დამალული სიმართლე (თავი 9)
თქვა,დამასწრო… -ბედნიერად,გმადლობ. ბედნიერად?! აი მესმის სარკაზმი.ამაზე მეტი რა გინდა?! ვის საყვედურობ ანა?! შენი ბრალია,მხოლოდ შენი!ირაკლისკენ ვაპარებ მზერას.ჩუმად გაქვავებული მართავდა საჭეს.დავეჭვდი კიდეც იქნებ არ გაუგია.სუნთქვა მიჭირს,ხმაურიანად ჩავისუნთქე,შევხედე,გაყინული,უძრავი,უმეტყველო სახით უყურებს გზას. გაიგო,გაიგოო… გაკივის ჩემში ჩემივე ხმა.მისი ეს რეაქცია სწორედ ამაზე მიუთითებს.რა ფასად უჯდება ეს სიჩუმე,ღმერთო?!. სახლს ვუახლოვდებით,მანძილის შემოკლებამ მაიძულა ხმა ამომეღო _ირაკლი,არც კი ვიცი საიდან დავიწყო... დღეს ყველაფრის თქმას ვაპირებდი,მართლა,ვიცი აქამდეც უნდა მეთქვა,ვერ შევძელი უბრალ... _შეწყვიტე ანა,ეს ბოდვა. _ ხმა უჩვეულოდ შეცვლილი აქვს. _მქონდა…არა,მაქვს მიზეზი _ხმა მიკანკალებს,სიტყვებს თავს ვერ ვუყრი,ეს რა ჩავიდინე?!_ მაქვს მიზეზი რატომ ვერ გითხარი,მომისმინე გთხოვ,აგიხსნი… _რას ამიხსნი გოგო?შენ საერთოდ აზრზე თუ ხარ?! რის ახსნას აპირებ რომ მთელი ეს დრო ვერ მოახერხე გეთქვა რომ ოჯახი გყავდა?! სასაცილოა... _ვიცი,ვხვდები… _ძალიან გვიან მიმხვდარხარ!იმედგაცრუებული ვარ შენით,ჩვეულებრივი მატყუარა ხარ.შენი თითოეული სიტყვა მახსენდება ახლა,ღმერთო ჩემო…_ ხელებს საჭეს ურტყამს._ როგორ გამასულელე,ამდენი რამ როგორ მომატყუე ანა,როგორ?! _ყვირილზე გადადის,ვკრთი მის უჩვეულო ტრანსფორმაციაზე.პირველად ვხედავ ასეთს,გული მეკუმშება,ეს რა გავუკეთე?! თავში ხელებს ვიკიდებ,ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა,არც სურვილი მქონდა და არც ძალა მათი შეჩერების. _ რამდენიმე წუთი მომეცი გთხოვ,უბრალოდ შეძელი და მომისმინე.ერთადერთი რაც შენთან შემეშალა ის არის რომ დაგიმალე სიმართლე… _მაწყვეტინებს. _დამალული სიმართლე არ არსებობს! კი არ დამიმალე მომატყუე,ნუ ალამაზებ. _არაფერი არ მომიტყუებია ირაკლი- სასოწარკვეთილი ვიძახი - რა არ მოგიტყუებია გოგო?! ყველაფერი პირველი იყო შენთვის ისე ლაპარაკობდი! პირველი კოცნა,პირველი ჩახუტება,პირველი სექსიც ხომ?! არა,სექსზე არ გითქვამს,მაგრამ დისკომფორტი რომელსაც… ჰმ… _ აღარ ამთავრებს._ სიყვარულითაც კი რომ გეკითხა პირველად შეგიყვარდა! მაგრად დამაბოლე ხელებს ვწევ,ოსკარი შენია! ქმარი გყავდა! ქმარიი ამის დედაც… თურმე კოცნაც პირველი იყო და ჩახუტებაც ხომ?!.მეცინება,რა აბსურდია! ამის მერე კიდე ცდილობ რამე ამიხსნა?! სინდისი გაქვს საერთოდ?! ვინ ხარ შენ,ვინ?!_ ყვირის. ხმას ვერ ვიღებ,ცრემლები კოკისპირულად მოედინება.მონოტონურად ვიმეორებ ჩემს თავში რა გავაკეთე?! რა გავაკეთე?!... მანქანას აჩერებს,უკანასკნელად ვავლებ თვალს,არ მიყურებს,გაქვავებული სახით იყურება წინ,მელოდება როდის გადავალ. _ამოდი გთხოვ,ვილაპარაკოთ._ ბოლოჯერ ვცდილობ…თვალებს ხუჭავს,ისე მპასუხობს. _ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას ნუ დამაკარგვინებ,არ მინდა რამე ისე ვთქვა,რომ ღირსება შემელახოს,თუმცა შენ ალბათ არ გესმის რაზე ვსაუბრობ… მართალია,მე არ მაქვს მორალურად რამის თქმის უფლება.საკუთარ სხეულს ძლივს ვძრავ,გადავდივარ უსიტყვოდ,კარს ვკეტავ და იმავე წამს მიდის… ყველა შფოთვა იღვიძებს,რაც კი მივაძინე მასთან შეხვედრის შემდგომ.ყველა ერთად მესხმის თავს,ღმერთო რა აუტანელი მდგომარეობა მაქვს სულში,რა ნაცნობი გრძნობები მესხმის თავს. ზიზღი საკუთარი თავის მიმართ მომწამვლელად ედება ყველა ორგანოს და გულისრევის შეგრძნებას იწვევს.უიმედობა ცალკე მოღოღავს და გულს და გონებას ერთიანად წამლავს… განადგურებული ავდივარ სახლში,ვჯდები იატაკზე,დივანს ვეყუდები და ვტირი იქამდე სანამ ცრემლი არ მიშრება… ბათუმი,მამას გარდაცვალებამდე (14 წლის უკან) კორპუსის ეზოში, მაგიდაზე ლუდი და თევზი აქვთ კაცებს გაშლილი.ზაფხულის ცხელ დღეებს ცივი ლუდით იგრილებენ.ჩვენი უბნის მამაკაცებთან ერთად არის მამაც.მე მეგობრებთან ერთად გავდივარ სასეირნოდ. _მამიკოო,მე გავდივარ,ბულვარში მივდივართ გოგონები. _კარგი მაა,გვიან არ დაბრუნდე კაი. _კაი,მიყვარხააარ_ ბოლო ბგერებს ვაგრძელებ და გოგონებისკენ მივდივარ. _მოგესწრო შვილი დავით. _როგორი ლამაზი გოგო დადგა,ჩვენი უბნის თვალია. _უბნის კი არა ბათუმის _ უსწორებს სოსო ბიძია. მათი ხმა ჩემამდე აღწევს და მეცინება,თან მსიამოვნებს. _ყველაფერი გავიგეე… _ვტრიალდები და ვეძახი. მესმის მათი თავშეუკავებელი სიცილი. *** _მესმის ცისია,ნუ განიცდი მასე.მივხედავ მე მაგ საქმეს._ ამშვიდებს მამა ცისიას.რამდენიმე თვის გადმოსულები არიან თბილისიდან ის და მისი შვილი გიორგი.გიორგი 20 წლის არის. _დაველაპარაკები,ჩემთან წავიყვან სამსახურში.სწორედ ახლა ახალი კადრი გვჭირდება.ჩამოშორდება მაგ ბიჭებსაც,ასე ხდება,მეც ვიყავი მის ასაკში,რაღაც პერიოდი მეც ვიყავი აყოლილი უბნის ყოჩებს.დამშვიდდი… ამ საუბრის შემდგომ მამამ გიორგი თავისთან წაიყვანა სამსახურში,გიორგი მართლაც ჩამოშორდა იმ ბიჭებს ვისზეც ასე ღელავდა ცისია.ხშირად შემოდიოდნენ ჩვენთან ცისია და გიორგი საღამოობით,ჩაი-ყავაზე დავსხდებოდით მაგიდის გარშემო და ვსაუბრობდით.გიორგი კარტს მეთამაშებოდა,ხან ნარდს. _ მოგიგეეე_ დავცინი გიორგის და ამაყად ვაცხადებ. _გაგებინებ,გული რომ არ დაგწყდეს პატარა გოგო. _აბა კიი.აი კიდევ ვითამაშოთ და ნახე თუ კიდე არ მოგიგო… ყველას ეცინება ჩემს ამბიცურ ხასიათზე. _მოდი ახლა დომინო ვითამაშოთ. _კაიი,ვთანხმდები უცებ და დომინოს ვდებ მაგიდაზე._ აქაც ვუგებ და უფრო გაგულისებული ვეუბნები._ აღიარე გიორგი ძლიერი მეტოქე ვარ. _ხარ კიი,ხარ_ იცინის გიორგი. დომინოს ქვებით ვიწყებ სახლების აშენებას. _რას აკეთებ? _ვაშენებ.მე ანა ნუცუბიძე მომავალი არქიტექტორი ვარ და ნახავთ როგორ ლამაზს გავხდი ბათუმს წლების მერე.. _ოჰ,მამიკოს გოგოა ეს…_იცინის დედა_რასაც უყურებს მთელი ბავშვობა,მამამისის ნახაზებს და გეგმებს… _მერე რაა მაგაში ცუდი?_ ვეკითხები თავდაჯერებული. _არც არაფერი დედიკო,უბრალოდ ავღნიშნე,საიდან მოდის შენი ეს ხასიათი. _მა,მეც ხომ დამაწყებინებ შენთან მუშაობას,როგორც გიორგის? _აბა რას ვიზავ მამიკო.ჩემს ადგილს პირდაპირ შენ გადმოგცემ წლების მერე,შენ ოღონდ ისაწავლე მამიკო,ეს სახუმარო საქმე არაა.ადამიანების სიცოცხლე შენზე იქნება დამოკიდებული.თუ არასწორად დაუპროექტებ სახლის კონსტრუქციულ გეგმას,ის სახლი დაილება და შეიძლება ვინმე დაზიანდეს,ამიტომ კარგად ისწავლე,ხომ იცი ის გამოთქმა ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.მასე უნდა იყო ამ საქმეშიც._ თავზე ხელს მისვამს მამა. მამა ჩემი კუმირია. *** რამდენიმე თვეში მამას ინსულტი არტყამს და ადგილზე კლავს,სამსახურში.ეს ამბავი ჩვენთან გიორგის მოაქვს. _ვაიმე დედიკოოოო_ ვტირი ბოლო ხმაზე._ ჩემი მამიკო,მამააააა,მააა…. გიორგი ძლიერად მხვევს მკლავებს და არ მაძლევს უფლებას დაცემის. *** უფერო ნაცრისფერი დღეები დგას ჩვენს ოჯახში მამას გარდაცვალების მერე,14 წლის ვიყავი,როცა ჩემი ცხოვრების მისაბაძი ადამიანი და კაცი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.სულ ჩამესმის მამას ხმა “ოღონდ შენ ისწავლე ანა,ისწავლე” და მეც ვსწავლობ,რომ ჩემი საამაყო მამიკოს იმედები გავამართლო. გადის ორი წელი.სკოლის ბოლო დამამთავრებელ კლასში ვარ,რამდენიმე საგანში ვემზადები.საღამოს მივდივარ,ხან გვიან ვბრუნდები.დედა ღელავს.მე კი არაფრის მეშინია,სისხლი მიდუღს და ვფიქრობ თითს ვერავინ დამაკარებს. _გიორგი ძალიან გთხოვ,გააცილე ხოლმე რა,ზამთარია უკვე ბნელა,მეშინია.ამასწინ ნანა მეუბნეოდა,ჩვენს ზევით რომ ცხოვრობს ანაზე გიჟდება ნახევარი ბათუმიო.ვიღაც მითხრა ვერ ვცნობ მე,მოტაცებას უპირებს,სკოლას როგორც კი დაამთავრებსო.არ დამღუპონ.გეხვეწები გიორგი,მიმიქციე ყურადღება. _კი,ლია დეიდა.რაა სახვეწარი აქ.ხომ იცით ანა ჩემი დასავით არის. _კი,ვიცი გიორგი. მის მერე გიორგი დამყვება წრეებზე.გზაში ათას სისულელეზე ვსაუბრობთ.22 წლის არის,მაგრამ ვუყვები ჩემს გეგმებზე,როგორ სახლებს ავაშენებდი,ისიც მისმენს სერიოზული სახით. ერთ დღესაც როცა სადარბაზოდან გამოვდივარ გიორგი ბიჭებთან ერთად დგას ეზოში.ვესალმები და გზას ვაგრძელებ.ერთ-ერთის ხმა მესმის. _ რა შველივით გოგოა,ვინაა? _ ჩემი მეზობელია._ მესმის გიორგის ჩახლეჩილი ხმა. იმ საღამოს ერთად წავედით,გამაცილა ისევ და მთელი გზა ხმა არ ამოუღია.არც მე არაფერი მითქვამს,იმ ბიჭის სიტყვები მიტრიალებდა თავში რატომღაც…არც უკანა გზაზე უთქვამს რამე.