მწვანე ლაქა ( თავი 20 )
თავი 20 Ხატია როგორც ჩანს ძილის წამლებმა და ვაჟას მეშვეობით მიღებულმა სტრესმა ჩემზე იმოქმედა, როცა ჩამეძინა დილა იყო. ახლა კი ჩაბნელებულ ოთახში გავახილე თვალები, მამიდას რომ არ შევეღვიძებინე ალბათ მეორე დილამდე უპრობლემოდ გამოვიძინებდი. ახლა მისაღებ ოთახში ვისხედით. - ძილის წამლებს რომ იღებ სულ მეშინია შვილო. - რატომ ? არაფერი მიპასუხა, თემა შეცვალა. - გადაგიარა თავის ტკივილმა? გვირილას ჩაი დავაყენე სანამ წასასვლელად მოემზადები დაგისხავ. თავიდან ვერ მივხვდი სად წასვლას გულისხმობდა. ჯანდაბა გოგას წვეულებაზე დამაგვიანდა! - საერთოდ აღარ მახსოვდა კატო წვეულებაზე რომ უნდა წავსულიყავი. Რა კარგია რომ გამაღვიძე. სავარძლიდან სწრაფად წამოვხტი ლოყაზე ვაკოცე და თინას საძინებელი ოთახისკენ წავედი. მის ტანსაცმელში დავიწყე ქექვა, რადგან წვეულებაზე ჩასაცმელი ტანსაცმელი მე არ მქონდა, მეტად ოფიციალური ჩაცმის სტილი მაქვს ბოლო ერთი წელია, სიმართლე ითქვას არც აქამდე გამოვირჩეოდი გასაოცარი სტილით. კაბებს , ქვედაბოლოებს ვერ ვიტანდი, ამიტომ ისევ შავ მაღალწელიან და ფართოტოტებიან შარვალზე გავაკეთე არჩევანი, თინა ჩემგან განსხვავებით შედარებით ღია ტანსაცმელს იცვამდა და ყველას საშინლად მოხდენილად ატარებდა, საბოლოოდ შავი ტოპი ვიპოვე , კორსეტის მსგავსი. მაღალ წელიან შარვალთან ერთად საკმაოდ ლამაზად ჩანდა, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე სახეზე, მხოლოდ ტუჩები გამოვიკვეთე წითელი, სისხლისფერი ტუჩსაცხით. შავი გრძელი თმა შიშველ მხრებზე ჩამოვიშალე და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, რომელიც საშინლად არა კომფორტული იყო. ოთახიდან რომ გამოვედი მამიდა გაკვირვებული მიყურებდა. Შემდეგ ეშმაკურად გამიღიმა მივხვდი საუბარს სადაც წაიყვანდა და მოთმინებით დაველოდე. - არმეგონა ვაჟას დაბრუნება ასეთ შედეგს თუ მოიტანდა. გაიცინა და თავიდან ბოლომდე დამათვალიერა. - როდის გაიგე რომ დაბრუნდა? - ერთი კვირის წინ ვესაუბრე და ვიცოდი რომ ბრუნდებოდა. - თინამაც? - კი თინამაც იცოდა. გუშინ დაბრუნდნენ. - დაბრუნდნენ? ანუ ვაჟა და მისი ქერა შეყვარებული. მამიდას ჩემს ნათქვამზე სიცილი აუტყდა, რატომ იცინის ეს ქალი ვერ ვხვდები. ნანახის შემდეგ მოსვენება დამეკარგა ახლა კი კატოს სიცილი უარესად მაღიზიანებს. - ქალს ყველაზე მეტად ეჭვიანობა არ უხდება. დედაშენს როგორ გევხარ ხასიათებით. მეუბნევოდა სიცილით. - კატო ერთობი? - არა ჩემო ლამაზო, უმშვენიერესი ხარ, რომ დაგინახავს, თვალს ვერ მოგაცილებს შენი ქმარი. - ფორმალურადაა ახლა მხოლოდ “ჩემი ქმრის” სტატუსის მატარებელი. - შენს ამბავს ყოველთვის კითხულობდა ხატია, ამ ერთი წლის მანძილზე. - რა? მართლა? - კი შვილო, პირობა ჩამომართვა შენთვის რომ არ მეთქვა, დაბრუნებას საერთოდ არ აპირებდა იცი? მაგრამ როგორც ჩანს გულს ვერ უხერხებს ვერაფერს. ისევ ისე ძალიან უყვარხარ. - სისულელა მამიდა, შეყვარებულთან აქვს სურათებით სავსე სოციალური გვერდი. Კატოს კიდევ ხმამაღლა გაეცინა. შემდეგ მაჯის საათზე დაიხედა და მითხრა. - თითქმის 2 საათი დაგაგვიანდა, ხატი, მინდა ჩემი ნათქვამი გაითვალისწინო, ერთმანეთს რომ შეხვდებით აუცილებლად ისაუბრეთ... - არ მგონია ჩემთან საუბარი, ან სულაც ჩემი დანახვა სურდეს. - ეგ არავინ იცის ვაჟას მეტმა, შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე რაც გევალება. - კარგი ვეცდები მაინც. . . შენ რას აპირებ მარტო რომ რჩები? ჯერ მხოლოდ 9 საათია. - მამაშენს უნდა შევხვდე, დროა დაკარგული ურთიერთობები აღვადგინოთ შვილო. - შენი საქმისა შენ იცი კატო, მე არც მასთან და არც დედაჩემთან არ ვაპირებ საუბარს. - Ჩანთა ავიღე ხელში და გასასვლელი კარისკენ წავედი. Ზურგს უკან კატოს ხმა მომესმა. - რითი მიდიხარ? - ტაქსი გამოვიძახე, დროებით აბა. გავძახე მამიდას და ლიფტს აღარ დაველოდე, კიბეებზე დავეშვი, სწრაფად თქწო ვერ გეტყვით, მაღალ ქუსლიანმა ფეხსაცმელმა რისი საშუალებაც მომცა იმ სისწრაფით. 20 წუთში გოგას ბარში ვიყავი უკვე, წვეულებაზე დავაგვიანე, სივრცე ხალხით იყო სავსე, რას აღნიშნავდა ვერ გეტყვით დაზუსტებით, ალბათ ვაჟას დაბრუნებას. გარემო ლამაზად მოერთოთ, ალაფუშეტის და სასმელის კუთხე მოეწყოთ, წვეულებას ცოცხალი ბენდის მუსიკა უძღვებოდა, ბართან ბარმენები შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მინი შოუს დგავდნენ კოქტეილების მოსამზადებლად. ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავდათ მოწვეული, ჩემთვის ნაცნობი უამრავი სახე იყო, მათ შორის იყო გია კორძიას ქალიშვილი თათა, ენით ვერ ავღწერ როგორ “გამიხარდა თათას დანახვა ახლა” . მასთან საუბრის თავი ნამდვილად არ მაქვს, არც სურვილი მისი შემაწუხებელი კითხვების მოსმენისა, ჩემი ამბავი ყველანაირი დეტალის გამოყენებით გააშუქა და ამით უბედნიერესი იყო, ან რატომ არ იქნებოდა წლების წინ ვაჟას შეყვარებული იყო ან საყვარელი არვიცი, ქალურ შურს ჩემი და ვაჟას დაშორებით გამოწვეული სიამოვნებით ჩიკლავდა,დედაჩემისგან მხოლოდ ის მაქვს მოსმენილი ერთმანეთს რამდენიმე თვე რომ ხვდებოდნენ. ამიტომ მისგან და აქ მყოფი ადამიანებისგან თავის არიდების მიზნით, ცარიელი მაგიდა მოვძებნე ყველასგან მოშორებით დავჯექი, ორ კაციანი პატარა მაგიდები იდგა მხოლოდ. Მიმტანები სასმელს არიგებდნე, სტრესისგან თავის დასაღწევად ორი ჭიქა შავი ღვინო გამოვართვი მიმტანს, ვეცადე გონებაში ყველანაირი ფიქრი გამეთიშა, გადავწყვიტე ერთი ჭიქა ღვინით და ცოცხალი მუსიკით გამოწვეული სიამოვნებით პატარა განტვირთვა მომეწყო. თუმცა ვინ გაცდის, ჩემს მაგიდასთან ქერათმიანი, მწვანე თვალება ძალიან ლამაზი გოგო ჩამოჯდა, ზუსტად ის გოგო იყო ვაჟასთან გადაღებული ფოტო რომ ჰქონდა. - სალამი. მე ლიკა ვარ. გამომიწოდა ხელი. - ხატია. ვუთხარი გაკვირვებიულმა და ხელი გავუწოდე. - სასიამოვნოა, უკვე დიდიხანია შენზე სხვადასხვა ამბებს ვისმენ, მართლი ყოფილა, რეალურად ბევრად ლამაზი ხარ ვიდრე ფოტოებში. კითხვა დავაპირე ჩემს შესახებ რა იცოდა, ან კონკრეტულად ვისგან ისმენდა ჩემზე მოთხრობილ ამბებს თუმცა ნაცნობო ხმის გაგებამ შემაწყვეტინა. ღრმად ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე, ნაცნობი სურნელი გაიბნა გარშემო. მისკენ მივბრუნდი. - რა მოუთმენელი ხარ ლიკა. გაისმა ჩემს ზურგს უკან მონატრებული ხმა. ღმერთო როგორ მენატრებოდა მისი ხმის მოსმენაც კი... - მაპატიე ვაჟა მაგრამ დიდიხანი ვეღარ მოვითმენდი. ვაჟას ხმამაღლა გაეცინა, მის სიცილს ძველი ხალისი დაბრუნებოდა. - რაო მერე დაიკმაყოფილე ცნობის მოყვარეობა? გაიცანი რძალი? - კი ძმაო, მართლაც ულამაზესია. თვალი ჩაუკრა ლიკამ. ვაჟას გაეღიმა შემომხედა, თვალებში მომაჩერდა, მისი მწვანეები დაჟინებით მიცქერდა. თითქოს დრო გაჩერდა, გული ამიჩქარდა, ხელი კანკალით გავუწოდე მისასალმებლად, უფრო მეტის გამბედაობა არ მქონდა, რომ ჩავხუტებოდი გამბედაობა არ მყოფნიდა, არ მქონდა იმის გამბედაობა რომ მისი სურნელი ახლოდან შემეგრძნო. Ჩემი აკანკალებული ხელი მის თბილ ხელში მოიქცია, ვიგრძენი ხელის შეხებაზე თვითონაც როგორ შეკრთა. - ადამიანი ამდენი ხნის მერეც შეიძლება რომ არ შეიცვალოს? Ჩაილაპარაკა თავისთვის - ხელები გაყინული გაქვს! მითხრა და ისევ თვალებში მომაჩერდა, ისე ლამაზად მიყურებდა, თვალები ცრემლით ამევსო, ყველანაირად ვაიძულებდიო ჩემს თავს ახლა არ მეტირა. - როგორ ხარ? ვუთხარი აკანკალებული ხმით და ხელი გამოვტაცე თბილი ხელიდან. გაეღიმა... - კარგად ყოფნას ვცდილობ. შენ? - ანალოგიურად მეც. მივაჩერდი თვალებში. - მე მარტო დაგტოვებთ, სასაუბრო გექნებათ. Ჩაგვერთო ლიკა საუბარში. - Სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ხატია, ვისურვებ უფრო ახლოდან გავიცნოთ ერთმანეთი, ჩემი აზრით ერთმანეთთან მეგობრობა მოგვიხდება ორივეს. თვალი ჩამიკრა და გაგვეცალა, ვაჟას გაეცინა, მეკი თითქოს მდუღარე წყალი გადაგასხესო, სირცხვილით დავიწვი, ძალიან შემრცხვა, ვაჟასი და მის ფოტოზე გაკეთებული კომენტარი წაიკითხა. Სახე გამიცხელდა, წარმოდგენაც არ მინდა როგორი წითელი ვარ ახლა. - სასაცილო სულაც არაა... თავი დავხარე და ჩემს წინ მდგარი ღვინო მოვსვი. ვაჟას დაკვირვებული მზერა არ მცილდებოდა. ლიკას ადგილზე ჩამოჯდა ჩემს პირისპირ. - სასაცილოა. თქვა და ხმამაღლა გაიცინა. Ჩემი ღვინის მეორე ჭიქა აიღო და ბოლომდე დაცალა. - უფრო მეტად სასაცილოა როცა ლოყები ასე გიწითლდება. Როგორ მომენატრა შენი ასეთი ნახვა. უნებურად წარმოსთქვა, თვალებში სწრაფად შევხედე, შეცბა, მიხვდა რომ უნებლიედ წამოსცდა. როგორც კი გამბედაობა მოვიკრიფე, ყველაფეერი დამევიწყებინა ერთმანეთს რაც დავუშავეთ და მხოლოდ ახლანდელ გრძნობებზე მესაუბრა ზუსტად მაშინ თავზე უცხო მამაკაცი დაგვადგა. თუმცა ჩემთვის რატომღაც ნაცნობი სახე ჰქონდა . თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო. - ხატია! დამიძახა, ფეხზე წამოვდექი. - ვერ მიცანი ხომ? გიორგი ვარ ჯაჭვლიანი. გიორგი ჯაჭვლიანი მამას საუკეთესო მეგობრის შვილია, მახსოვს მესტიაში ყოველი ჩასვლისას როგორი შემაწუხებელი იყო მისი ყურადღება, მოსვენებას არასდროს მაძლევდა, ბავშვობიდან თინეიჯერობამდე, შემდეგ სტუდენტი გახდა, სამედიცინოზე ჩააბარა, ამის გამო იშვიათად გვიწევდა ერთმანეთის ნახვა, რადგან სასწავლებლის გამო იძულებული გახდა მესტიიდიან წასულიყო. დაახლოებით 5 წელია რაც ერთმანეთი უკვე აღარ გვინახას. შეიცვალა, აღნაგობა შეეცვალა, ხმის ტემბრი, მხოლოდ სახის ნაკვთები და მოციმციმე შავი თვალები ჰქონდა უცვლელი. Სახე როგორც ყოველთვის ეხლაც უღიმოდა. - გიო. როგორ შეცვლილ ხარ. ვუთხარი გაკვირვებულმა მეც ვუღიმოდი. - შენც. Მითხრა და უცაბედად გადამეხვია. მზერა ვაჟასკენ გამექცა, თვალებში ბრაზი გაუკრთა, ცდილობდა დაემალა მისი გრძნობები თუმცა აშკარად არ გამოსდიოდა. - დღეს შემთხვევით შენი მშობლები შემხვდნენ, შენზე ვისაუბრეთ, ასე თუ ისე მომიყვნენ შენს ამბებს. გაგრძელების საშუალება აღარ მივეცი ვინ იცის დედაჩემი რაზე ესაუბრა, ან რა უამბო. - როდის დაბრუნდი? არ იყავი საქართველოში. - რამდენიმე დღეა. გამოგივლით ერთი დღე მოგინახულებთ. ვაჟა ცდილობდა ყველანაირად შეეკავებინა თავი და არ შეემჩნია გაბრაზება, მაგიდაზე ცალი ხელი მომუშტული ედო, იმდენად მაგრად უჭერდა ხელს ძარღვები დაჰბერვოდა მტევანზე. მეორე ხელში ტელეფონი აეღო და სწრაფად წერდა ვიღაცას. გიორგიმაც დაიჭირა ჩემი მზერა ვაჟას მიმართულებით, მეც დრო ვიხელთე და მათი გაცნობა გადავწყვიტე, რადგან ამ ორივე შეხვედრით საშინლად ვიყავი დაძაბული. - გაიცანი გიორგი, ეს ვაჟაა ჩემი... სანამ წინადადება დავასრულე თინას ხმაც მომესმა ჩემს ზურგს უკან. თინა, ლიკა და გოგა ერთდროულად ჩვენთან მოსულიყვნენ სასმელით და ჭიქებით ხელში. თინას ჭიქები ეჭირა, გოგას ვისკის ორი ბოთლი ლიკას კი თხილეულით და ტკბილეულით სავსე ორი თეფში. - ჯაჭვლიანო! შენ აქ რა ქარმა გადმოგაგდო? თინამ მეგობრულად და გულიანად მოიკითხა გიორგი. - თინას გაუმარჯოს! უთხრა სიცილით გიორგიმ და გადაეხვია. - რამდენი ხანია არ მინახიხართ ორივე, ორივე უნდა მეთქვა თუმცა სამივე ... თავით გოგაზე მიგვანიშნა. - როგრა ხარ ჭინჭარაულო? გოგამ ვისკის ბოთლები მაგიდაზე დააწყო და გიორგის გადაეხვია. - შენ როგორ ხარ ძმაო. Გამიხარდა რომ მოხვედი. - დაბადებისდღე სხვა რიცხვში მახსოვდა. გოგას გიორგის ნათქვამზე გაეცინა. - დაბადებისდღე არ მაქვს, ჩემი ძმის და ჩემი პატარა დაიკოს ჩამოსვლას ავღნიშნავთ. გაიცანი ლიკა და ვაჟა ჩოხელები. ვაჟამ ახლა გამოიჩინა კეთილი ნება და ფეხზე წამოდგა ხელი ჩამოართვა გიორგის და გაეცნო. - ვაჟა! Სასიამოვნოა. ყველამ ერთმანეთი გაიცნო ვინც არ იცნობდა და საბოლოო შედეგის სახით ერთ მაგიდასთან ავღმოჩნდით. - Ჩემს გოგოებს საიდან იცნობ გოგა? იკითხა გიორგიმ. - თინა ჩემი შეყვარებულია. სწრაფად წარმოსთქვა გოგამ თან ვაჟას არ აცილებდა თვალს. ვაჟას თვალებში ცოტახნის წინ ჩაბუდებული ბრაზი უფრო გაშმაგდა და აციალდა მისი მწვანეები. ვისკის ჭიქა მაგიდაზე ხმაურიანად დადგა. - დიდი ხანი არაა რაც ერთად ვართ. Საუბარში ჩაერთო თინა და ვაჟას გვერდულად გადახედა. თვალებით მინიშნებას აძლევდა რომ ახლა აქ ერთი ამბავი არ აეტეხა. - აბა გიორგი შენ მოგვიყევი საიდან იცნობთ შენ და გოგა ერთმანედთს. გააგრძელა თინამ. - ეგ მეც დამაინტერესდა. დაუმატა ვაჟამ. - ფშავში გავიცანით წლების წინ ერთმანეთი. გავიდოდა სადღაც 6 წელი. - ა, როდის? ერთად რომ ვიყავით წასულები ხატობას? შეეკითხა თინა. - Ხოო, ზუსტად მაშინ. დოღში მივიღეთ ერთად მონაწილეობა. თქვა გიორგიმ. - მეც მახსოვს, შენ მოიგე მაშინ. ვუთხარი სიცილით. გიორგისაც გაეცინა. - რა ამაყები იყვნენ მაშინ დავითი და ბუბა. Სვანმა მოიგოო უხაროდათ. თქვა თინამ. - მე მომიგო მაშინ, ჩვენს მეგობრობასაც იქიდან ჩაეყარა საფუძველი. თქვა გოგამ. - შენ დოღში არასდროს გასულხარ? და როგორ მოგიგო? ინტერესით შეეკითხა ვაჟა. - შენს მაგივრად გავედი დაგავიწყდა? ფეხი გქონდა მოტეხილი, ცხენზე ჯდომის უფლება რომ არ მოგცეს სხვა გზა აღარ იყო. - იმიტომაც წააგე , მე მოტეხილი ფეხითაც მოვიგებდი. გამეცინა ვაჟას გამომეტყველებაზე.პატარა ბავშურმა წყრომამ გადაურბინა სახეზე. - თვქვენ საიდან იცნობთ ასე ახლოს ერთმანეთს? იკითხა ვაჟამ და თავით გიორგისკენ მიგვანიშნა. - ერთად ვართ დაზრდილები. Სვანეთში მეზობლები ვართ, მამები მეგობრები. თქვა გიორგიმ. - Ჩვენი ნერვების ჭია იყო ხოლმე ბავშვობაში. Სიცილით თქვა თინამ. - განსაკუთრებთ ჩემი. ვთქვი სიცილით მეც. - ბავშვობაში უყვარდი და იმიტომ. გადაიხარხარა თინამ. თვალები გამიფართოვდა, მაშინვე ვაჟასკენ გამექცა მზერა, გოგას ცალი ხელი მის მუხლზე დაედო და თითქოს იჭერდა, ბრაზისგან თვალები ჩასწითლებოდა. - თინა სისულელეებს ნუ საუბრობ! თვალები დავუბრიალე თინას და ვაჟასკენ ვანიშნე , მაშინღა მიხვდა რაც ჩაიდინა. გიორგი კი იცინოდა ჯერ ვერ გარკვეულიყო რახდებოდა. ლიკა ამ ყველაფერს კი მშვიდად უყურებდა. - ბავშვური წრფელი გრძნობები იყო. თვალწარმტაცი ბავშვი იყავი, ნახევარ მესტიას გვიყვარდი. სიმართლე ითქვას ახლა უფრო ლამაზი ხარ. თვალებითაც კი იღიმოდა გიორგი საუბრის დროს. - შავი გედივით შემობრწყინდი ცოტახნის წინ, თვალებს არ ვუჯერებდი შენ თუ იყავი სანამ ახლოს არ მოვედი. მისი ნათქვამის შემდეგ ვაჟა სატანური ღიმილით იღიმოდა, ვხვდები ახლა გიორგის რაც არ უნდა ვუპასუხო ვაჟას “ასაფეთქებლი” მიზეზი იქნებოდა. რადგან ახლა ჩემი ნათქვამი ყველა სიტყვა ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იყო. თვალებით თინასგან ვითხოვდი დახმარებას. თუმცა უშედეგოდ. ყველაზე მეტად მაწუხებდა ახლა ეს მდგომარეობა, ამას ემატებოდა ის რომ დედაჩემი შეუწყვეტლივ მირეკავდა ტელეფონზე. ვუთშავდი, რითი ვერ ხვდებოდა რომ არ ვუპასუხებდი. - შანსს უნდა გაუწყრე შენც და ნახევარი მესტიაც გიორგი. მშვიდი და ნაზი ხმით წარმოსთქვა ლიკამ. - ეგ რატომ? - იმიტომ რომ მთიულების რძალი გახდა. ანუ ჩვენი. მიანიშნა გოგოაზეც. გოგას თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა. - ეს კი მისი ქმარია, თქვენი სვანების სიძე. მიუთითა ლიკამ ვაჟაზე. ვაჟას სახეზე ახლა უკვე კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, ლიკას მხარზე ხელი გადახვია და თავზე აკოცა. Ჩემი მობილური ისევ არ ჩერდებოდა. ტელეფონს რომ დავხედე ახლა კახა მირეკავდა. ყურმილი ავიღე. - გისმენ კახა. - ხატია დავითს გულის შეტევა ჰქონდა.საავადმყოფოში ვართ ოპერაციას უკეთებენ. - Რაა? აღმომხდა გაკვირვებით, თვალებიდან ცრემლები წამსკდა. - რა მოხდა ხატია? თითქმის ერთხმად იკითხა ყველამ. ხმას ვეღარ ვიღებდი, ნერვიულობისგან კანკალმა ამიტანა, მხრებზე შეხება ვიგრძენი , ხელიდან ტელეფონი გამომართვეს, ვაჟამ გამომართვა. - რომელ საავადმყოფოში ხართ? მომესმა ვაჟას ხმა ისევ, ჩემს ტელეფონზე საუბრობდა. - მოვალთ ახლავე. მდგომარეობა როგრია? - რასქვია არ იცი! - მოვალ და მივხედავ, აქამდე გაგეკეთებინა. უბრაზდებოდა მობილურის მეორე მხარეს კახას. Ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია. ცრემლები შემიწმინდა, შუბლზე ამდენი ხნის მერე პირველად შემახო ცხელი ტუჩები და მაკოცა. - ნუ გეშინია. Შემომხედე. თვალებში შევხედე. - ყველაფერი კარგად იქნება! ხომ გჯერავს ჩემი, ნუ გეშინია. თავი დავუქნიე, გულში ჩამიხუტა, შუბლზე ისევ მაკოცა შემდეგ ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ წამიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.