შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (15 თავი)


გუშინ, 00:17
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 371

- ცოტა ხანში მგონია რომ სიმშვდისგან შეიშლები - უთხრა კალანდაძემ და სამზარეულოდან მისაღებში გაჰყვა. ხმა არ გაუცია, დივანზე ჩამოჯდა და საზურგზე გადადო, ღრმად ამოისუნთქა და თვალი ჭერს გაუშტერა. - რას აპირებ? - გვერდით ეჯდა კალა და თვალებით ბურღავდა.

შიო ხმას არ იღებდა, ან რა უნდა ეპასუხა, როცა ჯერ კიდევ არ იცოდა რას გააკეთებდა, როგორ მოიქცეოდა, ეცდებოდა მეორე შანსის მიღებას თუ უკან დაიხევდა, ჯერ არაფერი ჰქონდა გადაწყვეტილი და აბა რა ეთქვა.

- არ ვიცი - იყო პასუხი რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ და თვალები დახუჭა.

- არ ცდი? ხომ იცი დრო რომ გავა მაგრად ინანებ - ყველაზე მეტად ვერ იტანდა როცა ასე ელაპარაკებოდა ნიკოლოზი. ისე იცნობდა კალანდაძე წინასწარ იცოდა ხოლმე როდის რას გააკეთებდა, რას იტყოდა, მაგრამ ახლა არ იცოდა, ვარაუდიც კი არ ჰქონდა რა შეიძლება გაეკეთებინა დადეშქელიანს. ერთი რაშიც იყო დარწმუნებული ის არის რაც უკვე უთხრა, თუ არ ცდი ინანებო.

განა შიომ არ იცოდა, თუ ისევ გაუშვებდა შანსს ხელიდან მერე სამუდამოდ განწირული იყო მარტოობისთვის, მაგრამ ევა სხვა ქალებს არ ჰგავდა, არც ემოციებზე დაყრდნობით იღებდა გადაწყვეტილებას, ვიდრე ბოლომდე არ დარწმუნდებოდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში მანამდე არაფერს არც იტყოდა და არც გააკეთებდა, განა იმიტომ ძალიან ბრძენი იყო, იმდენად ეშინოდა არასწორი ნაბიჯების ცხოვრებაში, ვეღარავის მისცემდა უფლებას თავისივე ნებით ცხოვრება აეფორიაქებინა, იმედი აღარ უნდოდა გაცრუებოდა. ეს იყო მიზეზი, შიში გულის ტკენის.

- ნიკოლოზ ხომ იცი რას ვერ ვიტან ყველაზე მეტად?! - გახედა წარბაწეულმა

- როცა ასე გელაპარაკები, მაგრამ თუ ასე არ გელაპარაკე შენ არაფრის გაკეთებას აპირებ ასე მგონია. - უთხრა წარბშეკრულმა და ტელევიზორს გახედა. დადეშქელიანმა რამდენიმე წამი უყურა და მერე ისევ ჭერს გაუსწორა თვალი და დადუმდა.

- რატომ გაჩუმდი? რა მოიფიქრე დადეშქელიანი? - ცალყბა ღიმილით შეხედა კალამ და მიხვდა უკვე გეგმას აწყობდა შიო. - როგორც ჩანს გადაწყვიტე მისი გული კიდევ ერთხელ მოიგო.

- წასვლის დროა, საქმეები მაქვს - გააგდო მეგობარი გარეთ და სახლში შებრუნებულმა იმაზე დაიწყო ფიქრი როგორ განეხორციელებინა თავისი გეგმა.



***

- ვეღარ გცნობ ევ - სევდიანად გაუღიმა თათამ და თავი გვერდზე გადახარა. ბერიძეს არაფერი უთქვამს, მაგრამ თათა მიხვდა, იგრძნო როგორ დაიძაბა ქალი, შეამჩნია როგორ აემღვრა თვალები და ცას შეხედა ცრემლების დასამალად.

ბოლო დროს წითელ ღვინოს და ცრემლებს შეეჩვია და ახლაც ხელში ეჭირა, წითელი სითხით ნახევრად სავსე ჭიჭა.

- რა გჭირს ჩემო სიყვარულო? არ მომწონს ასე რომ ზიხარ და სახეს მარიდებ - თავისი ჭიქა გადადო და მოსასმენად მოემზადა. ევამ ჭიქის ზედაპირს გადაუსვა ცერა თითი და ცრემლებმაც იწყეს დენა.

ღრმად ამოიხრა.

არ იცოდა საედან დაეწყო მოყოლა, არადა უთქმეობაც აღარ შეეძლო, გული ვეღარ იტევდა და იგრძნო თათასთან საუბარი ლოცვასავით სჭირდებოდა.

- არ ვიცი თათუ, ვერც ვფიქრობ რა უნდა გითხრა, მაგრამ ვიცი ახლა თუ არ ვიაპარაკებ შეიძლება ჭკუიდან გადავიდე. - კარგა ხანს ისაუბრა, მოუყვა ყველაფერი, როგორ დაშორდნენ, მერე დეპრესია რომ დაეწყო და რა ცუდად იყო, ეს კიდევ მსუბუქად ნათქვამი გაგიჟებას ცოტაღა აკლდა, ნაღალატევის სტატუსის ატანა საშინელება ყოფილაო ამბობდა. როგორ გახდა და გამოიფიტა, როგორ უჭირდა ლექციების ჩატარება და სამინისტროში სირბილი, გარეთ გასვლისას ეგონა ყველა მას უყურებდა და მასზე ლაპარაკობდა ასე ეგონა. ტირილ-ტირილით მოუყვა ყველაფერს.

- ჩემო სიცოცხლე, შენ ვერ წარმოიდგენ როგორი ძლიერი ხარ - ცრემლები შეუმშრალა.

- კაი რა თათა, რომელ სიძლიერეზე მელაპარაკები - ამოისლუკუნა - მე რომ ძლიერი ვყოფილიყავი, მე რომ გონიერი ვყოფიიყავი არც დავიწყებდი მასთან ურთერთობას, ხომ ვიცოდი სიყვარული ტკივილის მეტს არაფერს რომ არ მომიტანდა?! შენც ხომ იცი ამ მხრივ გამოცდილება თითქმის არ მაქვს, მაგრამ მაინც უნდა მცოდნოდა რომ შიოს შეყვარებულობა მარტივი არ იქნებოდა და ტკივილისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი. - ცრემლები შეიმშრალა და თავისი სევდიანი თვალები მიანათა.

- შენ არაფერი დაგიშავებია, სიყვარული დანაშაული არ არის ევა, თუ ვინმემ დააშავა ეს თავად შიო დადეშქელიანია, რომელიც ახლა თუ სინდისი აქვს აქ უნდა იყოს და ბოდიშს მაინც იხდიდეს იმის გამო რის გადატანაც მოგიწია მის გამო...

- შვილი ჰყავს და ცოლი. ჩემთან რატომ უნდა მოვიდეს და რომც მოვიდეს მისი მოსმენის სურვილიც არ მაქვს... ალბათ ვეღარასდროს დავიჯერებ ნამდვილი სიყვარულის არსებობას და მის სილამაზეს... - დანანებით ჩაილაპარაკა და ღვინის ბოლო ყლუპი გადაუშვა ყელში.

- არა ევ, სინამდვილეში სიყვარული ძალიან ლამაზი გრძნობაა, სასიამოვნოა მისი განცდა, მაგრამ ამისთვის სწორი ადამიანი უნდა გყავდეს გვერდით. - მხარზე ჩამოუსვა ხელი და თბილად შეხედა - მოვა დრო, შენს ცხოვრებაში სწორი ადამიანი შემოვა და მიხვდები რომ მართალი ვარ, მაშინ ნამდვიად ირწმუნებ სიყვარულის სილამაზეს.

- სწორი ადამიანი რომც მოვიდეს, აღარ მაქვს ვინმესთან ურთერთობის სურვილი. - ჩაილაპარაკა ჩუმად და ოდნავ გაუღიმა თათას. - მეძინება. - თავი სკამის საზურგეზე გადადო.

- შიო დადეშქელიანო რა დღეში ჩამიგდე გოგო... - ბუნდოვნად ჩაესმა ბერიძეს თათას ხმა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა, სადაც შიო განუყრელად მის გვერდით იყო.


***

- დადეშქელიანო რა ჩაიფიქრე?! - მობეზრებული ელაპარაკებოდა გაბრიელი. - მე ვერ კი არა არ დაგეხმარები - წარბები შეკრა და შიოს არასასიამოვნო მზერას რომ წააწყდა დაამატა - იცი რატომაც. მე ნუღარ შემაწუხებ ევას გულისთვის...

- ხომ გინდა რომ ბედნიერი იყოს? - ისე ჰკითხა თითქოს ბედნიერების ყველანაირი მიზეზი თავადვე არ წაართვა.

- და გგონია შენ გააბედნიერებ? - გაბრაზდა - აღარ გააგრძელო და აღარც მის სიახლოვეს გამოჩნდე თუ გინდა რომ მართლა ბედნიერი იყოს.

- და რომ არ მოგისმინო რას გააკეთებ? - ცალყბად ჩაიცინა და თვალი თვალში გაუყარა.

- შენ არ გინახავს თვეების მანძილზე როგორ იყო, არაფერი იცი, არ გინახავს ის როგორ მთხოვა ჩემი სიხარულის მიზეზი შენ მაინც იყავიო. მის თავს ვფიცავარ, ერთხელ თუ კიდევ მიუახლოვდები ყველაფერზე ვარ წამსვლელი და ინანებ. ვეღარ დავუშვებ გულნატკენი იყოს ევა. აქ მოვრჩეთ - ფეხზე წამოდგა და სკამი ხმაურით გაახოხა უკან.

- მე არ მოვრჩენილვარ. - ძალიან მშვიდად და მტკიცედ წარმოთქვა სვანმა.

- გაბედე რამე და მერე ვნახოთ თუ არ მორჩენილხარ. - ზურგს უკან დაუძახა და წავიდა. - დაპატიჟებულ სტუმრებში არ ხარ და თავს ნუ შეიწუხებ მოსვლაზე.

- შენ მაგაზე ნუ იდარდებ. - დღევანდელი საღამო კოზირად ჰქონდა, იცოდა ევა სტუმრებს შორის იყო, ამიტომაც უთხრა არ მოხვიდეო. მაგრამ ერთხელ დაკარგულს მეორედაც ვეღარ დაკარგავდა. ბიჭმა გოგოსთვის უნდა იბრძოლოსო უთხრა ვიღაცამ და აქამდე არასოდეს ნდომებია ვინმესთვის ებრძოლა, მიასთან არც უბრძოლია და არც საქებარი სიტყვები დაუხარჯია გული რომ მოეგო, მაგრამ ევა სხვა იყო.

ეს ქალი იმდენად ძლიერი ეჩვენებოდა, იმდენად შემდგარი და საკუთარ თავში დარწმუნებული, მის გარდა არავინს სჭირდებოდა, ამ ერთადერთისთვის ბოლომდე უნდა ებრძოლა. საკუთარ თავს უთხრა ან ევა იქნება შენს გვერდით ან არავინო.

თუ ის არ იქნებოდა სამუდამოდ მარტოობისთვის იყო განწირული.

საღამო ხანს სახლი ერთადერთი ფიქრით დატოვა ან ევა ან არავინ.

ერთ-ერთ რესტორანში, სხვეზე გვიან მივიდა და შეუმჩნევლად შეერია ხალხს, რომლებიც კარგად შეზარხოშებულიყვნენ და ცეკვის ხასიათზე მოსულიყვნენ.

ხალხს დააკვირდა, ევას ეძებდა და თვალი მოკრა წითელი ღვინით აევსო ჭიქა და თავისთვის იჯდა მარტო, უყურებდა ბედნიერ მეგობრებს და სახეზე ოდნავ გადაუარა ღიმილმა და თავი დახარა.

- დადეშქელიანი? - მოესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა - აქ არ გელოდი.

- დიმა? - არც მე მეგონა აქ თუ შევხვდებოდით. - გადაეხვია თავისზე უფროს შავგვრემან კაცს და მოიკითხა.

- გაბრიელმა არ მოვაო, სიურპრიზი მოგვიწყვე არა... - მხარზე დაკრა მეგობრულად ხელი, უკვე დიმაც კარგად შემთვრალი იყო - წამო მოვძებნო გაბრიელი, როგორ გაეხარდება ხო წარმოგიდგენია...

- ერთი ნაცნობი უნდა ვნახო და მერე იყოს... - ხელი გააშვებინა და აივანზე გასულ ქალს გაჰყვა.



***

აივანზე დგას, ხელში ჭიქა უჭირავს ყავა დაისხა, სციოდა მაგრამ ისე აშკარად იგრძნო ჰაერის უკმარისობა, ტანში დაუარა და ააკანკალა გრძნობამ რომ თუ მალე გარეთ არ გავიდოდა გონებას დაკარგავდა. თავის გრძელ თითებში ჰქონდა მოქცეული ღვინის ჭიქა და ღრმად ისუნთქვადა თბილისის ჰაერს, ასე რომ უყვარდა. თავი ჩახარა, ტირილი უნდოდა მაგრამ აქ არა, აქ ვერ იტირებდა, არ შეიძლებოდა, სუსტი იყო, ჯერ კიდევ ცუდად იყო, მაგრამ მეგობრებს თავისი ცრემლებით ვერ დაამძიმებდა, თუ იტირებდა გამოსწორდებოდა რამე? უკან ვეღარაფერს დააბრუნებდა.

კარის ხმა იყო, ჩაცინების და სხეული რომ აეწვა მაშინ მიხვდა გვერდით რომ ამოუდგა ვიღაც, არც გაუხედია თითქოს იგრძნო და იცოდა ვინც იქნებოდა. აივანს დაეყრდნო და თითები მაგრად შემოაჭდო, სივრცეს გახედა და მერე ჭიქა შეარხია.

აივანს ზურგით მიეყრდნო, წამით შეავლო თვალი ქალს და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თავი დახარა, საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა.

- ახლა ასე უნდა ვიყოთ? - თვალი ევას სახეს გაუშტერა, რა ლამაზია, ნეტავ ერთხელ შემახებინა ხელი მის კულულებზე - მომენატრე - ევას ხმა არ ამოუღია, უბრალოდ უკან შებრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ მაჯაზე შემოჭდობილმა ძლიერმა თითებმა ადგილიდან განძრევის უფლება აღარ მისცა. - არ გაიქცე, მხოლოდ ორი წუთი მომეცი და წავალ. - იგრძნო როგორ აუჩქარდა გული, სუნთქვაც დაუმძიმდა და სიმშვიდისფერ თვალებში ასე რომ უყვარდა შიოს, კაცმა ფორიაქი შენიშნა, თავი ძლივს შეიკავა ეს გამხდარი სხეული გულში რომ არ ჩაეკრა.

- არ შემიძლია. - ეცადა მისი ხელი მოეშორებინა, მაგრამ ამაოდ.

- არ შეგიძლია თუ არ გინდა ევ?

- ეგ შენი საქმე არაა... უნდა წავიდე. - მკაცრად უთხრა რაც შეეძლო და ხელი გააშვებინა. მისაღებში შევიდა, სულ კანკალებდა, ძლივს აიღო თავისი ნივთები ხელში და მალევე დატოვა რესტორანი.

არავის დამშვიდობებია, თათაც კი არ მოუძებნია, არადა ერთად უნდა წასულიყვნენ.

მალევე თათას ზარი შემოვიდა

- სად წახვედი? ისე გარბოდი ვერ დაგეწიე

- ბოდიში სასწრაფო საქმე გამომიჩნდა - იცრუა და აკანკალებული ხმის დამშვიდება სცადა.

- ვიცი, დაგინახეთ - მიახვედრა ტყუილი არ გამოგივიდაო. – დაისვენე.

სახლში სანამ ავიდოდა, კორუსის წინ დიდ ხანს იჯდა მანქანაში, თავი საჭეზე ჰქონდა ჩამოდებული და თვალდახუჭულს მისი სახე ახსოვდა მხოლოდ, მისი თვალები, შეკრული წარბები და დაბალზე შეკრეჭილი წვერი.

- როდის უნდა დამავიწყდე შიო... - ამოილაპარაკა თავისთვის და ცრემლები ჩამოუგორდა. ღრმად ამოიოხრა და ტელეფონს დახედა.

„თურმე შიოსგან არ ყოფილა ორსულად ის ქალბატონი, დამიჯერე შენთვის იბრძოლებს“

ვინ იცის რამდენჯერ წაიკითხა თათას მონაწერი, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა... რადგან შიოს ეჭვი არ შეპარვია რომ მისი შვილი იქნებოდა გამოდის ღალატი მართლა იყო. კითხულობდა თათას მონაწერს და ისე ტიროდა გულს იგდებდა საგულედან, მაგრამ ვერ იაზრებდა რატომ ტიროდა, ახლა რაღას გლოვობდა ასე მწარედ?! ეწყინა თუ გაეხარდა? ან იქნებ უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

ისე დაისია თვალები ძლივსღა ახელდა. სახლში როგორც კი შევიდა სააბაზანოს მიაშურა მერე კი თავისი ჩანაწერების დღიური გადმოიღო.

„ დრო ისევ გაჩერდა, როცა შენი შეხება ვიგრძენი,

შეგრძნების დონეზე თურმე, როგორ მომნატრებიხარ...

ზოგჯერ ისე მინდა სიზმარი იყოს ეს ყველაფერი,

საკუთარი თავი მეცოდება უკვე, სარკეში რომ ვიყურები ის გოგო აღარ მეცნობა ვინც იქედან მიყურებს,

მისი თვალები უცხოა ჩემთვის, თითქოს სულ ვიღაცის მოლოდინშია და ისე იტანჯება, მებრალება და ტირილი მინდება...

ყველა ტკივილის ერთიანად გამოტირება, ჩემიც და მისიც...

ნეტავ სიზმარი იყო შიო დადეშქელიანო და ამ კოშმარიდან გამომაფხიზლა...

მაგრამ შენ ყველაზე რეალური სიზმარი ხარ, რომელიც არასოდეს დამთავრდება“.

კიდევ ჩამოუგორდა ცრემლი მაგრამ იმავე წამს შეიმშრალა და ბლოკნოტი გადადო, ძილის დროაო საკუთარ თავს უთხრა და საწოლში შეწვა.


***

ასე როგორ გააგიჟა ამ ქალმა, მის აჩრდილად იქცა და ალბათ ვეღარასდროს დაიძინებს ისე თუ არ ეცოდინება რომ კარგად არის. რესტორნიდან გასულს უნდოდა უკან გაჰყოლოდა, მაგრამ წინ ისევ დიმა გადაეღობა რამდენი ხანია არ მინახავხარ, გავიგე დაქორწინდი და შვილიც გყავსო.

- ტყუილია დიმა, ჩემი შვილი არ არის. ტყუილი იყო ყველაფერი. - სანამ დიმამ გაიაზრა რა უთხრა დადეშქელიანმა, შიო უკვე კარიდან გადიოდა.

მანქანით გაჰყვა და მერე კარგა ხანს ახსოვდა როგორ მოთქმით ტიროდა ქალი, ისიც დიდ ხანს არ დავიწყდებია თვითონ როგორ მოუკვდა გული ამ ტირილის გაგონებისას, კარგად იცოდა მის გამო რომ ტიროდა, თავად იყო მისი ცრემლების მიზეზი და ბოლომდე დარწმუნდა საკუთარ არაკაცობაში. დარწმუნდა იმაში რაც გაბრიელმა უთხრა, რომ ევას ცუდად ყოფნას აღარ აიტანდა, ძალა წაერთვა ქალის ტირილის გაგებისას, გაბრიელი მართალი იყო, თავადაც ვერ აიტანდა მის ადგილას რომ ყოფილიყო ვიღაცას ასე აეტირებინა მისთვის ძვირფასი ქალი. ალბათ მაჭარაშვილის ადგილზე რომ ყოფილიყო მაგრად დალეწავდა, ბეისბოლის ბიტათი სცემდა...

მაგრამ ფაქტი ერთი იყო არ შეწყვეტდა მისთვის ბრძოლას და როგორც წაართვა ისე დაუბრუნებდა სიმშვიდეს, ისეევ გააბედნიერებდა და მთელ სიცოცხლეს მისი კარგი ხასიათისთვის, მისი სიმშვიდისთვის და ბედნიერებისთვის გაიღებდა. მთელ დარჩენილ ცხოვრებას მის გაბედნიერებაში გალევდა.

მანქნის ჩაკეტვის ხმამ და სინათლემ გამოაფხიზლა, ევა სახლში მიდიოდა.

მანქანიდან გადმოვიდა და დაელოდა, როდის აივლიდა კიბეს, მერე როგორ აანთებდა სინათლეს და სანამ ეს სინათლე იქნებოდა სახლში მანამ არ წავიდოდა სვანი, უნდა დარწმუნებულიყო, რომ მშვიდად არის სახლში და დაიძინა.

მეორე დილით კალანდაძე დაადგა თავზე მომიყევი გუშინ რა მოხდაო.

- არაფერი მომხდარა კალა - თვალები გადაატრიალა და კიბეზე ჩავიდა.

- როგორ თუ არაფერი - პატარა ბავშვივით აეკიდა - ვიცი რომ ნახე და ისაუბრეთ. - შიომ რომ წარბშეკრულმა გახედა დაამატა - ნინამ დაგინახათ - გაუღიმა ნიშნისმოგებით.

- ნინამ თუ დაგვინახა მე რაღას დამადექი ან ჭორიკანა დაქალივით შენი შეყვარებულისთვის გეკითხა - ჩაიღიმა ცალყბად და წყალი აავსო. მაინც ვერაფრით მოიშორა და მოკლედ მოუყვა რესტორანში მომხდარი ამბები. წაგებული დავრჩიო ჩაიღიმა.

- ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები მოედნის გარეთ თამაშდება შიო, ვიცი გაიმარჯვებ ამ მატჩში. - მხარზე მეგობრულად დაკრა ხელი და წავიდა.

ისევ ჩაეღიმა დადეშქელიანს და მალევე თავადაც დატოვა სახლი.

***

ისე იყო უკვე დაღლილი, მეოთხე ლექციას ატარებდა უკვე ძალები აღარ ჰქონდა. კიდევ კარგი ეს ბოლო იყო და მერე სახლში მიდიოდა.

- ბავშვებო დღეს ცოტა ადრე რომ დავამთავროთ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? - თხუთმეტი წუთი იყო დარჩენილი მაგრამ უკვე აღარ შეეძლო ისე ცუდად იყო, გუშინდელი ემოციები და ტირილის შედეგი დღესაც გამოჰყვა. ყველა სტუდენტი გავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ აკრიფა თავისი ნივთები და გასვლას აპირებდა ერთი სტუდენტი რომ დაინახა მაგიდაზე თავჩამოდებული, იშვიათი არ იყო ბოლო ლექციაზე ჩაძინება, მაგრამ ისე ღრმად როგორ ჩაეძინა ბავშვების გასვლაც ვერ გაიგონა, ისე ხმაურობდნენ. ფრთხილად მიუახლოვდა და გაღვიძებას ეცადა.

- დამთავრდა ლექცია, გაიღვიძე. - მისკენ დაიხარა და ოდნავ შეეხო მკლავზე. უცებ წამოდგა ფეხზე და წელზე შემოხვია ხელი, ევამ წამოიკივლია და თავის დახსნა სცადა. - რას აკეთებ?

- ნუ გეშინია, მე ვარ ევ. - გაიგონა ნაცნობი ხმა ყურთან ახლოს და ახლა უფრო გადაირია, აფართხადა და მისი მკლავებიდან თავის დაძვრენა სცადა.

- ხელი გამიშვი ახლავე - კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და გამოუვიდა კიდეც. მოშორდა თუ არა ისეთი სილა გააწნა, კარგა ხანს ეტყობოდა ხუთი თითი მარცხენა ლოყაზე. - როგორ ბედავ და ლექციაზე მეჭრები, მერე კი ასე უსინდისოდ მოდიხარ და გულში მიკრავ მეუბნები არ მეშინოდეს... სინდისი გაქვს საერთოდ?! თუ ვინმესი მართლა უნდა მეშინოდეს შენ ხარ შიო, იმაზე მეტი ტკივილი მომაყენე ვიდრე წარმომედგინა. - ცრემლები უხეშად მოიშორა - რა სულელი ვიყავი როცა დავიჯერე რომ გიყვარდი...

- შეგიძლია უსინდისო მიწოდო, გამლანძღო მაგრამ არასოდეს დაეჭვდე ჩემ სიყვარულში, სხვა ყველაფერს დავივიწყებ და გაპატიებ ამ სილასაც კი - ლოყაზე ანიშნა - მაგრამ ჩემ შენდამი სიყვარულში დაეჭვებას არასოდეს.

- შენ არ იცი რა არის სიყვარული თორემ... - აღარ გააგრძელა, არ შეეძლო, რამდენიმე წამით თვალებში უყურა და წავიდა.

დატოვა შიო აუდიტორიაში და თავად ლამის სირბილით გავიდა მანქანამდე.

- კიდევ რამდენი ტკივილი უნდა მომაყენო ნეტავ...

- არცერთი... თუ ერთ შანსს მომცემ აღარასოდეს გატკენ გულს... - გაისმა შიოს ხმა.

- მეორე შანსს დამსახურება უნდა, შენ კი ერთი პროცენტიც არ გაქვს ამ შანსის მიღების. - მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

- დავიმსახურებ მაგ შანსს აი ნახავ ბერიძის ქალო...



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ვაიი როგორ ძალიან მესიამოვნა <3

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

რა დროს შეწყდა?ველით გაგრძელებას. იმედია ძალიან არ გაჭიმავთ და კარგი დასასრული ექნება

 


№3  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ლილე
ვაიი როგორ ძალიან მესიამოვნა <3

როგორ მიხარია თქვენი კომენტარის დანახვა🥰
მადლობა რომ ჩემთან ხართ❤️

სტუმარი მარი
რა დროს შეწყდა?ველით გაგრძელებას. იმედია ძალიან არ გაჭიმავთ და კარგი დასასრული ექნება

დიდ ხანს აღარ გაიწელება… ვეცდები რაც შეიძლება მალე დავწერო🥰

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან საინტერესოა. შიო თუ დაისჯება და ადვილად არ ეპატიება ევასგან მეორე შანსიც თუ იოლად არ მიუვა კარგი იქნება. გთხოვთ არ გააბანალუროთ ისტორია. დიდხანს არ მიგვატოვებთ ასე დაქსაქსული ისტორია გვავიწყდება და მუღამს კარგავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent