შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა თავი 19


13-04-2025, 20:54
ავტორი NakoNako
ნანახია 281

Ხატია
ღია კარებში ვდგავარ, რამდენიმე წუთის წინ ვაჟა რომ იდგა იმ ადგილას, მისი ნათქვამი ბოლო სიტყვები დანასავით მესობა გულში, უნდა ვესაუბრო თორემ, ეჭვი რომელიც გონებაში შემომიგდო წუთების წინ , ბუდეს დაიდებს, ისე გაიზრდება შინაგანად შემჭამს და თავისუფლად სიცოცხლის უფლებას არ მომცემს.

ბინის კარი არც დამიკეტავს ისე დავეშვი კიბეებზე, სირბილით ჩავირბინე ოთხი სართული. მივუსწარი ქუჩაში იდგა. ძალიანაა შეცვლილი, ჩემი ქმრისა არაფერი დარჩენია, გაჭაღარავებულია, გამხდარი, საშინლადაა გამხდარი. ეტყობა რომ წამალს იკეთებს ,რადგან თვალის გუგები იმდენად აქვს გადიდებული მწვანე თვალების ფერი აღარ ეტყობა.

- ვაჟა!

დავუყვირე, შემობრუნდა, თუმცა სიცარიელეში დაიწყო ცქერა და არა ჩემსკენ, რამდენჯერმე ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ მოხედვის გამბედაობა იპოვა.

-Მე კი არა... შენხარ კოშმარი თურმე ჩემთვის, აქამდე ჩემი თავი მეგონა...

არ მაცალა საუბარი ვაჟამ. მხრებ ჩამოყრილი, ყველასგან და ყველაფრისგან დაღლილი, დანებებით მიყურებდა. Საშინელმა სიჩუმემ დაისადგურა ჩვენს შორის.

-Წასვლა გადაწყვიტე... მითხრა დაღლილი ხმით.

-Რომ დავრჩენილიყავი არაფერი შეიცვლებოდა.

გაიცინა, ტკივილით სავსე ღიმილი დაეფინა სახეზე.

-Ბევრი რამე შეიცვლებოდა... ცოტახანი რომ დაგეცდია ჩემთვის, ჩემი ფეხით მოვიდოდი შენთან პატიების სათხოვნელად, ყველაფრის ასახსნელად. მაგრამ არ დამაცადე.

მითხრა განადგურებული გამომეტყველებით.

მწვანე თვალებში წარსულის ტკივილი ჩანდა.

-მე ჩემი ხელით დავმარხე ჩემი ცოლი.

როგორც ციდან წამოსული წვიმა ისე ჩამოსცვივდა ხშირი წამწამებიდან ცრემლები სახეზე.

-გახსოვს ერთხელ მითხარი ხატია, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კრიზისულ პერიოდში ყოველთვის შენთან მოვსულიყავი. ბოლო თვეების მანძილზე ბევრჯერ მოვედი. მაგრამ არ იყავი.

მოსმენილის გამო გული დაუნდობლად მტკიოდა, მტკივნეულად მიცემდა მკერდში.

-კარგია რომ არ იყავი. კიდევ კარგი იქ არ იყავი.

ისე წარმოსთქვა თითქოს მადლობელი იყო.

ღრმად ამოისუნთქა, ისე მიყურებდა ვერ ვიგებდი მზერით ჩემს ამქვეყნად არსებობას თანხმდებოდა თუ მემშვიდობებოდა, ამის გამო გული ძალიან მტკიოდა.

-ერთხელ მითხარი ცხოვრებას თუ დაგინგრევდი არ მაპატიებდი.

მის ნათქვამზე ცრემლები წამსკდა. Ახლა თვალებში მიყურებდა მაგრამ ძველებურად აღარ. ცოტახნის წინ მონატრებით მიყურებდა იქ მაღლა სახლში, მაგრამ ახლა ამ პაწაწინა დროში გამოხედვაც, ხმის ტონიც შესცვლოდა. ცივი არ იყო თუმცა უგრძნობი იყო ახლა მისგან წამოსული ყველაფერი. ყველანაირი გრძნობის გარეშე თვალებში შემომხედა ბოლო წინადადება თქვა და წავიდა.

-Ჩემი ცხოვრება იყავი ხატია!

Მის ზურგს უკან მდგარი ერთ ადგილზე გავიყინე თითქოს, ის კი მიუყვებოდა ქუჩას უკან მოუხედავად. იქამდე ვიდექი სანამ მისი სილუეტი თვალს არ მოეფარა. ამ დროის მანძილძე მისი ნათქვამი ჩამესმოდა ყურებში “ ჩემი ცხოვრება იყავი ხატია”. ვაჟა წავიდა, გულნატკენი კიდევ მე დავრჩი, ყველაფერი მისი გაკეთებული იყო, დაუმსახურებელად ხომ არაფერი მიუღია, თუ ასეა გული რატომ მტკიოდა ასე ძალიან? თავს დამნაშავედ მე რატომ ვგრძნობდი? რაც გავუკეთე ყველაფრის ღირსი იყო, უდანაშაულო არ იყო, მის გამო არ უნდა დავმწუხრებულიყავი და არ უნდა მენერვიულა თუმცა მაინც ვწუხდი, ვნერვიულობდი.

მიუხედავად ყველაფრის ისევ ისე ძალიან მიყვარდა!

***

Სახლში განადგურებული ავბრუნდი, ფიქრით გონება დამეღალა, გადამეტებული ფიქრი ანადგურებს ადამიანის გონებას, რასაც არ უნდა ეხებოდეს. Როგორ მინდა ახლა მექანიკური ღილაკი მქონდეს რომელსაც დავაჭერდი და ყველანაირ აზრს ჩავიკლავდი გონებაში სამუდამოდ. ეჭვებმა მოსვენება დამაკარგვინა. ღამე გათენებას იწყებს უკვე, ვეღრ ვითმენ, თინას ვურეკავ , რომელსაც ბოლოს 6 თვის წინ ვესაუბრე, ბერლინში რამდენიმე დღის ჩამოსული. დიდიხანია Ჩემთან სერიოზული საუბარი სურდა , მე კიდევ მისი მოსმენა არ მინდოდა. Მობილური ავიღე და თინას დავურეკე.

-ალო. მიპასუხა ნამძინარევი ხმით.

-თინა...

-ხატია? როგორ ხარ? მითხრა გაკვირვებულმა.

-ცუდად.

-რამოხდა, ხმა რატომ გიკანკალებს? ტირიხარ?

-ვაჟა იყო აქ...

-იმაზე მალე ჩამოსულა შენს სანახავად ვიდრე მეგონა.

-შენ უთხარი?

-კი.

-რატომ? ვუყვირე მობილურში.

-რითი ვერ დაკმაყოფილდით ხატია? Მეტი რა უნდა მომხდარიყო რომ დაკმაყოფილებულიყავი იმით რაც მას გაუკეთე? მასაც თავი უნდა მოეკლა? მაშინ დაისვენებდი? მიყვირა თვითონაც მეორე მხრიდან.

-შენ არაფერი არ იცი. დაუმსახურებლად არ მიუღია არაფერი.

-ეს შენ არ იცი არაფერი! რა დაიმსახურა მითხარი?

-რაც ჩაიდინა, საპასუხოდ ის დაიმსახურა.

- არ დაუმსახურებია! მიყვირა თინამ.

-ხატია კარგად მომისმინე ახლა რასაც გეტყვი, ვაჟას რაც გაუკეთეთ საერთოდ არ დაუმსახურებია! მან შენი უსაფრთხოების გამო გააკეთა ყველაფერი, შენ რომ ჩამოეცილებინე თავის ცხოვრებას, განა იმიტომ რომ არ უყვარხარ იმიტომ რომ შენი მოკვლით დააშანტაჟეს, შენს დასაცავად გააკეთა ყველაფერი, რადგან იცოდა მისგან სხვანაირად არ წახვიდოდი. იძულებული იყო, სხვა შანსი არ ჰქონდა, იცი რატომ არ ჩანდა მაშინ თითქმის ერთი კვირა? დაჭრილი იყო! ესყველაფერი კახამ და შენმა მშობლებმა იცოდნენ, დაგიმალეს! Სულელო თვალი გაახილე!

-Სისულელეა! მე მის სახლში ისედაც დაცვით გარშემოტყმულ გარემოში ვცხოვრობდი. რას ჰქვია დააშანტაჟეს.

-რასაც გეუბნევი სიმართლეა, შენს გამო ... საუბარი აღარ გავაგრძელებინე ტელეფონი გავთიშე.

თინას მოსმენა აღარ მინდოდა, საშინლად მტკიოდა გული, ვხვდები რომ მასაც სასტიკად მოვექეცი! მისთვის რომ მომესმინა, ან სულაც მისგან უსიტყვოდ წავსულიყავი, ან სიმართლე ეთქვათ ჩემთვის ამ გზას არ ავირჩევდი. ახლა სინანული გვიანია, რეალობა მაძალებს რომ ყველაფერს თვალი გავუსწორო, ეს გზა მე ავირჩიე.

არ მინდოდა მოსმენილის დაჯერება, ცრემლები უგზო უკვლოდ მოედინებოდა ჩემი თვალებიდან. იმდენად ბევრი ვიტირე რომ ცრემლიც კი შემაშრა . ვტიროდი ჩემს თავზე , ჩემს მშობლებზე, ვაჟაზე ვტიროდი , რაც მას გავუკეთე იმაზე ვტიროდი. ყველაზე რთული გადასატანი კი ის იყო რომ ვერც ერთი ჩემი დაღვრილი ცრემლი სამაგიეროს ვერ გადაიხდიდა, იმ მიყენებული ტკივილის საფასურს ვერ გადაიხდიდა. სიმართლის ასე გვიან გაგება ჩემი შეცდომა იყო. მხოლოდ სასტიკად კი არ მოვექეცი სასტიკადაც ვესაუბრე. მაგრამ მეც ხომ ტყუილის მსხვერპლი ვარ, მეც ადვილად დავიჯერე, ვინ არ დაიჯერებდა? ადამიანი რომელიც თავზე დამკანკალებდა დავიჯერე რომ მოვბეზრდი, ადამიანი რომელიც ძილის წინ ჩემი გულის ცემას უსმენდა მეგონა მიღალატა, გამომიყენა. იქნებ იმიტომ დავიჯერე ასე ადვილად რომ არასდროს გამომტყდომია პირდაპირ სიყვარულში? ძალიან ადვილად დავიჯერე და რასაც ყოველთვის ვაკეთებდი მაშინაც ის გავაკეთე, გავიქეცი... მისგან გავიქეცი, ყველასგან და ყველაფრისგან გავიქეცი. მეგონა რეალობას გავექეცი თუმცა რეალობიდან დიდ და საშინელ ტყუილში ავღმოჩნდი, ყველაზე საყვარელ ადამიანს მივაყენე დარტყმა ამ გაქცევით. ახლა კი, ახლაც როგორ მინდა ამ რეალობადან წასვლა, მინდა თუმცა წასასვლელ გზას ვერსად ვხედავ ახლა მხოლოდ ორი გამოსავალი მაქვს, ან რეალობას გავუსწორებ თვალს და ცოცხალ მკვდარი გავაგრძელებ ცხოვრებას იმ სინდისთან ერთად რაც საშინლად მტანჯავს უკვე, ან კიდევ არ შევეგუები რეალობას და ვეცდები ვაჟას თვალებში ჩახედვის გამბედაობა მოვიპოვო.



***

ვაჟასთან საუბრის შემდეგ თითქმის ერთ წელი გავიდა, ამ ერთი წლის მანძილზე ძილი საერთოდ არ მეკარებოდა, ხშირად ძლიერი წამლების ან ანესთეზიის მეშვეობით ვიძინებდი. ჩემი ჩადენილი საქციელი ადრე გულს არ მტკენდა, რადგან ვიცოდი ვაჟა დამნაშავე იყო. ახლა პირიქით. ასე ზღვარს როგორ გადავედი, თუმცა მეც ხომ არ ვიცოდი სიმართლე?

-ხატია! Ჩემი ოთახის კარზე კაკუნი და დაძახილი მესმის. თინაა.

მასთან საუბრის შემდეგ მათთან ჩავედი, კატო მამიდა ყველაფერს მომიყვა. ბერლინში ჩემი კლინიკა დავკეტე და სამივე ერთად დავბრუნდით საქართველოში.

პატარა ბინა ჰქონდა კატო მამიდას იქ გადავედით საცხოვრებლად, ჩემს მშობლებს არ ველაპარაკებოდი. შერიგების მცდელობა ჰქონდათ თუმცა არ ვპატიობდი, არც მამიდას უპატიებია მათთვის. თინამ გოგასთან დაიწყო მუშაობა, მათი კომპანიის კიბერ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ამ ერთი წლის მანძილზე თინასაც და გოგასაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, უცნაურად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, კითხვას ვერ ვუბედავდი თუმცა ვატყობდი, ერთმანეთის მიმართ გრძნობები ჰქონდათ.

გოგა ჩემზე გაბრაზებული იყო თუ არ იყო ვერ ვიგებდი, ვაჟაზე სიტყვც არ დასცდენია არასდროს. ზედაპირულ საუბრებში ყოველთვის მიწევდა კომპანიონობას, არასდროს უსაყვედურია ჩემი ჩადენილი საქციელის გამო, თუმცა კახას ზედაც არ უყურებდა, უფრო მეტიც კახა ჩვენთან სტუმრად რომ მოდიოდა თინა და კატო მამიდა სახლიდან მიდიოდნენ.

კახას დახმარებით მათ კერძო სკოლაში დავიწყე მუშაობა, ბავშვთა ფსიქოლოგად. Მიყვარდა ჩემი საქმე და მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში ვუწევდი დახმარებას პატარებს, ხშირ შემთხვევაში დროს სულ მათთან ვატარებდი, რადგან გახანგრძლივებული გრაფიკით ვმუშაობდით და მათთან დარჩენა, ყურადღების მიქცევა გაკვეთილების შემდეგ მე მიწევდა, ჩემს გარდა კიდევ ორი ფსიქოლოგი მუშაობდა.

Ჩემი სამსახურით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ბავშვები ერთადერთი გამოსავალი იყო ვაჟაზე ფიქრიდან თავის დასაღწევად დღის მანძილზე , ღამე ისედაც საკმარისად ვიტანჯებოდი.

ოფიციალურად ისევ ვაჟას ცოლად ვითვლებოდი, თუმცა მასთან არანაირი კავშირი არ მქონდა. ბოლოს ბერლინში ვნახე როდესაც ჩემთან მოვიდა, თითქმის ერთი წელია ამერიკაშია წასული. გაგიკვირდებათ ალბათ საიდან გავიგე, სოციალური ქსელების მომხმარებელი არ ვყოფილვარ, მაგრამ რამდენიმე თვეა იძულებული გავხდი, მოსწავლეების გამო , მათ მშობლებთან კომუნიკაციის დამყარება ხშირად მჭირდებოდა, ეს კი სოციალური ქსელის გამოყენებით უფრო მიადვილდებოდა. რაც აქტიური მოხმარება დავიწყე ჩემდა გასაკვირად ვაჟაც ჩემი პირადი გვერდის გამომწერი გახდა ინსტაგრამზე. ჩემს ყველა ისტორიას თუ სიახლეს იწონებდა, თუმცა არასდროს მწერდა.

-შემოდი თინა. გავძახე მეორე მხრიდან.

-გაგვიანდება, იმიტომ შემოგხედე.

შემოაღო კარი და ოთახში შემოვიდა.

-დღეს საშინლად მტკივა თავი სამსახურში ვერ წავალ. Საქმეთა მმართველს დავურეკავ და გავაფრთხილებ.

-დღეს საღამოს გოგასთან წვეულებაა ბარში. ხომ გახსოვს? შენც დაგპატიჟა წინა კვირას, წამოხვალ ხომ?

-სავარაუდოდ კი.

-კარგია. და ხატია კიდევ არის რაღაც რაც უნდა გითხრა... მაგრამ როგორ შეხვდები არ ვიცი.

-რახდება თინა?

-ვაჟა ჩამოვიდა.

-რა? ვაჟა ჩამოვიდა? როდის დაბრუნდა?

-მეტი არაფერი ვიცი. ლოყაზე მაკოცა და წავიდა.

მაშინვე მობილური ავიღე ხელში და რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია ის გავაკეთე. მის ინსტაგრამ გვერდზე გადავედი, მისგან განსხვავებით მე არ ვიყავი ვაჟას გამომწერი, საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავდა, და რატომღაც უმეტესობა ქალები ან პატარა ასაკის გოგოები იყვნენ.

თვალები გამიფართოვდა, როცა ათი ათასობით მიმდევარი დავინახე. მე მხოლოდ 159 მიმდევარი მყავდა და ისიც სულ გოგოები, მათგან ყველას ვიცნობდი, საპირისპირო სქესის გამომწერი არ მყავს, არის შემთხვევა ვიღაც ჩემთვის უცნობი მამაკაცი გამომიწერს და ცოტახნის შემდეგ გამოწერას აუქმებს.

თვალიერება დავიწყე რასაც აქამდე აზიარებდა. მისი ბოლო პოსტი ჩემი ასაკის ან ჩემზე პატარა გოგონასთან ერთად იყო. სპონტანურად გადაღებულ ფოტოს გავდა, გოგას ბარში იყო გადაღებული. ვაჟა სავარძელში იჯდა და ქერათმიანი, მწვანე თვალება გოგონა მას ეხვეოდა უკნიდან კისერზე. ვაჟას უყურებდა და იღიმოდა, აშკარა იყო ორივემ არ იცოდა ფოტოს რომ უღებდნენ ამ დროს. ვაჟას მზერა მართლაც მოსაკუთრე და მოსიყვარულე მამაკაცის მზერას ჰგავდა.

ფოტოს ქვეშ ჩემს ქმარს წარწერაც გაეკეთებინა “ ჩემი ყველაფერი”. აშკარად ახალი გადაღებული ფოტო იყო რადგან ბოლოს რომ ვნახე იმასთან შედარებით ძალიან შეცვლილიყო. სახეზე ჯანმრთელი ადამიანის იერი ჰქონდა, ჭაღარები ცოტა ასაკს მატებდა თუმცა ძალიან უხდებოდა, იმაზე მეტად სიმპათიური იყო ვიდრე აქამდე, თვალებში სიცოცხლე დაბრუნებოდა, მწვანე თვალებში ისევ ის ბავშვური მოციმციმე სიანცე ჩასახლებულიყო. იღიმოდა! ძალიან ლამაზად იღიმოდა.

ღმერთო რა საშინელი შეგრძნებაა საყვარელი ადამიანის სხვის გვერდით ბედნიერად დანახვა. მისი გვერდის დაწვრილებით თვალიერება დავიწყე, ბოლო ერთი წელია თითქმის ამ გოგოსთან ერთად გადაღებული კიდევ რამდენიმე ფოტო აქვს.

როგორც ჩანს ძალიან მალე დამივიწყა. რამდენიმე საათის წინ დადებულ ფოტოს დავუბრუნდი და გაბრაზებულმა კომენტარი დავუწერე.

“ ძალიან უხდებით ერთმანეთს, რატომ არ მეყრები მე და მასთან რატომ არ ქორწინდები? “

ვაჟა როგორც ჩანს ახლა ინსტაგრამზე იყო შემოსული, რადგან წამებში მისი საპასუხო კომენტარი წავიკითხე.

“ მას არ ვუხდები! და შენ არ გაგცილდები!”

“გოგოსთან რომელიც არ მოგწონს რა არის ეს პოზები?” დავუწერე ისევ.

“პასუხს მთხოვ?” დამეპასუხა წამის მეასედში ისევ.

“ გამოწერა გამიუქმე თორემ დაგბლოკავ! ”

“ სცადე და ნახავ წამებში მანდ როგორ გავჩნდები! “

გაბრაზებული მისი გვერდიდან გამოვედი, თუკი მას შეეძლო ჯერ ისევ ქორწინებაში მყოფს გოგოებთან ერთად ფოტოების დადება, მეც შემეძლო მისი გაღიზიანება და შერცხვენა, ჩემი რომელიმე სულელური ფოტოს გაზიარებით.

გალერიაში შევედი და სამი წლის წინ თინას გადაღებული ფოტო ისტორიაში გავაზიარე, საცურაო კოსტუმში გადაღებული საკმაოდ თამამი ფოტო იყო, ჩემი მშობლების სახლში იყო გადაღებული, აუზთან ჯერ კიდევ ვაჟას გაცნობამდე, შეზლონგზე ვიჯექი, სველი შავი თმა ცალ მხარეს მომექცია და მასში ჩამაგრებული ყვავილით ვიწონებდი თავს, თინამ პროფილში საკმაოდ ლამაზად დამიჭირა, წელსზემოთ გადაღებულ ფოტოში სხეულზე წყლის წვეთები ჯერ არ მქონდა შემშრალი.

ფოტოს გაზიარებიდან ორი წუთიც არ გასულა, ტელეფონმა რეკვა დაიწყო, უცხო ნომერი იყო, ვაჟა არ დამირეკავდა ხომ? არ ვუპასუხე, კიდევ რამდენჯერმე დარეკა, არც ერთს არ ვუპასუხე. მაგრამ შემდეგ შეტყობინების ხმა არ შეწყდა. ვაჟა იყო რომ არ ვუპასუხე ზედიზედ შეტყობინებებს მიგზავნიდა.

“ ხატია აიღე ეგ ფოტო!”

“ ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, ეგ გამომწვევი ფოტო ახლავე წაშალე!”

ისევ დამირეკა მობილურზე, რომ არ ვუპასუხე შეტყობინება გამომიგზავნა ისევ.

“ აიღე ყურმილი.”

“ ფოტოს თუ არ აიღებ, ნახევარ საათში მანდ გავჩნდები, ამ ფოტოდან დავიწყებ და ყველა შენს ჩადენილ საქციელზე მოგთხოვ პასუხს!”

მასთან შესახვედრად ჯერ მზად არ ვიყავი ჩემი გული ამდენს ვერ გადაიტანდა, ამიტომ ფოტო წავშალე, ტელეფონი გავთიშე , ძილის წამლები მივიღე და დაძინება ვცადე. თავის ტკივილი ახლა მხოლოდ უძილობით არ მაწუხებდა...

( დამიწერეთ გაგიხსნათ თუ არა ახლა)



№1 სტუმარი სტუმარი Mik

ძალიან პატარა თავია ????

 


№2  offline წევრი NakoNako

სტუმარი Mik
ძალიან პატარა თავია ????

ვეცდები რომ შემდეგი დიდი თავი დავწერო.

 


№3 სტუმარი სტუმარი მაია

კი გამიხსნა მადლობა

 


№4  offline წევრი NakoNako

სტუმარი მაია
კი გამიხსნა მადლობა

ძალიან კარგი heart_eyes მადლობა თქვენ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent