კვამლი ცეცხლამდე თავი 2
რა ბატი ვარ ღმერთო ჩემო, უცებ იქვე კარადის კარს ამოვეფარე- თუ შეიძლება დატოვე მარის ოთახი და მადროვე გამოცვლა, შენ ჰომ გაქვს შენი.უცნაურად მიყურა რამდენიმე წამს, მის თვალებში რაღაც აკიაფებულიყო. უსიტყვოდ წავიდა და დამიტოვა უცნაური გრძნობა. უცებ ჩავიცვი მარის ტანსაცმელი, რომელიც ლოგინზე დაეწყო და სამზარეულოში გავედი -მარი სად ხარ? -შენ ჰო ვერ მოგიშორე ვერსად, ცოტაც და სიზმარშიც მომაკითხავ-ლუკა მისაღებიდან შემოდის და სველ თმებს მიჩეჩავს-ყველგან შენ როგორ ხარ გოგო -სად არის შენი და, უნდა მოვკლა- დამცინოდა, ხელები გადაეჯვარედინებინა და კედელს მიყრდნობილი მიყურებდა დაქალის ძმა, ვინ იცის ჩემი მეორე მე მერამდენედ ამბობდა, რომ ის დაქალის ძმა იყო, თუმცა რა? შედეგი არის თუ არა ვერ გავიგე -რამდენი ხანია არ გინახივარ და არც მომიკითხავ? გავიგე ამ ყინვაში დაკარგულხარ- თბილი ხმა ჰქონდა ბიჭს -კი შენმა ველურმა დამ და ძმაკაცმა მიპოვა-არაფერი უთქვამს, ოდნავ ნაძალავადევად გამიღიმა მხოლოდ. რა არსასიამოვნო შესახედი იყო მისი ეს ღიმილი, რა ამზრზენი შესახედი-ჩაი გინდა? -მე არ მინდა -მე მინდა. ათისკენ მამას დავურეკავ რომ მომაკითხოს და წავალ -წაგიყვან მე-სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა -არ მინდა, ხვალისთვის შეინახეთ ენერგიები -ვიცოდი რო მანდაც ვერ მოგიშორებდი რა- ვითო დანანებით გააქნია ბიჭმა თავი -რა გეგონა აბა დაქალის ათი დღით მოტაცებას დავუშვებდი? შენც კარგად იცი რომ მაინც წამომიყვანდა-ბავშვივით ენა გამოვუყავი და ჩაი დავიხსი. ტუჩის კუთხე ჩატეხა. სხეულში რაღაც ამოუცნობმა ნაცნობმა დამიარა, არ ვიცი კარგი იყო თუ ცუდი, არ ვიცი რა იყო და არ ვიცი რატომ იყო. -თაფლი მაღლა უჯრაში დევს-იცოდა და სულ ეცოდინებოდა -აღარ გაქვთ თაფლი, მარიმ თვის ბოლოს ჩამოდის ის ქალი ვისგანაც ლალი ყიდულობს თაფლსო -გადამრევთ, ჩემზე მეტი იცი ამ სახლში, მაგრამ ის არ იცოდი რომ მე და ჩემმა დამ ოთახები გავცვალეთ?-ეჭვნარევად გადმომხედა ბიჭმა და ეს ცხელი ჩაიც გადამცდა -რა ქენით?-წამოვწითლდი-როდის გაცვალეთ -რამდენიმე დღის წინ-ვითომც არაფერიო ისე მიყურებდა, არადა ვგრძნობდი გაღიმება უნდოდა -არა მოვკლავ ჰო ვამბობ-ჩავიჩურჩულე და ისევ ბიჭს შევხედე-ჰო იცი რომ მცოდნოდა შენი აბაზანა იყო არ შევიდოდი -მე რა ვიცი, იქნებ ჩემი ცდუნება გინდოდა-სერიოზულობას ცდილობდა ლუკა მაგრამ აშკარად გაურბოდნენ ხმის ბგერებში ღიმილის ნოტები -სულელი-ჩავიფრუტუნე ჩემთვის -რაო რა თქვი?-ყურზე მიიდო ხელი ბიჭმა, არადა კარგადაც გაიგო და კარგადაც ხალისობდა, ბავშვობიდან უყვარდა ამ გოგოს წვალება და იქნებ თვითონ გოგოც? ვინ იცის. -სად არიან ლალი და თენგიზი?-თემა გადავიტანე -ბებოსთან წავიდნენ, წნევები აქვსო და სანამ სვანეთში იქნებით ჩვენ ბებოსთან დავრჩებითო -შენი და და ძმაკაცი სად არიან -ჩემი და ჩემზე უკეთ შენ არ უნდა იცოდე?- ნიშნისმოგებით გადმომხედა -ნერვებს მიშლი -ნუთუ -სად წაიღო ჩემი ტელეფონი ჰო არ იცი-სასხვათაშორისოდ ვკითხე და სამზარეულოს თვალი მოვავლე. ჩაის სმასაც მოვრჩი და ჭიქა უცებ ამოვრეცე -მე რა ვიცი ახალი მოსული ვიყავი შენ რომ ოთახში ყოფნა არ მაცადე და გამომაქცუნე -ახლა სულ უნდა გაიხსენო?-წარბაწევით შევხედე -არადა სულ პატარა მახსოვხარ, ფორმები თუ გქონდა სულ არ შემიმჩნევია-ამათვალიერა. დავიძაბე. სირცხვილი და სიბრაზე ერთმანეთს ანაცვლებდა და ისე წამოვწითლდი, ბიჭს ბოლო ხმაზე გაეცინა -შემეშვი რა-ხელი ავუქნიე და მისაღებში გავედი, მანდვე მაგიდაზე იდო ჩემი სატენშეერთებული ტელეფონი, მაშინვე ვწვდი და ჩავრთე, ათის ნახევარი გამხდარიყო. მარის ნომერი ავკრიფე და გამწარებულმა დავურეკე -გეფიცები თქმა დამავიწყდა, მანდვე ლოგინზე დავატოვებინე ლუკას ტანსაცმელი, მაღაზიაში ვართ მე და თორნიკე, ხვალ წასაღებ პროდუქტებს ვყიდულობთ, დედა და მამა ბებოსთა არიან, ლუკას უთხარი და გაგიყვანს სახლში, სვანეთზეც გეტყვის, გაკოცე და არ გამიბრაზდე ბეიბბბ- უცებ მომაყარა და მაშინვე გამითიშა -ახლა ეს თუ გიჟი არაა-ჩემთვის ჩამეცინა და ახლა მამაჩემის ნომერი ავკრიფე -ჰო მა-კაცის დამთბარი ბარიტონი ისმოდა მეორე მხრიდან და გული მითბებოდა -მამიკო მომაკითხავ? -სად ხარ მამა ამ შუა ღამე?- ოდნავი სიმკაცრე შეპარვოდა მამას ხმაში თუმცა არფერ ზედმეტს არ ამბობდა, ასეთი იყო ის. -ამირეზაშვილებთან ვარ მა, სკოლის მერე მარიმ გამომიარეო -კი მა, მოვალ ასე ნახევარ საათში-ისევ დათბობოდა ხმა, უყვარდათ ჩემს მშობლებს ეს ოჯახი და ამ ოჯახის თითოეულ წევრსაც უყვარდა ჩემი ოჯახი. ცოტა ხანს ინტაგრამს ვათვალიერებდი და მერე სიის ჩამოწერა დავიწყე რა უნდა წამეღო ხვალ, ხმაურიანად რომ დაესვენა ბიჭი დივანზე და ჩემი ყურადღებაც მიიქცია -რამეს ვუყუროთ არ გინდა? -კახა მომაკითხავს მალე -აუ კახა მაგრად მიყვარს იმენა-ღიმილით მითხრა და მის გვერდით დივანზე დაატყაპუნა ხელი მომიჯექიო, მეც მოსმენილით ნასიამოვნები მივუჯექი -ხვალ რომელზე ვიყო მზად? -საღამოს ვგეგმავდით წასვლას, მაგრამ დიდი დრო უნდა და ძაან დაგვიღამდება, ამიტომ გამთენიისას გავალთ, ასე ექვსისკენ-თავი საზურგეს ჰქონდა მიყრდნობილი და აშკარად ეძინებოდა -რამ დაგღალა ასე ადამიანო, თავს ვერ იმაგრებ -პირველი კურსის სტუდენტს, რომელიც მუშაობს იმაზე მეტი საქმე აქვს, ვიდრე შენ გგონია პატარა ქალბატონო-ეღიმებოდა და თვალებს ისევ არ ახელდა, თითქოს ჰაერს ნელა სუნთქავდა, ეშინოდა რამე არ გამოპარვოდაო. -ვაუ, ანუ შვებულება გაქვს? მერე უნივერსიტეტი? -ეს თვე ვისვენებ თებერვალში მაქვს ფინალურები.... შვებულებასაც მაშინ ვაპირებდი ჩემმა გიჟმა დამ რომ მესტია გადაწყვიტა და მეც შემტენეს მაგას-გაეცინა თავისივე ნათქვამზე -შეგტენეს რას ქვია, ჩემი აზრით იქით შეეტენე ჩემს სილამაზეს. ვინ მოგცა ჩემს დაქალზე მასე საუბრის უფლება შენ?-გაგულისებული ვუყურებდი ლუკას, ყველგან დავიცავდი დაქალს. გამომხედა, იცოდა რომ მარის მხარეს დავიჭერდი და შეფარული ღიმილით დაასაჩუქრა ჩემი გული -მიდი გაემზადე თორე მოვიდა კახა. აუ ისე რაო რა გითხრა რო უთხარი სვანეთში გამიშვიო?- გამომცდელად მიყურებდა ბიჭი -შენ რაღა გინდა ახლა..... სულელი-ჩავილაპარაკე და მზადება დავიწყე. -მაგ სულელის უფლებები ჰომ იცი? -რომელი უფლებები?-დაბნეულმა შევხედე ჩემსკენ გადმოწეულ ბიჭს -რომელიც გაცნობის წამიდან მოგანიჭე -კონკრეტულად?-მობილური აზუზუნდა. ვუპასუხე, თუმცა კითხვა რომელიც დავსვი პასუხგაუცემელი დამრჩა. იქნებ არც მინდოდა პასუხის გაგება? ან პირიქით იმდენად მინდოდა, რომ მოსმენა არ მინდოდა. რას გაუგებ გულს, რომლისაც არ გესმის. არადა ჩემია ეს გული, მაგრამ მაინც სხვისად გრძნობს თავს. -მოხვედი მა? -მოვედი, გამო უცებ, ძაან წვიმს -ოქეე- ტელეფონი გავუთიშე და უცებ მოვიცვი ჩემი სველი ქურთუკი, ცელოფანსაც ხელი დავავლე ჩემი სველი ტანსაცმელები რომ იდო შიდ. -წამოდი მიგაცილებ- ქოლგა აიღო ბიჭმა და გამომყვა, არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა, სულ ასეთი იყო. მანქანაში ჩავჯექი. მამამ თავისი ფანჯარა ჩამოსწია ლუკას რომ მისალმებოდა -ლუკა სულ გადაგვეკარგე, არ გრცხვენია? -არადა თენგიზი მაგას შენზე ამბობს ხოლმე-ღიმილითა და დადებითი განწყობით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს -იცოდე სვანეთში გოგოს მიმიხედე-უღიმოდა მამაკაცი ბიჭს მაგრამ მომთხოვნი, მკაცრი ბარიტონი იგრძნობოდა -არ გრცხვენია? მაგის თქმა რად მინდა- გაეღიმა მასაც -კარგი მიდი შედი სახლში- ისიც თავის დაკვრით შევიდა და ჩვენც სახლში წავედით. სახლში შესვლა და მარინას ქოთქოთი ერთი იყო -დედა არ გრცხვენია? რამდენი ვინერვიულე ვინ იცის, არ უნდა დაგერეკა? მერე მარიმ დამირეკა ჩემთან არისო, სკოლის მერე გამომიარაო- ვგიჟდებოდი დაქალზე, ზუსტად იცოდა რას ვიტყოდი და რა უნდა ეთქვა -დედუცი ტელეფონი დამიჯდა და მარის ვთხოვე რო დაერეკა-ლოყაზე ვაკოცე დედას და ჩემი ოთახისკენ დავიძარი -სულ შენი გატუტუცებულია ეს კახა რა- ახლა საყვარელ ქმარს მიუბრუნდა და ჩუმად გაპარებული თვალით ვხედავდი, როგორ ჰქონდა მამაკაცს მის წელზე ხელები და როგორ უღიმოდა მთელი გულით. ქალიც დანებდა, იყო ამბორი, წრფელი, სიყვარულით სავსე. უცებ ღიმილით ავირბინე ოთახში და ღიმილითვე ვალაგებდი ჩემოდანს. საკმაოდ დამიგროვდა ბარგი, არადა რამდენი რამ ვერ ჩავდე და რამდენინმრჩებოდა ვინ იცის უცებ დედა რომ ამოვიდა და ორი სავსე ჩანთა მომაწოდა -რა არის დედა ეს?-გაკვირვებულმა შევხედე -დედა ეს საჭმელებია, აბა იქ ამდენი დამშეული ბავშვი იქნებით, იქნებ გზაშიც მოგშივდეთ, ორი დღე მაინც გეყოფათ -გამაგიჟებ რა- გამეცინა და საყვარელ დედას ლოყაზე ვაკოცე -ხვალ რომელზე გადიხართ? -ექვსზე დე -გაგაცილებთ მე და მამაშენი -რად მინდა დე გაცილება, მომაკითხავენ -კარგი ჰო, იცოდე რომ დაგირეკავ მიპასუხე დე და არ მაფიქრებინო რო სადმე მოკვდი იმ სიცივეში -კარგი მაგრამ არ მოვკვდები დედუციიიი -შენთვისვე აჯობებს-გაგვეცინა და მალევე გავიდა ოთახიდან. ამდენ ჩანთას ვერ ჩავატევდით ერთ მანქანაში, გამორიცხული იყო, აზუზუნებულ ტელეფონს დავხედე, რომლის ეკრანზეც საყვარელი გოგოს სახელი ეწერა, რომლის შეცვლაც ცხოვრებაში შეუძლებლად მიმაჩნდა -მითხარი რომ შენც ჩემი პრობლემა გაქვს -ზუსტადაც რომ მაქვს-ღიმილით ვუთხარი ბავშვობის მეგობარს- რამდენი ჩანთა გაქვს? -ორი ჩემოდანი და სამი ჩანთა, აქედან ორი ჩანთა ლალიმ მომიტანა დღეს საჭმელები წაიღეო-ამოიოხრა -შენ ჩემზე უარესად ყოფილხარ-მეცინებოდა დაქალზე -შენ რამდენი გაქვს? -მე ერთი ჩემოდანი, სამი ჩანთა, ერთიც ხელჩანთა და მეც ორი ჩანთა მომცა მარინამ საჭმელების, იქნებ ორი დღე მაინც გეყოთო -აუ ხვალ ლუკა მაგრად გაგვატყავებს, ჯერ არ იცის რო ამდენი მაქვს და ჩემს მერე შენსას რომ ნახავს გააფრენს- კისკისებდა გოგონა და მეც მის ხმაზე მეცინებოდა, მიყვარდა დაქალის კისკისი, სასიამოვნო გრძნობას იწვევდა ჩემში -ნიკას მანქანას მაინც დიდი საბარგული აქვს -კიდევ კარგი, ის ჯუჯღუნს მაინც არ დაიწყებს. დღეს ლუკას შევაპარე იქნებ ორი მანქანით წავიდეთ-თქო და იცოდე ბევრი ტანსაცმელი თუ მოგაქვს და მაგიტო ამბობ შენს ტანსაცმელს წავიყვან და შენ დაგტოვებო და მეთქი არა რას იძახიიიი- სასწაულად გულიანად ვიცინოდით -იმედია ჩავეტევით -იმედია, რა ვიცი დიდი მანქანა ყავს ნიკას, ხუთი კაცი როგორ ვერ ჩავეტევით, წინ ორი ბიჭი, უკან რომელიმე და ჩვენ ორი გოგო კი მივეწებებით ერთმანეთს-ტიტინებდა და არ ჩერდებოდა, ლაპარაკში დროს რომ დავხედე ხუთი ყოფილიყო -ვაიმე მარიი ხუთი საათია -რა ხუთი გოგო-ისიც გაოცდა- დღეს ჩემი ძმის ხელით მოვკვდები გეუბნები -არ ინერვიულო იქით მოვკლავთ, მიდი უცებ მოემზადე და გამოდით-უცებ გავუთიშე ტელეფონი და მოვემზადე, თხელი შავი როლინგი ჩავიცვი, კლასიკური თხელი ყავისფერი შარვალი და ბატინკები ამოვიცვი, მაინც მანქანაში უნდა ვმჯდარიყავი და არ შემცივდებოდა. თმა დავიბწვენი და ტუჩსაცხი გადავისვი და ბარგი პირველ სართულზე ჩავიტანე. დედასაც გაეღვიძა და საუზმეს მიმზადებდა -დე არ მშია რა-მუდარის თვალებით შევხედე -შეჭამე ახლა, ისე რვა საათიანი მგზავრობისთვის როგორ გაგიშვა -კარგი ოღონდ უცებ- უცებ დავლიე ჩაი და საყვარელ კარაქიან და თაფლიან პურს წავეტანე, ტელეფონმა რომ დარეკა და არც დამიხედავს ისე ვუპასუხე, დარწმუნებული ვიყავი მარი იქნებოდა, არც შევმცდარვარ -უეჭ მარინა გაჭმევს ჰო-სიცილით გადმომძახა ტელეფონის მეორე მხრიდან -არადა მაგარია, კარაქიანი და თაფლიანი პური მაგრად მიყვარს -შენ ყველაფერი მაგრად გიყვარს რასაც თაფლი აქვს ტასო, მიდი ბეიბ გამოცუნცულდი მალე, გარეთ ვართ -ოქეიი ბეიბ-ბოლო ლუკმაც მალე გადავყლაპე, დედას გულიანად ვაკოცე და სახლიდან ჩანთების გატანაში დავიხმარე. ნიკამ რომ გვნახა ხარხარი აუტყდა -ვიცოდი გეფიცები, კიდევ კარგი ბევრი არაფერი წამოვიღე-ძმაკაცებს გადახედა და შემდეგ მარინას მიეხმარა ჩანთების საბარგულში ჩადებაში -ნიკაა, როგორ ხარ ბიჭოო-ღიმილით გადავკოცნე და ლუკას დაჟინებული მზერა დავაიგნორე. სამაგიეროდ დაქალის მზერა არ გამომპარვია თვალები თორნიკესკენ რომ ჰქონდა მიპყრობილი -ბავშვებო ჭკვიანად იყავით რა -ჭკვიანად იქნებიან მარინა, ჭკვიანად, მოდი შენ ჩემთან- უკნიდან კახას ხმა რომ გაიგეს ბიჭებმა, გაეღიმათ და ღიმილიანი სახით მიესალმნენ -კახა ძია როგორ ხართ?- თორნიკემ მოწიწებით ჩამოართვა ხელი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მამაჩემს საიდან იცნობდა -ოჰჰ თორნიკე, როგორ არიან შენები? მამაშენს ველაპარაკე ცოტა ხნის წინ, ბავშვი გამოვუშვი საქართველოშიო და მეც მალე დაგადგები სტუმრადო -ჰო ძია მასე მოხდა -კაი ერთი რა დროს ძიაა, ნახე რა ახალგაზრდა ვარ-გაუღიმა კაცმა და ახლა ნიკას ჩამოართვა ხელი- მიდით ბიჭებო ჩავსხედით მანქანაში და დავიძარით მესტიისკენ. -იცით ჰო რომ ათი დღით მიდიხართ სვანეთში- წინ მჯდარმა ლუკამ გადმოგვხედა -ვიცით-უკმეხად მივუგე პასუხი -ამდენი რამ რად გინდოდათ ამ დაქალებს -შენ ის არ იცი რამდენი ვერ წამოვიღეთ-არ ჩამორჩა მარიც და კმაყოფილმა რომ გავხედე დაქალს, ლუკამ ირონიით გაჯერებული თვალებით დაგვხედა და კვლავ გაბრუნდა წინ -რა გინდა ბიჭო ამათთან, შეეშვი რა -აუ შენც მაგარი ხარ რა, მოეშლება ნერვები აბა რა იქნება, ლამის ვეღარ ჩავეტიეთ-აჰყვა თორნიკეც -ახლა მიდი და უსმინე ამათ ბუზღუნს, მერე იტყვიან ბუზღუნა კაცები არ ვართო- გადავჩურჩულე დაქალს და იმანაც გულიანად გაიცინა. -აჰაა, დაგცინიან ჰო ხედავთ რა გაწუწუნებთ ბიჭო- ნიკა მაინც არ ეშვებოდა ძმაკაცებს და მათი წვალებით ერთობოდა, იცოდა ორივეს დამოკიდებულება, იცნობდა ორივეს და იცოდა მათი სუსტი წერტილები. -თუ ძმა ხარ წინ იყურე და ჩუმად იყავი, იქნებ დაიძინონ, ჩემი დის ოთახიდან მთელი ღამე ამათი ხმა და სიცილი გამოდიოდა, თვალს რომ დავხუჭავდი აჰაა დამეძინა ძლივს გაჩუმდნენ-თქო და ორივე ერთად სინქრონში იწყებდნენ სიცილს -გეთქვა მერე და გაგაგდებდი სახლიდან-არ ჩამორჩა ძმას და -ენა გოგო- თვალების ბრიალით გადმოხედა ლუკამ და ესეც გაჩუმდა, თავი მხარზე დამადო და დაძინება სცადა. მართლაც მიგვეძინა ერთმანეთზე, მანქანაში სასიამოვნო სითბო და სიმშვიდე იყო, სასიამოვნო სურნელი ხვდებოდა ჩემს ნესტოებს, ძალიან ნაცნობი და ძლიერი, მშვიდაქდ ძილში რომ დაგეხმარებოდა ისეთი. -ტასო გაიღვიძე -მღვიძავს ჰო-თვალის გაუხელად ვეუბნები მოსაუბრეს და ხელს ვკრავ რომ მომშორდეს -არ გღვიძავს ტასო, გძინავს -მჰჰმმ -ახლა გაიღვიძე თორე გავაფრენ -გაფრინდი და ძილი მაცადე რა-თვალები გავახილე, მანქანაში მხოლოდ მე და ლუკა ვიყავით-სად არიან დანარჩენები? -საჭმელად გავჩერდით და ახლა დარეკა მარიმ ტასო გააღვიძე და მოდითო -შენ რატო ხარ აქ?-ბუზღუნით დავიწყე ფეხსაცმლის ჩაცმა -მარტო დამეტოვებინე? -წასულიყავი, მე რას მდარაჯობ აქ -ჰმმ, რომ არ გდარაჯობ ისე შარში ხარ, სჯობს ვუდარაჯო შენს უსაფრთხოებასა და მშვიდ ძილს -ოჰჰ, ჩემი სიმშვიდე სულ შენზეა დამოკიდებული -კარგად იცი რომ ჩემზეა-მტკიცე იყო მისი ხმა. შემაბრუნა და რესტორანში შემატარა. აი როგორი რესტორანი იყო იცით? ხინკალი და მამაპაპური საჭმელები რომ აქვთ მაგრამ ლოთები და „ოჯახის მთავარი კაცები“ რომ არ ჰყავთ. ინტერიერიც ქართულ ფონზე ჰქონდათ გაფორმებული და გინდოდა თუ არა გააღვიძებდა შენში ქართულ სულს. იქვე კუთხეში საქართველოს დროშის ქვეშ იჯდნენ ჩვენები და გახარებული მარი გვიქნევდა ხელს -ტასო ვერ წარმოიდგენ აქ რა აქვთ -რა აქვთ?-ინტერესით შევხედე დაქალს და ნიკას გვერდით ჩამოვჯექი - თაფლის ხინკალიო ტასსსს -რაო? მართლა? -კი მართლა, შენთვის შევუკვეთე რამდენიმე-ისეთი გახარებული იყო მეგობარი ჩემი საყვარელი ინგრედიენტის ხინკალს რომ მაჭმევდა, ლამის ეჭვი შევიტანე თვითონ ჭამს თუ მეთქო, მაგრამ და-ძმას თაფლზე ალერგია აქვთ და იმით გახარებული, რომ თაფლის ხინკალს გავსინჯავდი, მოლოდინის რეჟიმი ჩავრთე -გასუქდები შენ- ნიკამ გადმომხედა გვერდიდან -შენ ჩუ, დიეტა თაფლმა გადამატანინა -არ თქვა, იმხელა იყავი მანქანაშიც ვეღარ გისვამდი-დამცინოდა ბიჭი -ამას შია და სანამ საჭმელი მოვა მე უნდა შემიჭამოს ნერვები?-გადავხედე დაქალს, რომელიც საერთოდ არ მისმენდა იმ მომენტში და გაცხარებულ კამათში იყო თორნიკესთან -მოდი ნიზლი ათს ჩვეულებრივად შევჭამ და ზედ ხაჭაპურსაც დავაყოლებ -ვერ შეჭამ-ღიმილით აქნევდა თორნიკე თავს უარის ნიშნად -თუ მოვიგე რას მომცემ? -სურვილს -ნოუ პრობლემ, მოდი სურვილზე დავნიძლავდეთ -ბაზარი არაა-ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ვხალისობდი მათ შემხედვარე. საჭმელიც მოიტანეს, ორი ხაჭაპური და ორმოცი ხინკალი იყო და თან ცალკე ათი თაფლის ხინკალი -რა ამბავია ეს-თვალებგაფართოვებული ვუყურებ საჭმელს -მეტიც გიჭამია ქალბატონო- ირონიით გადმომხედა ლუკამ, მეწყინა, სხვას რომ ეთქვა არ მეწინებოდა, თუმცა მან იცოდა რა გადავიტანე და რა მჭირდა თუ ერთ კილოს მაინც მოვიმატებდი, ეს გადავლახე და მაინც? ჭამის სურვილიც გადამივიდა. -შენ რომ ოცდაექვსი ხინკალი ჭამე და ზედ პიცა დააყოლე მაგას ნუ დაივიწყებ კომბაინო, ცხოველივით ჭამ სულ-გაგულისებული დაქალი თავის ძმას მიუბრუნდა, მის ლანძღვაზე გამეცინა, ყველასთან შეეძლო დავეცავი, ვინც არ უნდა ყოფილიყო და სადაც არ უნდა ყოფილიყო -ბევრს ნუ ლაპარაკობ მარი და ნერვებს ნუ მიშლი -მინდა და მოგიშლი, ტყუილად გქვია ძმა? -აუ ეს ვინ გამიჩინეს მშობლებმა? თან სულ ამის მხარესაა-ბიჭებს ელაპარაკებოდა და თითს ჩემსკენ იშვერდა -კაი ძმა ჯერ სად ხარ, ჰო იცი როგორები არიან-ჭამა დაეწყოთ ბიჭებს, მარი კი მანიშნებდა ჭამეო, თან გაბრაზებას ვკითხულობდი მის თვალებში, გამეცინა და მეც დავწვდი თაფლის ხინკალს, სხვა არფერი მინდოდა, მხოლოდ მისი გემო მინდოდა. როგორი რაღაცაა იცით? აი საყვარელი ადამიანი რომ გყავს და სხვისკენ უბრალოდ ვერ იხედები. -ღმერთო რა გემრიელია-სიამოვნებისგან თვალები მიმენაბა -აჰაა ვსო, ეს რა გასინჯა-ნიკამ ღიმილით გადმომხედა-ერთი მეც მაჭამე -არა-ეს სიამოვნება როგორ დამეთმო სხვისთვის, ზედმეტად შემიყვარდა მაგისთვის -აჰაა ნახე, არ ემეტება, არადა საჭმელს სულ გვაჭმევს -მაგრამ არა თაფლს, ყოველთვის ენანებოდა სხვისთვის ის რაც უყვარდა. ბავშვობაში მეგობარი რო გავიჩინე თმაში წვდა ვინ მიგდიხარო, უფრო სასაცილო ის იყო მესამე კლასში რომ იყო ამის კლასელს ლუკა მოეწონა და ტასომ გამწარებულზე იმ საცოდავს ჩუმად კაბა დაუსველა, იმან კიდე ვერ შეამჩნია და ლუკასთან ისე მივიდა, ამ დროს რა გააკეთა ტასომ? მაგ დროს გამოჩნდა და ლკუკას დასცინა ამ ჩაფსმულთან რა გინდაო-დაქალს გადავხედე და თვალები დავუბრიალე, ეს ამბავი ლუკამ არ იცოდა, არც მინდოდა სცოდნოდა-უპსსს, ძამიკო გვაპატიე არ გვინდოდა-იცინოდა გოგონა და ჭამას განაგრძობდა. მას შევხედე, ჩუმ ღიმილს მოეცვა მისი სახე, მის თვალებში კმაყოფილება კიაფებდა, დამეფიცება ასხივებდა იმ წამს ლუკა ამირეზაშვილი -შენ გატენილი პირით რომ არ უნდა ისაუბრო არ იცი?-ამბით გამხიარებული მიუბრუნდა თორნიკე -თორნიკე შემეშვი და მაცადე ჭამა-ხელი აუქნია ქალბატონმა ბატონს და შემდეგ ხინკალს დააცხრა. -აუ ის გახსოვს ესენი რო გაიპარნენ?-ნიკამ სიცილით ლუკას შეხედა -რასაა რომ ახსენებ ნიკა, დღემდე მაყვედრის მაგას -შენ რომ გიჟი ხარ მარი ამის რა ბრალია, კიდევ კარგადაა ეს ბიჭი თვენს ხელში, რომ გაიპარეთ რა გეგონათ გაგიღიმებდათ და თავზე ხელს გადაგისვამდათ?-ხალისობდა ბიჭი მათი წვალებით და საერთოდ არ აპირებდა შეწყვეტას -გაიპარნენ?-მეორე მხრიდან თორნიკეს გაფართოვებული თვალები და ნიკას ახარხარება ერთი იყო -ჰო, ლუკა მირეკავს ღამის ორი იქნებოდა ალბათ, ჩემი და სახლში არ არის, ტასოსაც ვურეკავო და არ იღებსო, უეჭველი რაღაცა მიქარეს და უნდა დამეხმაროო-ბიჭი სიცილს ვერ წყვეტდა -როდის ეს? -შარშან -სად მიიპარებოდით -აუ თორნიკე-ხელი აუქნია მარიმ, თორნიკემ რომ გააჩერა -არა მართლა, სად მიდიოდით -საშიშ ფილმს ვუყურეთ ონლაინ ერთად რა-დანებდა მარი-ჰოდა მანდ ტყის სასაფლაოში მანათობელი ირმის სულები დადიოდნენ სულების გადასარჩენად, მერე ტასოს ვეუბნები წამო წავიდეთ იქნებ მართლა არიან-თქო, ამან გაგიჟდიო, გული გამიჩერდება შუა ღამეს მანდ რა მინდაო -მერე? -გუგლში მოვძებნე ტყის სასაფლაო და მეთქი აჰაა თბილისთან ახლოს არის ეს-თქო და წავიდეთ-თქო, მეჯიუტა მაგრამ მაინც წავედით,სულ მთანხმდება რაც არ უნდა იჯიუტოს-გაეღიმა დაქალს- საათნახევარი გზაში ვიყავით, იმ ტაქსის მძღოლმა ნამდვილად აქ გინდათო და კი-თქო -აუ წარმომიდგენიაა, არ მბეზრდება ამის მოსმენა -მაცადე ნიკა, მე ახლა ვისმენ-გააჩერა ძმაკაცი და ისევ მარის მიუბრუნდა-მერე რა ქენით ნახეთ მანათობელი ირმები?-აშკარა სიხალისე შეპარვოდა ხმაში გვათუას -მანათობელი ირემი არა მაგრამ შუა ღამეს კაცი ვნახეთ დიდი წვერები ჰქონდა და ტასომ იმხელა კივილი ატეხა ვაიმე სატანისტიო, იმ კაცმა აქეთ გამოიხედა, ლამის ხელებში ჩამაკვდა დაქალი, კატების გასატყავებლად არის მოსული და ეშმაკს სული უნდა მიყიდოსო -ვაიმე ცუდადდ ვარრრრ, გთხოვ გააგრძელე-არა რა უნდოდათ? რატომ მარცხვენდა დაქალი -კაი არ გინდა ჰო მოუყევი-ვაჩერებდი დაქალს მაგრამ ვინ მისმენდა, აშკარად თორნიკეს ღიმილით მოხიბლული ფქვავდა ყველაფერს -მაცადე გოგო, იმ დღეს შენ შემარცხვინე, ახლა ჩემი დროა. მერე ის კაცი ჩვენსკენ წამოვიდა, ხელში სეკატორი ეჭირა, საცოდავი ალბათ ვარდებს უვლიდა თავისი ახლობლის საფლავზე და ამან ვაიმე ახლა ჩვენ უნდა მოგვკლასო და ჩამავლო ხელი, სად მირბოდა თვითონ არ იცის უცებ ამოთხრილ ორმოში რომ ავღმოვჩნდით. უნდა გენახა მამაო ჩვენოს როგორ კითხულობდა და ღმერთს სთხოვდა ჯერ მე გადავერჩინე და მერე ის. -ვაიმე აღარ შემიძლია, როგორ გიპოვეს ამათმა?-სიცილით უკვე ცუდად იყო ბატონი გვათუა -იმ ბაბუამ გვიპოვა და ამოყვანას ცდილობდა ტასომ რომ დაიწყო ისევ, იცოდეთ ჩემს დაქალს თუ შეეხებით მაგ სეკატორით გულს ამოგჭრითო და ძაღლებს ვაჭმევო, თან მე მეფარებოდა იმ ორმოში, არა რისი ეშინოდა ერთი, გაგიჟდა ის კაცი, ვერ არიან ესენიო და წავიდა -გულს ამოგჭრითო, თან თავაზიანობა რომ არ ავიწყდებოდა, აუ ტასო რა გჭირს ტო, ასე მშიშარა როგორ ხარ -მაცადე მთავარი ვთქვა -ამაზე უარესია? -შენ უნდა გენახა მე როგორ შემრცხვა -რა ქენით გთხოოვთთ -რადა, ორმოდან აძვრა ეს ჩემი დაქალი მთასვლელივით, მაისურები გავიხადოთ და ერთმანეთს გადავაბსკვნათო, ეგრეც მოვიქეცით და ამიყვანა მეც, უცებ საიდანღაც ბიჭები რომ გამოჩნდნენ და წელს ზევით შიშვლები რომ გვნახეს არ ვიცი რა იფიქრეს, კარგი არაფერი ალბათ, თან სასაფლაოზე, მოვიდნენ და გოგოებო თქვენი გაცნობა შეიძლებაო? ტასომაც გაგეცნობი და მერე შენს სულს ეშმაკს შევწირავო, უნდა გენახათ იმ ბიჭების სახე, ნახევრადშიშველი გოგოები მიწიანი სხეულებით, სასაფლკაოზე იდგნენ და ეს მსხვეროლშეწირვით ემუქრებოდა იმათ. ისინიც კაი დებილები აღმოჩდნენ და დატყდნენ. მერტო რო დავრჩით ტირილი დაიწყო ღმერთო გვაპატიეო, ცუდები არ ვართ უბრალოდ შტერები ვართო, მერე სულელი მინდა ახლა აქო და რაღაცეებს ბოდავდა. -მერე რა მოხდა გააგრძელე გთხოვ-საკმაოდ ხალისობდა ბიჭი ამ ამბით, არადა მერამდენედ აყოლებდა ვინ იცის -ნუუ მერე აღმოჩნდა რომ ტასომ მობილური დაკარგა მე დამჯდარი მქონდა. ბოლოს გზაზე გავედით ჭუჭყიანი პერანგებით და ვიღაც გავაჩერეთ რომ ლუკასთვის დაგვერეკა, თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი ძმის ნომერი არ მახსოვდა და ტასოს მეხსიერებამ გადაგვარჩინა -საღო ძმა, ამათ ამდენი წელი როგორ უძლებ-ბოლოს მოსმენილით მხოლოდ ბატონი ნიკოლოზი რომ იცინოდა რთული შესამჩნევი ნამდვილად არ იყო -ნუ მკითხავ გთხოვ, ხუთ წლამდე ერთი მყავდა, მერე ეს ბაღში შეიყვანეს სამი წლის რო იყო და დამემატა მეორეც-ღიმილნარევი ირონიით ამოთქვა ბატონმა და ბოლო ნაჭერი ხაჭაპურიც ჩაკბიჩა -არაფერი არ დაგმატებივარ, ჩემთვის ვარ ხოლმე -ტასო გთხოვვ, რაც თავი მახსოვს ორივე შარში ხართ და მე მიწევს თქვენი გადარჩენა, ცლცალკე რომ ხართ საფრთხეში გეფიცები უფრო მშვიდად ვარ, ერთდად რომ ჩავარდებით ხოლმე ხიფათში იმაზე ვფიქრობ ოღონდაც ცოცხალები დამხვდეთ -რას მოდიხარ მერე გადასარჩენად, გთხოვ? -რა ვიცი ზემოთ აღნიშნულ დღეს კი დამირეკე, ნომერიც ზეპირად გცოდნია ჩემი -ეგ...... მარის გამო -ჰო მარის გამო-ღიმილით გადააქნია თავი და ანგარიშის გადასახდელად წავიდა -ერთი კონტეინერი გამოართვი რა, ამათ წამოვიღებ-დარჩენილ სამი თაფლის ხინკალზე ვანიშნე და მანაც ღიმილით დამიქნია თავი. დაახლოებით სამი საათის გზა იყო დარჩენილი, ისევ მანქანაში მოვთავსდით, უბრალოდ ახლა ლუკა იჯდა საჭესთან, ნიკა უკან გადმოჯდა და თორნიკე წინ. -თორნიკე როგორია გოგოსთან სურვილი რომ გაქვს?-კმაყოფილმა გადახედა მარიმ - არადა არ გეტყობა რომ ამდენს ჭამ -მიდი AUX კაბელი მომაწოდეთ სიმღერებს ჩავრთავ, მაგ სურვილს კიდევ როცა მომინდება გამოვიყენებ -აიღე აჰაა-თორნიკემ კაბელი მიაწოდა მარის -იცოდე რამე სისულელე არ ჩართო-ლუკამ და გააფრთხილა -არა ჩვენი ნინო ჩხეიძე იყოს-მხიარულად თქვა და მართლაც რომ გაამხიარულა მანქანა. კარგი აურა ტრიალებდა, დადებითი მუხტი იყო უცებ რომ წამოვიყვირე -აუ ლუკა გიტარა წამოიღე? -წამოვიღე კი-ღიმილით დააქნია თავი -ჰოდა დამიკრავ ძილის წინ-რომ არ წაუსისინოს მარიმ საკუთარ ძმას ჰომ არ შეუძლია, ესაა მისი სიყვარულის გამოხატულება მისი ძმისადმი -ოღონდ არ შემომაკვდებოდეთ ამ ათ დღეში და არ მინდა არაფერი-სახეზე ხელი ჩამოისვა და განაგრძო საჭის მართვა. განვლიეთ ორი საათი და მხოლოდ ერთი საათის გზა რჩებოდა ნიკამ რომ გადმომხედა -მიდი დაჯექი საჭესთან -მართლა? -ჰო რა იყო, ჰო გაქვს მოწმობა, შენი გატანილი არავინ მინახავს-ღიმილით მეუბნებოდა -გამორიცხულია, იჯდეს სადაც ზის-კატეგორიული იყო წინიდან ლუკა -ნუ გაატ**კე ძმა, დაიღალე შენც, მიდი დასვი -არ დავღლილვარ და რომ დავიღალო აქ თორნიკეცაა -ნუ უსმენ ამას, დაგსვამ ჰო იცი-თვალი ჩამიკრა და თმები ამიჩეჩა- გააჩერე ბიჭო მანქანა -არა-თქო ნიკა, არ მინდა სიკვდილი -ჩემს დაქალში თუ ეჭვი გეპარება, თოკს მოგაბამთ და ფეხით გამოგვყევი-გამეცინა მარის ხუმრობაზე -ამას ჰო ვერ ვასწავლე რომ მე ვარ მაგის ძმა და სულ დაქალის მხარეს არ უნდა იყოს-მობეზრება ეტყობოდა ბიჭს. მანქანა გადააყენა, მეც ბედნიერი გადავედი და საჭესთან დავჯექი, თორნიკე უკან გადაჯდა, ლუკა კი გვერდითა სავარძელზე მომიჯდა-იმედია იცი გაზის და მუხრუჭის გარჩევა -უი არააა, ეგ ცალცალკეა?-შევიცხადე და მის გაბუსხულ ტუჩებზე გამეცინა-ჩილ ლუკა, არაერთხელ მჯდარხარ ჩემს გვერდით მანქანაში -ეს რთული გზაა ტასო-აღიარა ბიჭმა სადარდებელი -თუ ვერ გავუმკლავდები გეტყვი არ იდარდო-თვალი ჩავუკარი და უკან მოცინარ ჯგუფთან ერთდ მეც გამეცინა არ ცდებოდა ბიჭი, მართლა არ იყო მარტივი სავალი გზა, ვიწრო აღმართი იყო, ასევე დაკლაკნილი და საკმაოდ ბევრი ორმო იყო, მაგრამ კახას შვილი ვარ, დაახლოებით რვა წლიდან საჭესთან მსვავდა, ჩვიდმეტის როგორც კი გავხდი მართვის მოწმობა ამაღებინა და ახლა ლუკა ამირეზაშვილს ვათქმევინებდი ტარება არ იცისო? ვამჩნევდი ორმოს გამოჩენისას რომ ეძაბებოდა კისრის არტერია და მინდებოდა შევხებოდი. „გინდა“ „არ გინდა“ ჩემი ორი მხარე ერთმანეთს ებრძოდა, თვითონ ვერ გაეგოთ რა უნდოდა და მეროგორ გამეგო? -ლავ ახლა მარჯვნივ შეუხვიე, მერე მარცხნივ და ორმოცდა მეთოთხმეტე სახლია ჩვენი-უკნიდან მარი მეუბნება -ოქეე ბეიბიიი -ისე ეს ყველა დაქალს რატო გაქვთ, ბეიბი, ლავ, ცოლუკ, საყვარელო, მოდი გიჟო-ინტერესით კითხულობდა დაქალის გვერდით მჯდარი თორნიკე -ქალების საიდუმლო რა ნამუსით გავთქვა-გახალისებულმა მარიმაც გასცა პასუხი -ბევრი საიდუმლო გაქვთ რაღაც ამ ქალებს -შენ წარმოდგენა არ გაქვს რამდენია- ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეცინა -ესაა ჰო?-ლუკას გავხედე -ჰო ესაა-მანქანაც გავაჩერე და გადავედით, სახლის მეპატრონე კაცი იყო და ბიჭებს უხსნიდა რაღაცეებს, ჩვენ კი ვათვალიერებდით საძინებლებს და ვარჩევდით იმას, თუ რომელში ვიქნებოდით, სახლს ოთხი საძინებელი ჰქონდა და მისაღებში დიდი გასაშლელი დივანი. ყველაზე ლამაზი და დიდი გარდერობის მქონე საძინებელი დავიკავეთ და დაველოდეთ როდის მოიტანდნენ ბიჭები ჩვენს ბარგს -მოდი საწოლი გამოვცადოთ გიჟო-ბედნიერმა მარიმ მითხრა, უცებ გაიხადა ფეხზე და საწოლზე ფეხებით დადგა -გიჟი ხარ გიჟიიი-მეც შევუერთდი და საწოლზე ხტუნვა დავიწყეთ, კარში გაშტერებული სახლის მეპატრონე და ბიჭები რომ შემოვიდნენ. სიცილით გადავხედეთ ერთმანეთს და ჩამოვედით ლოგინიდან -ბოდიშს გიხდით, გპირდებით მსგავსი არ განმეორდება-ნიკამ წამოიწყო საუბარი მეპატრონესთან -არა შვილო რა ბოდიში, მეც ორი გოგო მყავს, ისინიც ასე გიჟები არიან, ცოტა გული დამიმშვიდდა მარტო ჩემები რომ არ არიან ასე-თბილად თქვა კაცმა და მალევე დაგვტოვა. არაფერი უთქვამთ ბიჭებს, არც არაფერს იტყოდნენ. ყველა ბარგს ალაგებდა. -მარ ჯერ საჭმელებით დავიწყოთ რა, ისედაც რვა საათი სითბოში იდო და შევალაგოთ მაცივარში -მიდი რა ამოალაგე, მე ტანსაცმელებს მივხედავ, შენც ამოგილაგებ ლავვ -ოქეე მიდი, იცოდე ჩემები არ შეტენო და მხოლოდ ორ თაროს თუ გამომიყოფ შენებს გადმოვყრი და ჩემებს დავალაგებ -ოოო, კარგი ჰო-სიცილით გავიდა მარი ოთახიდან საძინებელში და მეც მშვიდად დავიწყე საჭმელებისთვის თავისი ადგილის მიჩენა -მაჭამე რამე მშია-ჩემს სტიქიაში ვიყავი უცებ ლუკა რომ მოვიდა და შიშისგან შევხტი-რა იყო მოსაკლავად კი არ მოვედი-იღიმოდა ამირეზაშვილების უფროსი ვაჟი -ახლა არ ჭამე? რა დროს ჭამაა -ტასო ეგ ახლა იყო ოთხი საათის წინ და მარტო მე კი არა ყველას გვშია -კაი მოდი მომეხმარე, ეს აწეწილი და ჭადი გაიტანე, მე მანამდე ყველს დავჭრი და ტაფაზე შევათბობ ლალის ხაჭაპურს -მე დედაშენის უფრო მიყვარს -რომ გეუბნები გააკეთე- უსიტყვოდ მეხმარებოდა სუფრის გაშლაში და ვხალისობდი მის ასეთ დამორჩილებაზე, რომ ეტყვი და ეგრევე აკეთებს-მოდი ლუკა თეფშები და ჩანგლები გაიტანე რა- გავძახე სამზარეულოდან და ტაფაზე ხაჭაპური დავდე -მოვდივარ ჰო მოვდივარ -ღვინო გვაქვს?-თვალების ფახურით შევხედე ბიჭს -ათ ლიტრიანი წამოითო ნიკამ -მიდი დოქში ჩამოასხი რა -ყველაფერს მე მაკეთებინებს, შენ რა ცოლი იქნებიიიი, ყველაფერს ქმარს შეაწერ, ღვინო საღამოს ან ხვალ დავლიოთ პატარა ქალბატონო -რატო, ნახე რა კარგი ვარ-მის წინ ღიმილით დავტრიალდი და შევამჩნიე ჩემი თმა სახეზე რომ მიედო -არ თქვა -რააა, ლამაზი არ ვარ? -ჰმმმ, იმ ღამეს თუ გავიხსენებ პირსახოცშემოხვეული რომ გნახეე-ხელი ნიკაპზე მოიკიდა და მაღლა აიხედა-კი საკმაოდ ლამაზი ხარ, მაგრამ ცოტა რომ მოიმატო არ გინდა? ის სიფუმფულეები რომ მახსენდებაა, შევსებული იყავი უფრო აშკარად -ძლივს დავიკელი ადამიანო, შემეშვი და ის დღე თუ შეიძლება ამ თავიდან ამოვშალოთ-მის შუბლს თითი მივადე -ამოშლაზე რა გითხრა და უფრო უკეთესად თუ დამენახები გადავფარავთ-უცნაური ხმა ჰქონდა, რაღაცას აღვიძებდა ჩემში. გავშეშდი. მომშორდა და ტაფაზე დადებული ხაჭაპური თვითონ ამოაბრუნა -სულელი -მართლა ძაან დიდი ინტერესი მაქვს აქ რა შარში გაეხვევით -ჩვენ აქ გავერთობით -იცოდე თუ ისევ თოვლში საგუნდაოდ გაიპარებით და მერე სიცხეს მოგცემთ მე არ მოგივლით -წამოვიღე წამლები არ იდარდო -ანუ აპირებთ?-წარბაწეულმა შემომხედა -რა თქმა უნდა ვაპირებთ და არ მოგვძებნოთ რა, როგორც თქვი შენი ნომერი ვიცი და თუ რამე დაგირეკავ, ახლა წაიღე ეს თეფშები და თუ შეიძლება მიმიშვი სწორად დავჭრა ხაჭაპური, მეშინია არ დაჩეხო... -აი მაგ სულელზე იქნება ერთ დღეს რომ გამოგეკიდები და მოგკლავ-ცეცხლ ანთებული თვალებით შემომხედა, იყო კი ეს ცეცხლი? უფრო ნისლს ჰგავდა, მგონი ნისლი იყო, თუმცა საოცრად კარგი იყო. თეფშები აიღო და დაალაგა, ხაჭაპურიც გავატანინე, მე კი ჭიქები გავიტანე. -სად არიან, აბა შიათო? მარიიიიი ჩამოდიიიიიი-ავძხე მეგობარს -ნუ ყვირი რა გამისკდა ყურის ბარაბნები -მოვდივარრრრრრრრრრრ-იმანაც ყვირილით ჩამომძახა -აი ამ ერთნაირებმა როგორ იპოვეთ ერთმანეთი -ღმერთმა მაპოვნინა-ღიმილით ავიხედე ცაში-შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ მიყვარს შენი და, ალბათ წინა ცხოვრებაში ჩემი ცოლი იყო, ან პირიქით -იმანაც ზუსტად ეგ მითხრა, წინა ცხოვრებაში ცოლ-ქმარი ვიყავით უეჭველიო, ერთნაირადაც რო აზროვნებთ, ღმერთო მიშველე ამათ ხელში-გამეცინა და დაქალს შევხედე რომელსაც თორნიკეც მოჰყვა -ნიკა სადაა?-თორნიკეს ჰკითხა ლუკამ -ახლა გაიღვიძა, მოვა მალე, აუ მაგრად მშია, ყოჩაღ ტასო, რა ლამაზად გაგიწყვი მაგიდა, ხელოვანი ბუდობს შენში -მე არა ლუკამ გააწყო- ღიმილით ვუთხარი ბიჭს -იმ დღეს კოლა გამოიტანე-თქო ვთხოვე, დედას ვეხმარებოდი და ამან რა იყო მონა მნახეთო? შეგძლებია ადამიანოოოოოო- ირონიით გადახედა ძმას -მოვკლავ ახლა ამას, ჰო გავიტანე გოგო ის კოლა მერე -იმდენი მაწუწუნე და ორი დღე მაყვედრიდი, ტას მერე მასწავლე როგორ უნდა დაიყოლიო ჩემი ძმა -ჰა? არ უწუწუნია ვაფშე -ვჭამოთ-ლუკამ უცებ გადაიტანა თემა და ყველა მივუჯექით მაგიდას. მართლა ძალიან გემრიელად ვჭამეთ, სახლში ჯერ კიდევ ციოდა, გათბობას ჯერ კარგად ვერ გაეთბო სახლი. ჭამის შემდეგ მე და მარიმ ავალაგეთ მაგიდა და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე, ვიცოდი რომ გამეპარებოდა დაქალი და გაპარვას, ჩემი ნებით გავუშვი დასასვენებლად ოთახში. ყველა ოთახში იყო და ისვენებდა. სამზარეულოც რომ მივალაგე მისაღებში გავედი,არავინ იყო და ერთ-ერთ საძინებელში შევედი, იმის ინტერესით თუ ვინ დაიკავა ეს საძინებელი. ლუკას ეძინა მუცელზე, ხელი ბალიშზე მოეხვია და საბანი ძირს გადმოეგდო, ციოდა აშკარად, იქვე დაგდებული საბანი გადავაფარე, უცებ ხელი რომ ასწია და მის გვერდით იმ ბალიშის ადგილას ავღმოვჩნდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




