სიძულვილიდან სიყვარულამდე (თავი 1)
იყო ერთი ჩვეულებრივი თებერვლის დღე ქარიანი ამინდი იყო სასწავლებლიდან ვბრუნდებოხი სახლში. სახლში დაბრუნებულს მშობლები დამხვდნენ კარებში დედა ტიროდა სანამ ვიკითხე რა ხდებოდა მამას ხმა გაისმა -უნდა გათხოვდე! -რააა? ვკითხე გაოცებულმა მეგონა ხუმრობდა გავიცინე -ჩემი ბიზნეს პარტნიორის შვილს უნდა გაყვე ცოლად, მითხრა დამძიმებული ხმით -რატომ მე ხო ჯერ სწავლაც არ დამიმთავრებია? მე ხო ჯერ 17 წლის ვარ!? ვცდილობ ცრემლები შევიკავო -დიდი თანხა დავკარგე კომპანიდან შენით გამოვისყიდე ხვალ მოვლენ შენს წასაყვანად გაემზადე! -დათო ხვალვე? ამოიხეედა დედამ ცრემლიანი თალებით -კი მაკა, გაცა ცივად პასუხი და გარეთ გავიდა არ ვცოდი რა მექნა ავარდი ოთახში კარებთაან ჩავიკეცე არაფრის თავი არ მქონდა მე ყოველთვის მეგონა რო მშობლების საყვარელი შვილი ვიყავი და დღეს ბიზნესის ვალში მცვლიან და მათხოვებენ გავტყდი როცა მითხრეს იმაას მივყვებოდი ცოლად ვისაც არც ვიცნობდი უბრალოდ ამ მომენტში გაჩუმება ვამჯობინე მაინც იქნებოდა ისე როგორც დათომ გადაწყვიტა, ფეხზე ავდექი ლოგინზე წამოვწექი ყველაფერი მიკანკალებდა ამასობაში ჩამეძინა. დილოთ კარზე კაკუნმა გამაღვიძა კარი დედამ შემოაღო -შეილება შემოვიდე? მკითხა ნაზად -კი, თვალებშიც არ შემიხედია ისე ვუპასუხე ლოგინზე ჩამოჯდა -ბოდიში გუშინდელისთვის ვერ შევძელი შენი დაცვა, -მარა… არ მაცოდა დასრულება და განაგრძო -ბოდიში იმისთვის რომ ესეთი მამა შეგირჩიე… არ მჯერა რო დათა ამაზე მიდის ბიზნესის გამო. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ამ სიტყვების გაგონებისას მის მუხლებში ჩავრგე თავი ისე როგორც ბავშვობაში, თმებში ხელი შემიცურა ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა ხელები. რომ მივხვდი ცრემლების შეკავებას აზრი არ ჰქონდა ერთიანად ამოვიხვნეშე… კარარზე კაკუნმა ამაწევინა მაკას მუხლებიდან თავი დათა შემოვიდა, -ორ სათში მოვა შენი საქმრო და მისი ოჯახი დაიწყე ნივთების ჩალაგება! მითხრა გაბრაზრბული ტონით თვალებზე რო შემომხედა უფრო გაბრაზებული ტონით გაგრძელა -მაქამდე შენი ძმა მოვა და ეტყვი რომ გინდა თორნიკეზე დაქორწინება! მაკამ ისეთი თვალებით ახედა მეგონა მოკლავდა, ცხოვრებაში პირველად ვნახე მაკას ესეთი თვალები, იმედგაცრუება, ბრაზი და სიძულვილი ერთად ეტყობოდა… მე უბრალოდ სიმწრისგან გავუღიმე, ამდექი და ნიბთების ჩალაგება დავიწყე, დათამ თვალებით ანიშნა მაკას გამოდიო და გაავიდნენ. ქვემოდან ყვირილი გავიგე -რატომ რატომ? აძლევ მას ამის უფლებას ის ხომ ჯერ ჩვიტმეტო წლისა ძალიან პატარა გათხოვებისთვის! ჩავედი ქვემოთ კიბები ისე გაიწელა მეგონა მთელი საყკუნე ჩავდიოდი -საბა! დაძახებამ შეაწყვეტინა ყვირილი მომვარდა ჩამეხუტა -მითხარი რომ არ თხოვდები, ჩამჩურჩულით მითხრა -კ…. პასუხის გაცემა არ მაცადა მიაყოლა -შენ ხო ჯერ ძალიან პატარა ხარ პრინცესა -კი საბა მივიღე უკვე გადაწყვეტილება. საბა ჩემი უფროსი ძმა 5 წლით არის ჩემზე დიდი არასდროს მომიტყუებია მისთვის აქამდე, -რატომ? გამწია ისე რომ მისი ხელებიი ჩემს მხრებს არ მოსცილებია -არ ვიცი, გავუღიმე ნაზად. დათას გახედა მრისხანე თვალებით ხელები აიღო ჩემი მხრევიდან შარვლიდან იარაღი ამოიღო იქვე მაგიდაზე დადო ისეთი მშვიდი ჩანდა სანამ გავიფიქრე რომ სიტუაციას წყნარად შეგუა დათას პიჯაკს ორივე ხელით ჩაწვდა და ყვირილი დაუწყო -არ მიცემ მაგის უფლბას გაიგე! არ გათხოვდება გესმისს? არ მოგცემ ჩემი ჩვიდმეტი წლის დის საშენოდ გამოყენების უფლებას -ის ჩემი შვილია და მე გადავწყვიტავ. ხელები გაწევინა ისეთი სიმტკიცე იყო მის ხმაში საკუთარი თავი მისი საკუთარი ნივთი მეგონა. საბამ მაგიდაზე დადებული იარაღი აიღო და დაუმიზნა, შოკში ვიყავი მაკას ყვირილმა გამომაფხიზლა -საბა შვილო გეყოს გთხოვვვვ. ძლივს ამოიყვირა და ჩაიკეცა და თავისი ლამაზი გრძელი თითები სახეზე აიფარა -საბა გთხოვ! ვიგრძრნი როგორი მუდარა ისმოდა ჩემს ხმაში იარაღი ჩავაწევინე და დათას გადავეფარე -ევააა გაჩერდიი! პირველად დამიყვირა ამხელა ხმაზე -გეყოს მივიღე მე უკვე გადაწყვეტილება და მივყვები იმ ბიჭს ცოლად -რა ცოლობაზე მელაპარაკები სახელიც არ იცი! ტონისთვუს საერთოდ არ დაუწევია -გითხარი მე უკვე გადაწყვეტილება მივიღე თქო ვუთხარი წყნარად, საბამ ხელი კედელს დართყა და სახლიდან გავარდა მთელ ოთახში მხოლოდ დედას ტირილი ისმოდა დათას გავხედე გაკვირვებული ოყო არ მოელოდა საბას ესეთ საქციელს იცოდა რომ ცუდი რიაქცია ექნებოდა მარა არა ამდენად ავტრიალდი ოთახში. თავს საშინლად ვგრძნობდი საბას სიტყვას გადახტომას მერჩივნა მომკვდარიყავი, მარა აზრი არ ქონდა დათათამ თუ გადაწყვიტა აზრი არ ქონდა არაფერს ისე რო არ მომხდარიყო როგორც გადაწყვიტა მთელ ოჯახს განადგურებდა ისევ კარზე კაკუნმაა გამომაფხიზლა ფიქრებისგან -ოოოო ღმერთოო დამღალეს უკვე ამოვიოხრე და კარი გავაღე დედა შემოვიდა ხელში გრძელი წითელი კაბა ეჭირა -ეს ჩაიცვი მითხრა ტირილისგან დაღლილი თვალებით ამომხედა გამიღიმა და გავიდა ჩავიცვი ეს კოჭებამდე გრძელი წითელი კაბა ზურგი მთლიანად ამოღებული მქონდა გავიკეთე მაკიაჟი ავიჭიე თმები ისე რომ მხოლოლოდ წინ ჩამოვიყარე შავი ქუსლები ჩავიცვი და ოთახიდან გავედი დერეფანში დათა შემხვდა -ეხლა ვაპირებდი შენთან შემოსვლას ხუთ წუთში აქ იქნებიან, მაშინ დავინხე მის თვალებში სინანული ქვემოთ ჩავედი საბა უკვე დაბრუნებული იყო ამხედა ჩამხედა მის თვალებში არც ბრაზი იყო და არც სიძულვილი იმედ გაცრუებას ვხედავდი მის ლაამაზ ცისფერ თვალებში -ულამაზესი ხარ ანიტას ხმამ დაგვაცილებინა თვალები ერთმანეთისგან ანიტა საბას საცოლეა საშვალო სიმაღლის შავგრემანი შავი თვალებით -როგორ გრძნობ თავს ევვ? მკითხა და გამიღიმა, მხრები ავიჩეჩეჩე არ ვიცოდი რას ვგრძნობდი როგორ ვოყავი ფიქრებიდან კარზე ზარმა გამომიყვანა, კარი ფრთხოლად გაღო დაცვამ, სახლში რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოვარდა თითქოს ყველამ სუნთქვა ერთდროულად შევწყვიტეთ კარში პირველი მაღალი მამაკაცი გამოჩნდა სადღაც 50 წლამდე იქნებოდა მწვანე თვალება შავგრემანი მკაცრი სახე ჰქონდა ისეთი რომელსაც ღიმილი არ უხდებოდა ოთახს ნელა მოავლო თვალი ვიგრძენი მისი მწვანე თვალები როვორ შეჩერდა ჩემზე ამათვალიერა და გამიღიმა საპასუხოდ თავი დავხარე არ ვიცოდი რა მექნა, მის უკან ლამაზი ქერათმიანი საშვალო სიმაღლის დახვეწლი ლამაზად ჩაცმული ქალი იდგა ბოლოს კი… ის მაღალი მწვანეთვალება შავგრემანი სუნთქვა შემეკრა… არ ვიცოდი რატომ მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების ყველა გეგმას შლიდა, ჩემზე ბევრად უფროსი არ ჩანდა ალბათ 22-23 წლის იქნებოდა. შავი თმები ოდნავ შუბლზე ჩამოშლოდა, მუქი მწვანე თვალები კი პირდაპირ მე მიყირებდა. არც გაკვირვება ეტყობოდა არც სიხარული… უბრალოდ საშინელი იყო მის თვალებში -კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს სახლში სიჩუმე დათამ დარღვია, -ეს არის ევა, მის თვალებს მზერა ვერ გავუსწორე და თავი დავხარე რამდენიმე წამით ხმას არავინ იღებდა თავი მძიმე ნაბიჯების ხმამ ამაწევინა ის მოდიოდა -თორნიკე დეისაძე.მშვიდად თქვა და ხელი გამომიწოდა ვერ გავიგე რატომ, მაგრამ ხელი არ ჩამოვართვი. უბრალოდ ვუყურებდი. გულში ბრაზი, შიში და წყენა ერთმანეთში მექონდა — არ უნდა, ჩუმად ჩაილაპარაკა საბამ უკნიდან. ოთახში დაძაბულობა მაშინვე გამძაფრდა. დათას სახე დაეჭიმა. — საბა! — მკაცრად დაუძახა. თორნიკემ კი თვალები წამით მისკენ გადაიტანა, მერე ისევ მე შემომხედა და ხელი ნელა ჩამოუშვა. — ნუ აიძულებთ, თქვა მშვიდი, მაგრამ ისეთი ხმით, რომ ყველამ გაიგო. ავხედე თვალებში ჩავხედე და რაღაც ძალიან უცნაური დავინახე რაც აქამდე არავის თვალებში დამინახია — მაინც წამოვა, უპასუხა დათამ. მოულოდნელად თორნიკემ ოდნავ გაიღიმა. არა დამცინავად… უფრო თითქოს რაღაცაზე დარწმუნებული. — არა, თქვა ნელა, თუ წამოვა… საკუთარი გადაწყვეტილებით წამოვა. ყველა მე მიყურებდა. ოღონდ ეს არა მეზიზღება ეს მომენტი გაქცევა მინდოდა არ ვიცოდი რა მეპასუხა რომ არ წავყოლოდი დათა ჯერ საბას მოკლავდა მერე მე მარა რომ წავყოლოდი საბას ვატკენდი გულს ჩემს უსაყვარლეს უფროს ძმას რომელიც ჩემსს გამო ყველაფერს გაკეთებდა, მზერა ავარიდე მის თვალებს ვგრძნობდი როგორ უნდოდათ ცრემლებს გადმოღვრა -ბოდიშით… არ ვიცი რატო ვთქვი ან რა მქონდა მე საბოდიშო. გავტრიალდი უკან მდგომ საბას ხელი მოვკიდე და ტერასაზე გავიყვანე. -რას აკეთებ საბა გინდა რო მოგკვლას? ძლივს ამოვიოხრეე -უბრ… არ დავაცალე რამის თქმა -სიცოცხლე მოგბეზდა? ვთქვი თუ არა ეგრევე ცრემლები წამწყდა თვალებიდან, -უბრალოდ შენთვის მინდა კარგი ნუ ტირიხარ შენთვის ვაკეთებ ამას! არ მინდა ისე იცხოვრო როგორც დათას უნა -გითხარი მე გადავწყვიტე უკვე თქო აღარ მინდა ამაზე საუბარი. ცრემლები მოვიწმინდე გავედი ტერასიდან ოთახში შევედი დედას შევხედე მისი თვალები ისეთი დაღლილი ჩანდა დათას გავხედე ავტომატიურად მისი სახე ბრაზისგან ისეთი დაჭმიული იყო მეგონა გასკდებოდა. თორნიკე მომიახლოვდა შემომხედა -თანახმა ვარ. ვუპასუხეე და ნაბიჯით უკან გავიწიე -დარწმუნებული ხარ? მკითხა მშვიდი ტონით -კი. ვუპასუხე ისე რომ თავიც არ ამიწევია -კარგი მაშინ დაემშვიდობე მშობლებს და წავიდეთ. დაცვას ვთხოვე ნივთები ჩამოეტანა დედას ჩავეხუტე ისე ძლიერად გეგონებოდა ბოლო ჩახუტება იყო -ნუ გეშინია კარგად ვიქნები. ჩავჩურჩულე და გავიწიე ხელი პირზე მიფარა ვგრძნობდი მის ტკივილს თვალიდან ცრემლი ჩამოუვარდა მოვუწმინდე ნაზად და გავტრიალდი. გვერძე ანიტა ედგა ინმედ გაცრუება ეტყობოდა თვალებში ხელი მოვკიდე -გთხოვ საბას მოუბრთხილდი მას ძალიან უყვარხარ შენ მააინც არ გაუცრუო იმედები გავუღიმე და საპასუხოდ თავი დამიქნია უნდოდა რაღაცის თქმა მარა თავი შეიკავა, დათას ისე ჩავუარე არც შემიხედია. კარებში საბა იდგა როცა მივუახლოვდი ხელი მომკიდა -არ წახვიდე. ჩუმად მითხრა და ამომხედა გული გამსკდომოდა ოღონდ ეს არა თვალი ავარიდე მის თვალებს და ვუპასუხე -უკვე გვიანია, ძლივს ვუთხარი ხელი გამიშვა პირველად ცხოვრებაში ვერ დამიცვა, და ალბათ ეს ყველაზე მეტად სტკიოდა. თორნიკემ წელზე ხელი შემომხვია და გავედით გარეთ ისევ ის ცივი თებერვლის საშინელი ქარი დამხვდა შავი მანქანასთან მიმიყვანა და კარი გამიღო. გვერძე მომიჯდა და რამდენიმე წამში მანქანა დაიძრა სახლს არ შევხედე ვიცოდი თუ შევხედადი იმ ადგილს რომელშიც მთელი ჩემი ბავშვობა იყო გადავიფიქრებდი. გზაში სიჩუმე იყო. მხოლოდ ძრავის ხმა ისმოდა ქუჩის განათებებიც ნელ ნელა გაქრა იმ ადგილს სადაც გავიზარდე გავცდით. ვიგრძენი რომ მიყურებდა -გეშინია? მკითხა მშვიდი ხმით რამდენიმე წამი პასუხი არ გამიცია -არ ვიცი, ბოლოს ვუპასუხე გულწრფელად -კარგი პასუხია მაგრამ დამაყმაყოფილებელი არა… მითხრა და გამიღიმა. მისკენ გავტრიალდი -შენთვის ეს რა არის? -რაა? -ეს ყველაფერი…. ქორწინება რამდენიმე წამი დაფიქრდა -აუცილებლობა. -ანუ არ გინდა? -სურვილზე არ არის. გაბრაზებამ მომაწვა -მაშინ რატო მეთხხოვები საერთოდ არ მიცნობ! ახლა პირდაპირ შემომხედა. -შენც არ მიცნობ -მე არჩევანი არ მქონდა - გგონია მე მქონდა? გავშეშდი. -რას ნიშნავს? პასუხი არ გამცა. ფანჯარაში გაიხედა. მანქანა ქალაქიდან ძალიან შორს შევიდა. ქუჩის განათებები აღარ ჩანდა მხოლოდ ბნელი გზა და ტყე. -სად მივდივართ? ვკითხე ჩუმად. -სახლში. - აქ შენი სახლია? - ჰო ნუ აგარაკი უფრო რამდენიმე წუთში მაღალი, შავი რკინის ჭიშკარი გამოჩნდა. მანქანა გაჩერდა. დაცვის