მიწის ყივილი - თავი I
თავი I (გაქცევა) დემეტრე ალამბარი ოცდაშვიდი წლისაა, მაგრამ მის თვალებში შეიძლება საუკუნის სიმძიმე იკითხებოდეს. მაღალმთიანი აჭარის მთების მკაცრ პირობებში გაზრდილი სახე — გამოძერწილი ცხვირი, გრძელი წამწამები, ღრმა ნახეთქები ტუჩის კუთხეებთან — ყველაფერში ჩანს ამ ადგილის აჩრდილი: ქარი, ქვა და წითელი მიწა. მაღალი, ძვალებიანი ტანი, მაღალი თხელი ფეხები, ხელის ძლიერი მტევნები — მთელი ბუნება თითქოს მის თავზე ასხივებს ერთგვარ სიმტკიცეს. მაგრამ ქალაქში, ლონდონის სუსხიან ქუჩებში, დემეტრეს სულ სხვა ვინმეა; იქ განათლებულია უნივერსიტეტია და საავადმყოფოს ლაბორატორიებში მის სიარულში ჩანს ქაფი თავისუფლებისა — მან დიდი ხნის წინ დახურა კარი, რომელიც აჭარისკენ აბრუნებს. დემეტრემ იმ ცხოვრებას რომელიც აჭარაში ჰქონდა შავი ფარდა ჩამოაფარა, თითქოს ის არც კი არსებობდა. ზურგი შეაქცია არამხოლოდ მის ოჯახსა და მაღალმთიან აჭარას არამედ საკუთარ ფესვებს და მიწას. სწორედ ამ დღეს დაიწყო დაუსრულებელი სპექტაკლი, მაგრამ ერთ დღეს შენი ფესვები და მიწა მკაცრად მოგითხოვს შენ კი დედამიწის ვერცერთ წერტილში ვეღარ დაიმალები რადგან ეს დაუწერელი კანონია ადამიანი იმ ადგილს ეკუთვნის სადაც მისი პირველი თესლი ჩაისახა. დემეტრეს ოჯახი — ალამბარები — ეს არ არის უბრალო გვარი; ეს სახლი და სახელი ერთია. მათი ქვის, ჩალის და ხის სახლი დიდი სიამაყით გადმოჰყურებდა დანარჩენ აჭარას ეს სახლიც ზუსტად მისი პატრონების მსგავსია მუდამ თავაწეული და ამაყი. კარებზე გამოკრული ხის ლოზა, ჭექა-ქუხილისგან დაფარული, კუთხეებში წითელი ხალიჩები, იარუსებად მორთული ხის ჭერითა და ფხანით; საკიდები ოქროსფერი სამკაულებით, რომელთაც ჯერ კიდევ სუნთქვა შეეძლოთ — მემკვიდრეობები ბაბუებისგან. თავზე ნაცრისფერი ჭურჭელი, ქვედა სართულზე ღვინის მარანი — წითელი შუშის ბოთლები და კასრები, სადაც წლიდან წლამდე ინახებოდა ოჯახის ისტორია. სამზარეულოში მუდმივად ისმოდა ხახვის კეპნა და პურის ბზუილი; ველური ატამი, ზღვის მარილი და ცხვრისჩაშუშულია სუნი — ალამბარების სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ფატიმ ალამბარი — ოჯახის ბობოქარი და ძლიერი თავი. შუახნის ქალი, თმის თეთრი ღერებით, მაგრამ მტკიცე სხეულით და ცეცხლის თვალებით. მისი ნაბიჯი — ბრძანების წესი, მისი ხმა — ფოლადის სიჩქარე; ქალი, რომელმაც წლებია, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აიღო სულიერი და მატერიალური მეურვეობა — არა მხოლოდ საკუთარ ოჯახზე, არამედ მთელ დასახლებაზე. ფატიმმა საჭირო დროს იცოდა, როგორ გამოეხატა სითბო და როგორ დაეყენებინა ქარ-ცეცხლივით მკაცრი მოთხოვნები. მის სახეს უკავშრდებოდა პატივის ბანკეტი, რომლის წინაშეც სხვა ოჯახები თავს იხრიდნენ. ლაშა ალამბარი — დემეტრეს უფროსი ძმაა ის ოცდათერთმეტი წლისაა, უფრო გაღიზიანებული და კეთილი სახე აქვს ერთდროულად . მის თვალებში არის ძმური სითბო, მაგრამ არის მომჩივნე, დაფარული შური — მან ყოველთვის იცოდა, რომ მშობლების თვალში დემეტრე უფრო ბრწყინვალე იყო. ლაშა მაღალი, ფართო მხრებით, შავთვლებიანი, სულით მოკრძალებული მამაკაცია, რომელიც ცდილობს ოჯახურ წესებს არ უღალატოს; მისი შურის გრძნობა აშკარაა ის არ ლაპარაკონს, მაგრამ თვალებით ყველაფერს ამბობს. ლიზა ალამბარი — ლაშას ცოლი, შემზარავი უბრალოებისა და თანაგრძნობის მსხვილი ობიექტი. მუდმივად მორთულ ტანსაცმელს ატარებს, ყვავილების მსგავსი ღიმილი; სოფლური მოქნილი მოძრაობა; მუდამ ცდილობს იყოს „სრულყოფილი რძალი“ — იმდენად ცდილობს, რომ ხშირად იგრძნობა შინაგანი დაძაბულობა და შეუსრულებელი მოლოდინი. ლიზა მუდმივად ცდილობს მეოჯახე ქალის იდეალურ მოდელს მიუახლივდეს რომელზეც სოფლის ქალები მუდმივად ლაპარაკობენ და ალბათ ეს იდეალური ქალი რეალურიც კი არ არის. ანანბების და ალამბარების დაპირისპირება უკვე სამოცდაათ წელზე მეტია მიმდინარეობს. მათი მტრული ურთიერთობა არ დაწყებულა გამონაკლისით: სისხლის ვნებიანი ეპიზოდები, გამუდმებული ჩხუბები და იმის მოლოდინი, რომ დღე ვეღარ ჩაივლიდა შერიგების გარეშე. მაგრამ, როდესაც მტრობამ საზღვრები დაკარგა, ოჯახებმა გადაწყვიტეს ქორწინება, რომელიც ორივე მხარეს შეარიგებდა — აკვანში მოკალათებული ერთმნიშვნელოვანი შეთანხმება: კესარია, ერთი თვის ჩვილის მდგომარეობაში, 7 წლის დემეტრესთვის დანიშნეს. ეს დანიშვნა არ იყო სიყვარულზე დაფუძნებული — ეს იყო მიწისა და გვარის გადასარჩენად შეჯვარების პოლიტიკა. დავით ანანბა — ოჯახის თავი და რეგიონის მამასახლისი. მკაცრი, მაღალი, ყალბი ღიმილის გარეშე; მისი ხასიათი — ლითონისა და აგურის კომბინაციაა. ალექსანდრე ანანბა — კესარიქს უფროსი ძმაა, რომელიც თავისი სისასტიკითა და დაუნდობლობით მთელ რეგიონში ცნობილია; დიდი, ძლიერი, ოდნავ მილხმაში — მაგრამ საკმაოდ მომხიბვლელი სახის: მაღალი ტანის , მუქი თმა და მწველი ღიმილი, რომელიც ხშირად აფრთხობს ქალებსა და მოწინააღმდეგეებს. ზეინებ ანანბა — მათი დედა — ტრადიციული ქალია, რომელიც ბოღმითა და თავდაჯერებით მხარს უჭერს ოჯახის ერთიანობას. კესარია ანანბა — პატარა, მაგრამ დაუჯერებლად ლამაზი; მისი სახელი მთელს მხარეში ცნობილია მისი სილამაზით— ელეგანტური სახე, გრძელი შავი თმა, ღრმა შავი თვალები, მომაჯადოვებელი ღიმილი; მაგრამ ამ სილამაზის მიღმა არის მთელი იმედი: მზად არის დაუფიქრებლად გასწიროს თავი იმ ადამიანისთვის, რომელიც ოჯახმა მისთვის განსაზღვრა. დემეტრე დიდი ხნის წინ გაიქცა და თანაც ძალიან შორს გაიქცა, რადგან იცოდა მაღალმთიან აჭარაში დარჩენა მას შესაძლებლობებს წაართმევდა მისი ოცნებებით ეცხოვრა. მისი ოცნება კი კარდიოლოგობა იყო რომელიც აისრულა და ახლა ლონდონის ქუჩებში ამაყად სწორედ ამის გამო დააბიჯებს, თუმცა თითქოს მის სხეულში ორი ადამიანი ცხოვრობს - ერთი რომელიც ექიმია და ლონდონს ეკუთვნის. მეორე კი - ალბათ თავადაც არ იცის ვინ არის. ის გაექცა თავის წარსულს, თუმცა ფესვები და მიწა მაინც მკვეთრად ანათებდნენ ყოველ წამს. *** ლონდონის მცირედ განათებულ ქუჩებს ოდნავი ნამქერი ეფინებოდა. საღამო იყო — ის საღამო, ქალაქს რომ განსაკუთრებულ სიმარტოვეს აძლევს, როდესაც ჰაერი ოდნავ ცივია, მაგრამ სითბოს გვპირდება. დემეტრე მძიმე დღის შემდეგ თავს შედარებით თავისუფლად გრძნობდა. საავადმყოფოდან გამოსული, გადაწყვიტა ცოტა გაევლო. უმჯსამართოდ მიუყვებოდა თეატრის ვიწრო ქუჩას, სადაცაც მოულოდნელად მუსიკის ხმა მოესმა — ისეთი ნაზი, რომ თითქოს შორეული ზღაპრის ფიფქებს წააგავდა. დემეტრე გაჩერდა. მუსიკა თხელი, ჰაეროვანი იყო. რაღაცას ახსენებდა… გულში უცებ სითბო ჩაეღვარა, თითქოს წარსული ეხმიანებოდა მომავლიდან. მის წინ პატარა თეატრის კარი ოდნავ გაღებული იყო— იქიდან გამოდიოდა ეს სინაზე. დემეტრე ჩუმად შევიდა. თეატრის დარბაზი ნახევრად ბნელია; დიდი სარკეები კედლებზე, ჭერზე ჩამოკიდებული ძველი ჭაღი და რბილი ქორეოგრაფიული სინათლე, რომელიც თითქოს არავის ეკუთვნოდა — მხოლოდ მას, ვინც ამ სცენაზე მოძრაობდა. და შემდეგ… დემეტრე შეჩერდა, თითქოს ჰაერი მოულოდნელად შეუწყვიტეს. მატილდა სარკეების შუაში იდგა გოგონა — ისეთი, თითქოს ჟურნალის ყდიდან გადმოსული მოდელი ყოფილიყო: მდგრადი, გრძელი სხეული, თხელი წელი, ოდნავ აწეული მხრები; მოქნილი კანი, მარგალიტივით თეთრი; აბრეშუმივით თმა, რომელიც მოძრაობისას ნელ-ნელა ირხეოდა; სახე — არისტოკრატიულად დახვეწილი, ფრანგული ელეგანტურობით: მკვეთრი ყვრიმალები, სწორი ცხვირი, ოდნავ მოშვერილი რბილი ტუჩები; თვალები — თაფლისფერი, მზისფერი, თითქოს მუდმივ სინათლეს ინახავდნენ. მისი სხეული ცეკვავდა ისე, თითქოს ჰაერს ხატავდა — დიდებული, გამჭვირვალე და საოცრად ნაზი. დემეტრე პირველად გრძნობდა, რომ ადამიანი შეიძლებოდა სინათლისგან ყოფილიყო შექმნილი. მატილდა მოძრაობდა კლასიკური ბალეტის ნეიტრალურ მუსიკაზე, მაგრამ მისი თითოეული ნაბიჯი სხვა სამყაროს ამბავს ჰყვებოდა. მის შეხედვაზე აშკარა იყო — ეს იყო გოგონა, რომელიც სამყოფ წრეში დაბადებულიყო, რომელსაც ფრანგული დახვეწილობა, ინგლისური თავდაჭერილობა და ქართული სული ერთდროულად აფორიაქებდა. მატილდა სრულიად განსხვავებული იყო კესარიასგან — თუ კესარიას სილამაზე მთებს ანცვიფრებდა, მატილდას სილამაზე — მაღალ საზოგადოებას, არტსა და ელეგანტურობას. კესარია — ველური, ძლიერი, შავი ზღვის ნაწყვეტივით მკვეთრი. მატილდა — ნაზი, ფერადი, ჰაერის რბილი ელფერივით დაუჯერებლად დახვეწილი. მუსიკის ბოლო აკორდზე მატილდა ნაზად გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და მაშინ დაინახა დემეტრე — სარკეში. თავი ოდნავ შემოაბრუნა, თითქოს საეჭვოდ, მაგრამ ღიმილით. — “Bonsoir…” — მშვიდად, ფრანგულად მიესალმა. მისმა ხმამ დემეტრეს გული მოულოდნელად ააჩქარა— იმდენად რბილი იყო, თითქოს მუსიკა მორიგი ტონით გაგრძელდა. დემეტრე დაბნეული იყო. — „ბოდიში… მე უბრალოდ… მუსიკა გავიგე და…“ მატილდამ ოდნავ გაეღიმა. — “You don’t have to apologize. Music calls the right people.” მისი ინგლისური იყო კლასიკური, თითქმის როიალის მძიმე კლავიშებზე დაკრული. დემეტრე გაჩერდა. მისი გული პირველად…. მართლა პირველად… სხეულს აღარ ემორჩილებოდა. — „მატილდა ვარ,“ — თქვა გოგონამ და წინ ჩამოვიდა, სანამ განათება მის სახეზე უფრო მეტად დაეცემოდა. — „დემეტრე…“ — ძლივს წარმოთქვა მამაკაცმა. ისინი ერთმანეთთან სულ რამდენიმე ნაბიჯით იყვნენ დაშორებული, მაგრამ ჰაერი უკვე ისეთი მძიმე გახდა, თითქოს ბედის ხაზი ნელ-ნელა იკვრებოდა. მატილდამ მისკენ გაიხედა, ინტერესით, რაღაცნაირი მოსიყვარულე მზერით, რომელიც კაცს კი არ აფრთხობდა — ათბობდა. — “You look tired… Are you a doctor?” დემეტრემ უხმოდ გაუღიმა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. მას სასწაულად ეჩვენებოდა — როგორ შეეძლო უცხოს ასე მარტივად დაენახა მისი ცხოვრება. მატილდამ ხელში აიღო თავისი ბალეტის ფეხსაცმელი, რომელიც ჯერ კიდევ ნაზად ირხეოდა. — „მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ აქ ვისწავლე… ფრანგული, ინგლისური… ბალეტი ჩემს სახლად იქცა. და შენ? შენ რატომ ხარ აქ?“ ეს კითხვა ისე ნაზად ჟღერდა, თითქოს მატარებელი გაჩერდა და მთელმა ქალაქმა დააყურადა. დემეტრემ პირველად გაბედა: — „გაქცევის გამო… ალბათ.“ თავადაც ვერ მიხვდა, რატომ თქვა ეს ასე გულწრფელად. მატილდა გაჩუმდა. მერე ნელა მიაპყრო მზერა. ეს იყო წამი, როცა დემეტრეს შიგნით რაღაც შეიცვალა — ის თავადაც ვერ მიხვდა, როგორ, მაგრამ გულისცემა იმდენად აუჩქარდა, თითქოს საერთოდ არაფერი აღარ ახსოვდა. *** თეატრის იმ საღამოს შემდეგ დემეტრე ხშირად ფიქრობდა მატილდაზე. არა იმდენად მის სხეულზე, სილამაზეზე ან ელეგანტურობაზე — მის სიმშვიდეზე, იმ უცნაურ სინათლეზე, რომელიც თვალებში შეუძლია ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ცხოვრებას არ ეჯიბრება, უბრალოდ თავის თავში ცხოვრობს. რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩვეულებრივი პაციენტის გეგმის გადახედვის შემდეგ,დემეტრემ გადაწყვიტა კაფეში წასულიყო. ლონდონის მიწისქვეშეთი ხმაურიანი იყო, ქუჩები — ოდნავ წვიმიანი. და შემდეგ… კაფის შუშის მიღმა დაინახა ის. მატილდა მას თმა ამჯერად გაშლილი ჰქონდა — გრძელი წაბლისფერი ტალღები მხრებზე ეფინა. ხელში წიგნი ეჭირა და ჩუმად კითხულობდა, თითქოს ისევ თავის სამყაროში იმყოფებოდა. დემეტრე გაჩერდა. სუნთქვაც კი შეწყვიტა. მატილდამ თითქოს იგრძნო — თავი ნელა ასწია, თვალები აუციმცქდა და გაიღიმა. — „დემეტრე?“ ხმაში ნათელი სითბო ჰქონდა, თითქოს ძველ მეგობარს შეხვდა. დემეტრე უხმოდ მიუახლოვდა, კარში შევიდა და ის წამი… თითქოს კაფის ხმაური გაქრა. მატილდა ოდნავ აწითლდა. ისეთი იყო, რომ შეგეძლო მისი სითბო დაგეჯერებინა — პირდაპირი, ნამდვილი როგორც უდავო სიმართლე. მისი თვალები სხვანაირად გამოიყურებოდა — იქ სიმპათია იბადებოდა. ამ შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა. მათი შეხვედრები უკვე ყოველდღიურობა გახდა მატილდა დემეტრეს ბალეტის, მუსიკის, წიგნების და საინტერესო საკითხების შესახებ ესაუბრებოდა, ასევე ერთად ხატავდნენ თუმცა ეს აშკარად მატილდას საქმე იყო. დემეტრე აშკარად უნიჭო აღმოჩნდა ამ სფეროში. დემეტრე პირველად ცხოვრებაში გრძნობდა, რომ ვიღაცას არაფერი არ უნდა მისგან, არც წარმატება, არც ფული, არც ვალდებულება — მხოლოდ ის. დემეტრე მას არაფერს ეუბნებოდა მის წარაულზე. არ ეუბნებოდა არც კესარიას, არც ოჯახის ტრადიციის, არც საფრთხის შესახებ, რომელიც სისხლით იყო გაჟღენთილი. და მატილდა… ისიც ნელ-ნელა ხვდებოდა — დემეტრე მისთვის ადამიანზე მეტი ხდებოდა. მათი ქორწილი პატარა იყო, ძალიან პირადი. მხოლოდ რამდენიმე მეგობარი. თეთრი პიჯაკით მდგარი დემეტრე, რომელსაც თვალები უცნაურად უბზინავდა — სიხარულით და რაღაც იდუმალი სინანულითაც, რომელსაც გოგონა ამ დროს ვერ ამჩნევდა. მატილდა კი სასწაული იყო: თეთრი, წვრილი კაბით, გაშლილი თმით, ჰაერივით მსუბუქი. არისტოკრატიული, ნაზი, სიყვარულით გაბრწყინებული. ქორწილის შემდეგ ლონდონში ცხოვრება მშვიდი და ჰარმონიული გახდა: მატილდა თავისი ბალეტით, დემეტრე — კლინიკით. საღამოობით ჩაის სვამდნენ, ლონდონის წვიმას უყურებდნენ და ერთმანეთში დნებოდნენ. დემეტრესთვის ეს იყო მშვიდობა, რომელიც მან არასდროს იცოდა. ექვსი თვე გავიდა. ზამთრის დასაწყისი იყო — ცივი, სუსტი სინათლით განათებული დილა. ორმოცდარვა საათიანი მორიგეობის შემდეგ დემეტრეს ღრმად ეძინა. მატილდა სამზარეულოში იდგა, ყავას ამზადებდა და ფანჯრიდან თოვლის სარდაფებს უყურებდა. მოულოდნელად ტელეფონი აბზუილდა. დემეტრემ მძიმედ აიღო. — „ალო…“ ხმა იქით მხარეს მკვეთრი და დამძიმებული იყო. — „დემეტრე… ლაშა ვარ. უნდა დაბრუნდე. ლევან ალამბარი… გარდაიცვალა.“ დემეტრე გაშრა. სისხლი თითებში ჩაეყინა. სხვა არაფერი ესმოდა — მარტო ეს სიტყვები. მატილდა შემობრუნდა, შეშინებულმა შეხედა მის ფერს. დემეტრე ნელა ჩამოჯდა. — „რაღაც მოხდა?“ — ჩურჩულით იკითხა. ბიჭმა თავი ასწია. თვალები გაუფერმკრთალებოდა, თითქოს წლების ტვირთმა ერთ წამში შეუჭამა სული. — „მატილდა… უნდა წავიდე. საქართველოში.“ მატილდა დაიბნა, მაგრამ მისი ხმა მაინც რბილი იყო: — „მე რა გავაკეთო? ერთად წავიდეთ?“ დემეტმამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. — „არა… ახლა არა. შენ დარჩი. მე მალე დავბრუნდები.“ სინამდვილეში არ იყო დარწმუნებული, რომ მალე დაბრუნდებოდა. არც იმაში, რომ უსაფრთხოდ დაბრუნდებოდა. არც იმაში… რომ მისი და მატილდას ცხოვრება კვლავ მშვიდად გაგრძელდებოდა. გოგონამ გულზე მიადო ხელი. — „დამირეკე, როცა ჩახვალ..." („კარგი?“) — უთხრა ბოლოს ინგლისურად. დემეტრემ მისი სახე ხელებში მოიქცია, თითქოს ინტუიციას ახსოვდა, რომ ეს წამი უკანასკნელად იქნებოდა ასე მშვიდი მატილდა ლონდონში დარჩა. დემეტრე კი… დაბრუნდა თავის ფესვებში — ფესვებში, რომლებიც მშვიდობას ვერ ითმენდნენ და სადაც ყოველთვის სისხლის და ვალდებულებების სუნი ტრიალებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


