შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანები (სრულად)


დღეს, 13:46
ავტორი ბანუ
ნანახია 73

ძალიან მწარედ ახსოვდა ის თებერვალი, ცივი და ბოროტი, რომელმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. იმდენად მოედო გარშემო ყველაფერს, რომ ბოლოს მის გულსაც კი მიაწვდინა ხელები და საბოლოოდ დაეპატრონა. ზამთრის გასვლის მიუხედავად, ყინული ვერ გადნა, ვერ დაუბრუნდა იმ ადამიანს, ვინც თებერვლამდე იყო, ვინც აქამდე მასში არსებობდა, ვისი არსებობაც ასე ახარებდა ქალაქს, საკუთარ თავს ვერ მოერია ყიფიანი, უბრალოდ ცხოვრების დინებას მიჰყვა.
-დილამშვიდობისა, ბატონო ალექსანდრე-ფეხზე წამოდგა უფროსის დანახვისთანავე ჰოლში მჯდარი ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა. ყიფიანმა უბრალოდ თავი დაუკრა და კაბინეტს მიაშურა. მისი ყოველდღიურობა მხოლოდ ეს იყო, დილას საკუთარ კომპანიაში მოსვლა, მუშაობა და ბოლოს სახლში დაბრუნება, სადაც აღარავინ ელოდა.
-დღეს რამდენიმე შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი ჩვენს პარტნიორებთან-ყავითა და საბუთებით ხელში მალევე მიაკითხა სანდრამ თავის უფროსს- ამასთანავე რამდენიმე გასაუბრება გაქვთ ჩანიშნული.
-ბევრი კანდიდანტია?-უინტერესოდ იკითხა.
-საკმაოდ, თუ გინდათ გადავდებ
-იყოს, მირჩევნია მალევე მოვიშოროთ ეს საქმე
ისევ საბუთებს დააჩერდა, ისევ უინტერესო საქმეს მიჰყო ხელი და საკუთარი გონება მოსწყვიტა რეალობას. საკუთარ თავს ყველაზე მეტად ტვირთავდა კომპანიაში, ალბათ იმიტომ რომ ამ შენობის მიღმა, მის ცხოვრებში აღარაფერი იყო ისეთი ლამაზი, რომლისთვისაც თვალის გასწორება ღირდა, საკუთარ თავსაც და ცხოვრებასაც გაურბოდა, თუმცა ამას ხმამაღლა არასდროს აღიარებდა.
რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, კანდიდატურების მიღებაზე გადავიდა. ყველა უინტერესო, ყველა საშინლად დამღლელი და მოსაბეზრებელი იყო, ერთი და იგივე ტექსტებით, რომ მის კომპანიას სჭირდებოდა მათნაირი თანამშრომელი,რათა მათ შეეძლოთ იმის მიცემა,რაც განსაკუთრებულს გახდიდა მის ბიზნეს, მაგრამ ალექსანდრემ კარგად იცოდა, რომ მის კომპანიას კი არა, თავად ჰქონდა უდიდესი დანაკლისი გულში, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ამოუვსებდა. თითოეული მათგანით უკმაყოფილომ კაბინეტის კარი გამოიხურა, გარეთ უკვე საკმაოდ ციოდა, ისევ თებერვალი იდგა, მისთვის საძულველი თვე, პალტო მოიცვა და სანდრასთან დამშვიდობებას აპირებდა, მასთან გაცხარებით მოსაუბრე ქალს რომ წააწყდა.
-გემუდარებით, ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის-მის ხმაში თხოვნის ნოტები ერეოდა
-მესმის, მაგრამ ბატონმა ალექსანდრემ უკვე დაასრულა მუშაობა, ვეღარ მიგიღებთ-მწუხარებით პასუხობდა სანდრაც.
-გთხოვთ, იქნებ რამე მოახერხოთ
-თქვენთვის არაფრის გაკეთება შემიძლია, ვწუხვარ-სანდრამ ალექსანდრეს გახედა და წამში ფეხზე წამოდგა-ბატონო ალექსანდრე მიდიხართ?
სანდრას კითხვაზე ქალმა მთლიანი ტანი მისკენ მიაბრუნა, ყიფიანმა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა, შავებში ჩაცმული ქალი, უბრალოდ ეცვა, ამინდთან შესაფერისად ალბათ ძალიან თხლადაც კი, ტუჩები გალურჯებოდა და თვალები აწყლიანებოდა, ალექსანდრე კარგად დააკვირდა მის ბავშვივით ცისფერი თვალებს, თითქოს სადღაც ენახა ისინი, მოგონებებში ვერაფრით იპოვა ეს ადამიანი, მაგრამ მისმა მეხსიერებამ განგაშის სიგნალი გამოსცა. ალექსანდრემ გაშმაგებით შეხედა ქალს, მის თვალებს, ასე მორცხვად რომ უმზერდნენ, ის იყო, მის წინ იდგა მისი საყვარელი ქალი, მისი თვალები ჰქონდა, მასავით ბავშური და მოელვარე. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა დაბნეულ ქალს და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-რას აკეთებ..-სიტყვა არ დაასრულებინა ქალს
-ელიზაბეთ, რომ იცოდე რამდენი ხანი გელოდებოდი-მკლავებში ჰყავდა უკვე მომწყვდეული, მის ნაცნობ სურნელს ისუნთქავდა და თითქოს წამიერად თებერვალსაც აპატია ყველაფერი, ისევ მოუბრუნდა ზამთრისკენ გული, მაგრამ მალევე მოეგო გონს, ქალი მის მკლავებში რომ აფართხალდა და მალევე ხელიდან გამოეცალა
-რას აკეთებთ? აშკარად ვიღაცაში გეშლებით-მის თვალებში ახლა მრისხანება იკითხებოდა.
-ელიზაბეთ..-თავისთვის ამოილაპარაკა ალექსანდრემ და კიდევ ერთხელ მოავლო მზერა მის კაშკაშა თვალებს, შემდეგ მის სახეს და მიხვდა, რომ ის არ იყო, ვისაც ამდენი წელი ეძებდა, ვინც გულში ყავდა, ვისაც აღმერთებდა მის წინაშე არ იდგა, მაგრამ მის თვალებში ხედავდა საკუთარ წარსულს, საყვარელ ქალს და ალბათ ამ ცისფერებს თავისი დარჩენილი ცხოვრება უყურებდა, რომ არ სცოდნოდა რომ ის სხვა ქალს ეკუთვნოდა, მისი სულის ნაწილს კი არა სხვა ქალს.
-კარგად ხართ?-სანდრამ წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა ყიფიანს, თუმცა კაცისთვის ახლა სულერთი იყო ის წყალი გამეტებით, რომ სწადდა მის გამომშრალ ყელს. ეგონა, რომ გადააგორა, საკუთარ თავს მოერია, მოკლა ის სიყვარული, რომელიც თებერვალმა წაართვა და ახლა ხვდებოდა, რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ტყუილში ცხვრობდა, ვერასდროს გაუშვებდა გულიდან იმ ქალს, წლების წინ რომ საკუთარი თავი დააკარგვინა და ვერც იმ ქალს, მის წინ რომ იდგა და ასე ძალიან ჰგავდა ელიზაბეთს, მის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს.
სახეზე ხელები მოისვა, მძიმედ ამოისუნთქა და კვლავ ქალს მიაჩერდა, რომლის მზერაში ახლა შიში ამოიკითხა, გაურკვევლობაში იყო.
-რა გქვიათ?-ძლივს მოაბა კითხვას თავი.
-მე..მეე...მეე
-ეს არც ისე ძნელი კითხვაა
-დიახ, მე... მე..
-თქვენი სახელი არ იცით?
-კესანე-მტკიცედ წარმოთქვა, მაგრამ ხმაში მაინც შეეპარა დაბნეულობა.
-ჩემთან რატომ მოხვედით?
-მე გასაუბრებაზე მოვედი, უბრალოდ დავიგვ..
-მაგას არ გეკითხებით, რატომ გინდათ ჩემთან მუშაობა?-ჰოლში იდგა, პალტოში ხელებჩაწყობილი და უყურებდა მის სახეს, ყველა ემოცია ერთად რომ ჰქონდა აღბეჭდილი.
-მე შემიძლია ყველა პრობლემას მარტივად გავუმკლავდე, ადვილად ვეგუები სიძნელეებს
-კარგით-უინტერესოდ აიქნია ხელი ალექსანდრემ, იგივე კანდიდატურა,იგივე პასუხი, არაფერი ახალი-მშვიდობისანი საღამო სანდრა- თავი დაუკრა ქალს და ლიფტისკენ აიღო გეზი. კაბინაში შესულმა მინუს 1 სართულს დააჭირა ხელი და ფიქრებით სხვაგან დაიკარგა, უეცრად ვიღაცამ რომ კარი ხელით დაიჭირა და მასთან ერთად აღმოჩნდა. ისევ სციოდა ქალს, უბრალოდ ახლა მძიმედ სუნთქავდა, როგორც ჩანს მორბოდა.
-მისმინეთ, განვიხილავ თქვენ კანდი...-არ დაასრულებინა ყიფიანს სიტყვა, მძიმედ მიახალა პირში
-ფული მჭირდება
-უკაცრავად?
-ამიტომ მინდა თქვენთან მუშაობა-კაცის თვალებს წააწყდა კესანე, თითქოს ინტერესი დაიჭირა მათში და გააგრძელა- მე არც უცხოეთში მიმიღია განათლება და არც განსაკუთრებული კანდიდატურა არ ვარ თქვენთვის, უბრალოდ მჭირდება ეს სამსახური და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საუკეთესო ვიყო და ეს ადგილი შევინარჩუნო, იმედებს არ გაგიცრუებთ-სწრაფად მიაყარა და დაღლილი მიაჩერდა.
ყიფიანმა ირონიით ჩატეხა ტუჩის კუთხე, ქალის ჩაცმულობას თვალი კიდევ ერთხელ შეავლო, მის სახეს მზერა მოარიდა და ჩაფიქრებულმა დატოვა ლიფტი, უკან აკიდებულს კი ყურადღება არ მიაქცია. მის დიდ ნაბიჯებს, ქალი ძლივს ეწეოდა და როცა მოულოდნელად გაჩერდა ალექსანდრე კესანემ თავი ვერ შეიმაგრა და მის ზურგს შეეჯახა, გველნაკბენივით უკან გახტა და მობრუნებულ კაცს თვალი ვერ გაუსწორა.
-ხვალ
-ბატონო?-თავი სწრაფად ასწია.
-ხვალ მოდი, 9 საათს არ გადააცილო-მკაცრი იყო მისი სიტყვები და ალბათ მისი მზერაც ასეთივე იქნებოდა, რომ არა კესანეს ხელები კისერზე რომ მოეხვია და მადლობებით აავსო.
-ბოდიშით მე..-მალევე გაიწია ქალი და კვლავ მისი ბავშური ცისფერი დაანახა კაცს, რომელსაც ვერსად გაექცა ალექსანდრე, კარგად იცოდა ეს გოგო მის ცხოვრებას, მის იარებს უფრო დატანჯავდა, თითქოს თავს ისჯიდა.
დილაადრიან მისულს მის კაბინეტთან მჯდარს, რომ გადააწყდა თავისთვის ჩაეღიმა.ჯინსის შარვალი და ფერადი ნაქსოვი სვიტერი ეცვა, ისევ ამინდისთვის შეუსაბამოდ, თითებს ნერვიულობისგან ერთმანეთში ხლართავდა და კაცს ელოდა, მის დანახვაზე კი სწრაფად წამოდგა.
-დილამშვიდობისა, შემოდი-კაბინეტის კარი დაუჭირა და ჯერ ქალი შეატარა, შემდეგ კი თავად შეჰყვა, სკამზე ჩამოჯდა და მის წინ მჯდარს მზერა გაუსწორა-რამდენი წლის ხარ კესანე?-მისი სახელი გარკვევით გამოკვეთა, ალბათ უფრო საკუთარი თავისთვის რომ შეეხსენებინა, რომ ეს ის არ იყო.
-26-ის-მოკლე იყო პასუხი.
-ერთ კვირიან სტაჟირებას გაივლი და თუ თავს გაართმევ, შემდეგ უკვე ჩვენი გუნდის წევრი გახდები
-უდიდესი მადლობა
ერთი კვირა მალევე გავიდა, თითქმის აღარ შეხვედრია ყიფიანს ქალი,მიავიწყდა კიდევაც მისი ლამაზი თვალები ასე რომ აგიჟებდა, მაგრამ ერთ კვირაში მის კაბინეტში კესანეს რომ წააწყდა თავის მენტორთან ერთად, გულმა კვლავ უცნაურად დაუწყო ძგერა. ისევ ის თვალები.
-ძალიან კარგი გოგონაა, მონდომებული და მშრომელი-აქებდა ქალბატონი ნელი მის გვერდით მჯდარს და თან ალექსანდრეს შეჰყურებდა-ვფიქრობ მზადაა სამუშაოდ
-მიხარია, რომ ასეა, რომელ განყოფილებაში ფიქრობ მის გაშვებას ნელი
-ალბათ ფინანსურში, მაგრამ ეს თავად თქვენი გადასაწყვეტია
კესანემ თავი ნელა ასწია და თვალი შეავლო კაცს, რომლის მზერაც სწვავდა, უსიამოვნო შეგრძნებას უტოვებდა და აფორიაქებდა. ყვავილებიანი სვიტერი ეცვა კესანეს, მასავით ბავშური და ისევ ისეთი სიფრიფანა, ტუჩები ისევ გალურჯებოდა, სციოდა. როგორც კი ნელი გაისტუმრა და მის პირისპირ მარტო აღმოჩნდა კაცი, უფრო მეტად აიტანა კანკალმა.
-გცივა?
-არა
-გცივა
-მე უბრალოდ ვნერვიულობ
-რაზე?
-არ ვიცი, ჩემი სიტყვები რომ ვერ გავამართლო
-რადგან მაშინ ის სიტყვები თავად მითხარი, ესეიგი დარწმუნებული იყავი და საკუთარ თავში ნუ შეიტან ეჭვს-თბილად დაუარა ალექსანდრეს სიტყვებმა ქალს.
კესანე მისი კაბინეტიდან გასვლას აპირებდა, ყიფიანის სიტყვები რომ დაეწია
-კესანე
-დიახ
-იმედები არ გამიცრუო.
ქალის სამსახურში აყვანამ თითქოს ყველაფერი შეცვალა, თითქოს რაღაცისთვის ამზადებდა ცხოვრება ალექსანდრეს. გამუდმებით სხვანაირი სითბო სუფევდა მის ოფისში, ხშირად ვერ ნახულობდა კესანეს, მაგრამ რამდენჯერმე თვალი მოჰკრა, ისევ ისეთი ფერადი ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ ისევ სციოდა.
-სანდრა დღეს 8 საათისთვის გამოგივლით შენ და ნელის-საბუთებში ჩართულმა გადაუგდო სიტყვა გოგონას
-ქალბატონი ნელი შეუძლოდაა, არამგონია დღევანდელ ღონისძიებაზე მოახერხოს წამოსვლა
-მაგრამ ფინანსური ჯგუფის წარმომადგენელი მჭირდება, ხომ იცი რომ ასეთ ღონისძიებებზე ბევრი რამე წყდება
-ვიცი, იქნებ კესანე წავიყვანოთ?-ფრთხილი იყო სანდრა
-კესანე? როგორც გინდა
8 საათისთვის უკვე სანდრას სახლის წინ იდგა, სიგარეტი ტუჩებს შორის მოექცია, ვერ იტანდა მსგავს ღონისძიებებს, გამუდმებით უწევდა ლაქუცი და საკუთარი თავის შენიღვბა. წლებია ისედაც შენიღბულად ატარებდა ცხოვრებას, მაგრამ სულ სხვა ხდებოდა ყიფიანი ხალხში, იმ ადამიანებში, რომლებსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებდათ.სანდრაც მალევე გამოჩნდა, იმდენი წელი იყო გოგონა მასთან მუშაობდა, რომ ვეღარც ითვლიდა. სანდრას ფეხდაფეხ მოჰყვა ქალი, რომელმაც სუნთქვა წაართვა ალექსანდრეს, შავ ატლასის კაბაში გამოწყობილს მისი სხეულის ფორმები უფრო გამოჰკვეთოდა და ეს წითელი ტუჩსაცხი უფრო მიმზიდველს ხდიდა მის მუდამ გალურჯებულ ტუჩებს. ისევ ის თვალები, საოცარი ცისფერები ასე რომ უფორიაქებდა გულს კაცს. ისევ კანკალებდა კესანე.
ღონისძიებაზე მისულმა ყველასთან გამოლაპარაკება მოახერხა, რამდენიმე მსუყე გარიგებაზეც ჩამოაგდო საუბარი და იქვე მდგარ თავის მეგობრებთან გადაინაცვლა.
-მეგონა არ მოხვიდოდი-ბექამ შამპანიურის ჭიქა გაუწოდა
-შენსავით ტიპი კი არ არის-უჩურჩულა ლუკამ. ალექსანდრეს გაეცინა, მათთან თითქოს ისევ პოულობდა საკუთარ თავს, ისევ ებრძოდა ცხოვრების სურვილს, მაგრამ გამუდმებით მარცხდებოდა-ახალია?
-ვინ?-გაკვირვებით გახედა ლუკას
-დღეს რომ მოიყვანე, ახალი ქალი გყავს?
-არა, ფინანსურ განყოფილებაშია ჩემთან-მკვახედ უპასუხა ლუკას და კესანეს გახედა, მორცხვად რომ იდგა სანდრასთან და სხვა ქალბატონებთან ერთად და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
-ლამაზია-ბექა ჩაერთო საუბარში.
მართლაც, რომ ლამაზი იყო კესანე, წელამდე შავი სწორი თმა, ცისფერი თვალები და მსხვილი ტუჩები ჰქონდა, მოშიშვლებულ მხრებსა და გულ-მკერდზე ჭორფლების ურიცხვი არმია ეპყრო, ჩამოსხმული ტანი ჰქონდა, წვრილი წელი და საოცრად გამოყვანილი თეძოები, მადისაღმძვრელი მკერდი და საოცრად ლამაზი, გრძელი ფეხები. ალექსანდრეს ტაომ დააყარა, უსიამოვნად გასცრა ტანში, თითქოს წამიერად შეზიზღდა ქალი ასე რომ დაახასიათა მისმა გონებამ, თითქოს უღალატა თავის დაკარგულ სიყვარულს და უცხო ქალში იპოვა შვება. ელზაბეთის გაუჩინარების შემდგომ ბევრ ქალთან დაიკმაყოფილა მოწყურებულმა სურვილი, მაგრამ ვერცერთთან იპოვა სიმშვიდე, ვერავინ აუნაზღაურა ის სითბო ასე რომ აკლდა. ქალის ულამაზესი ვარსკვლავებით მოჭედილი ზურგი წარმოუდგა თვალწინ, გაშმაგებით რომ უკოცნიდა და აგიჟებდა. სიბრაზე მოაწვა.
ელიზაბეთი რომ გაუჩინარდა იმ წელს ყველაფერი ფეხზე დააყენა, ყველა კუთხე-კუნჭული გადაქექა, მაგრამ ქალის კვალსაც ვერ მიაგნო, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. უკვალად გაქრა იმ თებერვალს ელიზაბეთი და უკვე 6 წელია უშედეგოდ დაეძებდა კაცი მას. რამდენი გამომძიებელი, რამდენი ორგანო არ დაიქირავა, მაგრამ არსად იყო ქალი, სამუდამოდ გაექცა და ყიფიანის ცხოვრებაც თან გაიყოლა.
ღონისძიების შემდგომ სანდრა სახლში დატოვა, შემდგომ კი კესანეს სახლისკენ აიღო გეზი.
-თავად წავალ, არ შეწუხდეთ-მორიდებით იუარა კესანემ, თუმცა ყიფიანს მისთვის ზედაც არ შეუხედავს, ისე დაძრა მანქანა მისი მისამართისკენ.
გზაში არცერთს დაურღვევია სიჩუმე, ისევ კანკალებდა კესანე, მშვიდად ეწეოდა ალექსანდრე სიგარეტს და რამდენჯერმე გადახედავდა ქალს, რომელიც წამში შეანათებდა მომნუსხველ ცისფერებს. მის სახლთან გააჩერა და მისკენ გადაიწია
-ორშაბათამდე კესანე
-ორშაბათამდე ბატონო ალექსანდრე, მადლობა მოყვანისთვის-ღიმილიანი მზერით დაემშვიდობა და სადარბაზომდე მისულს მისწვდა კაცის სიტყვები.
-კესანე მოიცადე-ალექსანდრე უკვე მის წინ იდგა, ქალის მზერაში დაბნეულობა იგრძნობოდა. მისი პალტო მოახურა მხრებზე-გცივა
-არა მე...
-ვიცი, რომ გცივა-სახეზე ჩამოფენილი თმა ყურს უკან გადაუწია და გაუღიმა, გრძნობდა მასში როგორ ჭარბობდა ჰორმონები და მალევე გაეცალა ქალს.
იმ ღამეს სიზმარში კვლავ ეწვია ელიზაბეთი, იმედგაცრუებული უყურებდა და უფრო და უფრო შორდებოდა ალექსანდრეს, კაცი კი გამალებით ყვიროდა მის სახელს, ის კი არა და არ ბრუნდებოდა, სამუდამოდ შორდებოდა და ყველაფერი თან მიჰქონდა რაც ყიფიანს ეკუთვნოდა.
საკუთარ თავს ხშირად უმეორებდა, რომ დრო იყო წარსული უკან მოეტოვებინა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა ამას. ელიზაბეთი ყველგან იყო, ქარის დაბერვისას მის სურნელს გრძნობდა, მისი ხმა გამუდმებით გონებაში უტრიალებდა, ყველგან, სადაც არ უნდა გაეხედა, ის ყველგან იყო, მაგრამ ვერაფრით იჭერდა მას. თითქოს ცხოვრება ეთამაშებოდა, სიზმრებში უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებდა, მაგრამ რეალობაში ყოველდღე სამარეს უთხრიდა. სარკეში საკუთარი თავის დანახვისას სხვა ადამიანს ხედავდა, ხშირად უგრძვნია მხარზე მისი შეხება, თითქოს მასთან ახლოს იყო, მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ ილუზია იყო. მისი მთლიანი ცხოვრება ილუზიას დაემსგავსა, გამუდმებით მის ძებნაში და იმედში მყოფს სხვა აღარაფერი ადარდებდა. ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო, ის ქალი უნდა ეპოვა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა. იმ ზამთარს, რომ დაკარგა იმედგაცრუების გრძნობამ შიში ჩაანაცვლა, არა ელიზაბეთის მიმართ, არამედ საკუთარი თავის, რომ არ ყოფილა საკმარისი, სამყოფი და ის, ვისთანაც იგი ისურვებდა დარჩენს. შემდეგ კი თვითგვემა და სულ მცირე იმედი, რომ თითქოს ელიზაბეთი რაღაცამ აიძულა,რომ წასულიყო. გულის სიღრმეში ალბათ თავადაც ხვდებოდა, რომ ეს უბრალოდ ტყუილი იყო, ის მიატოვეს, მაგრამ ვერ აღიარებდა, რომ ქალმა, რომელსაც ერთ დროს სიგიჟემდე უყვარდა ყიფიანი,მოულოდნელად ყველაფერი დაივიწყა და აუხსნელად გაუჩინარდა.
ოფისის ტერასაზე გასვლისას, სიგარეტი კოლოფიდან ამოაძვრინა და მძიმე ნაფასი დაარტყა. იქვე კუთხეში მდგარ კესანეს გახედა, ცხელი ჭიქისთვის თითები რომ შემოეხვია და უსასრულობაში იყურებოდა. კვამლს გაატანა დარდი და მანაც მზერა ჰორიზონტს გაუსწორა.
-კესანე-უკნიდან იგრძნო ქალმა კაცის არსებობა-სიცივეა, თითებიც გაგყინვია-მისი ხელი საკუთარში მოიქცია და ქალს ახედა.
-მე...მე-ისევ დაბნეული იყო კესანე
-ბატონო ალექსანდრე დილამშვიდობისა-კაცმა გვერდით მდგარ უფროსს გახედა, დაჟინებით რომ უმზერდა და ბოლოს ისევ კესანეს თლილ თითებს დააკვირდა.
ალექსანდრემ კესანეს აკანკალებულ ქვედა ტუჩს გაუსწორა მზერა, მის სახეზე ვერანაირ ემოციას კითხულობდა, ვერ იგებდა აწუხებდა თუ არა მის წინ მდგარი მამაკაცი, მაგრამ თავად ეს ყოველივე რატომ ადარდებდა ვერ ამოეხსნა. ნელა შეეხო კაცი მის სახეს, თმა ყურს უკან გადაუწია, როგორც იმ საღამოს ალექსანდრემ და წამიერად კაცმა ბრაზი იგრძნო, მოუნდა ის ხელები დაემტვრია ასე რომ ეხებოდა ქალს. კესანემ ნელა გახედა ყიფიანს, ცისფერებში ცრემლები ციმციმებდნენ და კაცს უეცრად სუნთქვა გაუჩერდა. რა საოცრად ლამაზი იყო კესანე, თავისი ზღვისფერი თვალებით, მომნუსხველი გალურჯებული, აკანკალებლი ტუჩებით, სახეზე არსებული ჭორფლებითა და იმ ორი კიკინით ნაწნავებად, რომ ეფინა მხრებზე. შეშინებული იყო ქალი, მაგრამ ასეთი ლამაზი, დაუცველი და მომაჯადოებელი არავინ ენახა ალექსანდრეს, ადგილიდან ვერ დაიძრა, მასაც დაუარა სიცივემ ძვლებში, კანკალმა აიტანა. მოულოდნელად უმისამართოდ ისროლა სიგარეტის ღერი და ტერასა სწრაფად დატოვა.
კაბინეტში შესულმა აჩქარებულ გულზე ხელი იტაცა, რაღაც სწვავდა, ანადგურებდა, მაგრამ ვერ ერეოდა კაცი. მძიმედ სუნთქავდა, ყურებში ელიზაბეთის ნაზი ხმა ესმოდა, მისი სურნელი თავბრუს ახვევდა, მაგრამ გონებაში სულ სხვა ადამიანი ედგა წინ. ალექსანდრემ ზიზღით გახედა სარკეში არსებულ კესანეს აჩრდილს და მაგიდაზე არსებული ლარნაკი ისროლა მისი მიმართულებით. მის გარშემო არსებული ყველა ნივთი დალეწა, იღრიალა და ალბათ შენობაც შეაზანზარა, მაგრამ კესანეს სილუეტი ვერ გააქრო, მისი ბავშვივით ცისფერები გონებას ვერ გამოსტაცა. ზიზღის გრძნობამ მოიცვა მთელი სხეული, შეზიზღდა ტერასაზე არსებული ქალი და საკუთარი თავი. ელიზაბეთის მიმართ არსებულ სიყვარულში ეჭვი შეიტანა, ამ გრძნობაში ბზარი გაჩნდა და ალექსანდრე მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო.
-გიყვარდება?-ყურში უწიოდა ელიზაბეთი და საკუთარ თავს სწყევლიდა ის გოგო, რომ სამსახურში აიყვანა, ახლა რომ მის გვერდით თავისი საყვარელი ქალი ყოფილიყო, წარმოიდგინა, როგორ ეტკინებოდა გული.
სანდრამ რომ კაბინეტის კარი შეუღო და სევდიანი თვალები შეანათა, მაშინ თავადაც შეეცოდა ალექსანდრე ყიფიანი. არარსებულ, გაქცეულ ქალს მისტიროდა და ალბათ გიჟადაც ითვლებოდა.
-არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ შეხვედრა გვაქვს.
-მოვდივარ
ისევ ის, ისევ ის იჯდა შეხვედრაზე, ცისფერები ისევ უელავდა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ალექსანდრემ უინტერესოდ დაიწყო მოსმენა, ფიქრებით სხვაგან იყო, სულ არ ადარდებდა ახლა საკუთარი შრომით აგებული კომპანია, ამდენი წვალება, მხოლოდ ამ ოთახიდან გასვლა უნდოდა, ვეღარ უძლებდა ამ ყოველივეს. საკუთარი თავისა და ქალის ზიზღი უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
-ბატონო ალექსანდრე- ბუნდოვნად მისწვდა მის ყურთასმენას სანდრას ხმა.
-დიახ მე... მე-სახეზე მოისვა ხელი-გისმენთ-მოსაუბრეს ახედა.
-ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება ამ ტენდერის მოსაგებად ყველაფერს თუ გავაკეთებთ-მტკიცე იყო კაცის ხმა
-კი, მაგრამ ფინსასურად ეს დიდ დარტყმას მოგვაყენებს-თვალები მიენაბა ყიფიანს მისი წკრიალა ხმის გაგონებაზე-უმჯობესი არ იქნება, რომ ისეთ კომპანიასთან ვითანამშრომლოთ, რომელიც თავადაც 50%-ით შემოვა წილში?-შიშით გახედა კაცს.
-კესანე ეს ძალიან რთულია, თავადაც კარგად იცი-იყო პასუხი საიდანღაც, მაგრამ ალექსანდრე მხოლოდ მას მისჩერებოდა. კესანემ ცისფერები მოარიდა-და ზოგადად კომპანიაში ფინანსურ საკითხებში ბევრი არეულობაა-ალექსანდრემ ახლა მას გაუსწორა მზერა.
-რას გულისხმობთ?-დაიბნა კაცი.
-ბატონო ალექსანდრე,ფინანსებში ვიღაც თავის საქმეს ძალიან ცუდად ასრულებს, ბევრი ხარვეზია გაპარული და ამას სპეციალურად აკეთებს თუ არა, მე ვერ გეტყვით
-ვისზე გაქვთ ეჭვი?
-არ ვიცი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს აქამდე არ მომხდარა-კახაბერმა ნელა გააპარა კესანესკენ თვალი.
-კახაბერ-ფეხზე წამოიჭრა ნელი-ეს ძალიან დიდი და დამამცირებელი ბრალდებაა ისეთი გოგონასთვის, როგორიც კესანეა-მტკიცე იყო მისი ხმა.
კესანემ მზერა აარიდა ყველას, თავი ჩაქინდრა და თითებს წვალება დაუწყო, ისევ სციოდა ქალს.
-მე არ მინდა ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ მისი გამოჩენის მერე აირია ყველაფერი
-გასაგებია ყველაფერი-ალექსანდრეც ფეხზე ადგა-მადლობა შეხვედრისთვის-უკვე კარებთან იდგა კაცი-კესანე, ჩემთან გელოდები.
კესანემ სიფრთხილით შეუღო კაბინეტის კარი. ყიფიანმა საბუთები გვერდზე გადადო და ქალს დააკვირდა, შეშინებული რომ ჯდებოდა მის წინ. გონებაში უხაროდა კიდეც, თითქოს მიზეზი იპოვა მისი სამსახურიდან გაშვების. მისი მარწუხებიდან თავს დააღწევდა, უფრო მეტად აღარ გაბზარავდა მის გრძნობას ელიზაბეთის მიმართ. კესანეს სახით ვიღაც გამალებით უჭერდა ხელებს ყელზე და ახრჩობდა. უეცრად გაქრა მისი ფიქრები, ზიზღი და ქალის სამსახურიდან გაშვების სურვილი, კესანემ მისი ბავშური, აწყლიანებული ცისფერები რომ მიანათა. მისი გეგმები წამებში დაიმსხვრა, იცოდა, რომ ამ ქალს ახლა ვერ შეელეოდა, ვერ გაუშვებდა სამსახურიდან სულ, რომ მართალი ყოფილიყო კახაბერი. მის სხეულს სწვავდა მასთან ყოფნა, მისკენ მიისწრაფოდა და თავს ვერაფერს უხერხებდა, მერამდენე ბრძოლას აგებდა საკუთარ თავთან.
-მე არაფერი დამიშავებია, გეფიცებით-სადაც იყო იტირებდა-გთხოვთ არ გამაგდოთ.
-როგორ ახსნი იმას, რაც შეხვედრაზე გაჟღერდა
-მეე...მეე... არაფერი ვიცი-ცდილობდა აეხსნა.
-უაზრო პასუხები არ მჭირდება კესანე, ამიხსენი რატომ მოგდით განყოფილებაში შეცდომები-უღრიალა ალექსანდრემ და მაგიდაზე ხელი დასცხო. შეხტა ქალი, შიშისგან ქვედა ყბა აუკანკალდა, ცრემლებმა ცისფერების გალავანი გადმოლახეს.
-მე თქვენთვის იმედები არ გამიცრუებია-მტკიცე იყო ქალის ხმა. ალექსანდრე ადგილზე გაშრა, ახლა რაღა ეპასუხა არ იცოდა. საკუთარ კომპანიაში, თავად იყო უფროსი და ეს პატარა გოგო ატყვევებდა.
მუჭით მოიწმინდა ჩამოცვენილი ცრემლები, ფეხზე წამოდგა.
-ეს სამსახური მჭირდება, მხოლოდ ფულისთვის ვშრომობ, ყველაფერს ვაკეთებ, არც თქვენ და არც კომპანიას ზიანს არ მივაყენებდი
ხვდებოდა როგორ უვლიდა ტანში კესანეს ხმა, გრძნობებს გონებისთვის მოეგო ომი და ახლა ყიფიანს იმორჩილებდა. ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი დაუცველი და ამავდროულად ასეთივე ძლიერი. უფრო მეტად იხიბლებოდა ქალით.
-შეგიძლია წახვიდე-ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
-სამსახურიდან მიშვებთ?-ისევ კრავის პოზიციას დაუბრუნდა კესანე.
-არა
-მადლობა-ბაგეები გაეპო, გაუღიმა კაცს, ალექსანდრემ მზერა აარიდა, ჭკუიდან იშლებოდა.
ღამეებს თეთრად ათევდა, ძილი აღარ სტუმრობდა, მოსვენება დაეკარგა კაცს. ფიქრისგან თავი გასუკდებოდა მალე. გონება და გული ერთმანეთს ებრძოდა, რაღაცას გრძნობდა ამ ქალის მიმართ, მაგრამ ჯერ თავადაც ვერ ამოეხსნა რა იყო ეს. ვერ პატიობდა საკუთარ თავს, რომ ელიზაბეთს ასე ექცეოდა, წამითაც კი ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ქალი რაღაცას უშვრებოდა, მაგრამ რეალობასთან შეჩახება ძალიან მწარე იყო მისთვის. სულს უფორიაქებდა კესანე, მაგრამ მისი გაშვება არაფრით უნდოდა.
-მადლობა-ყავით ხელში მდგარ სანდრას ახედა-სანდრა
-დიახ ბატონო ალექსანდრე
-ფინანსურ განყოფილებაში რა ხდება?-საკუთარ თავს ისევ ატყუებდა, კომპანიის ბედი ახლა სულაც არ ადარდებდა, იმედი ჰქონდა რომ კესანეზე ერთი-ორ სიტყვას გაიგებდა. კესანე მის ფიქრებში ცხოვრობდა.
-ყველაფერი გასწორდა საბედნიეროდ-გაუღიმა ქალმა-დღეს თათბირზე უკეთესად შეგატყობინებენ ყველაფერს.
თვალებით მას ეძებდა, არსად იყო, გულში რაღაც აკლდა. ცდილობდა, კონცენტრაცია მოეხდინა თანამშრომლების საუბარზე, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა.
-კომპანია "G&A" მზადაა ჩვენთან ითანამშრომლოს, 1 კვირაში გავაფორმებთ ხელშეკრულებას
-ძალიან კარგია ნიკოლოზ, ეცადეთ ყველაფერი იდეალურად იყოს
-ფინანსური კუთხით ყველაფერი მოვაგვარეთ-ნელიმ უფროსს გახედა-ციფრებში იყო არე..-საუბარი შუა გზაზე გაუწყდა კარი კესანემ რომ შემოაღო.
-ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის-მზერა აარიდა ყველას და მაგიდას მიუჯდა.
-რატომ დააგვიანეთ?-მკაცრი იყო ალექსანდრე, უნდოდა მისთვის შეეხედა, ცისფერები დაენახა ისევ, მაგრამ კესანე არაფრით უსწორებდა თვალებს-ეს სამსახურია და არა საბავშო ბაღი ქალბატონე კესანე
-მაპატიეთ, უბრალოდ...
-როცა გესაუბრებით მე მიყურეთ-უღრიალა ქალს და გაბრაზებისკენ წამოიწია. საკუთარ თავზე უფრო ბრაზობდა თუ კესანეზე ვერ გაერკვია. წამში ინანა მისი ხმის ტემბრი, სურვილი სწვავდა მისი თვალების დანახვის და ეს აგიჟებდა, მისი შორს ყოფნა ჭკუიდან შლიდა ალექსანდრეს და ვერ ეგუებოდა. ყველა შეშინებული უყურებდა.
კესანემ მზერა გაუსწორა და წამში ადგილზე გაიყინა ალექსანდრე, ცისფერები აღარ კაშკაშებდნენ. თითქოს ის ვარსკვლავები სადღაც დაკარგულიყვნენ, ასე რომ აგიჟებდა ყიფიანს. სევდის გარდა არაფერი იკითხებოდა მათში. ცივმა ოფლმა დაასხა კაცს, მზერა თავადვე აარიდა, მისი ასე დანახვა არ შეეძლო, ის რაც ასე ხიბლავდა აღარ იყო ქალში, ის რაც მას ელიზაბეთთან აკავშირებდა გამქრალიყო. ისიც ისე გამოეცალა ხელიდან, როგორც ელიზაბეთი. შეშინებულმა ისევ კესანეს გახედა. ქალი ტიროდა, თავი დაეხარა და ჩუმად ქვითინებდა.
-მაპატიეთ-ფეხზე წამოდგა და სწრაფად მიაშურა ტერასას. სიგარეტი თითებს შორის მოიქცია. საკუთარ თავს ვერ აპატია, ისევ დაკარგა ის რაც უყვარდა.
ის საღამო მეგობრებთან გაატარა, უსაზღვროდ სვავდა და ალბათ ფიქრებითაც სხვაგან იყო.
-აქაც სამსახურზე ვდარდობო არ მითხრა-უხეშად გაკრა ხელი ბექამ.
-ნუ გაუ**აკე შენ რა-სიცილით მიჰყვა ლუკაც. ალექსანდრეს გაეღიმა, უფროსწორად თავი აიძულა გაღიმებოდა.
-მე ვიცი შენ რაც გჭირდება-ფეხზე წამოდგა ბექა
-რა მჭირდება?
-ქალი ჩემო ალექსანდრე, ქალი გჭირდება, ახალგაზრდა კაცი ხარ და უკვე ბებრებივით ჩემთან ვზივართ და ვისკს ვსვავთ
-ეს ალექსანდრეს სჭირდება ქალი თუ შენ?-გაეცინა ლუკას.
-საღამომშვიდობისა ყმაწვილნო, როგორ ხართ?-ფეხსაცმლის კაკუნით შეაბიჯა სახლში მართამ. ლუკა წამში გასწორდა ადგილას და ქალი აათვალიერა. საკუთარ თავს გრძნობებში არ უტყდებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ბექას საოცრად მომხიბვლელი და ჰყავდა და მას, როგორც პატარა დას დიდიხანი იყო ვეღარ უყურებდა.
-შენ როგორ ხარ მართუშ?-გადაკოცნა ალექსანდრემ და დივანზე ადგილი გაუთავისუფლა.
-ძალიან დავიღალე-ლუდის კათხა წამში გამოცალა
-ძმას ჰგავს-წარბები შეათამაშა ბექამ.
ალექსანდრეს უყვარდა მათთან ყოფნა, რეალობისგან ცოტახნით მოწყვეტა, სიცოცხლე, სიცილი, ბედნიერება ასე ცოტახნით, რომ სტუმრობდა.
გალეშილმა მთვრალმა ძლივს მიაღწია სახლამდე, ფეხსაცმელები შესასვლელშივე გაიძრო და დივანზე დაემხო. ფიქრებმა გაიტაცა, კესანეს ცისფერებმა თავი არ დაანება. უსაზღვროდ ინანა დღევანდელი საქციელი,მაგრამ იმას უფრო მეტად ნანობდა, რომ მასში მხოლოდ ის არ მოსწონდა, რომ ელიზაბეთს ჰგავდა, თავად კესანე მოსწონდა. კესანე, თავისი ტუჩებით, გრძელი თმით, საოცარი იერით და სხეულით ასე მადისაღმძვრელად რომ გამოიყურებოდა. ტელეფონის ზარმა გამოჰგლიჯა ფიქრებისგან. მომაბეზრებლად უპასუხა და სანდრას ხმის გაგონებაზე ფეხზე წამოჯდა.
-ბატონო ალექსანდრე
-მშვიდობაა სანდრა?-ასე გვიან არასდროს რეკავდა.
-კი, კი, არ იდარდოთ, ჩემთან მშვიდობაა, მაგრამ-ფრთხილობდა სანდრა.
-აბა რა მოხდა, კომპანიაშია რამე პრობლემა?
-კესანე
-კესანე?-უკვე ფეხზე იდგა ყიფიანი-რა მოუვიდა კესანეს? კარგად არის? სად არის?-გულმა სწრაფად დაუწყო ძგერა, თავი ვერ აიყვანა ხელში, წამიერად შიშმა აიტანა, ნუთუ ისიც ელიზაბეთივით წავიდა.
-კესანე კარგადაა, უბრალოდ მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ წუხს დღევანდელი დაგვიანების გამო
-ღმერთო ჩემო სანდრა-ნერვიულად დაეშვა დივანზე და სახეზე ხელი მოისვა-შემაშინე, მეგონა რამე მოხდა.
სანდრას უცნაურად გაეცინა და ალექსანდრე გათიშვას აპირებდა, მწუხარებით, რომ შეაპარა და შენობით რომ მიმართა კაცს.
-ალექსანდრე-ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო, როცა სანდრა ასე ესაუბრებოდა თავის უფროსს-კესანეს დედა გარდაეცვალა, დღეს მაგიტომ დაიგვიანა.
მძიმე იყო მოსასმენად, უფრო მეტად გასააზრებლად. ტელეფონი სწრაფად გათიშა, მზერა სიბნელეს გაუშტერა. გონს მაშინ მოვიდა ქალის კორპუსთან, რომ იდგა, საათი ღამის 2-ს აჩვენებდა. არც კი იცოდა, ახლა კესანე რომ ენახა რა უნდა ეთქვა, როგორ უნდა მოეხადა ბოდიში მისთვის. სინდისი მწარედ ქენჯნიდა. ნელი ნაბიჯით აიარა სადარბაზოს კიბეები და პირველივე სართულზე ღია კარმა მიახვედრა, რომ აქ ცხოვრებდა ქალი. ნელი ნაბიჯით შევიდა მისაღებში. გაურემონტებელი იყო სახლი, პატარა და ძველი. ოთახის შუაში უზარმაზარი მაცივარი იდო,შავი და შემზარავი. სკამები გარშემო შემოეწყოთ. თავთან სურათი და ანთებული სანთელი იდო. ძალიან ჰგავდა კესანე დედას, მასავით ცისფერები ჰქონდა. ჩაეღიმა, ფოტოზე გამოსახული ქალის თვალებში ისეთივე ვარსკვლავები კიაფობდნენ,როგორიც კესანესაში და სწორედ ისინი აგიჟებდნენ ყიფიანს. ფეხის ხმამ შეაკრთო ალექსანდრე, მის უკან ოთახში შემომავალ შავებში ჩაცმულ გოგონას გახედა. კესანე შიშისგან უკან გახტა, გულზე ხელი მიიდო და ცისფერები მიანათა კაცს. ალექსანდრე მთლიანი სხეულით მისკენ შებრუნდა, ქალი ცახცახებდა.
-რატომ არ მითხარი?-მწუხარებით იყო სავსე მისი ხმა.
-მე თქვენ დაგპირდით, რომ იმედებს არ გაგიცრუებდით-ხმა ჩახრეწვოდა, ტიროდა კესანე.
-ღმერთო კესანე, ამის ხარჯზე?-სახეზე ხელები ჩამოისვა კაცმა-არც კი ვიცი რა გითხრა, როგორ განუგეშო, ჯანდაბა კესანე რას მიკეთებ-ხელები ახლა მას შემოხვია, მისი სახე მოიქცია და ზევიდან დააჩერდა ქალს. კესანეს ცისფერები საოცრება იყო, ყველაფერი იკითხებოდა, ყველა ტკივილი, განცდა, გრძნობა, შიში.
ქალი მისკენ დაწია, მარწუხებში მოიქცია, საუბარი არ შეეძლოა, ასეთ დროს ვერაფრით ანუგეშებდა. კესანეს ცრემლებმა გულ-მკერდი დაუსველა. თმაზე ეფერებოდა კაცი, საოცარი სურნელი ჰქონდა, ისეთი ბავშური და სპეტაკი.
ტირილით, რომ გული იჯერა თავი ნელა ასწია, მზერა ერთმანეთს გაუსწორეს. კესანე ცახცახებდა. ალექსანდრეს სუნთქვა შეეკვრა.
-მადლობა, მადლობა, რომ მოხვედი-ჩუმად წარმოთქვა კესანემ და კაცმა იგრძნო, რომ ამ ქალს ვერასდროს მიატოვებდა, ვერასდროს დათმობდა. თითები მაგრად მოუჭირა წელზე და წამიერად იგრძნო შიში, შიში მისი წასვლის, დაკარგვის, როგორც ელიზაბეთის და შუბლი შუბლზე მიადო. ღრმად სუნთქავდა ორივე. კესანე კვლავ ტიროდა, გლოვობდა დედას. ალექსანდრე კი საკუთარ თავს და ალბათ კესანესაც საკუთარ დანგრეულ ცხოვრებაში, რომ ითრევდა მასაც, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო, ვეღარ გაუშვებდა, ამის უფლებას მისი გული აღარ მისცემდა, კიდევ ერთხელ ვერ დაკარგავდა საყვარელ ქალს.
იმ დღის შემდეგ, უფრო მტანჯველი იყო მათი შეხვედრები. ახლა ყოველღამე ალექსანდეს კოშმრად ევლინებოდა ელიზაბეთი, რომელიც გამეტებით უყვიროდა კაცს. ხშირად უტყდებოდა ღამე და სარკეში გამქრალ ქალის სილუეტს ყველგან დაეძებდა, მაგრამ ხვდებოდა რომ ელიზაბეთს ახლა საკუთარ ილუზიებშიც კარგავდა. ახრჩობდა საკუთარი გონება და სტანჯავდა, ის უცხო გრძნობა კესანეს მიმართ რომ გააჩნდა. ხშირად ხედავდა ქალს ტერასაზე მიყინულს,მის მტანჯველს, მის გარშემო, ახლოს მყოფ კაცს და საუცხოო გრძნობა იპყრობდა მის სხეულს. ვერაფრით აქრობდა აგიზგიზებულ ცეცხლს მასში, დანაშაულის გრძნობა მუდამ თან დასდევდა კაცს. უყვარდა ელიზაბეთი და ის გრძნობაც, კესანეს დანახვისას რომ ეუფლებოდა, მაგრამ კესანე აღარ იყო ისეთი. მისი ცისფერები აღარ ჭრიდა თვალს ალექსანდრეს. გამუდმებით დარდში და სევდაში ცხოვრობდა ქალი და ამას კარგად ხვდებოდა ყიფიანი.
-ბატონო ალექსანდრე, თუ არ გჭირდებით მე წავალ-კაბინეტში თავი შემოყო სანდრამ. კაცმა საათს დახედა, უკვე 11 სრულდებოდა, ამ ბოლო პერიოდში დიდხანს მუშაობდა. შრომობდა, რათა ეს მტანჯველი განცდები თავიდან აეცილებინა.
-წადი-გაუღიმა ქალს და ისევ საბუთებს ჩააჩერდა.
მუშაობს, რომ მორჩა სავარძელში გადაწვა. მძიმედ აწვა ფიქრები,უსაშველოდ სტკიოდა გული. რეალობას ისევ გაურბოდა ყიფიანი,ისევ აწამებდა საკუთარ თავს.ალბათ ათასი ცხოვრებით რომ ეცხოვრა, ათასივეს ელიზაბეთთან გაატარებდა. მის მკლავებში არასდროს არაფერი შეაწუხებდა,არაფერზე იდარდებდა. რამდენჯერ წარმოუდგენია ელიზაბეთთან ერთად ცხოვრება, მათი ოჯახი, შვილები, ერთად გატარებული სიბერე. დროს არასდროს გაჰქონდა ეს სიყვარული, ვერ უნელდებოდა გრძნობა ამ ქალის მიმართ.ასე ძლიერი სიყვარული თუ შეეძლო ხანდახან თავადაც ვერ ხვდებოდა. მისტიროდა ქალს, რომელიც აღარასდროს დაბრუნდებოდა მაგრამ არ წყვეტტდა, მისთვის ბრძოლას არ თმობდა. ცხოვრება ამ მტანჯველ ყოფაშიც კი არ აძლევდა მოსვენებას. კესანეს სახით უზარმაზარი ტანჯვა გამოუგზავნა.ხელები მოისვა. მძიმედ ამოისუნთქა და იქვე მიგდებული პალტო მოიცვა. უკვე ვეღარსად გრძნობდა თავს მშვიდად. თითქოს ამ 6 წლის დაგვირგვინებისთვის იყო მოსული კესანე მასთან, თითქოს საბოლოოდ აცლიდა წუთისოფელი ელიზაბეთს ხელიდან, მის ოცნებებს, იმედებს. ლიფტისკენ მიმავალმა შუქს, რომ მოკრა თვალი მისკენ წავიდა. ფინანსურ განყოფილებში ლამპა ბჟუტავდა, მაგიდასთან კესანე იჯდა და საბუთებს დაჰყურებდა. თმა უსწორმასწორად აეკრა და იმდენად იყო ჩაფიქრებული, ალექსანდრეს მიახლოებაც ვერ გაიგო. კაცმა რომ ჩაახველა, მხოლოდ მაშინ ასწია თავი და ხმის პატრონის დანახვისას გულმა რეჩხი უყო.
-მაპატიეთ, ბევრი საქმე დამიგროვდა და ამიტომ მიწევს გვიანობამდე დარჩენა-თვალს არიდებდა ყიფიანს.
-მესმის, ანალოგიურად-კესანემ უსიამოვნოდ გაუღიმა-კარგი, აღარ მოგაწყენ თავს-კარისკენ წასულმა ვეღარ მოითმინა და კვლავ მისკენ მიბრუნდა. როგორ უნდოდა საკუთარ თავს მორეოდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა-კესანე
-დიახ
-ჩაიცვი, სახლში წაგიყვან-გაუღიმა ქალს.
თითქოს თავადაც სურდა, რომ ყველაფერი ახლიდან დაეწყო, მაგრამ წარსულის მარწუხებს თავს ვერ აღწევდა, ვერ უშვებდა ახლოს კესანეს. მანქანაში მის გვერდით მჯდომს რამდენჯერმე გადახედა. ისევ ნერვიულობდა ქალი. როგორ აგიჟებდა ყიფიანს მისი ყურება, მისი ცისფერები, ანერვიულებული საკუთარი თითების წვალებას, რომ იწყებდა, მისი ფერადი სამყარო, მისი მუდამ აკანკალებული ტუჩები. თავად ეს ქალი აგიჟებდა კაცს და საკუთარ გულში რა ხდებოდა უკვე ვეღარ იგებდა. ფიქრებისგან ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ბექა ურეკავდა.
-გისმენ
-ჩემთან გელოდებით, მოდი-უყვიროდა ძმაკაცი.
-ახლა არ მცალია ბექა
-ქალთან ერთად ხარ?-იყო ყურისძამღები სიცილი-ისიც მოიყვანე, არ ვიკბინებით.
-ბექა, გთხ..-სიტყვა შუა გზაზე გააწყვეტინეს.
-ალექსანდრე, გელოდებით-ყურმილი დაკიდეს.
-თუ გინდა აქვე ჩამომსვით და წადით-კესანემ მორცხვად გახედა ყიფიანს.
-ძალიან გვიანია კესანე, სახლში დაგტოვებ, მოიცდიან-ამის მერე სიჩუმე აღარცერთს დაურღვევია, მხოლოდ მაშინ გახედა ქალმა კაცს მის სადარბაზოსთან, რომ მიაყენა მანქანა.
-მადლობა, დღევანდელისთვისაც და იმისთვისაც, მაშინ რომ მოხვედით-თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ღელავდა. უკვე გადასვლას აპირებდა კაცმა რომ მაჯაში წაავლო ხელი და უკან დააბრუნა. მის ხელს თითებით მიეფერა და თვალებით სცადა მისი გამხნევება. მისკენ ნელა გადაიწია, შუბლი შუბლზე მიადო. სახეზე ეცემოდა მისი ცხელი სუნთქვა. თავს დამნაშავედ გრძნობდა ელიზაბეთს, რომ ამას უკეთებდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. ეს ქალი ჭკუიდან შლიდა, მისი სილამაზე თავს აკარგვინებდა და ელიზაბეთს კი არა, მთელ ცხოვრებასაც ავიწყებდა.
-გთხოვ არ წახვიდე-მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა.
-ეს არ არის სწორი-ჩუმი იყო ქალის ხმაც.
-არის ამ ქვეყნად რამე სწორი?-თვალები მიელამა სიამოვნებისგან. მასთან ახლოს ყოფნამ სიმშვიდე მოუტანა, თითქოს ყველა პრობლემა და ტანჯვა გაქრა, რაც გულს უმძიმებდა. სამყაროს უფერადებდა ეს ქალი, იმ ალექსანდრეს აღვიძებდა მასში, ვინც 6 წლის წინ საკუთარი ხელებით მოკლა. მის ქვედა ტუჩს თითები გადაუსვა,ვერ ბედავდა, ბოლომდე ვერ ეკარებოდა. ეშინოდა საკუთარი თავის, მომავლის და ალბათ იმისც, რომ კესანეს ცხოვრებას მთლიანად წალეკავდა-წამოდი ჩემთან ერთად.
-სად?
-ჩემს ყველაზე საყვარელ ხალხს გაგაცნობ-ნელა მოშორდა და გაუღიმა, ქალიც უღიმოდა, მტკინვეულად, მაგრამ ცისფერებში მაინც უბრწყინავდნენ ბედნიერების ვარსკვლავები.
ის ღამე საოცრება იყო, მის მეგობრებს პირველად აცნობდა ქალს ამდენი წლის მერე. იქვე დივანზე ჩუმად მჯდარი ყურებამდე გაღიმებული უყურებდა, მხიარულ კესნეს, ყველა უაზრო ხუმრობაზე, რომ იცინოდა. საუცხოო იყო მისი ასეთის დანახვა. წარმოდგენა არ ჰქონდა ამ დღის მერე რა მოხდებოდა, მაგრამ ახლა ბედნიერი იყო, სიმშვიდეს გრძნობდა და არც სინდისი უჭამდა გონებას.
-საოცარი ქალია-აივანზე მდგარს გვერდით ამოუდგა ლუკა. ალექსანდრემ კიდევ ერთხელ დაარტყა სიგარეტს ნაფასი და მეგობარს გახედა.
-არც კი ვიცი რას მიშვება, მათრობს მის გვერდით ყოფნა ლუკა.
-მოგწონს, ეს სწორია ალექსანდრე-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თითქოს არ უნდოდა ამის თქმა, ვერ ბედავდა-ელიზაბეთი საბოლოოდ უნდა გაუშვა
ალექსანდრემ გველნაკბენივით გახედა კაცს. ისევ საშინელი გრძნობა დაეუფლა, ხასიათი წაუხდა. ნუთუ ასე უნდა ყოფილიყო, ნუთუ სიმშვიდეს ვერასდროს იპოვიდა, გამუდმებით თან გაჰყვებოდა იმ ქალის ხმა და ვერადროს დაივიწყებდა, რომელიც ერთ დროს ასე საუცხოოდ უყვარდა. მალევე დატოვა კესანე სახლში, ზედაც არ შეუხედავს ქალისთვის ისე გაეცალა მას. წლები აღარ ყოფილა მის ძველ სახლში, აღარც კი ახსოვდა მისი სურნელი, მისი სითბო. ყველაფერს მტვერი დასდებოდა, წარსულს რაღაც ჭამდა, მაგრამ ალექსანდრეს ცხოვრებიდან დრო ვერაფერს კურნავდა. მის საძინებელში ჩამოკიდებულ ელიზაბეთის უზარმაზარ პორტრეტს გაუსწორა მზერა. ბედნიერად იცინოდა ქალი და საუცხოო, მომხიბვლელი ცისფერებით უმზერდა კაცს. თავი ხელებში მოიქცია, რაოდენ სტანჯავდა ეს გრძნობა, მისგან შორს ყოფნა ან მისგან თავის დაღწევა. ვერც უკან ბრუნდებოდა და ვერც წინსვლას სჯერდებოდა. მუხლებზე დაეშვა, ძალიან სუსტი იყო, იმისთვის, რომ კესანეს სიყვარულში ჩაბმულიყო, მაშინ როცა ელიზაბეთის სახე ყველგან დასდევდა.
-რატომ წახვედი?რატომ მიმატოვე?-ჩურჩულებდა-გთხოვ მომეცი ბედნიერების უფლება, გთხოვ შენი სიყვარულის მარწუხებისგან გამათავისუფლე, გთხოვ-უკვე ტიროდა ყიფიანი. უსუსურად გრძნობდა თავს, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ელიზაბეთი გამუდმებით მასთან იყო,მის გონებასა და გულში. თითქოს ეს ქალი მისი წყევლა იყო, თითქოს ვეღარასდროს იხილავდა ბედნიერებას.
ოფისში ქაოსი იყო, ყველა საღამოსთვის ემზადებოდა. ალექსანდრე ყიფიანის კომპანიას ყოველწლიურ ტრადიციად ექცა კორპორატიული საღამო, რომლისთვისაც მათი უფროსი ხარჯებს არასდროს ზოგავდა. ის დღე დიდად არ ეთმობოდა მუშაობს და კაციც აძლევდა მათ ამის უფლებას. თავად ისევ საბუთებში მყოფს დაუკაკუნეს კაბინეტის კარებზე.
-ბატონო ალექსანდრე-ღიმილიანი სახით უყურებდა სანდრა-დღევანდელი საღამოსთვის ყველაფერი მწყობრშია, დეკორაციაც და სამზარეულოც, როგორც მთხოვეთ
-მადლობა სანდრა, შენს გარეშე რა მეშველებოდა-ღიმილი დაუბრუნა კაცმაც.
-ალექსანდრე, 7 წელია გიცნობ, ვიცი როგორი იყავი ელიზაბეთთან, მას შემდეგაც და ახლაც როგორი ხარ ვხვდები-ჩუმი იყო ქალის ხმა, კაცმა ნელა ახედა, ვერ ხვდებოდა საუბრის მიზანსა და არსს-იმის თქმა მინდა, რომ თუ არ შეგიძლია უბრალოდ გაუშვი, ნელის ვთხოვ და მარტივად გავუშვებთ-მიხვდა კაცი საითაც მიჰყავდა საუბარი.
-არაფერი დაუშავებია, მისი ბრალი არ არის, ეს მე ვერ მივედი საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
-მესმის, მაგრამ არ მინდა გული გეტკინოს ან მას ატკინო, არცერთი იმსახურებთ ამას ხომ იცი?
-ხომ იცი, რომ თუ ჩემთან იქნება გული აუცილებლად ეტკინება?
-მზად ხარ ამისთვის მერე? მისი გულის ტკენისთვის მზად ხარ?
-მხოლოდ ის ვიცი, რომ მის გასაშვებად არ ვარ მზად
-ხოდა ნუ გაუშვებ-თავი დაუკრა და კაბინეტს გაეცალა.
მზადებას, რომ მორჩა საკუთარ თავს სარკეში დააკვირდა. უკვე 32 წელს უახლოვდებოდა და ცხოვრებაში არაფერი გაეკეთებინა ღირებული, ისეთი რასაც მისი წასვლის მერე ვინმე გაიხსენებდა. ვერ შეინარჩუნა საყვარელი ქალი, საკუთარი თავი და ვერც ახლანდელ გამოჩენილ ყვავილს აძლევდა სიცოცხლის საშუალებას. გაურკვევლობაში იყო, როგორ არ ეთმობოდა კესანე და ვერც მასში დაბუდებულ ელიზაბეთს უნგრევდა სახლს.
საღამოზე მისულმა ბევრი ისაუბრა, სიტყვითაც გამოვიდა. მადლიერი იყო თითოეულს, რომ მისი კომპანია ფეხზე დააყენეს. იქვე კუთხეში იდგა ღვინის ჭიქით ხელში და ჩუმად უყურებდა მხიარულ თანამშრომლებს. მწველი მზერა იგრძნო გვერდიდან და მზერის პატრონს, რომ გახედა საუცხოო სანახაობა დახვდა. სისხლისფერ კაბაში გამოწყობილ ქალს დააჩერდა, საუცხოოდ ლამაზი იყო კესანე, როგორც ყოველთვის. ქალი უღიმოდა, სევდიანად,მაგრამ ამავდროულად იმედიანად. საოცრად მოუნდა ახლა საკუთარ მკლავებში მოექცია, მასთან შერწყმა და უბრალოდ მასთან ყოფნა. ბედნიერება სურდა ყიფიანს და ამ ყველაფერს კესანეში ხედავდა. მისკენ ნელა დაიძრა.
-მოგწონს საღამო?
-კი, ძალიან სასიამოვნო გარემოა
-მიხარია თუ მოგეწონა. გუშინდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო, მოულოდნელად წავედი.
-არაუშავს, მესმის თქვენი
-ჩემი?
-მე რომ მდიდარი კაცი ვიყო, ჩამოყალიბებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი, არც მე მომინდებოდა ჩემნაირთან ერთად ყოფნა, ამაში სამარცხვინო არაფერია
-ასეთი გგონივარ?
-მე...მე..
-წამოდი-ხელი ჩაავლო მკლავში და შენობიდან გაიყვანა, მანქანაში მშვიდად ჩასვა და საყვარელ ადგილას მიადგა. თბილისი ხელისგულივით ჩანდა, აქ სიმშვიდეს გრძნობდა ალექსანდრე.
-საოცრად ლამაზია-აღფრთოვანებული იყო ხედით კესანე.
-ნამდვილად, საოცრად ლამაზია-კაცს მისთვის თვალები არ მოუშორებია. ისეთი ლამაზი იყო ქალი. კესანემ მზერა მასზე გადაიტანა, გაუღიმა და კვლავ აარიდა მზერა-კესანე გთხოვ-ქალმა ისევ გაუსწორა მზერა, ვერ იგებდა რას სთხოვდა კაცი-გთხოვ მომეცი უფლება შენი ცხოვრება დავანგრიო, რადგან მე ამას ჩემი ნებით ვერ ვიზამ. ვერ მოგეკარები, შენთან ერთად ვერ ვიარსებებ თუ მეცოდინება, რომ შენ წარმოდგენაც არ გაქვს ჩემს უბადრუკ ცხოვრებაზე. ღმერთო ჩემო ის თუ მაინც იცი, რა საოცრად ლამაზი ხარ?-ხელები სახეზე მოისვა. საკუთარი თლილი და გაყინული თითები წაავლო კაცის ხელებს და გულწრფელად გაუღიმა. ქალი კარგად ხვდებოდა, რომ ყიფიანისთვის ეს ყველაზე მძიმე იყო, სიმართლის თქმა, მაგრამ სწორედ ეს მოსწონდა მასში, რომ შეეძლო მისთვის არაფერი დაემალა, კესანეს აძლევდა არჩევნის უფლებას, მაგრამ ის კი აღარ იცოდა, რომ არჩევნის საშუალება აღარ ჰქონდა ქალს, რადგან მისდამი გრძნობებს თავი წაერთმია. სიჩუმე წამიერად დაარღვია ქალმა.
-მზად ვარ შენს გამო ჩემი ცხოვრება დავინგრიო, თავდაყირა დავაყენო და შენთან ვიყო-კაცმა სწრაფად ახედა მას, კესანე ისევ იღიმოდა, საოცრად უელავდა ცისფერები. კაცმა ახლა მისი სახე მოიქცია ხელებში, ნელა დაიხარა მისკენ, ნაზად შეეხო ბაგეებს და უეცრად მასში რაღაც აფეთქდა, თითქოს მისმა გულმა დატყვევებული ალექსანდრე გამოუშვა. სუნთქვა, რომ გაუჭირდა მხოლოდ მაშინ მოსწყდა მის ტუჩებს. ახლა უფრო მეტად იღიმოდა ქალი, თავადაც გაეღიმა და კვლავ მოწყვეტით აკოცა.
იქვე სკამზე ისხდნენ, ისევ თბილსს უყურებდნენ და ერთმანეთში აეხლართათ ხელები.
-სანდრამ მომიყვა ელიზაბეთზე-კაცმა მშვიდად დახედა ქალს-ვწუხვარ, რომ ასე გეტკინა
-კესანე, ახლა ის ჩვენთან არაფერ კავშირშია, ახლა მხოლოდ მე და შენ ვართ-თმა ყურს უკან გადაუწია და სახეზე მიეალერსა-მხოლოდ შენ არსებობ ჩემთვის.
იმ საღამოს ბევრი ისაუბრეს, ორივემ გაიხსენა წარსულის ტკივილები და მომავალზე იმედით ისაუბრა.
-ანუ ციხეშია შენი ძმა?
-კი, სწორედ მის გამო ვმუშაობ, არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ხელები შეაწმინდეს-სევდიანად გახედა ჰორიზონტს კესანემ-ამ ქვეყანაში ფული საოცრად ფასობს, ჩვენ კი იმდენი არ გვქონდა, რომ გამოგვეყვანა იმ ჭაობიდან.
-ყველაფერი მოგვარდება გპირდები-შუბლზე მიაწება ტუჩები და მკლავებში მოიქცია.
საუცხოო იყო ის საათები, წუთები, ალექსანდრეს ბედნიერების მორევში აბრუნებდა. საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა, თითქოს ნელ-ნელა კვდებოდა ეს 6 წლის განმავლობაში შექმნილი ალექსანდრე. მადლიერი იყო საკუთარი თავის და ცხოვრების, რომ საშუალებას აძლევდა, ისევ ბედნიერი ყოფილიყო. მადლიერი იყო ქალის, რომ მის გვერდით იყო ყველაფრის მიუხედავად, მისი უხეშობის, დაუოკებელი, დაჭრილი სულის მიუხედვად. კესანეს არსებობა მის წარსულს მალამოდ ედებოდა და ხვდებოდა, რომ სწორედ ის იყო მისი გამოსავალი, ცხოვრებისკენ მობრუნების ნათელი გზა. ხვდებოდა, რომ სწორედ ის იყო ყველა ამოვსებული ორმოს მიზეზი მის ცხოვრებაში, მას შეეძლო დაცემულის წამოყენება და სწორედ მას ეყრდნობოდა ყიფიანიც. მისი ტელეფონი ამღერდა, ბექა ურეკავდა. სულაც არ უნდოდა ამ მომენტის გაფუჭება.
-უპასუხე
-მერე დავურეკავ
-იქნებ მნიშვნელოვანია-ქალმა წვერზე მოუსვა ხელი და გაუღიმა. უცბად დათბა სამყარო მის გარშემო, ტელეფონის სენსორს მხიარულად გადაუსვა ხელი და უეცრად გაქრა ყველაფერი მის გარშემო. ყველაფერი დატრიალდა, ისევ ორად გაეხლიჩა ცხოვრება, ქალს გახედა შეშინებულმა, მიხვდა, რომ ეს სიხარული, მხოლოდ წამიერი ყოფილა, მოტყუებულად გრძნობდა თავს, თითქოს ისევ გააცურა ცხოვრებამ და ცივი წყალი გადაასხა ბექამ რომ მეორე ხაზიდან მისი 6 წლიანი ცხოვრების დასასრული ამცნო, მისი ტკივილების საბოლოო წერტილი და ალბათ უნდა გახარებოდა, რომ არა კესანე, მისი ცისფერები და ის თავისუფლება, რაც მასთან იგრძნო, თუნდაც რამდენიმე საათით.
-ალექსანდრე... ალექსანდრე.. იპოვეს... ელიზაბეთი იპოვეს.. გესმის??
გვერდით მჯდარ ქალს გახედა დაბნეული ბავშვივით რომ უყურებდა. გული ორად გაეპო, თვალებში ცრემლები მოაწვა. ყველაფერი გაქრა, რაც გააჩნდა, ახალ გზაზე დამდგარს ისევ სიბნელე შეხვდა, ისევ წარსული დაესხა თავს. კესანეს სახეზე მიეალერსა, ცრემლები სცვიოდა ყიფიანს. სად წავიდა ის ბედნიერება, ის მონატრება ელიზაბეთის მიმართ რომ გააჩნდა. ახლა უნაზესი გრძნობა დასდევდა თან, რომელიც სხვა ქალს ეკუთვნოდა. რაოდენ სწადდა ელიზაბეთი, მაგრამ როგორ უნდოდა ახლა მისი გაქრობა. მზერა აარიდა ქალს, სხეული გაეყინა და ალბათ ამ ამბავმა მის გულამდეც მიაღწია, რადგან ალექსანდრე ვეღარ ხვდებოდა, რომ ცოცხალი იყო. ახლა რა უნდა ექნა, თავს როგორ მორეოდა, ვინ უნდა ყვარებოდა, ვისთან უნდა ყოფილიყო,რატომ არ მირბოდა ელიზაბეთთან ან რატომ რჩებოდა კესანესთან, სად იყო ამ კითხვებზე პასუხები ვეღარ იგებდა.
-კარგად ხარ ალექსანდრე?-შიში ჩასდგომოდა კესანეს ცისფერებში.
-შენი ტრფობა მკლავს კესანე, მაგრამ...-ყელში ბურთი გაჩხერვოდა-მაპატიე-ნელა წამოდგა, ქალის ხმისთვის აღარ მიუქცევია ყურადღება, დარჩენას და ახსნას რომ ემუდარებოდა. ისე მიუჯდა მანქანას და ადგილს გაშორდა, რომ ვერც გაიაზრა. მონოტორულად მოძრაობდა ყიფიანი. ცხოვრება საბოლოო დარტყმებს ახორციელებდა მასზე. ყოველ თავდასხმაზე კაცს შიში უქრებოდა, ნუთუ რა უნდა ყოფილიყო ამაზე მტანჯველი და მტკინვეული, მაგრამ წუთისოფელი მის გაოცებას არასდროს წყვეტდა.
ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულმა საჭეს ხელები დასცხო, ახლა რა უნდა ექნა, როგორ დაეხურა კესანესთვის კარი და ელიზაბეთისთვის გაეღო. საკუთარ თავს ვეღარ აჯერებდა იმაში, რომ კესანე ძალიან ჰგავდა ელიზაბეთს, მისი გონება ახლა იმაზე ფიქრობდა რა ჰქონდა ელიზაბეთს კესანეს მსგავსი, რომ რამით დამშვიდებულიყო. ვერ იგებდა რატომ სრცხვენოდა საკუთარი თავის, რატომ სჭამდა შიგნიდან რაღაც. თითქოს უჭირდა ელიზაბეთის ნახვა, მისთვის თქმა, რომ სხვისკენ გაიხედა. ამ ფიქრების მიუხედავად მეორე ნაპირას რატომ იდგა კესანე, რატომ აბეზრებდნენ თავს მასზე ფიქრები. ვერ იგებდა, რატომ შეეცვალა წამებში მასზე გრძნობები. ბექას სახლის კარები გამოგლიჯა, იქვე შეკრებილ მის მეგობრებს გაავებულმა გახედა. თვალები ჩაწითლებოდა ტირილისა და სიბრაზისგან საკუთარ თავზე.
-სად არის?-ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
-ალექსანდრე გთხოვ დამშვიდდი-მართამ თანაგრძნობით გახედა გაავებულ კაცს.
-ნუ მიმითითებ რა გავაკეთო-ამრეზით გახედა ქალს-სად არის მეთქი?-აღრიალდა კაცი.
-ალექსანდრე-ლუკამაც უღრიალა მეგობარს-გონს მოდი ჯერ, დაწყნარდი და შემდგომ ვისაუბროთ.
-არ მჭირდება დაწყნარება,უბრალოდ მითხარით სად არის-ხმა მიუსუსტდა. უსუსურად მოეჩვენა საკუთარი თავი.
-მოდი დაჯექი, ვილაპარაკოთ-თხოვნით შეხედა ბექამ და დივანზე დასვა-ახლა კარგად მომისმინე, მე ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ შენ ჩვენს გარეშე არაფერს მოიმოქმედებ
-რა ჯანდაბას მელაპარაკები ბექა?-კაცმა ისევ აუწია ტონს.
-დაწყნარდი ალექსანდრე-ხმა გაიმკაცრა ბექამ-შენი ელიზაბეთი არც წყნარად წასულა და არც სიმშვიდით დაბრუნებულა უკან, ეს უდიდესი არეულობაა.
-რა ხდება? გთხოვ ბექა-თვალებში ისევ ცრემლი ჩაუდგა, შეზიზღდა საკუთარი თავი წამიერად, მისი დანახვის სურვილი აგიჟებდა კაცს.
-ალექსანდრე-ხელზე მიეფერა მართა.
-გთხოვთ ასე ნუ მექცევით, გთხოვთ ნუ გეცოდებით, ასეთი უსუსური ვარ თქვენს თვალში?
-შენ ჩემი ძმა ხარ, ჩემი ბავშობის მეგობარი, ჩემი ოჯახი-ლუკამ დამძიმებულმა გახედა კაცს-ყველაფერს გავაკეთებ შენთვის ხომ იცი ეს, მაგრამ გთხოვ ახლა უბრალოდ მშვიდად მოგვისმინე.
-ასე უნდა მაწამოთ, მითხარით-ფეხზე წამოიჭრა კაცი-სად არის ჩემი საცოლე?-ღრიალებდა.
-აღარ არის შენი საცოლე, სხვისია, სხვაზე დაინიშნა ამ საღამოს-უღრიალა ბექამაც და გაკვირვებულ თვალებს, რომ წააწყდა ინანა ასე პირდაპირ, რომ ახალა-დღეს დაინიშნა.
-დაინიშნა?-ძალა აღარ ჰყოფნიდა ყიფიანს-რას ნიშნავს დაინიშნა?
-ანდრია სიხარულიძეზე დაინიშნა დღეს, ტელევიზია ჰყავდათ დაპატიჟებული და ასე გაჟღერდა.
-სიხარულიძეზე? "G&A"-ის აღმასრულებელ დირექტორზე?
-კი, მასზე. გთხოვ მისმინე, უბრალოდ უნდა გვეთქვა ეს შენთვის, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მიხვიდე და ყველაფერი ჩაუშალო. მაგ ქალს აღარ უყვარხარ, მიგატოვა და ახლა სხვა კაცთან გაჩნდა.
-ასე ნუ ლაპარაკობ მასზე-კიდევ ერთხელ უღრიალა კაცმა-შენ არაფერი იცი.
-რეალობას უნდა გაუსწორო თვალი ალექსანდრე-ლუკამ გახედა.
-შეუძლებელია, ამდენი წელი, ღმერთო ჩემო, ამდენი წელი-დივანზე მოწყვეტით ჩამოჯდა, თავი ხელებში მოიქცია და ბუტ-ბუტს მოჰყვა-ამდენი ხანი ველოდი და ის.. ის..-წინადადება ვეღარ დაასრულა კესანეს სილუეტი, რომ წარმოუდგა თვალწინ. ნუთუ თავადაც არ უღალატა ქალს, თავადაც არ აქცია ზურგი, ახლა მას როგორღა დაადანაშაულებდა, რა უფლება ჰქონდა.
ცხოვრება სამაგიეროს უხდიდა თავისი შეცდომის გამო, საკუთარი მოღალატე სულის გამო სწორედ იმას უბრუნებდა უკან. როგორ იფიქრა, რომ ეს ბედნიერება იყო, როგორ წარმოუდგა სხვა ქალი ელიზაბეთის ადგილას. ალბათ მასაც ასე სჭირდა, ამდენი წლის შემდგომ ალბათ მანაც სხვაში დაინახა ყიფიანი, ნუთუ ამის გამო აკრიტიკებდა კაცი, ნუთუ ეს იყო მისი სიყვარული. აუცილებლად ნახავდა ელიზაბეთს, გონს მოიყვანდა, ისევ დაიბრუნებდა საყვარელ ქალს.
სახეზე ხელები მოისვა, დაწყნარება სცადა. მისმა გონებამ ილუზია შექმნა.
-სახლში უნდა წავიდე-ფეხზე წამოდგა შეშინებულ მეგობრებს რომ გადააწყდა-სახლში მივდივარ მართლა.
ის ღამე მართლაც სახლში გაატარა, ბედნიერმა მაგრამ სულარეულმა. ახლის მოლოდინში მყოფს ვერ ჩაეძინა. დილას ადრე ადგა, სავარჯიშო დარბაში წავიდა. მაქსიმალური დადო საკუთარი თავის,სახლში მისული მოწესრიგდა. ღიღინით მივიდა ოფისამდე, გაკვირვებულ სანდრასაც მომნუსხველად გაუღიმა და კაბინეტში მხიარულად გააგრძელა მუშაობა. დიდად არაფერზე დარდობდა, მხოლოდ იმაზე უჩქარდებოდა გული რომ წარმოიდგენდა საყვარელი ქალის სახეს, მასთან ამდენი წლიანი განშორების შემდეგ შეხვედრას და ბედნიერება და ნერვიულობა ერთდროულად შემოუტევდა.
-ბატონო ალექსანდრე-კაბინეტის კარი სანდრამ შეუღო-თათბირზე გელოდებით.
-მოვდივარ ჩემო სანდრა, მოვდივარ-სწრაფად წამოკრიფა ნივთები და სანდრას გაჰყვა.
საკონფერეციო დარბაზში უკვე ისხდნენ მისი თანამშრომლები, მხოლოდ მას ელოდნენ. ყიფიანმაც მხიარულად დაიკავა მისი ადგილი, მზერა პრეზენტაციას გაუსწორა, მაგრამ მალევე აეწვა სახის თითოეული ნაკვთი, ვიღაც გამწარებით უმზერდა. მზერის პატრონს გახედა და ადგილზე გაშრა. ქალმა ცისფერები მალევე აარიდა და უსასრულობაში გაიხედა. მისმა გრძნობებმა თავი ვეღარ შეიკავეს, დამწყვდეული კესანე გულმა წამში გამოუშვა, უეცარი მხიარულება სადღაც დაეკარგა. გაახსენდა გუშინ მის მკლავებში მოქცეული, მისი უეცარი ბედნიერება და ისიც, როგორ მიატოვა ქალი. კესანე მზერას აღარ უსწორებდა, ცხვირის წვერი გასწითლებოდა, ტირილისგან თუ სიცივისგან ალექსანდრემ ვერ გაარჩია.
-ბატონო ალექსანდრე, ყველაფერი მზადაა "G&A"-სთვის, ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ-კახაბერმა მშვიდად გახედა კაცს. კომპანიის სახელმა უფრო შეაკრთო კაცი, რას აკეთებდა ვეღარ გაეგო.
-ისინი დღეს ღონისძიებაზეც გელოდებიან-სანდრამ საუბარში დაუმატა.
ალექსანდრე უცებ გასწორდა სკამზე, მიხვდა, რომ ისიც იქ იქნებოდა. ისევ ნახავდა ელიზაბეთს, მაგრამ ახლა რატომ სტკიოდა, რატომ უჭერდა ვიღაც გულზე ხელებს, რატომ არ აძლევდა მოსვენებას. ახლა ხომ ბედნიერების გარდა არაფერი არ უნდა ეგრძნო, რა ემართებოდა, რატომ ვეღარ გამოდიოდა ნაპირზე.
-ეს კესანეს პროექტია, ამიტომ უმჯობესი იქნება მასთან ერთად თუ წახვალთ-გაუღიმა ნელიმ და კაცმა გველნაკბენივით გახედა ქალს, თავი რომ დაეხარა და ვეღარ ინძრეოდა შიშისგან. სწრაფად წამოდგა ფეხზე, მაგიდას უცბად გადაავლო თვალი და საკუთარ კაბინეტს მიაშურა.
სახეზე ხელები მოისვა და ნერვიულ სიარულს მიჰყვა, საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა. ფიქრებში ჩაძირულიყო უეცრად მისი კაბინეტის კარები რომ შემოხსნეს. კაცი ადგილზე გაშრა მისი დანახვისას. გაავებული თვალებით უყურებდა კესანე. ხვდებოდა ყიფიანი, რომ მისგან პასუხებს ელოდა.
-დაუკითხავად რატომ შემოხვედით ქალბატონე კესანე?-კაცმა თვალი გაუსწორა ქალს,მაგრამ ახლა სულაც არ ადარდებდა მისი ასეთი თავხედური შემოვარდნა, მხოლოდ ის სტკენდა გულს მის ცისფერებში რომ ცრემლები კიაფობდნენ.
-ალექსანდრე-ლოყაზე თითებით მიეფერა, მაგრამ ყიფიანმა უხეშად მოიშორა და ის ფაქტიც უკუაგდო, რომ საუცხოოდ ესიამოვნო შეხება და ის ადგილი საუცხოოდ აეწვა, რამდენიმე წამის წინ ქალი რომ ეხებოდა.
-ზღვარს ხომ არ გადადიხართ?-ეცადა სიუხეშე დატყობოდა ხმაში.
-ალექსანდრე, ღმერთო ჩემო, გუშინ დაგავიწყდა რა მოხდა?
-არაფერი მომხდარა, ორივე შევცდით
-შევცდით-ქალს ირონიულად ჩაეცინა-შევცდით? გული გადაგიშალე, ჩემი ტკივილები გაგიზიარე, შეხების უფლება მოგეცი და შევცდით?-უღრიალა ქალმა.
-ნუ ყვირი, ვინმე გაიგებს-თითი დაუქნია ცხვირწინ.
-ხოდა გაიგონ, რა არაკაციც ხარ
-კესანე ზედმეტები მოგდის
-მე? მე? მე მომდის ზედმეტები? საკუთარი გული დაგაჭერინე ხელში, მე შენ...-წინადადება აღარ დაამთავრა, ცრემლებს უფლება მისცა ჯებირები გადმოელახათ, საკუთარი თავი შეეცოდა ქალს. ასეთი უსუსრი რომ იყო იმ კაცის წინაშე, რომელიც არაფრად აგდებდა-ღმერთო ალექსანდრე, როგორც კი დაბრუნდა იმ წუთასვე ყველაფერი მიატოვე. იმდენად ხარ შეყვარებული, რომ მიუხდედავად იმისა, რომ ის უკვე სხვა ადამიანთანაა მაინც მზად ხარ მის გამო მთებიც კი გადადგა-ტიროდა ქალი.
ალექსანდრემ მძიმედ ამოისუნთქა, გულმა რეჩხი უყო, მძიმე ტვირთად დააწვა კესანეს ცრემლები, სული შეეხუთა და მისმა გულმა უეცრად გააქრო ელიზაბეთი ყველაფრიდან, მხოლოდ კესანე დატოვა, მხოლოდ მისი ცისფერები და კაცი მიხვდა, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. აღარ შეეძლო მისი ყურება, როგორ სტკიოდა, როგორ ეწვოდა სული, იმიტომ რომ საკუთარ თავს ახსენებდა მის წინ მდგარი. იმ ალექსანდრე ყიფიანს აგონებდა, რომელიც ელიზაბეთმა გახადა, რომელიც ექვსმა წელმა გახადა.
-კესანე-მისი სახე ხელებში მოიქცია და მის სახესთან ამოიჩურჩულა-კესანე, რა ლამაზი ხარ, კესანე-განუწყვეტლივ იმეორებდა ქალის სახელს.
-გთხოვ ნუ მეხები, გთხოვ, მერე ხომ მაინც უნდა მიმატოვო-ჩურჩულებდა კესანეც, მაგრამ ყველა კაცის შეხებაზე თვალები ელულებოდა.
-ჩუუ-მის ქვედა ტუჩს თითები გადაუსვა, შუბლი შუბლზე მიადო.
-გაიწიე-ხელი კრა უხეშად კაცს და თავიდან მოიშორა-მე შენი საყვარელი არ ვარ, როცა მოგინდება მაშინ რომ ინახულო, მოესიყვარულო და ამ დროს სხვასთან იყო-უღრიალა ისევ.
-რა ჯანდაბას ითხოვ ჩემგან? შენს სიყვარულს? ეს გინდა? დაივიწყე, თავად დამთანხმდი ცხოვრების დანგრევაზე და აჰა, დაგინგირე ცხოვრება კესანე-ყიფიანმაც არ დააკლო ყვირილი. ქალის გაოცებისგან და ტკივილისგან აწყლიანებული თვალებს მზერა მოარიდა. კესანემ თავი ხელებში ჩარგო, ჩუმად ამოიქვითინა, როგორ უსუსურად გრძნობდა ახლა თავს. სიტყვას ვეღარ ეუბნებოდა კაცს. მძიმედ აწვა მისი სიტყვები, როგორ გაბრიყვდა ასე ახლოს რომ მოუშვა, ასე გაიხსნა მასთან, მაგრამ რას ელოდა 6 წლის ტანჯვას ასე გააქრობდა და 2-3 თვეში სრულებით მისი გახდებოდა?! პირზე ხელი აიფარა, ეცადა მისი ტირილის ხმა ყიფიანის კაბინეტიდან არ გასულიყო.
ალექსანდრე მის აცახცახებულ მხრებს უყურებდა, წამიერად ინანა საკუთარი საქციელი, მაგრამ ეს ფიქრები უკუაგდო და საბოლოოდ გაანადგუნა კესანე.
-ახლა სამუშაოს დაუბრუნდით ქალბატონე კესანე
წონასწორობას ძლივს იკავებდა ქალი, უსაშველოდ სტკიოდა. მუჭით მოიწმინდა ცრემლები, აკანაკალებულად ჩაისუნთქა ჰაერი და კაცს მზერა გაუშტერა. ყიფიანმა კი ცისფერებში, რომლებიც ასე საოცრად უყვარდა, ზიზღის მეტი ვერაფერი ამოიკითხა. კესანე მალე გაეცალა მის კაბინეტს, თავად კი მძიმედ ჩაეშვა სავარძელში და უსასრულო ფიქრს მიეცა.
საღამოს მოახლოებასთან ერთად მალევე გაქრა მისი გონებიდან კესანე და ელიზაბეთმა ჩაანაცვლა ის.შიშით და ღელვით შეაღო დარბაზის კარი. ნერვიულობისგან ხელის გულები უოფლიანდებოდა. არც კი სჯეროდა, რომ ამდენ წლიანი განშორების შემდგომ კვლავ იხილავდა საყვარელი ქალის სახეს. გარემოს თვალი მოავლო, არსად იყო ელიზაბეთი. ღვინის ჭიქა ბოლომდე გამოცალა და წამიერად გათიშა შიში.
-ბატონო ალექსანდრე-მხიარული ხმით მიესალმნენ-როგორ გიკითხოთ?
-მადლობა კარგად, თავად?
-ასევე, გავიგე ბატონ ანდრიასთან ხელშეკრულება გაგიფორმებიათ
-დიახ ასეა
-ძალიან მიხარია თქვენი ამბავი, იქნებ შემდეგში ჩვენც ვითანამშრომლოთ
-აუცილებლად-ძალით გაუღიმა ყიფიანმა.
-ბატონ ანდრიას ბევრ რამეში გაუმართლა, არაჩვეულებრივი ბიზნესპარტნიორი, ცხოვრება, ულამაზესი საცოლე, მეტი რა უნდა კაცს იმისთვის, რომ თავი სრულყოფილად იგრძნოს?-იცინოდა კაცი, მაგრამ ალექსანდრეს გულში არსებული ბრძოლა ნამდვილად არ ყოფილა სასაცილო. კაცმა მზერა ერთ წერტილს გაუშტერა-რა საოცარებაა.
ყიფიანმა მის მზერას გააყოლა თვალი, ხალხში მოსაუბრე კესანე მართლაც საუცხოოდ გამოიყურებოდა. ისე იცინოდა, თითქოსდა დილით მისთვის გული არ გაეტეხათ, ოცნებები არ დამესხვრიათ, ზურგი არ ექციათ. საოცარი გრძნობა დაეუფლა კაცს, უცებ მისი სურნელი ასე შორიდანაც კი იგრძნო, მისი ცისფერები დაუდგა თვალწინ და წამიერად მოუნდა მისი შეხება.
-მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე-უკნიდან კაცის ხმამ გამოაფხიზლა. მისკენ შებრუნდა და ადგილზე გაქვავდა. ლურჯი, გრძელი კაბა ეცვა, შავი დალალები ერთ კონად შეეკრა, წითელი ტუჩსაცხი უელავდა და მისი თვალები, ეს ნამდვილად საოცრება იყო. ელიზაბეთი მხოლოდ თვალებითაც კი დაგატყვევებდა, ზღვასავით კამკამა და ცასავით სუფთა თვალები ჰქონდა ქალს. ალექსანდრეს სუნთქვა შეეკვრა, მონატრების სუსხმა დაუარა ტანში-რა პატივია თქვენი ნახვა. ეს ელიზაბეთია, ჩემი საცოლე-საუბრობდა ანდრია, თუმცა ყიფიანს არაფერი ესმოდა, გონებაში, მხოლოდ ქალზე ფიქრი ჰქონდა. ელიზაბეთმა მზერა გაუსწორა, თითქოს უმნიშვნელო რაღაცას უყურებდა, წამიერად მის თვალებში საკუთარი თავი არარაობად წარმოუჩნდა.
-ბოდიში მე, საპირფარეშოში უნდა გავიდე-ძლივს გადააბა სიტყვები კაცმა და გარემოს გაეცალა. ცივი წყალი შეისხა სახეზე და ეცადა გონზე მოსულიყო. ახლა მის წინ იდგა ამდენ წლიანი განშორების, ტკივილის აღსასრული და ვერაფერს აკეთებდა. საკუთარი თავი ხელში უნდა აეყვანა,მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. საპირფარეშოს კარი, რომ შემოგლიჯა ვიღაცამ მაშინ მოეგო გონს. მისი ცისფერები მომნუსხველად უყურებდნენ, რა საოცრება იყო მისი დანახვა, ისევ, 6 წლის შემდეგ.
-ელიზაბეთ-ამოიჩურჩულა ქალის სახელი, მაგრამ მისკენ ვერ გაიწია, ვერ გაუბედა, თითქოს შეეშინდა ისევ არ წასულიყო-ელიზაბეთ, რამდენი წელი გავიდა
-ძალიან ბევრი ალექსანდრე-ხმაში სიუხეშე შეტყობოდა-აქ რას აკეთებ?
-რას ვაკეთებ?-გაკვირვებით შეხედა ქალს, შემდგომ მონატრებამ თავისი ქნა, მათ შორის არსებული მანძილი სწრაფად დაფარა და მკლავებში მოიქცია. სიამოვნებისგან თვალები მიელულა. რა საოცარი გრძნობა იყო, როგორ ენატრებოდა ქალი. მის მოშიშვლებულ ზურგზე დაატარებდა ხელებს და განშორებას იკლავდა. ქალისგან, რომ იგივე ვერ იგრძნო, მალე მოშორდა მის სხეულს. გაოცებულმა ახედა, მის თვალებში ეცადა პასუხების მოძებნას, მაგრამ ვერაფერს მიხვდა.
-ალექსანდრე, ვერ ხვდები?-ქალმა უსიამოვნოდ აიქნია ხელი-ჩვენი სიყვარული დიდი ხნის წინ დამთავრდა
-არა, ელიზაბეთ არა-ახლა მისი სახე მოიქცია ხელებში-ჩვენ ხომ ამდენი წელი გვყავდა ერთმანეთი, ასე გვიყვარდა, რა კარგი ურთიერთობა გვქონდა-თან ეჩურჩულებოდა და თან სახის ყველა ნაკვთს უკოცნიდა. ქალმა უხეშად მოიშორა
-ჩვენი ურთიერთობა ნაგავი იყო. არასდროს მყვარებიხარ ალექსანდრე-დამცინავად დააჩერდა კაცს-რასაც შენზე იგივეს ვერ ვიტყვით. ნუთუ ამდენი წელი მელოდებოდი?
-ელიზაბეთ-კაცმა გაკვირვებით გახედა საყვარელ ქალს და გულში რაღაცამ გასცრა, წამიერად მოუნდა აქედან გამქრალიყო-შენ გონება გაქვს არეული, ვერ ხვდები, რომ ჩვენ ისევ გვიყვარს ერთმანეთი, მე შენ გელოდებოდი ელიზაბეთ
-ღმერთო რა უსუსური ხარ ყიფიანო. ნუთუ კაცსაც შეუძლია ასე უყვარდეს, ალბათ ახლა ხვდები რას გრძნობენ ქალები-ხმაურიანად გაიცინა-ძალიან ვწუხვარ შენს გამო, მაგრამ ახლა ანდრიასთან ვარ, შენს გრძნობებს ვერაფერს ვუშველი, მაგრამ შემიძლია ჩვენი თაფლობისთვიდან რამდენიმე დღე დაგითმო-კვლავ გაიცინა ქალმა და წვერზე წაეთამაშა გაოცებულ კაცს, შემდეგ შუბლზე კოცნა დაუტოვა და იქაურობას გასცილდა.
უცბად დაენგრა ყველაფერი, რაც ეგონა, რომ დიდ ბედნიერებას მიანიჭებდა. საოცრად მოუნდა შურისძიება, საოცრად მოუნდა იმ 6 წლიანი ტკივილისა და ტანჯვის განცდა შეექმნა ქალისთვის, რომელმაც გაანადგურა, საკუთარი თავი დააკარგვინა და მთლიანი ყოფა შეუცვალა. საკუთარ თავს სარკეში გახედა, რა უბედურს და საცოდავს ჰგავდა ახლა. შინაგანი მეს ხმა ჩაესმა წამიერად, რომელიც ამ 6 წლის განმავლობაში ხშირად უმეორედა, რომ მიატოვეს, მაგრამ ის მაინც იბრძოდა, მაინც ერეოდა ამ ხმას, ოჯახს, მეგობრებს, მის გარემოცვას. არავის უსმენდა, მხოლოდ საკუთარ გულს და ახლა ხვდებოდა ამან სადამდე მიიყვანა. ცრემლი მოერია, შეეცოდა თავისი გრძნობები, ის სიყვარული, რომელსაც ასე ბავშვივით უფრთხილდებოდა და ალბათ წამიერად, ეგოისტურადაც კი გაიფიქრა კესანეზე. სარკეში არსებულმა ალექსანდრე ყიფიანის ანარეკლმა გული აურია, შეზიზღდა ყველაფერი და ყველა და პირველ რიგში საკუთარი თავი. გაავებულმა მუშტი დაუშინა სარკეში არსებულს და მანამ არ შეწყვიტა, სანამ ნამსხვრევებად არ იქცა სილუეტი. წითლად შეღებილიყო იქაურობა, ხელიც მძიმედ აეწვა, მაგრამ სულის წვას ვერსად დაემალა.
საპირფარეშო სწრაფად დატოვა, გაავებულმა აქეთ-იქით მოიხედა, მაგრამ მისი სურვილების ობიექტი ვერსად დალანდა. გაოცებული მზერები დააიგნორა და სუნთქვა გაუჩერდა მისი კაბა, რომ ტერასაზე დალანდა. წამებში დაფარა მანძილი და ქალი, რომ მარტო დაიგულა მის წინ აისვეტა.
-ალექსანდრე-შიშისგან შეხტა ქალი, შემდგომ, კაცის მდგომარეობას, რომ დააკვირდა სახეზე ფერები გადაუვიდა. სისხლიანი მუშტს გაუსწორა მზერა, შემდეგ კი მის თვალებს, გაცოფებული, რომ უმზერდა და ჩასწითლებოდა. ნაპერწკლებს ყრიდა და მიხვდა, რომ სწორედ იმ მდგომარეობას ხედავდა, რაშიც თავად იყო დილას მის კაბინეტში. მშვიდად ამოისუნთქა, ვეღარ გაუძლო მის ასეთ ყურებას და დარბაზში დაბრუნება დააპირა, მის მკლავს, ვიღაც ძლიერად რომ ჩააფრინდა და თავისკენ მიზიდა. ალექსანდრე მთელი ძალით უჭერდა ხელს კესანეს. მისი აწყლიანებული თვალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არც ის ადარდებდა ტკივილისგან უკვე გონება, რომ ებინდებოდა ქალს, მხოლოდ მთელი ზიზღით გამოსცრა კბილებში.
-შენი დამპალი ძმის გამოყვანა ხომ გინდა ციხიდან კესანე?-საოცრად ბოროტი ხმა ჰქონდა ყიფიანს-ხვალვე სახლში დაგხვდება, თუ ცოლად გამომყვები.
კესანემ გაავებულმა გახედა კაცს და სულარეული, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილისგან დაღლილი, ნაწამები და დაჭრილი, მისი მტანჯველის ხელებშივე დაკარგა გონება.
გონს, რომ მოვიდა უცხო საწოლში იწვა, მამაკაცის მაისური ეცვა და სურნელით მიხვდა ვის სახლში უნდა ყოფილიყო. თავი უსკდებოდა, მაგრამ ფეხზე მაინც წამოდგა. ტერფებზე ცივი იატაკის შეგრძნებამ ცოტა აზრზე მოიყვანა. შავი მაისური მხოლოდ საჯდომს უფარავდა, ისიც ძლივს-ძლივობით. იქვე მიგდებული ყიფიანის შორტი უყოყმანოდ ამოიცვა და ოთახი დატოვა. სახლი უზამაზარი იყო, მოსაწყენ ფერებში მოწყობილი და მინიმალისტური დეკორაციით, თუმცა ეტყობოდა რომ მდიდრული იყო, ალბათ სწორედ ეს იყო პატრონის ჩანაფიქრი. კესანემ შიშველი ტერფებით გაიარა ჰოლი და სამზარეულოში მოფუსფუსე ყიფიანს გადააწყდა.ყავას ამზადებდა კაცი, სურნელით იგრძნო, საოცარი არომატები ტრიალებდა და საუცხოოდ დაუარეს ტანში ამით განცდილმა სიამოვნებამ. მშვიდად მიუჯდა ბარის სტილის მაგიდას და კაცის მობრუნებას დაელოდა.
-გაიღვიძე?-მშვიდი იყო ალექსანდრეს ხმა. ყავა წინ დაუდო ქალს და თვალებში მიაშტერდა-დალიე
-როგორ გავიგო ეს?-ქალმაც გაუსწორა მზერა და პირველი ყლუპი მოსვა, რომელმაც ოდნავ ყელი ჩაწვა, თუმცა მხოლოდ სიამოვნება დაუტოვა საბოლოოდ.
-ვერ გავიგე რის შესახებ მეკითხები-მშვიდად იყო კაცი.
-ალექსანდრე ძალიან კარგად იცი რაზეც გესაუბრები
-აააა ეს, ხომ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შემოთავაზებაა ჩემი მხრიდან-გაუღიმა და მისი დაკვირვება განაგრძო
-ხომ ხვდები, რომ ეს შენი საქმიანი გარიგება არ არის?
-რა თქმა უნდა, ახლა თანაბრად ვნახულობთ მე და ჩემი პარტნიორი სარგებელს-აღელვებაც კი არ ეტყობოდა სახეზე ქალი, რომ ფეხზე წამოდგა და ყავიანი ჭიქა ძირს დაანარცხა, შემდეგ კი ბოლო ხმაზე უღრიალა.
-ალექსანდრე, გონს მოდი, მე შენი მორიგი ნაშა არ ვარ ეს დაიმახსოვრე
-ნაშას ნამდვილად არ შევთავაზებდი ცოლობას
-ცოლობას? ეს არის შენი ნამდვილი სახე? მუქარით გინდა ცოლი შეირთო, ცოლი, რომელიც არ გიყვარს?
-კი-მშვიდად სვავდა ყავას კაცი.
-მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენი ცოლი გავხდე-კბილებში გამოცრა ქალმა-ვნანობ, ყველა წამს, წუთს, დღესა თუ კვირას შენზე ფიქრში რომ გავიყვანე. ვნანობ, რომ შენში რამე ნათელი დავინახე, რაღაც ღირებული, მნიშვნელოვანი, რომელმაც თავგზა ამიბნია. თურმე სულაც არ ყოფილხარ ის ვინც მეგონე, ის, რადაც ასაღებდი თავს-ყვიროდა ქალი, ის-ის იყო სამზრეულო დატოვა, რომ ყიფიანმა ხელი ჩაავლო და კედელზე ააკრა.
-დამშვიდდი-მის ტუჩებთან დაიჩურჩულა
-გამიშვი-გაიბრძოლა ქალმა.
-ჯერ დაწყნარდი კესანე-მის სახეს მოავლო თვალი, მაგრამ ცისფერებს წამითაც ვერ გაუსწორა მზერა, თითქოს მოერიდა ისეთი სუფთა თვალების დანახვის, როგორიც კესანეს ჰქონდა.
-არ მჭირდება დაწყნარება-ხელი უხეშად კრა და სახეზე მოისვა ხელები-ამას რატომ მიკეთებ? რა დაგიშავე? ჩემგან რა გინდა?-ნერვიულად ბუტ-ბუტებდა ქალი.
-კესანე მე არაფერს გაიძულებ
-გაჩუმდი-უღრიალა ქალმა-მითხარი, მითხარი რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობდი მაშინ, რომ მეხებოდი, მკოცნიდი, მეფერებოდი, მითხარი-ყვიროდა ის.
-არაფერს ვგრძნობდი-ხმას აუწია კაცმაც.
კესანემ თავი გააქნია, ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს და ადგილზე გააქვავა ყიფიანი. საუცხოოდ ლამაზი იყო ახლა კესანე.
-მეორეჯერ აღარ მომეკარო, შენთვისვე აჯობებს-თითი დაუქნია ცხვირწინ კაცს და სახლი მალევე დატოვა.
იქვე დადებული ლარნაკი კედელს მიანარცხა. თავადაც ძალიან უჭირდა, მძიმე იყო მისთვისაც. ყოველ წამს თვალწინ ელიზაბეთი ედგა, მისი მომნუსხველი თვალები, მაგრამ მის უკან გამუდმებით ჩნდებოდა კესანეს სილუეტიც, შემდეგ კი ელიზაბეთიც ქრებოდა, მაგრამ კესანე აუცლებლად რჩებოდა. ვერ ხვდებოდა კაცი რატომ ტანჯავდა ასე ცხოვრება ან თავად რატომ უკეთებდა ამას კესანეს, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით იცოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო ელიზაბეთს აუცილებლად გამოატარებდა იმ 6 წლიან ტკივილს, რომელსაც თავად დღემდეც ვერ გაუმკლავდა. მაგიდას ხელებით დაეყრდნო, მძიმედ სუნთქავდა, ვერაფრით აქრობდა ამ ქალისადმი სიყვარულს, მაგრამ გამუდმებით მისი არაფრისმომცემი სიტყვები უტრიალებდნენ თავში. წამიერად ინატრა კიდეც, რომ სულ არ გამოჩენილიყო და ეს გრძნობა, ფეხქვეშ არ გაეთელა. თითქოს ახლა უფრო მეტად სტკენდა გულს ქალი და არც ისე მტანჯველად ეჩვენებოდა მისი შორს ყოფნა.
-სულ გაგიჟდი შენ ბიჭო?-ალექსანდრეს მისაღებში ისხდნენ ოთხივენი და მეგობრის მოყოლილს გაოცებით უსმენდნენ-რამდენჯერ გაგიმეორე, რომ არ მიხვიდე ელიზაბეთთან თქო-ბოლთას სცემდა ბექა.
-ეგ ახლა მნიშვნელოვანია?-ლუკამ ახედა.
-აბა არ არის? მაგიტომაც ამოსცხეს წიხლი
-ბექა, ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია რომ სრულიად უცხო გოგოს ცხოვრებას უნგრევს
-არავისაც არაფერს არ ვუნგრევ, მე ხომ არ ვაიძულებ დამთანხმდეს.
-ძმის გამოყვანას პირდები სანაცვლოდ და აბა რას შვრები?
-ნუ გამ***აკეთ რა
-წამოდი-ბექამ ხელი ამოსდო ლუკას და აივანზე მოსაწევად გაიყვანა. მხოლოდ მართა და ყიფიანი ისხდნენ პირისპირ. ქალმა მძიმედ ამოისუნთქა, ფეხზე წამოდგა და ფეხსაცმლის კაკუნს მიჰყვა.
-ასეთს არ გიცნობ-ჩუმად დაიწყო მართამ.
-არც მე ვიცნობ ასეთს ჩემს თავს მართუშ-თვალები აარიდა კაცმა.
-ადრე უმოწყალოდ დაეხმარებოდი მაგ გოგოს, ცოლობას კი არა 1 თეთრსაც არ მოითხოვდი მისგან, სად გააქრე ის ალექსანდრე, რატომ მიეცი იმ ქალს, რომელმაც მიგატოვა, უფლება რომ საბოლოოდ მოეკლა შენში ის კაცი ასე საოცრად რომ მიყვარდა. ჩემი უფროსი ძმა ხარ, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ხარ, მაგრამ რასაც ახლა აკეთებ არ არის ნორმალური
-ვიცი, მაგრამ სწორად მიმაჩნია ახლა, რასაც ვაკეთებ
-ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ მაინც და მაინც კესანეს რატომ შესთავაზე ცოლობა?-თავზე წამოადგა-თუ ხვდები, რომ შენს ირგვლივ უამრავი ქალია, რომელიც ყოველგვარი სარგებლის გარეშე დაგთანხმდება ცოლობაზე. მაინც და მაინც მას რატომ დაადგი თვალი? ამ კითხვებს საკუთარ თავს უნდა უსმევდე ალექსანდრე
-რისი თქმა გინდა-დამცინავად ახედა ქალს.
-იმის, რომ შენ სხვა ქალი კი არა სწორედ კესანე გჭირდება და მაგიტომაც აირჩიე ის. გაორებულ გრძნობებში ხარ და თავადაც ვერ ხვდები ამას. როცა უკან მოიხედები და გულს ატკენ მასაც და საკუთარ თავსაც, მერე უკვე გვიანი იქნება- მხარზე ხელი მოუსვა და ისიც ძმის გზას გაყვა აივნისკენ.
მალევე ისევ მარტო დარჩა, ის და მხოლოდ მისი ფიქრები. სიბნელეში კვლავ დივანზე იჯდა და ჰორიზონტისთვის გაესწორებინა მზერა. რამდენი ფიქრი უტრიალებდა გონებაში, რამდენი კითხვა, მაგრამ არცერთი პასუხი, არცერთი გამოსავალი, არცერთი ნათელი გზა. როგორ უნდოდა ახლა კვლავ ის ყოფილიყო, ვინც ელიზაბეთმა 6 წლის წინ მიატოვა, ვისაც უბრალოდ შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო. თავადაც მოუნდა ერთხელ მაინც, ამდენი წლის მერე მაინც ეგრძნო, რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ ტკივილი სამუდამოდ გაუშვებდა საკუთარი მარწუხებისგან და შეეძლებოდა, რომ საბოლოოდ ამოესუნთქა. ვეღაფერში ხედავდა იმედს. კესანეს თვალები წარმოუდგა თვალწინ, დილას, რომ უსაზღვრო ზიზღით უყურებდა და შემდეგ ის საღამო, მის თვალებში, რომ სიხარულის ვარსკვლავები კიაფობდნენ. თავი ხელებში ჩარგო, ვეღარ შველიდა საკუთარ თავს. საკმაოდ დამძიმებული იყო, საკმაოდ ნატკენი, მოტყუებული და გატეხილი ამ ყველაფრისთვის. ცხოვრებას ინგრევდა, მაგრამ იცოდა, რომ კესანესაც თან იყოლებდა, უფროსწორედ სურდა, რომ კესანეც მასთან ერთად ყოფილიყო. ასე ეგოისტურად, ასე უსამართლოდ, ასე უხეშად, მიუხედავად ყველაფრისა სურდა, რომ კესანე მასთან ყოფილიყო. ღვინის ჭიქა ბოლომდე გამოცალა, ფიქრისგან გონება ეთიშებოდა. ცრემლები ახრჩობდა და საკუთარი თავის უსუსურობა გულს ურევდა. ერთი ქალის გამო, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, რომელმაც გული გაუტეხა, ნაწილებად დაუფლითა, ახლა ის თავად უხლეჩდა გულს მეორე ქალს. წამიერად გაახსენდა ალექსანდრე ყიფიანი კესანესთან, სულ სხვანაირი, მომღიმარი, ბედნიერი, ბავშური, როგორიც ქალი იყო და შეეცოდა ყველაფერი, ალექსანდრეც, კესანეც, მათი გრძნობებიც. თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა, ალკოჰოლის დონე მასში ჭარბობდა. კარზე ზარი იყო, საათს გახედა, ღამის 3ის წუთები იყო, ზლაზვნით წამოდგა და მილასლასდა კარებთან. მის გარდა ახლა ყველას წარმოიდგენდა. ცისფერები მთვარის შუქზე უელავდნენ. კარში შემოატარა.
ერთხანს ორივე დუმდა, დივანზე ისხდნენ გვერდი-გვერდ, თითქოს ვერცერთი ბედავდა ხმის ამოღებას. ალექსანდრემ კარგად იცოდა, კესანეს ახლა მის სახლში ყოფნის მიზეზი და ცხოვრებაში პირველად სურდა, რომ საკუთარი შეთანხმება არ გამოსულიყო. გულში ლოცულობდა, რომ კესანეს ისევ უარი ეთქვა, დაერტყა, ეყვირა, ოღონდ იმის გამო არ მოსულიყო, რაც თავად სურდა დილით.
-მართლა გამოიყვან ჩემს ძმას?-ხმაში დაუცველობო ეტყობოდა, ხმა გაბზარვოდა და მიხვდა კაცი, რომ ტიროდა. ალექსანდრეს თვალები მიელულა, ამ საუბარის დასასრული იცოდა. შეზიზღდა საკუთარი თავი, ასე რომ ექცეოდა ქალს, რომელიც მის გულში ცხოვრობდა.
-გამოვიყვან-ჩუმი იყო მისი ხმა. საკუთარ თავს ვერ მოერია, უარი ვერ თქვა შურისძიებაზე, სხვისი გულის ტკენისთვის ისედაც განწირული ბოლომდე გასწირა. საბოლოოდ გათელა კესანე და ალბათ საკუთარი თავიც.
ქალი, რომ დასთანხმდა და მათი მზერები ერთმანეთს შეეჩეხა, მაშინ მიხვდა რომ ახლა იწყებოდა ჯოჯოხეთი მის ცხოვრებაში, არნახული უბედურება ახლა დაატყდებოდა თავს. ნიშნობაზე და ქორწილის დეტალებზე, რომ დაიწყეს საუბარი, მაშინ ორმაგად შეუწუხდა გული. კესანეს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეები ყველაზე უბედურად აქცია.
ნიშნობის უაზრო სამზადისი მალევე მოაგვარეს, 1 კვირაში უზარმაზარი წვეულება გამართა ყიფიანმა. ყველა მისი პარტნიორი დაპატიჟა, ანდრია სიხარულიძის ჩათვლით, იმიტომ რომ იცოდა აუცილებლად მოჰყვებოდა კაცს თან მისთვის მთავარი ობიექტი, მაგრამ გულის სიღრმეში მისი სურვილების და ყურადღების ობიექტი ცისფერ კაბაში გამოწყობილი კესანე იყო, რომლის თვალებშიც იგრძნობოდა მომავლის შიში და ტანჯვა. სტუმრებს ფართო ღიმილით ხვდებოდა, მაგრამ ალექსანდრემ კარგად იცოდა, რა ხდებოდა მის გულში. ცრემლები კიაფობდნენ მის თვალებში და ყიფიანს ეს უფრო მეტად ცუდად ხდიდა. მისი ასეთის დანახვა აღარ შეეძლო, აივანზე გავიდა მოსაწევად.
-ეს იყო შენი მიზანი? მისი ასეთის დანახვა- იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა მართას-უყურებ? ხედავ მას? ნაწილებად დაშალე, გაანადგურე ალექსანდრე. არავინ ყავს, რომ შენი ხელებიდან გაათავისუფლოს.
-გთხოვ მართა-თვალები მაგრად დახუჭა. აღარ შეეძლო ამის მოსმენა.
-გავჩუმდები, მე გავჩუმდები, მაგრამ ქორწილის შემდგომ შენს სახლში მცხოვრების, მისი ტკივილიანი თვალების ატანას როგორ შეძლებ ყიფიანო?
-მართა, თავი დაანებე-ლუკა ამოუდგა გვერდით.
კაცმა უმისამართოდ მოისროლა სიგარეტი და იქაურობას გაეცალა, აღარ შეეძლო ამის ატანა. ტვირთად აწვა მისი ყველა საქციელი, რითიც კესანე მოკლა და რეალობისთვის თვალის გასწორების ეშინოდა.
-თავს იკლავს-ლუკას გახედა ქალმა-თავსაც და იმ საბრალო გოგოსაც კლავს-სევდიანი ჰქონდა ხმა.
-ვიცი, თვითონაც იცის-მის თმას მიეალერსა-ვიცი მართა.
-ხელს რატომ არ ვუშლით?
-იმიტომ, რომ უყვარს, ახლა ვერ ხვდება, ახლა სტკენს, მაგრამ ხომ იცი რომ მის მიმართ უდიდესი გრძნობა აქვს
-რანაირი სიყვარულია ეს? ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს-თვალები აუწყლიანდა და კაცს მზერა მოაშორა. წელზე მალევე იგრძნო ხელები, უკნიდან ეხვეოდა კაცი და მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა-არ მინდა, რომ შენმა სიყვარულმა მეც მატკინოს.
ლუკამ მის კისერში ჩარგო თავი
-სხვას კი არა, ჩემს თავსაც არ მივცემ უფლებას, რომ რამე დაგიშავოს. შევიდეთ გაცივდები.
ვერსად დაიმალა, ვერსად პოვა ალექსანდრემ სიმშვიდე. კესანემ რომ იმ საღამოს მზერა პირველად გაუსწორა მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. შემდგომ ანდრია და ელიზაბეთი დალანდა და კვლავ კესანეს გაუსწორა მზერა. ორმაგად გულნატკენად მოეჩვენა ქალი. მათ ნიშნობაზე, ფიქტიურზე, მაგრამ მათ დღეზე სწორედ ის ქალი დაპატიჟა, რომელიც აგიჟებდა, ჭკუიდან შლიდა. კვლავ გაიელვა კესანეს ცისფერებში ცრემლებმა. კაცმა თვალი მოარიდა.
-გილოცავთ ბატონო ალექსანდრე-ღიმილიანი სახით გადაეხვია ანდრია.
-მადლობა-უხერხულად შეიშმუშნა.
-საოცრად ლამაზი საცოლე გყავთ, ჩემსავით გაგიმართლათ-ხუმრობდა კაცი და თან ელიზაბეთის წელზე დაათამაშებდა თითებს. ქალი ამჯერად სხვაგვარად უყურებდა, მის თვალებში არარაობად აღარ გრძნობდა თავს ყიფიანი.
-გამარჯობა-კესანე გვერდით ამოუდგა კაცს.
-გამარჯობა, გილოცავთ-სიხარულიძემ ახლა მასზე გადაიტანა მზერა და მხოლოდ მას გამორჩა ოთხეულში, ყიფიანისა და მისი საცოლის მზერები, ერთმანეთს რომ ვნებიანად, მაგრამ ამავდროულად ზიზღით უყურებდნენ. კესანე მათთან თავს უხერხულად გრძნობდა, მაგრამ ვერა და ვერ თავისუფლდებოდა ალექსანდრეს ხელისგან, ასე ძლიერად რომ მოექცია მისი გაყინული თითები მუჭაში.
საღამო უაზროდ გაიწელა, მარტო იჯდა ოთახში, ღვინის ბოთლს უკვე ცლიდა კაცი, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებდა იმას, რაც ახლა მის ცხოვრებაში ხდებოდა. ეგოისტურად ისევ თავის გრძნობებზე დარდობდა და როცა კესანე თვალწინ დაუდგებოდა, სადღაც კუთხეში ტენიდა მასზე ფიქრებს.
-რას აკეთებ?-მისი ოთახის კარები ძლიერად შემოხსნეს
-შენ რას აკეთებ?-საწოლზე მჯდარმა, ნასვამმა ახედა ქალს-შენი საქმრო სად არის?
-ახლა ის არ მადარდებს, 1 კვირის წინ დაბრუნებას არ მთხოვდი? რა შეიცვალა?
-1 კვირის წინ არ გეკიდე? ახლა რა შეიცვალა?-ირონიული იყო კაცის ხმა.
-ის გოგო არ გიყვარს ხომ ასეა?-არც ქალმა დააკლო-თავს აჯერებ?
-შენ რა იცი ელიზაბეთ-ფეხზე წამოდგა კაცი-6 წელი გამქრალი იყავი, რა იცი ჩემზე?
-ისე ნუ იქცევი, თითქოს ფეხებზე გკიდივარ-გამომწვევად გაუღიმა და მიუახლოვდა-ვიცი, რომ ჩემზე სურვილით კვდები. ისე გინდა ანდრიას ყელი გამოჭრა, როცა მეხება, ისე გინდა შენ იყო მის ადგილას. გაგიჟებ და ჭკუას გაკარგვინებ ყიფიანო, შენი წყევლა ვარ, ვერასდროს მომიშორებ-ღიმილიანი სახით გაბრუნდა და ის-ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ კაცმა კედელზე ააკრო.
ქალის ირონიული ღიმილი დააიგნორა და მის ცისფერებს გაუსწორა მზერა, ასე გამომწვევად რომ უმზერდნენ.
-რა გინდა ჩემგან?
-მე?-მშვიდი იყო ქალის ხმა-შენ მინდიხარ-მის ტუჩებს გაუსწორა თვალი.
სასმლისა და ვნებისგან გაჯერებულმა თავი ვეღარ შეიკავა და მის წითელ ბაგეებს დააცხრა. გაშმაგებით კოცნიდა ქალს და იმ მონატრებას იკლავდა ექვსმა წელმა რომ დაუტოვა. იმ ფაქტს აიგნორებდა, როგორ ახსენებდა მისი გონება კესანესთან კოცნის დროს განცდილ ემოციებს, რომელიც სულ სხვა იყო, უფრო ნაზი, უფრო ტკბილი. მალე გაათავისუფლა ქალი მატერიისგან და მათი სხეულები გააერთიანა. გარედან შემომავალ მუსიკას ქალის ვნებიანი კვნესა და კაცის მძიმე სუნთქვა არღვევდა.
-ამის მერეც იტყვი, რომ გიყვარს-მზერა გაუსწორა ქალმა და სიამოვნებისგან მალევე დახუჭა თვალები.
ყველაფერი გამქრალიყო მათში, ის სინაზე, გრძნობები, ემოციები, რაც აქამდე გააჩნდათ, მხოლოდ სიუხეშე და ველურობა, მხოლოდ დაუკმაყოფილებელი ჰორმონები ჭარბობდა მათში. ღია კარში მომავალ კესანეს, რომ გაუსწორა თვალი მიხვდა, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, უფრო მეტად კლავდა მასში იმ ადამიანს, ვინც აქამდე იყო.
კესანე ადგილზე გაშრა,მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, საოცრად მოუნდა, აქედან გამქრალიყო. არასდროს შემოეშვა ეს კაცი მის ცხოვრებაში. მათი მზერები ერთმანეთს შეხვდნენ, უყურებდა კაცი და მის მკლავებში მოქცეულ ქალს უფრო მეტად ეალერსებოდა, უფრო მეტად აუხეშებდა მის ბიძგებს, ქალი კი უფრო მეტად კვნესოდა. ყიფიანი კესანეს თვალებში ხედავდა ზიზღს, ფეხქვეშ თელავდა ქალის ღირსებას, მათ ნიშნობაზე, აიძულებდა ენახა, როგორ ეფერებოდა სხვა ქალს. კესანემ თვალები დახუჭა, ცრემლებმა გაიკვლიეს მის სახეზე გზა, წამიერად ისევ შეხედა კაცს და იქაურობას გაეცალა. კაცი უეცრად მოშორდა ქალს.
-რას აკეთებ?-მძიმედ სუნთქავდა ელიზაბეთი-რატომ გაჩერდი?
-გადი-სიუხეშე შეეპარა ხმაში
-რა?
-გადი მეთქი-უღრიალა ქალს და ყურადღება აღარ მიუქცევია მისი აკრეფილი ნივთებისთვის. საწოლზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო. რას აკეთებდა, რატომ კლავდა კესანეს, რატომ თელავდა ფეხქვეშ იმ ქალს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ ალექსანდრეს ცხოვრებაში შემოვიდა. მიენდო და გული გადაუშალე. საკუთარი თავი უფრო მეტად შეზიზღდა კაცს. ხელები სახეზე მოისვა და დარჩენილი ბოთლიც ბოლომდე გამოცალა.
სტუმრები, რომ გააცილეს მისაღებში დასხდნენ. სიჩუმეს არცერთი არღვევდა. ალექსანდრე ხან მის მეგობრებს გადახედავდა, ხან კესანესკენ აპარებდა მზერას, რომლსაც ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა მზერა. თითოეული მათგანი ფიქრს მისცემოდა, არავის ჰქონდა ლაპარაკის თავი. ალკოჰოლი უკვე გამოსულიყო კაცის ორგანიზმიდან, ახლა უფრო მეტად აცნობიერებდა საკუთარ დანაშაულს.
-ჩემს ძმას როდის გამოიყვან?-სიჩუმე დაარღვია ქალმა და ყიფიანი მიხვდა, რაოდენ დიდი დოზით იყო მის ხმაში ზიზღი.
-კესანე ისედაც მძიმე დღე იყო-მართა ქალს მიუჯდა და მხრებზე ხელები მოუსვა ნუგეშის გამოსახატად.
-გეთანხმები, ძალიან მძიმე იყო, ჩემთვის ნამდვილად იყო, სიამოვნება ვერ მივიღე-კბილებში გამოსცრა და კაცს მზერა გაუსწორა.
-არ გინდა-თავი გააქნია ალექსანდრემ.
-არ მინდა? რა არ მინდა? იცი რა არ მინდა?-უღრიალა ქალმა და ფეხზე წამოდგა-იცი მაინც რა არ მინდა? ჩემი ცხოვრების დანგრევა არ მინდა, არ მინდა რომ ჩემს გვერდით იყო, ჩემი ქმარი გერქვას, არ მინდა ჩემს სიამაყეს ფეხქვეშ თელავდე, არ მინდა ამის გაკეთება მიწევდეს. გესმის?-ხმა გაებზრა.
-კესანე გთხოვ დამშვიდდი-ფეხზე წამოდგა ლუკაც.
-რა დაგიშავე? ამიხსენი, მითხარი, რა გავაკეთე, რომ ეს დავიმსახურე-ცრემლები გაუჩერებლად სცვიოდა ქალს.
-რას ელი ჩემგან?-ფეხზე წამოდგა კაციც.
-ელემენტარულ პატივისცემას ალექსანდრე. თავმოყვარეობას არ უნდა მილახავდე, იმ ოთახში ჩემს მაგივრად სხვა რომ შემოსულიყო? ყველა გაიგებდა და მე მაინც უნდა გადამეყლაპა, რომ ჩემს ქმარს სხვა ქალთან ჰქონდა სე**ი
-მე არ დამიძალებია შენთვის, ეს თავად გადაწყვიტე, თუ არ გინდოდა ასეთი ცხოვრება მაშინ არ მოსულიყავი-უღრიალა კაცმაც და ხელები გააშვებინა ლუკას მხარზე რომ შემოხვეოდა.
-მე უბრალოდ ჩემი ძმის თავისუფლება მინდა-ცისფერები მიანათა და ადგილზე გააქვავა კაცი.
მძიმედ ამოისუნთქა,იქვე მიგდებული კოლოფიდან ღერი ამოაძვრინა და შუა ოთახში გაუკიდა. სიგარეტის კვამლს ფილტვებში უშვებდა და ბოლოს უკანვე აბრუნებდა. ყიფიანმა ქალს გახედა, ასეთიც ულამაზესი იყო კესანე, სიგარეტით ხელში, მოჩხუბარი, ნამტირალევი, დანებებული.
-მეორეჯერ, აღარ გაბედო, სადაც გინდა იქ იხ***ე შენი საყვარლები, მაგრამ ჩემი თავმოყვარეობა აღარ გათელო-გამაფრთხილებლად თითი დაუქნია და სახლი დატოვა.
-ღმერთო ჩემო ალექსანდრე, ელიზაბეთთან იწექი?-მართამ გაკვირვებული თვალები მიანათა
-ეს შენი საქმე არ არის-დას გახედა ბექამ.
-ყოჩაღ, უფრო მეტი არაკაცური საქციელი დაანახე ამ გოგოს და მოღალატე ქალი არჩიე მას, საკუთარ გრძნობებში გაერკვიე ბატონო ალექსანდრე-ზიზღით აათვალიერა კაცი და ისიც კესანეს გზას გაჰყვა.
-რა ჯანდაბა გჭირს მართლა-ბექა ადგილზე გასწორდა
-შემეშვი რა-ხელი აუქნია
-ჩვენ შეგეშვებით, მაგრამ დაფიქრდი შენს ცხოვრებაზე ალექსანდრე-ლუკამ მეგობარს გახედა და ბექასთან ერთად მარტო დატოვა.
ის ღამეც თეთრად გაათენა, სინანულსა და მომავალზე ფიქრმა საშუალება არ მისცა, რომ ძილისთვის მიეცა კაცს თავი და ცოტახნით მაინც დაევიწყებინა საკუთარი ცხოვრება. აივანზე იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და მზის სხივებში ეკარგებოდა მზერა. არც ელიზაბეთი უქრებოდა გონებიდან და არც ის ტკივილი კესანეს, რომ მიაყენა. იმდენად ღრმად შეეტოპა უკან ვეღარ ბრუნდებოდა, ვეღარ ეთმობოდა კესანე, რომ მისი ცხოვრებიდან გაეშვა და ვეღარც კარგს აკეთებდა მისთვის. სახეზე ხელები მოისვა, უსიამოვნოდ ცრიდა ტანში ეს ყოველივე. კესანეს სიცილს, თვალებს, მზერას, ტუჩებს ჭკუიდან გადაყავდა. რა ემართებოდა თავადაც ვერ იგებდა, რა მიზიდულობა ჰქონდა ამ ქალს ასეთი, რომ ყიფიანი თავიდან ვერ იგდებდა. რატომ ადარდებდა მისი ზიზღით სავსე თვალები და ისიც, რომ მისი საქციელით უდიდესი ჭრილობა დაუტოვა. გულზე ხელი მიიდო, კესანეზე ფიქრმა მყისიერად აუჩქარა გულისცემა. თავიდან უნდა ამოეგდო, მისი ცხოვრებიდან უნდა გაექრო ეს ქალი, მასზე არ უნდა ეფიქრა, მაგრამ ხელს ვერ კრავდა. იცოდა, რომ ქალს წასვლის სურვილი სწვავდა, მაგრამ ვერაფრით დაუშვებდა, რომ წასულიყო, მისგან თავს ვერ დაიხსნიდა.
კაბინეტისკენ მიმავალმა მისკენ მოპყრობილი მზერები დააიგნორა, იცოდა, რომ უკვე ყველას ყურამდე მიაღწევდა მათი უფროსის ნიშნობის ამბავი. სანდრას ლაპარაკს ყურადღება არ მიაქცია ისე მიიჯახუნა კაბინეტის კარი. ნერვები პიკზე ჰქონდა და იცოდა, ახლა რომ ქალს დალაპარაკებოდა, რაიმე ცუდს ეტყოდა. ვერც ათას სამუშაოს დაუდო გული, კესანეს ცისფერები მუდამ ლანდად დასდევდა გონებაში. საბუთები უმისამართოდ მოისროლა. აუცილებლად უნდა ესაუბრა კესანესთან გუშინდელ მის შეცდომაზე, მაგრამ თავს ვერ აბამდა, ვერც შინაგან მეზე იმარჯვებდა, რომელიც გამუდმებით იმას უმეორებდა რომ საჭირო არ იყო ახსნა. მას ქორწინება არ დაუძალებია, არც სიყვარული შეუთავაზებია, ამიტომ რასაც სურდა იმას იზავდა.
სიგარეტის კოლოფს ხელი დაავლო და ტერასისკენ აიღო გეზი. საუცხოოდ დაღლილი იყო, უძილობისგან, თავის ტკივილისა და ამდენი ემოციისგან ვეღარ აზროვნებდა. მის დარდებს ისიც დაემატა ქალს რომ მოკრა თვალი კარის გაღებისთანავე. მასთან ახლოს მდგარი კაცი რაღაცას უხსნიდა და კესანეც ხმამაღლა იცინოდა. ბედნიერი ჩანდა, თითქოს არაფერი ადარდებდა ამ ქვეყნად და კაცს გულში რაღაცამ გაკრა, სულაც არ იცოდა რა გრძნობა იყო ეს, თუმცა ნამდვილად გრძნობდა, რომ უნდოდა ეს ქალი, ასეთი ლამაზი, ბედნიერი, მხიარული მასთან ყოფილიყო, მხოლოდ მასთან და სხვასთან არა. კესანეს ყოფნას ვერავისთან აიტანდა, ნივთივით მიისაკუთრა ეს ქალი და ვეღარასდროს გაუშვებდა მისი ცხოვრებიდან, მითუმეტეს როცა მისი ცოლი ხდებოდა.
-კესანე-ხმის პატრონს გამოაყოლა ქალმა მზერა და წამში შეეცვალა სახის გამომეტყველება, სადღაც გაქრა ის სიხარულისგან აგიზგიებული თვალები-რას აკეთებთ?
-ბატონო ალექსანდრე-ილიამ უფროს გახედა-კესანეს ვუხსნიდი, რომ..-ვერ დაასრულა წინადადება
-არ მაინტერესებს ჩემს საცოლესთან რას აკეთებედი, რას უხსნიდი ან რას გრძნობდი, უბრალოდ მაინტერესებს მის სიახლოვესაც კი როგორ გაიარე-კაცმა მათ შორის მანძილი დაფარა, ქალს ხელი დაავლო და უკან დაიყენე.
-რას აკეთებ-უხეში იყო კესანეს ხმა-ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით
-ბატონო ალექსანდრე, ეს ის არ არის რაც თქვენ იფიქრეთ-დაიბნა კაცი.
-ჩემი საცოლე მოგწონს?
-ალექსანდრე-ხმას აუწია ქალმა.
-არა, რას ბრძანდებით-ნერვიულად გაიცინა.
-ხოდა მის გვერდით აღარ დაგინახო-თვალებში მიაშტერდა და მიახვედრა, რომ იქაურობას უნდა გაცლოდა.
-ხელი გამიშვი-ხელი კრა კაცს კესანემ-რა ჯანდაბას აკეთებ?
-წესიერად მოიქეცი-კბილებში გამოცრა.
-რას გულისხმობ წესიერად მოქცევაში? რას ვაშავებდით?-თვალები უელავადა მრისხანებისგან
-კესანე, დავინახე როგორ გიყურებდა
-რას ქვია დაინახე, რა დაინახე სულ არ მაინტერესებს, შენ მე ვერ მიმითითებ რა გავაკეთო და რა არა-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად
-მე შენი საქმრო ვარ, შენ ჩემი ხარ, ჩემი საკუთრება, ჩემი საცოლე, ჩემი ქალი და ვერავინ შეგეხება-მაჯა დაუჭირა კაცმა და ბოლო ხმაზე უღრიალა.
-შენი ქალი?-ცრემლები ჩაუდგა ცისფერებში კესანეს-შენი ვარ? გუშინ ელიზაბეთი იყო შენი და დღეს მე ვარ? ეს არის შენი მიზანი? ასეთი ცხოვრება და მომავალი გინდა? ერთი დღე სხვასთან დაკავდე სე**ით და მეორე დღეს ჩემზე იეჭვიანო?-არც ქალმა დააკლო ყვირილი.
კაცმა მძიმედ ამოისუნთქა, იცოდა, რომ მართალი იყო კესანე. არანაირი უფლება არ ჰქონდა მის პირად ცხოვრებაში ჩარეოდა, როცა თავად საშინელებებს უკეთებდა. ხელები გაუშვა და სახეზე მოისვა. ქალს ცეცხლი ჩაუქრა თვალებში,თითქოს დაწყნარდაო, შემდეგ კი ჩუმად ამოილაპარაკა.
-მე დავიღალე, ამ სპექტაკლით დავიღალე, მხოლოდ ჩემი ძმის დანახვა მინდა, მისი ბედნიერების და თავისუფლების და ამისთვის ყველაფერს ვიზამ, თუნდაც ჩემი თავის გაწირვა მომიწიოს, თუნდაც შენნაირი კაცის ცოლი გავხდე, შენი ღალატი ვიტანო ყოველდღე, მზად ვარ ყველაფრისთვის-ცრემლები კიაფობდნენ მის თვალებში.
-კესანე-მომნუსხველად ამოიჩურჩულა კაცმაც მისი სახელი და მისი სახე ხელებში მოიქცია. ლოყაზე თითებით მიეალერსა.
-არ გინდა ალექსადნრე,ჩემს თვალში გუშინ ღამე მოკვდი, ჩემს გულშიც მოკვდები ნელ-ნელა-ცრემლებმა გაიკვლია მის სახეზე გზა, ნელა მოიცილა კაცის ხელები და ტერასა დატოვა.
ჰორიზონტს გაუსწორა მზერა, სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და გაუკიდა. საკუთარი თავი გონზე უნდა მოეყვანა, ამ პერიოდს უნდა გამკლავებოდა. ამ შურისძიების წყურვილმა, უაზრო იმედგაცრუებამ, ტყუილმა, ღალატმა თავგზა აუბნია, იმას კარგავდა რაც გააჩნდა და თავადაც ხვდებოდა, რომ ეს რაღაც კესანე იყო. მისი თვალები, საუცხოოდ ლამაზი ცისფერები მალამოდ ედებოდა მის ცხოვრებას, მაგრამ გამუდმებით ბრაზსა და სევდას იწვევდა, გამუდმებით სტკენდა ქალს. ტელეფონის ზარმა დააბრუნა რეალობაში. ხელი გადაუსვა სენსორს.
-ბატონო ალექსანდრე, როგორ ბრძანდებით?-იყო ხმა მეორე ხაზიდან.
-მადლობა მიშა, კარგად, თავად?
-ასევე ბატონო ალექსანდრე, მის ძმასთან დაკავშირებით ვრეკავ, რაღაც პრობლემები შეიქმნა
-რა პრობლემები?-წელში გასწორდა კაცი ნერვიულობისგან.
-ფინანსუ...-აღარ დაამთავრებინა მიშას.
-რამდენიც საჭიროა იმდენი გადაიხადეთ, აუცილებლად უნდა გამოვიდეს მისი ძმა.
-კი, მაგრამ..
-რასაც გეუბნები ის გააკეთე-ტელეფონი წამებში დაუკიდა და ეკრანზე მოსულ ახალ შეტყობინებას დააჩერდა, უცხო ნომრისგან იყო,მაგრამ წერილის შინაარსისგან წამებში მიხვდა მესიჯის ავტორის ვინაობას. "გუშინ საოცარი ღამე იყო, როდის დავასრულოთ დაწყებული?"-სწერდა ქალი. ალექსანდრემ რამდენჯერმე გადაიკითხა, თუმცა ბოლოს უპასუხოდა დატოვა ელიზაბეთი. ახლა სულაც არ იყო მის ხასიათზე, როცა თავში მხოლოდ კესანეზე ფიქრი უტრიალებდა. გულზე ხელი მიიდო, მწვავე ტკივილს გრძნობდა, თვალებში ცრემლები აწვებოდნენ და ვეღარ ხვდებოდა, რა უნდა გაკეთებინა. საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა, სულ სხვა ადამიანი იყო, სულ სხვა ყიფიანი და გამეტებით ენატრებოდა ის ადამიანი, რომელსაც უსაზღვრო სიყვარული შეეძლო. უცბად მოიწმინდა ჩამოგორებული ცრემლი და ტერასა დატოვა.
ვერც სახლში ყოფნით პოვა სიმშვიდე. მისი სული ისევ ფორიაქობდა. სასმელს-სასმელზე ცლიდა და ცდილობდა, რომ სიმთვრალით მაინც დაეხშო ეს ყურისწამღები ფიქრები. ვერაფრით ახერხებდა თავიდან ამოეგდო კესანეს ცისფერები. სწრაფად წამოდგა ფეხზე, გასაღებს ხელი დაავლო და სახლს გაეცალა. ალკოჰოლის დიდი რაოდენობა თავბრუს ახვევდა, ჰორმონებს უფრო უღვიძებდა და წყურვილს ქალის ნახვისა, მისი ბაგეების დაგემოვნების. სწრაფად დაამუხრუჭა კესანეს სახლთან, კიბეები აირბინა და მის კარზე ბრახუნი ატეხა. უკვე 2 ხდებოდა, ამიტომ დიდხანს მოუწია ლოდინი, სანამ კარს გაუღებდნენ. თმა აჩეჩვოდა ძილისგან ქალს, ტუჩები და თვალები დასიებოდა და გაოცებული მზერით უყურებდა ალექსანდრეს მის წინ, რომ იდგა. თხელი პენუარი ეცვა, მკერდის თავებს აქედანვე ხედავდა ყიფიანი და უფრო მეტად სწადდა მათი დაგემოვნება, მაგრამ ყველაზე მეტად ჭკუიდან მაინც კესანეს ცისფერები შლიდა.
-ალექსანდრე-ხმა მიუსუსტდა ქალს.
-მაპატიე-მისი სახე ხელებში მოიქცია, ერთხანს დააჩერდა ცისფერებში და მათში ზიზღის მხოლოდ მცირედი ნაწილი, რომ ამოიკითხა ბაგეებს დაეწაფა. მთელი სინაზე და სისპეტაკე ჩადო კოცნაში და მიხვდა, რომ ამ ქალის გარეშე არ შეეძლო, მის გარეშე ვერ იარსებებდა, თუნდაც ახლავე გაეგდო კესანეს,მაინც სურდა მისი ცოლი, მისი ქალი, მისი შვილების დედა ყოფილიყო, მთელი არსებით უნდოდა კესანე. სუნთქვა, რომ აღარ ეყო ნაზად მოშორდა ქალს და მის თვალებში აკიაფებულ ცრემლებს დააჩერდა, თითქოს სუნთქვაც კი შეეკავებინა. შუბლი შუბლზე მიადო და თვალები მიელულა-არ მინდა, რომ ეს თვალები სხვამაც ნახოს-უჩურჩულა და იგრძნო ქალს, როგორ გაეღიმა.
-ალექსანდრე-ხმამაღლა ჩაახველეს და კაცმა თვალები გაახილა, ნელა მოშორდა ქალს და მათ უკან მდგარ ელიზაბეთს გახედა, რომელიც გაოცებული უყურებდა წყვილს. წამიერად იგრძნო, როგორ დაეჭიმა კესანეს სხეული, როგორ მოუნდა იქიდან ორივეს გაქრობა და მიხვდა კაცი, რომ ამ ქალს საკმარისად ატკინა. ელიზაბეთიდან მზერა კესანეს ცისფერებს გაუსწორა და ახლაღა შეამჩნია მათში არსებული სინანული, თავისი გადაწყვეტილების, ალექსანდრესათვის კარების გაღების. თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, შემდეგ ყიფიანს ახედა და კაცმა მათში ისევ ტერასაზე არსებული ცისფერები დაინახეს, ზიზღითა და იმედგაცრუებით სავსე.
კესანემ ნელა მოიშორა კაცის ხელები და კარები ცხვირწინ მოუხურა. ყიფიანმა მზერა კარს გაუსწორა, შუბლი ზედ მიადო, სიცივემ ოდნავ გონზე მოიყვანა და ნელა მობრუნდა ელიზაბეთისკენ, რომელსაც გამარჯვებულის ღიმილი აეკრა სახეზე და გამომწვევად უყურებდა კაცს. ალექსანდრემ მძიმედ ამოისუნთქა, მაჯაში უხეშად ჩაავლო ხელი და სადარბაზოდან გაათრია ქალი. მანქანას მიანარცხა და ხელი გაუშვა გველნაკბენივით. სახეზე ხელები მოისვა ნერვიულად და აქეთ-იქით სიარულს მიყვა, ბოლოს კი სიჩუმე თავადვე დაარღვია.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-ცისფერებს გაუსწორა მზერა.
-გეძებდი, სანდრამ მითხრა რომ აქ იქნებოდი-მშვიდი იყო ქალის ხმა-მგონი ხელი შეგიშალეთ.
-გეყოფა, გაჩუმდი-ხელი აუქნია.
-მეგონა გუშინდელს დავასრულებდით-კაცს ხელები მოუსვა სახეზე, მაგრამ უხეშად მოიშორა მისი ხელი ყიფიანმა.
-ელიზაბეთ გაჩერდი-მის თვალებში მრისხანების ნაპერწკლები კიაფობდნენ.
-თავად არ მეხვეწებოდი დაბრუნებას?-ნაწყენმა ამოილაპარაკა. კაცი უცაბედად დათბა, მზერა აარიდა და აჩქარებული პულსაცია დააიგნორა. ოდნავ ჩაეღიმა და გაკვირვებულ ქალს მიუახლოვდა. მისი სხეული ელიზაბეთისას მიაწება და ხარბად ჩაისუნთქა მისი თმების სურნელი, სახე გაუსწორა და ოდნავ მისი ბაგეებისკენ დაიხარა. სიამოვნებისგან ქალს თვალები მიელულა, ტუჩებზე ენა გადაისვა და კაცის ამბორს დაელოდა. ყიფიანმა მის ტუჩებთან ირონიულად გაიცინა და უჩურჩულა.
-შემიძლია თაფლობისთვიდან რამდენიმე დღე გამოგიყო-ქალმა უეცრად გაახილა თვალები და კაცს მიანათა, რომელსაც ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-რა?-გაოცებულმა ამოილაპარაკა და იგრძნო მის მაჯას, როგორ წვდა კაცის ძლიერი ხელები.
ყიფიანმა მანქანას მოაშორა და შუა ქუჩაში მიატოვა ქალი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, რომლის გამოც კაცსაც კი დაუფიქრებლად მოკლავდა. მიატოვა ისე, როგორც თავად ელიზაბეთმა 6 წლის წინ მიატოვა და გული გაუტეხა, სული აუფორიაქა. მანქანა მოწყვეტით გააჩერა სახლთან და საჭეს ხელები დასცხო. საკუთარ თავს ვერ პატიობდა ელიზაბეთთან ასეთ მოქცევას, ის საყვარელი ქალი ედგა თვალწინ, რომელმაც უდიდესი რწმენა დაანახა სიყვარულში, სამყარო გაუფერადა, უსაზღვრო ბედნიერება მიანიჭა, მაგრამ ახლა რა ხდებოდა, სადამდე დაეცა მათი ურთიერთობა. ერთ დროს მის მკლავებში მოქცეული ქალისთვის გულის ტკენას გეგმავდა და მზად იყო ამისთვის ყველა და ყველაფერი გაეწირა. ელიზაბეთს სამარეს უთხრიდა და საკუთარ თავსაც მასთან ერთად მარხავდა. ვერსად გაურბოდა იმას, რომ დღემდე გრძნობდა მის მიმართ რაღაც ძალიან ნაზს, მტანჯველს, მაგრამ იმედიანს. აღარ უნდოდა მის გვერდით არსებობა, თავიდან ბოლომდე სძულდა ახლანდელი ელიზაბეთი, მაგრამ ვერც უშვებდა, ვერ ეთმობოდა სხვისთვის ეს ქალი. უამრავი მოგონება და ისტორია შემორჩა მის სულს და ყველაფერს გაიღებდა მათი აღდგენისთვის, მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ წარსული იყო, ყველაფერი მოკვდა და გაქრა. ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო, ახლაც როგორი უსუსური იყო, გულგატეხილი და ნაწამები.
მეორე დილას სანდრამ მაგიდაზე ქორწილის მოსაწვევი, რომ დაუდო გული ორმაგად აუფორიაქდა, არ ელოდა ასე მალე ამ ამბავს. მოსაწვევი ორი იყო, მისთვის და კესანესთვის, სიხარულით და ბედნიერებით ეპატიჟებოდნენ წყვილს. სახეზე ხელები მოისვა და მძიმედ ამოისუნთქა, საკმარისად იტანჯა მის გამო და ახლა დრო იყო საბოლოოდ გაეშვა და დაეთმო სხვა კაცისთვის.
იმ საღამოს მის სახლში შეიკრიბნენ. თითქოს სჭირდებოდა ხალხში გარევა, გონების გაწმენდა და ოდნავ დასვენება.
-მითხარი, რომ წასვლას არ აპირებ-ბექამ მეგობარს გახედა. ალექსანდრემ ჩაფიქრებულად გახედა, ცოტახანს იფიქრა და ბოლოს პასუხი დაუბრუნა.
-წავალთ, მე და კესანე წავალთ-დივანზე გასწორდა და მზერა მეგობარს გაუსწორა, რომელიც გაკვირვებული უყურებდა.
-გაგიჟდი?-მართამ კაცს გახედა-ახლა გინდა ამ უაზრო სპექტაკლშიც ჩაითრიო კესანე?
-მართა-ბექამ ხმა გაიმკაცრა.
-მისი ჩათრევა არაფერში მინდა-კაცმა ხელები მოისვა სახეზე
-აბა რატომ აკეთებ ამას? ისევ გიყვარს ის ქალი ალექსადრე?-სევდიანი თვალები მოავლო კაცს.
-მართუშ, ასე მარტივი არ არის ვიღაცის დავიწყება, ვინც გიყვარს, ვისაც ამდენი ხანია ელი, ამდენი მოგონება შექმენით ერთად
-ალეე-ქალმა აცრემლიანებული მზერა გაუსწორა და გვერდიდან მიეხუტა-დროა გაუშვა, შენი ღირსი არ არის, არ უყვარხარ
კაცმა დანანებით დააქნია თავი, საკუთარ ცხოვრებაზე ეცინებოდა. უჩვეულოდ ეჩვენებოდა ეს საუბრები. უამრავი ფიქრი უტრიალებდა თავში, მაგრამ პრობელემების მოგვარებას ვერაფრით ახერხებდა.
-მართა-კაცმა აივანზე მდგარი ქალი ხელებში მოიქცია-ანუ მეც უნდა გაგიშვა?
-რა?-გაკვირვებით გაუსწორა მზერა ლუკას.
-თუ ადამიანს არ უყვარხარ უნდა გაუშვა, ხომ ასეა? ანუ მეც უნდა გაგიშვა?
-ლუკა-მისი სახელი დანანებით ამოილაპარაკა და მზერა აარიდა. არ უნდოდა კაცისთვის გულის ტკენა, იცოდა რაოდენ დიდი გრძნობა ჰქონდა მის მიმართ, მაგრამ ვერაფრით პასუხობდა იგივეთი და ამის გამო სინდისი ქენჯნიდა-არ გინდა გთხოვ.
-რა არ მინდა მართა?-უჩურჩულა ქალს და სახე ახლოს მიუტანა, თვალები მიელულა ორივეს. კაცმა ყბის ძვალზე ცხვირი გაუსვა და მისი სურნელი შეისუნთქა. საოცრად უნდოდა მისი კოცნა, მისი ბაგეების დაგემოვნება, მაგრამ ვერაფრით უბედავდა. ნელა მოშორდა ქალს და აივანზე მარტო დატოვა სულარეული.
ქორწილის დღე, რომ მოახლოვდა არავის ნახვა არ უნდოდა. სურდა, რომ მთელი დღე სახლში გაეტარებინა, მარტოს მხოლოდ საკუთარ ფიქრებთან. უსაზღვროდ სტკიოდა გული, თითქოს ვიღაც გამეტებით უყრტყავდა დანას. ბოლოს ძლივს წამოისლასა და მომზადება დაიწყო. საკუთარ თავს უყურებდა სარკეში და ეცოდებოდა, ყველა იმ ტკივილისა და გრძნობების გამო, რომელიც ცხოვრებას უნგრევდა.ეჩვენებოდა, რომ კიდევ ერთხელ კარგავდა საყვარელ ქალს. შეგრძნებები განუახლდა და გაახსენდა 6 წლის წინ ის დღე საბოლოოდ, რომ დაინგრა მათი ურთიერთობა. უეცრად ყველა წამი მოენატრა, რაც ელიზაბეთთან გაატარა და საოცრად მოუნდა მასთან სიახლოვე. თავი გააქნია, დამძიმებულიყო ფიქრებით. არც კესანესთვის მიუქცევია ყურადღება მის მანქანში, რომ იჯდა და საუცხოოდ გამოიყურებოდა. ქალმა რამდენჯერმა გადმოხედა მგზავრობისას და სიჩუმე აღარ დაარღვია, თავადაც ხვდებოდა, რამდენად მძიმე იყო ეს დღე ყიფიანისთვის. მის აკანკალებულ თითებს თვალს ვერ აშორებდა საჭეზე რომ დაატარებდა და წამიერად შეეცოდა კიდეც და იგრძნო მისი ტკივილი.მანქანა რომ დააპარკინგა მძიმედ ამოისუნთქა. გადასვლას არ ჩქარობდა.
-ალექსანდრე-თბილი ხმა ჰქონდა ქალს. კაცმა დააიგნორა და გამეტებით გაუშტერა მზერა ჰორიზონტს-შემომხედე-ხელები წაავლო სახეზე და აიძულა თვალები მისთვის გაესწორებინა. ცივი ჰქონდა კესანეს თითები, თითქოს ამან გამოაფხიზლა ყიფიანი და ლოყით მის ხელს მიეფერა-თუ გინდა არ წავიდეთ, ეს არ არის აუცილებელი.
-საჭიროა კესანე-მის ხმაში უსუსურობა იგრძნობოდა, თავადაც არ იყო დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში.
-არა ალექსანდრე, მას უკვე თავისი ცხოვრება აქვს, საკუთარ თავს ნუღარ ატკენ-ყიფიანმა მის ცისფერებში სიბრალული შეამჩნია და უცებ მოშორდა.
-უნდა მივიდეთ-ხმა გაუმკაცრდა და მანქანიდან გადავიდა.
ყველაზე ნაკლებად უნდოდა, რომ ხალხს შეცოდებოდა, განსაკუთრებით კი კესანეს, ქალს, რომლის მიმართ რაღაც ძალიან განსხვავებული და დიდი ამოძრავებდა. ნელა შევიდნენ დარბაზში, საოცრად გამოიყურებოდა იქაურობა. თეთრად მოერთოთ, ყველაფერი იდეალურად დაეგეგმათ, ყველა დეტალი წინასწარ იყო გათვლილი და მოფიქრებული. ხალხი ირეოდა, იღიმოდა და მხიარულობდა. კაცს წამიერად სუნთქვა შეეკვრა, იქიდან გაქცევა მოუნდა. ყელზე არსებული ჰალსტუხი უფრო მეტად ახრჩობდა და ალბათ ვეღარ გაუძლებდა, რომ არა კესანეს თითები მის ხელს, რომ ეხებოდა და ალექსანდრემ იგრძნო, როგორ ამხნევებდა მისი გვერდით ყოფნა. უეცრად ყველა გაჩუმდა, ყველამ კარს გაუსწორა მზერა და ყიფიანმა თვალები მძიმედ დააჭირა ერთმანეთს თეთრ კაბაში გამოწყობილი ელიზაბეთი, რომ დაინახა. საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა, ძლიერად მოუჭირა ხელზე საკუთარი ხელი კესანეს და დამშვიდება სცადა. ძლივს-ძლივობით შეძლო ქალისთვის მზერის გასწორება, ულამაზესი იყო, უნაზესი და მისთვის მიუწვდომლად მოეჩვენა ყიფიანს. მის თვალწინ გაიარა მათმა ისტორია, განმვლილმა მოგონებემა და ისიც კი ინატრა ახლა ანდრიას მაგივრად თავად ყოფილიყო. რამდენჯერ წარმოუდგენია თავი ამ ამპულაში, ელიზაბეთის ქმრად. მათი თვალები, რომ ერთმანეთს გაუსწორდა წამიერად ორივემ მძიმე ტკივილი იგრძნო გულში. კაცის მოგონებებში ამოტივტივდა მათი გაცნობის დღე და ზუსტად იცოდა იმავეს გრძნობდა ქალი, მის ცისფერებში ჩამდგარ ცრემლებს, რომ უყურებდა. ახლა უკვე სხვისი ცოლი ერქვა, სხვა იყო მის გვერდით, ამას უნდა შეგუებოდა, რეალობას უნდა შენარცხებოდა რამდენადაც მტკინვეული არ უნდა ყოფილიყო ეს.
ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ყველა თავის ადგილას მიუჯდა და დაიწყო მათთვის უდიდესი მხიარულება, მაგრამ ალექსანდრემ გულს უზარმაზარ ლოდად აწვა ამ დარბაზში გატარებული ყველა წამი. ვეღარ ითვლიდა მერამდენე ჭიქას ცლიდა, აზროვნების უნარი დაკარგვოდა, საოცრად მომნუსხველი იყო ახლა მისთვის ელიზაბეთი, მაგრამ არა ისეთი, რომ მის გვერდით მჯდარი კესანე დაეჩრდილა. თავჩაქინდრული იჯდა ქალი, საკუთარ თითებს აწვალებდა ნერვიულობისგან. მოულოდებლობისგან ადგილზე შეხტა, როცა კაცმა მოშიშვლებულ მხარზე კოცნა დაუტოვა. ნელა გაუსწორა მზერა.
-ბევრი დალიე-დააიგნორა მომხდარი.
-არაუშავს-ჭიქა ისევ ხელებში მოიქცია.
-უშავს, წავიდეთ გთხოვ-მუდარა შეერია ხმაში.
-არა, ჯერ არა
ბარ-ბარცით წამოდგა და ტერასაზე გადაინაცვლა მოსაწევად. დიდი ნაფასი დაარტყა და ხელებით დაეყრდნო მოაჯირას. უკვე დაღამებულიყო. იგრძნო როგორ ამოუდგნენ გვერდით, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, მხოლოდ მისი ხმის გაგონებისას გაკვირვებულმა შეხედა იქვე მყოფს.
-არ მეგონე თუ მოხვიდოდი-უელავდნენ ელიზაბეთს ცისფერები.
-არც მე მეგონა-ხელები მოისვა სახეზე და თავიდან-ფეხებამდე აათვალიერა-კარგად გამოიყურები.
-მადლობა-თავი დახარა და შემდეგ ისევ მის სახეს გაუსწორა მზერა-ასეთი წარმომედგინა ჩვენი ქორწილიც თავის დროზე
კაცმა თავი გააქნია, თითქოს არ სურდა ამაზე საუბარი. პულსაცია აუჩქარდა და თვალებში ცრემლები ჩაუდგა.
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი-ამრეზით უყურებდა კაცს ელიზაბეთი.
-არც მე მეგონა, რომ შევძლებდი
-შენი საცოლეც მოგიყვანია, ამით გინდა თვალები ამიხვიო?-ირიონია დაეტყო ხმაში
-ელიზაბეთ-მისკენ მობრუნდა მთლიანი ტანით და თვალებში მიაჩერდა-რატომ მიმატოვე?-უეცრად შვება იგრძნო, თითქოს ამდენი წელი აწუხებდა ეს კითხვა, ჭამდა და მოსვენებას არ აძლევდა. ეს კითხვა იყო, რომელსაც გამუდმებით კლავდა თავის გონებაში ყიფიანი და არასდროს ცდილობდა საკუთარი თავისთვის ამის დასმას, ვერ ბედავდა იმის აღიარებას, რომ მიატოვეს.
-მე..მეე..-უეცრად დაიბნა ქალი-არ ვიყავი მზად, ჩემს გრძნობებში არ ვიყავი დარწმუნებული-ერთიანად მიახალა ელიზაბეთმა და კაცს გაეცინა.
-ახლა დარწმუნებული ხარ შენს გრძნობებში? ჩემთან გაქვს სე**ი და დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ეს კაცი გიყვარს?-ხარხარებდა ალექსანდრე.
-შენზე რას მეტყვი, შენც ხომ სპექტაკლს თამაშობ, ვითომ შეყვარებული ბიჭის როლი გაქვს მორგებული
-ეს შენ არ გეხება
-ვერასდროს, ვერასდროს შეძლებ, ვერასდროს ჩამანაცვლებ კესანეთი, მის ცისფერებში ვერასდროს იპოვი ჩემსას, იცი რატომ? იმიტომ, რომ დღემდე გიყვარვარ, ვერ იაზრებ, რეალობას-მისკენ გაიწია და შეუმჩნეველი კოცნა დაუტოვა ლოყაზე-როცა მოგინდები, როცა მოგბეზრდება ეგ ქალი, დამირეკე-მკვახედ მიუგდო და აივნის კარს გახედა ჩუმად,რომ იდგა ქალი-აი ისიც, შენი საყვარელი საცოლე-გაიცინა და შეუმჩნევლად დატოვა იქაურობა ელიზაბეთმა.
კესანე ნელა მიუახლოვდა კაცს, რომელიც უკვე მერამდენე ღერს ეწეოდა აღარ იცოდა.
-გთხოვ არ გინდა-უჩურჩულა.
-არც ვაპირებ რამის თქმას, უკვე მივეჩვიე
-რას? იმას რომ ნაგავი ვარ?
-კი-ჰორიზონტს გაუსწორა მზერა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა-დავიღალე ისტერიკების მოწყობით, თითქოს შენზე შეყვარებული ცოლი ვარ და შენს საყვარლებს დავსდევ, დავიღალე იმაზე ფიქრით, რომ ოდესმე მეც ისე შემომხედავ როგორც მას უყურებ, დავიღალე-წყნარად საუბრობდა ქალი. კაცმა ნათლად შეამჩნია მის სახეზე ჩამოგორებული ცრემლები, ტიროდა კესანე.
-მაპატიე
-არ გინდა რა-გაეცინა-თავად ვერ იგებ რა გინდა ალექსანდრე-ახლა მისკენ გადმოიტანა მზერა-ხან მეუხეშები, ხან ისე თბილად მექცევი, ხან ის გიყვარს, მასთან გინდა და ხან ჩემთან, ასე არ ხდება, ხომ იცი არა?
-კესანე
-რა? რა? რა კესანე? რა გინდა?-მის თვალებში უდიდეს ტკივილს ხედავდა ყიფიანი, მისკენ გაიწია, თუმცა ქალმა უკან დაიხია-არა, არ მჭირდება ეს მოფერებები, ჩახუტებები, შუაღამეს მოკითხვები და კოცნები, ეს უაზრო სპექტაკლია და იცი შენც, დღემდე მასზე ხარ შეყვარებული და მხოლოდ მის გამო მითრევ თამაშში, მხოლოდ მისი ყურადღების მისაქცევად გჭირდები, ჩემში სხვა რამეს ვერ ხედავ..
-ასე არ არის..
-ასეა-თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირაა, ყბა უკანკალებდა ტირილისგან, ღრმად სუნთქავდა რათა დაწყნარებულიყო.
გული აუჩქარდა კაცს, საშინლად იგრძნო თავი. რამხელა ტვირთი ედო ამ ქალის გამო, რაოდენ სტკენდა მას თავისი ეგოისტური საქციელების გამო. ტანჯავდა და თავსაც იტანჯავდა მასთან ერთად, წამიერად შეეშინდა, როგორ უნდა გაესწორებინა მთელი ცხოვრება საკუთარი თავისთვის თვალი, როგორ უნდა ეამაყა საკუთარი თავით, როცა ეს ქალი ახლა მის წინ ასე იტანჯებოდა. ვეღარ ხედავდა მასა და ელიზაბეთს შორის განსხვავებას, ისიც ისევე სტკენდა ამ ქალს გულს, როგორც ელიზაბეთი მას 6 წლის განმავლობაში. ნუთუ თავადაც ასეთი უსუსური და დაჭრილი იყო მთელი ეს დრო. ნელა გაიწია მისკენ, მხრებზე ხელი მოხვია და მიიხუტა, კესანემაც აღარ გაუწია წინააღმდეგობა და მის სხეულს აეკრო. ქვითინისგან მხრები უცახცახებდა და სწორედ ამ მხრებზე დაატარებდა ხელს ყიფიანი. გრძნობდა, როგორ აყრიდა ტაო მის სხეულს, მაგრამ ყურადღება აღარაფერს მიაქცია, არც მის გაავებულ გულს და არც იმას, რომ ყველასთან დაუმშვიდებლად დატოვა იქაურობა.
მგზავრობისას არცერთმა დაარღვია სიჩუმე, მხოლოდ კესანეს ჩუმი სრუტუნი ისმოდა და დაბალ ხმაზე მუსიკა. მის სახლთან რომ გააჩერა ფრთხილად გადმოხედა ქალს, მინისთვის თავი რომ მიედო, ძილს მისცემოდა და მშვიდად სუნთქავდა. თითქოს მხოლოდ აქ იყო ბედნიერი და თავისუფალი კესანე, მის სიზმრებში არავინ იყო ისეთი ვინც გულს ატკენდა, ვინც ზედ გადაუვლიდა და ნამსხვრევებად აქცევდა. ნელა ამოაცურა მისი მოსაცმელიდან გასაღები, მანქანიდან გადავიდა და ხელში აიტაცა ქალიც, რომელიც ბუმბულივით მსუბუქი იყო. ტანსაცმლიანი დააწვინა საწოლზე და გამობრუნებისას იგრძნო მისი თითები თავის ხელზე, ძლიერად რომ ეჭიდებოდა.
-არ წახვიდე-ძილბურანში მყოფი ბუტ-ბუტებდა ქალი-არ მიმატოვო, ამ ერთხელ მაინც არ მიმატოვო-კაცმა მზერა აარიდა და ნელა გააშვებინა ხელი, შემდეგ კი ზევიდან დააჩერდა. ისევ სიზმრებმა მოიცვეს კესანე, საოცრად ლამაზი იყო, გაბუსხული ტუჩებით და ტირილისგან აწითლებული ცხვირის წვერით, მისკენ დაიხარა, მაგრამ თითქოს ვერ გაბედა, ვეღარ გადადგა ეს ნაბიჯი, ფიქრები მოსვენებას არ აძლევდნენ. სწრაფად გასწორდა და იქაურობას გაეცალა.
თავის კაბინეტში იჯდა და საბუთებს დაჩერებოდა, თუმცა გონება სხვაგან ჰქონდა. საკუთარ თავს ებრძოდა, რომ როგორმე გადაწყვეტილება ბოლომდე მიეყვანა, საბოლოოდ დაესრულებინა ეს უაზრო ფიქრები. ყველა მომენტი გაახსენდა, იმ დროიდან როცა კესანე გამოჩნდა მის ცხოვრებაში, მათი პირველი შეხვედრა, პირველი შეხება, პირველი კოცნა, წამიერად თავადაც გაეღიმა მომღიმარე ქალის გახსენებისას, მაგრამ ყველაფერი გაქრა, როცა მისი სევდიანი ცისფერები დაუდგნენ თვალწინ.
-დილამშვიდობისა, მესიჯი ვნახე შენი, მეძებდი?-კაბინეტის კარი ნელა შეაღო ქალმა და კაციც წამში ფეხზე წამოდგა.
-მოდი, ლაპარაკი მინდოდა შენთან-კესანემ კარები მიიხურა და კაცს გაუსწორდა.
-ეს თუ გუშინდელს ეხება, არაფერი გვაქვს სალაპარაკო
-გთხოვ
-ალექსანდრე, არაფერია, მე უკვე შევეგუე, სჯობს იმაზე ვისაუბროთ ქორწილი როდის გვექნება?-ხელები გადაიჯვარედინა მკერდთან და კაცმა მის თვალებში მხოლოდ სიცარიელე ამოიკითხა. ერთხანს ჩუმად იდგა, შემდეგ ძალა მოიკრიბა და ხმაგატეხილმა უთხრა.
-არ იქნება ქორწილი
-კარგი, ხელს როდის ვაწერთ მაშინ-კესანემ დაბნეულად აათვალიერა.
-არა, ვერ გამიგე, ჩვენს შორის ყველაფერი მორჩა
-რა?-თვალებში უეცარი შიში ჩაუდგა ქალს, მხრები დაუცველად ჩამოყარა, ცისფერებში ცრემლები აუთამაშდნენ-რას ქვია ჩვენ...ჩვენ.. და.. ჩემი ძმა-ცრემლებმა სახეზე გაიკვლიეს.
-შენი ძმა გამოვა ციხიდან, გპირდები, აუცილებლად გამოვიყვან-კაცს გული გაეხლიჩა, კესანე არასდროს არ იქნებოდა მისი, წამითაც არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი საკუთარი გრძნობების გამო, მხოლოდ საკუთარ თავს სწირავდა საყვარელი ადამიანის გამო, რა საოცარი ადამიანი იყო, ფიქრები ჭამდა კაცს, თვალები აემღვრა.
-მართლა?-მოსმენილს არ დაუჯერა, გაეღიმა, ბედნიერებისგან უფრო მეტად აეტირა.
-მართლა-კაცსაც გაეღიმა და სახეზე ჩამოგორებული ცრემლი დააიგნორა.
-მადლობა, მადლობაა-უფრო უმატა ტირილს და კაცი მიხვდა, რომ სიხარული რაღაცა სხვამ შეცვალა, რაღაცა მტკინვეულმა და თავადაც ეტკინა, აქვითინებულ ქალს გაუსწორდა, შუბლი შუბლზე მიადო და მისი დაწყნარება სცადა.
-გავქრები, სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან-ტიროდა თავადაც და იცოდა, რომ ყველაფერი დასრულდა, თავისი შეცდომების გამო საბოლოოდ დაკარგა ეს ქალი, უკან დაბრუნების არავითარი იმედი აღარ არსებობდა, მხოლოდ დაღმასვლა, მისი ცხოვრების გაუბედურება და მზად იყო, რომ ეს ქალი გაეშვა, რათა ისიც არ ჩაეთრია ამ ყველაფერში, არ
მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება, რომ კესანეს სინათლეც ჩაექრო. ნელა გადაატარა თითები მის ბაგეებზე და ბოლოჯერ დაუტოვა, უნაზესი, უსპეტაკესი და დაუვიწყარი კოცნა.
უსასრულოდ იწელებოდა დრო ალექსანდრესთვის. ვერაფრით ეგუებოდა ამ ტკივილს და ვერც მოქმედებდა, თითქოს ხელები ჰქონდა შეკრული, ვეღარ მოძრაობდა, აღარაფერი შეეძლო. უსაშველოდ ახრჩობდა ყოველდღე კესანეს დანახვა დერეფანში, უცნაურად რომ აარიდებდა თვალს, მაგრამ მაქამდე არასდროს ავიწყებოდა მადლიერების მზერის მოვლება ყიფიანის სახეზე. კესანეს გამოჩენამდე მის ცხოვრებაში ნაკლებად მტკინვეული იყო იმ ფაქტის მიღება, რომ სულ მარტო იყო. სახლში დაბრუნებულს არავინ ხვდებოდა, მარტო ვახშმობდა, აივანზე დაჯდებოდა, გათენებამდე გაჰყურებდა ხოლმე ჰორიზონტს, აკაშკაშებულ თბილისს და ის ღამე ნათლად ახსენდებოდა კესანე პირველად რომ წაიყვანა მის საყვარელ ადგილას. ღერს ღერზე ეწეოდა და ცდილობდა, რომ ამ ყველაფერთან ერთად ეცხოვრა, როგორც ადრე, მაგრამ განსხვავებით წარსულისა ახლა მეტად დიდი ღრმული ჰქონდა გულში. თითქოს კესანემ მოკლა, საბოლოოდ გაანადგურა და ახლა ალექსანდრე, რომელსაც ოდნავ მაინც შეეძლო მომავალზე იმედიანად ეფიქრა, ქალმა მის მონად აქცია, მასთან ერთად წაიღო ეს ყოველივე და ახლა მხოლოდ სიცარიელე დატოვა ალექსანდრესთან. უჩვეულოდ ჩამოუგორდებოდა სახეზე ცრემლი, ფიქრებისგან დაცლილი სწრაფად იტაცებდა ხელს და მოიშორებდა, მაგრამ ხომ იცოდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, სხვას თუ დაუმალავდა საკუთარ თავს ვერსად გაექცეოდა. ყველაზე მეტად უნდოდა დასასრულს მიახლოვებოდა, როგორმე შეესისხორცებინა ეს მწვავე ტკივილი და ამით დამთავრებულიყო ყველაფერი, მაგრამ არ გამოსდიოდა. ქალის დანახვაზე "გამრთელებული" იარები კვლავ უახლდებოდა და აღარასდროს აღარ ხორცდებოდა.
ის საღამოც კვლავ მარტოსულად ჩაივლიდა, ისევ ტერასაზე მჯდარს დაათენდებოდა, ახლადამოსული მზის სხივები გაუთბობდა სახეს, რომ არა ვახშმის შემდგომ მის კარზე აწკრიალებული ზარი, ვიღაცის მოსვლას რომ მოასწავებდა. კარისკენ უინტერესოდ დაიძრა და ნელა გამოაღო, ასევე უინტერესოდ აათვალიერა ქალი და ზურგი აქცია. ელიზაბეთი სახლში შემოვიდა და კარი მიიხურა.
-ჩემს მესიჯებს რატომ არ პასუხობ?-განაწყენებულმა აათვალიერა კაცი და შემდეგ გარემოს მოავლო მზერა, უმისამართოდ რომ ეყარა სასმლის ბოთლები-რა ჯანდაბა ხდება?-კაცი დუმდა, წყნარად იჯდა დივანზე და ერთი წერტილისთვის გაესწორებინა მზერა-ალექსანდრე, მიპასუხე-გვერდით მიუჯდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. კაცმა მზერა გაუსწორა, საოცრად ლამაზად მოეჩვენა ცისფერები და წამიერად მოელანადა კესანე, როგორ მიამსგავსა თავიდან ის ელიზაბეთს და ახლა პირიქით,როგორ ამსგავსებდა ელიზაბეთს კესანეს.
-არაფერი არ ხდება-ამოიჩურჩულა.
-ცუდად გამოიყურები, თითქოს რაღაც ძალიან გაწუხებს-ქალმა ახლა გულზე მიადო ხელი და თითებით მიეფერა ამ ადგილას-აქ გტკივა თითქოს
-ელიზაბეთ, რატომ მოხვედი?
-გავიგე, რომ შენ და კესანე დაშორდით, ვიცოდი რომ ისევ გიყვარდი-ნაზად გაუღიმა კაცს და მისკენ დაიხარა, მაგრამ ყიფიანმა თავი გასწია.
-შენს გამო არ დავშორებულვარ
-რა?-გაკვირვება გამოეხატა სახეზე-კი, მაგრამ...
-ელიზაბეთ, სხვისი ცოლი ხარ, ჩვენს შორის ყველაფერი მორჩა, კესანე მხოლოდ იმიტომ გავუშვი, რომ ამ სპექტაკლში, სადაც მე და შენ ვართ, მას არ ესაქმება არაფერი, არაფერი დაუშავებია, რომ ჩვენს გამო იტანჯოს.
-რა სისულელეებს ბოდავ?-გაიცინა ქალმა, მაგრამ ცისფერებში მკაფიოდა ულეავდნენ ცრემლები.
-ელიზაბეთ ყველაფერი დამთავრდა-მის სახეს მოავლო თვალი და ელიზაბეთის სახეზე გაკვალულ ცრემლებს ყურადღება არ მიქცია. ნელა უშვა ქალმა ხელი და ისიც ერთ წერტილს მიაჩერდა, კაცი გრძნობდა როგორ უცახცახებდა მხრები, მაგრამ ბოლომდე არ ტყდებოდა. მუდამ ასეთი იყო, არასდროს სურდა სხვისთვის ტირილის ჩვენება, დაუცველი ქალის როლი მუდამ ეზიზღებოდა. უეცრად სწრაფად შეხედა კაცს, თითქოს რაღაცას მიხვდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაიგო, გაოცებულმა აათვალიერა, ალექსანდემაც მზერა გაუსწორა, ვერ ხვდებოდა ელიზაბეთის მზერას.
-ღმერთო ჩემო, შეგიყვარდა-შეცბუნებული სახე ჰქონდა, წვიმის წვეთებივით უსველებდნენ სახეს ცრემლები.
კაცმა უინტერესო მზერა მოავლო, თავადაც იცოდა პასუხი ამ ყველაფერზე. საკუთარ თავს უკვე დიდიხანია უტყდებოდა იმაში, რომ კესანემ თავბრუ დაახვია, თუ აქამდე არ ესმოდა რა გრძნობა იყო, ვერ იგებდა, ახლა თვალნათლივ ედგა სიმართლე. კესანეს თვალები, სურნელი, უბრალოდ მისი არსებობა საუცრად უჩქარებდა პულსაციას და მისი წასვლით გამოწვეული ტკივილი პირნათლივ გავდა იმას, რასაც ამ 6 წლის განმავლობაში გრძნობდა ელიზაბეთის გამო. ქალისთვის ყურადღება არ მიუქცევია ნელა, რომ წამოდგა და იმედგაცრუებულმა დახედა, შემდეგ კი სწრაფად დატოვა სახლი. კვლავ მარტო დარჩა ყიფიანი.
ის დილაც დაათენდა, ზლაზვნით მივიდა კომპანიამდე. საქმეებში ჩაეფლო, მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან იყო, როგორც ყოველთვის. საბუთებს ხელი უშვა, უსიამოვნოდ მოისვა სახეზე ხელი, აწკრიალებულ ტელეფონს დააჩერდა და მალევე უპასუხა.
-ბატონო ალექსანდრე სალამი, როგო...-შუა გზაზე გააწყვეტინა წინადადება კაცს.
-პირდაპირ მითხარი მიშა, რაც გთხოვე მოაგვარე?
-ბატონო ალექსანდრე, ხვალ გამოვა ის ბიჭი-შვებით ამოისუნთქა ყიფიანმა და სახე გაებადრა ღიმილისგან.
-მადლობა მიშა, არ დაგივიწყებ-სწრაფად მიაყარა და გაუთიშა.
ბედნიერებისგან გული უცემდა, არც კი სჯეროდა, რომ კესანესთვის რაღაც კარგს აკეთებდა, უსაზღვრო სიხარულს ჩუქნიდა ქალს ერთხელ მაინც, აღარ სტკენდა. ნელა წამოდგა ფეხზე, სიგარეტის მოსაწევად ტერასას მიაშურა. თითქოს ამდენი დღის ნაგროვები ტკივილი ერთიანად გააქრო ამ ამბავმა. არაფრის დიდებით მისცემდა თავს უფლებას, რომ ეს ყველაფერი ქალის უკან დაბრუნებისთვის გამოეყენებინა, მაგრამ რას არ მისცემდა, რომ კესანე ამ ამბის გაგებისას შემოხვეოდა, სიხარულისგან ეხტუნა და კიდევ ერთი შანსი მიეცა კაცისთვის, მაგრამ იცოდა ყიფიანმა, რომ არ იმსახურებდა, აღარცერთ შანსს აღარ იმსახურებდა, მხოლოდ ტკივილსა და უბედურებას. ტერასაზე გასულს ქალიც, რომ იქ დაუხვდა წამიერად შეეკუმშა გული, სუნთქვა გაუჩერდა და მთელი ორგანიზმი გაუთბა. იგრძნო, როგორ ენატრებოდა ამ ხნის განმავლობაში,ასე ახლოს ამდენი ხანია აღარ დაეგულებინა.
-კესანე-ამოიჩურჩულა მისი სახელი, მაგრამ ქალის სმენამ მაინც გაიგნო საყვარელი ადამიანის ხმა და გველნაკბენივით მისკენ მიბრუნდა.
-ალექსანდრე-მის თვალებში ნაპერწკლები შეამჩნია ყიფიანმა, მაგრამ ვერაფრით გაიგო ეს სიხარულისგან იყო, თუ მისი დანახვით გამოწვეული ტკივილისგან. ნელა მიუახლოვდა, სულ ახლოს დაუდგა და ქარის დაბერვისას მისი თმების სურნელი ხარბად შეისუნთქა, აგიჟებდა ეს სურნელი, თავბრუს ახვევდა, ჭკუიდან გადაჰყავდა.
-როგორ ხარ?-არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი, თითქოს ისევ თხუთმეტი წლის თინეიჯერი ბიჭი იყო გოგოსთან საუბარი, რომ ერიდებოდა.
-მადლობა კარგად, თავად?-და სწორედ ახლა მიხვდა ალექსანდრე, რომ კესანეს ცისფერებში აციმციმებული ვარსკვლავები სიხარულისა იყო, ყველაზე სუფთა და ლამაზი ღიმილი, რომ დაანახა.
-კესანე-მონუსხულმა ამ სანახაობით წარმოთქვა მისი სახელი და თვალები გაუშტერა მის სახეს. როგორ უნდოდა შეხებოდა, მისი კანის სითბო ეგრძნო, მისი სინაზე და სისპეტაკე ხელში ჩაეგდო, მაგრამ ვერ ბედავდა, არ ჰქონდა ამის უფლება.
-რამე ახალი ხომ არ არის ჩემს ძმაზე?-მორიდებით კითხა და კაცი ფიქრებისგან გაათავისუფლა.
-მის გამოსვლას ხვალისთვის ელოდება ჩემი ადვოკატი-კარგად დააკვირდა მის სახეს, ეს ღიმილი კიდევ უფრო ფართო ღიმილმა რომ შეცვალა, თვალები სხვანაირად აუციმციმდნენ და სუნთქვა შეეკვრა კაცს მისი ნაზი ხელებით, რომ მოეხვია კისერზე ქალი. მიუხედავად გაკვირვებისა არც თავად დააყოვნა და სწრაფადვე შემოხვია ხელები წელზე, მის ყელში ჩარგო თავი და ხარბად მიისაკუთრა მისი სურნელი ასე,რომ აგიჟებდა.
-მადლობა, მადლობა-განუწყვეტლივ იმეორებდა ქალი და სიხარულისგან იცინოდა. ყიფიანს მოეჩვენა, რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა კესანე და წამიერად შეზიზღდა საკუთარი თავი, რომ ამდენჯერ ატკინა, საკუთარ ამბიციებსა და სურვილებს შესწირა მისი ბედნიერება და მიწასთან გაასწორა. ნაზად უსვამდა ზურგზე ხელს და ნატროდა, რომ ეს წუთები სამუდამოდ გაგრძელებულიყო, აღარ უნდოდა იქ დაბრუნება სადაც იყო, უნდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო და მასთან ერთად სამუდამოდ გადაშვებულიყო უსასრულო ზღაპარში, თუმცა მალევე დასრულდა ეს ყოველივე და ქალი ნელა მოშორდა კაცს, არ ეთმობოდა, მაგრამ უნდა გაეშვა-მაპატიე, მე.., ღმერთო ჩემო, ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე.
-კესანე, ვიცი, რომ ვერაფერს გამოვისყიდი სულ, რომ მთელი სამყარო ფეხქვეშ დაგიგო, მაგრამ ეს ის მცირედია რისი გაკეთებაც შემიძლია, რომ გაგაბედნიერო-ფრთხილად გადაუწია თმა ყურს უკან და კესანეს სახეს დააჩერდა სიამოვნებისგან, რომ მიელულა თვალები, მის ხელს ლოყით მიეფერა და კაცმა იგრძნო ვეღარ გაუძლებდა ამ ყოველივეს-მაპატიე-გველნაკბენივთ გამოსწია ხელი და სწრაფად დატოვა ტერასა. ვეღარ ატკენდა ამ ქალს, ვეღარ დაუნგრევდა ცხოვრებას, უნდა მორეოდა საკუთარ თავს. კაბინეტში მდგარ მაგიდას ფეხი კრა, უნდოდა ის ცეცხლი რაც ასე ბობოქრობდა მასში საბოლოოდ ჩაექრო, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა, მუდამ კესანე ედგა თვალწინ,მის სურნელს გრძნობდა და ხვდებოდა, რომ ეს ქალი მისი წყევლა გახდა, ის წყევლა, რომელიც ჯერ ელიზაბეთმა დაადო და ახლა კესანეს უანდერძა.
დასამშვიდებლად საღამოს მეგობარს ეწვია სახლში, უსაშველოდ სტკიოდა გული და მათთან დალევაში პოულობდა გამოსავალს. უთქმელად სვავდნენ, სამივეს თავისი პრობლემები ჭამდა და ალბათ ასე სიჩუმით ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ნუგეშის მიცემას. მერამდენე ბოთლს ცლიდნენ აღარ იცოდნენ. სიჩუმე საბოლოოდ დაარღვიეს.
-ლუკა, შენ რაღა გჭირს ბიჭო?-ბექამ წამოიყვირა.
-ახლა არ დაიწყო-ალექსანდრემ მზერა გაუსწორა.
-ჩუმად ვარ, რა უნდა დავიწყო, როგორ დაველაპრაკო ახლა ჩემს დაზე.
-ჰა?-გაკვირვებით შეხედა ლუკამ.
-ლუკა, დებილს ვგავარ? ვიცი, რომ ჩემი და გიყვარს, ისე როგორც შენ უყურებ მართას, ასე მხოლოდ საყვარელ ადამიანს უყურებენ, არა ისეთს, როგორიც ჩემთვის და ალექსანდრესთვისაა ეგ გოგო, სხვანაირად ლუკა. ჩემი ძმა ხარ, სისხლი და ხორცი, გული მთხოვე და ხელში დაგაჭერინებ აქვე, მაგრამ...
-ბექა, არ არის საჭირო ამაზე საუბარი, ისედაც ყველაფერი დავიწყებას მიეცა-ლუკამ გააწყვეტინა.
-მომისმინე ბიჭო-უღრიალა და ფეხზე წამოდგა, ალექსანდრეც მას დაჰყვა და მეგობრისკენ გაიწია-მხოლოდ იმის თქმა, მინდოდა, რომ..-წყნარად გააგრძელა საუბარი-შენზე საოცარი კაცი არ მეგულება ჩემი დისთვის, ვიცი, რომ სანამ მე ვიტყვი იქამდეც კი იცი, რომ არავის აქვს უფლება მისი თმის ერთ ღერს მაინც შეეხოს, ჩემთან ნუ მალავ შენს გრძნობებს, მე ნუ მიმალავ, შენს ძმას, შენს ოჯახს, მართამ გადაწყვიტოს თავად, მაგრამ რომ გტკივა ნუ მიმალავ-შეწუხებული სახით გახედა ლუკას.
სუნთქვა შეეკრა კაცს და ფეხზე წამოიჭრა, მისკენ გაიწია და მოეხვია, საოცრად გაუთბა გული. ძმაკაცურად დაკრა ხელი ზურგზე კაცმა და კარის გაღებისას მოშორდა მას. იატაკზე ფეხსაცმლის კაკუნისთანავე მიხვდნენ ვინ მოვიდა სახლში. ფეხზე ძლივს იდგა ქალი, თმა აჩეჩვოდა, მოკლე კაბა კიდევ უფრო დამოკლებოდა, სიცივისგან ცხვირი აწითლებოდა და სიმთვარლისგან ფეხზე ძლივს იდგა.
-ყველა აქ ყოფილხართ-სიხარულისგან ტაში შემოკრა და მზერა ლუკაზე შეაჩერა, ფართოდ გაუღიმა.
-ყარხარ სასმლისგან-ძმამ უსიამოვნოდ აათვალიერა-თავი თუ არ გაქვს რას სვამ ერთი-აღარ მიაქცია ყურადღება დისკენ წასულ კაცს და ისევ დივანზე დაეხეთა სასმლის დასალევად. ალექსანდრეც მას მიუჯდა.
-მართა-კაცმა ხელი მოხვია ნელა-ფრთხილად, მოდი ჩემთან.
-ისედაც სულ შენთან არ ვარ?-ვნებიანად უჩურჩულა და კაცს სიამოვნებისგან ტაომ დააყარა.
-ასეთი მთვრალი მანქანით, როგორ მოხვედი, სულ გაგიჟდი?-დატუქსა და დასაჯდომად უბიძგა.
-მე არ ვმართავდი.
-რა?-კაცს ბრაზმა აასხა, მაგრამ კარში გამოჩენილი სხეულის დანახვისას მშვიდად ამოისუნთქა.
-მართა, გამომართვი შენი ჩანთა და გასაღები-ალექსანდრემ ახლა ნაცნობ ხმას გაუშტერა მზერა, საოცრად სახლურად, რომ ეცვა და ასეთიც რომ ულამაზესი იყო.
-აქ რას აკეთებ?-ფეხზე სწრაფად წამოდგა და თავიდან-ფეხებამდე აათვალიერა.
-მე დავურეკე-ხმამაღლა უპასუხა მართამ-პრობლემა გაქვს?
-მე წავალ-კესანემ თავი ზედმეტად იგრძნო და წასვლა დააპირა სწრაფად, რომ ჩააფრინდა კაცი მკლავში.
-ასეთ ფორმაში, ამ დროს, მარტო სად მიდიხარ?-კბილებში გამოსცრა და მის აწითლებულ სახეს დააკვირდა.
-მე.მე....მე-დაბნეულება შეეტყო ხმაში.
-მე წაგიყვან-სწრაფად მიაყარა და გასაღები შეათამაშა ხელში.
-არა, თავადაც ნასვამი ხარ-შეშინებულმა დაუყვავა.
საოცრად ესიამოვნო მისი მზრუნველობა, მალამოსავით მოედო მთელს სხეულზე.
-არავინ არსად მიდის-მართამ ხელიდან გამოსტაცა ქალი და დივანზე დააჯინა-დღეს ვსვამთ, ბოლომდე
-მართა, არ გინდა-უჩურჩურჩულა კესანემ.
-არა-ხმა გაებზარა, ცრემლები ახრჩობდა ქალს-უნდა დავლიო-იქვე მდგარ არყის ბოთლს ხელი სტაცა და მოიყუდა, გამოცლიდა კიდეც, რომ არა ლუკა წამიერად, რომ მოასწრო მისი დაჭერა და ხელიდან ართმევა-რა ჯანდაბას აკეთებ? დამიბრუნე.
-წამოდი-ხელი ჩაავლო, მაგრამ ქალმა უხეშად მოიშორა.
-თუ არც შენ იძინებ და კესანეც აქ არის, დავლიოთ-ბექამ ჭიქები დაულაგა წინ და სასმლით შეუვსო.
ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და კესანე, რომ აათვალიერა ქალს სახე აწითლებოდა, უკვე საკმაოდ ჰქონდა ორგანიზმში ალკოჰოლი. თვალები ამღვრეოდა და მომნუსხველად უყურებდა კაცს. ამის ატანა აღარ შეეძლო, ცდუნებას ვეღარ უძლებდა, სწრაფად წამოდგა და აივანზე გავიდა. ცივმა ნიავმა ოდნავ გონზე მოიყვანა, რეალობაში დააბრუნა და წამიერად შეეცოდა საკუთარი თავი, გალიაში გამომწყვდეულს წააგავდა.უკნიდან, რომ შეხება იგრძნო სულ დაკარგა აზროვნება. გველნაკბენივით შეხედა კესანეს ცისფერებს და ისევ აერია გონება. საოცრად ლამაზი იყო ქალი, სახლურ ფორმაში, ნასვამი, თამამად, რომ დაატარებდა კაცის განიერ ბეჭებზე ხელებს და ძლივს-ძლივობით აბამდა სიტყვებს.
-რატომ... რატომ გაანადგურე... რატომ გაანადგურე ის,რაც გვქონდა?
-კესანე, არ გინდა-ახლა ამ საუბარს ვერ გაუძლებდა, ჭკუიდან შეიშლებოდა.
-რა აქვს ისეთი, რომ ვერ ივიწყებ, ვერ კლავ შენში იმ ქალს, რატომ მტანჯავ მის გამო?-ცრემლები ჩასდგომოდა თვალებში.
-ჩშშ-შუბლი შუბლზე მიადო, თვალები მიელულა კაცს, საოცრად მოუნდა ახლა ამ ბაგეების კვლავ დაგემოვნება ასე მიმზიდველად, რომ გამოიყურებოდნენ.
-ჩემს გულში რატომ ხარ, ამ ყველაფრის მერე რატომ არ მიდიხარ?-ცრემლები სდიოდა კესანეს.
-კესანე..კესანე-განუწყვეტლივ იმეორებდა სახელს.
-გთხოვ, ამ ერთხელ-გაკვირვებით დააჩერდა, მისი სახე რომ მოიქცია ქალმა ხელებში და თავადვე აუსრულა ნატვრა მის ბაგეებს, რომ დაეწაფა. საუცხოო კოცნა იყო. ყოველჯერზე უფრო მეტად ახვევდა თავბრუს ასეთი სიახლოვე კაცს, ასეთ სინაზეს ვერსად პოულობდა, როგორიც მასში იყო. სუნთქვა, რომ აღარ ეყო ნელა მოშორდა, არ ეთმობოდა, კიდევ უნდოდა, რომ ეგრძნო, მასთან სიახლოვით დამტკბარიყო. იმედის ნაპერწკალმა გაიღვიძა მასში, თითქოს უეცრად ჩაესახა მომავლის იმედი. მომღიმარი სახით დატოვა კაცი აივანზე კესანემ და სახლში დაბრუნდა.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, საოცრად სწრაფად უცემდა გული. უნდოდა ეღრიალა, ეყვირა, რომ ეს ქალი ყველაფერზე მეტად უყვარდა, უნდოდა ახლავე შესულიყო, ხელი დაევლო მისთვის და საბოლოო ამოსუნთქვამდე აღარ გაეშვა. უნდოდა მისით დაწყებულიყო მისი ყოველი დღე და მისით დამთავრებულიყო თავისი ცხოვრება. არცერთი დღე არ უნდოდა მის გარეშე, თავს არარაობად თვლიდა თუ ის არ იყო და ყველაზე იღბლიანად თუ ის გამოჩნდებოდა. ბედნიერების ტალღა მთელს სხეულში უვლიდა. ფიქრები მომავალში დაატარებდნენ, რომ არა ტელეფონის ზარი. უცებ შეეკრა სუნთქვა, გულმა წამიერად ყველა იმედი წაართვა და რაღაცის მიმართ უდიდესი შიშის გრძნობა ჩათესა მასში. სწრაფად უპასუხა ტელეფონს.
-ბატონო ალექსანდრე-იყო უცველი ხმა.
-მიშა, გთხოვ მითხარი, რომ ამ შუაღამეს, იმიტომ არ რეკავ, რომ მითხრა ის ბიჭი ხვალ თავისუფალი არ იქნება-თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, გული ძლიერ უცემდა, განაჩენივით ელოდა მიშას პასუხს, რომელიც ერთხანს დუმდა, ბოლოს კი ძალიან მწუხარებით დაარღვია სიჩუმე.
-ალექსანდრე, ის ბიჭი ხვალ რომ ელოდებოდი, დღეს ღამე, 2 საათის წინ ციხეში, თავისივე საკანში მკვდარი იპოვეს-ყიფიანმა თვალები ჭყიტა. ჰაერი შემოაკლდა მის ფილტვებს, ვეღარ აღიქვავდა მის გარშემო ვერაფერს. ინსტიქტურად გაუთიშა ტელეფონი და ოთახში შევიდა. მაგიდასთან მსხდომებს ამღვრეული თვალებით გახედა, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა. კესანე მის მეგობრებთან იცინოდა, ბედნიერი იყო იმ წუთებით. საოცრად ასტკივდა გული, ხელი იტაცა და მისი დაწყნარება სცადა. რატომ აუბედურებდა კესანეს ცხოვრებას წუთისოფელი, რატომ კლავდა მასში ყველა სიხარულის წერტილს, როცა ყიფიანთან იყო. როგორ ეთქვა, რომ ის ძმა, რომლისთვისაც თავს სწირავდა, მუშაობდა, წვალობდა, სუნთქავდა ახლა მიწაში უნდა ჩაეწვინა. თავი გაუსკდებოდა ახლა, აქედან უნდა წასულიყო, მისგან შორს უნდა დაეჭირა თავი, რადგან ის იყო ყველაფრის მიზეზი. ყველა ტკივილის მიზეზი, რომელიც კესანეს ჰქონდა. მის ცხოვრებაში არაფერი კარგი არ მოჰქონდა და ჭაობში მასთან ერთად ძირავდა.
-კარგად ხარ?-ბექამ მხარზე, რომ ხელი მოუსვა მაშინ მოეგო გონს. ცრემლები ახრჩობდა, როგორ ეთქვა მოსმენილი ამ ქალისთვის, რომელიც სიყვარულის თვალებით შესციცინებდა, ნატკენი და დაჭრილი, ცხოვრებისგან განადგურებული ალექსანდრეში ხედავდა შველას.
-კესანე-ამოიჩურჩულდა მისი სახელი და ცრემლებს უფლება მისცა მის სახეზე გზა გაეკვლიათ.
იქვე მყოფბთან ვერ გაბედა სიმართლის თქმა. სიჩუმეში გაატარა ის საათები, მხოლოდ ქალის ბედნიერებით სავსე სახეს უყურებდა. იმ საღამოს ყველაფერი შეზიზღდა, მთელი სამყარო სძულდა, ამ ქალს, უმწეოს და უცოდველს ასე რომ ექცეოდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ აღარ გრძნობდა თავს, მხოლოდ მძიმე ტვირთვი აწვა. უნდოდა გაქცეულიყო, სადღაც მიმალუყო, ოღონდ თავად არ ეთქვა კესანესთვის ყველაფერი. როგორ უნდა მოეყოლა იმ ქალისთვის სიმართლე, რომლიც საკუთარი ძმის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. გული სწრაფად უცემდა, ეშინოდა ხვალიდნელი დღის გათენების. თენდებოდა რომ დაიშალნენ, მთვრალი კესანე მკლავებში მოიქცია. ხით-ხითებდა ქალი, ბედიერი იყო და წამიერად ინატრა კაცმა, რომ რაც მიშამ უთხრა უბრალოდ მწარე ხუმრობა ყოფილიყო. მანქანაში, რომ ჩასვა და ქალმა მისი მხრებიდან ხელები არ მოაშორა ტაომ დააყარა, შემდეგ კი გული გაუჩერდა მისი ჩურჩული, რომ გაიგო.
-მადლობა ალექსანდრე, მადლობა რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, მადლობა რომ ყველაზე ძვირფას მიბრუნებ ცხოვრებაში-თვალები მიელულა და ისე საუბრობდა.
ამ ქალისთვის, როგორ გაემხილა დარდი, როგორ შეენარცხებინა რეალობისთვის. სახლში მიიყვანა და თავის საწოლში დააწვინა, ფრთხილად გახადა ფეხსაცმელი და გვერდით მიუწვა. მშვიდი იყო კესანე, გულ-მკერდი წყნარად უცემდა. თვალები მაგრად დახუჭა და ეცადა სიმართლეს გაქცეოდა, მაგრამ ფიქრები მოსვენებას არ აძლევდნენ, ახლა რა უნდა ექნა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ნელა წამოდგა და აივანზე გადაინაცვლა, სიგარეტს გაუკიდა და უსასრულობაში დაიკარგა.
სამზარეულოში მუსიკის ხმამაღალმა ნოტებმა გააღვიძეს, თავი ნელა ასწია, ისევ აივანზე იჯდა. ძვლები საუცხოოდ სტკიოდა სკამზე ძილისგან. ოთახში შევიდა, საოცარი სითბო ტრიალებდა გარშემო. კარის ჩარჩოს მიეყუდა და ღიმილიანმა აათვალიერა, მის მაისურში გამოწყობილი კესანე, მუსიკის ჰანგებს, რომ აყოლებდა სხეულს. ფეხშიშველა იდგა და საუზმეს ამზადებდა. სითბო ჩაეღვარა კაცს დანახვისას, თითქოს უეცრად შეიძინა ამ სახლმა ის გარემო, რაც წლები აკლდა. სახლური სითბო იგრძნო და მოუნოდა ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. მხოლოდ მაშინ დააღწია ფიქრებს თავი ქალი, რომ მოულოდნელობისგან შეხტა.
-არ მეგონა სახლში თუ იყავი-დაბნეულმა აარიდა მზერა და მუსიკა სწრაფად გამორთო. თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ქალი და ადგილიდან განძრევაც ვერ შეძლო. ულამაზესი იყო კესანე, მის მაისურში უზომოდ დიდი რომ ჰქონდა, თმა ფანქრით რომ შეეკრა და ფეხშიშველა უხერხულობისგან ერთ ადგილს, რომ ვერ პოულობდა. ღიმილმა გაუპო ბაგეები-ალექსანდრე-კესანემ ახლა მზერა გაუსწორა.
-როგორ გეძინა?-თავი გააქნია და რეალობას დაუბრუნდა.
-კარგად, მაგრამ საჭირო არ იყო ჩემი აქ მოყვანა, თავად წავიდოდი სახლში.
-იგივეს ვერ ვიტყოდი, უზომოდ ნასვამი იყავი-მაგიდას მიუჯდა და მისი ჭიქიდანვე მოსვა ყავა.
-ბოდიში ამის გამო, ალბათ უხერხულად მდგომარეობაში ჩაგაგდე შენს მეგობრებათნ, არ მინდოდა, მართლა-ნერვიულად დაიწყო თითების წვალება.
-კესანე, ბოდიშის ნუ იხდი, არაფერი დაგიშავებია.
-კი, მაგრამ მეე...
-დამშვიდდი-წინადადება შუა გზაში გააწყვეტინა ქალს. ნელა წამოდგა ფეხზე და მისკენ წაიწია. ქალმა უკან დაიხია და სანამ მასას და კედელს შორის არ აღმოჩნდა არ გაჩერდა. თავთან დაუწყო ხელები და ზევიდან დააჩერდა, ცისფერები უელავდნენ კესანეს-ვერც კი წარმოიდგენ რა ლამაზი ხარ ჩემს მაისურში.
-ხომ ეს, უბრალოდ არ მქონდა სხვა...
-ჩშშშ-კვლავ გააჩუმა ქალი, შუბლი შუბლზე მიადო და ეცადა ისიც დაემშვიდებინა. ქალს სიამოვნებისგან თვალები მიელულა.
მის ბაგეებს დააკვირდა კაცი მომნუსხველად რომ გამოიყურებოდნენ,მისკენ დაიწია და ის-ის იყო საბოლოოდ დაიპყრო ალუბლისფერი ტუჩები, რომ კარზე ზარმა მოიყვანა გონს. უცებ გაახილა თვალები კესანემ და სწრაფად კრა ხელი კაცს, ალექსანდრემ მზერა გაუსწორა და მის ცისფერებში აბრწყინებული ვარსკვლავები, რომ დაინახა საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გაკიცხა. დღითი-დღე, უფრო და უფრო მეტად სტკენდა ქალს და ამ ჭაობიდან უკან ამოსასვლელი გზა აღარ არსებობდა. ფიქრებმა გაიტაცა, მაგრამ კვლავ განმეორებულმა ზარმა რეალობას დააბრუნა. კარისკენ წავიდა, გააღო და მის წინ მდგარ კაცს გაოცებულმა მოავლო მზერა.
-აქ რა გინდა?
-ბატონო ალექსანდრე, გუშინდელზე სალაპარაკოდ მოვედი-მიშამ დაუკითხავად გადაკვეთა კარის ზღურბლი.
-გუშინდელზე?-კვლავ ფიქრებმა გაიტაცა კაცი, მოვლენები ვერ დაუკავშირა ერთმანეთს და ცოტახანი დასჭირდა, რომ სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა. უბედურების ზარმა ჩამოკრა მის გონებაში, როგორ ეგონა, რომ ეს ყველაფერი სიმართლე არ იყო, მხოლოდ მან წარმოიდგინა, მხოლოდ მას მოესმა და ახლა არ მოუწევდა სამზარეულოში დაბრუნება და კესანესთვის კიდევ უფრო მეტად გულის ნამსხვრევებად დალეწვა.
-გვამი ჯერ გამოკვ..-წინადადება შუა გზაში გააწყვეტინა მიშას და თითები ტუჩებზე მიიტანა მის გასაჩუმებლად.
-ახლა, აქ არ გვინდა ამაზე საუბარი, საღამოს თავად გნახავ, მაქამდე ეს ამბავი არავის არ უთხრა მიშა, მხოლოდ მე და შენ უნდა ვიცოდეთ
-როგორც მეტყვით ბატონო ალექსანდრე-კაცს თვალი მოავლო და შემდეგ ყურადღება მის უკან მდგარ ქალზე გადაიტანა გაკვირვებით, რომ უყურებდა. ალექსანდრემ მის მზერას გააყოლა თვალი და მორცხვად მდგარი ქალი აათვალიერა, სუნთქვა შეეკვრა. შიშმა წამიერად შეჭამა, შეეშინდა, ვაითუ რაიმე გაეგონა კესანეს, მაგრამ მის გაკვრივებულ ცისფერებს, რომ წააწყდა დამშვიდდა. მიშა გააცილა და ნელა მობრუნდა კვლავ მისკენ.
-რამე მოხდა?-მზრუნველად უყურებდა კესანე.
-არაფერი, არაფერი მომხდარა, უბრალოდ-დაიბნა კაცი.
-თუ ეს ჩემს ძმას ეხება არ დამიმალო, გთხოვ
-რა?-გველნაკბენივით შეხტა კაცი.
-თუ ციხიდან ვერ გამოდის ალექსანდრე, არაუშავს, გადავიტან, დაველოდები რამდენიც საჭიროა-გაუღიმა, მაგრამ ამ ღიმილშიც კაცმა უდიდესი სევდა წაიკითხა და ვერც კი წარმოიდგინა სიმართლეს, რომ ეტყოდა ქალს რა მოხდებოდა, რა დაატყდებოდა თავს და თვალები აემღვრა. ტირილი მოუნდა, რატომ უკეთებდა ამას ცხოვრება, რატომ ართმევდა საყვარელ ადამიანებს და ბედნიერებას, როგორ უნდა შეეხედა ახლა ამ ქალისთვის სახეში და სიმართლე ეთქვა, როცა იცოდა, რომ საბოლოოდ გაანადგურებდა ეს მას-ალექსანდე-ფიქრებიდან კვლავ მისმა ხმამ გამოიყვანა. ამას ვერ გააკეთებდა, ვერ შეძლებდა, იცოდა, იცოდა, რომ შეუძლებელი იყო.
-ყველაფერი კარგადაა კესანე, დამიჯერე-მზერა ვეღარ გაუსწორა, გვერდი აუარა-ჩაიცვი, სახლში დაგტოვებ.
ზედაც აღარ შეუხედავს ქალისთვის, ისე მიიყვანა სახლამდე, არც იმაზე გაუცია პასუხი, როცა კითხა სად შეხვდებოდნენ დღეს, მისი ძმის გამოსაყვანად, არც მისი ანერვიულებული თითებისთვის მიუქცევია ყურადღება, მხოლოდ მაშინ გაუსწორდა რეალობას, მარტო რომ დარჩა. მანქანა გააჩერა და ჰორიზონტს გახედა, საოცრად წვიმდა თბილისში, ქალაქი იქცეოდა და ამის ფონზე ხვდებოდა, რომ მისი სულიც საბოლოოდ ლპებოდა. ხელები საჭეს დასცხო და დაჭრილი დათვივით აღრიალდა. გული სტკიოდა, სული ეწვოდა, რა უნდა ექნა ახლა, როდემდე შეინახავდა ამ ტყუილს, როდემდე გაუძლებდა ამ ყველაფერს. ეზიზღებოდა საკუთარი თავი და ალბათ კესანეც, ყველაფერი ეწვოდა, უსამართლობის გრძნობა ახრჩობდა, კიდევ ერთხელ როგორ გააცურა წუთისოფელმა, კიდევ ერთხელ როგორ მოუსწრაფა მის ბედნიერებას სიცოცხლე. ახლა რა უნდა ეთქვა კესანესთვის, როგორ უნდა ეცხოვრა. ბედნიერი როგორ უნდა ყოფილიყო ახლა, უნდოდა რომ რეალობიდან გაქცეულიყო. სახეზე ჩამოგორებული ცრემლები უხეშად მოიშორა, თავი უსკდებოდა ამდენი ფიქრისგან და ალბათ საბოლოოდ გატყდებოდა, რომ არა ტელეფონის ზარი. ბექა ურეკავდა.
-ალექსანდრე, მითხარი რომ შენც მაგარ პახმელიაზე ხარ, თორე შემშურდება-სიცილნარევი იყო მისი ხმა.
-ბექა-თავს ვეღარ მოიტყუებდა, ვეღარც მეგობრებს მოატყუებდა, აღარ შეეძლო მარტო ამდენი ტვირთის ზიდვა.
-რა მოხდა?-უცებ დაუსერიოზულად ხმა-ჩემთან მოდი, მე და ლუკა აქ ვართ, თუ გინდა ჩვენ გამოვალთ, სად ხარ მომწერე-სწრაფად მიაყრა კაცმა და ალექსანდრე მიხვდა, რომ ბექა უკვე ფეხზე იდგა, მზად იყო ნებისმიერ წერტილში მისულიყო მეგობრის დასახმარებლად.
-მოვალ-მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა და გაუთიშა.
შემდეგ მიშას დაურეკა და ყველაფრის მოგვარება სთხოვა, რაც საჭირო იყო, აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, რისთვის იყო უკვე მისი გავლენები და ფული საჭირო, იმ ბიჭს ვეღარ გააცოცხლებდა და ვეღარც კესანეს მიანიჭებდა ბედნიერებას მისი ძმისთვის ნაყიდი ლამაზი და ძვირიანი კუბოთი, რომელშიც საბოლოოდ უნდა ჩაესვენებინა.
ბექას, რომ მიაკითხა სახლში უკვე დაღლილი იყო, სულიერად, ფიზიკურად, აღარ შეეძლო ამ ყველაფრის ატანა, სული ეხუთებოდა იმაზე ფიქრით, რომ კესანესთვის სიმართლე უნდა ეთქვა. ამ ყველაფერს ერჩივნა სამუდამოდ წასულიყო, სხვა ქვეყანაში გაქცეულიყო ან სრულიად სხვა პლანეტაზე, სხვა სამყაროში, ოღონდ მისი იმედგაცრუებული, ნატკენი თვალები არ ენახა. დივანზე იჯდა, გუშინდელი საღამოსავით კვლავ ლუდით ხელში უსიამოვნოდ ისმენდა მეგობრებს კითხვებს, თუ რა მოხდა, რა სჭირდა, ის კი ხმას ვერ იღებდა. თითქოს ვიღაც ხელებს უჭერდა ყელზე, მის სახმო სიმებს წვავდა და არ აძლევდა საშუალებას ელაპარაკა. ბოლოს, ძლივს-ძლივობით თავი ხელში აიყვანა და ყველაზე მტკინვეული საიდუმლო გაამხილა.
-კესანეს ძმა გუშინ საკანაში იპოვეს მკვდარი-თავი დივანზე გადააგდო, ჭერს ააჩერდა უაზროდ და კვლავ აღარ მიქცია მეგობრების საუბარს ყურადღება. ამდენი ტკივილი მისთვისაც კი ზედმეტი იყო, ვეღარ უმკლავდებოდა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი.
-კესანე როგორა?-ბოლოს კითხვამ დააფრთხო, მეგობარს ამღვრეული თვალებით შეხედა-ღმერთო ჩემო, არ გითქვამს?-ბექამ სახეზე მოისვა ხელები.
-რა ჩაიდინე ალექსანდრე?-ახლა ლუკა მიაჩაერდა ბავშობის მეგობარს. უაზრო ღიმილმა გაუპო კაცს სახე, იცოდა, რომ ეს მხოლოდ მწარე, მტანჯველი ღიმილი იყო. საკუთარ თავზე ეცინებოდა, საკუთარ ცხოვრებაზე და ალბათ იმაზეც, რომ ეს ტყუილი სრულიად სისულელე იყო, საბოლოოდ მაინც მოუწევდა თქმა და ამას უნდა შეგუებოდა, კესანეს გულის ტკენას უნდა შეგუებოდა. ცრემლები მოაწვა, უნდოდა, რომ ეტირა, ეყვირა, ყველაფერი დაელაწა, მაგრამ იცოდა, რომ არცერთი არ გაანელებდა იმ სულიერ ტკივილს, რასაც ახლა განიცდიდა. თავი უსიამოვნოდ გააქნია, ფიქრების მოშორება სცადა, მაგრამ არაფრით გამოუვიდა, უფრო მეტად დაუმძიმდა თავი. ბოლომდე გამოცალა სასმელი და სულის ტკივილი დააიგნორა.
რამდენი საათი გავიდა აღარ ახსოვდა, არც ის რამდენი დალია, უბრალოდ უსასრულობაში იყურებოდა და ცდილობდა, რომ ყველაფერი დაევიწყებინა. არც მართასთვის მიუქცევია ყურადღება სევდიანი თვალებით, რომ უცქრედა, არც იმისთვის როგორ ეხვეწებოდნენ გამოფხიზლებას, გონზე მოსვლას. მხოლოდ მაშინ დაეშვა ამ სამყაროში, როცა ტელეფონმა რეკვა დაიწყო და მასზე ნაცნობი ქალის სახელი ამონათდა. ნელა გადაუსვა სენსორს ხელი და მისი წკრიალა ხმის გაგონებაზე თვალები მიელულა.
-ალექსანდრე, ბოდიში, რომ გაწუხებ, უბრალოდ იმისთვის ვრეკავ, რომ ჩემი ძმა, ჩემი ძმა..-ხმა უწყდებოდა, ნერვიულობდა-სად შევხვდეთ?-ბოლოს ძლივს მოუყარა თავი იმ ყველაფერს, რისი თქმაც უნდოდა. ერთხანს დუმდა კაცი, ბოლოს კი პასუხი დაუბრუნდა.
-მოგაკითავ
-არა-უცებ უპასუხა ქალმა-მითხარი და თავად მოვალ, არ არის შეწუხება საჭირო.
-მოგწერ-ბოლო წამამდე უსმენდა ქალის სუნთქვას, შემდეგ კი ყურისწამღებ ხმას, გათიშვას რომ მოჰყვა. ნელა ახედა მეგობრებს.
-ასე ნუ მიყურებთ- ლუდის ბოთლი მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა.
-ალექსანდრე-მკლავში წაავლო ხელი მართამ-რა უნდა გააკეთო?-თვალებში ცრემლები უციმციმებდნენ ქალს.
-რა უნდა გავაკეთო?-საკუთარ თავს დაუსვა კითხვა-სიმართლე უნდა ვუთხრა-და თავადვე გასცა ამ კითხვას პასუხი.
-არ გინდა-ქალმა თავი გააქნია.
-რას ქვია არ უნდა მართა, დაუმალოს აბა?-ბექამ ხმა გაიმკაცრა.
-უბრალოდ, უბრალოდ... მე..-ანერვიულებულმა უშვა ხელი კაცს და საკუთარი თითები ერთმანეთში ახლართა-ახლა არ შეიძლება, ახლა არ უნდა მომკვდარიყო, ღმერთო, ამას არ იმსახურებდა კესანე, ამას არ იმსახურებდი შენ, ალექსანდრე- ახლა მზერა კაცს გაუსწორა და ნელა მოეხვია. ალექსანდრემ ვერაფერი იგრძნო, ვერც ნუგეშისცემა, ვერც თანაგრძნობა, თითქოს უსიცოცხლოდ გაატარა დრო. ნელა მოშორდა ქალს და კარისკენ წავიდა.
-გამოგყვები-ლუკას სიტყვებმა გააჩერა.
-თავად უნდა ვუთხრა, უნდა შევძლო მისი ტკივილის გაზიარება, თუ მინდა, რომ ჩემთან დარჩეს, არ გატყდეს, არ გამანადგუროს ამ ყველაფერმა, მე უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი-მეგოაბრს უმწეოდ გახედა და სახლი დატოვა.
მიუხედავად ყველაფრისა, კესანეს მაინც სახლთან მიაკითხა და მხოლოდ მესიჯით ამცნო მისი მისვლა. მალევე ჩამოირბინა კიბეები ქალმა და მანქანში, გვერდით მიუჯდა. აუტანელი სიჩუმე სწორედ თავადვე დაარღვია.
-ხომ გითხარი, არ იყო საჭირო შეწუხება-კაცმა აათვალიერა ქალი. ღიმილი სახეს უნათებდა, თვალები ბედნიერებისგან უციმციმებდნენ და ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ხელებიც უკანკალებდა კესანეს. ვერ გაეგო ეს ნერვიულობისა თუ სიხარულისგან იყო, მაგრამ ერთადერთი რამ იცოდა, რომ ამ ქალს კლდიდან გადაგდებას უპირებდა, ამ ბავშვივით მომღიმარს სამუდამოდ გაუნადგურებდა სულს და გულს ამოგლეჯდა.
-დამშვიდდი-ხელით მიეფერა ლოყაზე. რატომ ამშვიდებდა თავადაც არ იცოდა, რატომ იქცეოდა ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს, არ იცოდა არაფერი და არ იცოდა ისიც თუ რა უნდა ეთქვა კესანესთვის. ქალს თვალები მიელულა. ოდნავ გადაიხარა ალექსანდრე მისსკენ, ტუჩები შუბლზე მიაკრო და მანქანა დაძრა. კესანეს თითები ახლა მის ხელზე იგრძნო მაგრად რომ უჭერდა.
-არც კი მჯერა ალექსანდრე, ამდენი ხნის მერე, ამდენი წვალების მერე, ღმერთო ჩემო, სიტყვებსაც ვერ ვუყრი თავს-აწყლიანებული თვალებით უყურებდა კაცს. ალექსანდრეს უხეში ბურთი გაეჩხირა ყელში, რომელიც მწვავედ წვავდა და იცოდა, რომ ეს ბურთი მალე კესანესაც შეიწირავდა. ეს არ უნდოდა ყველაზე მეტად, არ უნოდა, რომ კესანე მიწასთან გაესწორებინა, მაგრამ როგორ დაემალა, ძმის სიკვდილი, ერთადერთი საყვარელი ადამიანის სიკვდილი როგორო დაემალა.
ამის მერე მგზავრობა კვლავ ჩუმი იყო და ეს წუთები უსასრულოდ მოეჩვენა ალექსანდრეს. მხოლოდ ის ანუგეშებდა, რომ კესანეს თითები ნაზად ეთამაშებოდა ხელის გულზე და მხოლოდ ამით ხვდებოდა, რომ ცოცხალი იყო, რადგან გული სასწაულად უჩქარდებოდა. ძლივს-ძლივობით გააჩერდა მანქანა დანიშნულების ადგილას და ძლივს-ძლივობითვე შეატრიალა თავი ქალისკენ, რომელსაც გაოცებული მზერა დასთამაშებდა სახეზე. თითების თამაშს თავი მიანება და თავადაც შეხედა კაცს.
-აქ რა გვინდა?-ხმა წართმეოდა, თვალებში სიხარულის არცერთი ნაპერწკალი აღარ ჩანდა, მხოლოდ შიში.
-გადმოდი-მხოლოდ ერთადერთი სიტყვის თქმა შეძლო და მანქანიდან გადმოვიდა. კესანეც, რომ გადმოყვა და სავაადმყოფოს შენობას ანერვიულები მზერა მოავლო, მაშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა კაცი, რომ ეს უკანასკნელი დღე იყო, ამის იქით აღარაფერი იქნებოდა კარგად, ან როგორღა უნდა ყოფილიყო?!
ხელი ნაზად ჩაავლო მკლავში და აიძულა მასთან ერთად წასულიყო, მორჩილი იყო კესანე, თითქოს ვეღარ გრძნობდა საკუთარ სხეულს. ნელა გაატარა დერეფანი და ქვედა სართულზე ჩაიყვანა.
-მოიცადე-კიბეებზე მიმავალს ხელი უხეშად გამოსტაცა და იქვე საფეხურზე ჩამოჯდა-რა ხდება?-ქალის ხმას ვეღარ ცნობდა უკვე ალექსანდრე.
-გთხოვ კესანე-არ იცოდა რა ეპასუხა.
-არ მინდა, იქ ჩასვლა არ მინდა, წავიდეთ-უცებ წამოდგა ფეხზე და ხელი ჩაავლო კაცს, მისი ზევით აყვანა სცადა, მაგრამ ადგილიდან არ გაინძრა ყიფიანი. ალექსანდრემ მტკინვეულად გააქნია თავი-ჩემი ძმა უნდა ვნახოთ ალექსანდრე წამოდი-ხმაში ტირილის ნოტები იგრძნო კაცმა-ჩემი ძმა მელოდება,ჩემი რეზი მელოდება, წამოდი, დავიგვიანებთ-არ შეეძლო ასე ამ ქალის დანახვა, ასეთი გაუბედურებულის და დაჭრილის, ჯერ კიდევ საკუთარ თავს, რომ ვერ უმხელდა სიმართლეს.
-კესანე-მხოლოდ მისი სახელი წარმოთვა კაცმა.
-ალექსანდრე-უღრიალა ქალმა-წამოდი, მე უკვე ყველაფერზე ვიზრუნე, როგორც კი რეზი გამოვა, აქედან წავალთ, ამ ქვეყნიდან შორს, ახალ ცხოვრებას დავიწყებთ, ახალ ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ ბედნიერებით იქნება სავსე, გესმის?-ნერვიულად აცეცებდა თვალს-ჩემი ძმა უნდა ვნახო.
კაცმა უსიტყვოდ მოკიდა ხელი, ისევ დამყოლი გახდა ქალის სხეული და ისე აღმოჩნდნენ ბოლო სართულზე, რომ ვერც კი მიხვდნენ. უსიამოვნო სუნი თავბრუს ახვევდა ქალს და ცხვირს უწვავდა. სიცივე ძვლებში ატანდა და ვერ ხვდებოდა აქ პაციენტები, როგორ უძლებდნე. კაცმა ოთახისკენ უბიძგა და იქ მყოფ თეთრ უნიფორმაში გამოწყობილ კაცს და პიჯაკიანს, რომ მზერა მოავლო უცხო გარემოში იგრძნო თავი, მაგრამ მერეღა გაარჩია დილას ნანახი პიროვნება, რომელიც მწუხარებით უმზერდა. რატომ, რატომ იყო ყველა დამწუხრებული, რატომ არიდებდნენ მზერას, რატომ გაურბოდნენ, რას აკეთებდა აქ, უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში და მიხვდა, რომ უაზროდ სტკიოდა ის. ალექსანდრემ, რომ ხელი გაუშვა მაშინ მოეგო გონს, მაშინღა შეამჩნია რკინის მაგიდაზე თეთრი გადასაფარებელი. სუნთქვა შეეკვრა, გულზე ხელი მოისვა, აქ რატომ იყო, ეს კითხვა გამუდმებით უტრიალებდა და საკუთარ გონებასა და გულს საშუალებას არ აძლევდა პასუხი გაეცათ, რადგან იცოდა, იცოდა, რომ ეს შეშლიდა, ჭკუიდან გადაიყვანდა. გაშლილ თმაზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი და მზერა ისევ ყიფიანს გაუსწორა. ძლივს ხედავდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
-მცივა, გთხოვ წავიდეთ, რეზიც გველოდება-ბოლო წინადადება სხვებისთვის კი არა საკუთარი თავისთვის უფრო წარმოთქვა. სჯეროდა, სწამდა, რომ ალექსანდრე ეტყოდა, თუნდაც რაიმეს, რომ რეზი მოიცდიდა, ან დღეს ვერა, ხვალ გამოდიოდა, თუნდაც იმას, რომ ვეღარასდროს გამოიყვანდა ციხიდან, ოღონდ ამ გაყინულ ოთახში არ ყოფილიყო, ოღონდ ის არ ყოფილიყო რაც ეგონა და ყველაფერს დათმობდა-უნდა წავიდე-კარიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ძლიერმა ხელმა დაიჭირა. ალექსანდრეს, რომ მზერა გაუსწორა, უცნაურად გაცრა ტანში, შემდეგ მის მზერას გააყოლა თვალი თეთრ უნიფორმიანს თავი რომ დაუკრა, რომელმაც ნელა გადახადა თეთრი თითქმის გამჭირვალე ზეწარი. უეცრად გაეღიმა, წამიერად ღიმილმა გაუხსნა სახე, მაგრამ ვერ მიხვდა რატომ, რატომ გაეღიმა, საკუთარ უმწეო ცხოვრებაზე თუ იმაზე რა საცოდავი იყო ახლა. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. არ უნდოდა რეალობის დანახვა, მაგრამ ალექსანდრემ რომ ხელი მოუჭირა სწრაფად გაახილა თვალები. რკინის ცივ მაგიდაზე მწოლიარე უსიცოცხლო სხეულს გახედა უჩვეულოდ მშვიდად რომ ეძინა. სუნთქვა შეეკვრა, უნდოდა იქიდან წასულიყო. კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, მაგრამ ალექსანდრეს ხელებმა არ გაუშვეს. ყველაფერი შეზიზღდა, საკუთარი თავი, ცხოვრება, ალექსანდრე და ალბათ მისი მკვდარი ძმაც ასე უჩვეულო სიწყნარით, რომ იწვა.
-რეზი-მხოლოდ ერთი სიტყვა დასცდა მის ბაგეებს და მიხვდა, რომ ტიროდა. ცრემლები სახეზე ჩამოუგორდა, თავი ასტკივდა.ნელა მიუახლოვდა სხეულს და ზევიდან დაააჩერდა. ლოყაზე, რომ ხელი მოუსვა შეცბა, საოცრად ცივი იყო მისი ძმა. შეეცოდა, მისი სისხლი და ხორცი აქ იწვა, სციოდა და ალბათ ვინ იცის, იქნებ ეშინოდა კიდეც. სწრაფად წაავლო გადასაფარებელს ხელი და ნიკაპმდე გადააფარა, კარგად შემოახვია, რათა დარწმუნებულიყო, რომ არაფერი მოუვიდოდა, არ შესცივდებოდა-შეიძლება გაცივდე რეზი-საკუთარი ხმა ვეღარ იცნო, ვიღაც უცხო ელაპარაკებოდა, ვიღაც უცხო ფიქრობდა მის მაგივრად, სულ სხვა იყო. სისხლი გაეყინა, ვეღარ გრძნობდა საკუთარ სხეულს და დარწმუნებული იყო, რომ აღარც სუნთქავდა. თავზე გადაუსვა ხელი, თმებზე მიეფერა, ცრემლები გაუჩერებლად სცვიოდა. უცებ უხეშად ჩაავლო კაცის მკვდარ სახეს ხელები და შუბლი შუბლზე მიადო, სუნთქვა შეიკავა და ბოლო ხმაზე ამოუშვა ღრიალი. იგრძნო ხმის სიმების კანკალი, საუცხოოდ, რომ ეტკინა ყელი, მაგრამ ასმაგად როგორ გაეხლიჩა სული და გული. მისი ადამიანი, მისი ბავშობა, მისი ოჯახი ახლა აქ, ამ ცივ ოთახში იწვა, თვალები მძლავრად დაეხუჭა და არაფრის დიდებით იღვიძებდა. რამდენი ხანი გაატარა კაცის სხეულზე დამხობილმა ხმამაღალ გოდებაში აღარ ახსოვდა, მანამ სანამ მას არ ააცალეს. გაიბრძოლა, მაგრამ იმდენად სუსტი იყო, რომ ვერაფრით შეეწინააღმდეგა ნაცნობ ხელებს უკნიდან, რომ იჭერდნენ. არც მისმა ხელების ქნევამ, არც დარტყმამ, არც მისმა ყურისწამღებმა კივილმა გააჩერა ალექსანდრე. საბოლოოდ შეიშალა ჭკუიდან ოთახიდან რომ გაიყვანეს, რეზის თეთრი, საშინელი, მკვდარი ზეწარი გადააფარეს ისევ და კარები მოუკეტეს. მხოლოდ მაშინ გაუშვა ხელი ალექსანდრემ და იგრძნო, რომ ფეხზე ვეღარ იდგა. იატაკს მიაშურა, მუხლებით დაეცა და ხელებს დაეყრდნო. საკუთარი გულისცემა ესმოდა, ყურებში უსიამოვნო ხმაური აწუხებდა და მხოლოდ ის ხელი აძლევდა საშუალებას, ცოტათი მაინც გამოფხიზლებულიყო, რომელიც თმაზე ეფერებოდა. კაცის ხელები ახლა მხრებზე იგრძნო, რაღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ არ ესმოდა, ან უბრალოდ არ უნდოდა გაეგო. მხოლოდ მისი ძმის მკვდარი, უსისცოცხლო სხეული ედგა თვალწინ.
-წავიდა-უჩურჩულა კაცს-დამტოვა-მზერა მას მიაპყრო და ძლივს-ძლივობით გაარჩია დაბურული თვალების მიღმა ალექსანდრეს სევდანარევი თვალები, ნუგეშისცემით რომ უმზერდნენ-დამტოვა, დამტოვა, დამტოვა-განუწყვეტლივ იმეორებდა ქალი და ალექსანდრე ხვდებოდა, აქ დამთავრდა კესანეს ბედნიერი ცხოვრება. სახეზე ხელები მოუსვა, ქალს სუნთქვა უჭირდა, ცრემლები შეუჩერებლად უსველებდნენ აწითლებულ ღაწვებს. მასთან ჩამუხლულმა, ბოლოს გულზე რომ მიიხუტა და ქალმა შემაძრწუნებელი გოდება ამოუშვა სული ორად გაეხლიჩა. ყველა, ყველა, ვინც გააჩნდა, ყველამ მიატოვა კესანე, თავად კი, ვერ უყრიდა ფიქრებს თავს, თავად კი სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაჰყვებოდა ამ ქალს, დაეხმარებოდა, ფეხზე დააყენებდა.
-წავიდეთ-ყურში უჩურჩლა და მისი ფეხზე აყენება სცადა
-არა-ხელი კრა უხეშად ქალმა-ვერ მივატოვებ, ალბათ ეშინია, სცივა, ღმერთო ჩემო, სულ მთლად გაყინული იყო-ამ წინადადების წარმოთქმისას კვლავ სახე დაემანჭა, კვლავ ტირილი დაიწყო.
-კესანე, ასე ნუ ექცევი შენს თავს გთხოვ-სახეზე მიეფერა-გთხოვ შემომხედე, გთხოვ.
ამდენის ატანა აღარ შეეძლო, უკვე სულს უხუთავდა აქაურობა, იატაკზე დაცემული ქალის დანახვა, რომელიც საკუთარ ტკივილებს ებრძოდა. კარის ხმამ გამოფხიზლა, მიშა ედგა თავზე და თანაგრძნობით უმზერდა ქალს.
-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას-მძიმე იყო კაცის სიტყვები. კესანემ მზერა გაუსწორა, თითქოს ტირილი შეწყვიტაო, ფეხზე წამოდგა და ხელები უხეშად კრა კაცს.
-რა უქენით ჩემს ძმას, რა დაუშავეთ-ალექსანდრეს მკლავებს, ძლიერად რომ იჭერდა ამრეზით შეხედა და ახლა ისინი მოიშორა-შენ მოკალი ჩემი ძმა? შენ მოკალი? შენ?-ბოლო ხმაზე ყვიროდა ქალი-არ გეყო ჩემი განადგურება? ახლა ჩემი ძმაც მოკალი? შენ? შენ?-ისტერიულად ყვიროდა და ტიროდა ქალი. ყიფიანს აღარ შეეძლო, ვეღარ უსმენდა ამას, კვლავ მისკენ დაქაჩა და გულში ჩაიკრა ქალი. მისი ცხელი სუნთქვა იგრძნი ყელში და სისველეც, რომელიც კესანეს ცრემლებმა დაუტოვა. მის თმებში ახლართა თითები და სცადა, რომ დაეწყნარებინა, მაგრამ იცოდა, რომ შეუძლებელი იყო, ვეღაფერს შეცვლიდა, ვეღარაფრით უშველიდა ამ ქალს.
ძლივს-ძლივობით, რომ გამოიყვანა სავაადმყოფოდან, მანქანაში ჩასვა და მძღოლის ადგილი დაიკავა. აღარ უკივლია ქალს, აღარც ზედმეტი სიტყვა უთქვამს. ჩუმად მიადო თავი მანქანის ცივ მინას, რათა ოდნავ გონზე მოსულიყო, მაგრამ როგორღა მოვიდოდა გონზე. შეუძლებელი იყო ამ რეალობაში მშვიდად ყოფილიყო, მისი ძმის უსიცოცხლო სხეული იმ ოთახში ელოდა, თავად კი როგორ სუნთქავდა ვერ გაეგო.
-რა მოუვიდა?-საბოლოოდ მის ბაგეებს დასცდა კითხვა და რამდენიმე ხნის წინ ალექსანდრეს მიმართ გასროლილი ბრალდება ყიფიანმა მალევე უკუაგდო და მიხვდა, რომ ეს მხოლოდ აფექტის მდგომარეობის ბრალი იყო.
-გუშინ ღამე...-წინადადება აღარ დაამთავრებინა კაცს, გველნაკბენივით შეხედა.
-ამდენი ხანი იცოდი?
-კესანე
-ამდენი ხანი იცოდი ალექსანდრე? იცოდი და მიმალავდი? დღეს დილას, რომ იმედი ჩამისახე ეს ყველაფერი იცოდი? ღმერთო ჩემო ალექსანდრე-სახე ხელებში მოიქცია და კვლავ აქვითინდა.
-ვერ შევძელი, ვერ გითხარი, გთხოვ მაპატიე
-გაპატიო?-ბოლო ხმაზე უღრიალა-ჩემი ძმა იქ წევს, იმ ცივ ოთახში, რკინის მაგიდაზე, მკვდარი, უსიცოცხლო და კიდევ შენ ვერ შეძელი თქმა?
-დამშვიდდი
-დავმშვიდდე?-სიმწრის სიცილი ამოუშვა ქალმა-იცი მაინც რა ხდება ახლა ჩემს თავს? იცი? აღარავინ დამრჩა, ვინც მიყვარდა, ვისთვისაც ცხოვრება მიღირდა საერთოდ არავინ აღარ დამრჩა, ახლა რა უნდა ვქნა?-ბოლო კითხვა საკუთარ თავს დაუსვა და ჰორიზონტს გაუსწორა თვალი.
-მე...-კვლავ გააწყვეტინა წინადადება.
-შენ არავინ ხარ, ჩემთვის არაფერი და არავინ ხარ ალექსადნრე, არც დედაჩემი ხარ, არც ჩემი ძმა, არც მეგობარი, არც შეყვარებული, არავინ ხარ, შენც მათსავით მკვდარი ხარ-ჩუმად ჩაიბურტყუნა და მანქანიდან გადავიდა. აღარ გაყოლია ყიფიანი, არც გაჰკვირვებია მისი სიტყვები. რას მოელოდა, მის მხარზე აქვითინდებოდა და ისე მოიქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა?! გულის სიღრმეში მწვავე ტკივილს გრძნობდა, მაგრამ მაინც მტკიცედ იდგა.
სავაადმყოფოდან მიშა, რომ გამოვიდა სწორედ მაშინ გადავიდა თავადაც მანქანიდან და კაცს წინ აესვეტა.
-როგორაა?
-როგორ იქნება, შოკირებულია, მის გამოყვანას ვგეგმავდით და ახლა მკვდარი დავახვედრეთ-კაცმა უსიამოვნოდ გააქნია თავი.
-ყველაფერი მოაგვარე?-თემა მალევე შეცვალა ყიფიანმა.
-როგორც მითხარით, ყველაფერი მზადაა
-მიშა, მადლობა-მხარზე ხელი დაკრა და კაცს გვერდი აუარა.
ისევ იგივე დერეფანში, რომ შეაბიჯა და ღია კარიდან უსიცოცხლო სხეულზე დამხობილი ქალი, რომ დალანდა სუნთქვა შეეკვრა. ნაზად ეფერებოდა კესანე ძმას და ალექსანდრესთვის გაუგებარ სიტყვებს ჩურჩულებდა. კარის ჩარჩოს მიეყრდნო და მზერა აარიდა ქალს, ცისფერებში რომ უჩვეულო სევდა ედგა, რაღაც განსაკუთრებული. არა ისეთი, როგორიც მაშინ ალექსანდრემ რომ გაანადგურა, არა დედის სიკვდილის დროს, რაღაც უფრო ძლიერი და მწვავე, რომელიც ძმის სიკვდილმა გამოიწვია. ხვდებოდა, რომ კესანემ მისი მეორე ნახევარი დაკარგა, საკუთარი სისხლი, სული და გული და ალბათ საკუთარი თავიც ძმას გააყოლა, იმიტომ რომ ქალს არაფერი ეცხო ძველი კესანესი, იმ ქალის, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა კაცს.
ის დღეები საშინელება იყო ორივესთვის. შავებში ჩაცმული კესანეს დანახვა გაყინული სახით, რომ უმზერდა ძმის სხეულს ცუდად ხდიდა კაცს. მეგობრების გვერდში დგომამას მეტად ამხნევებდა, მაგრამ კესანე? მას არავინ ჰყავდა, არავინ ვისაც ტკივილს გაუზიარებდა, ვისთანაც დაიცლებოდა. მისი ყველა მეგობარი გარს ეხვია ქალს, მაგრამ ალექსანდრემ იცოდა, რომ კესანეს ეს არ შველიდა. არც მართას მზრუნველობა, არც მისი ძმაკაცების მხარდაჭერა და არც ყიფიანის მოსიყვარულე თვალები არ აწყნარებდა. ცისფერებში გამუდმებით ცრემლები ჩასდგომოდა.დანანებით იყურებოდა ჰაერში და ალბათ საკუთარი თავიც ეცოდებოდა ამ ტკივილისთვის. მესამე დღეს, უკანასკნელ საღამოს როცა რეზი თავის სახლში ატარებდა, მარტონი დარჩნენ. კარებში იდგნენ მეგობრები და მარტო დარჩენილ კესანეს უყურებდნენ სკამზე, რომ იჯდა და უსიცოცხლოდ იყურებოდა.
-ამას არ იმსახურებდა-მართამ ჩაილაპარაკა და დანანებით გააქნია თავი.
-ვინმე იმსახურებს ამას?-უსიამოვნოდ გასცრა ტანში ბექას.
ნელა წამოდგა ფეხზე კესანე, მაცივარში ჩასვენებულ ძმას ზევიდან დააჩერდა და გაყინულ მინას ხელი გადაუსვა. ცრემლები ახრჩობდა, ტირილს ვერ წყვეტდა. ნელა დაიხარა მისკენ და შუბლი დაადო. უნდოდა კვლავ ეგრძნო, საბოლოოდ ჩახუტებოდა ძმას და მეხსიერებაში მუდამ შეენახა ეს გრძნობა. მინა ცრემლება დაასველეს. აღარაფერი იქნებოდა ისევ ისე, როგორც ადრე, ვეღარვინ მოუშლიდა ნერვებს, ვეღარვინ გააცინებდა, ვეღარავინ ანერვიულებდა, ახლა სულ მარტო იყო, დედამიწაზე მარტოდ დაიარებოდა და ეს იყო მისი ცხოვრება.
-ღმერთო ჩემო, კესანე ნამდვილად არ იმსახურებდა ამას-მართამ თვალებზე მომდგარი ცრემლები მუჭით მოიწმინდა.
კაცს სისხლი გაეყინა, ასეთი უსუსური ბოლოს როდის ნახა კესანე აღარ ახსოვდა, ასეთი დაჭრილი და გაუბედურებული. ყველა მისი ცრემლი ამძიმებდა კაცს და დიდი სიამოვნებით გაქრებოდა იქიდან, თუმცა ხვდებოდა, რომ მასზე მეტად კესანეს უმძიმდა და სჭირდებოდა დახმარება. ნელა გასწორდა ქალი მხრებში, კარებში მდგარ მეგობრების ჯგუფს მზერა გაუსწორა.
-წადით-უემოციო იყო ქალი.
-კესანე-მართამ ქალისკენ გადადგა ნაბიჯი, თუმცა კესანეს სახემ გამომეტყველება, რომ არ შეიცვალა ადგილზე გაშეშდა.
-არ მჭირდებით, არცერთი-უცვლელი სახე და უცვლელი, მშვიდი, მაგრამ ტკივილით სავსე ტონი ჰქონდა.
-არ გინდა, გთხოვ-კვლავ მართამ დაუყვავა-საკუთარ თავს ნუ უკეთებ ამას, შენს ძმას ეწყ..-არ დაამთავრებინა ქალს სიტყვა.
-ჩემს ძმას თავისი სიკვდილიც ეწყინებოდა-ბოლო ხმაზე დაუყვირა-ჩემს ძმას სიცოცხლე სწყუროდა, ოჯახი უნდოდა, ცოლი და შვილები, ბედნიერი ცხოვრება უნდოდა ჩემს ძმას, მაგრამ არ აქვს, ხვალ მიწაში ჩაწვება და თავის ოცნებებსაც თან წაიღებს.
კაცმა მზერა აარიდა, არ შეეძლო მისი ასეთის დანახვა. ექოსავით ჩაესმოდა მისი სიტყვები, არ იცოდა რატომ, მაგრამ საკუთარ თავს ადანაშაულებდა ამ ყვეალფერში, კესანეს ცხოვრების გამწარებაში, დანგრევაში. ლუკამ უსიამოვნოდ მოისვა ხელები თავზე. არავინ იცოდა, როგორ უნდა გაემხნევებინათ ეს დაჭრილი ქალი, ამიტომ უხმოდ მისი დატოვება არჩიეს, მხოლოდ ის დარჩა მის წინ. მხოლოდ ყიფიანი იდგა კესანეს წინ და განძრევას ვერ ბედავდა, ქალიც არ აშორებდა მზერას, ბოლოს კი ჩუმად დაამატა.
-შენ დარჩი-და კაცმა მზერა გაუსწორა, წამიერად ღიმილმა დაუარა ბაგეებზე, მაგრამ მალევე შეიკავა თავი. კესანე ისევ თავის სკამზე დაჯდა და კვლავ ჰორიზონტს გაუსწორა მზერა,არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება როგორ მიუჯდა კაცი გვერდით.
-არ ვიცი რა უნდა გითხრა
-თუ არ იცი ეს ტკივილი როგორ გავაქრო, ნურაფერს მეტყვი
-კესანე დრო...
-არა-წინადადება არ დაამთავრებინა კაცს-დრო არ შველის ალექსანდრე, ჯერ დედაჩემი, ახლა ჩემი ძმა, სულ მარტო ვარ, შენი აზრით დრო ამას გააქრობს? შეამსუბუქებს?-ქალმა ცისფერები მიანათა.
-არ ვიცი-გულწრფელად უპასუხა კაცმა.
-ბილეთები გადავცვალე, ხვალ მივფრინავ-ჩურჩულით უთხრა ქალმა. გველნაკბენივით ჩახედა ყიფიანმა მის ცისფერებს.
-არა
-კი, ეს მჭირდება, აქედან შორს ყოფნა.
-კესანე, შეგიძლია ჩემთან იცხოვრო, შემიძლია სახლი გიყიდო, დაგეხმარები.
-არა ალექსანდრე, აღარ მინდა აქ ყოფნა, აღარ მინდა ყოველწამს ამაზე ვიფიქრო, ჩემი ძმის უსიცოცხლო სხეული გამახსენდეს, დედაჩემის სამუდამოდ დახუჭული თვალები, აღარ მინდა ვინც მიყვარს, კიდევ დავკარგო-ცრემლები კიაფობდნენ მის თვალებში.
ფიქრები მოაწვა კაცს, რა უნდა ეთქვა, რა ნამუსით უნდა დაეკავებინა ეს ქალი მასთან, მაგრამ იმასაც ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა გაეშვა, მის გულზე ყველაზე ნაკლებად კესანე ეთმობოდა. თავი დაუმძიმდა, გულზე უზარმაზარი ლოდი დააწვა.
-წამოდი, ჩემთან ერთად წამოდი-ბოლოს დაამატა ქალმა. ცრემლებმა გაიკვლია მის სახეზე და მიხვდა ალექსანდრე, რომ ახლა ყველაზე მეტად მასთან ერთად უნდოდა, ყველაზე მეტად მისი ბედნიერება სურდა, ყველაფერს გაიღებდა მასთან ერთად ყოფნისთვის. ნელა მოიქცია მისი ხელი თავისაში, ტუჩებთან მიიტანა და ტუჩები მიაწება, უნდოდა ყველაფერი ნაზად გაეკეთებინა, აღარ ეტკინა გული მისთვის, იმიტომ რომ ვეღარ აიტანდა, ვერ გადაიტანდა კიდევ ერთხელ მის ასეთ ცრემლებს-რას იტყვი? სადმე შორის, მე და შენ, იქნებ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი-ტირილის ნოტები ისმოდა მის ხმაში და ტუჩის კუთხეში ღიმილიც შეამჩნია კაცმა.
-საკუთარი ც რომ მომიწიოს, მუდამ შენთან ვიქნები-ახლა შუბლზე დაუტოვა კოცნა და მიიხუტა. დიდხანს გრძნობდა მის ქვითინს მხარზე, თავად კი ჩუმად უყურებდა ცივ სასახლეში ჩაწვენილ ახალგაზრდა კაცს, რომელიც მოკვდა, ყველა სურვილი და ოცნება დაემსხვრა, უბედურად გაატარა სიცოცხლე და უბედურადვე მოკვდა.
საოცრად გაიწელა ის საღამო, ძლივს-ძლივობით გამოაჩინა მზემ საკუთარი თავი, თითქოს ბუნებაც აძლევდა დროს კესანეს ძმასთან დასამშვიდობებლად. ძალზედ მძიმე იყო მზის თბილი სხივებისთვის სახის მიშვერა ქალისთვის, თითქოს შერცხვა სუფთა ჰაერზე, სითბოში დგომა, მაშინ როცა მისი ძმა ვეღარასდროს იხილავდა სინათლეს, ვეღარასდროს გაათბობდა თავის გაყინულ სხეულს. ყველა ბავშობის მოგონება თვალწინ დაუდგა, გაჭირვებაში გაზრდილებს გამუდმებით გულში სიკეთე რომ ეღვრებოდათ, არცერთხელ გაუვლია მათ სულში ბოროტებასა და შურს, არცერთხელ ყოფილან უმადურები, გამუდმებით ბედნიერები იყვნენ, იმიტომ რომ ერთმანეთ ჰყავდათ. საოცარი სურნელი იღვრებოდა მათ სახლში, რაღაც სახლური, რომელსაც ვეღარასდროს შეიგრძნობდა კესანე და უეცარი შიში აწვებოდა გულზე, რომ დაავიწყდებოდა ეს ყველაფერი, დრო ნამდვილად წაიღებდა ამ შეგრძნებებს, საბოლოოდ გააქრობდა ძმისა და დედის გამოსახულებას და უბრალოდ სიცარიელეს დატოვებდა. გულზე ხელი მიიდო, უკანასკნელი სურვილი ჩაუთქვა სამყაროს და ინატრა, რომ ეს არ მომხდარიყო, მისთვის მათი ხმისა და სახის მოგონება მაინც არ წაერთმია წუთისოფელს. კანკალმა აიტანა, როგორ უნდა გაეშვა საკუთარი ძმა, როგორ უნდა დამშიდობებოდა საბოლოოდ ოჯახს, რომელიც ტრაგიკულად დაინგრა. ვერასდროს შეძლებდა პატიებას, ცხოვრებას ვერ აპატიებდა იმას რაც გაუკეთა, ყველაზე ნათელი წერტილი წაართვა ცხოვრებიდან და საბოლოოდ დაუტოვა შიში, შიში იმისა, რომ ყველა მისთვის საყვარელი ადამიანი ვეღარ გაიხარებდა, ვეღარ ისუნთქებდა. შეეშინდა მომავლის, წამიერად ინანა კიდეც, გუშინ საღამოს ალექსანდრესთვის შეთავაზებული მისი ძმისთვის განკუთვნილი ბილეთი, თითქოს მასაც დაკარგავდა. ცხოვრება არც მასთან აცდიდა ბედნიერად ყოფნას და ამ ყველაფერსაც ხელიდან გამოსტაცებდა. ღრმად ამოისუნთქა, უზარმაზარი ლოდი აწვა მხრებზე, საკუთარ თავს ატყუებდა, ამ ქვეყნიდან გაქცევა სულაც არ გაუქარწყ**ბდა ამ ტკივილს, ვერ გაამრთლებდა მის გულს. მისი ოჯახის საფლავის უკან მოტოვებით მათგან გაჩენილ ნაიარევს ვერ მოიშუშებდა, იცოდა, იცოდა, ყველაზე კარგად მან იცოდა, რომ ტყუილი იყო, რასაც აკეთებდა, მაგრამ საკუთარ თავს აძლევდა უფლებას რომ მოტყუებულიყო, სუსტი იყო, სიმართლისთვის ზედმეტად სუსტი იყო და ასე ერჩივნა, სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა.
სახლის სარკეში, რომ ჩაიხედა მაშინ შეავლო საკუთარ თავს თვალი, ვერ იცნო გამოსახულება, სრულიად უცხო ადამიანი უყურებდა იქიდან. სახე მოიბანა, ჩაიცვა და დაელოდა ბოლომდე განადგურებას. უაზროდ გაიწელა ეს პროცესი, უამრავი ადამიანი შემოხვეოდა, თითქოს არავის იცნობდა, მაგრამ ყველა წუხდა, ყველა ტიროდა და გლოვობდა მის ძმას, მაგრამ სად იყვნენ ისინი, როცა დახმარება სჭირდებოდა, როცა ქვეყანა თავზე ექცეოდა, მაშინ სად იყო აუარებელი ხალხი, რატომ აქციეს ზურგი. 5 წუთი ითხოვა, მარტო უნდოდა ძმასთან დარჩენა, ბოლოჯერ უნდოდა მასთან მარტო დაელაპარაკა, მისი სხეულს ბოლოჯერ შეხებოდა. მარტო რომ დარჩა ოთახში ნელა წამოდგა, სუდარა გადახადა უკვე კუბოში ჩაწვენილს და დიდხანს დააჩერდა, ვერ დაითვალა რამდენი ხანი იდგა ასე, 5 წუთი თუ უფრო მეტი, ხმა არც ამოუღია, მხოლოდ სახეზე მიეალერსა და ბოლოს ჯერ ოთახში შემომავალ კაცებს გადაულოცა თავისი ძმა, შემდეგ კი მიწას მიაბარა. მძიმე იყო ყურება, იმაზე მეტად მძიმე ვიდრე წარმოიდგენდა, ვიდრე აღწერდნენ. ყველა მისთვის მიყრილ მიწას გრძნობდა ტანზე, სტკიოდა, რაღაც ახრჩობდა, ვერც რეზის შველიდა, ვერც საკუთარ თავს და ალბათ ასე იქნებოდა სულ.
გონს რომ მოვიდა, მაშინღა იგრძნო ფიზიკური სიცარიელე. მიხვდა, რომ ამ ხნის განმავლობაში რაღაც აკლდა,მისი მეორე ნახევარი, მეორე ნაწილი, რომელიც თან არ ახლდა. გარშემო მიმოიხედა, მისი მეგობრები დალანდა, თანაგრძნობით უმზერდნენ, იქვე მართას მოკრა თვალი. როგორი მადლიერი იყო მისი, ამ ხნის გამვლობაში მუდამ მასთან იყო, გვერდიდან არ შორდებოდა, გამუდმით ყურადღებას აქცევდა. ალექსანდრე არსად იყო, ვერსად დალანდა მისი სილუეტი. ვერსად იპოვა თავისი გულის სწორი, რაღაც აკლდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი. იცოდა ვერასდროს ჩაუნაცვლებდა ყიფიანი მის ოჯახს, ვერასდროს დაიკავებდა მათ ადგილს, მაგრამ მასში რაღაც იმედს პოულობდა, რაღაცის მიმართ წყურვილს, თავადაც ვერ ამოეხსენა, მისთის მეორე ოჯახი იყო, მეორე საყრდენი, მის მკლავებში თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
-სად არის?-ხალხი რომ მიცოტავდა და მარტო დარჩა, მის მეგობრებს გაუსწორდა.
-არ მპასუხობს, ვურეკავდი-ბექამ მზერა აარიდა და წამიერად სხეულში სისუსტე იგრძნო, შიშისგან ცივმა ოფლმა დაასხა. ვეღარ გადაიტანდა კიდევ ერთი ადამიანის დაკარგვას, ამისთვის არ იყო მზად, ვეღარ შეძლებდა ამოსუნთქვასაც კი.
-დამშვიდდი, ცუდზე არ იფიქრო-მართას ხელები იგრძნო მხრებზე, მაგრამ ქალის ხმაში თავადაც შეამჩნია ეჭვის ნოტები. ასეთ დროს არ მიატოვებდა, ის კაცი, რომელიც მზად იყო მასთან ერთად სრულიად უცხო ადგილას გადახვეწილიყო, ყველაფერი უკან მოეტევბინა, უმიზეზოდ არ დატოვებდა მარტო.
ტელეფონი ხელში შეათამაშა, ეშინოდა, დარეკვისაც კი ეშინოდა, იქიდან სხვას არ ეპასუხა და თავზე არ დაქცეოდა ყველაფერი. უნდოდა მისულიყო, თავად ენახა. ნელა დაიძრა ლუკას მანქანისკენ და იგრძნო, როგორ ითრევდნენ ფეხს გვერდზე მდგომები. ნელა გადახედა მათ და უცნაურად დაუწყო გულმა ფეთქვა.
-რა მოხდა?-საკუთარი ხმის შეეცოდა, როგორი უსუსური იყო ახლა.
-კესანე-თავი გააქნია უსიამოვნოდ ლუკამ.
-რა მოხდა?-კიდევ ერთხელ გაიმეორა. სიჩუმე იყო, არცერთი იღებდა ხმას, კიდევ ერთხელ დაუარა შიშის გრძნობამ-არ მითხრა, რომ რამე მოუვიდა-პანიკამ მოიცვა, ხელები აუკანკალდა და სადაცაა ტირილს დაიწყებდა-გთხოვ, არა, მასაც ვერ დავკარგავ-ღრმად სუნთქავდა და ხვდებოდა, რომ ცოტაც და საღ აზროვნებას დაკარგავდა.
-მშვიდად-ბექამ მკლავებში მოიქცია და პირველად ცხოვრების განმავლობაში, თავადაც შეეშინდა.
-გთხოვ, წამიყვანე, უნდა ვნახო-კანკალს ვერ წყვეტდა.
დიდხანს იდგნენ ასე, ჩუმად, კესანეს მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა, ბოლოს კი მისი მობილურის ხმა, ყურისწამღებად რომ დაიწყო რეკვა. შეშინებული დააჩერდა ეკრანზე გამოსახულ ალექსანდრეს სახელს და ინატრა მისი ხმის გაგონება. სწრაფად უპასუხა და ყიფიანის ხმა, რომ გაიგონა გულზე მოეშვა.
-მითხარი, რომ არაფერი გჭირს, გთხოვ-მუდარის ტონი შეერია ხმაში.
-კარგად ვარ კესანე-უცნაური იყო ხმა.
-ნუ მატყუებ, არ ხარ კარგად ალექსანდრე
-გთხოვ, არ გინდა
-სად ხარ? მითხარი, ახლავე მოვალ.
-არა-გვლენაკბენივით წამოიძახა კაცმა.
-რა ხდება?
-მაპატიე
-ალექსანდრე
-მაპატიე, არ შემიძლია
-არა, არ გინდა-თვალები მიელულა ტკივილისგან გულის არეში, რომ გრძნობდა.
-არ შემიძლია-კვლავ ბუტბუტებდა კაცი, მაგრამ კესანეს აღარ ესმოდა მისი-მაპატიე, მაპატიე, მაპატიე.
-რა მოხდა?-თავს ძალა დაეტანა, რომ ეკითხა.
-არ გინდა, ნუ მკითხავ
-არ მითხრა, რომ ისევ მისი ბრალია, ისევ მის გამო იკავებ თავს, არ მითხრა ალექსანდრე-ხმაში ბრაზი შეერია.
-მაპატიე, მაპატიე...-აღარ მოუსმენია რას იძახდა კაცი, სწრაფად გათიშა ყურმილი.
მის მეგობრებს გაუსწორა მზერა, აზრი აღარ ჰქონდა კითხვას, მათი გამომეტყველებითაც ხვდებოდა, რომ ყველამ იცოდა. ტკივილი უფრო მეტად გაიზარდა, აღარ იცოდა სად წასულიყო. ახლა ნამდვილად სულ მარტო იყო, ოჯახისა და მეგობრების გარეშე, კაცის გარეშე, რომელთანაც მომავალს გეგმავდა, ბედნიერების პოვნას ცდილობდა. იმ კაცის გარეშე იდგა, სულ მარტოდ-მარტო, რომელიც შეუყვარდა და ამას საკუთარ თავს ვეღარ დაუმალავდა. ცხოვრებაში ასე ძლიერ პირველად შეუყვარდა და ასე ძლიერ პირველად ეტკინა სიყვარული. ცრემლებს საშუალება არ მისცა ჯებირების გადმოლახვის. იმედგაცრუებით გააქნია თავი და იქაურობას გაშორდა.
სახლში მისულმა ჩემოდანს დიდხანს უყურა, არ იცოდა რა იყო სწორი და რა არასწორი, მაგრამ იცოდა, რომ უნდა წასულიყო, უნდა გამქრალიყო,არა სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. გასვლისას სახლს მზერა მოავლო, უამრავ მოგონებას რომ ინახავდა, დედის, ძმის, მასში ალექსანდრეც დაინახა და მიხვდა, რომ საბოლოოდ გატყდა, დაიმსხვრა, ახლა ვეღარფერი უშველიდა, ვერც გაქცევა და ვერც დრო.
თვითმფრინავში ჯდომისას, ბოლო წუთამდე ეგონა, რომ მოვიდოდა, რომ ეს უბრალოდ საშინელი ხუმრობა იყო. რომ აფრინდა მხოლოდ მაშინ გაუსწორა მზერა რეალობას, დანანებით გააქნია თავი, რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა ეცხოვრა, რას უმზადებდა მომავალი არ იცოდა.
რთული იყო ახალ გარემოში ცხოვრება, სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად ყოფნა, იმაზე რთულიც კი ვიდრე წარმოედგინა. თავიდან ვერსად გაურბოდა ამ ყველაფერს, ტკივილი უფრო მეტად აწვებოდა გულზე, შემდეგ კი დრომ მართლაც უშველა. არ გაუქრო ტკივილი, მაგრამ მიაჩვია მასთან ერთად ცხოვრებას. ყველა მოგონება, რაც გააჩნდა უკან მოიტოვა, მხოლოდ დედისა და ძმის მოგონებებით არსებობდა და ისინიც, მხოლოდ იქამდე სანამ მათ გაყინულ სხეულებს შეეჩეხებოდა. საკუთარ თავს ბევრი ფიქრი აუკრძალა, რადგან იცოდა ეს გაანადგურებდა, ვერ უშველიდა ამით საკუთარ თავს, პირიქით უფრო ავნებდა. ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდა და გამოუვიდა კიდეც, მართალია გაუჭირდა, მაგრამ გამოუვიდა, საბოლოოდ შეძლო ყოფილიყო არა ბედნიერი, არამედ მშვიდი. იცოდა, რომ დიდხანს ვერ იპოვიდა ამ გრძნობას, ამიტომ იმითაც კმაყოფილდებოდა, რომ უბრალოდ მშვიდად გრძნობდა თავს. მონატრება გულ-მუცელს უჭამდა, ისე, რომ ხანდახან გულის რევებიც კი აწუხებდა, მაგრამ წამითაც არ უფიქრია უკან დაბრუნებაზე. ყველაზე მძიმე გზას ადგა, სულ მარტო და სრულიად დაუცველი, მაგრამ არასდროს დაუხევია უკან, წარსულისკენ არ მოუხედია და ცდილობდა, მხოლოდ წინ ევლო. ყველა ადამიანი ჩამოიშორა. ყველა, ვინც კი რაიმეთი ახსენებდა საკუთარ წარსულს ცხოვრებიდან გააქრო. ხშირად ურეკავდნენ, წერდნენ, მაგრამ მტკიცე უარზე იყო. არ უნდოდა წარსულთან ერთად ცხოვრება, ამით ვერ ისუნთქებდა. მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის ხმის გაგონება ენატრებოდა. იცოდა, რომ არასწორი იყო, მაგრამ გულს ვერაფერს უხერხებდა. ხშირად ოფლიანი ეღვიძებოდა კოშმარებისგან, თავი უსკდებოდა და მთელ ღამეებს ტირილში ატარებდა, მაგრამ ვერ პატიობდა. სჯეროდა, რომ ალბათ ესეც დროის ამბავი იქნებოდა, ალბათ დრო მასაც გააქრობდა მისგან, მაგრამ რამდენი წელი უნდა გასულიყო არ იცოდა. ნატრობდა ეს დრო მალე დამდგარიყო, მის მიმართ აღარაფერი ეგრძნო, თუნდაც ეპატიებინა, უნდოდა რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო, ვეღარ იტანდა სიზმრებში მის სტუმრობას. ალბათ ეს სიზმრებიც მისი ცხოვრების ყველაზე დიდი კოშარი იყო. რამდენჯერ მონდომებია მასთან დარეკვა, მისი ხმის გაგონება, მის მკლავებში აღმოჩენა, მაგრამ არცერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამე. არცერთხელ უცდია მასთან დარეკვა. შინაგანად გრძნობდა, რომ უნდა გაეშვა, საბოლოოდ უნდა დაეთმო, მაგრამ მარცხენა მკერდში აძგერებული ორგანო, მასზე ფიქრისას, საშუალებას არ აძლევდა ეს ყველაფერი გაეკეთებინა.
საკუთარ თავს ხშირად უყურებდა სარკეში, აღარ უნდოდა უსუსური ქალის დანახვა. უნდოდა ვინმე ძლიერი მდგარიყო მის წინ, თუნდაც ეს ყველაფერი მხოლოდ ნიღაბი ყოფილიყო. უბრალოდ უნდოდა, რომ ვერავის შეემჩნია რა ხდებოდა მის თავში. სოციალურ მედეას თავს არიდებდა, შიში მუდამ თან სდევდა, რომ სადმე მასზე რაიმეს გადააწყდებოდა და ისევ უფრო მეტად ამოაფრქვევდა მის გრძნობებს. საკუთარ თავს არ ენდომობდა, მისდამი გრძნობებში არ ენდობოდა. ხშირად მოლანდებია ქუჩაში მიმავალს მისი სახე და საკუთარ თავს ამის გამო ხშირად უბრაზდებოდა. არასდროს სჯეროდა როგორ უნდა ყვარებოდა ის კაცი, ვინც გულს ატკენდა, მაგრამ ახლა რატომ არ უქრდებოდა ეს გრძნობა. ეზიზღებოდა, მთელი გულით ეზიზღებოდა ეს გრძნობა და თავად ის კესანეც, რომელიც ვერ იშორებდა ამ ყველაფერს. სისუსტეს გრძნობდა, მთლიან სხეულში უვლიდა ეს ყველაფერი მასზე ფიქრისას. მხოლოდ და მხოლოდ დროის იმედი ჰქონდა.
ერთადერთი ვინც დარჩა მართა იყო. თავიდან მასაც გაურბოდა და ალბათ ყველაზე მეტად მას, რადგან ის აკავშირებდა იმ კაცთან. უამრავი მცდელობის მერე კესანე დანებდა, მიხვდა, რომ მართა არასდროს გაჩერდებოდა, არ შეეგუებოდა მასთან კონტაქტის გაწყვეტას და თავს უფლება მისცა ჰყოლოდა მეგობარი. ერთადერთი მეგობარი, რომელიც არასდროს საუბროდა ალექსანდრეზე და გამუდმებით ამხნევებდა. არ უთხოვია მისთვის რაიმე, თავადაც ხვდებოდა ქალი, რომ მისთვის ყიფიანი უკვე მკვდარი იყო, უფროსწორედ უნდა ყოფილიყო. ხშირად ისმენდა მართას ისტორიებს, ისიც ხშირად უყვებოდა თავისი ახალი ცხოვრების შესახებ. მასთან ურთიერთობა უფრო მძიმე იყო, ხშირად სდომებია მასზე ეკითხა, მოეკითხა, ახსნა მოეთხოვა, მაგრამ რამდენჯერაც ეს მომენტი დგებოდა, იმდენჯერ მართა თემას უცვლიდა, სხვა რაიმეზე გაუბავდა საუბარს. საკუთესო მეგობრებად აქცია დარდის გაზიარებამ. ხშირად ურეკავდა ტირილით ქალი და საათობით ელაპარაკებოდა ლუკაზე, რომლის მიმართაც გრძნობები ვერ გაერკვია. კესანე სიცილით პასუხობდა და ცდილობდა რჩევები მიეცა. ფრთხილი იყო კესანე საუბრისას, არ უნდოდა მის გამო მართას გული სტკენოდა, მაგრამ გულის სიღრმეში სწამდა, რომ სადაც არ უნდა წასულიყო მისი ბედი მხოლოდ ლუკასთან იყო დაკავშირებული, იმ კაცთან, რომელიც წლების განმავლობაში აღმერთებდა ქალს. საბოლოოდ კი მაშინ დარწმუნდა ამ ყველაფერში, მართამ რომ კაცთან აღიარა მისი გრძნობები და ბედნიერება რომ იპოვეს ორივემ.
გული შეეკუმშა ქალმა, რომ დაურეკა ერთ დღესაც და დანიშვნის ამბავი მიახალა. ბედნიერებამ და შურმა ერთიანად დაუარა სხეულში. ყველაზე მეტად მართა იმსახურებდა ბედნიერებას, საოცარი მეგობარი, ადამიანი, ქალი იყო, მაგრამ კესანეს მაინც შეშურდა ამ ყველაფრის. ინატრა ახლა მის ადგილას ყოფილიყო, მაგრამ ეს ფიქრები მალევე უკუაგდო. უამრავი ისაუბრეს იმ საღამოს.
რამდენი წელი იყო გასული აღარ ახსოვდა, რაც საბოლოოდ მოიტოვა ყველაფერი უკან, მაგრამ ისე შორს ეჩვენებოდა ეს ყველაფერი, რომ თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ მომხდარიყოს. ცხოვრება უცნაურად წარიმართა. პატარა კაფეში დაიწყო მუშაობა. სურვილის მიუხედავად სწავლის გაგრძელებისა, ვერაფერი მოახერხა. არ იყო ადვილი უცხო გარემოში ისეთი ცხოვრების მოწყობა, რომელზეც ოცნებობდა, მაგრამ ბედნიერი იყო, რაც ჰქონდა ის აკმაყოფილებდა. რუტინული იყო მისი არსებობა, მაგრამ თითქოს ამ რუტინით გაჰქონდა თავი, ფიქრისთვისაც კი არ რჩებოდა ხანდახან დრო და ეს კიდევ უფრო ბედნიერს ხდიდა. იცოდა, რაც უფრო ნაკლებს იფიქრებდა მით უფრო მალე შეძლებდა წარსულისგან გათავისუფლებას.
უჩვეულოდ გადიოდა დღეები. ყველაფერი მაშინ აირია სახლში მოსულს მართამ, რომ დაურეკა და ბედნიერებისგან კიოდა ქალი. ქორწილის თარიღი დაეჯავშნა და მეცხრე ცაზე იყო.
-არ მჯერა კესანე, ამდენი წელი ვუყვარდი და სადამდე მოვედით-თვალებში ცრემლები კიაფობდნენ.
-ძალიან მიხარია თქვენი ამბავი-გულწრფელი ღიმილი აჩუქა ქალმა.
-კესანე-შეპარვით დაიწყო საუბარი მართმა.
-არა მართა, არ შემიძლია-წინასწარ იცოდა საუბარი საითაც მიდიოდა.
-კესანე, ჩემი მეგობარი ხარ, ჩემი დღეა, მეორეჯერ ასეთი ბედნიერი როდის ვიქნები არ ვიცი, ჩემს გვერდით უნდა იყო-თავი გააქნია უსიამოვნოდ.
-არ შემიძლია მართა, ხომ იცი რომ არასწორი იქნება ჩემი მანდ ჩამოსვლა და კიდევ ერთხელ მისი დანახვა.
-რამდენი წელი უნდა გავიდეს, როდემდე უნდა გეშინოდეს, როდემდე უნდა გაექცე კესანე?
-არ გავრბ...-წინადადება გააწყვეტინა ქალმა.
-კი კესანე, გარბიხარ, გეშინია, გგონია არ იცის თვითონ? დაიმალები და რა იქნება? როდემდე იქნები ასე? გინდა დაიჯეროს, რომ ისევ გაქვს მის მიმართ გრძნობები? ასეთ სუსტი ხარ?-ირონია იგრძნობოდა მართას სიტყვებში, მაგრამ ხვდებოდა კესანე, რომ ამას მხოლოდ მის დასაყოლიებლად აკეთებდა.
-მართა-დიდხნიანი ფიქრის შემდეგ თავს უფლება მისცა საბოლოოდ ეკითხა მისთვის და სიმართლე გაეგო-ისევ ერთად არიან?
მართა ერთხანს დუმდა, არ იცოდა რა ეთქვა, მზერასაც არიდება ეკრანის მიღმა, მაგრამ შემდეგ ნელა გაუსწორა თვალი და სევდიანად გაიღიმა. აღარ სჭირდებოდა არაფერზე პასუხი კესანეს, ყველაფერს ისედაც გადმოსცემდა მართას ღიმილი.
ის ღამე ბევრი იფიქრა, საკუთარ თავთან ბრძოლაში დაათენდა, გამთენიისას კი, როცა მზის სხივები სახეზე მოელამურა ქალს მესიჯი მისწერა-"ჩამოვალ".თითების კანკალით ჩაალაგა მალევე ბარგი, სახლი დატოვა და აეროპორტში მივიდა. მთელს სხეულში სისუსტეს გრძნობდა, ეშინოდა, იცოდა, რომ შეცდომას უშვებდა, კვლავ იმ წარსულს უბრუნდებოდა, რომლის მოშორებასაც ასე ლამობდა. საკუთარი თავისთის უნდა დაემტკიცებინა, რომ აღარ ჰქონდა გრძნობა, აღარ უყვარდა ეს კაცი, მაგრამ იცოდა, რომ ეს მხოლოდ მტკნარი ტყუილი იყო.
ძლივს-ძლივობით დაეშვა თვითმფრინავი თბილისში და აეროპორტიდან, რომ გამოვიდა მძიმედ შეისუნთქა ჰაერი,თითქოს ახლა დაიწყო სუნთქვა, როგორ მონატრებია ეს სურნელი, თავისი მიწის სურნელი, სამშობლოსი, ქვეყნის, სადაც დაიბადა, სადაც გაიზარდა და სადაც მოკვდა. არავინ დახვდა, არავის უხაროდა ალბათ მისი დაბრუნება, აღარავინ შემორჩა, ყველა ხომ თავად მოიშორა. დანანებით გააქნია თავი და ნაქირავები ბინისაკენ გაემართა. სრულიად სხვა ადგილას იქირავა სახლი, არ უნდოდა იმ ძველ ქუჩას გადაჰყროდა სადმე, სადაც ცხოვრობდა ადრე. თითქოს მოგონებების გაღვიძების ეშინოდა. ტელეფონი აწკრიალდა, მართა ურეკავდა.
-კესანე, ღმერთო ჩემო ისე ვნერვიულ...-შუა გზაზე გაუწყდა ქალს წინადადება-არ მითხრა, რომ ჩამოხვედი-კესანემ გაუღიმა-რატომ არ მითხარი, დაგხვდებოდი
-არ მინდოდა შენი შეწუხება,ხვალ ისედაც დიდი დღე გაქვს
-მოგკლავ-გაბრაზებით დაიწყო ქალმა, მაგრამ შემდეგ დაამატა-ჩემთან მოდი, ეს ღამე ერთად გავატაროთ-ეჭვით დახედა ქალმა ეკრანს, შიშისგან ქვედა ტუჩი აუკანკალდა-ნუ გეშინია, აქ არ არის, მარტო ვარ.
მართას, რომ სახლში მიაკითხა და ქალმა მკლავებში მოიქცია მიხვდა რაოდენ სჭირდებოდა ვიღაცის ჩახუტება, ვიღაცის შეხება, მონატრების განცდა, სინანულის გარეშე. დიდხანს ეფერებოდა ქალი თავზე, ძლივს მოშორდა, შემდეგ საკუთარ საძინებელში შეიყვანა,ერთად იწვნენ. ათას რამეზე ისაუბრეს, ათას რამეზე იჭორავეს, იცინეს, სევდაც მოინახულეს და ბოლოს ორივეს ძლივს ჩასთვლიმა. დილას ფანჯრიდან შემომავალმა სინათლემ გააღვიძა, მართა გვერდით აღარ ეწვა, ალბათ ემზადებოდა. ნელა წამოდგა და იქვე დადებულ სასაჩუქრე ყუთს დახედა მისი სახელი, რომ ეწერა. ღიმილმა გადაურბინა სახეზე შიგნით ატლასის ცისფერი კაბა, რომ დალანდა. ამდენი ხნის შემდეგაც კი ზრუნავდა ვიღაც მასზე, სითბო ჩაეღვარა სხეულში. კაბა, რომ მოირგო და ქუსლიან ფეხსაცმელზე შედგა, მაშინ იგრძნო თავი ქალად. როდის გამოიპრანჭა ბოლოს აღარ ახსოვდა, ალბათ მაშინ, როცა ყიფიანთან მუშაობდა და ათას ღონისძიებაზე დაატარებდა კაცი. თავადვე დაიტანა სადა მაკიაჟი და გარედან შემოსულმა ხმაურმა მიახვედრა, რომ დრო იყო გასულიყო და დღის მთავრი გმირები ენახა. კარის სახელურს, რომ მოჰკიდა ხელი პანიკამ მოიცვა, მთელი სხეული დაეჭიმა, აღარ უნდოდა აქ ყოფნა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და საკუთარ თავს აიძულა ჰაერი ჩაესუნთქა. ძლივს-ძლივობით აათრია სხეული და კარი გამოაღო. მისაღებში, რომ შევიდა თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს გადააწყდა, მაგრამ თეთრ კაბაში გამოწყობილი მართას გარდა ვერავის ამჩნევდა.
-საოცრად გამოიყურები-გულწრფელად გაუღიმა ქალს.
-მგონი შენ მჩრდილავ-ღიმილი შეეპარა ხმაში ქალს და იქვე მდგარ კაცს გახედა.
-კესანე-ლუკამ ძლიერად მოხვია ხელი მხრებზე-ასე უნდა დაიკარგო?
-როგორ ხარ?-ახლა ბექამ გადაკოცნა და ამ ვითარებამ ძველი დრო გაახსენა კესანეს. ისევ იგივე სახეები, არ შეცვლილან, ისევ ისინი იყვნენ, ვინც დატოვა. სევდიანმა ღიმილმა გაუპო ბაგეები. თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში, არ უნდოდა მისაღებისთვის თვალის მოვლება, ეშინოდა ისიც იქ არ ყოფილიყო. მართას თითები იგრძნო საკუთარზე თანაგრძნობის ნიშნად, რომ აწყნარებდნენ.
-მართა-პატარა გოგოს ხმამ გამოაფხიზლა და მისაღებში შემოვარდნილ ბავშვს გახედა, რომელიც მართასკენ მორბოდა. გოგონას ყვითელი კაბა ეცვა, ხორბლისფერი თმა კულულებად დაეხვია და თვალებში ბედნიერების ვარსკვლავები კიაფობდნენ. საოცრად ეცნობოდა ეს ბავშვი, ვიღაცას ძალიან აგონებდა. მართამ მკლავებში ჩაიკრა ბავშვი და თმაზე მოფერება დაუწყო-რა ლამაზი ხარ-გატეხილი წინადადებით გაუღიმა ქალს.
-თავად ხარ ულამაზესი
-ნათლია არ ჯობია?-ლუკამ გაიცინა და ხელიდან აართვა ქალს ბავშვი. გოგონამ სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი და ლუკას კისერზე ხელები მოხვია.
ამდენი ხნის განმავლობაში, რაღაც ძალიან ლამაზას უყურებდა კესანე. ღიმილმა სახე გაუპო, არ იცოდა სად წაეღო მუცელში აფრენილი პეპლებისგან გამოწვეული ბედნიერება.
-ღმერთო ჩემო, ხომ გითხარი ასე სწრაფად არ გაიქცე თქო-ნაცნობი ქალის ხმა მისწვდა ყურთასმენას და ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმამ ჭკუიდან შეშალა ქალი. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, ისევ მოუნდა აქედან გაქრობა, ისევ უნდოდა უკანმოუხედავად წასულიყო. სულელური გადაწყვეტილება იყო აქ ჩამოსვლა, ამისთვის მზად არ იყო, საკუარი თავისთის ეს არ უნდა გაეკეთებინა. თავი უსკდებოდა, თვალებში მოწოლილ ცრემლებს გრძნობდა. ნელა გაახილა და მისაღებში შემომავალ ქალს და მის უკან მომავალ კაცს გაუსწორა მზერა. ყელში უზარმაზარი ბურთი გაჩხერვოდა. საოცრად გამოიყურებოდა ყიფიანი, ისევ ისეთი მომნუსხველი იყო და კესანემ იგრძნო, რომ ტყუილი იყო ყველაფერი, რასაც საკუთარ თავს ეუბნებოდა, ამ კაცს მისი გული არ დაუტოვებია. იღიმოდა ალექსანდრე და მეგობრებს უყურებდა, შემდეგ კი მზერა კესანეს ცისფერებს გაუსწორა და სახედან გაუქრა ღიმილი. გაოცებული მზერა იგრძნო კესანემ. ამ ოთახში გაჩერება აღარ შეეძლო, მაგრამ ადგილიდანაც ვერ ინძრეოდა, სხეული არ ემორჩილებოდა.
-აქ რას აკეთებს?-ყურთასმენას ხმა მისწვდა, თუმცა ახლა არ აინტერესებდა არავინ, კაცი მზერას მის სხეულზე დაატარებდა, თითქოს მოჩვენება ყოფილიყო.
-არ გვინდა ელიზაბეთ-ბექამ ქალს დაუყვავა.
-რა ნამუსით ჩამოხვედი?-ქალი მაინც არ ცხრებოდა. კესანემ ძლივს-ძლივობით მოსწყვიტა კაცს მზერა და მართას გაუსწორა ახლა ცისფერები. მზერით სთხოვდა დახმარებას, ქალისგან კი მხოლოდ სევდიან გამომეტყველებას იღებდა. აღარ შეეძლო, ამას ვეღარ აიტანდა. წასვლა, რომ დააპირა მართას ხელი იგრძნო მკლავში მუდარის მზერით, რომ უყურებდა.
-გთხოვთ ყველა დამშვიდდით, ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა და კესანე აქ, როგორც ჩემი მეგობარი ისეა, გთხოვთ-მართამ მეგობრებს მოავლო მზერა.
ყურები უწუოდა, თავი უსკდებოდა, ალბათ ახლა დაეცემოდა, ვიღაცამ ქვევიდან კაბაზე, რომ დაქაჩა. ბავშვი საოცარი თვალებით შეჰყურებდა ქალს.
-შენც კესანე გქვია?-ღიმილმა გაუპო სახე-მეც კესანე ვარ, მამამ დამარქვა და მითხრა, რომ კესანებივით ლამაზი ვარ, შენც ლამაზი ხარ, ხო მამა?-ახლა იქვე მდგარ კაცს გახედა და კესანემ მის მზერას გააყოლა თვალი. ალექსანდრე. ახლა მის წინ მისი შვილი იდგა. მიხვდა რატომ ეცნობოდა ასე მისი თვალები, ვის ამსგავსებდა. სახეზე ჩამოგორებული ცრემლი იგრძნო, ვეღარ აღიქვა ვინ, თუმცა მიხვდა, ვიღაცამ მის კალთას მოაშორა ბავშვი.
-უნდა წავიდე-ჩაიჩურჩულა, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ არავის გაუგია მისი ხმა. ჰაერი აღარ ყოფნიდა, იმ ოთახში ვეღარ გაჩერდებოდა. სწრაფი ნაბიჯებით გავიდა აივანზე, მუცელზე ხელი მიიდო, გრძნობდა, როგორ ამოუტრიალდებოდა მალე იქაურობა. ყველა გაფრენილი პეპელა მოუკვდა. გრძნობდა, რომ ჰაერი ფილტვებს არ მიეწოდებოდა, ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს, მთლიანი სხეული უცახცახებდა ბრაზისგან, სინანულისგან, სევდისგან. შიგნიდან ჭია ჭამდა, ყველა ორგანოს სათითაოდ უკლავდა და განსაკუთრებით მწარედ აკეთებდა ამას გულის არეალში.
-კესანე-გველნაკბენივით შეხტა და სწრაფად მიბრუნდა ხმის პატრონისკენ. ნერვიულად გააქნია თავი და შეშინებულმა გაუსწორა კაცს მზერა.
-წადი-საკუთარი ხმა ვეღარ იცნო
-კესანე,მე..
-წადი-ხმამაღლა გაიმეორა. არ შეეძლო, ახლა არ შეეძლო-წადი, წადი, გთხოვ წადი-ისტერიული ტირილი დაიწყო და მისკენ მომავალი კაცის დანახვისას კიდევ უფრო უკან დაიხია-არ გაბედო.
-დამშვიდდი-კაცის ხმაში სევდას გრძნობდა, მაგრამ ახლა ეს არ ადარდებდა.
-არ უნდა ჩამოვსულიყავი, მეგონა ჩემში მოგკალი, მაგრამ... არ უნდა ჩამოვსლიყავი-თავისთვის ბუტ-ბუტებდა .
-მაპატიე-იმდენად ახლოს იყო მასთან კაცი, რომ მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა. ხელები მკერდზე დააწყო და თავიდან მოშორება სცადა, თუმცა ადგილიდან ვერ დაძრა-კესანე.
-თავი დამანებე-თვალებიდან უკვე ნაპერწკლებს ყრიდა, ბრაზისგან მთელი სხუელი უხურდა.
-კესანე, მომისმინე
-არა, არაფერი გვაქვს სალაპარაკო, წადი
-კესანე-არ წყვეტდა კაცი მისი სახელის წარმოთქმას.
-აქ მართას გამო ჩამოვედი-ამ სიტყვებს ალექსანდრეს ეუბნებოდა, თუ საკუთარ თავს ვერ გაეგო.
-ვიცი, მესმის
-არა, შენ არაფერი არ გესმის
-მესმის, შენი მესმის კესანე
-შენ..შენ...გული მატკინე, ცხოვრება დამინგრიე
-ჩემს შვილს ამას ვერ გავუკეთებდი, გთხოვ, მინდა, რომ გამიგო.
-3 წელი ალექსანდრე, 3 წელი სად იყავი, იქნებ გამეგო, იქნებ, იქნებ შემძლებოდა გაგება, შენი მიღება
-არა კესანე, ამას ვერ შევძლებდი, თან ჩემს შვილთან და შენთან ყოფნას ვერ შევძლებდი
-არ მინდა, შენი არცერთი სიტყვის მოსმენა არ მინდა, მეზიზღები-კბილებში გამოცრა ქალმა და გვერდის ავლა სცადა მკლავში, რომ ძლიერად ჩააფრინდა ყიფიანის ხელი-გამიშვი.
-მომისმინე
-ალექსანდრე-კარებში იდგა ქალი ბავშვით ხელში. გოგონა გაფართოებული თვალებით უყურებდა ორივეს. კესანემ სწრაფად მოიშორა კაცის ხელი და აივანზე მიატოვა წყვილი.
-ახლა არა ელიზაბეთ
-აბა როდის? როცა ბავშვით ხელში მიმატოვებ და მასთან ერთად გაქიცევი?
-მის თვალწინ ნუ ვიჩხუბებთ-კესანეს დახედა კაცმა და ხვეულ თმაზე წაეთამაშა.
უჩვეულოდ ჩაირა დღემ. არ უნდოდა მართასთვის გული ეტკინა, მაგრამ როგორც კი დაბრუნდებოდა აუცილებლად ჩაალაგებდა ნივთებს და კვლავ უკან დაბრუნდებოდა. საღამოს მართამ და ლუკამ საკუთარი ცეკვა რომ შეასრულეს რაღაც ძალიან მძიმე დააწვა მხრებზე. ცრემლები მოაწვა და უნდოდა აქედან გამქრალიყო. საოცრად ბედნიერი იყო მათ გამო, თუმცა გვერდზე მაგიდაზე მჯდომი წყვილი სუნთქვას უკრავდა. ელიზაბეთი ქმარს ეხვეოდა და მათი პატარა გოგონა მამის კალთაში იჯდა. ვეღარაფერს გააკეთებდა, ვეღარ შეუშლიდა მათ მშვიდ იდილეას ხელს. თავი გააქნია და უსიამოვნო ფიქრები მოიშორა. მართა და ლუკა, რომ გააცილეს ღიმილიც მალევე გაუქრა სახედან ქალს. მართამ ბინის გასაღები დაუტოვა, თუმცა იქ დაბრუნება ნამდვილად არ უნდოდა.
ნელა გაუყვა ქუჩას, საოცრად სუსხიანი ზამთარი იდგა თბილისში. სიბნელეში მხოლოდ მთვარის შუქი უნათებდა გზას. გვერდზე მომავალ მანქანას თვალი გაუსწორა და ჩამოწეული ფანჯრიდან, რომ ნაცნობ სახეს წააწყდა ოდნავ შეკრთა.
-ჩაჯექი-კაცის ხმა უხეში იყო-გთხოვ-ბოლოს დაამატა.
წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, საბოლოოდ უნდა დაესრულებინა მათი ამბავი. უხმოდ ჩაჯდა და ყურადღება არ მიქცია კაცის მზერას დიდიხნის განმავლობაში რომ უყურებდა, შემდეგ სწრაფად დაძრა მანქანა და სწორედ იმ ადგილას მიიყვანა ქალი, სადაც პირველად აკოცეს ერთმანეთს. მოგონებების ტალღა დაეჯახა კესანეს და ხელები აუკანკალდა მანქანიდან გადასვლამდე. საკუთარ გონებას დააჯერა, რომ ეს მხოლოდ სიცივის ბრალი იყო, მაგრამ გულს ვერ მოატყუა. ყველა მისი შეხება და კოცნა გაახსენდა და მოუნდა, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ უფსკრულში მოესროლა. გვერდი-გვერდ დასხდნენ, ჰორიზონტს გაუსწორეს მზერა.
-რამდენი ხნით ჩამოხვედი?
-ვფიქრობდი, რომ საბოლოოდ დავბრუნდი, თუმცა აღარ ვიცი ახლა
-ისევ მიდიხარ?
-არ ვიცი ალექსანდრე
-როგორი იყო იქ? ჩვენგან შორს?
-მძიმე და მტკინვეული, მაგრამ...-წინადადება თავად დაასრულა კაცმა
-აქ უფრო მეტად გტკივა
-აქ რატომ მომიყვანე?
-არ ვიცი
-როგორ შეეგუე მასთან ცხოვრებას?-მოულოდნელად ჰკითხა ქალმა.
-ვერ ვეგუები, ახლაც მიჭირს, მხოლოდ კესანეს გამო ვაკეთებ ამას
-შენს შვილს კესანე დაარქვი
-კი
-რატომ?-ცრემლები ჩაუდგა თვალებში.
-მეშინოდა, რომ ვეღარ გნახავდი, ვეღარ წავაწყდებოდი შენს ცისფერებს, პირველად რომ ხელში ავიყვანე მაშინ მივხვდი, მის თვალებში დაგინახე კესანე, ჩემი შვილის თვალებში მუდამ გხედავ, ვხედავ შენს სისპეტაკეს, ბავშურობას, სილაღეს,ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი და ამავდროულად უდიდესი წყევლა ხარ
ერთხანს სიჩუმე არცერთს დაურღვევუა, ორივე ფიქრობდა რა იყო მათი ცხოვრების მთავარი მიზანი, რისთვის იბრძოდა ორივე, რას აპირებდნენ მომავალში, ნუთუ ვერასდროს მოახერხებდნენ ერთად ყოფნას.
-უნდა წავიდე-ფეხზე წამოდგა კესანე. ალექსანდეც მის ნებას მიყვა, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ნაპერწკლები გიზგიზებდნენ მათში, მაგრამ არცერთი აძლევდა ნებას ცეცხლს გაჩაღებულიყო-ნახვამდის ალექსანდრე-საკუთარი სიტყვები მძიმედ დააწვა ქალს.
-ნახვამდის კესანე-არცერთი განძრეულა, ვერცერთი ვერ თმობდა ამ მომენტს. საბოლოოდ დასრულდა ყველაფერი, ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო და ეს ორივემ კარგად იცოდა. ერთმანეთს მზერით სწავლობდნენ და გონებაში ინახავდნენ, რომ არასდროს არცერთ მათგანს დავიწყებოდა რა იყო ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი ტკივილი, უიმედო ყოფა. ქალის სახეზე ჩამოგორებულ თითოეულ ცრემლს მზერას აყოლებდა-როგორ მინდა, რომ დარჩენა გთხოვო, მუხლებში ჩაგივარდე და იქამდე გეხვეწეო, სანამ არ დამთანხმდები, როგორ მინდა რომ შენი ძალით დატოვება შემეძლოს, როგორ მინდა რომ ჩემი იყო, ჩემი ცოლი, ჩემი ქალი, ადამიანი, რომელსაც ყოველ დილას დავინახავ, ყოველ საღამოს მასთან ერთად დავიძინებ. როგორ მინდა, რომ ეგოისტი ვიყო, გითხრა რომ მიყვარხარ, ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი გრძნობით მიყვარხარ და ასე არასდროს არავინ მყვარებია, შენამდე ეს გრძნობა არავისთან განმიცდია. მინდა, რომ ვიყვირო, ვიჩხუბო, ჩემს გარშემო ყველაფერი გავანადგურო და მხოლოდ მე და შენ ვიყოთ, როგორ მინდა დრო უკან დავაბრუნო და არ გაგიშვა, შენი ძმა ცოცხალი იყოს და შენ ბედნიერი კესანე. მინდა, რომ აქ დარჩე, ჩემთან, სამუდამოდ და არასდროს, აღარასდროს აღარ წახვიდე, მაგრამ არ შემიძლია, ამას ვერ გეტყვი და ვერც შენ დარჩები, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ, შეუძლიათ გაშვება და მე გიშვებ კესანე, სამუდამოდ გიშვებ, იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში ბედნიერება იპოვო და აღარ დაიხიო უკან, აღარასდროს გეშინოდეს, გტკიოდეს.ნებისმიერი ადამიანი შენს გვერდით სულიერ სიმშვიდეს პოვებს, სიყვარულს შეიცნობს და ბედნიერების მორევში გადაეშვება. მე ამ მორევში უკვე ვიყავი, თუმცა დინებას თავადვე გადავუხვიე და ახლა დროა სხვას დავუთმო ადგილი. ალბათ ყველაზე მეტად შემზიზღდება ის ადამიანი, ვინც ჩემს ადგილს დაიკავებს, მაგრამ თუ შენ თავადვე იპოვი ბედნიერებას მე მშვიდად ვიქნები, აღარაფერი შემაწუხებს ამ ქვეყანაზე.მშვიდობით კესანე, იქ სადაც არავინ გატკენს გულს, იქ სადაც გეყვარება და შეძლებ თავისუფალი იყო, ბოდიში, რომ ეს მე ვერ მოგეცი, ბოდიში ყველაფრისთვის რაც გავაკეთე ბოდიში, მშვიდობით კესანე.
დაჭრილ სულს ჰგავდა ორივე, მწარე ცრემლებს არცერთი იკავებდა, არცერთი არ მალავდა ან რაღა დასამალი იყო. ბოლოს ნელა მოუსვა სახეზე ხელები კაცმა და მათი ტუჩები ერთმანეთს მიაწება. საუცხოო კოცნა იყო, ყველაზე ლამაზი და ყველაზე მტკინვეული. ძლივს მოშორდა ქალს, სუნთქვა აღარ ჰყოფნიდა არცერთს. ორივეს სხეული ცახცახებდა, სევიდისგან, ბრაზისგან, უიმედობისგან. ბოლოს კი, ყველაფერი მორჩა, დამთავრდა.


მაღვიძარის ხმამ, რომ გამოაღვიძა ზლაზვნით წამოდგა ფეხზე. საუცხოოდ კარგი ამინდი იყო პარიზში. აივნის კარები ბოლომდე გამოხსნა და მზის სხივების სითბო შეიგრძნო. ეს ბინა სწორედ ამიტომ უყვარდა ასე ძალიან, თითქოს მზე სწორედ მას უყურებდა. ნელა მოემზადა, აუჩქარებლად. საუცხოოდ უყვარდა დილა, თავის მოვლა და ამ წუთების სიამოვნების შეგრძნება. სახლი, რომ დატოვა საათს დახედა. იცოდა, რომ კიდევ ჰქონდა დრო სამსახურამდე, როგორც ყოველთვის. მისი რუტინა არასდროს იცვლებოდა. სახლთან ახლოს მდებარე კაფეში შევიდა, ღიმილიანი სახით მიესალმა მომუშავე პერსონალს და ყავა შეუკვეთა. ფანჯარასთან მდგარ მაგიდასათან მოთავსდა. ეს ადგილი ამოჩემებული ჰქონდა, თითქოს სიმშვიდის ბუდე იყო მისთვის. ახლად მოტანილი ყავა ნელა მოსვა. საოცრად ესიამოვნა არომატები. პატარა წიგნაკი გადაშალა და დღის გეგმას გადაავლო თვალი. უამრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ უყვარდა თავისი საქმე, ამიტომ მუდამ სიამოვნებით აკეთებდა ყვეალფერს.შემდეგ ქუჩას მოავლო მზერა და ახალგაზრდა გოგოს გაუსწორა თვალი. ლამაზი იყო. კაფეში შემოვიდა, გარემოს თვალი მოავლო და დახლთან ჩაი შეუკვეთა. მზერა მოაშორა გოგონას და კვლავ ქუჩის თვალიერებას მიჰყვა. ათასი ფიქრებით ჰქონდა გამოტენილი თავი ნაზი ხმა, რომ მისწვა ყურთასმენას.
-უკაცრავად-გაოცებული ახედა უცხო გოგონას, რომელიც თავზე ედგა და ქართულად ესაუბრებოდა. რამდენი ხანია აღარ გაეგო ქართული სიტყვები, თავის მეგობრებსაც იშვიათად ეკონტაქტებოდა ისიც მიმოწერით. გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა, ტაომ დააყარა, სამშობლოს მონატრებამ წამიერად დაუარა სხეულში-შეიძლება?-სკამზე მიანიშნა გოგონამ. ქალმა გაუცნობიერებლად დაუქნია თავი და ახლა უკვე მის წინ მჯდარს მიაჩერდა განცვიფრებით-ვიცით ალბათ ძალიან გიკვირთ, გიჟი გგონივართ, მაგრამ მგონი გიპოვეთ.
-მიპოვეთ?-ეუცნაურა საკუთარი პირიდან გამორტყონილი ქართული საუბარი.
-კესანე ბრძანდებით, ხომ ასეა?
-დიახ, მაგრამ არამგონია ვიცნობდეთ ერთმანეთს
-ვიცნობთ, უფროსწორედ შევხვედრილვართ, ერთხელ, მაგრამ არ გახსოვთ ალბათ.
-მაპატიე, მე...-წინადადება არ დაამთავრა, მოგონებებში გადაეშვა, თუმცა ვერ აღიდგინა გოგონას სახე.
-მე კესანე ვარ, ყიფიანი-სახე გაებადრა.
ტანში უსიამოვნოდ გასცრა ქალს, ამდენი წლის მერე, შეუძლებელი იყო, ისევ ის ადამიანი. გულმა სწრაფად დაუწყო ფეთქვა, თავი აიძულა დამშვიდებულიყო, ამ გოგონას არ იცნობდა.
-ბოდიშით მაინც ვერ გიცანით-საკუთარ თავს ატყუებდა.
-მე, ალექსანდრე ყიფიანის შვილი ვარ
თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, შეუძლებელი იყო ეს ყველაფერი რეალობა ყოფილიყო. ვერაფერს იძახდა, სხეული აუკანკალდა. მოგონებებმა ერთიანად შემოუტია და კაცის სილუეტი თვალწინ დაუდგა.
-მაპატიეთ, არ მინდოდა, ხომ კარგად ხართ?-გოგონას ანერვიულებულ თვალებს, რომ წააწყდა ეცადა დამშვიდებულიყო, მაგრამ გულში არსებულ ქარიშხალს ვერაფერი მოუხერხა.
-კარგად ვარ, კარგად, აქ რამ ჩამოგიყვანა.
-მე-ერთხანს დუმდა, შემდეგ კი ჩურჩულით დაამატა-მამას გამო ჩამოვედი.
-ალექსანდრეს გამო?-ცრემლები მოაწვა თვალებში, უნდოდა აქედან გამქარლიყო, არ უნდოდა, კიდევ ერთხელ არ უნდოდა ამის ატანა.
-დიახ
-კესანე მისმინე, აშკარად არასწორედ გაიგე.
-მართამ მომიყვა თქვენზე ბევრი, მამა არასდროს გახსენებდათ, მის წიგნაკში ვიპოვე თქვენს შესახებ წერილები.
-მართა? ღმერთო ჩემო, რამდენი ხანია ეს სახელი არ გამიგონია
-დიახ, მას და ლუკას შვილი ჰყავთ, 12 წლის არის უკვე.
-შენ? შენ რამდენი წლის ხარ?-ძალიან კარგად იცოდა პასუხი, ზუსტად ახსოვდა მისი ბოლო ვიზიტი საქართველოში, მაგრამ ეცადა კიდევ ერთხელ მოეტყუებინა გული.
-20 წლის გავხდები მალე
-ძალიან დიდი დრო გასულა-უსიამოვნოდ გააქნია თავი-აქ რატომ ჩამოხვედი?
-მინდა თქვენს შესახებ უფრო მეტი გავიგო,მინდა გიცნობდეთ, მინდა ვიცნობდე იმ ქალს, რომლის გამოც დამარქვა მამამ კესანე-სახე უბრწყინავდა.
-კესანე, ალბათ მამაშენი ძალიან გაბრაზდება რომ გაიგოს, სჯობს მას ჰკითხო და...-წინადადება გააწყვეტინა ქალს.
-მამაჩემს? არ გაგიგიათ?-სევდა დაეტყო მზერაში.
-რა?
-მამაჩემი 3 წლის წინ გარდაიცვალა-მთელს სხეულში დაუარა უსიამოვნო შეგრძნებამ, გაახსენდა დედის სიკვდილი, ძმის გაყინული სხეული. თავბრუ დაეხვა, უნდა წასულიყო, მაგრამ ვერ ინძრეოდა-მაპატიეთ, მეგონა იცოდით.
-არა, მე, არა, ღმერთო, რა მოუვიდა?
-დიდიხნის განმავლობაში აწუხებდა გული და ბოლოს ვეღარ შეძლო გაგრძელება-გოგონამ მზერა გაუსწორა. მოწოლილ ცრემლებს ორივე მალავდა-თვეების წინ მისი კაბინეტის უჯრაში ვიპოვე წერილები, ხელით ნაწერი, თქვენზე წერდა, როგორ უყვარდით, როგორ ენატრებოდით, მაგრამ ვერ ბედავდა გამოგზავნას, ეშინოდა, რომ ცხოვრებას კვლავ დაგინგრევდათ.
-ღმერთო ჩემო-ტუჩები აუცახცახდა ქალს. ღრიალი მოუნდა.
-დედა და მამა 5 წლის, რომ ვიყავი მაშინ დაშორდნენ, მიუხედავად ამისა მამასთან საოცარი ურთიერთობა მქონდა, თუმცა თქვენზე არცერთხელ მოუყოლია, ძალიან მინდოდა, რომ გამეცანით, ამიტომ ჩამოვედი, ბოდიშით, თუ არასწორედ გამომივიდა ან გული გატკინეთ, ეს უკანასკნელია რაც მამას უნდოდა, ამიტომ წავალ-ფეხზე წამოდგომა დააპირა ქალის ხელმა რომ გააჩერა.
-არა, დაჯექი-ერთხანს იფიქრა-წერილები თან გაქვს?
-კი, ვიცოდი რომ წაკითხვა მოგინდებოდათ-ჩანთიდან წერილების უზარმაზარი შეკვრა ამოღო და ქალს დაუდო წინ-ძალიან უყვარდით.
კესანეს სახეზე ცრემლებმა გაიკვლიეს, ფრთხილად შეეხო წერილებს, შემდეგ კი გულში ჩაიკრა. ეს უსაზღვრო მონატრება თითქოს წამიერად გაქრა.
-მინდა, რომ ყველაფერი მომიყვეთ, მინდა, რომ მამა უკეთ გავიცნო, მისი გრძნობები ვიცოდე, მინდა, რომ იმ ქალს ვიცნობდე, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.
-კესანე-ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი-არ გინდა, გთხოვ.
-დამიჯერეთ, ეს ყველაზე მეტად მინდა, მამა ხშირად ამბობდა რომ ცხოვრებაში მხოლოდ იმით იყო ბედნიერი, რომ მის გულში ულამაზესი კესანები ცხოვრობდნენ, გთხოვთ მომეცით უფლება გიცნობდეთ.
ქალმა მტკინვეულად გაუღიმა და გატეხილ გულს ყურადღება არ მიაქცია.
-რისი ცოდნა გინდა?
-გათხოვდით?-შეაკრთო ამ კითხვამ ქალი.
-არა
-რატომ?
-ალექსანდრეს ეგონა, რომ ბედნიერი მაშინ ვიქნებოდი, როცა სიყვარულს ვიპოვიდა, მართალიც იყო, მაგრამ იმაში ცდებოდა, რომ თუ ადამიანი ერთხელ შეიყვარებ, ყველაზე გულწრფელად და სათუთად ის სამუდამოდ შენთან დარჩება, არასდროს წავა უკან, ვერასდროს იპოვი იგივეს სხვაში, ამიტომ ბედნიერება ამით ვიპოვე. ამ გრძნობით ვიცხოვრე წლები.
-ახლა მესმის რატომ უყვარდით მამას ასე ძალიან-ატირდა გოგონა. ქალმაც ვეღარ დაიტია ამდენი ტკივილი და თავადაც აქვითინდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი კვლავ გაუსწორეს მზერა ერთმანეთს-გაქვთ დრო, რომ დამითმოთ?-ერთხანს დუმდა ქალი.
-შენთვის სულ მექნება დრო კესანე-გოგონამ გაუღიმა.
-მაშინ, იქნებ გავისეირნოთ და ვისაუბროთ.
-წავიდეთ-ქალმაც დაუბრუნა ღიმილი.
კაფე, რომ დატოვეს, ქუჩას გაუყვნენ. უსასრულოდ დიდი მოეჩვენა კესანეს ეს გზა, მაგრამ მიხვდა, რომ ცხოვრებაში პირველად, სწორ გზაზე იდგა და მზად იყო, რომ თუ ამ გზაზე რაიმე დაბრკოლება დახვდებოდა ყველაფრის ფასად გადაელახა, რადგან მისი სიყვარული გულში ამ დრომდე გიზგიზებდა და თავს საბოლოოდ აძლევდა უფლებას ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოეტანა და ყველასთვის ხმამაღლა ეთქვა, რომ არსებობდა კაცი, რომელიც უყვარდა.


დასასრული.

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს, ეს წელი ყველაფერი კარგის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის. ისტორიის თავებად დადება შევწყვიტე, რათა არც თქვენთვის გამეცრუებინა იმედები და არც ჩემი თავი შემეზღუდა. ასე დასრულდა კესანეს და ალექსანდრეს ამბავი, მადლიერი ვარ მათი და თქვენიც, რომ კითხულობდით. ველოდები თქვენს აზრებს და კომენატრებს, თქვენ კი საოცარ სიახლეებს დაელოდეთ ჩემგან.
პატივისცემით, ბანუ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent