შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Error 404 [ნაწილი 3]


1-04-2025, 20:56
ავტორი kika
ნანახია 285

*რებელ საიმონსი*

მოგონებები:

- რებეეეეეელ - დაიყვირა მთვრალმა მამაჩემმა და ბნელი პარკინგიდან ბარბაცით ამოვიდა

მთვრალი იყო.. ისევ.. სურპრიზი, სურპრიზი.

მეზიზღებოდა შაბათ-კვირა. ეს ის დღეები იყო, როდესაც დედაჩემი მუშაობდა, ამიტომ მე მიწევდა აგრესიული მამაჩემის წამოყვანა ბარიდან. 13 წლის ასაკში არ ვიყავი საკმარისად დიდი, რომ მართვის უფლება ამეღო, აღარაფერს ვიტყვი ზოგად უფლებებზე.
საბედნიეროდ რამდენიმე წიგნი მქონდა წაკითხული მართვის ტექნიკებზე და საგზაო წესებზე, რის გამოც მიადვილდებოდა კიდეც ტარება.

კარი გავაღე და მამაჩემი ბორძიკით ჩაჯდა ჩვენი 1992 წლიანი, უკვე გაუბედურებული შევროლეტ სილვერადოში. ხელში ნახევრად სავსე არყის ბოთლი ეჭირა.

- დაგაგვიანდა სულელო ნაგავო - მითხრა, იაფასიანი არაყი მოსვა და ხელზე მტკივნეულად მომიჭირა. გატეხილ ეკრანს შევხედე, 12:01 AM. ერთი წუთით დამაგვიანდა
-ბბ..ბო..ბოდიში მამა - შევეცადე ყურადღება გზისთვის მიმექცია ჩემი ნატკენი ხელის მაგივრად
- რამდენჯერ გითხარი ასე არ დამიძახო თქო - მიყვირა და ხელი ეკრანს დაარტყა
- ბბბ…ბოდიში ჯონ - გზა დაბლითა ქუჩაზე განვაგრძე სანამ მამაჩემი სიტყვიერად მლანძღავდა

ჯანდაბასაც წაუღიხარ…ჯანდაბასაც წაუღიხარ…ჯანდაბასაც წაუღიხარ.

შუქნიშანზე გავჩერდით, გარშემო არავინ იყო. ღრმად ჩავისუნთქე, რომ მამაჩემთან ასე ყოფნის შიში გამენეიტრალებინა.

როდესაც კიდევ ერთი ყლუპი მოსვა გვერდით პოლიციის მანქანა ამოგვიდგა შეუმჩნევლად. პოლიციელს თვალები გაუფართოვდა როცა მამაჩემს შეხედა, რომელიც არაყს სვამდა. მისმა შოკირებულმა გამოხედვამ ჩემზე გადმოინაცვლა.

მორჩა. ჩემი მომავალი დასრულებულია. არასრულწოვანთა კოლონიაში გამიშვებენ. ჯანდაბა!

- წადი ძუკნავ, წადი! - მიყვირა მამაჩემმა, როდესაც არყის ბოთლი გარეთ, პოლიციის მანქანისკენ გადააგდო. ბოთლი დაიმსხვრა და არაყი პოლიციის მანქანის კარს მთლიანად შეესხა.

გაზს მთელი ძალით ჩავაჭირე და გზაჯვარედინზე შევვარდი.
პოლიცია ეგრევე წამოგვყვა.

იქნებ კოლინია არცთუისე ცუდი იდეაა. სამჯერ შევჭამ, ნამდვილი საწოლიც მექნება და ულიმიტო დრო, რომ ჩემი წიგნები წავიკითხო. რა ჯანდბააზე ვფიქრობ?! ეს მთლიანად გაანადგურებს ჩემს მომავალს. დედაჩემი მარტო დარჩება.

პოლიცია ნელ-ნელა გვეწეოდა. გაზს უფრო მეტად ჩავაჭირე. გზაზე რამდენიმე მანქანას შორის გავძვერი, რომ პოლიციელებს დავმალვოდი, მაგრამ ამაოდ.

- ახლავე გადააყენე მანქანა - მიყვირა პოლიციელმა თავისი სპიკერიდან
- წადი შენი - უყვირა უკან მამაჩემმა და ფანჯრიდან შუა თითი აჩვენა

იმდენად მქონდა ყურადღება გადატანილი ჩვენს უკან მოციმციმე ლურჯ და წითელ შუქებზე, რომ ვერ შევამჩნიე მკვეთრი მოსახვევი ჩვენს წინ

სპიდომეტრს სწრაფად შევხედე, შემდეგ მოსახვევის კუთხეს და გონებაში გადავთვალე ჩვენი მანქანის წონა. სუნთქვა შევიკავე და იმედი დავიტოვე, რომ ჩემი გათვლები სწორი იყო.

ავარიულ ტორმუზს და გაზს ერთდროულად დავაჭირე ფეხი და მოსახვევში მარჯვნიდან შევსრიალდი. პოლიცელი რომელიც უკან მოგვყვებოდა მოსახვევში სწრაფად შემოვარდა და შუქნიშნის ბოძს შეასკდა.

ადრენალინი და ყველანაირი ემოცია ერთიანად მოაწყდა ჩემს სხეულს.
ვიცი, რომ ახლა რაც მოხდა საშინელებაა და პოლიციელი უბრალოდ თავის საქმეს ასრულებდა, მაგრამ..საშინლად..საშინლად აღფრთოვანებულად ვგრძნობდი თავს.
სინანულს არ განვიცდიდი..პირიქით აღტაცებას მხოლოდ.

***
- შანსი არ არის, რომ ის ჩემთან იმუშავებს - თქვა დანტემ გაბრაზებულმა და ხელი მაგიდას დაარტყა. ფიქრებიდან გამოვერკვიე.

ერთ საათიანი ჩხუბის მერე დანტე ძლივს დათანხმდა ჯიანას და გაბრაზებული ოთახიდან გავარდა.
მაშინვე შევნიშნე, რომ ოთახის აურა უფრო ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც არასასიამოვნო გადამთიელმა დატოვა აქაურობა.

მაფიასთან შეერთება საკმაოდ მარტივი გადაწყვეტილება იყო.
ან ასე უნდა ყოფილიყო, ან მომკლავდნენ, ამიტომ გამიმარტივდა გადაწყვეტა.
თანაც ერთი წლის შემდეგ შემეძლება რომ ჩემი ცხოვრება გავაგრძელო.

- ეს ბიჭი როგორც ყოველთვის ძალიან ჯიუტია. არ მიაქციო ყურადღება, დაბრუნდება - მითხრა ჯიანამ და ხელი მხარზე დამადო
- სიმართლე რომ გითხრა ვიმედოვნებდი, რომ არასდროს დაბრუნდებოდა - ვუთხარი სიცილით ჯიანას
- შენ მითხარი, რომ მთელი იდენტობა შეიცვალე.. რა არის შენი ნამდვილი სახელი?
- ჯიანვიტა. შენ შეგიძლია ჯიანა ან ჯიჯი დამიძახო - თქვა და მაგიდისკენ წავიდა სადაც მისი ტელეფონი იდო
- დედაშენი მირეკავდა, ძალიან ნერვიულობს - ტელეფონი მომაწოდა

სტ. ანდერსონის საავადმყოფო - 12 გამოტოვებული ზარი, 5 ხმოვანი შეტყობინება

- მადლობა - ვუთხარი ჯიანას და ნომერი ავკრიფე. დედამ პირველივე ზარის მერე მიპასუხა
- რამე გაიგე მასზე? შენთან ერთად ხო არიყო? ჯანდაბა ჯიანა... - დედაჩემი პრაქტიკულად ყვიროდა ტელეფონიდან. ტელეფონი უკან გავწიე რომ ყური არ გამხეთქოდა
- დედა, მე ვარ. კარგად ვარ. კითხვის დროს ჩამეძინა უბრალოდ - მშვიდად ვუთხარი სანამ ჯიანას ვუყურებდი. ჯიანას გამომეტყველება მოუდუნდა და ამოისუნთქა

რაც წლები გავიდა, გაზრდასთან ერთად, ვისწავლე როგორ ვიყო შესანიშნავი მატყუარა.

- ღმერთო ჩემო, საყვარელო, მეგონა რამე მოგივიდა. გირეკავდი, მაგრამ შენი ტელეფონი გათიშული იყო

იცი დედა, მომიტაცეს და იტალიურ მაფიაში გამაწევრიანეს, იარაღი მომიშვირეს მე კი ვთხოვდი რომ მოვეკალი, ახლა კი მათთან ერთად 1 წელი ვიმუშავებ. სანერვიულო არაფერია

- კარგად ვარ დე. ბოდიში. ტელეფონი ჯერ კიდევ სტენფორდში გამიტყდა. დღეს ახალს ვიყიდი, არ ინერვიულო - ვცადე დამემშვიდებინა
- მიხარია თუ კარგად ხარ. წარმოდგენაც არ მინდა რას ვიზამ შენ რომ დაგკარგო. ძალიან მიყვარხარ რებელ
- მეც მიყვარხარ დედა. კარგი ამბებიც მაქვს, ჩემმა სამსახურმა ახალი დიდი კონტრაქტი შემომთავაზა. ძალიან დიდი შანსია ეს ჩემთვის - მოვატყუე მარტივად

დედაჩემი ყოველთვის იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებოდა ვისაც ჯერ კარგი ამბების მოსმენა უყვარდა და შემდეგ უკვე ცუდის, ამიტომ იმედია ეს სიახლე გაუმარტივებს იმის მიღებას რომ ქვეყანა უნდა დავტოვო

- რა კარგია საყავრელო! ძალიან ვამაყობ შენით. როდის იწყებ?
- მათ სურთ რომ დღეს დავიწყო, მაგრამ ცუდი ამბავიც მაქვს..ეს კომპანია იტალიაშია.
მაგრამ არვიცი რამდენად დავთანხმდები მათ შემოთავაზებას, არმინდა შენგან ასეთ დროს ასე შორს ვიყო
- რებელ ირინა საიმონს, მომისმინე ყურადღებით! ამ შემოთავაზებას აუცილბელად დათანხმდები! ესეთი შემოთავაზებები ცხოვრებაში ერთხელ მოდის მხოლოდ - მითხრა მტკიცედ
- დედა დარწმუნებული ხარ? მარტივად შემიძლია უარ... - გავაგრძელე მოტყუება. მაგიდაზე გადავიხარე და გაოცებულ ჯიანას შევხედე
- ამას არ გააკეთებ! კარგად ვიქნები. თანაც უკეთესი პირობების პოგრამაშიც მიმიღეს, ამიტომ ალბათ აქედან მალე გამოვალ - მითხრა დედამ მხიარულად. ცოტახნიანი საუბრის შემდეგ დავპირდი, რომ ოპერაციიდან ორ კვირაში მოვინახულებდი და იტალიიდან საჩუქრებსაც ჩამოვუტანდი

ვიცი რომ თავს ძალიან ცუდად უნდა ვგრძობდე იმის გამო, რომ ასე ურცხვად მოვატყუე, მაგრამ ობიქეტურად რომ შევხედოთ, ყველაფერს რასაც ვაკეთებ ვაკეთებ დედაჩემისთვის. ის ჩემი ერთადერთი ოჯახია ვისაც უპირობოდ ვუყვარვარ.
მზად ვარ ჯოჯოხეთშიც წავიდე, ოღონდ დედა იყოს კარგად.
თუ მისი კარგად ყოფნა ჩემს ტყულებს ნიშნავს, მაშინ მზად ვარ სულ მოვატყუო, ოღონდ არასდროს ინერვიულოს ჩემზე და მშვიდად ეძინოს.
ამით ვიმშვიდებ თავს.

***
ვიჯექი ძვირადღირებულ ლიმუზინში და ყველა დეტალს ვაკვირდებოდი.
არასდროს წარმომედგინა თუ ასეთ ძვირფას მანქანაში შევძლებდი ჩაჯდომას.
ჩემი ხელები ნაზად სრიალებდა შავი, ტყავის სავარძლებზე..
ბევრად უფრო კომფორტულზე ვიდრე ჩვენი შევროლეტის ნაჭრის სავარძლები იყო.

- ისე იქცევი თითქოს მანქანაში არასდროს მჯდარხარ - ჩაიცინა დანტემ და გაღიზიანებული, მაგრამ დაინტერესებული მზერით შემომხედა

მე და ჯიანა ერთმანეთის გვერდიგვერდ ვისხედით, დანტე კი მისგან მარცხნივ და ადამიანი, რომელიც დანტეს ძმად მივიღე ჩემგან მარჯვნივ იჯდა.

დანტეს გულისამრევმა, მაგრამ ნახევრად მართალმა რეპლიკამ ძალიან გამაღიზიანა.
დიდ ფანჯარაში გავიხედე და დავაკვირდი როგორი სისწრაფით ქრებოდა ღამის სიეტლის შუქები

- ჩვენ ერთმანეთის გაცნობა ვერ მოვასწარით - მითხრა პატარა სატანამ და ჩაახველა. მობეზრებული სახით შევხედე მისი ფორმალობებით გაღიზიანებულმა, თითქოს რამდენიმე საათის წინ კინაღამ მან არ მომკლა
- ანჯელო რიკარდო ვინო - ღიმილით მითხრა და ხელი გამომიწოდა. ჯერ მის ხელს დავხედე, მერე მას თვითონ სანამ ჩემს ხელს გავუწვდიდი და სრულიად გულგრილი სახით შევხედავდი, ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ხელი ჩამოვართვი და ისევ ფანჯარაში გავიხედე
- ემ....სასიამოვნოა შენი გაცნობა - თქვა უხერხულობისგან შეწუხებულმა, როცა ნახა რომ უბრალოდ დავაიგნორე
- პატარა რჩევას მოგცემ ანჯელო - ვუთხარი მშვიდად და სიეტლის მომაჯადოვებელი შუქებისთვის თვალი არ მომიშორებია - როდესაც გასათიშ წამალს იყენებ, იღებ საჭირო დოზას და ამრავლებ მას იმ ადამიანის წონაზე, ვისი გათიშვაც გინდა, შემდეგ ყოფ ათზე. მე ვფიქრობ რომ შენ მე მომეცი 150 მილიგრამი წამალი და ამ გათვლებით თუ დავიანგარიშებთ ჩემს გასათიშად 100 მილიგრამი უკვე საკმარისი იქნებოდა, შენ კი 50 მილიგრამით გადააჭარბე - ვუთხარი და მანქანამ კერძო აეროპორტშიც შეუხვია. ანჯელოს შევხედე, რომელიც მიყურებდა და იღიმოდა
- ახლა ყველაფერი გავიგე. შენ რომ ახსენი ყველაფერი გასაგებია, დანტე არასდროს ნორმალურად არ ხსნის არაფერს. მადლობა რებელ. გპირდები აღარასდროს გაგიკეთებ ზედმეტ დოზას - მითხრა მხიარულად, მისმა პოზიტიურმა განწყობამ ლიმუზინში არსებული დაძაბულობაც კი გაფანტა.

ლიმუზინი ნელა გაჩერდა კერძო თვითმფრინავთან.
კერძო თვითმფრინავში არასდროს ვმჯდარვარ, მითუმეტეს ასეთ ძვირიანში.
მთლიანად შავ თვითმფრინავს მხოლოდ ფრთებზე და კორპუსზე ჰქონდა ალაგ-ალაგ თეთრი კანტები.
კორპუსის უკანა მხარეს ოქროსფერად ეწერა „La famiglia e la bussola che ci guida, la lealta e il potere che ci guida“

- ოჯახი კომპასია, რომელსაც ჩვენ მივყავართ. ერთგულება - ეს ძალაა, რომელსაც ჩვე....“ - ვჩურჩულებდი ჩემთვის და უეცრად ტკივილი ვიგრძენი კისრის არეში. შემოვტრიალდი და ხელში ანჯელო შემრჩა, რომელიც იღიმოდა და ხელში ცარიელი შპრიცი ეჭირა

მეხუმრებით ალბათ ?!!!!

- ანჯელო რიკარდო ვინო! რა ჯანდაბა გააკეთე?! - უღრიალა ჯიანამ
- რა?! დანტემ მიბრძანა. ფიცი არ დამირღვევია, ამჯერად 100 მილიგრამი მივეცი - თქვა ანჯელო
ჯიანამ ნემსი აიღო და ღრმად ამოისუნთქა
- შე გამოთაყვანებულო იდიოტო! 200 მილიგრამი მიეცი. საერთოდ არ უყურებდი?! - იყვირა ჯიანამ
- კი მაგრამ... - სცადა თავის გამართლება, მაგრამ ჯიანამ სახეში რტყმა დაუწყო

დანტეს შევხედე, რომელიც ბოროტული ღიმილით მიყურებდა. მისი ნაცრისფერი თვალები იყო ბოლო რაც დავინახე, სანამ თვალებზე ბინდი გადამეკვრებოდა.

***
*8 წლის რებელი*

ბედნიერი ვიყავი და სახლში მივიჩქაროდი, რომ დედასთვის და მამასთვის ჩემი 100% ქულა მეჩვენებინა, რომელიც მისაღებ გამოცდებში მივიღე.
მისის მილერმა მითხრა, რომ ისე კარგად დავწერე გამოცდა, რომ შემეძლო მესამე კლასი მთლიანად გამომეტოვებინა

- მამიკო, მამიკო..ნახე რა კარგი ქულა მივიღე - ვუთხარი და იმხელაზე გავუღიმე, რომ სახეც კი მეტკინა
- ფეხებზე შენი იდიოტური ქულები შე იდიოტო - მითხრა მამაჩემმა და ხელი მკრა
- კი მაგრამ...მამა - ვეუბნებოდი ხელის კვრებს შორის
- ნუ მეძახი ეგრე! ნუ მეძახი მამაშენს!! არასდროს მინდოდი! შენ არაფერი ხარ! მხოლოდ გამაღიზიანებელი დიდი პრობლემა! - მიყვირა

არ ვიცი რატომ მეგონა, რომ იამაყებდა ან ბედნიერი იქნებოდა. მეგონა, რომ თუ სკოლაში კარგ ქულებს მივიღებდი, ერთხელ მაინც შეწყვეტდა ჩემს ცემას.

თავი მუხლებში მქონდა ჩარგული სანამ ის მირტყავდა და ხელს მკრავდა. ძალიან ვცადე რომ არ მეტირა, ვიცოდი რომ თუ ვიტირებდი უფრო ძლიერად მცემდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ თმაში მწვდა და ფეხზე ამაყენა. პატარა სააბაზანოსკენ მიბიძგა, გზაში რამდენჯერმე დამარტყა რის გამოც წავიქეცი და ტალახში და სისხლში ამოვისვარე.

- შე პატარა ძუკნა..ძილის დროა - მითხრა და კარი გარედან ჩაკეტა

ზოგადად დედა მაძლევს უფლებას, რომ სავარძელზე დავიძინო, რადგან მას და მამას იმ ერთადერთ საწოლზე სძინავთ, რომელიც გვაქვს, მაგრამ შაბათ-კვირას მამაჩემი სააბაზანოში მკეტავს და აქ მიწევს დაძინება.

