მივიწყებული მოგონება
კაფეში „Aerosmith“-ის "Dream On" ისმოდა, რომელიც ჰაერში გაფანტულ ყავის ორთქლსა და ხალხის საუბარს ერწყმოდა. ლილე დახლს მიღმა ტრიალებდა, მისი სწორი, მხრებამდე დაშვებული თმა ყოველ მკვეთრ მოძრაობაზე მხიარულად დახტუნავდა. იგი იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთა ღიმილიც გადამდებია, თუმცა ამ წამს მხოლოდ შეკვეთებზე იყო კონცენტრირებული. — ლილე, მეშვიდე მაგიდისთვის ორი წვენი და კრუასანი მზადაა! — დაუძახეს სამზარეულოდან. ლილემ ლანგარი ოსტატურად აიტაცა და დარბაზში გავარდა. ისე მიაბიჯებდა, თითქოს მუსიკის რიტმს მიჰყვებოდა. სწორედ ამ დროს კაფეს მძიმე კარი გაიღო. ზღურბლზე გიო გამოჩნდა — მამაკაცი, რომლის სახეზეც ღიმილი, ალბათ, გასულ საუკუნეში ნანახი ექსპონატი იყო. მას ყოველთვის ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გონებაში რთულ მათემატიკურ განტოლებას ხსნიდა. ლილე ვერ მოერიდა, შეჯახება ისეთი პირდაპირი და მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ლანგარზე მოთავსებულმა ფორთოხლის წვენმა გრავიტაციის კანონს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და პირდაპირ გიოს თეთრ პერანგზე გადაინაცვლა. — აუუ, არა! მაპატიეთ, ბოდიში — წამოიძახა ლილემ. იგი ადგილზე გაშეშდა. გიომ ნელა, თითქმის მექანიკურად დახედა სველ ლაქას, შემდეგ კი მზერა გოგონაზე გადაიტანა. ლილემ, რომელიც წამის წინ სიცოცხლეს ასხივებდა, უეცრად ქვედა ტუჩი ისე ბავშვურად და სასაცილოდ დაბრიცა სატირლად, მისი მხიარული სახე ერთ წამში სასოწარკვეთილებამ შეცვალა. — მართლა ძალიან დიდი ბოდიში! შემთხვევით მოხდა, უბრალოდ... — ლილეს ხმა აუკანკალდა და გიოს ისეთი თვალებით ახედა, თითქოს მისგან სასიკვდილო განაჩენს ელოდა. გიოს სახეზე კუნთიც არ შეტოკებულა. პერანგიდან წვენი წვეთავდა, მაგრამ მას მხოლოდ ამ გოგონას მზერა აშტერებდა. სადღაც, მეხსიერების ყველაზე ღრმა კუთხეში, რაღაცამ გაუელვა — ბუნდოვანმა, შორეულმა კადრმა, რომელიც ვერაფრით დაუკავშირა დროსა და სივრცეს. უცნაური დეჟავიუ დაეუფლა, თუმცა მისი ხმა ისევ ისეთივე ცივი და ირონიული დარჩა: — იმედი მაქვს, თქვენი მენიუ უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩემი პერანგის ახალი დიზაინი, — თქვა გიომ და ლილეს თვალებში ჩახედა. — ყველა სტუმარს ასე თუ ხვდებით, გამიკვირდება ჯერ კიდევ როგორ გაქვთ სამსახური. 18 წლის წინ სკოლის დერეფანში პირველი ზარი ახალი დარეკილი იყო. 18 წლის გიო, რომელიც თავისი ასაკისთვის ზედმეტად სერიოზულად გამოიყურებოდა, სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, როცა კუთხეში პატარა, თეთრბაფთებიან გოგონას მთელი ძალით შეეჯახ და წაიქცა. 6 წლის ლილემ ამოხედა მაღალ, უცხო ბიჭს და ზუსტად ისე, როგორც თვრამეტი წლის შემდეგ იზამდა კაფეში, ქვედა ტუჩი სატირლად დაბრიცა. მისი თვალები მაშინვე ცრემლებით აივსო ჩხუბის შიშით. — ბოდიში... — ჩაილუღლუღა ბავშვმა. გიომ გოგონას წამოდგომაში მიეხმარა, თავზე ხელი გადაუსვა და გზა გააგრძელა. აწმყო გიომ თვალი მოაცილა ლილეს - არ აპირებთ, რომ მოშტერება დაასრულოთ და გამატაროთ ეს რომ გავიმშრალო? ლილე დაიბნა. ბავშვური შიში წამში გაქრა და მის თვალებში ისევ ის ცოცხალი ნაპერწკალი გაჩნდა, რომელიც ამ კაფეს სულს აძლევდა. — არა, უბრალოდ ვფიქრობდი, ნარინჯისფერი უფრო გიხდებათ, ვიდრე ეს მკაცრი თეთრი, — მიუგო ლილემ და მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იყო, ტუჩის კუთხეში მაინც გაეპარა ღიმილი. ლილემ სწრაფად მიმოიხედა, თითქოს გამოსავალს ჰაერში ეძებდა, შემდეგ კი გიოს მკლავში ხელი ჩაჰკიდა და გვერდითა ოთახისკენ გაქაჩა. გიო ამ მოულოდნელობისგან დაიბნა — არ იყო ჩვეული, რომ ვინმე ასე თამამად შეხებოდა, მით უმეტეს, უცნობი გოგო, რომელმაც ახლახან მისი საუკეთესო პერანგი გაანადგურა. — აქეთ მობრძანდით, სანამ მთელი კაფე თქვენს პერანგს ათვალიერებს, — ჩაიჩურჩულა ლილემ და პატარა, მყუდრო სათავსოში შეიყვანა, სადაც ყავის მარცვლებით სავსე ტომრები, პროდუქტები და სათადარიგო წინსაფრები ეწყო. გიო ზურგით კედელს მიეყრდნო და ხელები გადაიჯვარედინა. ოთახში სიმღერის დაბალი ჰანგები აღწევდა. — ეს რა არის, გატაცება თუ დანაშაულის კვალის დაფარვის მცდელობა? — იკითხა მან და ცალი წარბი აზიდა. მისი ხმა ისევ ისეთივე მშრალი იყო, თუმცა თვალებში უცნაური ინტერესი გაუკრთა. — ეს შენი გადარჩენის ოპერაციაა, — მიუგო ლილემ, ზურგი შეაქცია და კარადაში ქექვა დაიწყო. — მე ლილე ვარ და რადგან ჩემმა წვენმა გადაწყვიტა თქვენთან დაახლოება, თავს ვალდებულად ვთვლი, სიტუაცია გამოვასწორო. მან კარადადან შავი, სუფთა ჰუდი გამოიღო. — აი, ეს ჩაიცვით. თქვენს პერანგს კი ქიმწმენდაში გავატან კურიერს და საღამოსთვის ახალივით იქნება. ოღონდ, გაფრთხილებთ, ეს ჰუდი ზედმეტად კომფორტულია და საჩუქებლად არ მემეტება. შგიძლიათ გაიღიმოთ და მადლობა გადამიხადოთ. გიომ ჰუდის დახედა, შემდეგ ლილეს. — მე არ ვიღიმი, ლილე. ეს ენერგიის არამიზნობრივი ხარჯვაა, — თქვა მან, თუმცა პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო. — და კიდევ, მე გიო მქვია. თუმცა შეგიძლიათ „ფორთოხლისფერი მსხვერპლი“ დამიძახოთ. ლილემ ჩაიკისკისა. ამ ხმამ გიოს ისევ ის უცნაური გრძნობა გაუღვიძა — თითქოს ეს სიცილი ადრეც სმენოდა, ოღონდ ბევრად უფრო წვრილი და ბავშვური. — სასიამოვნოა, გიო. და დატოვა პატარა ოთახი. მან ჰუდი გადაიცვა. შავი ფერი მის მკაცრ ნაკვთებს უხდებოდა, თუმცა კაფის ლოგო მის იერს აშკარად არბილებდა. — პერანგს როდის დამიბრუნებთ? — იკითხა მან, როცა ოთახიდან გამოვიდა. — საღამოს, შვიდზე, კაფეს ვკეტავ. მოდით და ყავა ან წვენი ჩემზეა... ოღონდ ამჯერად ჭიქით მოგართმევთ და არა პირდაპირ ტანზე, — გაუღიმა ლილემ. გიო კაფედან ისე გავიდა, რომ უკან არ მოუხედავს, მაგრამ გზაში, მანქანის სარკეში საკუთარი თავი რომ დაინახა სხვისი ჰუდით, ტუჩის კუთხე უნებურად ოდნავ აეწია. ეს არ იყო ღიმილი, მაგრამ იმ „არამიზნობრივ ხარჯვას“ ძალიან ჰგავდა. ფლეშბექი: 17წლის წინ — ბანკეტი მზე აჭერდა. თეთრი პერანგი და შავი პიკაჯი გიოს სხეულზე ისე ჰქონდა მომდგარი, თითქოს მის სერიოზულობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. პატარა ლილეს კი ხელში წითელი მარკერი ისე ეჭირა, როგორც ყველაზე ძვირფასი იარაღი. — გიო, ნუ იჭმუხნები, თორემ ფოტოზე ბაბუაჩემს დაემსგავსები! — გაიცინა ენიმ და ძმას მხარზე ხელი გადახვია. სანამ გიო პასუხს მოიფიქრებდა, იგრძნო, როგორ შეეხო რაღაც ცივი მის მკერდს. დაიხედა და დაინახა პატარა ლილე, რომელიც დიდი მონდომებით ხატავდა რაღაცას მის პერანგზე. — აი, ასე! — თქვა ბავშვმა და ამაყად აჩვენა თავისი „ნამუშევარი“. გიოს თეთრ, ქათქათა პერანგზე ახლა დიდი, წითელი ასოებით ეწერა: „გილოცავ“ და გვერდით ერთი პატარა, ოდნავ დახრილი გული ეხატა. გიომ ამოიოხრა. სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, ალბათ, საშინლად გაბრაზდებოდა, მაგრამ ამ ბავშვის მზერაში — იმ დაბრიცილ ტუჩსა და მოციმციმე თვალებში — რაღაც ისეთი იყო, რამაც ათქმევინა: — ამ პერანგს ვეღარასდროს ჩავიცვამ, ხომ იცი? ლილემ თვალები დააწვრილა: — სამაგიეროდ, სულ გემახსოვრები! — მიაძახა და ენისთან ერთად ეზოს მეორე ბოლოში გაიქცა. გიოს ის მხოლოდ „ენის ის აბეზარი მეგობარი“ იყო, რომელმაც პერანგი გაუფუჭა. აწმყო — გიოს სამუშაო კაბინეტი გიო თავის ტყავის სავარძელში იჯდა, ფანჯრიდან ქალაქს გადაჰყურებდა და თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა. მის წინ იდო საქაღალდე, რომელზეც ეწერა: „პრობლემური სესხი — კაფე 'ჯაზ-როკი'“. მან თვალები დახუჭა. გონებაში ისევ ის სცენა ტრიალებდა — წითელი მარკერი, ბოლო ზარი და დღევანდელი ფორთოხლის წვენი. „არ არსებობს,“ — გაიფიქრა მან. „უბრალოდ შეუძლებელია, რომ ეს ის იყოს.“ სახელი „ლილე“ მისთვის ნაცნობად ჟღერდა, მაგრამ გიოს გონება მხოლოდ ფაქტებს ენდობოდა. მას არ ახსოვდა ენის მეგობრის სახელი. მხოლოდ ის ბუნდოვანი შეგრძნება ჰქონდა, რომ ეს გოგო — კაფეს მეპატრონე — მის ცხოვრებაში პირველად არ ჩნდებოდა. გიომ ზარს დააჭირა და ასისტენტი გამოიძახა. — ნინო, „ჯაზ-როკის“ მეპატრონესთან შეხვედრა დამინიშნე. ხვალ, დილის ათ საათზე. ოღონდ ჩემს კაბინეტში არა. იქ მივალ. — ბატონო გიო, თქვენ პირადად მიდიხართ მცირე ბიზნესის სესხის განსახილველად? — გაუკვირდა ასისტენტს. — მინდა დავრწმუნდე, რომ ამ კაფეს მომავალი ისეთივე ქაოსური არ არის, როგორც მისი... მომსახურება, — თქვა გიომ და ისევ ისეთი ცივი სახე მიიღო, როგორიც ყოველთვის ჰქონდა. მეორე დილა — კაფე ლილე ყავას ადუღებდა, როცა კაფეს კარი გაიღო. ამჯერად გიო ჰუდით კი არა, ლურჯი კოსტიუმით შემოვიდა. ის ისეთი მკაცრი და მიუწვდომელი ჩანდა, რომ კაფეში მყოფმა სტუდენტებმაც კი ხმას დაუწიეს. ლილემ დაინახა თუ არა, გაეღიმა. — ოჰ, „ფორთოხლისფერი მსხვერპლი“ დაბრუნდა! — შესძახა მან მხიარულად. — ამჯერად რა ფერის წვენით გსურთ პერანგის განახლება? გიო დახლთან მივიდა, ერთი წამით მის ღიმილს დააკვირდა და მაგიდაზე თავისი სავიზიტო ბარათი დადო. — დღეს აქ როგორც კლიენტი, ისე არ მოვსულვარ, ლილე. მე თქვენი ბანკის წარმომადგენელი ვარ. და როგორც ჩანს, თქვენს კაფეს იმაზე მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე მხოლოდ ჩემი დასვრილი პერანგია. ლილეს ღიმილი სახეზე შეეყინა. მან ბარათს დახედა: „გიორგი...“. — თქვენ... თქვენ ის ხართ, რომელიც ჩემს სესხზეა პასუხისმგებელი? — ჰკითხა ლილემ და უცებ ისევ ისე დაბრიცა ტუჩი, როგორც მაშინ, 12 წლის წინ, როცა ეგონა, რომ გიო პერანგის გაფუჭების გამო ეჩხუბებოდა. გიომ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული, მაგრამ სახეზე კუნთიც არ შეტოკებულა. — სწორედ ის ვარ. მოდით, დავსხდეთ და ციფრებზე ვილაპარაკოთ. იმედია, ციფრებთან უფრო მეგობრობთ, ვიდრე ლანგრებთან. გიომ მიუთითა კუთხის მაგიდაზე, რომელიც ყველაზე შორს იყო დინამიკებიდან, საიდანაც ახლა „Deep Purple“-ის სიმღერა ისმოდა. ლილემ წინსაფარი ნერვიულად შეისწორა, ყავა და ჩაი მოამზადა და აკანკალებული ხელებით მიიტანა მაგიდასთან. გიომ საქაღალდე გადაშალა. მისი თითოეული მოძრაობა გათვლილი და ზუსტი იყო. — მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, — დაიწყო მან და თვალიც არ აუწევია ფურცლებიდან. — თქვენი ბიზნესგეგმა უფრო მეტად ჰგავს ოპტიმისტურ ლექსს, ვიდრე ფინანსურ დოკუმენტს. ბოლო სამი თვის ბრუნვა კლებადია. ლილე სკამზე გასწორდა. ბავშვური დაბნეულობა ნელ-ნელა ბრძოლისუნარიანობამ შეცვალა. — ბრუნვა იმიტომ იკლებს, რომ ზამთარია და ხალხი ნაკლებად გამოდის გარეთ. მაგრამ ნახეთ, რამდენი ერთგული კლიენტი გვყავს! აქაურობას სული აქვს, ბანკში კი ალბათ სულს კრედიტებში არ ცვლიან, არა? გიომ როგორც იქნა ამოხედა. მისი მზერა ცივი იყო, როგორც იანვრის დილა. — სულით კომუნალურ გადასახადებს და სესხს ვერ გადაიხდით, ლილე. ბანკს აინტერესებს სტაბილურობა და არა თქვენი ფლეილისტი. სიმართლე გითხრათ, მიკვირს, საერთოდ როგორ მოგცეს ეს სესხი. ალბათ მაშინაც ასე დაბრიცეთ ტუჩები და კრედიტ ოფიცერს გული აუჩუყდა. ლილეს ლოყები აეწვა. ეს უკვე ზედმეტი იყო. — თქვენი აზრით, მხოლოდ იმიტომ მაქვს ეს კაფე, რომ ვინმეს ეცოდება ჩემი დაბრიცილი ტუჩები და სახე? მე აქ დღე და ღამე ვმუშაობ! — მუშაობა და მართვა სხვადასხვა რამეა, — ჩაჭრა გიომ. — თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წვენს სხვებს აქცევს, როგორ უნდა ვენდო ადამიანს, რომელსაც საკუთარი ლანგრის კონტროლიც კი უჭირს, რომ ის ასობით ათას ლარს სწორად განკარგავს? ლილემ ღრმად ჩაისუნთქა. მას უნდოდა რამე ეყვირა, მაგრამ ნაცვლად ამისა, ირონიულად ჩაეღიმა. — იცით, რა არის თქვენი პრობლემა, ბატონო ბანკირო? თქვენ ისე ხართ მიჩვეული ციფრებს, რომ ცოცხალ ადამიანებს საერთოდ ვეღარ ხედავთ. ალბათ ბავშვობაშიც სათამაშოების ნაცვლად კალკულატორით ერთობოდით. გიოს წამით გაეღიმა — ეს იყო გაელვება, რომელიც მხოლოდ ტუჩის კუთხეში აისახა. — ბავშვობაში ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები მქონდა, ვიდრე თქვენი სარკაზმია. მაგალითად, პატარა გოგოები, რომლებიც პერანგებს მიჯღაბნიდნენ და ეგონათ, რომ სამყარო მხოლოდ იმიტომ დატრიალდებოდა მათ ირგვლივ, რომ საყვარლად გამოიყურებოდნენ. ლილე გაოგნებული გაჩუმდა. ეს ნათქვამი ზედმეტად კონკრეტული იყო უბრალო მეტაფორისთვის. — რა თქვით? — ჰკითხა ჩურჩულით. გიომ მაშინვე დაიბრუნა თავისი „ქვის სახე“. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. — ვთქვი, რომ ეგეთი მიდგომა ბიზნესში არ ჭრის-მეთქი. მან საქაღალდე დახურა და ფეხზე წამოდგა. — ერთ კვირას გაძლევთ. მომიტანეთ ხარჯების ოპტიმიზაციის რეალური გეგმა. თუ არა და, ბანკი იძულებული იქნება კაფეს რეალიზაციის საკითხი დააყენოს. გიო კაფედან გავიდა. ლილე კი იდგა და უყურებდა მის ზურგს. გულში უცნაური ბრაზი და სევდა ერთდროულად აწვებოდა. „რა საშინელი ადამიანია,“ — გაიფიქრა მან. „და რატომ მგონია, რომ ეს საშინელი ადამიანი სადღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, ვნახე?“ იმავე საღამოს გიო თავის ბინაში იჯდა. მის წინ მაგიდაზე ის შავი ჰუდი იდო. მან ხელი გადაუსვა ნაჭერს. „რატომ ვერ ვიხსენებ იმ ბავშვის სახელს?“ — ბრაზობდა საკუთარ თავზე. ის დარწმუნებული იყო, რომ ლილე სწორედ ის გოგო იყო, მაგრამ მისი პროფესიონალიზმი და სიამაყე უფლებას არ აძლევდა, ეს პირდაპირ ეთქვა. მას უნდოდა, ლილეს თვითონ ეცნო იგი. უეცრად ტელეფონმა დარეკა. ენი იყო. — გიო, რაღაც უნდა გითხრა! დღეს ლილეს ველაპარაკე და მითხრა, რომ ვიღაც „საშინელ ბანკირს“ შეხვდა. ხომ არ იცი, ვინ შეიძლება იყოს? — ენის ხმაში აშკარა ეშმაკობა იგრძნობოდა. გიომ ტელეფონი სპიკერზე ჩართო, ფანჯრის მიღმა განათებულ ქალაქს გახედა. გიოს მისთვის სიმართლის თქმა ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა. — ენი, თბილისში ასობით ბანკია და ათასობით ბანკირი, — თქვა მან მშვიდი, თითქმის რობოტული ხმით. — რატომ გგონია, რომ ყველა „საშინელი ბანკირი“ მე ვარ? — იმიტომ, რომ ლილემ თქვა: „ისეთი სახე აქვს, თითქოს მის წინაშე ყველა დამნაშავეაო“. ეს შენი საფირმო დახასიათებაა, გიო! — გადაიკისკისა დამ. — მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, — მოჭრა გიომ. — ახლა კი უნდა დაგემშვიდობო, მეორე ხაზზე მირეკავენ. მან ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადებულ შავ ჰუდის დახედა. „საშინელი ბანკირი,“ — გაიმეორა გონებაში და ტუჩის კუთხე უნებურად აეწია. ერთი საათის შემდეგ — კაფე „ჯაზ-როკი“ კაფე უკვე იკეტებოდა. ლილე მარტო იყო, სკამებს მაგიდებზე აწყობდა და თან გონებაში გიოსთან მომავალ დიალოგებს ამუშავებდა. „თქვენი ციფრები შეგიძლიათ ჩაიში ჩაალბო და მიაყოლო!“ — ჩაილაპარაკა თავისთვის და ერთი სკამი ბრაზით დადგა მაგიდაზე. სწორედ ამ დროს კარის ხმა გაისმა. ლილე შეტრიალდა და ზღურბლზე გიო დაინახა. მას ხელში პატარა პაკეტი ეჭირა. პიჯაკი აღარ ეცვა, პერანგის სახელოები კი ოდნავ აეკეცა, რაც მას ნაკლებად ფორმალურს ხდიდა, თუმცა მზერა ისევ ისეთივე „საშინელი“ ჰქონდა. — ჩვენ უკვე დავიკეტეთ, ბატონო ბანკირო, — თქვა ლილემ და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. — ვიცი. მე მხოლოდ დანაპირების შესასრულებლად მოვედი, — გიო დახლთან მივიდა და პაკეტი დადო. — აი, თქვენი ჰუდი. იმედია ყველას არ გადაავლებთ წვენს და უფრო პასუხისმგებლიანი იქნებით მომხმარებლებთან, სესხთან და კაფის მართვასთან დაკავშირებით. ლილემ პაკეტს დახედა, მერე გიოს. — თქვენ მართლა ასეთი ხართ, თუ სპეციალურად ვარჯიშობთ, რომ ადამიანებს გული ატკინოთ? — ჰკითხა მან დაბალი ხმით. გიო წამით გაჩუმდა. ლილეს თვალებში ახლა ისეთივე სევდა დაინახა, როგორიც იმ 6 წლის გოგონას ჰქონდა. გულში რაღაც შეეკუმშა, მაგრამ ჩვეულ სტილს არ უღალატა. — მე რეალისტი ვარ, ლილე. თქვენს კაფეს კი ფერია არ სჭირდება, მას ფინანსური მენეჯერი სჭირდება. — და ვინ გითხრათ, რომ ფერია ვარ? — ლილე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. — მე მხოლოდ ის ვარ, ვინც ცდილობს ეს ქალაქი ცოტა უფრო მუსიკალური და თბილი გახადოს. მაგრამ თქვენ ალბათ თბილი მხოლოდ ყავა გიყვართ, ისიც — უშაქრო. გიომ ჩაიცინა. ეს იყო მოკლე, მშრალი ხმა, მაგრამ ლილესთვის ეს პირველი ნამდვილი ემოცია იყო ამ კაცისგან. ლილემ მთელი ღამე კომპიუტერთან გაათენა. კაფეში ისეთი სიჩუმე იდგა, რომ მხოლოდ კლავიატურის კაკუნი და შორიდან მომავალი წვიმის ხმა ისმოდა. ის აანალიზებდა ციფრებს, რომლებსაც მანამდე გაურბოდა: ქირა, პროცენტები, მომწოდებლების დავალიანება. გიოს სიტყვებმა „ინფანტილურ მიდგომაზე“ მასში რაღაც შეცვალა — მას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მხოლოდ „ფერია“ არ იყო. დილის ათს ხუთი წუთი აკლდა, როცა ლილე ბანკის უზარმაზარ, შუშის შენობას მიადგა. აქ ყველაფერი გიოს ჰგავდა: ცივი, მოწესრიგებული და ზედმეტად სერიოზული. — ბატონ გიორგისთან ვარ, მიღებაზე, — თქვა მან მისაღებში. ნინომ, ასისტენტმა, ლილეს ათვალიერებდა. გოგონას ეტყობოდა უძილობა, მაგრამ თვალებში ისეთი სიმტკიცე ედგა, როგორიც აქ იშვიათად უნახავთ. — მობრძანდით, გელოდებათ, — ნინომ მძიმე, ხის კარი გააღო. გიოს კაბინეტი ბოლო სართულზე იყო. მზე პირდაპირ უზარმაზარი ფანჯრებიდან იჭრებოდა. გიო თავის სავარძელში იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა. მან მხოლოდ მზერით მიანიშნა ლილეს, რომ დამჯდარიყო. — გავიგე. პროცენტი არ შეიცვლება. დაემშვიდობეთ, — მოკლედ თქვა გიომ და ტელეფონი დადო. მან ლილეს შეხედა. — ზუსტად ათი საათია. როგორც ჩანს, პუნქტუალურობა თქვენი თვისებაა. ლილემ სიტყვის თქმის გარეშე მაგიდაზე საქაღალდე დადო. — აქ ყველაფერია. ოპტიმიზაცია, ახალი მენიუ დაბალი თვითღირებულებით და მარკეტინგული გეგმა. და კიდევ... — ლილემ ოდნავ წინ გადაიხარა. — ჩემი კაფეს გაყიდვაზე ფიქრიც კი დაივიწყეთ. გიომ ნელა გადაშალა საქაღალდე. წუთები საუკუნედ გაიწელა. ის ყურადღებით კითხულობდა თითოეულ გრაფას. ლილე აკვირდებოდა მის ხელებს, მის მკაცრ პროფილს და ისევ ის უცნაური გრძნობა ეუფლებოდა — თითქოს ამ კაცს მისი დაცვაც შეეძლო და განადგურებაც. — არაჩვეულებრივია, — თქვა გიომ ისე, რომ თავი არ აუწევია. — ვინ დაგეხმარათ ამის შედგენაში? — მე თვითონ. მთელი ღამე ვმუშაობდი, — მიუგო ლილემ ამაყად. გიომ თავი ასწია. მის თვალებში პირველად დაინახა ლილემ რაღაც აღიარების მსგავსი. — ესე იგი, თუ კარგად შეგაშინებთ, მუშაობა შეგიძლიათ, — თქვა მან თავისი ჩვეული ირონიით. — მაგრამ ერთი შეცდომა გაქვთ. მეცხრე გვერდზე, გადასახადების გათვლაში. — სად? — ლილე წამოდგა და მაგიდასთან მივიდა, რომ ფურცლისთვის დაეხედა. ის ისე ახლოს მივიდა გიოსთან, რომ მათი მხრები თითქმის ერთმანეთს შეეხო. გიომ იგრძნო ლილეს სურნელი — ლილე კი დაიხარა, რომ ციფრები დაენახა, მაგრამ მისი მზერა გიოს ხელზე გაჩერდა. გიოს მარჯვენა ხელზე, მაჯასთან, პატარა, ძველი ნაწიბური ჰქონდა. ლილეს გონებაში უცებ კადრმა გაუელვა: პატარა გოგონა, რომელიც ველოსიპედიდან ვარდება და ბიჭი, რომელიც მას აყენებს და ხელზე იკაწრება... — ეს ნაწიბური... — წამოსცდა ლილეს და უნებურად თითი მიადო გიოს მაჯას. გიო შეკრთა. მან ხელი სწრაფად გამოსწია, თითქოს დენმა დაარტყაო. — ეს ძველი ისტორიაა, ლილე. ჩვენ კი ახლა თქვენს მომავალზე ვსაუბრობთ. ლილემ თვალებში ჩახედა. ამჯერად ის აღარ აპირებდა უკან დახევას. — გიო, თქვენ ენის ძმა ხართ, არა? — იკითხა მან ჩურჩულით. ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. გიო გაქვავდა. ის არ ელოდა, რომ ლილე ასე მალე მიხვდებოდა. მან ნელა დახურა საქაღალდე და სავარძელში გადაწვა. — ენი ყოველთვის ამბობდა, რომ ლილე ზედმეტად ცნობისმოყვარე იყო, — თქვა გიომ დაბალი, ხრინწიანი ხმით. — როგორც ჩანს, ამდემი შემდეგაც არაფერი შეცვლილა. ოთახში ჰაერი თითქოს დამძიმდა. ლილე გაოგნებული უყურებდა გიოს — მამაკაცს, რომელიც წლების წინ მისი ბავშვობის ყველაზე „დიდი და საშინელი“ პერსონაჟი იყო, ახლა კი მის წინ იჯდა ძვირადღირებულ სავარძელში და მის ბედს წყვეტდა. — ესე იგი, იცოდი... — ჩაილაპარაკა ლილემ. — პირველივე წამიდან იცოდი და მაინც მაწვალებდი? ისე მიყურებდი, თითქოს ჩვეულებრივი, უპასუხისმგებლო კლიენტი ვყოფილიყავი. გიო წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ზურგით დადგა. — რომ მეთქვა, ენის ძმა ვართქო, ამ გეგმას მთელი ღამე არ დაწერდი, — თქვა მან მშვიდად. — ისევ იმ ბავშვად დარჩებოდი, რომელიც გიჟური იდეებით და ემოციებით ცხოვრობს. მე კი მჭირდებოდა, რომ დაგენახა — სამყარო მხოლოდ „Aerosmith“-ის სიმღერები არ არის. კაფე უნდა გადაგვერჩინა, ლილე. ლილე ნელა მიუახლოვდა. — და ის ნაწიბური... მართლა იმ დღის შემდეგ გაქვს? გიომ მაჯას დახედა. მეხსიერებამ მაშინვე ათი წლის წინანდელ კადრში გადაისროლა. ფლეშბექი: 14 წლის წინ — ზაფხულის საღამო 10 წლის ლილე ველოსიპედით გიჟივით დაქროდა ენის ეზოში. 22 წლის გიო, რომელიც მაშინ უნივერსიტეტს ამთავრებდა, იქვე, სკამზე იჯდა და სქელ ფინანსურ სახელმძღვანელოს კითხულობდა. — გიო, მიყურე! უხელოდ შემიძლია! — დაიყვირა ლილემ. — ლილე, ჩამოხტი, სანამ... — გიომ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო. ველოსიპედის ბორბალი ქვას წამოედო. ლილე ჰაერში აფრინდა. გიო წამში წამოხტა და ინსტინქტურად მისკენ გაიქცა, რომ დაეჭირა. ლილე მართლაც მასზე „დაეშვა“, მაგრამ გიო ასფალტზე ხელით გაეხახუნა, რომ გოგონას თავი არ დაერტყა. — მუხლი მეტკინა... — ატირდა პატარა ლილე. — მე კი ხელი გადავიტყავე, შენი აკრობატობის წყალობით, — უთხრა გიომ, თუმცა ხმაში ბრაზის ნაცვლად შფოთვა ეტყობოდა. მან ლილე წამოაყენა და ჭრილობაზე სული შეუბერა. — ნუ ტირი. ახლა სახლში შევალთ და ენი დაგვეხმარება. ლილემ ცრემლიანი თვალებით ამოხედა და ზუსტად ისე დაბრიცა ტუჩი, როგორც ყოველთვის. — ბოდიში, გიო... — არაუშავს, ოღონდ ეს ნაწიბური შენს სახელს გამახსენებს ყოველთვის, როცა სისულელეს ჩაიდენ, — გაეხუმრა მაშინ გიო. აწმყო — ბანკის კაბინეტი გიო ლილესკენ შებრუნდა. — ხედავ? მაშინაც სხვისი გადასარჩენი იყავი და ახლაც. ლილეს გაეღიმა. ბრაზი სადღაც გაქრა და მის ადგილას უცნაური სითბო გაჩნდა. — გმადლობ, გიო. იმისთვისაც და ამისთვისაც. მაგრამ იცოდე, „საშინელი ბანკირის“ იმიჯი მაინც ძალიან გიხდება. გიომ მაგიდასთან დაბრუნდა და საქაღალდეს ხელი დაადო. — სესხის რესტრუქტურიზაციას დავამტკიცებ. ოღონდ ერთი პირობით. — რა პირობით? — ლილემ წარბები შეკრა. — ყოველ პარასკევს, საღამოს შვიდ საათზე, შენს კაფეში მოვალ და ფინანსურ რეპორტს პირადად ჩამაბარებ. და არა როგორც ენის ძმას, არამედ როგორც შენს კურატორს. ლილემ თვალები მოჭუტა და ეშმაკურად გაუღიმა. — და ყავა? — ყავა შენზეა. ოღონდ იმ პირობით, რომ ამჯერად პერანგს დამიზოგავ. ლილე კარისკენ წავიდა, მაგრამ ზღურბლთან გაჩერდა. — გიო — ჰო.. — ნახვამდისა ლილე გავიდა და კარი მსუბუქად გაიხურა. გიო კარგა ხანს იჯდა გაუნძრევლად. მან ნელა გადაიწია პერანგის სახელო, დახედა მაჯაზე არსებულ ნაწიბურს და პირველად ამდენი წლის განმავლობაში, სრულიად მარტომ, ყოველგვარი ირონიის გარეშე, გულიანად გაიღიმა. ფლეშბექი: 6წლის წინ — უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი. ლილე ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის პირველკურსელი იყო. იმ დღეს მისი კურსელი, ნატა, რომელიც ეკონომიკურზე სწავლობდა, აღფრთოვანებული მივარდა: — ლილე, გეხვეწები, წამომყევი! დღეს მოწვეული ლექტორი გვყავს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკირი. ამბობენ, საშინლად სიმპათიურია, მაგრამ ისეთი მკაცრი, ბუზს არ აფრენსო. მარტო მეშინია შესვლა! ლილეს ფინანსები საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ მეგობარს ხათრი ვერ გაუტეხა. დარბაზში ბოლო რიგში დაჯდნენ. როცა კარი გაიღო და გიო შემოვიდა, ლილეს სუნთქვა შეეკრა. 8 წელი გასულიყო ველოსიპედის ინციდენტიდან. გიო კიდევ უფრო დავაჟკაცებულიყო, მხრებში გაშლილიყო და მის მზერაში ისეთი თავდაჯერებულობა იკითხებოდა, რომ მთელი დარბაზი წამში გაირინდა. — ფული არ არის მხოლოდ ქაღალდი, — დაიწყო გიომ თავისი დაბალი, ხავერდოვანი ხმით. — ფული არის რესურსი მათთვის, ვისაც გათვლა შეუძლია. ლილე გაშტერებული უყურებდა. გიო დაფასთან დადიოდა და რთულ გრაფიკებს ხაზავდა. ლილეს არაფერი ესმოდა ფორმულების, მაგრამ ხედავდა, როგორ ისწორებდა გიო პერანგის სახელოს და როგორ უელავდა მაჯაზე ის პატარა ნაწიბური. „ეს ის არის... ენის ძმა,“ — გაიფიქრა ლილემ და გული აუჩქარდა. ლექციის ბოლოს გიომ იკითხა: — კითხვები გაქვთ? დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. ლილემ, სრულიად უნებურად, თავისი ბლოკნოტიდან ფურცელი ამოხია, სწრაფად დახატა მასზე პატარა, დახრილი გული და გვერდით ერთი სიტყვა მიაწერა: „A+“. როცა ლექცია დასრულდა და სტუდენტები გარეთ გაცვივდნენ, ლილემ მოხერხებულად გაიარა გიოს მაგიდასთან, რომელიც მაშინ საბუთებს აგროვებდა და ფურცელი ისე დადო კუთხეში, რომ მამაკაცს არ დაენახა. თვითონ კი სწრაფად გაერიდა დარბაზს, სანამ გიო თავს ასწევდა. გიომ საბუთების აღებისას პატარა ფურცელი შენიშნა. აიღო, დახედა ნაჩხაპნ გულს და უცნაურ „A+ გულით“-ს. მან მიმოიხედა, მაგრამ დარბაზში არავინ აღარ ჩანდა. გიოს წარბი შეეკრა — ეს ნახატი რაღაც ძალიან შორეულს აგონებდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რას. მან ფურცელი არ გადააგდო, პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო და ჩაილაპარაკა: — უცნაურია... ეკონომიკის ლექციაზე მხატვარი შემოგვეპარა. ლილე კი იმ დღეს შორიდან უყურებდა, როგორ ჯდებოდა გიო თავის მანქანაში. არ გამოლაპარაკებია. რატომღაც ეგონა, რომ მაშინ მათი შეხვედრის დრო ჯერ არ იყო. აწმყო — პარასკევი საღამო, კაფე „ჯაზ-როკი“ შვიდს ხუთი წუთი აკლდა. ლილეს ეცვა ის შავი ჰუდი, რომელიც გიომ დაუბრუნა. მან მაგიდაზე ორი ჭიქა ყავა დადო და გვერდით თავისი ფინანსური რეპორტი დაუდო. კარი გაიღო. გიო შემოვიდა, საათს დახედა და დახლთან მივიდა. — პუნქტუალურობა გიხდებათ, ლილე, — თქვა მან და რეპორტს დახედა. ლილემ თვალებში ჩახედა და ეშმაკურად ჰკითხა: — გიო, ნიშნებს დღესაც „A+“-ებით წერთ, თუ მხოლოდ წითელი კალმით ასწორებთ შეცდომებს? გიო გაშეშდა. ჭიქა, რომელიც უნდა აეღო, ჰაერში დარჩა. მან ნელა ასწია თავი და ლილეს დააკვირდა. — შენ... შენ იყავი ის სტუდენტი?უნივერსიტეტში? ლილემ მხოლოდ გაიღიმა და მხრები აიჩეჩა. მაინც ვერ ვხვდები, „A+“ რატომ დამიწერე? — იკითხა გიომ და ჭიქა მაგიდაზე დადო. — ოჰ, გიო, ნუთუ ასეთი რთულია? — ლილემ თავი ოდნავ გადახარა. — იმ დარბაზში ყველა სტუდენტი შიშისგან კანკალებდა, შენ კი ისეთი სახით იდექი, თითქოს სამყაროს ბედს წყვეტდი. ის „A+“ ნიშნავდა, რომ შენი „ზე-სერიოზულობის“ როლი ხუთიანზე შეასრულე. და კიდევ... იმ დღეს ძალიან გიხდებოდა ის მუქი ნაცრისფერი პიჯაკი. კომპლიმენტს ასე უფრო მიიღებდი, ვიდრე პირისპირ. გიომ ჩაიღიმა. ამჯერად ეს ნამდვილი ღიმილი იყო. — ესე იგი, შენ ჩემი პირველი „ფარული თაყვანისმცემელი“ იყავი, რომელიც ნიშნებს მიწერდა. — არა, გიო, — შეუსწორა ლილემ. — მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი იმ დარბაზში, რომელმაც იცოდა, რომ საოცრად მზრუნველი და თბილი ხარ ხოლმე.. გიო გაჩუმდა. — ენი ხვალ ჩამოდის, — თქვა მან მოულოდნელად. — ვახშამზე დამპატიჟა და მითხრა, რომ „სიურპრიზი“ აქვს. მგონი, ორივეს გვგულისხმობს. გიომ ყავა მოსვა, მერე კი რეპორტში ჩაიკარგა. — თუ ამ რეპორტშიც ისეთივე ნახატები დამხვდება, როგორიც იმ ფურცელზე იყო, მოგიწევს, რომ კაფეში დამატებითი საათები იმუშაო, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ. — ეგ მუქარაა თუ პაემანზე დაპატიჟება? — ჰკითხა ლილემ და გიოს მკაცრ სახეზე პირველად დაინახა გაღიმება. საღამო მშვიდად იწყებოდა, სანამ ლილეს ტელეფონმა არ აუწყა, რომ ენი უკვე თბილისში იყო. — ლილე, ჩემო ერთადერთო! — ენის ხმა ტელეფონში ისე ჟღერდა, როგორც დღესასწაული. — დღეს საღამოს ჩემთან ვახშამია. ოფიციალურად გპატიჟებ! ჩემი ბავშვობის მეგობრებიც იქნებიან, ყველა, ვინც მენატრებოდა. უარი არ მიიღება, თორემ ჩემს ძმას გამოგიგზავნი და ძალით მოვაყვანინებ შენ თავს! ლილეს გაეღიმა. მან არ იცოდა, რომ გიოს უკვე ყველაფერი ნათქვამი ჰქონდა ენისთვის. იგი საგულდაგულოდ მოემზადა — ამჯერად არანაირი ჰუდი. თხელი, ცისფერი კაბა შეარჩია, რომელიც მის ლაღ ხასიათს ელეგანტურობას მატებდა. ენის ბინაში ხმაური და სიცილი ტრიალებდა. ძველი მეგობრები ერთმანეთს ბავშვობის ამბებს ახსენებდნენ. როცა ლილე შევიდა, ენი მაშინვე ყელზე ჩამოეკიდა. — აი, ისიც! ჩვენი დედოფალი! — წამოიძახა ენიმ და ლილე სუფრასთან მიიყვანა. ლილე წამით შეყოვნდა. მაგიდის თავში გიო იჯდა. მას თეთრი პერანგი ეცვა — ისეთივე ქათქათა, როგორიც იმ შორეულ წარსულში. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გიომ ნელა ასწია ღვინის ჭიქა და ოდნავ დაუკრა თავი. ენიმაც ისე მოაწყო ყველაფერი, რომ ლილე ზუსტად გიოს პირისპირ დაჯდა. — გახსოვთ, ათ წლამდე სულ ერთად რომ ვიყავით? — დაიწყო ნატამ, მათმა საერთო მეგობარმა. — ლილე სულ გიოს დადევნებოდა, გიო კი ისეთი სახით დადიოდა, თითქოს ჩვენი ძიძა ყოფილიყო. — მე ძიძა კი არა, მცველი ვიყავი, — ჩაერთო გიო და ლილეს თვალებში ჩახედა. — განსაკუთრებით მაშინ, როცა ზოგიერთი ველოსიპედით ტრიუკების კეთებას ცდილობდა. — ოჰ, გიო, ნუ ბუზღუნებ! — გააწყვეტინა ენიმ. — გახსოვს, შვიდი წლის რომ ვიყავით და შენს ოთახში „ბანკობანა“ რომ ვითამაშეთ? ლილემ შენი რვეულიდან ყველა ფურცელი დახია, „ფულები“ დაამზადა და შენ ისე გაბრაზდი, მთელი დღე სახლში გამოგვეკეტე. სუფრაზე სიცილი ატყდა. ლილე წამით გაწითლდა. — მე მხოლოდ ბრუნვის გაზრდა მინდოდა, — თქვა მან ირონიულად და გიოს მიაშტერდა. — როგორც ჩანს, ფინანსური ინტერესები მაშინაც მქონდა. — კი, ოღონდ მაშინ შენი „ბანკი“ მხოლოდ კანფეტებზე მუშაობდა, — მიუგო გიომ. მისი ხმა ახლა უფრო თბილი იყო, ვიდრე ოდესმე. — გახსოვს, ენი, ლილემ ჩემს კომპიუტერზე თამაში რომ ჩართო და შემთხვევით ჩემი საკურსო წაშალა? აი, მაშინ მართლა მეგონა, რომ ბედისწერა მცდიდა რომ არ მესროლა ფანჯრიდან. — და შენ რა ქენი? — ჰკითხა ერთ-ერთმა მეგობარმა. გიომ ლილეს შეხედა. — არაფერი. უბრალოდ თავზე ხელი გადავუსვი და ვუთხარი, რომ როცა გაიზრდებოდა, ამ ზარალს აუცილებლად ამინაზღაურებდა. ლილემ ჭიქა ასწია. — და აი, გავიზარდე. ახლა ჩემს „ზარალს“ შენ თვითონ ითვლი ყოველ პარასკევს. ენი ორივეს ეშმაკურად უყურებდა. იგი მიხვდა, რომ ამ ორ ადამიანს შორის მხოლოდ ბავშვობის მოგონებები კი არა, რაღაც ბევრად უფრო ღრმა და სერიოზული იწყებოდა. ვახშამი გაგრძელდა, მაგრამ ლილე და გიო ერთმანეთს თვალს აღარ აცილებდნენ. პირისპირ ჯდომა მათ საშუალებას აძლევდა, ყოველი სიტყვის მიღმა ის დაფარული ემოცია დაენახათ, რომელიც გროვდებოდა. ვახშამი დასასრულს უახლოვდებოდა. ლილე დათოსთან (ენის იმ კურსელთან, რომელიც ზედმეტად ბევრს საუბრობდა) ერთად იდგა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. გიო შორიდან აკვირდებოდა ამ სცენას. მისი სახე ისეთივე გაუვალი იყო, როგორც ბანკის სეიფის კარი, თუმცა ჭიქას იმაზე მაგრად უჭერდა ხელს, ვიდრე საჭირო იყო. როცა ლილემ ტაქსის გამოსაძახებლად ტელეფონი ამოიღო, გიო გვერდით ამოუდგა. — ტაქსის ლოდინში ნახევარი საათი დაგეკარგება. ჩემი მანქანა აქვეა, — თქვა მან ისეთი ტონით, თითქოს მორიგ ფინანსურ დირექტივას გასცემდა. — არაუშავს, გიო, დათომ მითხრა, რომ გაცილება შეუძლია, — მიუგო ლილემ და ეშმაკურად გადახედა. — დათოს მანქანას ტექდათვალიერება აქვს გასავლელი, — მიუგო გიომ მშრალად. — ჩემი კი უფრო უსაფრთხოა. ლილე, წავედით. მანქანაში ისეთი სიჩუმე იდგა, რომ მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა ისმოდა მინაზე. გიო წინ იყურებოდა, თითქოს გზაზე ყველაზე რთულ დაბრკოლებას ელოდა. — რა იყო, ბატონო ბანკირო? — დაარღვია სიჩუმე ლილემ. — დათომ რამე დაგიშავა? თუ ხელოვნებაზე საუბარი არ შედის შენს „დაშვებულ თემებში“? — ხელოვნებაზე საუბარი კარგია მათთვის, ვისაც აინტერესებს, — თქვა გიომ და საჭე მკვეთრად მოატრიალა. — იმ ბიჭს კი ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს შენს კაფეში უფასო ყავის აბონემენტის მოპოვებას ცდილობდა. მე, როგორც შენი კურატორი, ვალდებული ვარ, ასეთი „ინვესტორებისგან“ დაგიცვა. — ოჰ, ესე იგი, ეს მხოლოდ პროფესიული მზრუნველობაა? — ჩაიცინა ლილემ. — და მე მეგონა, უბრალოდ არ მოგეწონა, ჩემს ყურთან ასე ახლოს რომ ჩურჩულებდა. გიომ მანქანა ლილეს სადარბაზოსთან დაამუხრუჭა. ისე ნელა მიტრიალდა გოგონასკენ, თითქოს ყოველ სიტყვას წინასწარ წონიდა. — ლილე, მე არ მაქვს ეჭვიანობის დრო. ეს არაეფექტურია. უბრალოდ, არ მიყვარს, როცა ჩემი „პროექტი“ ყურადღებას ისეთ ადამიანებზე ფანტავს, რომლებსაც ცხოვრებაში ერთი აგურიც არ დაუდვიათ. — პროექტი? — ლილეს ხმაში წყენა გაერია. — ესე იგი, მე შენთვის მხოლოდ „პრობლემური სესხი“ ვარ, რომელსაც თვალყურს ადევნებ? გიომ დაინახა, როგორ აევსო ლილეს თვალები იმ ნაცნობი, ბავშვური სევდით. მან პერანგის საყელო შეიხსნა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. ლილე მანქანიდან გადავიდა. გიოც გადავიდა და კართან დაელოდა, სანამ გოგონა სადარბაზოს კოდს აკრეფდა. — გიო, — მიუბრუნდა ლილე, — იმ ნაწიბურზე რომ მითხარი, სულ გამახსენებო... მგონი, მაშინ უფრო თბილი იყავი, ვიდრე ახლა. გიომ ნაბიჯი გადადგა მისკენ. ისეთი ახლოს იდგა, რომ ლილე მის სუნამოსა სურნელს გრძნობდა. — წადი, დაიძინე. ხვალ დილით კაფეში მოვალ — ოღონდ არა როგორც კურატორი, არამედ როგორც კლიენტი, რომელსაც ძალიან მწარე ყავა სჭირდება. ლილემ კარი შეაღო და უკანმოუხედავად შევიდა. გიო კი მანქანაში ჩაჯდა და კარგა ხანს უყურებდა მის განათებულ ფანჯარას. დილა ლილესთვის ადრე დაიწყო. კაფეში ჯერ კიდევ სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ ყავის აპარატის შიშინი არღვევდა მყუდროებას. სწორედ ამ დროს კურიერმა უზარმაზარი, ყვითელი ტიტების თაიგული შემოიტანა. ბარათზე ეწერა: „იმედია, შენი დღე ისეთივე ნათელი იქნება, როგორც ეს თაიგულია. დათო.“ ლილემ თაიგული დახლზე დადო და ჩაეღიმა. ზუსტად ათ წუთში კაფეს კარი მძიმედ გაიღო და ზღურბლზე გიო გამოჩნდა. მას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს აქ ყავის დასალევად კი არა, ვინმეს დასაპატიმრებლად მოსულიყო. მისი მზერა მაშინვე თაიგულზე გაჩერდა. — ეს რა არის? ბოტანიკური ბაღის ფილიალი გავხსენით? — იკითხა მან და დახლთან ისე დადგა, რომ ყვავილებსა და ლილეს შორის ბარიერი შეექმნა. — დილა მშვიდობისა შენც, გიო, — მიუგო ლილემ მხიარულად. — ეს დათოსგანაა. საყვარელია, არა? გიომ თაიგულს ისე გადახედა, თითქოს იქ ბომბი ყოფილიყო დამალული. — ყვითელი ტიტები განშორების სიმბოლოა. როგორც ჩანს, შენს მეგობარს არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ ფლორისტიკაშიც უჭირს. მომიტანე ორმაგი ესპრესო. შაქრის გარეშე. სანამ ლილე ყავას ამზადებდა, გიოს ტელეფონმა დარეკა. ენი იყო. გიომ ამოიოხრა და უპასუხა. — გიორგი! — ენის ხმა კაფეშიც კი ისმოდა. — შენ რა, მართლა მისწერე დათოს, რომ ლილეს არ გაეკაროო? საერთოდ შეიშალე? ბავშვობიდან ასეთი ხეპრე როგორ ხარ! გიომ ლილეს გადახედა, რომელიც ყავას ამზადებდა. — ენი, ახლა არ მცალია, — თქვა მან დაბალი ხმით. — არა, მომისმინე! — არ ცხრებოდა ენი. — თუ გგონია, რომ ლილესთან ასეთი მეთოდებით რამეს მიაღწევ, ძალიან ცდები. ეჭვიანობა „არარაციონალურიაო“, არა? აღიარე, რომ და გიომ ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო. ლილემ მის წინ ყავა დადგა და გვერდით დათოს ბარათი და ყვავილები დადო. — თუ გინდა, რომ კაფეს პრესტიჟი არ დაეცეს, სჯობს გადაყარო. — გიო, შენ საშინელი ადამიანი ხარ, — თქვა ლილემ, მაგრამ მის ხმაში წყენის ნაცვლად სიცილი იგრძნობოდა. — ვიცი, — მიუგო გიომ და სერიოზული სახით დაამატა. — მაგრამ მე ვარ ის საშინელი ადამიანი, რომელიც ახლა ამ თაიგულს ნაგავში გადაყრიდა, რომ არ ეშინოდეს, ენი ისევ არ გადმოვიდეს ყვირილზე. ლილე მიხვდა — გიო ეჭვიანობდა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო: ცივად, მწარედ და ეს ყველაზე მეტად ამხიარულებდა. ფლეშბექი: 12 წლის წინ იმ ზაფხულს სოფელში აუტანელი სიცხე იდგა. 12 წლის ლილე და ენი მთელ დღეებს გარეთ ატარებდნენ. გიო მაშინ 24 წლის იყო, სერიოზული და წიგნებში ჩაფლული , რომელიც სოფელში მხოლოდ მშობლების ხათრით ჩავიდა. მისთვის ლილე ენის აბეზარი და განუყრელი მეგობარი იყო, ბავშვი, რომელიც სულ მოძრაობდა და სულ რაღაცას აფუჭებდა. იმ დღეს გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ ეზოს ბოლოში, მაღალ, ნესტიან ღობეზე აძრომა საუკეთესო იდეა იყო. გიო აივანზე იჯდა, როცა ენის შემზარავი კივილი გაისმა. როცა გიო იქ მიირბინა, ლილე მიწაზე ეგდო. თავი ქვის კიდეს დაერტყა. სისხლი სწრაფად იღვრებოდა. ლილეს თვალები დახუჭული ჰქონდა, იგი სრულიად უგონოდ იყო. გიომ იგრძნო, როგორ გაუჩერდა გული. ასეთი შიში მას არასდროს განეცადა. მან პატარა, მსუბუქი სხეული ხელში აიტაცა და მანქანისკენ გავარდა. ენი უკან მიჰყვებოდა და ტიროდა. მთელი გზა საავადმყოფომდე გიო სარკეში ლილეს ფერმკრთალ სახეს უყურებდა. მისი უგონო მდგომარეობა გიოს ჭკუიდან შლიდა. საავადმყოფოს დერეფანში, როცა ექიმებმა ლილე საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს, გიო კედელს მიეყრდნო. ხელები სისხლით ჰქონდა დასვრილი და აუცახცახდა. მაშინ, როცა გიო ასე ნერვიულობდა პატარა ბავშვზე, არც კი წარმოედგინა, რომ ოდესმე მის მიმართ სხვანაირი გრძნობა გაუჩნდებოდა; ეგონა, მისთვის ლილე ყოველთვის პატარა, ცელქ ბავშვად დარჩებოდა, რომელსაც სულ მეთვალყურეობა და პატრონობა სჭირდებოდა. გიომ მშობლებს დაურეკა, რომლებმაც ლილეს მშობლებს შეატყობინეს. გვიან ღამით, როცა ლილემ თვალები გაახილა, პირველი, რაც დაინახა, დედამისის და ენის დედის, ნინოს დაღლილი და შეშფოთებული თვალები იყო. მათ მთელი ღამე მის საწოლთან გაატარე, და მის ძილს დარაჯობდნენ.. გარეთ კიდევ კართან ატუზული ბიჭი იყო, რომელსაც დანაშაულის გრძმობა აწუხებდა.. აწმყო — კაფე „ჯაზ-როკი“ გიო თავის ყავას დაჰყურებდა, თითქოს იმ ძველ მოგონებებს ჭიქის ფსკერზე ეძებდა. დათოს მოტანილი ტიტები ახლა კიდევ უფრო მეტად აღიზიანებდა — ისინი ამ ადგილს, ამ მოგონებებს და იმ სიმშვიდეს არღვევდნენ, რომელსაც ის ლილეს გვერდით, თუნდაც ჩუმად, ეძებდა. ლილე მას აკვირდებოდა. მან დაინახა, როგორ დაუმძიმდა მზერა გიოს. — რაზე ფიქრობ? — ჰკითხა ჩუმად გოგონამ. გიომ თავი ასწია. მისი თვალები ახლა ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც იმ ღამეს, საავადმყოს კართან — დამცველი და მზრუნველი, თუმცა ამას ისევ სიმკაცრის მიღმა მალავდა. — იმაზე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი რამ არ იცვლება, — მიუგო გიომ. — ისევ ისეთივე უგუნური ხარ. ოღონდ მაშინ ღობეებიდან ვარდებოდი, ახლა კი... — მან ტიტებზე მიანიშნა, — ახლა ადამიანებს აძლევ უფლებას, შენს სიმშვიდეში შემოიჭრან. ლილემ ხელი გიოს ხელთან ახლოს დადო. — შენ მაშინ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინე, გიო. მახსოვს, როგორ მიჭირდი ხელს და მაძლევდი იმედს.. გიო შეკრთა. მან ხელი ნელა გასწია. ის ფიქრი, რომ ლილე აღარ იყო ის პატარა ბავშვი და ის, რასაც ახლა გრძნობდა, სრულიად არ ჯდებოდა მის „რაციონალურ“ სამყაროში, აშინებდა. ლილემ ენის მესენჯერზე დაურეკა, აუ შენთან ამოვალ რა... ლილე ენის აივანზე იჯდა, პლედში გახვეული და ცხელ ჩაის ჭიქას ხელებს ათბობდა. ენი ჩუმად აკვირდებოდა მეგობარს, სანამ ლილემ ბოლოს და ბოლოს არ ამოთქვა ის, რაც ყელში ჰქონდა გაჩხერილი. — ენი, რაც ფორთოხალი გადავასხი, იმ წამიდან ვერ ვიგდებ თავიდან... სულ მასზე ვფიქრობ. მგონი, სერიოზული სიმპატიები მაქვს შენი ძმის მიმართ და ეს მაშინებს. ენი გაოცებული არ დარჩენილა, მხოლოდ ოდნავ ჩაეღიმა. — ლილე, გიო ყოველთვის განსაკუთრებული იყო შენთვის, ბავშვობიდანვე. — ვიცი, მაგრამ... ხომ გახსოვს, ბოლოს 18 წლის ასაკში რომ ვნახე? — განაგრძო ლილემ ხმის კანკალით. — მას მერე არც მისი ფოტო მომიძიებია, არც დავკავშირებივარ. შენც კი არ გეკითხებოდი მასზე, ხომ გახსოვს? ხან შენ იყავი ქვეყნიდან წასული, ხან გიო. ჩამოდიოდი და შენთან ვერასდროს გადავეკვეთე. მისი სახეც კი არ მახსოვდა წესიერად, მე სულელს... მხოლოდ ის ბუნდოვანი შეგრძნება მქონდა, რომ სადღაც, ბავშვობაში, ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. ახლა კი, როცა ჩემს წინ დგას — ასეთი ცივი, მკაცრი და მიუწვდომელი — რაღაც მემართება. რა გავაკეთო, ენი? — ლილე, — ენიმ ხელი ხელზე დაადო, — გიო იმიტომაა ასეთი ცივი, რომ ემოციების ეშინია. შენ ის ადამიანი ხარ, ვინც მას ამ „ჯავშანს“ ხსნის. შენ გგონია, მას არ ახსოვხარ? გიოს მეხსიერება კომპიუტერივითაა, მას არაფერი ავიწყდება. მით უმეტეს შენ. ამ დროს გიო თავის მეგობარ ირაკლისთან ერთად ბარში იჯდა. გიო ჩვეულებრივზე მეტად დუმდა და ჭიქას ისე ათამაშებდა, თითქოს შიგ პასუხებს ეძებდა. ირაკლიმ ვეღარ მოითმინა. — გიო, რა გჭირს, კაცო? მთელი საღამოა აქ ხარ და სადღაც კოსმოსში დაფრინავ. — ჩაეძია მეგობარი. — ირაკლი, ერთი გოგოა... ლილე, — დაიწყო გიომ და ღრმად ჩაისუნთქა. — მას იმ დროიდან ვიცნობ, როცა სულ რაღაც ექვსი წლის იყო. მას ყოველთვის უბრალო, ჩვეულებრივ, ცელქ და სიცოცხლით სავსე ბავშვად აღვიქვამდი. ან სხვანაირად როგორ უნდა აღექვა 18 წლის ბიჭს პატარა ბავშვი? ეგ ხომ სისულელეა, აბსურდია. — ენიზე რომ გოგო მიყვებოდა, ისაა? — ჩაეკითხა ირაკლი და ინტერესით წინ გადაიხარა. — ჰო, ეგაა. ზაფხულობით მისი მშობლები ერთი თვით ჩვენთან ტოვებდნენ სოფელში და მე ვიყავი ლილესა და ენის „ძიძად“ განწესებული. სულ მათ დავდევდი... მერე 12 წელი გავიდა, არც მინახავს. და როცა პირველად ვნახე ამდენი წლის შემდეგ, ის ემოცია გამოიწვია, რაც არ უნდა გამოეწვია. ახლა, როცა ის 24 წლისაა, მასში მხოლოდ ქალს ვხედავ და მავიწყდება, რომ ის ოდესღაც ის ონავარი ბავშვი იყო. არ ვიცი, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე... — და რა არის ამაში პრობლემა? — გაუკვირდა ირაკლის. — 24 წლისაა, ბავშვი აღარაა. გიყვარს? — „გიყვარს“ რთული სიტყვაა, ირაკლი. — იქნებ სწორედ ეგ გჭირდება? — გაუღიმა ირაკლიმ. — ცოტაოდენი სირთულე შენს ზედმეტად დალაგებულ ცხოვრებაში. იმ ღამეს ლილე ენისთან დარჩა, გიო კი თავის ცარიელ ბინაში დიდხანს უყურებდა ფანჯრიდან ღამის თბილისს. ქუჩა ნახევრად ჩაბნელებული იყო. გიო სამსახურიდან ფეხით ბრუნდებოდა, ირაკლისთან საუბრის შემდეგ გონება ისე ჰქონდა არეული, რომ ცივი ჰაერი სჭირდებოდა. უეცრად, კუთხიდან ნაცნობი, მჭახე ხმა მოესმა. — ხელი გამიშვი-მეთქი, სანამ მეორედ გითხარი! — ეს ლილე იყო. გიო აღელდა და ნაბიჯს აუჩქარა. დაინახა, როგორ ეჭირა ლილე მკლავში ვიღაც ტიპს და თავისკენ ქაჩავდა. სანამ გიო იქამდე მიირბენდა, ლილემ დაცდა არ ისურვა. მთელი ძალით, ზუსტი მოძრაობით, მუხლი ფეხებს შორის ამოჰკრა იმ კაცს. კაცმა არაადამიანური ხმა გამოსცა და ჩაიკუზა. ლილეს სახეზე შიშის ნატამალიც არ ეტყობოდა, პირიქით — თვალები ბრაზით უელავდა. — კიდევ ერთხელ შემეხები და ამით არ დავასრულებ! — დაუყვირა ლილემ. სწორედ ამ დროს გიო მასთან გაჩნდა. იმ კაცმა, დანახვაზე რომ სხვა მამაკაციც უახლოვდებოდა, წამოდგომა სცადა, მაგრამ გიომ მას ამის შანსი არ მისცა. მის თვალწინ ყველაფერი გაშავდა. მან ლილე ცალი ხელით უკან გასწია, მეორეთი კი იმ კაცს პერანგის საყელოში სწვდა, წამოაყენა და მთელი დაგროვილი ბრაზით სახეში ხია. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კაცი ასფალტზე გაგორდა. გიო ზემოდან დაადგა, მუშტებით ძლიერად ურტყამდა ისევ შეკრული ჰქონდა და მზად იყო გაეგრძელებინა, მაგრამ ლილეს ხმამ შეაჩერა. — გიო, მშია და წავიდეთ.. გიო ლილესკენ შებრუნდა. მისი მკერდი მძიმედ ადი-ჩადიოდა. ის ელოდა, რომ ლილე შეშინებული იქნებოდა, ატირებული ან კანკალი აუტყდებოდა, მაგრამ გოგონა ამაყად იდგა, პალტო გაისწორა და გიოს მტკიცე მზერით შეხედა. — შენ რა აქ აკეთებ? — ჰკითხა ლილემ, თითქოს რამდენიმე წამის წინ ვიღაცისთვის ყბა არ მოენგრიათ. — მე... ფეხით ვბრუნდებოდი, — გიოს ხმა ჯერ კიდევ ხრინწიანი ჰქონდა ადრენალინისგან. — კარგად ხარ? ხელი გეტკინა?. — კარგად ვარ. ჩემითაც მივხედავდი, მაგრამ მადლობა „დახმარებისთვის“. ასე რანაირად დაარტყი, სისხლი გდის.. გიომ დახედა თავის ხელს — ტკივილს მხოლოდ ახლა გრძნობდა. — ლილე, სახლში უნდა წაგიყვანო, — თქვა გიომ ისეთი ტონით, თითქოს ისევ ის 20 წლის ბიჭი ყოფილიყო, რომელიც სოფელში ლილეს უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს. — ჩემი ფეხითაც მივალ, გიო. ნუ მიყურებ ისე, თითქოს ისევ ის რვა წლის ბავშვი ვიყო, ხიდან რომ ჩამოვარდა, — მიუგო ლილემ და ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მერე შეჩერდა, დაინახა გიოს თვალებში ის ნამდვილი, პირველყოფილი შიში, რომელსაც ვერ მალავდა. ლილეს მზერა დაურბილდა. ის მიუახლოვდა, გიოს დაზიანებულ ხელს ფრთხილად მოჰკიდა თითები და თვალებში ჩახედა. — წამოდი ჩემთან. მაგ ხელს მიხედვა სჭირდება. და ნუ ხარ ასეთი დაძაბული, მე არ მჭირდება ძიძა, გიო. ლილეს პატარა, მყუდრო ბინაში შესვლისთანავე გარე სამყაროს ხმაური გაქრა. ლილემ გიო სამზარეულოში, ხის ძველ მაგიდასთან დასვა, თვითონ კი პირველადი დახმარების ყუთი გამოიტანა. არცერთს არაფერი უთქვამს. სიჩუმე ისეთი სქელი და მრავლისმეტყველი იყო, რომ ნებისმიერი სიტყვა მის სიმძიმეს დაარღვევდა. ლილე გიოს წინ დაჯდა, მისი დაზიანებული ხელი ფრთხილად აიღო და თავის ხელებში მოიქცია. გიო აკვირდებოდა, როგორ მოძრაობდნენ გოგონას თითები — ზუსტად, ნაზად და თავდაჯერებულად. ლილემ ბამბა ანტისეპტიკით დაასველა და გიოს გადატყავებულ თითებზე შეახო. გიო ოდნავ შეკრთა, მაგრამ ხელი არ გამოუწევია. ის სუნთქვაშეკრული უყურებდა ლილეს დახრილ თავს, მის შუბლზე ჩამოშლილ თმას და იმ სერიოზულობას, რომლითაც ის ჭრილობას ამუშავებდა. ამ სიჩუმეში ყველაფერი იკითხებოდა: 12 წლის წინანდელი სოფლის ზაფხული, ის ღამე საავადმყოფოში, 8 წლის წინანდელი უნივერსიტეტის ლექცია და ის აუხსნელი მიზიდულობა, რომელიც წლების განმავლობაში, მათგან დამოუკიდებლად იზრდებოდა. ლილემ ჭრილობაზე თხელი პლასტირი დააკრა, მერე კი თითქოს უნებურად, გიოს ხელისგულს ცერა თითი გადაუსვა. ეს შეხება იმაზე მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი აღიარება. გიომ იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ელექტროენერგიამ, მაგრამ არც მას დაურღვევია სიჩუმე. ლილე წამოდგა და ჩაიდანი დადგა. რამდენიმე წუთში მაგიდაზე ორი ორთქლადენილი ჭიქა იდგა. ჩაის სურნელი ოთახში დატრიალდა. ისინი ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და ჩაის სვამდნენ. მხოლოდ ჭიქების მაგიდაზე დადების ხმა არღვევდა მყუდროებას. გიო ლილეს უყურებდა და ხვდებოდა, რომ ეს სიჩუმე არ იყო უხერხული. ეს იყო სიჩუმე, რომელშიც ორივე მათგანი ერთმანეთს პატიობდა წარსულს, დისტანციას და იმ როლებს, რომლებსაც აქამდე თამაშობდნენ. ლილეს მზერაში აღარ იყო ის ცელქი ბავშვი, გიოს მზერაში კი აღარ იყო მკაცრი მამაკაცი. დარჩა მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს ერთმანეთი იპოვეს. როცა ჩაი დალიეს, გიო ფეხზე წამოდგა. ის კართან მივიდა, ლილე კი უკან მიჰყვა. გიომ სახელურს მოჰკიდა ხელი, მერე კი ლილესკენ მიტრიალდა. მან არაფერი თქვა, უბრალოდ ხელი ლილეს ლოყაზე დაადო, თითქოს ამით ემშვიდობებოდა არა მარტო ამ საღამოს, არამედ იმ წლებს, რომელიც მათ შორის იყო. ლილემ თვალები დახუჭა და მის ხელს მიეყრდნო. გიო სადარბაზოში გავიდა. ლილემ კარი მიხურა, გარედან გიოს ნაბიჯების ხმა ისმოდა, რომელიც ნელ-ნელა შორდებოდა. ორივემ იცოდა — ამ სიჩუმის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. პარასკევი დილა ჩვეულებრივზე ცივი აღმოჩნდა. კაფეში ფორთოხლისა და ახლად დაფქული ყავის სურნელი ტრიალებდა, როცა კარი გაიღო და გიო შემოვიდა. ამჯერად მას ხელში არც პორტფელი ეჭირა და არც საქმიანი იერი ჰქონდა — უბრალოდ შავი ქურთუკი ეცვა, რომელიც მის მზერას კიდევ უფრო ღრმასა და ჩაფიქრებულს აჩენდა. ლილემ ყავის აპარატიდან თავი ასწია და ჩვეული, ცოტა გამომწვევი ღიმილით შეეგება. — დღეს ყავა წინასწარ არ მომიმზადებია, ბატონო კურატორო. მინდოდა მენახა, რამდენ ხანს გაძლებდი ჩემი მითითებების გარეშე. გიო დახლს მიეყრდნო და ლილეს თვალებში ჩახედა. მის მზერაში რაღაც ისეთი იყო, რამაც ლილეს გული უნებურად შეაკუმშა. — ამჯერად დიდხანს მოგიწევს გაძლება, ლილე. მივდივარ. ლონდონის ოფისში პრობლემებია და ჩემი იქ ყოფნაა საჭირო. ჯერ არ ვიცი, რა ვადით... შეიძლება თვეები დასჭირდეს. ლილეს ხელში კოვზი გაუჩერდა. „გაურკვეველი ვადით“ — ეს სიტყვები ოთახში ცივად გაიბნა. მან იგრძნო, როგორ დაუმძიმდა გული, მაგრამ ლილე არ იქნებოდა ლილე, ეს რომ შეემჩნია. მან ყავის ჭიქა გვერდზე გადადგა და მხრები აიჩეჩა. — ოჰ, დიდი ბრიტანეთი? ესე იგი, ნამდვილი „ჯენტლმენი“ ჩამოხვალ? — ლილეს ხმაში სიმტკიცე იგრძნობოდა, თუმცა შიგნიდან ყველაფერი ეწვოდა. — ძალიან კარგი. ცოტას დავისვენებ შენი მუდმივი კონტროლისგან. შეგიძლია მშვიდად იყო, კაფეს არ დავწვავ. — მაგაში ეჭვიც არ მეპარება, — ჩაიღიმა გიომ. ეს იყო სევდიანი, მაგრამ მაინც მწარე ღიმილი. — უბრალოდ ეცადე, რომ ჩემს ჩამოსვლამდე ყველა კლიენტს ფორთოხლის წვენი არ გადაასხა. და კიდევ... — გიო წამით გაჩუმდა, — რეპორტები მეილზე მიგზავნე. არ მინდა იქიდანაც კი შენს შეცდომებს ვასწორებდე. — ნუ ნერვიულობ, გიო. მშვიდობიანი მგზავრობა, — მიუგო ლილემ და თამამად გაუღიმა. ის იდგა მყარად, თავაწეული, და არცერთი ნერვით არ აჩვენებდა, რომ იმ წამს მისი სამყაროდან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მიდიოდა. აეროპორტი გასასვლელთან ხმაური იყო. გიოს მშობლები და ენი იქ იყვნენ. დედამისი სთხოვდა, რომ ხშირად დაერეკა. — შვილო, გაურკვეველი ვადით რომ მიდიხარ, გული მისკდება. თავს გაუფრთხილდი, საჭმელი არ დაგავიწყდეს და როგორც კი ჩახვალ, შემატყობინე, — ეუბნებოდა დედა და მაგრად ეხვეოდა. მამამისი მტკიცედ გადაეხვია, მხარზე ხელი დაჰკრა და თვალებით მიანიშნა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბოლოს ენის ჯერი დადგა. მან ძმას ისე ძლიერად შემოხვია ხელები, თითქოს. გიომ ჩაიხუტა და ყურში ჩუმად, მაგრამ მტკიცედ უთხრა: — ენი, ლილეს ჩაგაბარებ. იცოდე, თვალყური ადევნე. ის დათო არ გააკარო ახლოს, თორემ ჩამოვალ და შენ ვერ გადამირჩები, გესმის? არავინ გააჭაჭანო მის გარშემო. ენი გაოცებული დასცილდა ძმას და თვალებში ჩახედა. — დათო? გიო, შენ რა... — უბრალოდ გააკეთე, რაც გითხარი, — გააწყვეტინა გიომ, ბოლოჯერ გადახედა ოჯახს, ჩანთა მოიკიდა და პასპორტის კონტროლისკენ წავიდა. ის მიდიოდა გაურკვევლობაში, მაგრამ ზუსტად იცოდა ერთი რამ: სადაც არ უნდა ყოფილიყო, მისი ფიქრები ყოველთვის იმ პატარა კაფეში დარჩებოდა, სადაც ერთი ამაყი გოგონა ახლა, ალბათ, თავის ყველაზე მწარე ყავას სვამდა. ერთი კვირა ისე გავიდა, თითქოს დრო გაიწელა. კაფეში პარასკევი დილა ისეთივე იყო, როგორც ყოველთვის, თუმცა ლილესთვის ჰაერი უფრო დამძიმებულიყო. ზუსტად 10 საათზე კურიერმა პატარა, ქოთნის კაქტუსი შემოიტანა — ეკლიანი, მაგრამ ძალიან ლამაზი. ბარათი არ ახლდა, თუმცა ლილეს გულწრფელად გაეცინა. მან იცოდა, რომ ეს გიოს საჩუქარი იყო. იმავე საღამოს ლილე კომპიუტერთან დაჯდა. მას შეეძლო დაერეკა, მიეწერა, ეკითხა, როგორ მოეწყო, მაგრამ სიამაყე ამის ნებას არ აძლევდა. ამიტომ, მხოლოდ საქმიანი მეილით შემოიფარგლა. > ვისგან: ლილე ბერაძე > ვის: გიორგი დევდარიანი > თემა: ყოველკვირეული ფინანსური რეპორტი > „მოგესალმებით, ბატონო კურატორო. > თანდართულ ფაილში იხილავთ კაფეს გასული კვირის ანგარიშს. ბრუნვა გაზრდილია 15%-ით. ფორთოხლის წვენის მარაგი განახლებულია, თუმცა მისი გადასხმის ობიექტი ჯერჯერობით არ გამოჩენილა. > კაფეს ინვენტარს ერთი ეკლიანი მცენარე შეემატა. რეპორტში მისი ღირებულება არ შემიყვანია, რადგან ვთვლი, რომ ეს ’გაუთვალისწინებელი ხარჯია’ ვიღაცის მხრიდან. > იმედია, ლონდონის ნისლში ციფრები არ დაგეკარგებათ.“ > ეს იყო მათი ერთადერთი კონტაქტი — ოფიციალური, მშრალი, მაგრამ ქვეტექსტებით სავსე. ამასობაში ენი ნამდვილ „ცეცხლს შუა“ აღმოჩნდა. ტელეფონი მოსვენებას არ აძლევდა. ჯერ გიო რეკავდა ლონდონიდან, ყოველთვის „საქმიანი“ მიზეზით: — ენი, როგორ ხართ? სახლში ყველაფერი რიგზეა? ხომ მშვიდობაა ქალაქში? ლილე... ანუ კაფეში ხომ არაფერი მომხდარა? ის ტიპი, დათო, ხომ არ გამოჩენილა? იცოდე, მენდე, მაგასთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოუტანს. — გიო, დათო არ მინახავს, — პასუხობდა ენი ეშმაკური ღიმილით. — ლილე კარგადაა, სულ მუშაობს. შენზე საერთოდ არაფერს მეკითხება, თითქოს არც არსებობ. ამ სიტყვებზე გიო დუმდა, მერე კი მოკლედ დაემშვიდობებოდა. ლილე ცალკე ეკითხებოდა ენის: — ენი, გიომ ხომ არ დაგირეკა? რას ამბობს, ბევრი საქმე აქვს? ძალიან დაღლილი ხომ არ გეჩვენა ბოლოს? ისე, სხვათა შორის გკითხე, უბრალოდ მაინტერესებს, როდის მორჩება იმ თავის საქმეებს და როდის დაუბრუნდება კაბინეტს. — ლილე, გიოს მხოლოდ ციფრები აინტერესებს, — ატყუებდა ენი. — შენზე საერთოდ არაფერი უთქვამს, მარტო ანგარიშები მივიღეო. ლილე ტუჩს იკვნეტდა და კაქტუსს წყალს ასხამდა. ასე გავიდა კიდევ 5 კვირა, ყოველ პარასკევს კაფეში ახალი კაქტუსი ჩნდებოდა. ლილეს უკვე მთელი კოლექცია ჰქონდა დახლზე. მას ეცინებოდა — ეს იყო გიოს ენა, სიყვარულის ახსნის ნაცვლად გამოგზავნილი ეკლები, რომლებიც ლილესთვის ყველა ვარდზე მეტს ნიშნავდა. მან იცოდა, რომ გიო იქიდანაც კი, შორიდან, მის სიმშვიდეს დარაჯობდა. და მიუხედავად იმისა, რომ ორივე „არხეინად“ იქცეოდა, ენიმ ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთის მოლოდინით სუნთქავდა. დათომ მაინც სცადა ბედი. მეექვსე პარასკევს, ზუსტად იმ დროს, როცა კურიერმა მორიგი კაქტუსი მოიტანა, კაფეში თავად დათო შემოვიდა — ამჯერად უზარმაზარი წითელი ვარდებით. ლილე დახლთან იდგა და ახალ კაქტუსს თავის „ეკლიან კოლექციაში“ ადგილს უძებნიდა. დათოს დანახვაზე სახეზე არანაირი აღფრთოვანება არ დასტყობია. — ლილე, ვიფიქრე, რომ ეს მცენარეები ძალიან უხეშია შენთვის, — დაიწყო დათომ და ვარდები დახლზე დადო. — ნუთუ ამ ეკლებს ეს სილამაზე არ ჯობია? ლილემ მშვიდად შეხედა ვარდებს, მერე კი თვალებში ჩახედა დათოს. მან იცოდა, რომ ახლა გაურკვევლობის დრო არ იყო. — დათო, მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ ეს ვარდები წაიღე, — თქვა მან მტკიცედ. — არ მინდა ტყუილად იმედი მოგცე. სიმართლე ისაა, რომ მე სხვის მიმართ მაქვს გრძნობები. და მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანი ახლა აქ არ არის და მხოლოდ კაქტუსებს მიგზავნის, ჩემთვის მისი ერთი ეკალიც კი უფრო ძვირფასია, ვიდრე შენი ვარდები. გთხოვ, ნუღარ მომიტან ყვავილებს. დათო დაიბნა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ლილეს მზერაში ისეთი სიმტკიცე დაინახა, რომ მიხვდა — აქ მისი ადგილი აღარ იყო. მან ყვავილები აიღო და უსიტყვოდ გავიდა კაფედან. ლილემ შვებით ამოისუნთქა და ტელეფონი აიღო. ენისთვის უნდა მიეწერა, მაგრამ გადაიფიქრა. სამაგიეროდ, გიოს რეპორტი გაუგზავნა, სადაც ფინანსური მონაცემების ბოლოს ერთი პატარა პოსტსკრიპტუმი მიაწერა: „P.S. დღეს კაფეში ვარდების 'შემოპარვა' მოხდა, მაგრამ 'დეპორტაციის' პროცესი წარმატებით დასრულდა. კაქტუსების კოლექცია უსაფრთხოდ არის.“ ლონდონში, ღამის ორ საათზე, გიო თავის კაბინეტში იჯდა და დაღლილი უყურებდა მონიტორს. როცა ლილეს მეილი მოვიდა, მან მაშინვე ბოლო სტრიქონზე გადაინაცვლა. მის სახეზე პირველად გამოჩნდა ნამდვილი, კმაყოფილი ღიმილი. მან ტელეფონი აიღო და ენის დაურეკა. — ენი, დაიძინე? — ჰკითხა გიომ, როცა დამფრთხალმა დამ უპასუხა. — გიო, რა ხდება? მშვიდობაა? — შეეშინდა ენის. — კი, მშვიდობაა. უბრალოდ მინდოდა მეთქვა... ბილეთი უკვე ვიყიდე. 2 კვირაში თბილისში ვარ. ოღონდ ლილეს არაფერი უთხრა. მინდა ვნახო, რამდენად გაიზარდა მისი მონატრება. ენი საწოლზე წამოჯდა და გაეღიმა. — როგორც იქნა! გელოდებით, ბატონო „რაციონალურო“. გიომ გათიშა და ფანჯარაში გაიხედა. ლონდონის წვიმა აღარ აწუხებდა. ის უკვე გრძნობდა თბილისის ჰაერს და იმ ფორთოხლის სურნელს, რომელიც მხოლოდ ერთ პატარა კაფეში ტრიალებდა. პარასკევი საღამო იყო. კაფე „ჯაზ-როკში“ მხოლოდ ლილე და სანათების შუქი დარჩენილიყო. გარეთ თბილისური წვიმა ასფალტს ეცემოდა. ლილე დახლთან იდგა და ბოლო ჭიქებს აპრიალებდა. მისი მზერა უნებურად რვა კაქტუსზე შეჩერდა, რომლებიც დახლზე „ჯარისკაცებივით“ იწონებდნენ თავს. უეცრად კარი გაიღო. არანაირი ზარი, მხოლოდ ცივი ჰაერის ნაკადი და ნაცნობი ნაბიჯების ხმა. ლილემ თავი არ ასწია. — უკვე ვკეტავთ. ყავა აღარ არის, მხოლოდ ეკლები დაგვრჩა, — თქვა მან მშრალად. — ეკლები ჩემი სტილია, ყავა კი ყოველთვის ზედმეტად ტკბილი მოგდიოდა, — გაისმა ისეთი ხმა, რომელმაც ლილეს ხელში ჭიქა გააქვავა. ის ნელა მიტრიალდა. ზღურბლზე გიო იდგა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს აეროპორტის ასაფრენი ბილიკიდან პირდაპირ აქ გადმოინაცვლა — მუქი ლურჯი, იდეალურად მორგებული კოსტიუმი, თეთრი პერანგი და ოდნავ მოშვებული ჰალსტუხი. დაღლილი იყო, მაგრამ მისი მზერა იმაზე უფრო ბასრი ჩანდა, ვიდრე ორი თვის წინ. — ოჰ, ბატონი კურატორი მობრძანდა, — ლილემ ძალა მოიკრიფა და ირონიული ნიღაბი აიფარა. — ლონდონში „ჯენტლმენობა“ ვერ ისწავლე? კარზე დაკაკუნება ან გაფრთხილება მაინც? — გაფრთხილება სისულელეა, როცა მოულოდნელი შემოწმება გაცილებით მეტს ავლენს, — გიო ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა დახლს. მან თვალი გადაავლო კაქტუსებს და მერე ისევ ლილეს შეხედა. — მაგალითად იმას, რომ აქაურობა ბოტანიკურ ბაღს უფრო ჰგავს, ვიდრე კაფეს. ის ვარდების მოყვარული სად არის? იმედია, მისი ყვავილები ამ ეკლებმა გადაჭამეს. — დათოზე ნუ ნერვიულობ, გიო. მან კარგად გაიგო რაღაცეები, განსხვავებით ზოგიერთისგან, ვინც ორი თვე მხოლოდ მეილებსა და კაქტუსებს ამოეფარა, — მიუგო ლილემ და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. — რატომ მოხვედი? რეპორტში რამე შეცდომა იპოვე? — კი, ერთი დიდი შეცდომა ვიპოვე, — გიო უკვე ძალიან ახლოს იდგა. მისი სუნამოს სუნი კაფის სურნელს შეერია. — შეცდომა ის იყო, რომ აქამდე არ ჩამოვედი და ეს ენა არ გაგიჩერე. ლილემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გიომ არ აცადა. მან ორივე ხელი სახეზე მოჰკიდა ლილეს, მისი თითები გოგონას სახესე ნაზად, თითქმის მოწიწებით დასრიალდნენ. გიომ ლილეს სახე თავის ხელებში მოიქცია, თითქოს ყველაზე ძვირფას განძს უფრთხილდებაო. მთელი მისი სიმკაცრე ერთ წამში გაქრა და მის თვალებში მხოლოდ ის მონატრება დარჩა, რომელსაც ორი თვე მალავდა. მან დაიხარა და ლილეს ნაზად, თავდაჯერებულად აკოცა. ეს იყო კოცნა, რომელშიც ყველა გამოტოვებული ზარი, ყველა გაუგზავნელი სიტყვა და ყველა ის ეკლიანი საჩუქარი გაერთიანდა. როცა ერთმანეთს დაცილდნენ, გიო არ გაწეულა. ის პირდაპირ თვალებში უყურებდა ლილეს, სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა. ლილემ ოდნავ ჩაიღიმა. მან ხელი გიოს ჰალსტუხზე დაავლო, თითებზე დაიხვია და ძლიერად, მოქაჩა თავისკენ. — ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდი, გიო, — ჩაჩურჩულა მან და ახლა თვითონ დაეწაფა მის ტუჩებს. ამ კოცნაში აღარ იყო არც „კურატორი“, არც „კლიენტი“ და არც დისტანცია. იყო მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის მონატრებას ივსებდნენ. კოცნის შემდეგ კაფეში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა მინებზე. გიოს ხელები ისევ ლილეს სახეზე ჰქონდა შემოხვეული, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ხელს გაუშვებდა, ისევ ლონდონის ნისლიან კაბინეტში აღმოჩნდებოდა. ლილემ ნელა გაუშვა ხელი მის ჰალსტუხს, თუმცა გიოს მკერდიდან არ მოცილებულა. ხელები მოხვია, თავი გულზე მიადო და იგრძნო, როგორ უცემდა კაცს გული — სწრაფად,, ყოველგვარი გრაფიკების დარღვევით. — ეს... ეს რეპორტში არ ეწერა, — ჩაილაპარაკა ლილემ და ოდნავ გაეღიმა. — ზოგიერთი ტრანზაქცია დეკლარირებას არ ექვემდებარება, — მიუგო გიომ და თმაზე აკოცა. ხმა ისევ დაუბრუნდა, მაგრამ ახლა მასში სიმკაცრის ნაცვლად რაღაც სხვა, გაცილებით თბილი ტონი იგრძნობოდა. — ორი თვე ვფიქრობდი, როგორ გამეჩერებინა ეგ ენა როცა ბევრს საუბრობდი და მიწვევდი. მგონი, ერთადერთი სწორი მეთოდი ვიპოვე. — ნუ ტრაბახობ, — ლილე ოდნავ მოცილდა და თვალებში ჩახედა. — ისევ ისეთი ამპარტავანი ხარ. აეროპორტიდან პირდაპირ აქ მოხვედი? ჩემოდნები სად გაქვს? — მანქანაშია. სახლში მისვლამდე აქ უნდა მოვსულიყავი. მინდოდა მენახა, მართლა მოინელეს თუ არა კაქტუსებმა ის შენი ვარდების თაიგული. — ეჭვიანი.. — გადაიკისკისა ლილემ. სწორედ ამ დროს კაფეს კარი ხმაურით გაიღო. ზღურბლზე ენი იდგა, სველი ქოლგით და გაოგნებული სახით. მას გიოს მანქანა გარეთ დაენახა და ინსტინქტურად შემოვიდა. — ოჰ! — ენიმ ქოლგა ხელიდან გააგდო. — მე მეგონა, აქ ფინანსურ აუდიტს ატარებდით, თქვენ კი... გიო! შენ რა, მართლა კოცნიდი? ჩემი თვალებით ვნახე! ჩემი „რობოტი“ ძმა და ადამიანური გრძნობები? გიომ ამოიოხრა, გასწორდა თუმცა ლილესთვის ხელი არ გაუშვია. — ენი, შენს სამუშაო საათებში არ შედის ჩემი პირადი ცხოვრების მონიტორინგი. — არ მაინტერესებს! — ენი მათკენ გაიქცა და ორივეს ერთად ჩაეხუტა. — როგორც იქნა! ორი თვეა თქვენს გამო ტელეფონზე ვკვდები. ერთი იქიდან მამოწმებს, მეორე აქედან მგლეჯს ნერვებს. ლილე, ხომ გითხარი, მოვა და ეცდება ჭკუიდან გადაგიყვანოს-მეთქი? — კი, სცადა, — თქვა ლილემ და გიოს ეშმაკურად გადახედა. — მაგრამ ჯერჯერობით მე უფრო კარგად გამომდის მისი წყობიდან გამოყვანა. გიომ საათს დახედა, მერე კი ლილეს მიუბრუნდა. — კაფეს ვკეტავთ. ენი, შენ სახლში წადი, მშობლებს უთხარი, რომ ხვალ მივალ. ლილე, შენ კი ჩემთან ერთად მოდიხარ. ვახშამზე უნდა დავილაპარაკოთ... — და რაზე უნდა დავილაპარაკოთ? — ჰკითხა ლილემ და პალტო აიღო. — იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ ამ „პროექტის“ მართვას, — თქვა გიომ, ლილეს წელზე ხელი მოჰხვია და კარისკენ წაიყვანა. — წინასწარ გაფრთხილებ, მე ძალიან მომთხოვნი ვარ. — მე კი ძალიან ურჩი — მიუგო ლილემ. ისინი წვიმიან ქუჩაში გავიდნენ. გიომ და ლილე თავისკენ მიიზიდა, ჩაეხუტა ისევ ძლიერად. -აუ გიო ფეხით წავიდეთ რა... -რომანტიკა გნებავს ქალბატონო? კარგი? ენი კი კაფეს ფანჯრიდან უყურებდა, როგორ მიდიოდნენ ისინი ბედნიერად გაღიმებულები.. ვახშამი გიოს მშობლების სახლში ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო, მაგრამ ამჯერად ჰაერში სულ სხვაგვარი მღელვარება ტრიალებდა. გიო და ლილე ეზოში შევიდნენ. გიოს ლილეს ხელი მყარად ეჭირა თავისაში — ისე კი არა, როგორც „მზრუნველ ძიძას“, არამედ როგორც მამაკაცს, რომელმაც ზუსტად იცოდა, სად იყო მისი ადგილი. სახლის კარი გიოს დედამ, ქალბატონმა ნინომ გააღო. დანახვისთანავე სახე გაებადრა და ორივესკენ ხელგაშლილი გაეშურა. — ჩემი ლამაზი გოგო მოვიდა! — შესძახა მან და გიოს ნაცვლად, პირველად ლილეს გადაეხვია. — როგორ მომენატრე, შვილო. ერთი თვეა ენის სულ შენზე ვეკითხები. რას შვრება ეს ჩემი უჟმური შვილი , ხომ არ გაწვალებს თავისი რეპორტებით? — ცოტას მაწვალებდა, ნინო დეიდა, მაგრამ გავუძელი, — გაეღიმა ლილეს და გიოს ეშმაკურად გადახედა. — შევიდეთ, შევიდეთ, მამაშენი გელოდებათ, გიო. მისაღებ ოთახში ბატონი ვანო იჯდა. ის ფეხზე წამოდგა, გიოს მამაკაცურად გადაეხვია, მერე კი ლილეს შუბლზე აკოცა. — მოდი აქ, ჩემო ონავარო. მახსოვს, როგორ დაგდევდი ეზოში, რომ არ გადავარდნილიყავი სადმე..გიო, იმედია გესმის, რა განძი გიჭირავს ხელში. — მესმის, მამა, — თქვა გიომ მშვიდად და ლილეს სკამი გამოუწია. — იმაზე უკეთაც კი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ვახშამი საოცრად თბილად მიმდინარეობდა. ნინო სულ ლილეს თეფშზე ზრუნავდა, საუკეთესო ნაჭრებს უდებდა და იმ ამბებს იხსენებდა, როგორ წუწაობდნენ ბავშვობაში ენი და ლილე. — გახსოვს, გიო? — ჰკითხა ვანომ და ღვინო დაასხა. — სულ ამბობდი, ამ ბავშვებს რამე არ დაემართოთო, ისეთი სერიოზული სახით დაჰყვებოდი უკან, თითქოს სახელმწიფო საქმეს აკეთებდი. — ლილე, შვილო, ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ შენ ჩვენი ოჯახის ნაწილი გახდი არა მხოლოდ როგორც ენის მეგობარი, არამედ როგორც გიოს რჩეული. დედაშენს ველაპარაკე , ძალიან გახარებულები არის. ლილემ იგრძნო, როგორ მოაცვა წრემლი სიხარულისგან. მას ყოველთვის უყვარდა ეს ოჯახი, მაგრამ ახლა ეს სიყვარული სულ სხვა განზომილებაში გადავიდა. ვახშმის ბოლოს, როცა აივანზე გავიდნენ ჰაერზე, გიომ ლილეს პიჯაკი მოახვია მხრებზე. — ჩემები უკვე გეგმავენ, ჩვენს ქორწილში რა კერძები იქნება, — ჩაილაპარაკა მან ლილეს ყურთან. — და შენ რას გეგმავ, ბატონო გიორგი? — ჰკითხა ლილემ და მის მკერდს მიეყრდნო. — მე ვგეგმავ, რომ ეს „პროექტი“ ჩემი ცხოვრების მთავარ ინვესტიციად ვაქციო, — თქვა გიომ სერიოზულად და ლილეს ხელი უფრო მაგრად მოუჭირა. — და ამჯერად, არანაირი გაურკვეველი ვადით გამგზავრება. სადაც შენ იქნები, იქ იქნება ჩემი ოფისიც და ჩემი სახლიც. თვეები გაფრინდა. კაფე „ჯაზ-როკი“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცა, სადაც დახლზე უკვე მთელი „კაქტუსების ბაღი“ იყო გაშენებული და ყოველთვის ჯაზის და როკის მელოდიები ისმოდა. შემოდგომის სუსხიანი საღამო იყო. გიომ ლილე სავახშმოდ არ დაპატიჟა, არამედ უთხრა, რომ სამსახურებრივი საქმეების გამო კაფეში გვიან უნდა მისულიყო. ლილე მარტო იყო, ბოლო ჭიქებს აწესრიგებდა და წუწუნებდა, რომ გიო ისევ თავის „ბანკირულ“ გრაფიკს დაუბრუნდა. უეცრად კაფეში შუქი ჩაქრა. მხოლოდ ვიტრინიდან შემოსული ქუჩის ლამპიონების მკრთალი შუქი ანათებდა ოთახს. — გიო, თუ ეს შენი მორიგი ხუმრობაა, საერთოდ არ მეცინება! — დაუძახა ლილემ სიბნელეში. პასუხად ძველი ჯაზის ჰანგები გაისმა. ლილე შემობრუნდა და დაინახა გიო, რომელიც ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა. ის შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ხელში კი პატარა, ხავერდის კოლოფი ეჭირა. მის სახეზე აღარ იყო ის მკაცრი, გაუვალი გამომეტყველება; ახლა იქ მხოლოდ სიმშვიდე და უსაზღვრო ნდობა იკითხებოდა. გიო ლილეს წინ ჩაიმუხლა. მას, ვისაც შეეძლო მილიონიანი გარიგებები ერთი ხელის მოწერით გადაეწყვიტა, ახლა ხმა ოდნავ აუცახცახდა. — ლილე, მე შენ მიყვარხარ და გახდები ჩემი ცოლი? ლილე გაირინდა. ის სიმტკიცე, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა, სადღაც გაქრა. თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლები იყო. მან გიოს სახე ხელებში მოიქცია – ისე, როგორც იმ საღამოს, როცა პირველად აკოცეს ერთმანეთს. — მან სიცილით და ტირილით ერთდროულად უპასუხს. — რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, გიო. შენს გარდა სხვა ვინ გამიძლებს? გიომ ბეჭედი თითზე გაუკეთა, წამოდგა და ლილე ჰაერში დაატრიალა. სწორედ ამ დროს კაფეს კარი გაიღო და ენი, გიოს მშობლები და ლილეს მშობლები შამპანურით ხელში შემოიჭრნენ. აღმოჩნდა, რომ ეს „საიდუმლო ოპერაცია“ გიომ სხვებთან ერთად დაგეგმა. — ხომ გითხარი, ჩემს ძმას ყველაფერი გათვლილი აქვს-მეთქი! — ყვიროდა გახარებული ენი. იმ ღამეს კაფე „ჯაზ-როკში“ არა ყავის, არამედ დიდი სიყვარულისა და ახალი დასაწყისის სურნელი ტრიალებდა. ტაძრის მძიმე ხის კარები ნელა გაიღო და შიგნით მზის შუქთან ერთად ლილე და გიო შევიდნენ. მათ ეს გზა ერთად, ხელიხელ ჩაკიდებულებმა გაიარეს საკურთხევლამდე. ლილე თავისი ვარდისფერი, ჰაეროვანი კაბით მართლაც ფერიას ჰგავდა, გიო კი — კლასიკურ შავ კოსტიუმში გამოწყობილი — იმდენად ამაყი და ბედნიერი ჩანდა, რომ მის მზერაში ყველა ის ემოცია იკითხებოდა, რაც ამ წამამდე მოიყვანა. ჯვრისწერამ, მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მეჯვარეები თანხლები ჩატარდა. გიოს ირაკლი უმშვენებდა გვერდს, ლილეს ნატა. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. დადგა ივნისი — თვე, როდესაც ბუნება თავისი ძალების პიკზეა. ივნისის დილა ახალ სახლში მათი სახლი თბილისთან ახლოს, ერთ-ერთ მწვანე და მშვიდ დასახლებაში იდგა. აქ ქალაქის ხმაური არ აღწევდა, მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და ფოთლების შრიალი ისმოდა. ეზო, რომელიც გიომ ლილესთვის განსაკუთრებული სიყვარულით მოაწყო, ახლა ათასფრად ყვავოდა. ერთ-ერთ ასეთ მზიან დილას, ლილემ ეზოს შუაგულში მოლბერტი დადგა. მას ყოველთვის უყვარდა ხატვა, მაგრამ ახლა, გიოს გვერდით, თითქოს ფერებიც უფრო მკვეთრი გახდა. გიო გვერდით ეჯდა და ლილეს ეხმარებოდა ფერების არევაში. — გიო, ცოტა მეტი თეთრი დაამატე, ცა ასეთი მკაცრი არ არის, — ეუბნებოდა ლილე და თან იცინოდა, როცა გიომ შემთხვევით ცხვირზე საღებავი მოუსვა. — ცა შეიძლება არა, მაგრამ შენი ხასიათი ნამდვილად მოითხოვს ცოტა სიმკაცრეს, — ხუმრობდა გიო. მალე „სერიოზული ხატვა“ დიდ მხიარულებაში გადაიზარდა. ლილემ ფუნჯით გიოს ლოყაზე ყვითელი ზოლი გაავლო, გიომ კი პასუხად საღებავიანი ხელებით ლილეს წელზე მოჰკიდა ხელი. ისინი ბავშვებივით დასდევდნენ ერთმანეთს აყვავებულ ბაღში, სანამ ორივე ბალახზე არ დაენარცხა სიცილით. როცა მზემ დააჭირა, მათ სახლის დიდ, ხის აივანზე გადაინაცვლეს. აივნიდან თბილისის შემოგარენის ულამაზესი ხედი იშლებოდა. ლილე საქანელაზე მოკალათდა, თავი გიოს კალთაში ჩაუდო და თვალები დახუჭა. ივნისის თბილი ნიავი მის სარაფანს აფრიალებდა. გიოს ხელში წიგნი ეჭირა. მას დაბალი, ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, რომელიც ლილეს ყველაფერზე მეტად ამშვიდებდა. გიო ნელა, გრძნობით უკითხავდა პოეზიას, თავისუფალი ხელით კი მის თმებს ეთამაშებოდა. — „შენ ხარ ჩემი სიმშვიდე...“ — წაიკითხა გიომ და წამით გაჩუმდა. დაიხარა და ლილეს შუბლზე აკოცა. ლილემ თვალები გაახილა და ქვემოდან შეხედა ქმარს. — იცი, ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი სიზმარია.. — მეც ეგრე მგონია ხოლმე ლილე, — მიუგო გიომ. — ვერ წარმოგიდგენდი ჩემს გვერდით, არ წარმომედგინა ის თითის ტოლა ბავშვი გაიზრდებოდა და შემიყვარდებოდა არაამქვეყნიურად. როცა ჰაერი ოდნავ გაგრილდა, გიომ ბაღის მოსარწყავი შლანგი აიღო. ლილე ყვავილებს ათვალიერებდა, როცა ზურგზე წყლის ცივი ნაკადი იგრძნო. — გიო! — შესძახა მან და მაშინვე მეორე შლანგს ეცა. ეზოში ნამდვილი საწყალოსნო ომი გაჩაღდა. ისინი წუწაობდნენ, გარბოდნენ, სველდებოდნენ და ისე ხმამაღლა იცინოდნენ, რომ მეზობელ ეზოებშიც კი ესმოდათ მათი ბედნიერების ხმა. ბოლოს, სრულიად სველები და დაღლილები, ერთმანეთს შუა ბაღში ჩაეხუტნენ. — მიყვარხარ, — ჩაჩურჩულა გიომ და სველი თმები სახიდან გადაუწია. — მე უფრო, — უპასუხა ლილემ და მის მკერდს მიეკრო. იმ ღამეს მათ სახლში დიდი ხნის განმავლობაში ენთო შუქი. ისინი ისხდნენ საწოლზე, გიო სველ თმებს უბწნიდა ლილეს და ლილე აღტაცებული გეგმავდა მომავალს — მომავალს, რომელიც ივნისის ამ თბილი დღესავით ნათელი და ფერადი იქნებოდა. მათ იპოვეს ის, რასაც ბევრი მთელი ცხოვრება ეძებს — სრული ჰარმონია და სიმშვიდე ერთმანეთში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



