შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესაფერისი! (ნაწილი 2)


14-04-2025, 20:13
ავტორი llella
ნანახია 78

გამშორდა და პირველ სართულზე ჩავიდა. ცოტახნის ლოდინი და ნაცნობ ნომრებს და შემდგებ უკვე ნაცნობ სილუეტს ჰკიდა თვალი.
-უჩას გაუმარჯოს!-გადაეხვია.
-გაუმარჯოს, გაუმარჯოს!-ღიმილით უპასუხა ზოიძემ.
-ბიჭო მშვიდობა ხომაა, რატომ დაასწრეს?!
-საქმემ ასე მოიტანა.
-რა დღეში ხარ ისე-გაიცინა და წვერგაზრდილ და თმაარეულ ძმაკაცს დააკვირდა.
-რა დღეში ვარ და 3 დღე გზაში ვიყავი, მანამდე სად არ ვიყავი, ის მკითხე და ვერაფრისთვის მოვიცალე, თან ხომ იცი ეს ბოდიალი და ამბები მღლის, არაფრის თავი არ მაქ, მხოლოდ ძილი მინდა.
-ცოტა ლოდინი მოგიწევს, ჩემს დას დაბადების დღე აქვს დღეს-გაიცინა.
-მე რომ უსაჩუქროდ ვარ?!
-ნუ სულელობ შენ, გაგაცნობ თან სავიას.
-სავია?! რა უცხო სახელია-გაიოცა ზოიძემ.
-ნამდვილად, ეხლა კიდე ავიდეთ.
ძმაკაცს წინ გაუძღვა და უკვე ნასვამ ბიძაშვილს მიუახლოვდა, რომელიც აივნის მოაჯირს მიყრდნობოდა და გამეტებით ეწეოდა.
-თვალებს ვერ ვუჯერებ უჩიკო-გაიცინა და მონატრებულ ძმაკაცს მხარზე ხელი დაკრა, შემდეგ კი თბილად გადაეხვია-რა მაუგლის პატენტი ვერსია ხარ, რაარის?
-შენაც ნუ მიმატებ, თქვენ რაიყო, რა ვიზუალის შეფასებაზე ხართ გადასული, რა უბედურებაა.
-არა ძაან არგიხდება, სადღაც ბომჟსა და პორნო ვარსკვლას შორის ხარ-გაიცინა და მოქნეულ ხელს აცილდა.
-მოეთრიე, სანამ უარესი დაგმართე.
-არ მოგენატრე? რა დროს ცემაა.
-შენ…
სიტყვის დასრულება არ აცადა რატიმ, სავიასთან ერთად მიუახლოვდა და მათ გაცნობას შეუდგა.
-გაიცანი, ეს ჩემი, ჩვენი ძალიან ახლო ძმაკაცია, უჩა ზოიძე, ეს კიდევ ჩემი უმცროსი დაა, სავია.
-სასიამოვნოა-გაუწოდა ხელი მამაკაცმა და ნაზად მოათავსა გოგონას ხელი მისაში-დღეს როგორც გავიგე, დაბადების დღე გაქვს, გილოცავ!-ღიმილით უთხრა და დააკვირდა გოგონას-ამ ჯერად მაპატიე, უსაჩუქროდ ვარ, უცოდინრობის გამო, თუმცა გპირდები, რომ გამოვასწორებ.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა, მადლობა და არ არის საჭირო საჩუქარი-გაუღიმა და მანაც შეათვალიერა ახალგაზრდა მამაკაცი-მე დაგტოვებთ.
გარიდებულ გოგონას ზოიძე თვალს არ აშორებდა მანამ, სანამ ფარდას არ მიეფარა და ბურუსში მყოფი, მერე მიუბრინდა ძმაკაცებს.
რა უცნაური გრძნობაა, იფიქრა უჩამ და თავი შეუმჩნევლად მოიფხიზლა.
-უჩა. გესმის ბიჭო რას გელაპარაკები?!-ყურადღების მისაქცევად ხელი დაკრა მხარზე ალეკომ-სად დაფრინავ?!
-დაღლილი ვარ და..-თავი იმართლა.
-დალევ მეთქი?
-დღეს არა რა, სამი დღე-ღამეა საჭესთან ვარ, ახლა რომ დავლიო მისატანი ვიქნები და ვერც უნდა შევირგო, ამიტომ სხვა დროს დავლიოთ.
-მეც ეგრე ვიფიქრე-გაუცინა-კარგი, წამოდი ახლა მაგიდას მივუსხდეთ, სხვებიც ვნახოთ, თან ცოტას შეჭამ.
მაგიდას მივუახლოვდით და ჩამოვჯექით, სითბო იყო შენობაში, სასმლის სუნს საკმაოდ მოეცვა ოთახი და სოთბოში მეტად იგრძნობოდა, უკმაყოფილოდ მოიშმუშნა ზოიძე და ერთი შეათვალიერა დარბაზი. რამდენი უცხო ადამიანი იყო, რამდენიც ნაცნობი, მაგრამ ის ერთი… მაინც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.
რა ქნას, ფიქრიდან ფიქრზე მიდის და უცნაურია მისთვის ეს ყველაფერი, არ ელოდა საკუთარი თავისგანაც კი, რომ ასე მოხდებოდა ყველაფერი, განა რაა აბსურდული იმაში, რომ მამაკაცს ქალი მოეწონოს, მაგრამ დღეს?! ასე გადაღლილს?! ასე დაქანცულს და თან ამ მდგომარეობაში?! მთელი გზა იმას ფიქრობდა, როგორ დაიძინებდა და ტვინში არაფერი შესდიოდა, ახლა კიდევ თითქოს გამოფხიზლდა, აღარც ეძინება და ძალიანაც მოსვენებულია, მთავარია ხედავდეს.
-ახალი ადამიანი…-ჩურჩულით თქვა და მაგიდისკენ შებრუნდა.
-რა თქვი?!-ვერ გაეგო ალეკოს.
-რამდენი ადამიანია თქო-გადაასწორა უკვე ხმამაღლა.
-ეხალისებათ.
დიდხანს ისაუბრეს და გემრიელადაც მიირთვეს, მერე კი მოსაწევად დააპირეს გასვლა.


