნელმა იმდენად დამახვია თავბრუ ვერ შევამჩნიე როგორ ამომაცალა საქამრიდან იარაღი, როგორ გადატენა, ან კი გადატენა? იქნებ სულაც ჩემი დატენილი იყო, ჯანდაბა იარაღი დატენილია... შიშისგან სული მძვრებოდა. ვიტირე, ქალივით ვიტირე, შევევედრე, ვუყვირე მაგრამ მაინც ისროლა. გულში ისროლა, ხელები უკანკალებდა იქნებ გაუვარდა? არა! არა! თავს არ მოიკლავდა. ხომ? - ხატია! მისი სახელი ისე დავიღრიალე ჩემს ხმას მთელი ქუჩა გაიგებდა. უკვე გონება დაკარგა, როცა მისკენ გავიქეცი, მის გვერდით ჩავიმუხლე . თმა სახეზე ეფარებოდა, კახამ თმა სახიდან გადაუწია და რაღაც თქვა, როცა კახა თავის ხელს დააცქერდა გაფითრდა. ხელი სისხლიანი ჰქონდა, ხატიას სისხლით ჰქონდა დასვრილი ხელი. დაცემისას თავიც დაარტყა. - ისე ძლიერად დაარტყა. ისე მაგრად დაარტყა თავი! ცრემლები სახეზე თავისით ჩამომდიოდა. - და მისი გული... არც კი ვიცი გული ისევ უცემს თუ არა! მაშინვე ხელში ავიყვანე, კახამ სასწრაფოდ მანქანა მოიყვანა, გოგამ უკანა სავარძელზე ხატიას დასაწვენად კარი გამიღო, სავარძელძე დავაწვინე, მეც ჩავჯექი, ბიჭებიც ჩასხდნენ, საავადმყოფოში გავცვივდით. კახა რულზე იჯდა მთელი სისწრაფით მიდიოდა. - ახლა ბედნიერი ხარ! დაიყვირა კახამ და საჭეს დაარტყა ხელი. სიტყვაც არ მითქვამს, რადგან დავიმსახურე ამის მოსმენა. - ახლა ბედნიერი ხარ! კვდება! იყვირა მან და მუშტები საჭეს დაუშინა ხელახლა. - კახა კარგი გეყოფა! გოგა მის დამშვიდებას ცდილობდა - გზას მიაქციე ყურადღება! ამ თემაზე მომავალში ვისაუბროთ. - მომავალი რომ ვერ ნახოს ვაჟა. დაიღრიალა კახამ და ტირილი დაიწყო. - გულში დაიჭრა ძმაო გულში, ვინიცის უკვე მოკვდა... მისი სიტყვების გაგონებაზე გული ლამის შიშისგან გამიჩერდა, იცოცხლებდა ხომ? ვიცი რომ პულსი უნდა შემემოწმებინა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა, რა მოხდება პულსი რო არ უცემდეს, მაგიჟებდა ფიქრი რომ ბოლო ამოსუნთქვა შესაძლოა ჩემს ხელებში დაეტოვებინა. შიშისაგან სისხლი გამეყინა, ჩემს მკლავებში მოქცეულ ქალს დავხედე, ჩემს გამო დაღვრილი ცრემლები მის სახეზე შრობას იწყებდნენ, დარწმუნებულიც არ ვარ სუნთქავს თუ არა. პულსი უნდა ჰქონოდა თუმცა ვერ ვგებულობდი. ხელები მისი სისხლით მქონდა დასვრილი. შიშისგან ვკანკალებდი. - გთხოვ, გთხოვ, გთხოვ. ვეჩურჩულებოდი. - გული არ გაგიჩერდეს! მისი გულისცემა ერთადერთი იყო რაც მაცოცხლებდა, ლოცვასავით იყო რომელიც ძილისწინ მესმოდა. - გთხოვ არ დამტოვო. რას არ მივცემდი ახლა რომ ისევ თვალებში მიყურებდე. გევედრები არ დამტოვო. აკანკალებული თითებით ყელი შევუმოწმე, მისი პულსაციის გასაგებად სუნთქვა შევწყვიტე, ვერაფერას ვგრძნობდი ვერაფერს ვიგებდი. თითების ქვეშ მოციმციმე პულსი არ იყო. - ხატია გთხოვ ეს არ გამიკეთო არ წახვიდე. დავიწყე ღრიალი. დიდიხნის წასულს გავდა… - რა ხდება იკითხეს ბიჭებმა ერთ ხმად. მათი შეკითხვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სისხლიან გულმკერდზე ყური მივადე და ვცდილობდი მომესმინა გული უცემდა თუ არა. - რა დაემართა ხატიას დაიღრიალა კახამ, თქვი რომ ცოცხალია, თქვი, არ მოკვდეს ღმერთო არ მოკვდეს… კახას ყვირილს ყურადრებას არ ვაქცევდი ვცდილობდი ხატიას გულისცემა გამეგო, პატარა იმედი მინდოდა სულ რაღაც პატარა გულისცემა, მაგრამ არაფერი მესმოდა. გული არ უცემდა… - გთხოვ ეს არ გააკეთო ჩემო ფერია, გთხოვ. გემუდარები ხატია, თვალები გაახილე. თითქოს მიდიოდა, თითქოს ყველა ჩვენთაგანის მიტოვება გადაეწყვიტა. გულზე მასაჟს ვუკეთებდი, ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი, ამ ყველაფერს შეუწყვეტლივ ვაკეთებდი, შემდეგ გულისცემას ვუმოწმებდი, არაფერი რომ არ ისმოდა, წარსულში ვბრუნდებოდი, თითქმის 11 წლის წინანდელ ამბავს ვუბრუნდებოდი, როდესაც მთელი ოჯახი დავკარგე. მაშინაც ასე ვუსმენდი მათ გაჩერებულ გულებს, მაშინაც ასე ვევედრებოდი მარტო არ დავეტოვებინე მათ. თუმცა დამტოვეს, ყველა დავკარგე და ცხოვრება დამენგრა, ხატიას დაკარგვას ვერ გადავიტანდი…. ბოლოჯერ ძალიან ძლიერად დაწოლის შემდეგ თითქოს მისი ნეკნების ჩამტვრევას მსურდა , ისევ მის გულს მივაყურადე, პატარა სულ პატარა იმედი მჭირდებოდა არსებობისთვის და ეს იმედის ნაპერწკალიც აციმციმდა, გული უცემდა! - გული უცემს ვიყვირე ხმის ჩახლეჩვამდე. გული რომ ისევ გასჩერებოდა მოვკვდებოდი! გადაუდებელი დახმარების ოთახში შესულებს, საავადმყოფოს ექიმეები მაშინვე თავს დაგვეხვნენ, ერთ ერთი ექიმი რაღაცას მესაუბრებოდა ყველაფერს ვერ ვიგებდი თუმცა ჩემთვის გასაგები აღმოჩნდა რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო! სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს. ერთ ერთი ექთანი გამოვიდა და კვლევებისთვის კითხვებს გვისვავდა, ნახევრად მესმოდა რას საუბრობდა, თუმცა თავს ძალას ვატანდი არ გამომრჩენოდა მისი დასმული შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა. კითხულობდა რაიმეზე ალერგიული იყო თუ არა, ორსულად ხომ არ იყო და ა.შ. არვიცი ხატიას ოჯახს ვინ გააგებინა ალბათ ბიჭებიდან ერთ ერთმა მაშინვე აქ გაჩნდნენ, თამარი და დავითი მაშინვე ჩემსკენ წამოვიდნენ. - ვიცოდი, ვიცოდი შენს გვერძე ყოფნით კარგი არაფერი მოუვიდოდა. ტირილით მირტყავდა თამარი მომუშტულ ხელებს გულში. - გული რატომ არ გაგიქვავდა, შენისთანა ადამიანები სიყვარულს არ იმსახურებენ. ვიცოდი ჩემს შვილს გააუბედურებდი. მისი სიტყვები მესმოდა მესმოდა და მეც უხმოდ ვეთანხმებოდი, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო ყველაფერს ვიმსახურებდი. ხატიას სისხლით დასვრილ ხელებს დავცქეროდი და ცრემლები სახეს მისველებდა, გიჟივით ვიცინოდი, განცდილი შოკის გადატანა მიჭირდა. დავითმაც დამსახურებულად დამარტყა სახეში , საყელოთი დამიჭირა და კედელს მიმანარცხა. ყველაფერს ვიმსახურებდი. წინააღმდეგობას არავის ვუწევდი, ყველას შეეძლო ის გაეკეთებინა ჩემთვის რაც სურდა… დავითის დარტყმების გამო ჭრილობებიდან სისხლდენა დამეწყო მხარიდან და მარცხენა გვერდიდან საშინელი ტკივილი გავრცელდა ჩემს სხეულში, თუმცა სულიერი ტკივილი უფრო მეტად ძნელად ასატანი იყო, დავითმა ეს რომ შეამჩნია მხოლოდ მაშინ გაჩერდა, თეთრი პერანგი სულმთლად სისხლში მქონდა ამოსვრილი ჩემი თუ ხატიას სისხლში. რაღაც იეჭვვა მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, კლავში ხელი გწამავლო და ფეხზე წამომაყენა, იქვე ახლოს მდებარე პალატაში შმიყვანა. - მოყევი რახდება! - შენზე შურის საძიებლად გამოვიყენე მან კი სამაგიერო ასე გადამიხადა, შური იძია ჩემზე. ვუთხარი თავდახრილმა ტირილით. - სიმართლე თქვი ვაჟა! ჩვენ ეგ ყველაფერი გავარკვიეთ! კვალზეც ერთად გავედით სიმართლე მითხარი! მიღრიალა დავითმა. - დამაშანტაჟეს! ვუყვირე მეც. - დედაჩემის მკვლელმა დამაშანტაჟა. ხატიას სიკვდილით დამაშანტაჟა. - გააგრძელე. მითხრა ახლა ყვირილის გარეშე მკაცრად. - ჩემგან უნდა წასულიყო, რომ ეცოცხლა და უსაფრთხოდ ყოფილიყო ჩემგან უნდა წასულიყო, ამიტომ გავაკეთე. ყველაფერი დავგეგმე, დავდგი მაგრამ ის ახლა მართლა მიდის სამუდამოდ მიდის, მიშველე დავით გთხოვ გადაარჩინე არ წავიდეს. წასვლის უფლება არ მისცე! მუხლებზე დავეცი დავითის წინ, ჩემი თვალები ცრემლებს ვერ იკავებდა. საავადმყოფოში ვერ გავჩერდებოდი აქედან უნდა წავსულიავი ხატიას სიკვდილის ამბავს ვერ მოვისმენდი ვერ გადავიტანდი, უნდა გავბრუვდე, რეალობას უნდა მოვწყდე. მხოლოდ ახლა დავარღვევ ხატიასთვის მიცემულ პირობას, ახლა მხოლოდ ნარკოტიკი თუ მიშველის სხვა არაფერი, სული მტკივა, არსებობა არ შემიძლია… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.