დამალული სიმართლე (თავი 2)
ჩვენს მისამართზე ერთად დავბრუნდით და მეორე დღის გეგმებიც ერთად დავაწყეთ.ვერაფრით მივეჩვიე დროის ცვლილებას,ყოველ დილით ხუთ საათზე მეღვიძებოდა,სამაგიეროდ საღამოს 22საათზე თავს ძლივს ვიმაგრებდი.ახლაც გამეღვიძა და აივანზე გავედი.მაგიდას მივუჯექი და წიგნი გავიტანე რომლითაც თავს ვიქცევდი,დილით სანამ ნათია გაიღვიძებდა. რამდენიმე ფურცელი წავიკითხე,როცა ზურგს უკან ხმა მომესმა.გავიხედე ირაკლი იდგა მათ აივანზე. -ხომ არ შეგაშინე? დილამშვიდობის -დილამშვიდობის.არაა,მასეთი სუსტი გულის არ ვარ. -შენ ბარგში წიგნისთვის ადგილი თუ გამოყავი ყოჩაღ. - წიგნზე მიმანიშნა თავით და აივნის მოაჯირს დაეყრდნო ხელებით. -იმედს გაგიცრუებ თუ გეტყვი რომ აქ დამხვდა წიგნი?! - წიგნი სანახევროდ დავხურე,სანიშნად ჩემივე თითი ჩავტოვე. -რა წიგნია? -წიგნის გარეკანი მივუტრიალე. -წაკითხული არ მაქვს,თუმცა ნათიას შესახებ მსმენია.მოგწონს? -კი.აქ სიუჟეტურ განვითარებას ვერ შეხვდები,როგორც სხვა დანარჩენში,ეს უფრო რჩევების კრებულია ასე ვთქვათ.მე მომწონს,კი. -ანუ გეხმარება შიშის გამოდევნაში? _გაეღიმა. -შიში ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა,ის ყოველთვის იარსებებს ადამიანის გონებაში,მისი მართვაა უნდა ვისწავლოთ,ამისთვის კი ხან მისი გადალახვაა საჭირო.რამდენად დამეხმარება ეს წიგნი არ ვიცი,თუმცა ცდად ღირს. _ გავუღიმე. -საინტერესოა. _თვალები მოწკურა. -გათხოვებ. - გაეცინა -არა მე შენს მოსაზრებამ დამაინტერესა,თუმცა გმადლობ შემოთავაზებისთვის,თუ ფობიებმა შემომიტია,მექნება იმედი… უპასუხოდ დავტოვე.წიგნს ჩავხედე,თუმცა კითხვა ვერ განვნაგრძე.ვგრძნობდი,რომ მის მზერას და მაბნევდა. -დღეს რა გეგმები გვაქვს? -ტურის გიდი ნათია არის,მას ჰკითხე. ტრევის შადრევანთან წავედით დილიდან,თუმცა მაინც იყო ბევრი ხალხი. -მგონი ღამე უნდა ვიაროთ აქ,თორემ ფოტოსაც ვერ ვიღებთ წესიერად. - დავიწუწუნე -დილის 5 საათზე ფობიებთან ბრძოლას თუ შეწყვეტ იქნებ… -ოდნავ ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. - გამოგყვები და ფოტოებს გპირდები. - შევხედე,ვცდილობდი მისი სარკაზმი ამომეცნო,თუმცა თავად საყვარლად მიღიმოდა,თითქოს არ ხუმრობდა. -თუ არ შეგაწუხებთ,ვისარგებლებდი თქვენი შემოთავაზებით. -არა,რა შეწუხებაა. - ვცდილობ დავაიგნორო ირაკლი და ვტრიალებ გარემოს აღსაქმელად და ვათვალიერებ,უცებ ფეხი ამერია და ისევ ირაკლის მივეჯახე. -უი,უკაცრავად,თავბრუ დამახვია… -მე თუ მგულისხმობ სასიამოვნოა… -ღმერთო ჩემო,რა აუტანელი ხარ. - ჩეღიმა. -ირაკლი,მოეშვი ჩემს დაქალს. - აფრთხილებს ნათია და ეღიმება ორივეს. -ანა,გამომართვი მონეტები გამომიწოდა ბექამ. - ხომ იცი,თავისი ახსნა აქვს ერთს თუ გადააგდებ კიდევ დაბრუნდები რომში,ორი ნიშნავს შენს სიყვარულს შეხვდები და სამი იტალიაში დაოჯახდები. -ორი იყოს. - გამეცინა ბექა ფოტოებს გვიღებდა,რაც კარგად გამოსდიოდა და მთელი რომში ყოფნის პერიოდი მე და ნათიამ შევაწუხეთ.სააღამოს გადავწყვიტეთ პიცა აგვეტანა სახლში და ჩვენთან დავმჯდარიყავით. -ღვინოს მე ავარჩევ.-გამოვედი ინიციატივით,თუმცა რატომ არ ვიცი,მე რომელიც ვერ ვერკვევი საერთოდ. -საინტერესოა. -თქვა ირაკლიმ - წამოდი.სანამ თქვენ პიცას აიღებთ მე და ანა სასმელს შევარჩევთ აქვე სადმე ვნახავთ. ქუჩას გავუყევით. -ანუ სასმელებში ერკვევი? - ვინ მექაჩებოდა ენაზე,საიდან მოვიტანე?!ისევ გულახდილობა ვარჩიე,ვიფიქრე ამის დასაცინი არ გავხდეთქო. -არა,უბრალოდ ვიფიქრე რომ,სასიამოვნო იქნება ცოტა ალკოჰოლი მოსადუნებლად დღის ბოლოს,თორემ ვერ ვერკვევი. -მე ვიფიქრე გამოცდილ თამადასთან და მოქეიფესთან მქონდა კავშირი. -მაინც გამკრა კბილი. -რადგან ვერ ვერკვევი,არ გამორიცხავს იმას რომ ან ცუდი თამადა ვარ და ან კაი მოქეიფე არ ვარ.- ნიშნის მოგებით ვპასუხობ. -ჰოო? - ჩაეცინა.მაღიზიანებს მისი სარკასტული იუმორი ჩემს მიმართ,ნუ კი ჩემს მიმართ,რადგან ნათიასთან სხვანაირია,მეგობრებთანაც არ ხუმრობს მსგავსად.აბა მე რას მერჩის?! ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას.თუმცა პასუხს ვერ ვპოულობ. შევედით და მეკითხება.რომელი ავარჩიოთ.უემოციოდ ვპასუხობ რომ არ ვიცი და თავად გადაწყვიტოს.ხვდება რაღაც ისე ვერ არის და უხმოდ აკეთებს არჩევანს.საღამო მხიარულად გავატარეთ,სანდრო ძალიან საყვარელი მხიარული ბიჭია.როგორც კი ღვინის ბოთლი დაიცალა,სანდრო იდეას გვაწვდის ვითამაშოთ ბოთლით.ბოთლი დადო მაგიდაზე და დაატრიალა,ბოთლის წინა ნაწილი,წვერი ვის წინაც გაჩერდება ის პასუხობს კითხვებს.სანდრომ დაატრიალა ბოთლი და ნათიასკენ იყო მიმართული ბოთლის თავი. -აბა ნათია,გაგვეცანი,ცოტა რამ შენს შესახებ მოგვითხრე _მოხერხებულად მოეწყო პასუხის მოლოდინში სანდრო. -ნათია ამაშუკელი,ოცდარვა წლის,არქიტექტორი,ვმუშაობ პროფესიით.ვცხოვრობ თბილისში,მიყვარს მოგზაურობა და შოპინგი. -მშვენიერია,ეხლა შენ ატრიალებ. _ბოთლი დაუთმო სანდრომ. ამჯერად ბოთლის თავი ბექას წინ გაჩერდა. - ბექა,შენი დროა. -ბექა ბაქრაძე,ოცდაცამეტი წლის,ვარ ინსტრუქტორი სპორტ დარბაზში,ერთ წლიანი აბონიმენტი ჩემზე იყოს. _ხელები გაშალა და გაიღიმა. -სიამოვნებით,სამ თვეში ჩემსას ვადა ეწურება._ დასთანხმდა ნათია. ბოთლი ბექამ დაატრიალა და ირაკლის წინ გაჩერდა. -თქვენი გაცნობა მინდა ლამაზო?-ახითხითდა ბექა. -მოგხვდება.-იცინის ირაკლიც- ი1 ეს კირაკლი ლაშხი,33 წლის. - პაუზა გააკეთა.- მე მგონია,ანას უნდა გავეცნო,დანარჩენები მიცნობთ ბავშვობიდან… -მასე ანაც შეიძლება გიცნობდეს…- იძახის სანდრო. -არაა,ანა გამორიცხეთ. - იცინის ნათია, - მისთვის ტელევიზია არ არსებობს,მითუფრო ის შოუ რაც შენ მიგყავს ვაჟბატონო,ასე რომ ანას მაგით თავს ვერ მოაწონებ და ნუ გაეცანი,თამაშის ფორმატს ნუ არღვრვ. - ანუ სხვებს მასე ვაწონებ თავს?! მასე მცნობ ხომ? - ვითომ იწყინა ირაკლიმ - შენ როგორ აწონებ თავს გოგოებს კარგად მახსოვს,თუ ძველი ტაქტიკით მოძრაობთ შენ და დათუნა ისევ.- გადაუკრა სიტყვა ნათიამ - მაგრამ ამ ეტაპზე ნახევარი საქართველოს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები რომ გქრაშავენ ეგ ვიცი. - ანუ ჟურნალისტი და საერთაშორისო გულთამპყრობელი?! - ჩავიცინე მე,ცოტა მეც გავკრა კბილი. -უკვე გამოსცადე საკუთარ თავზე?! - არ დამრჩა ვალში.ვიგრძენი როგორ შემეფაკლა ლოყები და როგორ ამაწვა სისხლი თავში შხულით.ჯანდაბა ანა,1:0 მის სასარგებლოდ. შევხედე და გამომწვევად მიღიმის. - რა ამბიციური თვითშეფასება გაქვს! ბოთლს წავავლე ხელი დასატრიალებლად.ხელი ხელზე მომკიდა და შემაჩერა. -ჩემი ჯერია. -აა,ხომ…ამერია… ხელი უხერხულად გამოვწიე. -არაუშავს,ხშირად ემართებათ… -იღიმება ნიშნის მოგებით და ჩემს თავზე ვბრაზობ,როგორ დაუფიქრებლად მოვიქეცი. ბოთლი დაატრიალა და სანდროსთან გაჩერდა. -სანდრო ლომიძე.33 წლის.დაოჯახებული -იცინის - ერთი შვილის მამა,ბავშვთა გასართობი ცენტრის გენერალური დირექტორი.-ბეჭებში გაიჯგიმა და სიცილით დააყოლა - უკვე მშობელი,რომ ვარ ხომ მეტყობა. სანდროს ხუმრობაზე მეცინება.- არადა და რეალურად არ გეტყობა სანდრო,ძმაკაცებთან ერთად იტალიაში რომ გამოგიშვა მეუღლემ რავიცი,რავიცი…-ვუღიმი -ნახე როგორი ეჭვიანი ყოფილა - ჩაილაპარაკა ირაკლიმ ჩემს გასაგონად.აშკარად მიწვევს,არაა ბატონო ირაკლი,შენს ანკესზე არ წამოვეგები. -ეს ბოთლი მგონი შენზე გამწყრალია- იცინის ირაკლი,ბოთლს იღებს და მის ცხვირს ჩემს წინ ათავსებს.- დაიწყე…- ცნობისმოყვარე,გამომწვევ მზერას მაგებებს,ტუჩის კუთხეს ღიმილი უპობს.თვალებში ვუყურებ და მის მზერას თვალს არ ვარიდებ.ვუყურებ თვალებში და ვერ ვხვდები რა ხდება ჩვენ ორს შორის.აშკარად მიწვევს და ცდილობს წამომიკიდოს,მაგრამ რატომ? იქნებ,უბრალოდ იმ ფაქტმა გააღიზიანა,რომ ვერ ვიცანი,თუ მართლა ამდენი ქრაშავს.ალბათ ეგ არის… მისი სიტყვები მარკვევს ფიქრებიდან. -ანაა,გელოდებით…იღიმის უკვე თბილად,არა თვალები თითქოს ცუდს არ მეუბნება,რა ჯანდაბა ხდება?! -აა კაი… ანა… -პაუზას ვაკეთებ,ჯერ ისევ ფიქრებში ვარ და კონცენტრირება მიჭირს. - ანა ნუცუბიძე.ბათუმიდან,სტუდენტობიდან თბილისში ვარ.არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი.ნათიასთან კომპანიაში ვმუშაობ. სხვა რავიცი… მკითხეთ,თუ რამე გამომრჩა. -ასაკი? -ისევ ირაკლი -28. - ვპასუხობ მორჩილად და ბოთლს ვატრიალებ. -მალე ოცდაცხრის,სულ რაღაც სამ დღეში. -ამატებს ნათია. -რა მაგარია,ავღნიშნოთ. -ამბობს სანდრო -იქნებ გეგმები აქვს? - ამატებს ბექა. -არაა,ჩემი გეგმა ის იყო,იუბილე აქ იტალიაში გამეტარებინა,დანარჩენი არაფერი განსაკუთრებული. -რა გადაწყვიტეთ ტოსკანაში წამოხვალთ ჩვენთან ერთად? სამ დღეში კი გვიწევს წასვლა. - რავი,მე არ მაქვს პრობლემა.ან,შენ გინდა თუ წავიდეთ ვენეციაში? - არ ვიცი… - რატომღაც ირაკლის შევხედე,ყბის ძვალი დაჭიმვოდა და აშკარად ლოყას კბენდა შიგნიდან,ჩემი მზერა შენიშნა და გამიღიმა,რაღაც ერთი ნაწილი ერთიანად მოეშვა ჩემში და სასიამოვნოდ ჩაიშალა ყველა კუნთში.გვიან დავიშალეთ ღამე,თუმცა მე ისევ დილის 5 საათზე ჭოტივით ჩემს ადგილზე ვიჯექი აივანზე და სადღაც გულის სიღრმეში,ისე რომ თითქოს თავსაც არ ვუტყდებოდი,იმედი მქონდა,იმედი იმის რომ მასაც ეღვიძა და გამოჩნდებოდა მალე…ანაა,ცეცხლს ნუ ეთამაშები.მაფრთხილებს ჩემი მეორე მე,რომელიც ძალიან ფრთხილია და კომპლექსიანი.არადა პირველი ვერსია ჩემი თავის შემტევი,ჯიუტი,რისკიანი,მხიარულია.ხან ჩემი თავის მე ვერ გამიგია,ეს გაურკვევლობა მტანჯავს და სულიერ ტკივილს მაყენებს.ნეტა მხოლოდ მე ვარ ასე???.. და აი ისიც განათდა მათ ოთახში და ჩემს გულის კუნჭულშიც…გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა,სუნთქვა გამიხშირდა.ვცდილობ დავარეგულირო,ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და რამდენიმე წამით ვწყვეტ სუნთქვას,თვალებს ვხუჭავ,რომ სრულად შევძლო კონტროლი ჩემს სხეულზე… -დილამშვიდობის. - რაც შეიძლება მშვიდად და ნელა ვატრიალებ თავს,ვუღიმი და ვესალმები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