======

-ნინუცა, ჩამყვები?!-სიცილით დავადექი თავზე ხაჭაპურით პირგამოტენილ დაქალს და მუდარის თვალებით შევხედე.
-ქალო, შარდის ბუშტი გაგიფუჭდა? რაარი ყველა ჭიქის მერე რომ დამარბენინებ-ახარხარდა და ფეხზე წამოდგა.
-მადლობა თქვი რომ მიმყავხარ.
-რას ლაპარაკობ, როგორი პატივია.
კიბეებზე დავეშვით და აივანს ავხედეთ სადაც ბიჭები იყვნენ, თვალში ახალგაცნობილი მომხვდა და კიდევ ერთხელ შევათვალიერე, აწ უკვე საკუთარ თავში.
ნინუცას ტელეფონზე დაურეკეს და მარტო დავტოვე, მე კიდევ უკანა ეზოს დასათვალიერებლად გავედი, ისე კოხტადაა ყველაფერი გაკეთებული, ისე მოლამაზებულია, თვალს უხარია, მიყვარს აქ მოსვლა, პატარა პარკს რომ უგავთ უკანა ეზო და თან ადგილიც რომ შესაფერისია, ახლოში ჩანჩქერი მოდის და ის ხმა რომელიც აქამდე აღწევს სულსა და ფიქრებს ამშვიდებს თითქოს. შემოდგომის შუა თვეა და მაინც როგორ თბილა, როგორ ალამაზებს აქაურობას ეს სიყვითლე და თითქოს შეციებული ხეები, რომლებსაც საფარი აღარ აქვთ, იქვე სკამს ვკიდე თვალი და დავაპირე წასვლა, ნაცნობმა ხმამ რომ შემაჩერა.
-დაბადების დღეს გილოცავ!
-აქ რას აკეთებ?!-სულერთიას სახით ვკითხე, ისე რომ მისკენ არც კი გავბრუნებულვარ.
-შენთან მოვედი.
-შეგიძლია წახვიდე!
უეცრად სიცივემ დამიარა და უსიამოვნოდ შევიშმუშნე, თითქოს შიშის პატარა ნაპერწკალმა გამიარა ტანში, მაგრამ რისი ან ვისი უნდა შემშინებოდა, ვერ გამეგო, აბსურდული მეგონა ჩემი მდგომარეობა და ამ ჯერ კიდევ შეუმჩნევი კანკალისთვის ვეცადე ხელი შემეშალა და გავჩერებულიყავი.
-უნდა ვილაპარაკოთ და გავარკვიოთ ყველაფერი, შენც ხომ ხვდები, რომ ის რაც მოხდა…
-მგონი გასაგონად და გასაგებად გითხარი, წადი, შენი არც მოსმენა მინდა და რაც მთავარია, არც დანახვა-თავი დავუქნიე-თანაც, არ მგონია ჩემმა ძმამ ცოცხალი გაგიშვას აქედან.
-1 წელი დიდი დროა, ხომ ხვდები არა?!
-რას?!-გავიოცე.
-რომ ეს მოხდებოდა! მე ხომ… მე ხომ კაცი ვარ.
-კაცი და არა ცხოველი-შევუსწორე და თითქოს რაღაცამ ისევ გამკრა გულში-ისეთივე ამაზრზენად საუბრობ, როგორიც ხარ, გულის ამრევი ხარ.
მივახალე და გვერდის ავლით ჩავუარე.
-ვერ გაბედავ!-დაიძადა და მაჯაში მწვდა. ინერციით გავჩერდი და მისკენ მივბრუნდი-ვერ გაბედავ გესმის?! რა გგონია, რომ ესე ადვილად დაიხსნი ჩემგან თავს? სიცოცხლეს გაგიმწარებ ანთაძე, მოჩვენება გავხდები და არ შეგარგებ არაფერს-მიყვიროდა და მანჯღრევდა მთელი ძალით.
-გამიშვი! გამიშვი შე ცხოველო!
-არა! არა! და არა! არ გაგიშვებ და ვერც დამშორდები! მე მეკუთვნი, ხომ გაიგე?! დაიყვანე ეს შენს ტვინამდე!-საჩვენებელ თითს მთელი ძალით მიშენდა თავში და ვგრძნობდი, ტკივილისგან ცრემლები როგორ მაწვებოდა.
-მეტკინა შე ცხოველო, თავი დამანებე, შემეშვი! ხელი გამიშვი, მეტკინა!!-ლამის ყვირილზე გადავედი.
-გეტკინოს, დაიმახსოვრებ და შეიგნებ სამუდამოდ!
-მიშველეთ!-უკვე ძალაგამოცლილი ვყვიროდი.
-ხმა მიიგდე-უეცრად მწვდა კისერში-არ გაბედო და შენს ძმას არაფერი უთხრა, თორემ მის გვამთან მოგიწევს ამ ცრემლების ღვრა! ხომ გაიგე?!
-გა..გამიშვი..-ვხრიალებდი და შიშისგან ვტიროდი, ვგრძნობდი რომ მიჭირდა სუნთქვა, ხელებით ვცდილობდი მისი ხელების მოშორებას, მაგრამ ამაოდ.
-გე.. გემუდარები გამიშ..გამიშვი…
ცრემლები გაუჩერებლივ მდიოდა და კანკალს ვერ ვწყვეტში, გულით ვევედრებოდი ნინუცას რომ მოვეძებნე, რომ ვენახე და როგორმე მოვშორებოდი მას.
-ხმა ჩაიგდე მეთქი!-ისევ ყვირილს აგრძელებდა.
-შე ნაბი****ო!!!
გავიგე არც თუ ისე ნაცნობი ხმა და სიმსუბუქის უეცარი შეგრძნებისას, ინერციით დავეცი მიწას ძალაგამოცლილმა, ხელებს ვერ ვიშორებდი კისრისგან და ატკიებულ ადგილს გამალებით ვიზელდი, რამოდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ნიკა მომაძრეს და თვალებით მოვძებნე მშველელი.
გაცხოველებული სილუეტი დავლანდე, რომელიც გაუჩერებლივ უშენდა მუშტებს “მოძალადეს” და ბედნიერებამ გამიარა ტანში.
-შენს დედას შევ**მ შე ახვ**ო! ნაბიჭ***ო! როგორ გაბედე, ქალზე ხელის აწევა როგორ გაბედე შე უჯიშო შენა!!! ქალთან ხარ ხომ მაგარი! სიკვდილს დაგანახებ თვალებით შე ჯიშმო***ო! შენი დედა****ნ! როგორ გაბედე! როგორ გაბედე და როგორ შეეხე! ვის ემუქრებოდი ბიჭო შენ! შე განდ**ო!
გაუჩერებლივ ურტყამდა უცნობი-ნაცნობი ლამის მიმკვდარ სხეულს, უეცრად ხმა მომესმა უკნიდან და სურვილის მიუხედავად, ღონეგამოცლილმა ვერ შევძელი გაბრუნება.
-უჩა ბიჭო!-მომესმა ბიძაშვილის ხმა.
-ბიჭო რას აკეთებ!-რატიმ გასძახა და მოშორება სცადა-გაუშვი !
-ხელი გამიშვი, მოვკლავ ამის დედამოვტ***ნ! მომშორდი მეთქი!-გამეტებით ცდილობდა ძმაკაცის მოშორებას ზოიძე.
-მოკლავ!-დაუყვირა ალეკომ და როგორც იქნა მოაშორა სულმიხდილ სხეულს, გააფთრებული ძმაკაცი.
-რამოხდა რაგჭირს?! როგორ ხარ?!-დაბნეული და შეშინებული მეკითხებოდა ნინუცა-რა დაგემართა?! სავია ?! რახდება ხმა ამოიღე…
-ცუდად… ცუდად ვარ…
მხოლოდ ამის თქმა შევძელი და ხმამაღლა ტირილი დავიწყე, სწრაფად მომვარდა რატი და გულში ჩამიკრო.
-გამაგებინეთ რამოხდა, თორემ გასკდა გული.
-ახრჩობდა! ამისდედამოვ***ნ!-დაიყვირა უჩამ და ისევ სცადა ძმაკაცის მკლავებიდან განთავისუფლებას.
-არგინდა..-ვცადე ჩემი ძმის გაჩერება.
-რას შვრებოდა?!-ხმაწართმეულმა ამოთქვა და ჩასისხლიანებული თვალებით გამომხედა.
ალბათ 3 წამი დასჭირდა ჩემიდან ნიკაზე რომ გადასულიყო და მისი წილიც დააყოლებინა ზედ, მაგრამ ალეკომ დაიკავა და მოასწრო შეჩერება.
-მოკვდება ეგ სი*ი!
-მოვკლავ! მოვკლავ მაგ ახვ**ს!
-გთხოვთ…
ბოლო ძალა დავატანე სიტყვებს და ნინუცას მივეყრდენი.
ადგილს მოწყდა უჩა და ჩემს გონზე მოყვანას ცდილობდა.
-ხმა გამეცი! ილაპარაკე გთხოვ! გონება არ დაკარგო, აქ იყავი, სავია გესმის?! გესმის რას გელაპარაკები?! ოღონდ აზრზე იყავი, ეცადე ისუნთქო გესმის?!-მუდარას გავდა მისი საუბარი, ხელში ამიყვანა და რატის მანქანისკენ წავიდა. მისი სხეულიდან წამოსული სითბო მესიამოვნა აკანკალებულს, მაისურს ჩავაფრინდი მარჯვენა ხელით და შეშინებული მის მაისურში ჩავიმალე.
მოვიდნენ სხვებიც და გაათრიეს ნიკა, რატიმ დაუბარა არწაიყვანოთ შორსო.
გზაში ვიყავით რომ გამოვფხიზლდი ნინუცაზე მიყუდებული, ტიროდა და თმაზე მეფერებოდა, ალეკოს და რატის საუბარმა მომჭრა ყური.
-რომ ვერ მოესწრო…
-გაჩერდი! არ მინდა ამის წარმოდგენა!-გააჩერა რატიმ და საჭეს ძლიერად ჩაარტყა.
-მე რომ… მე რომ არ მეპასუხა ტელე..ტელეფონზე… ხომ ვიქნებოდი ახლოს..-მოთქვამდა ნინუცა-ჩე…ჩემი ბრალია…
-ნუ სულელობ!-ამშვიდებდა ალეკო.
-თავისივე ნაწლავებს ვაჭმევ მაგ ჯიშმო***ს.
-სად მივდივართ?-ვიკითხე შეშინებულმა და წამოჯდომა ვცადე.
-როგორ ხარ ჩემო ცხოვრება-გამომხედა რატიმ.
-საავადმყოფოში დაი-მოტრიალდა ალეკოც-დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი კარგად გაქვს და წავალთ სახლში, დაისვენებ.
-სადაა?
ამ კითხვას წამიერი სიჩუმე მოყვა.
-ყველაფერი კარგად იქნება! აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება!-ჩაილაპარაკა რატიმ და სიჩქარეს მოუმატა.
-შენს სიახლოვეს, მისი ჩრდილიც კი ვერ გაივლის პატარავ!-ხელი ჩამკიდა ალეკომ.
-სახლში წამიყვანე,გთხოვ!
აზრზე მოსულს მომხდარი გამახსენა და ისტერიული ტირილი დავიწყე.
-რა მოხდა?! რამე გტკივა?! სად გტკივა?!-სასწრაფოდ გააჩერა მანქანა რატიმ და მომიბრუნდა.
-უბრალოდ სახლში მინდა რა, გთხოვ!
-როგორც იტყვი ჩემო სიცოცხლე-თავზე მაკოცა და სახლის გზას გაუყვა.
ოთახში შესვლისთანავე ოთხად მოვიკეცე საწოლზე და ტირილი გავაგრძელე, ნინუცამ უბრძანა ყველას, რომ ედროვებინათ ჩემთვის, რომ ეს ტირილი ახლა აუცილებელიც კი იყო ჩემთვის და დაღამებამდე მართლაც არავინ შემოსულა ჩემს ოთახში ნინუცას გარდა, რომელიც უბრალოდ კუთხეში დადებულ პუფში იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა.


საათი 12ს უახლოვდებოდა კარებზე ხმა რომ გავიგე …

**************
ესეც ახალი თავი.
ველი შეფასებებს და კომენტარებს, რათა ვიცოდე ღირს თუ არა გაგრძელება.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

მიყვარს თქვენი ისტორიები, წარმატებები თქვენ. კარგი თავი იყო. დიდხანს არ გვალოდინოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent