ნიღაბი(7)
— ევა, წამოდი, რა გაერთობი! არწმუნებდა ნინი გოგონას. — არ მინდა, ნინი, უხასიათოდ ვარ, გთხოვ, ნუღა მეხვეწები! ამოიწუწუნა ევამ და საბანში შეძვრა. — რა გჭირს, უნდა ვინანო წინა ვიზიტი? წარმოთქვა ნაწყენი ხმით და ევას დააკვირდა. — კარგი, ხო, ჯანდაბას, წამოვალ. ნამდვილი მსახიობი ბრძანდებით, ქალბატონო ნინი! აატრიალა თვალები ევამ და საწოლიდან წამოდგა. ერთი გაიზმორა და ადგა. მის კარადასთან უკვე მისულიყო ნინი. — რა ჩავიცვა? ამოიწუწუნა და დაამთქნარა. — როგორც გჩვევია, ისე არა. — რა? აბა რა ჩავიცვა, ნინი, კარგი, რაა! გააგრძელა წუწუნი. — ნუ წუწუნებ, ევაა! აი, ეს კაბა და ეს ტოპი ჩაიცვი, გაუწოდა მოკლე ატლასის თხელი კაბა და შავი კორსეტის მსგავსი ტოპი. — არა, ეს არ მომიხდება! დააკვირდა სამოსს ევა. — ნუ სულელობ, მოიზომე! საწოლისკენ წავიდა ნინი და დაელოდა მეგობარს. — კარგი, ჯერ თავს მოვიწესრიგებ, უთხრა და სააბაზანოში წავიდა. შხაპი მიიღო, სახე დაიბანა, კულულები გაისწორა და საბოლოოდ გავიდა ოთახში, სადაც ნინი ტელეფონს სქროლავდა. სამოსი ჩაიცვა და სარკეში შეათვალიერა თავი. გამოკვეთილ წელს და ფეხებს რომ ხედავდა, გაოცებული იყო ასე დიდი ხანია არ სცმია… — იდეალურია! უთხრა ნინიმ გაბრწყინებული თვალებით. -ვიცი, რომ მოგწონს, ევა, ხედავ? უნდა დამიჯერო ხოლმე! ფეხზე შეგიძლია შენი ჩექმა ჩაიცვა, ეგ მომწონს, ევას ჩაეცინა ნინის სიტყვებზე. თეთრი წინდები მოირგო ფეხზე და ფეხსაცმელიც ჩაიცვა. მაკიაჟი უბრალოდ წითელი პომადა და ტუში. მის ხუჭუჭებს ისედაც ძლივს უვლიდა, მაკიაჟს კი საერთოდ აღარ უთმობდა დროს. როდესაც გოგოები გაემზადნენ, სახლიდან გავიდნენ. ტაქსი გამოიძახეს და მას დაელოდნენ. — სად უნდა წავიდეთ? იკითხა ევამ და თმა შეისწორა. — ბარში, გუშინაც ვიყავით და ძაან მოგვეწონა. ახლა შენც უნდა გაგართო! ჩაეცინა ევას და მეგობარს მხარზე გაეთამაშა. როდესაც ტაქსი მოვიდა, შიგნით ჩასხდნენ და მძღოლს მიესალმნენ. მინიდან უყურებდა გზას ევა. არ იმჩნევდა, მაგრამ კვლავ ძლიერ იყო ნაწყენი აჩიზე. არც მისი ნახვა სურდა, თუმცა იცოდა, რომ დღეს ნახავდა, და ეს ფიქრი მას აღელვებას და ბრაზს ერთდროულად ანიჭებდა . როდესაც მივიდნენ, მძღოლს დაემშვიდობნენ და ბარის შესასვლელთან მივიდნენ. — პირადობა, მიმართა გოგოებს მაღალმა, კუნთიანმა დაცვამ. — აი, ინებეთ, მიაწოდა ნინიმ ორივე საბუთი. დაცვამ ისინი ცოტა ხნით დატოვა ალბათ, ამოწმებდა დოკუმენტებს. რამდენიმე წუთში თავი დაგვიქნია და შიგნით შეგვიშვა. დახუთულობა და უჰაერობა იყო პირველი, რაც ვიგრძენი. შემდეგ ალკოჰოლისა და ნიკოტინის მძაფრი სუნი. გარეთ თუ შეგცივდებოდა, აქ პირიქით დაგცხებოდა. სივრცე სითბოთი იყო სავსე, განათება კი ციმციმებდა. — მეგობრებოოო! დაიყვირა ნინიმ, როდესაც მეგობრები შენიშნა, და მეც მას გავყევი. რამდენიმე წამში უკვე პატარა, ნახევრად მრგვალ მაგიდასთან ვისხედით. აჩისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ზედაც არ შემიხედავს. უკვე აღარ ვიცოდი, რა შემეძლო მეთქვა ან რა დამეჯერებინა ამ ადამიანისგან. ანანოს უბრალოდ გავუღიმე და უხერხულად მივესალმე. სხეული დამეჭიმა კაბას თითქმის ყოველ წამს ვისწორებდი. ბოლოს ირაკლის გვერდით დავიკავე ადგილი. — ოხ, ამას უყურე, როგორ ლამაზად გამოწყობილა! მითხრა ირაკლიმ და თმა შემირხია, თითქოს ძველებურად ვიხუმრეთ. — ნინიმ დამაძალა, ვუთხარი ღიმილით, ოდნავ ჯღანვით, რაზეც ირაკლიმ ჩაიცინა. ბიჭებმა სასმელი შეუკვეთეს. ჩვენ მშვიდად ველოდით, როდის მოიტანდნენ. მაგიდასთან მოუსვენრად ვიჯექი გვერდიდან მწვავე მზერას ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ აჩი მიყურებდა. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი გახედვას არა, შანსი არ იყო. როდესაც სასმელი მოგვიტანეს, ჭიქა სწრაფად მოვიყუდე და ჩამწვარ ყელში ცივი კოკაკოლა გადავაყოლე. ვიცოდი, ბოლოს როცა არაყი დავლიე, არაფერი კარგი არ მოხდარა, მაგრამ ახლა თითქოს განგებ ვცდილობდი, ემოციები დამეჩქმალა. ამიტომ, ხასიათზე მოსასვლელად იმდენი რაოდენობა დავლიე, რომ უკვე გაბუჟებული ვიყავი. სიტყვას აღარ ვამბობდი უბრალოდ ვუსმენდი ხმამაღალ მუსიკას, ცივ კოკაკოლას ვწრუპავდი და თვალებით ბარის განათებას ვუყურებდი. — ევა, კარგად ხარ? ჩამჩურჩულა ირაკლიმ ჩუმად, როგორც ნამდვილმა მეგობარმა. — კი, ოდნავ ნასვამი, ვანიშნე ხელით და გავუღიმე. — ანანოსთან ავდივართ სახლში, წვეულება აქვს. წამოხვალ? მკითხა ისევ ჩუმად , მოფერებით ირაკლიმ. — კიი! ვუთხარი ხმამაღლა და წამოვდექი. — აბა, წავედით! მაღლა ავწიე ჭიქა და გავიღიმე. მეგობრებიც სიცილით გამომყვნენ. გარეთ, ცივ ნიავზე რომ გავედი, ღრმად ამოვისუნთქე ისეთი კარგი იყო ამდენი ცხელი ტემპერატურის შემდეგ. სიცივე თითქოს ოდნავ მაფხიზლებდა, თავი უკვე უფრო მსუბუქად ვიგრძენი. — კარგით, გადანაწილდით გზებზე! ისე იარეთ, მანქანით არ წახვიდეთ — დაგვაჯარიმებენ ან სადმე გადავყირავდებით! დაიყვირა ნინიმ მხიარულად და გზა განაგრძო. მე ირაკლის გვერდით მივდიოდი, ჩუმად და სწრაფად. ვიცოდი, ზედმეტ კითხვებს არ დამისვამდა ის ყველაზე კომფორტული ადამიანია, როცა უხასიათოდ ხარ. არ გაწუხებს და გაძლევს სივრცეს, შენს თავთან ყოფნის საშუალებას. დაახლოებით 20 წუთიანი გზის შემდეგ დიდ, ორ სართულიან სახლს მივუახლოვდით. ანანო თვითონ წავიდა, კარი გაგვიღო და შინ შეგვიპატიჟა. სიგრილე იგრძნობოდა ამ ადგილას მშვიდი და გრილი ჰაერი, თითქოს ცალკე სამყაროში გადაგვიყვანა. უკვე მეძინებოდა, მაგრამ ნამდვილად არ მსურდა სხვის სახლში დამეძინა. შიგნით რომ შევედით, უამრავი ადამიანი ტრიალებდა და სვამდა. მუსიკა ხმამაღლა უკრავდა. ასეთი რამ პირველად ვნახე საკუთარ სახლში თვითონ არ ხარ და წვეულება გაქვს? ფუუ… ღმერთმა იცის, რა ხდება აქ გავიფიქრე გულში და შევეცადე, ხალხის რბოში გავსულიყავი და სადმე ჩუმ ადგილას დავმჯდარიყავი. ბოლოს მისაღებში შევედით, სადაც დივნები და პუფები ეწყო. იქ მყოფი ხალხიც შედარებით ჩუმად იჯდა ზოგი საუბრობდა, ზოგიც ყვირილით ესალმებოდა ერთმანეთს. — აბა, რა გავაკეთოთ?! დაიყვირა ანანომ და ჩვენს პასუხს დაელოდა. — „სიმართლე თუ მოქმედება“ ვითამაშოთ —როგორც ფილმებშია, ჩაიცინა ნინიმ საკუთარ ხუმრობაზე. — მე მაწყობს, სიცილით ხელი აწია ირაკლიმ, რაზეც სხვებიც სწრაფად დაეთანხმნენ. — კარგიიი, აბა ყოჩაღებო! ლუდის ბოთლი მჭირდება! წამოიძახა ანანომ, და მალევე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა, ვინც ახლახანს ჩაცალა ბოთლი, მოჩვენებითი სერიოზულობით გაუწოდა დაცლილი ჭურჭელი. — მე გავალ აივანზე, მალე მოვალ… ცოტა გამოვფხიზლდები, ვანიშნე მეგობრებს და როცა მათი თანხმობა მივიღე, დიდ აივანზე გავედი, სადაც სრულიად არავინ იყო. ღრმად შევისუნთქე ჰაერი, ცივი, საღამოს ნიავი სახეზე მსუბუქად მეფერებოდა. რკინის მოაჯირს მოვეჭიდე და ოდნავ წინ გადავიხარე. ხედს გავხედე სიბნელე იყო, ფარების მკრთალი შუქით მოცული. თავბრუსხვევის შეგრძნება დამეუფლა, ამიტომ სწრაფად ავიწიე და უკან დავიხიე. კარის ხმა გავიგე. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია ვიფიქრე, ალბათ ვიღაცამ სიგარეტზე ან სალაპარაკოდ გამოვიდა. ნაბიჯების ხმა გავიგე, წამით გავიხედე და აჩი დავინახე. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, გრძელი თითებით სიგარეტს უკიდებდა. სიტყვა არ უთქვამს უბრალოდ წამოვიდა ჩემსკენ და ჩუმად, უხმოდ, გვერდით ამომიდგა. — რა იყო, უკვე მაიგნორებ? მხიარულად მკითხა, თითქოს სიმძიმეს არ გრძნობდა. გვერდულად შემომხედა, პასუხს ელოდა. — არა… ვიცრუე და ვცადე, ნერვიულობა არ დამტყობოდა. გულზე მომდგარი დაძაბულობა სიმშვიდით გადავფარე. — არ გამოგდის ეგ ტყუილები, ევა. ხმა დაუმძიმდა. — აღიარე, რომ მაიგნორებ, მითხრა, ოდნავ აგრესიულად. აშკარად ცდილობდა, დიალოგში ჩავერთე. — რა გინდა? ვკითხე ცივად, თუმცა ანერვიულება აშკარად მეტყობოდა ხმაში. — განახეს, ხო, ყველაფერი? მკითხა ჩუმად. ხმის ტონი დაეძაბა და მერე უცებ გაჩუმდა. — კი… ღრმად ამოვისუნთქე. არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ ავარიდე. ნაპასი ძლიერად დაარტყა და ისევ ჩემსკენ მოტრიალდა. მისი მზერა თითქოს მიზანში მირტყამდა. — და შენც გადაწყვიტე, უბრალოდ დააიგნორო ყველაფერი იმის მაგივრად, რომ გვესაუბრა? — შენ ყველაფერი მომატყუე და დამიმალე, აჩი! ხმაში წყენა და სიმწარე ერთდროულად ამომხდა. ამის მერე შენი აზრით, საუბარი მენდომებოდა? ან რაზე უნდა მელაპარაკა? შენს… ურთიერთობებზე? შევეცადე, აივნიდან სწრაფად გავსულიყავი. იმ წამს მხოლოდ გაქცევა მინდოდა, მაგრამ მაჯაში ხელი ძლიერად მომკიდა და უკან მიმაბრუნა. სიგარეტი მოისროლა და მომიბრუნდა. — რა იყო, ხომ არ გაგიჩნდა გრძნობები, პატარა გოგოვ? ირონიულად შემომხედა. — რამე იმედი გქონდა? ისევ იმ ნაცნობ ტონალობაში ლაპარაკობდა მტკივნეულად, დამამცირებლად. ეს უკვე ყელში მქონდა ამოსული. — შენნაირი ბიჭები არ მომწონს! — ვუთხარი უხეშად და ხელი ავიქნიე. ძლივს გამოვგლიჯე მაჯა მისი თითებიდან. — აბა, როგორები მოგწონს? ანდროსნაირი „ბიჭუნები“? — მკითხა ისევ იმ ირონიული ტონით და სახეზე ფართო ღიმილი აიკრა. — მეზიზღები! მივაძახე გაცეცხლებულმა და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი აივნიდან. უკან რაც მესმოდა, მხოლოდ მისი ჩაცინება იყო და რამდენიმე წამში ისიც გამომყვა. — მალე მოდით, დასხედით! სად ხართ ამდენ ხანს?! ამოიწუწუნა ანანომ. ნინისკენ წავედი და მის გვერდით დავიკავე ადგილი. შუაში ლუდის ბოთლი დადეს და თამაში დაიწყო. პირველი რამდენიმე წრეში უცხო გოგო და ბიჭი ამოვიდნენ. კითხვებიც შესაბამისი იყო ბოლოს ვის აკოცე?“, „ვისთან გქონდა სასიყვარულო ურთიერთობა?ხუმრობებით სავსე საუბარი. ვგრძნობდი, რომ სერიოზულად თამაში არავის არ სურდა, უბრალოდ გართობა უნდოდათ. თუმცა მსგავსი კითხვები იმდენად დამაბნეველი და უხერხული იყო, რომ უკვე იმაზე ვფიქრობდი, ვინმესთვის ადგილი ხომ არ დამეთმო. თამაშის ბოლო წრეში ბოთლი ჩემთან და უცნობ ბიჭთან გაჩერდა. — სიმართლე თუ მოქმედება? მკითხა აჟიტირებულმა. ყველა მოთმინებით ელოდა ჩემს პასუხს. ვიფიქრე სიმართლე რომ ვთქვა, ალბათ სულელურ კითხვას მკითხავენ. თავი რომ არ შევირცხვენო, მოქმედება ვარჩიე. — მოქმედება, ვუპასუხე მტკიცედ. მაშინვე შეძახილები და სიცილი ატყდა. უცნობმა ბიჭმა თვალი ამარიდა, მერე თვალებში შემომხედა, ოდნავ გაუბედავად წამოილაპარაკა — მაკოცე… გაოცებისგან პირი გამეხსნა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. არ ვიცოდი, რა მეპასუხა ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა ყველა, თუმცა განსაკუთრებით ვგრძნობდი აჩის მზერას. გავაპარე თვალი ზუსტად მიყურებდა, ირონიული ღიმილით. — კარგი, ევა, თუ არ გინდა, არ შეასრულო. უბრალოდ სასმელი დალიე, მითხრა ირაკლიმ გულწრფელად, მითხრა ეს ისე, თითქოს ცდილობდა შვება მოეტანა ჩემთვის. — რა გეგონა, გაკოცებდა? ირონიულად ჩაილაპარაკა აჩიმ და რიჟა ბიჭს გახედა. — ხომ უნდა მიხვდე, რომ ზოგი გამოუცდელია და… ბავშვური. აი, ეს იყო ბოლო წვეთი. სახე ამიხურდა. ვიგრძენი, როგორ აჩქარდა გული და ბრაზი ყელში ამომივიდა. სულ ასეთი სულელი არ გამოვჩნდები. არა! გავიფიქრე და წამოვიწიე. — კარგი, შევასრულებ! ვთქვი მტკიცედ და ავდექი. ყველა გაჩუმდა. მათი გაოცებული მზერა ვიგრძენი, მათ შორის ჩემი მეგობრებისაც. აჩის… სახეზე ღიმილი ყინულივით გაუშრა. ზუსტად ისე, როგორც მინდოდა. ბიჭისკენ წავედი. სწრაფად, მაგრამ თავდაჯერებულად შევახე ტუჩები მისას. არც მიცდია გაჩერება მოვბრუნდი და იმავე ღიმილით დავიკავე ადგილი ნინის გვერდით. არაფერი არ მითქვამს არ მჭირდებოდა. აი ასე, აჩი. აი ასე უნდა იგრძნო, როგორია, როცა თვითონ ხარ სათამაშო. — ვააუუ! წამოიძახა ბიჭმა გაოცებით, და დანარჩენებიც მალევე აყვნენ ომახიანად. — სულ გააფრინე? ჩამჩურჩულა ნინიმ ჩუმად, მაგრამ მკაცრი ტონით. — რატო? გავიკვირვე. მის რეაქციას არ მოველოდი. მეგონა, მხარს დამიჭერდა. — რა “რატო”, ევა?! ამას არ ჯობდა დაგელია? მკითხა შეწუხებული სახით. — არა, არ ჯობდა. დავიღალე ამ ბავშვური თამაშებით, ვუთხარი მოკლედ. მეტი აღარაფერი უთქვამს. ჩემ წინ ირაკლი იჯდა, ღიმილით ტაშს მიკრავდა, თან თვალს არ მაშორებდა. მეც გამეღიმა მის რეაქციაზე რაღაცნაირი მშვიდი, მხარდაჭერა იყო. არ მჭირდებოდა სიტყვები, მივხვდი, რომ მიგებდა. ბოთლი ისევ დაატრიალეს და ამჯერად აჩიზე გაჩერდა მის წინ ქერა გოგონა იჯდა, რომელიც მომენტალურად გასწორდა სკამზე, თმა ფრთხილად შეისწორა და გამომწვევად გაუღიმა. — სიმართლე თუ მოქმედება? ჰკითხა ოდნავ დამარცვლით, თითქოს თეატრალურ პაუზებს აკეთებდა. აჩიმ ფიქრიც არ დააცადა — სიმართლე, თქვა მშვიდად და თმაც გადაიწია ყურს უკან. — ბოლოს ვისთან იყავი ფიზიკურ ურთიერთობაში? ჩაიცინა გოგონამ. აშკარად ეგონა, რომ ჭკვიანური კითხვა დასვა. ირგვლივ მოლოდინის მუხტი ჩამოწვა. აჩი ოდნავ გადაიხარა, თვალებში მიაშტერდა გოგონას და ნახევრად ირონიულად თქვა — ანანოსთან. ორი საათის წინ. გინდა, დეტალებიც მოგიყვე? ოთახში უცნაური დუმილი ჩამოწვა. ქერა დაიბნა, ღიმილი სახეზე შეაშრა და თავი ნელა გააქნია უარყოფის ნიშნად. რა უზრდელია. საშინელებაა! გავიფიქრე. თავს უხერხულად ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვინმემ სუფთა ჰაერი გამოაცალა ოთახს. თამაში გრძელდებოდა, მაგრამ ჩემთვის უკვე კარგა ხანია, აღარ იყო სახალისო. ბოლოს, როცა მოთმინების ფიალა ამევსო, ჩუმად ავდექი და გასასვლელისკენ წავედი. — ახლა არ უნდა შემეშვა? მივაძახე უკნიდან მომავალ რიჟა ბიჭს. უკვე ეზოში ვიყავით. — ბოდიში… არ მიფიქრია, რომ ცუდად გამოვიდოდა, გაეცინა ოდნავ უხერხულად. მაინც გამომყვა. ნელა მივდიოდი ჰამაკისკენ, რომელიც ეზოს კუთხეში ეკიდა. იქ ჩავწექი და ცას ავხედე. ჰაერი გამაგრილებლად ცივი იყო, მოსაცმელს ძლიერად ვიბჯენდი ტანზე. ცოტა ხანში, გვერდიდან რიჟა ბიჭის სილუეტი დავინახე იდგა და გარემოს ათვალიერებდა. — კარგი ხო, შეგიძლია შენც ჩაწვე. ასეთი უხეშიც არ ვარ, ვუთხარი ღიმილით. მას არ დასჭირდა ორჯერ თქმა ნელა დაიხარა და ჩემს ფეხებთან მოთავსდა ჰამაკში. სხეული ნაზად მოათავსა ჩემს გვერდით, თითქოს არ უნდოდა ზედმეტი ადგილი დაეკავებინა. დავდუმდით. იმ წამებში სიტყვები არ იყო საჭირო. ,ცოტა სიმშვიდე და სიჩუმე საკმარისი იყო… — ისე… აქ ცხოვრობ? მკითხა და ზევით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა. მეც მის მსგავსად ავიხედე. ვარსკვლავები ისე მკაფიოდ ჩანდა, თითქოს მთელ ცას მორიდებით ეფინებოდა მათი ნათება. — კი, თინეიჯერობიდან. შენ? — მე… ალბათ მთელი ცხოვრება, ჩაიცინა. მეც გამეღიმა მის იუმორზე. — ზაფხულის აქ გატარება არ მოგბეზრდა? ვკითხე და თავი ოდნავ გვერდზე გადავატრიალე მისკენ. — მე თითქმის კი… დავამატე ჩუმად. — ჩემი შეყვარებული ხშირად ჩამოდის ზაფხულში, ამიტომ მობეზრება სულ მავიწყდება, თქვა ღიმილით. შეყვარებულის გახსენებაზე თვალები ოდნავ აუციმციმდა, მაგრამ მერე დაამატა, — ხალხის ხმაური კი… ხანდახან მართლა გადამღლელია. ბათუმი არასდროს მბეზრდება. არც ზღვა. — შეყვარებული? შევეკითხე გულწრფელი ინტერესით, მაგრამ უცნაურად ჩუმად, — იცის, რომ ასე კოცნი სხვა გოგონებს? წარბი ავუწიე და ირონიულად გავხედე. დაიძაბა. თავი დახარა, ნიკაპთან ხელი მოისვა და თითქმის ჩურჩულით მითხრა: — გეი ვარ… გაეღიმა თითქოს უხერხულობისგან, თითქოს იმით, რომ თავს დავალებულად გრძნობდა ამ ახსნის გამო. — ვაუ, წამომცდა უეცრად, და ისევ სიცილი ამივარდა, — და მე მაკოცე? — ჩემმა მეგობრებმა არ იციან… ეჭვები გაუჩნდათ და საშინელი ჰომოფობები არიან… სხვა გზა არ მქონდა. მაპატიე, მითხრა ჩუმად, ისევ ისე თავი დახრილი ჰქონდა, თითქოს ელოდა, რომ მეც დავცინებდი ან ჰამაკიდან ავაგდებდი. — კარგი რა… აწიე ეგ თავი, —ვუთხარი ღიმილით და მხარზე ხელი მსუბუქად დავადე. — მე ჰომოფობი არ ვარ და არ ვაპირებ, რომ ახლა გმირულად გამექცე ჰამაკიდან. მერე კი უბრალოდ ხმამაღლა გავიცინე. ჩემმა ხუმრობამ გააცინა. მანაც ღრმად ამოისუნთქა. პირველად მთელი საღამოს განმავლობაში მივხვდი, როგორ მოდუნდა მისი სხეული. თითქოს თავს პირველად გრძნობდა დაცულად. — მე ევა მქვია, ვუთხარი თავაზიანად. — მე ბექა. სასიამოვნოა, ევა, მითხრა და ღიმილიც უფრო თავდაჯერებული ჰქონდა, თბილი. — აბა, მომიყევი შენს ბიჭზე… ანუ აქ არ ცხოვრობს? ინტერესით ვკითხე, თვალები დავხუჭე და გრილი ღამის ნიავი შევიგრძენი. — ახლა უკვე არა. გავიცანი ზუსტად აქ, ბათუმში. ორი წელი ერთად ვიყავით, მერე სამსახური დაიწყო თბილისში აწყობდა, ანაზღაურება კარგი ჰქონდა… უარი ვერ თქვა. ვეღარ დავაბრკოლე. ხშირად მეუბნებოდა, რომ მანძილს არ შეუძლია ჩვენი ცვლილება, და მეც ვირწმუნე. მის სიტყვებზე გამეღიმა. ნაზი, ფრთხილი მოძრაობით ხელი მოვუსვი მკლავზე, როგორც მხარდაჭერის პატარა ჟესტი. — ბექა, კარგი ადამიანი ხარ… თუ ასე მოიქეცი, ნამდვილად ძლიერი სიყვარული გცოდნია. მე მხრები ავიჩეჩე -არავინ მყავს, ვერაფერს მოგიყვები… — ისე, რამდენი წლის ხარ? მკითხა უეცრად, თან ვარსკვლავებს არ აშორებდა თვალს. — ცხრამეტი. შენ? — ოცდახუთი. ამიტომ დამიჯერებ, რასაც გეტყვი ამის მერე მაინც! სიცილით დაამატა. მეც გამეცინა და ფეხზე მსუბუქად ვუჩქმიტე. — ეიი! წამოიძახა და კიდევ უფრო ავხარხარდით. უცებ კარის ძლიერი ჯახუნის ხმა გაისმა. ორივე ერთდროულად შევხტით, მოულოდნელობისგან თმები ამებურდა და წამოვჯექი. — რა ხდება? მკითხა დაბნეულმა. — არ ვიცი… ალბათ, ვინმემ ძლიერად მიხურა კარი. არაუშავს. ვუთხარი, თუმცა გულმა ოდნავ მაინც მომიჭირა. უკან ჩაწოლას ვაპირებდი, როცა მოვკარი თვალი ჩვენსკენ მომავალ სხეულს შავი სილუეტი, ნაბიჯ-ნაბიჯ მოდიოდა, ზუსტად ჩვენკენ. გული მომეკუმშა, როცა დავინახე აჩი იყო. ჩუმად, აუღელვებლად მოდიოდა. მოვიდა, ჰამაკთან გაჩერდა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, ჯერ მე შემათვალიერა, მერე ბექა, მერე ისევ ჩემზე გააჩერა მზერა. — მეგობრები გეძახიან. წამოდი, მითხრა ჩვეული, ოდნავ ამაყი ტონით. — შედი შენ და უთხარი, რომ გარეთ ვარ. მალე შემოვალ, ვუპასუხე მკაცრად, თვალებში ვუყურებდი, რომ არ დაენახა ჩემი შიში. — არა, წამოდი, იმავე ტონით გაიმეორა. ჰამაკს ოდნავ უბიძგა კიდეც. ბექა დაძაბული იჯდა. მის თვალებში ვხედავდი გრძნობდა, რომ ჩვენს შორის რაღაც ვერ იყო რიგზე. — აჩი, შედი. ვსაუბრობთ,კიდევ უფრო მკაფიოდ ვუთხარი და ამჯერად ღრმად ჩავისუნთქე, არ დავუყოვნე ხმა. — უი, ბოდიში, ხელს ხომ არ გიშლით? კოცნიდან დაწყებული რომანტიკა ვაუ, როგორი ლამაზია! ირონიული ღიმილით თქვა და გაჩუმდა. მაგრამ არ მიდიოდა. თითქოს ჩემს მოთმინებას სინჯავდა. — არა, არასწორად იგებ ყველაფერს, ვუთხარი დაბნეულმა, თუმცა თვალს არ ვარიდებდი. ბექამ ესღა უთხრა — კარგი, მე წავალ. ევა, სასიამოვნოა შენი გაცნობა. აი ჩემი ნომერი… თუ მოგინდება, შემეხმიანე. გამიღიმა ისე თბილად, მშვიდად ბარათი გამომიწოდა. მე თავი დავუქნიე ღიმილით, დავიჭირე ბარათი და ჯიბეში ჩავიდე. აჩი თვალს არ აცილებდა. ბექა რომ გაუჩინარდა თვალთახედვიდან, მის მზერაში რაღაც ამოუცნობი გაჩნდა რაღაც, რაც ვერ მივხვდი, სიბრაზე იყო, ეჭვიანობა თუ უბრალოდ დაღუპული ამპარტავნობა. მთელ სხეულში სითბო მეღვრებოდა, არა ცეცხლი. გონებაში ყველაფერი აირია. — კაი იყო? მკითხა უხეშად და მზერა ამარიდა. — რა? დავეჭვდი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. — რა “რა”, ევა? კარგი იყო ბიჭის გაცნობა ჰამაკში? როგორია, რომანტიკულია, არა? გამიცინა ყალბად. — ჩვენ ერთმანეთს მეგობრულად გავეცანით. და საერთოდაც, რატომ უნდა აგიხსნა?! უკვე გავბრაზდი. მართლა ვერ ვხვდებოდი ამ ადამიანის ქცევას. — თავს მარიდებ მთელი დღეა და მეუხეშები ისე, რომ წესივრად არც გვისაუბრია. აშკარაა, მაგრად არ გაინტერესებს ეგ ყველაფერი! მითხრა ბრაზით, ყბები დაეჭიმა. — ჩვენ ვისაუბრეთ, აჩი… და შენ კიდევ ერთხელ ბავშვი მიწოდე. ამიტომაც აღარ მაქვს სურვილი საუბრის. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მატყუებს და მალავს რაღაცას, არ იმსახურებს ნდობას, ვუთხარი წყენით და მზერა ფეხებისკენ დავხარე. — აზრი არ აქვს ლაპარაკს. წამოდი, თქვა და მაჯაში ხელი ჩამჭიდა. — თვითონაც წამოვალ, გამიშვი… ამოვიწუწუნე და ხელის გათავისუფლება ვცადე . მაგრამ არ გაათავისუფლა. პირიქით უფრო ძლიერად მომკიდა ხელი და არაფერზე მიპასუხა. გზისკენ გამიყვანა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო, მანქანის კარი გამიღო და გვერდით ჩამსვა. კარი მიხურა და თვითონაც საჭეს მიუჯდა. — სხვები? ვკითხე დაბნეულად, სახლისკენ გავიხედე. — წამოვიყვან. ჯერ შენ დაგტოვებ, მითხრა მშვიდად და მანქანა დაქოქა. აღარაფერი მითქვამს. სასმლისგან გაბუჟებული ვიყავი და ვერც კი გავიგე, როდის ჩამეძინა… … — ევა… ევა… ყურში ჩამესმა ხმა, თან სახეზე შეხება ვიგრძენი. უკმაყოფილოდ გავახილე თვალები და ხელი მოვიშორე. — დამაძინეთ… ამოვიბურტყუნე და ისევ სალონს მივეყრდენი. — მოვედით. გაიღვიძე, გაისმა აჩის ბოხი ხმა. გავსწორდი, თვალები მოვიზილე და მანქანის გარეთ გავიხედე. — მაპატიე… არ მეგონა, აქ თუ ჩამეძინებოდა..ვთქვი ნახევრად თვლემაში მყოფმა ჩემს ნივთებს ხელი მოვკიდე. მანქანიდან გადავედი. აჩიმ არაფერი თქვა, უბრალოდ კარი მიხურა და დაელოდა, როდის ავიდოდი სადარბაზოში. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს, უბრალოდ ზრდილობიანად ვკითხე — წამოდი თუ გინდა, რამეს გაჭმევ ან დაგალევინებ… თუ ჯერ კიდევ ნასვამი ხარ, ვთქვი გაუაზრებლად და თავი ძირს დავხარე. აჩის ჩაცინება გავიგე. თავი ავწიე, დაეჭვებულმა რა აცინებდა? მე უბრალოდ ზრდილობა გამოვიჩინე… და ახლა მაინცდამაინც სასაცილოა?! — ანუ შემირიგდი? გამიღიმა. არ ვიცოდი, სიმართლე იყო თუ მორიგი თამაში მისი ღიმილი, მაგრამ ერთი კი ფაქტი იყო სახეზე უხდებოდა. — არვიცი… ვნახოთ, მეც გამეღიმა. თითქოს გაეღიმა, თავი ოდნავ გააქნია. — სხვა დროს იყოს. ისინიც უნდა დავაბრუნო სახლში. თანხმობის ნიშნად მხოლოდ მადლობა გადავუხადე, მივტრიალდი და სადარბაზოში შევედი. ზუსტად ამ დროს გავიგე მანქანის დაძვრის ხმა წავიდა. სახლში მისულმა ჩემს ძაღლს მოვეფერე, ვაჭამე და სითბოში ჩავწექი. მშვიდი სიჩუმე, მაგრამ გონებაში ისევ ერთი კითხვა ტრიალებდა შანსი მივცე? გაღიმებულმა თავი ბალიშში ჩავრგე და ჩურჩულით ვუთხარი საკუთარ თავს: ტკბილი ძილი, ჩემო თავო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.