შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა ( თავი 24 დასასრული )


5-06-2025, 00:38
ავტორი NakoNako
ნანახია 605

Თავი 24

ვაჟა

Უკვერ ერთი კვირაა სიხარულისა და შიშის შეგრძნება არ მტოვებს. Მეშინია მეშინია ჩემი შვილისთვის ნორმალური მამა რომ არ ვიყო, რა მოხდება მომავალში მისი ჩემი თავისგან დაცვა რომ ვერ მოვახერხო? Ხატიას დაცვაც ხომ ვერ მოვახერხე?!

- Შენმა აგონიამ არ გადაიარა?

Მომესმა ზურგს უკან თამარის ხმა, ვისკის ჭიქა მაგიდაზე დავდე და მისკენ შევბრუნდი. Ბოლო ერთი კვირაა სახლში ყველას გავურბივარ, საძინებელში მხოლოდ მაშინ ავდივარ როდესაც ხატია იძინებს რადგან, ჩემი საქციელის ასახსნელად სიტყვებს ვერ ვპოულობ, თავსაც დამნაშავედ ვგრძნობ მის წინაშე ორსულ მდგომარეობაში მისი განერვიულება რომ მიწევს, მაგრამ რა ვქნა თავსაც ვერაფერს ვუხერხებ.

- Სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ თამარ.

- Აბა რატომ გაქვს ისეთი შეხედულება თითქოს სულს ღაფავდე?

- Შემეშვი!

- Ვაჟა სულ ცოტათი მაინც არ გაგიხარდა? Მკითხა ინტერესნარევიანი მშვიდი ხმით.

- Როგორ არა თამარ. Ეხლაც ეიფორიაში ვარ. Თამარმა თავიდან ფეხებამდე დამათვალიერა დაკვირვებით და ცხვირ აბზუებით მითხრა.

- Მე ვერ ვატყობ, თუმცა იმედია მართალი ხარ.

- Მართალს ვამბობ უბრალოდ შიში იმხელაა ჩემში სიხარულს ვერ გამოვხატავ. სსიხარულის გაზიარებისაც კი მეშინია.

- Რატო?

- Ჩემი ოჯახის... ჩემი ძმის.... დაივიწყე. Ვუთხარი თამარს და ჭიქა ვისკით შევივსე. Თამარი წამოდგა სასმელების კარადიდან შამპანიური და შამპანიურის ჭიქა გამოიღო და ახლა ჩემს პირისპირ ჩამოჯდა. Გაკვირვებული ვუცქერდი.

- Რას აკეთებ?

- Შენს სიხარულს მე ვიზიარებ, დარდს ისედაც კარგად გვიზიარებ ყველას. Წესივრად შვილიშვილის გამოჩენაც ვერ აღვნიშნეთ შენი შემხედვარე.

- შამპანიურის ბოთლის თავსახური ტექნიკურად მოხსნა და ნაზად დაისხა ჭიქაში. Მარჯვენა ხელში დაიკავა და ჩემსკენ გამოიშვირა.

- Ჩემი შვილიშვილის მამას გაუმარჯოს!

- Გამეცინა, მივუხვდი რის გაკეთებასაც ლამობდა.

- Გაუმარჯოს. Მივუჭახუნე ჭიქა და ორივემ ერთი ამოსუნთქვით დავცალეთ. Სწრაფადვე შეივსო თამარმა და შემავსებინა მეც სასმელი.

- Ახლა ულამაზესს და განუმეორებელ ბებიას გაუმარჯოს! Წამოიძახა თვალებ გაბრწყინებულმა.

- Ვის? Ვიკითხე სპეციალურად მის გასაბრაზებლად და მიმოვიხედე გარშემო. Განაწყენებულმა შემომხედა, ცდილობდა არ შეემჩნია და ისევ დამიკონკრეტა.

- Რათქმაუნდა მე იდიოტო! Აქ ჩემს გარდა სხვა ქალს ვერ ვხედავ, ჩემსავით ჭკვიანს და განსაკუთრებულს.

- Გაუმარჯოს! ვუთხარ ახლა უკვე სიცილით და დაველოდე შემდეგ სადღეგრძელოს, შემდეგს ალბათ ბაბუის და ბიძების სადღეგრძელო მოყვება გავიფიქრე ჩემთვის და გამეცინა ჩემდა უნებურად. Თუმცა შევცდი. Თამარს როგორც ხატიას შეეძლო 5 წუთის შუალედში ხასიათი შეეცვალა ჩემთვის.

- Შენი ძმა როგორ მოკვდა ვაჟა? თემური როგორ დაიღუპა? Რა მოხდა იმ ღამეს თქვენს ოჯახში?

სიცილი შემეყინა სახეზე. Ჩემს ძმაზე არავისთან ვსაუბრობდი, ოჯახზე, განვლილ წარსულზე და დანგრეულ ცხოვრებაზე ხმას არავისთან ვიღებდი, მხოლოდ ჩემი ცხოვრების შემსწრე ადამიანებმა იცოდნენ ჩემი წარსულის შესახებ, ხატიამაც კი მონაკვეთები იცოდა ჩემი ცხოვრებიდან რადგან მასთან და საერთოდ არც არავისთან მისაუბრია, ეს ის წარსულია რომელსაც თვალს ვერ ვუსწორებ და გავურბივარ, გავურბივარ რადგან დავიწყება არ შემიძლია, გახსენება და ფიქრი კი დიდ ტკივილს მაყენებს.

- Ვინ მოგიყვა?

- Შენ მომიყევი წუხელის.

- Ეგ როგორ?

- Ერთი კვირაა ამ ოთახში ზიხარ, სვავ, აქედან მხოლოდ მაშინ გამოდიხარ როდესაც გგონია რომ ყველამ დაიძინა. მე და დავითი გყარაულობთ მორიგეობით შენც და ხატიასაც, შენ რომ აქ ჩაკეტილი ზიხარ და გონების დაკარგვამდე სვავ ის ოთახში მთელი დღე ტირის. გუშინ ვეღარ მოთმინე და შენთან დასალაპარაკებლად შემოვედი , ძალიან იყავი ნასვამი, ნახევრად გეძინა, რატომ იქცევი ასე თქო რომ გკითხე მაშინ მითხარი რომ გეშინოდა თემურის მსგავსად მისი დაკარგვისაც გეშინოდა.

- Სხვა?

- Სხვა არაფერი, ამიტომ მოვედი დღეს ისევ შენთან.

- Სიხარულის არა დარდის გასაზიარებლად.

- Როგორც გინდა ისე დაარქვი. სარკეში თუ ჩაგიხედავს ამ ერთი კვირის განმავლობაში? Წვერი მოშვებული, სახე უძლობისგან და ამდენი დალევისგან დასიებული, თვალები ჩაწითლებული. Თმები გაჩეჩილი.

Ჩემმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ აიბზუა ცხვირი.

- Ჩემი შვილი რატომ იკლავს თავს შენს გამო ამდენი ტირილით მიკვირს.

- Რაგინდა თამარ?

- Რამინდა და მინდა ამოთქვა ერთხელ და სამუდამოდ რაც გაწუხებს დაისვენო შენც და ჩვენც დაგვასვენო!

- Რა გაინტერესებს?

- Უბრალოდ მომიყევი, მომიყევი რომ წარსულში ცხოვრებას თავი დაანებო და აწმყოში დაგვიბრუნდე იმ აწმყოში სადაც მამა უნდა გახდე.

- Ზუსტად მამობის მეშენია. Ვუთხარი ნახევრად ჩურჩულით.

- Რატომ?

- Მეშინია ჩემი ძმასავით რომ დავკარგო, მეშინია ჩემი შვილისთვის შავ ლაქად დავრჩე ცხოვრებაში როგორც მამაჩემი ჩემსაში დარჩა.

- Რამდენი წლის იყავი ?

- 21 ის თითქმის.

- Მაშინ ასეთი ძალაუფლება გქონდა?

- Არა...

- Სახელი?

- Არა...

- Ახლა რა გაშინებს?

Ვისკის ჭიქა შევივსე და ტუჩებთან მივიტანე, თუმცა დალევაც ვერ მოვასწარი ხელიდან წამართვა თამარმა.

- Საკმარისია დალევა, საუბარი გააგრძელე.

- Რა გაინტერესებს თამარ! მეშინია გეუბნები! Რომ ვერ დავიცვა მეშინია! რა გგონია საიდან არის ამდენი ძალაუფლება? ხალხის სისხლითაა შეძენილი და გაზრდილი. Რა გგონია საიდან მაქვს ამდენი ფული, ყველაფერი პატიოსანი გზითაა ნაშოვნი ასე ფიქრობ? Ამ ყველაფერს შეეწირა ჩემი ოჯახი, მამაჩემმა შესწირა თავისი თავი ჩემი 9 წლის ძმა და დედაჩემი, ხო ჩემი მხოლოდ ჭაობში ჩაგდება მოახერხა შეწირვა ვეღარ მოასწრო რომ ეცოცხლა და ეცხოვრა მაგასაც მოახერხებდა, ნეტა მოეხერხებინა, ნეტა მხოლოდ მე შევწირულიყავი ამ ყველაფერს და ამით დასრულებულიყო. Ვუყვირე თამარს უკვე გაღიზიანებულმა, თუმცა მიმიკიც არ შესცვლია ისევ წყნარი ხმით მითხრა.

- Განაგრძე.

- Როგორც შენ ფიქრობ ისეთი ლამაზი ცხოვრებით არ ვცხოვრობ, სიამოვნებით რომ ხარჯავ იმ ფულს სახლის მოსაწყობად, ზუსტად იმ სისხლს სისხლის ფასი აქვს ჩემს სამყაროში. მეშინია ჩემი შვილი ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენონ, როგორც ჩვენ გამოგვიყენეს მამაჩემის წინააღმდეგ. Იმ ღამით როცა ჩემი და ბიჭების ოჯახებს თავს დაესხნენ ბევრი ადამიანი დაიღუპა გოგას მთელი ოჯახი, კახას ოჯახი და ჩემი ოჯახი. Მამაჩემმა ჩემი დაცვა შეძლო თუმცა ჩემი 9 წლის ძმის გადარჩენა ვერა, რა ცოდო ჰქონდა ჩემს ძმას, მითხარი?! Არაფერი მხოლოდ იმისა რომ მამაჩემის შვილი იყო. Და ჩვენ? Ჩვენ რა დავაშავეთ? Ღმერთია მოწმე სამივე ამ ცხოვრებას გავურბოდით, მაგრამ არ გვაცადეს. Ან საიმისოდ დიდები არ ვიყავით გაგვეგო რომ, ჭაობში დაბადებულებს აქედან ამოსვლა არ შეგვეძლო. Პირიქით უფრო და უფრო ჩავიძირეთ შიგნით. Მამაჩემის მტრებს ჩემი მტრებიც დაემატნენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. Მითხარი რა ვქნა? Კიდევ რამდენი ადამიანის სისხლში გავისვარო ხელი? სარკეში არ იხედებიო მკითხე. Სარკეში ჩახედვა მძულს, სარკეში ჩახედვისას მხოლოდ ურჩხულს ვხედავ. Ადამიანს ვხედავ რომელიც ამ სამყაროს ამძიმებს. თქვენ ვერ იგებთ თამარ თუმცა თქვენც ამ ჭაობში ჩამოხვედით ჩემთან ერთად... ამ ოთახში გამოკეტილი ვზივარ და ვფიქრობ ჩემი შვილის ამ ქვეყანად მოსვლა ნიშნავს თვითმკვლელობას თუ მისი მამობა, მაგრამ ორივე ერთი და იგივეა დასასრული შეიძლება იყოს ან ჩემი მკვლელობა ან ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილის, ჩემთვის შედეგი ერთი და იგივეა... ჩემი შვილი ამ ჭაობში უკვე ჯერ არ დაბადებული იძირება მხოლოდ იმიტომ რომ მამამისი ყველაზე ნაძირალა ადამიანია ამ სამყაროში... თქვენი სიძე რომ ვყოფილიყავი არ გინდოდათ, ვიცი, არ გამტყუნებთ, დიდი ხანია ჩემი თავი თქვენს ცხოვრებაში მეც აღარ მინდა, მაგრამ არ შემიძლია, ხატიას გარეშე არსებობა არ შემიძლია.

- Ახლა ამ ყველაფერზე საუბარი აღარ ღირს, დარდი ამოთქვი ვაჟა და ცხოვრება გააგრძელე. ჩემს შვილთან და შენს მომავალ შვილთან ბედნიერად ცხოვრების უფლება მიეცი შენს თავს. შენნაირი გზის გავლა ყველას არ შეუძლია, განსასჯელადაც რთულია...

Გამეცინა, ჩემს ყოფაზე და ცხოვრების აზრზე გამეცინა საერთოდ რისთვის ვარსებობ ამ ქვეყნად, აქვს კი აზრი სიცოცხლეს.

- Ერთადერთი რაც ვიცი თამარ, მე დღეს მხოლოდ ხატიასთვის ვცხოვრობ და მის გვერძე ცხოვრებას პირველივე წუთიდან შიშში ვაგრძელებ. Დაკარგვის შიშში...

- Ჩვენს ცხოვრებაში სამი რამის შეცვლა არ შეგვიძლია . Იცი ესენი რეებია ვაჟა?

- Არა.

- Სიკვდილი, წარსული და ბედი. Ამ სამს ვერავინ ვერასდროს შეცვლის, რაც არ უნდა მოხდეს შენი სიკვდილიც განსაზღვრულია, შენი წარსულიც და ბედიც განსაზღვრულია. Რამდენადაც არ უნდა ნანობდე შენს წარსულს მაინც ვერ შეცვლი? Ვერ შეცვლი! Გულსი “ნეტავ” ბევრჯერ რომ გაივლე ვხვდები, მაგრამ აღარ ინატრო, “ ნეტათი” აღარ იცხოვრო, პირიქით წარსულიდან გაკვეთილი მიიღე, ყველა განვლილი წუთიდან და ცხოვრება გააგრძელე. რათქმაუნდა შენი წარსული ძალიან მძიმეა, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს მაინც ერთ მშვენიერ დღეს სილასავით მოგხვდება მისი არსებობა გამოსაფხიზლებლად, რაღაცას გაიგებ ან დაინახავ და ის განვლილი დრო წარმოგიდგება თვალწინ, თითქოს დრო გაჩერდება და წარსულში ჩადენილ შეცდომებში ჩარჩები იგრძნობ, დრო წარსულში ისე გაგჭედავს რეალობას მოგწყვეტს, თითქოს დრო შენ მტერი ხდება. Მაგრამ თავი უნდა დააღწიო, რადგან ბედნიერებას ყველა იმსახურებს, სინანული კი გვიან არასდროს არაა. Მამა ხდები, ხატიას ახლა სჭირდება შენს გვერდით ყოფნა. Ამ ოთახში აღარ დაგინახო, თორემ ორივე წახვალთ ამ სახლიდან.

- Გვყრი?

- Არა უბრალოდ, იძულებულს მხდით თქვენს პრობლემებთან მარტო დაგტოვოთ რომ გაუმკლავდეთ, ვერც ვერევით... სამწუხაროდ ჩავერიეთ და ვნახეთ ყველამ რაც მოხდა... საყურებლად კი რთულია, მშობლები გახდებით და მიხვდებით.

- Სად არის?

- Თინამ გაიყვანა გარეთ, ნინოს დისშვილებს უნდა შეხვედროდნენ, და მგონი შენებსაც.

- Გასაგებია. Თავი დავუქნიე.

- Ანუ?

- Რა ანუ თამარ. Არ წახვალ?

Ღრმად ამოვისუნთქე, თავის დანებებას არ აპირებდა.

- Კარგი რა ვაჟა არც იმ ასაკში არ ხარ ხელი ჩაგკიდო და მე წაგიყვანო. Მძღოლს ვთხოვ შენს ადგილამდე მიყვანას.

- Არა მგონია ჩემი დანახვა უნდოდეს.

- Მაგას სანამ არ ნახავ ვერ გაარკვევ. Მძღოლის გასაფრთხილებლად მივდივარ მოწესრიგდი.

Ოთახში ავედი შხაპი მივიღე, სპორტულ სამოსში გამოვეწყე და წასასვლელად მოვემზადე. Ეზოში რომ გავედი თამარის მოყვანილი მძღოლი მანქანის საბარგულში ჩემოდანს დებდა. Მგონი იმ მანქანაში რომლითაც მე მივდიოდი. თამარიც იქვე იდგა.

- Შენნაირი ქალი მეორე არ მეგულება ამ ქვეყნად, სახლიდან მაგდებ? Თამარს გაეცინა.

- Კი შენ და შენ ცოლს, მოგვშორდით ცოტახანი, არც ისეთი ბებერი ვარ ორ დეპრესიულ ახალგაზრდას ვუყურო სახლში.

- Კარგი გიჯერებ. Იმედია არ ვინანებ.

- Არ ინანებ, არ ინანებ.

მკლავში ხელი წამავლო და ზუსტად ისე ჩამტენა მანქანის უკანა სავარძელზე როგორც პოლიციელი დამნაშავეს.

- Მომხედე, თუ დახმარება დაგჭირდა შეგიძლია დამირეკო ან მომწერო, სანამ მოგვარდებით ნებისმიერ დროს მერე კი აღარ შემაწუხო! Მინიმუმ სამი დღე სახლში არც ერთი დაგინახოთ!

Მანქანის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა ისე რომ სიტყვაც არ მათქმევინა. Აღარ მიკვირ ამ ქალის ხასიათს შევეჩვიე...



***

Პიცერიის კარიდან ვუყურებ ხატიას , შესვლას ვერ ვბედავ, როგორ შემხვდება მეშინია, ერთი კვირაა მის გვერდით მძინავს მაგრამ ისეთ დროს ვიძინებ და ვიღვიძებ როდესაც მას სძინავს, ფაქტიურად ერთი კვირაა არ ვუნახივარ...

- Ვაჟა! როგორც ჩანს პირველი თორნიკემ შემამჩნია და დამიძახა. Ხელი დამიქნია მათკენ მისასვლელად. Ჩემსკენ ყველა შემობრუნდა ჩემი ფერიას გარდა. Მწარედ გამეღიმა ვიცი გული ვატკინე.



Ხატია

იმ დღიდან, როდესაც ვაჟას ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი, ჩემი ცხოვრება უცებ უცნაური გახდა. ცუდათ არ მექცეოდა , მაგრამ აღარც ისეთი იყო, როგორიც ადრე. ვგრძნობდი იმ სიცივეს, რასაც ჩვენს შორის ინარჩუნებდა, ძალიან იზოლირებული გახდა ჩვენგან . დილით სახლიდან გადიოდა, სანამ მე გავიღვიძებდი და გვიან საღამოს ბრუნდებოდა უკან. თავს გვარიდებდა, რადგან შიში უძლიერდებოდა, როცა მიყურებდა.

- Ვაჟა ძალიან მიშლის ნერვებს. ბრაზი ჯერ კიდევ არ მქონდა განელებული. ჩემს წინ მჯდომ თორნიკეს ვესაუბრებოდი და თან ქაღალდის პარკიდან ამოღებულ ალუჩას ვჭამდი.

- ბავშვზე საუბარიც კი არ უნდა.

Ჩემს ნათქვამზე ნინიმ წარბები შეჭმუხნა და ჩვენს გვერდით მსხდომ ბიჭებს გაბრაზებული მზერა მოავლო.

- Ყველა კაცი ერთნაირია, ყველა ლაჩარია! Თქვა გაბრაზებით. Მისი ნათქვამის გამო კახას თვალებში განაწყენებული მზერა დავიჭირე. Შემდეგ ნინიმ მე გადმომჩურჩულა და კახაზე მიმითითა.

- აუცილებელია მანაც ჩვენთან ერთად ყველგან იაროს?

- Თქვენს შორის რამე ხდება? Ვიკითხე გაკვირვებულმა რადგან კახაზე ასე ბოროტულად განწყობილი არასდროს ყოფილა.

- Რომ ვუყურებ ნერვები მეშლება , მოგიყვები მერე..

- Მართალიხარ ნინი. გამოეპასუხა თინა.

- Ამას რაღა დაემართა. Გოგას თვალებით ჭამდა. Მათი ეს საქციელი კი ჩემს ნერვებზე საშინლად თამაშობდა.

- Გეყოფათ! Სახლიდან ძალით თქვენ გამომიყვანეთ, ახლაკი სხედხართ და დარდზე დარდის დამატებას ცდილობთ. ტირილს ცოტა მაკლდა, არა უფროსწორად ვტიროდი. Ცრემლები თავისით მომდიოდაა თვალებიდან. თორნიკეს დაძახილზე იზულებული გავხდი თვალები შემეწმინდა.

- Ვაჟა! Დაუძახა თორნიკემ.

Ნინიმ ხელზე ხელი მომიჭირა და გამიღიმა. Ღმერთია მოწმე მისი აქ მოსვლა უზომოდ გამიხარდა, თუმცა გაბრაზებულიი რადგან ვიყავი გადავწყვიტე მისკენ არ მივბრუნებულიყავი. Ჩვენს მაგიდასთან რომ გაჩერდა წამოვდექი და წასვლა დავაპირე, თუმცა ვაჟამ არ მაცადა მკლავში ხელი წამავლო, თავისუფალ ადგილზე დაჯდა და მეც კალთაში ჩამისვა ყველას თვალწინ.

- Ჩემს ფერიასთან გამოჩენილი ლაჩრული საქციელის გამო ბოდიშის მოსახდელად მოვედი. Თმაზე ხელი გადამისვა და შუბლზე მაკოცა.

- Და არა მარტო მასთან. Ჩემს მუცელთან დახარა თავი და ალაპარაკდა.

- Მამიკო შენც ბოდიშს გიხდის, ყველას წინაშე. შენ და დედიკომ მაპატიეთ... ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ..

- Გპატიობთ. Ვუთხარი გახარებულმა და მჭიდროდ ჩავეხუტე. Ვაჟას სიცილი სასიამოვნო მელოდიად ჩამესმოდა ყურებში, Თვალებიდან კი ხელახლა წამსკდა ღვიარებით ცრემლები, სიხარულის ცრემლები...

- Უჰჰ! Გვეშველა. Წამოიძახა გოგამ.

- Როგორც იქნა! Დაამატა კახამ.

- Რისი ატანა გვიწევდა ვერც კი წარმოიდგენ. Გააზვიადა გოგამ.

- Ხან იცინის ხან ტირის. Ჩვენკიდევ სულელებივით შევყურებთ.

- Ახლა მიხედავ შენ. Რამოგატყუო და მამობა რთული საქმე ჩანს.

- Ცოტახანში შენც მოგიწევს გოგა, თვალი ჩაუკრა ვაჟამ.

- იქამდე ჯერ უნდა დაქორწილდეს. Ჩაერთო საუბარში თინა. Შემდეგ მე მომიბრუნდა და გაბრაზებულმა ალუჩის პარკი გამომტაცა ხელიდან.

- Შენ კიდევ მილიონჯერ გაგაფრთხილე ნუ ჭამ ამდენს, ვინ იცის რითია მოყვანილი. Ხმისამოღებაც ვერ მოვასწარი გოგამ საყვედური საყვედურზე მიაყარა თინას.

- შენ პირდაპირ რომ მითხრა შენი პრობლემები ხომ ჯობია? Ყველაფრით უკმაყოფილოხარ. Შენი მოსაწონი ვერაფერი გამიკეთებია.

- Ამათ შორის რახდება ? მკითხა ვაჟამ, მხრები ავიჩეჩე არვიცის ნიშნად.

- Კაცები მაინც ვერაფერს ვერ ხვდებიან თინა აზრი არ აქვს მათთან საუბარს და ენერგიის ხარჯვას. Თქვა ნინიმ.

- Ქალები ზედმეტად მეწვრილმანეები ხართ. Უთხრა კახამ.

- Რა ხდება? Იკითხა თორნიკემ.

- Აირია მონასტერი. აქაურობას გავეცალოთ აჯობებს.

- Სახლში წავიდეთ. Ვუთხარი ვაჟას.

- Ააა, სახლში ვერ წავალთ.

- Რატომ? Ვიკითხე ინტერესით.

- Დედაშენმა მინიმუმ სამი დღე სახლიდან გამოგვყარა.

- Რაა? Ხმამაღლა დავიწყე სიცილი.

- Ხოო. Არც ისეთი ბებერია დეპრესიულ ახალგაზრდებს რომ უყუროს.

- Სად წავიდეთ?

- Შენ სად გინდა ჩემო ფერია?

- Კახეთში წავიდეთ.

- Წავიდეთ.

***

Კახეთში სამი დღე არა მაგრამ სამი კვირა გაავჩერდით. Დაუვიწყარი და ბედნიერებით სავსე დღეები გავატარეთ. ვაჟა 360 გრადუსით შეიცვალა. საშინელი ტოქსიკოზის გამო ყოველ წუთას დაძაბული იყო. Კახეთიდან თბილისში ვბრუნდებოდით როდესაც თავის თავზე ბრაზდებოდა რადგან გზაში რამდენჯერმე მოგვიწია შეჩერება.

-Ჩემს დებილ თავს რა ვუთხარი. Სად მოდიხარ რომ მოდიხარ. ლაპარაკობდა თავისთვის.

- Რა მოხდა?

- Ამხელა გზაზე რომ წამოგიყვანე ჩემს თავზე ვბრაზობ. Სამიკვირაა ნორმალურად არაფერი გიჭამია, ორსული ქალები წესით უნდა იმატებდნენ შენ კიდევ პირიქით დაიკელი ატყობ?

- Ორსულობის დროს იცის ასე, ექიმმა პირველი ვიზიტისას გამაფრთხილა.

- Ხატი, ბავშვს რამე ხომ არ დაუშავდება? Იკითა შიშ ნარევი ხმით.

- Არა.

- Შენ რომ ასეთ მდგომარეობაში გიყურებ მეშინია. Ახლა კი მისი დაკარგვისას ძაღლივით მეშინია. მაპატიებს?

- Რას?

- Ადრინდელ სისულელეებს?

- Არ ეცოდინება. Და რომც გაიგოს მომავალში დარწმუნებული ვარ გაგიგებს.

- Მეშინია მისთვის კარგი მამა რომ ვერ ვიყო?

- Შენ რა მშიშარა გამოდექი. Ვუთხარი სიცილით. Რადგან მინდოდა მისი განწყობა შემეცვალა. Შანსი იყო ისევ დეპრესიაში ჩავარდნილიყო და თავი დაედანაშაულებინა.

- Რავქნა, საქმე თქვენ რომ გეხებათ, თავს ზევით ძალა არაა.

-Ყველაფერს ერთად ვისწავლით.

Თბილისში რომ ჩავედით ვაჟამ გეზი შეცვალა სახლის მაგივრად სხვა მიმართულებით მივდიოდით.

-Რამე საქმე გამოგიჩნდა? Სად მივდივართ? Ძალიან დავიღალე, სახლში მალე მინდა მისვლა დადასვენება.

- Საავადმყოფოში მივდივართ. Მუცელზე ხელი დამადო დაა მომეფერა, ვნახოთ მამიკოს ფერია როგრაა?

- Ფერია? Ჯერ რომ არ ვიცით გოგოა თუ ბიჭი? Იქნებ და პატარა ბიჭია? ვაჟას ბედნიერი გამომეტყველება დაეფინა სახეზე.

- Ჩემთვის აზრი არ აქვს, შენ ვინც გინდა ის იყოს ჩემო ლამაზო. Გავიგებთ უკვე?

- Არ ვიცი. Ვნახოთ ვინ იქნება...

***

Ვაჟასთან ერთად პირველად ვნახაავდით ჩვენს პატარას. ვერ ვმალავდი ჩემს აღფრთოვანებას. Თითქმის სამი თვეა ამას მოუთმენლად ველოდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სურვილი მკლავდა, არ მინდოდა ამ მომენტის გავლა ვაჟას გარეშე. Მისი ბავშვისადმი დამოკიდებულების ცოდნით, ხშირად ვვარდებოდი სასოწარკვეთილებაში და ვფიქრობდი, რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა. ერთი წამით მეგონა, რომ ვაჟას ბავშვი არასდროს მოუნდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ეს სიტუაცია შეიცვალა.



Საავადმყოფოში წასვლის ერთ- ერთი მიზეზი ვაჟას წუხილი იყო რომ მუცელი არ გამეზარდა, ბავშვი სამი თვის იყო და მუცელი ჯერ კიდევ არ მეტყობოდა. იმდენად შეშინებული იყო, გზიდანვე საავადმყოფოში მიმიყვანა.

Მეორე დილას არც დაელოდა, ცოტა მაინც რომ დაგვესვენა. როდესაც ექიმმა, რომელმაც თავის ოთახში ყველაფერი მოამზადა, ადგილი მაჩვენა წამოსაწოლად ღრმად ჩავისუნთქე. იმედია, ჩვენი ბავშვი კარგადაა.



როდესაც დავწექი და შარვალი შევიხსენი, ვაჟა ჩემს გვერდით იდგა. თვალები ხშირად ჩემს მუცელზე გაურბოდა, ცდილობდა მღელვარება და სტრესი დაეფარა, თუმცა ამაოდ ერთ ადგილზე ძლივს ჩერდებოდა. შევკრთი, როდესაც ექიმმა მუცელზე ცივი გელი წამისვა. ძალიან ცივი იყო. ქალბატონმა თამუნამ გამიღიმა, ულტრაბგერითი აპარატი მუცელზე დამადო და მოძრაობა დაიწყო.

- ვნახოთ, როგორ არის პატარა? ექიმი, რომელიც ამ საკითხზე იუმორისტული ტონით გვესაუბრებოდ, ჩვენი ნერვიულობა შენიშნა. Როდესაც მოწყობილობას ჩემს მუცელზე ატრიალებდა და ბავშვის პოვნას ვცდილობდით, ვაჟას სუნთქვა გაუხშირდა.

- Აი ისიც. Გაღიმებულმა ექიმმა ეკრანზე ბნელ ჩრდილში ადგილი გვაჩვენა.

- Აი იქ. Კარგად დააკვირდით.

Ორივენი ეკრანს გაბეცებულები ვუყურებდით და ვერაფერს ვხედავდით.

- Მე ვერაფერს ვხედავ, ან რასაც ვხედავ იმას ბავშვს ვერ ვადარებ. Ვაჟა შენ ხედავ რამეს?

ვაჟა ეკრანს მიუახლოვდა დააკვირდა შემდეგ ექიმს ჰკითხა.

- Ექიმო თქვენს მოწყობილობას რამე პრობლემა აქვს?

მისი გამომეტყველება ძალიან სერიოზული იყო, როდესაც ექიმს ესაუბრებოდა.

- ყველგან შავ-თეთრია, დაამატეთ ცოტა ფერი, რომ ბავშვი დავინახოთ.

- Ვაჟა სასაცილოდ ნუ იქცევი. Ეს ეკრანები ასეთია. Შემდეგ ექიმისკენ შევბრუნდი და ვკითხე.

- Სად არის ჩევენი შვილი?

მან მოწყობილობა მუცელზე დამაჭირა და საჩვენებელი თითით ეკრანზე ერთ წერტილზე მიუთითა.

- იქ.

Იქ და ზუსტად სად? Ვფიქრობდი ჩემთვის. თუმცა როდესაც ყურადღებით დავაკვირდი, დავინახე. ჩემი გულისცემა უეცრად გახშირდა. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა განსაზღვრული ფორმა, მაგრამ იქ იყო. ეკრანზე თავისი ადგილი დაიკავა, თითქოს იმის საჩვენებლად, რომ ჩემს მუცელში იყო და ჩვენთან იყო. როდესაც დავინახეთ, ულტრაბგერითი გამოკვლევის ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

ვაჟას თვალები გაუფართოვდა, მასში არსებული ყველა ემოცია მწვანეებში გაეფანტა. ჩვენი ბავშვის უფორმო გამოსახულებამაც კი მოხიბლა, ტუჩები აუკანკალდა. მის თვალებში დანახულმა სიკაშკაშემ თვალები ცრემლებით ამივსო. ეკრანს სუნთქვაშეკრული უყურებდა. როდესაც ჩურჩულით წარმოთქვა:

- Გამარჯობა. თითქოს პირველად ელაპარაკებოდა პირისპირ.

- გამარჯობა მამიკოს პატარა ფერია. თითქოს მთელი გულით სჯეროდა, რომ გოგო იქნებოდა. იქნებ სურდა, რომ გოგო ყოფილიყო.

Ვაჟა ეკრანთანახლოს მივიდა, მისი მზერა პატარა ფიგურაზე იყო მიპყრობილი. ხუთი წამის განმავლობაში უძრავად უყურებდა ჩვენს პატარას. Თითქოს თვალები ცრემლებით დაბინდული ჰქონდა, სუნთქვა შემეკრა, ეკრანი ბუნდოვანი გახდა. როდესაც ხელი ასწია, დავინახე, როგორ უკანკალებდა თითები. ეკრანს თითის წვერებით შეეხო, თითქოს ეშინოდა, არაფერი დაეშავებინა.



მის სახეზე იმდენად ღრმა და შოკისმომგვრელი გამომეტყველება იყო, ძნელი მისახვედრი არ იყო ის რომ ტიროდა. Ცრემლები მის მოკანკალე წამწამებს შორის მოედინებოდა. Მწვანე თვალებში სიყვარულით და მადლიერებით სავსე გამომეტყველებით თითები გადაუსვა ეკრანზე გამოსახულ ჩვენს პატარას და თავისთვის ჩაიჩურჩულა.

- შენ... შენ ჩვენი ხარ.

ცდილობდა მზერით გადმოეცა მასში არსებული სიყვარული. სახეზე პატარა ღიმილი გადაეფინა, გულუბრყვილო ემოციით ჩაილაპარაკა.

-ის ისეთი პატარაა, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაიზრდება. Უფრო მეტი უნდა ჭამო ხატია.



Ცოტა დამაკლდა რომ არ გამეცინა, ასეთ დროს ისედაც პატარები იყვნენ.

- გულისცემას მოვუსმინოთ. Გვითხრა თამუნა ექიმმა. მე და ვაჟამ ერთმანეთს თვალებსი შევხედეთ. ექიმმა პატარა ღილაკს დააჭირა ხმის ჩასართავად, ღიმილი გადამეკრა ხელახლა სახეზე როდესაც ხმამ ოთახი აავსო. Სიხარულით ვუსმენდი ამ ხმას და ვგრძნობდი ჩემი გულისცემა მისას ბანს აძლევდა. ჩემი შვილის გულისცემა მუსიკის ყველაზე ტკბილ ნოტს ჰგავდა. ჯადოსნური, ნუგეშისმცემელი იყო და სიმშვიდით მავსებდა. Ვაჟას როდესაც შევხედე თვალები დახუჭული ჰქონდა და ისე უსმენდა. Მისთვის ახლა ამ ხმაზე ძვირფასი სამყაროში არაფერი აღარ არსებობდა! დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენი პტარა უკვე ძალიან უყვარდა!

ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ექიმის კაბინეტში შევედით, ქალბატონი თამუნა ძალიან ჩუმად იყო. სანამ რამეს იტყოდა, ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზების შედეგებს ათვალიერებდა. Მის სახეზე სერიოზულობამ უკვე შეგვაშფოთა.

- რამე პრობლემაა? Იკითხა ვაჟამ.

- Სამწუხაროდ , როგორც ჩანს ასეა. Ორსულობის პირველ ტრიმესტრში საკმაოდ ბევრ დედასთან გვხვდება ეს პრობლემა. Რაც ახლა თქვენ გაქვთ. Თუმცა უსაშველო არაა. Უბრალოდ სარისკოა ბავშისთვის, რადგან მოცლის მოშლის რისკია. როგორც ჩანს გახშირებული ტოქსიკოზი გაქვთ რამაც ტონუსის მომატება გამოიწვია.

Ვაჟას ხელი მჭიდროდ ჩავჭიდე, თვითონას საპასუხოდ მჭიდროდ მიჭერდა ხელხ ხელზე, თითქოს ერთმანეთში ვცდილობდით ძალის პოვნას.

- Მისი დაკარგვის რისკის ქვეშ ვართ? ძლივს წარმოთქვა ვაჟამ.

- Იგრძნო? თავიდან რომ არ მინდოდა იგრძნო? Მის თვალებში ძლიერი სევდა დავინახე.

- Იგრძნო რომ არ მინდოდა?

Ჩურჩულებდა, დამნაშავესავით თავი დაეხარა, ისე იქცეოდა თითქოოს ეს მდგომარეობა მისი ბრალი ყოფილიყოს.

- Ასე მსჯის? მანაც უნდა დამტოვოს? Ცრემლით აევსო ვაჟას თვალები.

- Ნუ გეშინიათ! Პირველ რიგში დამშვიდდით. გითხარით რომ რისკია მხოლოდ, სათანადო მკურნალობით და მოპყრობით ეს კრიტიკული 4 კვირა მაინც უნდა გადავაგოროთ. Ამიტომ ყველანაირად უნდა გაუფრთხილდეთ თავს ქალბატონო ხატია, ნერვიულბა, ზედმეტია მოძრაობა, თქვენთვის საშიშია. Ამ ეტაპისთვის კარგი იქნება თუ წოლით რეჟიმს მივმართავთ, სიარული არ გეკრძალებათ მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იწექით. Ახლა გადასხმას გაგიკეთებთ რომ ტოქსიკოზი შევამციროთ, საჭირო წამლებსაც გამოგიწერთ, კვებითაც მივეშველებით და როგორმე ამ პერიოდს გადავაგორებთ.



ექიმის ნათქვამის შემდეგ, ვაჟა ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყო , მას უფრო მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა.

-ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავკარგოთ.

მინდოდა, ეს შიში და სევდაში იქვე წამეშალა.

- Ის ჩვენი პატარა სასწაულია, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იბრძოლებს. მისი ჯანმრთელობისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.



***

იმ საღამოს, როდესაც საავადმყოფო დავტოვეთ, ვაჟამ სახლში ყველა გააღვიძა და ეზოში შეკრიბა. არა მხოლოდ ოჯახის წევრები არამედ ყველა, დიასახლისები და მცველები. Ყველას უამბო ჩემი სახიფათო ორსულობის შესახებ და სთხოვა მისი სახლში არ ყოფნის პერიოდში ყურადღებით ყოფილიყვნენ. ჩემთვის კომფორტის შესაქმნელად ყველანაირად უნდა ეზრუნათ.

***

Უკვე 4 თვეა სახლში არსებული ყველა ადამიანი ყოველ ნაბიჯზე უკან დამდევს, მიუხედავად იმისა რომ რისკი აღარაა და ჩვენი პატარა გოგონა თავს კარგად გრძნობს, ორსულობაც მშვენივრად მიმდინარეობს, მაინც თავს არ მანებებენ. Მუცელი უკვე ისე გამეზარდა ბატივით დავიწყე ჩემდაუნებურად ბატივით დავდიოდი. ეზოში ჰაერზე დავგულაობდი როდესაც ვაჟა მანქანით დაბრუნდა სახლში, მანქანიდან გადმოსვლისას ფეხსაცმელიდან მტვერი ხელით გადაიწმინდა, რა უბედური ჩვევა ჰქონდა ყოველთვის ასე აკეთებს... გამიღიმა და ღია ონკანისკენ გაემართა.

- Ხელებს გადავიბან და ახლავე მოვალ.

Მე მივედი მის გვერდით, ხელები რომ დაიბანა ლოყაზე მაკოცა, ძალიან საყვარლად შემომცინა და შემდეგ სველი ხელები ჩემს ჟაკეტზე შეიწმინდა. ნერვები მომეშალა.

- Რა საქციელია. Ვუთხარი გაბრაზებულმა. ის კი ცდილობდა არ გასცინებოდა.

- Მგელივით მშია. Წამო სახლში შევიდეთ მალე. მხარზე ხელი გადამხვია თავზე მაკოცა.

- Ჩვენი პატარა როგორაა?

- Ძალიან დავიღალე. Ისე დავმძიმდი ნეტა ვინმეს ჩემს მაგივრად ჩემი მუცლის ტარება შეეძლოს. Ვუთხარი ბავშვური გულუბრყვილობით. Სახლში შესასვლელ გზას მივუყვებოდით. Ვაჟა ისტერიული სიცილით დამცინოდა.

- Სამწუხაროდ მსგავსი სერვისი არ არსებობს ამიტომ, თავიდან ამოიგდე ეგ აზრი ჩვენი პატარას ტარება შენ მოგიწევს.

- Შენ იცი რომ მამრი ზღვის ცხენები თავიანთ შვილებს თვითონ ატარებენ? Შენ ზღვის ცხენის დონეზეც კი ვერ ხარ. ვაჟამ გადაბჟირებამდე იცინოდა, მეკი მისი მამაკაცური სიცილი ყველაზე სასიამოვნო მელოდიასავით ჩამესმოდა.

-Არასდროს მეგონა ზღვის ცხენს რომ არ ვგავარ ასე თუ გამიხარდებოდა.

- Თქვენ კაცები, ყველაფერში მარტივ გზაც ირჩევთ.

- Რა შუაშია?

- Რა შუაშია და თქვენ თქვენი რეპროდუქციული პროცესით ტკბებით და ჩვენ კიდევ ამ სირთულეებს ვიტანთ. Საერთოდ რატომ დამაორსულე? ვუთხარი საყვედურნარევი ხმით.

- Საყვარელო შენ დილას მარცხენა ფეხზე ხომ არ ადექი? Მითხრა სიცილით.

- Წონაში მე მოვიმატე, სტრიები გამიჩნდა, ბატივით მე დავდივარ და კიდევ მე ავდექი მარცხენა ფეხზე?

- Შენ ხომ იცი ჩემო ფერია რომ შენს ამ დგომარეობაზე ჭკუა მეკეტება? Შენი სტრიებიც ცალკე ძალიან მომწონდ და მიყვარს შენი ყველანაირი მდგომარეობა მომატებული კილოგრამებიც და შენი სიარულის საყვარელი სტილიც.

- ძალიან გავსუქდი... ენერგია აღარ მაქვს, სიარულის თავიც კი აღარ მაქვს უკვე. Ფეხები საშინლად მტკივა.

Ვაჟა დაიხარა ხელში ამიყვანა და სახლში ხელში აყვანილი შემიყვანა, მისაღებში ყველა ჩვენ გვიყურებდა, ვაჟა ცდილობდა არ გასცინებოდა.

- Იძულებული არ ხარ ჩემო ლამაზო იარო. Მითხარი და ყველგან ასე ხელში აყვანილს გატარებ.

Დივანზე დამსვა და გვერდით მომიჯდა.

- Საჭმელი რა გვაქვს თამარ? Შენს ერთადერთ და განუმეორებელ სიძეს რა გაუკეთე?

Დედამ ღრმად ამოისუნთქა უკვე დაღლილი იყო დღის განმავლობაში ჩემი კაპრიზებით, ახლა ვაჟა დაემატა, მხოლოდ დედას გაკეთებულ საჭმელს ვჭამდი, ნინო დეიდას და მამიდა კატოს კი ძალიან სწყინდათ დედაჩემი კი უკვე შეღონებული იყო. Ამას ემატება ის რომ მალე გოგას და თინას ქორწილი გვაქვს მამიდა და დედას უწევთ თითქმის ყველაფერზე სირბილი.

- Მთელი ოჯახი, საჭმელს ითხოვს ჩემგან. Ბუზღუნით და წყრომით წამოდგა სავარძლიდან დედა და სამზარეულოსკენ წავიდა.

- Ჩემს ცოლს რაც საჭმელი არ უკეთებია ამ თვეების მანძილზე აკეთებს. Ხმამაღლა იცინოდა მამა.

- Შეგეტყო დავით ღიპი მოიგდე. Დასცინა ვაჟამ.

- Შენს ცოლს ეჯიბრება ჭამაში. ცოტახანში მასზე დიდი მუცელი ექნება, პერანგებზე რამისაა ღილები ასწყდეს. Სამზარეულოდან საჭმლით სავსე ლანგრით დაბრუნებული დედა გამოეპასუხა ვაჟას და მამას. Ვაჟამ მამას თვალი ჩაუკრა და დედას მიუბრუნდა.

- Რა ქნას კაცმა თუ ამდენი წლის მერე ახლა გაუგო შენს საჭმელს გემო?

- Გადავიფიქრე ჩემს გაკეთებულ საჭმელს აღარ გაჭევ. Უკან გაბრუნდა დედა. Ვაჟა სწრაფად წამოხტა დივნიდან დედას ხელიდან გამოსტაცა ლანგარი და მაგიდისკენ წავიდა საჭმელად რომ დამჯდარიყო.

- Ნაკლები ჭამე დავით სიდედრს ნუ მიბრაზებ.

- Აჰააა, სწორ Გზას ასე სწრაფად უნდა დაუბრუნდე. კმაყოფილებით სავსე ღიმილით უთხრა დედამ ვაჟას.

- Კმაყოფილი სიდედრი კმაყოფილი ოჯახი! საჭმლით Პირგამოტენილი ლაპარაკობდა ვაჟა.

- Ეგ გამოთქმა არასწორია, კმაყოფილი ცოლი, ბედნიერი ოჯახი. Ასეა. Ვუპასუხე მე.

-Როგორც ჩანს შენი ცოლი კმაყოფილი არაა ვაჟა. Სიცილით უთხრა თინამ.

-Უკმაყოფილიოა კი ზღვის ცხენი ქმარი რომ არ ყავს და ბავშის ტარება რომ არ შეუძლია. მისაღებ ოთაცში მყოფმა ყველამ ხმამაღლა გაიცინა.

-Გადარჩენილი ხარ ვაჟა. Უთხრა დედამ.

- Რაზე?

- Ხვალ ან ზეგ ზღვის ცხენის წვნიანი შეიძლება მოეთხოვა და შენი დაჭრა მომიწევდა. ბავში ყავს მუცელში თუ ვამპირი ვეღარ გამიგია, ყოველდღე ან ხორციან საჭმელს ჭამს ან თევზს, სამზარეულოში შეხედვა აღარ მინდა. Მგონი დროა თქვეს სახლში დაბრუნდეთ.

Უარესად გაიცინა აქ მყოფმა ყველამ დედაჩემის გარდა.

-Მე ისედაც ჩემს სახლში ვარ. Ვუპასუხე დედაჩემს.

- Შენი ქმარი არ იყო რომ მეხვეწებოდა აქ უნდა იცხოვროო? Დაეპასუხა ვაჟაც.

- Ეგ ჩემი ქმარი იყო. Წადით შვილო დამასვენეთ.

- Ძაან უკმაყოფილო ხარ თაკო. Უთხრა მამამ.

- Შენც დამღალე და შენმა შვილმაც და იმიტომ. Რამდენიხაანია ბოტოქსის გასაკეთებლად ვერ გავედი სახლიდან.

- Ძალიან კარგი, მიმიკები დაგიბრუნდება ნელნელა თამარ, დაეპასუხა ვაჟა. Გაბრაზებულმა დედამ ბალიში ესროლა ვაჟას მაგრამ ააცილა.

-Ხომ ხედავ მართალს ვამბობ გაბრაზებული რომ ხარ შგეტყო.

Სახლში ყველა ვიცინოდით მათ ბავშურ კინკლაობაზე.

- Ხვალ გოგას და თინას საქორწილო ხარჯებს შენი მოცემული კარტიდან გავისტუმრებ. Სახლის მოსაწყობად ყველა ნივთს მაგ კარტის მეშვეობიტ შევიძენთ თან ვეცდები ყველაზე ძვირფასი და და ღირებული იყოს. Და საერთოდ ყველაფერ მე გადავიხდი შენი ფულით.

-Არ ვაპირებ დამპალი გოგას ქორწილის ხარჯები მე ავანაზღაურო. Ყელამდე ფულში ზის თვითონ გადაიხდის ყველაფერს.

- Ისე აწუწუნდი ქყვეყნის შიგნით თუ გარეთ მსხვილი ბიზნესების მფლობელი შენ არ იყო.

- Მე თუ ვარ ის ნაძირალაც არის. Და რატომ ვაჭამო ჩემი ფული.

- Ჩემს მომავალ ქმარძე ნორმალურად ილაპარაკე სიძე.

- Მაშინ ხმა ამოიღე და ბიცოლაშენ ტაქტიანად აუხსენი რომ სხვისი ფულის დახარჯვა შენს ქორწილში არ გინდა რადგან შენს ქმარს ისედაც თავზე საყრელად აქვს ფული და არ იცის სად წაიღოს.

-Რამდენიმე ათასი დოლარი არაფერს დაგაკლებს ვერც შეამჩნევ.

- Უკვე თითოეულ კაპიკს ვუფრთხილდები მხოლოდ საჭიროების დროს ვხარჯავ. Მამა ვხდები ჩემი შვილის უზრუნველ მომავალზე ვფიქრობ.

- Რამდენი ლაპარაკი გცოდნია ქალივით. Უთხრა თინამ.

- Ვაჟა საჭიროებაში ის ახალი მანქანაც შედიოდა ალბათ ხომ? Უთხრა დედამ.

- Კი, რათქმაუნდა მანქანა ყოველთვის შედის. Უთრა ვაჟამ სიცილით.

***

38 კვირაში გადავედი უკვე, თინასაც ზუსტად ახლა მოუნდა ქორწილის გადახდა როდესაც არაფრის და არანაირი ხალისი არ მაქვს და საშინლად მაწუხებს მომატებული 15 კილო. პირს ვერ ვაჩერებ , სულ მშია. აპრილის მიწურულს თბილი დღეები მაცოცხლებელი ელექვით ეფინებოდა არემარეს. მოახლოებული მშობიარობის გამო ვაჟამ კომპანიაში სიარული შეწყვიტა, გოგას რამდენიმე დღეში ქორწილი ჰქონდა, ამიტომ ყველანაირი საქმის კეთება მხოლოდ კახას უწევდა, საწყალი მგონი რომ კაბინეტიდან თავს ვერ ყოფდა, სახლიდანაც კი არ იწუხებდა თავს ჩემი ქმარი ემუშავა. Კახას დატირთული გრაფიკის გამო ნინისთან კამათი მოუვიდა, ბოლო მოვლენები ისე განვითარდა მათ შორის, აღმოვაჩინეთ რომ შეყვარებულები იყვნენ. ლიკა სამოგზაუროდ დადიოდა და კომპანია საერთოდ არ ანაღვლებდა, საკმარის შემოსავალი ჰქონდა სამივესგან უდარდელად რომ ეცხოვრა სიბერემდე ამიტომ ყველანაირ პასუხის მგებლობას იყრიდა მხრებიდან. სახლიდან ყველანი წასულები იყვნენ მხოლოდ მე და ვაჟა ვისხედით დაბლა. Მე L ფორმის დივანზე ვიყავი წამოწოლილი საძინებელში ასვლის თავის კი არ მქონდა, ფეხები ისე ძაან დამისივდა და დამიმძიმდა, სიარულის თავი საერთოდ არ მქონდა.

-Დავიღალე... ტირილს ვაპირებდი უკვე.

-Ცოტაც მოითმინე ჩემი პატარა.

- Ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფეხებზე გირები ჩამომკიდევ.

-Გინდა მასაჟი გაგიკეთო?

-Კიი...

Ვაჟას სასიამოვნო მასაჟმა შვება მომგვარა. დამთავრებული არ ჰქონდა, ისევ აგრძელებდა მასაჟის კეთებას, როდესაც კარში კახა შემოვიდა. Გადაქანცული სახით და ჩვენს წინ მაგიდაზე დაახლოებით 10 ცალი საბუთების შეკვრა დაყარა.

- Როგორც ვუყურებ, განწყობა ადგილზე გაქვთ. Მეკიდევ დღე და ღამე ამერია.

- Ბევრი საქმე გქონია. უინტერესოდ გადახედა ვაჟამ საბუთებს.

- Ვალდებული ვარ თქვენი გასაკეთებელიც მე ვაკეთო ყოველთვის?

- Ნაწილობრივ კახა. Ბიძა ხდები გეკუთვნის ძმისშვილის წინაშე სულ ცოტა. Მეც რომ ბიძა გავხდები გავაკეთებ. ვაჟა სრული ყურადღების დაცვით აგრძელებდა მასაჟის გაკეთებას.

- Თქვენს გამო შეყვარებული მეჩხუბა.

- Შეგარიგებთ ნუ ნერვიულობ. Ბევრი დაგრჩა გასაკეთებელი? Აი ეს საბუთები დანარჩენი დავასრულე თვალი გადაავლე და ამათაც მივხედავ.

- Ამეებს მე გავაკეთებ სახლში და ჩემს მდივანს გავუგზავნი დაისვენე შენ.

Საპირფარეშოში წასასვლელად წამოვდექი, ამ ბოლო კვირების გამო მალმალე მიწევს საპირფარეშოში სიარული. Წამოდგომის დროს წელის არეში საშინელი თკივილი ვუგრძენი და ადგომა ძალიან გამიჭირდა.

- Რა მოგივიდა? Მითხრა ორივემ ერთ ხმად. Რადგან სახის გამომეტყველებაზე შემატყვეს რაღაც რიგზე ვერ იყო.

- Წელის არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი.

- Რატომ დგები მერე იწექი.

- Საპირფა.... სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი ფეხებს შორის როგორ ჩამეთვარა ღბილი სითხე ვიგრძენი, ვიგრძენი როგორ დამისველდა საორსულე შარვალი.

- Წ....ბი დავღვარე.... ვთქვი შეშფოთებულმა.

- Რაქენი? Იკითხა ორივემ ერთად.

- Წ....ბი დავღვარე. Მშობიარობა მეწყება.

- Მუცელი ძალიან გკივა? Მკითხა კახამ.

- Არა. Მაგრამ სავაადმყოფოში წასვლის დროა.

Ვაჟა ჯერ კიდევ არ იყო გამოსული მიღებული შოკური მდგომარეობიდან.

- Ვაჟა გამოფხიზლდი!!! Დაუყვირა კახამ.

- Მამა ვხდები!

Წამოიძახა გახარებულმა, დაიხარა ხელში ამიყვანა და მანქანამდე ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა.

- Კახა ბავშის ოთახშია ყველანაირი ჩანთა რაც სამშობიაროში დასჭირდება ხატიას და ბავშვდ ჩაყარე და წამოღე ყველაფერი. ჩვენებსაც დაურეკე. მანქანა დაქოქა და სამშბიაროსკენ გაემართეთ.

Სამშობიარო ბლოკში მომატებულ ტკივილებს ვებრძვი, ჩემს ქმარს ვუყურებ და საშინლად მაღიზიანებს, ისეთი შეშინებული მიყურებს.

- Გაუტკივარება ხომ გაუკეთეთ რატომ სტკივა ასე ძალიან ექიმო?

- Ბუნებრივი პროცესია ამას ვერსად გაექცევა. Მშობიარობა დაიწყო უკვე, დაახლოებით 15 წუთში უკვე მშობლები გახდებით.

Საშინელმა და გაუსაძლისმა ტკივილება მომიმატა. Უკვე გაუსაძლისი იყო ამ ყველაფრის ატანა.

Ჩემი მშობიარობის დროს ზუსტად ორჯერ წაუვიდა ვაჟას გული. ყველანაირად ვეცადე ბლოკიდან მის გაშვებას თუმცა ამაოდ. Ბოლოს ჩვენი პატარა გოგოს ტირილის გაგონებაზე მოვიდა გონს. ლილემ ჩვენს სამყაროში მობრძანება ხმამაღალი ტირილით გვამცნო. Ჩვენს ბედნიერების ცრემლებით სავსე თვალებით შევხვდით ჩვენს პატარა სასწაულს ლილე ჩოხელს, მამამისის ასლს.

დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუ რა კარგი დასასრული იყო. წარმატებები თქვენ და ველით სხვა ნაწარმოებს. მომენატრება ჩვენი წყვილი

 


№2 სტუმარი მე❤

ძალიან კარგი ისტორია იყო.თამარი დამაკლდება????

 


№3  offline წევრი NakoNako

მე❤
ძალიან კარგი ისტორია იყო.თამარი დამაკლდება????

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ❤️

სტუმარი ანი
აუ რა კარგი დასასრული იყო. წარმატებები თქვენ და ველით სხვა ნაწარმოებს. მომენატრება ჩვენი წყვილი

პატარა პაუზის შემდეგ ამ ისტორიასთან შედარებით განსხვავებულ ისტორიას შემოგთავაზებთ აუცილებლად. ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მაია

რამდენი ხანია ველოდები და ვერ ვკითხულობ ა

 


№5  offline წევრი NakoNako

სტუმარი მაია
რამდენი ხანია ველოდები და ვერ ვკითხულობ ა

სხვისი მობილურიდან სცადეთ აბა. ან კომპიუტერიდან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent