შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულს მიღმა (სრულად)


გუშინ, 05:42
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 801

[/center]სხეულს მიღმა

[center]
თავი 1

როცა წამები წუთებად იქცევიან, წუთები საათებად, საათები კი თავის მხრივ დღეებად და ერთი მეორეს მიყოლებით მიდიან თითქოს ეს ჩევულებრივი ამბავია და აქ არც არაფერია საგანგაშო, მაგრამ რა ხდება მაშინ როცა შენი ცხოვრება ქვია და უშენოდ გადის?!

***

რომელია სიკვდილისთვის უკეთესი დრო?!
იქნებ საღამო, მოვიწესრიგებ თავს, დავწვები მშვიდად, დავდებ ბალიშზე თავს და დილით აღარ გავიღვიძებ... მნიშვნელობა არ ექნება წელიწადის რა დროა, როგორი ამინდი, უბრალოდ ასე დავწვები და აღარ გავიღვიძებ. ისე წავალ როგორც ვიცხოვრე - შეუმჩნევლად. ჩემი ცხოვრებაც ხომ ასეთია?! რატომ უნდა შეიცვალოს რამე?! სიცოცხლეში თუ არავის ვჭირდები მკვდარი ვის დავაკლდები?! სიცოცხლეში თუ არავინ მკითხულობს მკვდარი ვის მოვენატრები?! დავიჯერო ასეთ ცხოვრებაზე ვოცნებობდი?! მარტოსულ, შეუმდგარ, აჩრდილად ქცეულ ცხოვრებაზე?! სად წავიდა ის მხიარული ბავშვი?! ან როდის წავიდა?!

მართლა აღარ მახსოვს სად წავიდა ის ბავშვი, ან როდის წავიდა. ხიდზე ვდგავარ და დინებას უაზროდ ჩავყურებ. ვერაფერს ვგრძნობ... არაფერი მესმის... ისევ წვიმს, ზაფხულის წვიმამ როგორც იცის ხოლმე, ხშირ-ხშირი და მსხვილ-მსხვილი წვეთებით. არც ის ვიცი ასე რამდენს ხანია ვდგავარ. მოაჯირს ვეყრდნობი და რაღაც ძალა ქვევით მექაჩება. ახლა თუ დავასრულებ?! ხო, ზუსტად ახლა. სულ რამდენიმე წუთი მომიწევს წვალება ჰაერში თუ გულმა არ მიმტყუნა. თუ არ მიმტყუნა შემდეგ იქნება ტკივილი წყალთან შეჯახებისას, შემდეგ მდინარის სიღმისკენ წავალ, მაგრამ ინერციის ძალა ზევით ამომაგდებს, შემდეგ თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩაირთვება და თუ კიდევ მექნება ძალა შეიძლება სიცოცხლისთვის გავიბრძოლო კიდეც, მაგრამ მდინარე აქ ძალიან ჩქარია, ხიდი კი მაღალი, არ მექნება გადარჩენის ძალა. სულ რაღაც წუთი ან წუთნახევარი დასჭირდება ფილტვების წყლით ავსებას. კიდევ რამდენიმე წამი აგონია და მერე სიმშვიდე მოვა.
სიმშვიდე - რა კარგი სიტყვაა, წარმოთქმისთანავე მნუსხავს და მიზიდავს. ისევ წვიმს. ნეტავ დაკრძალვის დღესაც იწვიმებს?! უცნაური კითხვაა. იქნებ სამუდამოდ იქ ვრჩები მდინარის ფსკერზე. თევზების ლუკმად ვიქცევი ლოდებს შორის გაჩხერილი, ზუსტად ისე როგორც ვიცოცხლე - ცხოვრების ლუკმად.
ტალახის ფერია მდინარე, ჩემი ფიქრებივით ამღვრეული და ცხოვრებასავით არეული. თითქოს მასაც არ ჰყოფნის სუნთქვა და ღრიალით ეხეთქება ნაპირებს. თავიდან ბოლომდე სველი ვარ, შემოტმასნილი ტანსაცმელი თითქოს მბოჭავს, თოთქოს მათგანაც მინდა გავთავისუფლდე. ყველაფერი ყელში მიჭერს სულიერიც და უსულოც.

- კარგად ხართ? - მესმის სადღაც შორიდან, მაგრამ ეს შორს სულ რაღაც ჩემს ზურგს უკან არის. ნელა ვბრუნდები, უხერხულად ვიღიმი, უხმოდ ვაქნევ თავს და გზას მივუყვები. არა, კარგად არ ვარ, მაგრამ მერე რა?! უცნობ გამვლელებს არ ესაუბრებიან საკუთარ პრობლემებზე.

ისევ წვიმს, უაზროდ და უმიზნოდ მივყვები სანაპიროს. ავარიაში თუ მოვყვები?! ამ გზასაც ხომ შეუძლია მიმიყვანოს დასასრულამდე?!
ერთი ფეხის გადადგმა მჭირდება საჭირო დროს და მეტი არაფერი, დანარჩენი თავისით ხდება. რამდენიმე წამის ამბავია. შეჯახების ძალა ჰაერში მისვრის, ძვლებისა და საბურავების ხრჭიალი თანაბრად მესმის, ადრენალინისგან ტკივილს ვერ ვგრძნობ, მიწაზე ვენარცხები. ეს ხმაც მესმის, ძვლების მტვრევის ხმა. პირში ჟანგის გემო მოდის. შეიძლება რაღაცის თქმა მინდა ან შეიძლება გონება ლაპარაკობს უხმოდ, ამას უკვე ვეღარ ვაანალიზებ. სხვა ხმებიც მესმის ან ესეც შეიძლება ქვეცნობიერში ჩალექილი ილუზიაა. სისხლის გუბეს წვიმა რეცხავს. ისევე შლის კვალს, როგორც ჩემმა ცხოვრებამ ჩაიარა - უკვალოდ. სულ რამდენიმე წუთი და ყველაფერი სრულდება, სიმშვიდე და სიბნელე ერთად მოდის.

სიბნელე შეიძლება ცოტა დამთრგუნველი სიტყვაა, მაგრამ ის ზუსტად ისეთივე უფერულია, როგორც ჩემი ცხოვრება. ლაქები სიშავეში, მუქი და უფრო მუქი. იქნებ ამიტომაც არასდროს მიგრძვნია სიბნელეში თავი მარტო.
უცნაური თვისება აქვს წვიმას - ადრე ღამდება. ღამე კარგია, სიჩუმე და სიმშვიდეა. წვიმაც კარგია. წვიმიან ღამეში ხალხი არ არის. არც კი ვიცი რაზე ვფიქრობ ისე მივყვები გზას. არც ის მახსოვს რამდენი ხანია მოვდივარ, ბოლოს რაც მახსოვს ხიდზე შეხვედრაა უცნობთან, ახლა კი სახლთან ვდგავარ.

სახლი - ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვა. შეიძლება ვიღაცისთვის მთელი ცხოვრების მიზანი და სიხარული მაგრამ ჩემთვის?!
რა არის ეს სახლი ჩემთვის?! ცარიელი კედლები, არსებობის ადგილი თუ ციხე?! ჩვეულ რუტინას არც ამჯერად ვღალატობ, მაღაზიის დახლებიდან საჭირო პროდუქტები მექანიკურად ვიღებ და გრძელ რიგში ვდგავრ. ახლაც არაფერზე ვფიქრობ. უბრალოდ ვუყურებ ადამაინებს შუშის თვალებით, უგრძნობლად და დაუნახავად. უკანსკნელი კიბეებიც ავიარე, როგორც ყოველთვის ახლაც დააგვიანდათ გაღება. სევდიანად თუ ირონიულად გამეღიმა, ასეც ვიცოდი.
- სულ დასველებულხარ - შეცხადებას ისევ უაზრო ღიმილით ვპასუხობ, ცელოფნებს შემოსასვლელში კუთხეშივე ვტოვებ და პირდაპირ აბაზანას მივემართები. ვიცი რომ გამოვალ ეს ცელოფნები ისევ აქ დამხვდება, მაგრამ რომ არ გამოვიდე?! რომ აღარასდროს გამოვიდე?! ესეც რამდნემე წუთის ამბავია, მაგრამ ტკივილის გარეშე. აბაზანას თბილი წყლით ვავსებ, თაროზე შემოდებულ ერთჯერად საპარსს ვიღებ, ამის შემდეგ სულ ერთი წუთია საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად და წამები სისრულეში მოსაყვანად. თბილ წყალში ტკივილს ვერ ვგრძნობ. უბრალოდ მოდუნება და მოშვებაა საჭირო. ვუყურებ, როგორ ვარდისფერდება წყალი, შემდეგ მუქდება და ბოლოს წითელ ღვინოს ემსგავსება. ღვინოც ხომ ჩემსავით არის, სხვისთვის დუღდება და ღვინდება. რამდენიმე წუთი მჭირდება სისხლისგან დასაცლელად. ცხელი აბაზანა სისხლძარღვებს აფართოვებს, სისხლდენა და შემცირებული ჟანგბადი ტვინს მოვლენების რეალური გაანალიზების საშუალებას ართმევს. მერე მოდის სისუსტე და დანებება. მოშვებული სხეული წყალში იძირება, მაგრამ აგონიაც მალე მოდის, ვეღარ ვხდები როგორ ივსება ფილტვები წყლით. ვერ ვხვდები რა მახრჩობს. ეს გაურკვევლობა რამდენიმე წამს გრძელდება და მერე უსასრულო სიჩუმეა.

სიჩუმე, როგორი მრავლისმეტყველი შეუძლია იყოს ამ ერთ სიტყვას. სიჩუმე აბაზანის კარის გაღების მცდელობამ გაფანტა.
- ისევ მანდ ხარ? - გაისმა კარს იქით, ვითომ უბრალო შეკითხვა, მაგრამ ჩემთვის ასე ჟღერს -გეყოფა ნებივრობა დროა მოვალეობებს დაუბრუნდე!
ვახშამი - ეს სიტყვა უფრო ოჯახის ან რომანტიკის ასოციაციას უნდა იწვევდეს არა?! ერთობის ან რაღაც ასეთის... მაგრამ ჩემთვის რუტინის ნაწილია. დღის ბოლო მაგიდასთან. რა უცნაური ფორმულირებაა... უბრალოდ ადგილი მაგიდასთან. რა მოხდება თუ საჭმელი გადამცდება და მაგიდასთან დავიხრჩობი ყველას თვალწინ?! გვერდით მსხდომებს ჩუმად მოვავლე მზერა, მაგრამ ჩემთვის არავის შემოუხედავს. ჭერს ავხედე, თვალით გადავზომე მანძილი, ეს სიმაღლეც საკმარისია. ის კაუჭი იმ სიმძიმე ჯართს თუ უძლებს მეც გამიძლებს. ადვილია. მაგიდის გავწევ და ეგ არის - სივრცე თავისუფალია. წუთიც არ მჭირდება. უკანასკნელი რაც მესმის ფუძის ძვლის მოტეხვის ხმაა, შეიძლება არც მესმის და ესეც ჩემი ქვეცნობიერის ფანტაზიის ნაყოფია, უბრალოდ ვიცი რომ ასე ხდება და იმეორებს გონება, საძილე არტერიები ვიწროვდება, აწი მხოლოდ ის დრო მჭირდება რაც ტვინს ჟანგბადის დასაწვავად. მერე ყველაფერი იყინება. შუშის თვალები ცარიელ კედელს ირეკლავს. არაფერი უცნაური, ზუსტად ისეა ყველაფერი როგორც უნდა იყოს. ბოლო ანარეკლიც ზუსტად ისეთია როგორც ვიცხოვრე - ცარიელი.

ცარიელი - როგორი ორაზროვანი სიტყვაა. დადებითიც და უარყოფითიც. დასასრულიც და დასაწყისიც. როგორც ჩემი ფიქრები დასასრულზე და ჩემს გარეშე დასაწყისზე.
- ჭამე, გემრიელია... - როგორც იქნა ვიღაცამ შემამჩნია.
თეფშს ვუყურებ, ვხვდები ვერ განვაგრძობ. დასველებას ვიმიზეზებ და საძინებელში მივდივარ. გამჭვირვალე ფარდებში ლამპიონის შუქი იჭრება. ეს შუქიც მეზედმეტება. სრული სიბნელე მჭირდება. მძიმე შტორებს ხელს ვკიდებ და ვჩერდები. ფანჯარას ვაღებ. შემოჭრილი წვიმის წვეთები მსიამოვნებს. ნახევარი სხეულით ფანჯარას ვეყრდნობი, თვალებს ვხუჭავ და ხელებს ვშლი. მოსალოდნელი თავისუფლების სიამოვნებას ვგრძნობ. მხოლოდ ერთი მოძრაობა. მერე ჰაერისა და წყლის ძლიერი ნაკადი წინაღობად. ადრენალინი. ბოლო წამებში აზრების არევა რეალობასა და ილუზიას შორის ისევე, როგორც კადრები მხედველობის არეალიდან. მერე ერთიანი დაბნელება და ყველაფერის გაუჩინარება. ზუსტად ისე როგორი უჩინარიც ვიყავი.

უჩინარი - რა საინტერესო სიტყვაა. ჰო, უჩინარი ვარ მიყურებენ და ვერ მხედავენ. ფანჯარა დავხურე და შტორები ჩამოვუშვი. თითქოს საკმარისად ბნელდება, მაგრამ არა იმდენად საკმარისად, რომ სარკეში საკუთარი სილუეტის დანახვა ვერ შევძლო. სილუეტის არა, უფრო ჩრდილის.

ჩრდილი, როგორი სწორი სიტყვაა ჩემი მდგომარეობისთვის. ზუსტადაც რომ ჩრდილი. სარკეს ვუახლოვდები. იქიდან მომზირალ უფერულ არსებას თვალს თვალში ვუყრი, მაგრამ არც მის თვალებში იკითხებოდა რამე. დავიღალე, ყველაფრით დავიღალე, საკუთარი თავითაც კი. ზოგჯერ მიკვირს როგორ შევძელი ამ სხეულის აქამდე მოტანა. სხეულიც რომელიც უფრო ჭურჭელია, რომლის მიღმაც არავინ იხედება. მთავარია ფიზიკურად ვარ. აღარაფრის თავი აღარ მაქვს, საწოლზე გაუხდელად ვწევარ და სიბნელეს ვუყურებ. არაფერზე არა, ვერაფერზე ვფიქრობ და არც ძილი მოდის. ველოდები როდის დავიღლები ლოდინით და გავითიშები.

[/center]თავი 2 [left][/left]

დილით მაღვიძარას ხმაზე ვიღვიძებ. ისეთი დაღლილი და გამოფიტული ვარ თითქოს არც კი მძინებია. თავის აწევა არ მინდა. მეძინება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ვდგები. ჯერ კიდევ ყველას სძინავს. სიმშვიდეა. ისეთი სიმშვიდე გაგიჟებამდე რომ იცის ხოლმე. ყავას ვსვამ და უკვე მეორე ღერს ვეწევი. ყავაზე მეტად სიგარეტი მაფხიზლებს. ისე მივდივარ ვერავინ იგებს. ასეც უნდა იყოს. რა საჭიროა ზედმეტი ხმაური?! კიბეებზე მეზობლის ქალი მხვდება. ამ ბოლო დროს უცნაურად მიყურებს. შეიძლება ყოველთვის ასე მიყურებდა, მაგრამ ახლა შევნიშნე. ყველაფერი შეიძლება. დამღლელია იმაზე ფიქრი რასაც აზრი არ აქვს.
კიდევ ერთი დღე მიგორავს. ოცდაათი ასეთი დღე უნდა გადაგორდეს ხელფასამდე. მერე?! მერე არაფერი კიდევ ოცდაათი დღე, მერე კიდევ ოცდაათი და ასე მთელი წელი და იმის შემდეგი წლებიც. რა საცოდაობაა ესეც. ერთი დიდი ოთახი, მოზუზუნე ხალხით. უფრო მეტი საცოდაობა წინ არის მენეჯერის გამოჩენაზე რომ გაიტრუნებიან. ყავა მინდა. ყავა, სიგარეტი და მშვიდი ადგილი, აქ სუნთქვა აღარ შემიძლია. ეს ოთახი მგუდავს. მაგიდების წყებას ჩქარი ნაბიჯით ვშორდები. თითქოს გავრბივარ, ან გავრბივარ. მთავარია გავაღწიო.
გარეთ ჰაერია. ცა ისევ საავდროდ ემზადება. ჩემი ფიქრებივით მოქუფრულია, მაგრამ სივრცე არის.

რატომ არის ყველაფერი ერთ ფერში?! ქუჩა, შენობები, ცა, ჩემი ფიქრები, ყველაფერი ნაცრისფერი, რუხი ან სერია. მეც ასეთი ვარ. ალბათ ამიტომ არ ვჩანვარ.
სანაპიროს მივუყვები. დღეს სამსახურში აღარ დავბრუნდები. არც დღეს და არც ხვალ. აღარ მინდა. აზრი არ აქვს. ვფიქრობ, საკუთარ თავს ვეკამათები, მაგრამ ისევ სამსახურთან ვარ.
საყვედურებს ისე ვისმენ თითქოს მე არც მეხებოდეს. თავს ვხრი, ბოდიშს ვიხდი და სამუშაო მაგიდას ვუბრუნდები. ქაღალდების დასტას ვიღებ და შევსებას ვიწყებ, სხვა თუ არაფერი ეს მაინც მივიყვანო ბოლომდე.

სამუშაო დღე სრულდება. ოთახი ცარიელდება მე კი ისევ ქაღალდების გროვაში ვარ ჩაფლული. ასე მირჩევნია. პიკის საათში მგზავრობა არ შემიძლია. უკანასკნელი ვარ ვინც შენობიდან გადის. უკვე გვიანია. ტელეფონს ვუყურებ. დღესაც არავის გავხსენებივარ. ჯერ ადრეა... დამირეკავენ. რაღაც აუცილებლად დასჭირდებათ, თუნდაც მაღაზიიდან...

კიდევ რამდენი დღე უნდა გაგრძელდეს ერთი და იგივე?! დღე არა თვე. ალაბათ წლებიც. აქამდე თუ არ შეიცვალა რამე, მერე რა უნდა შეიცვალოს?! არაფერი შეიცვლება ამიტომ უნდა დასრულდეს! ჩემი ბრალია, რა ვერ გადავწყვიტე. ხო მაქვს იმ ექიმის გამოწერილი წამლები, ის დოზა ძილში არ მეხმარება, მაგრამ... მაგრამ სულ თუ დავლევ იქნებ დამეხმაროს... უჯრას ვაღებ, უწესრიგოდ გაბნეული წამლების გროვაში საძილე და დამამშვიდბელ აბებს ვეძებ. სარკეში ჩემს თავს ვხედავ. აქამდე როგორ მივიყვანე თავი. ის საცოდავი ვინც იქიდან მიყურებს მე არ ვარ. ის თვალები ჩემი არ არის. ჩემი თვალები ცოცხალია. მას თავისუფლება სწყურია. იმის მიღმაა რაც ჩანს. უფრო ახლოს მივდივარ სარკესთან. მინდა უფრო ახლოდან დავინახო. მინდა მეტად შევიძულო ის ვინც იქიდან მიყურებს. მაინც როდის გავხდი ასეთი?! წამლებს იმდენად ვუჭერ ხელს რომ თითები მტკივა. აღარ მინდა ამის დანახვა. არც ახლა, არც არასდროს. წამლებს ვუყურებ. ეს მეყოფა. საკმარისი იქნება. დავიძინებ და აღარ გავიღვიძებ.
თავს ბალიშზე ვდებ, ვცდილობ მოვირგო. ზოგჯერ რა მოუხერხებელია, ის რაც, სხვა დროს დისკომფორტსაც კი არ გვიქმნის. ფიქრებში მივდივარ. როგორი იქნება უკანსკნელი საღამო?! ალბათ ჩვეულებრივი. ვერც შეამჩნევენ რომ უკანასკნელია. ან რატომ უნდა შეამჩნიონ?! მათთვის ხომ არ არის უკანასკნელი... ჩემს თავზე მეღიმება. ვიცი რომ უკანასკნელიც ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც ყველა გასული. ისევ ის მეზობელი მახსენდება. ზოგჯერ მგონია რომ მას ესმის. ან მე მინდა ვფიქრობდე, რომ არსებობს ვიღაც ვისაც შეუძლია უსიტყვოდ გამიგოს. არა, ეს უკვე საცოდაობაზე მეტია. მგონი პარანოია მეწყება. იმის დანახვა მინდა რაც არ არის. საძილე აბები მოქმედებას იწყებს. ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ დუნდება კუნთები. გონებაც იბინდება, მწყურია მაგრამ ადგომა მეზარება. მთლიანად რომ დამელია ალბათ უკვე იქ ვიქნებოდი, სიმშვიდეში. უნდა დამელია. ხვალ გაღვიძება არ გინდა?!

კიდევ ერთი დღე იწურება. კიდევ ერთი უაზრო დღე. დაბადების დღეზე ვარ. მგონი მთვრალიც ვარ. წესით უნდა ვიყო, მაგრამ გონებას ვერაფერს ვშველი. ეს ჩემს მიღმაა. მხოლოდ ფიზიოლოგიურად ვგავარ მთვრალს. ფეხი არ მერევა, მაგრამ ყველაფერი მეზარება. მეძინება. აქ ყოფნა არ მინდა. აქ ხმაურია. ვერ ვხვდები აქ რას ვაკეთებ, საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი... ზედმეტი ფამილარობაა. ყოველგვარი დამშვიდობების გარეშე მოვდივარ, ვალი მოხდილია - ვიყავი. ხვალ მაინც არავის ემახსოვრება როდის წამოვედი.

- რამდენი დალიე ალკოჰოლის სუნით ხარ გაჟღენთილი - მაგებებენ კარებშივე.
- ბევრი. - მოკლედ ვპასუხობ და საძინებლისკენ მივდივარ.
- რა სჭირს ამას?! - მესმის ზურგს უკან.
- დაანებე თავი, გამოიძინებს და გამოფხიზლდება.
რა თქმა უნდა, უნდა დამანებონ თავი! ჩემს გამო რატომ უნდა შეწუხდნენ?! არ უნდა შეწუხდნენ!
ისევ წამლების უჯრას ვხსნი. ახლა საუკეთესო დროა. აქ ხომ გარკვევით წერია რომ ალკოჰოლთან ერთად მიღება მოწამვლის რისკს ზრდის. ანუ უფრო მეტი შანსია მალე დასრულდეს. უკვე ვგრძნობ როგორ იხსნება, კუნთები ეშვება და დუნდება. ძილი მინდა. გონება იბინდება. ვგრძნობ როგორ ნელდება გულის ცემა და სუნთქვა მიძნელდება. თითქოს ორგანიზმს პანიკა იპყრობს. ეს ალბათ შიშია. ყველას ეშინია რაღაცის. ალბათ ტვინი ცდილობს გადარჩენის იმპულსები გაგზავნოს, მაგრამ ხელ-ფეხი აღარ ემორჩილება ბრძანებებს. არც ხმის იოგები. თითქოს ფილტვებს სუნთქვა ავიწყდება. გული გაბრძოლებას ცდილობს, მაგრამ სისხლში ჟანგბადი აღარ არის. პანიკა სრულდება. უკანასკნელი ჟანგბადი იწვება და სრულ სიჩუმესა და სიბნელესთან ერთად სიმშვიდეც მოდის.
- არ გძინავს? - ოთახის კარს დაუკაკუნებლად აღებენ.
- ჯერ არა - ისევ მოკლედ ვპასუხობ და წამლებს ხელს ვუშვებ.
- დაიძინე, ხვალ სტუმრებს ველოდებით და არ მინდა დასიებული სახით გნახონ.
- კარგი. - ვიღიმი მაგრამ ამ ღიმილში სევდა და ირონია ერთმანეთშია არეული. რა თქმა უნდა ამ სახით არავინ უნდა მნახოს, თითქოს ხვალ სხვა სახე მექნება... ბალიშზე ვემხობი, თურმე სხეულიც დაიღალა... თურმე სხეულიც დაღლილა...

თავი 3 [center]


სტუმრები - რუტინული გადახვევა რუტინიდან. რა თქმა უნდა იდეალური ოჯახის იდეალურ წევრებს როგორც შეეფერებათ, თითქოს სულაც არ ვიყოთ ადამიანები და ნაკლოვანებები არ გაგვაჩნდეს.

რა უცნაურია ადამაინებს ვეკითხებით როგორ არიან და სინამდვილეში ეს შეკითხვა მხოლოდ ზრდილობაა და მეტი არაფერი. პასუხსაც ასეთსვე ველოდებით, მოკლეს და არაფრისმთქმელს. მოვალეობის მოხდას. მერე?! მერე არაფერი.
ჩვენი საფიქრალიც საკმარისად გვაქვს.

სინამდვილეში არავინ მოსულა აქ ჩემს სულში ჩასახედად. დაკრძალვაზეც ასევე მოვლენ. მოვალეობას მოიხდიან, ზოგი შეწუხდება, ზოგი ნაკლებად შეწუხდება, მაგრამ ისევე მალევე დამივიწყებენ, როგორც მოსაკითხად ვახსოვარ.

- ყოველთვის ასეთი დინჯი იყო - ამბობს სტუმარი და ჩემზე ანიშნებს.

ჩემთვის მეღიმება. არა, ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ. შეიძლება დინჯი ვიყავი... შეიძლება ასე ჩანდა, მაგრამ ასეთი არ ვყოფილვარ. ცოცხალი ვიყავი. ვგრძნობდი. სურვილები მქონდა... დამავიწყდა როგორია, როცა რაღაც გინდა. ახლა ისიც არ ვიცი რას შეუძლია გამახაროს. რა ადვილია მარტო ყოფნის დროს მარტოობა. ხალხში ეს ყველაზე კარგად იგრძნობა.

რა უაზროდაც დაიწყო დღე ისე დასრულდა. დავრჩით ისევ ჩვენ, დავრჩით ისევ მე და ჩემი ფიქრები. უკბილო ხუმრობებით, ნაძალადევი ღიმილით და არაფრისმთქმელი დიალოგებით გამოფიტული. სისულელეა ყველაფერზე ლაპარაკი გარდა იმისა რაც მართლა გაწუხებს, მაგრამ მაინც ასე ვიქცევი. საკუთარი თავისთვის მიკითხავს ასე რატომ ხდება, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა, სინამდვილეში არავის სჭირდება ამის მოსმენა. ადრე მქონდა მცდელობა, მაგრამ საუბარი დაწყებული არ მქონდა რომ ყველა თავის აზრს მახვევდა თავს. თითქოს მათ უკვე ყველაფერი ნანახი ქონდათ, ყველაფერი გამოცდილი და ჩემზე უკეთ იცოდნენ რას ვგრძნობდი და რატომ. თითქოს ისინი ცხოვრობდნენ ჩემი ცხოვრებით ისე მკარნახობდნენ როდის, როგორ მოვქცეულიყავი, ან რა არის სწორი და რა არა.
რა ადვილია ასე რჩევების დარიგება. ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების უდიდეს ნაწილს რომ თვითშეგნების პრობლემა არ ქონდეს შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, ან შეიძლება მე ვცდები და ეგოიზმი კარგი რამ არის.

რა მნიშვნელობა აქვს რას იფიქრებენ თანამშრომლები მე თუ უკეთეს პოზიციაზე გადასვლისთვის ყველაფერს გავაკეთებ?! ან რა მნიშვნელობა აქვს რას იფიქრებენ სხვები მე თუ რაღაც მინდა?! ალბათ მათთვის მარტივია ცხოვრება ვინც მზად არის მართლა ყველაფერი გააკეთოს მიზნის მისაღწევად.

შეიძლება მეც შემიძლია მიზნების მიღწევა... გავიგებდი რომ მქონდეს... ბავშვობაში მქონდა... მაგრამ ცხოვრება ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა... დამაგვიანდა... ძალიან გვიან გავიაზრე, რომ ცხოვრების მესამედმა ჩაიარა... ჩაიარა არა ჩაიქროლა... ისიც დამავიწყდა, როგორ ხდება მიზნის დასახვა და ისიც, როგორ უნდა მივიდე იქამდე... არც ის გრძნობა მახსოვს როგორია, როცა მიზანს აღწევ...

ძალა აღარ მაქვს... არც სურვილი... ერთადერთი რაც მინდა სიმშვიდეა... ყველაფრისგან დაცლილი სიმშვიდე... იმედებისგან და იმედგაცრუებებისგან დაცლილი სიმშვიდე... სამუდამო სიმშვიდე, სადაც აღარც სიკეთე არსებობს და აღარც ბოროტება... უბრალოდ სიმშვიდეა.

კიდევ ერთი დღისთვის ვემზადები, კიდევ ერთი არაფრით გამორჩეული დღისთვის, რომელიც წინაზე უკეთესი არაფრით იქნება.

ამანაც დამღალა. იგივე წრეზე სიარულმა და ერთფეროვნებამ. თითქოს მხოლოდ სხეულით ვცხოვრობ. სინამდვილეში არავინ იცის რად მიჯდება ამ სხეულის შენარჩუნება. თითქოს ესეც მოვალეობად მექცა. გაღვიძება აღარ მიხარია. ისიც არ ვიცი როდესმე მიხაროდა თუ არა. საერთოდ რისთვის ღირს გაღვიძება. დილის რუტინა და დილიდანვე დაღლილი სხეული, მოსაბეზრებელი გზა სამსახურამდე, მთელი უაზრო დღე სხვის სამსახურში, დაკარგული დრო, მოვალეობა რომელიც მოვალეობა კი არა უფრო რუტინის ნაწილია და შემოიფარგლება ფრაზით - სახლის გზაზე ვარ და რა გამოვიყოლო? ესეც ჩვევის ამბავია. თუ არ დავრეკე, დამირეკავენ. ეს ერთადერთია რაზეც მირეკავენ. რა ირონიულია ესეც. უბრალოდ რამდენიმე ნაბიჯის გავლა ეზარებათ, თორემ არც მაგაზე დამირეკავდნენ.

ვბრაზობ?! არა, უბრალოდ ასეა და მორჩა. ალბათ ასეც უნდა იყოს. არაფერი ხდება უმიზეზოდ.

ველოდები როდის გადავა პიკის საათი რომ სახლში წავიდე. საათს დავყურებ. ყოველთვის როცა მინდა დრო მალე გავიდეს, რატომღაც ყველაზე მეტად იწელება. გაჩერებაზე ვზივარ და ტრანსპორტს ველოდები, კედელზე გაკრულ პოსტერებს უაზროდ ვუყურებ. ვხედავ მაგრამ გონებაში არ შედის რა წერია. მხოლოდ იარაღიან კაცს ვხედავ ცეცხლის ფონზე. იარაღი... არასდროს მიფიქრია რომ ესეც გამოსავალია. მხოლოდ ერთი გასროლა... უკანასკნელი ხმაური და დასასრული... ესეც მარტივია... ესეც შეიძლება... უკვე ვხედავ როგორ შევდივარ მამაჩემის კაბინეტში, კარადას ვხსნი და სანადირო თოფს ვიღებ. დივანზე ვჯდები. ფანჯარას ვუყურებ. მინდა უკანასკნელი რასაც დავინახავ სინათლე იყოს. ფანჯარას ვუყურებ, ვხედავ როგორ იწვერება მზე. ნელ-ნელა სინათლე იმატებს. მზის სხივს სითბო მოაქვს. ეს ნიშანივით არის. "დროა" ვფიქრობ და სასხლეტს ვეხები. თავიდან რბილად მოდის, შემდეგ ოდნავ მიწევს წინააღმდეგობას და შემდეგ მხოლოდ ხმაური ყურებში... თვალს ვახელ... გზის გადაღმა მოტოციკლს ვხედავ. შეიძლება ადამიანმა მოტოციკლის ხმა ვერ გაიგოს?! არ ვიცი, შეიძლება მანამდეც იდგა და ვერ შევამჩნიე, მაგრამ მისი შავი პრიალა სილუეტი მომწონს. ძალიან ლამაზია, ისეთი როგორიც შეიძლება უკანასკნელ გზაზე გამცილებელი იყოს. გულში რაღაც სითბოს მაგვარი ჩაიღვარა. ეს არის... ვიპოვე... თავისუფლების გასაღები ვიპოვე... თვალებს ვხუჭავ... სახეში ჰაერის ნაკადს ვგრძნობ. იმდენად ძლიერს რომ ცრემლები მომდის. მე კი არ მივდივარ ყველაფერი გარბის და უკან მტოვებს ფიქრების ჩათვლით. თითქოს მივფრინავ. ალბათ ასეთია ფრენის განცდა. ოდნავ ეშვები და თვითონ გიტაცებს. ხელებს ვშლი, ვგრძნობ როგორ ვცილდები მიწას. მივფრინავ. ეს უკანასკნელი გაფრენაა. გაფრენა სიმშვიდეში. ამას ვეძებდი! ვიპოვე! უკვე ვიცი რასაც ვიზამ. სიმშვიდეში გავფრინდები... უკანასკნელად მაინც შევძლებ ფრენას...

სახლში გადაწყვეტილება მიღებული ვბრუნდები. შინაგან კმაყოფილებას ვგრძნობ. ნახევარი საქმე გაკეთებულია. მხოლოდ რამდენიმე დეტალია დარჩენილი. შემდეგ ხელფასზე მოტოციკლს ვიყიდი. უბრალოდ იქამდე უნდა მივიდე, კიდევ რამდენიმე კვირა გადავაგორო და ყველაფერი დასრულდება.


თავი 4[center][/center]

ეს თვეც მიწურა, ხვალ ხელფასს ვიღებ. უკანასკნელი თანამგზავრი ერთი კვირის წინ შევარჩიე. ისეთი არ არის როგორიც ის ავტობუსის გაჩერებიდან, მაგრამ ესეც კარგია, შავი, ჩუმი, მძიმე... ხვალ სამსახურის მერე გავივლი და წამოვიყვან. წლებია მოტოციკლი არ მიმართავს. სოფელში ყავდა მეზობელს და ბავშვობაში ვპარავდით ხოლმე. კარგი კაცი იყო. ჩვენზე დარდობდა, ამბობდა: - "რკინას არ დავეძებ თქვენ არ მოიწიოთ რამეო". გვესმოდა, მაგრამ ვერ ვიგებდით, მოზარდობის დროს, როცა ფიქრობ რომ ყველაფერი შეგიძლია, რთულია უფროსების შიშების გაგება. სინამდვილეში ეს შიში კი არა გამოცდილება, წინდახედულება ან უფრო ლოგიკური დასასრულია. კოკა წყლის გზაზე ტყდება ამბობდა ის და რატომღაც ჩვენ გვეცინებოდა მის ნათქვამზე.

ერთ დღესაც აღარ გაგვიმართლა. კოკა წყლის გზაზე გატყდა. გვერდით სოფელში ვიყავით გადასულები, მე დავრჩი... ის სახლში დაბრუნდა... რამდენიმე დღის შემდეგ სასახლით...

დანაშაულის გრძნობა შენ რომ ცოცხალი ხარ და ის არა სულს აწამებს. გამიჭირდა დაბრუნება. არ ვიცოდი როგორ უნდა ჩამეხედა თვალებში ხალხისთვის, რომელიც სულ გვაფრთხილებდა. არც ის ვიცოდი მისი ოჯახისთვის რა უნდა მეთქვა. ვიდექი და ვდუმდი. ის ბოლო ზაფხული იყო... წამოვედი და აღარ დავბრუნებულვარ. ახლაც არ მინდა დაბრუნება. ამდენი წლის მერეც კი. იქ აღარავინ მელოდება. იქ უჩემობას ვერავინ გრძნობს. პირიქით. ჩემს ოთახს უკვე სხვა პატრონი ჰყავს.

როგორ რთულდება მოლოდინი როცა მიზანთან ასე ახლოს ხარ. დღეს უკვე ორჯერ დამირეკა მოტოციკლის პატრონმა. ჯერ მკითხა რამე ხომ არ შეიცვალაო, მერე საათი დააზუსტა რომელზე წაიყვანო. ახალი მოტოს ყიდვას აპირებს, მესმის რომ ეჩქარება. ისედაც საკმარისად მელოდა. ფანჯარას გავყურებ, მიყვარს უმთვარო ღამეები. სიჩუმე ცასა და მიწაზე. ყურსასმენებს ვირგებ და სავარძელში ვეშვები. დაწოლას აზრი არ აქვს მაინც ვერ დავიძინებ. ჯერ ძალიან ადრეა სამაგისოდ. ვფიქრობ, მაგრამ კონცენტრაციას ვერ ვახერხებ. ვერც მუსიკას ვუდებ გულს. ზოგჯერ ისიც არ გინდა ადამიანს, რაც ყველაზე მეტად გიყვარს. ფიქრებს მივყავარ. რამდენი ადამიანია ჩემს გარშემო, რომლებიც მგონია ვიცნობ მაგრამ, სინამდვილეში მათ შესახებ არაფერი ვიცი. იქნებ მათ სულშიც ისეთივე ქარიშხალი ტრიალებს, როგორც ჩემსაში?! იქნებ ისინიც მხოლოდ გაღიმებისთვის იღიმიან?! იქნებ ისინიც ისეთივე დაღლილები არიან როგორც მე?! ამაზე არასდროს მიფიქრია. იქნებ მეც ვხვდები ქუჩაში ადამინებს, რომლებიც ისევე ეძებენ გამოსავალს, მაგრამ მეც ისევე ვერ ვამჩნევ, როგორც მე ვერ მამჩნავენ. შეიძლება ასეც არის, შეიძლება არა. ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. იმედია ისინი მაინც იპოვიან სხვა გზას...

- ხვალ ხელფასს იღებ ხო? - ოთახში თავი შემოყო ჩემმა დამ.
- ხო - მეღიმება ჩემთვის და ყურსასმენებს ვიხსნი.
- ამ კაბას მიყიდი? - მობილურს მიტრიალებს ცხვირწინ.
- გიყიდი - თან ვეუბენები და თან ფასს დავყურებ. ჩემს ბიუჯეტს უკვე აქვს დანიშნულება.
- ვიცოდი უარს არ მეტყოდი - თვალები ისე უბრწყინავს თითქოს ამ კაბის გარდა არაფერი არსებობს ამ ქვეყნად. მიკვირს როგორ შეუძლიათ ადამიანებს ასეთი პატარა რაღაცეები აბედნიერებდეთ. - იცი რომ საუკეთესო ძმა ხარ?!
- ხო?! - ვიკვირვებ და ახლა უკვე გულწრფელად მეღიმება.
- ხოო - იმეორებს ისიც და კისერზე მეხვევა.
- კარგი საკმარისია - რატომღაც თავს უხერხულად ვგრძნობ და ვცდილობ გავთავისუფლდე.
- რა უჟმური ხარ - მსაყვედურობს და ოთახიდან მაინც კმაყოფილი გადის.

თენდება, ჩვეულებრივზე ადრე ვიღვიძებ. საათს დავყურებ. ჯერ ადრეა, მაგრამ ძილის შებრუნების სურვილი აღარ მაქვს. არც ვნერვიულობ. არც ვღელავ. თითქოს უკვე აღარ ვარსებობ. არანაირი განცდა არ მაქვს. დილის რუტინას მივყვები. თოთქოს რაღაც შიგნიდან მეუბნება, რომ დრო მოვიდა. როგორც ყოველთვის ახლაც არავის ვაღვიძებ. ყავას ვიდუღებ და სიგარეტს ვეწევი. არაფერზე ვფიქრობ, თოთქოს თავი ცარიელი მაქვს. სახლიდან გამოვდივარ. გაჩერება სახლის წინ არის, მაგრამ ქუჩას მაინც ფეხით მივუყვები. სამსახურში ვიგვიანებ. ან საერთოდ რა მინდა იქ?! ოთახს ვუყურებ, ეს ბზუილი თუ დუდუნი აუტანელად მეჩვენბა, ან აქამდე როგორ ვიტანდი?! სამუშაო მაგიდასთან ვჯდები. როგორც ყოველთვის ახლაც უამრავ საბუთში მიწევს ქექვა. რატომღაც ეს აღარ მაღიზიანებს. დღე იწურება. ტელეფონს წამდაუწუმ დავყურებ. ჩარიცხვის დამადასტურებელ ესემესს ველოდები და აი ისიც. ახლა ნამდვილად თავისუფალი ვარ.
სამსახურიდან დროზე ადრე გამოვდივარ. ხელფასს ვხსნი ბარათიდან და მოტოციკლის პატრონს ვურეკავ. ისიც ელოდება ჩემს ზარს. ბედნიერია, ცდილობს ყიდვაც დღესვე მოასწროს. მასაც შეთანხმებული აქვს რის ყიდვას აპირებს. ისედაც დავურიცხავდი და წამოვიყვანდი, მაგრამ არ მინდა პრობლემები შევუქმნა.
გრძლელ რიგში ვდგავართ. ახლა მოუნდა ყველას ყველაფრის ყიდვა-გაყიდვა. როგორც იქნა ჩვენი რიგი მოდის. ბიუროკრატია სრულდება. გამოვდივარ. დახურული, ხალხმრავალი შენობის მერე ჰაერის გრილი ნაკადი სუნთქვის საშუალებას მაძლევს.
- ჩაგერიცხა? - მირეკავს ჩემი და.
- კი
- დამირიცხავ?
- კარგი - ვეთანხმები და ანგარიშზე დატოვებულ თანხას მთლიანად ვურიცხავ.
მირეკავს, მაგრამ აღარ ვპასუხობ.
მოტოციკლზე ვჯდები და გასაღებს ვატრიალებ. ყველაფერი თავისთავად ხდება... თითქოს ეს წლები არც გასულა... ტრასაზე გამოვდივარ, სიჩქარეს ნელ-ნელა ვუმატებ. შლემს ვიხსნი. ჰაერის ტალღა სახეში მცემს. მე კი არ მივდივარ ყველაფერი გარბის და მტოვებს. ავტობანზე ვარ. მხოლოდ გზა და მიზანია წინ. უკანასკნელი გასეირნება... სიჩქარე მაქსიმუმზეა, გაფრენამდე აღარაფერი რჩება. მოვდივარ მეგობარო. მეც იგივე გზით მოვდივარ ვამბობ ხმამღლა და საჭეს ხელს ვუშვებ...
- გამარჯობა სხეულს მიღმა თავისუფლებავ - დავყურებ უსულო სხეულს და იქაურობას ვშორდები.

***

" მაპატიეთ, თუ ამას კითხულობთ მაპატიეთ. ვიცი მარტივი არ არის, მაგრამ უნდა მაპატიოთ. მეტის გაძლება აღარ შემეძლო, აღარ შემეძლო მეყურებინა როგორ ვქრებოდი" - ფურცლის ნაგლეჯზე მინაწერს დაჰყურებდა მისი ჩამქრალი თვალები და უსაშველოდ სტკიოდა ძმა.

ეპილოგი

ეს ისტორია იმ მტკივნეულ რეალობას ასახავს, რომელსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ. თვალს ვარიდებთ, ან ვფიქრობთ რომ შეიძლება არასწორად ვხედავთ. ეს არის ამბავი იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ვფიქრობთ რომ მათ შესახებ ყველაფერი ვიცით, მაგრამ მათ შინაგან ტანჯვას ვერ ვხედავთ. ვერ ვამჩნევთ მათ მარტოობასა და უიმედობას. ვუყურებთ ყოველდღიურ რუტინაში ჩაძირულებს და ვფიქრობთ ყველაფერი ნორმალურად არის. (ან არ ვფიქრობთ საერთოდ). უხილავი ტანჯვა, რომელიც ათობით ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია შეუმჩნეველი რჩება საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვერ ვხედავთ მათ შინაგან ბრძოლას, ვერ ვხედავთ რამდენად აუტანელია ყოველდღიური ცხოვრების რუტინა. ვერ ვამჩნევთ როდის იქცა ერთი შეხედვით ნორმად მიღებული დღის წესრიგი მათთვის მძიმე ტვირთად. ტვირთად რომლის ტარებასაც არავინ იცის როდემდე შეძლებენ.

ყველაზე მძაფრი კი მარტოობის განცდაა, როცა ხედავ შენს გარშემო უამრავი ადამიანია, მაგრამ მაინც მარტო ხარ, რადგან შენს გაგებას არავინ ცდილობს. თოთქოს არც არსებობ. ფორმალური ურთიერთობები, ზედაპირული კითხვები და ასეთივე პასუხები კიდევ უფრო აძლიერებს იზოლაციას, შინაგანი ტკივილი და სურვილი, რომ ვინმემ გაიგოს, უპასუხოდ რჩება. მერე გვიკვირს რას მიყავს ადამიანი ამ ზომამდე. ჩვენ რასაც ვხედავთ მხოლოდ გარეგნული ფასადია. სულის სიღრმემდე ვერ და არ ჩავდივართ. არა და ამ დროს ყველა ჩვენგანს სჭირდება საყრდენი. ყველაზე მეტად მათ ვინც ერთი შეხედვით ყველას საყრდენია. ისინი ყველაზე მარტო არიან საკუთარ შინაგან ბრძოლებთან. ყველაზე ქვა და რკინა ადამიანებიც ტყდებიან ოდესღაც და მათაც ეს წყეული შინაგანი მარტოობა ტეხავთ. ისინი არ ითხოვენ დახმარებას, მაგრამ სჭირდებათ და მოელიან, რომ ვიღაც შეამჩნევს.

დეპრესია ერთ დღიანი პროცესი არ არის. არ შეიძლება შევეგუოთ, უყურადღებოდ დავტოვოთ და გულგრილად მოვეკიდოთ თუ ვხედავთ, რომ ადამიანი ამ ბრძოლაშია. ზოგჯერ ერთ კეთილ სიტყვას შეუძლია ტანჯვის შემსუბუქება. მოსმენას, თანაგრძნობას, იმის ჩვენებას, რომ ფუნქცია არ დაუკარგავს, რომ ვიღაცას სჭირდება, ვიღაცისთვის ძვირფასია, ვიღაცას გულწრფელად აინტერესებს და მხოლოდ იმიტომ არ ეკითხება "როგორ ხარ?", რომ სტანდარტული პასუხი მიიღოს და გზა გააგრძელოს. ჰო ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ. ვსვამთ ფორმალურ კითხვას "როგორ ხარ?" და ველოდებით სტანდარტულ პასუხს. დინამდვილეში ამ შეკითხვით არავინ ცდილობს ჩაწვდეს ადამიანის ნამდვილ მდგომარეობას. შეიძლება არც გვინდა ჩავწვდეთ, გვგონია რომ პრობლემები ჩვენც საკმარისად გვაქვს და ეს ფორმალობაც კმარა. არ გვჭირდება იმის დანახვა რაც ზედაპირს მიღმა იმალება. მაგრამ რა მოხდება თუ დავინახავთ?! თუ ჩავწვდებით?! თუ შევამჩნევთ?! თუ მზად ვიქნებით მხარდაჭერისთვის?! იქნებ ერთი სიტყვაც კმარა?! იქნებ ერთ ადამიანს მაინც რომ შეემჩნია შეეძლო სხვა გზა ეჩვენებინა?! იქნებ სპეციალისტის დახმარება შველოდა?! იქნებ შემეძლო რამე?! უამრავი იქნებ არსებობს, რომელსაც სინდისის ხმა აუცილებლად გვიკარნახებს, მაგრამ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს და მთელი ცხოვრება მოგვიწიოს ამ ხმასთან ერთად ცხოვრება.



№1 სტუმარი სტუმარი ხათუნა

წავიკითხე... ძალიან საინტერესოა...სულის ანარეკლია...ძალიან დიდი სიზუსტითაა გადმოცემული პერსონაჟის სულიერი არქიტექტონიკა.
დღემდე მკლავს სტანდარტული" როგორ ხარ?" , სულაც ფეხებზე რომ კიდიათ შენი პასუხი, მთავარია რომ გკითხათ...
მადლობა

 


№2  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი ხათუნა
წავიკითხე... ძალიან საინტერესოა...სულის ანარეკლია...ძალიან დიდი სიზუსტითაა გადმოცემული პერსონაჟის სულიერი არქიტექტონიკა.
დღემდე მკლავს სტანდარტული" როგორ ხარ?" , სულაც ფეხებზე რომ კიდიათ შენი პასუხი, მთავარია რომ გკითხათ...
მადლობა

არადა მხოლოდ ემპათიაა საჭირო. მხოლოდ ადამიანად დარჩენა pensive

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent