შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინმე სხვა ( თავი 14)


გუშინ, 06:28
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 112

რამოდენიმე დღეა, რაც მის სახლის კარს ვსტუმრობ ამაოდ... კაკუნი კვლავ უშედეგოა.
თიტქოს საეჭვოდ დაემთხვა, თამილას ნაამბობიდან ლუკას უკვალოდ გაქრობა.
დარდი მეტად მიტევს, რაც უფრო გადის დღეები.
უკვე ძალზედ დავიღალე მასთან უშედეგო სტუმრობით. ახლა უკვე დავნებდი. ჩავკეტილვარ ოტახში და ცრემლს ვაღვარრბარებ. რატომ?!.. ნეტავი ვისი გულისათვის?!.. ზოგჯერ ისე ვბრაზდები რომ ავდგები ახლა და პირველ სემხვედრთან ვუღალატებ. გამიელვა ასეტი ფიქრი წამიერად მაგრამ შემდეგ ვაცნობიერებ რომ ასეთი რამ ჩემთვის დაუშვებელია.

აღა ომრავ გადავწყვიტე კვლავ მომეკრიგა ძალა და დავდგომოდი მის სახლის გზას.
როდესაც მის უბანს მივუახლოვდი საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ისე აცივდა რომ სახე ყინულივით ცივი გამიხდა. აცახცახებულმა შევღწიე მის სადარბაზოში და კიბე სწრაფი ნაბიჯებით ავიარე.

ისე ღრმად და სწრაფად ვსუნთქავ, დაღლილობისგან რომ იქვე კიბის მოაჯირს დავეყრდენი და ასე ვცდილობ მის კარს მივუახლოვდე.

როგორც იქნა დავმშვიდდი და მის კარს მივუახლოვდი. სამჯერ, ოდნავ ბრთზილად ვაკაკუნებ. აღარც კიდევ ძველი რომ კარს გამოიღებს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უკან დავბრუნდე, რა დროსაც, საკეტის ხმა გავიგონე.
ოჰო... გული ამიჩქარდა. ველი როდის ჩავხედავა მას თვალებში, რომელმაც თავი ძლიერ მომენატრა. ჰოი საოცრებავ, კარი გაიღო მაგრამ ჩემს წინ არ დგას ლუკა რომელსაც გულის ფანცქალით ველოდი. მის მაგიერ ახალგაზრდა ნახევრად შიშველი გოგონა მიდგას პირისპირ, ლუკას პერანგი აცვია და კარს მიღმა მიმზერს გაოცებული ტვალებით, თითქოს და დაუპატიჟებელი სტუმარი ვეწვიე.

სიტყვებით რთულია აღწერა იმის, რასაც ახლა განვიცდი და ვგრძნობ. თითქოს და ენა ცამეყლაოა... რაღაც ტვინი გამომერთო წამიერად და ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ და რატომ ვარ აქ?!...

რამოდენიმე წამში, თვით ლუკა მოახლოვდა, გოგონას ამოუდგა უკან და შეეკითხა თბილად და მოსიყვარულედ, თუ ვინ სტუმრობს მათ.

როდესაც შემომხედა და თვალი გამისწორა, იმ წუთასვე ამოიხვნეშა და თავი დაბლა დახარა.
ვუმზერ მას, ირონიული გამომეტყველებით... თითქოს მომღიმარი მაგრამ იმედგაცრუებული, თითქოს ველი მისგან ახსნას მაგრამ ამავე დროს მისი დანახვაც არ მსურს.

ცოტაოდენი დუმილის შემდგომ, მის წინ მდგომმა გოგონამ, გადაწყვიტა საძინებლისაკენ გასულიყო. ლუკამ დრო იხელთა და შინ შემიოატიჟა ისე რომ მოშიშვლებულ სხეულს მორიდებულად იფარავს, თითქოს და პირველად მყავდეს ასე დანახული.

უცხო გოგონამ ისე სწრაფად მოასწრო ჩაცმა და წასვლა რომ ცოტა არ იყოს გაოცებული დავრჩი.

ლუკამ გოგონა გააცილა და ჩემსკენ მოემართება ნელი ნაბიჯებით, სასტუმრო ოტახში.

ლუკა: სალი, არ გელოდი. იცი მე არც კი ვიცი რა უნდა გითხრა.

ჯერნკერობით ვდუმვარ. ის კი ცდილობს კომუნიკაციას ისე რომ ახსნა გამოუვიდეს.

ლუკა: უბრალოდ, მინდა იცოდე რომ ისე არ არის ყველაფერი, როგორც შენ დაინახე. ეს გოგონა, ქეთი.. კარგი გოგოა, უბრალოდ ვმეგობრობთ. იცი?!.. სულ ახლახანს გავიცანი.

ალბათ ბევრს გაუკვირდება ჩემი სეკითხვა მის დაუსრულებელ ახსნა განმარტებისას, როდესაც უცბად ცავეწერი სიტყვებში და შევაჩერე... ეს შეკითხვაა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი... რატომ დაიკარგე?.... ცოტა არ იყოს თავად ლუკაც ამ შეკითხვამ გააოცა, რა დროსაც ის ჩემგან მეტად სიბრაზეს და საყვედურს ელოდა. ამ დროს კი ჩემი შეკითხვა იმაზე მოკლე იყო ვიდრე ელოდა.


:უბრალოდ ხომ შეგეძლო, დაერეკა?!.. ანდაც წერილი გამოუგზავნა.... ისე უეცრად ფაქტი რომ არცკი მეგონა რომ ოდესმე გამოჩნდებოდი.


ლუკა: მესმის, მართალი ხარ მაგრამ უბრალოდ...


აი აქ უცბად ვიხელთე დრო და სიტყვა შუაში გავაწყვეტინე.


:უბრალოდ ცოლს ვერ აუხსნიდი, თუ მე ვინ ვარ ხომ ასეა?...

ისეთი სახით მიყურებს ლუკა რომ თიტქოს ქანდაკებას იქცა... სხვათა შორის არ იმჩნევს მღელვარებას და წამიერად ცდილობს ყველაფერს ახსნა მოიძებნოს მაგრამ მამის საშუალებას მე არ ვაძლევ.


ლუკა: იცი რაშია საქმე?!....


:გეყოფა!.. კმარა!... ლუკა მე ყველაფერი ვიცი, უბრალოდ იმდენად ამაზრზენი და მშრალი ხარ რომ თვეების განმავლობაში, მატყვილებდი და მოსიყვარულე კაცს თამასობდი.

ლუკა: ასე არ არის, დამიჯერე.. შენტან კარგად ვარ, და ყოველთვის კარგად ვიყავი.

:ხომ... როგორც ამ გოგონასთან, რომელიც ახლახანს აქ იყო არა?...


ლუკა: არა!... სალი ნება მომეცი აგიხსნა. შენ ჩემტვის გასართობი არასოდეს ყოფილხარ. უბრალოდ სენთან იმდენად კარგად და საოცრად ვგრძნობ თავს რომ არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს.


:როდის დანსაიდანნგადაწყვიტენჩემტან დაახლოება?!..

ლუკა: სალი, მე რაიონში ვცხოვრობ. აქ სამუშაოდ ჩამოვდივარ ხოლმე. ახლობელმა დამასაქმა, კორპორატიულ საღამოების ორგანიზებაში ვეხმარები ხოლმე... ერთ დღესაც წვეულებაზე შევნიშნე და მომეწონე ძალიან. შემდეგ გამოვედი კავშირზე მაგრამ მოგატყუილე რომ მეც იმ საღამოს სტუმარი ვიყავი, ამ დროს უბრალოდ განათებაზე ვზრუვდი.


:ეგ ყველაფერი გასაგებია, და არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. აქ მთავარი ის არის რომ შენ ცოლიანი ხარ, და ეს მე არ ვიცოდი.


ლუკა: ახლა ხომ იცი?...


:ანუ?!..


ლუკა: სალი ეს ყველაფერი პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მე.შენტან კარგად ვარ და მშვიდად.


:მე კი მიყვარხარ ძლიერად და გულს მტკენს ის ფაქტი რომ ცოლი გყავს.


ლუკა მეტად მომიახლოვდა და ხელი მომხვია.


ლუკა: არ მინდოდა რომ ეს გაგეგო მაგრამ ვფიქრობ რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ჩვენს ურთიერთობაზე.


:რა ურტიერტობას გულისხმობ?!..


ლუკა: რა ურთიერთობაც გქონდა.


:შენ მე მხოლოდ სექსისთვის გჭირდები. მე კი ძალიან მიყვარხარ.

ლუკა: ხოდა დარჩეს ყველაფერი ისე როგორც გვაქვს... უბრალოდ, მინდა სწორედ გამიგო.. ზოგჯერ შეიძლება აქ არ ვიყო და უფრო მეტიც, ისე გავიდეს დრო.რომ ვერ შეგეხმიანო. შენნარ უნდა გამიბრაზდე, გახსოვდეს რომ თაბად დაგიკავშირდები, როდესაც საშუალება მომეცემა.

ამ სიტყვების გაგონებისას მისი ხელი მოვიშორე კისრიდან და ორი ნაბიჯი გადავდგი წინ რომ მას მოვწონებოდი.


:მე არ მაქვს იმის სურვილი რომ შენი ოჯახი დავანგრიო მაგრამ ისიც არ სემიძლია რომ ჩემგან შორს იყო, სხვა გიყვარდეს და მასაც ისე ეფერებოდა როგორც მე.


ლუკა: სალი, მე შენ არაფერს მოგაკლებ, არც სითბოს და არც ყურადღებას. უბრალოდ მაქვს ისეთი სიტუაცია ზოგჯერ რომ ვერ გეკონტაქტები და შენ ეს უნდა გამიგო.


:არ გამოვა ჩემო ძვირფასო... მე შენ მიყვარხარ და ვერ ავიტან გამიდმებით უშენობას, და იმაზე ფიქრს რომ სხვას ეფერები.


ლუკა: სალი, ჩემო მშვენიერო. არ მინდა რომ გული გატკონო, ან სულაც ისეთი პირობა მოგცე რომელსაც ვერ სევასრულებ. ამიტომ პირდაპირ გეტყვი რომ სენთან თავს კარგად ვგრძნობ... და ეს ჩემთვის სრულებით საკმარისია..

:ჩემთვის კი არა!... მე მსურს რომ მთლიანი ცხოვრება დაგიკავსირო მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ შენს ოჯახს რაიმე საფრტხ ებსევუქმნი. სვილებთან იქნები ისევ ისეთი ლამა როგორიც ხარ, ხოლო ცოლი კი ტყუილში არ უნდა ამყოფო, რაკი მას ღალატობს გამოდის რომ არ გიყვარს, და უნდა აუხსნა რომ გსურს მასთან ყოფნა ვისთანაც კარგად ხარ.


ლუკა: არ გამოვა სალომე ეგ ყველაფერი ისე როგორც შენ გინდა.


:ხომ... რა თქმა უნდა, არ გამოვა!.. ის ხომ გამოდის რომ მე მომატებულო, გული მატკინო და გამოიყენო?!.


ლუკა: არ არის ეგრე როგორც შენ ამბობ. ემბერ მივალ ცოლთან და ვერ ვეტყვი რომ არ მიყვარს...რომ ვღალატობ ეს ჩემი სისუსტეა და მას არაფერი დაუშავებია ამისათვის.


:გამოდის რომ ჩემთან ურტიერთობას სისუსტეს არქმევ?!... როგორც სხვა დანარჩენ გოგონებთან ურტიერთობას.


ლუკა: კიდევ ერთხელ გეუბნები, ეს ასე არ არის!.. შენ არ ხარ რიგითი გასართობი გოგონა.. უბრალოდ შენთან თავს კარგად და კომფორტულად ვგრძნობ.


ძალიან მძაფრი ჩხუბი მოგვივიდა მე და ლუკას... ერთმანეთს იმას ვეუბნებით რასაც ვფიქრობთ.

ჩხუბიდან რამოდენიმე ხანი შევჩერრდით და მე ფანჯრისკენ გავიხედე.
ცრემლმორეული თვალები გამობრწყინდა როდესაც თოვლის ფიფქები შევნიშნე.
აღტაცებული ვამცნობ ლუკას რომ გარედ თივა დაიწყო.

:შეხედე თოვს....


ლუკა: ხომ... თოვს, ამ დროს კი უკვე მარტის თვეა.


:ხომ, უცნაურია მაგრამ. შეხედე როგორ გადაუღებლად თოვს, თითქოს შეწყვეტას არც აპირებს.


ლუკა: მართალი ხარ, სწორედ რომ ისე სჩანს რომ შეწყვეტას არ აპირებს.


:ეს თოვა, არასოდეს შეწყდება.


ლუკა: მართალი ხარ, ეს თოვა არასოდეს შეწყდება.


:როგორც ჩვენი სიყვარული, არა?.....


თვალზე ცრემლი მადგება, როდესაც ჩემს სეკითხვაზე ლუკამ პასუხს არ მცემს... აცახცახებული ხმით კვლავ ვუსვამ იგივე შეკითხვას.

:ეს თოვა არ შეწყდება!... როგორც ჩვენი სიყვარული... ხომ ასეა?....


ლუკა კვლავ მდუმარედ დგას და თავს დაბლა ხრის, მე კი აცრემლებული სწრაფად ვტოვებ მის სახლს და კარს ვიჯახუნებ ძლიერად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent