Bad boys and good girls (ნაწილი I)
ისტორია რომელიც დავწერე 15 წლის ასაკში. ისტორია რომელსაც აქვს კიდევ ბევრი გაგრძელება კომენტარიც არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ესაა მათთვის ვინც ითხოვდა და ენატრებოდა .................. ყველაფერი ნინი წულუკიძის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე დაიწყო . ანი ,მისი ძმა გიორგი , ლუკა და ნიკა ქალბატონი ნინის ცხოვრების განუყრელი ნაწილები იყვნენ. დაობლებულ გოგონას მთელ ოჯახს წარმოადგენდნენ და ცხოვრებას უფერადებდნენ. დედინაცვლისგან წამოსულ უარყოფით ენერგიას უქრობდნენ და ნინიც მათი დამსახურებით იყო ბედნიერი. ანის დაბადების დღეზე ყოველთვის განსაკუთრებულად ერთობოდნენ. ნინი ბიჭების თითქმის ყველა მეგობარს იცნობდა, მხოლოდ ის ერთი დაინახა პირველად. გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება და ნინიმაც ვერ მოაშორა მზერა . უჩვეულო იყო მისთვის მსგავსი ქცევა და საკუთარი თავი დანაშაულში რომ გამოიჭირა მაშინვე არყის ჭიქაზე გადაიტანა მზერა. შემდეგ ბიჭის სასიამოვნო,ბოხი ხმა გაიგო და კიდევ ერთი სიამოვნების მომგვრელი ტალღა გავრცელდა მთელ სხეულში. ნინი არ იცნობდა, მაგრამ დანარჩენები ისე შეხვდნენ რომ აშკარად ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მაინცადამაინც გოგონას წინ დაჯდა და მისგან განსხვავებით მზერის მოცილება არც უცდია -ნინ გაიცანი დემეტრე ახვლედიანი - გიორგიმ ხელი მოხვია და აიძულა მისკენ გაეხედა- დემე , ნინი ჩვენი პატარა მეგობარი,და და დაზე უტკბესი -სასიამოვნოა შენი გაცნობა ,ნინი-შემდეგ ისევ გაიგო მისი ხმა , მის ღამისფერ თვალებს გადაეყარა ნინის მწვანეები და ხელის ზურგზე იგრძნო ცხელი ტუჩების შეხება. ერთი წამი და გახშირებული გულისცემა. თავიდანვე ნათელი იყო,რომ ჩვეულებრივი მეგობრობის ამბავი არ იწყებოდა . წულუკიძე ამას ვერ იაზრებდა, მაგრამ ახვლედიანმა ზუსტად იცოდა რასაც გრძნობდა იქამდე ,იმ მომენტში და შემდეგ. მთელი საღამო ნინის შესწავლას დაუთმო, სხვა ქალით არც კი დაინტერესებულა. არაფერი უთქვამს, დიდხანს შორიდან უყურებდა და ეღიმებოდა. ნინი კიდევ უფრო მეტად ირეოდა, აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო რომ მის მზერას გაქცეოდა არადა როგორ უნდოდა არავინ ყოფილიყო ირგვლივ ახვლედიანის გარდა. მისი დაკვირვება შესძლებოდა,ყველა დეტალის შესწავლა და გარჩევა,მაგრამ ზედმეტად მორცხვი იყო ყველა სურვილის ასრულება რომ ეცადა ამისთვის და ჯიუტიც ,ერთი შეხვედრით აღფრთოვანება რომ ეღიარებინა. რამდენიმე ჭიქა დაცალა და წონასწორობადაკარგული დაიძრა მოცეკვავე წყვილებისკენ . დიდი დრო არ იყო გასული მას შემდეგ რაც მუსიკის რითმში ჩაიკარგა , ილუზიას ჰგავდა ახვლედიანის სიახლოვე,მისი მტევნის მუცელზე შეხება და სხეულის მიძრაობა მის სხეულთან ერთად. თვალებში უყურებდა, გრძნობდა , მთელი სხეულით აღიქვამდა როგორ აბნევდა, როგორ მოქმედებდა ამ პატარა გოგოზე და უფრო იზიდავდა . მისი დაბნეული თვალები, კამკამა მწვანეები სულს უხუთავდა. არ იყო ახვლედიანი სიყვარულის კაცი, მაგრამ ამჯერად გრძნობებისგან თავდაცვა აღარ სურდა. პირველად ცხოვრებაში ქალისგან არაფერი უნდოდა ჩახუტების გარდა, მისი სურნელის შეგრძნობა სჭირდებოდა , მისი სიფრიფანა სხეულის მკლავებში მოქცევა და დასაკუთრება. ბოლოს ისევ თავად გამოერკვა,გოგოს წასვლის უფლება მისცა და მეტად აღარ შეხებია. საკმაოდ ნასვამი იყო ნიკამ სახლში რომ წაიყვანა . ბიჭები დარჩნენ მხოლოდ და დემეტრეს როგორც კი შანსი მიეცა მაშინვე დაიწყო საუბარი. მეგობრებს უყურებდა და თან თითებში სიგარეტის ღერს ატრიალებდა -ნინი რომელიმეს შეყვარებულია? აქამდე რატომ არ ვიცნობდი -ჩვენს თვალწინ გაიზარდა. დედა რომ გარდაეცვალა სულ პატარა იყო , მერე მამამისმა სხვა ქალი შეირთო. მეზობლები ვართ ,ანისთან დიდ დროს ატარებდა. ჩვენთვის ყველასთვის უმცროსი დასავითაა , მაგრამ შენ ვერ გაგაცანით. სადაც შენ ხარ ხოლმე ის არასდროსაა ისეთ ადგილებში ... შენ რატომ დაინტერესდდი დემეტრე? -გიორგიმ მოკლედ აუხსნა და პასუხის მოლოდინში გაირინდნენ სხვებიც -ყველაფერი მაინტერესებს მის შესახებ -მოიცა ამდენი ინტერესი საიდან... ნინი სხვებს არ გავს და არც იფიქრო მასთან ისე თამაში როგორც შენ იცი -გასაგებია ვინც არის და თქვენ მომიყვებით თუ სხვა გზით გავარკვიო -იცოდე... -ვიცი რაც უნდა ვქნა და რაც არა ნიკა და მიცნობთ მგონი საიმისოდ, რომ იცოდეთ როცა რამე მინდა ვიღებ და არააქვს მნიშვნელობა რა გზით მივიღებ ! _ ისეთი კატეგორიუი ტონი ჰქონდა უკან რომ არ დაიხევდა იცოდნენ . ინფორმაცია სრულად მიიღო და რაც უფრო მეტს იგებდა მის შესახებ მით უფრო დიდ ინტერესს გრძნობდა. ნინიმაც მთელი ღამე გაათენა , ახვლედიანზე ფიქრებს ვერ იშორებდა. ბევრჯერ ეცადა ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ძლივს ჩაეძინა და მაინც ადრე გააღვიძეს, ანიმ თავისთან იხმო , თან ისე სთხოვა გამოდიო რომ უარი ვერ უთხრა. ნახევარ საათში ლუკას გვერდით იჯდა და წუწუნებდა -რატომ გიყვართ ყველას ჩემი გაღვიძება...წუხელ მაინც ვერ დავიძინე და ახლა უნდა გამოისყიდოთ- ფეხები დივანზე აკეცა, ლუკას მხარზე დაადო თავი და თვალები მინაბა -რატომ ვერ დაიძინე პატარავ?- ბიჭმა თავზე აკოცა და გაიცინა - ცუდი სიზმრები ნახე? -არა, ძილიც ვერ მოვახერხე სულ ვფიქრობდი უფრო სწორად მეფიქრებოდა და ცუდად ვაარ -მაინც რაზე ფიქრობდი პატარა ქალბატონო?- ნაცნობი ხმა რომ გაიგო მაშინვე ასწია თავი და დამფრთხალმა შეხედა კედელზე მიყრდნობილ ახვლედიანს -შენ ? არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდათ - ფეხები ჩამოსწია და ნორმალურად დაჯდა- გამარჯობა დემეტრე - შემდეგ უბრალოდ მიესალმა და ანას გახედა -ნიინ წამოდი საუზმით გამოვისყიდი დანაშაულს - წამსვე უშველა და სამზარეულოში გაიყვანა -იმას რა უნდა აქ- ჩუმად იყურებოდა და ჩურჩულებდა -რადგან დაბრუნდა ხშირად იქნება ჩვენთან...ხომ ძალიან სიმპათიურია? -მოგწონს? - ისე წამოიყვირა თავადაც ვერ გაიაზრა -მე? მე არა- ანამ გაიცინა და წარბები მაღლა აზიდა- მაგრამ მგონი ჩემი გოგოა დატყვევებული -არაფერიც ! მეძინება , დავიღალე და ყავა მინდა . ბლინები , გააკეთებ თუ გავაკეთო- სკამზე დაჯდა და დაელოდა ანა როდის მიუტანდა ყველაფერს. სამზარეულოში დიდხანს ვერ დარჩებოდა, ვერც დემეტრეს მზერას უძლებდა . შემდეგ დაურეკეს და აივანზე გავიდა. საკმაოდ ციოდა , გარეთ წვიმდა და საუბარიც დიდხანს გაურგძელდა. ნათიასთან რთული დიალოგი ჰქონდა, როგორც ყოველთვის თავის შეკავება მოუხდა და ბრაზისგან კანკალებდა სითბო რომ იგრძნო. მხრებზე რაღაც თბილი მოახურეს, უკან რომ შებრუნდა და ახვლედიანი დაინახა სულ მთლად გაიყინა. ისე უყურებდა, მისი მზერა საშინლად აბნევდა -მე უნდა შევ.. -მოიცადე - გაყინულ ტუჩებზე შეახო თითები, პარალელურად თმაზე ჩამოუსვა ხელი - ნინი ,რატომ ხარ ასეთი ნინ - ძალიან ახლოს იყო, მისი ტუჩები იმდენად ახლოს იყო რომ გოგო სხვას ვეღარაფერს უყურებდა ცოტაც და გული გაუსკდებოდა ისე ძლიერ უცემდა , ისე ძლიერ რომ მკერდის ტკივილსაც გრძნობდა. ისევ გაუმართლა, ამჯერად დემეტრეს დაურეკეს . წარბშეკრულმა უპასუხა ,ნინი კი წამსვე გაეცალა იქაურობას. მთლიანად ბინაც დატოვა და სახლისკენ გაიქცა. მთელი დღე წვიმდა, ის კი ფანჯარასთან იჯდა ჩაის ფინჯნით ხელში და წვეთებს აკვირდებოდა. დედა საერთოდ არ ახსოვდა, ორი წლისაც არ იყო რომ გარდაიცვალა, მისგან მხოლოდ ფოტოები დარჩა მამა ისტორიებსაც კი არ უყვებოდა , სიყვარული რა იყო წარმოდგენა არ ჰქონდა. ბედნიერი ოჯახი არასდროს უნახავს, რაც თავი ახსოვდა დედინაცვალი ჰყავდა . ნათია ცივი ქალი იყო და არც მამას უყვარდა ზედმეტი გრძნობების გამოხატვა. ბავშობიდან მარტოობის შეგრძნება ჰქონდა, მათგან განსხვავებით უყვარდა სითბოს გამოხატვა, გულწრფელი და ემოციური იყო. ვერასდროს მალავდა გრძნობებს სახლში კი მისი არავის ესმოდა. ზოგჯერ ფიქრობდა რომ დედას ჰგავდა, ფოტოებზე მუდამ გაღიმებული იდგა ,სულ უბრწყინავდა სახე. ყველა გრძნობას მეზობლად მცხოვრებ ბავშვებთან ხარჯავდა, ბაღიდან ერთად მოდიოდნენ ჯერ ანი გაიცნო შემდეგ გიორგი და ბიჭები . ისინი ავსებდნენ მის სულში არსებულ სიცარიელეს . მამას გარდაცვალებაც მათი დამსახურებით გადაიტანა, დეპრესიის კლანჭებისგან დაიხსნეს,სახლში დარჩენის უფლებას არ აძლევდნენ ,უმოძრაოდ გაჩერებისთვის დროს არ უტოვებდნენ . ჰყავდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, ნახევარდა ნუცა ,რომელიც ჯერ კიდევ 17 წლის იყო და რომელიც საერთოდ არავის ჰგავდა სამყაროში თავისი თავისუფლების ხარისხით. ველურ ცხენს ადარებდა ნინი, სულ რომ ახერხებდა გაქცევას და არავის ემორჩილებოდა. სახლში არასდროს იყო, რაც წამოიზარდა ნათიასგან თავი დაიხსნა და ვერავინ ახერხებდა მის კონტროლს. ნინი კი იმდენად მშვიდი ბუნების იყო ,რომ მაქსიმალურად ცდილობდა ნათიას წესების მიღებას და მასზე ზრუნვას. პასუხისმგებლობას გრძნობდა, ვალდებულებას იმის გამო რომ ყველაზე დიდი ამაგი ნათიას ჰქონდა მის აღზრდაში. მართალია არასდროს ეფერებოდა და გრძნობებს არ გამოხატავდა,მაგრამ არც ცუდი ახსოვდა. არასდროს აკლებდა რამეს სიყვარულის გარდა. სიყვარული, სიყვარულის დეფიციტი ჰქონდა ნინის ცხოვრებაში . უპირობო, ზღვარგადასული გრძნობის რომელიც მის ცარიელ ნაწილს შეავსებდა . რამდენიმე დღე იყო გასული დემეტრესთან ბოლო შეხვედრიდან. მეგობრების გარემოცვასი ისე გაჩნდა ყველგან იყო ,სადაც არ უნდა გაეხედა ისიც იქ იყო და ფიქრებიდან ვერ იშორებდა ახლა კი არ ჩანდა და მონატრებისმაგვარი გრძნობა ემატებოდა ყველაფერს. ხვლედიანზე ეფიქრებოდა ტელეფონის ხმა რომ გაიგო და კიდევ კარგი ნათიას დაასწრო ყურმილის აღება -გისმენთ -ნინი ქვემოთ გელოდები, ჩამოდი- ხმა გაიგო თუ არა მაშინვე დაფრთხა . წამსვე იცნო ,ისეთი უემოციო ტონი ჰქონდა და ასე სასიამოვნოდ როგორ ესმოდა ვერ იგებდა -უკაცრავად ვერ გავიგე რატომ უნდა ჩამოვიდე და იქნებ გეკითხა სახლში თუ ვარ ან თუ მცალია თქვენთან სალაპარაკოდ..._ხომ ვერ გატყდებოდა,აუცილებლად უნდა ეთქვა რაღაც მსგავსი -როგორ გეტყობა რო არ მიცნობ, პატარავ- აშკარად იღიმოდა, ნინის კი სხეული უთბებოდა- არაუშავს მოვაგვარებთ მაგ მცირე პრობლემას ... გელოდები გაუთიშა ის კი გაკვირვებული უყურებდა ყურმილს. არ აპირებდა ჩასვლას, მაგრამ ბოლოს სურვილმა სძლია . საფეხურები ჩაირბინა და სადარბაზოდან სწრაფად გავიდა. მანქანაზე იყო მიყრდნობილი და მისკენ იყურებოდა -გისმენ, რა საქმე გაქვს-წინ აესვეტა და მზერა გაუსწორა -აქ არა. ჩაჯექი წავიდეთ-თავით მანქანისკენ ანიშნა -არსად წამოვალ. არ მინდა -მე მინდა... მნიშვნელოვანია -თქვენი სურვილები ჩემზე არ ვრცელდება ბატონო დემეტრე...შეგიძლიათ წახვიდეთ და სხვა დროს აღარ შემაწუხოთ. საერთოდ უკულტურობაა ასე მოქცევა -პატარავ ,დამიჯერე თორემ ორჯერ გამეორება არ მიყვარს და შემდეგ მომიხდება ისე მოგექცე როგორც ყველას -მე არ ვიცი სხვებს როგორ ელაპარაკები და არც მაინტერესებს ... სჯობს უკან დავბრუნდე -ასე არ გამოვა დროა ჩემი წესები გაიგო თორემ ვერ მოვრიგდებით- ხელი ფრთხილად შეახო რომ შეეჩერებინა ,ტონი შეეცვალა ,მაგრამ მაინც ცდილობდა ფრთხილი ყოფილიყო. -რა წესები.. ვერ გავიგე საერთოდ რაზე საუბრობ -რა ჯიუტი ბავში ხარ, რამდენი ლაპარაკი გიყვარს. არაფერს დაგიშავებ ,უბრალოდ გამომყევი . ნუ ღელავ არ მოგიტაცებ -გამიშვებ ხელს რომ დავჯდე?_ინტერესი კლავდა თორემ რატომ უნდა დათანხმებოდა -აი ასე,შეგძლებია ჭკვიანად მოქცევა -პატარა ბავშვივით ნუ მელაპარაკები -მოვილაპარაკებთ მაგ თემასთან დაკავშირებით_მანქანის კარი გაუღო და შემდეგ დაჯდა საჭესთან _ღვედი შეიკარი -რა საჭიროა -როგორც გინდა მე გაგაფრთხილე. -მანქანა დაძრა და ისე სწრაფად წავიდა ნინის თვალები შუბლზე აუვიდა. წამსვე შეიკრა ღვედი -ჩემი მოკვლა თუ გინდოდა რაღა ავტოკატასტროფით მკლავ სხვა გზა არ არსებობს? და საერთოდ შუა ქალაქში ასე მოძრაობა რა უპასუხისმგებლობაა . ეს მანქანა დადის თუ ფრინავს -ხომ გაგაფრთხილე ,ღვედი შეიკარი_მეთქი... -სულ ასე დადიხარ? -შეეჩვევი არაუშავს -რატომ უნდა შევეჩვიო... სულ არ ვაპირებ შენთან ერთად სიარულს_ძალიანაც უნდოდა და მოსწონდა,თითქოს გიორგი და ბიჭები სხვანაირად ატარებდნენ ისე შეიცხადა,მაგრამ სულ პროტესტი ჰქონდა და დემეტრესთანაც გამოხატა -სამაგიეროდ მე ვაპირებ ანუ მოგიწევს ნებითა შენითა ან ნებითა ჩემითა -შენნაირი თავდაჯერებული არავინ შემხვედრია -არც შეგხვდება ... მოვედით -მანქანა კაფესთან გააჩერა და გადავიდა. კარის გაღებაზე არც უფიქრია. ნინიმ თვალები აატრიალა და უკან მიჰყვა. ინტერესი კლავდა და თავს ვერ ერეოდა ისე აინტერესებდა რა უნდოდა დემეტრეს მისგან. -რას მიირთმევ?- მაგიდასთან რომ დასხდნენ შემდეგ ჰკითხა ისე თითქოს ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყვნენ -არაფერს -კარგი ,როგორც გინდა -გისმენ -რა მოუთმენელი ხარ ნინიკო? -დაიწყებ? ისედაც უცნაურად ვიქცევი შენთან და არ მინდა კიდევ ასე გაგრძელდეს -ბევრ ლაპარაკს ვერ ვიტან შეამჩნიე ალბათ რომ მეწინააღმდეგებიან ,არ მიჯერებენ, ხმას უწევენ და მეორედ მამეორებინებენ სათქმელს არც ეს მომწონს -ანუ მე არ მოგწონვარ.. -სხვა შემთქვევაში და სხვა ადამიანს გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან შენნაირი ზედაპირული ქცევებით, უაზრო სიჯიუტით და განზრახული წინააღმდეგობით,მაგრამ შენთვის გამონაკლისს ვუშვებ -ვერ გავიგე -მიკიბ მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს... მომწონხარ,თანაც ძალიან და მინდა ერთად ვიყოთ _ ასე პირდაპირ ვინ უხსნიდა გოგოს სიყვარულს და თან გაცნობიდან მალევე ,მაგრამ ახვლედიანი ნორმალური არასდროს იყო . ნინი გაოგნებული დატოვა მისმა მშვიდმა, თავხედურმა ტონმა და სიტყვებმა ხომ საერთოდ შოკში ჩააგდო . დიახ, თავდაჯერებული იდიოტი იყო მისთვის დემეტრე ახვლედიანი, რომელიც სიგიჟემდე მოსწონდა და ეს ყველაფერი იმდენად სულელური იყო ,რომ უკან დახევა აირჩია -შენ გინდა ბევრს არ ნიშნავს ჩემთვის. თუ ეს გქონდა სათქმელი სჯობს წავიდეთ _ მაშინ ვერ ხვდებოდა რამდენად ბავშვურად გამოსდიოდა მსგავსი საუბარი და საკუთარ სურვილებთან წინააღმდეგობაში ყოფნა. არ ახასიათებდა ასეთი ტყუილები და ამგვარი თამაშები,მაგრამ ასე გამოვიდა -რატომ გინდა მწყობრიდან გამომიყვანო? ასე არასდროს არავის დავლაპარაკებივარ ,არავისთვის მითქვამს მომწონხარ და ჩემი მინდა იყო_თქო . გირჩევნია დააფასო ჩემი შენდამი დამოკიდებულება და პატივისცემა ,რომელსაც -პატივისცემა? ისე მეუბნები ჩემი მინდა იყოო თითქოს რაღაც ნივთი ვარ და მიყიდი . ესაა პატივისცემა? იმას არ აქვს მნიშვნელობა შენთვის მე რა მინდა? -ამჯერად არა იმიტომ რომ ჩემი აუცილებლად იქნები. სამუდამოდ ჩემი, შემდეგში ექნება შენს აზრს დიდი მნიშვნელობა და ახლაც არ მგონია რომ გულგრილი ხარ ,ან რომ ვიცოდე ვინმე სხვა გიყვარს არასდროს გადმოვდგამდი ნაბიჯს და ეს დიალოგიც არ შედგებოდა -მე მხოლოდ ახლა მინდა ჰქონდეს ჩემს აზრს მნიშვნელობა. მე არ მინდა შენთან რაიმე სახის ურთიერთობა მითუმეტეს არ ვაპირებ „შენი გოგო“ ვიყო . საკმაოდ ბევი გეყოლება კოლექციისთვის და მე აღარ ვარ საჭირო . ვგონებ მისამართი შეგეშალათ ბატონო დემეტრე -შენ არ გესმის მგონი ჩემი... შენ არ ხარ ჩემთვის კოლექციის ნაწილი და საერთოდ სრულიად უმნიშვნელოა ჩემთვის ყველა სხვა . შენ კი ამქვეყნად თუ ვინმეს რაიმე მნიშვნელობას ვანიჭებ იმათ სიაში პირველ ადგილზე ხარ -აფსურდულად მეჩვენება ეს ყველაფერი ... რამდენი დღეა მიცნობ,ან მიცნობ საერთოდ? ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცით ... სერიოზულ კაცად მოგაქვს თავი და თუ იაზრებ მაინც რამდენად არასერიოზულია ჩვენი დიალოგი -იმაზე მეტი ვიცი შენზე ვიდრე ადამიანებმა ,ბრომლებიც ბავშვობიდან გიცნობენ -რა გინდა ჩემგან ... - მინდა ჩემთან იყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს -შენი აზრით ასე მარტივია 20 წლის გოგოსთვის ორი დღის გაცნობილ ბიჭს მსგავს წინადადებაზე დასთანხმდეს ორ წუთში? -შემიძლია დაგელოდო უბრალოდ უნდა იცოდე რომ ჩემი და შენი ამბის დასასრული ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე იქნება -სათამაშო ვარ შენი აზრით? -ნინი ჭედავ მაგრად და არასწორად აღიქვამ ყველაფერს -მართლა? -ნინი -წამიყვან თუ ტაქსით წავიდე.- სწრაფად წამოდგა , მხოლოდ მობილური ჰქონდა თან სხვა არაფერი. ღელავდა და გონს ვერ მოდიოდა -წაგიყვან- უხასიათოდ იყო, აშკარად ბრაზობდა და თავს ძლივს იკავებდა. -ანისთან მიმიყვანე -მანქანაში ჩუმად ისხდნენ მხოლოდ ეს უთხრა და სხვა არაფერი -ბიჭებთან ჩემს დასმენას თუ აპირებ მინდა გითხრა რომ ყველაფერი იციან -ყველაფერი წინსაწარ გაქვს დაგეგმილი? -ძირითადად კი -გადასარევია ... მარიონეტებიც გყოლია -მაგ წარმოდგენას შეგიცვლი -არამგონია -სულ ასეთი ჯიუტი ხარ? -ისე როგორც შენ- დარჩენილი გზა ხმა აღარ ამოუღიათ. დემეტრე საკუთარ თავზე ბრაზობდა ასეთ პატარა და სულელ გოგოს რომ მიანიჭა ამხელა მნიშვნელობა, საკუთარ თავთან იყო უკვე წინააღმდეგობაში. როგორც კი კორპუსთაბ გაჩერდნენ,მანქანის კარი გააღო და სწრაფად გადავიდა ,ისე თითქოს ვინმე შებოჭავდა. დემეტრე მშვიდად მიჰყვებოდა უკან ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და შებრუნდა -შენც მოდიხარ? -ხო -სხვა საქმე არ გაქვს? -არა -მაღიზიანებ! -ეგ სიტყვა მეორედ არ მითხრა, გასაგებია? -ნუ ყვირი - მწყობრიდან გამოგყავარ მთელი საღამოა და ზღვარი აქვს ყველაფერს ...შენ შემთხვევაშიც სხვათაშორის და ეს ყვირილი არ არის -სხვებს რას უშვები ამდენი რომ გააკეთონ რაც მე -ფიზიკურად ვერ შეძლებენ -კლაავ ? -არა, ვცემ _გაეცინა მის გაფართოებულ თვალებზე და ზუსტად ის უპასუხა რასაც ელოდა -რა მხეცობაა -ალბათ-მშვიდად თქვა და კარზე დააკაკუნა -მობრძანდით გვრიტებო_გიორგიმ გაუღო და ყურებამდე გაღიმებული დაუხვდა წყვილს -რა გვრიტებო გიო. რა გვრიტებო თქვენც ამის მხარეს ხართ?-წამსვე დაიყვირა და ბინაში შევარდა. დემეტრე ჩანდა აგრესიული და ის ჩხუბობდა ყველაზე მეტს -ხო და შენ არა? -ასე როგორ იქცევით გამაგებინეთ სათამაშოდ უნდა გამიხადოს ამ დემონმა და თქვენ არაფერს გააკეთებთ ? -ნინი -არ მაინტერესებს ...არაფერი მითხრათ - უკანმოუხედავად გამოვარდა სახლიდან დემე არასდროს არავის რომ არ დადევნებია წამსვე უკან გაჰყვა .რა თქმა უნდა დეწია უკვე ატირებულს და გული შეეკუმშა ,მისი ცრემლების დანახვისას. ხელი მაჯაში ჩაავლო და ერთი მოძრაობით შეიატრიალა თავისკენ -აღარასდროს იტირო ჩემ გამო. შენი ცრემლების ღირსი არავინაა მათ შორის არც მე. დამიჯერე არაფერს დაგიშავებ -ათრთოლებული გოგო გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა . როგორ ვერ იგრძნო დემონის და ანგელოზის ერთობა იმ წამსვე,როგორ ვერ დაინახა და ვერ დაიჭირა -მეშინია, შენი მეშინია - ამქვეყნად რა არ გაუგონია ,მაგრამ ამ სიტყვებმა გული ყველაზე მეტად მოუკლა. თავისი ხასიათი ცხოვრებაში პირველად დაგმო, პირველად ინანა საქციელი, პირველად უნდოდა სხვანაირი ყოფილიყო , არ უნდოდა მისთვის რამე დაეშავებინა . მისი ცრემლები და თვალებში გამკრთალი შიში იყო ახვლედიანის მთელ არსებაში გარდამტეხი წერტილი. ვერცერთმა გაიაზრა როგორ დაიწყეს იმ მომენტიდან ორივემ მეტამორფოზა, ზრდა რაღაც უფრო დიოდისკენ,ამაღლებულისკენ -გთხოვ ეგ აღარასოდეს მითხრა ჩემი არასოდეს შეგეშინდეს მე ვერაფერს დაგიშავებ ამის ძალა არ შემწევს_ისეთი გულწრფელი იყო როგორც არასდროს და ნინის მაინც არ ესმოდა,ვერ ხედავდა ,ვერ გრძნონდა და იჯერებდა მის ნამდვილობას -წასვლა მინდა- უკან დაიხია და სახეზე ჩამოისვა ხელები -ნება შენია _ ადროვა წასულიყო ,მაგრამ მარტო მაინც არ გაუშვა. იქვე იყო მისი კორპუსიც,მაგრამ უკაან რომ არ გაჰყოლოდა არ შეეძლო. მოჩვენებასავით აედევნა,არც ახლოს იყო და არც შორს. ნინი კი სწრაფად მიდიოდა,გაურბოდა მასაც და საკუთარ სურვილსაც შებრუნებას რომ ითხოვდა გონებაში გაჩენილი ხმა ,მისკენ გახედვას ,გაქცევას და ჩახუტებას. არ გაჩერებულა,უკანაც არ მიუხედავს. სახლში ავიდა და მაშინვე ფანჯრიდან გადაიხედა ისევ იქ იდგა და ქვემოდან უყურებდა მის აივანს. ანთებული შუქი რომ დაინახა და ნაცნობი სილუეტი გაარჩია შემდეგ შებრუნდა და წავიდა. ახვლედიანი დიდხანს არ გამოჩენილა. ანა ეუბნებოდა გაბრაზებულიაო, არასდროს არავის ეხვერწება და დასდევს შენ გამო ისედაც ბევრი გააკეთა. ბიჭები გაოცებულები არიან,მეეჭვება კიდევ დაგელაპარაკოს თუ შენ არ გადადგამ ნაბიჯსო. ჯიუტად არ აღიარებდა რომ მოენატრა. უნივერსიტეტშიც კი გაფანტული დადიოდა, უამრავ ნაცნობს შორის მის სახეს ეძებდა, არავის ყურადღება მოსწონდა და ვერავის ესაუბრებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქობდა ,რომ ღალატობდა და ეს განცდა კიდევ უფრო მეტად აგიჟებდა. _წულუკიძე ჩვენთან ხარ ?_ კურსელი ელაპარაკებოდა,მაგრამ არ უსმენდა _ჰეიი ნინია _გისმენ _აგარაკზე ავდივართ ,შაბათ კვირას... ფინალურებამდე გავერთობით. ხომ წამოხვალ,ყველანი ვიქნებით _წამოვალ _ჩემ თავს გაფიცებ ის ტორტი გააკეთე რა ... იმენა კონდიტერი უნდა იყო შენ . ტყუილად დადიხარ უნივერსიტეტში _გავაკეთებ და წამოვიღებ _მართლა? _რომელი საუკუნეა... რა პროვინციალუზმია ეს სახლში მომზადებული საჭმელები. გავიროთ და ვიყიდოთ მზა კერძები ..._კურსელმა გოგომ უთხრა,მაგრამ რეაქცია არ ჰქონია,გაეღიმა მხოლოდ და ბოლოს მაინც უთხრა სათქმელი _მახსოვს გუგას რომ ეპრანჭებოდი ატყუებდი ყველაფერი გემრიელი გამომდის,თითებს ჩაიკვნეტო და მთხოვდი რამე მესწავლებინა... ვერ იყიდე მზა კერძები? _ეგ სოფლელი იდიოტი ... თავისნაირი გოიმი იპოვა ბოლოს და დაქორწინდნენ კიდეც. _ძალიან კი გინდოდა მასთან ყოფნა ,რა სამწუხაროა _მაშინ სულელი ვიყავი... ახლა გონს მოვეგე და შენც თუ გამოფხიზლდები კარგი იქნება. წავედი , შევხვდებით _ნახვამდის... ნუ მიყურებთ ასე ,ტყუილი არ მითქვამს . ძალიან მოსწონდა და სოფელში გადაცხოვრებაზეც თანხმდებოდა ბიჭს _შენ რით ვერ დაგაინტერესა ვინმემ თორემ თითო სასაცილო სასიყვარულო ისტორია ყველას გვქონდა _მე თქვენ სასაცილოდ არ გავიხდი თავს ,ძვირფასებო _ხო შენ პირდაპირ დემეტრე ახვლედიანის გულში ჩავარდი ,სასაცილოდ ყველა ჩვენგანს აქვს საქმე აწი შენთან რომ უნდა ვიფრთხილოთ _უკაცრავად ? _ხო რა გაიკვირვე ... ყველამ ვიცით უკვე _რა იცით ,რომ ახვლედიანს ვხვდები?_ ლამის ტირილი დაიწყო ბრაზისგან ისე დაუწვრილდა ხმა _არა , ახვლედიანს რომ უყვარხარ ეგ _იასნია შენც გიყვარს ხო? თუ ახვლედიანიც არ გევასება ე.ი ლეზბი ხარ და ქალებს დაგვაწერ _ გადაიხარხარა ერთ_ერთმა უკვე ვეღარ არჩევდა გამოსახულებებს. პიკი იყო აუდიტორიაში ლექციის დაწყებამდე წუთით ადრე უცნობმა ბიჭმა მისი სახელი და გვარი რომ იკითხა და როგორც კი უპასუხეს მაგიდაზე თაიგული აღმოჩნდა . ყველანი უყურებდნენ ,წერილი არც გაუხსნია . როგორღაც აიტანა ათასი კითხვა,კომენტარი,გადალაპარაკება და ლექციის დასრულების შემდეგ თაიგულით ხელში მიმავალმა დაურეკა _სულ ეს არის შენი ბაბნიკობის დიაპაზონი?სერიოზულად? ყვავილებს მიგზავნი აუდიტორიაში,ყველას აგებინებ რომ შენი გოგო ვარ , ვისაც შენი ეშინია მაშინვე რომ დაიხიოს უკან და გგონია ასე მოვიხიბლები? _გამარჯობა ნინი , ყვავილების გამოგზავნა ვიღაც გულადმა გაგიბედა აშკარად ... პირველი მე რომ გაგახსენდი საყვარლობაა _თაიგული შეიძლება სხვამ გამომიგზავნა,მაგრამ საცოდაობაა ამბის გავრცელება ,რომ _რას მაბრალებ ამიხსნი? ჩამოვიარე შენ სანაცნობოში და ყავის დალევის დროს ვეჭორავე ჩემ გრძნობებზე? ეგ ამბავი მე უფრო მირტყამს ვიდრე შენ,ჭკუიდან გადასულა ახვლედიანიო გამბაზრებია უკვე. ერთი პატარა,სულელი გოგო შეჰყვარებია ,რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა უნდა ცხოვრებისგანო _არც პატარა და სულელი ვარ და _არც დრო მაქვს სატელეფონო გარჩევებისთვის და ბრალდებების მოსასმენად მითუმეტეს . მნიშვნელოვანი საქმე თუ არ გექნება ტყუილად ნუ დამირეკავ, შენი თაყვანისმცემელი უსაქმური ლევანიკო არ გეგონო _ გაუთიშა. სიტყვებდაკარგული დატოვა და კივილის დაწყება მოუნდა ყვავილებში ჩადებული ბარათი რომ გახსნა და ბოლოში მიწერილი ლევანისგან სიყვარულით ამოიკითხა. _შევიშლები გეფიცები ,მიშველე _ ანის ოთახში პირქვე დაეცა საწოლზე და ბალიშში თავჩარგულმა დაიწყო _სულელი ბავშვი ვარ ?მითხარი რომ ვარ ... მითხარი არ მოგერიდოს _სიცილს ვერ ვიკავებ და რომ გავიცინო მაპატიებ ?_ანიმ რომ მოუსმინა მხოლოდ ეს უთხრა და წამსვე ხმამაღლა გადაიხარხარა _წარმოვიდგინე სხვისი მირთმეული თაიგულით რომ იდექი და დემეტრეს აბრალებდი ჭორების გავრცელებას. ის რა სახით გისმენდა ეგ უნდა მენახა...ღმერთოოო _სხვა რა უნდა მეფიქრა ყველგან ჩნდება ან ყველგან მისი სახელი ისმის _სად ჩნდება ჩვენთანაც აღარ მოდის შენ რომ არ გადაგეყაროს ისეა გაბრაზებული _ჩემზე ბრაზობს? _ ისე თქვა ანიმ კიდევ ერთხელ დასცინა _ ანიი ის ბრაზობს ? მე არ ვბრაზობ? _ბიჭმა გითხრა მომწონხარ და ვცადოთო და ქაჯივით მოექეცი. ისე ელაპარაკე როგორც ვიღაც მოძალადე ავადმყოფს , შოკშია საწყალი .გაბრაზდება აბა რა იქნება _აბა რა უნდა მეთქვა ანი? ორი დღეა გიცნობ და მიყვარხარ_თქო? _თვითონ თუ გითხრა შენც რომ გეთქვა რა მოხდებოდა თუ ბანალურ ისტორიას ბანალური გაგრძელება გირჩევნია . ბავშვებს რომ მოუყვე როგორ აწვალე მამიკო. ვერაფერსაც ვერ მოუყვები,მაგ ჭკუაზეა დემეტრე ახვლედიანი უკან გდიოს ,გელოდოს და სახე იხოკოს _შენ ჩემკენ ხარ თუ მისკენ _ომი გაქვთ თუ რა ... მორჩა უკვე დემეტრეს ამბავი. ეგ სულ ეგეთი პირდაპირია, გრძნობს ამბობს და მერე მორჩა. ახლა მაქსიმუმ ბიჭების გამო მიგიღოს და გარდაუვალ შემთხვევაში გაატაროს დრო იქ სადაც შენც იქნები _და ეგაა სიყვარული? _მიყვარხარო თუ მომწონხარ და ვცადოთო _მომწონხარო _ხოდა გადაწონდი _ხოდა არც მოვწონდი საკმარისად და მე ექსპერინენტები უნდა ჩამეტარებინა და რომ გადავწონდებნოდი შეყვარებული,გულგატეხილი დავრჩებოდი მარტო. ააი მერე ნამდვილად ვერ მოვხვდებოდით მშვიდად ერთ სივრცეში საერთო მეგობრებთან _პირდაპირ მაგ განვითარებაზე რომ იფიქრე თავიდანვე იმიტომ ხარ ახლა ამ მდგომარეობაში... გეშინია ბედნიერების _ვის ეშინია მეე? კი არ მეშინია ვეძებ სულ და გგონია ეგ ახვლედიანია ის კაცი ვინც მაგ ბედნიერებას მაგრძნობინებს? _კი არ მგონია დარწმუნებულიც ვარ,უბრალოდ ჯერ გაბრაზებამ უნდა გადაუაროს ,მაგრამ შენ ისე ქაჯივით იქცევი მალე არ გაუვლის _ბოდიშიც ხომ არ მოვუხადო და ხომ არ ვუთხრა ტყუილად ვიჯიუტე ,ვცადოთ ერთი სული მაქვს როდის გნახავ , შენ უჟმურ სახეს ვუყურებ და შენ გასაგიჟებელ ხმას მოვუსმენ,შენი თვალების შავ ნათებაში ჩავიკარგები და ნანატრი შეხების მოლოდინი მექნება_თქო ... შენ მელანდები და მესიზმრები , დამყვები ლანდაად და მოჩვენებად და ჭკუაზე აღარ ვარ ,თითქოს მეტი პრობლემა არ მქონდეს შენი მონატრება დამემატა_თქო ესეც ხომ არ ვუთხრა _ როგორი უიღბლო უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი ხმამაღლა,თითქმის კივილით ეთქვა,მაინცადამაინც მაშინ ატირებულიყო და ახვლედიანი გვერდით ოთახში აღმოჩენილიყო გიორგისთან ერთად . ანიშნებდა ანი გაჩუმდიო,მაგრამ ცრემლებისგან დაბინდული მზერით გამოსახულებაც ვერ გაარჩია _ მკითხავთან უნდა წავიდე გამომილოცოს...ნამდვილად ჯადო გამიკეთა. სრულიად იდიალური, ადამიანური ლევან გაგუა არ მომწონს და წამი არ მყოლია გონებაში და ვისზე მეფიქრება. ვიღაც ხულიგანზე ? დემეტრე კი არა დემონია და ჩემი სული მიიტაცა,მაგრამ უკან დავიბრუნებ _სულს თუ ჩემ გულს _ კარის ჩარჩოს მიეყრდნო მხრით, სრულიად შეცვლილი ჰქონდა სახე. ღიმილს ვერ იკავებდა და მთელი სახეც უცინოდა. ფანჯარასთან ჰაერის ჩასასუნთქად მისულს რა ჟანგბადი -ეყოფოდა სუნთქვა ისე გაუჭირდა _შენი გული მაქვს და არ დაიბრუნე ? სულ ეგაა შენი ძალა? _გინდა და არ გაქვს თუ არ გინდა და ვერ ხედავ _შენ რა გინდა დემეტრე ?_როგორ გაქრა ოთახიდან ანი დაინახა და კიდევ უფრო მეტად დამძიმდა ჰაერი _პატარა ნინიას მონატრებისგან გული რომ არ ეტკინოს ვცდილობ დიდხანს მხედავდეს ... საშუალოდ რამდენი წუთი გკმარა მონატრების გასაქრობად _არ ვიცი... დედა მენატრებოდა სულ,რომელიც არც ვიცი როგორი იყო . მამა მენატრება, რომელიც მინდოდა უფრო მეტად ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში და მშვიდი ცხოვრება მენატრება ... ანუ ყველაფერი ის რაც არასდროს მქონია _მე შეგიძლია გყავდე ,უბრალოდ ნაბიჯს მე რომ გადმოვდგამ შენკენ შენ თუ ნდობას ვერ გამომიცხადებ და ვერ გამომყვები გაქცევით მაინც არ გაიქცე,გაჩერდი და დამელოდე როდის მოგიახლოვდები უფრო მეტად_არ მიდიოდა,თითქოს განგებ არ უახლოვდებოდა და ისევ იქ ,ოთახის მეორე ბოლოში იდგა _არ მეგონა ლევანისგან თუ იქნებოდა... ავუხსენი ,რომ არაფერი გამოვიდოდა და ვერ წარმოვიდგინე თუ ის შეიძლება ყოფილიყო ისევ _გინდოდა ჩემგან ყოფილიყო ? _რაც მინდა ხოლმე პირველი ეგ მახსენდება... _ ჩუმად თქვა და მზერა მოარიდა _ყველა შემდეგი ჩემგან იქნება , მაგრამ არა იმიტომ რომ თავს გაწონებ ,მხოლოდ იმიტომ რომ გინდა და გაგეღიმება _ სხვა აღარაფერი უთქვამს. გიორგის მანქანის გასაღები დაუტოვა და წავიდა _აქ რა უნდოდა _მანქანა ვთხოვე და მომიყვანა ... _შენსას რა სჭირს _გაფუჭდა ისევ ... რა დროს მანქანაა. შენ რა დაგმართნია ნინიკო? _არაფერი დამმართნია და _აბა ის გოდება რა იყო რაც მოვისმინეთ _მის მანქანაში ვინმე სუნამოში ამოვლებული გოგო არ ჩაისვა და მისი სისუფთავის სუნი არ გააძევო _სისუფთავის სუნი რაღაა _რომ ჩაჯდები დააკვირდი... შენი მანქანა რომ ყარს ქალების სუნად _შენ ავად გამხდარხარ ,მოგიკვდი ... მთლად გაგიფრენია _გიჟის ხმა მესმის ,როგორც ნუცა ამბობს _ნუ მიხსენებ შენ ალქაჯ დას თორემ დაგკარგავ_თქო რამდენჯერ გითხრა? _რამდენჯერაც ვახსენებ იმდენჯერ _ არეული იყო , ცდილობდა ყურადღება გადაეტანა და არ გასხსენებინა მომხდარი,არ ეფიქრა ყველა მის სიტყვაზე. უნდოდა სიმშვიდე რომელიც არც მისგან შორს ჰქონდა და არც ახლოს ,თუმცა ახლოს ყოფნის ბედნიერება იმ ეტაპზე არც იცოდა რას ნიშნავდა. ბიბლიოთეკაში უყვარდა დროის გატარება. მშვიდად ჯდომა და სამყაროსგან შორს გასვლა. ცოტამ იცოდა ამის შესახებ და იქ თითქმის არავინ აკითხავდა. ფანჯარასთან იჯდა და საგამოცდო საკითხებს სწავლობდა. უცნობმა გოგონამ ღია ვარდისფერი ვარდების თაიგული რომ დაუდო მაგიდაზე და ბავშვური ღიმილიც დაუტოვა . მასაც ეჭირა ერთი ვარდი ,ისიც გაეხარებინა ახვლედიანს . ბარათზე ეწერა მათი ცხოვრების მთავარი წინადადება "შენ ისურვე და ჩემგან მიიღებ ." თავად ისევ არ ჩანდა . შემდეგი გამოცდის დღეს მიიღო ბარათით " გაიღიმე. გამოგივა" ჩააბარა და მისწერა " გამოვიდა " . არც მადლობა,არც გამახარე არაფერი სხვა . იყო მხოლოდ ის რომ გამოვიდა მისი გახარებაც,გამოცდის ჩაბარებაც, გაღიმებაც . ჭორებს რაღა გააჩერებდა,მაგრამ არ ღელავდა. ერთ მომენტში მიხვდა,რომ მოსწონდა კიდეც დემეტრე ახვლედიანის რჩეულ გოგოდ რომ იცნობდნენ . ეღიმებოდა ამბებზე რომლებსაც ვითომ შემთხვევით ყვებოდნენ, გოგონებზე როლებიც მის ეჭვიანობას და გაბრაზებას ცდილობდნენ. ხალისობდა აშკარა ხელოვნურობით და აფასებდა მის ბუნებრიობას. იმ სიჩუმეს,სიტყვაძუნწობას და ბრაზს ,რომელიც ნინიას უარის მიმართ ჰქონდა. -არაა საჭირო ამდენი ვარდის გამოგზავნა ,გადაყრა მენანება და ვეღარ ვეტევი სახლში - მარტო იყო სახლში , გაფერადებულ საძინებელში იჯდა , ფანჯრიდან ღამის ქალაქს უყურებდა და ტელეფონის ნომერიც თავისთავად იპოვნა. სათქმელიც პირდაპირ უთხრა და პასუხს დაელოდა -არადა ხომ ვიცით ორივემ რომ ვარდები ისე გიყვარს არასდროს იქნება ზედმეტი -ამდენი ცოცხალი ყვავილი უნდა დაჭკნეს . ვარდები მიყვარს მათი ნაადრევად სიკვდილი კი არა -აქამდე მეგონა რომ მკვლელი არ ვიყავი, თურმე ვარდები მომიკლავს -შენთან საუბარი მინდა ... პირისპირ . სად და როდის შეძლებ ჩემ ნახვას _მისი სახე რომ წარმოიდგინა ,როგორ იღიმოდა და როგორი უცხოდ მიმზიდველი იყო ,ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა -კარს თუ გამიღებ , შემოვალ -მანდ ხარ? -ხო ,მაგრამ თუ არ გააღებ ვერ შემოვალ _ ფანჯრიდან გადაიხედა და ახლაღა დაინახა მისი მანქანა გიორგის კორპუსთან მდგომი შემდეგ კი მისკენ მიმავალი ახვლედიანიც შენიშნა . ხელში წითელი ლენტით შეკრული ხუთი ვარდი ეჭირა , ყველა მუქი წითელი იყო ამჯერად. _გავაღე და გელოდები _ იმ საღამოს პირველად მიიღო სახლში სტუმრად და ახვლედიანიც გადაეყარა შეუცვლელ პრობლემას "ნინის პერანგების საშიშ კოლექციას" . ასე უწოდებდა რამდენიმე თვის შემდეგ მის ღამის თეთრეულს. -შენ ყველას ასე ხვდები? _სათქმელი რაც ჰქონდა ერთიანად გაიფანტა და დარჩა მხოლოდ ერთი კითხვა. - არა უბრალოდ - შედი , სწრაფად- ხელი წელზე შეახო და სახლში შეიყვანა . კარი ზურგს უკან მიხურა და ახლოს მდგომს ზემოდან დახედა _ დაგელოდები სანამ ჩაიცვამ , დრო მაქვს _იქეთ დაჯექი _ვიპოვნი _ სასტუმრო ოთახში შევიდა,დივანზე დაჯდა და ყვავილები ხის მაგიდაზე დაალაგა. ნინიმ ხალათი მოიცვა მხოლოდ,თითქოს განგებ იწვევდა,მისი მოთმინების ზედა ზღვარს არკვევდა ან უბრალოდ მის ბარიერებს სწავლობდა -ჯობია ჩემს თვალიერებას მორჩე და საქმეზე გადავიდეთ გექნება დრო მაგისთვისაც-დემეტრემ უთხრა ოთახში დაბრუნებულს და წამსვე გაუფანტა აზრები -ყოველთვის ასეთი უჟმური ხარ? -გააჩნია სიტუაციას. ზედმეტი ყველაფერი დამღლელია ... მოლოდინიც_ ყავის ფინჯანს დახედა და მერე ნინის გაუსწორა მზერა _ არ უნდა გეკითხა როგორი მიყვარს? _მახსოვს ანას რომ უთხარი უშაქროო _კიდევ რა გახსოვს და იცი ჩემ შესახებ ნინი? _ბევრი არაფერი ... _და გინდა შეიცვალოს ეგ მოცემულობა? _პირველ რიგში მინდა ყვავილებისთვის _ოღონდ მადლობა არ მითხრა ,გთხოვ... არ მიყვარს ჩემი ადამიანები რომ მიხდიან მადლობას ელემენტარული ამბებისთვის _ჩემი გაღიმება ელემენტარული ამბავი არ არის ... _ხშირად იცინი, მაგრამ ღიმილი უფრო ძვირად ფასობს ? _თავადაც გაეღიმა ,უკვე მერამდენედ ნინიასთვის _ცოტას საუბრობ და ბევრი არც იცის ვინმემ -რაზეც არ ვთვლი საუბარს საჭიროდ არ ვსაუბრობ და ბევრი არც უნდა იცოდეს ვინმემ რომ ჩემ ნაცვლად არ ისაუბროს ჩემზე -საერთოდ არ ლაპარაკობ და არაფერია სალაპარაკო? -შეიძლება არც არის ... _სხვა ნამდვილად ვერ მეტყვის რატომ მე ... იცოდე ვრცელი პასუხი მჭირდება -პასუხი უმარტივესია და როგორ გავავრცო... შენ ხარ , ჩემი ხარ და მივხვდი ,პატარავ -ერთი რაღაც უნდა გავარკვიოთ ...შენ მითხარი რასაც ვერ იტან , შენი“წესები“ გამაცანი და მე ვეცდები გავითვალისწინო თუ შენც გაიგებ ჩემ თხოვნას -გისმენ -ვერ ვიტან სიტყვებს "ჩემი გოგო", "პატარა", "ლამაზო" ..მქვია სახელი ,რომელიც მომწონს და სხვა დანარჩენი მაღიზიანებს -არავინ დაგიძახებს პატარავ , რა პრობლემაა? -არავინში შენ არ შედიხარ? -არა,რა თქმა უნდა ... თუ ყველას მსგავსი ვარ შენთვის ე.ი აქაც ტყუილად ვარ და შენ ისევ შორს მიდიხარ ჩემგან _აქ ხარ ,ჩემთან სახლში და შორს როგორ მივდივარ _გონება არ უნდა გამირბოდეს თორემ უფრო ახლოსაც შეიძლება მყავდე _ იმ წამს იგრძნო რომ ნახევრად შიშველი იჯდა მის წინ და დისკომფორტი ისევ არ განუცდია _ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის... _მარტივია და ჩვენ ვართულებთ - დემეს ტელეფონზე დაურეკეს და მაშინვე უპასუხა - გისმენ ნიკუშ...კი , კი , გამოვალთ- ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა და ნინის მშვიდად მიმართ-ნიკასთან მივდივართ ,ჩაიცვი -ასე შენ ნებაზე უნდა ვიარო ხოლმე? ჯერ არ უნდა მკითხო ? -თუ არ გინდა დარჩი არაფერს გაძალებ ... საერთოდ თუ დაიმახსოვრებ რომ მე მოძალადე არ ვარ ზოგადად ქალების მიმართ ,არათუ შენს მიმართ ,კარგი იქნება -დამელოდე და წამოვალ -კარგი -მაქსიმუმ რამდენ სიტყვიან წინადადებას ამბობ ...რთულ წინადადებებს ქაჩავ? -ნინი -რა იყო გაცინებაც მეკრძალება? -არა სიცილი გიხდება ,მარა უაზრო კითხვების დასმა არა -შენგან თავის დაღწევის გზა არსებობს? რაიმე რო გავაკეთო და გაქრე -ისეთს არაფერს გააკეთებ რომ , ტყუილად ნუ დაიღლი ფიქრით თავს და ნუ აყვები შიშებს ... ეზოში ერთად გავიდნენ ,კორპუსთან ბიჭები იდგენენ დემეტრე მათთან შეჩერდა როგორც სჩანს ყველას იცნობდა . რამდენიმე წუთს ალოდინა ნინი მანქანაში ,შემდეგ მშვიდად დაჯდა საჭესთან და როგორც ყოველთვის სწრაფად დაძრა მანქანა -ცოტა ნელა რო ატარო არ შეიძლება?- შეანელა ისე რომ არაფერი უთქვამს -იმათ საიდან იცნობ -ვიცნობ -ვრცელი პასუხია , იმედია შენც მათნაირი გულისამრევი კრეტინი არ ხარ -მეტყობა რამე? ისე არ არის ადამიანებზე ასე საუბარი ლამაზი პატარავ . ძალიან ზედაპირული შეფასებაა მათი ვისაც არ იცნობ -მართალია,მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი აშკარაა _პატარა ხარ იმისთვის რომ ადამიანები ერთი შეხედვით შეაფასო,რაღაც ჯგუფს მიაწერო და ერთ ქვაბში მოხარშო... _არ ვიქცევი ასე _მეც ასე მაფასებ და არ თქვა რომ არა _საცობია ... _ვხედავ _ გაეღიმა თემის შეცვლა რომ სცადა. ნიკუშასთან ვიზიტი ჩვეულ გართობაში გადაიზარდა. იმ დღეს პირველად იყო დემეტრეს გარემოცვაში შედარებით მშვიდად . დიდხანს არ გაგრძელდა ეს სიმშვიდე . ფინალურები დასრულებული ჰქონდა უკვე, არდადეგები დაიწყო და ზაფხულის სიცხეც ზომაზე მეტად აწუხებდა კურსელებმა რომ დაურეკეს _გისმენ ოთიკო_სახელი თქვა თუ არა მაშინვე გახედა ახვლედიანმა. ახლოს იჯდა და ხმა კარგად ესმოდა _ ბათუმში მივდივართ ხვალ და წამოხვალ? - ვინები მიდიხართ -მე ,ნიტა, ნოდი, ლაშა -წამოვალ უეჭველი... რომელ საათზე მიდიხართ -რვაზე. მე გამოგივლი ან ლაშა -ოქეიი ხვალამდე -კაი ნინუ ,გკოცნიი -მეც-ტელეფონი გადადო და გზას გახედა. ისევ სწრაფად მიდიოდა ბატონი ახვლედიანი, თანაც ნინისთვის გაურკვეველი მიმართულებით -სად მივდივართ? -რა უნდოდა ოთოს და სად მიდიხარ? -ბათუმში -უთხარი რო აღარ მიდიხარ - რას ნიშნავს არ მივდივარ ვინ შემაჩერებს? შენ ვერ დამიშლი არ გაქ უფლება ... მინდა და წავალ -რა ვერ გაიგე რამეს რო ვამბობ ან შესრულდება ან არ ვამბობ -როგორ გამაჩერებ -ბევრი საშუალება არსებობს ყველაზე მარტივი რომ დარეკო ოთო ჭელიძესთან და უთხრა რომ არ მიდიხარ ეგაა -მაგასაც იცნობ? -ხო -თუ არ დავრეკე -ვერცერთს ვეღარ იცნობ -მოიცა რას მეუბნები,რომ ცემ ამათ მე რო წავიდე? -ჭკვიანი გოგო ხარ -ნამდვილი ნადირი ხარ ,მონსტრი -ნინი მოთმინების უნარს ეგ სიტყვები მიმოკლებს და სჯობს გაჩუმდე,დაფიქრდე პირდაპირ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტო და -არ გავჩუმდები ნამდვილი მონსტრი ხარ ,არაადაიანი, უგულო, საშინელი ტირანი გულს მირევ, მეზიზღები ,ვწყევლი იმ დღეს შენ რომ შეგხვდი _ დემემ ისე უცებ დაამუხრუჭა წონასწორობა ძლივს დაიცვა . მაჯაში წვდა და თავისკენ შეაბრუნა ისე უყურებდა სისხლი გაეყინა ნინის -მეორედ მსგავსი სიტყვები აღარ გაიმეორო თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, გასაგებია?_ ისე იღრიალა და ისე უყურებდა ნინის ხმა ჩაუვარდა, მაშინვე ბურთი მოაწვა ყელში და ვეღარ შეძლო ცრელმების შეკავება ,წამებში უკვე მთელი გულით ტიროდა . ახვლედიანი უყურებდა და ხვდებოდა რომ უკვე მეორედ შეცდა. ხელი გაუშვა და ისე მაგრად ჩაიკრა გულში ნინის სუნთქვაც შეუკრა. ხმას არცერთი იღებდა ან რა უნდა ეთქვა იცოდა რომ დამნაშავე იყო და მასთან ასე არ უნდა მოქცეულიყო. ნინიმ კი არც იცოდა რას გრძნობდა რომ ეყვირა ეშინოდა უარესს იზავსო,ვერც იმას ხვდებოდა რატომ ეხუტებოდა . დემეტრემ მისი ცრემლიანი სახე თბილ ხელებში მოიქცია , ლოყები შეუმშრალა და მერე მთელი სახე დაუკოცნა. ისე ნაზად კოცნიდა წინააღმდეგობის უნარს აკარგვინებდა -მაპატიე -მე არ ვიცი რა გინდა. მონად უნდა გყავდე და რასაც მეტყვი ის ვაკეთო? მე არ შემიძლია ასე ცხოვრება. რა გინდა ჩემგან მითხარი თუ არ შემეშვები და ასე უნდა გაგრძელდეს სანამ არ მოგბეზრდება ? ეს არაა ნორმალური -ხომ შეიძლება გამითვალისწინო მეც და ჩემი არსებობაც. ეგრევე რომ მეწინააღმდეგები იქნებ რას გთავაზობ,რისთვის გაყოვნებ,რა მიზეზი მაქვს. რატო არ გესმის მინდა, მაგრამ ასე უცებ ვერ მოვახერხებ ჩვეულებრივი ბიჭივით მოქცევას ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები ყველას აზრი , მაგრამ შენგან ვერ ავიტან მსგავს სიტყვებს. მიყვარხარ ,შენ როგორც ეძახი, ამ გაქვავებული დემონის გულით და სიტყვას გაძლევ უკანასკნელი ცრემლი იქნება, რომელიც ჩემი სიტყვების გამო დაღვარე -ეს როგორი სიყვარულია ... ისე მექცევი როგორც სათამაშოს -ესაა ჩემი სიყვარული და ოდესმე დაინახავ. ვისწავლი მეც ,როგორ არ შეგაშინო და როგორ ვილაპარაკო მეტი რომ გაგაგებინო რა მინდა -არ ვიცი საერთოდ რა გავაკეთო, რა გითხრა ან რომ გითხრა რა აზრი აქვს -უბრალოდ მენდე და ყველაფერი კარგად იქნება -სხვა გზა მაინც არ მაქვს... ისე იქნება ყველაფერი როგორც გინდა -დამშვიდდი და წავიდეთ -სად -ნახავ -ისევ იგივე... -შეეჩვევი ნინიმ მძიმედ ამოისუნთქა , ეცადა სიმშვიდის წერტილი ეპოვნა და იმ მდგომარეობაში დაბრუნებულიყო რომელიც ტელეფონზე საუბრამდე ჰქონდა. -აქ რა გვინდა. ვისი სახლია_ქალაქგარეთ იყვნენ , პატარა ლამაზი სახლის წინ -ჩემი სახლია ,აქ დავრჩებით რამდენიმე დღე_ისეთი მშვიდი ტონით თქვა ვითომ აქაც არაფერი სამაგიეროდ ნინიმ შეიცხადა ეს ამბავი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით -რას ნიშნავს აქ დავრჩებით. მე და შენ ერთად აქ მარტო არ მინდა ,თბილისში მინდა გთხოვ წამიყვანე რა -ნუ გეშინია არ შეგჭამ, უბრალოდ უკეთ გაცნობის საშუალება გექნება და აღარ დაიწყებ პანიკებს -რა საჭიროა აქ დარჩენა ,ასე როგორ დავრჩე ტანსაცმელიც არ მაქვს - ნუ ღელავ _მანქანიდან ცელოფნები ამოიღო როგორც სჩანს პრდუქტით სავსე და კარისკენ წავიდა -არ მოდიხარ? -გამოუვალ მდგომარეობაში რატომ მაყენებ ყოველთვის -საჭირო მდგომარეობაა და შესაძლოა სასიამოვნოდაც გადაიქცეს გარემო ძალიან მყუდრო იყო, კომფორტული და გემოვნებიანი პატრონი რომ ჰყავდა შეიმჩნეოდა. დივანზე ჩამოჯდა, დემემ პარკები სამზარეულოში შეიტანა ზოგი ზემოთ აიტანა და მას მიუჯდა გვერდით -რამდენ ხანს დავრჩებით -არ ვიცი -მშია -მეც -მერე -რა მერე პროდუქტი სამზარეულოშია -მე არ ვიცი მომზადება -ხოო? დარწმუნებული ხარ რომ არ იცი? - მეზარება_მიხვდა რომ ტყუილის თქმას აზრი არ ჰქონდა -წამო მეც მოგეხმარები. შენს განკარგულებაში ვარ, რაც გინდა დამავალე -მართლა? ანუ შიმშილით არ მომკლავ - მარტო ვცხოვრობდი ამერიკაში და მე ვამზადებდი ხოლმე სახლში როცა ვიყავი -რამდენი წლის იყავი რომ წახვედი აქამდე რატომ არაფერი მსმენია შენზე -17 წლის ვიყავი ,იქ ვსწავლობდი და რომ არ გსმენია ეგ იმის ბრალია კლუბებში რომ არ დადიხარ და ისეთ გოგონებს არ ეჭორავები სულ ბიჭებზე რომ საუბრობენ...რატომ იცინი -ამხელა წინადადება რომ თქვი მიკვირს -ნუ მაიმუნობ და ეგ მომეცი , მე დავჭრი_დანა გამოართვა და თავად დაიწყო მზადება -კაი ნუ მიბღვერ , ეგეთი არ მომწონხარ -ისე რომ მოგწონვარ ეგ ისედაც ვიცი -ყველაფერი როგორ იცი -ერთი რაღაც არ ვიცი, აქამდე რატომ არ შეგხვდი -ეგ ღმერთის ამბავია როგორც სჩანს . აქ ყავას ვიპოვი? -კი,მაგრამ არ ვიცი ზუსტად სადაა - ნინიმ პარკები გადაქექა და როგორც იქნა იპოვა -ჩვენ აქ მთელი თვით ვრჩებით თუ რა ხდება -კარგი მადა მაქვს -დაიწვა ეგ თევზი და გადააბრუნე -როგორ იყენებს ჩემს სიტყვებს რა ,მე მაკეთებინებს ყველაფერს დემეტრეს ვარაუდი გამართლდა, ნინი მხოლოდ განკარგულებებს გასცემდა და ყველაფერი მას გააკეთებინა. ვახშმობის შემდეგ ფილმის ყურება დაიწყეს, ნინი გაუჩერებლად ლაპარაკობდა მთელი საღამო და დემეტრეს ინფორმაციებიც გამოსტყუა. ბიჭის გაცინებაც მოახერხა და მიხვდა რომ აშკარად არ აწყობდა ხშირად რომ ენახა ამ მდგომარეობაში, იმდენად უხდებოდა სიცილი ან ნინიზე მოქმედებდა ზედმეტად. საღამოს დასასრულს დემეს მხარზე ედო თავი და მშვიდად ეძინა. ბიჭმა საძინებელში აიყვანა, საწოლში დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა. დიდხანს უყურებდა მძინარეს და ისევ პირველად ხდებოდა რაღაც მის ცხოვრებაში, უცნაური იყო ,მაგრამ ძალიან მოსწონდა, იმდენად მოსწონდა ,რომ მცირე ცვლილებებზეც თანახმა იყო. ………… დილით რომ გაიღვიძა და სასიამოვნო სურნელი იგრძნო ფრთხილად გაახილა თვალები . დემეტრეს შიშველ გულმკერდზე ედო თავი ,მისი მკლავი კი წელზე ჰქონდა შემოხვეული და თავის დახსნა ნამდვილად გაუჭირდებოდა. ცადა მოშორება ,მაგრამ უფრო მიიზიდა. მთელს სხეულში ცხელი ლავა ეღვრებოდა თითქოს , როცა მის გამოქანდაკებულ სხეულს ხედავდა , ტატუც კი როგორ უხდებოდა განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა. ნინიმ თავი გააქნია ,აზრები გაფანტა,მაგრამ შემდეგ მაინც შეეხო თითებით მის სახეს, წვერიან ლოყას მიუყვებოდა და ლამის აკოცა კიდეც ბიჭის ბოხი ხმა რომ გაიგო და გული შეუქანდა -ნუ მაიმუნობ პატარავ, თორემ დაისჯებიი -გაიღვიძე რა ადგომა მინდა-უცებ გასწია ხელი . ლოყებზე სიმხურვალე იგრძნო , სულ წითელი იყო -ადრეა ,დაიძინე -თვალები მაინც გაახილე -მთლად გაგიჟდები და სჯობს დახუჭული მქონდეს-თავისი ხავერდოვანი ხმით უფრო აურია გონება. ნინის ყელში ჩარგო თავი და რამდენჯერმე იქვე აკოცა. ხელს წელიდან არ აშორებდა მეორეც მოხვია . ნინის რეაქციას გრძნობდა, მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა და სიამოვნებას იღებდა ამ ყველაფრით -დაიძინე -დაიძინე მარტივი სათქმელია რა დამაძინებს- ჩუმად ჩაილაპარაკა , მაგრამ დემეტრემაც შესანიშნავად გაიგო -სხვა რამით დაკავება ადრეა შენთვის ჯერ, დამიჯერე _აუტანელო მაინც ვერ გაითავისუფლა თავი, დიდხანს უყურებდა დემეტრეს ის კი პოზიციას არ იცვლიდა. ბოლოს დანებდა,გრილოდა სახლში და ძილის გაგრძელებაც არ გასჭირვებია. გაღვიძებსას გვერდით სიცარიელე დაუხვდა ,თვალები გაახილა და დემეტრე არ დაუხვდა ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სიზმარი ნახა. საწოლიდან წამოდგა და ქვევით ჩავიდა სამზარეულოდან რაღაცის მსხვრევის ხმა გაიგო და შიგნით შეიჭყიტა . სიცილი ძვლივს შეიკავა დემე რომ დაინახა გაზქურასთან მდგომი ,რაღაცას წვავდა სერიოზული სახით. არც ისეთი მოწესრიგებული ჰქონდა მაგიდა და ირგვლივაც არეულობა სუფევდა. -თუ მომწყვეტ მზერას და მომეხმარები დამავალებ , პატარავ -მშვენივრად გამოგდის მე რაში გჭირდები-დემემ გამოხედა აათვალიერა და გაიღიმა -რა გაცინებს დემეტრე? -რომ წამოფრინდი შეგეხედა სარკეში შენი თავისთვის, მე სად გაგექცეოდი -აუუ თმა მაქ არეული ხო? -ბუდეა ჩვეულებრივი ნინი ბუზღუნით წავიდა სააბაზანოსკენ და თვითონაც სიცილი დაიწყო საკუთარ თავს რომ შეხედა . ისედაც ხვეული თმა კიდევ უფრო არეული ჰქონდა და ეტყობოდა მთელი ღამის მოუსვენრობა. მოწესრიგებას დიდი დრო მოანდომა, მაგრამ ტანსაცმელი არ ჰქონდა ახვლედიანის პერანგი ეცვა. -დემე -ჰო -რა ჩავიცვა -არაფერი _ მზერა ააყოლა საკუთარ პერანგში გამოწყობილს და თვალი ჩაუკრა აწითლებულს -დემეეე - კარადაშია ტანსაცმელი მომზადებული იყო ბიჭი. რამდენიმე შორტი , სარაფანი და მაისური იდო თაროზე. ასევე პარკებში სხვადასხვა ნივთები მათ შორის საცვლებიც და საცურაო კოსტუმებიც -ესენიც უყიდია -აბა ისე ხო არ ივლიდი?-კარების ჩარჩოს მიყრდნობილმა ჩაიცინა და ნინის არეული მზერაც დაიჭირა- არ მაწყობს ჯერ და მერე სულ ნუ ჩაიცვამ -შენ ყველგან როგორ ხარ რა ვერაფერი მითქვამს, მიბრძანდი უნდა გამოვიცვალო -ერთბაშად არ ვიცოდე რას ჩაიცმევ -დემეტრე -მივდივარ , მალე მოემზადე. მშია და უშენოდ დავიწყებ იცოდეე -არც მელოდო რა რამდენიმე წუთში მის გვერდით, მაგიდასგან იჯდა და ისე ჭამდა თითქოს ერთი კვირის დამშეული იყო -ყოველ დღე თუ მსგავს საუზმეს მოამზადებ არსად წავალ,გვერდიდან არ მოგშორდები -სხვა არაფერი გაქვს დარჩენის მიზეზად ხომ? -შენ ასე მთელი დღე მაისურის გარეშე აპირებ სიარულს?_მიზეზზე მაშინვე მისი სიშიშვლე რომ გაახსენდა დემეტრეს კომენტარის გარეშეც შერცხვა -გულს გიხარებ -იდიოტი -მესმის -ვიცი -მაცადე ჭამა -ნუ იბუტები პატარავ -არ ვიბუტები ძია -რა ძია _ლამის დაიხრჩო , წვენი გადასცდა და ძლივს ამოისუნთქა_არა რა ძია ნინი? -მე ხომ ვარ პატარა ხოდა შენ ძია ხარ -ხუთი წლით ვარ შენზე უფროსი -ხოო? მე მეტით მეგონე ,ისეთი სახით მოძრაობ თითქოს შუა ხნის კრისიზი გაქვს -ერთხელ ყველაფრისთვის ერთად დაისჯები -არამგონია ვერ გავუძლო.-ეშმაკურად გაიცინა , თვალი ჩაუკრა და დემონსტრაციულად გავიდა ოთახიდან . სასაცილო იყო და დემეტრესაც ამხიარულებდა თავისი მიმიკებითა და ჟესტიკულაციებით -ყავას დალევ? -არა -წვენს? -არა -აბა აჰა ლუდი -აალაგებ? -კი , შენ სად მიდიხარ -საქმე მაქვს -მერე მე? -მალე მოვალ - შუბლზე აკოცა და წავიდა. მარტო დარჩენილმა საშინლად მოიწყინა, ტელევიზორის წინ იჯდა და ყოველ წამს კარს უყურებდა. ცოტაც და ტირილს დაიწყებდა დემემ რომ მისწერა ეზოში გამოდიო და ისიც წამსვე გაიქცა. დემეტრე რომ დაინახა ცხენებთან ერთად პატარა ბავშვივით დაიწყო ხტუნვა. გიჟდებოდა ცხენებზე, სულ უნდოდა ჯირითის სწავლა ,მაგრამ ვერასდროს მოახერხა. სულ რაღაც უშლიდა ხელს, თანაც ცოტა ეშინოდა კიდეც -საიდან იცოდი ცხენებზე რომ ვგიჟდები -ვიცოდი -მასწავლი ჯირითს? -კი -მართლაა? -არასდროს ვიტყუები- ისე უცებ ჩაეხუტა ,თავადაც ვერ გაიაზრა. ლოყაზე რამდენჯერმე ხმაურით აკოცა და მერე გაღიმებული უყურებდა -ასე თუ გაგიხარდებოდა რემას გიყიდდი ვაფშე -დავიწყოთ კურსები - სახე დაასერიოზულა და მაშინვე მოშორდა მანაც რომ დააპირა კოცნა -როგორც მიბრძანებთ, ჯერ ხელით წავიყვანოთ და მერე დაგსვამ -როგორც იტყვით ბატონო დემეტრე მდელოზე სეირნობდნენ, ქალბატონი ისეთი ბედნიერი იყო ანათებდა. დემეტრეც ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. რამდენიმე საათი დადიოდნენ ცხენით ბოლოს დამოუკიდებლად იჯდა და გვერდი_ გვერდ მიუყვებოდნენ გზას -დროა დავბრუნდეთ პატარავ თორემ გვიანია უკვე,აცივდა -ჯერ არა რა კიდე მინდა სეირნობა -მაგ ცხენს არავინ წაგართმევს შენია -ჩემი? მოიცა მართლა ჩემია? -ამ მართლას ვერ ვიტან -მადლობა , მადლობა, მადლობა - ისევ მოეხვია რამდენჯერმე აკოცა და მალევე მოშორდა, ლოყები სულ წითელი ჰქონდა და სწრაფად მიდიოდა რომ ვერ დაენახა ახვლედიანს სახლში დაბრუნდნენ დემემ ცხენები თავლაში შეიყვანა ნინიც გაყვა აჭამეს და უკან სახლში დაბრუნდნენ. -რა მოვამზადო?-აჟიტირებული იყო და ამჯერად დემეტრეს შეწუხება აღარ სურდა -რაც გინდა -კარგი -მოგეხმარო? -არა -თანახმა ვარ მივიღო მადლობის ნიშნად ვახშამი ნინიმ ძალიან მოინდომა, დემეტრეს საყვარელი თევზიც მოამზადა, პიცაც, სალათებიც და მოკლედ დიდი დრო დახარჯა, ენერგიაც, მაგრამ ბედნიერი იყო და დაღლილობასაც ვერ გრძნობდა. მაგიდას გადახედა და რომ დარწმუნდა ყველაფერი მზად იყო შემდეგ დაუძახა -დემეე -მოვდივარ -მაგიდას რომ შეხედა გაეღიმა -ყოჩაღ პატარავ, ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება -მადლობა, იმედია მოგეწონება -დეგუსტაცია დავიწყოთ თორემ შიმშილისგან მალე მოვკვდები ნინიმ აღმოაჩინა რომ ახვლედიანი დილის კვების გამოტოვების შემდეგ საღამოს ინაზღაურებდა , გემრიელი კერძების დაგემოვნება აშკარად უყვარდა და უმადობასაც არ უჩიოდა. მგიდის ალაგებაში დაეხმარა და თეფშებსაც კი წმენდდა, აშკარად მოუხერხებელი იყო და ლამის დაამსხვრია ყველაფერი -ნუ დამცინი თორე გავბრაზდები -სულ გაბრაზებული არ ხარ? -ნინი -ოო კაი რა შენ მე ვერ მიბრაზდები და ნუ მაშინებ ტყუილად -მიცნობ ნელ-ნელა -რა გზაა სხვა -ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს რამეს ისეთს გაკეთებინებ რაც არ მოგწონს -მოკლედ სულ როგორ ჯუჯღუნებ -მოვრჩი და გავიდეთ -დემე რომ წავიდა ნინიც უკან მიჰყვა . აშკარად ენერგიულად იყო და ვერ ისვენებდა -რა გავაკეთოთ ახლა ჯერ არ მეძინება -მოვიფიქრებ რამეს -კარტი იშოვება ამ სახლში? -აპირებ კარტი მეთამაშო? -რა იყო არ შეიძლება? -კი ბატონო ზემოთაა ტუმბოს რომელიღაც უჯრაში -ჩამოვიტან ნინიმ კიბე აირბინა და მელე დაბრუნდა. დივანზე დაჯდა, ფეხები მოხარა და ბალიშს ზურგით მიეყრდნო -ჯდომა ვინ გასწავლა -თვით შემოქმედებაა. რა ვითამაშოთ? -რაც გინდა -ბურა ვითამაშოთ , სურვილებზე -დარწმუნებული ხარ რო სურვილებზე გინდა თამაში? -კი -როგორც გინდა მე შენთვის ვამბობ რა იცი რა მომაფიქრდება- ეშმაკურად ჩაიცინა და კარტი დაარიგა . რა თქმა უნდა ყველა პარტია დემემ მოიგო , სრულიად აუღელვებლად და ნინი გაგიჟდა -პირველი სურვილია ჩემი მოსმენა ისწავლო და პირდაპირ არ გადმოხვიდე იერიშზე ... _ოო ეგ როგორი სურვილია ,ზოგადი _კონკრეტული გინდა ? მეორე სურვილია ჩემ გვერდით დაიძინო ყოველთვის როცა ერთ ჭერ ქვეშ ვიქნებით _ისედაც ერთად გვეძინა წუხელ ... _ჩაგეძინა და იმიტომ თორემ ამ ღამით ვიცი გაჯიუტდდებოდი _არავის გვერდით მძინავს და არ მიყვარს... _არც უნდა გეძინოს ვინმეს გვერდით და არც უნდა შეგეძლოს მშვიდად გამოძინება... ჩემთან კი ბავშვივით ტკბილად გეძინა წუხელ _ლუციფერი ხარ და მაჰიპნოზებ ... _ამ უბედურებების დაძახებას როდის შეწყვეტ და იმის დაჯერებას რომ ბოროტი ვარ _ეგ მესამე სურვილია? _არა ,კითხვაა უბრალოდ _სანამ ვიღაცებთან იჩხუბებ და ასე მოაგვარებ იქამდე ძალაში დარჩება _ანუ გინდა შტერი ტიპი ვიყო და ცემას რომ ითხოვს ზოგიერთი მე მშვიდად ავიტანო... გგონია უსამართლო ვარ ? _ეგ არ მითქვამს,მაგრამ არაა ნორმალური ამდენი აგრესია ... შენც რამე დაგიშავდება ბოლოს _ჩემ გამო დარდობ ? _რატომ გამორიცხავ ... _არ გამოვრიცხავ ,უბრალოდ ასე თუ მეტყვი იქნებ შევიცვალო მეც _რა გინდა რომ გითხრა _რომ გაღელვებ, ჩემ გამო გეშინია და ამიტომ არ გინდა ვიჩხუბო ... _ანუ ტკბილი სიტყვები გინდა რომ გითხრა და ასე მოგთაფლო _ასე მიყურე და ეგეც მკმარა _ სახეზე მოეფერა ,თავისკენ მიიზიდა და რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე _მესამე სურვილი რა არის ? _პირველ ორს შეასრულებ? _ვეცდები ... _მიპასუხე გულახდილად , აქედან და საერთოდ ჩემი ცხოვრებიდან წასვლა გინდა თუ არა -ეგეთ კითხვებს კარტში წაგებულ სურვილებში არ სვამენ დემეტრე -კარგი ისე გეკითხები და მიპასუხე შენგან მინდა სიმართლის მოსმენა -ისედაც იცი და თქმა რა საჭიროა _ მზერა აერია. ისედაც ხომ აშკარა იყო ყველაფრის მიუხედავად მის გვერდით დარჩა და ახლაც ასე ახლოს ყოფნის უფლებას აძლევდა -ნინი მიპასუხე -ყურადღებას ვერანაირად გაუფანტავ, ჯიუტი -ნუ ბუტბუტებ მესმის -არ მინდა- სახეზე წამოწითლდა, დაბნეული იყო და არ შეეძლო ასე ღიად საუბარი -არ მესმის რას ლაპარაკობ -არ მინდა -მაინც არ მესმის -დემე- მზერა გაუსწორა, ქვემოდან უყურებდა და საყვარლად იბღვირებოდა -რამე მითხარი? -ეს არასერიოზული ქცევა გეკადრებათ ან სერიოზულ კაცს?ნუთუ ასეთიც შეგიძლიათ იყოთ -კიდე ბევრ რამეს აღმოაჩენ -მაინც რას, წინასწარ რომ მითხრა კარგი იქნება -რაღაცას მეუბნებოდი წეხან და ვერ გავიგე -არ მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრე გასაგებია? თუ უფრო ხმამაღლა ვთქვა -გავიგე _ ეღიმებოდა მისი სიმორცხვის დანახვისას. თხელ თითებს ერთმანეთში ხლართავდა და თვალებს აქეთ_იქით აცეცებდა -მიყვარხარ პატარავ - მკლავები შემოხვია, გულში ჩაიკრა და მთელი სახე დაუკოცნა. თვალები მხოლოდ მაშინ გაახილა კოცნა რომ შეწყვიტა და უკმაყოფილო მზერით ახედა ახვლედიანს -პატარა ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენ -ხოო? -ხო ...გამიშვი- ისე ჩუმად თქვა თავადაც ძლივს გაიგონა -თავისუფალი ხარ- ხელები გასწია, მაგრამ ნინი არც გატოკებულა , მკლავები შემოხვია ,ყელზე აკოცა და შეხებით გაბრუებულმა კიდევ რამდენჯერმე შეახო ტუჩები -გეყოფა პატარავ -პატარა ბავშს აზრი არ მოეკითხება ხომ იცი -მიწვევ და ამ თამაშში შენ დაიხევ უკან -საძინებელში აიყვანა, საწოლზე დააწვინა, მისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა შემდეგ მოშორდა და წავიდა -გამოიცვალე და მოვალ. ნინიმ მისი ნაყიდი პენუარი ჩაიცვა, საწოლზე დაწვა და თან აჩქარებული გულისცემის და არეული აზრების დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ სააბაზანოდან გამოსულმა ნახევრად შიშველმა ახვლედიანმა ბოლომდე აურია გონება. თვალს ადევნება და სუნთქვა ეკვროდა, ნინის გვერდით მიუწვა და ტუჩები შიშველ მხარზე მიაწება სხეულმა მაშინვე გამოსცა იმპულსები , მხრიდან ყელისაკენ გადაინაცვლა. ისე მოექცა ზემოდან რომ მის სხეულს ფარავდა . მას კი არ გააჩნდა წინააღმდეგობის გაწევის არც უნარი და არც სურვილი -ძილის დროა?პატარა ნინია _სერიოზულად? _არ განაგრძო თამაში, არ გინდა...ჯერ არ _ ახურებულ ლოყაზე აკოცა და ჩაიხუტა _რას მმართებ ... მე ასეთი _სულ გახსოვდეს ,რომ მე უფრო _ ჩუმად ელაპარაკებოდა და ეფერებოდა იქამდე სანამ არ ჩაეძინა. დილით ორივე ხმაურმა გააღვიძა, ვიღაც პირველი სართულიდან ეძახდა -ახვლედიანი გამოძვერი საძინებლიდან -ნინიმ გვიან ამოიცნო ნიკას ხმა . დემეტრეს მკლავი მუცელზე ედო, მისი სუნთქვა ყელზე ეფრქვეოდა სანამ თავი არ ასწია და არ შეიკურთხა - ამის დედაც ხო არ მოგასვენებენ -ნიკაა? -ხო, დაიძინე პატარავ. დემეტრე წავიდა ის კი გაღვიძებას არც აპირებდა სანამ საწოლზე ვიღაც არ დავარდა -ნინუ გაიღვიძეე - უცებ იღრიალა გიორგიმ -რა იყო ბიჭო გამისკდა გული - ძვლივს წარმოთქვა და აჩქარებულ გულზე ხელი მიიჭირა .ის ვაჟბატონი მანამ იცინოდა სანამ ოთახში დემე არ შემოვიდა -რა გითხარი მე -ოო კაი რა ორი დღეა არ მინახავს ჩემი ნინუცი და რამდენ ხანს უნდა გელოდოთ... -ადექი , ჩაიცმევს და ნახავ -მალე იცოდე - გიომ უცებ აკოცა ნინის ლოყაზე და საწოლიდნ წამოხტა გვერდი აუარა დემეტრეს რამე არ მესროლოსო და კიბეზე დაეშვა. დემე სააწოლს მიუახლოვდა და ნინის მხარზე აკოცა -ყველანი აქ არიან, არ გვაცლიან ჩამო მალე და გავყაროთ- გაიცინა და ოთახდან გავიდა. მალევე მოწესრიგდა და ქვემოთ ჩასული ყველას მოეხვია . -როგორ მომნატრებიხარ ნინუცი... კი გვთხოვდა ბატონი ერთად წავიდეთო,მაგრამ სამსახურიდან ვერ გამოვაღწიეთ შაბათ_კვირამდე -იცოდით აქ რომ მოვდიოდით ? _გიორგის დაადგა თავზე და ანიშნა აქამდე როგორ არ მომწერეო _სიურპრიზის მოწყობა უნდოდა ,იმდენხანს გეგმავდა ... ცხენი სანამ ჩამოუყვანეს _რატომ არ მითხარი... დემეტრეე _ასე იყო საჭირო -აუ ეს კიდე ასე მოკლე პასუხებს ისვრის? არაფერი გეშველება ჩემი ძმა -თქვენ ნუ ღელავთ . კონსესუსი მიიღწევა - ნინი დემეს გვერდით მოკალათდდა. თავი მხარზე დაადო მანაც არ დააყოვნა და შუბლზე აკოცა -აი რას არ მოესწრება ადამიანი... ვინ იფიქრებდა ,რომ ეს ორი მარტოსული ერთმანეთის ბედი იყო თორემ ხომ ჩამოგიყვანდი იმ ამერიკაში ამ ჩვენ ნინიკოს...სიყვარული სასწაული თუ არ არის თვალსა და ხელს შუა გალღვა ეს ყინულის კაცი - თქვენ სულ ტყუილად გიხარია ამ ყინულის გალღობა -ვითომ რატომ -მარტო ჩემთვისაა ექსკლუზიურად_რომ გაიაზრა ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი,ნაფიქრი მის გასახარებლად და სხვების თან წაყვანაც უნდოდა ,გაახსენდა როგორც მოიქცა ,რის გამოც ეჩხუბა და როგორ გაანაწყენა საერთოდ აღარ უნდოდა გვერდიდან მოშორებოდა. -ჭკვიანი ბავშვია-დემეტრემაც გაიცინა და თავზე აკოცა - აქამდე როგორ ვერ შეხვდით ერთმანეთს გასაოცარია პირდაპირ-ამჯერად ნიკა ჩაერთო საუბარში -მიმალავდით ეტყობა -ხო არ გაგიჟდი როგორ ჩვეენ? შენ როგორ დაგიმალავდით ანგელოზივით ბავშვს თავს რო ვევლებოდით -ვერ წამოვალთო თავი რომ გამოიდეთ და მახვერწნინეთ ახლა რა მოხდა ,გამოგიჩნდათ თავისუფალი დრო? -ადექი ბიჭო ეწყინა ხო ხედავ მარა არ გვეუბნება წადითო-ლუკამ ფეხზე მიარტყა ხელი გიორგის -მართალია , მართალი რას იზამ ძმაკაცმაც გვიღალატა და ჩვენი გოგოც გადაიბირა. -ანი რატო არ წამოვიდა? -ანი ბათუმშია შენს კურსელებთან ერთად - გიორგიმ უპასუხა და თან გვერდით გადაუჯდა -მეც დამირეკეს ,მაგრამ გეგმები შემიცვალა დემეტრემ _იცნობ შენ იმ სასტავს? _კი და მიკვირს თქვენ როგორ უშვებდით ასე მშვიდად ან ანის რა უნდა მარტოს იმათთან _თავისუფლება აქვს ანის,ბავშვი აღარაა და ისიც იცის როგორ მოიქცეს. შენსავით კი არ ვარ არავის და არაფერს რომ არ ენდობა _ვის ვენდო ტიპს რომელსაც ნინი მოსწონს და თქმას ვერ უბედავს ?მეგობრის სტატუსს ამოფარებულ უტრ.კო ტიპებს როგორ ვერ ვიტან არ იცით? _დემეტრე ,გთხოვ ახლა თავიდან ნუ დავიწყებთ... აქ ვარ და არ მივდივარ. _გვაჭამე მაინც რამე ნინია , დაღლილები ვართ ,გადამწვარები და თან მოგვენატრა შენი სახლური გემრიელობები. _სულ როგორ გშიათ თქვენ _მიდი რა გთხოოვთ _თუ გეზარება მე გავაკეთებ რამეს _ჩუმად უთხრა და ყურთან აკოცა _არ მეზარება. სადილის დრო იყო უკვე,რამდენიმე ჭიქა ღვინოც დალიეს. ბევრი ილაპარაკეს და ბოლოს მაინც წავიდნენ . ნათელი იყო წყვილს გადალახული ჰქონდა ბარიერი და მათი იქ ყოფნა საჭირო აღარ იყო. -პატარავ გავისეირნოთ არ გინდა? ლამაზი ხედია მზის ჩასვლის დროს_აივანზე მდგომს ზურგიდან მოეხვია და ყელში აკოცა -ხოო? -გამოფხიზლდები შენით თუ მოგეხმარო -დემეტრე! -კაი მოგეხმარები -არ მჭირდება და მომშოდი საერთოდ ისეთი ქალები ძალიან ბევრია იქეთ რომ დაგაჰიპნოზებენ და შეგიძლია შემეშვა შეგახსენებ, რომ მე არაფერი მითხოვია შენთვის და საერთოდ -გეყოფა , არაფერია გასაოცარი იმაში რომ ჩემი შეხება დეზორიენტირებულს გხდის. რომ ვერ ვიმოქმედებ მაშინ დავსრულდებით. წავიდეთ ? -წამოვალ ... ჩემ ცხენს მოვეფერები ,მოიწყენდა უჩემოდ _ჰყავს თავისი ბიჭი იქ და არ მოიწყენს გაორება ჰქონდა. ბოლომდე ვერ მშვიდდებოდა. ბედნიერი იყო, მოსწონდა მასთან ყოფნა. იზიდავდა, აინტერესებდა ,მაგრამ ეს საკმარისი არ იყო . ეშინოდა მომავლის,მისი რთული ხასიათის და ყველაფერი ერთად გაუფანტავ ღრუბელს ჰგავდა წულუკიძის თავზე. ცხენები გამოიყვანეს და ტყისკენ წავიდნენ. მინდორზე დასხდნენ და ერთდ უყურებდნენ მზის ჩასვლას. ძალიან ლამაზი ხედი იყო და დემეტრეს სიახლოვე დამატებით ქმნიდა სასიამოვნო აურას. გაციებულ მხრებზე ჟაკეტი მოახურა, მოეხვია , ლოყაზე აკოცა. საპასუხოდ თავი მხარზე დაადო და გაირინდა _მეშინია შენთანაც და უშენოდაც... ვიცი ვერ გადავიტან შენ ღალატს ... ნებისმიერი სახის ტყუილს და უნდობლობას ... მე , არ მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის დემეტრე და სხვა რა ჰქვია ჩვენ ამბავს არ ვიცი_ მის მხარეს შეაბრუნა თავი, იმაზე ახლოს იყვნენ ვიდრე წარმოედგინა.თითებით წვერიან ლოყაზე შეეხო და მის თვალებში დაინახა ჩამავალი მზის სხივები _ რა იქნება ახლა დემეტრე ახვლედიანო და რა იქნება შემდეგ _ მზე და მთვარე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მათი ტუჩები კი პირველად შეერთდნენ. ახვლედიანი ნაზად , მთელი გრძნობით უკოცნიდა ტუჩებს თითქოს პირველთან ერთად უკანასკნელიც იყო . მის მკლავებში მოქცეული მთრთოლვარე სხეული უყვარდა, მთლიანად ეს გოგო იყო მის გულში -მიყვარხარ! ეს სიყვარული არის ახლაც და იქნება მერეც . პასუხი დამაკმაყოფილებელია? -მგონი - გაიღიმა და სულ ოდნავ შეეხო ტუჩებზე - სრულიად დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს ჩემი პასუხიც და მთლიანად შენც ,პატარავ -ჩურჩულით თქვა და ნინის რბილ ტუჩებს კიდევ შეეხო ,ისიც გაუბედავად აჰყვა სურვილს,ინსტიქტს რომელიც მართავდა. სრულ ნეტარებაში განაგრძობდა სასურველი ბაგეების დაგემოვნებას. ტუჩებიდან ნიკაპზე გადავიდა და შემდეგ ყელზე . იმდენად ნელა და ფრთხილად კოცნიდა თითქოს ყველა უჯრედ უნდოდა შეხებოდა -წავიდეთ გვიანია უკვე - გონს როგორც კი მოვიდა მაშინვე შეცვალა მიმართულება -ხოო?- ზუსტად ისეთი ტონით უთხრა როგორც მან იცის ხოლმე -ხო -ერთს ეუბნებოდა და მეორეს აკეთებდა. ისევ კოცნიდა , თითქოს მიეჯაჭვა -მიდიოდი ხომ? -ხოო -მერე -მივდივარ -რა მოხდა, გამოფხიზლება ხო არ გიჭირთ ბატონო დემონო- გაიცინა და ისიც მოშორდა-გამებუტა ჩემი დემონი? - მკლავზე მოხვია ხელები და მერე თავად აკოცა ტუჩის კუთხეში -მე შენ შემიწირავ ! -ხოო? -ხო! -წავედი- წინ წავიდა თან ისე მიაბიჯებდა დემეტრე სიცილს ვერ იკავებდა -ნორმალურად იარე, რამეს ფეხს წამოჰკრავ და მერე ჩემი წასაყვანი იქნები. წელს ამატკიებ და არ გაწყობს -ამხელა წინადადება, თანაც ემოციებით...მგონი ჩემი ტუჩები სასწაულს ახდენენ -გაგაჩუმო ახლა ჩემი მეთოდით? -მაშინებ? -ასეთი გამბედაობა საიდან? -შენ კითხვებსაც სვამ დაჟე? -გავბრაზდი უკვე_ უცებ გადაჭრა მათ შორის მანძილი და წინ მიმავალი ხელში აიტაცა -ისე შემიძლია ჩემით სიარული -მე ასე სიარული მომწონს -შენ რადგან მოგწონს -შენ არა ხო? -ნწ -ტყუილი ისჯება -შენ კიდევ თუ გინდა მაკოცო არაფერზე ითხოვ თანხმობას და რაღა ახლა მოგინდა მიზეზი -რა შარში ჩამაგდე ღმერთო -შენ? თუ მე -ორივე და ჩუ ახლა -სულ როგორ მაჩუმებ... ვჩუმდები ხმა გამეციო . რა გინდა საერთოდ?- ტუჩები წინ გამოსწია და უცნაურად დაბრიცა -ტუჩებს ეგრე ნუ შვები -რა იყო რამ გადაგრია -გადარეულის რა შემატყვე -აბა რას მაკვდები ტუჩებზე?მიზიდულიბის ძალა მოქმედებს? -არა რა მართლა გამომიყვან მწყობრიდან გამიწყდება მოთმინების ძაფი და -კარგი ხო ვჩუმდები დემონო_ყელში აკოცა ,თავი დაიხსნა და ცხენზე დაჯდა _წავედით, რას ველოდებით -მოთმინებას ცდი? -მეე? არაა? -შენთვის აჯობებს შეწყვიტო თამაში -დარწმუნებული ხარ? _ისევ შენთვის ვამბობ კიდევ ერთ ღამეს ატარებდნენ ერთად. ნინი ცეცხლთან თამაშს არ წყვეტდდა და დემეტრეც არ ნებდებოდა -ძილინებისა დემე- თავის მხარეს დაწვა და ღიმილით უთხრა -ეგ ნაჭერიც მე ვიყიდე? -აჰაამ- სიცილი ძვლივს შეიკავა, თვალები დახუჭა ,მაგრამ ვერ დაიძინა . ახვლედიანის ღრმა სუნთქვა გონებას ურევდა. უკვე ნახევრად შიშველი იწვა მის გვერდით, ნინიმ კი საბანი ისე დაიფარა არც არაფერს უფარავდა. გადაბრუნდა,მოეხვია ,თვალებს არ ახელდა და თავს იმძინარებდა. დემეტრემ თვალები აატრიალა, ღრმად ჩაისუნთქა და საბანი დააფარა -ცხელა, არ მინდა- საბანი მოიშორა ისევ ხვნეშით მოისვა თითები ყელზე, თითქოს იწვოდა -გინდა -ოო , შენ თუ გცივა დაიფარე მე არ მინდა -საბანი ისევ გადაიძრო და ამჯერად თვალების გახელაც ინება -გადაიფარე რამე ან სხვა რამე ჩაიცვი . შეწყვიტე ეს ღამის თამაშების სერია -სულ გიჟდები მგონი-ყურადღება არ მიაქცია ...უკვე ეძინებოდა ისედაც თვალებს არც ახელდა მისკენ უფრო მიიწია თავი მკერდზე დაადო , ხელი მუცელზე შემოხვია, ტუჩები ოდნავ შეახო კანზე და ისე მშვიდად გაითიშა ახვლედიანზე სულ არ უფიქრია. სურვილებთან ჭიდილი იყო მასთან ახლოს და შორს ყოფნა. უყურებდა და უნდოდა მთელი სხეული დაეკოცნა. მთელი ღამე დაათენდა, ეწეოდა და აკვირდებოდა მის ძილს. მიმიკებს,შეცვლილ პოზებს და ბოლოს მისი რეაქცია შეუყვარდა საწოლში ახვლედიანის მხარეს სიცარიელე რომ დაუხვდა და შეიშმუშნა, თვალები ოდნავ გაახილა, ფანჯარასთან მდგომი სილუეტი შეათვალიერა. სიბნელეში კარგად არ ჩანდა, მაგრამ მის თიტებში სიგარეტის ღერი ანათებდა -რატომ გაიღვიძე პატარავ? -შენ არ წვები? -მოვწევ და მოვალ -მალე რა_ ჩუმად თქვა და მის ბალიშში ჩარგო თავი. როგორ არ უნდა გყვარებოდა ,როგორ უნდა გაეშვა და დაეთმო ამის შემდეგ? -ასე ნუ აკეთებ _გვერდით როგორც კი მიუწვა მაშინვე მოეხვია და აკოცა -არ მოგწონს? -იმდენად რომ -მეძინება და სუ- თითები ტუჩებზე ააფარა და გააჩუმა -კარგი ქალბატონო-ხელისგულზე აკოცა ,საბანი გაუსწორა და ამჯერად თავადაც დაიძინა. მეორე დღეს ნინის განწყობა ნათიას ზარმა გაუფუჭა. _სად დადიხართ შენ და შენი და ... არ უნდა მითხრა ? _ხომ გითხარი ... _მერე საკმარისია?იქნებ მოვკვდი რომელიმემ არ უნდა მომიკითხოთ? რა გენაღვლებათ,მე ვმუშაობ მამათქვენის საქმეებს ვუძღვები და თქვენ ორივეს სულ ფეხებზე გკიდიათ... შენ დას დაუკავშირდი. მე არ მპასუხობს,სადღაც მთაშია წახეტებული იქნებ დაგიჯეროს და დაბრუნდეს დროულად სანამ გახდა მგლის ან დათვის მსხვერპლი _კარგი ,დაველაპარაკები მოწყენილი იჯდა ეზოში და გვირილების თაიგულს დაჰყურებდა დემეტრე რომ მივიდა . -არ მოდიხარ? -სად -სანაპირო გელოდება შენ კი აქ ზიხარ ... შენი ბარგის ჩალაგებას არ ვაპირებ . -სანაპირო? -ზღვის ხმა ჩამესმის უკვე...შენ კი ისევ აქ ზიხარ -ზღვაზე წამიყვან? - უცებ წამოდგა და ყელზე მოეხვია. მერე რამდენჯერმე აკოცა და გაიქცა. რამდენიმე წუთში ჩანთით ხელში იდგა ახვლედიანის წინ და ქვემოდან უყურებდა აბრჭყვიალებული თვალებით -მაინც რა მარტივია შენი გაბედნიერება ... - ჩუმად უთხრა და მის სავსე ტუჩებს თავისი შეახო- წავედით ... გზაში წუწუნი, ბევრი ლაპარაკი და ჩემი გამოწვევა გეკრძალება -შენ ხომ გიყვარს ჩემი წუწუნი, ბევრი ლაპარაკიც და ისიც აი აქ რომ გკოცნი- თითები ყელზე მფეთქავ არტერიას შეახო და თვალი ჩაუკრა -პატარა ეშმაკუნა - სიცილით თქვა და მანქანისკენ გაქცეულს უკან მიჰყვა. ზუსტად ისე იყო როგორც თქვა, ბევრი ილაპარაკა, დემე გააგიჟა, ენერგია დახარჯა და ბოლოს ჩაეძინა. ახვლედიანმა თავად აიყვანა სასტუმროს ნომერში, საწოლში ჩააწვინა და აივანზე გავიდა მოსაწევად. მალე გაეღვიძა , რომ გაიაზრა სადაც იყო დემეტრეც იპოვნა და სავარძელში მჯდომს მუხლებზე დაუჯდა, თავი მის ყელში ჩამალა და იქვე აკოცა -შენთან სულ ტკბილად რატომ მეძინება? -ბევრ ენერგიას ხარჯავ და იმიტომ- სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია, ღრმად შეისუნთქა და კვამლი რომ გამოუშვა შემდეგ აკოცა კნუტივით მიხუტებულ გოგოს -მშია- საყვარლად თქვა და ქვემოდან ახედა -ჩაიცვი და გავიდეთ - მეზარება -ყველაფერი როგორ გეზარება -თუ არ მოგწონვარ -რომ არ მომწონხარ არ იცი? -რა თქვი?- უცებ გასწორდა , გამოფხიზლდა და სუნთქვაშეკრულმა შეხედა -რაც გაიგე -აბა? მოიცა შენ მე აბა ის რა ...მაშინ რომ მითხარი- ბუტბუტებდა და ტუჩებს სასაცილოდ ამოძრავებდა ახვლედიანის სერიოზული,უმეტყველო სახე უფრო აგიჟებდა -ბრაზობ პატარავ?- თვალებში უყურებდა მერე იცინოდა , ისე იცინოდა რომ ნინი გააგიჟა -ბოროტი ხარ ... დემონი _ წამოდგა და გაბრაზებულმა დაუყვირა -ნუ მლანძღავ -საშინელი ხარ არც მოგწონვარ თურმე გუშინ სხვას ამბობდი -არ მომწონხარ რა თქმა უნდა . მე მიყვარხარ,ვჭედავ და ვგიჟდები დაკმაყოფილდი ? - ნინის წინ იდგა,მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე რამდენჯერმე მოწყვეტით აკოცა -სულ ნერვებს მიშლი -ამღვრეული თვალებით უყურებდა და ბუტბუტებდა -ხოო? -ხო- ისევ ისე უთხრა , მანამ იყო აღელვებული სანამ ახვლედიანმა დამამშიდებელი კოცნა არ აჩუქა . ხანგრძლივად უკოცნიდა ბაგეებს, ყოველ ჯერზე განსხვავებული ბედნიერება ავსებდა . სანაპიროზე გაისეირნეს. იცურავა ,ცოტა ხნით რუჯის მიღებაც სცადა,მაგრამ ანის ნახვა ეჩქარებოდა და ვერ მოისვენა სანამ კლუბში არ წავიდნენ. ახვლედიანს აშკარად არ მოსწონდა ბიჭები, მაგრამ ნინის გამო გამონაკლისი დაუშა. აღიზიანებდა ყველა ვინც ეხებოდა, ვისაც უღიმოდა, ვინც ეფლირტავებოდა. არც იმათ მოსწონდათ ნინის გვერდით დემეტრეს ხილვა. ძველი ანგარიშები ჰქონდათ მასთან და მის სამეგობროსთან . თითქოს რომ დაივიწყეს და მაინც ყველას ახსოვდა. ზედმეტს არ საუბრობდა , ვისკის წრუპავდა და ყველაფერს ადევნებდა თვალს . ნინი თავისუფლად იყო , ჩვეულებისამებრ ერთობოდა სანამ უკვე მთვრალმა ოთომ ცეკვა არ სთხოვა -ნინუც წამო ვიცეკვოთ ...- ხელი ჩაკიდა და თავისკენ მიიზიდა -იცი... მე არ მინდა -კარგი რა პატარავ ...შენ ცეკვა როგორ არ გინდა ,არ გიცნობდე მაინც -არ მინდა ოთო _დემეტრეს გამოც იკავებდა თავს და თან მთვრალ ოთოსთან ცეკვის სურვილიც არ ჰქონდა -წამო ნუ ჯიუტობ -ინფორმაციას ვეღარ ამუშავებ ოთიკო? - ახვლედიანმა ქვემოდან ახედა და ჩვეული ცივი მზერა მიაპყრო -შენ რა პრობლემა გაქვს დემე? -მე პრობლემები არ მაქვს არასდროს, სხვებს ექმნებათ ხოლმე თუ არ აყენებენ ერთ ადგილს -ხოო? და რო არ დავაყენო რას იზამ ? ნინის საქმეში რატო ერევი? რა უფლება გაქ ვაფშე -შენთვის არ უსწავლებიათ სხვის საქმეში ცხვირი რომ არ უნდა ჩაყო?- აკო თუ გამოწვევას ცდილობდა ახვლედიანი ისევ მშვიდად იჯდა იმავე პოზაში და სიგარეტს აბოლებდა -არ მახსოვს მგონი არა -ძალიან ცუდი ეგ ცხვირი გაგიტყდეს შეიძლება -კაი გეყოფა შე ჩემა რას ჭედავ- ოთოს მეგობარმა გააჩერა , მაგრამ არ მოუსმინა -ჩემ საქმეს მე თვითონ მოვუვლი- ხელი აიქნია და გაიცინა -ფრთხილად იყავი -რომ გკითხე ნინისგან რა გნდა-თქო ვერ გაიგე?- მაგიდას ხელით დაეყრდნო და ხმას აუწია - პატარავ, მე და ოთო გავალთ და მოვალ მალე ხო? ანისთან დარჩი. არ გამოხვიდე-ბოლო სიტყვები მკაფიოდ გამოკვეთა. შემდეგ ადგა და წავიდა, ოთოც უკან გაყვა , ბიჭებიც. ნინიმ უკვე იცოდა რომ საშინელება დატრიალდებოდა და ძალიან ანერვიულდა -რას აპირებენ ნეტავ -იჩხუბებენ, მოკლავს...შემოაკდება . ოთო არ გაჩერდება და გააგიჟებს -ვინაა ეგეთი -ნახავ თვითონაც -ზედმეტი ილაპარაკა ოთომ ევასები ხომ იცი მაგის ბრალია თან უყვარს ეს ბლატავი ვეუბნებოდი ერთხელ დაგღუპავს-თქო და არ გაიგონა -კაი რა უარესად ნუ მხდი გადით თქვენ მაინც, ან სად წავიდნენ -აქ აშკარად არ არიან ნახევარ საათზე მეტი იყო გასული, ყველანი ღელავდნენ და არავინ ჩანდა. შემდეგ ახვლედიანი შევიდა , ნინი მაშინვე წამოდგა და მისკენ წავიდა. -დემე - ყელზე მოეხვია და მერე დააკვირდა -კარგადაა სამივე -სად არიან?_ნიტამ ჰკითხა -ოთარი მიჰყავთ საავადმყოფოში, ალბათ- ნინის თავზე აკოცა და გოგონას უპასუხა -რაა? აბა კარგადააო? რა გაუკეთე -არაფერი ისეთი, ცხვირი აქვს გატეხილი აღარ ჩაერევა სხვის საქმეში... -ცოცხალია საერთოდ? -ნუ გეშინია გადარჩება უბრალოდ ცოტა ჭკუას ისწავლის. წავიდეთ თუ დარჩებით გოგონებო ნიტა გაკვრივებული იხედებოდა ანი კი იცნობდა კარგად დემეტრეს და არ გაჰკვირვებია -მე წავალ ბიჭებთნ -მეც- ნინიმაც თქვა ,მაგრამ ახვლედიანმა ხელიც არ გაუშვა -შენ არსად წახვალ. არც შენ ანი... გიოს ველაპარაკე და ჩვენთნ მოდიხარ. ბარგს წამოვიღებთ -უნდა ვნახო -ნინი ვერ გაიგონე ალბათ , თვითონ არ გნახავს და ტყუილად ნუ გაირჯები -რას ნიშნავს არ მნახავს -ბოლოს ყვიროდა გამიშვი დედას ვფიცავარ არც ვნახავ ოდესმეო და მომესმა ვითომ? -არა რა ნამდვილი დემონი ხარ -მადლობა პატარავ. წავედი ახლა ... ნიტას ტაქსს გამოვუძახებ ნიტა საავადმყოფოში წავიდა, ანი სასტუმროში მიიყვანა ბარგი წამოიღო ,ნომერი უქირავა თავიანთი ოთახის გვერდით და ბოლოს მარტოც დარჩნენ. ნინი ჩუმად იყო, გაბრაზებული დადიოდა. ოთახშიც უხმოდ შევიდა, ფეხზე გაიხადა და სააბაზანოსკენ წავიდა, შხაპი მიიღო პერანგი ჩაიცვა და საწოლზე უხმოდ დაწვა ისე რომ დემეს არც შეხედა , მეორე მხარეს გადაბრუნდა . -პატარავ -ხო -რატომ მიბრაზდები? -არ იცი? -არა -ძალიან კარგადაც იცი, რა თქვა ეგეთი რომ მოკალი უბრალოდ ცეკვა უნდოდა -ნინი ყოყოჩობდა ისე თითქოს რამის ტრ*კი ჰქონდა , მე კი ვერ ვიტან როდესაც ვიღაც ს.რი მებლატავება ... თანაც არასწორი ვინმე მოეწონა და ვერც მიხვდა რომ მისი საქმე არ იყავი -შენ რა იცი რომ მოვწონვარ -არ გაიკვირვე, ანუ შესანიშნავად იცოდი რომ მოსწონდი და მაინც იცავდი...შესანიშნავია -რა გინდა? აქეთ მიბრაზდები ახლა? კაცი კინაღამ მოკალი და კიდევ მე ვარ დამნაშავე? თუ მოვწონდი მე რა შუაში ვარ ... ბევრს მოვწონვარ მაგრამ რა, მაინც აქ ვარ, შენთან ...არც მიშვებ თორემ -კაცი ზედმეტი ნათქვამია და წასვლა დარწმუნებული ხარ რომ გინდა? -დიახ -კარგი წადი , არ გაკავებ, მაგრამ დაიმახსოვრე სამუდამოდ წახვალ და თუ დარჩები იცოდე ,რომ მე ვარ ასეთი, ვერ შევიცვლები, ეს შეუძლებელია. შენ ერთადერთი ხარ ვისთანაც ვცდილობ სხვანაირი ვიყო, უბრალოდ როგორც ქალთან მივდივარ დათმობაზე , ქალთან რომელიც მიყვარს. შენ თუ არ გაკმაყოფილებს ჩემი სიყვარული გაგიშვებ , არ მინდა ქალი რომელიც ძალის გამოყენებით უნდა იყოს ჩემთან. არ მინდა ქალი რომელსაც შეიძლება მალე შევძულდე. თუ ვერ დამინახავ , ჩემს ნამდვილ სახეს თუ ვერ დაინახავ წადი სამუდამოდ-ხმამაღლა საუბრობდა ახვლედიანი, დაძაბული იყო, გაბრაზებული და უკონტროლო . ოთახიდან ისე გავიდა უკანაც არ მიუხედავს , კარი მიიჯახუნა და წავიდა. ნინი ცარიელ სივრცეს უყურებდა, საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა მხოლოდ. ხმა რომელიც ყველაფერს ფარავდა ... ბევრი წინააღმდეგობა იყო, წესით უნდა ამდგარიყო ჩაეცვა და წასულიყო ის კი ისევ იჯდა და კარს უყურებდა იმ კარს სადაც ახვლედიანი გავიდა . არ შეეძლო მისი მიტოვება, უბრალოდ იცოდა რომ ის იყო კაცი რომელზე მეტადაც ვერავინ შეიყვარებდა . საათები გადიოდა , ის კი ფანჯარასთან იჯდა და ელოდა ახვლედიანის გამოჩენას. ზარებს არ პასუხობდა, გვიან აღმოაჩინა რომ მობილური სააბაზანოში ნიჟარაზე ჰქონდა დატოვებული და ნინი უფრო ანერვიულდა. თენდებოდა კარი რომ გააღო და ოთახში შევიდა და ისიც ინერციით დაიძრა მისკენ -ნინ -სად იყავი ამდენი ხანი ვინერვიულე -მეგონა წახვიდოდი- მთვრალმა ღიმილმა გაუპო ბაგე, თითები თავზე გადაუსვა და მერე აკოცა -დალიე? -ხო -არ მეგონა შენ ოდესმე არასწორად თუ იფიქრებდი -ხომ ვამბობ სულ გამომაშტერე ამხელა კაცი -მე რომ უფრო მასულელებ ამ პატარა გოგოს ეგ კარგია? -რომ იცოდე როგორ მიყვარხარ -არც შენ იცი -რაა? -ყრუვდები ვითომ უკვე? არადა ამხელაც არ მეგონე -ნინ, პატარავ- მისი სახე ხელებში მოიქცია და ზემოდან უყურებდა -მიყვარხარ ახვლედიანო იმ ღამით ყველაზე მშვიდი ძლით ეძინა ორივეს. ზუსტად იცოდნენ რა უნდოდათ ერთმანეთისგან, ცხოვრებისგან და სიმშვიდეც თავისთავად გამეფდა მათ ყოველდღიურობაში. -ბარემ შიშველს გევლო -იცი ზღვაზე ვართ -ისეთი საცურაო კოსტიუმებიც მინახავს ყველაფერი რომ არ ჩანს -შენ ხომ ესენი მოგწონს- ქოლგის ქვეშ დემეტრე დატოვა და თვითონ მუცელზე დაწვა -დანახშირდი - რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა -ის გოგო რომ მოგშტერებია დავთხარო თვალები თუ იგნორს არჩევ -ვინ გოგო -ვითომ არ იცის -ვეჭვიანობთ უკვე პატარავ? -მეტი საქმე არ მაქვს -ჩემი ბუტია გოგო-ხელი მოხვია მუხლებზე დაისვა და ტუჩები დაუკოცნა -ნაყინი მინდაა - როგორც კი გათავისუფლდა მაშინვე უთხრა - წავიდეთ ნაყინი რომ მიირთვეს შემდეგ სასტუმროში დაბრუნდნენ. ფილმს უყურებდნენ დემეტრეს მობილური რომ განათდდა. მაშინვე ოთახიდან გავიდა და ნინის მხოლოდ მისი ხმა ესმოდა -გისმენ ძმა -.... -მე ბათუმში ვარ ეხლა და როგორ მოვალ -..... -კაი მაშინ ათ წუთში მანდ ვარ , ვინები არიან -........ - მოვდივარ დემე ოთახში დაბრუნდა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და საწოლს მიუახლოვდა, ნინის რამდენჯერმე აკოცა -მივდივარ პატარავ და არ მოიწყინო -სად -საქმეზე -რა საქმეზე ... მარტო არ მინდა ყოფნა, მეც წამოვალ -ვერ წამოხვალ პატარავ არაა იქ შენი ადგილი , ამ დროს გარეთ რა გინდა. დაიძინე არ დამელოდო ...დილით მოვალ , კოცნით გაგაღვიძებ იცოდე -მიპასუხე რომ დაგირეკავ - ვერ დაგპირდები ... წავედი გამთენიისას დაბრუნდა , ძილში იგრძნო მისი შეხება და შემდეგ სიზმრების სამყაროშიც გადაეშვა. დილით კი მძნარე ახვლედიანს უყურებდა ,შემდეგ წვერზე შეახო თითები და საკუთარი თმის ბოლოები ლოყაზე მოუსვა -რატომ არ მაძინებ პატარავ? -მე არ გაძინებ? -ეს მინდება და ვერ ვისვენებ- ხელი მოხვია და ზემოდან მოიქცია ნინი -კაი რა გეყოს მეცინება , ვაიმე ჰაერი აღარ მყოფნის დემეეე ...სად იყავი ამდენი ხანი? -აქაურ მეგობარს სჭირდებოდა ჩემი დახმარება. მეძინება ახლა , ჩამეხუტე და დავიძინოთ. კვირის ბოლოს ნიკა ,გიორგი და ლუკაც მათ გვერდით იყვნენ. განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა,თავიანთ სტილში ერთობოდნენ .მზე ,ზღვა, გათენებულუ ღამეები. კლუბი,სასმელი და გოგონები. ყველაფერი იქამდე სანამ ახვლედიანის ერთი ნახვით შეყვარების რეკორდი არ მოხსნა ნიკოლოზმა. გიორგი რადიაციულ დღედ აფასებდა მეორე მეგობრის დაკარგვის მიზეზს. იმ დროს ზღვაში არ უნდა ჩავსულიყავითო დიდხანს წუწუნებდა,მაგრამ მომხდარს ვეღარ შეცვლიდა. ერთად იყვნენ წყალში,ცურვისგან გადაღლილები სანაპიროსკენ მიაბიჯებდნენ ნიკოლოზმა საუბარი რომ შეწყვიტა და მზერა გაეყინა უცნობ გოგონაზე. -რა გჭირს შე ჩემა რამ გაგაშეშა... მისმენ?_ ხელი ჰკრა ,მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა _ნიკოლოზ -ის გოგო -ვინ გოგო _ ირგვლივ უამრავი გოგო იყო და ვერ მიხვდა საით გაეხედა -აი ის ჭრელი ქოლგის ქვეშ რომ დგას და ხმამაღლა იცინის ,ქერა -ხო მერე ? -მინდა ! _რა გინდა _მასთან ერთად დავბერდე ! გაიცინა, კიდევ რამდენიმე წუთს უყურებდა შემდეგ ადგილიდან მოწყდა , თვალის დახაამხამებადი გაჩნდა ქერას გვერდით, ხელი მოხვია , მხარზე გაიდო და მანქანაში ჩასვა. გოგოს კივილი მთელს სანაპიროს ესმოდა, მაგრამ მოულოდნელობისგან გონს მოსვლა ვერავინ ახერხებდა - რა იყო ეეს? ვინ იყო ის გოგო? ვერ ვიცანი,რომელიმე ყოფილია ? -გააფრინა ამ ს.რმა ...დედას შ.ვეცი სად წაიყვანა ის გოგო _გიორგიმ შეიკურთხა და დემეტრეს გახედა -სულ შარში როგორ უნდა ეხვეოდეს ეგ არანორმალური- დემეტრემ მობილური იპოვნა თან იცვამდა და სადღაც რეკავდა -მოიცა დავურეკავ -ლუკამ თქვა ,მაგრამ ახვლედიანი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა -უპასუხებს ახლა შენი აზრით? -აბა რა ჯანდაბა ვქნათ ,უჩივლებენ - დიდი ამბავი... -რა წყნარად ლაპარაკობ მოიტაცა გოგო -შენი აზრით რამეს დაუშავებს? გაიცნობს თავისებურად გიჟურად და დააბრუნებს ... _დემეტრე ახვლედიანიც კი ვერ დაუშვებდა იმ გაგრძელებას რაც ნიკოლოზმა შესთავაზა ყველას. მახარაძის მანქანა უკვე ბათუმს ტოვებდა და ტრასაზე სწრაფად მიქროდა. იცოდა სხვა თუ არავინ დემეტრე დაედევნებოდა რომ არ დაბრუნდებოდა და ბოლოს მოუღებდა. -ვინ ხარ ... ჩემგან რა გინდა გამაგებინე - ტიროდა ქერა ,დაღლილს ხმაც აღარ ჰქონდა -დამშვიდდი , უბრალოდ დამშვიდდი მე არაფერს დაგიშავებ -რა გინდა ჩემგან -არაფერი განსაკუთრებული და ისეთი რაც შენ არ გენდომება . დამშვიდდი და ნუ ტირი სიცილი ბევრად გიხდება . მაგ შენს ლამაზ თვალებს არ უხდება ცრემლები ... სულ დაგიწითლდა და დაგისივდა - გაუღიმა, თითები ცრემლიან ლოყაზე შეახო და გოგო რომ შეკრთა მის ნახევრად შიშველ სხეულს მოავლო მზერა. რა თქმა უნდა ეშინოდა, საცურაო კოსტიუმით იჯდა უცნობი ბიჭის მანქანაში ,რომელიც გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდა. ავადმყოფი ეგონა, ვიღაც შეშლილი მანიაკი ვისგანაც ყველაფერი იყო მოსალოდნელი. -ჩაიცვი -უკანა სავარძლიდან მაისური აიღო და მიაწოდა . სწრაფად ჩაიცვა მაისური და ხელები მუხლებზე დაიწყო . გზას უყურებდა ,მაგრამ ისე იყო გათიშული ვერ ხვდებოდა სად მიდიოდნენ. -რადგან დამშვიდდი ვილაპარაკოთ ხო? მე ნიკა ვარ -თათა -სასიამოვნოა თათა . ალბათ მიხვდი რომ სიგიჟემდე მომეწონე და ამიტომ ხარ ჩემ გვერდით . აბა მითხარი ვის შორდები შეყვარებულს თუ საქმროს -არცერთს -ესეიგი გაცილებით მარტივადაა საქმე -მოგკლავს ჩემი ძმა და სჯობს დროზე დამაბრუნო უკან... ვეცდები მსუბუქად ავუხსნა სიტუაცია -მუქარა არ გამოგადგება ლამაზო ტყუილად ნუ დაიღლი თავს . რამდენი წლის ხარ? -19 -მე 22 ,ნახე მოხუციც არ ვარ_ მაცდურად ჩაიცინა და ქვემოდან ახედა - ძალიან ლამაზი ხარ -სად მიგყავარ -უმაგრეს ადგილას -და იქ რა გვინდა -ერთმანეთს გავიცნობთ , ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ არ ვარ მოძალადე ... შენ კი ვაფშე გაგაღმერთებ , ბოლოჯერ გატირე იცოდე -მე არ მინდა თქვენთან ერთად ყოფნა ...მე არ მეკითხებით? არ მომწონხართ, არ გიცნობთ, არ ვიცი ვინ ხართ საერთოდ იქნებ მკვლელი ან არ ვიცი ყაჩაღი ხართ -არც ერთი ვარ და არც მეორე და თუ არ მოგწონვარ ეგ მოგვარებადია. ახლა ვერ აღმიქვამ თორემ ჩემნაირი სიმპათიური და მაგარი ტიპი შეუძლებელია არ მოგეწონოს -სულაც არ ვფიქრობ ეგრე მე -ვითომ? -დიახ -კაი _ გაეღიმა . სველი წამწამების ფახუნით უყურებდა ,მაგრამ აღარ ტიროდა. მოდუნდა -დამაბრუნე რა ,რა სისულელეა შენი ქმედება ვერ ხვდები? იქნებ არ ვარ კარგი გოგო მარტო გარეგნობაა მნიშვნელოვანი? იქნებ არ ვარ ისეთი შენს გვერდით რომ შემეფერებოდეს ყოფნა, არაფერი გაინტერესებს? -კი,შენი გვარი და ვიმედოვნებ ნათესავი არ აღმოჩნდები - საგიჟეთიდან გამოიქეცი ხო? -ჩემი ძმაკაცები კი მეუბნებიან უნდა გაგიშვათ საგიჟეშიო , მაგრამ არ ვყოფილვარ ჯერ. რა გვარი ვარო თათა? -ვიბლიანი - ვატოს ნათესავი ხარ ? -ჩემ ძმას იცნობ ? თუ იცნობ მითუმეტეს უკან უნდა დამაბრუნო სანამ ჩემი მეგობრები ეტყვიან რომ მომიტაცეს და გვიპოვნის -აქამდე რატომ არ ვიცოდი ასეთი და თუ ჰყავდა... ბედის ირონიაა, ეჰ მაგასთან კამათი თუ მომიწევდა რა მეგონა . შენი ბიძაშილები სად არიან? -ჩემს ძმასთან ერთად და თუ იცნობ გეცოდინება მიწიდან რომ ამოგთხრიან -რომ მიცნობენ ეგ პირიქით აადვილებს საქმეს თათა გზას უყურებდა, მიხვდა რომ მაღალმთიან სოფელში მიდიოდნენ. გზა გრძელი და დამღლელი იყო ისე ჩაეძინა რომ ვერც გაიაზრა. თვალები რომ გაახილა უკვე სოფელში იყვნენ . მანქანა ორსართულიან სახლთან გააჩერა ნიკოლოზმა . ეზოში იყვნე უკვე სახლის უკან ფრინველები ჩანდნენ, მათი ხმა ისმოდა და სრულიად უცხო გარემო იყო . მანქანიდან ახალი გადასული იყო სახლიდან ასაკოვანი ქალი რომ გამოვიდა, ისე სწრაფად მიდიოდა თითქოს წლები უკან მოიტოვა -ჩემი ბაღანა მოსულა.რავა ხარ ბებია ასე უნდა დაგავიწყდეს ბებიაშენი შე კაცო? -ხო მოვედი ბებიკო? მომენატრე ჩემო ლამაზო -შენ მეისპე რაღა დროს ჩემი სილამაზეა დავბერდი ქალი ცალი ფეხი სამარეში მაქ ბაბუაშენთან მივდივარ ნელ-ნელა - ქალი გაუჩერებლად ქოთქოთებდა , მონატრებულ შვილიშილს თავზე ეფერებოდა და კოცნიდა. თათა ნელა გადავიდა მანქანიდან და იქვე დადგა ქალმა რომ შეამჩნია წამსვე შეიცხადა -დედა ჩემი სიკვტილი ვინაა ბებია ეს ლამაზი გოგო და რატოა მთლა მოშიშვლებული დეელია ტანსაცმელი? რავა ორივე გატყაულხართ წეიღო წყალმა ჩასაცმელი? -ბებია ეს გოგო შენ რომ მეძახი შვილთაშვილი ჩამიგორე კალთაში სანამ წევიღებ წერილს და გავალ მარილზეო იმ შვილიშვილის მომავალი დედაა -ღმერთო კი მომკალი რავა ბებია ფეხმძიმედაა უკვე?- ქალმა ფერი დაკარგა ამ იმერელ ქალს წარმოუდგენია ახლა ქორწილამდე ბავშვი? თათა სულ აწითლდა , მთელ სახეზე ცეცხლი ეკიდა, თავი ჩახარა და ერთმანეთში ახლართულ თითებს დაჰყურებდა -არა ბებია რა ფეხმძიმედ... ჯერ არა მერე იქნება ეს ვიგულისხმე . გასაცნობად ამოვიყვანე უბრალოდ . ხომ დაგპირდი ვინმეში ჩემი შვილების დედას თუ დავინახავ პირველს შენ გაჩვენებ_თქო და სიტყვას ვასრულებ - შენ გაგისკდა გული ასი წლის მერე რავა მომკლა ქალი. მოდი ბებია რავა ატუზულხარ ავატყოფი ჭუკივით ,შემოი სახლში ასე ეზოში რო დააყუდეთ -მიაუხოვდა და ხელზე ხელები ჩამოუსვა კიდე ერთხელ აათვალიერა . ხელი ჩაჰკიდა და სახლისკენ წავიდა -წამოი შვილო რავა გეებლიხე გზაში -მოვდოვარ ბებია მოვდივარ-გვერიდთ ამოუდგა ბებიას და თათას -რავა ჩამოგიყრია ბებია ყურები ამფერ ლამაზ ბოვშს რა დაგემართა კი მარა -მე ... მე -რავა ბურტყუნობ ბებია ნუ გეშინია ამეიღე ხმა კი არ შეგჭამ -იმის თქმა უნდა ბებია რო მაგრად გვშია და შენი ხაჭაპურები გვინდა ,კიდე წიწილა და მე რო მიყვარს ისეთი ყველი და ღომი -ახლავე ბებია მაგაზე რავა დაგაწყვეტიებ გულს მარა ე ბოვში ვერაა რაცხა კარგად და შენი ამბავი თუა ამ ანგელოზის გლახათ ყოფნა მოგივლი ხო იცი. ქაალის ატირებას გასწავლიდი მე? -არა ბეე საიდან მოიტანე-ქალს ხმაურით აკოცა ლოყაზე და გაუღიმა-როგორ მიყვარხარ ბეე -კაი წევედი ახლა მე და მიმიხედე ბოვშს - კარიკენ წავიდა მერე შემოტრიალდა და დივანზე მსხდომ წყვილს გახედა-ბებია ჩეიცვით ტანზე რაცხა თვარა მეგვეჭრა მეზობლებში თავი... ციალა რო შემევიდეს გააგებიებს მთელ დუნიას ნაზიკოს შილისშვილს პირდაპირ ზღვიდან წამოუყვანია ტიტველი ქალიო. ნიკა დიდხანს იცინოდა ნაზიკოს სიტყვებზე შემდეგ თათას მიუახლოვდა და ჭიქით წყალი მიუტანა -აბა მოგეწონა ნაზიკო? ხო ჯიგარი ქალია? -კი ,მაგრამ არ მინდა მე აქ და წამიყვანე რატო არ მათქმევინე სიმართლე -ხო არ გაგიჟდი ეგ რო ვუთხრა უცნობი გოგო მოგიყვანე სახლში_თქო ხო მოუვიდა ინფარქტი ...ასეთი ქალის მოკვლა შეიძლება? -და რა გავაკეთო ... ბებიას გამო შენი ცოლი გავხდე? სრულ ჭკუაზე რომ არ ხარ ვიცი ,მაგრამ იქნებ გამოფხიზლდე. შემდეგ რომ ვერ მნახავს არ გახდება ცუდად? - ჩუმად ელაპარაკებოდა ,მაგრამ ღელვა მაინც ემჩნეოდა -რატომ ვერ გნახავს მე შენს გაშვებას არ ვაპირებ -რა ადამიანი ხარ გამაგებინე სულ არ გაინტერესებს რომ არ მომწონხარ? რა ქორწილზე და ბავშვბეზე ელაპარაკე ქალს ორი საათია მიცნობ არაფერი არ იცი ჩემზე მე მითუმეტეს ...მე შენ ცხოვრებას მინგრევ მეც და თვითონაც ინგრევ -წამოდი -სად -ასე დამფრთხალი რომ მიყურებ მაგრად მიტყდება...არადა იცი როგორი საყვარელი ვარ? - ხელზე აკოცა და სახლიდან გაიყვანა. უკანა ეზოში ხის ქოხი იდგა, კარი გააღო და შიგნით შეიყვანა. სულ ერთი ოთახი იყო . დივანი იდგა მაგიდასთან , ბევრი დისკები, წიგნები, თაროზე სასმელები და მყუდრო გარემო იყო -ეს სახლი 16 წლის ასაკში ავაშენე...მარტო ყოფნა რომ მინდა სულ აქ მოვდივარ ხოლმე. ესაა ჩემი საყვარელი ადგილი და შენიც იქნება დღეიდან. შეგიძლია აქ გაჩერდე ხოლმე როდესაც გაგაბრაზებ ...ახლა არ მითხრა რომ ჩემგან წახვალ. ვიცი , განა არ ვიცი რომ დაუჯერებელია ,მაგრამ ჩემნაირებს შეუძლიათ ერთი ნახვით სიყვარული. ზუსტად ვიცი რომ შენ ხარ ის ვინც ჩემთვის შექმნა ღმერთმა და მისიად დამაკისრა შენი გაბედნიერება. იცოდე ვერავინ და ვერაფერი წამართმევს შენს თავს, აქ იმიტომ ხარ რომ დროის დაკარგვა არ მინდა. არც ერთი წუთი მინდა უშენოდ...ვერ ვიტან როდესაც საყვარელ ქალებს შორდებიან დროს წელავენ და თავისუფლების ხანას აგრძელებენ . მე დღეის შემდეგ სულ შენი ვიქნები და არც შენს თავს დავუთმობ სხვას თათა ჩუმად უყურებდა, სრულიად სერიოზული იყო იმ წამს , როგორ უნდოდა რაღაც ცუდი ეთქვა ,მაგრამ არ შეეძლო. მისი მზერა ,მისი ხმა ღმერთო როგორ მოქმედებდა . ისევ აკოცა ხელზე შემდეგ ნაზიკოს ხმა გაიგეს და სახლში დაბრუნდნენ... ეზოში ისხდნენ და ნაზის მომზადებულ კერძებს მიირთმევდნენ სოფლის სიჩუმე მანქანების ხმამ რომ გაფანტა. ნიკას წამსვე გაეღიმა , ზუსტად იცოდა ვინც იქნებოდა, დემეს მისწერა ვიბლიანებმა მოგასწრეს მოსვლაო და ჭიშკრისკენ გაქცეულ თათას უკან გაჰყვა. სულ რამდენიმე წამში ეზოში ოთხი ბიჭი იდგა და მათ წინ ვაკო მიუძღვოდა. თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა თათას დანახვამაც ვერ დაამშვიდა -ხომ კარგად ხარ ჩემო პატარავ- სახეზე ხელები ჩამოუსვა და შუბლზე აკოცა _ჩემო სიცოცხლე -არ მოკლა რა ...არაფერი დაუშავებია -თათამ თვალზე მომდგარი ცრემლი უკან დააბრუნა და მაისურზე ჩაეჭიდა ძმას _გთხოვ ვაკო,გემუდარები -ვაა ცოლის ძმა გვეახლა თვისი ამალით . როგორ ხართ ბიჭებო? რა იყოთ რა გაბრაზებული სახეები გაქვთ? არ გიხარიათ ჩემნაირი სიძე რომ გეყოლებათ ?_ნიკას მხიარულება ნამდვილად არ გადაედო ვიბლიანს. იარაღი წამსვე დაუმიზნა და უღრიალა-შე ჩემს დას ხელი როგორ დააკარე... მაგ ხელებს დაგამტვრევ და ნაწილ-ნაწილ გადაგაყლაპებ -მოკლედ რა ფანტაზიის უნარს არასდროს კარგავ ხო? ვაფშე არ შეცვლილხარ -არ იცოდე მაინც რისი გამკეთებელი ვარ...ჩემს დას არ უნდა შეხებოდი -იარაღი დაუშვი ვიბლიანო -ის იყო გასროლას აპირებდა ეზოში ჩქარი ნაბიჯით რომ შევიდა ახვლედიანი . მათკენ მიდიოდა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ნიკოლოზსაც ელოდა მისგან რისხვა ,მაგრამ პირველ რიგში მას გადაეფარა და ვიბლიანს იარაღზე ანიშნა. მალე სახლის კარიც გაიღო და ნაზიკოც გამოჩნდა -ჩემი ბოვშები მოსულენ , რავა ხართ ბიჭო რო დამივიწყეთ მოით თქვენ აქ შორიდან რო მიყურებთ ...ასე უნდა შემხვდეთ? ნინი და ანი მაშინვე გაიქცნენ ბებიასკენ და ჩაეხუტნენ ,გიო და ლუკაც ნელა დაიძრდნენ. სვანები შორიდან უყურებდნენ , თათა ჯერ კიდევ გაშეშებული იდგა და მზერას არ აშორებდა ვაკოს ხელში ჩაბღუჯულ იარაღს ,რომელიც ქალის გამოჩენისთანავე უკან დააბრუნა . -ბებია ბიჭები გავალთ ცოტა ხნით და მოვალთ , სუფრა გაშალეთ შენ და გოგოებმა ხო?-ჩვეული მხიარული სახით უთხრა ბებიას . ბიჭები ჭიშკრისკენ წავიდნენ ვაკომ აცახცახებულ დას აკოცა და მისი მუდარანარევი მზერაც დააიგნორა. ვაკო უკვე წინ იყო ნიკა რომ მიუახლოვდა და მოეხვია. ცრემლიან ლოყაზე აკოცა და ღიმილით უთხრა არ ინერვიულო,მალე დავბრუნდებითო. ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო ეს ნაბიჯი,მაგრამ არ ადარდებდა. სახლიდან შორს იყვნენ როგორც კი გაჩერდნენ ვაკო მაშინვე მისკენ დაიძრა ,მაგრამ ახვლედიანი ისევ გადაეფარა -დემეტრე ხომ იცი რომ მიქარა და მართალი ვარ -რა მივქარე ასეთი ტო, მიყვარს ....გოგო არ მოგწონებია შე ჩემა? - ნიკუშამ არ ადროვა სიტყვის თქმა ახვლედიანს -წესიერად ილაპარაკე თორე ეხლავე გაგასაღებ ბ.ზის შვილი ვიყო თუ გაცოცხლო - ნერვები ხარ ცარიელი ... ახალგაზრდა ბიჭი ხარ ცოტა თავს გაუფრთხილდი -ნიკა გეყოფა ! - დემეტრემ შეუღრინა და შემდეგ ბიჭებს გადახედა- მართალი ხართ, მაგრამ ნიკამ არ იცოდა ვინ იყო თათა. რომ სცოდნოდა სხვანაირად მოიქცეოდა ..თანაც მისთვის არაფერი დაუშავებია და არც დაუშავებს -ახვლედიანო შენს გოგონებს რომ გაუკეთოს იგივე ვინმემ... შეურაცხყოფა მიაყენოს, ანერვიულოს...ათასი ადამიანის თვალწინ დაამციროს ასე უბრალოდ მიხვალ , გოგოს წაიყვან და შეარჩენ ყველაფერს? გიო მითხარი შენ რას გააკეთებდი ჩემს ადგილას ან შენ ლუკა -ვაკო ხომ იცი რომ ნიკუშა არაფერს დაუშავებდა შენს დას, ისიც ხომ იცი რომ არ ვიტყუებით და არ იცნობდა , არც შენ გამო გაუკეთებია და მართლა რომ არ უყვარდეს ასე უბრალოდ არ მოიქცეოდა ასე - ამჯერად გიორგიმ დაიცვა მეგობარი -მარტო ჩემი სიტყვები არ კმარა ვიბლიანო? ჩემი სიტყვა არაფერს ნიშნავს შენთვის? ხომ გეუბნები უყვარს და მისი შეურაცხყოფა არც უფიქრია-თქო - ახვლედიანი მშვიდი იყო, შეუვალი და მკაცრიც -დემეტრე სხვის დანაშაულს საკუთარ თავზე ნუ იღებ... შენ ამ იდიოტის ქცევასთან არაფერი გესაქმება -მისი საქმე ჩემი საქმე იყო და იქნება სანამ ცოცხალი ვარ... გინდა მოკლა? დამნაშავეა ხო ... მაშინ ჯერ ჩემი სისხლი უნდა დაღვარო და მერე მისი . შენ ხომ კარგად იცი უკან რომ არ დავიხევ -გოგოს წავიყვან და წავალ ... ის აღარ გაეკაროს მეტჯერ . შენ დამპირდები რომ არც კი მიუახლოვდება_დემეტრეს სიტყვას პატივს სცემდა და მხოლოდ მის გამო იხევდა უკან -ვერაფერს დაგპირდება იმიტომ რომ თათას არ დავთმობ ! -ვის არ დათმობ ბიჭო ... ჩემს დას? შენ ვაფშე ვინ ხარ, გინდა გამაგიჟო ხო? გინდა ჩემი ხელით მოკვდე? შენი დასათმობია ჩემი და? _იღრიალა და კიდევ გაიწია მისკენ -გეყოფა რაა ... გამოუშვი გიორგი ერთი მაინტერესებს რას იზამენ . გგონია მცემ , თავ-ყბას გამიერთიანებ და ყველაფერი მორჩება? მე კი არ ვთამაშობ მიყვაარს გაიგე...მიყვარს შენი თათა . მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ რომ შევუყვარდე. ღმერთი რომ ჩამოვიდეს დედამიწაზე და მითხრას დათმეო მაინც არ დავთმობ -გიყვარს? ამბობ არ ვიცნობდიო, არ ვიცოდი შენი და თუ იყოოო და გიყვარს? შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ ბიჭო -ვაახ...შენ რა კაცი ხარ . ქალებს მარტო ჟ.მავ? არავინ გყვარებია? არ გაგიგია რომ შეიძლება წრფელად ...უბრალოდ გიყვარდეს? შეხედო და მიხვდე რომ ისაა? არაფერი გინდოდეს მისგან ხორციელი და უბრალოდ გიყვარდეს? ნუ მიუფერულებ სიყვარულს შენი ავხორცი წარმოდგენებით -კარგი ნიკშ მოიცადე...ვაკო მისი ცემა გინდა? სცემე... ოღონდ ყველამ არა ,მხოლოდ შენ . შემდეგ კი თათას ნაზიკო ბებოს სტუმრად დატოვებ. ერთი თვე ჩვენთან ერთად დაისვენებს სოფელში და ის თითს ვერ დააკარებს, საერთოდ არავინ არაფერს დააძალებს და თუ იტყვის რამდენიმე დღის შემდეგ რომ დაბრუნება უნდა და ჩვენ ცუდი მასპინძლები ვართ მე თავად მოვიყვან შენთან -რას მეუბნები ახვლედიანო... ეს ვცემო, შემდეგ ჩემი და დაგიტოვოთ და წავიდე? -უფლება მიეცი დაგიმტკიცოს რომ უყვარს, იქნებ შენს დას მასზე მეტად ვერავინ შეიყვარებს. თან გამოჩნდება თუ თამაშობდა და მერე რაც გინდა ის უყავი მე არ ჩავერევი -რას ეუბნები ტო ...ამათ ხელში მაგდებ? -შენ ხომ გიყვარს? ხომ არ თმობ, ხომ ხარ დარწმუნებული რომ ისაა შენი ქალი ხოდა მიიღე პასუხი- გიოს ხელი მიარტყა მხარზე და ანიშნა გაეცალეო -თანახმა ვარ...პრინციპში მაწყობს. გაჩვენებთ რომ შემიყვარებს და მერე თქვენი საყვარელი სიძე რომ გავხდები ლომებო ინანებთ -აჰ შენ თანახმა ხარ? სულ ს.რზე შენ რა გინდა ...დაურეკეთ გოგონებს თათასთან ლაპარაკი მინდა - რამდეიმე წამში მოშორებით იდგა და თათას სლუკუნი ესმოდა- თათა , გეყოს ტირილი და ზუსტად მითხარი რა მოხდა მანქანაში ჩაჯდომის წამიდან ჩემს მოსვლამდე -ხომ არ მოკლავ? ვაკო არ მოკლა რა გთხოვ ... არაფერი დაუშავებია . მითხრა მიყვარხარო, შენი თავი ღმერთმა ჩემთვის შექმნაო და მე გაგაბედნიერებ გპირდეიო. სოფელში ჩამოსვლამდე მკითხა გვარი და ვიბლიანი-თქო რომ ვუთხარი გაუკვირდა. არ იცოდა ვინ ვიყავი ...მერე ნაზიკო ბებოსთან მომიყვანა. მითხრა არაფერს დაგიშავებ ნუ გეშინიაო . მართლა არაფერი დაუშავებია გეფიცები . გთხოვ რა თუ გიყვარვარ, სულ ცოტათი მაინც თუ გიყვარვარ არაფერი დაუშავო -კარგი პატარავ , ნუ ტირი ...მალე მოვალთ -აბა ? რაოო გავდივართ სახლში ? - ბიჭებს გადახედა და გონს ვერ მოვიდა ისე მოხვდა ყბაში ვიბლიანის მუშტი-სულ ასე გაუფრთხილებლად დარტყმა როგორ შეიძლება- გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა და თავი ასწია- გავსწორდით? წავედით ახლა ნაზიკო და სუფრა გველოდება. ჩემი გოგო ნერვიულობს და ვაფშე არ მინდა ცუდად იყოს -იდიოტი ! ვიბლიანები წინ წავიდნენ, ბიჭები აშკარად უკმაყოფილოები იყვნენ და ვაკოსთან საუბრობდნენ ,მაგრამ უფროსმა ასე დატოვა ყველაფერი. ეზოში როგორც კი შევიდნენ თათა მაშინვე მათკენ გაიქცა. ვაკოს ჩაეხუტა და აკოცა, მადლობას უხდიდა თან ჩუმად აპარებდა მზერას ნიკუშასკენ. მანაც წამსვე ჩაუკრა თვალი და გაუღიმა. ვაკო მოხუცის წინ დადგა ,მარტოს უნდოდა საუბარი . ნიკოლოზს იმ მომენტში ქალის ეშინოდა ყველაზე მეტად _არ ვიცი რა უნდა მითხრა ბებო...რა გაწყენინა შენ ჩემმა თავქარიანმა შვილიშვილმა ,მაგრამ ეს ბიჭია ჩემი გაზრდილი და სულ არაფერი მისწავლებია მისთვის ბედნიერების ძიების გარდა. ქალი წმინდაა და სულ რომ ბინძური ,ავსული გეჩვენებიდეს მაინც არავის დააჩაგვრინო,ღმერთის გზას მოშორებული რომ ჰყავდეს ცხოვრებას მაინც ეცადე დაეხმარო_თქვა ასე ვარიგებდი მთელი ცხოვრება. იცის მაგან მე მომკლავს რამეს ცუდს თუ გააკეთებს ,რამე სამარცხვინოს ... ჭკუამხიარული ჩანს , არასერიოზული გგონია ალბათ ,მაგრამ არ არის _იცით აქ როგორ მოხვდა ჩემი და? _არ ვიცი ... ვიცი აქ როგორ იქნება და აქ რომ მომიყვანა რამდენად დიდ პატივს სცემს . ჩემ სახლში შენ დას ვერავინ აწყენინებს . ჩემნაირი ბებერი ქალის სიტყვები თუ რამედ გიღირს იცოდე _თათამ არ იცის როგორია თქვენნაირი ტკბილი ბებოს ყოლა და სხვა თუ არაფერი ,სოფლის და ბებოს სითბო აჩვენეთ . კარგი ? _ნებისმიერ დროს მოდი ჩემთან ... შენთვის ამ ჭიშკრის კარები სულ ღიაა იცოდე _ ბიჭმა ხელზე რომ აკოცა სახეზე მოეფერა . ზედმეტად სევდიანი ეჩვენა ვიბლიანი ,სულდამძიმებული. _ხომ გინდოდა სულ უცნობ სოფელში დასვენება და ეს ზღაპრული ბებიის მზრუნველობა გენახა _ გულზე მიხუტებულ თათას უთხრა და მზერა მოავლო სოფლის ხედს _მტოვებ ? _მის ცოლად არ ... ყველას ეცოდინება ,რომ დასასვენებლად ხარ ჩემ მეგობრებთან. მაქსიმუმ ერთი თვით და თუ არ გინდა იმ კრეტინს შანსი მისცე ამ წამსვე მიმყავხარ. თუ რამე მოხდება და ცუდად იგრძნობ თავს ამ შემთხვევაშიც მირეკავ და მივდივართ სამუდამოდ. ახლოს ვეღარ გაგეკარება ,ვერასდროს . რჩები თუ მოდიხარ _დავრჩები ... მე უბრალოდ მაინტერესებს ,მე არ _ვიცი ,მივხვდი ... კარგი . შენთვის მოვკვდები. არ შეგეშინდეს ,რომ რამეს დავმართებ და ამიტომ არ დამიმალო რამე . თუმცა ახვლედიანი სანამ აქ იქნება არაფერზე ვიდარდებ _ თავზე აკოცა და კიდევ ჩაიხუტა. მერე კი ეზო დატოვა. სუფრასთან არ დამჯდარა,ნაზის მოუბოდიშა და თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგა. _სერიოზულად წავიდა? რა უთხარი ნაზიკო ასეთი? _რომ მე მომკლავ შენი ცუდი საქციელით ... _ამიტომ მოგიყვანე შენ , სხვაგან სად შევუყვარდები ქალს და სად მენდობა თუ არა შენ გვერდით _ მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა _ უმაგრესი ხარ _იმ გოგოსთან მიკარებული არ დაგინახო...თითს დაადებ და მოგცხებ იცოდე _ლებების საბერტყით? _ტირიფის წკნელითაც _აუუ აუუ კაი რა ნაზიკოო ნაბეგვი ბიჭი ვის მოსწონს ?თან ბებიის ნაბეგგვი ,გინდა გოგომ არასერიოზულად შემომხედოს? _არც ახლა გიყურებ სერიოზულად ..._თათამ გვერდით ჩაუარა და ისე გაეღიმა ბიჭს გული შეუქანდა _დამ.ნძრა _ წამოსცდა და მიიღო კიდეც ნაზიკოსგან _ტუტუცო ... _ეს რა არის ? მე წლებია საქართველოში არ ვყოფილვარ და ქართული კერძები თითქმის არ ვიცი _ეგ არის ეკალა ბებო... გაჩვენებ მერე როგორ ვკრეფთ და ვამზადებთ. ეს წითელი ფხალია ნიგვზითაა _დანარჩენები ვიცი ... წიწილა მაყვალშია ? ტკბილი და მჟავე ერთად საინტერესოა _შენ ერკვევი ბებო კულინარიაში ისე? _ გვერდით მიუჯდა ნაზიკო . დანარჩენებიც დასხდნენ ,დამშვიდებულებმა დაიწყეს ნაზიკოს კერძების დაგემოვნება _თავს ვერ შევიქებ ... ქართულ საჭმელებს ვერ ვამზადებ _აი ნინიკომ იცის ყველაფერი და სულ ჩემი ნასწავლებია. ყველა ზაფხულს რომ ჩამოდიოდნენ უკან დამყვებოდა _მეც არ გამიკვირდა საიდან ასე გემრიელი საჭმელები_თქო? ზუსტად შენი კლასი ეტყობოდა ნაზო _ დემეტრემ თქვა და ქალის ყურადღება მიიქცია _შენ როდის გაჭამა ნეტავ... არავის უმზადებს ეგ ასე იოლად. აბა ახალი ჩამოსული ვარო?მომატყუე ბიჭო? _არ მომიტყუებია , გეფიცები ... უბრალოდ რაღაცები უცებ ხდება. _ოხ შენ და შენი ძმაკაცი,ორივეს გიქრით თავში ... მოგეწონა ბებია? _კი ,ძალიან განსხვავებული გემო აქვს _ არასწორად ავარჩევდი მე?იმენნა იმერლების რძალი უნდა გახდეს ხომ ხედავ ნაზიკო ? _შენ გაჩუმდი _ნუ მაჩმორებ ნაზიკო თორემ ვეგონები შტერი ბავშვი _შტერი ნამდვილად არაა,სულ კარგად სწავლობდა და ჭკუაც უჭრიდა,მაგრამ ბავშვობაში იმდენჯერ გადმოვარდა ხეებიდან თავი ცოტა შერყეული აქ _მაქებ თუ მლანძღავ ნაზიკო ? _ჭამე ერთი რას გავხარ... გაშიმშილებენ შე საცოდაო? გაშავებული კიდე უფრო უშნო ჩანხარ ამ ანგელოზივით გოგოს კი არა შინაბერა ციაალას აღარ მოეწონები _გოგოებს გარუჯული და გამხდარი ბიჭები მოსწონთ ბებო . ძველი მოდა აღარაა ახლა _მე არ მომწონს ... _თათამ მოკლედ გააკეთა კომენტარი _რას მეუბნები წონა მოვიმატო? _არა,თავზე თმა გაქვს გაღიავებული მზის ქვეშ ყოფნისგან და ისეთი მუქი ფერი გაქვს ტარაკანს ჰგავხარ _დამცინი ? _ ხელებს დახედა და შემდეგ ისევ ჭამით გართულ თათას,რომელიც აშკარად მშვიდი და თავისუფალი ეჩვენა. ნაზიკოს ეფექტი მუშაობდა . _დაგ.ნძრა შე ჩემა _გიორგიმ უთხრა სანამ სხვები იცინოდნენ. _ნამდვილად ... ჩუმად თქვა და მერე სიტყვა არ დაცდენია. იჯდა და ჩუმად უყურებდა ვიბლიანს. ნაზიკოს ოთახების მომზადებაში დაეხმარა. ოთახებში სტუმრები ისე გადაანაწილა ქალმა,როგორც თავად მოესურვა და ნუცასთვისაც მოიტოვქ ადგილი. იცოდა აუცილებლად ეწვეოდა წულიკიძე. -სად არის ჩემი თათა?_ქვემოთ რომ ჩავიდა და თათა ვერ დაინახა მაშინვე მოიკითხა -ნიკოლოზ გირჩევ ჭკვიანად მოიქცე თორემ ვაკოს ჩამოსვლამდე დაგმართებ რამეს -კარგი რა ახვლედიანო , სულ ასეთი აუტანელი როგორ ხარ ...ნინჩო დაამშვიდე ეგ რა -მგონი ჩვენმა გოგომ მოიწყინა და არ ვიცი რამდენად გამართლებულია მისი აქ დარჩენა. ნიკოლოზ ასე რომ გამომკეტოს ვინმემ შენც დამტოვებ? -ახვლედიანი თუ იქნება იმ სხლში დაგტოვებთ ... ეცადეთ უკეთ გაიცნოთ დავიჯერო არ მოგწონთ ჩემი გოგო? -მოგვწონს,მაგრამ ასე უცებ ვერ დაგვიმეგობრდება -საკმაოდ დიდი დრო გვქვს წინ...მე თავი უნდა შევაყვარო და თქვენ დაუმეგობრდებით როგორმე . არ მოიწყენს აქ ... სად წავიდა ტო ,აღარ მეტყვით? -ჰამაკშია , ვაკოს ელაპარაკება -ახლა ასე ყოველ 10 წუთში უნდა დაურეკოს? ცოტა ხნის წინ არ წავიდა? -კიდევ მიკვირს როგორ წავიდა ... მგონია მობრუნდება და ამოგვჟლიტავს ერთიანად- გიორგიმ ჩუმად ჩაილაპარაკა და ახვლედიანს გადახედა -ნინჩო შენი ნუციკო სად დადის? რამდენი ხანია არ გამოჩენილა მოგვენატრა მე და ჩემს გიორგის- ნიკუშამ ეშმაკურად გაიცინა და პასუხი არც მიუღია ისე გავიდა ეზოში სანამ გიორგი რამე მძიმეს ესროდა. საღამოს უკანა ეზოში ცეცხლი დაანთეს და ნაზიკოს ყანიდან მოპარული სიმინდები შეწვეს. ბევრი ისაუბრეს, ათასი ამბავი გაიხსენეს თათა რომ გაემხიარულებინათ და გამოუვიდათ კიდეც. აშკარად უფრო მშიდად იყო და ყურადღებაც გადაიტანა . ანასა და ნინის შორის იჯდა ნიკა რომ მიუჯდა. ახვლედიანი შორიდან აკვირდებოდა ორივეს თითქოს მათ გრძნობებს ხედავდა . _მზად ხარ იმერეთის ტურისთვის ? _ექსკურსიაგიდი ხარ? _არა ,ეკონომისტი ვარ ... შენ ? _მედიცინას ვსწავლობ და საერთოდ არ ვგეგმავ საქართველოში დარჩენას. გერმანიაში უნდა დავბრუნდე სექტემბერში _მართლა ? _აქ რომ არ ვცხოვრობდი არ იცოდი? _გავიგე რომ დაბრუნდით _ვაკო დაბრუნდა ... აქედან სწავლის გასაგრძელებლად მიდიან და მე იქედან წამოვიდოდი გგონია? _წარბშეუხრელად ატყუებდა და მის რეაქციებს აკვირდებოდა _ შენ თუ გგონია რომ ამ ერთ თვეში თავს ისე შემაყვარებ რომ შენ გამო უარს ვიტყვი მთელ ცხოვრებაზე და შენთან დავრჩები , აქ ვარ და ვნახოთ _გერმანული კარგად არ ვიცი , ინგლისურით ვერ გავქაჩავ ვითომ ... აუ რა საფიქრალი გამიჩინე ახლა. რა აიტანს იმ უჟმურ ხალხს,მაგრამ იქაური კლუბები ასწორებს _უკაცრავად? _რამდენი წელი უნდა ისწავლო? _10 წელი ... _აუჰ და 10 წელი ბავშვი არ უნდა გვყავდეს ? გერმანიაში დაბადებული ბავშვი მინდა ახლა მე? ნაზიკოს უნდა გავაზრდევინო , დავპირდი და რა გამოდის ახლა რომ იქ ვიღაც გერმანელ ძიძას უნდა მივაჩეჩო? ჩემი შვილი ფაშისტების ენაზე უნდა ლაპარაკობდეს?ჩემი დიდი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს მოკლეს... ხო ამობრუნდება საფლავში საწყალი კაცი . მისი სახელი დავარქვათ ბავშვს იქნებ გვაპატიოს _რა ერქვა გააჩნია _ ისე ლაპარაკობდა სიცილს ვერ იკავებდა თათა _დათუნა ... დავითი არა . იმენნა დათუნა ერქვა და სახელს ვერ შევუცვლი იცოდე _რაღაც უარესს ველოდი... გოგო რომ გვეყოლოს ნაზის ვარქმევთ? _არაა ... ნაზიკო ძველმოდური არ არის,თავისი სახელიც არ მოსწონს დიდად და აუცილებელი არ არის. დედაჩემის სახელი დავარქვათ ციალა _ხუმრობ ხომ? _ვხუმრობ რა თქმა უნდა ...ბიჭსაც ვაკო დავარქვათ თუ გინდა _ვაკოს ასე ვერ მოულბობ გულს... _შენ რომ ჩემგან შვილი გეყოლება უკვე აღიარებული ვეყოლებით ვაკუნას მე და ჩემი სიყვარული _თვალებში უყურებდა, იმ დროს უკვე სერიოზული იყო. უნდოდა მოფერებოდა,ჩახუტებოდა და ჰაერში აწეული ხელი უკან გასწია ბოლოს _ დაიძინე... დამღლელი დღე იყო _კიდევ მინდა სიმინდი ... _შემწვარი თუ მოხარშული _შემწვარი მინდა ... მომეწონა _ასეთს გერმანიაში ნამდვილად ვერ გაგასინჯებდნენ . ეს კიდევ არაფერია შენ მოპარული უნდა ნახო როგორი გემრიელია... ციალას მოვპაროთ _იმ გაუთხოვარ მოხუც ქალს რომელსაც მოსწონხარ? _კარგად დაგიმახსოვრებია... მოხუცი არ არის . 40 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება _შემთხვევით შენი ბავშვობის სიყვარული ხომ არ იყო და იმიტომ ხომ არ გეხუმრება ბებო _მუსიკის მასწავლებელია და მთელი სოფელი მასზე იყო შეყვარებული ,მის დეკოლტეზე ,მწვანე თვალებზე და დიდ ტუჩებზე ... _არ მითხრა რომ შენი პირველი იყო _ თვალებგაფართოებულმა ჰკითხა და ხმა ჭორიკანა ქალივით დაიდაბლა _ხო არ გაგიჟდი. ისეთი კაცი ჰყავდა დამაკლავდა ზედ მის ძუძუზე ... ახლაც ჰყავს მგონი , ცოლად რატომ არ გაჰყვა არ ვიცი . სასწაული ვინმეა,უნდა გაგაცნო. მოგეწონება _შეგეშინდა და იმიტომ თქვი უარი? ჩემ ძმაზე საშიშია ვინმე? _ღმერთო ჩემო არ მიყვარდა ,ვმეგობრობდით . ძაან ჯიგარი ქალი იყო სულ , უბრალოდ ხომ იცი ლამაზ ,მოხდენილ,სოფლისთვის უჩვეულოდ გამომწვევ ქალზე ყველა ჭორაობს და მითუმეტეს ეს ქალი თუ მარტო ცხოვრობს და დამოუკიდებელია ... ვაკოსი ვერ შემეშინდება ,მართალი ვარ მასთან და არ ვატყუებ ჩემ გრძნობებზე. გეშინია მაშინ როცა არასწორი ხარ,დამნაშავე და მატყუარა _შიში სხვა შემთხვევაში არ გაქვს? _ადამიანის არ და ისე უშიშარი კი არ ვარ... ლომი რომ დამხვდეს გზაში შარვალს დავასველებ შიშისგან _ სიმინდებს ატრიალებდა და თათას ჩუმ ღიმილებს ვერ ხედავდა იქამდე სანამ მისი ხმამაღალი სიცილი არ გაიგო და მის სახეზე მიშტერებულმა დაიწვა კიდეც ხელი _ ჯანდაბა ... დამეწვა _ ამოიგმინა და შემწვარი სიმინდი სწრაფად დაუდო ხის დაფაზე _მაჩვენე ... ხელი არ მიიდო _ მაჯაზე შემოხვია თითები და თავისკენ მისწია _ როგორ მოახერხე ... _ სულს უბერავდა და მერე ცივი წყალი დაასხა _მალამო ექნება ნაზიკოს _მაკოცე და მომირჩება ექიმთან არ გამოდგება ხომ ? _სიმინდი ვერ შემიწვი ისე ხელი რომ არ მიგეყოლებინა რა კოცნას ითხოვ _შენმა სიცილმა გამთიშა ისევ და დეჟავუ მაქვს , არ ვიმსახურებ ერთ კოცნას _თავს აცოდებ ყველას კოცნამდე? _ლოყაზე კოცნას ვითხოვდი მხოლოდ თქვენ რა იფიქრეთ ქალბატონო თათია ? გგონიათ დადებულ პირობას დავარღვევ ,მიცემულ სიტყვას გავტეხ და ამ ერთ თვეში შეგეხები ? _აღარ გტკივა მგონი... გიშველა წყალმა _მტკივა ... ჰიპოკრატეს რა პასუხს სცემ _ეგ ფიცი იურიდიული ღირებულების არ არის და მე ჯერ ექიმი არ ვარ... _სიტყვას ძალა არ აქვს კანონი თუ არ ამტკიცებს? სულ წახდა ქვეყანა... ხელიდან წავიდა ადამიანი _რას მოთქვამს ეს აქ .... რა გჭირს_გიორგი დაადგა თავზე _რომ დამტოვეთ სად მტოვებდით...იქნებ რა დამიშავოს _გაუბერა თავისებურად ? _მგონი ... წამოდი ,ნაზიკოს წამლები მაჩვენე და ვიპოვნი მალამოს _ წამოდგა და ნიკოლოზიც თან გაიყოლა. ისეთი კმაყოფილი იყო მეტი რომ არ შეიძლება. გაბადრული უყურებდა იქამდე სანამ გამოხედავდა და მერე უცებ მოიწყენდა _აქ არის ნაზიკოს აფთიაქი ... _ შოკოლადების ყუთში ჰქონდა ჩალაგებული წამლები . თათას გაეღიმა მაშინვე , ბევრი ძიება არ დაუწყია . მალევე იპოვა და ფრთხილად წაუსვა . ბინტი გადაახვია და მერე თითებზე დახედა _ სულ არაფერს აკეთებ ? _საიდან დაასკვენი _ქალივით მოვლილი და ლამაზი თითები გაქვს _მატორჩიკი არ ვარ ... ციფრები,ფურცლები და კლავიატურა ჩემ ბუნებრივ სილამაზეზე ვერ მოქმედებს. შენ არ იცი ამ თითებს რა შუძლიათ თორემ სილამაზე მეორეხარისხოვნად მოგეჩვენებოდა წამსვე _სიტყვები სიტყვებად რჩება _შენ თუ გაინტერესებს მოქმედებად გადავაქცევ _ ორი თითი შეახო მოშიშვლებულ მუხლებზე და სულ ოდნავ შეეხო ბარძაყის შიდა ზედაპირზე გოგო წამსვე რომ წამოდგა _მიცემულ პირობებს ნუ დაივიწყებ _ შენ თუ გინდა_მეთქი ,შენი სურვილების წინააღმდეგ ვინ გაბედავს წასვლას _აჰ,ანუ შენ არ გინდა მე მინდა _მე კი მინდა ჩემი მინდები შენ როდის მოგინდება ეგაა საქმე _ ამოიოხრა და უკან მიჰყვა _ოთახი მაჩვენე _მეორე სართულზეა. გარედან უნდა ავიდეთ _ გარეთ გაიყვანა და უხმოდ აუყვნენ ბეტონის კიბეს. _აქ არის შენი და იქ ჩემი ... _ ხელი გაიშვირა საპირისპირო მხარეს ხის კარისკენ _სააბაზანო მხოლოდ პირველ სართულზეა. ღამე ხომ არ გეშინია . შუქი სულ ანთებულია ,კიბესაც ანათებს და წინ ეზოსაც. მგლები და დათვები აქ არ არიან _არ მეშინია ... _შენი ჩემოდანი მანდაა . რამე თუ დაგჭირდება მითხარი,კარგი? _კარგი _თათა... _გისმენ _ჩემი ისევ გეშინია ? _არა ... არც მაშინ მეშინოდა თორემ ვერ ისუნთქებდი _ იმ წამს გაიაზრა თავადაც ის რაც უთხრა სიმართლე იყო. რაღაც ძალა აკავებდა თორემ შეეძლო მისგან თავის დახსნაც და მისთვის ზიანის მიყენებაც. კარი მიხურა ,მაგრამ გასაღების გადატრიალების ხმა არ გაუგია მახარაძეს. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. საკუთარი გადაწყვეტილება აფიქრებდა. უამრავი კითხვა გაჩნდა მარტო დარჩენის შემდეგ. რა იქნებოდა თუ შეცდომა დაუშვა,იქნებ უბრალო გატაცება იყო ,იქნებ თათას არასდროს გასჩენოდა იგივე გრძნობა ან ეს მიზიდულობა გამქრალიყო . მერე ხომ ყველაზე სულელურ ქმედებად დარჩებოდა ეს ნაბიჯი მთელ მის ცხოვრებაში. შეცდომა ?როგორ შეიძლებოდა ვიბლიანი მისი ცხოვრების მთავარ შეცდომად გადაქცეულიყო ოდესმე და თავად? იყო ის კაცი უბედურებად რომ იქცეოდა ? ყველაფერს გაიღებდა,ყველაფერს დათმობდა და მაინც ბედნიერს გახდიდა. ............... -არ იცი ვინ ვარ და ზედ მეკვრები_დემეტრე შუაღამით შევიდა ნინის ოთახში და ფანჯრისკენ გქდაბრუნებულს უკნიდან მოეხვია -შენს სურნელს ყველგან ვგრძნობ... ნაზიკო მოგვკლავს თუ გვნახა ერთად -მაგაზე არ ინერვიულო, მოვაგვარებ -ტკბილი ძილი -ჩუმად უთხრა და მისკენ გადაბრუნებულმა განაგრძო ძილი დილით ადრე გავიდა ახვლედიანი ოთახიდან , ფიქრობდა დავმალავ ჩადენილ დანაშაულსო,მაგრამ ნაზიკო დაუხვდა დერეფანში -რა გინდა ბებია ნინიკოს ოთახში ამ დილაუთენია _ისე ჰკითხა თითქოს ყველაფერი არ იცოდა -საქმე მქონდა ... -რაი საქმე გქონდა ამნაირი მერე რომ ვერ ეტყოდი -საიდუმლოა ნაზიბროლაა- ბებიას გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. -დედა ეე ბოვშები გადამრევენ დილაუთენია მძინარე ქალის ოთახში რა გინდა რავა აცვიათ ტანზე რამე თუ რა- ნაზიკო ქოთქოთით წავიდა ფრინველების ეზოში გამოსაშვებად და დასაპურებლად. ბავშვები რიგ რიგობით გამოლაგდნენ ოთახებიდან ნიკა არ ჩანდა მხოლოდ. ოთახში არ იყო, ურეკავდნენ არ პასუხობდა . ყველა რომ ნერვიულობით მოკვდა უცებ შემოვარდა ეზოში უზარმაზარი თაიგულით -ყვავილები ჩემს დედოფალს_ მომენტით ისარგებლა თათია გულში ჩაიკრა და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები. -მადლობა ძალიან ლამაზია -სულ გაგიჟდა -ნახე რა საყვარლები არიან -საყვარელი მაშინ იქნებოდა ვაკო რომ ააგებდა დანაზე -ნუ მახსენებ, მეშინია _ნინიმ თქვა და დემეტრეს თითებიც იპოვნა წამსვე -სულ ტყუილად გეშინია, მე სანამ აქ ვარ და ჭკვიანად მოიქცევა არაფერი დაემართება და თუ შეეშლება მერე არც დავიცავ -ასე ნუ ლაპარაკობ დემეტრე ! -რაც საჭიროა კაცმა ის უნდა გააკეთო...მოტაცება რომ გამოსავალი ყოფილიყო ახლა ცხრა მთას იქით მეყოლებოდი. წამომყევი ახლა გეყოფა მაგათი ყურება -სად წამოგყვე...მოიცადე _გავეპაროთ ნაზიკოს სანამ მოიცალა ჩვენთვის ... _იქნებ ვუთხრათ და შევეშვათ დამალობანას ... _რომ ვეტყვი საერთოდ აღარ მომიშვებს შენთან ჯვარს თუ არ დავიწერთ ხვალვე ... _სად მივდივართ? _ტყეში ... სოკოზე _სერიოზულად? _მიყვარს ,ნაზიკო აკეთებს უგემრიელესს _დამცინი ხომ ? _აქამდე ყოფილხარ ტყეში სოკოს მოსაკრეფად? _ვერ ვარჩევ , იქნენ მოვიწამლოთ _მე გასწავლი ... _ზურგჩანთა ამოიღო მანქანიდან და უკანა ეზოდან გავიდა ნინისთან ერთად. _კიდევ რა ფარულ ნიჭს მალავთ ბატონო ახვლედიანო? _ნებისმიერი საქმის კეთება შემიძლია და ბუნებაში ყოფნა განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ჩემზე. სასიამოვნოდ დაღლილი ვასრულებ დროს _ბილიკს მიუყვებოდნენ , სანახაობა მართლაც ლამაზი იყო. ნინი პირველად მიდიოდა მსგავს ადგილას თანაც სოკოს მოსაძებნად. პატარა ბავშვივით უხაროდა ყველა აღმოჩენილი პატარა სოკო , გარჩევა რომ ისწავლა ამითაც აღფრთოვანდა. ახვლედიანი მომზადებული იყო. ჩანთიდან თხელი პლედი ამოიღო, ბალახზე გაშალა და დასასვენებლადაც დასხდნენ. მინდვრის ყვავილი ჩაუმაგრა თმაში და ტუჩები დაუკოცნა _შენში არსებულ პატარა ბავშვს სიბერემდე მივიყვან ,არასდროს მივცემ გაზრდის საშუალებას ... სულ ასეთი უნდა იყო . ბრჭყვიალა თვალებით _ კოცნიდა ,ნაზად ეფერებოდა და კიდევ უფრო მეტად უახლოვდებოდა მის სულს _ მაპატიე... _რა _რომ გეჩხუბები ხოლმე და გაბრაზებ _ყველაფერი ჩემი სურვილის მიხედვით რომ არ იქნება ვიცი,უბრალოდ როცა შენთვის უკეთესი შემოთავაზება მაქვს არ უნდა გამიბრაზდე რაღაც რომ არ გაგაკეთებინე _ ცხვირის წვერით ეხებოდა ყელზე , შემდეგ ხანგრძლივად შეახო ტუჩები და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა _ აქ ერთი თვე როგორ უნდა გავძლო არ ვიცი... ნაზიკო გამიგიჟდება ყველა ჩემ სურვილს რომ ავყვე და მოგეფერო . შენ კიდევ ნარკოტიკივით ხარ , სულ მიზიდავ _კოცნიდა და ეჩურჩულებოდა _ბევრი აღარ უნდა იჩხუბო თორემ ნერვიულობა გულს დამიავადებს,მალე გამიჩნდება ნაოჭები და მერე აღარც მოფერება მოგინდება _არ ინერვიულო ... _როგორ არ ვინერვიულო _სხვა რამეზე იფიქრე ხოლმე სულ _ანუ არ მეუბნები რომ არ იჩხუბებ _ხომ ვერ მოგატყუებ _წავიდეთ, აღარ მინდა ტყეში. ინერვიულებენ _არ ინერვიულებენ... გვიპოვნიან მალე. დაველოდოთ _ წამოწვა და ნინისაც მოხვია ხელი _აქ როგორ გვიპოვნიან _მდინარის სათავისკენ გადის გზა აქედან...სათევზაოდ დავდიოდით ბავშვობაში და გვიპოვნიან. _თევზაობასაც ხომ არ აპირებ _კი,ჯერ ადრეა და მოვასწრებთ _თევზაობა,სოკოს შეგროვება... წინა საუკუნეში გვაბრუნებ ? ველური ხილიც ხომ არ დავკრიფო _ განვითარებული სამყარო ქალაქშიც გეყოფა ... _ასეთ ადგილას იცხოვრებდი? _შენთან ერთად ? მთის წვერზეც დავსახლდები _შეელევი შენ გართობას,კლუბებს, დალევას და უამრავ მეგობარს? _შენ გინდა ასეთ ადგილას ცხოვრება? _მინდა ... იმიტომ არ წამომიყვანე?ალბათ ჩამიშვეს ლუკამ და გიორგიმ. სულ მინდოდა ასე ხეტიალი,ჩიტების ხმის მოსმენა, ჰამაკი ტყეში , ყვავილების სურნელი. ყველაფერი ბუნებრივი და სიმშვიდე ,რომელიც შეუცვლელია _არაფერი უთქვამთ ამაზე... მე მიყვარს უბრალოდ დაძაბულობის მოსახსნელად ფეხით სიარული ხალხისგან ცარიელ ადგილებში და იმიტომ წამოგიყვანე _დამთხვევაა ? _შენ გგონია რომ საერთოდ არ ვგავართ მე კი ვიცი,რომ ბევრი საერთო გვაქვს და იმიტომ ხარ ჩემი ადამიანი . დიდხანს არ გაგრძელებულა მათი ერთად ყოფნა. მალევე გაიგეს ხმაური. უახლოვდებოდნენ ბიჭები და გოგონები ხმაურით . ანკესებს გიორგი მოათრევდა ,ვედროებს ლუკა . _გამიგიჟდა გოგო ... იფიქრა უნდა სადღაც ჩამმარხოსო . რა დროს თევზაობა იყო _ახალი დაბრუნებულია საქართველოში მსგავს ამბავს სად ნახავს სხვაგან. ნებისმიერ სამოგზაურო ადგილს სჯობს... _ერთ თევზსაც რომ ვერ დაიჭერ კი მოგეჭრება თავი , მაგრამ არაუშავს მეთევზეობით აღარ ვირჩენთ თავს _ გიორგიმ დაუმატა და ნიკოლოზის მოქნეული ხელი აიცილა _ აქეთ მობრძანდით ქალბატონებო. მალე გაიგებთ წყლის ხმას ... მზე რომ დაანათებს სათავეს და გაათბობს წყალს შეგიძლიათ იბანაოთ კიდეც _ჩემზე კარგად ვერ თევზაობენ ... არ დაუჯერო არცერთის ტრაბახს. მოთმინების უნარი არ შესწევთ _ ანიმ თქვა და თავისი პატარა სკამი დადგა ნაპირზე_სად არის ჩემი იღბლიანი ანკესი? _რამდენი წელია თქვენთან ერთად აქ არ ვყოფილვარ?_ახვლედიანმა მოავლო მზერა სივრცეს და ღრმად ჩაისუნთქა მდინარიდან წამოსული ცივი ჰაერი . _10 წელია მგონი სასაცილო სანახავი იყო ანი ,რომელიც ნამდვილ მეთევზეს ჰგავდა. თავზე კეპი ეფარა და მდუმარედ ელოდა როდის წამოეგებოდა სატყუარას თევზი. _ნუ ხმაურობთ დამიფრთხობთ თევზს _რაც შენ თევზს ჭამ... მხედველობა არ შეგერყევა არასდროს _ გიორგიმ ჩაილაპარაკა და ვედროს ჩახედა_ არ გეცოდებიან ესენი?შენმა თაყვანისმცემლებმა უნდა გაიგონ როგორი დაუნდობელიც ხარ. არადა როგორი ნაზი გოგოს იმიჯი აქვს _გაჩუმდი ... _ფოტოები უნდა შევინახო და გავავრცელო _ ლუკამ ჩაილაპარაკა და მიიღო კიდეც _გაავრცელებ და მე იცი რასაც ვაჩვენებ ყველას _მაინც რას _გალეშილი მთვრალი როგორ უხსნი სიყვარულს პირველი კლასის დამრიგებელ მარგოს და როგორ იხსენებ რა გემართებოდა მისი ჩახსნილი კაბის დანახვისას _წარბი არ შეუხრია ისე თქვა და უცებ წამოდგა _ დავიჭირე ... _ეს ნამდვილად ხდება თუ მეჩვენება _საშინელებაა ხომ? ვიცოდი ცუდი აზრი იყო მე მინდოდა სადმე_ნიკომ ამოიოხრა და თავისი ქურთუკი მოახურა მხრებზე თათას _სიცივეა ,ბანაობის ამინდი არაა. შეიძლება გაწვიმდეს კიდეც _უკეთეს დასვენებას ვერც ვინატრებდი... სანაპირო,მდიდრული სასტუმროები, ხედები ... ყველაფერი მობეზრებული მაქვს. მსგავსი ჩვეულებრივი ამბები არასდროს გამომიცდია და სულ ზღაპრული მეგონა. არაფერი მინდა დაგეგმილი... უბრალოდ იყავი ისეთი როგორიც ხარ . სხვა თუ არაფერი ამ ერთ თვეში დაგროვებულ ემოციებს გავიხსენებ სულ და შენთან შეხვედრა არ გადამექცევა რთულ მოგონებად _ისე თუ მოვიქცევი როგორც ვიქცევი ხოლმე ახლა წყალში უნდა ჩავაგდო ლუკა და მერე უნდა მცემოს ,გიორგიმ გაგვაჩეროს და ბოლოს ორივემ გიორგი მოვისროლოთ _პატარა ბავშვები ხართ? _მეგობრები ერთად რომ იკრიბებიან სულ ბავშვები უნდა იყვნენ ... სხვა დროს ცხოვრება ისედაც გაიძულებს სერიოზული იყო და პრობლემებს ებრძოლო ცივი გონებით _შენ არ თევზაობ? _არა ,მე ვამზადებ _ხელი ისევ გტკივა? _ გაწითლებულ მტევანს დახედა და წარბები შეკრა _ ისევ უნდა წაგესვა მალამო _აღარ მტკივა ... არ ინერვიულო _არ ვნერვიულობ,ექიმის ინსტიქტი მერთვება უბრალოდ _ანუ პაციენტი თუ არ ვარ ისე ემოციას არ ვიწვევ შენში? _დაახლოებით _შენ არ ცდი ? _ანის ვთხოვ ... როგორც ჩანს საუკეთესოა ამ საქმეში _საიდუმლოა ... სხვა არავინ უნდა გაიგოს _ ჩუმად უთხრა და ანის გვერდით დადო გასაშლელი პატარა სკამი მისთვის . _სოკო გვაქვს თუ არ იყო _ბევრი არ არის,მაგრამ გვეყოფა _იმედია ნინის არ დააკრეფინე ... წარმოდგენა არ აქვს . აქ არასდროს მოგვყვებოდა სულ ნაზიკოსთან რჩებოდა და რაღაცების კეთებას სწავლობდა სანამ ჩვენ არ ვიყავით_ნიკოლოზი ნინისაც გადასწვდა და მიიღი კიდეც _შენ სჯობს გაჩუმდე თორემ ნაზიკოს ვეტყვი ცუდად იქცეოდა_თქო და გაგაგდებს სახლიდან _გოგოს სიყვარული გაპოვნინეთ და ასე გვიხდი მადლობას? შევაჩეჩეთ ახვლედიანს შენი თავი თორემ ასეთ უჟმურს ვინ აგიტანდა,მწარე ,შხამიანი ეს _ჩემზე საუბრობ ? აიი ვინ არის საცემი ... არაფერს ეტყვი?_ დემეტრეს მიუბრუნდა _ვიბლიანებისგან რაც მოხვდა და მოხვდება ეყოფა მაგას მთელი ცხოვრება ... შენ მოდი ჩემთან დაჯექი ყველანი სხვადასხვა მხარეს იყვნენ. ანი იჯდა და ანკესს არ შორდებოდა. სასაცილო იყო ,მაგრამ ნამდვილად მოსწონდა ეს მდგომარეობა. ყურსასმენები გაიკეთა და საერთოდ აღარ უსმენდა იმათ ლაპარაკს. ადგილიც ისე შეიცვალა ფაქტობრივად მარტო დარჩა . არ ელოდა თუ ვინმე გამოჩნდებოდა იქ მათ გარდა . იქამდე ვერ მოვიდა გონს სანამ მის წინ წყალში მიმავალი ცხენი არ დაინახა და მასთან მდგომი,წელს ზემოთ შიშველი ნაცნობი,მონატრებული ბიჭი _იმედია მეც დამპატიჟებ თევზზე _გაბრიელ ... გამარჯობა _ ძლივს გადააბა ორი სიტყვა _გამარჯობა ,ანიკო _ იღიმოდა , ცხენს წყალს ასხამდა და მასთან ერთად თავადაც ბანაობდა. ისეთი სანახაობა იყო თვალს რომ ვერ მოწყვეტდდი. _ბიჭებიც აქეთ არიან? გამოდით საღამოს ჩვენთან _ ესმოდა ნიკოლოზის ხმა და წინ ისე მიდიოდა თითქოს არაფერი მომხდარა. თავისი ნადავლიც ლუკას მიაჩეჩა ხელში . სიტყვა არ დაუძრავს ისე დადგა ნინისთან _ჩქარა წავიდეთ თორემ წვიმა მოგვისწრებს _უბრალოდ ღრუბელია ,არამგონია _თათამ ცას ახედა და გაკვირვებულმა უპასუხა _ანისთან წვიმს გაბრიელის ყოველი გამოჩენისას და ეს იგულისხმა ალბათ_ ჩაუშვა მეგობარი თათასთაან _ბიჭებმა არ იციან ,არ ჩაგვიშვა იცოდე _მოგწონს ? _კომენტარს არ ვაკეთებ ,ნინის ნაბოდვარზე _ანუ სერიოზულადაა საქმე ... ისიც იგივეს გრძნობს თუ არ ვიცით? _მხოლოდ ზაფხულში ხვდებოდნენ , თბილისშიც რამდენჯერმე გადაიკვეთნენ ,მაგრამ ნორმალურად ნაცნობებიც არ ითქმის ამათზე. ჩვენებთან მეგობრობს მისი სამეგობრო _ნიკუშამ დაპატიჟა და საღამოს მოვლენ დარწმუნებული ვარ _მე დღეს ადრე დავიძინებ... ისე ბნელა უკვე ამ ღრუბლის გამო რომ ძილი მომერია _არ გინდა გავარკვიოთ მასაც მოსწონხარ თუ არა? _ნიკუშა ორი რატომ ხარ ? ზუსტად ასე იცის როცა რაღაც დაფარულს ეხება საქმე ... სად პოულობთ ასე ერთმანეთს _ ნინისაც შეხედა და ამოიოხრა _ მე რამდენჯერ უნდა შევხვდე ნეტავ რომ დამინახოს და თქვენ ერთი შემოხედვით გიპოვნეს _მე არავის ვუპოვნივარ და ნინის ამბავს მოვისმენ მოგვიანებით. ბაბომ თუ იცის თქვენზე _არ იცის _მე კი მგონია ,რომ იცის და გაბრიელზე ამ საღამოს მოგახსენებთ ჩემ მოკრძალებულ აზრს _ იმდენად მარტივად გახდა მათი სამეგობროს ნაწილი ,რომ თავადაც ვერ გაიაზრა. _რატომ არ მპასუხობდი სად გაქვს მობილური _ტყეში ვიყავით და არ იჭერდა ალბათ ... _რა გინდოდათ ტყეში _ყველანი ერთად ვიყავით. ნეტაავ შენც აწ იყო,იცი რა კარგია? თევზი დაიჭირეს და სოკოც დაკრიფეს. მეც მასწავლეს _მოგეწონა?_ ვაკოსაც დაუმშვიდდა ხმა მისი ბავშვური აღფრთოვანება რომ იგრძნო _ძალიან ... ყველაფერი მომწონს _იტალიაში მოგზაურობას გირჩევნია? _შენთან ერთად ხომ იცი ყველგან მომწონს ,მაგრამ სუნთქვა ჭირს ზოგჯერ იმდენი ხალხია,იმდენი ფოტოაპარატი, გადარბენაზე ყოფნა რომ უნდა მოასწრო ,არაფერი გამოტოვო ... _ანუ მანდ სხვა არაფერი გაკლია ჩემ გარდა _შენ სულ მაკლიხარ ... მიყვარხარ და იმიტომ _ დაინახა როგორ მიუახლოვდა ნიკა და განგებ არ ეძახდა სახელს . ბიჭს ბოლო წამს საერთოდ მოეშალა სახე არადა იქამდე როგორი ბედნიერი იყო. _სულ მენატრები... რომ დაბრუნდები შენთან ვიქნები . იქამდე იქნებ მართლა სჯობს მანდ რომ ხარ . ყველაფრისგან შორს და თან უსაფრთხოდ _თავს მიხედე ,კარგი? _ასე რომ მეუბნები მეცინება ხომ იცი _მიყვარხარ ... გკოცნი,შეხვედრამდე _მეც მიყვარხარ არ იცოდა რა ხდებოდა ვაკოს ცხოვრებაში და საკუთარი სიმშვიდისთვის არც ერეოდა მის საქმეებში. იყო მხოლოდ უმცროსი და ,რომელიც ვიბლიანს ცხოვრებას უფერადებდა. ახლა კი იქ,იმ სოფელში ნიკოს არეული მზერით გულნატკენს არაფერზე ეფიქრებოდა მის თვალებში ჭინკების დაბრუნების გარდა. საოცრად მოსწონდა მისი ათასფერი ემოცია, სერიოზული არასერიოზულობა და აუხსნელი გრძნობა ,რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდათ _რამე გინდოდა? _ნაზიკო გეძებდა ... აინტერესებს ხაჭაპური ფუმფულა გიყვარს თუ თხელი _შენ როგორი გიყვარს _რა მნიშვნელობა აქვს ... როდის წახვალ , ხვალ ? _სად მივდივარ ? _სადაც ის არის ვინც გიყვარს,გენატრება და გელოდება... ხომ გკითხე და მითხარი არავინ მყავსო . რატომ არ მითხარი ,გეგონა მომკლავდა ვაკო და იმიტომ დარჩი? თუ სოფელში გინდა დასვსნება და ამიტომ არ ჩქარობ წასვლას. შეგიძლია დარჩე, მე წავალ ... _ღმერთს არ დავუჯერებ არ დავთმობო ვაკოს ეუბნებოდი და ახლა თვითონ გარბიხარ ? _შეყვარებულ ქალს თავს ვერ შეაყვარებ _შენი სიყვარული რას მიშლის _არ გიშლის? რატო ,ასე ასწორებს რაც უფრო მეტს უყვარხარ? ასეთი ხარ და ასე შევცდი ? _კი ,ნამდვილად შეცდი ... _არ მჯერა ... შენ ვაკოს გამო დარჩი. არაფერს დამიშავებს არც ახლა და არც მაშინ _ფერი აღარ ედო სახეზე. სიგარეტის ღერს ატრიალებდა თითებსშორის , შებრუნდა და წამსვე მოუკიდა _ნებისმიერ დროს შეგიძლია წახვიდე და პირობას გაძლევ ,ვეღარასდროს მნახავ _ვაკომ მოგიკითხა. ვიცი მანდ უსაფრთხოდ ხარ და არ ვდარდობ შენზეო . ბავშვობიდან გვესმის ერთმანეთის ბედნიერება ხმაში გაჟღერებული ... _ მის ზურგს უყურებდა,დახრილი ჰქონდა თავი და სიგარეტის კვამლში იყო გახვეული თათამ მისკენ ნაბიჯი რომ გადადგა _ვაკოს ელაპარაკებოდი?შენ წეხან ვაკოს უთხარი მიყვარხარო და გკოცნიო? _წამში შეიძლება ადამიანი განათდდეს?წამში დაბნელდეს და მერე უცებ მზესავით გამოანათოს? თათა უყურებდა ასეთ ნიკოლოზს. უბრალოდ ვერ იფიქრებდა ამ პატარა გრძნობებით თამაშს ბოლო თუ ასეთი ექნებოდა. _ნიკოლოზ _ მკლავები რომ შემოხვია და მთლიანად დაფარა . სახით მის გულ _მკერდს რომ აეკრო და ყურში მხოლოდ მისი გულისცემის ხმა ესმოდა საკუთარ ახმაურებულ გულსაც დაუგდო ყური . იშვიათად ეხმიანებოდა ვიბლიანის ქალს ახლა კი აღარ ჩუმდებოდა _წეხან რაც გითხარი არ დაიჯერო... ჯერ ჩვენი სტუმარი ხარ და ვერსად წახვალ. არ მოგინდება წასვლა ,გპირდები და ვაკოს თუ უნდა ჩამოვიდეს. ვიპოვნით ოთახს მისთვისაც _ თავზე აკოცა,სახე მის თმაში ჩამალა და მზისფერი ტალღებიდან წამოსული სურნელი ჩაისუნთქა _არსად წახვიდე,გთხოვ _სულ ოდნავ შეახო ტუჩები ყელზე და შემდეგ ერთიანად მოშორდა. სიცარიელის განცდა დაუტოვა თათას ,ხელი ჩაკიდა და ისე წაიყვანა ნაზის სამზარეულომდე _ბეე ,აჩვენე როგორი ხაჭაპური მიყვარს მე და მერე თვითონ როგორებიც უყვარს ისეთები დაუცხვე რაა _არ უსმინოთ... არ შეწუხდეთ. ყველა შემთხვევაში გემრიელი იქნება და სიამოვნებით შევჭამ . ტყეში გავლის შემდეგ მადას არ ვუჩივი ნამდვილად ... _ხელი გაითავისუფლა და უხერხულად გაუღიმა ქალს რომელსაც შემჩნეული ჰქონდა უკვე მათი სიახლოვე _კეცზე ხაჭაპური უყვარს ნიკუშას ... გაგისინჯავს შეენ? _არა ... _აი ახლა ცხვება _გოგონები სად არიან ?მეც დავეხმარები ... _აივანზე ამზადებენ სუფრას. რომ დაიწყოს წვიმა გრილადაც ვიქნებით და თან არ დავსველდებით . არ გადაიღალო ბებიკო შენ ,არახარ მიჩვეული _რა წავიღო? _რადგან არ იშლი ესენი გაიყოლე და ეს ნიკოლოზიც თან წაიყვანე ...რაცხა ვერაა თლა დალაგებულად არ ჩავარდეს სადმე სახლის აივანი სულ მალე გაივსო ახალგაზრდებით. მათ შორის იყო გაბრიელი და მისი მეგობრები _გაიცანი გაბრიელი, სანდრო,კონსტანტინე და აკაკი ... ეს კი ჩემი სულისა და გულის მეორე ნახევარი ,თათა ვიბლიანი... დიახ ვაკოს უმცროსი და არის და არა, ჯერ ცოლად არ მომყვება . ცალმხრივად მიყვარს ,შეგიძლიათ შეგებრალოთ _ ნიკომ ჩვეული ტრაგი_კომედია გაითამაშა . ბიჭები გაიცნო და მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ანა უფრო აინტერესებდა გაბრიელის მოსვლის წამიდან რომ უვარდებოდა ხელიდან ყველაფერი _მოდი შენ დაჯექი და მე გავაკეთებ _ ლანგარზე დალაგებული ხაჭაპურების დაჭრა განაგრძო და თეფშებზე გაანაწილა. ნინი სამზარეულოში იყო და იქედან ამოჰქონდა საჭმელები. გაიმართა ჩვეული ქეიფი ,გიტარაც გამოჩნდა ნიკომ მუსიკალური ნიჭიც გამოავლინა ,თათას უმღეროდა მთელი საღამო სულიკოთი დაიწყო და ბოლოს უკვე შემთვრალი სანთელივით იღვრებოდა "ნეტავ უშენოდ როგორ ვიყავი, ან ეს ცხოვრება როგორ გავლიე, უშენოდ თურმე ყოფილა ძნელი, მოვედი შენთან და გადამრიე. გადამრიე, გადამრიე, ამირიე ფიქრები და თუ ლოდინს გადავურჩი, მუდამ შენი ვიქნები, და თუ ლოდინს გადავურჩი, მუდამ შენი ვიქნები. ჩუმად ღამდება, ჩუმად თენდება, ციმციმებს, ელავს თვალებზე ცრემლი, ვეღარ ვისვენებ, მერევა დარდი და დამშვიდებას მე შენგან ველი. გადამრიე, გადამრიე, ამირიე ფიქრები და თუ ლოდინს გადავურჩი, მუდამ შენი ვიქნები, და თუ ლოდინს გადავურჩი, მუდამ შენი ვიქნები. გადამრიე, გადამრიე, ამირიე ფიქრები და თუ ლოდინს გადავურჩი, მუდამ შენი ვიქნები, და თუ ლოდინს გადავურჩი, მუდამ შენი ვიქნები." ისე უყურებდა ირგვლივ აღარავინ დარჩა . თათაც ვერ უმკლავდებოდა მისგან წამოსულ ამდენ ნამდვილ ემოციას. ნასვამი კიდევ უფრო საყვარელი იყო,მეტად ემოციური და გულწრფელი. სტუმრებიც წავიდნენ. ყველაფერი მილაგდა და ჩვეულმა სიმშვიდემ დაისადგურა.ბიჭები ნასვამები იყვნენ. გიორგი და ლუკა მაშინვე საწოლებისკენ დაიძრნენ. დემეტრემ ნინი მოიხელთა და სულ დაავიწყდა ნაზიკოს ფაქტორი _თქვენ რას ჩახუტებულხართ და ახლართულხართ ერთმანეთში _ ჰამაკში ჩაწოლილებს დაადგა თავზე_რა ხდება ამ ჩემ სახლში ? _ჩვენ ... იცი , მე და დემეტრე _კაი რა ნაზი რატო მინერვიულებ ბავშვს?შეხედე როგორ შემიშინე . უთხარი რომ ყველაფერი იცი და არ ბრაზობ _ძალიანაც ვბრაზობ... არ გამიგია მე დაუქორწინებელი ხალხის ხვევნა_კოცნა და ერთ ლოგინში ძილი კიდო _შენ ხო არ ხარ ძველმოდური ნაზი? თანაც ხომ იცი შენი ნინიკო ა უკადრებელს არ მაკადრებინებს _ოჰ,შენ რო შოუჩნდები კაცს ის რას არ იზამს შენ არ მეინდომო თუარა ... კარგი ხო მე ვინ მკითხავს. თქვენ იცით და თქვენმა თავმა . _ნაზი ამათ ერთ ოთახში ძილის უფლებას აძლევ და მე ახლოს არ მიშვებ თათასთან? _ ნიკომ რომ დაინახა საძინებელში შესული წყვილი წამსვე ბავშვივით დაიწუწუნა _შენ შვილო ზედმეტი დალიე გატყობ... აიღე ბორჯომი და წადი დაიძინე _მეც მინდა თათასთან ჩახუტება და დაძინება _შენ რომ გინდა საკმარისია? იქ ორმხრივი სურვილია და დაუშვა გამონაკლისი ნაზიმ. ჩვენ შემთხვევაში კი მე შენთან ერთად ყოფნა არათუ საწოლში ,ერთ ჭერ ქვეშაც არ მინდა _ თათამ არ დაიშურა მწარე სიტყვები _აქამდე ვერ მითხარით ასე თუ გაწუხებდით?არ გავიზიარებ ჭერსაც და გავალ სახლიდან . ტკბილად იძინე ,ჩემო გულის ნახევარო ,ჩემო ცალმხრივო სიყვარულო _ უკაან დაიხია და მართლა გავიდა სახლიდან _სად წავიდა ... არანორმალური. არაფერმა შეგჭამოს იმ ქოხში _მაინც არ გაიგონებს რომ იცი ... შეეშვით . მე მივხედავ ამათ ,დაიძინეთ თქვენ _ ანიმ განაგრძო დაალაგება და მოხუცი გაუშვა. თათას სიტყვა აღარ უთქვამს ,მთელი ღამე ვერ დაიძინა. ელოდა ნაბიჯების ხმას,მაგრამ არ ისმოდა. ნიკოლოზს იმ ღამით სახლში არ დაუძინია. იმ ღამით წვიმდა . შავმა ღრუბლებმა იქამდე იარეს ცაზე სანამ წვიმად არ წამოვიდნენ. სახურავზე წვეთების დაცემის ხმა ჯერ ნელა დაიწყო შემდეგ კი ისე გაძლიერდა მოსვენება დაუკარგა თათას. საკმაოდ ციოდა და ქოხში დარჩენილი ნიკო რომ წარმოიდგინა წამსვე წამოდგა საწოლიდან. კარადიდან ქოლგაც აიღო,თბილი საბანიც და გარეთ გავიდა. ხის სახლამდე ძლივს მივიდა ,შუქიც ჩაქრა და სიბნელეში დარჩა. კარი დაკეტილი არ ჰქონდა , დივანზე ტანსაცმლით იწვა და ზემოდან არც არაფერი ეფარა. ხელები ბალიშზე ჰქონდა შემოხვეული და აბურდული წაბლისფერი თმა მოხვდა თვალში ,სახე არ უჩანდა . ჩუმად სცადა მისვლა,საერთოდ არ უნდოდა გაეგო მისი იქ ყოფნა. საბანი დააფარა და სულ ოდნავ დაიხარა რომ გაესწორებინა . ლამის გული გაუსკდა უცებ რომ შეეფეთა ნიკოს თვალებს და წონასწორობადაკარგული მის გვერდით აღმოჩნდა დივანზე . _ყველა სიზმარში როგორ ხარ ბ.ზიშვილი ვიყო თუ ვიცოდე ... _ საბანი გადააფარა ,ახლოს მიიზიდა და თავზე აკოცა _ დღეს რა გჭირს , აქამდე ყველა ჯერზე მე ვზრუნავდი და ახლა რატომ გადამარჩინე გაციებას? ჯანდაბას გამოვფხიზლდები და ვიპოვნი რამე თბილს _ ჩუმად ლაპარაკობდა,ჯერ ისევ მთვრალი ,გაყინული და არეული იყო . _ნიკოლოზ ... ნიკა გამიშვი ხელი _სიზმრებშიც დაიწყე გაქცევა? რა ვარ ასეთი მოუწონებელი _ წყენით ჩაილაპარაკა და ისე მძიმედ ამოისუნთქა თითქოს გულიც ამოაყოლა _ რომ გაგიშვა რა ვქნა მერე ... ყოველ დღე უფრო მიყვარხარ. გიჟი ვარ,აბა ნორმალურს ვიბლიანის გერმანიაში მცხოვრები ექიმი და შემიყვარდებოდა? დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დავაყენე და გავიჩალიჩე... შენ რა გენაღვლება წახვალ დასვენებული,ზაფხულის სასაცილო ამბად გაიხსენებ. შვილებს მოუყვები როგორ შეუყვარდი ერთ იდიოტ ბიჭს და მე ?მე რა მეშველება ... სულ არავისზე მიფიქრია აქამდე და ახლა ასე ერთიანად როგორ გაჩნდი ყველგან_ ისე ჰქონდა მკლავი შემოხვეული ხელების მოძრაობას ვერ ახერხებდა ვიბლიანი. თავსაც ვერ სწევდა მაღლა,მის მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი და ეშინოდა იატაკზე არ აღმოჩენილიყო ან უარესი მაგიდაზე არ ჩამოერტყა თავი. მერე ლაპარაკს კოცნა რომ დაურთო ნიკამ, თითები მაისურის ქვეშ შეაწურა და წელზე მოეფერა ,ზამბარასავით დაეჭიმა სხეული. _გამოფხიზლდი ! _ ტანით მიაწვა და წამში მის ქვეშ მოქცეული აღმოჩნდა _თათა ვიბლიანო ... აქ რამ მოგიყვანა _ ჯერ ზემოდან დაჰყურებდა. ხელები თავთან ჰქონდა გაკავებული და სახეზე აკვირდებოდა _ სიზმრიდან გადმოვარდი ? _არ ვართ სიზმარში და მომშორდი _მითუმეტეს ,თუ რეალურად მოხვედი ჩემთან საბნით _ ზურგზე ჩამოცურებულ მატერიას დახედა და მერე ისევ თათას სახეს დაუბრუნდა _ ჩემთან მოხვედი , შეგეშინდა გაიყინებაო? _ ხმაზეც კი ეტყობოდა რომ იღიმოდა _ ექიმური ინსტიქტია? არ გინდოდა გავციებულიყავი ხომ? _ ერთი ხელით ისევ ხელებს უჭერდა მეორე ლოყაზე შეახო და სულ ერთი წამით აკოცა თვალთან ახლოს _ ყოველ წამს უფრო მიყვარხარ და კიდევ ეს მინდოდა ? _კოცნის ბილიკს ყბისკენ გამოუყვა და თათამ თავი რომ გააბრუნა ყელზეც შეახო ტუჩები _ საკუთარ თავს ვუწყობ გამოცდას ... როგორ უნდა შეგელიო ,ასეთს _ თითები მაჯიდან მკლავზე გადაიტანა , თეძოსთან შეჩერდა და ვიბლიანის ტუჩებთან დახრილმა დაბალი ხმით ჰკითხა _ რა უნდა ვქნა მეტყვი ? _გამიშვი სანამ დროა _არ გაკოცებ მეტს ... ცოტა დარჩა გათენებამდე. დაიძინე ჩემთან , გთხოვ _ისევ შეიცვალა პოზიცია, დივნის კიდეს მიეკრო და სივრცე დაუტოვა თათას. წასვლაც შეეძლო და დაძინებაც _საბანი გაასწორე ... იატაკზე დავარდა _ მისკენ ზურგით გადაბრუნდა, გულ მკერდზე მიეკრო _ჩამეხუტე,მცივა _ რომ მიხვდა ხელის შეხებას აღარ აპირებდა ჩუმად მისცა ნიშანი . მუცელზე მოხვეულ ხელს თავისი შეახო და თვალები დახუჭა . ყელთან გრძნობდა მის სუნთქვას და აჩქარებული გულისცემის ხმა ესმოდა დიდხანს _დაიძინე ,ხმაურობ _სიტყვა არ მითქვამს ... _გული გააჩუმე ,შენ სიტყვებზე მეტად ხმაურიანია _ბარემ მოვკვდები და ეგ იქნება _ჩუმად თქვა ისევ ,ვერც გაიაზრა რას ეუბნებოდა თათა. წვიმა ძლიერდებოდა, ქარიც წრეს არტყამდა თითქოს ხის კედლებს მათში შეღწევა უნდოდა. ჩვილი ბავშვივით დაეძინა მალე. უყვარდა გარეთ რომ ციოდა და თვითონ თბილად და უსაფრთხოდ იყო. დილა დაიწყო ხმაურიანად. წვიმის შემდეგ ცაზე გამონათებულ მზეს გიორგის თავის ტკივილი და გულის ფორიაქი ,ნუცა წულუკიძე მოჰყვა . ფანჯრიდან რომ გაიხედა ლუკა მოაგორებდა მის ჩემოდნებს ის კი ფეხშიშველი დააბიჯებდა ჯერ კიდევ სველ ბალახზე _როგორ მომენატრა აქაურობა ... აი ნამდვილი ცვრიანი ბალახია ეს _გაცივდები გოგო ნუ ხარ ხიფათის მაგნიტი ... ამ დილაადრიან რამ ჩამოგიყვანა აქამდე _ავტომობილმა_გიორგი რომ დაინახა შემდეგ თქვა და ლამის გადმოვარდა ზემოდან ბიჭი _შენ გოგო სულ გაგიჟდი? ყაზბეგიდან მარტო რამ წამოგიყვანა ... ტრაილერის მძღოლს ჩაუხტი მანქანაში მაგ ტანსაცმლით ? _ვიღაცის წრიპინა ხმა მესმის... რა ცხოველია?ქვეწარმავალია?ვირთხა ხომ არ არის ?წრუწუნა?პატალა და საწყალი ... ჩემოდანში არ შეძვრეს ტანსაცმელი არ გამიფუჭოს _მოსიარულე ნავტალინი ხარ რა მოუვა შენ ტანსაცმელს...ქარზე მეტად რომ გიქრის ტვინში. ვინ მოგიყვანა აქამდე_ ქვემოთ ჩავიდა ,გზაში ჩაიცვა და მის წინ დადგა _მიპასუხე _ხომ ხედავ მშვიდობიანად დაბრუნდა რას ჩხუბობ ბიჭო... წამო ნაზიკო ვიპოვოთ და ოთახს გაჩვენებს. აუ რა საჭმელები გვაქ რო იცოდეე ... მთელი წლის მშიერი მგონია თავი ნუცაცო. შენც მოგასუქებს ცოტას,უფრო გამხდარხარ გოგო _სიგარეტი და ყავა როდის იყო ასუქებდა . ავადაა ვერ ხედავ? _ავად შენ ხარ , ფსიქიატრთან წაბრძანდი _რა ვიცი ეგეთ ვიდზე კი ხარ და _ სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო. ნუცამ გვერდი აუარა და ეზოს ბოლოში გამოჩენილი ქალისკენ გაიქცა _ნაზოო , ჩემო ფავორიტო ქალოოო როგორ ხარ? _ნუცა ბებია შენ რავახარ _რავა ვიქნები თავი მაქ გამოთიშული... იმ შენმა მეზობლის კაცმა დილაუთენია წამომაგდო . წევეით ბიძია მეჩქარებაო და ვარ ჭაჭანაჭამი ჭუკივით _მილიონი საქმე აქ იმას ბებია ... ხო იმგზავრე ისე კარგად. ცუდად ხოარ გახდი გზაში _არაა,კომფორტული მანქანა ჰყოლია მართლა _ხო გითხარი მე _ჭორაობდნენ ძველი დაქალებივით და გიორგიმ სიმართლეც გაიგო ნუცას მგზავრობის ისტორიის შესახებ. _შეყვარებული სა დატოვე ? _დავშორდი ... არ გითხარი?რაღას მეკითხები ნაზიკო? _რა ვიცი დამავიწყდა, ბებერი ვარ აწი რო გამოვპრუტუნდე გასაკვირია? _გიორგის უყურებდა გვერდულად და მერე პირდაპირ მას მიმართა _ ეს ჩანთები შენი ოთახის გვერდით რო ოთახია იქ დოუდევი ბოვშს _სხვაგან ადგილი არ არის? გამოვა კედელში მაგის სიმღერების და ჭორაობის ხმა _არ არის სხვა ადგილი ... _არ მინდა ნიკუშა წაიღებს _ნიკუშა გამეგზავნება ახლა კვერცხის მოსატანად. აღებული მაქ და კალათა დამრჩა საქათმესთან . შენი ჭირიმე ბებია იქანე მეორედ ნუღა ჩამიყვან _წავალ რა პრობლემაა ... ბლინებს გაგვიკეთებ ? თუ ყიყლიყოებს ? _შენ რომელი გინდა იმას _ჩემი და სად ბრძანდება ... _ მეორე სართულზე ასვლისას ჰკითხა გიორგის _აქ ... დემეტრეცაა და _ თქმა ვერ მოასწრო ისე შევარდა ნუცა _მე მოვედი და ამას თურმე აქ სძინავს შიშველ კაცთან ერთად. მერე მე ვარ მეკაცთანე. რა იყო ნინია გოგო? ვინაც გითხრა პირველმა მომწონხარო იმასთან მიწექი ეგრევე? ესაა შენი დარიგებები თავშეკავებაზე? ესაა კდემა და ესაა კდემამოსილება? _აბა არ მოვდივარ ჯერო? _ არ გაგიხარდა ? წავალ გავბრუნდები ... _ჩემო სიყვარულოოო მომენატრეეე _ საწოლიდან წამოვარდა და ნუცას მოეხვია . დიდხანს კოცნიდა და ეფერებოდა უმცროს დას _ როგორი რუჯი გაააქ , სულ დადიოდი ხო? რამე ხომ არ იტკინე _არაფერი დე ,არაფერიი... შენმა დემეტრემ იცის მე რომ მზითვში მოგყვები? _ უკვე ჩაცმულ ბიჭს გახედა _სასიამოვნოა შენი გაცნობა ნუცა _ჩემთვის უფრო ,სიძევ სიძეთა შორის ... შენზე მსმენოდა ბევრი და რას ვიფიქრებდი ჩემ დასთან თუ მოგიყვანდა ღმერთი. დადექით ერთად დაგინახოთ რა ლამაზები ხართ. ჭადი და ყველი პირდაპირ _გამოაღწიე , ადროვე ხალხს გაეღვიძა ყველას _ვინ ყველას... ნიკუშა სადაა ,სად არის ჩემი ნიკუშა დამანახეთ. რა უქნა სიყვარულმა,ჩემზე მეტად როგორ გარეკა მაგ საწყალმა _სიმშვიდე და სოფლის ჰარმონია ჩამოანგრია ათ წუთში _ გიორგიმ თქვა და სახლის მეორე მხარეს წავიდა. _დილამშვიდობისა _თვალები რომ გაახილა ნიკო გვერდით აღარ იყო. იქვე იჯდა ხალიჩაზე ,თავი მასთან ახლოს ედო და აშკარა იყო დიდი ხნის განმავლობაში უყურებდა_ჯერ ადრეა, მაინც ღრუბლიანი ამინდია და შეგიძლია გამოიძინო _თავი ხელისგულზე ჩამოსდო და ისე უყურებდა როგორც ფილმის გმირს _გონებიდან ამოშალე ყველაფერი და ფუჭ იმედებს ნუ მოებღაუჭები _როგორი ლამაზი ხარ იცი? _იმდენად რომ ერთი ნახვით შეგიყვარდი...ვიცი _ვინ თქვა რომ ერთი ნახვით შემიყვარდი ? _აბა რა ქვია ამ მდგომარეობას _სხვა დროს გეტყვი რაც ქვია ... არ წახვიდე ჯერ _უნდოდა თავისთან მყუდროდ დაეტოვებინა,მაგრამ ვაკოს ზარიც გაისმა და ნუცაც დააცხრათ თავს _უკაცრავად რომეოს დავეძებ რა ხანია და თქვენ ბრძანდებით ? _ნუციკო გოგოო ტრაგიკული გმირი არ გვინდა მე ავთანდილი ან ტარიელი _ქაჯეთის ციხეში გამოკეტილი არ ჩანს ,ვიბლიანს დაუტოვებია შენთან და ... რა გაგიმართლა პრობლემები რომ აქვს და ურჩევნია შენთან გადამალოს გოგო თორემ ვინ გაპატიებდა მის ასე წამოყვანას _17 წლის ასაკში რატომ ხარ FBI _ს გამოცდილი თანამშრომელივით და რატომ გაქვს ინფორმაციები ყველაზე და ყველაფერზე _ჩუმად უთხრა და თვალით ანიშნა თათასთან არ ესაუბრა ამ თემაზე _გამარჯობა ... _თათა გაიცანი ნინის და ნუციკო ... _სასიამოვნოა _შენ არ იცი ჩემთვის როგორი სასიაამოვნოა ბოლოს და ბოლოს ნიკოლოზის გემოვნება რომ დავადგინე. აქამდე სულ სხვადასხვანაირი ქალები ჰყავდა ,ხან ერთად ყველა და _ნუცა მღუპავ თუ მეხმარები? _დახმარებას საჭიროებ ? დაიცა გიცნობს და არ უყვარხარ? რისთვის აჩერებ აბა აქ ?უგემოვნო ქალი გჭირდება გვერდით ? _არ მიცნობს და ნუ გადამიმტერებ ნუცა თორემ გიორგის უყვარხარ დაგინდობს და მე არ _უკაცრავად ? _წავიდეთ ... ნაზიკოს საუზმე მზად ექნება . თუ იწვიმა ვერსად წავალთ და მოვიფიქროთ როგორ გავირთობთ თავს _ბუხარი დაანთეთ ,ცივა სახლში ... კეცის ჭადიც მომენატრა და ნაზიკოს გაკეთებული აჯაფსანდალი _მოვიდა და მოიტანა თავისი მენიუ _შენ არ გიყვარს თითქოს... აუუ ბაღში კიტრები და პომიდვრები ისევ აქვს ? _აბა?მთელი ბოსტანი სავსე აქვს ... სამჯერ ჩამომიყვანა დამაბარინა მიწები. ტრაქტორით დამახნევინა და გამწყვიტა წელში _შენ გააკეთებინე? _თათას გაუკვირდა, ნამდვილად არ ელოდა _შაბათ_კვირას დავდივარ აბა აქ მარტო ხომ არ დავტოვებ და ხშირად თბილისშიც მოგვყავს. უბრალოდ სოფლის სახლს და მიწებს უყურადღებოდ არ ვტოვებთ. შენ არ იდარდო არაფერს გაგაკეთებინებთ _იქნებ პირიქით ,მინდა რაღაც მსგავსს ვაკეთებდე _ვიბლიანებს გაქვთ სოფელი საერთოდ? _არა ... აგარაკები კი ,მაგრამ ასეთი ნამდვილად სოფლური სოფელი არ _მეზობლებს იცნობ? არ გააცანით?_ნუცამ შეიცხადა _სტუმრის სტატუსი აქვს მასაც როგორც თქვენ და იცოდე ვინმესთან რომ წამოგცდეს ნიკას საცოლე,ცოლი ან თუნდაც შეყვარებულიაო გიორგის ხელში ჩაგაგდებ პირდაპირ _რას მემუქრები ამ გიორგით?გოგოს თუ მალავ და გეშინია რა მოაწონებს შენ თავს _ჭორაობის მიზეზს არ ვაძლევ ხალხს და არ მინდა თავი უხერხულად იგრძნოს . ვინ დაიჯერებს რომ ცალმხრივად მიყვარს და არაფერი ხდება _ხო აი ეგ ნამდვილად დაუჯერებელია... ნიკოლოზი მთელი რაიონის ვარსკვლავბიჭუნაა. გააცანი მეზობლები და დღის ბოლოს შეუყვარდები _ნუცა გთხოვ ,უარესად ნუ გააბრაზებ ისედაც ერთი სული აქვს როდის გამექცევა _ამ ჩიტივით ლაღ და თავისუფალ ბიჭს რა დაგმართნია,როგორი შეშინებული ხარ . სვანებმა დაგჩაგრეს? ვერ მიუქსიე შენი სვანი ძმაკაცი? ნაღდი ხის თავით _გიორგისთან ომიც არ გინდა ... გოგო იფიქრებს რომ გიჟები ვართ და მეტყვის არჩევანი გააკეთე ან მე ან მეგობრებიო _და შენ ჩვენ დაგვკარგავ... რა თქმა უნდა ,ასეა ვისღა ახსოვს დები და ძმები ,დაინახავენ ლამაზ გოგოს და მორჩა _ყველაფერი რომ მესმის ხვდებით ხომ ? _თათა უსმენდა, იღიმოდა და მერე დაუსვა კითხვა_თქვენ ნათესავები ხომ არ ხართ ,თუ ისე უბრალოდ ხართ ერთნაირები _წვეთი სისხლი არ გვაქვს საერთო _ნიკუშა ჩემი სოულმეითია...ყველაზე სანდო კაცია მთელ სამყაროში. თან რომ არასდროს გეჩხუბება,გაგიბრაზდება,დაგტუქსავს და გაგაკრიტიკებს. ნებისმიერი შეცდომის,პრობლემის და გასაჭირის დროს რომ მიხვალ , გეცოდინება მარტოს არ დაგტოვებს თუნდაც მის წინაშე იყო დამნაშავე. თან ჩემნაირად გაფრენა შეუძლია და იცოდე გული არ ატკინო თორემ ის ვერ ,მაგრამ მე გატკენ ძალიან _ სრულიად არასერიოზული საუბრიდან იმდენად სერიოზულზე გადავიდა ნიკუშამ ჩარევაც ვერ მოახერხა. თავადაც გაკვირვებული უსმენდა და უყურებდა _ მე არ ვიცი ქმარი როგორი იქნება, ეგ იმ ერთმა მისმა ქალმა უნდა იცოდეს ,მაგრამ მეგობარი და ძმა საუკეთესოა _ნუცა წულუკიძე _მიყვარხარ ბაჩუ ხო იციიი _ ისეთი ქუთაისური კილო ჰქონდა იმ წამს შეუძლებელი იყო არ გაგეცინა. ნიკუშას ლოყაზე აკოცა და წვეთები როგორც კი წამოვიდა წამსვე გაიქცა _ წვიმა მოგონებებს ასველეებს ნიკო ვიბლიანის ქალზე იმუშავეე _გიჟია ... არ უსმინო . ბავშვობიდან განსხვავდება ნინისგან , მამა რაც გარდაეცვალათ მას შემდეგ საერთოდ არ ტირის,არც მოწყენილი უნახავს ვინმეს. ასე ცდილობს იყოს ძლიერი და მოერიოს ყველა პრობლემას. ბავშვია ჯერ კიდევ და _ყველაფერს ზუსტად ისე ფიქრობს როგორც თქვა და ვიცი ,რომ სიმართლეა ,მართლა ასეთი ხარ . სანდო , ერთგული და ემოციური... ისიც ვიცი ბოლოს გული რომ გეტკინება და მე მაინც არ მატკენ,წასვლის დრო რომ მოვა გამიშვებ _შეყვარებული აქამდე არ ვყოფილვარ, არავინ იცის როგორი ვარ ამ დროს და ვერც მე ვიტყვი გაგიშვებ თუ ვერ _წვიმდა ისევ .სახლშიც სიგრილე იყო და ბუხრის დანთებაც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა . ნიკომ იზრუნა ცეცხლის აგიზგიზებაზე . გადაუღებლად წვიმდა და მოწყენილობაც იკიდებდა ფეხს. საუზმის შემდეგ ყველაფერი რომ მიალაგეს . ნინი დემეტრეს გვერდით დაჯდა დივანზე, ჩაეხუტა და კნუტივით მიეკრო . ანი გიორგის გვერდით იჯდა ,ლუკა ბუხრის წინ პუფში ჩაესვენა და ვიღაცას წერდა გაცხარებული. თათა და ნიკო გვერდი გვერდ მოხვდნენ, ნაზიკო საძინებელში გავიდა ,დავისვენებო . _გცივა ? _ პლედი დააფარა და დააკვირდა _ ხომ არ გაცივდი წუხელ _არა , კარგად ვარ ... _რაღაც გჭირს _ვაკო არ ჩანს და მიკვირს. მივწერე და არც მპასუხობს _საქმეზეა ალბათ ,არ ინერვიულო _ვითამაშოთ რამე წყვილებში ... მაგალითად ნამიოკობია.ვნახოთ ერთი ვის ვისი ესმის უკეთ _გააჩნია მოგებული რას მიიღებს _ ლუკამ ტაში შემოჰკრა და ანას ანიშნა ჩემთან გადმოდიო _წაგებული იკისრებს ქუთაისის ტურს _შენ რომ წააგო ნეტავ რას იზამ _შენ გადაიხდი , ერთად ვართ როგორც ხედავ... ამ გვრიტებს ხომ ვერ დააშორებ და ანის და ლუკას ხომ იცი ყველა თამაშში წყვილში არიან _გიდობის ნერვი მაქვს ახლა მეე? _არც მე მაქვს ამიტომ გაატოკე ეგ დაბოლილი ტვინი და მოვიგოთ _გადაგვივლიან ,გეფიცები _ ნიკოლოზმა ამოიოხრა ,თათა რომ მიუახლოვდა _ამათთან რა ხდება ... ვერ იტანენ თუ _თუ ,თუ ჩემო თათული _ხოო ? _ერთ მხარეს რომ დგებიან იქ სრულდება ყველას ბოგინი _რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ ... დავიწყეთ დაიწყეს და ისე შეყვნენ თან იმდენად რთული გახდა ვინმეს გაძევება ,რომ დიდხანს გაუგრძელდათ თამაში. ბოლოს გიორგი და ნუცა შემორჩნენ. _ალერგია "მ" _მარწყვი _გეშინია " თ" _თაგვი _მიყვარს " ნ" _ნაყინი _ლორით "ლ" _ლობიანი კიდევ რამდენიმე სიტყვა ამოიღო და შეცდომის გარეშე გამოიცნო ორივემ თანაც ზედმეტი ახსნების გარეშე. სულ ერთი სიტყვაც ჰყოფნიდათ ან უბრალოდ თვალით მინიშნება _პატარა გაქვს "ყ" _ყურები ნუცა ყურები _აუუ მეგონა ერთს მაინც ჩავაგდებდით ... უშანსოდ ხართ ძვირფასებო. სულ რომ თვალები ამიხვიოთ მაინც მოვიგებთ _თქვენ რა საუცხოო დუო ხართ _სიტყვებს ვერ იგონებთ რთულს _ოთხ რაუნდში გაქაჩეთ რა გაგება გაქვთ ასეთი _მე თქვენს ადგილას გადავამოწმებდი იქ ნამდვილად ყურები ეწერა თუ ყ.. ყვ.რი ... ეგეც არ აქვს დიდი , ხასიათზე ეტყობა . _ნუცა სანამ ჩემთვის დავიტოვე გამარჯვება სჯობს მოიფიქრო სურვილები _ანიმ მინდა გაბრიელს დაურეკოს და უთხრას ცხენი მომიყვანე ხვალ დილით ვიჯირითოთ_თქო ... _არც გაბედო !_გიორგიმ მაშინვე გააპროტესტა _ჩემი სურვილია...შენი არ ! _ერთად მოვიგეთ ... უფრო რთული სიტყვები როგორ ვერ მოიფიქრე ახვლედიანო. არ დაურეკო_თქო ანი _მეორე სურვილი ლუკასთან მაქვს , მინდა შენი ის ლურჯი ჰუდი მაჩუქო ამ წამსვე მომიტანო და ჩამაცვა თვითონვე _კარგი რა ნუცა ხომ იცი მიყვაარს _იმ დებილმა გოგომ გაჩუქა და რა ჭირად ინახავ მე კიდევ როგორ მიხდება ....ულამაზესი ვარ . გაიქეცი გელოდები ლუკინიტო ... რაც შეეხება თათ_ნიკოს მომდევნო 48 საათი ერთმანეთს გადაებმევით _უკაცრავად? _არა თქვენ მე არ ვიცი მერე რას როგორ ,მაგრამ ამ ეტაპზე ხელებით ... ეს კაშნე მიყვარს და არ დამიკარგოთ _ უცებ გააჩინა შარფი და მტევნები შეუკრა ორივეს _ შეგიძლიათ შეიხსნათ ცოტა ხნით ,მაგრამ იცოდეთ ერთმანეთისგან შორს არ დაგინახოთ _48 საათია დიდი დროა და მეწყვილე მე არ ამირჩევია _ვიბლიანის ქალს არ გეკადრება წაგებულის არ შესრულება _ნუცა , მე რომ დამავალო რამე არ გინდა? _ნიკომ სცადა თათასთვის დისკომფორტის არიდება,მაგრამ ნუცა შეუვალი იყო _გაჩუმდი შენ მანდ ...სიძემ მინდა მანქანა მათხოვოს და ნინოს ვთხოვ "ზღაპარი" ჰქონდეს მზად საღამომდე და კონიაკის თანხლებით მივირთვათ ძვირფასებო ... უკეთესი რა მოვიფიქრო. სულ მცირეა ,ლმობიერი ვარ ხომ იცით _ესაა ლმობიერება? _შარშან პომადა წაგვისვა და ნინის თმა შეაჭრევინა ანასთვის ... წინა წლებს არც გავიხსენებ. მისი მოგება ჯოჯოხეთია _ჩვენი ამბავი ჩაწყობილს ჰგავს _თათამ ხელს დახედა და მერე ახლოს მჯდომს გაუსწორა მზერა _რას დაჰპირდი სანაცვლოდ _ვერ ვიტან ცრუ ბეალდებებს ...არაფერს ვმალავ და _აუ გაჭედავს ახლა . ნუ ახურებ შე ჩემა არ გიცნობს ჯერ და არ იცის ნიკო მართალი რონ ხარ ზედმეტსახელად _ჰმ,აღიარე როგორც იქნა ჩემი შერქმეული სახელი ხომ? _ნუცამ წამსვე შეიცვალა პოზიცია და გიორგის წარბაწრულმა ახედა _ნუცა სხვა სასჯელი რომ შევასრულო არ გინდა? _რა იყო გამებუტე და მორჩა ? გადაგიყვარდი ? _თათამ უთხრა წარბებშეკრულს _თქვენ ქალბატონო ვიბლიანო ირონიული შეგიძლიათ იყოთ? _აბარებ წაგებულს თუ არ _შენ თუ არ გექნება პრობლემა მე სიამოვნებით გავატარებ მთელ დროს ასე _ ახლოს მიიწია და შუქიც ჩაქრა_ჩავთვალოთ რომ სიბნელეში ვრჩებით წვიმის დასრულებამდე _სერიოზულად ? _მობილური ხომ გაქვს დამუხტული _კი ,მაგრამ სიბნელეში ყოფნა არ მომწონს _სანთლები გვაქვს და რომანტიკა გამოანათებს უცებ _ნამცხვარი გადაიდო _ ნინი არც იქამდე გარყეულა. ისევ დემეტრესთან ჩახუტებული იყო მიწოლილი დივანზე . ახვლედიანი ეფერებოდა და სიტყვას არ ძრავდა თამაშს მიღმა. _გიყვარს ? _გიორგისთან ერთად გავიდა მოსაწევად _ბავშვია _კითხვაც არ გაგიჩნდა ვისზე ვამბობდი _სახლში სულ ოთხი გოგოა აქედან ორი ძმაკაცის ქალია,ერთი ჩემი და _იქნებ სულ სხვა ვინმეზე გეკითხებოდი _სიყვარულის სეზონი თუ გამოცხადდა შენ და ნიკუშაც საკმარისები ხართ _ერთი ნახვით სიყვარულში ნაღდად ვერ ჩაგეთვლება... _ერთმანეთის ატანა არ გვაქვს...ჩვენ შორის მხოლოდ 8 წელი კი არ დგას. ერთად ვერც ვისუნთქებთ ¬ _კომუნიკაციის არასწორი ფორმა გაქვთ არჩეული და იმიტომ გგონია ასე _ბავშვია ჯერ ისევ ... _ასე უნდა ელოდო და უყურო მის სხვა შეყვარებულებს ? მერე იტყვი მოთმინების უნარი არ მაქვსო... _ვიბლიანზე რა ხდება... სინამდვილეში რატომ დაუტოვა ნიკუშას და აღარ იტყვი? _ნიკუშას კი არა მე და შენ დაგვიტოვა ... აქ ყოფნა გვაიძულა ჩვენც ნიკუშას თავის სანაცვლოდ. თათასაც რომ შეუყვარდეს მერე რა გველოდება არ ვიცი _ამას უყვარს გგონია? _შენ ვერ დაიჯერებ... მთელი ცხოვრებაა გოგოს უყურებ და ომი გაქვთ იმის ნაცვლად ახლოს გყავდეს . იმან კიდევ დაინახა და ეგრევე წამოიყვანა ,მაშინვე მიხვდა _შეყვარებულობაც კი არ გამოვა ახლა ეგრევე ცოლად მოჰყავდა... ვიბლიანს რაღაც დიდი პრობლემა რომ არ ჰქონდეს არ იქნებოდა თათა აქ _როგორცაა ეგ გოგო ჩვენ გვაბარია და აქ არმია რომ მოვიდეს უნდა დავიცვათ იქამდე სანამ ვაკო არ მოვა და არ წაიყვანს _თუ არ გაჰყვება მერე?ან თუ წავა ,მაგრამ ნიკუშას სიყვარული გაყვება თან ? _თვითონ დაარწმუნებს ,რომ იმსახურებს თათას _შენ არ ჩაერევი? _არ მოკლავს ,არ გაიხდის ნიკუშა თავს მოსაკლავად და შენ არ ვიცი როგორ დაასრულებ ამ გოგოსთან ომს ცოტა დიდი ბიჭივით თუ არ მოიქცევი. იმის გაზრდას კი არ ელოდები შენ ხდები პატარა და სულელი ბიჭი _ზედმეტად ღრმად შევტოპეთ...სხვა ურთიერთობა აღარ გამოვა. გამორიცხულია _სხვას რომ შეიყვარებს შენზე მეტად ან უბრალოდ სხვასთან შეიქმნის ბედნიერების ილუზიას მერე ნამდვილად გვიანი იქნება _ჩემზე მეტად?გგონია ახლა ვუყვარვარ? საზიზღარი ტიპი ვარ რომელიც უფრთხობს შეყვარებულებს და უკრძალავს წლებია გიჟივით ქცევას _აი ნიკუშა თუ შენზე ჭკვიანი აღმოჩნდებოდა რას ვიფიქრებდი...ვერ აზროვნებ?ვერ ხედავ ვერაფერს ? გამოფხიზლდი _ახვლედიანო იმ ამერიკაში რა რომანტიკოსი ჩაგისახლდა ... როდის იყო ასე ლაპარაკობდი _რომ წავედი არ მყავდით ერთად ნანახი _რა ერთად ... შენ რომ წახვედი ბავშვი იყი მაშინ. ზეიმებზე ცეკვავდა _ცეკვავდა? _ხო , სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა... _ნინიც? _არა ,ნინის არ მოსწონდა და ქართულზეც არ უვლია დიდხანს. _შენ დარწმუნებული ვარ მისი ცეკვის პარტნიორებსაც უპადიეზდებდი ხელებს რატო უფათურებთო _ვიღაც ნძრ.ველა ტიპებს მივაკარებდი აბა?გაოფლილი ხელებით რომ ეხებოდნენ ... _თურმე რატომ ხარ ასეთი აჭრილი _მეღადავე რა გენაღვლება _მე მეჯვარედ მინდოდი და ისე მიდის საქმე ქვისლი მეჩითები ... _ეს გაბრიელი არ არის?როდის დაარეკინა იმ გიჟმა და ესეც ამ წვიმაში ცხენით მოადგა. ნორმალურია საერთოდ? _ეზოსთან მოახლოებული რომ დაინახა ამოიხრა _იმედია გაბრიკოსაც არ ცემ _ასეა საქმე? _ანის მაინც დააცადე ,ძმურად _არა რო დაგირეკა რა გითხრა_როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ჰკითხა _ვინ დამირეკა... გამარჯობა _ ხელი ჩამოართვა ორივეს ,სველი ქურთუკი გაიხადა და თავზე ხელი გადაისვა _ რა ამინდია ტო _ანის არ დაურეკავს? _ვინ ანის _ჩემ დას... კაი დაიკიდე არაფერი . შემო სახლში . დავლიოთ , გაშრი და გათბი _რომ გაჩერდა მეთქი ვსო აღარ იწვიმებს გავისეირნებ_თქო და გამოვედი . ახლა ისეთი ამბავია _კარგი ქენი რომ შემოხვედი თორემ შენ სახლამდე სანამ მიხვალ ბებია კოხი დაიწყება მემგონია ... _ნაზიკოც ბუხართან იჯდა . გაბრიელი ყველას მიესალმა სკამზე დაჯდომას აპირებდა ნუცამ რომ შეჰკივლა _არ დაჯდე ,არ დაჯდე გაიხადე ეგ შარვალი გიორგი მოგცემს თავის შორტს ან შარვალს თორემ ასე გაცივდები შენც და შარვალში რაცაა ისინიც ... _გაშრება არაა პრობლემა _როგორ არაა , გიორგის კითხე აბა თუ აწყობს შენი გაციება _ვერ გავიგე ? ნუცა ამჯერად რას ეხუმრები და რა ამბავში მხვევ? _უი არაა ,არა როგორ გეკადრება გიორგის ყველაფერი შემიძლია დავაბრალო ბიჭების სიყვარულის გარდა. ეს ? ეს ქალებზე იფიცებს დღე და ღამ ... შენთან სხვა ინტერესები აქვს გაიგებ მერე ,ოდესმე. მიდი ანა მოუტანე ბიჭს რამე და გამოიცვლის აქვე,გვერდით ოთახში ან აიყვაანე ზემოთ . შენი ასი წლის ძმა ვერ ტოკდება ,უხრჭიალებს სახსრები წვიმაში _მის ძმაზე უფროსი მე ვარ და ჩვენ ასაკს შეეშვი შვილო სჯობს _ გაბრიელმა რა იცოდა რას ამბობდა ,გიორგის მთლად აურია ხასიათი _კაი წამოდი მართლა , სველი რაცაა გავაშროთ სულ მალე მართლაც ცვიოდა ციდან წვრილი ბურთები. ნაზიკო გარეთ გავიდა და რკინის ვედროზე დაიწყო ჯოხის შემორტყმა _არ მეგონა აქეთაც თუ იცოდა სეტყვა _თათა ფანჯარასთან იდგა და თავისთავად ნიკოლოზიც გაიყოლა. ნუცამ ისე დაუბრიალა თვალები ხელის გათავისუფლების საშუალება არ მისცა _ზოგჯერ იცის ,მაგრამ ისე და იმდენხანს არა როგორც კახეთში _და ბებო რატო ურტყამს ჯოხს ამ რკინას? _აქაური ცრურწმენაა ,ტრადიცია ... ასე აშინებენ კოხს და აჩერებენ . ყველა ეზოში სადაც მოხუცია იგივეს გააკეთებს _მართლა იკლო ... _ჩვენთან დამაზიანებელი არ არის. კარგ დროს შემოვიყვანეთ გაბრიელი . არა ანიკო? _ვერ ვხვდები რა გინდათ ყველას ერთად... ნუცა რა მოიგონე . ჩემი ძმა არ გყოფნის და მეც უნდა დამიმატო ახლა ? _შეყვარებული ადამიანები თავისნაირებს ცნობენ თორემ მე შენთან არაფერი მინდა ანა _ გახუმრება სცადა ისევ ,მაგრამ თუ დააკვირდებოდით მიხვდებოდით როგორ ეტკინა პატარა გასვიანის სიტყვები _და შენც შეყვარებული ხარ თუ რას ამბობ _მე არაფერს ვამბობ ... ჩუმად ვარ,მშვიდად იყავი _ კიბეზე ჩამოდიოდნენ უკვე ბიჭები ეს რომ თქვა და მალევე ოთახიდან საერთოდ გავიდა. სუფრასთან მჯდომმაც ბევრი არაფერი თქვა . გიორგის არ გამორჩენია მისი უჩვეულო სიჩუმე . ყოველ წამს ელოდა რომ რამეს იტყოდა ,მაგრამ თითქმის მდუმარედ სვამდა მახარაძეების ღვინოს _თქვენ რატომ ხართ გადაბმულები ? _წაგებულს ვაბრებთ ნუცას _და ანა რომ დამირეკავდა რას მეტყოდა? _ გიორგის დასმული შეკითხვა არ დავიწყნია,მიხვდა რაც ხდებოდა და გოგოს იმ წამს გახედა _მე უნდა დამერეკა? _ხო , შენ არ აბარებ წაგებულს? _ჩააბარა უკვე , სხვასთან დავარეკინე ... ვისაც ცხენი ჰყავს _ნუცა ეცადა დაბნეული ანა მდგომარეობიდან გამოეყვანა _ცხენი იყო მთავარი ფიგურა?_ისევ ჯიუტად ანას უყურებდა და გიორგის იქ ყოფნასაც აიგნორებდა _ცხენების მეშინია და სოფელში ჩამოსვლის დროს სულ ცდილობს მაპოვნინოს მშვიდი ცხენი ,რომ გადამალახინოს შიში _ ნუცას ნამდვილი მიზეზიც თქვა ანამ და იმ წამს მხოლოდ წულუკიძეს უყურებდა_არ უყვარს როცა ვინმეს რამე აშინებს ,ეზიზღება შიშები _ვინ იპოვეთ არ ვიცი ,მაგრამ ჩემი ცხენი ნამდვილად ჭკვიანი ,მშვიდი და არააგრესიულია _ვინც ვიპოვეთ აქ მაინც არ არის ახლა და შენ თუ გამოგვიწვდი დახმარების მეგობრულ ხელს _საჭირო არ არის... უბრალოდ არ მიყვარს არაკომფორტული გადაადგილების საშუალებები . არც ცხოველებთან ზედმეტი კომუნიკაცია _ ცდილობდა როგორმე საუბრის თემა შეეცვალა და გაბრიელის მზედაც მოეშორებინა. განა რას აკეთებდა,უბრალოდ დაინტერესდდა,მაგრამ ანას იმ ცუდ განათებაზეც ეტყობოდა სიწითლე _თუ გადაიფიქრებ ,თვის ბოლომდე აქ ვარ ...ნუ ცხენი სულ რჩება და შეგიძლია უჩემოდაც წამოიყვანო _ დემეტრესაც ჰყავს თუ ანა ერთ დღეს გაიღვიძებს ცხოველებთან დაახლოების სურვილით... ძმა ხარ. ვიცი არავის რომ არ აკარებ ახლოს _აუ ზოგი გიჟია უნდა ატაროს მთელი დღე ამ დანგრეულ გზებზე მაღლა მთებში და დამართებენ რამეს ან თვითონ დაიმართებენ . ანამ მეეჭვება დოღი გამართოს აქ _მეც მათხოვებ ? _ნუცა ,მაპატიე ,მაგრამ შენც ვერ ... შენ ჩემთან ერთადაც ვერ მიგიშვებ ახლოს. გვახსოვს ყველას რა მოგვივა შენ რომ რამე დაგემართოს . გიორგის ლამის მოსისხლე მტრად გადავექეცით მთელი სამეგობრო,ძლივს შეგვარიგა ნიკოლოზმა . მეტად ამ სოფელში ჩამოსულმა არაფერი იტკინო _და რა მოხდა ასეთი ?_თათამ ჰკითხა, საშიშს ვერაფერს ხედავდა იქ ისეთი სიმშვიდე იყო _გახსენებაც არ ღირს... _მომიყევი რა _ბიჭებთან ერთად წავედი ტყეში... გზა ამებნა მე სანამ ესენი ნადირობდნენ და დავიკარგე. მეძებდნენ კარგახანს ,გიორგიმ მიპოვნა როგორღაც და ამათ გაუჭედა _მოკლედ მოყვა და კიდევ ერთი ჭიქა დაალია _ შემრიგებელ ნიკუშას არ გაუმარჯოს? კოსტას მოკლული ეყოლებოდა გიორგა ახლა ჩვენი მშვიდობის მტრედი რომ არ ჩარეულიყო . შენი ნიკოლოზა ისეთი მართალი კაცია ამის სერიოზულ ნათქვამ სიტყვას ყველა ითვალისწინებს და ორივემ პატივისცემა გამოიჩინა. მეც ვთქვი , ძალით ავეკიდე,წყვანა არ უნდოდათ მერეც გაფრთხილებული ვყავდი და მაინც მოვშორდი ,შევყევი ხეტიალს_თქო და საბოლოოდ ა ხომ ხედავ ,შერიგებულები არიან . შენ კიდევ ოქრო ბიჭი გყავს ხელში და შენი ნებით იშორებ ... ზოგს რას გაუგებ , ვიღაცები ვნატრობთ ,ვიღაცებს გყავთ და უშვებთ _ნუცა იქნებ მეტი აღარ დალიო? _შენს ნაცვლადაც მე ვსვამ ნინიკო...უკაცო ოჯახში ერთი მსმელი ხომ უნდა ვიყოთ ვინმე _ადრეულად გალოთება და ღვიძლის გადიდება გაქვს გეგმაში დაო? გეყოფა მართლა _კარგი ,მეყოფა დალევაც და ლაპარაკიც ,ხუმრობაც და სხვის საქმეებში ჩარევაც. შესანიშნავი ამინდია ძილისთვის,თქვენის ნებართვით მე დაგტოვებთ. გამახარა შენმა ნახვამ გაბრიელ ,ბიჭებს მოკითხვა და დიდი სიყვარული გადაეცი ჩემგან . ვნახავ წასვლამდე ალბათ _ ჭიქა რომ დაცალა წამოდგა და ლუკას ჰუდში გამოხვეულმა განაგრძო გზა _რა დამართეთ ამ ბოვშს სანამ მე ვიწექი? _არაფერი ბებო ,იცის ხოლმე ასე პერიოდულად _ ნინი აპირებდა გაყოლას დემეტრემ რომ გააჩერა და 10 წუთიც არ იქნებოდა გასული გიორგი რომ გავიდა. _რატომ არ მიშვებ,დავხედავ იქნებ ცუდადაა _არაა ცუდად... მიხედავს გიორგი _ისევ იჩხუბებენ და უარესად _უარესად გხდი? _რა შუაშია... _თავშია ნინი ,თაავშიაა პატარაავ _ ლოყაზე აკოცა და ჩაიხუტა_მოგიყვები მერე რაც ვერ დაინახე ამდენი წელი და მე მივხვდი ორ წუთში _აუ დემეტრეე _ბავშვივით მეამიტი ხარ ,მართლა _ თავზე უსვამდა ხელს და შორს არ უშვებდა . გიორგი ოთახში რომ შევიდა უკვე საბანში გახვეული იწვა. ფანჯარა ღია ჰქონდა და გრილი ჰაერი შემოდიოდა. სეტყვის შემდეგ აღარ წვიმდა,მაგრამ საღამოს სუსხი ტრიალებდა ირგვლივ _დაიგუდები ასე ,ბავშვო _ საწოლზე ჩამოჯდა და თავიდან საბნის მოშორება სცადა,მაგრამ უფრო მაღლა ასწია და თავიც შეაბრუნა _ნუცა , რამე დავაშავე და არ ვიცი? მთელი დღეა არაფერი მითქვამს ... იქამდე ვთამაშობდით და ის საზიზღარი კომენტარიც გაგიტარე _მითვალე გატარებული სიტყვები ,რა გაქვს მეტი მოთმინების უნარის დემონსტრირებისთვის _ტირიხარ ნუცა? _ წამსვე დაიჭირა მის ხმაში სიმთვრალეში შერეული ცრემლები_ რა მოხდა არ მეტყვი? _არაფერი ... შენგან დასვენება მინდა. ბევრს ვითხოვ? _მხოლოდ ეგ გინდა? _ხო ,მხოლოდ ეგ და სხვა არაფერი _კარგი , არ იტირო მეტი ... დიდი გოგო ხარ უკვე და დროა საკუთარ თავს მიხედო . მართალი ხარ _საკუთარ თავს ვხედავ მე სულ რაც მახსოვს საკუთარი თავი და შენ რა დარდები გქონდა...თითქოს მკვდარი მამაჩემი ჩაგისახლდა ოღონდ უფრო მოჩხუბარი და ბრაზიანი _მამაშენი ნამდვილად არ ვარ... აღარ იტირო. როდის იყო ტიროდი _ როდის იყო ვინმე შემოდიოდა ჩემ ოთახში და ამოწმებდა ჩემ ბალიშს ცრემლებით ხომ არაა დასველებულიო _ნუცა ... _ ფრთხილად ჩამოსწია საბანი და სულ ოდნავ შეახო ხელები სახეზე . ნახევრად ბალიშში იყო ჩაფლული _მთვრალი ვარ და მადროვე, ნუ მისმენ საერთოდ _რა ვქნა რომ დამშვიდდე _თავი დამანებე ,უბრალოდ შემეშვი...გთხოვ . საერთოდ რომ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან არ შეგიძლია? _არ შემიძლია , მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები გაგათავისუფლო. უბრალოდ საკუთარ თავზე იზრუნე ჩემ მაგივრადაც ,კარგი ? _არ მინდა ზრუნვა... _დიდი გოგო ხარ ? _ თმა გადაუწია სახიდან და ფრთხილად შეეხო ცრემლიან ლოყაზე _ არ ჩავერევი შენ ცხოვრებაში იქამდე სანამ კარგად იქნები ... უბრალოდ უსაფრთხოდ იყავი და მეც არ ვიქნები _თუ არ ვიქნები მოხვალ? _ხო ,თუ არ იქნები აუცილებლად მოვალ _და მიშველი ? _ხომ დაგპირდი მაშინ ... ძაღლებმა რომ შეგაშინეს _ველოსიპედიდან გადმოვვარდი და მტკიოდა მუხლი... მაშინაც შარიანი ვიყავი. მაშინ სულ შემთხვევით მემართებოდა ყველაფერი _რამდენი წლის იყავი მაშინ? _13 ... მამას საფლავზე ვიყავი და იქედან მოვდიოდი . შენ რა გინდოდა იქ ? _ თვალები გაახილა და მზერა გაუსწორა _ მაინცადამაინც იმ დროს რატომ იყავი იქ _ვიცოდი სკოლიდან პირდაპირ საფლავზე რომ მიდიოდი და რომ გეძებდა ნინი ვუთხარი მე მოვიყვან_თქო _საიდან იცოდი _გიყურებდი უბრალოდ _მე მეგონა სულ ვერ მხედავდი ... მხოლოდ მაშინ როცა ნინი ნერვიულობდა და თქვენც იძულებულები იყავით პატარა თავისტკივილი მოგეგვარებინათ _და ასე გადაიქეცი მუდმივ თავისტკივილად ? _აღარ მინდა მეტი ... დავიღალე _იმ პირობას ვერ დავარღვევ ... როცა რამე დაგჭირდება შენთან ვიქნები,მაგრამ გპირდები მაქსიმალურად შორს დავიჭერ თავს. აქ ამიტანე, ნიკუშას და თათას გამო _გახსოვს რომ ვტიროდი რას მეუბნებოდი ? _ვარსკვლავები გიქრებოდა თვალებში _ისე სულ მქონდა ვარსკვლავები თვალებში ? _სულ არ _ბევრს რომ ვიცინი ? კარგად არ მიყურებ შენ _ნეტავ იცოდე რამდენს გიყურებ _ ჩუმად უთხრა ,თავზე აკოცა და მისი სურნელი ჩაისუნთქა _ დაიძინე , რომ გაიღვიძებ ყველაფერი დასრულებული იქნება . ქვემოთ რომ დაბრუნდა ,უსიტყვოდ დაჯდა და დალევა განაგრძო. გაბრიელი რომ წავიდა აღარ წვიმდა. მშვიდი საღამო იყო,სასიამოვნოდ გრილოდა და გვალვების შემდეგ დედამიწამაც ამოისუნთქა თითქოს. _ახლა რას ვშვებით ქალბატონო თათა? ერთ ოთახში ვიძინებთ თუ არღვევ პირობას _ჩემი საწოლი პატარაა,შენი დიდია? _ჩემი დიდია კი ... _გადააბრალა ნუცას სასჯელს_ჩუმად თქვა ნინიმ და თვალი გააყოლა წყვილს_სიყვარულის სურნელს შენც გრძნობ დემეტრე თუ მხოლოდ მე მიწვავს ცხვირს? _შენ თუ გგონია გამარტივდა საქმე ძალიან ცდები ... _შენ მარტივი ამბები გიყვარს ? მეგობრისთვის გზად და ხიდად არ უნდა იყო? _შენ რაღაც ზედმეტად მალე გამიცანი...დარწმუნებული ხარ რომ იქამდე არაფერი იცოდი ჩემზე? _ნუუ, ამბები დადიოდა ქალაქის მაგარ ტიპზე,მაგრამ _მაგრამ ნინიკოს შენი გოგოების მოგონილი ამბები ეგონა და არ უსნედა ...ახლა გაახსენდა ყველაფერი ერთად _ ლუკა სარწეველა სკამში იჯდა და ტელეფონს დაჰყურებდა _ გამეთიშება მალე. წავალ დავიძინებ ,სხვა რა გზაა _დილას იქნება შუქი ნეტავ? _სანამ ჩვენ გავიღვიძებთ გააკეთებენ _აუ მცივაა მეეე _ნინი წუწუნებდა _ჩაიცვა უნდა _ მე მირჩევნია შენ ჩამეხუტო და გამათბო,მაგრამ თუ წინააღმდეგი ხარ რა გაეწყობა . ჩაცმული დავიძინებ _ისე არ ქნათ თქვენ დაგაშოროთ ისევ ერთმანეთს... _ნაზიკომ ფანჯრიდან გამოყო თავი _ნაზო არ გინდა ბავშვი შენ სახლში ჩაისახოს? რა საყვარელი იქნება _ჯვარდოუწერალი ხალხის ბოვში არ გამიგია მე ... წაით ეკლესიაში ნახეთ მამაო და მერე კი ბატონო . ესიყვარულეთ ერთმანეთს რამდენიც გინდათ ... ლუკა რა იყო ბებია ისე შენც ხო არ გინდა ვინმე მომიყვანო _არა ბე მე სერიოზული ურთიერთობებისთვის ჯერ ძალიან პატარა ვარ ... _თოთო ,თოთო ხარ თლა . გეივლის ქუჩაში და უპაჭუნებს თვალებს გოგოებს გადამირევს ამ გაფურჩქნულ გოგოებს _ო ზაფხულში გავლას რა ჯობს...მდინარეზე წავიდეთ კარგი ამინდი რომ იქნება. იქაა საფლირტაოდ გამოსული გოგო_ბიჭები . მე ნინიჩა და ანიჩკა წინასწარ ვაწყვილებთ ვიღაცებს და კი ვიგებთ მერე ქორწილის ამბებს _მთელი რაიონი იქ იყრის თავს ... _წაით ახლა დეიძინეთ ამ ჩემ ფანჯრის ქვეშ რო ლაპრიკობთ. დამაძინეთ ე ბებერი ქალი _შენ ძაან მორბილდი ისე ნაზიკო... ნიკუშა და თათა ერთად რო შეწვნენ არც მაგაზე ამბობ რამეს _თვითონ გაყვა გოგო და მე ვუთხრა არიქა ხმალი დეიდევით შუაშითქვა? მტერი კი არ ვარ ჩემი ნიკუშიას . ჩაჩუმდით ახლა _უნდა მიაყურადო ? _ვაი ლუკაიაა თუ არ გაშიმშილო ხვალ ქალი არ ვიყო. არადა ვფიქრობდი საცივს გოვუკეთებ_თქვა _უინდაუროდ საცივი რათ მინდა ნაზიკო? _ვინ თქვა მერე ნაზიკოს ინდაური არ ყავსო ... მარა გამაბრაზე და იყავი ახლა გაფშიკულ წიწილაზე _მელია ხარ შე ჩემა ? რა ფრინველებით გიზიდავს _უყვარს მაგას და ვიცი მე ... ჩემ ხელში დეიზარდენ სუყველა _წავედით , მორჩა დავაძინოთ ნაზიკო ბებო ხვალ გემრიელი საცივი უნდა გამიკეთოს. იყუჩეთ გვრიტებო ,შესწექით ლოგინში ..._ლუკა მაშინვე დატრიალდა და ყველანი გაუშვა საძინებლებში . _სა ეტევა ამ ბოვშს ამდენი არ ვიცი ... მსუქანიც რო არაა ? რაში ხარჯავ ამდენ ენერგიას ე მარტვა კაცი მაგი მაფიქრებს მე _აუ ნაზოო იმენა ვგიჟდები შენ ხუმრობებზე ... _ხუმრობა კი არა ჯავრია ბებია _მიყვარხაარ _მეც ,მეც ... წადი ახლა დაიძინე .............. საძინებელში იყვნენ უკვე ნინის ნათიამ რომ დაურეკა _სადაა შენი და ? ვურეკავ არ პასუხობს. მაქედანაც წავიდა სადმე?თუ გაუფუჭდა ის ტელეფონი. რისთვის გიყიდეთ საერთოდ ეს ტელეფონები _აქაა,სძინავს და ხომ იცი დატოვებული აქვს სულ _მთვრალი იყო... მეჩხუბა .ვერ გავიგე რა უნდოდა . თუ არ მოგწონვართ როგორც დედა იცხოვრეთ ორივემ დამოუკიდებლად. ჩემი ნაშოვნი და სახლში არ ყოფნის დროს გამომუშავებული ფულებით ხომ კარგად დადის ,ისვენებს, იცვამს და იხურავს და ჩუქნის მილიონ ადამიანს ფულს. იშტერაოს მერე და იგულაოს თავის შტერ მეგობრებთან ერთად. ტუტუცი გოგო _დამშვიდდი ,დაველაპარაკები და დაგირეკავს ხვალ _სულ ნუ დამირეკავს . უთხარი თეთრს აღარ მოგცემს ნათია და იცხოვრე სადამდეც გეყოფა_თქო _ვეტყვი ,მაგრამ ხომ იცი უფრო გაბრაზდება და უკან არ დაიხევს _თუ ჰგონია ვინმე უკან დაუბრუნებს თავის დახმარებებს ვნახოთ _ხომ იცი შენც ,რომ ბევრი მეგობარი გვყავს და ყველა დაეხმარება. სულ წავა სახლიდან _შენი მეგობრების ხარჯზე ? გიორგის ხომ არ შეუსახლდება პირდაპირ. თავხედი გოგო და იმასაც დაველაპარაკები . სხვა გასართობი ვერ იპოვა ამხელა კაცმა ამ შტერი ბავშვის გარდა? _ნათია ნუ გააკეთებ ისე რომ ყველაფერი თავდაყირა დადგეს... გაბრაზებული ხარ ახლა და _შენ რას შვები ... ეგ ახვლედიანი ვინ არის. თბილისში არ გაჩერებულხართ და ყველა მეკითხება როდის ქორწინდებიანო. მშვიდობა გაქვთ თუ შენც ნუცასავით დაიწყე ორ კვირიანი შეყვარებულობა და შენც გამიგლეჯ გულს _ხომ იცი ვინც არის ,დარწმუნებული ვარ გენეალოგიური ხე გაქვს გამოკვლეული უკვე. ქორწილი ჯერ არ იქნება , დაშორებას არ ვაპირებ და იმედია შენ არ ხარ წინააღმდეგი _მე ? დიდად არ ვგიჟდები მასეთი ხასიათის კაცებზე. მამაშენი საერთოდ არ იყო მოჩხუბარი და უხეში, მაგრამ რა ვიცი . ნება შენია, მთავარია შენ არ დაგიშაოს რამე და ხალხს დიდხანს ნუ აჭორავებ კიდევ ნუ ათქმევინებ გაუბოზდა გოგოები ვერ მიხედაო _შენ კარგად ხარ ? _მამაშენის საფლავზე ვიყავი .... ვიღაცას ის საყვავილე მოუპარავს თავის ყვავილებიანად და ისე გავბრაზდი ვერაფერი რომ ვერ გავაწყვე ვტიროდი ორი საათი . მერე შენმა სულელმა დამ დამირეკა და წნევა მაქვს ახლა მაღალი. უთხარი ნუ იქცევა ქუჩის ქალივით. ჩემი შვილი არ უნდა იყოს ასეთი , ჩემ რეპუტაციას არავინ უნდა ეხებოდეს. მთელი სანათესაო ყირაზეა...თქვენ არ ხვდებით არავის და მე რა ვთქვა ათას კითხვას რომ მისვამენ ,ნინი . ნუცა არ მყოფნიდა ახლა შენც დაემატე ... _გთხოვ ნუ ყვები ჭორებს... _თქვენ არ კონტაქტობთ ნინი არავისთან და მეც ჩამოვშორდე ყველა ნათესავს?ეს ენდომებოდა მამათქვენს? ხომ იცი როგორ უყვარდათ და როგორ პატივს სცემენ _ვიცი და არაფერს ვაკეთებთ ისეთს რომ გრცხვენოდეს ნათია _თავს მიხედე ... იცოდე რამეს თუ გაწყენინებს _მსგავსი არაფერი მოხდება . დარწმუნებული ვარ... მშვიდად იყავი. ნუცას დაველაპარაკები ,ჩემთან იქნება. საუბარი დამძიმებულმა დაასრულა. თავი დახრილი ჰქონდა და არსებული სიმსუბუქე რასაც იქ განიცდიდა უცებ გადაიქცა სიმძიმედ რომელიც რეალობაში აბრუნებდა. _პატარავ ,კარგად ხარ ? _არა ... _არაფერი ხდება სანერვიულო... ის უბრალოდ პანიკაშია. ყველა მშობელი ასეა როცა სიტუაციას თავის ნებაზე ვერ აკონტროლებს _ნუცას დასჯა არ გამოვა... უარესს გააკეთებს და მართლა აერევა ცხოვრება. შენ არ იცნობ ნუცას,რაღაცას რომ უკრძალავ უკონტროლო ხდება და იმას აკეტებს რაც არ უნდა. საკუთარ თავს დაკარგავს ... არ ვიცი რა უნდა მოვუხერხო რომ ბედნიერი იყოს და იპოვის საკუთარი გზა _გიორგისთან უნდა დაზავდეს და სულს დაიმშვიდებს _17 წლისაა... _სიყვარული ,საყრდენი, ნდობა, სიმშვიდე ... კიდევ რა არის ისეთი რასაც ვერ მისცემს გიორგი თუ ამ კატა თაგვობანას შეეშვებიან. შენ რა დაგაკლდა და რა პრობლემა შეგექმნა ჩემი შეყვარებით _შენი დაკარგვის შიში _ეგ არ მოხდება... ბ.ზი კაცი არ ვარ მე და აქამდე თუ არ გავჭედე ვინმეზე მომავალში მეეჭვება შენზე მეტად ვინმე შევიყვარო . გიორგიმ ხომ მითუმეტეს _მე და შენ სხვა მდგომარეობა გვაქვს... გიორგის თვალწინ გაიზარდა და გგონია თვითონ დარწმუნებულია რომ როგორც ქალი ისე უყვარს ის ბავშვი კიკინებით რომ დარბოდა მის წინ? ბაღიდან გამოგვყავდა ერთად ... მეც პატარა ვიყავი ,მაგრამ მე და ანის რომ მოგვყვებოდნენ ნუცასაც თან მივარბენინებდით . _ეგ არ შეიძლება შეგეშალოს... _შენ არ გყვარებია ვინმე სხვა ჩემამდე? _მომწონდა ძალიან , ურთიერთობაც გვქონდა ... კოლეჯის დროს . მერე დავშორდით , მასთან ერთად ცხოვრება ვერ წარმომედგინა. შეუძლებელია უბრალოდ ზოგთან ოჯახის შექმნა იმდენად შეუთავსებელი ხარ . საერთო ენის პოვნა,შეთანხმება და დათმობაზე წასვლა შეიძლება ,აუცილებელი და გარდაუვალია თუ პატივისცემაა ადამიანებს შორის და თუ სიყვარულია , მაგრამ რაღაცები უბრალოდ შეუძლებელია შეცვალო და არც უნდა მოითხოვო შეცვლა. _გიორგი და ნუცა ერთად რამდენ დათმობაზე უნდა წავიდნენ დემეტრე _ამდები წელია ელოდება როდის გაიზრდება... მათ თამაშს ვერ უყურე?ყველაფერი იციან ერთმანეთზე ,იმაზე მეტი ვიდრე შენ ორივეზე . ორივეს ერთნაირი რაღაცების კეთება უყვართ ,უბრალოდ ნუცას აჯანყების პერიოდი აქვს და საკუთარ თავსაც არ უსმენს _რა რთულია ყველაფერი არადა როგორი მარტივი ჩანს ... _ შენც მიძალიანდებოდი ,მეჩხუბებოდი და ძალიან ჰგავდი იმ დროს ნუცას. გიორგის ყოჩაღ ამდენი წელი რომ უძლებს. _სულ კიარ ჩხუბობდნენ... ნუცამ ბოლო 2 წელია დაიწყო _ალბათ მაგ დროს გაუჩნდა არაბავშვური გრძნობები და ასე იცავს თავს _ვითომ ? მაგაზა აქამდე არ მიფიქრია... გიორგის თავს რა ხდება ვერ გაიგებ _გეუბნები რაც ხდება ,მეტი რა ვქნა? გეჭორავები ამდენი ხანია ...მოდი ჩემთან, ჩაგეხუტები _ხომ არ გავიდე და ვნახო, მასთან დავიძინო _გიორგი შევა _შუაღამეს? _შენ გძინავს ღრმად და მშვიდად თორემ მე ბევრს ვხედავ და ბევრი ვიცი. _რა უნდა ღამით ნუცას ოთახში ... _ნუ დაგემართა ნათია...რა უნდა და დანახვა. მთელი დღე ჩხუბობენ , მონატრებული ექნება მისი მშვიდი სახის ნახვა. _არ მჯერა რომ გიორგი ამდენად რომანტიული შეიძლება იყოს _სულ ლოგინის თავთან კი არ ჩამოუჯდება,მაგრამ დახედავს შენ არ იდარდო _მინდა ვნახო ეგ მომენტი ... _ნუ გამაგიჟებ ნინი და ნუ მანანებინებ ლაპრაკი რომ დავიწყე _მიყვარს ყველაფერი რასაც მხოლოდ ჩემთან და ჩემთვის აკეთებ _და ისე არ გიყვარვარ ? _დასაფიქრებელი ამბავია ... მე ნიკოს და თათას ერთ ოთახში ყოფნაც მინდა ცალი თვალით დავინახო _შენ შემთხვევით პორნოს ყურების მუღამზე ხომ არ ხარ ... _იცი ერთი ორი კარგი ვიდეო? _ყველამ ვიცით ერთი ორი _მე რომ არ ვიცი? მე მაქსიმუმ რამე ესთეტიურ ეროტიკას ვუყურო _პატარა ხარ ჯერ ... გაიზრდები დიდი გოგო და გაჩვენებ მერე განცდასთან ერთად ისინიი სულ ტყუილებს იგონებენ _ იცინოდა თან და თან ეფერებოდა _ რომ წითლდები ვჭედავ _ ლოყები დაუკოცნა _ნუ დამცინი _უსაყვარლესი ხარ ,პატარავ _გაგებუტე _ გაბუსხულმა უთხრა და მოშორების ნაცვლად ჩაეხუტა _ ვიძინებ,არ გელაპარაკები _კარგი _რა კარგი დემეტრე?გინდა გაბრაზებულა დავიძინო? _გაბუტულმა _ ლოყაზე კოცნიდა უკვე ,შემდეგ ტუჩებს უკოცნიდა _მორჩა,დავიძინოთ და მადლობა ვუთხრათ ღმერთს ზედმეტად რომ არ გავაწამეთ ერთმანეთი უერთმანეთობით . ................... თათა რატომ იქცეოდა ასე . რატომ დაიჭირა ნუცას გადმოგდებული ანკესი და გაება მახეში თავადაც არ იცოდა. იქნებ ხვდებოდა,მაგრამ არ აღიარებდა და უბრალოდ გართობის საშუალებად მიიჩნევდა ნიკუშასთვის ახალ გამოწვევას. _მთვრალი ვარ _მეც დავლიე ... _ორი ჭიქა და აშკარაა მეტი შეგიძლია _ითვლიდი? _ახლოს იყავი ... _ კარი მიხურა,მაგრამ ბოლომდე არა. თათას გაეღიმა . და თვითონ მიაწვა ჩასაკეტად . გიჟდებოდა ამ პატარა დეტალებითაც რომ ზრუნავდა მის სიმშვიდეზე . ის ღამით მიხვდა,რომ ენდობოდა,რომ გატაცების დროს განცდილი წამიერი შიში უკვალოდ იყო გამქრალი . ბიჭი მეგობრები არ ჰყავდა, ვაკოს გარდა არავის ენდობოდა და რეალურად არ არსებობდა კაცი, რომელიც მასზე და მის კომფორტზე,ბედნიერებაზე თუ სიმშვიდეზე იფიქრებდა. _ხელის გათავისიფლებას მართლა არ აპირებ? რატომ იქმნი დისკომფორტს _გინდა რომ წავიდე და პირდაპირ ვერ მეუბნები? _არაფერი მინდა იმაზე მეტად რომ ჩემ გვერდით ძილი გინდოდეს და გეკომფორტულებოდეს ,მაგრამ _კაცს ცოლად გინდოდი და რომ დამავლე ხელი ვაკოს და რომ არ აღმოვჩენილიყავი მერე რას აპირებდი. აი დავუშვათ ჩვეულებრივი ოჯახის ჩვეულებრივი შვილი ვარ, რომელიც გატაცებული გოგოს უკან წაყვანას არც განიხილავდა . მერე რას შვებოდი ... მე რომ არ შემყვარებოდი და წასასვლელიც არსად მქონოდა . საერთოდაც ასე ცალკე მაცხოვრებდი ზღაპრული გმირივით? არ მჯერა მე სურვილებზე გამარჯვებული კაცების არსებობის _შენ ისევ გგონია მე დაგინახე , ყველაზე ლამაზი იყავი სანაპიროზე მყოფ გოგონებს შორის და პირდაპირ წამოგიყვანე? აფსურდია. მხოლოდ ს.ქსი რომ მდომოდა შებმას დაგიწყებდი... მაპატიე ,მაგრამ ეგ ყველაზე მარტივი რამეა და უფრო იოლად გამომივიდოდა _ხო აი ის არაა აფსურდული ,რომ დამინახე და შეგიყვარდი _რომ დაგინახე ბავშვს ეთამაშებოდი,მასთან ერთად იცინოდი და საერთოდ არ გავდი მიწიერ არსებას _მგონი ყველაფრის მიზეზი მზის დაკვრა... უთუოდ ცუდად იმოქმედა და მოჩვენება გქონდა. ისეთი ხმით ვიცინი დედა სულ მეჩხუბება _სიმართლეს გეუბნები და არ მიჯერებ... რა გავაკეთო ,როგორ აგიხსნა როცა სხვა ახსნა და პასუხი მეც არ მაქვს. ვიგრძენი ყველაფერი და არა მხოლოდ ლტოლვა ... საერთოდაც ,თუ გგონია რომ ასე ქალის უნახავივით გავჭედე აქ რას გამომყევი . თუ გგონია ხმა გავა ოთახიდან და გადაგარჩენენ _იქნებ შენი სიმპათიურობისა და ქარიზმის გავლენის ქვეშ ვარ, მიზიდულობა მამოძრავებს და საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი შენთან რამდენიმე ღამის გატარების ... ამაზე რატომ არ ფიქრობ? თვითონ არ იცი როგორი მომხიბვლი და მიმზიდველიც ხარ? _ჩემი თვითშეფასება მაძლევს იმის საშუალებას ,რომ სიყვარულზე მქონდეს პრეტენზია და არა ლტოლვაზე. სული და გული მაინტერესებს ამ ეტაპზე, სხეული ბონუსად მოდის კომოლექტში _აჰ,ანუ პიროვნულად უფრო მაღლა დგახარ ვიდრე შენი აპოლონისებრი სხეულით და ცისფერი თვალების ელვარებით _ხელს გატკენს ეს ... _იწრიალა და ბოლოს მაინც დაიწყო მაჯაზე შემოხვეილი ნაჭერის გახსნა _ტუალეტში გინდა და გრცხვენია ჩემთან ერთად? _ მისკენ მისწია თავი და დაწვრილებული თვალებით დააკვირდა _გინდა გამომყვე და მიყურო ? _უცნაური ფეტიშები არ მაქვს ... შენი სიშიშვლის ცქერაც არ მაწყობს და არ მესურვილება _ხელი გაითავისუფლა და კარისკენ დაიძრა _რას ელოდი რომ ასრულებდი პირობას ... რა გინდოდა რომ გამეკეთებინა _ საწოლზე დაჯდა ,ხელებით დაეყრდნო და ქვემოდან უყურებდა _ მართლა ეგ გინდა? ს.ქსი გვქონდეს, გაერთო და მორჩა? _ეგ გამორიცხულია...შენ ჩემ ძმას იცნობ და ვაკო ვიბლიანის დასთან ერთღამიანი ურთიერთობა ვერ გექნება _ვინც ვაკოს არ იცნობს იმათთან გაქვს მხოლოდ ? ან მართლა გგონია,რომ ეგ მაკავებს და არა შენი უსურვილობა ? რატომ გინდა დამაჯერო რომ ეგაა შენი სურვილი _რა მოხდა არ შეიძლება თავისუფალი ურთიერთობების მოყვარული ვიყო ?გადაგიყვარდი? _არ შეიძლება...ასეთი ზედაპირული არ ხარ ,ვერ იქნები შენ აქაურობა მოგწონს,ტყეში ხეტიალი, თევზაობა და სოკოს კრეფა გახალისებს. დიდი ბავშვივით ხარ და არ შეუძლია შენნაირ ხალხს მსგავსი ამბები ზეაღმატებული ემოციებისა და გრძნობების გარეშე _პიჟამოს გარეშე ვერ დავიძინებ ... გამოვიცვლი და მოვალ თუ კარს ჩაკეტილს არ დამახვედრებ _არ შეუხედავს ისე უთხრა. ოთახიდან გავიდა და მალევე დაბრუნდა. ბორდოსფერი ატლასის ღილებიანი პიჟამოს ზედა და გრძელი შარვალი ეცვა . ნიკო ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა ,ნახევარი ტანით მობრუნდა და მზერა მოავლო სხეულზე _რომელ მხარეს წვები _სულერთია _მცივა და ეს თხელია... ადიელა არ გაქვს?ან მეორე საბანი _მაქვს,მაგრამ გვერდით თუ მოგიწვები დაგცხება _შენთან ჩახუტებას არ ვაპირებ _მე ვაპირებ _უკაცრავად? _არ ვაპირებ საწოლიდან გადავვარდე...თუ გინდა ჩემ გვერდით დაიძინო უნდა იცოდე ,რომ დისტანციას არ დავიცავ _კარადიდან ფუმფულა პლედი გადმოიღო და საწოლზე გაშალა _შუქს აქრობ თუ ანთებულს ტოვებ _როგორც გინდა _სანათი დავტოვოთ ,უკუნითში ყოფნა არ შემიძლია _რატომ გეშინია _ დაელოდა როდის დაწვებოდა, შუქი ჩააქრო და სანათი მინიმალურ განათებაზე დატოვა. _არ მითქვამს რომ _შიში არ ტეხავს ... მითხარი _ გვერდით მიუწვა და მისკენ გადაბრუნდა _არ ვიცი,ბავშვობიდან მეშინია _იცი და უბრალოდ არ მეუბნები _ყაჩაღები შემოვარდნენ მე რომ პატარა ვიყავი და ძიძამ საკუჭნაოში ჩამკეტა . ვერაფერს ვხედავდი,ერთი წერტილიც არ იყო სინათლის . მხოლოდ ხმები მესმოდა და სუნთქვა მიჭირდა იქამდე სანამ ვაკო არ მოვიდა და გამიყვანა. _ახლა რომ დიდი გოგო ხარ და შენ ვერაფერს დაგიშავებენ? _მომიტაცე ... ვაკოც ვერ მიშველიდა შენ რომ არაკაცი იყო . დაცული არავინაა ამ სამყაროში _შენ ვერასდროს ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. სულ იქნება სინათლე შენ ცხოვრებაში _თმაზე მოეფერა, სულ ოდნავ შეახო თითები _ვაკოს და რომ ვარ ამის გამო უფრო მეტ საფრთხეში ვარ რეალურად . იმიტომ არ ვარ მის გვერდით არცერთ ღონისძიებაზე, ვახშამზე და საერთოდ აქ რომ ჩამოვდივარ ის თითქმის არასდროსაა ჩემთან. ზოგჯერ ისე ძალიან მინდა უბრალო ბიჭი იყოს,ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდეს და ერთი თვის ხელფასით ვცხოვრობდეთ თან რთულია იმ სიკეთეების დათმობა რაც ჩემი ოჯახის სიმდიდრეს მოაქვს _იმიტომ მოგწონს აქ ასე ძალიან? _ვაკოს ალბათ ცხოვრებაში არ უცხოვრია ასე ჩვეულებრივი არაჩვეულებრივობით . დრო ბავშვობაშიც არ ჰქონდა ,სოფლის ბირჟაზე დგომისთვის კი არა ჩემ კონცერტებზე ვერ მოდიოდა სულ რაღაცას სწავლობდა ,მუშაობდა ,შეხვედრაზე დადიოდა ,დაფრინავდა. დასვენებლადაც ისეთ ადგილებში დადის ახლა რომ ვფიქრობ სიმშვიდეში არასდროს ყოფილა. სიამოვნებით ვაიძულებდი ერთი კვირით აქ ცხოვრებას ან სადმე მსგავს ადგილას. იქ დავსვამდი მდინარესთან ანკესით ხელში და ვკითხავდი სინამდვილეში რა გააბედნიერებს. _დედისერთა ვარ და კარგად ვერ ვიგებ და_ძმურ ურთიერთობებს ... ლუკასთაან და გიორგისთან ვმეგობრობდი ,უბნელები ვიყავით სანამ მე გადავიდოდი. ანა,ნინი და ნუცა ისე მიყვარს ალბათ როგორც დები უყვართ ,ზუსტად ვიცი ვაკოს თუ ეტყვო რომ მის გვერდით გინდა ყოფნა შენთვის აგებულ ამ დამცავ ფარს გააქრობს და ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. მე მგონია რომ იცის შენ არ მოგწონს მისი პარტნიორები,ის ხალხი ვის გარემოცვაშია და არ გაიძულებს თამაშს. _აქ იმიტომ არ ვარ რომ ახლაც საფრთხეში ვარ? შენ ვიღაც სხვას დაასწარი მგონი და მშვიდად დამტოვა თქვენთან ... ვიცნობ კარგად და ვიცი ერთ თვეს კი არა ერთ წუთს არ მოგცემდა ჩემთან ცდისთვის. დარწმუნებულია,რომ მე არავის შეყვარებას და ოჯახზე ფიქრს არ ვაპირებ თან ისე გიცნობს როგორც მხიარულ,თითქმის არასერიოზულ ბიჭს და არც დაუშვია, რომ ოდესმე მომეწონები. იმდენად ჩუმი,მშვიდი და გაწონასწორებული ვარ ... იმდენი გეგმა მაქვს და ბიჭები არასდროს ყოფილან მათ შორის. წარმოდგენა არ მაქ ასეთი ვინ ემტერება , დარწმუნებული ვარ ჩქარობს რომ დროულად დაასრულოს და აქედან წამიყვანოს _სწორად ფიქრობს ? შანსი არ მაქვს ? _ვაკო ძირითადად სულ სწორად ფიქრობს _ შეუძლებელია გამონაკლისი არ არსებობდეს და თან ვაკო მე კარგად არ მიცნობს და შენ აქ ყოფნის დროს კი ვფიქრობ ბევრი დაინახე _იმის გაგება რომ ცუდი ადამიანი არ ხარ საკმარისი არ არის ურთიერთობისთვის ,მითუმეტეს ქორწინებისთვის _რომ წამოგიყვანე სიმართლე გითხრა ერთი დღითაც არ ვაპირებდი შენს აქ დატოვებას , მხოლოდ ნაზიკო უნდა გაგეცნო და უკან დაგაბრუნებდი . მერე რა თქმა უნდა შენთვის თავის შეყვარებას ვეცდებოდი და ურთიერთობას დალაგებულად გავაგრძელებდით . მე _ანუ ვაკომ გაიძულა _არა , არა ეგ არ მიგულისხმია...იმას ვამბობ ,რომ კლასიკური მოტაცება მაშინვე ქორწინება და საერთოდ შენზე ძალადობა არც გამიფიქრებია. _უბრალოდ გიჟური დასაწყისი გინდოდა და არა "ციდან ჩამოვარდი ანგელოსო?" _ზუსტად ... ბანალურ დასაწყისზე ვერ მოვუყვებოდი ჩვენ ბავშვებს. ახლა ხომ ხედავ როგორი ისტორია გამოგვივიდა _აჰ უკვე გამოგვივიდა? _ვსაუბრობთ, ჩემ გვერდით ხარ ,არ გეშინია და მგონია რომ მენდობი კიდეც. მეტი რა უნდა მოგვესწრო 1 კვირაში _ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული,უყურებდა და ხმა სულ უფრო მეტად უთბებოდა. თათას სიმშვიდის გარსი ფარავდა _ასე როგორ მიყურებ , ერთ კვირაში ისეთი მზერა როგორ გაქვს თითქოს მთელი ცხოვრებაა გიყვარვარ _თვალები არ ტყუიან _როგორ არ ტყუიან, ფილმებში მსახიობებს ვერ უყურებ? ადამიანს ყველაფრის გაყალბება შეუძლია _და გგონია მეც ვთამაშობ? _არ მგონია თორემ აქ არ ვიქნებოდი და არც ინტერესი მექნებოდა _მხოლოდ ინტერესი რომ გაქვს თან მწყინს თან მიხარია... სულ არაფერს სჯობს _თმები სულ ასეთი გაქვს ? _ თითები შეახო ოდნავ მოზრდილ წაბლისფერ თმას _მზემ შეუცვალა ფერი... გადავიპარსავ უფრო რომ დაცხება და მერე მუქი გაიზრდება,მაგრამ შავი არ მაქვს და არც შენნაირი ქერა ვარ . ისე ვაკოს არ გავხარ _მე დედას ვგავარ ... ვაკო მამას . თეთრი და შავი არიან _მამაშენი არ არის საქართველოში ხომ? _არა ნუ გეშინია _გაეცინა ნიკას შეცვლილ პოზაზე და მზერაზე _არც ეცოდინება რა ხდება . ვაკო თითქმის არაფერს უყვება და მითუმეტეს იმას არ ეტყოდა რაც ჩვენ თავს ხდება _თორემ ჩემი სული უკვე უფალს ეყოლებოდა მიბარებული? _ვაკო არ დაუშვებს მაგას _რატომ . შევებრალები? _შენ არა, მე შევებრალები დანაშაულის შეგრძნებით რომ არ დამამძიმოს. მძულს როცა ჩემ გამო ვინმე ზიანდება ... _ყოფილა მსგავსი შემთხვევა? _წლების წინ მოვწონდი ერთ ბიჭს ... ბავშვი იყო რა იცოდა რომ ყვავილების გამოგზავნის გამო ვიღაც ცემდა . _შენ ამიტომ არ გიცდია ურთიერთობა ვინმესთან და თავს იჭერდი ყველასგან? _შეიძლება ამიტომაც, მაგრამ ისედაც არავინ მომწონდა და მაღიზიანებდა კიდეც ჩემ თანატოლებს სხვა დარდი რომ არ ჰქონდათ იმის გარდა ვის მოეწონებოდა ვის არა... მოყოლილი ამბებიც თავს მატკიებდა. _ბევრი არაფერი დაგიკარგავს ... _შენ ფრიად მოხარული ხარ ,გატყობ_გაიცინა და მერე წარბები მაღლა აზიდა_მაგრამ სულ ტყუილად გიხარია _რამდენიმე წუთის წინ ლამის საწოლში შემითრიე ... ერთი ღამე გავერთოთო და _დაგეჯერებინა იქნებ და რა ხდებოდა _პატარა ბავშვი არ ვარ ... ვიცნობ კარგად ქალებს და ვიცი ვინ რა კატეგორიის ურთიერთობების მოყვარულია _ანუ მე რომ მყოლოდა აქამდე ვინმე შენ გადაგწონდებოდი _არა , ეგრე არაა უბრალოდ ვიცი ,რომ შენ სხვა ხარ და ჩემ ქმედებებს ცვლის ეგ მხოლოდ . მარტივი იქნებოდა უფრო რომ არ ვიცოდე შენზე როგორ იმოქმედებს მე რომ დავიწყო შენ ვნებებზე თამაში _აჰ ანუ მიფრთხილდებით მე და ჩემ შინაგან ქალღმერთს _აუცილებლად ... კონცერტები მქონდაო რომ თქვი რა იგულისხმე _პიანისტი ვარ _ გაეღიმა მის შეცვლიმ თემაზეც და დაჭერილ სიტყვაზეც _ბავშვები ვერ იტანენ მუსიკაზე სიარულს და შენ გიყვარდა? _შენ ხომ უკრავ გიტარაზე , გაძალებდნენ? _არა , ბავშვობაში მომწონდა და სმენა მაქვს მარტივი იყო სწავლაც. მასწავლებელთან სიარულს და რაღაცების დაზეპირებას ვერ ვიტანდი. უბრალოდ ვისწავლე და მერე ჩემით გავაგრძელე, ხალხურ სიმღერაზე დავყავდი დედაჩემს და ფანდურზეც ვუკრავდი . მუსიკალური ოჯახი გვექნება _აი გიტარაზე ღიღინის ნაცვლად ხალხური სიმღერა რომ გემღერა ნამდვილად შიშველი ვიქნებოდი ახლა შენ გვერდით და ჯვარდაწერილიც _კაიი ნუ დასცინი ხალხურ სიმღერას. ქუჩის ბიჭი კი არ ვარ რომ არ შემეფერებოდეს. ისეთი მოხდენილი ვიყავი გუნდში ჩოხით ... _შეყვარებული ვარ ქართულ ხალხურ მუსიკაზე ... ვიძიებდი კიდეც არაპოპულარულ სიმღერებს. ემოციებით ვივსები მოსმენის დროს თან ყველა კუთხის სიმღერა რომ განსხვავდება . სვანურზე ვტიროდი და სვანური რომ არ ვიცი საოცარ დანაკლისს განვიცდი _შენ როგორ უნდა გაგიშვა ჩემი ცხოვრებიდან ეგ რომ მითხრას ვინმემ _მთვრალი ხარ ... დავიძინით სჯობს _მთვრალი ვარ და შენ გვერდით მომიწექი ... _ ხელი მოხვია და ახლოს მიიზიდა _მელაპარაკები და უფრო მეტად მიძვრები სულში ,გულში და გონებაში _ თითები ლოყაზე შეახო ,შემდეგ თმაში შეუცურა და სახე კიდევ უფრო ახლოს მისწია _ახლა რომ გაკოცო წახვალ? _ტუჩებზე გადაიტანა მზერა,ხმა კიდევ უფრო შეეცვალა _სცადე და გაიგებ _ მისი გულისცემის ხმა ესმოდა ნიკუშას, სხეულის თრთოლვას გრძნობდა ტუჩები ლოყაზე შეახო ჯერ ტუჩთან ახლოს მერე ყბაზე და ყელზე გადავიდა. თმაში თითებს დააცურებდა და ნაზად ეხებოდა ტუჩებით კანზე _ შენ ხომ იცი, რომ ჩემი ცხოვრებიდან რომ გაგიშვა შენიდან ვერ წამშლი _მხოლოდ ის ვიცი ,რომ კიდევ დიდხანს აქ ვიქნები ... კიდევ ის,რომ კოცნა ნამდვილად იცი და შენთან თამაშში დავიწვები _ჭკვიანი გოგო ხარ _ გაუღიმა ,შუბლზე აკოცა. ჩაიხუტა და მკლავები მხრებზე შემოხვია _ დავიძინოთ მთვრალმა ვერ გაიაზრა როგორ უთხრა სიმართლე პროფესიაზე თათამ,მხოლოდ ჰობად და წარსულ გატაცებად ჩათვალა მისი მუსიკოსობა ................ რამდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა. ქუჩაში გასვლის, მეზობლებთან კომუნიკაციის და თამაშების გარდა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ერთ საღამოს სოფლის სტადიონზე ფეხბურთის მატჩი გაიმართა. მეზობელი სოფლის ბიჭები ხვდებოდნენ ყოველ წელს ერთმანეთს და მაყურებლებიც უხვად იყვნენ. სტადიონი მათ სახლთან ახლოს იყო და ფეხით გავიდნენ დანიშნულების ადგილამდე. ნიკამ ფორმები რომ დაურიგა გუნდის წევრებს თავიანთი გვარებით დილიდანვე გაიგო. მათთან იყო გუნდის შეკრება და საღამოს აღნიშვნაც მახარაძეებთან იგეგმებოდა. სამზარეულოში იყვნენ ნაზიკოს დამხმარეებად და ცდილობდნენ რაღაცების გაკეთებას. ქალი ისეთი მონდომებით ასწავლიდა შეუძლებელი იყო არ მოგენდომებინა. მერე ისე აქებდა თითქოს დიდი აღმოჩენა გააკეთა ,რაღაც საოცრება შექმნა. საღამოს მატჩზე წასასვლელად მოემზადნენ და იქ გააცნეს იქამდე უცნობი ახალგაზრდებიც. 16_17 წლის ბავშვებთან ერთად მოთამაშე ბიჭები ისეთი ხალისიანები იყვნენ საერთოდ არ ეტყობოდათ ასაკში სხვაობა. გაბრიელი კარში იდგა და თუ გავითვალისწინებთ იმას ,რომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა იდეალურად ასრულებდა საქმეს. ნიკუშამ გამარჯვების გოლი რომ გაიტანა ბიჭები შემოეხვივნენ. თავი როგორც კი გაითავისუფლა მაშინვე თათასთან მივიდა _თქვენ გეძღვნებათ ეს გამარჯვება ქალბატონო ვიბლიანო _მეკარე აღმოჩნდა სუსტი ,მაგ ბურთს მეც კი ავიღებდი _კარგი რაა სიბოროტეა ? ნიკუშა არ მოუსმინო შენ ამას განგებ ამბობს რომ გაგაბრაზოს ... 17 წლის ბავშვებს მოუგე ისეთი ყოჩაღი ხარ _ნუცა მოეხვია და ფოტოების გადაღება განაგრძო _ ის ბიჭი ვინ არის? ტატუებით _მელაძეა ზუსტად არ ვიცი სად ცხოვრობს ... თავის ტკივილს ნუ გაიჩენ ,გთხოვ _ბიჭმა გოლი მომიძღვნა არ უნდა ვიცოდე ვინ არის? მოვა ხომ ჩვენთან _მოვა ... წავიდეთ სახლში ჩვენ _წამოვალ მეც მალე _ ნუცა შეჩერდა იცოდა ბიჭი მივიდოდა და არც შემცდარა. მალევე მიუახლოვდა და გაეცნო _გამარჯობა... ნუცა ხომ? მე ნოე _სასიამოვნოა ნოე ... კარგად თამაშობ ,გუნდში არ გაგიმართლა _ფეხბურთელი ვარ . თქვენი მეკარე გახდა აუღებელი _გაიცინა და არეულ თავზე გადაისვა ხელი _ ნიკუშასთან ხარ ხო? სახლში _კი ,ნიკუშას მეგობარი ვარ _ანუ გნახავ მასთან _ანუ მნახავ _კარგი... მელოდებიან უნდა გავიქცე _ მანქანაში მსხდომ ბიჭებზე ანიშნა და უკან გადადგა ნაბიჯები_დროებით _დროებით ნოე ნამდვილად სიმპათიური ბიჭი იყო. უცხო გარეგნობა ჰქონდა და განსაკუთრებით ლამაზი თვალები. ნუცას ახალი ადამიანი სჭირდებოდა ცხოვრებაში და თან გიორგის დანაპირები უნდოდა გადაემოწმებინა. ბოლო დღეების განმავლობაში ნამდვილად შეუმჩნევლად რჩებოდა და აინტერესებდა ბიჭის გამოჩენის შემდეგაც ასე გააგრძელებდა თუ გამოავლენდა თავს. _შენ ხარ დასვენებული ,სანამ ჩვენ მოვწესრიგდებით იქამდე დაიწყე მწვადები რა _ახვლედიანი ვინაიდან მაყურებლებს შორის იდგა მას შეაჩეჩეს ბოლოს მაყალთაბ დგომა _კვამლის სუნი ამივა ამ ღამით _ ნინის უთხრა და ეზოში შემოსულებს გადაავლო მზერა _ მთელ სოფელს კრიბავს ყოველ წელს? _კი , თან ხვალ ბაბუას დაბადების დღეა და ასე ულოცავს _ნაზიკოს ქმრის? _თათამ გაიგო და მობილურს მოაშორა მზერა _ხო , ფეხბურთელი იყო ნუ რამდენიმე წელი თამაშობდა სანამ ტრავმას მიიღებდა . ძალიან უყვარდა ფეხბურთი და ნიკუშასაც შეაყვარა ბავშვობიდან. ნიკოლოზისგან ფეხბურთელი არ გამოვიდა ,მაგრამ მის დაბადების დღეზე სიმბოლურად ატარებს თამაშს . ხვალ სასაფლაოზეც გავალთ ... ნაზიკოსაც საქმეს უჩენს ნაკლები რომ იდარდოს . ხომ იცი როგორ უყვარს სტუმრებთან ფუსფუსი . აქაურობასაც აცოცხლებს _ნინი უყვებოდა და თან ნაზიკოსთან ჩახუტებულ ნიკოლოზს უყურებდა _მშობლები პატარები იყვნენ რომ დაქორწინდნენ,სწავლობდნენ ,მუშაობდნენ და ბებია_ბაბუასთან გაზრდილია . განსაკუთრებული სიყვარული აქვს ... საერთოდ ნიკუშამ სულ სხვანაირად იცის სიყვარულის გამოხატვა. ხმამაღლა არ იტყვის იმდენს რამდენსაც გააკეთებს და იფიქრებს. მთელი ღამე ისმოდა ხმაური მახარაძეების ეზოდან. მღეროდნენ და ცეკვავდნენ ახალგაზრდები. ნიკუშა იჯდა სუფრის თავში და თამადის როლსაც თავად ირგებდა. საოცრად მხიარული იყო, თავისზე უმცროს და უფროს ადამიანებს ერთდროულად მარტივად უგებდა. _არ ვიცეკვოთ ერთი მე და შენ ? _ცეკვაც შეგიძლია ? _თუ შანსს მომცემთ _ხელი გაუწოდა და დაელოდა. თათას უარი არ უთქვამს. ხელი ჩაკიდა და მის მკლავებში მოქცეულმა განაგრძო ცეკვა. _ორი კვირა გავიდა ,იცი? _ვიცი _და ? _კიდევ ორი დარჩა _ექსკურსიების დრო მოვიდა _სოფელმა ამოწურა შესაძლებლობები? _არა ,მაგრამ წასვლამდე იმერეთი უნდა გაგაცნო ... _ძალიან გიყვარს აქაურობა, როგორ გამომყვები მსოფლიოს გარშემო _გარშემო თუ გერმანიაში ... _ხომ მომიწევს წასვლა კონფერენციებზე ... მარტო მიშვებ?_გადააკეთა მაშინვე _ორი კვირით შეიძლება შეგელიო _არ მოგენატრები ? ასე მარტივად გამიშვებ და ჩემ კარიერას შეწირავ შენ კომფორტს? _არ გჯერა _კაცები ასე არ იქცევიან... ვერც სიყვარული უძლებს მაგ გამოწვევას სხვა დანარჩენთან ერთად და ბოლოს უბრალოდ დაიღლები _მხოლოდ ეგ გაფიქრებს?სხვა დაბრკოლება არ გვაქვს?მაგალითად ის რომ არ მოგწონვარ _ნიკუშა _კარგი , ახლა არ გვინდა... _ლოყაზე აკოცა და მერე თმაზე მოეფერა ისევ _დრო გვიჩვენებს ყველაფერს ... ახლა ვიცეკვოთ ,ვიბლიანო _ დაატრიალა და გაღიმებულმა მიიზიდა თავისკენ . დემეტრე აალებული მზერით უყურებდა ნინის ირგვლივ ბიჭების მიმოსვლას. უმრავლესობას არ იცნობდა, წულუკიძე კი იქ გატარებული ზაფხულის დღეების დამსახურებით სოფლის ყველა ახალგაზრდასთვის ნაცნობი იყო. რამდენჯერმე ცეკვაც დააცადა,თვითონ ადგილიდან არ ირყეოდა და ნინის გართობას ვერ აუკრძალავდა,მაგრამ ცეცხლი ეკიდა იმის დანახვისას როგორ ეხებოდა ვიღაც სანამ გიორგი არ მივიდა . ლუკას გადააბარა და თვითონ ახვლედიანს მიუჯდა გვერდით _თავს მატკიებენ _ ჭიქა გაავსო და დაცალა _ღმერთო გაძლება მომეცი _ის ბიჭი ვინ არის,ნუცასთან _მე რა ვიცი ... აქაური ნიკუშაა_ არ გაუხედავს იქეთ თითქოს არ იცოდა და არც აინტერესებდა მთელი საღამოს განმავლობაში გვერდით რომ ჰყავდა ბიჭი . ლაპარაკობდნენ,იცინოდნენ და ერთობოდნენ _ბავშვია _ბავშვები არიან ორივე... მაგათ ასაკში სულ სხვა ცხოვრება მქონდა _ასი წლის კაცივით რატომ ჩამომიჯექი? _ხვალ დილას თბილისში ვბრუნდები... რამდენმიმე დღე დავრჩები და მერე ისევ ჩამოვალ _გარბიხარ? 17 წლის ბავშვს გაურბიხარ ბიჭო? _გეყოფა ! _ვის ატყუებ მე თუ საკუთარ თავს _პედოფილი ვიჩითები ბიჭო შენ აზრზე ხარ? _შეხებიხარ ოდესმე და შეგივიწროვებია გიორგი? _შენ შ.გ ხო არ გაქ რას მეკითხები შე ჩემა... _აბა რას ბოდავ ... თავისი შეყვარებულები არ კოცნიდნენ გგონია? _ნუ გამაგიჟებ ... დავპირდი არ შეგაწუხებ_მეთქი და ნუ მინთებ ცეცხლს _რომ არ უტყდები და არ ალაგებ ურთიერთობას და არც სხვასთან ყოფნის საშუალებას აძლევ იმიტომ გიჟდება _ვინ სხვასთან ყველანი გასართობს ეძებდნენ მაგათ ნძრ.ველა დედებს შევ.ცი და რა მექნა დავლოდებოდი როდის აწყენინებდნენ? რამდენჯერ დაველოდე იმდენჯერ ერთმანეთზე უარეს შარში გაეხვა. მოკლედ რა მე ხვალ მივდივარ ... ანა დარჩება _როდის ჩამოხვალ _ზუსტად არ ვიცი... რაღაც საქმეებიც მაქვს . დავალაგებ და ჩამოვალ. უცნაური იყო ნუცასთვის ყოველ წამს რომ ელოდა გიორგის გამოჩენას და არც უახლოვდებოდა. არც უყურებდა მათ წყვილს,მართალია ბიჭსაც განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ხელის გადახვევაც კი არ უცდია,მხოლოდ საუბრობდნენ საერთო ნაცნობები გამოუიჩნდათ ,ნუცას კლასელი მისი ყოფილი აღმოჩნდა და დაშორების შემდეგ დეპრესიულიც კი მოეჩვენა ფეხბურთელი ნოე. მეორე დღეს ჯერ ფოტოები ნახა სადაც გიორგი მის ერთ_ერთ გოგოსთან ერთად იყო და შემდეგ აღმოაჩინა,რომ თბილისში ბრძანდებოდა და ფოტოებიც შესაბამისად წარსულის გახსენება კი არ იყო სულ ახლახანს გადაღებული გახლდათ. _რა გეგმები გვაქვს დღეს მასპინძელო? _ჯერ სასაფლაოზე გავალთ ჩვენ ... ცხელა და მდინარეზე წავიდეთ მოგვიანებით. ტყით იყო გარშემორტყმული ადგილი სადაც ნაზის ქმარი იყო დაკრძალული. სულ სხვა ფერი ჰქონდა იქ მიმავალ ნიკო მახარაძეს. სიტყვით გამოუხატავი სევდა მიჰყვებოდა თან. _როგორი კაცი იყო დიდი ნიკოლოზი _დიდთან დიდი და პატარასთან პატარა... შეეძლო ბავშვებთან ერთად ისე ეთამაშა არასერიოზულ კაცს დამსგავსებოდა ,მაგრამ სოფლისთვის დიდ საქმეებს აკეთებდა. სკოლის დორექტორი იყო უკვე ბებია რომ შეირთო ცოლად... საოცრად მღეროდა ,უკრავდა და ცეკვავდა . ბებოსთან ერთად ცეკვა უყვარდა და კლასიკური ქართული მუსიკა. მიყვებოდა მწერლებზე,მხატვრებზე და კომპოზიტორებზე ამბებს . ისეთ ამბებს ინტერესს რომ უჩენდა ყველას და კითხვას გვაიძულებდა . საღამოს კითხვის საათი ჰქონდა და მთხოვდა გამაცანი ახალ მწერლებსო. ტურაშვილი შეუყვარდა გამორჩეულად. ბრაზიანიც იყო ,მათთან ვინც არაკაცურად იქცეოდა. უამრავი მეგობარი ჰყავდა და ჩვენთან სახლში ძებნილსაც მალავდა ერთხელ. ამათ არ უნდა დაიჭირონო მითხრა და თვითონ გადააპარა საზღვარზე,მაშინ მე 8 წლის ვიყავი. ისე შემოარტყა თავის ბიძაშვილს რომელიც ცოლს უყვიროდა ,ხმა ახლაც მესმის ... ბევრი ამბავი მაქვს გონებაში რომელმაც შექმნა იდეალური კაცის ხატება,კაცის რომელიც მინდა ვიყო _მე მგონია რომ უკვე ხარ ასეთი კაცი..._ერთ ხელში კალათი ეჭირა სხვადასხვა კერძებით სავსე მეორეზე კი თათას თითები შემოეხვია. ასე ბრუნდებოდნენ უკან,სახლში და მიჰყვებოდათ თან ნაზიკოს ღიმილიანი მზერა. ........... _გიორგის ფოტო ნახე ? _ვნახე და ნუცას ნაბიჯს ველოდები _არასდროს მაეჭვიანო ,იცოდე ზუსტად ისეთი რეაქცია მექნება მეც შენი სხვასთან ყოფნის დროს როგორიც შენ ჩემზე _შენც ცემ ?_ მკლავები შემოხვია წელზე და რამდენჯერმე აკოცა _ გინდა დავნიძლავდეთ რომ ნუცა ნოესთან ერთად ფოტოებს დადებს და გიორგი წამოეგება ანკესს? _არ მგონია ჩამოვიდეს ... _ხვალ დილით აქ იქნება _ამ გოგოებს თუ არ გაეშვება ისე არაფერი გამოვა... _ბერად ხომ არ გავგზავნოთ სანამ ნუცა შეყვარებულებს გამოიცვლის _მიკერძოებული ხარ ... შენც ასე აპირებ? უნდა მიღალატო? _შენ და მე გარკვეული გვაქვს გრძნობები და 17 წლის ბავშვი არ ხარ რომელსაც ვერ შეეხები . მოღალატე რომ არ ვარ ეგ არ იცი? _კაცები სხვაგვარად უყურებენ ღალატს _ღალატი ღალატია ... უნდობლობა და ეჭვის ქონაც ღალატია ზოგჯერ . დაიწყო ფოტოსესია _ წყლიდან ამოსულ ნუცას უყურებდა . ანის რომ მიაჩეჩა მობილური და პოზირება დაიწყო _ისეთ ფოტოებს იღებს კომენტარებში გამომხტარ ბავშვებსაც დაერევა გიორგი _ახლა მართლა მგონია რომ ყველაფერს განზრახ აკეთებდა _აქამდე როგორ ვერ ხვდებოდი მიკვირს ... და აი ჭიაყელასაც უახლოვდება _ მდინარეში მყოფ ბიჭთან დადგა,მოეხვია და კამერას უღიმოდა _გიორგი რომ ჩამოვა წავიდეთ ქუთაისში ... _ყველაფერი შეცვლილი იქნება ... წლებია არ ვყოფილვარ. რამდენიმე მეგობარი მყავს იქ ,თუ დრო დაგვრჩება ვესტუმროთ _შემომყვები წყალში? კარგად ვერ ვცურავ მე ... _შევიდეთ ,მაგრამ ჯერ ნუცას შევხედო რას შვება . მოსაკლავი არ გამიხადოს ეს ბავშვი _არაფერს გააკეთებს განსაკუთრებულს. ფოტოებს დადებს და გაჩერდება. ხანდახან მგონია კაცების ატანა არ აქვს რეალურად_თქო,მხოლოდ ნერვების მოშლისთვის უახლოვდება ყველას _შენ რომ არავისთან გიცდია დაახლოება როგორ ასწორებს ნეტავ ახსნა შემეძლოს _რა იცით ამ კაცებმა ეს ეგოისტობა... მე მიხარია ჩემამდე უამრავი რომ გყავდა ? _ადრე რომ გამეცანი არავინ მეყოლებოდა და რა გავაკეთო შენ თუ არავინ მოგინდა და ვერავინ მოგანდომა თავი ჩემამდე? რომ გყოლოდა მე მაინც შემიყვარდებოდი ,უბრალოდ ეგოისტური ბონუსია რომ ვიცი მხოლოდ ჩემი ხარ _წყალში იყვნენ უკვე ,ხელები რომ შემოხვია წელზე და თავისკენ მიიზიდა . ანა ნაპირზე,ხეების ჩრდილში იჯდა გაბრიელი რომ გამოჩნდა თავის სამეგობროსთან ერთად. ისეთ ადგილას იყო თუ არ მოძებნიდი თვალში არ მოგხვდებოდა. წყალშიც არავინ იყო იმ მხარეს . ჯერ გახურებული ფეხები ჩაყო ცივ მდინარეში და შემდეგ ნელ_ნელა შევიდა. იქედან ადევნებდა თვალს ახლადმოსულ ბიჭებს . გაბრიელის ყურება ერთი სიამოვნება იყო, ყინულივით წყალშიც რომ უვლიდა ცხელი ტალღები . ბოლოს იფიქრა შემამჩნევსო და საერთოდ შებრუნდა. ხეების ტოტების ქვეშ ჩრდილში ტივტივებდა ,თვალები დახუჭული ჰქონდა და არ დაუნახავს როგორ ჩამოვიდა გველი ზუსტად მის მხარეს . წამიერად გაახილა თვალები და უკვე წყალში მყოფი რომ შენიშნა წამიერად წამოიკივლა, პანიკაში მყოფმა სიღრმისკენაც გაცურა და ჩქარ დინებაში მოხვდა. ვერ გაიაზრა როგორ დაიწყო ჩაძირვა, ცურვა კარგად იცოდა ,მაგრამ გონებადაბინდული ვერ აღწევდა თავს სანამ გაბრიელის მკლავებში არ აღმოჩნდა. _მომეჭიდე ... უბრალოდ ფეხები შემომხვიე _ წელზე ხვევდა ხელს და მზერას არ აშორებდა _გველია ... გველია _ სხეულზე აეკრო,თავი მხარზე მიაყრდნო და აკანკალებულმა ამოიტირა _შხამიანი არ არის... საერთოდ აღარაა დამშვიდდი და მალე გავალთ _ წამები საუკუნედ მოეჩვენა. ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო და ახლოს მაინც გაბრიელი რჩებოდა. პირსახოცი რომ შემოახვია სხეულზე და სახეზე მიკრული სველი თმა გადაუწია _მიყურე და ისუნთქე... გაივლის. რასაც არ უნდა გრძნობდე დროებითია. საფრთხე არ გემუქრება _ყველა დაივიწყა სახეზე რომ მოეფერა, გაყინულ ხელებზე აკოცა და მერე ატირებული ხელში აიყვანა_ წაგიყვან ... ხალხმრავლობა უარესად მოქმედებს. არ გინდა ლაპარაკი,მესმის _ ანას არ ესმოდა სამაგიეროდ არაფერი და ვერ ამბობდა ვერაფერს. ისიც ვერ გაიაზრა როგორ შეიყვანა თავის ეზოში ბიჭმა, იქვე ახლოს იყო მისი სახლი და მხოლოდ გზის ავლა დასჭირდა უკანა ჭიშკრიდან შევიდა და მალე საძინებელშიც შეიყვანა . საწოლზე დააწვინა და ზემოდან დააცქერდა _როგორ ხარ ... რამე მითხარი _მეგონა მიკბენდა _იმერეთში რა უნდა შხამიან გველს ანა? ჩვენ დალოცვილ მიწაზე ვართ აქ შხამიანი და მომაკვდინებელი არაფერია _კარგად ვცურავ მე...ვიხრჩობოდი _ყოჩაღი გოგო ხარ,უმკლავდებოდი მდინარეს უბრალოდ პანიკური შეტევა დაგეწყო _როგორ ხარ ... თვალი ვერ მოგკარით შე ჩემა რა სისწრაფით მოქმედებდი? _სახლი გაივსო. წინ ლუკა იყო. გაბრიელს სისხლი აუდუღდა საწოლთან რომ ჩაიმუხლა და ანას თავზე აკოცა _ ჩემო პატარა , კარგად ხარ ? რა დაგემართა ასე უცებ ... იქეთ რომ ღრმა წყალია არ იცოდი? _იცოდა,უბრალოდ გველი დაინახა და შეეშინდა _ როგორ მოაშორა ლუკას ხელი და თვითონ ჩაკიდა არც გაუაზრებია სამაგიეროდ სხვა ყველამ შენიშნა . ანას კი უარესად აერია გონება _ჩემი ტანსაცმელი და ნივთები _წამოვიღეთ არ ინერვიულო... ხომ ნამდვილად კარგად ხარ. საავადმყოფოში ხომ არ წავიდეთ _ ნინი საწოლის მეორე მხარეს დაჯდა და სიტუაცია განმუხტა _კარგად ვარ უკვე ... მხოლოდ გული მაქვს აჩქარებული. ძალიან შემეშინდა _გული აჩქარებული გექნება თავისთავად _ ლუკამ ჩაილაპარაკა და ისევ დააჩერდა გაბრიელის ხელს _პირსახოცს მოგცემ კიდევ... გაიმშრალე და ისე ჩაიცვი _ ხელს სანამ გაუშვებდა იქამდე მოეფერა მტევანზე და მერე წამოდგა. კარადიდან გამოიღო ახალი პირსახოცი და საწოლზე დადო _ გავალთ ჩვენ _ ლუკა გაუშვა თორემ ბიჭები გარეთ იდგნენ ისედაც _უკაცრავად ჩემი ძმა შენ ვინმეში ხო არ გეშლები ? _ლუკა , იქნებ შენ გეშლები _მეე?მე ამ გოგოსთან ერთად ვარ გაზრდილი და შენი ზედმეტი შეხება უფრო არანორმალურია ვიდრე ჩემი ყველაფერი საერთოდ...მადლობა თქვი გიორგი არ იყო თორემ გაგილამაზებდა ამ ძვრიფას სახეს _ლუკა ნუ ძაბავ ... მთავარი ანაა და რადგან ანა კარგადაა ყველაფერი დანარჩენი მოგვიანებით გაირკვევა_ ნიკომ როგორც ყოველთვის ორივე მხარე დაამშვიდა _რა მოხდა მაინც _გველი იყო , დავინახე და მივედი მალევე. უკვე ღრმა წყალში იყო,კი ცურავდა ,მაგრამ ვერ ახერხებდა აქეთ გამოსვლას... პანიკაში იყო . გამოვიყვანე და მერე რომ მოვარდა ყველა ვერ ფხიზლდებოდა _დაავლო ხელი და წამოიყვანა ... უფრო შორსაც ხომ არ გავატანოთ ,კითხე ერთი ძმურად _ლუკა გეყოფა .... _შენ უნდა დაგეკითხო ისე? რომ ვიცოდე მაინც _ბიჭოო შენ ხოარ უბერავ შემთხვევით?აზრზე მოდი საერთოდ... ანა არის ჩემი და ,შენ ვინ ხარ რა უფლებით _და ვიცი მხოლოდ ბიოლოგიური _მოვკლავ ამას ახვლედიანი ,არ ვიცი მე თქვენი ძმაკაცობა . ნუცას გამო ხომ კინაღამ გიორგიმ დაბრიდა ესენი და ახლა ანაზე რომ გაიგოს ვერ შეარიგებს ნიკოლოზას ფრთიან ანგელოზობაც _რა უნდა გაიგოს ისეთი რა ხდება და რა ჩავიდინე . მე არ ვიცი ,ჯერ არაფერი გამიკეთებია საერთოდ და შენ რას მოუყვები ერთი მითხარი _აწი აპირებ რო რამე? _ლუკა ნუ ძაბავ _მითხრას რა გეგმა აქვს რა უნდა საერთოდ და მერე არ დავძაბავ. უპატრონო კი არ არის ეს გოგო... შენ რა იყო შეგიყვარდა და ყველას ყველაფერს უტარებ უკვე შე ჩემა? _ლუკა თავს ნუ მაცემინებ ! სხვა დროს ვილაპარაკოთ როცა გოგოები არ იქნებიან და არ დაიგრუზებიან ტყუილად _კარგად ვარ ... მართლა _ კარი რომ გაიღო და გამოვიდა ყველა გაჩუმდა_მადლობა გაბრიელ _მანქანით გაგიყვანთ ... თქვენ დამელოდეთ , სანდრო გიმასპინძლებთ _გაბრიელ ... _დავბრუნდები და ვისაუბროთ დემეტრე _მიდი გაყევით _ ახვლედიანმა თავზე აკოცა ნინის და მზერით ანიშნა ნუ ინერვიულებო. _რატომ დარჩნენ ისინი...რა ხდება _არაფერი ანიკო ... ავღნიშნავთ შენ გადარჩენას _უჩვენოდ? _თქვენთან ერთად სხვა დროს _ მანქანაში ჩასვა და გოგონებსაც დაელოდა როდის ჩასხდებოდნენ. დაბარებულივით დაურეკა გიორგიმ. ანას ჩანთა ნუცას ჰქონდა და მობილურს რომ დახედა არც უფიქრია ისე უპასუხა _ის ალქაჯი რა დღეშია ... მდინარეზეა თუ საუნაში და მექისედ დაიწყო მუშაობა _წარმოდგენა არ მაქვს ვისზე საუბრობ...არავის ვიცნობ მექისეს . შენ დადიხარ ალბათ და ყველა არაპროფესიონალია,საქმის ნაცვლად ბ.ზობენ _სიტყვები აკონტროლე ... ანას მობილურათან რა საქმე გაქვს. სად არის თვითონ _აქ არის...ნუ გეშინია ,კარგადაა _ მიხვდა როგორც ინერვიულა და მაშინვე გადააწოდა მობილური პატრონს. მალევე იყვნენ ნიკოს სახლთან. გაბრიელმა თავად გაუღო კარი და დამშვიდობებამდე შეაჩერა _ხომ ნამდვილად კარგად ხარ _დავისვენებ ,ვეცდები დავივიწყო ის შეგრძნება და უკეთ ვიქნები. _ დროებით ... _ ისე მოეხვია და აკოცა თავზე თითქოს სულ ასე იქცეოდა. წავიდა და დატოვა გაოგნებული _რა დაემართა _მგონი ისე შეეშინდა შენი დაკარგვის საფრთხე რომ იგრძნო გააქტიურდა მასში რომეო _გამორიცხულია... მახინჯი იხვის ჭუკივით ვარ მისთვის _ნუ იგონებ... როგორ გააწევინა ლუკას ხელი ვერ დაინახე? ბრმა ხარ ქალო? ტიპმა იეჭვიანა ლუკაზე ,აი მეტი რაღა უნდა დამართო _მე დავმართე? _შენმა მშვენიერებამ მოხიბლა .. _რატომ დარჩნენ იქ ... იმედია არ იკამათებენ ,კარგი ურთიერთობა აქვთ _გამორიცხულია ... _ნიკომ ერთხელ შეარიგა,მეორედაც გამოუვა _ნიკოს იმედზე ხართ? _ არ სჯეროდა თათას _ხო აბა დანარჩენები დენთის კასრები არიან,როდის იფეთქებენ კაცმა არ იცის. რამდენიმე საათი იყო გასული. ანა თავს მშვენივრად გრძნობდა მხოლოდ გაბრიელის და ბიჭების ამბავი ადარდებდა _არ გინდა დემეტრეს მისწერო? რამეს გეტყვის ...გთხოვ ნინი _რა განერვიულებს ვერ ვიგებ. ბიჭს მოსწონხარ აშკარაა, მოფხიზლდი და დატკბი ცხოვრებით ძვირფასო ანა _იცოდე გიორგის არ უთხრა რაც მოხდა _მე მეუბნები? _ ნუცამ გაოცება ვერ დამალა _მე რომელი გიორგის მეგობარი ვარ რომ ვეჭორაო . თვითონ დაელაპარაკება გაბრიელი. შენ შენ გრძნობებზე და თავზე იფიქრე,რამდენად მოგწონს _ხომ იცი რომ მომწონს დიდი ხანია და შენ გიორგის ბოლოს მაინც ყველაფერს ეუბნები რაც მნიშვნელოვანი და სანერვიულოა ,რომ გადარიო და შენ გაგეშვას _აჰ,ანუ ჩაგიშვებ მხოლოდ იმიტომ რომ მე მოვიშორო? ისედაც მოშორებული მყავს ანა ,შეგიძლია მშვიდად იყო _ნუ გწყინს,ასე არ მიგულისხმია. უბრალოდ მასთან შენ უფრო არ გაქვს საიდუმლო ვიდრე მე... მხოლოდ იმას არ ეუბნები რაც სათქმელია _და რა არის სათქმელი? _იცი რაც _მაინც რა ანა _გეყოფათ რა გჭირთ_ნინი გაკვირვებული უყურებდა ორივეს _მითხრას რა უნდა ...რას ვუშავებ მე მის ძვირფას ძმას ასეთს შანსს რომ არ უშვებს და მკბენს _ჭკუიდან გადაიყვანე და გგონია შენ ხარ მისი მსხვერპლი? შენ გარდა არაფერი ახსოვს და კიდე არ ისვენებ არც შორდები არც ახლოს უშვებ _ნეტავ ვის რაში ჭირდება შენი ძმა ახლოს... ჰყავს ვინც უნდა და რომ დაიოკებს ჰორმონებს ჩამოვა მერე. ახლა შენთვისაც არ ეცლება სადღაც სასტუმროში ეყოლება ის თავისი გოგო...მიაკო ხომ მოგწონს ძალიან. მე საერთოდ რა შუაში ვარ _თავს ნუ ისულელებ ! _ნუცა გეყოფა _მე მეყოფა ... სულ როგორ გავიწყდება რომ მე ვარ შენი და ,ანა უბრალოდ მეგობარია _ნუცა ... _დრამას ნუ ქმნით...ისეთ ბიჭს შეუყვარდა მისი ჩარევის გარეშე მოაგვარებს ყველაფერს ყველასთან. _თითქოს შენ უყვარხარ ისეთს რომ ვერ გადადგამს მთებს შენ გამო ... _ჩუმად თქვა და ლუკას გაგზავნილი ფოტო აჩვენა ნინის _ მე აქ ვნერვიულობ და ესენი ქეიფობენ... სად არიან _ ბიჭებისთვის ჰქონდა ფოტო გადაღებული და წერდა არ ინერვიულო სიძეს დავათრობთ და კიდევ დავაკვირდებით აპათოლეგებს თუ არაო _რესტორანში არიან სადღაც...ვერ ხედავ მაგიდას და უკან ფონს? _გიორგიც იქაა ... გავგიჟდები _მისწერე სად ხართ_თქო _თათამ მიაწოდა იდეა და ანამაც აკრიფა ტექსტი _ქუთაისში ვართო... ესენი ახლა ნორმალურები არიან? სანდროს და ჩვენი საერთო მეგობარი გაგვეჩითა და ქუთაისში წავედითო ... _წავედი მე ... გავისეირნებ _ ნუცამ ნაზი გააფრთხილა მხოლოდ და სახლიდან გავიდა. მობილურიც არ წაუღია თან. არავისთან უნდოდა კონტაქტი. ბრაზობდა ყველაზე და ყველაფერზე. იქნებ მართალიც იყო ან ზედმეტს ითხოვდა. მოედანზე ბავშვები იყვნენ შეკრებილები. ყველა სხვადასხვა მხარეს თამაშობდა სანამ მოზრდილები არ გამოჩნდნენ. ნოე იყო თავის მეგობრებთან ერთად,ბურთი ისროლა და ნუცასთან მივიდა _როგორ ხართ... როგორაა ანა? _კარგად ... მხოლოდ ბიჭები თამაშობთ?მეც მათამაშეთ _სპეციალურად დავაბერინე,მძიმეა ... რომ მოგხვდეს გატკენს. თან უხეშად თამაშობენ _გთხოვ რაა... დაუშვი გამონაკლისი. დიდი ხანია არ მითამაშია ,ჩემ გამო ცოტა უფრო ლაითად ითამაშეთ. ჩემპიონატი ხომ არაა _ასე ძალიან გინდა? _ენერგია მინდა დავხარჯო _კარგი მოდი მე და შენ ვითამაშოთ ერთი ერთზე... კარში დავდგები და შენ დამირტყი _არ მინდა,ფეხბურთის თამაში მინდა_ისე უყურებდა ბიჭი მაინც დაითანხმა. გოგონებიდან ერთ_ერთს ტელეფონი მიაწოდა და ვიდეოს გადაღება სთხოვა . თმები მაღლა შეიკრა და ისე დადგა თითქოს ქალთა ნაკრებიდან იყო. ბავშვობაში მართლა თამაშობდა მაგრამ ამხელა ბიჭებთან ერთად არასდროს უცდია. გამხდარი იყო , ძალა არ ჰქონდა. კი დარბოდა ,მაგრამ ბურთს მარტივად კარგავდა. ბიჭები თავს იკავებდნენ,იქამდე სანამ გახურდებოდნენ და აზარტში შევიდოდნენ. დაღლილი იყო უკვე და გაგრძელებას აღარ აპირებდა ბურთს რომ დაარტყა ერთ _ერთმა და წამში ყველაფერი დაბნელდა. ტკივილთან ერთად გრძნობდა როგორ ეკვროდა სუნთქვა,სისხლი სდიოდა ცხვირიდან . ხმაური იყო ირგვლივ ,სადღაც მიჰყავდათ. თვალების გახელა უჭირდა,მხოლოდ ხმები ესმოდა და ისიც გაუგებრად. _არ მიეკარო ... შუაზე გაგგლეჯ _ გიორგის ღრიალი გაიგო ,არ დაუნახავს როგორ დაარტყა ბიჭს არც მისი მუქარები ესმოდა მხოლოდ გრძნობდა როგორ აიყვანა ხელში მან ,როგორ გააცალა ყველას და გულში ჩაიკრა _ ექიმთან წაგიყვან ... ნუ გეშინია ,შენ ლამაზ ცხვირს არაფერი მოუვა. დაითვალე,ჩვენ რომ ვიცით ისე...იქამდე სანამ ყველაფერი გაივლის _ უკანა სავარძელზე დააწვინა და არავის დალოდებია ისე მოწყვიდა ადგილს მანქანა. ტირილი უნდოდა მხოლოდ და მეტი არაფერი. ისევ ვერ შეძლო ხიფათისთვის თავის არიდება,მხოლოდ თამაში და ყველაფრის დავიწყება უნდოდა , გიორგისგან შორს ყოფნა და მასზე დამოკიდებული ბავშვის როლის მოშორება ის კი ისევ გიორგის საზრუნავი გახდა. _მაპატიე ... არ მინდოდა ასე გამოსულიყო _ ძლივს თქვა ისევ რომ აიყვანა და მერე ექიმების გარემოცვაში აღმოჩნდა. გიორგის ხმა ისევ ესმოდა _ვერ დავტოვებ ექიმების ეშინია... ნემსების ეშინია. ვერ გავალ. სრულწლოვანი არ არის _თქვენ მისი მეურვე ხართ? _არა ... მე მეგობარი ვარ _როგორ დაშავდა პაციენტი _ბურთი მოხვდა... უნდა შევიდე სანამ მისი ოჯახისწევრები მოვლენ დოკუმენტებსაც ისინი მოიტანენ _ვერ შეგიშვებთ ბატონო ... ჯერ უნდა დავადგინოთ რა სახის დაზიანება აქვს და საერთოდ ვინ ხართ . ჩვენ რა ვიცით იქნებ ფიზიკური ძალადობის შედეგია _რა არის? ქალბატონო თქვენ რას მეუბნებით რომ ვცემე? ბურთი მოხვდა_მეთქი... ფეხბურთს თამაშობდა და ბურთი მოხვდა _ბავშვს ვგავარ?რა ბურთს თამაშობდა...გარეთ დამელოდეთ სანამ დაცვა გამოვიძახე. მომეცით საშუალება პაციენტთან გასაუბრების _არ ვუცემივარ... მართალს ამბობს. გთხოვთ , არ შემიძლია _ყველაფერი ერთად იგრძნო,შიშიც და ტკივილიც. ისე ატირდა სისხლდენა გაუძლიერდა და გიორგიმ სულ მთლად დაკარგა კონტროლი . _აქ ვარ ... აქ ვარ . შემომხედე თუ არ დამშვიდდები არაფერი გამოვა. გემუდარები პატარავ,გთხოვ _ რომ უყურებდა სისხლი ეყინებოდა. თავზე გადაუსვა ხელი და რამდენჯერმე აკოცა იქვე _გთხოვ ნუცა , უფლება მიეცი მოგხედონ ... მე მიყურე კარგი? მე შემომხედე და სხვა არაფერს უყურო. სანამ გასინჯეს,სისხლდენა შეუჩერეს და დიაგნოზი დაუსვეს იქამდე გაშეშებული იდგა, უყურებდა და თან ამხნევებდა _ ყოჩაღი გოგო ხარ...ყველაფერი მალე გაივლის _მისი ხელი ეჭირა და თითებზე კოცნიდა სანამ ექიმი საბოლოო დასკვნას გააცნობდა _გატეხილი არ არის... სისხლდენა დაიწყო უბრალოდ . მსუბუქი შერყევა აქვს _დარწმუნებული ხართ? _კვლევების მიხედვით ასეთი დასკვნა გვაქვს ... დამშვიდდით. საგანგაშო არაფერია. დანიშნულებას მოგცემთ და გაგიშვებთ _გმადლობთ კაბინეტიდან რომ გავიდა შემდეგ იგრძნო დაღლილობა. კედელს მიეყრდნო და სახეზე ჩამოისვა ხელები. ტელეფონი არ ჩერდებოდა,ბიჭები ურეკავდნენ. ეზოში გავიდა და იქ მყოფებს შორის ნოეც რომ დაინახა სულ დაებინდა გონება _თამაშის უფლება როგორ მიეცი... ასე უფრთხილდები გოგოს, რომელიც გევასება ?იდიოტო ბავშვო მაგ ფეხებს მოგამტვრევ იცოდე ახლოს რომ გაეკარო აქ მოსვლა როგორ გაბედე საერთოდ _გაუშვი ... გიორგი გაუშვი რა შუაშია _აბა ვინ არის შუაში... მე ვარ?მე მივეცი თამაშის უფლება გალეულ გოგოს ველურებთან ერთად? დემეტრე გაქრეს თორემ დავაინვალიდებ გეფიცები _ ბიჭი უკვე გაყვანილი ჰყავდათ სანდროს და გაბრიელს. მზერა ჯერ სივრცეს მოავლი და შემდეგ მიუბრუნდა ნინის _ შენ რას აკეთებდი... ყველაფერ არამნიშვნელოვანზე რომ ფიქრობ და ნუცაზე არასდროს. ასეთი უპასუხისმგებლო როგორ ხარ გოგო . რას აკეთებდით ,შენ რას შვებოდი ანა ... რაღაც მოხდა გააბრაზეთ და იმიტომ იყო მარტო იქ. რაღაც უთხარი ხომ? თორემ თქვენც წაგიყვანდათ თან და უთქვენოდ არ იბოდიალებდა . ანა ამოთქვი რით მოშხამე ბავშვი _სულ გადასულხარ ჭკუიდან ... რომელი ბავშვი ,ბავშვიო _ანა ,შენ სოცოცხლეს გეფიცები სწერვა მულივით მოქცევას თუ არ შეეშვები დაგკარგავ და შენც ზედ მიგაყოლებ . ნუ ხართ ეგოისტები,ნუ აიძულებთ დიდი იყოს ,მარტო იყოს უშენოდ _რომ დაადე თავი წახვედი და საყვარელთან ერთად ფოტო გამოდე რა გეგონა... მე რას ვეტყოდი ისეთს ამაზე მეტად რომ გამეგიჟებინა. სად მიდიოდი,მარტო ნინი ტოვებს და შენ არა? ჩამოყალიბდი საერთოდ ვინ ხარ და რა გინდა მისგან. ან გაეცალე სამუდამოდ ან ჩვენც შეგვეშვი და იმასაც ნუ აგიჟებ. ხომ ხედავ სულ რაღაც ემართება _ანა _შეეშვი ,ხომ ხედავ ჭკუაზე არ არის _ ნიკომ გააჩერა და გიორგის მოაშორა გააფთრებული გოგო _ ვის შეგვიშვებენ თუ მიგყვავს დღესვე. რა თქვა ექიმმა . წავიყვანოთ თბილისში ? _არა ... შერყევა აქვს მსუბუქი. სისხლი მოსდიოდა უბრალოდ და იმიტომ იყო ცუდად . რამდენიმე საათი დააკვირდებიან და მერე წავიყვანთ სახლში. _ნახვა მინდა..._ნინი ტირილის ზღვარზე იყო უკვე _სახლიდან რონ წავიდა მაშინ გაყოლოდი თუ გადარდებდა ! _გეყოფა ნინის დადანაშაულება არ გამომიყვანო მწყობრიდაბ ! _არ გადამიღუნო _დემეტრესაც შეუღრინა და ზურგი აქცია ყველას. _ამას ახლა _არ იცნობ?რა გჭირთ ... სანამ კარგად არ გახება იქამდე გიჟივით იქნება ახლა. დალაგდით თქვენც,კარგადაა ნუცა და სხვას ყველაფერს მოევლება _ასე უნდა დაადანაშაულოს ხალხი? _კითხე ჯერ იქნებ სწორს ამბობს ... ეგ ნუცას ექსპერტია _ნიკო ინარჩუნებდა სიმშვიდეს მხოლოდ იმ ეტაპზე _ექსპერტი ,როგორ არა ... ოთახში შესვლამდე ეცადა მაქსიმალურად მშვიდი ყოფილიყო. ნუცას დაღლილი სახე ჰქონდა,ცხვირ შეხვეული პირით სუნთქავდა და ძლივს უყურებდა. _ქალი მესი როგორ ბრძანდება... მსოფლიოზე გაამარჯვებინებ საქართველოს ქალთა ნაკრებს თუ ვერ_ სკამზე დაჯდა და მზერა გაუსწორა _ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრება რატონ ჭირს?რა ჯანდაბა მემართება ... უკუღმა ვდგები ყოველ დღე?უნდა გამოვალოცინო ნაზიკოს დაქალ შურას _ხომ გამოგილოცა ერთხელ _მთქნარება ვერ გაიჩერა ქალმა..იცინე შენ _გიშერს გაგიკეთებ _ძალიან ცუდად გამოვიყურები? _ახლა გადავიღოთ ფოტო და ვიდეო ... გკითხულობენ ალბათ შენი მეგობრები _ღმერთო რა სირცხვილია _კიდევ კარგი თბილისში არ ხარ თორემ ყველანი მოვიდოდნენ მოსანახულებლად..._მობილური არ ჩერდებოდა და უპასუხა _გისმენ... _გიორგი ნუცასთან ხარ? _ კი მასთან ვარ . დაგალაპარაკოთ? _დედაჩემი თუ არის არ მინდა _ ჩუმად უთხრა და თვალები დახუჭა _სძინავს ... უბრალოდ შერყევა აქვს . ცხვირი ცოტა გაუსივდა ,საშიში არაფერიაო. დამშვიდდით ! _როგორ დავმშვიდდე ვიდეოს მიგზავნის ყველა და მეკითხება ამბავს. ეგ არანორმალური გოგო. როდის უნდა გაიზარდოს. თავხედი! ახლავე წამოიყვანე თბილისში! მორჩა მაგის არდადეგები. პირველი სექტემბრიდან მაინც რეპეტიტირებთან უნდა იაროს. თავხედი ლაწირაკი _არაფერია სერიოზული! _წამოიყვან თუ ლუკას დავურეკო _თუ არ უნდა არსად წამოვა _შენ ამბობ ასე?17 წლისაა და მისი დედა ვარ მე ...შენ ვინ ხარ _უბედური შემთხვევა იყო , ყველას შეიძლება მოსვლოდა. მაყურებლებს შორის მჯდომსაც და ნუ აჭარბებთ გთხოვთ. რომ გამოფხიზლდება დაგელაპარაკებათ. ნახვამდის_ გაუთიშა და ნუცას დახედა _სახლში მინდა _თბილისში წაგიყვანო? ნათიასთან გინდა?_ თავზე ისე გადაუსვა ხელი როგორც პატარა ბავშვს _ დღეს დავრჩეთ. ექიმს დავეკითხები და წაგიყვან მერე _არა ...სოფელში მინდა . აქ ცუდად ვხდები ხომ იცი _არ იტირო... შენ ხომ არ ხარ მტირალა გოგო . სად გაუშვი ალქაჯი ნუციკო _ალქაჯიც ხარ და ეშმაკიც _კარგი ... _ ისევ აკოცა და თვალები დაეხუჭა მისკენ დახრილს _შეგეშინდა? _ჩუმად უთხრა და ისევ წამოუვიდა ცრემლები _მეგონა ვიგუდებოდი სანამ შემომხედავდი და ხელს მომიჭერდი _არ მახსოვს ... როდის მოგიჭირე _რომ მოვედი მაშინვე _წამიყვანე აქედან,გთხოვ _ცოტაც დავიცადოთ და წავალთ_ეფერებოდა როგორც ბავშვობაში ბავშვი. ხელისგულზე კოცნიდა, მაჯაზე და თითებს არ აშორებდა. თავი მის თავთან ახლოს ედო და საკუთარ სიმშვიდეს უნაწილებდა. _მეზიზღება აქაურობა _ვიცი _მამა რომ იყო გახსოვს? _მახსოვს ... _მისი ცარიელი თვალები შენც დაინახე ? _მისი ვერ ... შენი კი _ მგონია რომ ეშინოდა ,ძალიან ეშინოდა სიკვდილის . იმ რაღაც აპარატზე მიერთებულს კიბო რომ უღებდა ბოლოს ეგ ტკიოდა ყველაზე მეტად... მე ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი გიორგი? _შენ? შენ კარგი ბავშვი ხარ ახლაც _ ახლა ? აღარ მინდა ბავშვობა გთხოვ გიორგი ... გავიზარდო რა _კარგი _მითხარი რომ ბავშვი აღარ ვარ _მე ვარ მოხუცი ,შენ ხარ დიდი გოგო _სხვა გზა არ არის? _არა ... _ცრემლები შეუმშრალა და ლოყაზე აკოცა _აღარ მინდა ასე... ექიმი შევიდა. რეკომენდაციები და დანიშნულება მისცა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი გზაში იყვნენ. მარტო დარჩენის საშუალება აღარ ჰქონიათ და არც გამოუჩენიათ ინიციატივა. _დაიღალე ხომ? _ თათა სამზარეულოში იყო ნიკო რომ შევიდა და მის გვერდით დადგა _ რას გაკეთებინებს ნაზიკო _არ დავიღალე... შენ როგორ ხარ _კარგად. მე შეჩვეული ვარ ამათ ჩხუბებს _ერთმანეთს გულს რომ ტკენენ და მაინც მეგობრობენ როგორია ეგ _შენ ძმას არაფერს აწყენინებ ხოლმე? ჩვეულებრივი ოჯახური ამბავია...გაბრაზებულზე სხვას ხომ არ ეჩხუბები მასზე ხარჯავ ენერგიას ვინც შენიანია და გაგიგებს _ნაგროვებ სიმართლეს თუ გეუბნება? _მთლად უკეთესი... აბა გულში ხომ არ უნდა დაიტოვო და თან თვალს გიხელს ასეთი სიმართლე. იდეალური ვინ არის _ცუდი ბიჭები ხართ ყველანი? _ცუდებიც ვართ და კარგებიც... შენ როგორ მიმიღებ გააჩნია _დრო გადის ჩემი აქ ყოფნის ,გახსოვს? _რა დამავიწყებს ... წადი დაისვენე. გვიანია უკვე _ თეფშების რეცხვა შეაწყვეტინა. ხელები დაბანა და უკან გასწია _ დაიძინე,მე მივხედავ ამათ _დროებით _ წავიდა,მაგრამ ვერ დაიძინა. ბოლოს ისევ ქოხში შეხვდნენ , ნიკოს გვერდით დაჯდა იქვე მდგომ ხის ძელსკამზე და ფეხი ფეხზე გადაიდო . მშვიდი ღამე იყო , ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰყურებდათ თავზე _რატომ არის რთული სიყვარულის აღიარება? _მე რომ ვიცოდი ვერ დავიტევდი მაშინვე გითხარი... ბევრი არ მიფიქრია _მეც რომ ვეღარ ვიტევ და ფიქრები მაინც მეძალება? კითხვები მაქვს და პასუხებს ვერ ვპოულობ... _გინდა პასუხი გითხრა? _ყველა კითხვაზე მეტყვი? _ერთია ყველას პასუხი... გიყვარდე ისე როგორც მე მიყვარხარ და გამოვა _მიყვარხარ, მაგრამ არ ვიცი რამდენად და როგორ _ვიბლიანო ასე პირდაპირ არ შეიძლება _ ღრმად ჩაისუნთქა გოგო რომ მიუახლოვდა _შენ რომ პირდაპირი იყავი? თვალი თვალის წილ _მე გიჟი ვარ ... ნორმალური კი არ . შენ ? _არ იჯერებ _ მისი რეაქცია ყველაზე ამაღელვებელი იყო _თათა ... _ხელი ჩაკიდა და გულზე მიიბჯინა ისე ჰქონდა აჩქარებული გაეღიმა გოგოს. მერე ზედმეტად ახლოს აღმოჩნდნენ,მკლავები მოხვია და ტუჩებზე ნაზად შეეხო _როგორი საოცარი ხარ შენ ხომ არ იცი _ მთელი სახე დაუკოცნა ჩახუტებულს და მის მკლავებში კნუტივით გარინდულს. .......... რამდენიმე დღე საწოლში გაატარა. ნათიას ზარებს არ პასუხობდა. კლასელებს ესაუბრებოდა , სერიალებს უყურებდა და ნაზიკოს მომზადებულ გემრიელობებს ჭამდა. ეძინა გიორგი რომ შევიდა. ხილით სავსე თეფში იქვე დადო , ფარდა ჩამოაფარა მზეს რომ არ შეეწუხებინა და მერე მიუახლოვდა. სულ ერთი წამით შეახო ტუჩები თავზე _რა მომიტანე _ჩუმად უთხრა და მერე გაახილა თვალები _შეპუტკუნდი იმდენს ჭამ _მერე რა ... სულ არ ჯუჯღუნებდი ავადმყოფივით მშიერი ხარ სულო? _ცხვირი როგორ გაქვს _ აღარც შეხვეული ჰქონდა და სიწითლესაც გაევლო _ხომ არ გტკივა ან სუნთქვა ხომ არ გიჭირს _არა... მხოლოდ თავბრუმეხვევა ისევ როცა ვდგავარ ,მაგრამ იმდენად აღარ _თმები გაქვს აჩეჩილი _ ბალიშზე მიყრდნობილს თავზე გადაუსვა ხელები _ასე უკეთესია _თმა უნდა შევიჭრა ,მომბეზრდა ასე _სხვანაირად რომ ებრძოლო დეპრეაიას და ამ თმას შეეშვა არ შეიძლება?_ ისევ ეხებოდა თმის ღერებზე _შეჭრილი არ მიხდება? _გადაპარსულიც გიხდებოდა ,მაგრამ ასე ჯობია ჩემი აზრით და ახლა იმედია იმიტომ არ შეიჭრი მე რომ ასე უფრო მომწონს _ანას რა უთხარი _რაზე _ჩემზე _არაფერი მითქვამს ... რა უნდა მეთქვა _ეჩხუბე ? მითხრა ჩემზე მეტად შენ უყვარხარო ... _მერე შენ რა უპასუხე _შენზე პატარა ვარ და ხიფათიანი თორემ ეგრე ნინიც უყვარს და იმაზე რატომ არ ბრაზობ _თქო . თან შენი და ის არის მე კი არა ... შეიძლება მეც მექცეოდი ბოროტი უფროსი ძმასავით ,მაგრამ _თავი გვერდით ჰქონდა შებრუნებული და ჩუმად ლაპარაკობდა _მე გექცეოდი ძმასავით?_ ლამის იქვე მოკვდა , "ძმა"ესმოდა ისე ბასრად და მძიმედ ცოტაც და დაიხრჩობოდა _ შენ ასე მიყურებ ნუცა? როგორც ძმას ისე ? _არა , ეგ ვუთხარი ზუსტად ... მე და შენ არასდროს გვეყვარება ისე როგორც და_ძმას ,ხო ? _ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა და თვალები ,გიორგიმ სიტყვა ვერ უთხრა. _მალე გაგივლის თავბრუსხვევაც ... მე რომ მქონდა შერყევა ხომ გახსოვს . შენ უფრო მსუბუქად ხარ _ ხილის თეფში მიაწოდა_საღამოსთვის რა მოვუმზადოო ნაზიკომ _სულერთია ... დანარჩენები სად არიან . სიჩუმეა რაღაც _ბაზარში გაუშვა ნაზიკომ და ყველანი ერთად წავიდნენ _უყურებ სერიალს ჩემთან ერთად? _ბატიბუტი გინდა თუ ჩიფსი _ორივე გვაქვს? ბატიბუტი მინდა მაშინ _ჩავალ და ამოვალ _ იქამდე სანამ გიორგი ბატიბუტს ამზადებდა ნუცამ შეტყობინება მიიღო უცნობი ნომრიდან წერდნენ უზარმაზარ ტექსტს . ნოეს დედა უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ ,რომელიც შვილის ცემის გამო იყო აღშფოთებული და სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა ნუცასა და გიორგის მიმართულებით. როგორი განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყო ნუცას სამყარო,როგორც არ უნდა გარიდებოდა ყველასა და ყველაფერს მაინც ვერ გაექცეოდა რეალობას. ჭორებს, საშინელ ადამიანებს და გიორგის ცხოველურ ბუნებას. წამში რომ შეეძლო ყველაფრის გადაფარვა და ერთდროულად რამდენიმე ახალგაზრდის ისე ცემა,რომ მათ დიაგნოზშიც ჩაეწერათ ექიმებს მსუბუქი დაჯეჟილობა, მოტეხილობა, შერყევა. _ჩაიწიე _ეგ წაიღე და წადი ... _რა მოხდა ამჯერად _განსაკუთრებული არაფერი შენი სიველურის გამოვლინების გარდა. 17 წლის ბავშვები სცემე და მშვიდად ხარ? თავი მაგარი ბიჭი გგონია? ამ დროს უბრალოდ განუვითარებელი პრიმატი ხარ ,რომელიც არც საკუთარ თავზე ფიქრობს და არც ვინმეზე _შენთან დიალოგს არც წამოვიწყებ...ვერასდროს მიხვდები _ ჯამი დადო და გასვლას აპირებდა ნუცამ კედელს რომ მიანარცხა მინის ჭურელი და ნამსხვრევები გიორგის ფეხებთან დაიყარა _შენი მომზადებული არაფერი მჭირდება ... _სულელო ბავშვო ! _ერთი დახედა ჯერ ნამსხვრევებს შემდეგ კი ნუცას და ოთახიდან გავიდა . წავიდა და აღარც გამოჩენილა . ............. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა როდესაც ახვლედიანს დაურეკეს . არავინ იცოდა ზარის ავტორი ვინ იყო, მაგრამ ბიჭები რომ დემეტრეს გვერდით დადგნენ მიხვდნენ რომ რაღაც ძალიან მნიშნელოვანი ხდებოდა -ჩვენ მივდივართ და არ ინერვიულოთ -სად? -საქმეზე-ეს იყო მთელი მატი განმარტება. წავიდნენ და გოგონები დატოვეს სრულ გაურკვევლობაში. თათა განსაკუთრებით ღელავდა, ვაკო არ ურეკავდა და გული უგრძნობდა მასთან იქნებოდა დაკავშირებული ბიჭების წასვლაც. ქალები მარტო დიდხანს არ დარჩენილან ,რამდენიმე საათის შემდეგ გაბრიელი გამოჩნდა თავისი ცხენით და თითქოს შემთხვევითი სტუმრობა იმდენად დიდხანს გააგრძელა ყავის სმასთან და გოგონებთან ჭორაობის ფონზე, რომ ანიმ კითხვის დასმაც გაბედა -შემთხვევით ხო არაფერი იცი ბიჭებზე? აქაც იმიტომ ხომ არ შეყოვნდი,რომ მარტო არ დაგვტოვო... _იქნებ სულ სხვა მიზეზით შევყოვნდი _ თვალებში მაცდურად უყურებდა და გონებას ურევდა _იცი ,რა თქმა უნდა და აქაც ჩვენ დასაცავად გამოგგზავნეს. გიორგის ეხება ? _არა,არ მგონია. მალე დაბრუნდებიან , დარწმუნებული ვარ...ჩემი აქ ყოფნა თუ გაღელვებს შემიძლია წავიდე _არა,შეგიძლია დარჩე სულ _ ბოლოს დაამატა და მზერა ცხენზე გადაიტანა _ ადრე ასე არ დადიოდი და ახლა ყველგან დაატარებ _რა იცი იქნებ დავდიოდი და შენ ვერ გვხედავდი _გხედავდი ... ცხენით ქუჩებში არ დადიოდი . ასაკის მატებასთან ერთად ნოსტალგიური გახდი და იყენებ დროს ? _მაინც რამდენი ხანი " მხედავდი" ანნა? _ანა მქვია და არა ანნა _კითხვაზე არ მიპასუხებ ანა? _იმდენი რამდენიც შენ _ამდენი ხანი როგორ ვერ შევამჩნიე მოთვალთვალე? _ ღიმილით შეიცხადა და ანას ხელი ჩაკიდა _წამოდი გაგაცნობ ... შორიდან ყურებას ახლოს მისვლა სჯობს _ გოგონები ისე შემოეფანტნენ თითქოს არცერთმა იცოდა განგებ რომ იპოვნეს მიზეზები ,ნაზიკომაც კი დატოვა. _არ მიყვარს ცხოველები ... მათთან სიახლოვე _თუ არ სცადე ვერ შეიყვარებ ... უნდა გაიცნო,დაუახლოვდე და შიშიც გაქრება . ისე როგორც ადამიანთან,რომელსაც შორიდან უყურებ და მიუწვდომელი გგონია სინამდვილეში კი სულ ერთი ხელის გაწვდენაზეა და გელოდება _ ხელი მართლაც გააშლევინა , მის მტევანს ეხებოდა და ცხენის მოფერება ისე აიძულა ანამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. მისი სიტყვების ქვეტექსტების გააზრებით გონებადახშული ისე აღმოჩნდა ცხენზე გააზრებაც ვერ მოასწრო. მხოლოდ აღვირს ჩაავლო თითები და იქაც გაბრიელის შეხებამ გადაფარა ყველაფერი_დამშვიდდი ... უბრალოდ გავისეირნოთ _ ქუჩაში გავიდა და ნელა მიუყვებოდა გზას _არ შემიძლია... უკან დავბრუნდეთ გაბრიელ ,მეშინია. მანქანა რომ გამოჩნდეს და დაფრთხეს _აქ ვარ ... მოდუნდი. ისუნთქე და ნუ ხარ დაძაბული _ მუცელზე მოხვეული ხელი ისე აამოძრავა და მოფერებაში გადაზარდა მოდუნება კი არა ლამის სული განუტევა ანამ _კარგი გოგო ხარ ... ყოჩაღ_ყურთან ელაპარაკებოდა,ზურგიდან ეკვროდა და მის სიმხურვალეს გრძნობდა მთელი სხეულით_მოდუნდი და შეიგრძენი ისე თითქოს ერთი ნაწილი ხართ. ისიც გიგრძნობს და არაფერს დაგიშავებს,შენი ერთგული იქნება _ცხენის ერთგულება არ მჭირდება შენგან მინდა ეგ ყველაფერიო მხოლოდ ამას ფიქრობდა გოგო თავი უკან რომ გადასწია და მხარზე მიაბჯინა . დაიფიცებდა მაკოცაო,მაგრამ იმდენად მსუბუქი შეხება იყო თავზე ,რომ ვერც გაამახვილებდა ყურადღებას_ყოჩაღ,უკვე ნამდვილ მხედარს ჰგავხარ. გიხდება _მე თუ ძალიან მინდება რაღაც აუცილებლად ვიღებ და ვიტოვებ ჩემთვის...უნდა გეშინოდეს არ ლო _შენ გინდოდეს და მე გულსაც მოგცემ _ ხელები თეძოებზე შემოავლო და ძირს რომ ჩამისვა შემდეგ უთხრა. ახლოს იყო ,ზემოდან დაჰყურებდა და თვალები უბრჭყვიალებდა _არ დაგავიწყდეს ეს სიტყვები _მინდა _ცხენი თუ გული_გაეცინა _ორივე !_ ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა _ მადლობა ,სასიამოვნო გასეირნებისთვის . ............. თათას მთელ მღელვარებას ერთმა ზარმა დაუსვა წერტილი. უპასუხა, ხმა გაიგო და ამოისუნთქა -ჩემო თოჯინა როგორ ხარ უჩემოდ? -ნიკა? სად ხართ? როდის მოხვალთ -მოიცა პატარავ, ამოისუნთქე კი ვიცი უჩემოდ ვერ ძლებ და გენატრები მაგრამ ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება . კარგად ვარ, დავბრუნდები სად წავალ,უშენოდ სად გავძლებ . მომენატრე -მეც - მორცხვად ჩაილაპარაკა თათამ და იგრძნო როგორ აუწითლდა მთელი სახე. -წავედი , დრო არ მაქვს... პირობას გაძლევ ერთიანად ავინაზღაურებ მონატრებას. ჭკვიანად-თითქოს ვერ გაიგო მისი სიტყვები , ერთი ჩაიცინა და მალევე გაუთიშა. კიდევ უფრო მეტად აურია გონება. ვაკოს მობილური საერთოდ გათიშული ჰქომდა ნიკოსთვის კითხვის დასმაც ვერ მოასწრო. ისევ მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. ნინის ტელეფონიც ამღერდა -დემე როგორ ხარ? როდის მოხვალ -მომენატრე -მეც მომენატრე და გაბრაზებული ვარ მე ,არაფერი მითხარი და ისე წახვედი ამდენი ხანი რატომ არ დამირეკე თუ გენატრებოდი -მაგ გამობურცულ ტუჩებს ისე დაგიკოცნი როგორც არასდროს -როდის მოხვალ -მოვალ . მიყვარხარ პატარა , არ მოიწყინო და ჭკვიანად იცოდე . -მეც მიყვარხარ, მალე მოდი რა გთხოვ _ვეცდები... თავს მიხედეთ ანის დაურეკა გიომ და ნუცას ყურადღების ობიექტიც ის გახდა -გიო _ როგორ ხართ? -კარგად, სად წახვედით... რა მოხდა ასეთი ,მალე მოხვალთ? -არაფერი მნიშვნელოვანი, საქმე იყო რაღაც... ავადმყოფი როგორაა გამოჯანმრთელდა? -მთელი დღეა ყურებჩამოყრილია , ნერვიულობს თქვენზე .არ დაურეკავ? -არამგონია ჩემზე ნერვიულობდეს. წავედი გკოცნი ანუშკი - გიო თავს გაუფრთხილდი მიყვარხარ. -მეც და არ ინერვიულოთ. ნუცამ მთელი ღამე გაათენა ნერვიულობდა საშინლად და ეს ნერვიულობა არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი. წლების განმავლობაში ედარდებოდა მუდამ შარში მყოფი გიორგი . ანაზე მეტადაც კი ღელავდა ხოლმე,იცოდა რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა და ეს შიში ჰქონდა მუდამ. არც გაუაზრებია ისე გაიქცა მათ დასახვედრად ეზოში რომ შემოვიდნენ . მხოლოდ მაშინ გაჩერდა ყველა რომ მოეხვია თავის სიყვარულს. ლუკამ ლოყაზე უჩქმიტა და მერე თავზე აკოცა _დამშვიდდი ,კარგადაა არაფერი სერიოზული _ უჩურჩულა უკვე მზერადაბინდულს. პირველმა რომ შენიშნა გიორგის მაისურზე წითელი ლაქა. გვერდი ჩაუარა ბიჭმა და მეორე სართულისკენ დაიძრა -ჩემი ბიჭები მევიდენ თქვენ გეხუტუნთ მე სად იყავით ბებია ამდენ ხანს რო მინერვიულეთ ჩემი ანგელოზი გოგოები, ის სულელი ნუცაიაც არ იღებს ხმას გამოვყრუვდი ქალი, რაღა მარტვა ყოფნა და რაღა ამგენთან ერთად_ნაზიკო შეეგება ბიჭებს თავად კი გიორგის მიჰყვა უკან _ამდენ კაცში მაინცადამაინც შენ რატომ ხარ დაჭრილი...სულ ჩხუბობ და ჩხუბიც ვერ ისწავლე თუ შენ გამო მოხდა ყველაფერი და ისედაც შენ იყავი სამიზნე _ მაისური მოეშორებინა, ფეხსაცმელიც იმ წამს გაიხადა და საწოლზე მძიმედ დაეშვა. _მიხარია კარგად რომ ხარ... მიძრაობის დროს წონასწორობა არ გერღვევა . ახლა ჭორაობას მორჩი და დამტოვე _საზიზღარი ხარ... საერთოდ რა ჩემი საქმეა სულიც გაგფრთხობია _ვიცი ... კარი კარგად დახურე _აუცილებლად ! _ხმაურით გამოხურა კარი და მარტო დატოვა. შიგნით რაღაც ეტკინა ასე მარტივად რომ შეეშვა . თვალებდახუჭული გადაბრუნდა ფანჯრისკენ ,უნდოდა დასძინებოდა,მაგრამ არ გამოუვიდა. ტკივილიც აწუხებდა ნუცა დაუკაკუნებლად რომ შევიდა ბინტით ,ბამბით და სპირტით ხელში -აქ რა გინდა -არაფერი . ჩაიწიე დავჯდე- გიორგის შიშველ სხეულს თვალი აარიდა შეძლებისდაგვარად და საწოლზე თვალით მიუთითა. გიორგიც მიჩოჩდა, თან გაკვირვებული უყურებდა ნუცას ქმედებებს -მტკივა გოგო _ სპირტი რომ დაასხა ჭრილობაზე მაშინვე შეკრა წარბები -ნუ წიკვინებ რა -ნუცა მტკივა და არ მითხოვია მე ამის გაკეთება ხომ თქვი არაა ჩემი საქმეო -არცაა, უბრალოდ ხელს ვწმენდ შენ რა გინდა? -ამაზე ბავშური პასუხი არასდროს მომისმენია -ბავში ვარ - ფრთხილობდა იქამდე სანამ ჭრილობა შეუხვია . უხმოდ ადგა და კარისკენ წავიდა -მადლობა -ეს იმ ერთი კვირისთვის - არც შებრუნებულა ისე უთხრა და გავიდა. გიორგიმ თვალები დახუჭა და დაიძინა, ცხვირთან კიდევ ნუცას სურნელი უტრიალებდა და სასიამოვნოდ თვლემდა. .............. -როგორ მომენატრე ჩემო პატარავ, შენ არ მოგენატრე?_ნიკოლოზმა როგორც კი მარტო მოიხელთა თათა მაშინვე გადალახა ზღვარი და მკლავებსშორის მოქცეულს მთელი სახე დაუკოცნა -ნწ-თავი გააქნია და თან გაიცინა -ტყუილისთვის დაგსჯი -როდესაც პასუხი იცი კითხვა უადგილოა -მე ბევრი რამე ვიცი მაგრამ ხომ უნდა მითხრა შენც? აი მაგალითად შენ იცი რო მიყვარხარ ,მაგრამ მე კიდე გიმეორებ რო ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა და სიგიჟემდე მინდიხარ - ყელში აკოცა, მერე ყბაზე და ტუჩებზე გადავიდა. ახალისებდა მისი რეაქციები. თითები მაისურის ქვეშ შეუცურა და შიშველ წელზე მოეფერა - ჩემი გემრიელი გოგო - ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა და მერე ზემოდან დახედა - როდის ვიქორწინოთ რა გადაწყდა ამ მონატრების ჟამს? -ზუსტად ახლა უნდა გავეჟღერებინა ეს კითხვა ... - საწოლზე მიწოლილს თავი მკერდზე დაადო და ხელები მოხვია- დავიძინოთ , ქორწინებაზე სხვა დროს ვისაუბროთ -ანუ ისევ არ გინდა რომ ჩემი ქალი გახდე -ნიკოლოზ -რა გინდა რომ გავაკეთო კიდევ...რა უნდა ვქნა რომ დაგიმტკიცო როგორი მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის . დავიჯერო მხოლოდ ვნებას ხედავ და სხვას არაფერს? -ასე არ არის, უბრალოდ ქორწინება ასე უცებ არ შემიძლია - ჩაეხუტა ისევ და ლოყაზე აკოცა- ნუ მიბრაზდები ,გთხოვ- თვალები დაუმრგვალდა, ისე უყურებდა შეუძლებელი იყო რომ გაბრაზებულიყავი. -შენ მე შემიწირავ...შენ და არაფერი სხვა- ისევ აკოცა და მერე მასთან ერთად მშვიდად დაიძინა. .......... დემეტრე და ნინი დიდხანს იყვნენ ქვემოთ ჰამაკში ერთმანეთზე ჩახუტებულები -რატო არ მირეკავდი ვინერვიულე -ვერ მოვახერხე- თითებზე აკოცა -რა საქმე გქონდა ასეთი-ნინი ისევ წუწუნებდა -ხო იცი რო ძალიან მნიშვნელოვანი იყო თორე არ წავიდოდი- თმაზე მოეფერა, ლოყაზე აკოცა და სახე მის ყელში ჩამალა -ვიცი. შენ მე ტყუილად არ დამტოვებ მითუმეტეს ისე რომ არ დამირეკო . ხომ ასეა? -ჩემი ჭკვიანი გოგო -გაიცინა და ტუჩებზე შეეხო- ძალიან მომენატრე ნი -ძალიან დაღლილი ჩანხარ საერთოდ არ გიძინია ეს ორი დღე?- თითები ლოყაზე ჩამოუსვა და მზერა გაუსწორა -არა -წავიდეთ... დავიძინოთ ხო? -არ მახსოვს შენს გარეშე როგორ ვიძინებდი ხოლმე- გაიცინა და მერე ხელში აიყვანა- წავედით პატარავ. შენი ძილის დროა -ცუდი ბიჭი ხარ...დამსვი თორემ ნაზიკო ბებო დაგვინახვს და წკეპლით გცემს- ჩუმად იცინოდა, ფეხებს ათამაშებდა და დემეტრეს კოცნიდა .............. მეორე დღიდან სოფელში ყოფნის დღეები ექსკურსიებს დაუთმეს. ბევრი საინტერესო,უცნობი ან მონატრებული ადგილის ნახვა მოახერხეს და უთვალავი ემოციაც დააგროვეს ყველამ ერთად. ნიკოლოზს კი დროის გასვლასთან ერთად სერიოზულობა ემატებოდა. უჩვეულოდ ჩუმი გახდა,ათასი ფიქრით და თათას დაკარგვის შიშით დამძიმებული საკუთარ თავს აე ჰგავდა ან უბრალოდ მისი ეს ნაწილი თავადაც პირველად აღმოაჩინა,თათას ნიკუშა არ ჰგავდა სხვა არავის. .............. ვაკო ზუსტად ერთი თვის შემდეგ აღმოჩნდა მახარაძეების ოჯახში და თათა წაიყვანა. დანარჩენებიც იმ დღესვე დაბრუნდნენ ქალაქში ,ნიკოლოზმა კი მოსვენება სულ დაკარგა. არ ჰყოფნიდა თათასთან დისტანციური საუბრები -ხელი უნდა ვთხოვო- სულ სხვა თემაზე განიხილავდნენ უცებ რომ ასწია თავი და სერიოზული სახით განაცხადა -მოიცადე ჯერ, შეუყვარდე იმ გოგოს . უარი თუ გითხრა მერე გაგიტყდება -არ მეტყვის -რომ გითხრას? -მაშინ აღარასდროს შევუყვარდები და მორჩა...თუ არაფერს გრძნობს, თუ არ ვაინტერესებ და მხოლოდ იმიტომ მწერს რომ ვეცოდები ან რცხვენია მაშინ მორჩება . თანაც მე ხომ ვიცი,ვგრძნობ -რას ბოდავ ახლა ხვდები? რა მორჩება ...შენ ახლა თათას გადაყვარებას შეძლებ? სულ შეიშალე , ცოტა მოიცადე -აღარ შემიძლია , ვერ ვიძინებ, ვერ ვსუნთქავ, ცუდად ვარ დედა მაქ მოტყ.ული ვერ ხედავთ? - წამოვარდა, ხელები გაშალა,მერე კეფაზე მიიჭირა და თვალები დახუჭა- ისე უნდა ვთხოვო ვაფშე ჭკუიდან რო გადავიდეს -ანუ უარი რომ ვერ გითხრას? -არა, მთელი ცხოვრება რომ ახსოვდეს და წლების შემდეგაც არ ჩანდეს ბანძი ხელისთხოვნა ისეთი -მოფიქრებულიც გექნება შენ -გიორგიმ ჩაიცინა და ქვემოდან ახედა- მე შენთან ვარ _მეც რა თქმა უნდა _ ლუკა დივანზე იყო მიწოლილი და უკვე ელოდა ნიკუშას გეგმის განხილვას _რას მიყურებთ მე რა უნდა ვქნა მითხარით და გავაკეთებ... ოღონდ კიდე არ მოიტაცო თუ ღმერთი გწამს დაწყებული საქმე თითქმის ჩაეშალა თათასთან პაემანზე ყოფნის დროს მისი ნაცნობი რომ მივიდა და საუბრის დროს გოგონას ჰკითხა _კონცერტი როდის გაქვს? თუ ისვენებ ... ისე ძალიან მინდოდა მოსვლა,მაგრამ დრო ვერ გამოვნახე. ჩანაწერი ვნახე, საოცარი ხარ _გმადლობ... ჯერ_ჯერობით ვისვენებ. საქართველოში ვაპირებ დარჩენას,გარკვეული გეგმები მაქვს _კონცერტს თუ დაგეგმავ იქ ვიქნები წინა რიგში . დროებით. წარმატებებს გისურვებ _დროებით. მადლობა _ დაემშვიდობა ქალს და სახეწაშლილ ნიკოს მიუბრუნდა_ ვაპირებდი თქმას,მაგრამ დრო ვერ _რა იდიოტი ვარ ... მითხარი პიანისტი ვარო და მე ისევ ექიმობას ვუტრიალებდი. მართლა ვგეგმავდი როგორ გადავცხოვრდებოდი გერმანიაში და როგორ გავუძლებდი იქ ყოფას _ნიკო ... უბრალოდ უნდა მცოდნოდა იქნებოდი თუ არა ჩემ გვერდით. შენ კი იმდენად გულწრფელი იყავი მივხვდი მხოლოდ სიტყვებით არ გამოხატავდი მხარდაჭერას . მე თავისუფლებისმოყვარული საქმე მაქვს ,ამაზე მეტად არაფერი მიყვარს . ერთ ქვეყანაში ვერ დავრჩები , აქაურობა ზედმეტად პატარაა ამდენი ნიჭიერი ადამიანისთვის და _უნდა გეთქვა ... უბრალოდ უნდა გეთქვა და მიმხვდარიყავი რომ მე გვერდით დაგიდგებოდი და გიგულშემატკივრებდი ყოველთვის. ყველა შემთხვევაში,თავიდან მესმის არ გინდოდა სიმართლის თქმა და საერთოდ საუბარიც,მაგრამ მერე? _გამიბრაზდი? _უყურებდა და მზერა ემღვრეოდა_ ნიკო _სახლში წაგიყვან ... _არ მინდა სახლში ,ნიკოო _ვერ ვიტან ტყუილებს _ვერც მე ,მაგრამ არ ვიცი როგორ გამოვიდა ასე ... _ეს წყენა გადამივლის როგორმე ახლა უბრალოდ ამ ბრაზის პირველი ტალღა უნდა გადავლახო _ არ უყურებდა ისე მიაბიჯებდა და ჩუმად ლაპარაკობდა თათა რომ გადაეღობა წინ _და მე ასე უნდა გაგიშვა? ნაწყენი და გულნატკენი ? _ასე ნუ მიყურებ თორემ ყველაზე სუსტი კაცი მგონია თავი რომელიც ყველაფერს გაპატიებს და ეგ ამბავი სულ არ მიხარია _გგონია მატყუარა ვარ? _საქმეც იმაშია, რომ არ ვიცი... კიდევ რა შეგიძლია მომატყუო ასე მშვიდად და იდეალურად _ახლა რომ დავიფიცო არ მოგატყუებ_თქო აზრი ექნება? _ფიცი არ მჭირდება ... უბრალოდ შევთანხმდეთ , რომ არც მე გეტყვი ტყუილს და არც შენ. როგორც არ უნდა გვესიკვდილებოდეს სიმართლის თქმა _თანახმა ვარ ... ახლა მითხარი რომ მაპატიე ,შემირიგდი და გაგიარა გულის ტკივილმა _ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა,თვალებში უყურებდა და სულ რომ გილიოტინისკენ წაეყვანა უარს არ ეტყოდა. მერე კიდევ უფრო ახლოს აღმოჩნდა ,ლოყაზე აკოცა და ისე გაუღიმა ნიკუშამ ტუჩებთან საერთო წერტილიც იპოვნა _დავფიქრდები... _ნიკოო _მიყვარხარ,მართლა და ძალიან არ მინდა ამ სიყვარულმა შემიწიროს _ჯერ ისევ ტუჩებზე ეხებოდა რომ თქვა და კიდევ აკოცა გაბრუებულს საკუთარ თავზე აიღო ქორწინებამდე მისასვლეკ გზაზე ურყევი ბარიერის გადალახვა და მარტო მივიდა ვაკოსთან . სრულიად მოულოდნელად ესტუმრა ,როდესაც თათა ახლოს არ იყო -საღამომშვიდობისა ვაკო ... იმედია შემომიშვებ -შემოსული ხარ უკვე ... ამჯერად რა ხდება? - დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა- დაჯექი ნუ გეშინია- ჩაიცინა და ქვემოდან ახედა . ვისკის ჭიქები აავსო და მისკენ გასწია- დალიე -არ მეშინია , ამჯერად ყველაზე მშვიდად ვარ და დარწმუნებული -ვაახ, რა ხდება აბა მითხარი -კარგად ვიცი როგორიც ხარ, სიყვარულზე წარმოდგენაც არ გაქვს. ალბათ არც გჯერა რომ შეიძლება გულის გაჩერებამდე გიყვარდეს ვინმე , მეც არ მჯეროდა . ყველა ქალს ვინც კი მყოლია არასერიოზულად ვუყურებდი და საერთოდ არ ვფიქრობდი ოჯახის შექმნაზე -გგონია მაინტერესებს ახლა ეს ყველაფერი? -უნდა გაინტერესებდეს იმიტომ რომ ბოლოს ჩემი მდგომარეობა შენთვის მნიშვნელოვანი გახდება , პირდაპირპროპორციულად დაუკავშირდება ჩემი სიმშვიდე თათას ბედნიერებას. მეც ძალიან არ მინდოდა შენნაირი ძლიერი და საშიში ცოლისძმა მყოლოდა , მაგრამ ასე გამოვიდა და უნდა შევეგუოთ ამ ამბავს . მე და შენ ორივეს საერთო რაც გვაქვს თათას სიყვარულია... რამდენიმე თვის წინ რომ ეთქვათ ქალზე ასე ვისაუბრებდი სიცილით მოვკვდებოდი,მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი , სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი თათას ბედნიერებაა... -თათას არ უყვარხარ და როგორ გინდა რომ გააბედნიერო. ვერ შეძლებ , მე რომ დავიჯერო შენი გრძნობის, შენი სიტყვების... აზრი არ აქვს -მე უბრალოდ მინდა იცოდე რომ მის გამო ყველაფერს გავაკეთებ. ხელს ვთხოვ , თუ უარს მეტყვის ,თუ მეტყვის რომ არაფერს გრძნობს გეფიცები გავქრები მისი ცხოვრებიდან. შორიდან ვიზრუნებ მასზეც და მის სიმშვიდეზეც, მაგრამ არ მინდა თანხმობის შემთხვევაში არჩევანის წინაშე იდგეს. ვერ ვაიძულებ ჩემსა და შენს შორის არჩევანი გააკეთოს , არასწორი იქნება -თათა ჯერ კიდევ პატარაა ამ ყველაფრისთვის, შენ გინდა რომ ცოლი გახდეს, ბავშვები გაგიჩინოს და მისი თავისუფლება შეიზღუდოს. რომ დაგთანხმდეს მოინდომებ მალევე შეირთო იმიტომ რომ მოთმენის უნარი არ გაქვს, არასერიოზული კაცი ხარ ჩემთვის და ამიტომ არ შემიძლია რომ ბოლომდე გენდო, მაგრამ თათა თუ დაგთანხმდება ,თუ მეტყვის რომ უნდა შენთან ყოფნა არჩევანის წინაშე არ დავაყენებ . მერე უბრალოდ მოგკლავ ერთხელ მაინც რომ აწყენინო და ვერავინ გიხსნის -ხომ გითხარი არაფრის მეშინია თათას უარის გარდა ... ისიც შენნაირია ერთ სიტყვას ვერ ათქმევინებ ზედმეტს - ძლივს გაიღიმა და მერე წამოდგა- იმედია არაფერს ეტყვი ... არ მინდა სიურპრიზი ჩამეშალოს - გასვლამდე უთხრა და შემდეგ დატოვა ვიბლიანის სახლი. ისე ღელავდა როგორც არასდროს. თათა რესტორანში დაპატიჟა, პირველი შემთხვევა არ იყო ,მაგრამ ამჯერად გოგონაც გრძNობდა რომ რაღაც ისე ვერ იყო არადა თითქოს ჩვეულებისამებრ მშვიდად მიდიოდა ყველაფერი -წავიდეთ? გვიან არ მინდა მიგიყვანო მერე მაგაზეც გაბრაზდება შენი ძმა -კარგი რა ნიკუშა, რატომ ამბობ ეგრე . ბავშვი ხომ არ ვარ , მითხრა როგორც გინდა ისე მოიქეციო და თუ ვნახავ რომ ცუდად ხარ მერე ჩავერევი მანამდე არაო . შენ კი მეეჭვება ოდესმე მატკინო , ხომ ასეა- ისე თბილად გაუღიმა ნიკა წამით გაშეშდა - ნიკოლოზ -ისევ ისე იღიმოდა -მე ... ღმერთო როგორ მიყვარხარ- უცებ წამოდგა ხელები დაუკოცნა და მერე ისიც წამოაყენა- წავიდეთ ... გავისეირნოთ , ხომ გიყვარს ღამე ხეტიალი. -წავიდეთ - ჩანთა აიღო და გაჰყვა. ქუჩაში მიდიოდნენ , ზედმეტად ბევრი ხალხი ირეოდა, მაგრამ ნიკუშას თითებზე თამაშობდა და ქვემოთ იყურებოდა . თავი მხარზე რომ დაადო იგრძნო როგორ უცემდა გული და თითები მოუჭირა -კარგად ხარ ? -ასე არასდროს ვყოფილვარ, კარგად ვარ თუ ცუდად ჯერ არ ვიცი ოღონდ- თავზე აკოცა გოგოს და ხელი მოხვია . მერე უცებ სიმღერა ჩაირთო ,მანქანები გაჩერდნენ იქედან ბიჭები და გოგონები გადმოვიდნენ პირდაპირ მათ წინ იყვნენ , ერთნაირი მაისურები ეცვათ . ცეკვავდნენ და თათა საერთოდ ვერ არჩევდა მაისურზე წარწერებს . გაოგნებული იდგა და თვალს ვერ აშორებდა სანახაობას -რა ხდება ნიკუშა... -რა ხდება...არ ვიცი - გაღიმებულს ზურგიდან მოეხვია და ლოყაზე აკოცა -ძალიან მომწონს - იცინოდა და ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენა რა ელოდა წინ. მელოდიას აყოლებდა სხეულს, ნიკუშასაც კი სთხოვა მეცეკვეო და რომ დატრიალდა მერე მის წინ შენობაზე წარწერა დაინახა, დიდი ასოებით მნათობი „გახდები ჩემი ყველა’ფერი?“ -ნიკუშა -იქნები ჩემთან და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე? - თვალებში უყურებდა, ხელში ბეჭდით იდგა და მზერას არ აშორებდა . ყველა იქ იყო , სულ ყველა და კიდევ ვინ იცის რამდენი ადამიანი უყურებდათ, რამდენი იღებდა ფოტოებს , ვიდეობს , რამდენი ელოდა პასუხს . თათამ სახეზე ხელები რომ აიფარა და ტირილი დაიწყო ნიკუშას ძალა გამოეცალა , წამით ეგონა რომ ყველაფერი მორჩა -ყველაფერი დაივიწყე პატარავ, ყველა და ყველაფერი უბრალოდ მითხარი რომ არ გიყვარვარ და შენ თავს ვფიცავარ წავალ - ხმა ჩაუწყდა, ფერი დაკარგა სახეზე აფარებულ თითებზე აკოცა და მერე თავი დახარა -თათა -შენ ჩემი ყველა’ფერი ხარ ნიკუშა მახარაძე ! ...... ქორწილშიც მალე აღმოჩნდნენ, ყველაფერი ისე იყო როგორც სურდათ, ყველაფერი თათას ბედნიერებისთვის , ნამდვილად ბრწყინავდა. ქორწილი სავსე იყო ემოიცებით, სიგიჟით, ფერებით. ბევრი ცეკვით, სიმღერით . ნიკუშას ფლეშმობი, უეცარი გარდასახვა აცეკვებული ბიჭები და თათას კისკისი. ყველა დაღლილი იყო, შეზარხოშებულები, ემოციებისგან გამოფიტულები და მაინც ენერგიულები. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კადრი ქორწილიდან იყო დედოფალი როიალთან და მოგვიანებით ვაკო და თათა ვიბლიანების ცეკვა . მომღიმარ დედოფალს თვალები აემღვრა , ხელები მოხვია უფროს ძმას და როგორც ყოველთვის ახლაც მშიდად მოექცა მის მკლავებში -ვაკოო -კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ასე მალე წამართვა შენი თავი ... სახლში აღარ მეყოლები და რომ მომენატრები სადღაც სხვაგან იქნები,მაგრამ ხომ ხედავ ვერ ვიეგოისტე . ნეტავ მთელი დარჩენილი ცხოვრება ასე სიხარულისგან გულაჩქარებული გნახო. ყოველი შენი დანახვისას ვიგრძნო რომ კიდევ უფრო კარგად ხარ მის გვერდით . სხვა ვაფშე არაფერი მინდა ხომ იცი თათ-თვალებში უყურებდა და სულს აყოლებდა სიტყვებს- ჩემი ბედნიერება შენ ხარ ხომ იცი -არ მოგენატრები , ძალიან ,ძალიან ხშირად გნახავ ...შორს ხომ არ მივდივარ არა? ხომ იცი მე რომ მენატრები სუნთქვა მიჭირს და ვერ გავძლებ დიდხანს . ნიკუშა კი იმაზე კარგია ვიდრე ახლა წარმოგიდგენია - თავი მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა დიდხანს არ გაუშვა ვიბლიანმა, შემდეგ შორიდან დაინახა მახარაძე როგორ იდგა და უყურებდა ცოლს, გაეღიმა იმდენად კარგად შეეძლო ამ ბიჭის სახეზე ემოციების წაკითხვა. ცოტა ხნით კიდევ ჰყავდა საყვარელი და გვერდით შემდეგ კი ქმარს გადააბარა. -ისე იყურება მგონი ფიქრობს რომ წაგიყვან , სიძის წვალება უკვე დანაშაულია- ჩაიცინა,თათას თავზე აკოცა და წავიდა. -ჩემთან რომ ეხსნება იუმორის გრძნობა ვგიჟდები ... რაო ,დედას მოვუტყ.... თუ ჭკვიანად არ იქნებაო?- იცინოდა და თათას თითებს უკოცნიდა - ჩემი მზის სხივი გოგო ხარ შენ -ნიკუშაა- ჩაეხუტა და ქვემოდან ახედა- დავიღალე იცი? მგონი დროა წავიდეთ -თქვენი სიტყვა კანონია დედოფალო - თვალები აუბრჭყვიალდა და მერე დარბაზს მოავლო მზერა- წავიდეთ ეჭვი მაქვს თათას სიტყვა და სურვილები მართლად დაუწერელ კანონებად იქცა ნიკოლოზისთვის იმ დღის შემდეგ . ეს წყვილი არასდროს იყო ჩველებრივი, არც მათი სიყვარულის ისტორია ჰგავდა ყველას , ეს იყო გრძნობა რომელიც ყოველ დღე იქმნებოდა, ყოველ წუთს ძლიერდებოდა და რაღაც ახალს ქმნიდა ამ ორ არა’ჩვეულებრივ ადამიანში. ......... ქორწილის დღეს მომხდარ ამბებს შორის იყო გიორგის გონებაში გადალახული ზღვარი . ნუცას თვალს არ აშორებდა ,ჩვეულებად ჰქონდა ქცეული ,მაგრამ ასეთი სხვანაირი,ქალური და დახვეწილი კიდევ უფრო მიმზიდველი ჩანდა. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი სასურველი გიორგის მოთმენა აღარ შეეძლო, არაფერზე უფიქრია უბრალოდ მივიდა და მკლავები მოხვია. გიჟდებოდა სხვა რომ ეხებოდა, აგიჟებდა ის რომ ნუცა სხვას უცინოდა, სხვას აძლევდა მიახლოების უფლებას. მერე კი მჭიდროდ ხვევდა მკლავებს და მანძილს ამცირებდა. მის სითბოს გრძნობდა, მის ცეცხლს რომელიც ნებისმიერს დაწვავდა,მაგრამ გიორგის სხვანაირად უნათებდა მთელ არსებას -ბატონო გიორგი, რით დავიმსახურე ეს პატივი- გაიცინა და მკლავები ყელზე მოხვია, მერე მხრებზე გადავიდა და მზერა გაუსწორა. გრძნობდა ,შინაგანად იცოდა როგორ მოქმედებდა მასზე და შანსს არ უშვებდა -რატო იქცევი ასე- ზედმეტად ბევრი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული,მაგრამ ნუცას მზერა ყველაზე მეტად ურევდა გონებას -როგორ -გამომწვევად , გამაღიზიანებლად და ნერვების მომშლელად -ეგ შენ ფიქრობ ეგრე იმიტო რომ ვერ მიტან თორემ სხვას არავის ეჩვენება ჩემი საქციელი გამაღიზიანებლად -მართალია ყველას ხურდება რომ გიყურებს , რომ ეხვევი,ყელზე ეკიდები ისე თითქოს არ გადარდებს -მართალიცაა, რაც უნდა ის იფიქრონ . ოცნებას კაცი არ მოუკლავს გიორგი -მაგ ოცნების ასრულებას მოინდომებენ და მერე ინანებ ასე რომ იქცევი -შენ რა განაღვლებს გამაგებინე მე თუ ვინანებ შენ რა? მიხედე შენს გოგონებს_მანძილის გაზრდა დააპირა,მაგრამ წელზე შემოხვეული მკლავი კიდევ უფრო დაეჭიმა გვიჩიანს -რადგან გეუბნები ესეიგი არსებობს მიზეზი -მეც სწორედ ეგ მაინტერესებს, რა მიზეზი გაქვს გიორგი -ახლა უბრალოდ მინდა რომ გაჩუმდე და მეცეკვო ნუცა რომ დატრიალდა შემდეგ ახლოს მიიზიდა, გოგომ თავი მხარზე დაადო და სიტყვა აღარ უთქვამს. საშინლად ვერ იტანდა ამ სიმშვიდის შეგრძნებას მასთან მიახლოებისას რომ გრძნობდა, მაგრამ ემორჩილებოდა, ზოგჯერ ბრძოლა აღარ შეეძლო არც საკუთარ თავთან არც გრძNობებთან. ვერ იაზრებდა , არ ფიქრობდა, მაგრამ მაინც ტკბებოდა როცა კი შეეძლო. ბოლოს ყველა დოზას გადააჭარბა, ალკოჰოლმა მთლიანად მოიცვა მისი ყველა უჯრედი . თავი უსკდებოდა, წონასწორობა ერღვეოდა მოცეკვავეთა ბრბოს რომ დააღწია თავი. კიბეზე ჩადიოდა უცნობმა ხელი რომ ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. არც კი ესმოდა რას ეუბნებდოდა, მხოლოდ მის მოშორებას ცდილობდა. მერე ისევ გათავისუფლდა ,ვიღაც გამოჩნდა , ბიჭი მოაშორა და ხელი მოხვია -ნუცა ,შემომხედე -გიორგიი- გაუღიმა და თითები სახეზე შეახო- შენ ხარ ... -წავედით ...სახლში წაგიყვან -არა გთხოვ...ნათიას დანახვა არ მინდა- მკლავზე მოეხვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული უჭირდა, თვალები ეხუჭებოდა- სხვაგან წავიდეთ -უნდა გამოფხიზლდე -ნწ, არ მინდა ...ასე მინდა- თავი მხარზე დაადო და ცხვირის წვერი ყელზე შეახო -არ მინდა სახლში _მერე სიმსუბუქე იგრძნო, გიორგიმ ხელში აიყვანა და ისე მივიდა მანქანამდე. უკანა სავარძელზე ფრთხილად დააწვინა და შემდეგ საჭესთან დაჯდა. თავისთან წაიყვანა, არ იცოდა დილას რა რეაქცია ექნებოდა , მაგრამ მაინც გარისკა. მძინარე აიყვანა ბინაში, საწოლზე რომ დააწვინა ფეხსაცმელი მოაშორა , სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია -არ წახვიდე გთხოვ, ჩემთან დარჩი, მარტო არ დამტოვო გთხოვ - ნახევრად მძინარემ ჩურჩულით უთხრა , თითები მაჯაზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა- გთხოვ -პატარავ...შენ მე შემშლი- ჩუმად უთხრა და შემდეგ მის გვერდით დაწვა. მკლავები მოხვია , სახე მის ყელში ჩამალა და თვალები დახუჭა. ნუცამ კი მალევე გაიღვიძა, მისკენ გადაბრუნდა, დიდხანს უყურებდა მძინარეს მანამ სანამ ბოლომდე არ გაეთიშა გონება. ……………. დემეტრესაც უჭირდა ნინისთან განშორება, სულ რომ მთელი დღე ერთად ყოფილიყვნენ მაინც უწევდა ბოლოს მისი გაშვება და ყოველ ჯერზე უფრო მეტად უძნელდებოდა . დამოკიდებული იყო , თავს იკავებდა, გრძნობებს არ გამოხატავდა, არავინ იცოდა სინამდვილეში როგორი სუსტი იყო ნინის გარეშე. ნინი იყო მის ცხოვრებაში არსებული დამოუკიდებელი სამყარო სადაც სრულიად სხვა ახვლედიანი ცოცხლდებოდა დამყოლი, მშვიდი, თბილი , საყვარელი და მთლიანად რჩეულ ქალზე ორიენტირებული. ასეთი ახვლედიანი კი არსად არავის უნახავს, არ არსებობდა დემეტრეს უკან დაეხია ან რაიმეს ზედმეტად აეღელვებინა. ნინის ერთი უპასუხო ზარი კი გულს ისე უჩქარებდა თითქოს რაღაც საშინელება ხდებოდა. არაფრის ეშინოდა ცხოვრებაში ისე როგორც ამ გოგოს დაკარგვის, ზოგჯერ ტვინის რომელიღაც კუნჭულში ებადებოდა აზრი რომ ეს ბედნეირება დიდხანს არ გაგრძელდებოდა და რაღაც მოხდებოდა,რაღაც რაც ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა. დილით უცნაურ განწყობაზე გაიღვიძა, უკვე შუადღე იყო ნინისგან არაფერი ისმოდა და თავად დაურეკა. რამდენიმე ზარს რომ არ უპასუხა ისე წავიდა მისი ბინისკენ არც კი უფიქრია. გონს რომ მოვიდა ქალბატონი უკვე სექსუალური პენუარისამარა იდგა კარში და უღიმოდა. წამსვე დაეჭიმა ძარღვები, სისხლი აუდუღდა , გიჟდებოდა როცა ასე ტყუილად ღელავდა ის კი ვერაფერს ხვდებოდა -დემეე აქ რას აკეთებ ამ დროს?- გაუღიმა,მაგრამ არც დასცალდა ისე მოხვია ხელი ბიჭმა და სახლში შესვა. კარი მიხურა და ზემოდან ანთებული თვალებით დახედა-დემეტრე -რამდენჯერ გითხარი ასე ნუ დადიხარ და კარს ამ ფორმაში ნუ აღებ-თქო... ბავშვი რომ აღარ ხარ ვერ უნდა გაიაზრო ? -ამის სათქმელად მოხვედი?- არ ადარდებდა დემეტრეს ღელვა, უკვე აღარ ეშინოდა. ტუჩი კბილებსშორის მოიქცია, ფეხისწვერებზე აიწია, ბიჭს სხეულზე მიეტმასნა და მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა-ინერვიულე ჩემო შავთვალება დემონო? -დემონები თავიანთ მსხვერპლეზე არ ნერვიულობენ -თუ გონის დაკარგვამდე არ უყვართ თავიანთი მსხვერპლი- მის ტუჩებთან ლაპარაკობდა,მერე ყელზე მიაწება ტუჩები და ცხვირის წვერი კანზე გაუსვა-ვგიჟდები შენი სიბრაზის სუნზე -მიწვევ და არ მინდა ახლა აქ -შემოდი ...- ხელი მკლავზე მოხვია და საძინებლისკენ წაიყვანა. ეხვეოდა და თან მონოტორულად კოცნიდა -გეყოფა-თქო-უცებ მოხვია კეფაზე თითები და ტუჩებზე წაეტანა,მაგრამ არ დასცალდათ უეცრად გამოჩნდა ქალბატონი ნათია -აქ რა ხდება ნინი? რის უფლებას აძლევ თავს... ამ სახლში სხვებიც რო ცხოვრობენ დაგავიწყდა -უკაცრავად ქაბატონო ნათია არ ვიცოდი სახლში თუ ბრძანდებოდით-დემეტრემ თავაზიანობა გამოიჩინა ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა -ვინ ხართ საერთოდ ... -დემეტრე ახვლედიანი სასიამოვნოა- ხელი გაუწოდა , ქალმა ცინიკურად აათვალიერა და წარბები მაღლა აზიდა -ჩემთვის სულაც არ არის სასიამოვნო ... ყველაფერი შენს ნებაზე რომ გაქვს ვიცით, მაგრამ ამ სახლში კაცების მოყვანას იწყებ? ამ ეტაპზეც გადავედით ნინიკო? -დემეტრე ჩემი შეყვარებულია, ადამიანურად გაგეცნო და იქნებ შეწყვიტო ეს შეურაცხმყოფელი საუბარი -მე შევწყვიტო? როგორ მელაპარაკები და საერთოდ რას აკეთებ. ამ ბოლო დროს სულ წახვედი ხელიდან, დაგავიწყდა ხომ ვინ ვარ და სად ხარ? ჩემს სახლში გაკითხავს ვიღაც ბიჭი, გკოცნის ჩემს მისაღებში. შენ მგონი აღარ გახსოვს ვისი ფულით დადიხარ ყველგან, ჭამ ,სვამ და ერთობი. ვინ გაგზარდა და ვის უნდა უჯერებდე -თუ ღმერთი გწამს...ეს სახლი ჩემი და ნუცასია. მამას დატოვებული ფულით ვცხოვრობ, შენი ერთი თეთრიც არ დამიხარჯავს არასდროს და აღზრდას რაც შეეხება ნეტავ საერთოდ არ შემხებოდი არასდროს. დამადლებული, ზიზღითა და სიძლვილით გაზრდილი ბავშვი შენ გგონია მართლა შენს გაზრდილად ითვლება?- დემეტრე ვერ წარმოიდგენდა ნინის თუ შეეძლო მსგავსი ტონით საუბარი. პირველად ხედავდა რომ არ იყო სუსტი, მეტიც საკმაოდ ძიერი იყო და ზუსტად იცოდა თავი როგორ უნდა დაეჭირა-წამომყევი ძვირფასო - დემეს ხელი ჩაკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა. -ამ ქალთან ამდენი წელი როგორ გაატარეთ შენ და ნუცამ- კარის მიხურვის შემდეგ მოეხვია ნინის და მშვიდად უთხრა -როგორც ხედავ, ჩხუბით, ომით, ბრძოლითა და გამუდმებული ბრაზით რომელსაც ისე ანთხევს სულ ცოტაც და დამახრჩობს -დროა უკვე ბარგი ჩაალაგო -სად მივდივართ ამჯერად?- გაიღიმა და ლოყაზე აკოცა ბიჭს -ჩემთან გადმოდიხარ- მზერა გაუსწორა და შუბლზე მიაწება ტუჩები-არ მაქვს სურვილი ვინმე უარყოფითად მოქმედებდეს შენს განწყობაზე -რაა...როგორ ახლა ასე უცებ რანაირად. არა არ გამოვა - დაიბნა , ანერვიულდა კიდეც -ჩვეულებრივად ბარგს ჩაალაგებ და წამოხვალ. აღარ მინდა ამ ქალთან ერთად იყო და რაც მთავარია ჩემგან შორს იყო თუნდაც ერთი წუთით -მე არ მეკითხები საერთოდ? -არ გინდა ჩემთან ყოფნა? -ეგ არ მითქვია უბრალოდ გადმოსვლა არ მინდა -რას ნიშნავს არ გინდა -რა არ გესმის დემეტრე? რანაირად ავდგე ახლა და უცებ გადმოვიდე შენთან. ბავშვს მერე მე მეძახი? ჯერ მზად არ ვარ მსგავსი ცხოვრებისთვის , როცა დრო იქნება გადმოვალ და საერთოდ ვერ მომიშორებ გვერდიდან -რა მზად ყოფნა უნდა ნინი არ გადამრიო საჭმლის კეთებას და დიასახლისობას კი არ გთხოვ უბრალოდ მინდა ჩემს გვერდით იყო, მშვიდად , კომფორტულად და თავისუფლად -დემეტრე რატომ არ გესმის? ისედაც შენს გვერდით ვარ ჯერ ასე რომ დავაჩქაროთ მოვლენები ისევ ჩვენთვის არ იქნება კარგი, ერთად ცხოვრება არაა ასე ადვილი მე სხვა რაღაცეები მჭირდება სხვა გრაფიკი მაქ . მალე სწავლა მეწყება, უნივერსიტეტში უნდა ვიარო შენ საქმეები გაქვს რა აზრი აქ ერთად ყოფნას მერე საღამოს უნდა დავჯდეთ დიდი ხნის მობეზრებული ცოლ-ქმარივით და ვუყუროთ ახალ ამბებს? ჯობია ერთად ყოფნით დავტკბეთ და ზედმეტად ღრმად არ შევვარდეთ წყალში -გასაგებია, არ გინდა ჩემთან იყო . როგორც სჩანს არ გენატრები და შენთვის საკმარისია ის დრო რასაც შენთვის გამოვყოფ -რატომ ბრაზდები ... როგორ ვერ ხვდები მე უბრალოდ არ შემიძლია ასე უცებ წამოსვლა და სხვა ცხოვრების დაწყება. მე შენ მიყვარხარ ხომ იცი,მაგრამ ჯერ არ შემიძლია -ვხვდები ყველაფერს და მივდივარ ... ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა მთელი დღე არ გამოჩენილა არც ნინის ზარებს პასუხობდა,არც შეტყობინებებს . თითქოს გაუჩინარდა და თან წაიღო ნინის სიმშვიდეც. მთელი დღე ოთახში გამოკეტილმა გაატარა საღამოს გავიდა ანასთან , ეზოში დაინახა ბატონი ახვლედიანი და მაშინვე მისკენ დაიძრა -დემეტრე რატო მიყურებ ეგრე და საერთოდ მთელი დღე რატო არ მირეკავ რა გჭირს? -არ იცი? -დემეტრე მე მართლა არ შემიძლია - სიტყვებიც კი ვეღარ თქვა, იმდენად სძლია ემოციებმა გული შეეკუმშა, ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერი მოუხერხა და მლაშე სითხით დაენამა სახე-ნუ მექცევი ასე ... ვერ გავუძლებ მე უშენობას -პატარავ, გთხოვ ნუ ტირი თორემ შევიშლები. შენი ცრემლები რომ მკლავს ხომ იცი ...ნინი შემომხედე- წამსვე ნაწილებად დაიშალა, ნინის ცრემლები და დემეტრეს გნადგურება ერთი იყო. მკლავები მოხვია, მთელი სახე დაუკოცნა - გეყოფა ოღონდ აღარ იტირო და თუ არ გინდა საერთოდ ნუ გადმოხვალ. მეტჯერ არც კი შემოგთავაზებ, როცა გადაწყვეტ თავად აიღე ბარგი და გადმოდი . ნუ მიკეთებ ამას...ხომ იცი რომ ვგიჟდები როცა ტირიხარ -მაგრამ მაწყენინე...მატკინე და ცუდად ვარ -გამოვისყიდი როგორმე შენს ცრემლებს -ხოო? -ვეცდები - თითები ნიკაპქვეშ ამოსდო და ათრთოლებულ ტუჩებზე შეეხო-ძალიან ვეცდები -ძალიან , ძალიან?- უკვე განაბული ჰყვებოდა მისი ტუჩების მოძრაობას ,თვალებში ჭინკები უხტოდნენ ისეთი საყვარელი იყო გონებას ურევდა ახვლედიანს. სულ დაავიწყდა ყველა გეგმა, საქმე და ყველაფერი რაც კი ტვინში ჰქონდა. ნინის ხელი ჩაკიდა და მანქანაში ჩასვა. წავიდა, გზაში მოიფიქრა სადაც უყვარდა ნინის ყოფნა, რითაც გაახარებდა და ბოლოს ლოპოტაში აღმოჩნდნენ. სასტუმროს ეზოში დაეხეტებოდნენ შუაღამემდე, ნინის ისევ დაუბრუნა ღიმილი სახეზე და მალე მთლიანად დაავიწყა ყველაფერი. ბოლოს ემოციებისგან გადაღლილს პატარა ბავშვივით მშიდად დაეძინა ახვლედიანის მკლავებში . დილით ადრე გაეღვიძა, დემეტრე უკვე აივანზე იდგა და ეწეოდა. მასთან მივიდა, ზურგიდან მოეხვია და ყელში აკოცა -დილამშვიდობისა -კარგია რომ მალე გაიღვიძე...- ტუჩები დაუკოცნა და შემდეგ ოთახში შეიყვანა-სადღაც მივდივართ -უკვე ვბრუნდებით? -ნწ...სადღაც უკეთეს ადგილას მივდივართ - გაიცინა და ცხვირის წვერზე აკოცა ნინის გახარება უმარტივესი დეტალებითაც შეეძლო და ყველა შესაძლო ვარიანტს იყენებდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ახვლედიანი საქმეებზე გადაერთო,წულუკიძე კი სწავლის დაწყებამდე დარჩენილ ბოლო თავისუფალ დღეებს იყენებდა მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად ........ ქორწილის შემდეგ არ ჰყავდა გიორგი ნანახი. ერთ დილასაც საუბრის ხმამ გააღვიძა, სასტუმრო ოთახიდან ესმოდა დემეტრეს და გიორგის საუბარი . მაშინვე წამოდგა და დაუფიქრებლად გაემართა მათკენ _სიძე როგორ ხარ? სახლში დაიწყე უკვე სტუმრობა? გაგატანთ თუ გინდა და მოისვენებთ ორივე_დემეს აკოცა და გვერდით მიუჯდა მეორე მხრიდან. -შენი და დაითანხმე , მე პრობლემა არ მაქ -მოიცა შესთავაზე და მე არ ვიცი? და ეს არ გადმოდის? აუ მთლად დაგიკარგია შე საცოდაო ჭკუა რა გეშველება ნეტა , ცოტა მაინც მგავდე შენს ადგილზე ფრენა ფრენით მოვშორდებოდი ამ სახლს და ნათიას , კი მომენატრები მაგრამ მაინც ერთად არ ვიქნებით სუულ? ისე დემუცი რო დავითანხმო ჩემს შვილებაზე რა აზრის ხარ? მშვენიერი უპრობლემო გოგო ვარ გავახალისებ თქვენს ცხოვრებას . წარმოიდგინე დილას ადრიანად შემოგივარდებით ოთახში და დაგამხობთ თავზე ყველაფერს -თვითონ დამთანხმდება -ოო სიძე არ შეიძლება ცოლისდის გადამტერება დამიჯერე -თან შენ თუ ხარ ცოლისდა -ოო გიორგი აქ ხარ შეენც? მოკლედ სულ როგორ ვერ გამჩნევ დაპატარავდი ალბათ უფრო -შენ ბრმავდები ეტყობა თანდათან რაც იზრდები , ჭკუა გეკარგება -შენც ეგრე გემართებოდა ალბათ და ეხლა რო დაბერდი ვაფშე აღარ შეგრჩა ტვინის ნატამალი -გოგო! -ნუცა წადი გამოიცვალე _ ნინიმ უჩურჩულა და პენუარზე ანიშნა -ოო კაი რა მეზარება , გრილად ვარ ასე -გახდილი ხარ და გრილად როგორ არ იქნები -გახდილი ქალი არ გყავს ეტყობა შენ ნანახი , წაიყვანეთ ერთხელ ეს გაჭირვებული ქალებში ან ფოტო მაინც ანახეთ -ნინი მოაშორე ეს აქედან ეხლა სანამ ისეთ რამეს ვიზამ რო ვერ ადგება ფეხზე საერთოდ -კაი რაიყო სიმართლე კია მწარე მაგრამ ესეც ნუ ირევი ეხლა იოგები არ დაგეჭიმოს , ეგ ნატიფი ხმა რო წაგერთვეს სად მიდიხარ მერე . -ნინუ საღამოს გნახავთ, ის ბიჭი კიდე სად გაქრა ცოლიანად , ვის არ მოუყვანია ცოლი მარა ეს ხო გიჟია და ბოლომდე გიჟი რჩება რა -ნიკა და თათა არ გამოჩენილან ხო? აცადეთ იმ ხალხს ტკბებიან ერთმანეთით აბა თაფლობისთვეში შენი სიფათის ყურებას მეხუმრები? ვინ დაიტანჯავს ეგრე თავს -ცოლი -ისე შენ ვინც გამოგყვება იმას მეტად რაღა დატანჯავს. -იგივე ითქმის შენს მომავალ ქმარზე მარა შენ ისეთებს ხვდები ისინი ისედაც დატანჯულები არიან დაბადებიდავე , ხო იმ საბას შორდები და ახალი მოძებნე უფრო იქნებ გააუმჯობესო -რას ნიშნავს ვშორდები , -შორდები და იმას -შენ ვინ გეკითხება მე არ ვშორდები და ის მითუმეტეს ვერ დამშორდება -რადგან გეუბნები ესეიგი შორდები უფროსწორედ დაშორდი უკვე -გასაგებად რო ილაპარაკო ცოტა შენი სტასტუსი გაიხსენო ჩემთან დამოკიდებულებაში და სიულელური ფრაზების წამოძახილს შეეშვა უკეთესი იქნება -გასაგებად გითხარი დაშორდითქო მეტი რა გინდა? -ვინ გეკითხება შენ მე ვის დავშორდები და ვის არა გადასარევი ბიჭია მიზეზი არ მაქ რო დავშორდე -არის ალბათ მიზეზი და ამიტო დაშორდები, წავედი ეხლა აღარ მაქ შენთან ლაპარაკის ნერვები . გიორგი ფეხზე იდგა უკვე , ნუცა გაგიჟებული სახით იყურებოდა დემე გულში იღიმოდა ,ინი სრულ გაურკვევლობაში იყო. ნუცა ფეხზე წამოვარდა საძინებელში შევიდა და საბას დაურეკა , ხუთჯერ მაინც დაურეკა ,მაგრამ არ პასუხობდა მერე უპასუხა და განუცხადა აღარასდროს გაგეკარები პირობას გაძლევო, თან ისეთი ხმა ქონდა აშკარად ცუდად იყო, თითოეული ბგერის თქმა უჭირდა. ნუცა მაშინვე გავარდა სადარბაზოში სადაც წამის წინ გავიდა გიორგი და მაშინვე დაეტაკა -რა გააკეთე მითხარი რა უქენი იმ ბიჭს გამაგებიე რა გინდა ჩემგან ხო შეიძლება შემეშვა და მშვიდად ცხოვრების საშუალება მომცე -არაფერი ისეთი ფეხი წამოკრა და მრავალჯერადი მოტეხილობა აქვს -ცემე შე ნადირო? რატო გამაგებიე რა დაგიშავა ნამდვილი მხეცი ხარ ველური პირუტყვი ცხოველი -გაჩუმდი! _გიორგი ძვლივს იკავებდა უკვე თავს გულს საშინლად ტკენდა ნუცას სიტყვები ცოტაც და ამოაფრქვევდა ყველაფერს -არ გავჩუმდები თავი დამანებე ერთხელ და სამუდამოდ ნუ მიმწარებ ცხოვრებას და საერთოდ არც დამელაპარაკო ჩემს დასთან რო არ დაიშლი ყოფნას და დასავით გიყვარს ეგ ვიცი ამიტო მე ნუ შემეხები საერთოდ არც გამომხედო შემეშვი სამუდამოდ დაივიწყე რო მიცნობ -მაგას არ ვაპირებ , ტყუილად ნუ ყვირიხარ და სახლში შედი , ჩაიცვა ჯობია ნახევრად შიშველი რო ხარ სადარბაზოში გამოივლის ვინმე, შენი მეზობელი შემოგხედავს ხამივით და იმის ცემაც მომიწევს -ხო ვამბობ ველური ხარ. აღარ შემიძლია უკვე გულს მირევ ,მაწუხებ ვეღარ გიტან ,ყელში ამომიხვედი შენი სულელური საქციელებით, გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, მომშორდი სამუდამოდ, ვერ გიტან, მეზიზღები, მძულხარ_ გიორგი წამით მის თვალებში ზიზღი ამოიკითხა და ვერც გაიაზრა ისე მოუჭირა მხრებში ხელი და კედელს მიაყუდა. გაგიჟებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს ორივე ცეცხლს აფრქვევდა. ნუცა მთელი სხეულით კანკალებდა უკვე ეშინოდა კიდეც ისე უყურებდა გიორგი, მაგრამ მზერას მაინც არ აშორებდა - აღარასდროს გაიმეორო რო გეზიზღები და შენი ცხოვრებიდან გავქრე , მოვკვდები ეგ რო გავაკეთო. _ისეთი მკაცრი ხმით თქვა ნუცას მთელს ტანში გააჟრჟოლა , მთელი სხეული უთრთოდა და ხმას ვერ იღებდა . გიორგიმ უკვე შეამჩნია მისი მდგომარეობა ხელი შეუშვა ისე მაგრად აღარ უჭერდა , თითქოს დამშვიდდა , მისკენ მიიწია, ჩაეხუტა თმაზე ხელი ჩამოუსვა , აკანკალებული სხეული გულზე მიიკრა , საფეთქელზე მიაკრა ტუჩები და თვალის დახამხამებაში ჩაიარა კიბეები. ნუცა გაშეშებული იდგა მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა მისი შეხებისას უფრო ცუდად გახდა სრულ გაურკვევლობაში იყო , საერთოდ ვერ გამოიტანა მისი ქცევიდან აზრი, ბოლოს მოვიდა გონს და თავის ოთახში შევიდა. იქედან მთელი დღე არ გამოსულა საჭმელიც არ უჭამია როგორ არ ეცადა ნინი ,მაგრამ ვერაფერს გახდა, კრინტიც არ დაუძრავს ყოველთვის ასე იქცეოდა მამის გარდაცვალების შემდეგ, როცა ძალიან ცუდად იყო მარტო რჩებოდა და არავის იკარებდა ახლოს, მარტო უყვარდა თავისი გრძნობების მოთოკვა , მერე ჩვეულებრივი ხალისით ბრუნდებოდა თითქოს არც არაფერი მომხდარა. მამა რომ გარდაეცვალათ დაკრძალვის შემდეგ მთელი ორი კვირა არ გამოსულა ოთახიდან მაშინ 13 წლის იყო . -დემე გიო შენთანაა? -კი რა ხდება -სად ხართ -ლუკასთან ვართ -კაი . ნინიმ მიმართულება შეიცვალა და რამდენიმე წუთის შემდეგ ლუკასთან სახლში აღმოჩნსა -რა ხდება ნინუ რა სახე გაქ ლამაზო? -გიორგი სადაა -აქ ვარ ნი ხო კარგადაა ყველაფერი ჩემო გოგო _ გიო აივნიდან შევიდა და სიგარეტის ღერი საფერფლეში დატოვა -ნუცასა და შენ შორის რა მოხდა გუშინ დილას -არაფერი -ნუ იტყუები კარგად გიცნობ და თქვი -ვიკამათეთ , რატო მეკითხები რამე გითხრა თუ -არაფერი უთქვია რო შევარდა საძინებელში აქამდე არ გამოსულა ერთი წუთითაც . არაფერი უჭამია საერთოდ ხმაც არ ამოუღია. _მოვაგვარებ ,არ ჩაერიო _ მხოლოდ ეს უთხრა და საერთოდ დატოვა იქაურობა -რა ჭირს ამ ხალხს გამეგიბეთ ხო შეიძლება ან იმ გოგოს რა ვუყო რა იჩხუბეს ეგეთი _ნინი სავარძელში ჩაეშვა და დემეს ჩაეხუტა -მოვაგვარებთ პატარა -შენ იცი ხო რატო იჩხუბეს -დამშვიდდი ,არაფერი მოხდება ცუდი. საღამოს სადმე გავიდეთ ერთად -მოაგვარებ ანუ -ხო ნინიმ დემეს ყელში აკოცა ლუკას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და წავიდა. სახლში მისულმა ნუცას დაუკაკუნა კარზე ,მაგრამ უბრალოდ კარგად ვარო გამოსძახა. მალე დემე მივიდა ნუცასთან შევიდა და თხუთმეტ წუთში ერთად გამოვიდნენ . ახვლედიანმა ნუცას შუბლზე აკოცა მერე ნინის გაბრწყინებულს სახეს შეხედა, ორივეს ჩაეხუტა ჯერ ერთს აკოცა მერე მორეს - მოემზადეთ ბარში მივდივართ -ნუცამ დემეს აკოცა ლოყაზე და ჩვეული ღიმილით შევიდა -რა უთახრი ასეთი -სიძე ცოლისდის საიდუმლოა პატარა.მ იდი ეხლა მოემზადე მალე თორე დაგსჯი დაგვიანებისთვის -ისე რო მივიღო ეგ სასჯელი არ შეიძლება მაინცადამაინც ზოზინით უნდა ჩავიცვა?_ ნინიმ სიცილი დაიწყო და დემეს აკოცა, ისიც აყვა. მერე მოშორდნენ ერთმანეთს და ერთად წავიდნენ ბარში . იცეკვეს დალიეს ნუცა როგორც ყოველთვის მხიარული იყო ბევრი ეცეკვა ლუკას, ფეხზე ვეღარ იდგა ბიჭი -მაცადე გოგო დავიღალე ვეღარ ვსუნთქავ კაცი შენსავით ბავში კი არ ვარ -ოო კაი რა აბა სხვას ვეცეკები -მიდი დემეს ეცეკვე -ეგ ცეკვავს საერთოდ? -არა -წამო ეხლა არ გამაბრაზო ლუციუს -ხუთი წუთი მაცადე და წამოვალ დავლიო ერთი ჭიქა ზუსტად 10 წუთი მისცა და შემდეგ ისევ თან გაიყოლა. სახლში გვიან დაბრუნდნენ ნიკა არ ეხმიანებოდა არავინ იცოდა სად იყო ახალდაქორწინებული წყვილი , მარტო დემე იყო მშვიდად „აცადეთ დაბრუნდებიან სასწავლო წლის დაწყებამდეო“ . მთელი კვირა არ უნახია ნუცას გიორგი იფიქრა მართლა მომშორდაო, თითქოს მშვიდად იყო მაგრამ ფიქრებით ხშირად იყო მასთან და ენატრებოდა კიდეც თავს არ უტყდებოდა და სხვა რამეზე გადაქონდა ყურადღება. -ნუციი მოემზადე უშგულში მივდივართ უშგულის გაგონებაზე ფრთები შეისხა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა სასტიმრო ოთახში დემესა და ნინის ერთდროულად გადაეხვია . ჯერ ერთს კოცნიდა მერე მეორეს -სიძე მიყვარხარ შენი იდეა თუა როგორ მინდოდა სვანეთში წასვლაა არ ვარ ნამყოფი -მიდი ეხლა მოემზადე დროზე თორე დაგტოვებთ -ეხლავე ნახევარ საათში აქ ვიქნები თავით დარჭობილი ნუცა გავარდა ნინიც დემე წავიდა მეც ჩავალაგებ ბარგსო ნახევარ საათში ბინის კართან იდგა და ზარს რეკავდა კარი ნინიმ გაუღო და ოთხი დიდი ჩემოდანი რომ დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა -ორი კვირით მივდივართ თუ მთელი ცხოვრებ -ორივეს ბარგია -მე ერთი ჩანთა მომაქ -შენ ბიჭი ხარ მე მეტი მინდა ტანსაცმელი , ნუ მელაპარაკები ახვლედიანი ამდენს დაავლე ხელი ჩემოდნებს და ჩადე საბარგულში -ოჰ ბრძანებაზეც გადადი პატარავ? -ხო დღეს მე ვარ გენერალი, ცოტახნით რა? _ნინიმ საყვარლად გაიღიმა და დემეს ლოყაზე აკოცა. მანაც დაავლო ჩემოდნებს ხელი და ლიფტით ჩავდა ნუცაც უკან მიჰყვენოდა. უკან მოთავსდა კომფორტულად ყურსასმენები გაიკეთა და მთელი გზა სიმღერებს უსმენდა თან დემეს და ნინის უყურებდა და გულში სითბო ეღვრებოდა მათი დანახვისას. მერე ჩაეძინა რო გაიღვიძა ოთახში იწვა მისი ბარგი დიდ კარადასთან იდგა , პლედი ქონდა გადაფარებული, ოთახში დიდი ფანჯარა იყო საიდანაც ძალიან ლამაზი ხედი მოჩანდა. მაშნვე წამოხტა ფეხზე იქვე დაწყობილი ფეხსაცმელი მოირგო და გარეთ გავარდა. შორტი და ბრეტელიანი მაისური ეცვა იქ კი სიგრილე იყო ცოტა შეცივდა ,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია ეზოში მაგიდასთან ნინი და ბიჭები შენიშნა და პირდაპირ იქეთ გაიქცა. უცხო სილუეტებს ყურადღება არ მიაქცია და ლუკას მიუჯდა გვერდით -ვაა ლუციუს შენც აქ ხარ? -გაიღვიძე მძინარე პრინცესა? -ხო. მომენატრე ლუციუს შე ძველო. ლუკას გვერდიდან აეკრო და ლოყაზე აკოცა, ისიც ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა -გაიცანი ნუციუს კატო და კოკა გვიჩიანები ჩვენი მასპინძლები -სასიამოვნოა ნუცა წულუკიძე . ძალიან ლამაზი სახლია ადგილზე აღარაფერს ვამბობ . -გვიხარია შენი გაცნობა ნუცა როგორც იქნა აქ ხარ -ეს რას ნიშნავს ვინმე გიყვებოდათ ჩემზე? -ხო. სასიამოვნოა ნუცი_ბიჭმა გაუღიმა და რატომღაც მის ღიმილში გიორგის ღიმილი ამოიცნო , მერე გაფანტა აზრები „რამ გამახსენა გიორგი რა დებილი ხარ“. საღამომდე მათთან ერთად სეირნობდა მთელი უშგული ვერა მაგრამ ნაწილი დაათვალიერეს მონასტრებში იყვნენ, ბევრი იმაიმუნა ნუცამ და ბავშვებიც გაამხიარულა . საღამოს მარტო იჯა ეზოში და ულამაზეს მთებს უყურებდა , ციოდა მაგრამ სახლში შესვლა მაინც არ უნდოდა თითქოს ხედს ვერ წყდებოდა , სულ უნდოდა ამ ლამაზი ადგილისთვის ეყურებია. ფიქრებიდან ხელის შეხებამ გამოიყვანა, ვიღაცამ თბილი ჟაკეტი მოხვია მხრებზე და ხელიც მოკიდა მის გაყინულ ხელებს. ნუცას სურნელი ეცნო და მაშინვე ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში ვერც გაბედა შებრუნება რო გაერჩია ვინ იყო -გაცივდები სახლში შევიდეთ. ხმის გაგონებაზე საერთოდ გული გაუჩერდა ნამდვილად გიორგი იყო, მაგრამ იქ რა უნდოდა? -არ მინდა ძვლივს წარმოთქვა დაბნეულმა , უკან ისევ არ გაუხედავს ისიც არ ტოკდებოდა ისევ ეწყო ხელები მის მხრებზე . როგორ მოუნდა ჩახუტებოდა და მისი სურნელი შეეგრძნო ,მაგრამ თავს იკავებდა - მაშინ მეც აქ დავრჩები . გიორგი მის გვერდით დაჯდა გრძელ სკამზე და ჰორიზონტს გახედა. ნუცამ ჩუმად გააპარა მისკენ მზერა , როგორ მონატრებია და ვერ ხვდებოდა. ამ დროს გიომაც გახედა მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა ორივე რაღაც იდუმალ სხივს ასხივებდა . -აქ რა გინდა -როგორც ჩანს დაგავიწყდა ჩემი ვინაობა , ამ ერთ კვირაში -გიორგი გვიჩიანი_ გაუღიმა და ხელი გაუწოდა გაშტერებულ ნუცას -ანუ ეს აქ ისინი -რა გჭირს ნუცა? ჩემი სახლია ისინი ჩემი ბიძაშვილები არიან -არ ვიცოდი თორე არ წამოვიდოდი. -ხო გიყვარს სვანეთი თუ ისე ვერ მიტან ჩემს სახლში გაჩერება არ გინდა -ჟაკეტისთვის მადლობა აღარ მჭირდება. ფეხზე წამოდგა და მხრებიდან ნელა მოიშორა რბილი მატერია -პასუხი არ გაგიცია -სვანეთი მიყვარს მართალია მეორე არა გიო ფეხზე წამოდგა და წინ აესვეტა გამოწვდილი ჟაკეტი გამოართვა და ისევ გაახვია შიგნით პატარა სხეული -გეცვას შეგცივდება_უცებ მიაკრა შუბლზე ტუჩები და ხელი მხრებიდან მტევნზე გადაიტანა. ნუცას შეხების ადგილი ისე აეწვა თითქოს ტუჩი კი არა შანთი მიადეს და ცეცხლი წაუკიდეს, დაბნეული შეტრიალდა სახლისკენ და სწრაფად შევიდა შიგნით. გიორგი უყურებდა და იღიმოდა, როგორ მოენატრა მასთან ჩახუტება მისი ახლოდან ნახვა , მისი სურნელი, ღიმილი. ამ ერთ კვირაშიც უყურებდა შორიდან, მის თითოეულ ნაბიჯს ადევნებდა თავლს ,მაგრამ დღეს ყველაზე გახარებული იყო, შეეძლო მისი პატარა გოგო გულში ჩაეკრა და ერთ ჭერ ქვეშ ყოფილიყვნენ. თვითონაც შევიდა სახლში და მაშინვე მოათვალიერა თავისი საყვარელი სილუეტი, მაგრამ არსად ჩანდა. -საძინებელშია_დემეტრემ გასცა პასუხი გაუჟღერებელ კითხვაზე -რაა? -გაიგონე უკვე. -ვახშამი რა გვაქ კატუს?_მალევე იკითხა -ოჰ მოვიდა ბიჭი ხასიათზე და გაეხსნა ჭამის მადა -ნინიიი როდის ვივახშმებთ?_ორი წუთი იყო გასული ნუცაც რომ შევიდა კითხვით და ყველას გაეცინა -რა ხდება ხალხო მარტო მე მომშივდა? -არა გიორგისაც შია -ეგ არ ითვლება მაგას სულ შია -შენ რა პრობლემა გაქ არ მესმის -მე არაფერი სანამ საჭმელი იშოვება მარა რო ჩავარდეს და გამოილიოს მერე შეგვჭამ ალბათ ყველას.- გაიცინა ნუცამ და კოკას მიუჯდა გვერდით -შხამიან არსებებს არ მივირთმევ -შენს კანს არ შეეხო შემთხვევით თორე მოკვდები გეორგიკუს_ყველა ფხუკუნებდა . გიორგი იყო ლოდივით და უძლებდა -კატო მაჭმევ რამეს? -მივდივარ ხო რა იყო -აქამდე რატო არ გავამახვილე ყურადღება ეს არსება სვანი რო იყო, ხო არ შემიყვარდებოდა ასე სვანეთი -შინაგანად გიყვარდა და ვერ გადაიყვარებდი ვერავითარ შემთხვევაში_ლუკამ უპასუხა -ლუციუს რა ხდება შენ ენა ამოიდგი? -შენთან შედარებით ყველა მუნჯები ვართ დედამიწელები დიდო ღვთაებავ -მასხარა_გიორგიმ და ნუცამ ერთდროულად ჩაილაპარაკეს . ოთახში მყოფებმა ერთმანეთს გახედეს უცებ, ლუკამ სიცილი დაიწყო -რა გაცინებს ნეტა გამაგებია ერთი . კოკუნა რამდენი წლის ხარ? -26 -ყველა ჩემზე უფროსი როგორაა რა ერთი ბავში მაინც გააჩინეთ ვინმემ -იმასაც შენზე მეტი ჭკუა ექნება_გიორგიმ უპასუხოდ არ დატოვა -შენს შვილს არა ,მამას თუ დაემსგავსება -არც დედა ეყოლება დიდი გენიოსი გული მიგრძნობს მე_კატომ ჩაილაპარაკა ჩუმად,მაგრამ მაინც გაიგეს -აა ესეც მე ვარ? ბიძაშვილებიც შენს წინააღმდეგაა გარსევან -მარტოც მშვენივრად ვძლებ ალქაჯო. -წავედი მე შევჭამ სანამ ეს მივა და დაგვტოვებს მშივრებს -ჩვენც მოვდივართ მოიცადე -აპ აპ პირველი ვარ მე -ვნახოთ კოკუნია_თქვა თუ არა მაშინვე მოსწყდა ადგილს -ორი ერთნაირი ბავში -რა იყო ბიძია გიორგი გშურს შენნაირი ჯმუხი რო არაა ყველა? -ცანცარა შენც საკმარისი ხარ . -ვახშმის დროს ხმას არ იღებთ არც ერთი_ახვლედიანს ყელში ამოუვიდა მათი დიალოგი და ეცადა გაეჩერებინა -არის ნინის გენერალო მხიარულ ნოტაზე ივახშმეს მერე მისაღებში გადაინაცვლეს და „ნამიოკობია“ ითამაშეს კატო ნუცა კოკა და ლუკა თამაშობდნენ დანარჩენები უყურებდნენ და იცინოდნენ. -ის გიჟი ნიკა კიდე არ გამოჩენილა? -არა ტკბება ცოლით სანამ ბავშვს არ გავაკეთებ ფეხის ჩამომდგმელი არ ვარ თბილისში თორე გიორგი არ მომცემს მოსვენებას და დავრჩები უშვილძიროდო -ყოველ მეორე წინადადებაში ჩემს სახელს რო ახსენებ არ გბეზრდება? -შენ არ გბეზრდება სულ რო მშხამავ? -არა -არც მე . გვიან დაიძინეს , ნუცამ იბანავა და პიჟამოებით შევიდა საძინებელში გიორგი რომ დაუხვდა -შენ აქ რა გინდა? -აქ ვიძინებ - შენ სულ გაგიჟდი? რას ქვია აქ იძინებ ვინ მოგცა მაგის უფლება -ჩემი სახლია. -უთხრა გიორგიმ, რომელიც საწოლზე იყო წამოწოლილი და ირონიულად იღიმოდა. -გაიგე ვის სახლში მიდიხარ რო სკუპდები მანქანაში. -შემოირტყა შუბლზე გაშლილი ხელი ნუცამ და სკამზე დაეშვა -მე ვიძინებ მაშინ სხვაგან -მაგალითად? -რამდენი ოთახია აქ? -მეტი ადგილი არაა -კატოსთან ვინ წევს? -არავინ მაგრამ ერთსაწოლიანი ლოგინია ვერ დაეტევი -მაშინ ლუკასთან დავიძინებ . კარგად ბრძანდებოდე . თვალის დახამხამებაში დაიძრა ლუკას ოთახისკენ, კარზე დააკაკუნა და პასუხის მიღებამდე შეიჭრა. ლუკას ლოგინზე გაშხლართულს ეძინა,კარის გაღება და კაკუნი საერთოდ არ გაუგია. ნუცამ საბანი აწია და გვერდით მიუწვა აი მაშინ კი ჭყიტა თვალები -ნუცა? აქ რა გინდა გოგო -მომენატრე ლუკუნკულა და გვერდით მოგიწექი ხო არ გამაგდებ?_ თალები ააფახურა ნუცამ და ლუკას ჩაეხუტა თან უღიმოდა და თვალებში უყურებდა -მართლა რაგინდა -ჩემს ოთახში გიორგი მორძანდა მე არ მინდა იმასთან დაძინება კატოსთან ვერ დავეტევი ბიჭებს ხო ვერ მივუწვები ამიტო შენ დამრჩი მხსნელდ ჩემო სიცოცხლე და გადამრჩენელო -ეჰ მარტო წოლას არ გაცლიან რა? იცოდე არ იხვრინო -საზიზღარო მე არ ვხვრინავ -კაი ვნახოთ_ ლუკა საწყის მდგომარეობაში დაბრუნდა და მაშინვე დაიძინა. ნუცამ ჯერ დაძინება სცადა, მარამ ვერ დაიძნა მერე მალე კარი გაიღო და ბატონი შემობრძანდა გაბრაზებული სხით. ეგრევე აიყვანა ნუცა ხელში -რას აკეთებ იდიოტო დამსვი -აქ არ დაიძინებ -მომშორდი შენ რა გინდა -ნუ ყვირიხარ გააღვიძებ ლუკას -არ გაეღვიძება მაგას ბომბი რო აუფეთქო -მაინც ნუ ყვირიხარ თავი მტკივდება. -დამაბრუნე იდიოტო მარტო ვერ იძინებ? -ვერა -მერე წამოგეყვანა ერთი ნაშა და ნახავდი საქმეს -შენ არ თქვი შიშველი ქალი ნანახი არ ყავსო? -ოჰ მიხსენებს ახლა 1905ში ნათქვამს -ჩუ ეხლა -ჩემს ლაპარაკს თუ ვერ იტან და მეც ვერ იტან რას მომაპორწიალებდი ვერ ვიწექი? -დაიძინე ეხლა შუაღამეა _შუქი ჩააქრო და ჩაეხუტა -ველური -ალქაჯი -კრეტინი -სულელი -საქონელი -ეხლა ჩუუ -დეგენერატი_ ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა გადაბრუნდა და ბალიშს ჩახუტებული დაწვა. გიო ჯერ უყურებდა მერე თვითონაც კომფორტულად მოთავსდდა და ჩაეხუტა. როგორ მოენატრა ასე ძილი და საერთოდ გამოძინება. ნუცას უკვე ეძინა . გიომ სახე მის ყელში ჩამალა ,მისი სურნელი შეიგრძნო , მერე ლოყაზე ფრთხილად აკოცა, სხეულზე აიკრო ეს საყვარელი არსება და მშვიდად დაიძინა. ნუცა თითოეულ მის შეხებას გრძნობდა, მაგრამ გაღვიძებას არ აპირებდა სიზმარი ეგონა და სასიამოვნო შეგრძნებებით ტკბებოდა. დილას მზის სხივმა გამოაღვიძა თვალები მაგრად დახუჭა და მის წინ არსებულ სხეულში ჩამალა სახე, ის კი არ უფიქრია გვერდით ვინ ეწვა, სხეულში ჭიანჭველების სირბილი და გასაგიჟებელი სურნელი რო დაეტაკა მაშინ ჭყიტა თვალები და უცებ მოშორდა გიორგის, რომელსაც კიდევ ტკბილად ეძინა. ჯერ შეხედა და მოუნდა ეკოცნია იმ ლოყებზე წამოზრდილი წვერი ლამაზად რო უფარავდა მერე აზრები გაფანტა და წამოდგა. ჩანთიდან პომადა ამოიღო და გიორგის ლოყებზე წაუსვა ისე ნელა მოქმედებდა სულ ვერ გაიგო მძინარემ . ოდნავ შეიშმუშნა და ხელი მოხვია წელზე ნუცას წარბს ზემოთ კონტურივით რო გადაუსვა წითელი ტუჩსაცხი. მერე თავი გაითავისუფლა მძიმე მარწუხებისგან . გაიცინა , უცებ ჩაიცვა და ვითომც აქ არაფერიო ისე გავიდა მისაღებში, ბავშვებიც ნელ-ნელა გამოლაგდნენ, კოკამ მაშინვე გაიცინა როგორც შეხედა და ხმაურით აკოცა ლოყაზე -როგორ გეძინა ფისუნი? -კარგად კოკუნია , უკეთესადაც შეიძლებოდა სხვას რო ეძნოს ჩემს გვერდით -ხოო სხვა ადგილი არ გვაქ და რა ვქნათ? -სად წახვედი გოგო წუხელ ამ დილით ვიფიქრე ხო არ დამესიზმრათქო -ველურმა გამათრია -სადაა გიო?_მაშინვე იკითხა კატომ -ძინავს დემე და ნინიც გამოვიდნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები და ნუცამ მაშინვე გააკეთა კომენტარი -წებო გადაგესხათ თქვეენ? დაწებებულები რო მოძრაობთ -ნუცა დილიდან რა ენერგიული ხარ -აუ კატუს მშია შენ დობას ვფიცავარ -ჩვენც კატუუსიი -მგლების ხროვა -წამო გავაკეთოთ რამე ნინი და კატო სამზარეულოში შევიდნენ ნუცა ბიჭებთან მოკალათდდა ლუკას მხარზე დაადო თავი და დაელოდა გიოს გამოსვლას. მანაც არ დააყოვნა კარი გაიღო გამოვიდა ორმეტრიანი გიორგი მხარზე ტანსაცმელ გადაკიდებული წელსზემოთ შიშიველი . ნუცამ პრესს თვალი მოწყვიტა და თავი ნამუშევარს გახედა ბიჭებმაც გაიხედეს ახალ გაღვიძებულისკენ და ხარხარი ატეხეს -რა გჭირთ თქვენ მოწიეთ რამე? -შენ ძმობაა ვფიცავარ ანგელოზი ხარ_კოკა ნუცას მიეხუტა და სიცილი განაგრძო გიორგიმ ყურადღება არ მიაქცია რა ეგონა ასეთ დღეში თუ იქნებოდა , სააბაზანოში შევიდა. ნუცა წამოდგა, მუცელზე იჭერდა ხელს ,იცინოდა და ისე ითვლიდა -1 , 2 , 3, 4 და -ნუცააააააააააააააა დაღრიალება და გამოვარდნა ერთი იყო . ნუცა გაიქცა და გიორგიც დაედევნა. ყველანი სანახაობით ტკბებოდნენ ბოლოს. იმდენი იცინეს ჰაერი არ ჰყოფნიდათ -ლამაზოოო ფეხი არ იტკინოოოო -მოგკლავ ბ.ზის შვილი ვიყო -ნელა კუნთი არ დაგეჭიმოოს ხან ერთ ხეს ურტყამდა წრეს ,ხან მეორეს. ბოლოს გიო რომ დაეწია მაგიდაზე ახტა და იქედან ხეზე აბობღდა. -შენ რა გგონია ეხლა მანდ ვერ ამოვალ? -ტოტი მოტყდება ლამაზოოო -ხოდა შენ ჩამოვარდები ძირს. გიორგი ხესთან მივიდა ასვლა რად უნდოდა წვდებოდა ლამის ნუცამ ზემოთა ტოტზე გადაწყვიტა ასვლა მაგრამ ფეხი აუცდა და დაეშვა ქვემოთ . რბილად რომ დაეცა თვალები შემდეგ გაახილა და გიორგის მზერას წააწყა. ადგომა უნდოდა, მაგრამ ვინ გაუშვებდა ? მაშნვე მოექცა ზემოდან და ისე შეხედა ენა გადაყლაპა შიშისგან -ეხლა სად გაიქცევი -არ მომკლა რა პატარა ვარ ჯერ _ საცოდავად ამოიკვნესა ნუცამ . გიორგის მთლიანად ყავდა მოქცეული მკლავებში, ისე რო მთელი სხეული დაუბრუშდა ვეღარაფერს გრძნობდა უკვე -ეს არ უნდა გექნა ალქაჯო დაისჯები ხომ იცოდი -ვერც ერთ სხეულის ნაწლს ვერ ვგრძნობ იმხელა ხარ და სხვა რაღა უნდა დამსაჯო -შენს ადგილზე მწარე სიტყვების სროლას შევწყვეტდი რა იცი რას ვიზამ -გამიშვი ეხლა გეყოფა სისულელეები -მთელი თვე დამემორჩილები, არცერთი სალანძღავი და მწარე სიტყვა ჩემი მიმართულებით. არავითარი შეწინააღმდეგება გეტყვი გააკეთებ, დამიჯერებ და ნერვებს არ მომიშლი ესაა შენი სასჯელი -არა არ ვარ თანახმა დანაშაული და სასჯელი ერთმანეთს არ შეესაბამება გასაჩივრებას მოვითხოვ -არ გასაჩივრდება .ჩემს ხელში რო ხარ ვერ ხვდები? -ვეღარ ვსუნთქავ მომშორდი -ესეიგი თანახმა ხარ -არა -აბა მე პრობლემა არ მაქვს მთელი დღე ვიწვები ასე . გიომ თავი დახარა და მხარზე დაადო ნუცას. -მომშორდი ! -ნუ ყვირიხარ თუ რამის თავი არ გაქ -დემეტრეეეეეეეეეეეეეე გასაჩივრებას მოვითხოვ მომაშორეთ ეს გორილა -მაპატიე მაგრამ ვერ ჩავერევი თქვენ უნდა მოაგვაროთ. -მიშველეთ ვინმემ ხალხი არ ხართ? საცდავი ბავში ვარ მომაშორეთ ეს პრონტოზავრი. ბიჭები კიდე იცინოდნენ ნინიც -დაც შენ გქვია რა? -აბა ნუციკო რაო რა გადავწყვიტეო? -საზიზღარო -ოო ეგრე ვერ შევთანხმდებით გენაცვალე ასე თუ უნდა მლანძღო ასე დარჩები -გავიჭყლიტე დეგენერატო მომკლავ ეგრე რამხელა ხარ რა უბედურებაა -შენ ხარ ნამცეცა. არ ავდგე ხო? გიომ გაიცინა გამარჯვების მომლოდინემ და მაგრად მოხვია ხელი წელზე და თავი მის ყელში ჩარგო. -მომშრდი თანახმა ვარ -გამიმეორე ეხლა ეგ უფრო მშიდად და ლამაზად -გთხოვთ ბატონო გიორგი ჩემო საყვარელო მოშორდით ჩემს დაბუჟებულ სხეულს რათა გამოძრავება შეძლოს ჩემმა კიდურებმა, რადგან თანახმა ვარ თქვენი სასჯელის ასრულების. მიუხედავად იმისა რომ არ ვარ მომხრე ამ სასჯელისა და ეჭვი მეპარება მისი სიმართლისა. გიორგი თვალებგაბრწყინებული უყურებდა მოტიკტიკე ნუცას, მერე მოშორდა და ხელი გაუწოდა ისიც წამოიზლაზნდა ძვლივს თან იმანჭებოდა და ხელებს იზელდა -ვაიმე ვერ ვდგები მგონი -დამეყრდენი -არ მინდა -სასჯელი ნუცამ ამოიხვნეშა და ხელი ჩაკიდა გიოს .ძვლივს ადგამდა ფეხებს ნუ უფრო მსახიობობდა, მაგრამ მაინც ტკივილით კი ტკიოდა ყველა ძვალი. ბავშებთან მივიდა და სკამზე მძიმედ დაეშვა -ერთი თვის მერე საქართველოდან გაიქეცით ყველა პოლიტიკური თავშესაფარი თხოვეთ პარაგვაის ან გვინეას სადმე გადაკარგულში წადით. - ნუციუს ნუ გვიბრაზდები რა ამას ვერ დავუპირიპირდებოდი „მე არავის საქმეში არ ვერევი და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩესაში“ -ლუკა ხარ თუთაშხია შე ჩემა -საძინებელში ავალ ბატონო გიორგი თუ ნებას მომცემთ რა თქმა უნდა და რაიმე საქმე არ გაქვთ -მიდი . ბატონო გიორგის ნუ მეძახი და ეგ ცინიკური ტონი მოიშორე -კარგი ………........ -ნუცა -მმმ -ადექი სავარჯიშოდ მივდივართ -მეძინება -მეორედ გავიმეორო? -ათი წუთი -დროზე სანამ მე ჩაგაცმევ ნუცამ თავი ძვლივს ასწია ბალიშიდან წამოღოღდა. ტანსაცმელს დაავლო ხელი და სააბაზანოში შევიდა ხუთ წუთში მზად იყო და გიოსთან ერთად მირბოდა -ცოტა ნელა დავიღალე -მიეჩვიე ბოლო-ბოლო რო დაღოღავ -16 წლის ვარ მე შე -რა მე? -შე კაცო -უცებ გამოაკეთა სიტუაცია და ჩაიცინა თავისი თავით კმაყოფილმა -მერე ახლავე უნდა ივარჯიშო მერე რო არ გასუქდე და სიარული შეძლო წესიერად -ფეხები დაკუნთული გამიხდება -მერე მაგას რა ჯობია უფრო მიმზიდველი იქნება -მაღიზიანებ. მზის ამოსვლისას საოცარი ხედი იშლებოდა მათ წინ.ნუცა წუწუნს არ წყვეტდდა და პერიოდულად თავს აცოდებდა,მაგრამ ბოლოს გაჩუმდა და გარემოთი ტკბობა დაიწყო. -ნუცა ძალიან მინდა ბლინებ -არ ვიცი როგორ კეთდება -ხოო? რომ გიყვარს? ხო კარგად აკეთებ როცა გინდება... მიდი ეხლა -ცოტა გაუძელი ნუცა მერე შენი დრო დადგება -დაიბღვირა ნუცამ და თავი გაიმხნევა -დროს კარგავ ნუციკოო ნუცა სამზარეულოში შევიდა ბლინების მომზადება დაიწყო თვითონაც ძალიან უყვარდა და მოუნდა კიდეც. დიდ თეფშზე დააწყო და დანარჩენებთან გავიდა. -ვაა ნუციუს ბლინები მოამზადე? სასწაული -ხელი არ დააკარო , ჩემია _ლუკას აართვა მთელი თეფში გიორგიმ -ღორი ხარ შე ჩემა? ამდენი რად გინდა გვაჭამე ცოტა ჩვენც -ნწ. გამორიცხე -მე შეიძლება რო ვჭამო თუ ყველა შენია_ ნუცამ ჰკითხა პაუზის შემდეგ -შენ ჭამე გიჟი კი არ ვარ შენი გაკეთებული არ გაჭამო თან რო გაშიმშილო მერე მე ვინ გავაბრაზო_ ნუცამ ნუთელას ქილა აიღო, ბლინის გამზადება დაიწყო -აუუ ნუციი ჩემი ლამაზი გოგო მაჭამე რაა? მინდაა ნუუც -არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემსაშიო თუ როგორ ლუკა? -კაი რა ნუცა რა იყო? -მე გავაკეთებ ჩვენთვის გინდა თქვეენც? _ კატო წარსდგა იდეით -ხო რავი თუ გააკეთებ ნუცამ და გიომ გემრიელად მიირთვეს ბლინები . რათქმაუნდა კიდე დარჩა და გიომ ნინი დაიწვია -ჩემო გოგო შენ ჭამე თუ გინდა -მინდა კი -ეე ეს რატოა პრივილეგირებული? -ეგ ჩემი გოგოა და მაგიტო -აბა როგორ მე ყველგან გლავნი ვარ კლდეებს ვშლი -ეს კლდეები მე და დემე ვართ?_გიორგიმ ჰკითხა დაზუსტების მიზნით -დიახ! სასეირნოდ წავიდნენ ერთად და მთელი ამ ხნის განმავლობაში ნუცას არცერთ „მეგობარ ბიჭთან დაურეკია“ არც მოკლე კაბები ჩაუცვამს და გიორგისთან კამათიც არ მოსვლია. -გიორგი -ხო. -რაღაც მაგარი მოვიფიქრე და მომეხმარები? _საწოლზე წამოწვა ნუცა და გიორგის ცისფერი თვალები მიანათა -რა გინდა გააჩნია -რა და .... ყველა სასტუმრო ოთახში იყო . გიორგი და ნუცა ერთად ისხდნენ რატომღაც და უცნაურად ეშმაკურად იცინოდნენ -ნუცა რა ხდება?_ნინიმ ჰკითხა ბოლოს -რაზე ამბობ? -რავიცი რაღაც კარგ ხასიათზე ხარ -რატო უნდა იყოს ცუდ ხასიათზე? -ხო რავიცი . -წამო გავისერინოთ ნუცა _გიორგიმ თავით ანიშნა ადექიო - წავიდეთ -მოსაცმელი აიღე შეგცივდება -არ... კაი ხო ავიღებ. ნუცა საძინებელში შევიდა ჟაკეტი ჩაიცვა და გარეთ გავიდა გიოსთან ერთად ცოტა სიცივე იყო . მთვარიან ღამეში სვანეთი სხვანაირად ლამაზი ეჩვენა, კოშკები ამ განათებაზე უფრო მაღლები ჩანდა თითქოს. ნუცა თვალებგაბრწყინებული მიდიოდა ცოტა მაინც შესცივდა . გიო ჩაეხუტა და ისე გააგრძელეს გზა. იმხელა სითბოს გრძნობდა ნუცა მთელი სხული აუხურდა -ასე არ ჯობია? -რაზე ამბობ -რო არ ვჩხუბობთ -მე არ გეჩხუბები თორე შენ კი მაღიზიანებ ისევ -ვერ გაგაჩერე და რა მექნა, ბიჭი რო იყო კი ვიცი ?მაგრამ შენ რა გიყო -ბიჭზე გამახსენდა საბა მაგრად ცემე? -რამ გაგახსენა ახლა ეგ? ასე ლამაზ მომენტში მაგ ს.რზე ვილაპარაკოთ? -ოო შენ კაცი ვერაფერს გკითხავს . ვჩუმდები ვსიო_ნუცა ვითომ ძლით მიეკრო გიოს და თავი მხარზე დაადო ისე შეისუნთქა მისი სურნელი მგონი ჟანგბადის მაგივრად მას სუნთქავდა -სად მივდივართ იცი? -ნწ -ძალიან ლამაზი ადგილია პატარა რო ვიყავი ხშირად დავდიოდი იმედია მოგეოწნება . -მალე მივალთ? -ჯერ კიდე შორსაა დაიღალე? -არა , ისეთი ამინდია რა დამღლის სასიამოვნოც კია ასეთ დროს სეირნობა -როდის შევტოპეთ ასე ღრმად ერთმანეთს რომ ვხოცავთ ან საერთოდ რატო დავიწყეთ ჩხუბი -ჩემი შეყვარებული არ მოგეწონა 14 წლის რო ვიყავი რა ერქვა? -გუგა!-გაახსენდა გიოს და მკაცრად თქვა -ხოო. კი გმახსოვრებია , ისე რას ერჩოდი მშვენიერი ბიჭი იყო -არ იყო შენი შესაფერისი -ყველაზე ეგრე ამბობ შენ -ხოდა არცერთია შენი შესაფერისი მაინც ყველა პიტ.. ტიპს შენ როგორ ეყრები ვერ ვხვდები . ერთი შეხედვით გემოვნება გაქ და ამ ბიჭებში რა გჭირს -მე ვინც მიყვარს ის შესანიშნავია და ვერც ვერაფერს დაუწუნებ-ისე წამოროშა არც უფიქრია საერთოდ ვისზეც გაიფიქრა ისიც გაუკვირდა. უცებ გაფანტა აზრები და საკუთარ თავს გაუბრაზდა ეს რა ვთქვიო -ვიღაც იდიოტი იქნება ეგეც და დარწმუნებული ვარ ეგეც სხვებივით გიყვარს-გიომ არხეინად ჩაილაპარაკა. გულში ფიქრობდა დიდი ამბავი გავიგებ ვინაა ერთი მომიშორებია თუ ორიო -შეიძლება. ხმა აღარ ამოუღიათ უბრაოდ მიყვებოდნენ გზას და ერთმანეთზე ფიქრობდნენ . -მოვედით -ამ კოშკში უნდა ავიდეთ? -ხო . წამო ნუ გეშინია . კოშკში შევიდნენ ხის კიბე ადიოდა ზემოთ სათოფურებისკენ გიომ ნუცას ხელი ჩაკიდა და კიბეს აუყვა . ორივე იდგა და კოშკიდან ხედს გაჰყურებდნენ თითქოს ცაში იყვნენ. ნუცა ინსტიქტურად ჩეხუტა გიორგის. გვიჩიანს ცოტა გაუკვირდა ,მაგრამ მომენტით დატკბობა არჩია . ხელები მოხვია წვრილ წელზე და საფეთქელზე აკოცა. ესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა და მისი გულიც გამალებით ფეთქავდა. იატაკზე ჩახუტებულები დაჯდნენ ნუცამ გიოს მხარზე დადო თავი და ხედს გაჰყურებდა გიო ნუცას უყურებდა ხედს მხოლოდ ხანდახან გახედავდა . ნუცას დაეძინა , ისე მშვიდად ეძინა როგორც ანგელოზს , უყურებდა და ტკბებოდა მისი ცქერით უნდოდა მთელი სახე დაეკოცნა , ის ლამაზი ცხვირი ,ლოყები, თვალები , დაბურცული ტუჩები ასე საყვარლად რო ქონდა ძილისდროს გამობურცული. თმაზე რიტმულად უსმევდა ხელს მერე ხელში აიყვანა და ქვემოთ საწოლზე დააწვინა, რომელიც წინასწარ მოამზადა ყოველი შემთხვევისთვის. პატარა ძველებური საწოლი იყო ამიტო ძალიან ახლოს მოუწია ნუცასთან დაწოლა. გოგო გულზე აეკრო და მთლიანად დაიფარა ბიჭის მკლავებში, ისე საყვარლად იყო მობუზული პატარა კნუტი გეგონებოდათ. გიომ შუბლზე მიაკრო ტუჩები და ხელები მაგრად მოხვია. დილით მზის სხივებმა გააღვიძა ორივე ნუცამ ზემოთ აიხედა და გიო რომ დაინახა უცნაური გაუხდა მზერა -დილამშვიდობის -დილამშვიდობის გიორგი. არ დავბრუნდეთ? -დავბრუნდეთ _ თმაზე გადაუსვა ხელი და ლოყაზე აკოცა სულ ერთი წამით სახლში შესულები არ იყვნენ ერთდროულად რომ გამოვარდნენ სააბაზანოებიდან ლუკა და კოკა ერთი მწვანე თავით მეორე ყვითელი თავით. -ვინ გააკეთა ეს მითხარით ეხლა დროზე თორე გავგიჟდები და მითხარით როგორ მოვიშორო ეს საზიზღრობა თავიდან -ვაიმე რას ვგავარ ჩემი თმა -რა ლამაზები ხართ ფისოო -მოგკლავ გიორგი შენი ნაჩალიჩარია უეჭველი -ნუცააა სამაგიერო გადამიხადე ხო? -მეე? საიდან დაასკვენი ეტყობა ღმერთმა გადმოგხედა და დაგსაჯა -მოგკლავ იცოდე ეს რო ვერ მოვიშორო -აპ აპ რას ქვია მოკლავ გენაცვალე ეგრე სადაა ? დამამტკიცებელი საბუთი მოიტანე ძმა -ორივე ერთად იყავით ხო? არა მოგკლავ ერთი საათი დასდევდნენ ერთმანეთს. ნუცა და გიორგი ერთ გუნდში იყვნენ ამჯერად და დაწინაურდნენ კიდეც. იქამდე გააგრძელეს ბავშვური კინკლავი სანამ ახვლედიანს არ ასტკივდა თავი ხმაურისგან -გეყოთ ეხლა რა იყოთ -შეგაშრებათ ეგ თავზე და საერთოდ ვერ მოიშორებთ - მართალია დავიბან მარა აზრი? შამპუნი აღარ მაქ საღებავია შიგ და -არ მოგშორდებათ -აბა რა ვქნა გოგო პიდარასტივით ვიარო? -მე ვიცი -რა? -ერთი წუთი. კატო საპარსით დაბრუნდა და ხუთ წუთში ორი თავგადაპარსული ბიჭი იჯდა ოთახში შეწუხებული სახეებით. -არა რა მადლობა გვითხარით ეგრე უფრო სიმპოები ხართ თან ანგარიშიც გასწორებულია -შემეშით ორივე რა რას დამამსგავსეთ როდის გამეზრდება ეს თმა ეხლა -მალე კოკუნია რა პრობლემაა საღამოს კოცონთან ისხდნენ,საუბრობდნენ ,თამაშობდნენ ,მღეროდნენ და ცეკვავდნენ -მივდივართ ნუცა ვიძინებთ_დაღლილი გოგო ლუკას კალთაში რომ აღმოჩნდა მობუზული მაშინვე უთხრა გვიჩიანმა -ოო კაი რა ბიძია გიორგი ადრეა ჯერ შენ დაიძინე მე მერე მოვალ - გამომყევი უკან -ცუდი ბიჭი ხარ რა -პირობა? -როდის გაგლანძღე ? საყვარლად გითხარი გიო გიოო გიუნაააააააააა -დალიე რამე ? -ნწ. მე არ ვსვამ -კიდე კაი ეგ ერთი პლიუსი -მოიცა რა გინდა მითხრა რო მაგის მეტი პლიუსი არ მაქ? დიდი მადლობა რა გული მომიკალი გიორგი ბიძია -წამოდი მორჩი მსახიობობას -მოკლედ ვერ მიტან რა -ნუ სულელობ _ ოთახში შევიდნენ და მიეცენ დროებით ძილს, ერთი ერთ მხარეს გადაბრუნდა მეორე მეორე მხარეს. სვანური ვოიაჟი მალევე დასრულდა და დაუბრუნდნენ ქალაქს. სასწავლო წლის წინა შოპინგი ერთად მოაწყო სამეგობრობ და ბოლოს გადაღლილები ჩამოსხდნენ კაფეში. დემეტრემ ზუსტად იცოდნენ სად იყვნენ და მალევე გამოჩნდა -გამოიტანეთ მთელი სავაჭრო ცენტრი? -აბა როგორ ,სწავლის დაწყების წინ ანტიდეპრესანტი ხომ გვჭირდება -გიო სადაა მეზარება ამათი ტაქსით ტარება ვეღარ დავდივარ უკვე _ ანიმ ჰკითხა და ყავით სავსე ფინჯანი აიღო -მე წაგიყვანთ , სადღაც წავიდა -ესეიგი დღეს ვისვენებ მაგის სურვილების ასრულებისგან_ნუცამ გაიხარა და თამამად მიაწოდა დემეტრეს თავისი პარკებიც -წავიდეთ. სახლში მიიყვანა ანი, მერე ნუცა და ნინი . საღამოს ერთად გავიდნენ ბარში , ნუცას ეგონა გიო არ გამოჩნდებოდა? მაგრამ როგორც დაიწყო ცეკვა მაშინვე იგრძნო ვიღაცის მწველი მზერა, შემდეგ ბიჭმა ვისაც ეცეკვებოდა ხელი რომ შეუცურა წელზე და ოდნავ ქვემოთ , მაჯაში ვიღაც წვდა და უკან გასწია , ვინ იქნებოდა თუ არა გვიჩიანი -ნუცა დაჯექი -რას ნიშნავს დაჯდეს შენ ვინ ხარ ვაფშე -დროზე გამეცალე თორე ისე გაგაგებიებ ვინ ვარ მთელი ცხოვრება ვერ აიწყობ სახეს - ვეცეკვებოდი გოგოს რა უფლებით მიგყავს? _ხელი ჰკრა მკერდზე და გიორგისაც მეტი მიზეზი რად უნდოდა ისე ჩაარტყა თავი იქვე დატოვა გათიშული. ნუცას ხელი ჩაკიდა და იქედან წაიყვანა -რა გინდა გამაგებინე ...ასეთი არანორმალური როგორ ხარ. რატომ ცემე ის საცოდავი -საჭიროდ ჩავთვალე -რას თვლი კიდე საჭიროდ მითხარი რო ვიცოდე -ჩემთან ერთად მოდიხარ -სად , ჩანთა იქ მაქ -შევიდეთ გამოვიტანოთ და წავიდეთ, ნუ ბრაზობ ტყუილად . ნაოჭები გაგიჩნდება ადრეულ ასაკში _როგორ შეეძლო სხვებთან მუშტი_კრივზე გადასულიყო და მასთან ასე ესაუბრა ვერ გეტყვით. ჩანთა რომ მიაწოდა და გავდივართო თქვა ახვლედიანს რეაქცია არ ჰქონია,მაგრამ ნინიმ ჰკითხა -სად მიყავს _დაგიბრუნებ ,სულ არ წაგართმევ ნუ დარდობ _ თავზე აკოცა ნინის და ნუცა თან გაიყოლა. ისიც პირობას ასრულებდა თითქოს და ისე არ უნდოდა მის გვერდით ყოფნა. გიომ ნუცა მთაწმინდის პარკში წაიყვანა . ნუცა ბავშვობიდან გიჟდებოდა იქაურობაზე,ამოჩემება იცოდა ადგილების გარკვეული მოგონებების გამო და ერთ_ერთი იყო ის ტერიტორიაც. -ეშმაკის ბორბალზე დავჯდეთ გთხოოოოოვ _ როგორც კი გადავიდა მაშინვე ბავშვი გახდა -წამოდი _ხელი ჩაკიდა და არ უშვებდა. ყველაფერი დაავიწყდა წულუკიძეს. ერთად რომ დასხდნენ ხედით ტკბებოდნენ და ხმას არ იღებდნენ. _ პირველად რომ წამოგვიყვანე გახსოვს? _ ნელა მოძრაობდა ბორბალი,ყველაზე მაღალ წერტილში იყვნენ უკვე ნუცამ რომ უთხრა და მისკენ გაიხედა _რომელს გულისხმობ _რომ გამოვიპარეთ და შენი დაგროვებული ფულით დაგვსვი მე ,ნინი და ანი ყველა ატრაქციონზე_იქაურობაც ამიტომ უყვარდა? გიორგი რომ უსრულებდა სურვილებს იმ მოგონებას აღუძრავდა _ახლა შემიძლია დისნეილენდშიც წაგიყვანო თუ გენდომება _ჩუმად უთხრა და თავზე აკოცა წამით არცერთს უნდოდა კამათი და საკამათო ამბის გახსენება. ნუცა ბავშვად იქცა თითქოს სინამდვილეში კი ასეთი იყო ბედნიერი,თავისუფალი და დარდებისგან გათავისუფლებული. -მადლობა _სადარბაზოსთან რომ მიაცილა მაშინ აკოცა ლოყაზე ,უთხრა ,გაუღიმა და სირბილით გაიქცა კიბისკენ. სანამ შუქი არ აინთო მის ოთახში მანამ იდგა გიორგი ქვევით . ის ღამე არცერთისთვის დასრულებულა ასე ტკბილად ,ბავშვურად ლაღად. ორივემ შეიცვალა მიმართულება შუაღამეს და აღმოჩნდნენ ქალაქგარეთ ,სრულიად განსხვვავებულ სივრცეში. ყველგან სპორტული მანქანები დგას , უამრავი ხალხი ირევა, სიმღერის ხმა არემარეს აყრუებს, ყველა რბოლის მოლოდინშია მაგრამ რატომაღაც ჯერ არ იწყება რამდენიმე მათგანს ელიან . ერთ _ერთი ფავორიტი გამოჩნდა და ყველას მზერა მასზე გადავიდა -უცვლელი ფავორიტი მოვიდა მაგრამ კიდე ველოდებით ორის -ვინ ორს გიგიშ? -ერთი ახალბედა გვემატება ,მაგრამ სახელს არ ამჟღავნებს , ფარულად უნდა მონაწილეობა კატეგორიულად მოითხოვა -საინტერესოა . მალე კიდევ ერთი მანქანა მოვიდა მასაც ოვაციებით შეხვდენ -რა ხდება დემე რა სახე გაქ? -ვიღაც ახალი მოვა შენ ჯგუფში -ხოო? ძაან კაი მომბეზრდა მაინც ერთფეროვანი შეჯიბრი ყველა ვიცი ვინ რას აკეთებს -ეგრეც ნუ იტყვი ... არ დაგამარცხოს ბოლოს -ვნახოთ უცებ მანქანის ძრავის გამაყრუებელი ხმა მოესმათ . მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა ბოლი დააყენა, ყველა მას უყურებდა ჩვენი ბიჭებიც მათ შორის. გიორგი საშინლად დაინტერესდა ახალი მძღოლის ვინაობით მეტი აზარტი მიეცა შეჯიბრს. ხელები ერთმანეთს შემოჰკრა და მანქანაში ჩაჯდა . ადრენალინის მოზღვავებული დოზა, აკრეფილი სიჩქარე, წამებში დაფარული მანძილი და უპირატესობების ცვლა. თავიდან გიო დაწინაურდა უცნობი მონაწილე თითქოს პასიურობდა, მაგრამ უცებ ისეთი სისწრაფით დაიძრა როცა ფინიშამდე ცოტა იყო დარჩენილი გვიჩიანმა ვერაფრის გაკეთება მოახერხა . წაგების გამო საშინლად იყო გაბრაზებული მანქანა როგორც კი გააჩერა მაშნვე გადმოვიდა უნდოდა გამარჯვებულის ვინაობის გაგება , ფულის ასაღებად მაინც ხო გადმოვაო, მაგრამ გამარჯვებულმა ერთი წრე დაარტყა ყველაფერი კვამლში გაახვია და იქაურობას გაეცალა -რა იყო ეს ? -დედა გიტირა -ასე არ გამოვა უნდა გავიგო ვინაა თორე გავგიჟდები , შენც ხო ნახე რაღაც სასწაული იყო -ხო ძმა და ჩემი შემცვლელი გამოჩნდა მგონი. -ასე მარტივად არაა საქმე მეორედ მე მოვუგებ -ვნახოთ. მთელი ღამე ფიქრობდა ახალ მონაწილზე ვინ შეიძლება ყოფილიყო, ყველას იცნობდა თბილისში ვისაც მანქანასთან რაიმე შეხება ჰქონდა, მაგრამ არცერთი იქნებოდა , ყველა ვარიანტში ეცოდინებოდა გვიჩიანთან მოგების შემდეგ კიარ დაიმალებოდნენ ,პირიქით ამაყად წარსდგებოდნენ ყველას წინაშე . ახალი თავისტკივილით არეულმა ნუცას ფოტო იპოვნა და ძილის მოსვლამდე მას უყურებდა ............ სასწავლო წლის პირველ დღესვე მიიღო შეტყობიბება ახვლედიანისგან „ქვემოთ გელოდები პატარა“ უცებ მოიცვა ტყავის ქურთუკი და კიბე სწრაფად ჩაირბინა.მანქანასთან მდგომ დემეს ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა, მერე ადგილი დაიკავა და უნივერსიტეტისკენ წავიდნენ. იმ დღიდან გაიგო ყველამ ვინც იქამდე არ იცოდა , რომ ნინი დემეტრე ახვლედიანის გოგო იყო . -დილამშიდობის ნუცა _ სადარბაზოსთან ელოდა გვიჩიანი -დილამშვიდობის, რა ხდება რა ქარმა გადმოგაგდო ამ დილაადრიან -სკოლაში არ მიდიხარ? -კი მერე -მერე ჩაჯექი მანქანაში ხო არ დაიგვიანებ? -ჩემს წასაყვანად მოხვედი? -მანქანა თავისით არ დადის თორე -არაა საჭირო -კიდე დარჩა ხუთი დღე სურვილის დასრულებამდე -კარგი მივდივარ_ მანქანაში ჩაჯდა და ღვედი შეიკრა, გიომაც დაიკავა მძღოლის ადგილი და ეზოდან გავიდა. ნუცას გადახედავდა ხოლმე მერე კი ისევ გზას. მანქანა სკოლასთან გააჩერა , თვითონ გაუღო კარები , ყველა მათ უყურებდა,რომ დაიხარა და ლოყაზე აკოცა -ჭკვიანად იცოდე -მაგას როგორ გაიგებ ნეტავ ჭკვიანად ვიქნები თუ არ -ჩემს ძალებში ეჭვი გეპარება რაღაც -ძალას რას ეძახი შეენ? აა ხო ხუთი დღე დარჩა კაი წავედი ნახვამდის. ნუცა წაამში გაერია მეგობრებს შორის. ბევრი ჰყავდა დიდი ხნის უნახავი ,ერთმანეთი მოიკითხეს და შემდეგ გადავიდნენ ჭორაობაზე -ნუცი ვინ იყო ის სიმპათიურობა ბიჭი? -ნაცნობი -მარტო ნაცნობი? -გასაგებად ვერ გითხარი? - რატო ბრაზდები? ძაან კაი მარტო ნაცნობი თუა ხო გამაცნობ ნუციკო? -არ მოსწონს შენნაირიები.- მოჭრით უთხრა ნუცამ და წავიდა. თვითონაც ვერ მიხვდა ისე გაბრაზდა,მაგრამ სულ ასე ემართებოდა. ეზიზღებოდა ყველა ვინც გიორგისთან სიახლოვეს იყო ან გეგმავდა. ის დღე მხიარულად გაატარა მაინც . ბოლოს კი მხარზე ჩანთაგადაკიდებული მიაბიჯებდა ბიჭი რომ დაეწია -ნუცი მოიცა -რა ხდება ნიკუ? -სახლშ მიდიხარ ხო? -ხო რაა? -მე წაგიყვან -კაი თუ ეგრე გინდა? მეზარება მაინც ფეხით წასვლა. ეზოში გავიდნენ ნიკა გვერდით მიყვებოდა ორივე რაღაცაზე იცინოდნენ , ნიკამ ხელი გადახვია და იმ წამს დაინახა ,რომ გიორგი იდგა სკოლასთან მანქანაზე მიყრდნობილი. სიგარეტს ეწეოდა და სათვალიდან იმზირებოდა, როცა მომღიმარი წყვილი შენიშნა , სიგარეტი ცივად მოისროლა ფეხით ისე გადაუარა მგონი ნიკა წარმოიდგინა -გიორგი? -ეგ ხელი მხარზე გამძიმებს მგონი და ვერ ხვდები -რა ხდება? აქ რა გინდა? -შენს წასაყვანად მოვედი ჩანთა მომე და მანქანაში ჩაჯექი. -ვინაა ეს ბიჭი ნუცი? -აი შენ არ ხარ არავინ რო ვინმემ რამე განმარტება ჩაგაბაროს ბიჭუნა , ჯობია შენი გზა გააგრძელო -ნიკა მადლობა რო შემომთავაზე წაყვანა მე გიორგის წავყვები , ხვალამდე .- გადაკოცნა და ყურში ჩაჩურჩულა-წადი გთხოვ შენთვის ვამბობ, უბრალოდ მეგობარია-. უცებ მოშორდა ბიჭს და გიორგის მკლავში ხელი მოკიდა -წავიდეთ , გამომართვი ჩანთა მძიმეა. -წადი -წავიდეთ , გთხოვ გიორგი.- ისე შეხედა რო აშეშებდა ჩანთა გამოართვა ბიჭს მტრული მზერით გადახედა და ნუცას გვერდით გაყვა. მანქანაში ჩასხდნენ -რას ნიშნავდა ეს , ისიც უნდა გეცემა? -რას გეკიდებოდა ვერ გავიგე შენი მხარი ჩამოსაყრდნობია? -ხელი გადამხვია უბრალოდ შენ ხელი არ გადაგიხვევია ჩემთვის? -მე მე ვარ და ის პ.ჟონი ვინაა რა უფლებით გეხება -შენ არ ხარ კარგად ბიძია გიორგი მიდი ექიმთან იქნებ გიშველოს რამე ან საქმე გამონახე სხვა ვინმე ნახე რო მიაქციო ყურადღება და მოუწყო სცენები -ერთი ნაპოვნი მყავს და მეტი არაა საჭირო არ მჭირდება. -სად მივდივართ -ხვალ ნიკა ჩამოდის და სიურპრიზს ვუწყობთ -ვაა მართლა რა მაგარია როდის გაიგეთ -არ დაურეკავს დემემ გაიგო -ოხ ჩემი სასიძო FBI -ში მუშაობს მგონი ყველაფერს როგორ არკვევს -ერთი რაღაც მაინც ვერ გავგეთ - არსებობს ეგეთი რაღაც?_ ჩაიცინა ნუცამ და გიოს გახედა -არსებობს, მაგრამ მაგასაც გავიგებ რადაც არ უნდა დამიჯდეს -გაიგებ კი აბა რას იზამ -ეს ცინიზმი გააქრეთქო შენთვის არ მითქვამს? -მოვედით ნუცასა და გიორგის შორის სიმშვიდე ძაფზე ეკიდა. წულუკიძე ბოლოს დაემუქრა კიდეც _ცოტა დარჩა და მერე გაჩვენებ როგორ უნდა _მე აქ ვარ ...არსად გავრბივარ _წარმოდგენაც არ გაქვს რა გელის _ანა ვის წერს _ ჯერ მომღიმარ დას გააყოლა მზერა ,ტუჩებს ძლივს რომ უყრიდა თავს და მერე ნუცას მიუბრუნდა _ თქვი და ერთ დღეს გამოვაკლებ _შენი დაც შეამჩნიე?მეგონა მხოლოდ მე მხედავდი და მიშრობდი სისხლს... თავად გაარკვიე არ მჭირდება დღეების გამოკლება . ჩაშვება ჩემი სტილი არ არის _ანუ ვიღაც ნამდვილად არის _რა იდიოტი ხარ ღმერთოო ... ზრდასრულ გოგოს როგორ არ ეყოლება ვიღაც _უნდა ჰყავდეს,მაგრამ კარგი კაცი და არა ვიღაც ნაბ.ჭვარი _შენ უნდა მოგეწონოს ჯერ ხო? მოგწონს არ იდარდო _ვინ არის ,ვიცნობ? _ანას ჰკითხე... ნუ ხარ კომპლექსიანი. მიდი და დაელაპარაკე _მნიშვნელოვანი რომ იყოს მეტყოდა...ასე მოერიდება და დაიძაბება. თუ მართლა უყვარს არ მინდა ცუდად იგრძნოს თავი. ის ვინაა ვერ მოვა და ვერ დამელაპარაკება? _გაერკვევიან ჯერ და მერე დარწმუნებული ვარ დაგელაპარაკება . ანა გაბრიელს წერდა და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. იმ ეტაპზე ნამდვილად არაფერი ჰქონდათ გარკვეული ,მაგრამ გიორგისთან აღმოჩნდა თუ არა მაშინვე გადავიდა სიმართლის აღიარებაზე ,რომელიც ჯერ ანასთვისაც არ ჰქონდა ნათქვამი _მნიშვნელოვანი საქმე მაქვს _მივხვდი მარტო რომ დამიბარე _დიდი ხნის ამბავია,მაგრამ ჩემ გონებაში იხარშებოდა ამდენი წელი ისე რომ არაფერი გამიკეთებია... ეს გაითვალისწინე კარგი? ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი იმის გარდა მე რას ვგრძნობ და რა მინდა . თუ მეორე მხარე არ იქნება თანახმა ჩემ სურვილებს ჩემთვის დავიტოვებ და ეს თემა დაიხურება _გაბრიელ ... ანას ეხება? _წამით შეყოვნდა და მერე თავადაც დაკარგა ფერი. ანა სამყაროს ერჩივნა, უმცროსი და იყო ხელშეუხებელი საგანძური _წარმოდგენა არ მაქვს რა მომენტში მოხდა,ვიცი რომ დიდი ხანია მომწონს და მეფიქრება,მაგრამ შენ პონტში თავს ვიკავებდი _ახლა აღარ ვარ თუ რატომ არ იკავებ თავს _თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ანასაც მოვწონვარ _ქალისთვის თავის მოწონება არ გიჭირს ,ანა ბავშვია ჯერ _ორივემ ვიცით,რომ ბავშვი არ არის _რა ეტაპზე ხართ...რა გამოვტოვე _რამდენჯერმე შევხვდით,ვისაუბრეთ... მიმოწერა გვვაქვს აქტიური . თავს ვაცნობ და ვიცნობ ჯერ _ნიადაგს ამზადებ ჩემ დასთან და ახლა რატომ მეუბნები ამას... _მინდა იცოდე ,რომ ასე უბრალოდ არ ხდება ყველაფერი ... მიყვარს _რომელ ზაფხულს მოასწარი შეყვარება...არ ვიცოდე მაინც როგორი ხარ როცა ქალს ეხება საქმე _გიორგი ხომ ხვდები რომ ტყუილად არ დაგელაპარაკებოდი და შენ დას გასართობად ჩალიჩს არ დავუწყებდი. ამიტო ვიცდიდი ამდენი ხანი , ყველაფერი სანამ ავწონ_დავწონე და არ გამინელდა გრძნობები ნაბიჯი არ გადამიდგამს ...დამიჯერე _უბრალოდ რამე რომ მოხდეს მისი სურვილის წინააღმდეგ ... ერთხელ თქვას არა და შენ არ გაიგო მისი უარი . წერტილი დასვას ან გაგრძელება არ ისურვოს და შენ ეგოისტურად მოიქცე იცი რაც მოხდება მერე. სხვა ყველაფერი ანას გადასაწყვეტია ... როგორც მას უნდა ისე უნდა იყოს და მორჩა _ჯერ არ იცის _რა _არ მითქვამს რომ მიყვარს _ სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და მეორე ღერის მოწევა დაიწყო იმ დიალოგის განმავლობაში _ არ მინდა ავაჩქარო...დარწმუნებული არ იყოს და ისე გაართულოს ჩემმა აღიარებამ და საერთოდ მაგრად მეშინია რომ ისე უბრალოდ ვევასები და სხვა არაფერი _ძმაკაცურ ბაზარში გადაგყავს ახლა ჩემ დაზე ლაპარაკობ რა ვქნა განუგეშო თუ გაგამხნევო _რა იყო შე ჩემა შენ არ გინდა ჩემნაირი სიძე? უკეთესს სად იპოვი _ვეძებ გგონია? მე საერთოდ არ ვათხოვებ ... ტვინში სისხლი მექცევა ახლაც რომ ვფიქრობ _მოდი უბრალოდ არ იფიქრო ბევრი ხო? _ წამსვე უთხრა და გიორგი რომ დააკვირდა მთელი ტანით შებრუნდა _რა იყო ბიჭო პირველივე პაემანზე აკოცე ? _ძმაკაცური დიალოგი ვერ გვექნება ... მორჩა _ ტელეფონიც განათდდა და ფოტო გამოჩნდა სადაც ანისთან ერთად იყო _სანამ არ იფიქრებს მოკვდაო ისე არ დამირეკავს და შენ ასე უბრალოდ გორეკავს ? _არ იეჭვიანო .შენ ძმა ხარ მე ...მე რომ არ ვუპასუხებ ინერვიულებს _ კი მისწერა ,მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა _იასნია ინერვიულებს აბა როგორ...შენ თუ გგონია ჩემზე ნაკლები პათოლოგია. სულს ამოგხდის იცოდე _ვიცნობ და მზად ვარ ყველაფრისთვის _იცნობს _ ჩაიცინა და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს _ ქალის სახელი დაივიწყე ანას გარდა ... თუ მართლა უყვარხარ და მიხვდა შენც გაქვს გრძნობები ,წინასწარ მზად იყავი მაგასთან არ გაჭრის მე კაცი ვარ და _ტყუილად ცდილობ... ვერ გადამაფიქრებინებ _ გაიცინა და გიორგიმ რომ შეუბღვირა თვალები აატრიალა _ რა იყო შე ჩემა დიდი გოგოა უკვე ,არ იცოდი რომ ეყოლებოდა შეყვარებული ოდესმე ? _სინამდვილეში რატომ გირეკავს _მისი ზედაა ჩემთან და _ ინსტიქტურად წამოსცდა და მერე ენაზე იკბინა _ მოიცა არ დამარტყა , აგიხსნიი _ გვერდზე გაიწია და ჩქარა მიაყარა სიტყვები _ დაესვარა , სადღაც მიდიოდა და ჩემი პერანგი ვათხოვე . ზედა სიჩქარეში დარჩა და ხომ უნდა დავუბრუნო _მოგკლავ ! _ლექციაზე იგვიანებდა...ვიღაც ნანას ლექცია ჰქონდა. სახლამდე სანამ გამოვიდოდა ჩემთან ახლოს ვიყავით და შევთავაზე ასვლა. მაღაზიებიც იქვე არაფერია . დროში იწვებოდა და ყველაზე კარგი ვარიანტი ეგ იყო . ის ზედა ისე იყო დალაქავებული არ ამოვიდა ლაქა და საერთოდ ახალი ვუყიდე . იმდენხანს ვეძებდი ზუსტად ეგეთს გადავდექი ჭკუოდან _დაურეკე მიდი _ როგორღაც თავი შეიკავა. გაბრიელს ტყუილის თქმაც წამში შეეძლო,მაგრამ ემთხვეოდა დეტალები _და შენ წინ ველაპარაკო? კაი ატრ.კებ ბ.ზისშვილი ვიყო _დაურეკე გაბრიელ თუ არ გინდა რამე დაგმართო ... თუ საყვარელი გოგოს ძმას ხელს შეუბრუნებ და მუშტი_კრივს გაუმართავ _თუ თვითონ სცემს დის საყვარელ კაცს _ეგ კიდევ გასარკვევია რამდენად უყვარხარ...შენნაირები მოუნელებია? გული კი არა დიდი ლოდი აქ _ნუ მაფრთხობ _ მობილურის ეკრანს დაჰყურებდა ბოლოს გიორგიმ დაურეკა და დაელოდა _გაბრიელ გამარჯობა...ბოდიში შეგაწუხე ალბათ. ვიფიქრე შეტყობინება შეიძლება არ ნახოს_თქო. მაისურის გამო გირეკავ, გიორგის ნაჩუქარია და მისი ყბიდან ვერ ამოვალ რომ ვუთხრა დავკარგე ან გავაფუჭე_თქო თორემ არ შეგაწუხებდი _არაუშავს ... დღეს საღამოს შევხვდეთ და მოგიტან . ამჯერად არ დამავიწყდება _ ბოლოს დაამატა და გიორგისთვის უკვე ცხადი იყო ორივე როგორ ატყუებდა ერთმანეთს შეხვედრის გასამართლებლად. ბოლო რამდენიმე წინადადება ისე უთხრა აღარ ესმოდა გვიჩიანს მერე კი თავად მოუწამლა ხასიათი _ღმერთმა გაძლება მოგცეს... რომ იცოდე ცხოვრებაში არ მიჩუქებია მისთვის ტანსაცმელი. ფულს მართმევს პირდაპირ და ყიდულობს რაც უნდა. ჩემ გემოვნებას არ ენდობა ... თვითონ მომკლა ლამის მისი არჩეული პერანგი რომ შემომახიეს ჩხუბის დროს. დასისხლიანებულს მეჩხუბა ასეთ პერანგს სად გიყიდი აქ ახლა როგორ ვერ მოუფრთხილდიო _პირდაპირ მითხარი ბარემ ,რომ გავექცე _შანსი აღარ გაქ ! ისე ხარ როგორც ბუზი ობობის ქსელში და ვიზიარებ მართლა მთელი გულით არცერთმა იცოდა ანი როგორი სხვანაირი იყო გაბრიელთან. როგორი დაბნეული და მოუხერხებელი ხდებოდა.როგორ ნერვიულობდა და მოსდიოდა ყველაფერი უბედურება ,ეხვეოდა ათას პრობლემაში და უკვე ნერვიულობისგან აღარ იყო . თავი საოცნებო სიზმარში ეგონა გაბრიელმა რომ შესთავაზა პირველად შეხვედრა. ვერ იჯერებდა ,რომ შეიძლებოდა მასაც ჰქონოდა გრძნობები . უნივერსიტეტის წინ მომლოდინეს არ ელოდა. კურსელებთან ერთად გამოვიდა გაბრიელმა რომ დაურეკა და მალევე მის წინ აღმოჩნდა. _გამარჯობა... _გაბრიელ... აქ არ გელოდი . ახლა უნდა წამოვსულიყავი შესახვედრად _ერთად წავიდეთ თუ დრო გაქვს _მაქვს დრო ,კი კარგი წავიდეთ ... _კურსელებს დაემშვიდობა და გაბრიელს გაჰყვა მანქანამდე. კარი ბიჭმა გაუღო და დაელოდა როდის დაჯდებოდა. ისე გაგრძელდა ის დღე მაისური საერთოდ არ გახსენებია ანას და არც გაბრიელს უხსენებია. რაც უფრო ახლოს იცნობდა მით უფრო მეტად მოხიბლული რჩებოდა. ........... ნიკა და თათა დაბრუნდნენ . ახვლედიანმა აცნობა მეგობრება და ნუცამაც განახორციელა ზარი _ნიკუუუ რა კარგია რომ დაბრუნდიით ნიკუუ მიშველეე _რა ხდება ნუცა _ ისეთი ხმა ჰქონდა ეჭვს ვერ შეიტანდით და ნიკოლოზიც წამოეგო _ლუკაა... ლუკასთან მოდით სასწრაფოდ გთხოოვ _მოვდივართ ახლავე...დამშვიდდი _რა გააკეთე _ ნინიმ უსაყვედურა ,მაგრამ რეაქცია არ ჰქონია _რომ დაავლო ხელი თათას და ისე წაიყვანა არაფერი ვიცოდით კარგი იყო?ინერვიულოს ცოტა _კიდევ კარგი არ იცოდი თორემ ჩაუშლიდი თაფლობის თვეს_გიორგიმ თქვა და თვითონ გაუღო კარი მეგობარს _ შემო _რა ჭირს ლუკას _ლუკას კი არა შენ რა გჭირს შე ჩემა დაგავიწყდა ნუცას ამბავი? _კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ყველანი ერთად შეეგებნენ და ნუცას ბოროტი ხუმრობაც გადაიფარა. შუაღამემდე საუბრობდნენ,ალკოჰოლის თანხლებით ისმენდნენ თაფლობის თვის ამბებს და წყვილის თავგადასავლებს. -სახაშეა აქ გახსნილი თუ რა ხდება _დილიდან რომ გაიგო ხმაური გაბრაზებული გავიდა ბიჭებთან -მიდი ნუცა მოგვიტანე რა რამე გაზიანი -კი უეჭველი გეშლებათ ადგილი და მე მიმტანი გგონივართ -მიდი ნუციკო რა შენ არ დაგილევია ორი ჭიქის მეტი და კარგად ხარ მოიტანე რა რამე გვიშრება ყელი -თუ არ მოიტანთ აი დარდი... სკოლაში მეჩქარება მე -აუ უნივერსიტეტში რო უნდა წავსულიყავი მეც? - წამო წავიდეთ თორე დღესაც ხო არ გააცდენ გუშინ არ იყავი დემეტრე წამოდგა და ნინიც ააყენა. ბუზღუნით გავიდა გრეთ , ლუკა დივანზე იყო წამოწოლილი და თავიდან ხელს არ იღებდა -აბა ადგა ახლა ყველა რა ხდება სახლია თუ გამოსაფხიზლებელი -აუუ ნუ ყვირიხარ გოგო -თუ არ გაქ დალევის ერთ ადგილი არ უნდა დალიო საერთოდ. წავედი მე სკოლაში -მოიცა წაგიყვან -მძღოლად დაგნიშნე და არ მახსოვს? -გადი_ გიომ ხელი მოხვია და დამძიმებული თავი მხარზე დაადო_ ჯერ არ მაქ შენი თავი? -მე დასაყრდნობი ვარ? -ჩემთვის კი სხვისთვის არა -ეგრე დაჯდები საჭესთან? -ყველანაირად დავჯდები მე ეს რაა? -მაგარი ხარ შენ სუპერ დრაივერ -რატო არ ვარ ვითომ -ვერავინ გაჯობებს შენ ტრასაზე შენი ამბავი რო ვიცი შუმახერი ხარ მეორე -შემეში ერთი შენი ჭირიმე ვაიმე თავი რა იყო ეს რამ დამალევინა -ჩემი სადღეგრძელო რო დალიეთ დიდი ჭიქით მეხუთედ მაგის მერე გააფრინეთ თქვენ, თათას არ დაულევია და რა ჭირდა დღეს ვერ გავიგე -ხოო? მე მეგონა თუ დალია -არა არც ერთი ჭიქა არ დაულევია, შენი და ცოცხალი მოვიდა სახლში? შენს ადგილზე გაბოსთან ერთად არ დავტოვებდი ეგეთ ნასვამს დისშვილი არ გაგიგოროს რამდენიმე თვეში -ნუ მაქეზებ -კი ბატონო ვდუმდები საერთოდ. ნუცა მანქანიდან გაღიმებული გადავიდა კლასელებისკენ წავიდა გადაკოცნა ბიჭები და მათთან ერთად დადგა, გიო ცოტახანს აკვირდებოდა და შემდეგ მანქანა დაძრა და წავიდა. იმ დღეს აღარ გამოჩენილა მეორე დღეს კი ნუცას დაბადებისდღე იყო . წაგებულ სურვილსაც ეწურებოდა დრო. ნუცა წულუკიძის დაბადების დღე რესტორანში აღნიშნეს. სტუმრების უდიდეს ნაწილს მისი კლასელები შეადგენდნენ. უამრავი საჩუქარი მიიღო ქალბატონმა იუბილარმა და ძალიან ბედნიერი იყო . შუაღამე იყო უკვე გიორგი რომ მივიდა და მოცეკვავეებს შორის მდგომი გარეთ გაიყვანა. -დღეს რაღა გინდა გამაგებიე დღეს მაინც მომასვენე და მაცადე სიცოცხლე დავიღალე, უკვე სულ რამდენიმე წუთი დარჩა და შემეშვები მერე მაინც მექნება საშუალება ჩაგაგდებიო ენა და შენი ველურობა ავღკვეთო. ხმასაც არ იღებ სულ გინდა რო გადამრიო ხო? რა გინდა ჩემგან . ყველას რატო მაშორებ ვისაც დაინახავ ჩემს გვერდით,პასუხი თუ გაქვს . რა გინდა ჩემგან მითხარი _ნასვამი ხმამაღლა საუბრობდა, არეული ჰქონდა მზერაც და სუნთქვაც. ნიავი თმას ურევდა და სახეზე ეყრებოდა ხვეულები . მთელ დაგროვებულ ემოციებს ფანტავდა ჰაერში, ხელები მკერდზე მიარტყა ბოლოს და კიდევ უფრო ახლოს აღმოჩნდა. თვალებში უყურებდა და სითხით ევსებოდა სფეროებო_მითხარი რა გინდა ჩემგან გიორგი _შენ ..._ მხოლოდ ერთი სიტყვა ჰქონდა პასუხად და საუკუნის ნანატრი კოცნა ,რომელსაც ორივე დიდი ხნის განმავლობაში წარმოიდგენდა და რომელიც ორივესთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მაინც. უბრალოდ შეუკავებელი ვნება კი არა პასუხი იყო,მთელი მათი ამბის დასასრული და დასაწყისიც ის კოცნა გახდა. ბარიერად აღმართულ გალავნებს რომ გადაუარა და მიწასთან გაასწორა. გიორგი რომ მოშორდა სიტყვებიც დაეკარგა . ყველაფერს ელოდა ნუცასგან და გოგომ თავად რომ მოხვია მკლავები და მეორე კოცნის ინიციატორი გახდა საერთოდ დაკარგა წონასწორობა -ეს რას ნიშნავდა? -რასაც შენი კოცნა ნიშნავდა იმას -მოიცა რა გამოდის ანუ შენ მე , შენ მე მე შენ კი მაგრამ შენ მე? -არა რა სრულიად შეუგნებელი ხარ ! -კიდე კარგად ვარ შენ რო მიყვარხარ ამხელა კაცს -გაიმეორე ეგ სიტყვა კიდე _მთელი სახე უნათებდა ისე იღიმოდა. მის თვალწინ გადაიქცა ალქაჯიდან ანგელოზად -მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით, საუკუნოდ ... სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ _ მისი თითები ტუჩებთან მიიტანა და რამდენჯერმე აკოცა თავდახრილმა _ შევიშლები უშენოდ ,მართლა -მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ იმაზე მეტად ვიდრე შენ მე იმიტომ რომ შენ ... შენ არც კი იცი ჩემთვის ვინ ხარ ...... შაბათ_კვირას გადატვირთული დღეების შემდეგ განსატვირთად ახვლედიანის აგარაკზე წავიდნენ. უცნაური რაც ხდებოდა თათას მადის მკვეთრი ცვლილება იყო და ნიკოლოზმაც შეიმჩნია ბოლოს -ფისო რამდენს ჭამ? -გემრიელია და რა ვქნა ნიკა? - ბარემ გადაიდე ეგ თეფში და იქედან ჭამე -კარგი აზრია_აიღო სალათის თეფში და თავის თეფშზე დადო, ნიკას თვალები შუბლზე აუვიდა -რა გჭირს თათა? როგორც მახსოვს ეგ სალათი საერთოდ არ გიყვარდა ბოლოს ანუ გუშინ გული მერევაო და დღეს რა გეტაკა -ახლა მომწონს და შენ ჩუ არ გამაბრაზო -კაი არ მცემო და ... ქათმის სალათიც ხო არ გინდა? -აუ ეგ არა გულს მირევს ეხლა მინდა ძალიან აუუ ის მინდა მწვანე ვაშლი -აქ სად მაქ მწვანე ვაშლი, წითელი არ გინდა ? -ოო მე მწვანე მინდა -რა რიცხვია დღეს რა გჭირს შენ -28ია მგონი , მომაწოდე ეგ ხაჭაპური რა -ამასაც შეჭამ? -რა გინდა ნიკა? რა არ მოგწონს? არ გავსუქდები ნუ გეშინია და რომც გავსუქდე რაა? -არაფერი პატარა ნუ ხარ შარზე.წარბების შეკვრაც არ გინდა, ნუ მაშინებ სვანი რო ხარ ვიცი ისედაც _ნიკამ გაიცინა და ყელშ აკოცა გაბუტულ ცოლს. ნუცა და გიო ერთად ისხნენ ჩახუტებულები და სიწყნარე სუფევდა მთელს სახლში. -რაღაც მინდა გითხრათ მე და ანიმ და თან ძალიან მნიშვნელოვანი -გისმენთ ყურადღებით სიძე - მე და ანიმ დაქორწინება გადავწყვიტეთ _ამის თქმა და გიორგის ხველის ატეხვა ერთი იყო გადასცდა ის ღვინო და ამოსუნთქვა როგორც კი შეძლო მაშინვე მიუბრუნდა წყვილს -რა გადაწყვიტეთ ვინ და ვინ? როდის? -მე და შენმა დამ დაქორწინება გუშინ ვთხოვე ხელი , იმედია წინააღმდეგი არ იქნები და რომ მოვალ თქვენთან ჩემებთან ერთად არ გამომაგდებ ან ანის არ გადამალავ -ცოტა ხანი შეყვარებულებიც ყოფილიყავით სად გეჩქარებათ _ორივე დარწმუნებული ვართ ჩვენ გრძნობებში და შენ შეიძლება გინდა ასე რომ ვიაროთ წლები, მაგრამ მე არ მციბლავს ქორწინებამდე ურთიერთობები _როგორ შეგიძლია სულ ისეთი რამე მითხრა პირდაპირ დამითანხმო _მთავარი ფიგურა დამთანხმდა და შენ რას გააკეთებ მხოლოდ შენ სიმშვიდეს შეეხება... _ანიი _ასე ნუ მიყურებ ,მაშინებ _ გაბრიელს მიეკრო და ისე გახედა _ მიყვარს ,ცოლობა მთხოვა და უარი როგორ უნდა მეთქვა . ახლაც სიზმარი მგონია _ქორწილი ნოემბერში იქნება და ნიშნობა ამ კვირაში დავგეგმოთ , როცა თავისუფალი დღე გვექნება ყველას _ ანის თავზე აკოცა,მერე თითებზე და ისე განაგრძო საუბარი _ყველაფერი გადაგიწყვიტავთ უკვე და _შენ მამას უნდა უთხრა ... ხო დაელაპარაკები? _აი თურმე რა... დაველაპარაკები კი. სიხარულით გაგიშვებს თუ გგონია კალთაზე ჩამოგეკიდებით. იკითხოს აწი გაბრიელმა _ნუ ეუბნები ასეთ რაღაცებს _არ ვუჯერებ დამშვიდდი _ გაეცინა ანის საყვარლად გაბრაზებულ სახეზე და ლოყაზეც აკოცა _გილოცაავთ _ პირველი ახვლედიანი იყო ჭიქა რომ ასწია და შემდეგ ყველამ ერთხმად მიულოცა წყვილს. უკვე ყველანი მთვრალები იყვნენ ბევრი ფიქრის შემდეგ რომ დაიწყო თათამ -მეც მაქვს თქვენთვის ახალი და მაგარი ამბავი , თუ ანი ქორწინდება მე და ჩემი ბიჭი ნაკლებ სიხარულს კი არ გიმზადებდით მთელი ორი თვე , ნუ მიყურებ ნიკოლოზ ეგეთი თალებით. და კიდე ნუ სვამ მაგ ღვინოს ბავშვს გამიბრუებ მუცელში მთვრალი რო მომიწვები გვერდით.-ჩემი პატარა პატარას გამიჩენს? მამა გავხდები? ბავში მეყოლება... მამას ანგელოზი მეყოლება და დედიკოს ემსგავსება .არ მჯერა მამა გავხდები პატარა , მამას ნებიერა იქნება ეს . ნიკა არ ჩუმდებოდა სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო ჯერ თათას კოცნიდა მერე სხვების მილოცვებს იღებდა და იმათაც ეხვეოდა -დამსვი ადამიანო თავბრუ მეხვევა უკვე -რაა? ცუდად ხო არ ხარ? ეხლავე დაგსვამ პატარა ხო კარგად ხარ? რამე ხო არ მოგიტანო? ნიკამ თათა სავარძელში დასვა და შეშინებული თვალებით შეხედა -კარგად ვარ კარგად ნუ გიჟდები -აუ გული გამისკდა ტო, მამას სიცოცხლე ხო გოგო ხარ მაა? სულ მინდოდა პატარა პრინცესა მყოლოდა თუ ბიჭი ხარ მამას ვაჟკაცი იქნები -გადი ბიჭო ცოტახანი დამალაპარაკე ბავშვთან _ლუკამ ხელით გასწია ნიკა და თათას ფეხებთან ჩაიმუხლა მერე მუცელზე ხელი მოუსვა და გაიღიმა -რა მაგარია ტო ბიძა გავხდები აი პატარა დედას გეფიცები ყველაფერს შეგისრულებ რასაც მეტყვი სულ შენს გვერდით ვიქნები და ცივ ნიავს არ მოგაკარებ -ოო ჩვენც გვინდა მოვეფეროთ -აი ნუციკო გული რო გწყდებოდა დაიბადება პატარა და შენ აღარ იქნები ყველაზე უმცროსი -შენ რა გაწუხებს მე რო პატარა ვარ? -არაფერი ნუ ბრაზდები -ხოდა ეგრე -აუუ დაგაჩმორა მაგრა შენ ძმობას ვფიცავარ -შენ დაჩმორება აწი ნახე შენი პატარა შენ თუ გგავს და ჭირვეული თუ გახადა დედიკო -აუ ჩემი ეგ სულ არ მიფიქრია შუაღამეზე რო მოგინდეს რაღაცეები სირბილი მომიწევს აქეთ _იქით, მამა დღე მოგინდეს რა? ღამე ძილი მიყვარს არა შენ თუ გენდომება ბაზარი არაა ავდგები მარა ხო უნდა შეგეცოდო მაა? -ყველა ცუდად ხართ რო გაკვირდებით _დემეტრემ ჩაილაპარაკა და თვალები აატრიალა -რა გინდა შე ჩემა -გამოეცალეთ ქალს შეეკრა სუნთქვა ან რო ელაპარაკებით ჯერ ესმის? -ოო რა იყო დემე რა -აბა ტყუილად აწუხებთ თათას და პატარას. გაიზრდება ორ სამ თვეში და მერე ეჭუკჭუკეთ -მართალია დემე მაცადეთ ეხლა ამომასუნთქეთ აქედან არსად გარბის ეს ბავშვი , თან ჩემებს უნდა დავურეკო არ იციან -როგორც გვიბრძანებ ქალბატონო შენი მონები გავხდებით ყველანი -მასხა ხარ ლუკა _შენებმა იციან? ვაკოს უთხარი ჩემზე ადრე თუ _ახლა უნდა ვუთხრა და არ ვიცი რა რეაქცია ექნება მარტო იყო ვაკოს რომ უთხრა ორსულად ვარო და ვიბლიანის მცირეხნიანმა დუმილმა გული გაუჩერა _ვაკო გესმის? ვაკო ვიცი ყველაფერს სხვაგვარად ვგეგმავდით,მაგრამ ახლა იმაზე ბედნიერი ვარ ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ჩემ კარიერას მე არ _მოვალ...სახლიდან არ გახვიდე _ისეთი ტონით უთხრა ფიქრობდა როგორც კი მომიახლოვდება დამახრჩობსო. ნიკოს უკან იდგა აბუზული ვაკომ ორივეს რომ მოხვია ხელები ბოლოს კი გიორგობიანი გაეცალა და დარჩა უფროსი ძმის მკერდზე მიკრული _ჩემო სიცოცხლე ამხელა გოგო ხარ უკვე ? ჩემ პატარას პატარა გეყოლება? ჩემ პრინცესას _ ტირილზე მეტი იყო ის ხმა რაც ჰქონდა და ის მზერა რომლითაც უმზერდა - ჩემი პატარა ნებიერა იქნები .... ნეტავ იცოდე როგორ გაგანებივრებთ -მოკლედ ეგ ბავში მაგარ პონტში იქნება . იქნებ ეს მოგვაშვილოთ პირდაპირ სასტავს და თქვენ მეორე დაიწყოთ -ჯობია შენ მოიყვანო ცოლი და თვითონ დაიწყო მუშაობა მე ჩემი შვილი მინდა -მოიყვანო კაია მე ეგრე არ გამიმართლებს და ვინმე ლამაზ გოგოს რო ვსტაცო ხელი ან გათხოვილი იქნება ან მომკლავს მამამისი -მე განსაკუთრებული შარმი მაქვს სხვა ხერხს მიმართე შენ -მაგარი შარმი გაქ კი _გაუმართლა უბრალოდ ... შენც გაგიმართლებს ალბათ ოდესმე _ ვიბლიანმა სერიოზული პასუხი დაუბრუნა და წასვლამდე არ გაუშვია ხელი თათასთვის. ნოემბრამდე საქორწილო სამზადისი და თათას სურვილების შესრულებაზე ნიკას სირბილი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. გიორგისთვის ანას ქორწინება მარტივი გადასატანი მაინც არ აღმოჩნდა და უჩვეულოდ ბევრ დროს ატარებდა დის გვერდით. ალბათ უთვალავჯერ გაუმეორა ქორწილის დღემდეც რომ ნებისმიერ დროს როცა თავს ცუდად იგრძნობდა ან პრობლემა შეექმნებოდა გიორგი მის გვერდით იქნებოდა . არავის და არაფერს ექნებოდა მნიშვნელობა ანას აზრების გარდა. ქორწილის დღემ ისე ჩაიარა როგორც ანა წარმოიდგენდა და ცამდე ბედნიერი იყო . სამეგობრო კიდევ უფრო გააფართოვა მისი და გაბრიელის ქორწინებამ . -ჩვენ როდის უნდა ვიფიქროთ პატარა ? -რაზე -ქორწილზე და ბავშვზე -იფიქრე მერე მე გიშლი გიორგი? -ოხ ნუცა შენ შემიწირავ მე -აბა რა გეგონა გენახა ვინმე ზრდასრული ქალი ამ 16 წლის გოგოს რო მომადექი -18 წლის რო ხარ უკვე დაგავიწყდა? -ოო მაშინ 16 წლის ვიყავი რომ შეგიყვარდი -ეგრე 14 წლისაც იყავი და საერთოდ 10 წლისაც მიყვარდი და იქამდეც მგონი ,მაგრამ როცა ისე მიყვარხარ როგორც ცოლი უნდა უყვარდეთ მაშინ გთავაზობ -რაა? არ არსებობს დეგენერატი არ ხარ ეხლა შეენ? ამდენი ხანი ტყუილად მაგლიჯე ნერვები -მაშინ ვერ ვხვდებოდი , თან ბავშვი იყავი და სხვანაირად მეძვირფასებოდი . მერე ნერვებს მიშლიდი და როდის უნდა გამეაზრებინა -ჩემი ბიჭი იცი რო შენზე ვგიჟდები სამარადისოდ? _ნუცა უფრო ახლოს მივიდა გიოსთან და ყელში აკოცა -ნუ ცელქობ შენ... ისევ შენთვის გეუბნები -მიყვარხარ და რა გავაკეთო... არა კიდე გაგიჟება მინდოდა მეე? -რა ჩემი ბრალია პირველად შენ გადამიყვანე ჭკუიდან -გეგონოს ეგრე არაფერი დაგიშავდება -ანუ? -არაფერი მეცეკვე ეხლა და გაჩუმდი. -კაი მერე გავიგებ დეტალებს ... ვიცეკვოთ ახლა _ ხელზე აკოცა და მოცეკვავე წყვილებს შორის განაგრძო მელოდიის რიტმის შეგრძნება. ყველაფერი რაც იქამდე უნდოდა და დაუსრულებელი კამათის გამო ვერ აკეთებდა ახლა თავისუფლად შეეძლო . გიორგისთან ცეკვა,მისი ჩახუტება,კოცნა ნებისმიერ დროს და ყველაფერზე საუბარი. უბრალოდ მის მხარზე თავის გამოდება და სიმშვიდის შეგრძნება უყვარდა ყველაზე მეტად, გვიჩიანის გულისცემის ხმა რომ ესმოდა მელოდიასავით და უკვე იცოდა ბავშვობიდან მისთვის ძგერდა ასე გამალებით. -დემეე? -ჰო პატარა -იცოდი ნუცა რო უყვარდა გიოს ბავშვობიდან? -დიდი ხანია -მე რატო ვერ ვხვდებოდი სულ მაგათთან ერთად ვიყავი -არ იმჩნევდა მე კიდე მივხვდი თვალები ყიდიან სიყვარულს პატარა -შენ რას ვერ ხვდები საერთოდ -რაღაც ვერ გავარკვიე და მოვკვდები თუ ვერ გავიგე -რა? -არაფერი არ მომაქციო ყურადღება პატარა ... ისეთი თემაა შენ რომ არ იცი და არცაა საინტერესო შენთვის _ დემემ საფეთქელზე მიაკრო ტუჩები ნინის და ცეკვა უხმოდ გააგრძელეს. ახვლედიანს ბოლო დროს მხოლოდ ახალი მრბოლელის ვინაობა აინტერესებდა. ეჭვიც კი არავისზე ჰქონდათ მას და გვიჩიანს ,ეს გაურკვევლობა კი დიდად არ უყვარდა ............ შაბათ კვირას ნაზიკო ბებოსთან წავიდნენ ერთად რთველზე . ბებიასთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტეს. მანქანები გააჩერეს თუ არა მაშინვე გაიქცნენ ეზოშ მოფუსფუსე ქალისკენ. ნაზიკოს ათი წელი სიცოცხლე მოემატა მისი ბავშვების დანახვისას . თათა ისეთი სითბოთი ჩაიკრა გულში ნიკოლოზსაც კი შეშურდებოდა -ჩემი ბოვშები მოსულენ _ თათას და ნიკოს შემდეგ დანარჩენებზე გადავიდა და მუდამ მოჩხუბარ წყვილს დაასო მზერა _ რავა ხართ ბებია ?შრიგდით ხო თქვენ გენაცვალეთ -კი ბეე მითხრა როგორც იქნა რომ ვუყვარვარ -მასე ბებია დევიტანჯეთ ყველა თქვენი ჩხუბით და რავარც იქნა ამოღერღე რო ყვარობდით ერთმანეთს ასე არ ჯობია? ჩემი ბოვშები ყველა შეყვარებულები რო ხართ და გახარებული შენ როდის მეიყვან ბებია ცოლს? -რავიცი ბებია მე ვერ ვნახე შესაფერისი ბაღანა_ ლუკამ მოისაწყლა თავი და ნაზიკოს მიეხუტა -ნახავ ბებია ბედია ყოლფერი, წამოით ახლა სახლში შევიდეთ ჯერ ისაუზმეს მერე გასწიეს ვენახისკენ ნაზიკომ ფეხმძიმე ქალს ყანაში რა უნდაო, მაგრამ თათამ მეც მინდა წამოსვლა ისე ვიქნები ვუყურებ ამათო და დათანხმდა. მაგარი სანახავები იყვნენ ძველ ტანსაცმელში და კეტებში მოსიარულე ნუცა და ნინი ვედროებით ხელში , ბიჭები იცინოდნენ , ათას სისულელეს აკეთებდნენ ხან მღეროდნენ , ხან ერთმანეთს აბრაზებდნენ და დარბოდნენ , გადარიეს ნაზიკო . თათამ იმდენი ყურძენი ჭამა ალბათ ღვინო უდუღს სისხლშიო, დასცინოდნენ. დაღლილები დაეშვნენ დივანში და ერთმანეთს მიეწებნენ . დემეს დივანზე ქონდა თავი მიყრდნობილი ნინის დემეს მხარზე, ნუცას ნინის თეძოზე და ლუკას ნუცას ფეხზე. გიო ცალკე სავარძელში იყო ჩასვენებული თათა საწოლზე იწვა საძნებელში და ნიკაც გვერდით მიუწვა -მა ბებიაც გაგაცანით შენ უნდა ნახო რო გამოხვალ მერე როგორ მოგივლის, ისე მოგეწონა ყურძენი? თუ შენამდე ღვინო მოვიდა, დედაშენმა იმდენი ჭამა როგორ სუნთქავს მიკვირს , ისე მამა ამდენს როგორ ჭამთ? მე დამემსგავსე გასაგებია მარა პატარა არ ვჭამდი ამდენს -აცადე ბავშვს მშვიდად ყოფნა და დედიკოს ჩაეხუტე ნიკამ მუცელს აკოცა ზედა გადმოუწია და დედიკოსკენ აიწია -დედიკოს ეძინება -დაიძინე ფისუნია -მამიკო რო კოცნის ვერ იძინებს და გაჩერდეს თორე გავებუტები -არაუშავს შემირიგების ხერხები ვიცი სასწაული -ნიკა! _ნიკა ჯერ ეფერებოდა მერე კი ძილბურანში გაეხვა მასთან ერთად იქამდე სანამ ლუკა არ შეუვარდათ -რა იყო შე ჩემა ცოლთან აღარ მტოვებ მარტო? -დარჩი მერე მე ბავშვთნ ვარ .ხო ბიძი? -კრეტინო ესმის შენია აზრით თუ დაგელაპარაკება მანდედან აცადე ძილი -დავაი რა . ლუკა მეორე მხრიდან დაწვა და მუცელს მიადო ხელი -პატარა არ მიაქციო მამაშენს ყურადღება მაგას ვინ ეკითხება მე როდის დაგელაპარაკები , მაგას რო ესმის ხო გიპასუხებს აზრიანს. -ლუკა გაჩუმდი მეძინება ,გთხოოვ _ თათამ თვალგაუხელად დაიბუზღუნა და ლუკას ნიკასკენ უბიძგა, ხელის სავსავით. მერე ქმარს დაადო მხარზე თავი და ძილი განაგრძო. რომ გაიღვიძა ნიკასაც და ლუკასაც ბავშვებივით დაღლილებს ეძინათ ლუკას თავი გადაგდებული ჰქონდა მეორე მხარეს ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული , ნიკას კიდე მიცელზე ჰქონდა ფრთხილად მოხვეული და სახე მის ყელთან მიტანილი -გაიღვიძეთ გვრიტებოო -რა აა თათაა? რა ხდება?_ორივემ ერთად წარმოთქვა თან თვალს ძვლივს ახელდნენ -ოო კაი რა რძალო არ მეძინა ჩემთვის რა იყო რა. გულაღმა დაწვა და თათას მხარზე დაადო თავი ნიკამ თავში წამოარტყა ხელი -გაა.ვი ახლა აქედან დროზე საწოლი არ გაქ შეენ? -ოო მე აქ მძინავს კარგად მარტო მეზარება ძილი. რძალო შენ ხო არ მაგდებ? -აუ ასე თუ გიყვარს რძალი და ჩემი პატარა მიდი ეხლა ჩაცუნცულდი და ვაშლი ამომიტანე -შენი ქმარი ვერ წავა? -შენ გენაცვალე აქაც გინდა ძილი და ვაშლის მოტანაც არ გინდა ეგრე სადაა? -ოო კაი პატარას თუ უნდა მოვუტან, არ იცელქოთ ჩემს მოსვლამდე ბავშვი არ გადამირიოთ. გაიკრიჭა ლუკა და ოთახიდან გავიდა. თათამ ნიკას მკერდზე თავი დაადო და აკოცა -ჩემი პატარა ეს გიჟი როგორ მოვიშოროთ არა თუ არ ვუპოვეთ ვინმე დაგვრჩება ისე მოწებებული უფროსი ბავშვივით -ჩემი ბიძაშვილი რო ჩამოდის ეგ გითხარი ხო? -ვინ დათოს და თემოს და? -ხო სალომე , როგორ მომენატრა ჩემი გიჟი გოგო გადარეული ყავს ჩემი სამი სვანი ჩემნაირი დამჯერი კი არ იყო ყირაზე იდგა. სულ ხოცავდნენ ერთმანეთს ვაკო დათო თემო და ეგ მე ვიყავი მომრიგებელი მოსამართლე -მე რატო არ ვიცნობ მაგ გოგოს? -მე მიცნობდი? -ხო ეგეც მართალია მარა შენი ძმა გმალავდა ეტყობა უბანში არ ჩანდი რამდენჯერაც ვიყავით მაქეთ და -შენან განსხვავებით ვმეცადინეობდი და გზაში რაზბორკებზე არ დავყიალობდი -რო დავყიალობდი მაგიტო ვარ მაგარი ბიჭი და ჩემი გოგო დამემსგავსება მე -რა იცი გოგო როა იქნებ ბიჭია -შენ მასწავლი ეხლა ? გოგოა და ვსიო მეორე იქნება ბიჭი -ოჰ შენ ასწავლი? იყოს გოგო ჩემთვის სულერთია მთავარია ჯანმრთელი იყოს და შენნაირი გიჟი არ -გიჟი რო ვარ მაგიტო გიყვარვარ დედიკო და სუ ეხლა გოგოა და მემსგავსება მე -შენ რატო უნდა გგავდეს და არა მე? მე რას მიწუნებ -მეორე შენნაირი არ მინდა ერთი მინდა მარტო მე კიდე სეხსი მეჯიკი ვარ და უმდა მგავდეს აბა? _ისე გაიჯგიმა ნიკა თათამ სიცილი დაიწყო ამ დროს ლუკაც შემოვიდა ვაშლებით ხელში -ჩემ საყვარელ რძალს ვაშლი მოვართვი კიდე რას ინებებთ რძალუნია? -არაფერს მადლობა ლუკი -აბა მამიკო რას გვაცინებსო პრინცესა? -ყველას პრინცესა გონიხარ დე -რა იყო რა გოგოები მამას ემსგავსებიან მარა მეორე დაგემსგავსება შენ ან მესამე -ოჰ გააკეთე ბარემ საბავშო ბაღი შენი რა მიდის -შენ ხო მაგრად წვალობ რა გეშველება. _თათიამ თვალები დაუბრიალა . დემე და ნინი ზემოთ იყვნენ დაღლილები მიესვენენ საწოლს და მშინვე დაეძინათ. საღამოს გამოღვიძებულს აკოცა ნინის -ჩემი ტკბილი კიდე რამდენი ხანი უნდა მალოდინო პატარა? -რა გალოდინო -ჩემთან როდის გადმოხვალ -როცა დრო იქნება რა იყო ლოდინითაც ვერ მელოდები ბატონო დემეტრე? -აფერისტობას ნუ აწვები დაგსჯი -დაე დავისაჯო -ხოდა დაისაჯე _ დემემ ეშმაკურად ჩაიცინა და ნინის ზემოდან მეოქცა , გული იჯერა მისი გემრიელი ტუჩების დაგემოვნებით მერე კარზე ნუცამ დააკაკუნა და მოშორდა -გვრიტებოო შეიძლება ? -შემოდი ნუცაა? -აუ ხელი შეგიშალეთ? უკაცრავად რა უბრალოდ ვახშამი მზადაა და ნაზიკო ბებიამ ჩამოვიდნენოოო -ჩამოვალთ ახლავე -კაი წავედი მე არ იცელქოთ -გიჟია შენი და -ნამდვილი -შენ ნიკას ბავში ნახე რა იქნება ეს მონაგონი იქნება ნახევრად სვანი თან ნიკას შვილი -ეგ მართალია, მაგრამ მაინც ჩვენი გოგო იქნება ან ბიჭი -ისე ნიკა გოგოს იჟინებს -ეგ იმიტო რო მეორეზე სამუშაოდ მიზეზი ექნება -გიჟი. ვახშმის მზადებამდე იყო ერთობ მნიშვნელოვანი ეპიზოდი ,რომელიც ჭრიჭინადან სიუჟეტს მოგაგონებდათ. როგორ დასდევდნენ გიორგი და ნუცა ქათამს ,რომელიც ზედმეტად ენერგიული აღმოჩნდა. არაქათგამოცლილები შევიდნენ სახლში . ვახშამმა დააგვირგვინა დღე. ყველანი ერთად,კომფორტულად და ბედნიერად საყვარელი ნაზიკოს გარემოცვაში რომელიც ერთნაირი სითბოთი დასტრიალებდა თითოეულს . ვერ მიხვდებოდით მათგან რომელი იყო რეალურად მისი შვილიშვილი,ყველანი უყვარდა ნიკოსთან ერთად. ნუცა ვერ ისვენებდა. ნახევრად მძინარეს გვერდით მიუწვა,მოეხვია და კოცნიდა იქამდე სანამ გიორგიმ პოზიცია არ შეიცვალა და ზემოდან არ მოექცა -რატომ მაიმუნობ? -დაე დავისაჯო_ ისეთი ტონით წარმოთქვა სიცილი ვეღარ შეიკავა და ისევ აკისკისდა. გიომ თავი დახარა და ყელში აკოცა -რა ტკბილი ხარ ... როგორი გემრიელი ,საოცარი _ ამოიჩურჩულა ტუჩმოუშორებლად და ქვემოთ გადაინაცვლა . ნუცამ თვალები მინაბა და მშიდად ელოდა მომდევნო ნაბიჯს . გიორგი არ ჩქარობდა, ნაზად ეფერებოდა და ნუცასთვის ესეც საკმარისზე მეტი იყო. უნებურად სიამოვნებისგან ჩუმად წასკდა კვნესა ,რასაც გიორგის ღიმილი მოჰყვა. თითები ოდნავ მოუჭირა თეძოზე და შემდეგ ფეხებზე გადაიტანა. -წავალ მე ნაზიკო ბებიას მოვეხმარებიიი_თითები ფეხებსშორის რომ შეეხო წამსვე გამოფხიზლდა და გაეცალა. დეზორიენტირებული მიდიოდა და სულ მალე მომღიმარი გვიჩიანიც უკან მიჰყვებოდა. სამზარეულოში იდგა და რაღაცას ჭრიდა. ჩუმად მიუახლოვდა და ზურგიდან აიკრო სხეულზე , ნუცა უცებ შეკრთა , ყელში აკოცა გოგოს -რო გამორბოდი სად გამორბოდი ჩემო ალქაჯო? _მე გამოსაქცევი არასდროს ვარ შენ იყავი ფრთხილად გიორგეკუს -მოვა მაგის დროც და განახებ ვინ უნდა ყოფილიყო ფრთხილად ჩემო პანტერა_ ყელში აკოცა და იქვე უკბინა -მეტკინა ველურო -გადაგივლის ,ქორწილამდე _ თვალი ჩაუკრა და ამჯერად თავად დატოვა -რავა გაშეშებულხარ ბებია გლახათ ხო არ ხარ -ისა არა ნაზიკო ბებია უცებ რაღაც გამახსენდა და -კაი ბებია თუ გაგახსენდა? დაჭერი კიტრი და პომიდორი? -კი დავჭერი მწვანილი სადაა? -აგერაა ბებია მარა არ მინდა წაი შენ მარტვა გიორგია და მიუჯექი გვერჩი , წაი , წაი ჩემო გოგო. ნაზიკომ ხელი მკლავზე ჩამოუსვა და გაუღიმა. ნუცამ ლოყაზე აკოცა და გავიდა. -გიოო -ხო -ანის დაურეკე? -კი. ვენეციაში არიან აღარ შევაწუხე მეთქი სიძე არ გამომეკიდოსთქო და მალე დავემშვიდობე. -აუ მეც მინდა ვენეციაში სანამ დაფარავს წყალი მთლად ყველაფერს ისედაც იწევა წყლის დონე -სად გინდა კიდე მოგზაურობა ჩემო ლამაზო? -დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი აზიის ქვეყნებში , საუდის არაბეთში,ინდოეთში... წარმოიდგინე რა საყვარელი ვიქნები ინდურ კაბაში _დაასრულე სკოლა და მერე ყველგან წავიდეთ სადაც მოგესურვება _ თავზე მოეფერა,ლოყაზე აკოცა და პირობაც დადო ............ -მოვიფიქრეე _თათამ წამოიძახა მოულოდნელად და ნიკომაც გახედა -რა მოიფიქრე -რა და ძალიან მინდა ლეღვის მურაბა მამიკო ლეღვის მურაბა გვინდა სასწრაფოდ . -ლეღვის მურაბა? სად მოგიტანო ახლა ლეღვის მურაბა ბებიააა -რაია ბებია რავა შეშინებული ყვირიხარ ხო კარგად ხართ -ლეღვის მურაბა უნდა შენს რძალს -მეიცა ბებია მაქ გონია კი აღარ მახსოვს ჩადი რაია პადვალში და ამეიტანე იქნება იქანა მურაბებთან თაროზე ათი წუთის შემდეგ პირდაპირ ქილიდან იღებდა ლეღვის ყველაზე დიდი და გემრიელ ნაყოფს და უბედნიერესი სახით მიირთმევდა. ............ დილით ადრე ადგნენ და ჩურჩხელები გააკეთეს გოგოებმა პრაქტიკა გაიარეს ნაზიკოსთნ თათა ფელამუშს ჭამდა თან და მაკონტროლებლის როლს ირგებდა. თხილის და კაკლის ჩურჩხელები დაამზადეს, ჯოხებზე დაკიდეს და გაშრობას დაელოდნენ. მერე თეფშებიდან ფელამუში მიირთვეს ისეთი გემრიელი იყო დოზას ვერ აკონტროლებდნენ. ამ ცერემონიით დასრულდა რთველიც და დაუბრუნდნენ თბილისურ რიტმს. ........... ახვლედიანი და გვიჩიანი საღამოს რბოლაზე წავიდნენ. ორივეს მიზანი უცნობის ვინაობის გაგება იყო. რბოლა დაიწყო გიორგის ეხლა ყველაზე მეტად უნდოდა მოგება და უცნობის დამარცხება . ბოლოს მხოლოდ გვიჩიანი და უცნობი იყვნენ წინ ,დანარჩენები უკან ჩამოიტოვეს. თითქმის თანაბრად მიდიოდნენ, ვიწრო გზაზე გავიდნენ სადაც უცნობმა გაასწრო გიორგის, მაგრამ უცებ ვერ მოახერხა საჭის დამორჩილება და მანქანა რამდენიმეჯერ გადაბრუნდა. გიორგის წინ საშინელი სცენა დატრიალდა როცა მანქანის გვერდით აღმოჩნდა და გაიხედა თითქოს დრო გაჩერდა, ყველაფერმა ფერი დაკარგა, ცხოვრება შეწყვიტა, გულის ცემას ვერ გრძნობდა უნდოდა მომკვდარიყო და მძღოლი არ დაენახა. საერთოდ ვერ აზროვნებდა მხოლოდ ელვის სისწრაფიდ გადმოხტა მანქანიდან და უცნობ ნაცნობს ღრიალით მივარდა. ამოტრიალებულ მანქანაში უგონოდ საკუთარი სისხლის გუბეში იყო , მთელს სხეულზე და სახეზე ჭრილობები ჰქონდა თავი საჭეზე ედო და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა . გიორგიმ უცემ მოხსნა ღვედი და ხელში აიტაცა მისთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელი არსება ირგვლივ მხოლოდ გიორგის განწირული ყვირილი ისმოდა, რომელიც უგულო ადამიანისთვისაც კი შემზარავი იქნებოდა. დემეტრემ ბრბო გაგიჟებულმა გაჭრა მთელი სხეული უთრთოდა ასეთი არასდროს უნახავთ მისი ასე აღელვება წარმოუდგენელი იყო . მანქანაში უცებ ჩაჯდა და გიოს უკან დაედევნა . რამდენიმე წუთში საავადმყოფოსთან იყვნენ. გიორგიმ მანქანიდან გადმოიყვანა სიკვდილის პირას მყოფი და საავადმყოფოში შევარდა , მაშინვე მოამზადეს საოპერაციო, ხელიდან გამოგლიჯეს სხეული და საკაცით საოპერაციოსკენ წაიყვანეს -კარგად იქნები პატარა გამაგრდი გთხოვ. არ მიმატოვო ჩემო ცხოვრება, გთხოვ არ დამტოვო მოვკვდები გესმის? უშენოდ მოვკვდები . -უკაცრავად ბატონო თქვენი აქ შესვლა არ შეიძლება გარეთ უნდა დაგველოდოთ -გადამირჩინეთ _ისეთი ტკივილით წარმოთქვა ეს ერთი სიტყვა გულიც თან გააყოლა. -ყველაფერს ვიღონებთ რაც ჩვენ შეგვიძლია. ექიმების მთელი გუნდი შევიდა საოპერაციოში გიორგი კი იქვე იატაკზე ჩაიკეცა მუხლებზე დაცემული თავი თითქმის იატაკზე ედო, იატაკს მუჭს ურტყამდა და ტიროდა ტიროდა უხმოდ , მთელი არსებით თითქოს ცრემლს სულსაც ატანდა. მხარზე ძლიერი ხელის შეხებაც კი ვერ იგრძნო მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა დემეტრემ რომ წამოაყენა დიდი ძალისხმევით გათიშული სხეული , თვალებში რომ ჩახედა მაშინ მიხვდა ვინც იყო. მისი თალებიც ისეთივე შიშს და ტკივილს გამოხატავდა ,მაგრამ არა ეს სხვა ტკივილი იყო მასავით არავის ტკიოდა ასე უსაზღვროდ არავის ტკიოდა . ძმაკაცმა უბრალოდ მაგრად ჩაიკრა გიორგი მხრებზე ხელი რამდენიმეჯერ ოდნავ დაარტყა , ხმის დამორჩილება ასე არასდროს გასჭირვებია -კარგად იქნება -ხო გადარჩება, ხო არ დამტოვებს დემე მითხარი რომ არ დამტოვებს _გაუმკლავდება ! ნიკას დაურეკა მხოლოდ და სთხოვა ყველასთვის ეთქვა. ნინი ისე მივიდა კლინიკამდე წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის თავს -დემე რა ჭირს ნუცას მითხარი რო კარგადაა გთხოვ მითხარი -კარგად იქნებდა , იბრძოლებს და დაგვიბრუნდება. ყველანი გაგიჟებულები იყვნენ თათა ტიროდა და ნიკას ეხუტებოდა რომელიც არანაკლებ ცუდად იყო, ლუკა კი კუთხეში იჯდა თავჩახრილი, გიოსთან მისვლას ვერავინ ბედავდა ან რა უნდა ეთქვათ გაშეშებული იჯდა თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული ბოლოს განადგურებული ხმით წარმოთქვა -ჩემი ბრალია, მე ვარ დამნაშავე , ყველაფერი ჩემ გამო მოხდა მე რო არ -გიორგი გაჩუმდი შენი ბრალი არაფერია საერთოდ არაფერი, ჩვენ არ ვიცოდით ის თუ იყო , უბედური შემთხვევა მოხდა და მეტი არაფერი დამიჯერე კარგად იქნება ნუცა ძლიერია და გამოვა ამ მდგომარეობიდან -ჩემი ბრალია , მარტო ჩემი ... ვერ მივხვდი, გესმის ?ჩემ პატარას ვერ გავუფრთხილდი კედელს ურტყამდა მუჭებს და ყვიროდა დემემ გააჩერა , არაფერი უთქვამს მეტი უბრალოდ ასე იჯდნენ კედელს მიყრდნობილები. მთელს დერეფანში საშინელი ტკივილი ჩანდა ყველა ტიროდა , მართალია ბიჭები გოგოებს ამხნევებდნენ მაგრამ გულში თვითონაც ეშინოდათ რო ნუცას დაკარგავდნენ , თავიანთ ნუციუსს რომელიც მუდამ მხიარული და ხალისიანი იყო.ქალბატონი ნათიაც მოვარდა გაგიჟებული იყო ტიროდა ყვიროდა როგორც ყოველთვის გიო უფრო ცუდად გახდა ექიმებიც არ გამოდიოდნენ უკვე გრძნობდა რო კვდებოდა მეტი აღარ შეეძლო ფიქრის უნარი შეწყვიტა უბრალოდ ხედავდა ნუცას , მხიარულს, ხალისიანს, მომღიმარს მის გვერდით , მის კოცნას პირველად ნათქვამ მიყვარხარს ,მასთან იყო ფიქრებით და უკან დაბრუნება არ უნდოდა , თითქოს ტვინმა მარტივი გზა აირჩია მდგომარეობის განსამუხტად. საოპერაციოდან ექიმი ხუთი საათის შემდეგ გამოვიდა ყველა მოლოდინით შეყურებდა გიორგი ეგრევე მივარდა -მითხარით რო ცოცხალია -ცოცხალია მაგრამ ძალიან მძიმედაა ავარიის დროს სერიოზული მოტეხილობები მიიღო ნეკნი აქ გატეხილი ძვალმა ორგანოებიც დააზიანა ამასთან ტვინის შერყევაც აქვს , ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო ეხლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული უნდა თუ არა სიცოცხლისთვის ბრძოლა . გადამწყვეტი მომავალი 24 საათია . ყველანი ტიროდნენ ნათია გაგიჟდა რომ გაიგო რაც მოხდა , გოგოები გაკვირვებულები იყვნენ არავინ იცოდა რბოლებში თუ იღებდნენ მონაწილეობას ბიჭები და მითუმეტეს ნუცა, ნათია გიორგის მივარდა მას ადანაშაულებდა ყველაფერში ის კი ხმას არ იღებდა უბრალოდ იდგა გაშეშებული -ნათია ვიცი ძალიან რთულია თქვენი შვილი სიკვდილს ებრძვის მაგრამ ჩვენც არ ვართ თქვენზე უკეთ მითუმეტეს გიორგი და თუ შეიძელბა შეეშვით ვინმეს დადანაშაულებას ეხლა მთავარია ნუცა გადარჩეს -ჩემი შვილი კვდება თქვენს გამო და მნიშვნელობა არააქ? თქვენ ჩემზე მეტად გიყვართ? ის ჩემი შვილია ცხრა თვე მე ვატარე მუცლით და მე გავზარდე. თქვენ გიყვართ ჩემზე მეტად თუ უფრო შეგტკივათ გული -ნათია გაჩუმდი არავინ კვდება. ჩემი და არ მოკვდება არ დაგვტოვებს და სიკვდილზე ნუ ლაპარაკობ, ჩვენ ის ისე გვიყვარს როგორც შენ შენნაირ ეგოისტ ადამიანს იმის დანახვაც არ შეუძლია როგორ ვართ და შეეშვი სხვების დადანაშაულებას ჩვენ ვერ მივხედეთ ნუცას ისიც კი არ ვიცოდით რბოლაში თუ მონაწილეობდა შენ კი სხვებს ადანაშაულებ თუ ასეთი მაგარი დედა იყავი რატო არ იცოდი მისი ცხოვრების შესახებ არაფერი მიპასუხე -ნინი პატარა გეყოფა ეხლა არაა ამის დრო_დემე ნინის ჩაეხუტა და ხელები მაგრად შემოხვია. ექიმი ნუცას ნახვის უფლებას არ აძლევდათ , მთელი ღამე დერეფანში გაატარეს, მაგრამ ახალი არაფერი იყო ისევ მძიმე რჩებოდა მდგომარეობა. თათა ცუდად გახდა ამიტო ნიკამ სახლში წაიყვანა ,მაგრამ მთელი ღამე ურეკავდა ლუკას და მდგომარეობას კითხულობდა. გიორგიმ ვეღარ მოითმინა და ექიმს თხოვა შეეშვა ცოტახნით. მართალია არ შეიძლებოდა ნუცას ნახვა მაგრამ ექიმებსაც ხო აქვთ გული გიო ისეთი განადგურებული იყო შეუშვეს ნუცასთან. ხალათი,ნიღაბი და ქუდი,ბახილები . რეამინაციის კარი გაიღო , გიორგის გული კი უფრო შეიკუმშა ისედაც მინელებული გულისცემა თითქოს მთლად გაუჩერდა როცა უგონო მდგომარეობაში, გაფითრებული, დაკაწრული, თვალბგალირჯებული, ათასი გადასხმით და სასუნთქი აპარატით დამძიმებული დაინახა. ფეხი მოეკეცა და კედელს მიეყრდო, შემდეგ ნელა გადადგა მისკენ ნაბიჯები და საწოლთან სკამზე ჩამოჯდა, მისი გაყინული ხელები რომელიც უჩვეულოდ გაფითრებოდა ნუცის თავის ტორებში მოიქცია და აცახცახებული ტუჩებით ფრთხილად შეეხო ხელის ზურგს და მიუხედავად ყველაფრისა მისი შეხებისას სხეულში სითბო ჩეღვარა. შემდეგ თმებზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელი, ხელს ისევ არ უშვებდა მის პატარა თითებს , თვალებში ცრემლი ჩაუდგა უნდოდა დალაპარაკებოდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა თითქოს დამუნჯდა. -სულ პატარა იყავი რო გაგიცანი. ნინიმ ჩვენთან მოგიყვანა ლამაზი გაშლილი კაბა გეცვა და საყვარლად გვიღიმოდი მე შვიდი წლის ვიყავი შენ კიდე ახალი დაწყებული გქონდა სიარული , ისე საყვარლად დაბაჯბაჯებდი და კისკისებდი სულ მინდოდა ჩაგხუტებოდი. ჩემს თვალწინ იზრდებოდი და თანდათან უფრო მიყვარდებოდი. მიყვარდი არა როგორც პატარა საყვარელი ბავში არამედ როგორც ერთადერთი ქალი ვისთანაც მთელი ცხოვრება ვიქნებოდი. რაც უფრო დიდი ხდებოდი მით უფრო მშორდებოდი . აღარ იყავი პატარა ბავშვი რომელსაც სათამაშოდ წაიყვან და მთელი დღე არ მოშორდები . პირველად მაშინ გავგიჟდი შეყვარებული მყავსო რო გამოგვიცხადე და ის შტერი წარგვიდგინე. რომ წარმოვიდგინე სხვა შენს გვერდით სული ამემღვრა . შენც სულ მეჩხუბებოდი მეც სხვა გზა არ მქონდა მოვირგე ეს სახე და შენთან კინკლავს ვაგრძელებდი. ვერ გეტყოდი რო მიყვარდი 15 წლის ბავშვს 22 წლის კაცი სიყვარულში ვერ გამოგიტყდებოდი თან მერე დისკომფორტი შეგექმნებოდა ამიტო მერჩივნა სულ გვეკამათა ვიდრე ჩემგან შორს ყოფილიყავი. სულ ვიცოდი სად და ვისთან ერთად იყავი . ვინ იცის რამდენ ვინმე ჩამოგაშორე ისე რომ შენ არც გაგიგია. გადარეული დავდიოდი რომ ვიცოდი ვიღაცას შეყვარებულის სტატუსით ხვდებოდი. შენი ერთი გაღიმებაც კი გულს მიჩქარებდა , ერთი შეხებაც კი იმაზე მეტ სიამოვნებას მგვრიდა ვიდრე ყველა ქალი ერთად ვინც კი ოდესმე მყოლია. რომ მითხარი მეც მიყვარხარო მსოფლიო ჩემი მეგონა თითქოს მანამდე არც მიცხოვრია და სიხარული არ მიგრძვნია. მთელი ეს დრო რაც ჩემთან ხარ და ვიცი რომ სულ ჩემი იქნები უბედნიერესია ჩემთვის, თითოეული წამი რაც შენს გვერდით გავატარე ჩემთვის მთელს სიცოცხლეს უდრის. როცა ვიცი შენ არ უყურებ შენი ლამაზი თალებით სამყაროს ,სუნთქვა მეკვრის. დიდხანს ვერ გავძლებ უშენოდ ... დროულად დამიბრუნდი თუ არ გინდა შენზე ადრე წავიდე იმქვეყნად_ექიმმა გარეთ გასვლა სთხოვა ,ხელზე აკოცა და წავიდა. დერეფანში იჯდა მთელი ღამე და ელოდა დილას . გათენებამდე კარს უყურებდა. მხოლოდ ექთანი შედიოდა წამლების გასაკეთებლად. დილას ექიმიც გამოჩნდა და რამდენიმე წუთს შესვლის უფლება ისევ მისცა. -დილამშვიდობის ჩემო პატარა გოგონა -ამ პატარას კიდე ვერ გადაეჩვიე გეორგეკუს? ნუცას ხმა ყურებში მელოდიასავით ჩაესმა ,რომელმაც თითქოს წართმეული სიცოცხლე უკან დაუბრუნა . ჯერ ეგონა მოესმა,ექიმმა კი უთხრა ნებისმიერ დროს შეიძლება გაიღვიძოსო , მაგრამ ვერ უჯერებდა თვალებს. -ჩემი ნუციკო... დამიბრუდნი პატარა? არ მიმატოვე? ჩემო ცხოვრება როგორ მიყვარხარ ვერც კი წარმოიდგენ . ჩემო ერთადერთო, ჩემო ქალღმერთო, ჩემო სიცოცხლე. _სახეზე რამდენჯერმე აკოცა და თან თავზე ეფერებოდა -მომხსენი ეს რაღაც _ მისუსტებული ხმით თქვა და ჟანგბადის ნიღაბზე მიუთითა -წავალ პატარა ექიმს დავუძახებ ხო?_ ნუცამ მხოლოდ თვალები დახუჭა და უღონოდ დაუქნია თავი.გიორგიმ ექიმს დაუძახა და მალევე მასთან ერთად დაბრუნდა ოთახში _ გარეთ დაგველოდეთ ბატონო გიორგი თუ შეიძლება -კარგი გიორგი მაშინვე დერეფანში მძინარე მეგობრებთან ჩავიდა. ერთმანეთზე მიხუტებულებს დაადგა თავხე -ნინიი გაიღვიძა ჩემმა პატარამ გაიღვიძა ნიი -რაა? მართლაა?_უცებ წამოვარდა ნინი და გიოს ჩაეხუტა_ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა -ხო ჩემო ლამაზო გაიღვიძა დაგვიბრუნდა ნიი ჩვენი გოგო დაგვიბრუნდა ნათიას ეხვეოდა ბოლოს ნინი წულუკიძე . ექიმი რომ გამოჩნდა და ბედნიერების ტალღა გაზარდა -თქვენმა ნუციკო ნამდვილი სასწაული მოახდინა . საფრთხე აღარ ემუქრება გილოცავთ. ნუცა ერთი თვე იქნებოდა საავადმყოფოში , შემდეგ კი ისევ ისეთ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა როგორც მანამდე. რამდენინე წუთს ნახვის უფლებას მოგცემთ პალატაში რომ გადავიყვანთ შემდეგ. იქამდე კი ბოდიშს გიხდით,მაგრამ პაციენტის გადაღლა არ შეიძლება. შემდეგი რამდენიმე დღე იქ იცხოვრა გვიჩიანმა. ყველანი გადიოდნენ და ბრუნდებოდნენ ის კი ფეხს არ იცვლიდა. პალატაში გადასვლის შემდეგ კი მასთან გადაცხოვრდა -გაიღვიძე ჩემო პატარა? -ძაან განერვიულე ხო? -საყვარლად ააფახულა თვალები -მაგაზე რო გამოჯანმრთელდები მერე ვილაპარაკებთ და დამიჯერე ასე არხეინად არ იქნები -კაი რა გიუუუ მე როგორ უნდა გამიბრაზდე? ისევ შენ არ გტკივა გული? _საყვარლად ამოიბუტბუტა და მსუბუქად გაუღიმა _რა მიყავი გოგო ჩხუბიც აღარ შემიძლია -ჯადოქარი რო ვარ არ იცი? -მიყვარხარ _ ახლოს მიიწია და თავზე აკოცა -პირველად რითაც გამოხატე ეგ უფრო მომენატრა ეხლა მე-გამომწვევად მოაქცია ნუცამ ქვედა ტუჩი კბილებს შორის და რაც შეეძლო მიმზიდველად გახედა უკვე მომღიმარს -ეგ რომელი იყო? -ოჰ ვითომ ვერ მიხვდა ბიჭი, წარბები სასაცილოდ აძგიბა და ნელა დაიხარა ნუცას ტუჩებისკენ -გავიხსენებ ნელ-ნელა. ჩურჩულით თქვა ნუცამ ,რომელსაც უკვე მინიმალური მანძილი აშორებდა გიორგის ბაგეებს. -მგონი რაღაც მახსენდება , -უკვე ტუჩთან დაიჩურჩულა ვაჟბატონმა და ნუცას ქვედა ტუჩს ტუჩები მიაკრო -ფუნქციაც_ ნუცა სულ გაირინდა და მონატრებული ბაგეებით ტკბებოდა, თვალები მილულა და მოდუნდა -გაგახსენდა პატარა? - ღიმილით დაუსვა შეკითხვა -აუ ვერა მოიცა იქნებ ეხლა გამახსენდეს_ მოშორების უფლება არ მისცა და ისევ აკოცა -კიდევ კაი ამნეზია არ გაქ -ვისთვის კარგი -დაიძინე ეხლა თორე მოგკბეჩ მაგ დაბურცულ ტუჩებს -ნუ მაშინებ ძაან გთხოვ -ნუციკო ნუ მიწვევ! -აუ აქ დაწექი რა -ვერ მოისვენებ მანდ რომ დავწვე თორე შენი ჩახუტება ყველაზე მეტად მინდა -მოდი რა _ გიომ არ დააყოვნა და გვერდით მიუწვა, მალევე აიკრა მკერდზე პატარა სხეული და თავის ძლიერ მკლავებში მოიქცია , თავი მის ყელში ჩარგო სურნელი შეიგრძნო და ყელში კოცნის კვალი დაუტოვა. ორივეს გული გაორმაგებით ცემდა და სიხარული იღვრებოდა მათ სხეულებში. ნუცამ თავისი თხელი თითები ახლართა გიოს თითებში და მშვიდად დაეძინა ,მედიკამენტების გავლენის გარეშე. ნუცა ორი_სამი კვირის შემდეგ უკვე კარგად იყო და ჩვეული ხასიათით ამხიარულებდა მთელს საავადმყოფოს. ყველას უყვარდა, ექთნები სულ სიხარულით შედიოდნენ მის პალატაში . მათ შორის ერთი ექთანი ახალგაზრდა იყო დაახლოებით 20 წლის და გიორგის რომ დააკვირდა რაღაც მომენტში ნუცას თვალს არ გამორჩენია. გვიჩიანს საერთოდ არაფრის აღქმა შეეძლო ნუცას გარდა სამაგიეროდ ქაალბატონმა გამოაჩინა კლანჭები -შენ ახალი ექთანი ხარ? -ხო ერთი კვირაა დავიწყე მუშაობა -მერე შენი მოვალეობები რომ გაგაცნეს სადმე ეწერა პაციენტის შეყვარებულებს თვალები უჟუჟუნეო? -ისა მე მე არ ... _გოგო უცებ აირია სახეზე წამოწითლდა -კაი კაი არ მაინტერესებს დატოვე ეგ წამალი მე თვითონ დავლევ -უკაცრავად , თუ რამე დაგჭირდებათ იცით როგორ უნდა დამიძახოთ -კარგად გენაცვალე _ თითები აათამაშა დამშვიდობების ნიშნად და კარისკენ წასულს მზერა გააყოლა. როგორც კი მარტო დარჩნენ მაშინვე გვიჩიანს მიუბრუნდა -წყალი მომიტანე და აწიე მაგ ტელეფონიდან თავი რას ნახულობ ასეთს -რა იყო ნუცი? რამ გაგაბრაზა ასე? -არ იცის ახლა ვითომ ჯობია ის გააკეთო რაც გითხარი და გახსოვდეს მარტო მე ვარსებობ შენთვის და სხვა არავინ გასაგებია? გიორგი ადგა და წყლის ჭიქა გაავსო , ჯერ უსმენდა სახეზე გაბრაზება რომ ეტყობოდა ქალბატონს ამაზე ხო ეღიმებოდა, მაგრამ მერე ვეღარ შეიკავა თავი და სიცილი დაიწყო -რა გაცინებ? სასაცილო რა ვთქვი ეხლა? მოგკლავ შე საწყალო ხო იცი -რატო პატარავ? -კითხვას ნუ მისვამ საერთოდ -ვაიმე რა სასაცილო ხარ _ ხმამაღლა გაიცინა და წყალი თვითონ მოსვა. იმდენი იცინა ცრემლებს იწმენდდა . ნუცა სულ გაგიჟდა ,სიცილი რომ აღარ შეწყვიტა ბალიში გაუქანა თავში -ეეე მეტკინა ტო -ძაან კაი იცინე მიდი კიდე -ჩემი ეჭვიანი ბავში ვინ არისო? რო იბუსება და რო მაგიჟებს ის გოგო ვინააო? ვინაოო_ სიცილით უთხრა ისე თითქოს 3 წლის ბავშვს ელაპარაკებოდა და უფრო გააგიჟა გოგო, ცეცხლს აფრქვევდა უკვე -მიბრძანდი აქედან იქნება გელოდება კიდე ვინმე ექთანი მაგათაც ხო უნდათ მკურნალობა უშველო იქნებ რამე -კაი რა პატარა რატო ბავშობ ხოლმე? ხო იცი შენ რო ძალიან ძალიან მიყვარხარ? მე კიდე შენს გარდა არავის“მკურნალობას“ არ ვაპირებ_ საწოლზე ჩამოუჯდა და ცხვირზე თითი დაკრა. ის კიდე გაბუტული იჯდა და ტუჩები სასაცილოდ ქონდა დაბრეცილი, ხელები გულზე ქონდა დაკრეფილი და სხვა მხარეს შეაბრუნა თავი. გიო უფრო ახლოს მიიწია ორი თითი ნიკაპზე მოუჭირა და თავისკენ შეაბრუნა გაბრაზებული პრინცესა -ჩემი ბუტია პრინცესა - ტუჩებთან დაიჩურჩულა და ნაზად შეეხო გამობურცულ ბაგეებს. ნუცამ რომ არ აკოცა ჩაიცინა დაქვედა ტუჩიდან ნიკაპზე გადაინაცვლა შემდეგ კი ყელზე -კიდე მიბრაზდება პრინცესა? -კი -კაი გამიბრაზდეს წავალ მე იმ გოგოს ვნახავ გავიგებ რა ქვია და მოვალ _სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა და ისე ადგა თითქოს არც არაფერიო . კარისკენ ღიღინით წავიდა სახელური რომ ჩამოსწია ბალიშის მოხვედრა და ნუცას დაჭექვა ერთი იყო -ადგილზე გაშეშდი და აქ მოდი თორე მოგკლავ . უკან შეტრიალდა ბალიში ხელში აათამაშა და ირონიული ღიმილით წავიდა ნუცასკენ -სახელს გაიგებს ბიჭი_კბილებსშორის გამოსცრა ნუცამ და გაბრაზებულმა გახედა რაღაცის თქმას აპირებდა კიდე ბიჭები რო შევიდნენ -ნუციუუს შე ძველო როგორ ხარ გოგონი?_ნიკა საწოლზე მიუწვა ნუცას და თმა აურია -გიიიიუუუ როგორ ხარ პაწკუუუუ_ ლუკა სავარძელში მჯდომ გიორგის ჩაუხტა კალთაში ხელები მხრებზე დააწყო და თვალების ფახურით და წიკვინა ხმით ზედ აეკრო -გადი ბიჯო თორე გისვრი მეხუთედან -რატო პაწუ არ მოგენატრეეეეეეე? -მომაშორეთ ეს პიდარასტი ვიღაცამ თორე მივაკლავ ახლავე -ვისში გამცვალე ადამიიიანოოო_ ნუცამ სპექტალის მორიგი სცენა გააცოცხლა. გიორგი გაგიჟდა უცებ წამოვარდა და ძირს დაახალა მასზე აკრული ლუკა -ჩემო პანტერა რატო მექცევი ასე ცუდად? -ვაიმე ახლა ამას მოვკლავ ბ.ზის შვილი ვიყო თქვენ კიდე რა გაცინებთ -მიშველეეთ... ლუიიი ვგიჟდები შენზეე_ნუცა თან იცინოდა თან გიორგისკენ ხელებს იშვერდა -ვაიმეე ვეღარ ვსუნთქავ აუუ -წავედი მე . თქვენი ყურება აღარ შემიძლია -გაჩერდი მანდ ვისი შეხედვა გინდა აბა იმ ექთნის? -ხო -მოკალით ვიღაცამ ეს თორე მე მოვკლავ -ვინ ექთნის? გიო გვიღალატე? ექთანში გაგვცვალე? ფუი შენს კაცობას აკი მპირდებოდი შენი ერთგული ვარო?_ლუკამ განაგრძო დრამა -რა მაგარი ნაშაა იცი? უუფ -ჯოჯოხეთის ალი ჩაგყლაპავს ცოტა ხანში თუ არ ჩაიგდებ მაგ ენას და აქ თუ არ დააკვდები სავარძელს -ხოო? რო დამაინტრიგე შე ჩემა, როდის უნდა შემოვიდეს?_ლუკა არ ცხრებოდა -საღამოს -აუ საღამომდე რა მოიცდის ტო_ ლუკა უცებ მივარდა საწოლთან მყოფ ღილაკს რომლითაც ექთანის გამოძახება შეიძლებოდა. ნუცა გადაირია . ნიკა იცინოდა ,სანახაობით დასატკბობად სკამზე მიესვენა. ლუკა თმას ისწორებდა გიორგი მხოლოდ ნუცას ეჭვიანობით ხალისობდა ის კიდე ვერ ხვდებოდა და არც მალავდა ნაპერწკლებს თვალებში. მალე ექთანი შემოვიდა ოთახში და ამდენ ბიჭს რომ შეხედა სახე ბროწეულისფერი გაუხდა . ნუცაზე გადაიტანა მზერა დაბნეულმა -რა გგნებავთ?_ოთახში ბოლოს ნუცასთვის უცნობი ექთანი შემოვიდა,პირველად ხედავდნენ იქ ყოფნის განმავლობაში. ულამაზესი იყო მართლაც -იცით მშვენიერო ქალბატონო ,ძალიან მძიმე მდგომარეობაა -და რა ხდება? რაში გამოიხატება მძიმე მდგომარეობა? -საშინლად მაქ გული აჩქარებული, მგონი გულ_მკერდიდან ამოხტომას ლამობს. ალბათ თქვენი სილამაზით გაოცდა და ამიტომ. იქნებ დამეხმაროთ და გადამარჩინოთ . ტრაგედია არაა ასეთი ბიჭი ცუდად ვიყო? _ გოგოს მტევანი თითებსშორის მოიქცია და მზერა გაუსწორა -მე რით უნდა დაგეხმაროთ ვერ ვხვდები... -ეხლავე გეტყვით_ უცებ გამოცოცხლდა „ცუდად მყოფი“ და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, გოგო გაკვირვებული უყურებდა ხუთი ,ცხრა და. მერე -რაა? -თქვენი ნომერი მომეცით -ქალბატონო ნუცა თუ არაფერი გჭირდებათ მე გავალ -როგორ თქვენ დამტოვებთ გასაჭირში არ დამეხმარებით რომ სიცოცხლე გავაგრძელო და წახვალთ? -უკაცრავად _ ძვლივს შენარჩუნებული მშვიდი გამომეტყველება. თმენის ვალდებულება ჰქონდა , არც ხასიათით იყო დიდად კონფლიქტური და გაცლა არჩია. აი მერე კი პალატაში გამეფებულს სიჩუმეს ხარხარი არღვევდა , მთელი ამ ხნის განმავლობაში ფხუკუნებდნენ და გოგო რო გავიდა უცებ ატეხეს სიცილი . -რა იყო ეხლა ეს? ნომერი როგორ არ მომცა -რას მოგცემდა შე ჩემა დებილივით ელაპარაკე გოგოს, ალბათ მოგკლავდა უფლება რო ჰქონოდა საწყალს -ისე მართლა რა იყო შე ჩემა შერცხვა გოგოს -ოჰ ეს გამოექომაგა ახლა. წადი მიდი დაამშვიდე -ოო კაი ნუცა რა გეყოფა უბრალოდ შემომხედა იმ გოგომ და რა ამბები ატეხე ვერ ნახე როგორ შერცხვა? - ნეტა სხვა რა უნდა ექნა .კიდევ რა გინდოდა შენ -ნუცა გეყოფა ნუ გამაბრაზებ ეხლა დაფიქრდი დავიღალე უკვე ამ უაზრო ეჭვიანობით. ნუცას აღარაფერი უთქვამს საპასუხოდ. გაბრაზებულმა შეაბრუნა თავი საპირისპირო მხარეს. ბიჭებმა აღარ დააყოვნეს და წავიდნენ ლუკამ იმ გოგოს ნომერი თუ არ გავიგე ავაფეთქებ ამ საავადმყოფოსო იმუქრებოდა გიორგი ღიმილით უმზერდა მის ეჭვიან გოგოს , ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და საწოლთან ჩამოუჯდა. თავი შეაბრუნებია შუბლი შუბლზე მიადო და ნუცას ამღვრეულ თავლებს , აკანკალებულ სხეულს რო წააწყდა სულ ოდნავ შეეხო ტუჩებზე -ნუცი რატო მიბრაზდები ტყუილად? -ნუ მაბნევ -როგორ გაბნევ?_ ისევ უჩურჩულა ტუჩებთან და ამჯერად კუთხეში აკოცა ხელი ყელზე ჰქონდა მოხვეული . ტუჩებს კი ხან სად მიაკრავდა ხან სად, ნუცა უკვე ვეღარ ძლებდა ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და გიორგის ლოყაზე ხელი ჩამოუსვა, თითებზე აკოცა საპასუხოდ -კიდე მებუტები? -აჰა_ თავი უკან გადასწია და კოცნის საშუალება მისცა ხმა . მისკენ უფრო მიიწია და თავადაც აკოცა -ასე როგორ მაგიჟებ _ ჩუმად თქვა და ამჯერად მთელი ვნებით დააცხრა ნუცას გამობურცულ ბაგეებს. ის კი სიამოვნებისგან თვალებმინაბული ათასგვარ ხმას გამოსცემდა. ოთახში შემოსულ დემეს რო არ ჩაეხველებინა დიდხანს გააგრძელებდნენ ალერსს -ნუ მირყვნი ცოლისდას შე ჩემა -რა ზუსტ დროს იცი მოსვლა რა -ოჰ დამიშალე ეხლა ჩემი დის ნახვა გიორგუნა -ყველა ჩვენს წინააღმდეგაა და რა ვქნა პატარა? -როდის გწერენ ნუციკო? -ხვალ . როგორც იქნა სახლში დავბრუნდები -უშენოდ მთელი უბანი გათიშულია ნუციუს -ხოდა დაბრუნდება და გაიღვიძებს ყველაფერი -აეე სასტავ რა ამბავია აქ? -ოჰ მობრძანდი კაზანოვა? -რა ქენი შე ჩემა ლუკა გაიკრიჭა და ფურცელი ააფრიალა, რომელზეც ნომერი ეწერა -ვაუუ საღოლ რა აბა გვიამბე რა მოხდა ლუციუს -მოკლედ_ლუკა ამბის მოყოლას აპირებდა ნიკა რო შემოვიდა , უკვე თათასთან ერთად -მოკლედ გადის ვაჟბატონი ლუკაჩო და იმ გოგოს მიეჭრება , როგორც იცის რა ისე , ის საწყალი ბავშვი მთლიანად აწითლდა ექიმთან ერთად იდგა და რაღაცაზე ელაპარაკებოდა ამ გიჟმა „პატარა შენი ნომერი დავკარგე და მითხარი რა ისევო“ გოგოს თვალები შუბლზე აუვიდა ექიმმა იკითხა ვინაა ეს ბიჭი ლანაო“ -მე ლანას შეყვარებული ვარ ლუკა გამყრელიძეო. ექიმს ხელი გაუწოდა იმანაც ჩამოართვა ბიჭი მოეწონა ალბათ, გოგო შოკში იყო ხმას ვერ იღებდა რა ექნა შეეშინდა ექიმისთვის რა უნდა ეთქვა -აბა ლანუ მომცემ ნომერს? ხო იცი რა გულმავიწყი ვარ წუხელ პრესზე რო დამაწერე დამავიწყდა მობილურში შენახვა და რო ვიბანავე წამეშალაო აი ეს უკვე შოკი იყო ისედაც ცუდად იყო ის საწყალი ბავშვი და ექიმის სახე რო დაინახა ამ წინადადების მერე ფერი დაეკარგა . ინფაქტი იყო მგონი მოსალოდნელი, ლუკამ წელზე ხელი შეუცურა და დაიჭირა თორე წაიქცეოდა ალბათ. -კაი ლანა მე პალატაში შევალ და ყურადღებით იყავი პირველივე დღეს არ გაგინაწყენდეს პაციენტი_ექიმმა თქვა წასვლამდე -მომაშორეთ ხელი და დამანებეთ თავი ვინ მოგცათ ასეთი საუბრის უფლება . -ლანუკა რატო ბრაზობ ლამაზო? ნაოჭები გაგიჩნდება და ეგ ლამაზი სახე ცოდოა -გეყოთ ეს არასერიოზული ქცევა და მომშორდით -რათქმაუნდა მოგშორდები , მაგრამ იქამდე ნომერს მეტყვი ხო?_გოგოს ხალათის ჯიბიდან კალამი ამოაძრო ხელიდან ფურცელი გამოგლიჯა და შემდეგ მკერდზე მიაბჯინა -აბა გისმენ ლამაზო -გაიწიეთ და მომშრდით დაცვას გამოვიძახებ საერთოდ ფსიქიატრიულში ხართ დასაწვენი -იქედან ვარ გამოქცეული ეხლა და რო დავბრუნდები მოვლიან მალე ექიმები ხო უნდა დაგირეკო იქედან? -რაა? ეს როგორ მოიცა რას ნიშნავს.. მართლა? -ნუ ფრთხი ჩიტუნია თორე ეგ გამობურცული მკერდი რო მოძრაობს კალამი გარბის და ნაჯღაპნი გამომივა -მომაშორეთ ხელები . რა გინდათ ჩემგან?_უკვე შეშინებულმა გოგომ რომელიც თითქმის ტირილის პირას იყო გაწყვეტილი ხმით წარმოთქვა და აწყლიანებული მწვანე თვალები ლუკას მიანათა , წელზე მოჭერილი ერთი ხელი მოაშორა გოგოს და სახეზე ჩამოუსვა -ნუ გეშინია უბრალოდ ნომერი მომეცი არც გიჟი ვარ არც პედოფილი, ნარკომანი და საერთოდ კაი ტიპი ვარ რა . -დამანებებთ თავს? -ვნახოთ გოგომ ნომერი უკარნახა და ისევ ცადა მარწუხებიდან თავის დახსნა -მოიცა ჩიტუნა ნუ ფართხალებ გადავამოწმოთ ხო? ლუკამ ნომერი აკრიფა მობილურზე მაგრამ აღმოჩნდა რომ გოგომ რაღაც გაურკვევლი ნომერი უკარნახა -რატო იცუღლუტე ლამაზო? ეხლა ხო ხარ დასჯის ღირსი? -გამიშვით რა რა გინდათ? -ხო იცი? -კაი გეტყვით და შემეშვით _ამჯერად სწორი ნომერი აღმოჩნდა ლუკამ გოგოს ლოყაზე აკოცა და ჯიბეებში ხელჩაწყობილი წავიდა ნუცას პალატისკენ. -აი ასე იყოო გადარია ის გოგო -შენი გაფუჭებულია ეს ბავში_ახვლედიანმა ნიკას მიუთითა ლუკაზე , და მობეზრებულმა აიქნია ხელი“არაფერი გეშველებათ სახით ბევრი იცინეს,სხვადასხვა ამბები გაიხსენეს და ბოლოს ყველანი წავიდნენ ლუკას დარჩა მხოლოდ. ნუცამ ეშმაკობა გადაწყვიტა და ჩუმად გამოიძახა ექთანი მაინცადამაინც იმ დროს ლუკა ნახევარი ტანით რომ მიუწვა და გიორგის მოსვლამდე გამოვიძინებო უთხრა. ექთანს ჯერ სახე უღიმოდა ,შემდეგ ლუკა დაინახა სავარძელში ნახევრად წამოწოლილი ნინის კალთაში რომ ედო თავი და გამომეტყველებაც შეეცვალა . ლუკამ შენიშნა თუ არა პალატის“სტუმარი“ მაშინვე შეიცვალა პოზიცია. საერთოდ არ მიუქცევია ვითომ გოგოსთვის ყურადღება ტელეფონი დააძრო ფეხები სავარძლის კიდეებზე გადადო და გადააჯვარედინა , მობილურში რაღაცის თამაში დაიწყო . გოგო ხელების კანკალით უწოდებდა ეშმაკურად მომღიმარ ნუცას წამლებს -კიდევ გგნებავთ რამე? _ისეთი თბილი ხმის ტემბრი ჰქონდა ლუკას მისი მოსმენის გარდა აღარაფერი უნდოსა -არაფერი მდლობა გოგო კარისკენ შებრუნდა და მაქსიმალურად ეცადა ლუკასკენ არ გაეხედა უცებ გავიდა ოთახიდან და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი . ჩვენმა ლუკიტომ ვერ მოისვენა , გაიგო როდის უმთავრდებოდა ცვლა ლანას და ზუსტად იმ დროს იდგა საავადმყოფოსთან როცა გოგო გავიდა . საკმაოდ ციოდა და გაყინული ჟაკეტს მჭიდროდ იკრავდა ტანზე , ქარი ძლიერად ქროდა, მოსაცდელისკენ წავიდა თან კანკალებდა , უკვე დაღამებული იყო. ავტობუსი როგორც ჩანს იგვიანებდა და მოუთმენლად აბაკუნებდა ფეხებს ერთ ადგილას. -ლანუკა ამ ღამეში რომ დამდგარხარ მარტო რომ გაცივდე მერე სად მიდიხარ?_ ლანა ბოხი ბარიტონის გაგებისას შიშისგან შეხტა და როცა ლუკა დაინახა მასზე აკრული გული ლამის გაუჩერდა . შეშინებული თვალებით უყურებდა ქვემოდან -მე შენ აქ .. რა _დაბნეულმა გაურკვეველი სიტყვები დაიჩურჩულა . ლუკას მისი მიამიტობა უფრო აგიჟებდა და აქეზებდა, რაღაც უცხოს გრძნობდა ამ გოგოს მიმართ თითქოს მოსწონდა კიდეც ასეთი სუსტი და დაუცველი არსების მის მკლავებში ყოფნა . -წამოდი ბეღურა წაგიყვან სახლში თორე გაიყინები _ცხვირზე თითი ჩამოკრა და გაუღიმა -მე არ მინდა, ავტობუსი მოვა და -წამო წამო ნუ გეშინია არ შეგჭამ . დამშვიდდი თორე ეგრე თუ აგიფართხალდა გული ჩიტუნია გაგისკდება მალე როგორ გაყინულხარ რა თბილი ტანსაცმელი არ გეპოვება გარდერობში?_ ხელზე რომ შეეხო გოგოს ისეთი ცივი იყო მოსაცმელი გაიხადა , გაშეშებულ გოგოს მოაფარა და მხრებზე ხელი მოხვია-წამოდი ლანუკაა _წინ უბიძგა და უფრო აეკრო მთრთოლვარე სხეულს -არ მინდა გთხოვ ავტობუსით წავალ არ მინდა -ნუ გეშინია პირობას გაძლევ სახლში მიგიყვან და უკან წამოვალ . რა იყო ტო ასეთი საშიში გამომეტყველება მაქ დავიჯერო?- მუდამ მომღიმარი ლუკა რომელსაც შიში კი არა ცუდად მყოფ ადამიანსაც გულს უთბობს ისეთი დადებითი აურა ჰქონდა. გოგო დაპროგრამებულივით მიდიოდა , მალე მანქანასთან მივიდნენ ლუკამ კარი გაუღო და ისიც ჩაჯდა. მაშინვე სასიამოვნო სურნელით გაევსო ფილტვები , უფრო გაბრუვდა , სავარძელს უღონოდ მიეყრდნო . ლუკამ გაიღიმა და საჭესთან ადგილი დაიკავა , მანქანა დაძრა და საავადმყოფოს ეზოდან გავიდა -აბა ლამაზო გათბი იმედია -ხო ლუკა ხშირად გადახედავდა ლოყებ აწითლებულს და ეღიმებოდა. მაქსიმალურად ეცადა ზედმეტად არ შეეწუხებინა ისე მიიყვანა სახლამდე -მოვედით ლანუკა , როგორც ხედავ არ ვარ საშიში ტიპი. არც ვიკბინები და არც ვიტაცებ ხალხს გზიდან -მადლობა. გოგომ მოსაცმელი გაუწოდა, მაგრამ გარეთ რო გაიხედა ლუკამ ისეთი ამინდი იყო ბინაში ასვლამდე დასველდებოდა _გქონდეს.. არ გაცივდე -ხო მაგრამ -არავითარი მაგრამ _კარგი... მადლობა კიდევ ერთხელ ლანა მანქანიდან სწრაფად გადავიდა, სიცივის შეგრძნებისას ისევ ააკანკალა , ლუკას მოსაცმელი მჭიდროდ მოიხვია სხეულზე და სწრაფად გაემართა სადარბაზოსკენ. ცხვირთან მიტანილი მატერიიდან ინსტიქტურად შეიგრძნო სასიამოვნო სურნელი . სახლში შესვლის მერეც ვერ მოიშორა „ჩიტზე“ ფიქრები , ბოლოს როგორც იქნა დაიძინა. ლანამაც ძზლივს მოხუჭა თვალი. სამედიცინოს სტუდენტს რომელიც ექთნობიდან იწყებდა კარიერას და ათასი გეგმა ჰქონდა გონებაში ბიჭზე ფიქრები საერთოდ არ გაუთვლია ახლა კი ისევ ლუკაზე ფიქრები უტრიალებდა გონებაში. .................. -ნიკუუუ -სააბაზანოში ვარ რა არი?_ ხმამაღლა დაუძახა საწოლზე წამოწოლილ თათას და შხაპის მიღება განაგრძო. ვილიანი ადგა ტანსაცმელი გადაიძრო და სააბაზანოსკენ დაიძრა. მეტლახზე ფეხისწვერებზე გაიარა , გაქაფულ ქმარს გვერდით დაუდგა და მაცდურად გაუღიმა -როგორც ჩანს გადაუდებელი საქმე გქონდა პატარავ -ძალიან , ვიწვები ისეთი გადაუდებელი სასწრაფო დახმარება მჭირდება- მხრებზე დაეყრდნო და ოდნავ შეეხო წვერიან ლოყაზე. ნიკამ წამასვე შეუცურა შიშველ წელზე ხელი და წითელ ბაგეებს დაეწაფა . ......... -გაბრიეელ უნდა წავიდეეთ_ ანი გვერდით მწოლიარე მძნარე მეუღლეს მიექცა ზემოდან და აკოცა გაღვიძებით კი გააღვიძა მაგრამ ვაი ეგეთ გაღვიძებას პირველ კოცნაზე რომელიც ოდნავ წვერიან ლოყაზე განახორციელა ანუშკამ რეაქცია არ ჰქონდა, მეორე ტუჩისკენ დაიძრა აქ უკვე ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე , ხოლო როცა ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებსშორის ქალბატონმა ეგრე ვნებიანად აკოცა. სწრაფი მოძრაობით მოექცა ზემოდან თვალებში ჭინკები ცეკვავდნენ, ანი კისკისებდა -ანუშკი ხომ იცი ეგეთი ცუღლუტობისთვის კომპენსაციას ვითხოვ? -გაბო დაგვაგვიანდება აეროპორტში -ამოიჩურჩულა ვითომ ნაწყენმა ანიმ და ყელი ინსტიქტურად გადასწია უკან უკეთ რო ეკოცნა -ხო იცი რო ყველაფერს მოვასწრებ ანიკო? -ხოო? -ეჭვდები კიდეც? მაბრაზებ !-მკერდზე გადაინაცვლა გაბომ და ოდნავ უკბინა ანიმ ვნებამორეული ხმები ამოუშვა და მის თმებში ახლართა თითები .ის თითოეულ უჯრედს უკოცნიდა და ქალს ვნებების მორევში ძირავდა, ყოველ ჯერზე ერთნაირად გადიოდა პლანეტიდან სადღაც გალაქტიკაში. დაღლილები დაეცნენ ბალიშებზე ანი გაბოს სხეულზე მოკალათდდა ნიკაპით დაეყრდნო მკერდზე და იქვე მიაკრო ტუჩები -რატო მაგიჟებ მითხარი -გაბოო -ტუჩებს ნუ ბრიცავ მოგაჭამ -ოო გვაგვიანდება უკვე მართლა ადექი რა -დრო რამდენი დაგვჩა გაფრენამდე? -ერთი საათი -ერთ საათში? და მაჩქარებდი კიდე? შხაპის მიღების დროა პატარაა_გაბო ანიანად წამოდგა და სააბაზანოსკენ გავარდა , ანი კი კისკისებდა . იბანავეს ბარგს თვალი გადაავლეს და აეროპორტისკენ დაიძრნენ, ოც წუთში კი თვითმფრინავში ისხდნენ და დროზე ადრე ბრუნდებოდნენ სამშობლოში. ანის გაბოს მხარზე ედო თავი და ფანჯრიდან იხედებოდა -როგორ მომენატრა ყველა -მეც , ჩემი ბიჭები გაგიჟდებიან რო დავადგებით -ნუცას წვეულებაზე იქნებიან აკო და კოტეც -ხოდა ყველა ერთად გაგიჟდება არა სიურპრიზი კი მაგარი გამოგვივა -თათას დიდი მუცელი აქვს ნეტა? -რავი ანუშკი ჯერ ორი თვისაა -აუ ძმისშვილი მეყოლება არა რა შენ გიოს და ნუცას შვილი წარმოიდგინე უბრალოდ ძმისშვილი მეყოლება გიჟი ნამდვილი -პატარა პატარაზე არ ვიფიქროთ? -ფიქრობ შენ მარტო მთელი თვეა?_ეშმაკურად გაუღიმა ანიმ და ყელში აკოცა -სარგებლობ ხო თვითმფრინავში რო ვართ -შენ მგონი ცოლად სანამ მომიყვანდი ქალს არ გაკარებიხარ ეგრევე ინთები -ღმერთო როგორ მიწვევს შენ ხო ხარ მოწმე?_თვალები მაღლა აღაპყრო ვითომ ღმერთს მიმართა და ანის ყურზე უკბინა კოცნამდე -მეტკინაა -ძალიან კარგი ეგ ტიკტიკისთვის და ეს ისე ბონუსად ჩემგან. - აკოცა და ყელისკენ გადაინაცვლა ............... ნინიმ რო გააცნობიერა დემე , ნუცა და გიორგი რბოლაში იღებდნენ მონაწილეობას ახვლედიანს გაუბრაზდა. საფრთხეში თავის ჩაგდებისთვის და დუმილისთვის . დემეტრე ახვლედიანი ის კაცი იყო შემორიგებას რომ არ ეცდებოდა და დაელოდებოდა როდოს ბრაზი გადაუვლიდა? შუაღამით დაადგა ნინის სახლში. გოგო ოთხ საათზე გააღვიძა გაბმულმა ზარმა მობილურზე თვალები ძვლივს გაახილა მთელი დღის დაღლილობის შემდეგ და მობილური ყურთან მიიტანა _გისმენტ -პატარა თბილად ჩაიცვი და აივანზე გამოიხედე -დემე? -დროზეე,გელოდებიი ნინი დაპროგრამებულივით წამოდგა საწოლიდან თბილი ნაქსოვი ჟაკეტი მოიცვა და აივანზე გააბიჯა. თვალები მაშინ გაუფართობდა მის აივანთან და ცაში უფრო მაღლა უამრავი ბუშტი და გული რომ დაინახა. ხელში ამღერებულმა მობილურმა მოიყვანა გონს -მიყვარხარ პატარავ და შენგან შორს ყოფნა ცხოვრებას მიბნელებს -ჭკუას მაკარგინებ ჩემო შავთვალება -შედი ეხლა თორე გამეყინები , ტკბილი ძილი ჩემო სიცოცხლე -მიყვარხარ დემეტრე ახვლედიანო -ნინიმ დაიყვირა და ღამის სიმშვიდე დაარღვია ნინი სახლში დაბრუნდა და ტკბილად დაეძინა ნუციკოც კარგად იყო და დემესაც აღარ უბრაზდებოდა. ნუცას მშიდად ეძინა პალატაშ რომელიც უკვე ძალიან მობეზრდა . ძილი ყელში კოცნამ დაურღვია მაშინვე ჭყიტა თვალები და გიო რო დაინახა დამშვიდდა -შენ აქ რა გინდა? -მენატრებოდი და მოვედი, ვერ დავიძინე შენს გარეშე ჩემს ფუმფულა და კომფორტულს საწოლში -ანუ მე უნდა შემავიწროვო და მომიწვე ამ პატარა საწოლზე? -ოხ შენ უკუღმა რო არ გამოხატო ემოცია მოკვდები რა. ჩაიწიე მეძინება ხელით გასწია ნუცა და გვერდით მიუწვა , ჩაეხუტა საყვარელ სხეულს მისი სურნელი შეიგრძნო და მშვიდად დაიძინა . ………………………………… ნუცას საავადმყოფოდან გაწერის და რეაბილიტაციის პროცესი სამეგობროს ერთად შეკრებით დასრულდა. ანასა და გაბრიელის წყვილიც გამოჩნდა რესტორანში ბიჭის სამეგობროც მიემატა მათ გუნდს მხოლოდ სანდრო არ ჩანდა -ბიჯო სანდრიკა სადაა ეე რატო არაა თქვენთან ერთად? -რავი შე ჩემა მაგისას რას გაიგებ ლანაჩკას პონტში ქონდა რაღაცა გასარკვევი და წავიდა მოგვიანებით მოვალო თქვა _ლუკას სახელი ლანა რომ მოესმა ისევ გაახსენდა რატომღაც ექთანი ლანა და კიდე ერთი ჭიქა ღვინო დაცალა აზრების გასაფანტად. -ეგ ერთი დასტოინი გყავთ სასტავში და მოვიდეს იქნებ თორე მარტო მე რო გიყურებთ ცუდად ვხდები ნელ-ნელა _დემეტრემ ჩაილაპარაკა და მოცემვავე მთვრალ ბიჭებს გადახედა -ესენი ერთნაირი უჟმურები არიან ხო? -ძაანაც ნუ გაბლატავდები აკკო - აბა სად გავჩერდით? -ნუციკოს გამოჯანმრთელებას გაუმარჯოს _ნიკომ შეავსო ჭიქა -ძაან არ გამოთვრე ანუშკი გრძელი ღამე გველოდება წინ-გაბომ შეცვლილი ხმით უჩურჩულა ცოლს და ყურთან მიაკრა ცხელი ტუჩები -შენ რო სვამ არაფერი? -ხო იცი რო არ მეტყობა საქმეში ეგ? -წელზე შეუცურა ხელი და ოდნავ მოუჭირა. თითქმის ერთი საათის შემდეგ მივიდა სანდრო ,ყველანი მოიიკითხა და სუფრასთან დაიკავა ადგილი - რამე პრობლემა ხო არაა? რატომ დაგაგვიანდა სანდრიკო -არა -აბა სად იყავი -ისე გადავხედე სიტუაციას . ნუციკო პირველ რიგში შენს გამოჯანმრთელებას გაუმარჯოს მიხარია ჩვენთან ერთად რომ ხარ -მადლობა სანდრინიო ... ვიცეკვოოთ რაა _ გიორგის ჩაკიდა ხელი და თან გაიყოლა. სხვებიც წამოიშალნენ და შემდეგ დიდხანს აღარ დაბრუნებიან სუფრას. მეორე დღეს გიოსთან იყვნენ სახლში გამოსაფხიზლებლად -აუ ჩემი მისკდება თავი ნუციკო მომიტანე ნაბეღლავი რა -საწყალი თვალებით გახედა მოცინარ ნუცას -მოგიტან ახლავე _ ლოყაზე აკოცა და წამოდგა _ ლუკა სადაა? -რავი ტო გუშინ ვიღაც გოგოსთან ერთად არ წავიდა? -მერე აქამდე ჩაიფერფლა ნეტა? -აუ ნუცა ნუ იცინი ამხელა ხმაზე გასკდა თავი ტო_ კოტემ მარჯვენა თვალი გაახილა და საცოდავი გამომეტყველებით შეხედა ნუცას -ისე მართლა რა ღვინო იყო. ნიკა მოსაკლავი გვყავს ტო -ვაა შენც ცუდად ხარ დემე? -ხო. ისე მაგარი ღვინო კი იყო -ნეტა დარჩა კიდე? -სოფელში კი აქ არა - ჩემი ღვინოც მაგარი გამოვიდა მარა ეს რაღაც ბომბი იყო ტო -აი მინერალურიც ბიჭებოო_ ნუცამ ბიჭებს ბოთლები ესროლა . კარზე ზარი იყო და ორ წუთში ოთახში თვალებდასიებული ლუკა შევიდა -თქვენც ჩემნაირად ხართ? რა გვიქნა ნიკამ ეს აა? აუ წავედით ბარში გადავკრათ თითო თითო და გვიშველის სხვა გამოსავალი არაა ტო -იასნია აქამდე როგრო ვერ მოვწვით ეგ _აკო წამოდგა და ბიჭებიც მიყვნენ. ბარში მივიდნენ სანდროსაც დაურეკეს ისიც ვერ იყო კარგად მაგრამ ასე არ წუწუნებდა თან ისეთ ხასიათზე იყო ხმის ამოღებას ვერ უბედავდა ვერავინ . -რა გჭირს სანდრო? -არაფერი მოგვარებადი პრობლემა მაქ და გადავჭრი მალე -გვეტყვი ჩვენც თუ არა -ლანას ეხება არაფერი ისეთი ერთ ტიპს სახის გალამაზება მოუწევს .-თქვა და კიდე ერთი ჭიქა დალია ლუკას კომენტარი არ გაუკეთებია,წარმოდგენა არ ჰქონდა მისი ფიქრების ობიექტი თუ ზუსტად ის ლანა იყო ვისზეც სანდრო საუბრობდა. რამდენიმე დღის შემდეგ საშოპინგოდ იყვნენ წასულები და მაღაზიების დაცლის შემდეგ სანაყინეში იყვნენ გაჩერებულები -აუ როდის გაჩნდება ტო _ლუკა თათას გაზრდილ მუცელს უყურებდა რომ ჩაილაპარაკა -ექვს თვეში გაჩნდება ჩვენი პატარა -მეც მინდა ჩვენი პატარა ანუშკა-გაბომ ყურში უჩურჩულა ცოლს და სხეულზე მიიკრა -გაბრო თქვენ როდის იწყებთ ბავშვზე მუშაობას-სიცილით აუხამხამა თვალები ლუკამ წყვილს -არც შეგვიწყვიტავს _ლაკონური პასუხი მიუგო გაბომ და ტუჩის კუთხე ჩატეხა, ანის ინსტიქტურად აუწითლდა ლოყები -ოო ეგ სერიოზული საქმეა -გეყოთ ეხლა ბავშვთან რეებს ლაპარაკობთ _ გიორგიმ ყურზე ააფარა ხელები ნუცას -ბავშვი მეძახე შენ და დიდი ხანი ვერ ეღირსები ცოლს კიდე-ვითომ გაბრაზებულმა დაილაპარაკა ნუცამ -კაი ტო რას მებუტები ყველაფერზე ამ ბოლო დროს -ბავშვი ვარ და აბა მეტი რა ვიცი? -ეშმაკური მზერით ახედა გიოს და კიდევ ერთი კოვზი შოკოლადის ნაყინი შეჭამა გიო მიხვდა რაც იგულისხმა და ინსტიქტურად გაილოკა ტუჩები, ნუცამ გაიცინა და საპირისპირო მხარეს შებრუნდა სადაც ლანას მოკრა თვალი -ლუიი იქეთ გაიხედე რა ლამაზი მაისური მოჩანს მანეკენს რო აცვია შენი სტილია ხო არ იყიდდი?_ლუკა ზუსტად იმ მხარეს გაახედა სადაც ლანა იდგა , მზერაც ზუსტად მას შეეჩეხა და უცებ წამოდგა -სად მიდიხარ ლუკა?-ნიკა შეეკითხა რომელიც იმ წუთში მივიდა თათას საყვარელი რაფაელოთი -ისა მე აი მაისურს ვნახავ რაღაც მომინდა ყიდვა და მოვალ ან არა არ დამელოდოთ თქვენ კარგად.-უცებ დაემშვიდობა მეგობრებს ისე რო თვალი არ მოუშორებია გოგოსთვის რო არ მიმალულიყო მხედველობის არიდან და სწრაფად წავიდა მისკენ. -ვაიმე რა გემრიელიაა მადლობა მამიკოო -მამა დედიკო მაგრა გამიპუტკუნდა რა წესია ეე ცოტა იშიმშილე ტო-ნიკა „სერიოზული“ სახით დაიხარა მუცლისკენ . თათა გაიბუსა და გაიწია-სულაც არ ვარ გასუქებული და ნუ გვაბრაზებ , აღარ მინდა ეგ შოკოლადი. -აბა რა გინდა ფისო? -ფორთოხალი -აუ ფორთოხალი აქ სად გაგიჩითო ეხლა -საიდანაც გინდა მე რაში მაინტერესებს? -ოო წავედი მე მოკლედ არ მასვენებ რა -მიდი მიდი ნიკუ არ გააბრაზო თათა -ცუღლუტი ბავში ხარ შენ ძაან -მიდი, მიდი გაგვიანდება უკვეეე_ნუცა ერთობოდა მეგობრის მდგომარეობით -ეს ფორთოხალი სად გაგახსენდა_ნიკა როგორც კი გავიდა მაშინვე ჰკითხა -აბა რას მაბრაზებს? იაროს ეხლა და ეძებოს -გაიცინა თათამ და რაფაელოს ჭამა განაგრძო თან დანარჩენებიც მიიწვია -აი საღოლ რძალო -ისე გეორგიკუს მეც მინდა რაღაც _ ნუცა მიეხუტა ისევ და გაუღიმა -რა -რა და მარწყვი -რა იყო ნუცა? ნუცა კი არადა გიორგი? რატო უნდა ნუცას მარწყვი? აა? რა იმაიმუნეთ?-ძლივს შეკავებული სიცილით უთხრა ანიმ და ძმას გახედა ,რომელმაც სწრაფად დაასერიოზულა სახე ნუცა კი ხმამაღლა იცინოდა -რა ვიმაიმუნე გაგიჟდი? მოუნდა ისე არ შეიძლება? -მე რა მაინტერესებს იცი? აქ რატო ზიხარ კიდე? -აბა სად უნდა ვიყო? -მარწყვი უნდა მოგქონდეს თუ მე არ მომიტან რადგან ფეხმძიმედ არ ვარ -მოგიტან აბა რას ვიზამ _ მაშინვე წამოდგა და ისიც წავიდა -გიყურებთ და ვხვდები თქვენ უფრო გადარევთ ამათ ... არადა ადრე რომ ქორწინდებოდნენ კაცები მაშინ ლაგდებოდნენ -რა ვქნათ სიძე ყველა შენნაირი დასტოინი ვერ იქნება ზოგმა უნდა გააფრინოს -დემე წავიდეთ რა ჩვენ დავიღალე _ ნინიმ დაიწუწუნა და ისიც მაშინვე მიჰყვა -წავიდეთ . აბა კარგად და ხვალ გნახავთ რესტორანში -კარგად -აიი გამოჩნდა ჩემი პრინცი რა ჩქარია ნახეე?_ნუცამ გადაიკისკისა -ჩემი ქმარი სადაა ნეტა აჭარაში წავიდაა? _ თათამ თვალები აატრიალა ნიკა რომ დაბრუნდა ერთად წავიდნენ სახლებისკენ აი ლუკიტო კი ამ დროს ლანას ნაბიჯებს მიჰყვებოდა. შორიდან აკვირდებოდა მაღაზიიდან მაღაზიაში შესულს. ბოლოს კაბა აირჩია და გასახდელში რომ შევიდა მის წინ მდგომ დივანზე მოკალათდდა . მალევე გამოვიდა , მწვანე მოკლე კაბა ეცვა და კლინიკის ფორმისგან განსხვავებით საოცრად სექსუალურად გამოიყურებოდა. ლუკაც შთაბეჭდილების ქვეშ იყო აი გოგოს კი გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. -ძალიან სექსუალური ხარ ამ კაბაში ლანაკო _თვალის დახამხამებაში გაჩნდა მის წინ _მაგრამ ვფიქრობ შენ ყველაფერი მოგიხდება და კაბა არაფერ შუაშია -მე უნდა.. მე .. უნდა წავიდე გამიშვი -სად უნდა წახვიდე? - ეგ არ გეხება -რადგან გკითხე ესეიგი მეხება, აბა სად მივდივართო?_ თვალებში უყურებდა და მერე მის აწითლებულ ლოყებს. უმაკიაჟოს ვერაფერი უფარავდა ემოციებს -გამეცალე -გინდა რო გაგიშვა? -კი -დარწმუნდებული ხარ?_გათავისუფლების ნაცვლად ლოყაზე მოეფერა და ის იყო იქვე უნდა ეკოცნა კიდეც გოგოს მობილური რომ ამღერდა და წამში გაეცალა -ხო სან _ ძალიან ეცადა მშვიდად ეპასუხა,მაგრამ აღელვება ეტყობოდა -რა ხდება? რა ხმა გაქვს -არაფერი რატომ მირეკავ? -სად ხარ პატარავ? -მე კაბის და საჩუქრის ასარჩევად გამოივედი -კარგი ჩემო სიცოცხლე და მალე მოხვალ? -არ ვიცი ჯერ კაბა არ შემირჩევია -მზად რომ იქნები დამირეკე მოგაკითხავ , ჩემო სიცოცხლე -არ მინდა თვითონ... -რო გამოხვალ დამირეკავ და მანდ ვარ-მკრაცრად წარმოთქვა მოსაუბრემ და მობილური გათიშა. ლუკა საუბრის ნაწილს უსმენდა ისეთ დისტანციაზე დადგა და ეჭვიანობის ცეცხლიც ეკიდა -ვინ იყო? -რა გინდა ჩემგან შეგიძლია გამაგებინო? _ამოიოხრა და ამჯერად თავად მიუბრუნდა -შენ მინდიხარ -უზრდელი ხარ , გამეცალე და საერთოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან! ყველგან ნუ ჩნდები _ პასუხს აღარ დაელოდა ისე შევიდა გასახდელში. რამდენიმე წამის შემდეგ გამობრუნდა და ისევ იქ რომ დაუხვდა ზედ აღარ შეხედა,მაგრამ ლუკა უკან გაჰყვა -აბა სად მივფრთხიალებთო ჩიტუნა? -გამატარე -რო არა რას იზამ? -ნუ თავხედობ და გამიშვი მეჩქარება და შენნაირი უსაქმურებისთვის დრო არ მაქ -გაბრაზებაც გიხდება იცი?_ მის წინ იდგა ,მაგრამ არ ეხებოდა -რა გინდაა რა ,ხომ გითხარი მოშორდი ჩემი თვალსაწიერიდან -ხო გითხარი რა კი არა ვინ მინდა ის ვინ კიდე შენ რო ხარ ეგეც გითხარი -მე თოჯინა არ ვარ როცა მოგინდება ჩაავლებ ხელს და მიისაკუთრებ . გონს მოდი და პატარა ბავშვივით ნუ იქცევი,ასეთი არავის მოუნდები და მოეწონები _სხვას რომ მოვეწონო არ გაწყობს... შენ კი მხოლოდ კიარ უნდა მოგწონდრ უნდა გიყვარდე _გაგიჟებულხარ ! _ სალაროსთან მივიდა ,კაბა არ უყიდია ისე დატოვა მაღაზია. ლუკამ ამოსუნთქვის საშუალება მისცა,თავად აარჩია,მისი ზომა კონსულტანტის საშუალებით გაიგო წინა კაბის საშუალებით და ყუთით ხელში გავიდა შენობიდან -ალბათ სახლში მიდიხარ ხო პატარა-ჰკითხა და სიტყვებს სიგარეტის კვამლიც გამოაყოლა გოგონამ საყვარლად აიქნია ნაზი ხელები კვამლის გასაფანტად და სახე დამანჭა, მის ბავშვურ ქცევაზე ,გაეღმა და სიგარეტი გადააგდო. -არ ჰყვარებია ჩემს ლამაზ გოგოს მოწევა -მე შენი გოგო არ ვარ და ჯობია წახვიდე უნდა მომაკითხონ და აქ რო დაგინახოს დამიჯერე გაგიერთიანებს თავ _ყბას და ამჯერად თავად მოხვდები ტრავმატოლოგიურში -ხოო? ვაიმე როგორ შემაშინე და ვინ მოგაკითხავს ვის ველოდეით ლანაკო? -ვის და ვის და ჩემს შეყვარებულს -ხოო? ძალიან კარგი გავიცნობ შენს შეყვარებულს . მალე მოვა? -კი ძალიან მალე უკვე გზაშია -ძალიან კარგი დაველოდოთ შენს შეყვარებულს -ისეთივე ირონიული ღიმილით შეხედა გოგოს და სიგარეტის ახალი ღერი ამოიღო ,მოუკიდა და მოწევა დაწყო. ლანა გვერდით გაიწია და , არარსებული შეყვარებულის მოლოდინში გადავიდა. გზას უყურებდა და მთელი სახე უხურდა.ლუკას მზერას გრძნობდა თან ნერვიულობდა. რას იტყოდა მისი ძმა როცა ლუკა შეხვდებოდა ან მერე რას იზამდა ალბათ ეჩხუბებოდა , ცემდა ამ მასხარას და მერე? რატომ დარდობდა ეცოდებოდა?ლუკა გოგოს უყურებდა და სიგარეტს ეწეოდა , იმდენი დრო გავიდა მეორე ღერზეც გადავიდა სიჩუმე ლანას მობილურის ხმამ რომ დაარღვია -გისმენ სან -პატარა ვერ ვახერხებ მოსვლას საქმე გამომიჩნდა გადაუდებელი და ტაქსით წამოდი -კარგი ხო ყველაფერი რიგზეა? -კი არ იდარდო, ჭკვიანად და რო მიხვალ სახლში დამირეკე -დაგირეკავ , საღამოს გვიან მოხვალ? -არ ვიცი მოვალ ისე -კარგი გკოცნი -მეც ჩემო ფერია. ლანამ მობილური ჯიბეში ჩაიდო , ლუკა საუბარს უსმენდა და მიხვდა რომ გოგოს“შეყვარებული“ ვეღარ მიაკითხავდა -აბა ლანუ რაო შენმა ბოიფრენმა საქმე გამომიჩნდაო? -ხო -არაუშავს სხვა დროს გავიცნობ აბა დაბრძანდით ანგელოზო-მანქანის კარი გაუღო და გაუღიმა -ტაქსით წავალ -ლანაჩკააა რატო ჭედავ ხოლმე? -მე არ -დაჯექი ეხლა რატო მალოდინებ უნდა გამაბრაზო? -გოგო მანქანასთან მილასლასდა და მოწყენილი ჩაჯდა . თითებს აწვალებდა და უყურებდა, ლუკამ რო შენიშნა მისი ღელვა მტევანზე ხელი მოკიდა და ტუჩები მიაკრა ხელის გულზე _კარგი გოგო ხარ ... _ მანქანის კარი მიუხურა და საჭესთან დაიკავა ადგილი_დამშვიდდი არ მოგიტაცებ _ მანქანაში ისეთი დაძაბული აურა იყო ხვდებოდა როგორც ნერვიულობდა _ საერთოდ არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც დაგაზარალებს . უბრალოდ მე ჩემსას ვცდი და შენ თუ ბოლოს არ მოგეწონები გავქრები _არ მაქვს მე ურთიერთობების დრო _ ბევრ დროს არ წაგართმევ_თქო ვერ გეტყვი,მაგრამ დამიჯერე შეყვარებული და ბედნიერი უფრო მოტივირებული, აქტიური იქნები _შეყვარებული მყავს_თქო _ურთიერთობის დრო არ მაქვსო არ მითხარი წეხან?_გაეცინა და საცობში გაჭედილმა გადახედა ტყუილში გამოჭერილს _ორი ურთიერთობის დრო არ მაქვს _ვინ დაგიჯერებს რო ეგეთი ტიპი ხარ _არც მადარდებს დამიჯერებ თუ არ _ექთნად დიდი ხანია მუშაობ? _მალე შევიცვლი პოზიციას ... უმცროსი ექიმი გავხდები _წარმატებას გისურვებ _მადლობა ... _რომ მოგწერ მიპასუხე ... იქნებ და არ ვარ მოსაწყენი იდიოტი _მანქანა რომ გააჩერა იმ დროს უთხრა და ლოყაზე აკოცა დამშვიდობებამდე _ დროებით . სახლში უცნაურად აღელვებული შევიდა. მთელი დღე ლუკაზე ფიქრობდა. ტელეფონზე შესულ შეტყობინებებს სწრაფად ხსნიდა და ელოდა როდის შეეხმიანებოდა,მაგრამ არ ჩანდა . შუაღამეს მეცადინეობის დროს მისწერა. ფანჯარის წინ მაგიდასთან იჯდა და ფინალური გამოცდისთვის ემზადებოდა უცნობი ნომერი რომ გამოჩნდა ეკრანზე _არ დაიღალე მეცადინეობით? მინიმუმ ორი საათია მანდ ზიხარ და არსად გასულხარ _შენ სად ხარ _ქვემოთ... ჩამოხვალ ხუთი წუთით? რაღაც მაქვს შენთვის _გვიანია _ხუთი წუთიი ,გთხოვ _ უკვე ფეხზე იდგა და ზემოდან უყურებდა ქუჩაში მდგომს ორი წუთის შემდეგ სახლიდან ჩუმად გაპარვას ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც. მხოლოდ სანდროს სახლში ყოფნა ვერ გაითვალისწინა . _სახლში წადი და ისე ნუ იქცევი თითქოს მითვალთვალებ _მორიგეობის დროს მოგიტანეს მახსოვს და გაგახარეს _ სხვადასხვა ფერის ბამბის ნაყინები იყო ქაღალდის ყუთში _მადლობა _ ბავშვივით აუციმციმდა თვალები _ერთი მაკოცე და წავედი _დაიხარა და ლოყაზე მიუთითა . არ ელოდა იმდენად მალე იგრძნო ტუჩების შეხება და მერე სახლისკენ გაქცეულს მიადევნა თვალი_დამენ.ძრა კიბეზე ადიოდა სანდრო რომ გადაეღობა წინ _სად იყავი ლანუ?- მაქსიმალურად შეეცადა ხმის გაკონტროლებას რომ არ დაეფრთხო -მე არსად სამზარეულოში გავედი და შენ სად მიდიხარ?-დაბნეულმა იცრუა და ეგონა მოატყუა, მაგრამ ურფო გააბრაზა სანდრო -სამზარეულოში ჟაკეტით დადიხარ ,ან ასეთი სიცივე როდის მერეა სულ რო გათოშილხარ -მე უბრალოდ შემცივდა , ძალიან მეძინება დავიღალე დღეს -ძილინებისა ...ჭკვიანად იყავი ხო? -ხო -ვინმე ხო არ გაწუხებს, პატარავ? ვერ გაქცევ ყურადღებას სულ საქმეებზე დავდივარ -არააა _დარწმუნებული ხარ? _კიი... ხვალ შენ წამიყვან რესტორანში? _კი ... ახლა მივდივართ ჩვენ მისალოცად _წელსაც არ დააძინებთ ხო? ანა რომ ჰყავს გვერდით მაინც? _აკომ აიჩემა ... კარგად _ ნაწყენი იყო რომ ატყუებდა,მაგრამ სანამ არ გაარკვევდა ყველაფერს იქამდე ვერ დაადანაშაულებდა. გაბრიელის დაბადების დღე წუთებს ითვლიდა. პირველი დაჩუქარი მეუღლისგან იყო -აი საჩუქარიც ამას ქვია -დაღლილმა ამოთქვა და მომღიმარ ცოლს ყელში აკოცა _ ჩემო საოცრებავ _ასაკი მოგემატა ... მალე გაჭაღარავდები ნეტავ? _მომიხდება _ათრთოლებულ სხეულზე დაატარებდა თითებს და იქამდე არ შორდებოდა სანამ კარზე ზარის ხმას ტელეფონის ხმაც არ მიჰყვა _ ხომ ვუთხარი წელს დამაცადეთ_თქო მოვკლავ აკოს _ჩამოვიდე? _არც იფიქრო ჩაცმა ... ასე დამხვდი. მალე გავუშვებ და ამოვალ _ რამდენჯერმე აკოცა და სწრაფად ჩაიცვა . კარის გაღება და შამპანიურის გახსნა ერთი იყო . სიმღერის ხმაც გაისმა,ტორტზე სანთლებიც აინთო -გილოცააავ გაბრო დიდი ბიჭი გაიზარდეეე -გაბრიელ გილოცავ ძმაა -გილოცავ ძმა ბედნიერებას გისურვებ -მადლობა -რა სახე გაქ შე ჩემა ან სახლში შეგვიპატიჟე ან გაგვიღიმე რა გჭირს ტო -ხო მომილოცეთ რა ვქნა? დღე რო ვიქეიფოთ და ღამე „დამაძინოთ“ არ შეიძლება -გვაგდებ ტო? აუ რაც ცოლი მოიყვანა ვაფშე დაგვივიწყა და გადაგვისვა ხაზი ასე მარტივად ამომშალე გულიდან?-აკო არ ისვენებდა. ტორტი მაგიდაზე დადო და გაბრიელს ჩაეხუტა -გამოდი შე ჩემა ანიკო არ ჩამოვიდეს გაგიჟდება გოგო -ვაიმე ანი- იმ წამს გაახსენდა რომ ელოდა -ანიზე გამახსენდა სადაა ჩვენი რძალი? ასე უნდა დახვედრა? გიორგის დამ ასეთი გამასპინძლება იცის? _ აკომ სპეციალურად ხმამაღლა თქვა და კიბისკენ შებრუნდა-ანიკოოოოო ჩიცვი გენაცვალოს მაზლები და ჩმოცუნცულდიიიიი -დაანებე თავი სძინავს -მართლა? მერე გავაღვიძებ წავალ-კოტეც აჰყვა აკოს -რას გააღვიძებ ბიჭო შენ შ.. ხო არ გაქ . დასრულდა სტუმრობის დრო _უკაცრავად?მოგვესმა? სახლიდამ გვაგდებ? _სანდრო მომაშორე ესენი _კარგი წავედით... ხვალ შვიდზე ხო? _არსად მოვდივარ მე ჯერ _აკოოო _ სანდრომ ჩაავლო ხელი და წაიყვანა მაგრამ ეზოდანაც ყვიროდა. როგორ მიღალატეო უკვე გაბრიელსაც ეცინებოდა ანასთან რომ დაბრუნდა . მეორე ღამეს რესტორანში შეიკრიბდნენ. სუფრასთან დასხდომამდე ფოტოსესია მოიწყვეს გოგონებმა. ნუცამ ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა არცერთს. კამერის ობიექტივში ჰყავდა ლუკა მისი მზერა რომ დაიჭირა და ფერდაკარგულს გახედა _რა გჭირს ... ასე პროფილის ფოტოს კი არა ოდნოკლასნიკებისთვისაც კი ვერ გადაგიღებ _სანდროსთან ერთად ლანაა თუ მეჩვენება ნუცა? _ ძლივს თქვა სიტყვები და მზერის ობიექტი მიუახლოვდათ კიდეც. სანდრო ხელს არ უშვებდა,ბიჭები მოეხვივნენ,აკო ,კოტე და გაბრიელი ნახა. საჩუქარი გადასცეს იუბილარს და შემდეგ მათკენ შემობრუნდნენ _ლანაა და სანდროსთანაა_ნუცას ხმაც გაიგო -ბიჭებო გაიცანით ჩემი ..._ის იყო გააცნო დემეს და გიოს როცა გოგომ ლუკა შენიშნა და წონასწორობა დაერღვა მღელვარებისგან _ ლანა რა გჭირს ,პატარავ კარგად ხარ? ლანა ნუ მაშინებ , ჩემო ფერია რა გჭირს? - სულ რო მუშაობ და მეცადინეობ ამიტომ _ კოტეც მივიდა -კარგად ვარ ნუ გეშინიათ. უბრალოდ თვბრუსხვევა ვიგრძენი ,მშიერი ვარ და იმიტომ ალბათ -დავსხდეთ ტო ვისღა ველოდებით-გაბრიელმა ყველანი ააჩქარა. ნუცამ ისე მოაწყო რომ ლანასთან და სანდროსთან ახლოს დასვა ლუკაც და თავადაც გვერდით მიუჯდა ყველაფერი რომ გაეგო - ჩვენ რატომ არ ვიცოდით სანდროს ნაცნობი თუ იყო _გიორგიმ ჰკრა ხელზე ხელი და გამოაფხიზლა_მზერა მოაშორე სირცხვილია -ჩვენ კი არა შენ რატო არ მითხარი სანდროს შენ იცნობდი _ნიკას გადასწვდა -მე რა ვიცი შე ჩემა -დამშვიდდით და ჩურჩული შეწვიტეთ ...ყველაფერი გაირკვევა _ დემეტრემ დაამშვიდა ყველანი და სადღეგრძელოსთვის წამოდგა. შემდეგი რამდენიმე წუთი ისე გავიდა არაფერი მომხდარა. ლუკმა არ გადასდიოდა მხოლოდ სვამდა და ლანას უყურებდა - ამის დედას შ.. მაინცადამაინც მაგის ნაშა უნდა დამვასებოდა _გავარკვევთ ჯერ მოიცადე. ყველანი იცნობენ უბრალოდ საყვარელი არაა _უარესი ... გამოდის უყვარს -რამდენი ხანია ერთმანეთი გიყვართ სანდიკო შენ და ლანას?_ ნუცამ ვერ მოითმინა და ყველაფრის გარკვევა დაიწყო როგორც კი საშუალება მიეცა -ლანას დაბადებიდან დღემდე-სანდრომ სიცილით უპასუხა -ეგ როგორ ვერ გავიგე_გიორგი ჩაერთო -რა ვერ გაიგე შე ჩემა... შენ რამდენი ხანია ანა გიყვარს -ანი ჩემი და არი იასნია დაბადებიდან .. მაგრამ მოიცა ანუ ეს რას ნიშნავს რო შენი და არის ეს ლამაზი გოგო? -აქამდე არ იცოდით? _საიდან უნდა გვცოდნოდა ... მეგონრებში მყავხარ და ფოტოც არ მინახავს თქვენი ერთად. გვარიც არ ვიცოდით ლანასი _ფოტოების გადაღება და გამოქვეყნება არ მიყვარს -ესეიგი ძალიან ლამაზი და გყავს სანდრიკო რაღა დაგიმალოთ არ ველოდით _ ნუცა აჭიკჭიკდა გახარებული -ხო ჩვენი ფერია ძალიან ლამაზია და კი გვიწევს სულ პიტ.. ტიპების ცემა _ აკომ გაიცინა და ლანას თავზე აკოცა _ ჩვენი პატარაა -აქამდე რატო არ ვიცოდი და თუ გყავდა _ ნიკაც გაკვირვებული იყო -სოფელში ეს არ დადის და უბანში მე და შენ სადაც ვხვდებით იქ მითუმეტეს თან ეხლახან ჩამოვიდა გერმანიიდან იქ სწავლობდა ეხლა უკვე ყველაფერს ნათელი მოეფინა, დემემ ლუკას ჩუმად უთხრა -ხო გითხარი გავარკვევთ ყველაფერს_თქო - მომაკლდა ათი წლის სიცოცხლე -მოგემატება მერე არაუშავს, ისე სარძლოთი კმაყოფილი ვარ მე პირადად _დემეტრე არ წყვეტდდა საუბარს - შენ ჩემი იკითხე რამდენად ბედნიერი,კმაყოფილი და მშვიდი ვარ ამ წამიდან _ კიდევ ერთი ჭიქა დალია და შემდეგ დაიწყო ცეკვაც. იმდენი მოახერხა ლანაც ჩაიგდო მკლავებში ერთ_ერთი ცეკვის დროს _შენ შეყვარებულზეც გავიგე... _ფერი დაკარგე _მეგონა სანდროს უყვარდი და მისთვის ქალის წართმევა არ იქნებოდა სწორი ახლა კი სულ სხვა მდგომარეობაა _უარესია... მოგკლავს რომ გაიგოს _რა უნდა გაიგოს _ეგ ცალკე საკითხია... თავადაც რომ არ იცი რა გინდა და _ხომ გითხარი რა არა ვინ და ვინ და შენ _მოგკლავს ,ნამდვილად _ ამოიოხრა და დატრიალდა . ლუკამ ორივე ხელი წელზე გადაიტანა და იძულებული გახდა უფრო ახლო დისტანციაზე გადასულიყო _უნდა დაივიწყო ეს აზრი ... ერთი სამეგობროს ნაწილი აღმოვჩნდით _შენ არაფერზე იდარდო . მხოლოდ ჩემზე და საკუთარ გრძნობებზე სანდროს თვალს არ გამორჩენია ლანას და ლუკას ცეკვა,არც მათი ემოციები დარჩენილა უყურადღებოდ. -ჩემო საყვარელო მეუღლევ მართალია დღეს რამდენიმე საჩუქარი გაგიკეთე და ვიცი რომ შენთვის ჩემს გვერდით ყოფნაც საკმარისია ,მაგრამ ეს არაფერია მე კიდევ მაქვს შენთვის ძალიან მაგარი სიურპრიზი , მარტო შენთვის არაა მაგრამ შენ ყველაზე მეტად გაგიხარდება . მხოლოდ ჩემი საჩუქარიც არ გამოდის ვინაიდან შენც დაუღალავად „მუშაობდი“ ამისთვის უახლოესი ცხრა თვე მოგიწევს ჩემი და ჩვენი პატარას სურვილების შესრულება მამიკოო-ანამ სათქმელი დაასრულა და სახეგაბრწყინებული მიუახლოვდა გაბრიელს_ აი ეს იყო იმ დღის მთავარი მოვლენა. -მამა ვხდები მამაააა ჩემი სიცოცხლეე, ჩემი ანგელოზი აი მესმის საჩუქარი ჩემო ცხოვრება ჩვენი პატარაა აქ... ვაიმე რა მაგარია არ მჯერა მამა ვხდები -მე ბიძა ვხდები ტოო _გიორგის ამღვრეული თვალები არ დაავიწყდებოდა ალბათ არასდროს ნუცას -ბიძები ვხდებიით -იმედია დედიკოს დაემსგავსები და არა მამიკოს ან გიორგი ბიძიას -პატარა დამიჯერე რო გამოხვალ აქ ამბები დაგხვდება ჯობია მანდ იყო _დემე -რას ეუბნები ტო ბავშვს ტყუილია მამა მალე გამოდი ხო? ერთი სული მაქ როდის დაგიჭერ ხელში და ვაფშე მამას როდის დამიძახებ ჩემი ცხოვრება იქნები შენ და შენი ლამაზი დედიკო -აუ უკვე აშკარად ასაკოვანი ვხდები მეორე ადამიანი იქნება სასტავში ვისზე დიდიც ვიქნები_ნუცამ თქვა და გიოს ჩაეხუტა _ გილოცავ ჩემო სიცოცხლე -აუ შენ ვერ ხარ კარგად რა -ახალი აღმოჩენა გააკეთე დაო? გაბრიელის დაბადების დღის შემდეგ სამსახურზე გადართულს ლუკა იშვიათად თუ გაახსენდებოდა. ისიც არ აწუხებდა ზარებითა და შეტყობინებებით. ერთხელ გაუგზავნა ყვავილები სამსახურში " მშვიდ მორიგეობას გისურვებ" წერილით და შემდეგ უკვე სახლში მიიღო საჩუქარი. კურიერმა ზუსტად იმ დილით მიუტანა როდესაც მორიგეობიდან დაბრუნდა . სასწრაფოდ აიტანა ოთახში ,მაგრამ გახსნაც ვერ მოახერხა სანდრო რომ დაადგა თავზე მხოლოდ ბარათი ამოაცალა და ჯიბეში ჩაიდო _ვისგანაა ?_ ყუთს თავსახური მოაშორა და წითელი კაბა ამოიღო _კაბას ვინ გიგზავნის საჩუქრად _არ არის საჩუქარი... ეს მე გამოვიწერე და აღარ მახსოვდა. ძალიან მომეწონა და _ასეთ კაბებს რომ არ იცვამ? ზურგი მთლიანად შიშველი აქვს და შენ ხომ არ გიყვარს _მომწონა და გადავწყვიტე ერთხელ მეყიდა... _ატყუებდა და ეგონა სანდრო ვერაფერს ხვდებოდა არადა საშინელი მატყუარა იყო _ლამაზია ... ნამდვილად . დაისვენე,მე გავდივარ _შუბლზე აკოცა და წავიდა. ლანამ კი კარი მიხურა და მერე ბარათი წაიკითხა"იმედია ზომა არ შემეშალა. დავინახე თუ არა მაშინვე წარმოვიდგინე როგორი იქნებოდი ამ კაბაში. ჩვენ პირველ პაემანზე ჩაიცვი ფერია " სახელი არ ეწერა,მაგრამ ცხადი იყო. .......... შუაღამე იყო გიორგის სახლის კართან რომ აღმოჩნდა -პატარა? რა ხდება კარგად ხარ? ნინი ხო კარგადაა? რა მოხდა ? -ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა და აუცილებლად უნდა მოვსულიყავი_თამაში განაგრძო და მოღუშული გამომეტყველება წამითაც არ დაკარგა -რა რა მოხდა შემოდი და მომიყევი -მე იცი -პატარავ მითხარი გთხოვ რა მოხდა -რა და მომენატრე გიორგი და ვეღარ გავძლებდი ვერც ერთი წუთი რომ არ მოვსულიყავი -გაიცინა და მკლავები ყელზე შემოხვია _როგორი მიმზიდველი და მოსანატრებელი ხარ თან -შენ მე მომკლავ გოგო გამისკდა გული რა აღარ ვიფიქრე -აბა ეხლა ამხელა გზა გამოვიარე გამთენიისას თუ მოიწევა და მაკოცებს -ვერა- ხელი მოხვია და სწრაფად მისწია თავისკენ და ტყჩები დაუკოცნა . ხელში აიყვანა , მუცელზე შეისვა , მანაც ფეხები მჭიდროდ შემოაჭდო ტუჩიდან ყელზე გადაინაცვლა გიომ ნუცამ კი შიშველ ზურგზე გადაიტანა თითები -მმმ ჭკუიდან გადაგყავარ _ ნუცას ყელთან დაიჩურჩულა და ისევ აკოცა. საძინებლში შევიდა და საწოლზე დააწვინა ,ნუცამ ფრჩხილები რომ ჩამოუწვა წელზე -მეტკინა ალქაჯო -გადაგივლის -შემომეჭმები და ნუ მეთამაშები_ მაისურის ქვეშ შეაცურა ხელი და სხეულს ააყოლა -ვიძინებთ ეხლა გვიანია -შენ თუ ეხლა ძილი მოგინდა და არ ყოფილა შენი საქმე კარგარ -არაფერი თქვა თორე -ასე დავიძინო? -აბა იხდი? -ბოლო სიტყვა ნერწყვის ყლაპვით წარმოთქვა_ გადმოტრიალდა და დაინახა როგორ იშორებდა ტანსაცმელს-არა ჩემი მოკვლა უნდა -ნუ ბუტბუტებ , კარადა გამოაღო და გიოს მაისური გადაიცვა -მაგას ჯობდა ისე დაწოლილიყავი -კაი არაა პრობლემა გავიხდი ეხლავე -რა იყო ჩემ მოთმინებას ცდი? _არა ... სულ მენატრები და სულ შენთან მინდა. მეტი არაფერი _მგონია ვკვდები ასე რომ დატკბები ხოლმე _ ჩაიხუტა,საბანი დააფარა და შემდეგ მშვიდად დაიძინეს …………. საახალწლო არდადეგები როგორც კი დაიწყო უნივერსიტეტში მაშინვე გუდაურში წავიდნენ ყველანი ერთად. გაბრიელის სამეგობროც დაპატიჟეს ,მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ მოახერხეს. ლუკა იმდენად უხასიათოდ იყო თავს დამტყდარი მოუპოვებელი სიყვარულის გამო,რომ თავიდან საერთოდ უარზე იყო მერე კი გოგონებმა დაითანხმეს. ნახევარი დღე დალაგებას ,მოწესრიგებას და გარემოსთან შეჩვევას მოანდომეს. საღამოს თოვდა და ვახშმის დროს ტკბებოდნენ სანახაობით. ორსულების სასურველი ფილმი ჩართეს და დივანზე მოკალათებულები უყურებდნენ _როგორ მინდა მწვანე ვაშლი_თათას სულ რაღაც უნდოდა ანი კი იშვიათად იტყოდა რამეს. მხოლოდ გაბრიელი სჭირდებოდა ახლოს _მოგიტან _ ნიკა წამოიწია და ლუკა ადგა _მე გავალ იყავი ... ანიკო შენც ხომ არ გინდა რამე? _არაფერი _მაინც რა იღბლიანია ნახე ... გოგო არაფერს სთხოვს და თათას სულ რაღაც უნდა _უკმაყოფილო თუ ხარ შემიძლია ჩემ ძმასთან დავბრუნდე და აღარ მოგიწევს _ნუ მებუტები უბრალოდ ვთქვი... თათაა _არ მომეკარო ! _კარგი რაა _გავთალო თუ ასე გინდა თათიკო? _ლუკაც დაბრუნდა და მაგიდაზე დადო თეფშით _ რა იყო ბიჭო გააბრაზე? კაი რა თათუ არ იცნობ? შენზე გონს კარგავს _სულ წუწუნებს... შენ არ წუწუნებ _მე საერთოდ უფრო მოძრავი და სპორტული ვარ ეს ლოქოა . ძლივს დგება და ჯდება,მოხუციცაა უკვე რა ქნაას თათ? _ვინაა მოხუცი _ახლა არ დაიწყოთ ... თუ ენერგია გაქვთ გარეთ გავიდეთ _ხვალ დილიდან დავწყოთ _მეორე დილიდან გარეთ იყვნენ. გათოშილები რომ დაბრუნდნენ სახლში კოტე,სანდრო და აკო დაუხვდათ . ლუკა ყველაზე გვიან შევიდა ,თოვლში ამოვლებულს ენერგია აღარ ჰქონდა ისე დაეშვა დივანზე _ვინმემ ცხელი ჩაი მომიტანეთ თორემ ვეღარ ვმოძრააობ _მე მოგიმზადებ ლუ _ნინიმ უპასუხა სამზარეულოდან _მადლობა მიყვარხააარ_თვალები დახუჭა და ნაბიჯების ხმის გაგებისას გაახილა. კიბეზე მდგომი ლანა რომ დაინახა მოჩვენება ეგონა იმდენი გუნდა მოხვდა თავში არაფერი გაუკვირდებოდა,მაგრამ ეს მოჩვენება უახლოვდებოდა,ლაპარაკობდა და სანდროც თან ახლდა _გავალ რა გთხოოვ _ ყელზე ეკიდებოდა უფროს ძმას გონს რომ მოვიდა _არა.. გვიანია და მარტოს ვერ გაგიშვებ. ხვალ წავიდეთ _გთხოოვ ცოტა ხნით გავაალ . ტელეფონი თან მაქვს _ტყეში ვართ ,რომ არ დაიჭიროს მერე? _რანაირაფ ექცევი გაუშვი შე ჩემა და მალე დაბრუნდება . აქვე გაისეირნებს. ყველგან ლამპიონებია _მალე მოვაალ _იქამდე გაიქცა სანამ ლუკა მიუახლოვდებოდა . სანდროს ვერ უთხრა უარი თორემ საერთოდ არ უნდოდა წასვლა ახლა კი ლუკასთან გარიდების მცდელობისას მთლად აერია გზა_კვალი. ჯერ სახლის ირგვლივ დათოვლილ ბილიკს მიუყვებოდა,შემდეგ ტყეში შევიდა და ისე აერია გზა გონს რომ მოვიდა ირგვლივ მხოლოდ საკუთარ ნაკვალევს ხედავდა . ტელეფონი არ იჭერდა და სულ მალე საერთოდ გაეთიშებოდა . ის იყო პანიკური შეტევა დაეწყო ,თოვლის ფიფქებს ქარიც მოჰყვა და ლუკას ხმაც _ლანააა ... სად ხარ ხმა გამეცი _აქ ვარ ... ლუკა _ღმერთო როგორ შემეშინდა. ნაკვალევი დაფარა თოვლმა. აქ საერთოდ როგორ მოხვედი _ მოეხვია და გაყინულ ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა _ როგორ შემეშინდა ... სად წამოხვედი ჰა? _გზა ამერია... ვფიქრობდი და _არ იტირო ... არ იტირო ყველაფერი რიგზეა რადგან გიპოვნე გაგიყვან _ეხუტებოდა და ხელს არ უშვებდა_ სიარულს ხომ შეძლებ . აჰა ესეც მოიხვიე _ კაშნე მოიოხსნა და ლანას შემოახვია _დიდი თოვლია და მიჭირს ,მაგრამ წამოვალ _მე წინ წავალ და შენ ჩემ ნაკვალევზე დააბიჯე ... აღარ იტირო რაა გთხოოვ თორემ გაკოცებ იცოდე _რა მუქარაა ეს _გაკოცო ? _ ზემოდან უყურებდა მხოლოდ თვალები უჩანდა გოგოს ისე იყო შეფუთული _ გულს გამიჩერებ _ლოყაზე აკოცა ისევ ,ამჯერად თვალთან ახლოს და მერე ხელი ჩაკიდა _ წავედით სანამ სანდროს ინფარქტი მოუვა _ისიც მეძებს? _ხო აბა? იმედია მგლები არ შეგვჭამენ... _ ტელეფონი ეჭირა ხელში და გზას ანათებდა. დანიშნული ჰქონდა გზა თორემ იმ თოვლში თავადაც ვერ გააგნებდა. უკვე შუქები ჩანდა სანდროს ხმა რომ გაიგეს და ბიჭებიც გამოჩნდნენ . ყველა ლანას ეხვეოდა თავს. სანდრომ მკლავები რომ მოხვია აღარ გაუშვა . სახლში რომ ჩავიდნენ გოგონები ლუკას მოეხვივნენ _როგორ ვინერვიულეთ მარტო სად წახვედი... ისიც მოსაძებნი გაგვიხდაო რომ დამირეკა გიორგიმ გული გამისკდაა _ ნუცა ვერ მოაშორეს ისე ჩაეხუტა . რამდენიმე წუთის შემდეგ რომ გამოიცვალეს არც დაფიქრებულა ისე მოუმზადა ცხელი შოკოლადი და წინ დაუდგა ფინჯანი ლანას _დალიე ფერია ... გათბები _არ უფიქრია ასე მარტივად თუ გაიფაქტებოდა,რა იცოდნენ სანდროს თუ მისი წერილი ჰქონდა ნანახი და სიტყვა "ფერია" ჰქონდა ჩაბეჭდილი გონებაში. _ დავსხდეთ ... ვივახშმოთ . გაყინულებიც გალღვებით _ყველანი დაიძრნენ მაგიდისკენ მხოლოდ სანდრო უყურებდა შორიდან -კარგი წყვილია არა?-დემეტრემ მხარზე დაადო ხელი და ჩუმად უთხრა -იცოდი რა თქმა უნდა -ნუცას ავარიის შემდეგ ხდება ეს ამბავი ... -ხოო? და მე ამდენი ხანი აზრზე რო არ ვიყავი ვგიჟდები ახლა -თვითონაც ეხლა მიხვდა ... აცადე ჯერ შენ დას უთხრას -გამეზარდა ბავშვი ? -ნუ გაჭედავ ახლა გთხოვ... ლუკას შენ კარგად არ იცნობ _ლანას თუ არ უნდა _ვერ ხედავ? მხოლოდ შენი რეაქცია აფერხებს და აშინებს _მე ვაშინებ?მის ყველა სურვილს მივყვები ბრმად _და ეშინია არაფერი გაწყენინოს... დაელაპარაკე მოგვიანებით. ახლა დააცადე ,ჯერ არაფერი ხდება-სანდრომ დუმილი და დაკვირვება არჩია. არ უნდოდა ლანას ბედნიერებას შეწინააღმდეგებოდა,მაგრამ არც უყურადღებოდ დატოვებდა ოდესმე. ძირითადად ლუკას მზერას, ქმედებებს და ლანას რეაქციებს ადევნებდა თვალს _შენთან ვალში ვარ ... ლანა სამყაროში ყველაფერზე მეტად მიყვარს და მისი პოვნისთვის და გადარჩენისთვის რაც გინდა მთხოვე_უკვე ნასვამი იყო ,ლუკას ერთი ჭიქაც არ ექნებოდა დაცლილი სიგარეტს ეწეოდა და სანდროს არც ელოდა _ მთვარია ყველაფერი კარგად დასრულდა...ვალი ჩვენ შორის არ მოსულა არცერთ შემთხვევაში _კარგი ,მაშინ უბრალოდ იცოდე რომ ჩემი იმედი ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლია გქონდეს ... _გმადლობ ... ასევე ჩემიც _და ისიც არ დაგავიწყდეს ლანას ოდესმე ვინმე თუ გულს ატკენს ჩემი ხელით ვაგებინებ პასუხს _ მოდუნებულს დაემუქრა ,მხარზე ხელი მოუჭირა და ისე გაეცალა როგორ მოულოდნელადაც დაადგა . ლუკასთვის შემაფერხებელი სანდროს ფაქტორი კი არა ლანას უარი იყო მხოლოდ და რადგან ახლა ახლოს ჰყავდა შანსს არ გაუშვებდა. ძილის წინ მისწერა " კართან ცხელი ჩაი დაგიტოვე , აიღე სანამ გაცივდება და დაიძინე " ორ წამში გააღო კარი ,ლუკა იდგა ჭიქით ხელში კედელს მიყრდნობილი და პიჟამოში გამოწყობილს უყურებდა _აბა დავტოვეო? _რატომ არ მიპასუხე ... ჩაი გინდა და შეტყობინების გამოგზავნა გეზარება? შენ საპოვნელად თოვლით დაფარული მთები გადავიარე _არ მინდა ...უბრალოდ ჭიქა არ მინდოდა გატეხილიყო _ მოიცადე სად მიდიხარ... გაკოცო ჯერ და მერე დაიძინე _ გააჩერა,ფინჯანი მიაჩეჩა ხელები რომ დაკავებული ჰქონოდა და ლოყაზე აკოცა _ მშვიდად დაიძინე ფერია, ყველაფერი კარგად დასრულდა. უსაფრთხოდ ხარ და თბილად _ ხმა ჰქონდა ისეთი ტკბილი, სიმშვიდეც მოჰყვებოდა ტალღებად. თავზეც აკოცა და კარი თავად გაუღო _ სიზმრებში მოვალ და იქ გაკოცებ დანარჩენს _ უთხრა და ისე წავიდა ლანა კარში გააქვავა. ჩაის დალევამდეც ცხელი ჰქონდა მთელი სხეული, საწოლში სწრაფად დაწვა ,საბანში გაეხვია და წამსვე გაიგო შეტყობინების ხმა " დილით ერთად გავისეირნოთ . მზად თუ არ დამხვდები შემოვალ და თავად დაგეხმარები ჩაცმაში " ვერც გაიაზრა ისე მისწერა პასუხი "რომელ საათზე " "როცა გაიღვიძებ მომწერე " დილით შეტყობინება არც გახსენებია ისე ჩაიცვა და სარკის წინ იჯდა ლუკას გამოსახულება რომ გამოჩნდა მის ზურგს უკან _კომბინიზონი ჩაიცვი ... მთის წვერზე უნდა აგიყვანო _აქ რა გინდა _კარგად გეძინა? _ სახეზე დააკვირდა,ხელი თავზე გადაუსვა და მერე ლოყაზე აკოცა _ დამშვიდებული გაქვს მზერა ანუ გაჭრა ძილის წინ საუბარმა _როგორი დასკვნებით ხარ _ჩაიცვი და წავიდეთ თორემ მერე ისეთი ლამაზი აღარ იქნება _სანდრო ჯერ არ გაიღვიძებდა _დემეტრე ეტყვის რომ ერთად ვართ. ქუდი თავად დააფარა და გაუსწორა . სახლიდან რომ გავიდნენ და მანქანის ნაცვლად ბურანზე მჯდომი აღმოჩნდა ბოლოს _აი რით უნდა იარო თოვლში თუ სეირნობის განწყობა გაქვს და სილამაზით ტკბობის _საიდან მოიყვანე _მოვახერხე როგორღაც _ულამაზესია _ ტყეში იყვნენ, მაღლა საიდანაც მთელი დასახლება ჩანდა. აღარ თოვდა , ჯერ კიდევ ადრე იყო და გზადაც არავინ შეხვედრიათ _ულამაზესი ხარ შენ _ ფოტოები გადაუღო და მერე საკუთარი შემოქმედებით ტკბებოდა . _მადლობა _გინდა მაწყენონო ? სულ არ გეცოდებით მე და ჩემი გული ? _ ვცადოთ _ ახლოს იყო , ქვემოდან უყურებდა და ერთი სიტყვით ურევდა თავგზას _ მაგრამ არ მგონია გამოვიდეს ჩვენ სრულიად განსხვავებული _შენ მხოლოდ არ გვებრძოლო მე და ჩემ სიყვარულს _შენ არ ... _მიყვარხარ ... გუშინ მივხვდი , როცა მეგონა საფრთხეში იყავი და შეიძლება დამეკარგე _ლუკა მე _უბრალოდ ვცადოთ _ ამჯერად თავად უთხრა და გაყინულ ლოყაზე აკოცა ,ტუჩთან ძალიან ახლოს _ სახლში დაბრუნების დროა . საუზმის მზადების დროს დაბრუნდნენ. სანდროს არაფერი უთქვამს,არც დანარჩენებს შეუმჩნევიათ მათი ერთად დაბრუნება. ფუსფუსებდნენ მაგიდის ირგვლივ . საუზმობისას დღის გეგმებიც დაალაგეს და შემდეგ მზადებაზე გადავიდნენ -ჩვენ არ გავისეირნოთ პატარავ?_სამზარეულოში იდგა ნინი დემეტრე მოეხვია ,ყელში აკოცა და მერე მხარზე_ცალკე, მე და შენ -აჰამ -საძინებლის კარი ჩაგეკეტათ?_ნიკას ხმა გაიგეს -გახვალ თუ მე გაგიყვანო-დემეტრემ ისე უპასუხა უკან არც მიუხედავს -ახლავე წავიდეთ? -კი საძინებელში -დემე -ჰო-თავისკენ შეაბრუნა და ტუჩები დაუკოცნა -სირცხვილია გავიდეთ ყავა უნდა გავიტანო -ნუცა მიხედავს -დემე -ჰო -ოო დემე გაიწიე რა ნუ მაბნევ -მალე გამოდი და წავიდეთ_უცებ მოშორდა და უკანსვლით წავიდა. ყავის შემდეგ ახვლედიანთან ერთად გავიდა სახლიდან. ხალხმრავლობისგან შორს ,შედარებით მშვიდ ადგილას უნდოდა გავლა დემეტრეს. ნინისთან დროის გატარება ვერ მოახერხა ერთ_ერთი ჩიხიდან ქალის ხმა ისმოდა. ვიღაცას მოშორებას თხოვდა და ეკამათებოდა,მაგრამ მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებდა . დემეტრემ და ნინიმ წინადადებების გარჩევა ვერ მოახერხეს,ახვლედიანს არც სჭირდებოდა მიზეზის დადგენა იმისთვის რომ ქალის დასახმარებლად დაძრულიყო,მაგრამ სანამ მივიდოდა კაცმა იქამდე ჰკრა ხელი ქალს და მისი მოთმინებაც ამოწურა _ახლავე გაუშვი შე ნაბ.ჭვარო ქალს როგორ ექცევი ... _ მივარდა და მკერდზე იდეთი ჰკრა თოვლში ჩააგდო _შენ ვინ ხარ საერთოდ რას ერევი _ენა ჩაიგდე და წამოდგომაზეც არ იფიქრო ჩაგმარხავ იცოდე ... _ ქალს თოვლის მოშორებაში დაეხმარა ,ნატკენ ხელზე დახედა და მერე კაცის გინება რომ გაიგო გონება დაებინდა. ნინიმ სანამ არ სთხოვა გაჩერდიო იქამდე სცემდა და მერე უკვე თავადაც თოვლში ამოსვრილი მოშორდა _ წავედით... მითხარი სად მიგიყვანოთ _აქვე ვცხოვრობ... მადლობა დიდი . მე ლიკა მქვია _დემეტრე ახვლედიანი... სახლამდე მიგაცილებთ და შემდეგ წავალთ _კარგად ვარ ... თქვენ დაშავდით მგონი. როგორ მრცხვენია ,მაგრამ მე დამიჯერეთ _არ გვჭირდება ახსნა... საითაა სახლი? _აი იქ _გინდათ პოლიცია ჩართოთ თუ _არა ... არ მინდა. დასვენება მინდა და პოლიციის განყოფილებაში ჯდომა არ. _კარი ჩაკეტეთ მაშინ და უსაფრთხოდ იქნებით _მადლობა . ძალიან გაგიმართლათ მისნაირი კაცი რომ გყავთ გვერდით _ ნინის უთხრა დამშვიდობებისას და შენობაში შევიდა. _მეგონა მოკლავდი ... შემეშინდა შენი _ დიდხნიანი დუმილის შემდეგ უთხრა ნინიმ _ჩემი შეგეშინდა? ჩემი თუ მისნაირები რომ არსებობენ _შენ ხომ არ უნდა მოკლა ყველა ვინც არაკაცია შენ ... არ შეგეძლო მოგეშორებინა ისე _ის არ მოისვენებს. გამექცა ,თორემ უნდა გამეგო ვინ იყო და გამეგდო აქედან . იმედია ის გოგო შეძლებს თავის დაცვას და სადარდებელი არ მექნება ასე რომ დავტოვე _სახლში დატოვე ზრდასრული ქალი ... ის კი წავიდა _როგორი ფერადი გგონია სამყარო. სულ ვიღაც გიცავდა და შენთვის ჩვენ ვართ მოძალადეები ხო? გიორგი ,ნიკა და ლუკა იყვნენ ჩემამდე შენი დამცველები მაგათ გამო ვერავინ გაწყენინებდა და სამყარო ფერადი გგონია არა? _არ მგონია ფერადი უბრალოდ არ შეიძლება საფრთხეში რომ არ ჩაიგდო თავი და ხელებიც როგორ გაქ. დავბრუნდეთ უკან დაგიმუშავებ თორემ ასეთს რომ ვუყურებ მე მტკივა _ნუ ღელავ ,კარგად ვარ _ რამდენჯერმე აკოცა,ხელი მოხვია და ისე დაფარა მანძილი დახლამდე. ნუცამ საღამოს სამაგიდო თამაშების ტურნირი მოაწყო და ყველაზე მეტად თავად გაერთო. გვიან წავიდნენ დასაძინებლად,მაგრამ ლანა მალევე დაბრუნდა უკან. _რატომ არ გძინავს ლანაკო? _კოტე და აკო ისხდნენ დივანზე და მათ მიუჯდა ისიც _ ცუდი სიზმარი ნახე ? _ვერ დავიძინე და ვიფიქრე ჩავალ_თქო _ჩვენ ავდიოდით ახლა და მარტო დარჩები? _სასუსნავებს მოვიტან და ფილმს ჩავრთავ ... კარგად ვიქნები მარტოც _ეს დათუნიებიანი პიჟამა სად დაითრიე რო არ მითხრა _აკო შენ თავს მიხედე შეეშვი ჩემ პიჟამოებს _პატარა ბავშვი რომ ხარ შენმა თაყვანისმცემლებმა თუ იციან _შენმა გოგოებმა თუ იციან გამოუსწორებელი მექალთანე რომ ხარ _სად მყავს გოგოები მე დაცოდავს ... იცი როგორი მარტოხელა მარტოსული ვარ?ყველას შენი ძმა და კოტიკო მოსწონს მე არავის _ასე რომ მაიმუნობ ამხელა კაცი იმიტომ ხომ არა _არ ვიცი ყველა ქალი ამათია დანარჩენები ბავშვები არიან ჯერ და მე კი დავბერდი მარტო _ერთი მსახიობის თეატრია რაა წამოდი,წამოდი ნუ აბეზრებ ბავშვს თავს _ნუ მეძახიით ბაავშვს _თქვა დათვებიან პიჟამოში შეფუთულმა გოგომ და მულტფილმი ჩართო _არაა მულტფილმი _საახალწლო ზღაპრები რომანტიკევი და ამბები მოსწონს გოგოს ,თინეიჯერია _ ხმაურით აკოცა ლოყაზე და მერე გაიქცა_ძილინებისაა _კარგაად _პლედი დაიფარე რომ ჩაგეძინოს არ გაცივდე _კოტემ თავზე აკოცა ,თბილი პლედი მიაწოდა და შემდეგ ისიც გაჰყვა აკოს. ჩიფსებით სავსე ჯამი ედო და ისე უყურებდა ფილმს ლუკა რომ მიუჯდა გვერდით _მე დაგეძებ... გწერ,გირეკავ და შენ თურმე საახალწლო ფილმის ყურებით ხარ გართული . მოგონილ რომანტიკას უყურებ როცა აქვე გყავარ კაცი რომანტიკა _რაღაც ვერ შეგამჩნიე რომანტიული ბუნება _თუ ვერ შემამჩნიე უნდა დამეხმარო გამოვავლინო ეს ჩემი ნიჭიერება _შენთვის მოიტანე ჩემსას რომ ჭამ _ექიმმა ქალმა ჩიფსი უნდა ჭამოს? ჯანმრთელობას მოუფრთხილდი შენ და მე ავიტან _ მთლიანად გამოართვა ჯამი და თავად დაიწყო ჭამა _დამიბრუნე _ჩშშ მაყურებინე ... რა ხმაურიანი ხარ _ვინ მეე? _ჩუ თორემ კოცნით გაგაჩუმებ _ვერ გაბედავ ... სანდრო ნებისმიერ დროს შეიძლება _ მისკენ იყო მიბრუნებული და ყელმოღერებული ელაპარაკებოდა . დარწმუნებული იყო ლუკა უკან დაიხევდა და წამითაც არ დაუშვია , რომ აკოცებდა _ისუნთქე ეს ფაქტობრივად კოცნაც არ იყო_ სულ ოდნავ შეეხო ტუჩებზე და მერე თმაზე მოეფერა თვალებგაფართოებულს_ახლა ჩამეხუტე და ერთად ვნახოთ შენი ფილმი _ლოყაზე აკოცა და ახლოს მიიზიდა _მე უნდა...მე უნდა ავიდე _დამშვიდდი , კიდევ ბევრს გაკოცებ და შეეჩვევი _წამოდგომის საშუალება არ მისცა. პლედი გაუსწორა ,თავზე აკოცა და ჩაეხუტა _სანდრო მოგკლავს და არ მინდა მე არჩევანი დამჭირდეს,მას ავირჩევ _ვიცი მას რომ აირჩევ , მაგრამ არ დაგჭირდება არჩევანის გაკეთება. არ მომკლავს _ჩუმად ელაპარაკებოდა,თმაზე ეფერებოდა და ცდილობდა დიდხანს დაეტოვებინა ახლოს _ტირილი მინდა ახლა _ბოლოს უთხრა და თავი ისე მიაბჯინა მის მკერდს რომ ნახევარი სახე აღარ უჩანდა და მეორე ნახევარზე ხელი აიფარა _რატომ ... _ემოციებისგან და შენ აქ მტოვებ _ექიმ ქალს ემოციების კონტროლი უნდა შეგეძლოს _ხელზე აკოცა ამჯერად ,სახიდან მოაშორებინა და ისევ ლოყაზე აკოცა _ სულ მინდა მოგეფერო და მალე გული გამიჩერდება... ასეთი საყვარელი როგორ ხარ ,გულს მიჩერებ _არავარ და ეს არასწორია საერთოდ ასე მოქცევა ასე თინეიჯერივით _ძალიანაც სწორია არაფერზე იფიქრო საკუთარი თავის გარდა და მაშინვე დამშვიდდები _მარტო მინდა ყოფნა _ არ გინდა... ჩემთან ერთად გაიაზრე როგორ ძალიან მოგწონვარ და მერე დაბრუნდი ოთახში _იქნებ არ მომწონხარ ისე როგორც შენ გგონია _ხო უფრო მეტად მოგწონვარ _ ჩახუტებულუ ჰყავდა და ისე ელაპარაკებოდა. ფილმის ყურება განაგრძეს და ბოლოს ლანას იქვე ჩაეძინა. სანდროს ოთახში ეძინა და შუაღამეს გაღვიძებულს იქ რომ არ დაუხვდა მაშინვე ძებნა დაუწყო . იპოვნა კიდეც ლუკასთან ჩახუტებულს ეძინა დივანზე. ორივე ერთად იწვნენ და ბიჭი ძილშიც მხრებზე ხვევდა ხელს. წყვილს მშვიდად ეძინა,სანდრომ გაათენა მთელი ღამე თეთრად და გამთენიას ოთახში შეპარულ დას ისე დაუხვდა თითქოს ვერაფერი გაიგო. მეორე დღეს სასეირნოდ წავიდნენ. ლუკამ მოსვენება არ მისცა და ისიც არ იყო დიდად წინააღმდეგი . სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ ,ლანა ბევრს იცინოდა ,სულ უფრო კომფორტულად და თავისუფლად გრძნობდა თავს ლუკას გვერდით -ლუკა გესმის? _შორიდან კივილის ხმა ესმოდათ ,ქალი შველას ითხოვდა -ვიღაც შველას ითხოვს ... აქ დარჩი. გავარკვევ რა ხდება _ ტყეში შევიდა,ლანა ჯერ იცდიდა მერე კი უკან გაჰყვა . ლუკას წარმოდგენა არ ჰქონდა ქალის ვინაობაზე ისე მოაშორა მოძალადე. თავი ჰქონდა დაცემის დროს ქვაზე დარტყმული , ტუჩი გახეთქილი,სახე შეშუპებული და წითელი . ხელებზეც კი ბრძოლის კვალი ეტყობოდა,აშკარად ეწინააღმდეგებოდა იქამდე სანამ ლუკას დაინახავდა მერე კი სხეული მოუდუნდა და გაითიშა -გამოფხიზლდი ლიკა... ღმერთო ჩემო ლიკაა _ ლანა ახლოს რომ მივიდა და ქალის სახე დაინახა კიდევ უფრო მეტად აღელდა -იცნობ? -ვიცნობ..._ ლუკა წამოიყვანე გთხოვ წამოიყვანე ჩვენთან წავიყვანოთ გთხოვ - დამშვიდდი რა თქმა უნდა აბა ამ ახვართან ხო არ დავტოვებ , დამშიდდი გთხოვ _ ხელში აიყვანა გონდაკარგული და სახლისკენ დაიძრა. სახლი ცარიელი იყო,ყველანი თხილამურებით სასრიალოდ . ლანამ პირდაპირ თავის საძინებელში შეაყვანინა -ლან პატარა დამშიდდი ეხლა და აქ დარჩი ეხლავე მოვალ კაი პატარა? -ხო-ლანა ტიროდა და თითქმის უგონოდ მყოფს უყურებდა _კარგად უნდა იყო _ ლუკა მალევე დაბრუნდა წლების ყუთით -მომეცი მე მივხედავ -კარგად ხარ? -კი უკვე კარგად ვარ ასე სანდრომ არ უნდა ნახოს -ვერაფერი გავიგე სანდროც იცნობს? -იცნობს კი... შემდეგ მოგიყვები _ ჩუმად უთხრა და თვალები რომ გაახილა მზერა გაუსწორა _ უსაფრთხოდ ხარ ნუ ინერვიულებ. ჩვენთაბ საფრთხე არ გემუქრება _თავი ... _კანია გამსკდარი უბრალოდ... გაგიწმინდე და საფენი დაგადე _მადლობა _ლუკა შეგიძლია გახვიდე? ტანსაცმლის გამოცვლაში დავეხმარები _ ერთხანს უყურებდა მერე კი კარადიდან სუფთა სამოსის გამოლაგება დაიწყო. ცოტახნის შემდეგ დერეფანში მჯდომს გვერდით მიუჯდა_ უკეთაა,მაგრამ ჯერ თავბრუსხვევა აქვს და ადგომის საშუალება არ მივეცი...არ უთხრა ჩემს ძმას გოგოს თუ ვიცნობ კაი? - არ ამიხსნი რა ხდება? ვინაა ეს გოგო -სხვა დროს -მოკლედ კაცი ვერაფერს გათქმევიებს -მე ქვევით ჩავალ საჭმელს გავუკეთებ ძალა დაჭირდება რო გამოკეთდდეს ისეა ნაცემი შენ იყავი მასთან და არ უთხრა ჩემი სახელი -კაი შევალ ლუკა ოთახში შევიდა _ თქვენ ვინ ხართ? ის სადაა? მე ხო -ნუ გეშინიათ ის ვცემე დროულად მოვედი ნუ გეშნიათ , ეხლა ჩვენ სახლში ხართ, მეგობრები ვართ დასასვენებლად და გიმასპინძლებთ დიდი სიამოვნებით, მშიდად იყავით არაფერი გემუქრებათ კარგი?-ლუკამ თავისი საფირომო ღიმილით დაამშვიდწ -ძალიან დიდი მადლობა თქვენ რო არა არც კი მინდა წარმოვიდგინო -იმას რაც შეეხება იმ ნაბიჭვარს ალბათ უჩივლებთ ჩემი იმედი გქონდეთ სასამართლოზე თქვენს სასარგებლოდ მივცემ ჩვენებას იცით ხო ვინაობა ისე თქვით -ვიცი მადლობა აუცილებლად ვუჩივლებ, დიდი ხანია გადამეკიდა ვერაფრით მოვიშორე და ეხლა ძალადობაზე გადავიდა მგონი ნარკოტიკებსაც მოიხმარს აქ საერთოდ არ ვიყავი ეხლა ჩამოვედ ამერიკიდან მეგონა თავს დამანებებდა არც ვიცი როგორ გაიგო გუდაურში რო ვიყავი-გოგო ამბის მოყოლის დროს ტიროდა , ემოციები ვერ მოთოკა ლუკა გვერდით დაუჯდა -დამშიდდით რა არ ღირს ის აი ნახავთ სამუდამოდ მოგშორდება არ იტიროთ რა ყველაფერი კარგად იქნება -მადლობა , ამ სიკეთეს ვერასდროს გადაგიხდით -არ ღირს ამდენ მადლობად, კაი ეხლა მე ქვემოთ ჩავალ თქვენ დაისვენეთ მალე ამოვალ და დანარჩენებსაც გაგაცნობთ , არ ადგეთ ხო? შეიძლება ისევ დაკარგო გონება -კარგი მადლობა -რა ამბავია ამდენი მადლობა ტო გამიტკბება მერე -გაიცინა ლუკამ და ოთახიდან გავიდა. ჯერ მხოლოდ ლანა და ლუკა იყვნენ სახლში შემდეგ კი სანდრო გამოჩნდა და ლანამ რამდენიმე წამში მიაწოდა ლანგარი _რა არის ეს? _ერთ გოგოს გადავაწყდით... ვიღაც ნაბ.ჭვარი სცემდა. ლუკა დაეარა და ჩვენთან წამოვიყვანეთ. აუტანე რა ეს და მეც ამოვალ მალე _როგორი რაინდია მაინც ეს შენი ლუკა _ჩუმად ჩაილაპარაკა და გამზადებული საჭმელი ზემოთ აიტანა. წარმოდგენაც არ ჰქონდა იქ თუ ძლივს დავოწყებულ საყვარელ სახეს დაინახავდა -ლიკა ? -სანდრო ... -შენ ის ლუკამ რომ გადაარჩინა...შენ? შენ საქართველოში რა გინდა გოგო _ წამში მოეგო გონს და მთელი ბრაზი გადმოანთხია _ შენ აქ ჩამოსვლა როგორ გაბედე -მე ვიფიქრე რომ მას მერე დიდი დრო გავიდა ... 10 წელი გავიდა და მე მე ვიფიქრე დავბრუნდებოდი. საშინელი აზრი იყო არ უნდა ჩამოვსულიყავი სულ იქ უნდა დავრჩენილიყავი სამუდამოდ -ლიკა უკვე მოთქვამდა . იმ დღისთვის ამდენი ემოცია ზედმეტი იყო ერთი ქალისთვის -მე მაპატიე გთხოვ, არ ვიცოდი თუ შენ შენ თუ აქ იქნებოდი მართლა არ ვიცოდი . - საწოლიდან წამოდგა ძვლივს შეინარჩუნა წონასწორობა, თავბრუსხვევა იგრძნო მაგრამ მაინც განაგრძო გზა . ყველა ჭრილობა ერთად ტკიოდა არა გარეგნულად მიყენებული არამედ შინაგანად ის დიდი ჭრილობა ტკიოდა სანდრო რომ ერქვა და 17 წლის შემდეგ რომ არ მოშორებია. _ფრთხილად _ წონასწორობადაკარგულს ინსტიქტურად მოხვია ხელი . ზემოდან დაჰყურებდა ,ახლოს ჰყავდა მონატრებული და ყველაფრის დავიწყების გარდა იმ წამს სხვა არაფერი უნდოდა -ჩემი სანდრო-ჩუმად ტკივილნარევი ხმით წარმოთქვა ქალმა -ჯობია დაწვე ცუდად ხარ ,ფეხზე ვერ დგახარ ისე ძვირფასი კაცი კი გიპოვნია_ცინიკურად ჩაიცინა და ცივად უშვა ხელი -მე წავალ -არც ეგეთი ხელიდან წასული ვარ ქალბატონო ლიკა ნაცემი ქალი სახლიდან გავაგდო _საწოლზე დასვა და შემდეგ ლანგარე ანიშნა _ლანამ გამომატანა შეგიძლია მიირთვა -სწრაფად დატოვა ოთახი,კარი მიიჯახუნა და სახლიდანაც ისე გავარდა ზედაც არ შეუხედავს არავისთვის -რა ჭირს ამას ტო -რავიცი ზევით ავიდა ის გოგო ნახა საჭმელი აუტანა და -ვინაა ასეთი -ლიკაა -ვინ ლიკა -ლიკა ნაკაშიძე -ვინაა? მაგას აქ რა უნდა ტო , აქ როგორ დაბრუნდა . არა გამორიცხულია საქართველოში არ იქნება ტო -ლანა იქნებ გეშლება ტო ეგ გოგო არ უნდა იყოს შენ პატარა იყავი ძალიან -ვერ შეხედეთ სანდროს რა რეაქცია ჰქონდა? -ფუ ამის დედა მოვტყ.ნ ისევ ისე რო გახდეს მერე რა ვქნათ ტო აქ როგორ დაბრუნდა საერთოდ რა უნდა -არვიცი და ძალიან მეშინია , მაგრამ დაივიწყა მგონი -დაივიწყა სიყვარული მაგრამ იმ შეურაცხყოფას და ტკივილს ვერ დაივიწყებს ეგ კი არა ჩვენ ვერ დავივიწყებთ იმას რაც მაგ არასწორი გოგოს გამო გადაიტანა _გაბრიელმა ცივად უპასუხა -ფუ ამის დედა ვ. ტირე მაინცადამაინც ეგ როგორ აღმოჩნდა ტო ბედის ირონიაა რა ვაფშე ხო ვერ შეხვდებოდა -თბილისში მაინც შეხვდებოდა ამიტო ეგ სისულელეა ეხლა ისაა საქმე მომავალში რა იქნება -მომავალში სანდრო რო მაგას არ გაახარებს ეგ ვიცი და არ გველის მშვიდი დღეები ჩემო ფერია , უნდა დავუდგეთ სანდრიკოს გვერდით თორე ისევ თუ იგივე განმეორდა ვეღარ ამოვათრევთ ვერც ერთი ჭაობიდან ყველას სახე ჩამოტიროდა, მაგრამ დანარჩენები მხოლოდ ისმენდნენ ამ დაძაბულ დიალოგს და ვერაფერს ხვდებოდნენ -შეგიძლიათ ჩვენც გვითხრათ რა ხდება? -ჩვენ არ შეგვიძლია ძმა მარტო სანდროს შეუძლია ეგ მარტო ერთს გეტყვით რო ამ გოგომ დიდი ხნის წინ ძაან მიქარა სანდროსთან და ვაფშე ჩვენთან -ეს ის გოგოა ათი წლის წინ სანდრო რო გამწარებული ეძებდა და ყველაფერი გადაატრიალა? _დემეტრეც ჩაერთო დიალოგში -ხო ეგაა მე მაგის არასწორი -ვინაა ტო მე რატო არ მახსოვს_ლუკა ვერ იგებდა ბოლომდე რა ხდებოდა -კაი შევეშვათ ეხლა სანდრო გვეტყვის თუ იქნება რამე საჭირო _დემეტრემ დაასრულა ისევ მეგობრების შფოთვა -სანდროს არ დაურეკავთ ტო? ისე გავარდა მოვიკითხოთ -დავაცადოთ ჯერ მარტო ყოფნა ენდომება და მერე მოვძებნით სანდროს გონებაში არსებული ეშმაკი და ანგელოზი მოსვენებას არ აძლევდა . კლუბში გასართობად მოსული ალკოჰოლით სავსე ჭიქებს ცლიდა ,სხვა დროისგან განსხვავებით არცერთი ქალი სჭირდებოდა მხოლოდ ლიკა ჰყავდა გონებაში და ბოლოს თამაშის დაწყება გადაწყვიტა . ათ წუთში ლიკას ბინის კართან იდგა და ზარს მშვიდად რეკავდა მალე კარის მიღმა ფეხის ხმა გაისმა და გამოჩნდა კიდეც სასურველი სხეული. -სანდრო? აქ რა გინდა? -შენ მინდიხარ -სანდრომ დაბოხებული ხმით წარმოთქვა მათ შორის ბარიერი წამში გადალახა და ქალის წითელ გამობურცულ ბაგეებს წაეტანა . კარი ზურგს უკან მიხურა და ზედ აიკრა მთთოლვარე სხეული . დარწმუნდა როგორ ჰქონდა მონატრებული მისი შეხება , სხეული, კანი , სურნელი რომელიც ვერადავერ დაივიწყა ამდენი წლის განმავლობაში და მსგავსიც ვერ იპოვა . გზა საძინებლამდე მალევე გაიარეს,ქალიც გაბრუებილი იყო მისი სიახლოვით ვერ შეამჩნია შესვლისთანავე კარი რომ გადაკეტა. -ამ ათი წლის განმავლობაში ვერაფერი გისწავლია _ ქალი აკანკალებული თითებით რომ ცდილობდა მისთვის ტანსაცმლის მოშორებას მაჯაზე წაავლო ხელი და შეხების საშუალება აღარც მისცა. ბოლომდე გააშიშვლა და ხარბად დაეწაფა ათრთოლებულ სხეულზე. რამდენიმე წუთის შემდეგ სუნთქვააჩქარებული იწვა უცნობ ოთახში , ქალის გვერდით და მისი სურნელით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავდა. -შენი აზრით მთელი ეს დრო გართობის და ს.ქსში დახელოვნების მეტი არაფერი გამიკეთებია? -არ გინდა ეხლა იმის თქმა რო ჩემს მერე არავინ გყოლია მაგას მე კი არა ხუთი წლის ბავში არ დაგიჯერებს _თითები ლოყებზე მოუჭირა და უხეშად აკოცა ტუჩებზე -ამას რატო აკეთებ , რა გინდა ჩემგან -ვერ გრძნობ დავიჯერო რაც მინდა? -ბო.ები დაგელია ჩემთან რო არ მოსულიყავი? -რაც უფრო მეტი იქნებით მით უკეთესი არაა? თქვენც ნასიამოვნები რჩებით და მეც _ ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით თქვა ისე თითქოს თვითონ არ ძულდა თავი ამას რომ ამბობდა მაგრამ სულაც არ აპირებს ლიკას გააგებიოს როგორ უნდოდა მასთან ყოფნა რო სულ ფეხებზე კიდია სხვა ქალები და მარტო ის რო ჭირდება . ლიკას სხეულს მოშორდა და სახეზე დააკვირდა რომელზეც განადგურებული ქალი ირეკლებოდა , თავისას მიაღწია უკანასკნელ ქუჩის ქალად გამოიყვანა ,შეურაცხყოფა მიაყენა,დაამცირა,ხელმისაწვდომ ქალის პოზიციაში დატოვა და წასასვლელად მზადება დაიწყო- ნახვამდის... შემდეგში ფრჩხილებ მოჭრილი თუ დამხვდები პატივს დამდებ _ერთი აკოცა ტირილის ზღვარზე მისულს ,მის ამღვრეულ თვალებს გაექცა და ლამის სირბილიყ დატოვა იქაურობა. ჯერ უყურებდა გზას რომელიც სანდრომ გაიარა მერე კი ბალიშს ხელი მოუჭირა ემბრიონის ფორმაში დაწვა, საბანში ჩაძვრა და ტირილი დაიწყო. დილამდე ტიროდა შემდეგ ახალი დღე დაიწყო ძლიერი ქალის იმიჯით ადამიანის გამო ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში ,ვისზე ზრუნვაც ევალებოდა, ვის გამოც ბედნიერი ქალის სახე უნდა ჰქონოდა და ვის გამოც აგრძელებდა სიცოცხლეს. .......... 31 დეკემბერს ყველანი რესტორანში იყვნენ და ერთად შეხვდნენ ახალი წლის დადგომას.წლის ბოლო დღე ყველასთვის გამორჩეული იყო. ლანამ სიტყვები ვერ იპოვნა გაკვირვებისგან სანდრომ ლუკას გამოგზავნილი კაბა რომ გაუტანა ეს ჩაიცვიო და ლალის თვლიანი ყელსაბამი აჩუქა. ბოლოს ისეთი ლამაზი იყო სანდრომ რომ დაინახა ვერ მოითმინა და მაგრად ჩაეხუტა. მისვლისთანავე ლუკას აფორიაქების მიზეზი გახდა და იქამდე იდგა ბიჭი ეკლებზე სანამ მარტო არ დაიგულა და ყველასგან განაპირა ადგილას არ გაიყვანა -ლუკა გაჩერდი სად მიგყავარ გაგიჟდი?_დაუჯერა,გაჩერდა და მაშინვე ტუჩთან ახლოს აკოცა -ლუკა-ძვლივს გასაგონი ხმით დაიჩურჩულა ლანამ -მიყვარხარ ლანაკო. ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. უშენოდ ერთი წუთიც არ მინდა ყოფნა, მინდა ჩემი იყო სამუდამოდ მხოლოდ ჩემი და სხვა არვისი. -უთხრა და ლანას ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა ისე აკოცა გაყინულ ტუჩებზე_ მიყვარხარ -მეც-ძლივს წარმოთქვა ლანამ და თავი მორცხვად დახარა ლუკას მხარზე მიაბჯინა შუბლი -ჩემი ახდენილი ოცნება ხარ ... შენობაში რამდენიმე წუთის შემდეგ ხელჩაკიდებულები რომ დაბრუნდნენ სანდრო გაჩნდა მათ წინ ბარიერად ისეთი გამოიმეტყველებით თითქოს არაფერი იცოდა -რა ხდება ლანა? -სანდრო -ლანამ ცრემლმორეული ხმით წარმოთქვა და ლუკას ხელი უფრო მაგრად ჩაკიდა -რა ხდება ვიკითხე და პასუხს ველი , ჯერ ველი -ის ხდება რო მე და ლანას ერთმანეთი გვიყვარს სანდრო და დღეიდან შენი და ჩემია სამუდამოდ და უსასრულოდ. -მოკლედ კაცს ამდენი ხანი გჭირდებოდეს სიყვარულის ასახსნელად პირველია -ვა ვა ამ მათხოჯებს რა იღბალი აქვთ ტო ანგელოზებივით გოგოები ჩაიგდეს ხელში_აკომ თვალები აატრიალა და ბოლოს ჩუმად ჩაილაპარაკა _გიყურებთ და იმენნა bad boys and good girls იჩითებით -ჩვენი ფერია გაგვეზარდა ტო_კოტე ლანას ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა -ლუკიტო ძვლივს არ გვაღირსე? დავიღალე თქვენს მაგივრად _ნუცა ყელზე ჩამოეკიდა ლამის -შენ და გიორგი დაღირსებაზე ვის რას ეუბნებით რა _გიორგის რო არ გადასწვდეს მოკვდება _დაიძარით ახლა აივნისკენ მოვიდა ახალი წელი ყველანი ერთად იდგნენ სასმელით სავსე ჭიქებით. აცილებდნენ გასულ წელს და ეგებებოდნენ ახალს ,რომელიც კიდევ უფრო მეტ თავგადასავალს ჰპირდებოდათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