უჯრა, სადაც ბალიშს და პლედს ვმალავდი გამოვაღე.
პირველი ჯერის მერე ვისწავლე, რომ ცივ მეტლახზე დაძინება საშინელი იდეაა.
ამიტომ ბალიში და პლედი აქ დავმალე, ზუსტად ესეთი დღეებისთვის.

ზოგადად მეტირება, მაგრამ მამამ მითხრა რომ ტირილი უფრო მასუსტებს.
ამიტომ 3 წელია აღარ მიტირია, იმის იმედად რომ ერთ დღეს ის იამაყებს ჩემით.
თვალები დავხუჭე და შევეცადე დამეძინა.

ერთი ან ორი საათის ჩაძინებული ვიყავი, როდესაც კარის დახურვის ხმამ გამაღვიძა. სახლში სიჩუმე იყო.. დედა სავარაუდოდ ისევ მთელი ღამე მუშაობდა.

- გამარჯობა?? - ვთქვი და კარზე დავაკაკუნე - მამა??? ჯონიი? აქ ხარ? - ვთქვი და კიდევ დავაკაკუნე - არის აქ ვინმე? - კიდევ დავაკაკუნე

არანაირი ხმა არ ისმოდა. უჯრა გავაღე და იქედან წვრილი თმის სამაგრი ამოვიღე.
მამამ როდესაც პირველად ჩამკეტა, მაშინ ვისწავლე როგორ უნდა გამეღო კარი თმის სამაგრის დახმარებით.

კარი სწრაფად გავაღე და გარშემო მიმოვიხედე. არავინ იყო სახლში. დედა მთელი ღამე მუშაობდა და მამა როგორც ყოველთვის დილამდე წასული იქნებოდა. სამზარეულოში შევედი და ჭიქა წყალი და წიგნი ავიღე, რომელიც ექიმმა მომცა.

ერთხელ ექიმმა ჯოიმ მკითხა საიდან მქონდა ჩალურჯებები ტანზე, მაგრამ მამამ მითხრა, რომ არავისთვის მომეყოლა, ამიტომ ისტორია მოვიგონე. ექიმი ჯოი ძალიან მომწონდა, ხანდახან მის ოფისში კითხვის უფლებას მაძლევდა. დიდი გასაფერადებელიც მაჩუქა ერთხელ.

ისევ სააბაზანოში დავბრუნდი და კარი ჩავკეტე, იმ შემთხვევისთვის თუ მამა სახლში დაბრუნდება.

ცივ მეტლახზე დავჯექი, ჩემს თავს ჩავეხუტე თხელ პლედში გახვეულმა და იმ წიგნის კითხვა დავიწყე, რომელიც ექიმმა ჯოიმ მომცა.

***

იდიოტი...
იდიოტი ანჯელო...
ისევ ზედმეტი წამალი გამიკეთა..
ყველგან ბნელა..
მოვკვდი?
ეგრე ჩანს
ჩემს გარშემო ყველაფერი ისეთი რბილია.. თითქოს ღრუბელზე ვწევარ..
ისე თბილა...
ისეთი კომფორტულია..
სამოთხეში ვარ?

- პრინცესაა.. გაღვიძების დროა

ეს ანჯელოს ხმაა?

- მიდი პრინცესა, გაიღვიძე

ოჰ როგორ შევცდი.. ეს სამოთხე არ არის.. ეს ჩემი პირადი ჯოჯოხეთია. ანჯელოს გამაღიზიანებელი ხმით, რომელიც ყველგან დამყვება..

- ჩშშ!!! შეეშვი

ოჰ, ჯიანას ხმაც მესმის

- რა სისულელეა

მოიცა.. ეს დანტეს ხმაა! ეს ხმა ნამდვილად ანჯელოზე საშინელია.

ჩემი სხეული ადგილზე დაიკლაკნა, როდესაც გაყინული წყალი ვიგრძენი.
თვალები გავახილე, მაგრამ ბინდი მქონდა გადაკრული და ჯერ ისევ ვერაფერს ვხედავდი.
მხედველობა როგორც კი გამისწორდა დავინახე, რომ დიდ, ფუმფულა ლოგინზე ვიწექი.
ნაცრისფერი კედლები მქონდა გარშემორტყმული.
კუთხეში დიდი თეთრი მაგიდა და დიდი კომპიუტერი იდგა.
მეორე კუთხეში - პატარა ყავის მაგიდა და ორი სავარძელი.
კედლებზე თაროები იყო, რომლებზეც ასობით წიგნი ეწყო და რამდენიმე პატარა დეკორაციაც. ფანჯრიდან მთვარე და მბრწყინავი ვარსკვლავები მოჩანდა.

დაბლა დავიხედე და მივხვდი, რომ თეთრ უზარმაზარ ლოგინზე ვიწექი.
უზარმაზარი ლოგინი, რომელიც ახლა უკვე სველიც იყო.
ტანსაცმელი გამომიცვალეს და ახლა უკვე თეთრი მაისური და შორტი მეცვა, რომელიც იმდენად სველი იყო, რომ ყველაფერს ლანდავდა, მათ შორის ჩემს კრემისფერ ლიფსაც.
სავარაუდოდ ჯიანამ გამომიცვალა ტანსაცმელი.

ჯიანა და ანჯელო ლოგინის წინ მდგარ შავ დეკორატიულ სავარძელზე ისხდნენ, სანამ დანტე მარჯვნიდან თავზე მედგა და ხელში უკვე ცარიელი თასი ეჭირა. ცინიკურად იღიმოდა.

სუფთა სატანაა, ადამიანურ ფორმაში.
ყველას ჩვეულებრივ ეცვა.
ჯიანას უბრალო მაისური და ჯინსი.
ანჯელოს წითელი ჰუდი და ხაკისფერი ჯინსის შარვალი.
დანტეს კი შავი ზედა და შავი ჯინსის შარვალი.

- ცოცხალიაააააა - დაიყვირა ანჯელომ და ფეხზე წამოდგა. დანტემ მკვლელი მზერით გახედა, რომელშიც მარტივად ამოიკითხავდით ერთ ფრაზას „მოგკლავ“

ბალიში ავიღე და ანჯელოს ვესროლე
- წყალი აუცილებელი იყო? - ვიკითხე და ჩემს თავს ხელები მოვხვიე, რომ კანკალი შემეჩერებინა. დანტეს ჩაეღიმა
- 15 საათი გათიშული იყავი. გვეგონა მოკვდი. ძალიან ცუდია, რომ არა - მიპასუხა დანტემ
- დანტე!!!! დედაშენს შერცხვებოდა, რომ გაეგო როგორ ელაპარაკები გოგოს - უთხრა ჯიანამ
- დეიდა, გოგოს არა, ბავშვს ველაპარაკები
- გააგრძელეთ ჩემზე საუბარი ისე თითქოს აქ არ ვიყო - ვუთხარი გაღიზიანებულმა
- ძვირფასო თავს როგორ გრძნობ?
- გულისრევა, თავბრუსხვევა..როგორც ყოველთვის
- ბოდიში რებელ, ფიცი გავტეხე - მითხრა ანჯელომ და თავი დაბლა დახარა - მაგრამ ეს აღარასდროს მოხდება, მართლა გპირდები!

ადგომა ვცადე.
საწოლის სიმაღლე ვერ გავთვალე.
თვალები დავხუჭე იმის მოლოდინში, რომ უხეშ იატაკზე დავეცემოდი, მაგრამ ეს არ მოხდა. ამის მაგივრად ვიგრძენი, როგორ მომეხვია დაუკუნთული ხელები.
ერთი ხელი ზურგზე, მეორე კი ჩემს კისერზე და მხრებზე.
ინსტიქტურად ჩემი ხელები ტატუირებულ ბიცეფს ჩაეჭიდა, რომ არ წავქცეულიყავი.
თვალები გავახილე და ჩემს წინ დავინახე მომაჯადოვებლად ლამაზი, ნაცრისფერი თვალები, რომლებიც დაჟინებით მიყურებდნენ.

მისმა სუნთქვამ, რომელსაც მენთოლის სუნი დაკრავდა და კაცის სუნამომ თავბრუ სასიამოვნოდ დამახვია და ჟრუანტელმა მთელს ზურგზე დამიარა.
ტუჩზე ფრთხილად ვიკბინე და დავაკვირდი როგორ გადაინაცვლა მისმა მზერამ ჩემი თვალებიდან ჩემს ტუჩებზე და შემდეგ ისევ ჩემს თვალებზე დაბრუნდა. ჩვვენი გულმკერდები ერთმანეთს ეხებოდა, მისი სახე მილიმეტრებით იყო ჩემი სახისგან შორს. დანტე თითქოს ფიქრებს წაეღოთ, წარბები შეჭმუხნული ქონდა. ისე ჩუმად და ფრთხილად სუნთქავდა, თითქოს ძალით იკავებდა სუნთქვას

- სექსუალური დაძაბულობა გაგვგუდავს, არა დეიდა? - თქვა ანჯელომ და მხარი ფრთხილად მიკრა ჯიჯის. მე და დანტემ, ორივემ, ანჯელოს შევხედეთ მომაკვდინებელი მზერით. დანტეს ჯერ ისევ ვეჭირე. ჯიანამ თვალები აატრიალა და ანჯელოს თავში წამოარტყა.

მე და დანტე ისევ ერთმანეთს მივუტრიალდით, შემდეგ იმ მდგომარეობას შევხედეთ რა მდგომარეობაშიც ვიდექით.
ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა.
მისი დაფიქრებული გამომეტყველება წამში შეიცვალა გაბრაზებულით.
თვალები ბრაზისგან გაუფართოვდა...ან იქნებ შოკისგან?
ხელები ეგრევე გამიშვა, ისე თითქოს ჩემი სხეული მის კანს წვავდა და ხის იატაკზე ზურგით დავეცი.
ტკივილისგან დავიკვნესე

- როგორი ჯენტლმენი ხარ - ვუთხარი ცივად და წამოდგომა ვცადე
- ჯანდაბა, გეყოფათ! შენ - თქვა ჯიანამ და თითი ანჯელოსკენ გაიშირა - კიდევ ერთხელ თუ მისცემ რაიმე წამალს ისე გცემ, რომ ვეღარავინ გიცნოს. და შენ - დანტეს შეხედა - თუ არ შეწყვეტ გამოთაყვანებულ ბიჭად მოქცევას კასტრაციას გაგიკეთებ ყოველგვარი გაყუჩების გარეშე - იყვირა ჯიანამ. დანტეს თვალები გაუფართოვდა. სიცილს ძლივს ვიკავებდი

- რებელ ბოდიშს გიხდი ამ იდიოტების გამო. დაგტოვებთ რომ გაემზადო. ვენეცია შტატებთან შედარებით 9 საათით წინაა. ახლა 7:00 PM არის, ვახშამი 8ზე იქნება. აქ რაღაც ტანსაცმელია შენთვის - მითხრა ჯიანამ და წამოდგა

- თქვენ ორი ჩემთან ერთად წამოდით - ოთახიდან გასვლამდე ჯიანამ მოიხედა - ძვირფასო რამე თუ დაგჭირდება უბრალოდ გამაგებინე

ავდექი, სააბაზანოში შევედი და თვალები გამიფართოვდა.
ულამაზესი სააბაზანო იყო. თეთრი მარმარილოს იატაკი, იდეალური საშხაპე.
იქვე კი თეთრი ჯაკუზიც.

სააბაზანოდან კარი გამოსაცვლელ ოთახში გადიოდა, რომელიც უზარმაზარი იყო.
ბროლის ბრჭყვიალა ჭაღი მთელს ოთახს ორმაგად ალამაზებდა.
ნაცრისფერ თაროებზე მიყოლებით ეწყო ძვირფასი ფეხსაცმელები.
ელეგანტური ტანსაცმელი უკვე ეკიდა.
საკიდები სავსე იყო შარვლებით, პერანგებით, კაბებით, პიჯაკებით და ყველაფრით, რისი წარმოდგენა არც კი შემეძლო.
ნახევარი კარადა სავსე იყო ფერადი, გამოსასვლელი ტანსაცმლით.
მეორე ნახევარი კი - შავ-თეთრით.
ჩემი თითები ატლასის კაბას შეეხო და სიამოვნებისგან ტანში დამიარა.
ოთახის შიგნით შევედი და შუაში მდგარი თაროები გამოვაღე..
სავსე იყო ძვირფასი სამკაულებით.

ბრილიანტის ყელსაბამს ვათვალიერებდი, როდესაც კარის გაღების და ხმამაღლა დახურვის ხმა გავიგე.
ყელსაბამი ფრთხილად დავდე და ინტერესით გავიხედე ოთახში.

დანტე დავინახე, რომელიც კართან იდგა და ხელები გადაეჯვარედინებინა.
ოთახი სწრაფად გამოიარა და ჩვენს შორის მანძილი წამში დაფარა.
ხელები მხრებზე მომკიდა და უხეშად გამისროლა კედლისკენ.
მისი ცხვირი პრაქტიკულად ჩემსას ეხებოდა, მისი ხელები კი კედელს იყო მიყრდნობილი ისე რომ ჩემი სხეული მისსას ეკვროდა.

- შენმა მშობლებმა არ გასწავლეს მოქცევა? - მითხრა დაბალი, უხეში ხმით
- აშკარად არც შენმა მშობლებმა გასწავლეს რას ნიშნავს სხვისი პირადი სივრცე - ცივად ვუთხარი და წარბი ავწიე. ვცადე გამეწია, მაგრამ ხელით სახე დამიჭირა და დამაძალა რომ მისთვის შემეხედა
- შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა შემიძლია გავაკეთო ragazza. უპატივცემულობას პატარა მელიასგან ვერ ავიტან
- რა სასაცილოა. შენ ითხოვ პატივისცემას და მაგის პარალელურად შენთვითონ მაყენებ შეურაცჰყოფას - ვუთხარი და გამეცინა
- დამიჯერე არ გჭირდება იმის ცოდნა, თუ რა მოყვება შენს უპატივცემულობას და როგორ შემიძლია დაგსაჯო მაგისთვის. ამიტომ გირჩევ რომ შეწყვიტო
- ჩემი დაშინების მცდელობები თუ მორჩა, ვახშმისთვის უნდა მოვემზადო შენის ნებართვით - ვუთხარი და თავით კარისკენ ვანიშნე

ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ჩვენს შორის მანძილი ოდნავ გაიზარდა..დანტემ შემომხედა

- ხო აქ ცოტა გრილა, არა? - ირონიულად ჩაეცინა და მზერა ჩემს მკერდზე გადაიტანა

დაბლა დავიხედე და დავინახე, რომ ჩემი სველი თეთრი მაისური მთლიანად გამჭირვალე იყო..მარტივად ჩანდა ჩემი მკერდის თავები. ხელები სწრაფად გადავიჯვარედინე და შინაგანად ძალიან დამცხა, სიწითლე ლოყებზეც ვიგრძენი.

დანტე კარისკენ დაიძრა, სახელურს ხელი მოჰკდა, მაგრამ გასვლამდე მოტრიალდა

- ა და ხო, არ ინერვიულო ვახშამზე. შენი აქ ყოფნა არავის უნდა. თუ გამახსენდა, საჭმელს ოთახში გამოგიგზავნი - მითხრა და ოთახიდან გავიდა. გავიგე გარედან კარი როგორ ჩაკეტა, მერე კი მისი ნაბიჯების ხმაც გაქრა.

იდიოტი, ამპარტავანი, გამაღიზიანებელი, უზრდელი .

სააბაზანოში შევედი და ჩემი სველი მაისური მოვისროლე.
ზედა უჯრა გამოვაღე და სავარცხლები და …. თმის სამაგრები დავინახე.

ისევ ისე, როგორც ადრე..


*დანტე ვინო*

- პრინცესაა.. გაღვიძების დროა - ეხვეწებოდა ანჯელო გათიშულ გოგოს - მიდი პრინცესსა... გაიღვიძე

ანჯელო თავის თავს არ ჰგავდა ამ პატარა მელიას გვერდით. მისი უზრდელური საქციელები სადღაც ქრებოდა, როდესაც რებელის გვერდით იყო.
იმის მერე რაც ანჯელომ ისევ ყველაფერი გააფუჭა, რებელი ლიმუზინიდან მე გადმოვიყვანე ხელით და მის გვერდით ვიჯექი მთელი 11 საათიანი ფრენა, რამე რომ არ მომხდარიყო

მთელი ფრენა ანჯელო არ გაჩუმებულა იმაზე წუწუნით თუ როგორ ცუდად გრძნობდა თავს, რომ ბოლო 24 საათში ორჯერ გადააჭარბა წამლის დოზას. ცდილობდა ეზრუნა რებელზე, მაგრამ არ ვაძლევდი ახლოს მისვლის საშუალებას. დავემუქრე კიდეც, რომ თვითმფრინავიდან გადავაგდებდი იმიტომ, რომ მისი იქ ყოფნა საშინლად მაღიზიანებდა. ერთადერთი დავალება ჰქონდა...ერთადერთი დავალება და მაგის გაფუჭებაც კი მოახერხა.

- ჩშშ!!! შეეშვი - უთხრა ჯიანამ ჩემს უფროს ძმას როცა ოთახში შემოვიდა

რებელის გაღვიძებას საათობით ველოდებოდით. ეს ჩემი დროის ტყუილი ხარჯვაა, მაგრამ რატომღაც ძალიან მინდოდა იმის ცოდნა, რომ კარგად არის.

რებელის გონება ძვირფასი შენაძენი იქნება ჩვენი მაფიისთვის...
თავიდან ძალიან მაღიზიანებდა ფული რომ მომპარა, მაგრამ მოვიტყუები თუ არ ვაღარებ, რომ არ ვიყავი ამ გოგოს ჭკუით და გონიერებით აღფრთოვანებული

- რა სისულელეა - დავარღვიე ოთახში სიჩუმე

სააბაზანოში შევედი, თასი ავიღე და ცივი წყლით ავავსე.
საწოლთან მივედი და მთლიანი თასი გადავასხი იქამდე, სანამ ჯიანა რამის თქმას მოასწრებდა

პატარა მელიამ თვალები ეგრევე გაახილა. მისმა დიდმა ლამაზმა თვალებმა ოთახი იმწამსვე გაანათა. მისი თეთრი მაისური მთლიანად გამჭირვალე იყო და მარტივად ვხედავდი მის სავსე მკერდს.
მთელი სხეული დამეძაბა ამ სანახაობისგან

- ცოცხალიაააააა - დაიყვირა ანჯელომ. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მისი ტვინი ფუნქციონირებას წყვეტდა, როდესაც რებელის გვერდით იყო

რებელმა ბალიში აიღო და ანჯელოს ესროლა.
ლაითად ჩამეღიმა, როდესაც ბალიში ჩემს გამაღიზიანებელ ძმას მოხვდა და გააჩუმა


- წყალი აუცილებელი იყო? - მკითხა და ხელები შემოიხვია ტანზე, რომ კანკალი ოდნავ შეეჩერებინა
- 15 საათი გათიშული იყავი. გვეგონა მოკვდი. ძალიან ცუდია, რომ არა - ვუთხარი და თასი დაბლა დავდე
- დანტე!!!! დედაშენს შერცხვებოდა, რომ გაეგო როგორ ელაპარაკები გოგოს - მითხრა ჯიანამ
- დეიდა, გოგოს არა, ბავშვვს ველაპარაკები - ვუთხარი თამამად
- გააგრძელეთ ჩემზე საუბარი ისე თითქოს აქ არ ვიყო - თქვა რებელმა და თვალები აატრიალა
- ძვირფასო თავს როგორ გრძნობ?
- გულისრევა, თავბრუსხვევა..როგორც ყოველთვის

ყოველიშემთხვევისთვის მკვდარი მაინც არ არის

- ბოდიში რებელ, ფიცი გავტეხე - უთხრა ანჯელომ და თავი დაბლა დახარა - მაგრამ ეს აღარასდროს მოხდება, მართლა გპირდები!

რებელმა წამოდგომა სცადა, მაგრამ მისმა პატარა სხეულმა თავი ვერ შეიკავა და იატაკისკენ წავიდა. წამიერად მოვახერხე მისი დაჭერა და ერთი ხელი წელზე მოვხვიე, მეორეთი კი მისი თავის დაჭერა ვცადე. მისი პატარა სხეული ჩემს დიდ ხელებში იდეალურად თავსდებოდა. მისი ქათქათა თეთრი კანი იდეალურად ერთვოდა ჩემს შავ, ტატუებით მოხატულ კანს.
თვალები გაახილა და მისი ნათელი თვალები ჩემსას შეხვდა, მისი სახე ისე ახლოს იყო ჩემთან...

ლავანდის და ვანილის სურნელმა თავბრუ მთლიანად დამახვია.
იდეალური ნაკვთები ქონდა..
შეუდარებელი იყო..
გულმკერდში ტკივილი ვიგრძენი, როდესაც ხელში დავიჭირე ეს პატარა მელია და ისე შემეშინდა რამე არ დაშავებოდა, რომ სუნთქვაც კი შევწყვიტე.
შემომხედა და ტუჩზე ნაზად იკბინა.
ეს მცირე აქტიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ აქვე და ახლავე შემომეხია მისთვის ტანსაცმელი.
თვალებში ჩავხედე...

- სექსუალური დაძაბულობა გაგვგუდავს, არა დეიდა? - ჩემს ძმას გავხედე და მისი სიტყვები გავიაზრე

რა ჯანდაბაა?!! ან აქ რას ვაკეთებბ??

ფიქრები გონებიდან გავაქრე.
ეს უბრალოდ გოგო არ არის.
ამ გოგომ $5 მილიონი მოპარა ჩემს ოჯახს.
ქურდია.
ერთადერთი რაც ფიქრებს მირღვევდა მისი გამჭირვალე ზედა და ჩვენი სიახლოვეა..სხვა არაფერი.

პატარა მელიას დავხედე, რომელიც ჯერ ისევ ჩემს მკლავებში იყო და დაუფიქრებლად გავუშვი ხელი მის სველ სხეულს.
მისი სხეულის სითბო მომენტალურად შეცვალა სიცივემ.
გაბრაზებულმა ამომხედა.
მისგან შორს ყოფნა მჭირდებოდა.
არ შემეძლო ჯანსაღად მსჯელობა, როცა მის მკერდს ასე მკვეთრად ვხედავდით ყველა.
კედელთან დავდექი და ხელები გადავაჯვარედინე.

- როგორი ჯენტლმენი ხარ - მითხრა ცივად და წამოდგომა სცადა.
ჯიჯის გავხედე, რომლის ყვირილიც სადღაც გონების მიღმა მესმოდა
- და შენ - მიყვირა ჯიჯიმ და ხელი ჩემკენ გამოიშვირა - თუ არ შეწყვეტ გამოთაყვანებულ ბიჭად მოქცევას კასტრაციას გაგიკეთებ ყოველგვარი გაყუჩების გარეშე. შეიძლება მსოფლიოში ყველაზე საშიში დონი ვიყო, მაგრამ ჯიჯისი მაინც მეშინოდა
- რებელ ბოდიშს გიხდი ამ იდიოტების გამო. დაგტოვებთ რომ გაემზადო. ვენეცია შტატებთან შედარებით 9 საათით წინაა. ახლა 7:00 PM არის, ვახშამი 8ზე იქნება. აქ რაღაც ტანსაცმელია შენთვის - არ მესმის ჯიჯის ემოციური მიჯაჭვულობა ამ გოგოს მიმართ, უბრალოდ მისი სტუდენტი იყო, მაგრამ ისე იქცევა თითქოს მისი შვილი იყოს
- თქვენ ორი ჩემთან ერთად წამოდით - გვითხრა ჯიანამ მე და ანჯელოს - ძვირფასო თუ რამე დაგჭირდება, გამაგებინე - ოთახი დავტოვეთ და კარი მივხურეთ.
ჯიჯი მისაღებისკენ გაგვიძღვა
- შენ მერე მოგხედავ - უთხრა ჯიჯიმ ანჯელოს
- დანტე არც კი გაბედო! რებელს პატივისცემით მოექცევი. ის ახლა ჩვენი ოჯახის წევრი და ნაწილია
- დროებითი. დროებითი ოჯახის წევრი - ვუპასუხე მე
- არ მადარდებს! ისე მოექცევი, როგორც სხვა შენს ოჯახის წევრებს ექცევი - თქვა ჯიჯიმ და წამიერად ჩაფიქრდა - არა, პირიქით, იმაზე კარგად მოექცევი ვიდრე შენს სხვა ოჯახის წევრებს ექცევი
- ყველა რატო იცავს გოგოს, რომელმაც გაგვქურდა? მთელი ოჯახი ჭკუიდან შეიშალეთ???!!! - დავიყვირე, მაგრამ ჯიჯი უკვე სხვა ოთახში იყო

არც კი ვიცი რატომ მისცა უფლება დეიდაჩემმა ამ გოგოს, რომ ჩვენზე იმუშავოს და ჩვენთან იცხოვროს.
ჩემთვის ის ზედმეტია, მასზე გადამაქვს ყურადღება, მის კეთილდღეობაზე მეფიქრება, რაც ჩემს საქმეს მაცდენს.
არადა ჩვენი ოჯახის წევრიც კი არ არის.
მის უსაფრთხოებაზე არც კი უნდა მეფიქრებოდეს..
მაგრამ რაღატო მეფიქრება მაშინ?!
24 საათზე ნაკლებია რაც მას ვიცნობ და უკვე ჩემი მთელი გონება მასზე ფიქრებითაა სავსე.

ამ ფიქრებში მის კარამდე ისე მივედი, რომ ვერც გავიაზრე.
კარი გავაღე და დაკეტვისას ხმამაღლა დავაჯახუნე.
იქნებ ჯობს, რომ უბრალოდ მოვკლა..ეგ იქნება და ეგ.
ცარიელ ოთახს თვალი მოვავლე და ამასობაში შავთმიანი მელიაც გამოჩნდა.
მისი თვალები ჩემსას შეხვდა და თავი გაღიზიანებულმა გადააქნია.
მისმა ამ გამომეტყველებამ ყველანაირი მოთმინების უნარი დამაკარგვინა და კედელთან ავაყუდე ისე, რომ ჩემს ხელებს შორის ყოფილიყო მოქცეული.

- შენმა მშობლებმა არ გასწავლეს მოქცევა? - ვკითხე დაბალი, უხეში ხმით
- აშკარად არც შენმა მშობლებმა გასწავლეს რას ნიშნავს სხვისი პირადი სივრცე - ცივად მითხრა და სცადა გავეწიე, მაგრამ ხელით სახე დავუჭირე და დავაძალე რომ ჩემთვის შემოეხედა
- შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა შემიძლია გავაკეთო ragazza. უპატივცემულობას პატარა მელიასგან ვერ ავიტან - ბრაზს ყველა ძარღვში ვგრძნობდი
- რა სასაცილოა. შენ ითხოვ პატივისცემას და მაგის პარალელურად შენთვითონ მაყენებ შეურაცჰყოფას - გაეცინა რებელს

მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი გარდა მობეზრებისა.
ვერ გეტყოდით უბრალოდ სულელი იყო, თუ სიკვდილისკენ ისწრაფოდა.
ადამიანებმა იციან რისი გაკეთება შემიძლია, როდესაც მათგან პატივისცემას ვერ ვხედავ, მაგრამ ამ პატარა მელიას...
ჩემს მუქარას რებელის სიცილი მოჰყვა.

- დამიჯერე არ გჭირდება იმის ცოდნა, თუ რა მოყვება შენს უპატივცემულობას და როგორ შემიძლია დაგსაჯო მაგისთვის. ამიტომ გირჩევ რომ შეწყვიტო - შევეცადე ხმაში ბრაზი გამეკონტროლებინა
- ჩემი დაშინების მცდელობები თუ მორჩა, ვახშმისთვის უნდა მოვემზადო შენის ნებართვით - მითხრა და თავით კარისკენ მანიშნა

ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, ვაკვირდებოდი ამ უშიშარ არსებას ჩემს წინ.
მაიკა ისევ სველი ჰქონდა და მის სავსე მკერდს მშვენივრად ვხედავდი.
მკერდის თავები გამომწვევად დატყობოდა კრემისფერი ლიფის გარედან.
თავში საშინელი..საშინელი აზრები მიტრიალებდა.
ჩემს გონებაში მხოლოდ რებელის შიშველ სხეულს ვხედავდი.

- ხო აქ ცოტა გრილა, არა? - ვუთხარი, მაგრამ თვალი მისი მკერდისგან არ მომიშორებია. რებელმა სწრაფად დაიხედა დაბლა და ხელები გადააჯვარედინა.
მის თეთრ სახეს ფერი ეცვალა და ალმური მოეკიდა.

გავტრიალდი და კარისკენ დავიძარი.
რაც შეიძლება მეტი დისტანციაა ჩვენს შორის საჭირო.
იმ ოთახში ყოფნაც კი, სადაც რებელიც არის, ყველანაირ განსჯის უნარს მაკარგვინებს.
სახელური ჩამოვწიე და ნახევრად უკან მოვიხედე

- ა და ხო, არ ინერვიულო ვახშამზე. შენი აქ ყოფნა არავის უნდა. თუ გამახსენდა, საჭმელს ოთახში გამოგიგზავნი - ოთახიდან გავედი და კარი გარედან ჩავკეტე.

იმედია ეს შექმნის ჩვენს შორი იმხელა დისტანციას, რომ გონება გავანიავო და მასზე არ ვიფიქრო.



№1 სტუმარი w

ძალიან კარგი, საინტერესო და განსხვავებულია.
ველოდები შემდეგს ????
წარმატებები! ❤️

 


№2 სტუმარი მკითხვედი

არმეყო შემდეგში ცოტა დიდი თავი დაგვიდევი

 


№3 სტუმარი m

ძალიან კარგი ისტორიაა, თუ მალე დადებ უკეთესი იქნება.

 


№4  offline წევრი kika

გამარჯობა <3 მიხარია თუ მოგწონთ და კითხულობთ, ასევე ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები <3 ახალ-ახალ თავებს ვდებ საკმაოდ მალე 3-4 დღის შუალედში, თუმცა მოდერაციას გადის და მხოლოდ 2-3 დღის მერე იტვირთება თვითონ საიტზე, ამიტომ ბოდიში დაგვიანებისთვის და დაელოდეთ შემდეგ თავს <3

 


№5 სტუმარი ნათია46

კარგი იყო მაგრამ არ მეყო. პატარა თავი იყო. კარგია ორივე მხარის შეგრძნების გადმოცემა მაგრამ , დრო იწელება და ისედაც პატარა თავს ამოკლებს. მოუთმენლად ველოდები ახალი თავის დადებას, უფრო დიდის რათქმაუნდა????
წარმატებები და გელით❤️

 


№6 სტუმარი მკითხველი

როდის იქნება ახალი თავი

 


№7 სტუმარი სტუმარი ...

აუუუ როდის დადებთ შემდეგს ძალიან მომწონს ????

 


№8  offline წევრი kika

გამარჯობა, ძალიან დიიდ მადლობა გამოხმაურებისთვის blush ბოდიშის გიხდით რომ ამდენ ხნიანი ლოდინი გიწევთ თუმცა გადავწყვიტე მთლიანად დასრულებული ისტორია დავდო, ამიტომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგიწევთ ლოდინი, თუმცა შემდგომ ერთიანად წაიკითხავთ..

მადლობა მოთმინებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent