შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარკის სკამი


5-07-2025, 18:20
ავტორი francesca
ნანახია 150

თავი I – შეხვედრა
მზე ნელ-ნელა ჩადიოდა დაბალი სახლების მიღმა. ზაფხულის ის საღამო იყო, როცა ჰაერი ჯერ კიდევ თბილია, მაგრამ ოდნავ სიოს უკვე სევდის სუნი დაჰკრავს.
ძველი ხის სკამზე, ბიბლიოთეკის უკან მდებარე პარკში, იჯდა ჯულიო, სამოცდაშვიდი წლის, ღრმა თვალებით და ხელებით, რომლებშიც წლები და შრომა ჩანდა. გვერდით ედო პარკის ჩანთა – შიგნით ვაშლი, ძველი წიგნი და დაჭმუჭნული გაზეთი.
მისკენ დაიძრა ელენე, ცხრამეტი წლის, ყურსასმენებით, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ იყო სამყაროსგან მოწყვეტილი. ირგვლივ მიმოიხედა, სკამზე ადგილი დაინახა და ჩუმად ჩამოჯდა კუთხეში.
ჯულიომ გადახედა, ოდნავ გაუღიმა.
ჯულიო: "დღეს იშვიათად იჯდება ვინმე სკამზე მოხუცთან ერთად, იცი?"
ელენე (ერთი ყურსასმენის მოხსნით): "თქვენ თუ გინდათ, გადავჯდები."
ჯულიო: "არა, არა. დარჩი. კარგი ყოფილა სიჩუმის დარღვევა. რა გქვია?"
ელენე: "ელენე. თქვენ?"
ჯულიო: "ჯულიო. სასიამოვნოა. დიდხანია უსმენ მუსიკას?"
ელენე (სიცილით): "მას შემდეგ, რაც ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა."
ჯულიო (იცინის): "ესე იგი ბევრია დაკარგული. სიტყვებშია ყველაფერი, გოგონა. სიცოცხლე საუბარში აიხსნება."
ელენე: "ხშირად მგონია, რაც მეტს ამბობ, მით ნაკლებად გესმის."
ჯულიო: "თუ საუბრობ მათთან, ვინც არ გისმენს — ხო, ეგრეა."
მათი შორის დადგა სიმშვიდე. ჯულიომ ვაშლი ამოიღო და ელენეს გაუწოდა.
ელენე: "მადლობა, არ მშია."
ჯულიო: "ეს მადა არ არის. ჩვეულებაა. თუ იზიარებ, მარტო აღარ ხარ."
ელენე (ღიმილით): "მაშინ... მადლობა."


თავი II – ორი თაობა
ჯულიო: "როცა შენსხელა ვიყავი, მეგონა სამყარო ჩემს ოცნებებზე პატარა იყო. მერე მივხვდი – მე უნდა გამეზარდა ის."
ელენე: "მე კი მგონია, რომ სამყარო მეტისმეტად დიდია. ვერ ვხვდები, საიდან დავიწყო."
ჯულიო: "იმ ადგილიდან უნდა დაიწყო, სადაც ყველაზე მეტად გტკივა. ესაა სწორი წერტილი."
ელენე: "უცნაურ რამეებს ამბობთ. მაგრამ სიმართლეს ჰგავს."
ჯულიო: "ეს იმიტომ, რომ ვიცხოვრე. ყოველ ნაოჭზე, რაც სახეზე მაქვს, რაღაცას მივხვდი, რაც მანამდე არ ვიცოდი."
ელენე: "ხანდახან ვფიქრობ, საერთოდ არ მინდა ყველაფერი ეს გამოვცადო. ყველა ამბობს 'გაივლისო', მაგრამ რას ნიშნავს ეგ?"
ჯულიო: "გაივლის – ბრაზი, შიში, სიყვარული, ტკივილი. მაგრამ ასევე – შანსები, თუ არ გამოიყენებ. ცხოვრება არავის ელის."
ელენე: "თქვენ რა დაკარგეთ?"
ჯულიო (ცას უყურებს): "ცოლი. ხუთი წლის წინ. მაგრამ სინამდვილეში მას მაშინ დავკარგე, როცა გრძნობების თქმა შევწყვიტე."
ელენე: "ანუ... სიყვარული მთავრდება, როცა საუბარს ვწყვეტთ?"
ჯულიო: "მთავრდება, როცა მოსმენას ვწყვეტთ."

თავი III – ღამე და აზრი
დაღამდა, მაგრამ არც ერთი არ იძროდა ადგილიდან.
ელენე: "ჩემი მშობლები ფიქრობენ, რომ უცნაური ვარ. ბევრს ვფიქრობ, ცოტას ვლაპარაკობ, მარტო ყოფნა მიყვარს..."
ჯულიო: "მამაჩემი მეუბნებოდა – 'თუ ისე იცხოვრებ, როგორც ყველა, ვერასდროს მიხვდები ვინ ხარ.'"
ელენე: "მაგრამ განუწყვეტლივ ძებნა არ გვღლის?"
ჯულიო: "ცხოვრება არაფრის ძებნის გარეშე უფრო დაგღლის."
სკამზე ზემოთ ქუჩის ნათურა ჩაირთო.
ელენე: "და თუ მთელი ცხოვრება ვეძებე... და ვერაფერი ვიპოვე?"
ჯულიო: "მაშინ მაინც იცხოვრებდი. არიან ისეთები, ვინც პოულობენ, მაგრამ არ ეძებდნენ – და სწორედ ისინი იკარგებიან."


თავი IV – ძველი წერილი
მდუმარებამ ისევ დაისადგურა. პარკში ხალხი გაქრა. მხოლოდ ქარის ხმაური და შორიდან მომავალი მანქანების შუქი ავსებდა სივრცეს.
ჯულიომ ჩანთიდან პატარა, დაკეცილი ქაღალდი ამოიღო.
ჯულიო: "იცი, ეს წერილი ორმოცი წლის წინ დავწერე. არასდროს გაგზავნილა."
ელენე (გაკვირვებული): "ვისთვის იყო?"
ჯულიო: "ჩემს საკუთარ თავს. იმ დროისთვის, როცა აღარ მეცოდინებოდა, რატომ უნდა გავაგრძელო."
ელენე (შეშფოთებული): "და… რატომ არ გაგზავნე?"
ჯულიო: "იქნებ იმიტომ, რომ ვიცოდი, პასუხი უკვე ვიცოდი. ან იმიტომ, რომ არ მინდოდა მეღიარებინა, რამდენად დავიღალე მაშინ."
ელენე: "შეიძლება წავიკითხო?"
ჯულიომ თავი დაუქნია. ელენემ ფრთხილად გაშალა წერილი, გაჭუჭყიანებული, დახუნძლული დროის სუნით.

"ჯულიო, თუ ამას კითხულობ, ალბათ უკვე დაიღალე. ალბათ ფიქრობ, რომ არაფერს აქვს აზრი. მაგრამ შენ გახსოვდეს — ცხოვრებაში არ აქვს აზრი, სანამ შენ არ მისცემ. იმედი რომ მოკვდება, დარჩი ცარიელი. მაგრამ იმედი შენ არ გეკუთვნის — შენ იმედი ხარ სხვებისთვის. არ გაქვს უფლება ყველაფერი დაასრულო, სანამ ვიღაცას არ დაუტოვებ სინათლეს."

ელენე ჩუმად იყო. თვალებში ედგა რაღაც, რაც სიტყვებზე მეტი იყო.
ელენე: "თქვენ თვითონ იყავით საკუთარი მაცოცხლებელი. მგონი, ეს ძნელზე ძნელია."
ჯულიო: "ყველაზე ძნელი. მაგრამ იმ ღამეს, როცა ეს წერილი დავწერე, მერე დავიძინე. მეორე დილით გავიღვიძე — და უბრალოდ გავაგრძელე."
ელენე: "და ახლა? დღეს რომ ყოფილიყავით იმ მდგომარეობაში, ისევ დაწერდით წერილს?"
ჯულიო (ღიმილით): "არა. დღეს გელაპარაკები. და როცა გელაპარაკები, საკუთარ თავსაც ვუსმენ. ეს ბევრად ჯობია წერილს."
მოულოდნელად, ელენემ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ეკრანს დახედა, ოდნავ ჩაიღიმა.
ელენე: "დედაჩემმა მომწერა. მეკითხება, სად ვარ."
ჯულიო: "უთხარი, რომ სიცოცხლის გაკვეთილზე ხარ."
ელენე: "დავწერ: 'პარკში ვარ. და რაღაცას ვხვდები.'"
ისევ დადგა სიჩუმე. არა უხერხული, არამედ მშვიდი. ისეთი, როგორსაც მხოლოდ მაშინ გრძნობ, როცა ვინმეს მართლა ესმის შენი.


თავი V – სიმართლის მენელი

მეორე დღე იყო. ცა ნაცრისფერი, ქარი კი უკვე შემოდგომის მოჰგავდა.
ჯულიო ისევ იგივე სკამზე იჯდა, ჩვეულებრივ, დროზე ადრე. ჩანთაში იგივე წიგნი, მაგრამ ამჯერად არც ვაშლი ჰქონდა, არც გაზეთი. თითქოს რაღაც აკლდა.
ელენე გამოჩნდა, თვალებშივე ეტყობოდა, რომ ღამე არ ეძინა. მაგრამ ფეხებში ძალა ჰქონდა — რაღაც ცვლილება დაეტყო.
ჯულიო: "არ მეგონა, დაბრუნდებოდი."
ელენე: "არც მე მეგონა. მაგრამ მგონი... მჭირდებით."
ჯულიო ჩუმად ჩაეღიმა.
ჯულიო: "შენც მჭირდები, ელენე. რაც გუშინ წავედი, რაღაც დამაწვა გულზე. დღეს მინდა რაღაც გითხრა, რაც ბევრს ვერ ვუმხილე."
ელენე (გაკვირვებული): "რა მოხდა?"
ჯულიო წამით ჩაფიქრდა, მერე ჩანთიდან ამოიღო პატარა ფოტო – გოგონა, თეთრ კაბაში, დიდი ღიმილით.
ჯულიო: "ეს ჩემი შვილია. იყო."
ელენე: "გგონიათ, რომ აღარ არის?"
ჯულიო: "არ ვიცი. წავიდა. ოცდახუთი წლის წინ. ვეჩხუბე… საშინელი სიტყვები ვუთხარი. მაშინ ეგონა, რომ ცხოვრებას აფუჭებდა – მე კი მეგონა, რომ ვიცავდი. ის დღე... ბოლო იყო."
ელენე (შოკირებული): "თქვენ შვილი გყავდათ და... გაქრა?"
ჯულიო: "მასთან ლაპარაკს თავი დავანებე, ელენე. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. და იმ დღის მერე, ყველაფერი რაც ვთქვი – ყველასთვის – ჩემი თავისთვისაც – თითქოს მისი დაბრუნების წვეთი იყო."
ელენემ ფოტო ხელში აიღო.
ელენე: "მას ელენე არ ერქვა, ხო?"
ჯულიო (თვალებში ეხედება): "არა... მაგრამ მას შენი თვალები ჰქონდა."
ჩუმად გაიარეს წუთებმა.
ელენე: "გინდათ, ვცადოთ ვიპოვოთ?"
ჯულიო: "დაგრჩება დრო? ახალგაზრდებს ხომ მუდამ სიჩქარე გაქვთ."
ელენე: "დრო? ახლა ვხვდები – დრო სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი მნიშვნელოვანი ხდება."
ჯულიო თვალებში ცრემლებით შეხედა.
ჯულიო: "შენ გინდა, იმედი დამიბბრუნო?"
ელენე: "არა, ბატონო ჯულიო. მე მინდა თქვენთან ერთად დავბრუნდე იმ ადგილზე, სადაც იმედი ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული."


თავი VI – ძებნა იწყება
დილით პარკში ზარმაცი მზის სხივები კაშკაშებდა. ელენე და ჯულიო ისევ სკამზე შეხვდნენ. ჯულიოს თვალებში ცოტა მეტი ნამძინარევი იმედი ირეკლებოდა.
ელენე: "მზად ხართ დავიწყოთ ძებნა?"
ჯულიო (ნერვიულად): "დიახ, ალბათ… მაგრამ არ ვიცი, რამდენად მზად ვარ ისევ იმ განცდების გასაცოცხლებლად."
ელენე: "არ გაქვს მარტო უნდა გამკლავდე. ერთად უფრო ძლიერი ვართ."
ჯულიო ჩანთიდან ამოიღო პატარა ხის ყუთი, სადაც სურათები და რამდენიმე წერილი იდო.
ჯულიო: "ეს ჩემი შვილის ნივთებია. ბოლო წერილი, რაც მან დამიტოვა."
ელენემ ნელა გახსნა წერილი, რომლის წერილიც წლებია ისევ მტვრით დაფარული იყო.

“ბატონო ჯულიო, მე წასვლა გადავწყვიტე, რადგან მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება აქ არ არსებობდა. ვიცი, რომ გიყვარდით, მაგრამ თქვენი სიტყვები მტკენდა. იმედი მაქვს, ერთ დღეს მაპატიებთ და მიხვდებით, რომ მიყვარხართ.”

ელენე (ცრემლებით): "ეს ძალიან მძიმეა..."
ჯულიო: "ყველაზე რთული ის იყო, რომ არ შევძელი მასთან დამელაპარაკებინა და ამის გამო დღემდე ვნანობ."
მათი საუბარი ცოტა ხნით შეწყდა. პარკის გარემო თითქოს გაიყინა მათთვის, მაგრამ ორივეს სახეზე ანთებული იმედი ცეცხლს ჰგავდა.
ელენე: "პირველად სად გინდათ წავიდეთ?"
ჯულიო: "მის ბოლო სამუშაო ადგილას — პატარა წიგნის მაღაზია ქალაქის ცენტრში. იქ შეიძლება ვინმე იცოდეს რამე."
ელენე: " წავალთ მაშინ. ახალი დღე ახალი შესაძლებლობაა."
ორივე პარკის სკამიდან ადგა და ერთმანეთის მხარზე ხელი დაიდო.
ჯულიო: "გმადლობ, ელენე. არ ვიცი, როგორ გამართლებ ასეთ მხარდაჭერას."
ელენე: "ერთმანეთისთვის ვართ, ჯულიო. ეს არის ცხოვრება — ძებნა და ერთმანეთის დახმარება."

თავი VII – წიგნის მაღაზია და ახალი ამბავი
ქალაქის ცენტრში, ძველმოდური, თბილი შუქებით განათებული წიგნის მაღაზია იდგა. ელენე და ჯულიო ფრთხილად შეაბიჯეს შიგნით.
მაღაზიაში სურნელი ბაღლინჯოსა და ძველი ქაღალდების მიჰქონდა. იქ მუშაობდა ნინო, ხანში შესული, სათუთი ქალი, რომელიც სასიამოვნო ღიმილით მიესალმა მათ.
ნინო: "გამარჯობათ, როგორ შემიძლია დაგეხმაროთ?"
ჯულიო: "მინდა გავიგო, მუშაობდა აქ ჩემი ქალიშვილი, ნათია. იცნობდით?"
ნინო ოდნავ შეწუხდა, მერე ნელ-ნელა უთხრა:
ნინო: "დიახ, ნათია რამდენიმე წელი აქ მუშაობდა. ძალიან კეთილი და მორცხვი გოგონა იყო. რამდენიმე თვეა აღარ ჩანს."
ელენე თვალებში ანთებული იმედით შეხედა ჯულიოს.
ელენე: "იქნებ ვიცით, სად შეიძლება წავიდეს? რამე გასაგები ან უცნაური რამის შესახებ?"
ნინომ გაიღიმა, შემდეგ ჩანთა აიღო და ძველ ფურცლებს შორის რამდენიმე ჩანაწერი გამოაძვრინა.
ნინო: "ამ წერილში ნათია წერდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაეგო ოჯახის შესახებ და ამიტომ უნდა წასულიყო პატარა სოფელში, მთებში."
ჯულიოს გული უცნაურად აუჩქარდა.
ჯულიო: "სოფელი მთებში? არ ვიცოდი, რომ ამის შესახებ რამე იცოდა."
ნინო: "ის წლები ქონდა ბევრ გაურკვევლობას. ალბათ, იმ ამბების გამო."
ელენე და ჯულიო ერთმანეთს გადახედეს. ახლა გასარკვევი ბევრად მეტი იყო, ვიდრე ოდესმე ეგონათ.
ელენე: "უნდა წავიდეთ იმ სოფელში. იქნებ იქ მივაგნოთ ნათიას, ან ის პასუხები, რასაც ასე წლები ეძებდა."
ჯულიო ნელ-ნელა წამოდგა და მაღაზიიდან გამოსვლისას თქვა:
ჯულიო: "მე ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. რაღაც უფრო დიდი გველოდება წინ."


თავი VIII – დასასრული და ახალი დასაწყისი
სოფლისკენ მიმავალ გზაზე, ალაგ-ალაგ მოქნეული ხეები და ცივი მთის ჰაერი ელენესა და ჯულიოს გონებასაც თითქოს ასუფთავებდა. ყველაფერი თითქოს ნელ-ნელა ნათელს იძენდა, მაგრამ შინაგანი კითხვები და ტკივილიც თან ახლდა.
ჯულიო (დაიხარა და ღრმად ამოისუნთქა):
„ელენე, იცი, როცა გითხარი, რომ წარსულს ვერ დავტოვებ, სინამდვილეში არც ვიცოდი, რამდენად მართალი ვიყავი. თითქოს ყოველ ნაბიჯზე ისევ და ისევ ის მწარე სიტყვები მესმის, რაც შვილისგან გავიგე. და ყველაზე რთული არა მის დაკარგვასა და წასვლაშია, არამედ — საკუთარ თავს რომ ვერ ვუთხარი სიმართლე.“
ელენე (ნელა დაიხარა ჯულიოს გვერდით და თვალებში ჩააცქერდა):
„ჩემი აზრით, როცა შენ თვითონ ვერ გითქვამს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გული ერთგვარ ჩიხში ვარდება. და სწორედ აქ იწყება ის, რასაც ცხოვრება ჰქვია — მცდელობა, რომ კვლავ იპოვო ხმა, რომელიც დაკარგე.“
ჯულიო (სულიერად დაღლილი, მაგრამ მაინც თბილად უყურებს ელენეს):
„შენი სიტყვები იმდენად მომწონს, იმდენად განსხვავდება იმ იმისა, რაც მე ვიგრძენი ოდესმე. შენში რაღაც ახალგაზრდული სიძლიერე და ღრმა სიბრძნე ერთდროულად იკრიბება. არ მეგონა, რომ ასეთი ადამიანი მეგნოვდა... პარკის სკამზე.“
ელენე (მოჩვენებით უხერხულად იცინის, მაგრამ თვალებში ცრემლები უჩანს):
„მე მგონია, რომ ცხოვრება ერთგვარი ჰარმონიაა — წარსულის სიმძიმე და მომავლის იმედი ერთმანეთს ისე ეჯახება, რომ გვტოვებს ამ მომენტში — აქ, ახლა, როდესაც ერთად ვართ და ვლაპარაკობთ.“
ჯულიო (ცხვირზე ხელს ივარცხნის, თითქოს ემოციების მართვას ცდილობს):
„მგონია, რომ პირველად რამეს ვგრძნობ ახლა, როცა ვსაუბრობ. გასაგებია, რატომ მჭირდებოდა ეს... შენსავით ვიღაც, ვინც მიხვდეს, ვისმენდეს და არ გავაკეთო ისეთი შეცდომები, როგორიც მე.“
ელენე (მტკიცედ, მაგრამ რბილად):
„შენ არ ხარ მარტო, ბატონო ჯულიო. ჩვენ ერთად ვართ. შენი შვილი და შენ შორის დაშორება შეიძლება დიდი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ შეგვიძლია კვლავ დავამყაროთ ეს კავშირი — ახალი ამბით, ახალ იმედით.“
ჯულიო (თვალი ცრემლებით აჭრელებული, ღიმილით):
„შენი სიტყვები გული მფხიზლებს. იცოდი? ბევრი ხანძარი შეიძლება წვდეს სახლს, მაგრამ ის ფესვები, რაც სიყვარულს ამყარებს, ყველაზე ძლიერი აღმოჩნდება.“
ელენე (გადახედა დილით რომ ჩადგა მზეს):
„წარსულს ვერ გავექცევით, მაგრამ შეგვიძლია ახალი გზები ვიპოვოთ. ჩემი თაობა ხშირად დაიბნევა, მაგრამ შენსავით ადამიანებთან საუბარი, როგორ გითხრა... თითქოს ნაპოვნი რწმენა მეფრქვევა.“
ჯულიო (საფეთქელზე ხელებს იფშვნეტს და მერე სიფრთხილით მიმართავს):
„ცხოვრება ბევრს გვასწავლის, მაგრამ სწავლებების მიღება და გამოყენება სულ სხვანაირია. ის დღე, როცა ჩემი შვილი წავიდა, მე თითქოს დამთავრდა, მაგრამ დღეს შენს გვერდით ვგრძნობ, რომ ეს დასასრული კი არა — ახალი დასაწყისია.“
ელენე (თვალებში სერიოზულობა):
„და როგორ მივხვდეთ, რომ გზა სწორია? როცა ყველაფერი ასე არასტაბილურია, როცა ძიება შეიძლება წარუმატებლობით დასრულდეს?“
ჯულიო (სიცილით, მაგრამ ფიქრიანად):
„მე ვფიქრობ, გზა სწორია მაშინ, როცა არ გეშინია დაეცე. როცა არ გადადიხარ უკან. როცა ტკივილსაც იტან, მაგრამ მაინც წინ მიდიხარ. ესაა ცხოვრება, ელენე — დავიჯეროთ იმედი, მაშინაც კი, როცა მისი არსებობა აღარ გვინდა.“
ელენე (მხრები ოდნავ შუბლი ქამს, მერე ფრთხილად):
„მგონია, რომ შენი შვილის მოძებნა მხოლოდ ფიზიკური ძებნა არაა — ეს გულის, გონებისა და სულის ძებნაცაა. ჩვენ უნდა მივიდეთ იქ, სადაც ამოწყდა ყველაფერი, და ვიპოვოთ გზა ისევ შევიკრიბოთ.“
ჯულიო (ჯიბიდან იღებს პატარა ფოტოს, ნაზად იხრება მასზე):
„ეს ფოტო მაგრძნობინებს, რომ ყველაფერს აქვს თავისი ისტორია და ყოველი დაკარგვა შესაძლებელია იყოს მისი ახალი დასაწყისი.“
ელენე (თავის მხრივ იღებს წერილს ჯულიოს ჩანთიდან და ფრთხილად კითხულობს ხმამაღლა):
„‘...მე წასვლა გადავწყვიტე, რადგან მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება აქ არ არსებობდა. მაგრამ ვიცი, რომ გიყვარდით და იმედია, მაპატიებთ. ეს იყო ჩემი გზის დასაწყისი...’“
ჯულიო (თავი ჩაუქნია):
„საზოგადოება, ოჯახი, სიყვარულის მნიშვნელობა — ეს წერილი უფრო დიდ იმედს ატარებს, ვიდრე დაუსრულებელ ტკივილს.“
ელენე (მუდმივი მზერით):
„სულაც არ მგონია, რომ ეს არის დასასრული. პირიქით, მგონია, რომ ახლა იწყება ყველაფერი — ახალი იმედით, რომელსაც შენ მე მაძლევ.“
ჯულიო (თვალებში ცრემლები უჩანს, მაგრამ იღიმის):
„მოხდა ისე, რომ ამ წლების განმავლობაში, მე თვითონ დავკარგე სითბო, ახლა კი შენთან ერთად ვიგრძენი მისი დაბრუნება. მინდა, რომ ერთად ვიპოვოთ ნათია და ვაჩვენოთ, რომ სიყვარული არ მთავრდება... უბრალოდ იცვლება.“
ელენე (მტკიცედ):
„და ვიპოვით. არ არსებობს გზა, რომელსაც ვერ ვიარებთ, როცა ერთად ვართ.“
მთები ყვითლად და ოქროსფრად ეფინება მზის სხივებს. ღიმილიანი სახეებით და ცრემლიანი თვალებით, ელენე და ჯულიო პარკიდან გადიოდნენ სოფლის გზაზე — გზაზე, რომელიც თავიანთი წარსულის, მომავლისა და იმედის შერწყმას ნიშნავდა.






იმედია მოგეწონებათ ეს პატარა ჩანახატი-ისტორია მთელი გული სული ჩავაქსოვე ინსპირაცია ბებიაჩემისგან მომეწოდა და მისით მადლობელი ვარ.ველი შეფასებებსდროებით




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent