შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

The Whispering Woods


23-11-2025, 00:44
ნანახია 71

ტყე საღამოს შუქში თითქოს მშვიდად სუნთქავდა. ქარი ფოთლებს აფრიალებდა და ნელი, თითქმის მუსიკალური შრიალით ავსებდა ჰაერს. მზის მოწითალო სხივები ბალახს ეცემოდა და ცეცხლისფერი მტვერივით ციმციმებდა. აქ ყოველი ტოტი, ყოველი ჩრდილი—თითქოს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა.

ტყის შუაგულში, სადაც ნაკადულის ხმა უკვე იავნანასავით ისმოდა, პატარა, თბილი კოტეჯი იდგა. ხის კედლები ბალახით იყო დაფარული, მესერში ლილა ეხვეოდა, ფანჯრებიდან კი თბილი ცისფერი შუქი იღვრებოდა, თითქოს იქ ვიღაც სულიერად მშვიდ მუსიკას უკრავდა და ასეც იყო.

აქ ცხოვრობდა თუთა.

ქოხის წინ პატარა კუნძზე იჯდა. გრძელი შავი თმა მხრებზე ეშლებოდა, ჩოლკები თვალებს ოდნავ უფარავდა, რაც მის მზერას კიდევ უფრო მკაცრსა და შეუვალს ხდიდა. შორიდან უბრალოდ იდუმალი გოგონა ჩანდა – სინამდვილეში ის ტყის ფერია იყო. მისი აურა ჩამქრალ მზეზე ძლივს შესამჩნევ მწვანე ელვარებას ჰგავდა.
თუთას ის იშვიათი ღიმილი ჰქონდა, რომელსაც რომ დაინახავ, ანცი ბავშვივით გიფორიაქებს გულს და უცნაური სიმყუდროვით გავსებს. მაგრამ როცა ბრაზდებოდა… ტყის ნიავიც კი ფრთხილი ხდებოდა.

მის კალთაში მზისფერთვალება ბუ იჯდა. თუთამ თითი გადაატარა მის თავს.

— დღესაც მშვიდობაა… — ჩაილაპარაკა მან, მაგრამ თვალებში ისეთი სიფრთხილე უელავდა, თითქოს ტყე ემზადებოდა ვიღაცის საიდუმლოს მოსაყოლად.

შიგნით, ოთახში, პიანინოს თეთრი კლავიშები რბილად ელავდა. თუთა ყოველთვის უკრავდა ან უსმენდა სიმღერას მისთვის ეს იყო თავისუფლება, თავდაჯერება, საკუთარ თავთან დაბრუნება. ხან პიანინოს, ხან გიტარის, ხან — ჩელოს ხმა გამოდიოდს სახლიდან, რომელსაც ტყე თითქოს ეხმიანებოდა.
ის აქ მარტო ცხოვრობდა. საკუთარი ნებით.
საკუთარი წესებით.
საკუთარი სიმშვიდით.
ოჯახი? წარსული. რომელიც მისთვის უკვე ბუნდივანია..
და მაშინვე, თითქოს ტყემ გადაწყვიტა, რომ ამ საღამოს მარტოობა ზედმეტი იყო, კოტეჯის გარე ბილიკიდან ნაცნობი, ხმამაღალი, ცოტა ქარიშხალივით ენერგიული ბუტბუტი მოისმა.

— ტრ^^კო ეკალბარდებო, ისევ ხელი გამიკაწრე? კაი, დავუბრუნდები და გაგახმობთ…

ანნა მოდიოდა.
წითური თმა მაღლა აეკრიფა ისე, თითქოს ბრძოლას აპირებდა და არა, უბრალოდ ჩაის დალევას. მწვანე თვალები უელავდა; სახეზე მუდამ ოდნავ ირონიული, მაგრამ თბილი გამომეტყველება ჰქონდა.
ხელში დიდი ქაღალდის პარკი ეჭირა, საიდანაც საოცარი სუნი ამოდიოდა — ანნას კულინარიული სასწაულები, რომლის გარეშეც თუთას დეპრესია ეწყებოდა.

როგორც კი მოახლოებული ფეხის ხმა გაიგონა, თუთას მზისფერთვალებიანი მეგობარი მკვეთრად და ჭკვიანურად დაჩხაკუნდა — მოემზადე, ქარიშხალია.--უთხრა ბუმ.

თუთამ ჩაეცინა.

— ნუ გეშინია, ეს ხომ ანნაა.

ეზოსნ კარი ხმაურით გაიხსნა..

— თუთა, წყალი მომეცი, გული და ფეხები დამეღალა, აშკარად ცოცხით უნდა გამოვფრენილიყავი და საერთოდ ამ კარგმო##ნულ ტყეში გზის გაკეთებას არავინ აპირებს?! — ხმაურით შევარდა ანნა, ეზოში, პარკი დააგდო გარეთ მდგომ მაგიდაზე და ისეთი სითბოთი გადაკოცნა თუთა, რომ კაცს ეგონება, საუკუნე არ უნახავსო..

— ბილწსიტყვაობა შეწყვიტე,ტყესაც ყურები აქვს გესმის? — თვალები გადაატრიალა თუთამ.

— ტყეს რა უნდა, სჯობს დადუმდეს… — ჩაილაპარაკა ანნამ და სახლში თავისი კატასავით სიარულით შევიდა. — გაბრაზებული ხარ?

— არა, — თუთამ ღრმად ამოისუნთქა, ხმა ლამაზად დაიმშვიდა. — უბრალოდ რაღაც უცნაური სიჩუმეა დღეს.

ანნამ წამით გაჩერდა. სერიოზულად?თვალები დაახამხამა.
— რაღაც? ეს ხომ ტტეა და აქ სულ მარტო ხარ ცხოველებთან და ხეებთან ერთად

— თითქოს ტყე რაღაცას ელოდება.

სამყარო ერთი პატარა წამით თითქოს გაშეშდა. მხოლოდ ბუს თვალი ელავდა სიბნელეში — გაფრთხილება? დამკვირვებელი?
ან იქნებ უბრალოდ მშვიდი მასპინძელი იყო.

თუთამ ნელა აიღო თავისი გიტარა, სიმებზე თითები გადაატარა და პირველი ხმა რომ გაჟღერდა, ტყემ თითქოს ამოისუნთქა.

ანნა მის წინ მდგარ საწოლზე გაწვა და მზერა მიაპყრო.

— რასაც არ უნდა ელოდებოდეს… ჩვენ მოვემზადებით, თუთ.
— ყოველთვის.

ბუს ფრთა მსუბუქად შეირხა, თითქოს ეთანხმებოდა.

და ასე წინათგრძნობით დაიწყო ის რასაც ვერც კი წარმოიდგენდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent