მწვანე ლაქა თავი 21
თავი 21 ვაჟა ვუყურებ ორ კაციან სავაარძელში მჯდომ გიორგის და ხატიას, რომლებსაც ერთმანეთში ღრმა საუბარი აქვთ გაბმული და ვფიქრობ... ღმერთო თუ ახლა ჩემს გვერდით ხარ, შენგან მხოლოდ ერთ სურვილს ვითხოვ, მხოლოდ ის ერთი შემისმინე... მხოლოდ მას შეუძლია მაგრძნობინოს რომ ცოცხალი ვარ, ვისურვებ რომ აღარასდროს დამტოვოს მარტო. ღმერთო გთხოვ... უნდა დამიჯერო, ყველგან ვეძებე ჩემი თავი ამ პატარა დროში და დღეს ამდენი ხნის მერე ისევ მის თვალებში ვიპოვე. შენ ხარ მოწმე მის დავიწყებას ვეცადე, ძალიან ვეცადე თუმცა არ გამომივიდა. დრო მოვიდა ვსვავდი, ძალიან ბევრს ვსვავდი, წამალს ვიკეთებდი, გზა აბნეული დავდიოდი, მასზე რომ არ მეფიქრა ვიძინებდი, დღისითაც კი ვიძინებდი. ნეტა ისე შემეძლოს მოვექცე რომ თითქოს არ მჭირდება, მაგრამ მისი ყველა გამოხედვა და შეხებაც კი ყველაფერს მავიწყებს, ვფიქრობ ხელახლა უნდა გავიქცე ? მისგან უნდა წავიდე? ნეტავ მისი მიტოვება ასეთი რთული არ ყოფილიყო, ნეტავ აქ არ დავბრუნებულიყავი, მაგრამ არ გამომდის, თითქოს მისი არსებობა ისევ მასთან მოსვლას მაიძულებს. არ მაძლევს გაქცევის უფლებას. Მიუხედავად იმისა რომ ნანგრევებად მიქცია გული, ვხვდები რომ მხოლოდ ჩემს გულს ვტანჯავ ისევ. მისი ჩემგან შორს ყოფნა მანადგურებს, მის გარეშე ყოფნა მანადგურებს, ახლა მხოლოდ ხატიას ნათქვამი ლამაზი სიტყვების და მასთან გაზიარებული ლამაზი გრძნობების მეშვეობით ვდგავარ ფეხზე ვიცი, რადგან იმხელა ტკივილი და იმედგაცრუება გავიარე ბევრი ადამიანი ჩემს ადგილზე ფეხზე წამოდგომას ვერ შეძლებდა, ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა ყველაზე დიდი ტკივილი მომაყენა საყვარელმა ქალმა, მეც ალბათ გავგიჟდი რადგან ხსნას ისევ ამ ქალის თვალებში ვხედავ. Ხატია ჩემთვის მთელი სამყაროა და სამყაროზე უფრო მეტიც. Ახლა მისთვის ამ სიტყვების თქმა ძალიან მინდა თუმცა გამბედაობა არ მყოფნის, ვერ ვბედავ რომ ვუთხრა რადგან მეშინია, ხელახლა იმედგაცრუების ძალიან მეშინია. Მეშინია როგორც მაშინ ისევ სიცარიელეში არ ჩამაგდოს. მიუხედავად ყველაფრის ისევ მის გვერდით აღმოვაჩინე ჩემი თავი. ბარიდან ყველა საავადმყოფოში წამოვედით. გვიან ღამე დაიშალნენ ჩვენები, ახლა საავადმყოფოში მხოლოდ მე თამარი ხატია და ახლად გაცნობილი გიორგი ვიყავით, მიკვირდა ჩემი თავის, ამ მოღალატე ხალხის გვერდით კიდევ როგორ ვჩერდებოდი თუმცა, ხატიას აქ დატოვების ძალაც არ მქონდა. ახლა როცა ვუყურებ მას და მასთან მოსაუბრე მამაკაცს, ბრაზის შეკავება მიჭირს, ძალიან მიჭირს ხატიას სხვა კაცის გვერდით დანახვა არ შემიძლია, სხვასთან მისი ბედნიერად დანახვა არ შემიძლია, ამის გაფიქრებაც კი მძულს! ფიქრებიდან თამარმა გამომარკვია, მეუღლის კარგად ყოფნით გული დაიმშვიდა და ახლა ჩემთვის მოიცალა. დაბრუნებულხარ. წამჩურჩულა თამარმა, ისე რომ ჩვენს პირისპირ მყოფ ხატიას და გიორგის არ გაეგონათ და ღრმა საუბარი არ შეეწყვიტათ, სავარაუდოდ დავითის მდგომარეობას უხსნიდა გიორგი ხატიას, რადგან თვითონ ექიმი ბრძანდებოდა. თამარისთვის არაფერი მიპასუხია მაინტერესებდა როგორ გააგრძელებდა საუბარს. რისთვის დაბრუნდი? შურისძიებისთვის? გამეცინა ,სიმწრით გამეცინა... შური ვისზე უნდა ვიძიო? ჩემს ცოლზე, ძმაზე თუ ხატიას ოჯახზე რომელიც საკუთარი ოჯახივით მივიღე ორი წლის წინ? ყველაფრის მიუხედავად ჩადენილისთვის პასუხის მოთხოვნაც არ მსურდა. ვერ გამოიცანი თამარ. რა ესაქმებოდა ხატიას შენთან? კითხულობს შიშნარევი ხმით, ვხვდები რაც აშინებს, ჭკვიანი ქალია, იცის ვინც ვარ, რასაც წარმოვადგენ. ეშინია ჩემი მრისხანების, ვხვდები რომ, ეშინია რადგან თვალებში ემჩნევა. Ჩემი ცოლია. წელიწადზე მეტია გაშორდით. ოფიციალურად ისევ ჩემი ცოლია. ადვოკატი ავიყვანოთ, გაშორდით ერთმანეთს, არ მინდა ჩემს შვილს შენთან რამე აკავშირებდეს კიდევ. თამარ სისულელეების საუბარს მოეშვი, რაც შენი საქმე არაა ნუ ჩაერევი. გახსოვს ვაჟა გითხარი, ხატიას თუ გულს ატკენდი განანებდი და თვალითაც არ განახებდი. მითხარი და ძალია კარგადაც შეასრულე! Რა ვერ შეასრულე?! Გამოვცარი კბილებში ჩურჩულით. რადგან არ მინდოდა ჩვენი საუბარი მათ სტუმარსაც მოესმინა. კარგად ვერა. ოფიციალურად რომ გაეყრებით შევასრულებ. თავით ხატიაზე და გიორგიზე მიმანიშნა. ნახე როგორ კარგად გაუგეს ერთმანეთს, ბავშობაშიც ასე იყვნენ, შესაფერისი წყვილი იქნება თქვენი განქორწინების შემდეგ პირადად ვიზრუნებ ამაზე. სიბრაზისგან ხმამაღალი სიცილი ამიტყდა, ეს ქალი გაგიჟდა ალბათ. Ჩემს სიცილზე ხატიამაც და მისმა თანამოსაუბრემაც ინებეს ჩვენსკენ მოხედვა, დაინტერესდნენ ჩვენი საუბრით. თამარ შეგირიგდათ თქვენი ქალიშვილი? თემასთან რა კავშირი აქვს? ინტერესი მხოლოდ თამარ. Მიპასუხე. კი შეგვირიგდა და სახლშიც ბრუნდება. ეშმაკურად ჩამეცინა, ხატიას მივუბრუნდი. დედაშენისთვის არ გითქვია ხომ? რა? დედამ და შვილმა ერთხად იკითხეს ინტერესით. რა და ჩემო თამარ, მეც თქვენთან ერთად ვიცხოვრებ. ხატია გაკვირვებული მომაჩერდა ვერ გაერკვეულიყო ჩემს ნათქვამში, ან მოსმენილის დაჯერება უჭირდა. Სამაგიეროდ თამარმა საკმაოდ კარგად გაიგო. რა სისულელა შენ ჩვენს სახლში რა გინდა? თითქოს სახლი არ გქონდეს? მაქვს, მაქვს და, ჩემი ადგილი ჩემი ცოლის გვერდითა, მის მარტო დატოვებას არ ვაპირებ. Ხატიას თვალებში მივაჩერდი, სახეზე სასიამოვნო ღიმილმა გაურბინა, თანხმობის ნიშნად თავი დაგვიქნია. Და მაინც მისი თანხმობის გარეშეც მაინც იგივეს გავაკეთებდი, არ დავუშვებდი დედამისის გეგმებისთვის ფრთები შემესხა, მიუხედავად იმისა რომ ხატიას შინაგანად ვერ ვპატიობდი ჩადენილს, მაინც არ დავუშვებდი ხელი გამეშვა და ჩემგან წასულიყო, მითუმეტეს სხვასთან. თითქოს სიბნელეში ვარ ჩაკარგული და ამ სიბნელეში ხატია მინათებს გზას. რამდენიც არ უნდა დავფიქრდე როგორ გავაგრძელო ცხოვრება მის გარეშე, პასუხი ყოველთვის იგივეა, ცხოვრების გასაგრძელებლად ხატია მჭირდება. სურვილი იმის რომ გულიდან ამოვიგდო მკლავს, თუმცა ვერ ვიმეტებ, მაინც ყოველთვის ვტოვებ კუთვნილ ადგილას. არა მარტო გულში აქვს ფესვები გადგმული, არამედ სიზმრებში, ფიქრებში. მისი დაკარგვა არ შემიძლია, მის გარეშე ყოფნა არ შემიძლია. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ დროის მანძილზე მაგრამ როგორ ვიარსებო მის გარეშე კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ამიტომ გავაკეთე ის რაც გეგმაში საერთოდ არ მქონია, ცხოვრებაში პირველად მივიღე ასე უცბათ გადაწყვეტილება, რახანც ასე ძალიან სურდათ დავითს და თამარს მათთან გვეცხოვრა ამ სურვილს გვიან თუმცა მაინც ვუსრულებ! *** თითქმის ერთი კვირაა რაც ხატიას მშობლებთან ვცხოვრობთ, დავითი მშვიდად შეხვდა ჩვენს ამბავს, არაფერი უკითხავს მე თუ მკითხავთ მგონი კმაყოფილიც კი დარჩა. აი თამარისა რა გითხრათ. ხატიასთან ჩვენს პრობლემაზე საუბრას ვცდილობდი თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, ამ ერთი კვირის მანძილზე ერთ ოთახში ორი უბრალო ნაცნობივით ვცხოვრობდით, გარედან ყველას ეგონა რომ პრობლემები მოვაგვარეთ და ბედნიერი ცოლ ქმარივით ვაგრძელებთ ცხოვრებას, თუმცა ასე არა იყო, ერთ საწოლშიც კი არ გვძინავს. ერთად ყოფნისას, საღამოობით ყველაფერზე ვსაუბრობდით ჩვენი პრობლემის გარდა. ეს კიდევ ის თემაა რაზე საუბარსაც ორივე ვარიდებთ თავს, რადგან ხატიას თავისი თავისთის ვერ უპატიებია ჯერ მეკიდევ ხატიასთვის. *** რაც ამერიკიდან ჩამოვედი, აქაური საქმეების ხელში აღება გამიჭირდა, კახა ნელ- ნელა მარკვევდა ყველაფერში. Მიუხედავად იმისა რაც კახამ გამიკეთა მისი ცხოვრებიდან წაშლა არ შემიძლია, ჩემი სისხლი და ხორცია, ვაპატიე თუმცა ნდობა მის მიმართ აღარ გამაჩნია. სახლში დაბრუნდი ვაჟა, ხატიას სამუშაო დრო დიდიხანია დამთავრდა, მეც მივდივარ ლიკა მელოდება. მითხრა კახამ. რა გეგმები გაქვთ შენ და ლიკას? კინოში ვაპირებთ წასვლას, გოგა და თინაც მოდიან ხომ არ წამოხვალთ თქვენც? არა. Სახლში გვიან დავბრუნდები. ტელეფონს დავხედე, უკვე ორი საათია რაც დავიგვიანე თუმცა მომკითხველიც არავინაა, ყოველი შემთხვევისთვის იქამდე ვიქნები სანამ ხატია არ დამირეკავს მოსაკითხად. ამ საქმეს ხვალაც დავასრულებდით. თუმცა შენი საქმისა შენ იცი. რამდენიმე საათი კიდევ საბუთებთან ვიჯექი და კომპანიის გასული თვეების დანახარჯს ვამოწმებდი, პატარ პატარა უზუსტობები იყო გაპარული რომელიც ყოველ თვიურად ასი ათასობით ლარის ზარალი იყო ჩვენთვის, ფაქტია კახა ამდენ საქმეს თავს მარტო ვერ ართმევდა, რადგან კახა ერთი იყო და კულტურულად რომ ვთქვა პარტნიორი ბევრი, არც გამკვირვებია მათი თაღლითობა რადგან ჩვეულებრივი ნაძირალათა ხროვაა, აბა რა იქნება ყოფილი მაგიდის წევრები არიან რომელთა ბიზნესებიც ჩემს ხელშია. ყველაზე მეტი უზუსტობა გია კორძიას ტელევიზიას ჰქონდა. ჯობია მისი ქალიშვილი დავიბარო ხვალ დილით ოფისში თათა კორძია. ყველაზე ნაკლებად მინდა ახლა მასთან შეხვედრა, მითუმეტეს რამდენიმე თვიანი წარსული მაკავშირებს მასთან, იმედს ვიტოვებ ხატიამ არ იცის არაფერი, ისედაც კრიზისული ურთიერთობა გვაქვს და არ მინდა უარესად დავამძიმო ამ ქალთან შეხვედრით ჩვენი ურთიერთობა, ძალიანაა შეცვლილი ჩემი ცოლი, ყოველ საღამოს პერანგებს მიმოწმებს, რას ეძებს ვერ ვხვდები თუმცა ნამდვილი რადარივითაა. თათა კორძიას მობილურზე შეტყობინება გავუგზავნე. დილით ადრე ოფისში რომ მოსულიყო და მუშაობა გავაგრძელე. *** დილით 6 საათი იყო სახლში რომ დავბრუნდი, ხატია საწოლში რომ ვერ ვიპოვე, აბანოში და ჩასაცმელ ოთახში დავუწყე ძებნა, იქაც რომ ვერ ვნახე ტერასაზე გავედი იქიდან სამზარეულოში, საბოლოოდ ხატია ვერსად ვიპოვე საშინლად ავნერვიულდი, დაუფიქრებლად თამარისა და დავითის ოთახში უნებართვოდ შევიჭერი შუქი ავანთე , დავითი აქ არ იყო, ხოლო თამარს მარტოს ტკბილად ეძინა, მისი ქალიშვილი სახლში არ იყო და ამ ქალს ეძინა? საწოლის თავთან დავდექი და თამარს ხმამაღლა შევძახე. სიდედრო გაიღვიძე, ჩემი ცოლი სახლში არაა? სად ჯანდაბაშია? თამარმა ძილნარევი თვალები გაახილა და კივილი დაიწყო, შიშისგან კანკალებდა თითქოს ეშმაკი დაენახოს ისე შემომყურებდა. მართლაც დემონივით ვადექი თავზე. ღირსია ! აქ მოსვლის წუთიდან დღე არ ჩაუგდია თავისი მწარე ენა ჩემთვის რომ არ გადმოერტყა. - რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს ოთახში. მიკივლა. ახლა უკვე ნახევრად გამოფხიზლებულმა , ბალიში აიღო და სახეში მესროლა. Ჩემს ოთახში ასე დაუკითხავად როგორ გაბედე და შემოხვედი?! Ბალიში ჰაერში დავიჭირე სანამ სახეში მომხვდებოდა. Ჩემი ცოლი სად არის? Ჩემს მოუთმენელ მზერაში ფარული ბრაზი იყო გარეული. Ხატია სად არის? ვკითხე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ თამარი ღამის პერანგით იყო ჩემს წინ, მაშინვე შევბრუნდი და ვუთხარი. Ჩაიცვი და გამოდი, გელოდები. მის ოთახში დაუფიქრებლად რომ შევვარდი ისე ვიყავი ანერვიულებული ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ქალი შეუფერებელ მდგომარეობაში იქნებოდა, დავითი სადღა იყო. ოთახის კართან ბოლთის ცემას მოვყე, თამარი რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს წინ იდგა ახლა უკვე ხალათ შემოცმული. ჭკუა სად გაქვს, სისდედრის ოთახში ასე დაუკითხავად შევარდნა ვის გაუგია? თავის დაცვა ამ საკითხის გამო არც მიფიქრია, რადგან ვხვდებოდი რამდენად შეუფერებელი იყო ის რაც გავაკეთე. ღრმად ჩავისუნთქე და თვალებში სირცხვილის გრძნობა ვერ დავმალე. ბოდიში სიდედრო! დაუფიქრებლად მოვიქეცი რადგან ხატია ვერსად ვიპოვე. სად არის ჩემი ცოლი? ვიკითხე მოუთმენლად ხელახლა. თამარი თვალებში ჩამაჩერდა და ეშმაკურმა ღიმილმა გაურბინა სახეზე. ხატია ქმართან გაიქცა. რაზე ლაპარაკობს ეს ქალი! ქმართან გაიქცა? ერთი წუთით , ვერ გავიგე რაც გავიგე. მისი ქმარი მე ვარ. Ჩემთან არ მოსულა და ვისთან წავიდა?! თამარის ფრთხილი გამოხედვა კარგად ნიღბავდა მის თვალებში ჩაბუდებულ სარკაზმს. სხვა ბიჭთან წავიდა და არა შენთან. დაბნეულივით მოჭუტა თვალები და იკითხა. რა გამოდის ორი სიძე მყავს? თავზე ხელები ისე შემოიწყო ვითომ ცუდათ გახდა და გააგრძელა. ჯერ ერთს ვერ შევეგუე ახლა მეორე დაემატა. ტვინში სისხლმა ამასხა, სიბრაზისგან მხრები დამეჭიმა. Რა ჯანდაბას ამბობს ეს ქალი, გაგიჟდა მემგონი! რა სისულელებს ლაპარაკობ. რას ქვია ქმართან გაიქცა? რა Სხვა ბიჭთან წავიდა? რა დაგეგმე ახლა? ვინ გააცანი? კუდიანივით გაიცინა. მისი თვალების მიღმა დიდი სარკაზმი იდგა. გეგონება არ იცი როგორი სულელი ცოლი გყავს, შენსავით ისიც ეგრე მალე მოეწონა და უკან გაეკიდა. ალბათ ის ყურადღება რაც შენგან აკლია სხვასთან იპოვა. Შეხედე სახლში რომელ საათზე მოხვედი და ვინ იცის საიდან. ეშმაკური მზერით ამათვალიერ ჩამათვალიერა. Ჩემი მთლიანი სხეული სასტიკმა ბრაზმა მოიცვა, ბრაზისაგან ვკანკალებდი, შეკრული მუშტებით მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. Ჩემს ნერვებზე თამაში არც კი გაბედო თამარ! გამოვცარი კბილებში. მხოლოდ იმაზე ფიქრი რომ ხატია სეიძლება ახლა სხვა კაცთან იყოს, საშინელი რამის ჩადენის სურვილს მიჩენდა! Ჩემი ცოლი ასეთ რამეებს არ აკეთებს! თამარმა ბოროტულად ჩაიცინა, თითქოს რაღაცის გამო ჩემზე შურს ძიობდა. თავიდან მეც არ დავიჯერე, მაგრამ სიმართლეა რასაც გეუბნევი. ვახ! Არ ჩანდა რომ ხუმრობდა! ვინაა? Ხელებს ისე ვმუშტავდი რამის თითები დამემტვრა. ვისთან წავიდა? სხეულის თითოეულ უჯრედში ავადმყოფურად შეაღწია გრძნობამ რომელიც ასე საშინლად მძულდა! Ჩემმა ცოლმა ასეთი რამე როგორ ჩაიდინა?! ვინ გაბედა! ვინ ბედავს ჩემი ცოლის შეცდენას?! მე რატომ მეკითხები იმას რასაც შენი ცოლი აკეთებს? თამარი ისე მიყურებდა თითქოს ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილიყო. წესიერი ქმარი რომ ყოფილიყავი ცოლს მოუვლიდი! Მეორე დღე სანამ არ გათენდება სახლში არ მოდიხარ, ღმერთმა იცის სადა ხარ. Შემდეგ მოდიხარ და მე მთხოვ პასუხს! აღარასდროს გაბედო ჩემი ტკბილი ძილიდან გამოღვიძება. თამარი თავის ოთახში შევიდა და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. კარებს განრისხებული მზერა მივაპყარი, ნებისმიერ წუთს შეიძლება ნერვიული კრიზისი დამწყებოდა, ჩემი სიდედრის ოთახის კარებს მუშტი დავარტყი და დავუყვირე. ვისთან წავიდა ხატია. გკითხე შენ მემგონი!!! ნუთუ ჩემი ცოლი ასეთი სულელია! Ბიჭი ექიმი ყოფილა. Გამომძახა ოთხიდან. Შემდეგ სწრაფად დაამატა. დავითი რომ გვეწვინა იმ საავადმყოფოში მუშაობს. დავითიც წავიდა მის სანა... სანამ სიტყვას დაასრულებდა მე უკვე კიბები ჩავლილი მქონდა და ეზოში ჩემს მანქანას ვეძებდი. იმედია ჯერ არ დაუპარკინგებიათ. ვინარის ის ! Ვინ გაბედა ჩემს ცოლზე თვალის დადგმა. დავხოცავ ყველას! ხატია ახლა უკვე ვერ გადამირჩება! სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და რატიანების სახლს რომელიც სასახლეს უფრო გავდა მალევე გავეცალე. სპორტულ მანქანაზე სიჩქარეს ბოლო დონემდე მოვუმატე. ღმერთო დებილი! ხატიაზე გაბრაზებულმა რულს ძლიერად დავარტყი ხელი. თამარის ნათქვამი სიტყვები რომ გამახსენდა “ ის ყურადღება რაც შენთან ვერ ნახა სხვასთან იპოვა და მასთან წავიდა.” უარესად გავბრაზდი , ბევრი ვილანძღე და ვიგინე. სხვანაირად როგორი ყურადღება უნდა გამოვიჩინო მის მიმართ? ყველაფრის მიუხედავად ისევ მის გვერდით ვარ, ერთი ისღა დამრჩენია ფეხებში ჩაუვარდე, ბავშვივით ვუვლი. მთელი ღამეები მისი საბნის სწორებაში ვარ, უძილობის დროს სხვადასხვა ამბების მოყოლით ვართობ , პატარა ბავშივით ძილისწინ ზღაპარსაც ვუყვები ჩაძინებაში რომ დაეხმაროს მეტი რა ვქნა? მთელი გზის მანძილძე ჩემი თავი სხვადასხვა წარმოსახვით გავბერე. Სავადმყოფოში მისვლისას, მანქანა სწორადაც ვერ დავაპარკინგე, დიდი ნაბიჯებით საავადმყოფოში შესვლის დროს ყოველწამს შეიძლება ყვირილი დამეწყო, მიმღებში უკვე ხატია უნდა მეკითხა რომ დავინახე კიდეც. ღია ლიფტიდან გამომავალი გოგოს დანახვაზე ტვინმაც კი ფეთქვა დამიწყო ბრაზისგან. თითქმის ჭკუიდან გადასულმა მისი სახელი დავიყვირე. ხატია! ბუნებრივად აპრეხილი და ხშირი წამწამები გაკვირვებით აახამხამა. ვაჟა?! როცა სახეზე დამაკვირდა,. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. არ ვიცი ჩემს გაბრაზებულ სახეზე რა გამომეტყველება დაინახა თუმცა ვხვდები რომ ძალიან შეეშინდა და გაიქცა, მეც უკან გავედკიდე, კიბეები სწრაფად ავირბინეთ ორივემ, საკმაოდ სწრაფად დარბოდა ერთ- ერთ პალატაში შემასწრო და კარები მოხურა. პალატასთან გავჩნდი მალევე მეც და კარი შევაღე იქ მწოლიარე დავითი გაკვირვებული გვიყურებდა ორივეს. სირბილისგან დაღლილები ორივე სწრაფად ვსუნთქავდით, ხატიას სახეზე შიშის და ჩემს სახეზე ბრაზის ამოცნობა დავითისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო. ჯანდაბა! აქ რახდება? აბა ის ექიმი სადაა ხატია ვისთანაც გაიქცა? ხატიას მკლავში ხელი წავავლე და პალატიდან გავიყვანე. თავს ძლივს ვიკავებდი , მეშინოდა გაშმაგებული ბრაზის გამო მისთვის არაფერი დამეშავებინა. მის თეთრ სახეს ვუყურებდი წარბებშეჭმუხნული, ბრაზისგან სახეზე ყველა კუნთი მიკანკალებდა. ვინ არის ის ბიჭი! ვიყვირე, შიშით უკან დაიხია. ძალიან შეეშინდა, ჯანდაბა როცა ვინმე უყვირის ძალიან ეშინია, მე კი ახლა ამას ვაკეთებდი! დამშვიდებისთვის რაიმე გზა უნდა მეპოვა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ასეთ საშინელ სიტუაციაში სიმშვიდესთან ახლოსაც არ ვიყავი. მუქი თვალები შიშისგან უციმციმებდნენ, ხატიამ ძლივს მოახერხა ტუჩების დაშორება ერთმანეთს და ხმის ამოღება. ვაჟა. მორცხვი მზერა მომაპყრო და ღრმად ამოისუნთქა. რას აკეთებ? ნეტა იცოდეთ როგორ მიყურებდა , მატყუარა, უდანაშაულო თვალებით, უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა. რა პრობლემა გაქვს ჩემთან? ვერ მივხვდი. თავს ძლივს ვიკავებდი კედლისთვის მუშტი რომ არ დამერტყა გაბრაზებულს, მისი შეშინება აღარ მინდოდა. - ვიცი რაც გააკეთე! ვინაა? Სახელი მითხარი. ვინ შეგიყვარდა? გამოვცარი კბილებში გაბრაზებულმა. Რა? ვინ შემიყვარდა? რაქვია? გონება არეული მიბრუნებდა უკან კითხვებს თითქოს ვერ ხვდებოდა რას ვეკითხებოდი! გამაგიჟებდა! ახალი შეყვარებული გყოლია? მე ? მე მყავს? მკითხა გაკვირვბეულმა. კი გყოლია! ვუყვირე. სახელი რა არის? მკითხა სულელივით. ვისი? ღმერთო მოთმინება მომეცი! Ჩემი შეყვარებულის. მეც მაგას გეკითხები არა?! Სახელი რა არის? მე კიდევ იგივე კითხვას შენ გეკითხები ვაჟა. რა ჰქვია? ინტერესით სავსე თვალებით მიყურებდა, ცდილობდა არ გაეღიმა , ის კი ამ ყველაფრით ნერვებს უარესად მიშლიდა. გეყოფა ტყუილები და სიმართლე მითხარი ხატია! ვისთან ერთად გაიქეცი? რა სიმართლე გითხრა ვაჟა? ვერ ვხვდები რა გინდა? არავისთან ერთად არ გავქცეულვარ, საღამოს მამა ცუდათ გახდა და საავადმყოფდოში წამოვედით, ღამე მამასთან მე დავრჩი. ანუ არავისთან არ გაქცეულხარ? ვკითხე თუ არა მაშინვე ხმამაღალი სიცილი დაიწყო. არა! რა ჯანდაბა ხდება. Ჩავიბურტყუნე ჩემთვის. ვიღაც საზიზღრად გაგეხუმრა როგორც ჩანს. Რა იფიქრე, სახლიდან გავიქეცი სხვასთან? Ჩემი შეჭმუხნული წარბების დანახვისას უარესად უმატა ხმამაღლა სიცილს. ექიმი შეყვარებული არ გაგიჩენია ხომ? არა! Სიცილისგან თავს ვერ იკავებდა. ღრმად ამოვისუნთქე. დავმშვიდდი, ჩემმა აშლილმა გრძნობებმა და ფსიქიკამ თავის ადგილზე დაიწყო დალაგება. ჯანდაბა!!! Ჩემი სიდედრის დახრჩობის სურვილი გამიჩნდა. იეჭვიანე? Სიცილს არ წყვეტდა ხატია. იმ სტრესის გამო რაც მან და დედამისმა ამ პატარა დროში გადამატანინეს, ხატიას უხეშად შევხედე და გვერდიდან გავეცალე. მადლობა მითხარით გინება არ მიყვარს! მიეჭვიანია თურმე! უარესად დაიწყო სიცილი. არ არსებულ რამეებს ნუ იტრიალებ გონებაში. თითისწვერებზე აიწია თავზე ორივე ხელი მომკიდა დამახრევინა და შუბლზე მაკოცა. ეს წარბები კიდევ აღარ შეკრა საერთოდ არ გიხდება! ნაზი თითების შეხებით მისწორებდა წარბებს, წამებში ჩემი უმოქმედო მდგომარეობაში ჩაგდება შეძლო, საყვარელი ქალის შეხებამ, სურნელმა და საშინლად დიდი დოზით გადატანილმა სტრესმა ჩემი დამშვიდება და მოდუნება შეძლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.