მის მერე ასე უხმოდ დავდიოდით ხანდახან რამე მცირეს თუ ვიტყოდი და ხო ან არას მეტყოდა. რაღაც თვალით უხილავი უფსკრული გაჩნდა ჩვენს შორის.ჩვენს უბანში ბიჭები მომრავლდნენ,მუდმივად ჩაცუცქული ბიჭების რაზმი იყო და გიორგიც მათთან ერთად.იცვლებოდა მისი ცხოვრების სტილი ისევ… მაგრამ არა მხოლოდ სტილი,ჩემს მიმართ მზერა შეეცვალა.ეს მაშინ ვიგრძენი,როცა ახალი წლის საღამოს გამოვიპრანჭე და მათთან მეკვლედ გავედი.ვგრძნობდი რაღაც ისე ვერ იყო.მასთან მარტო დარჩენას და კონტაქტს თავს ვარიდებდი,თან სინდისი მაწუხებდა,ეს ხომ ის გიორგი იყო ვისაც მამა ენდობოდა,დედამ ჩემი მიხედვა სთხოვა.მგონი გეჩვენება ანა,ვეუბნეოდი ჩემს თავს. რამდენჯერმე სადარბაზოში უცნაურად გაბრუებული შემხვდა,მზერა ისეთი არა სანდო ჰქონდა,თვალები უცნაურად უელავდა…აღარ მინდოდა სადმე გავეცილებინე,მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობდი. _ანა_ ერთ დღეს მაჩერებს._ ნიკა ნიჟარაძე გიყვარს? _საიდან მოიტანე? _გიყვარს თუ არა?! _არა. _მოერიდე მაშინ… ნიკა,ბოლო წელია განსაკუთრებით გააქტიურდა,როგორც ჩემი თაყვანისმცემელი.მართალს კი ამბობს.ჩემამდეც მოვიდა ხმა ბანკეტის დღეს მოვიტაცებო იძახის.რა დებილები არიან ეს ბიჭები,ვფიქრობ,არ მიყვარს და წესიერად არც ველაპარაკები.თუ არ უყვარხარ,რატომ უნდა მოიყვანო ძალით გოგო ცოლად?! ვფიქრობ ჩემთვის.ისე ბოლო დროს ბევრი თაყვანისმცემელი მყავს და ხშირად ჩხუბიც მოსდით ერთმანეთში,მართლა დებილები არიან,მე არცერთი მიყვარს,რა ჩხუბებთ?! კარგია გიორგი მაინც რომ დამყვება ხანდახან,დიდია და მაინც მერიდებიან მის გამო. თებერვლის ცივი,ნესტიანი საღამოა.გიორგი არ ჩანს რამდენიმე დღეა.მასწავლებლებთან ჩემით დავდივარ.მე და ჩემი მეგობარი გოგონა გამოვდივართ რეპეტიტორისგან.იჩემებს ამ გზით წავიდეთო. _თათია,ცივა.ეგ შორი გზაა.წავიდეთ ჩვეულ გზაზე. _აუუ,წამოდი რააა.საქმე მაქვს აქეთ. _რა საქმე?! _ახლა შენ გაბარო კიდე …გეუბნები წამოდი. _რა ჯიუტი ხარ._ ვეუბნები და მივყვები. _არც შენ ხარ ნაკლები_ მპასუხობს სიცილით. ნეტავ ვყოფილიყავი იმაზე ჯიუტი ვიდრე აღმოჩნდა გადამწყვეტ მომენტში… რამდენიმე მეტრში,მანქანა გვხვდება,კარი ღიაა,სიბნელეა და დიდად არაფერი ჩანს…სულ რამდენიმე ნაბიჯი დაგვრჩა და მესმის ჩუმი ხმა,მაგრამ მაინც აღწევს ჩემს ყურამდე. _მოდიან. ადგილზე ვშეშდები.წინ ნაბიჯს აღარ ვდგამ. _ ჰაა წამოდი _ განგებ ხმას უწევს თათია. _არა,აღარ წამოვალ მე მაგ გზით._ ის არის მოვტრიალდი და რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ უკან გზაზე,რომ ვიღაც მეპარება სწრაფად მტაცებს ხელს,მეორე ხელს პირზე მაფარებს და მანქანაში მსვავს. ყვირილის საშუალებას არ მაძლევენ,თვალები მიფართოვდება შიშისგან.ვიქნევ ხელებს-ფეხებს,მაგრამ უშედეგოდ.წინ სავარძელზე მძღოლი ზის,სასწრაფოდ ქოქავს მანქანას და მიაქროლებს სიბნელეში.მის გვერდით,მგზავრის მხარეს კიდევ ვიღაც ზის,მაგრამ ვერ ვხედავ.ორივე გვერდიდან ვიღაც ბიჭები მიზიან.პირზე ისევ ხელი აქვთ აფარებული. ვღმუივარ, ბგერების ამოთქმის საშუალებას არ მაძლევენ. _გაუშვი ხელი._ დაიბუბუნა ნაცნობმა ხმამ. გავიყინე,წამიერად ვშეშდები,სანამ აზროვნების უნარი დამიბრუნდეს.პირიდან ხელს მაცლის. _გიორგი…შენ ხარ?? _წინ ვიხრები,მაგრამ ერთ-ერთი მიჭერს მაინც._გაუშვიო ხომ გითხრა._ ვუბღვერ და ვაშვებინებ ხელს. კი,გიორგია ნამდვილად,ვხედავ. _რა ხდება გიორგი? აქ რა ხდება? _გეტყვი ცოტა ხანში,უბრალოდ დამშვიდდი და არ ინერვიულო.შენთან ვარ. _მისი სიტყვები ცოტა მამშვიდებს,მაგრამ მაინც ვხვდები რომ რაღაც უჩვეულო ხდება ჩემს თავს. მივდივართ ასე 15-20 წუთი.შემდეგ სადღაც ჩიხში შედის მანქანა,რაღაც ორღობეა,მიუყვება გზას და ცოტახანში ჩერდება.გადმოვდივართ.მაშინვე გიორგის წინ ვისვეტები. _აღარ მეტყვი რა ხდება? _შევიდეთ. _სად შევიდე ახლავე მითხარი სად ვართ და აქ რა მინდა?! ხელს მკიდებს და ძალით მივყავარ. _ხომ არ გაგიჟდი რა გჭირს? რა ხდებათქო აქ? სახლში შევდივართ.ის ტიპები სულ მავიწყდებიან,თუმცა არც ჩანან.კარებს შიგნიდან კეტავს.ვგრძნობ ფერი მეკარგება _რა ხდება,ღმერთო… _ვჩურჩულებ _ ანა,მომისმინე.არ ვიცი როგორ გითხრა… _ჭრელად… _ რაა? _მეკითხება.მეღიმება. _რა ხდება კაი ხო მითხარი და დროზე წამიყვანე აქედან დედა ინერვიულებს. _ანა მიყვარხარ და ჩემი ცოლი უნდა გახდე. _ რაა?_ მეცინება._ ხუმრობ ხო? _არ ვხუმრობ! _შენ ხომ არ გაგიჟდი?! ახლავე გამიშვი აქედან თორემ ჩემი ხელით მოგკლავ. _არა ანა,სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი ბევრი ვიფიქრე.ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. _ნუ მაცინებ,შენ ვინ გკითხავს საბოლოო გადაწყვეტილებას?! ეგ ჩემი გადასაწყვეტია ვის გავყვები ცოლად და ვის არა! გამატარე. _ხელს ვკრავ და კართან მივდივარ.ვაბრახუნებ,ვეჯაჯგურები,მაგრამ რას ვუზამ რკინის კარს..ახლა ფანჯარას მივვარდი. _არა ანა,გაჩერდი.სანამ არ დამთანხმდები აქედან ვერ გახვალ. _კაი თანახმა ვარ._ წავიდეთ. ეცინება. _არადამაჯერებელია,თან მხოლოდ სიტყავზე ვერ გენდობი. _რას ჰქვია მხოლოდ სიტყვაზე?! _ჩემივე ხმა მეჩხირება ყელში. _იცი რასაც… _შენ ხომ არ უბერავ ბიჭო?! გამიშვი აქედან. ხელს მკიდებს და რაღაც უფანჯრო ოთახში მკეტავს,სადაც საწოლი დგას მხოლოდ.მეორე კარიც არის,ვიხედები და აბაზანა და საპირფარეშოა პაწაწინა ფანჯარაა,სადაც შანსი არ მაქვს ვერ გავეტევი. _ღმერთო ჩემო._თავში ვიშენ ხელებს.ეს რა დამემართა?! მთელი ოთხი დღე ვყავარ გამოკტილი ოთახში,დღეში რამდენჯერმე საჭმელი შემოაქვს. მხოლოდ ამ დროს თუ ვხედავ.სადღაც შორიდან ხმა ისმის პერიოდულად ბიჭების.ალბათ ვინმე მოდის მასთან.ჯიუტად ხმას არ ვცემ და არც თვითონ იკლავს თავს,ალბათ მელოდება როდის გავტყდები.მეხუთე დღეა,ისევ საკვები შემოაქვს და იქვე სკამზე დგამს ლანგრით. _ ჭამე ანა. _ მომშორდი… _ანა,ჯობია შეეგუო,რაც მალე უკეთესი.ჩემი ცოლი ხარ შენ უკვე,ყველამ ასე იცის ბათუმში,აზრი აღარ აქვს შენს პროტესტს. _არ მაინტერესებს ბათუმში რა იციან,არასდროს შენი ცოლი არ გავხდები.რამდენი ხანიც არ უნდა გამომკეტო აქ. _გახდები კი არა ხარ უკვე! _ თვალები უელავს. _იოცნებე,მხოლოდ შენს ოცნებებში თუ ეღირსები… რამდენიმე ნაბიჯს დგამს ჩემსკენ.შეუდრეკელად ვდგავარ. _ჩემი უშიშარი ცოლი_ იცინის. ერთი ხელის გაწვდენაზე დგას,ისე მაღიზიანებს ხელს ვიქნევ და სახეში ვარტყამ. _ნუ ოცნებობთქო გითხარი. _ვის უბედავ შენ?! _თვალებში ცხოველური ინსტიქტი უდგება,ახლა კი ვგრძნობ შიშს,მაგრამ გვიანია.უკან ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და საწოლს ვეჯახები. _მაგ პატარა ლამაზ სახეს იცი რას ვუზამ?! _მუქარასავით ჟღერს მისი სიტყვები,უცებ ქვედა ტუჩს ილოკავს.ხელს მავლებს სწრაფად და საწოლზე მაწვენს. _ არ მომეკარო,გაწიე შენი ბინძური ხელები._ მგონი რაც უფრო წინააღმდეგობას ვუწევ აზარტში შედის.ზევიდან მაჯდება,მაიკას ზედ მახევს.ერთიანად პანიკა მერთვება და ვკივივარ. _მიშველეთ,მიშველეეეეეეეთ. _ არავინაა აქ პატარა,ჩემი ხარ….დამყურებს ზევიდან და თვალები საშინლად უპრიალებს.ეს არაა გიორგი.რა ჯანდაბააა… _გადი,გადადიი,გადიიიი მისი ხელები უკვე ჩემს სხეულზე დადის და მკოცნის სადაც კი უხერხდება.ხელებს თავში ვუშენ,ხან მკერდზე ვკრავ,მთელი ტანით ვფართხალებ,რომ ვერ შეძლოს ჩემი გაკავება.სახეში მავლებს ხელს და მიყვირის. _გაჩერდი,ჩემი გახდები მაინც… _გადადი,გადაეთრია შე ნაგავო… იცინის საშინელი ხმით.შარვლის ღილებს მიხსნის ,წამში მხდის. _გადიიიი,გადიიიი,ღოროოო. სახეში მარტყამს და მიყვირის _წყნარად. ვტირივარ,ვღრიალებ,სახეზე და მკერდზე ხელებს ვიფარებ.ამით სარგებლობს და ტრუსს ზედ მახევს. _ აააა,არაააააა…_ხელს ვიფარებ.ამასობაში იხსნის ელვა შესაკრავს,იწევს ემზადება,მაჯებში მავლებს ხელებს და თავს ზემოთ მიფიქსირებს,ფეხებს მისივე მუხლების ძალით მაშლევინებს და მთელი ძალით,უხეშად შემოდის ჩემში. _აააა…… ვღრიალებ ტკივილისგან და ვიკლაკნები,თუმცა განძრევის საშუალებას არ მაძლევს.ერთი,ორი, სამი… და ასე გაუჩერებლად.ვტირივარ,ხმას ვეღარ ვიღებ ტკივილისგან,მხოლოდ ხმამაღლა ვტირივარ. ბოლო ბიძგებით შემოდის,ჩერდება და ზედ მაწვება.ვხვდები,რომ მორჩა.ხელებს მიშვებს, დუნდება.ხელით ვაწვები,ვაგდებ ჩემი სხეულიდან. _გაეთრიე_ ვჩურჩულებ.დგება და მიდის,კარს გარედან კეტავს.ერთიანად ვკანკალებ,გული მერევა,საპირფარეშოსკენ მინდა გასვლა,მაგრამ რა წამს ვცდილობ წამოვდგე მთელი ფეხები სისხლით იღებება,გაოგნებული დავცქერი ჩემს სხეულს. _ღმერთოოო… გული მერევა იქვე… *** გამთენიას კარს აღებს და შემოდის.მე იატაკზე ვწევარ,ემბრიონის პოზაში,ისევ ნახევრად შიშველი,დასვრილი,სისხლიანი და ვერ ვინძრევი. _ღმერთო,ანაა _ იძახის ჩემს დანახვაზე. არც კი ვუყურებ.სადღაც შორიდან მესმის მისი ხმაც. _ღმერთო,ღმერთოოო…ეს მე…ვაიმე ანა,ეს მე გავაკეთე?!! ეს რა დაგმართე ანაა…. თავში ხელებს იცემს,კედელს თავს ურტყამს,მუშტებს,იგინება.რამდენიმე წუთს აგონიაშია,შემდეგ მიახლოვდება და ალბათ აპირებს წამომაყენოს. _არ შემეხო._ მშვიდი ხმით ვამბობ,მაგრამ ეს არაა ჩემი ხმა,მეც ვგრძნობ.ადგილზე იყინება. _მაპატიე,მაგრამ როგორ?! *** სახლში ვბრუნდებით,თუმცა მის სახლში.ცოცხალ- მკვდარი ვარ.ჩემი ცხოვრება იქ დასრულდა.გათელილი,განადგურებული ვარ. ცისია გაბადრული მხვდება,მაგრამ ჩემს დანახვაზე ხვდება რომ რაღაც ისე ვერ არის.საძინებელში შევყავარ,სადაც აშკარად ბედნიერ პატარძალს ელოდა ოთახი და ცისიაც. _ღმერთო ანა,რა გჭირს შვილო? _ცისიას ცრემლები აწვება.მე ხმას არ ვიღებ.დგება და გარბის.მესმის გვერდით ოთახიდან როგორ უყვირის გიორგის. _რა უქენი ანას? რა დამართე შე უსინდისო? ასე უხდი მადლობას და სამაგიეროს მის ოჯახს? შენ მომიკვდი,შეეენ! _მისი ხმა ყურებში ჩამესმის. მთელი დღე არ მშორდება ცისია.გიორგის თვალით ვერ ვხედავ,თუმცა არც მინდა.დედა არ შემოდის რადგან ჰგონია გავიპარე გიორგისთან ერთად და ნაწყენია,თუმცა ასე ჯობია.არ მინდა მნახოს ასე… მაინც შემრჩა ალბათ რაღაც ადამიანური რადგან ვიღაცაზე ვფიქრობ და ვნერვიულობ… ღამით დენა მეწყება ისევ,ცისიას ვეძახი. _ღმერთო ჩემო,ანა…სასწრაფოდ უნდა წავიდეთ,ასე დაიცლები შვილო… _დედას არ გააგებინო გთხოვ. _კარგი,კარგი._ მიქნევს თავს._ ანაა,რა მოხდა? _ვხვდები რასაც მეკითხება,თუმცა აშკარად ხვდება და პასუხის მოსმენისაც ეშინია. _გამაუპატიურა… _ღმერთო… _ პირზე ხელს იფარებს ცისია და თვალები ცრემლებით ევსება. *** რამდენიმე კვირა გადის.სკოლაში აღარ დავდივარ,აღარც რეპეტიტორებთან.ვზივარ ოთახში და ფეხს არ ვადგამ გარეთ. გიორგი არ მეკარება,არც მენახვება.სხვა ოთახში იძინებს,ისიც მგონი იშვიათად,რომ სახლში დარჩეს.რაღაც პერიოდის მერე დედა შემოდის,გული არ უთმენს,თუმცა ეს ის ანა არაა,თავისი შვილის აჩრდილია.ტირის და გადის,ჰგონია მისმა გაბუტვამ იმოქმედა ჩემზე. *** დეპრესია მაქვს.არ ვჭამ,არ გავდივარ გარეთ,არ ვსაუბრობ.როცა კი ხმა მესმის,რომ გიორგი სახლშია არ გავდივარ,ხან რამდენიმე დღე არც ბრუნდება სახლში.არ ცდილობს ჩემთან დაკონტაქტებას.ორივე აჩრდილად ვიქეცით. ერთ სახლში ისე ვცხოვრობთ,რომ ორი თვე ხდება და ერთმანეთისთვის თვალი არ შეგვივლია.ცისია შეშფოთებულია ჩემი მდგომარეობით.გიორგის როცა კი სახლშია,სულ ეჩხუბება. _რა დამართე საწყალ ბავშვს?! რაა! ასეთი გინდოდა?! ეს სიყვარული გგონია შენ?! ახლა მაინც შედი დაელაპარაკე,იქნებ შეძლოს და გაპატიოს,რაღაცით ეცადე,რომ გული მოულბო,ამოხდება სული საწყალს იმ ოთახში…დამღუპე,დამღუპე… მამამისის ხსოვნას ასე მიაგე პატივი?! ღმერთოო,როგორ მრცხვენია შენი სულის დავით,როგორ გვედექი გვერდში და ამ ცხოველმა დაღუპა შენი შვილი… ფეხის ხმა მესმის,ცოტახანში კარის ხმა.როგორც ყოველთვის სახლიდან გაიქცა.სინდისს სად გაექცევი გიორგი,სინდისს?! ვფიქრობ გულში… *** კარზე ზარია,ცისია აბაზანაშია.გავდივარ კარის გასაღებად.ნეტა გიორგი არ იყოს,არ მინდა მასთან შეხვედრა.კარს ვაღებ და პოლიციის თანამშრომელი დგას კარში. _გამარჯობა._მესალმება ის,თავს ვუქნევ სალმის ნიშნად. _გიორგი კაკაბაძის ოჯახია? _დიახ. _თქვენ ვინ ბრძანდებით? _ მეკითხება.ღმერთო ვინ ვარ?! პირველად და უკანასკნელად ვთქვი მაშინ ის სიტყვები. _მეუღლე. _სამწუხაროდ ცუდი ამბავი გვაქვს,თუ შეიძლება გამოგვყევით. _ თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. _ახლავე.ცისიას ვუკაკუნებ კარზე და ვეუბნები ცოტახნით გავდივარ და მალე მოვალთქო.გაკვირვებული ხმა აქვს და მეთანხმება. რამდენი ხანია ქუჩაში ფეხი არ დამიდგამს.მზემ თვალი მომჭრა,უკვე გაზაფხულია.მანქანაში ვჯდები და მივდივართ. _რა დააშავა? _გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა._ ვუყურებ შუშის თვალებით და ვერ ვიაზრებ ვერაფერს.მგონი აზროვნება აღარ შემიძლია.ჩემი სახის გამომეტყველებით გაოცებული ამატებს_ ზედოზირება,გარდაცვლილი იპოვეს. ვფითრდები ვხვდები და ერთიანად მეყინება სხეული.კანკალი მეწყება. _უნდა ამოიცნოთ გვამი. _ აღარაფერი აღარ მესმის…ვფიქრობ,რომ ჩემი ბრალია,რომ არ შევყვარებოდი,რომ არ შემძულებოდა,რომ არ დამესაჯა ასე,რომ…რომ… იქნებ ცოცხალი ყოფილიყო.ღმერთო,ცისია… ფეხები უკან მრჩება,როცა მორგში შევყავარ.კართან მაყოვნებენ.იქვე ვიღაც კითხულობს ჩურჩულით _გარდაცლილის ვინაა? _ცოლი ყოფილა _უი,საწყალი,რა ახალგაზრდაა… _ეჰ,ბრალი იმას ვინც მოკვდა,თორემ ეს იპოვის გზას… ბოლო სიტყვებს ვატრიალებ გონებაში “გზას იპოვის”...გზას…გზა უნდა ვიპოვო…რა გზა?! ვეკითხები ჩემს თავს,საიდან სად მიმავალი?! გზები არსებობს კიდევ?.. _შემოდით. შევდივარ ცივ,ნაცრისფერ ოთახში,სადაც რამდენიმე ნათურა ანათებს.აი ისიც იქ წევს,თეთრი ზეწარი აქვს გადაფარებული…იქნებ არ არის გიორგი.პირველად ვფიქრობ ამას და ცოტა იმედი მეძლევა,სასიკვდილოდ მაინც ვერ ვიმეტებ…ნაბიჯსაც უფრო თამამად ვდგამ…ცხედართან ორ ნაბიჯში ვჩერდები.სუნთქვას ვწყვეტ,ჰაერი მემძიმება. _მზად ხართ? თავს ვაქნევ,თანხმობის ნიშნად. სახეზე ხდის ზეწარს… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