თანამშრომელმა ჭიშკარი გახსნა. შიგნით დიდი ეზო უზარმაზარი სახლი ჩანდა, უფრო სასახლეს გავდა ვიდრე სახლს თოთქმის არ ჰქონდა განათება უცნაური შეგრძნება დამეუფლა მანქანა გაჩერდა. -ჩამოდი. მითხრა ჩამოვედი ქარი კიდე უფრო ცივი იყო სახლი ბნელში იდგა თითქოს ცარიელი. -აქ ვინ ცხოვრობს? ვკითხ თორნიკე რამდენიმე წამი მიყრებდა -უკვე შენც. მომიჭრა მოკლედ გული ამიჩქარდა არ მინდოდა ეს პასუხი გამეგო. კარები გაიღო შიგნით მხოლოდ ერთი მოხუცი ქალი იდგა შავებში ჩაცმული. მან ჯერ თორნიკეს შეხედა, მერე მე. და ისეთი რამ თქვა, რის გაგონებასაც საერთოდ არ ველოდი: - ბოლოს და ბოლოს მოიყვანე… ის. -კი. მოუჭა მოკლედ და სავარძელზე ჩამოჯდა თვალით მანიშნა ჩამოჯექიო ავტომატიურად დავემორჩილე -ყავა ან ჩაი ხო არ გინდათ? მეკითხება ქალი -იქნებ ჯერ გაეცნოთ ერთმანეთი ატრიალა თვალები და სავარძელს მიეყრდნო -ვუი ხო, ნინა ქავთარაძე გამომიწოდა ხელი -ევა აბაშიძე ჩამოვართვი. ხელი დაგავუღიმე ნეტა ვიცოდე რა მაღომებდა საპასუხოდ მანაც გამიღიმა - სად შემიძლია გამოვიცვალო? აღარ შემეძლო ამ კაბაში გაჩერება -წამო გაჩვენებ თქვენს ოთახს მითხრა ნინამ და თვალოთ მანიშნა გამომყევიო მეორე სართულზე ასვლიასას მითხრა -არ ინერვიულო აქ არაფერს დაგიშავებენ. მითხრა ჩუმად. შევხედე ჩუმად ამ ქალის ხმაში ისეთი სიმტკიხე იგრძნობოდა დამაჟრიალა გავიარეთ გრძელი კიბები დერეფანში დიდი შავი კარები გამოაღო -აი ესა თქვენი ოთახი მითხრა მშვიდად შიგნოთ შევედით და ადგილზე გავოყინე ოთახი უზარმაზარი იყო. შუაში დიდი საწოლი იდგა, ფანჯრები კი იატაკამდე ჩადიოდა. მძიმე მუქი ფარდები თითქმის მთლიანად ფარავდა გარეთ არსებულ ტყეს. ოთახი ლამაზი იყო… მაგრამ ცივი. არა სიცივისგან შეგრძნებით. -აბაზანა იქითა მანიშნა მარცხნივ -ტანსაცნელიც კარადაში დაგიდეთ შემომხედა ცოტა შეყონდა და დამატა -რამე თუ დაგჭირდება დამიძახე ევა გამიკვირდა ჩემი სახელი ისე წარმოთქვა გეგონებოდა დიდხანს მიცნობდა. კარი დაიხურა. ისეთი სიჩუმე იყო მეშინოდა უცებ გამოვიცვალე სპორტულები ჩავიცვი. ისე მომეშვა ამ კაბის გახდის მერე იმხელა ტვირთი ქონდა მაგიჟებდა. **** ნელა მივუახლოდი ფანჯარას და ფარდა ოდნავ გადავწიე. გარეთ მხოლოდ ბნელი ტყე ჩანდა არც სახლები არც გზები არ ჩანდა აქედან გაქცევა მარტივი არ ჩანდა ღმერთო ისე ვფიქრობ ამ გაქცევაზე გეგონება და შემეძლოს. უცებ კარის სახელური ჩამოიწია, შევხტი. კარი გაიღო და თორნიკე შემოვიდა სწრაფად გადავწიე ფარდა. რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა, ისევ ის მშვიდი სახე ქონდა თითქოს არაფერი არ ადარდებდა მაკვირვებდა მისი სიმშვიდე. -შეგეშინდა? -არა. ვუპასუხე მარა ჩემაა ხმამ გამცა ოთახში შემოვიდა და კარი დახურა პიჯაკი გაიხედადა სკამზე დადაკიდა და ფანჯარასთან მომიახლოვდა -აქ მარტო არავინ შემოვა შენთან დაუკითხავად. თქვა -შენ შემოხვედი, ვუპასუხე ნერვილად -მე სხვა ვარ. დავიძაბე -ანუ აქ უნდა ვიცხოვრო? ძლივს ვკითხე -ვიცხოვროთ. მომიჭრა მოკლედ -ერთად? ვკითხე გაოცებულმა პირეველად მთელო დღის განმალობაში გაეღიმა რა სასწაულად ეჩხვლიტებოდა ლოყები ვერ ავღწერ. -შეგახსენებ და გეტყვი რო უკვე შენი ქმარი ვარ. თვალი ჩამიკრა -და ქორწილი? რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, მერე ჩემსკენ შემოტრიალდა -ფორმალურად უკვე ჩემი ცოლი ხარრ გავშეშდი. -რას ნიშნავს ,,ფორმალურად”? -ხელმოწერები უკვე გაკეთებულია სანამ აქ მოვდიოდით. გული ჩამივარდაა -მეე.. ხელი არ მომიწერია -შენ არა, თქვა მშვიდად lმაგრამ კანონიერი წარმომადგენელი გყავს -მივხვდი. მამა ჩუმად ამოვთქვი და თვალები დამეწვა. საწოლზე ჩამოვჯექი ყველაფერი უცებ დამძიმდა ოთახიც,ჰაერიც, სიჩუმეც, რამდენომე წამი ხმა არ ამოგვიღია. თოდნიკე ადგა და კართან გავიდა მომიახლოვდა მარა არც ისე ახლოს მოვიდა 2 ნაბიჯი გვაშორებდა არ უნდოდა ზედმეტად ჩაჭრილიყო ჩემს სივრცეში -გაბრაზდი? მკითხა მშვიდად. -გაბრაზება აღარ მყოფნინს. ძლივს ვუპასუხე -უბრალოდდ.. ცარიელი ვარ. არაფერი არ მიპასუხა სკამი გამოწია და დაჯდა სპეციალურად არ ჯდებოდა ახლოს -შეიძლება ერთი რაღაც გკითხო? -მკითხე. მაგიჟებდა მისი სიმშვიდე -შენ რატო დათანხმდი? რამდენიმე წამო ჩუმად მიყურებდა თოთქოს ფიქრობდა ეთქვა თუ არა -მამაჩემიც ისეთივე ჯიუტია როგორიც შენი. თქვა ბოლოს უბრალოდ განსხვავება ისა მე წინაღმდეგობა არ გამიწევია -ანუ საერთოდ არ გინდოდა? -არ ვიცოდი ვინ იყავი. მითხრა პირდაპირ -და ეხლა იცი? რამდენიმე წამი მიყურა. ისეთი მზერა ჰქონდა, ვერ გავუძელი და თვალები დავხარე. -ახლა ჯერ ისევ უცხოები ვართ, -თქვა მშვიდად, -და მე არ ვაპირებ დაგაძალო, რომ უცებ ცოლი გახდე. გაკვირვებული ავხედე -რას ნიშნავს? აგდა -ნიშნავს რომ დრო გაქვს. კარისკენ წავიდა -გაჩერდი, უნებლიედ დავუძახე შეჩერდა. -სად მიდიხარ? -ქვემოთ, სტუმრების ოთახში დავიძინებ. -ანუ აქ არ დარჩები? -არ შეგეშინდეს. დღეს მაინც არა. მითხრა მსუბუქად პირველად იმ დღის განმავლობაში შვებით ამოვისუნთქე და თავადაც გამიკვირდა. კარი გაღო მაგრამ სანამ გავიდოდა დამიძახა -ევა -ჰოო? ვუპასუხე გაკვირვებულმა -ხვალ თუ გინდა ქალაქში გაგიყვან სწავლა არ უნდა მიატოვო… გავშეშდი -მართლა შეიძლება? -კი. მხრები აიჩეჩა -ცოლი მჭირდება მარა ტყვე არა გამიღიმა და გავიდა კარი მსუბუქად მიხურა ოთახში მარტო დავრჩი საწოლზე დავწექი და ჭერს დავუწყე ყურება უცნაური იყო. დილით ყველაზე მეტად მისი მეშინოდა, ახლა კი პირველად აღარ ვგრძნობდი თავს სრულიად მარტო. და პირველად იმ დღის შემდეგ წყნარად ჩამეძინა. *** დილით მზის შუქმა გამაღვიძა. რამდენიმე წამი ვერ მივხვდი სად ვიყავი. მერე ყველაფერი ერთდროულად გამახსენდა და სწრაფად წამოვჯექი. კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა -ევა გაიღვიძე? ნინას ხმა იყო -კი კარი გამიღო და გამიღიმა -ქვემოთ გელოდება. -ვინნ? ნინამ უცებ ჩაიეცინა -შენი ქმარი. გული უცნაურად ამიჩქარდა ნელა ჩავედი კიბეებზე. მისაღებში თორნიკე იდგა, უკვე ჩაცმული, ხელში ფინჯანი ეჭირა. ჩემსკენ რომ შემობრუნდა, რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებდა. -დილა მშვიდობისა -დილაა… ძლივს ვუპასუხე შემომხედა და ოდნავ გამიღიმა -მზად ხარ? -რისთვის? -დაგპირდი ხო. რომ სწავლას გაგრძწლები, საბუთებზე მივდივართ გული გამითბა ისე უცებ, თვითონაც ვერ მივხვდი რატომ. ალბათ იმიტომ… რომ ვიგრძენი ჩემი ცხოვრება მთლიანად არ დასრულებულა. უბრალოდ შეიცვალა. ავარდი ოთახში მოვწესრიგდი და ჩავედი ქვემოთ თორნიკე სავარძელში იყო მოკალათებული ამომხედა -წავიდეთ? მკითხა -კი ვუპასუხე მოკლედ და გავუღომე გავედით ჩავჯექით მანქანაში, კარი დახურა და რამდენიმე წამი არაფერი გვითქვამს. მანქანა დაძრა და მანქანა ნელა გაიყვანა ეზოდან დიდი ჭიშკარი დაიხურა. კიდე ვერ ვიჯერებდი რო მივდიოდი ხელები მუხლებზე მქონდა დაწყობილი და თითებს ერთმანეთში ვხლართავდი. ვცდილობდი არ შემეხედა მისთვის, მაგრამ ვგრძნობდი როგორ შემომხედავდა ხოლმე. -სახლი გენატრება? დარღვია სიჩუმე -კი. ვიგრძენი რამხელა სიმწუხარე იგრძნობოდა ჩემს ხმაში -ყვლაზე მეტად რა გენატრება? -დედა. ჩუმად ვთქვი ვიგრძენი რო ცრემლები მაწვებოდა ტუჩზე ვიკბინე სიმწრისგან თავი ოდნავ დამიქნია თოთქოს მივხვდა ჩემს გრძნობას -ნახავ მომიჭრა მოკლედ შევხედე -რას ნიშნავს ,,ნახქვ”? -მივდივართ შენთან გავშეშდი -მართლაა? ვკითხე გოცებულმა თავი დამიქნია არ ვიცი რატომ, მაგრამ გული უცებ ამიჩქარდა. ფანჯარაში გავიხედე, რომ არ დაენახა სახეზე რაც მეტყობოდა. ქალაქში რომ შევედით, უკვე მოსაღემებული იყო ქუჩები ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით. მანქანა ნაცნობ ქუჩაზე რომ გადაუხვია, სუნთქვა შემეკრა ჩემი უბანი იყო. მანქანა ჩვენი სახლის წინ გაჩერდა რამდენიმე წამი ვერ გავბედე გადმოსვლა -ევა მშვიდად არავინ არაფერს გეტყვის მანქანიდან გადავიდა და მეც გამიღო კარი გადმოვედი ფეხები მიკანკალებდა კარზე დავაკაკუნე კარი მოსამსახურემ გაღო დედამ გამოიხედა რომ დამინახა ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა ისე ძლიერად რომ სუნთქვა შეკრა -ევა.. ევაა… ტიროდა და მიჩურჩულებდა -დედას პრინცესა როგორ მომენატრე როგორ მიჭირს უშენობა ნეტა იცოდე მეც ცრწმლები წამომივიდა ვხვდებოდი როგორ მენატრებოდა მისი ჩახუტება არადა ჯერ მხოლოდ 1 დღე იყო გასული რამდენიმე წამში საბაც გამოვიდა. კარში გაჩერდა. მე მიყურებდა… მერე თორნიკეს. ჰაერი უცებ დაიძაბა. საბა ნელა ჩამოვიდა კიბეებიდან. -კარგად ხარ? მკითხა ბრაზი ეტყობოდა ხმაში -კი… თქო ვუპახუსე დედას ხელი გავუშვი და მისკენ წავედი ჩასახუტებლად უცებ გამწია თვალი გადავავლე თორნიკეს. მშვიდად იდგა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა. არც ბრაზი, არც აგრესია უბრალოდ აკვირდებოდა. საბა მიუახლოვდა. -თუ რამე დაუშავა… დაიწყო. -საბა. შევაწყვეტინე მაშინვე მაგრამ თორნიკემ თვითონ უპასუხა მშვიდად -არაფერი დაუშავებია და არც დავუშავებ. საბამ პირდაპირ თვალებში შეხედა. -საკმარისად დაუშავე უკვე რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს. -გაჩუმდი! დიდი ბრაზი ამოუშვა -ნუ მაჩუმებ. საბა მისკენ გაიწია -გეყოთ გთხოვთ ვუთხარი ბრძანებლური ტონით თორნიკემ გამომხედა -შენ დას ადამიანად ვთვლი და არა გამოსასყიდ ნივთად ეს გაითვალისწინე. უთხრა და შემომხედა საბას სახეზე გაკვირვება შევნიშნე თორნიკეს მზერა არიდა და ჩემსკენ შემოტრიალდა -რამდენ ხანს დარჩები? თორნიკეს გავეხედე თავი დამიქნია ჩემს პასუხს ელოდებოდა -საღამომდე. ვუპსუხე -შემოთ სახლში შემოთ ნუ დგახართ კარებში სანამ შევიდოდი უნებლიედ გავიხედე უკან ისევ იქ იდგა -არ შემოდიხარ? ვკითხე -არა ოფისში წავალ შენს სასწავლებლის საბუთებსაც მოვაგვარებ ბარემ, სახლში წასვლა რომ მოგინდება დამირეკე მოგაკითხავ და წავიდეეთ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა საბამ ცინიკურად ჩიცინა -სახლში ჩაილაპარაკა და შიგნით შევიდა შიგნით შევედით. სახლში ყველაფერი ისე იყო როგორც დავტოვე… მაგრამ მაინც სხვანაირად მეჩვენებოდა. თითქოს მე აღარ ვიყავი იგივე ადამიანი. დედამ ხელი არ გამიშვა, მისაღებში შემიყვანა და დივანზე დამსვა. რამე გაჭამო? ნერვიულად მკითხა. -არა დეე… არ მინდა არაფერი -როგორ გრძნობ თავს? -კარგად ვარ დეე. გავუღიმე საბა ფანჯარასთან იდგა, ზურგით. ვიცოდი მიყურებდა, უბრალოდ არ შემობრუნდებოდა. ბოლოს მაინც მოტრიალდა. -გატირებს? მკითხა ნერვულად და სიგარეტს გაუკიდა -არა. -შეგიყვარდა? -არა. -გაიძულებს რამეს? თავი გავაქნიე. საბა რამდენიმე წამი მიყურებდა, მერე ნელა ჩამოჯდა ჩემ წინ -მაშინ რატომ მიყურებ ასე… ჩუმად თქვა, -როგორ? -თითქოს იქ არ გინდა ყოფნა. ვერ ვუპასუხე. თვითონაც ვერ ვიგებდი რას ვგრძნობდი. დედა ჩუმად გვიყურებდა. -იცი რა მაკვირს? თქვა საბამ, -ის ტიპი საერთოდ არ ჰგავს იმას ვინც მამამ აგვიხწერა -რას გულისხმობ? -ვიფიქრე ვიღაც ამპარტავანი, აგრესიული იქნებოდა… შენ რომ წაგიყვანდა ძალით. მაგრამ… გაჩუმდა -არ შეგხებია კიდეც.? უცებ გამახსენდა გუშინდელი საღამო. როგორ დატოვა ოთახი, როგორ დამიტოვა სივრცე. -არა… ჩუმად ვთქვი არ არის ცუდი. მოვუჭერი მოკლედ თავადაც გამიკვირდა ეს სიტყვები რომ ვთქვი. საბამ მაშინვე შემომხედა. -ევა. -ჰო? -გეშინია მისი? რამდენიმე წამი დავფიქრდი. -არა… ბოლოს ვთქვი გულწრფელად უფრო… ვერ ვიგებ. მშინია თუ არა მისი და ეს მტანჯავს სიჩუმე ჩამოვარდა. მოულოდნელად ტელეფონი ამიწკრიალდა. ეკრანს დავხედე. თორნიკე გული უცებ ამიჩქარდა და არც კი ვიცი რატომ. -აი უკვე გირეკავს, ჩაილაპარაკა საბამ. ავიღე. -ჰო… -ხო არ შეგაწუხე? მშვიდი ხმა იყო. -არა. მშვიდობააა? -უბრალოდ გკითხე როგორ ხარ. უცნაურად გამეღიმა. -კარგად. -კარგი. ნუ იჩქარებ, რამდენიც გინდა დარჩი. რამდენიმე წამი ჩუმად ვიყავი. -თორნიკე… -გისმენ. -რატომ აკეთებ ამას? -რას? -ასე რატომ იქცევი ჩემთან? რამდენიმე წამი არ მიპასუხა. -იმიტომ რომ, ევა… ჩუმად თქვა — -იძულებით დაწყებული ურთიერთობა ისედაც რთულია. არ მინდა შენთვის უარესი გავხადო. სიტყვები ვერ ვიპოვე. როცა დაბრუნებას გადაწყვეტ დამირეკე. მე მოგაკითხავ. -კარგი. გავუთიშე. საბა მიყურებდა. -რა უნდოდა? -არაფერი… უბრალოდ მკითხა როგორ ვიყავი. საბამ ამოიოხრა და პირველად აღარ ჩანდა ისე გაბრაზებული. საღამომდე დედასთან ვიყავი. ჩემს ოთახშიც ავედი. ყველაფერი თავის ადგილზე იყო წიგნები, ჩანთა, სარკე… საწოლზე ჩამოვჯექი და უცებ მივხვდი სახლში ვიყავი… მაგრამ უკვე სტუმარივით. *** 9 სათი ახლივდებოდა დათას სახლში მოსვლის დროო არ მინდოდა მისი ნახვა თორნიკეს დავურეკე მესამე ზარი გავიდა და მიპასუხა -მოვიდე? მკითხა ეგრევე ვიღაც ქალოს სიცილის ხმა გავიგე -კი თუ შეგილიაა ვუპასუხე -კაი 10 წუთში შენს სახლთან ვიქნები მიპასუხა და გამითიშა ჩემებს დავემშვიდობე და ეზოში გავედი გზის მოპირდაპირე მხარეს შავი მანქანა იდგა. კაპოტს მიყრდნობოდა. ერთ ხელი ჯიბეებში ჰქონდა მეორეთი სიგარეტს ეწეოდა და მშვიდად მიყურებდა. არ დაურეკავს. არ აჩქარებდა. უბრალოდ მოვიდა. ნელა მივუახლოვდი. -დიდხანს გელოდე? ვკითხე. -არა. -როდის მოხვედი? - როგორც დამირეკე ეგრევე. თვალი ჩამიკრა გაკვირვებულმა შევხედე. ოდნავ გაეღიმა. - რატომ? რამდენიმე წამი მიყურებდა. -იმიტომ, რომ სახლიდან არ მოდიოდი… შენ მოდიოდი ჩემთან. გული უცნაურად ამიჩქარდა. კარი გამიღო. ამჯერად მანქანაში რომ ჩავჯექი, ისეთი შეგრძნება აღარ მქონდა თითქოს სადღაც მივყავდი… მანქანა დაიძრა ცოტახნის მერე ვკითხე -ის ქალი ვინ იყო? -რომელი? მკითხა ბოლოს მშვიდად. - ტელეფონში… სიცილი რომ გავიგე. თორნიკემ ოდნავ ჩაიცინა. -ოფისში ვიყავი. თამათა ჩემი თანამშრომელი. არ ვიცი რატომ, მაგრამ გულში რაღაც უსიამოვნოდ მომიჭირა. -ძალიან ხალისიანი ჩანდა, ჩავილაპარაკე და ფანჯარაში გავიხედე. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. -ეჭვიანობ? მკითხა უცებ. მაშინვე მისკენ შევტრიალდი. - რაა?! არა! სწრაფად ვუპასუხე, მაგრამ ხმამ გამცა. გამიღიმა -კარგი. გაბრაზება მომაწვა. -უბრალოდ ვიკითხე! -ჰო, ვიცი, მშვიდად თქვა, ჩავიჩუმე. თვითონაც ვერ ვიგებდი რატომ მადარდებდა საერთოდ. რამდენიმე წუთში მანქანა იმ დიდ ჭიშკართან გაჩერდა. დაცვამ გაგვიღო. ეზოში შევედით. ამჯერად სახლი ისეთი ცივი აღარ მეჩვენა. მანქანიდან გადმოვედი. კართან მისვლამდე თორნიკემ დამიძახა: -ევა. შევჩერდი. -ხვალ ლექციები გაქვს დილიდან, მითხრა, -მე ვერ მოვასწრებ და მძღოლი წაგიყვანს. -თვითონ არ წამოხვალ? საქმეები მაქვს… მაგრამ რომ დაგამთავრდება მაგაკითხავ. თავი დავუქნიე, მაგრამ უცნაურად მეწყინა. შიგნით შევედით. ნინა მისაღებში დაგვხვდა. -მოხვედით? გამიღიმა -ევა, ვახშამი დაგიდე. -მადლობა, არ მშია, ვუპასუხე. -ცოტას მაინც ჭამ, მთელი დღე არაფერი გიჭამია, მითხრა თორნიკემ ისე, თითქოს ეს ჩვეულებრივი რამ იყო. გაკვირვებულმა შევხედე. -საიდან იცი? -ვიცოდი არ შეჭამდი ნერვიულობისგან. არაფერი მითქვამს. უბრალოდ სამზარეულოში შევედი. თვითონ არ დაჯდა, უბრალოდ კარებთან იდგა და მიყურებდა სანამ ვჭამდი. -შენ? არ ჭამ? ვკითხე ბოლოს -ვჭამე უკვე. რამდენიმე წამი უხერხული სიჩუმე იყო. -თორნიკე… -ჰო? -შენ სულ ასეთი ხარ? -როგორი? -მშვიდი. ოდნავ მხრები აიჩეჩა. -ვიღაცას ხომ უნდა იყოს ჩვენს შორის ნორმალური. ვერ შევიკავე და გამეღიმა. პირველად… მის გვერდით თავი დაძაბულად აღარ ვიგრძენი. იმ ღამით ოთახში რომ ავედი, ფანჯარასთან ვიდექი. ცოტა ხანში კარზე კაკუნი გაისმა. -შემოდი. კარი გაიღო. თორნიკე იყო. -რაღაც დამავიწყდა, — თქვა და ოთახში შემოვიდა, მაგრამ ისევ კართან გაჩერდა. -რა? საწოლზე დადო პატარა ყუთი. -შენი ტელეფონი გუშინ რომ ვნახე გატეხილი იყო. ახალია. სიმ ბარათიც გადავიტანე. გავშეშდი. -არ იყო საჭირო… -იყო, მშვიდად მითხრა უნივერსიტეტთან, სახლთან… ყველგან უნდა დამიკავშირდე თუ რამე დაგჭირდება. რამდენიმე წამი ვერაფერი ვთქვი. -მადლობა… თავი ოდნავ დამიქნია. -ღამე მშვიდობისა, ევა. -ღამე მშვიდობისა. კარი დახურა. საწოლზე ჩამოვჯექი და ყუთი გავხსენი. უცნაურად გამეღიმა. მაშინ მივხვდი მთელი დღე პირველად არ მიფიქრია გაქცევაზე. **** მეორე დილით უნივერსიტეტში რომ მიმიყვანეს, მთელი ლექცია გაფანტული ვიყავი. ლექციის ბოლოს ტელეფონი ვიბრირებდა. „გარეთ ვარ.“ მომდის თორნიკესგან მესიჯი გული უცებ ამიჩქარდა. ფანჯრიდან გავიხედე -შავი მანქანა იდგა, და მასთან მიყრდნობილი თორნიკე. უცებ მივხვდი… ვიღაც პირველად მელოდებოდა, იმიტომ კი არა რომ ვალდებული იყო არამედ იმიტომ, რომ უნდოდა სასწავლებლის კარები სწრაფად ჩამოვირბინე. ეზოში სტუდენტები იდგნენ და საუბრობდნენ, მაგრამ მე მხოლოდ ის დავინახე. მანქანას მიყრდნობოდა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა და მშვიდად მელოდებოდა. როცა შემამჩნია, ოდნავ გასწორდა. უცნაურად ამიჩქარდა გული. -დიდხანს მელოდე? მივუახლოვდი. -არა, ახლახან მოვედი, მიპასუხა, თუმცა აშკარად ჩანდა ცოტა ხანი იდგა. კარი გამიღო. ჩავჯექი. მანქანა დაიძრა. რამდენიმე წუთი ისევ სიჩუმე იყო, მერე მკითხა -როგორ ჩაიარა? -ნორმალურად… გავუღიმე მაგრამ ვერ ვკონცენტრირდებოდი. -რატომ? ფანჯარაში გავიხედე. — ბევრი რამ შეიცვალა ერთ დღეში. თავი დამიქნია. თითქოს ეს პასუხი ელოდა. ცოტა ხანში მანქანას იმ გზაზე არ გადაუხვევია. საიდანაც სახლში მივდიოდით. -სახლში არ მივდივართ? ვკითხე. -ჯერ არა. -სად მივდივართ? -გაჩვენებ. რამდენიმე წუთში მანქანა პატარა წყნარ პარკთან გაჩერდა. ხალხი ცოტაღა იყო, საღამო ახლოვდებოდა. -ჩამოდი. გაკვირვებული გადავედი. -აქ რატომ მოვედით? რამდენიმე წამი მიყურებდა, მერე უბრალოდ თქვა -მთელი დღე შენობებში იყავი… ჰაერი გჭირდება. არ ვიცი რატომ, მაგრამ გამეღიმა. ნელა დავიწყეთ სეირნობა. თავიდან უხერხულად მივდიოდით გვერდიგვერდ. მერე ნელა ნელა საუბარიც დაიწყო უბრალო რაღაცებზე… ლექციებზე, ჩემს ჯგუფელებზე. - შენ? უნივერსიტეტში რა ისწავლე? -ეკონომიკა. -და ახლა? -მამასთან ერთად ვმუშაობ. რამდენიმე წამი ჩუმად ვიყავი. -საერთოდ არ გინდოდა ქორწინება? გაჩერდა. -თავიდან არა. -ახლა? პირდაპირ შემომხედა. მზერა აღარ იყო ისეთი ცივი. -ახლა… ჯერ ვცდილობ გაგიცნო. გული უცნაურად ამიჩქარდა. გზაზე პატარა კაფესთან გავიარეთ. ვიტრინაში ტკბილეული ეწყო. თვალი უნებურად გამექცა. ტკბილეული გიყვარს? მკითხა მაშინვე. -არა… ვთქვი ავტომატურად, მერე გამეცინა კი. არაფერი უთქვამს. შევიდა და ორ წუთში უკან გამოვიდა პატარა პარკით. -აი. -რა არის? -ნახავ. და გამიღიმა გავხსენი შოკოლადის ნამცხვარი იყო. -მე ხომ არ მითხოვია… -ვიცი. - მაშინ რატომ? მხრები აიჩეჩა. -იმიტომ რომ გაგიხარდა რომ დაინახე. ვერაფერი ვუთხარი. სახლში დაბრუნებისას უკვე ბნელოდა. ეზოში შესვლისას შევამჩნიე აღარ მეჩვენებოდა ეს ადგილი უცხოდ. სახლში შევედით კიბებზე ავდიოდი ხმამმ გამაჩერა -ტკბილი ძილი ამომხედა და გამიღიმა -ტკბილი ძილი ვუპასუხე და ავირბინე კიბები ისეთი დაღლილი ვიყავი ოთახში შესვლის თანავე დამეძინა. ———— მოგეწონათ? ✨თქვენი შეფასება და აზრი კომენტარებში დამიტოვეთ, წავიკითხავ ყველას 💬 ბოდიშ გიხდით შესაძლო შეცდომებისთვი🙏🏻 გაგრძელებას მალე იხილავთ🩷 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



