ჩვენი არჩევანი (თავი 2)
ღამით.ეკრანი ისევ ინთება _დღეს ცოტა დაღლილი ვარ. _შენგან ეს პირველად მესმის. _შენთან შემიძლია ამის თქმა_იღიმება ნოე. _ეს უკვე პასუხისმგებლობაა._გაიცინეს._ ისეთი დაღლილობაა, ძილიც რომ ვერ შველის? _ზუსტად ეგ _პასუხობს ნოე._როცა თვალებს ხუჭავ და ხვალინდელი დღე გრძელდება. _რა გაღლის ასე?_თანაგრძნობა ერევა ხმაში ანკას. ნოე ჩუმდება. ამ კითხვაზე ადამიანები იშვიათად პასუხობენ გულწრფელად. _პასუხისმგებლობა._ბოლოს პასუხობს _საინტერესოა…და შენთვის რას ნიშნავს პასუხისმგებლობა? _ის, რომ შეცდომის ფუფუნება არ გაქვს,თან ჩემს საქმეში,თუ რაღაც ვერ გამოვიდა, მიზეზი ყოველთვის შენ ხარ.მაშინაც კი, როცა სხვებიც მონაწილეობდნენ. _ანუ მარტო გადაწყვეტილება კი არა შედეგიც შენ გეკუთვნის. _ხშირად,თან სხვისიც. _ნოე… და შენთვის ეს არჩევანია თუ ვალდებულება? ნოე ისევ ჩუმდება. _ერთ დროს არჩევანი იყო. ახლა… უფრო როლია, რომელიც უნდა შევასრულო. _იცი,ხანდახან როლები გვავიწყებს, ვინ ვართ სინამდვილეში. _და შენ?შენთვის პასუხისმგებლობა რა არის? _საზღვარი. სად მთავრდება „შემიძლია“ და იწყება „უნდა“. _და არ გაღლის? _მაღლის მაშინ, როცა მარტო ვარ მასში. როცა ვინმე მენდობა ნაკლებად.ნოე… შენ რატომ იღლები ასე?არ გენდობიან და შენგან ეს დიდ ენერგიას მოითხოვს? თუ გენდობიან ისე, რომ უკან დახევის უფლება არ გაქვს? _ორივე. _ეს ყველაზე მძიმე პასუხია. როცა გენდობიან, მაგრამ კონტროლსაც არ თმობენ. როცა გეუბნებიან — „შენ შეძლებ“, მაგრამ გულისხმობენ — „შენ უნდა შეძლო“. _და თუ ვერ შეძლებ? _მაშინ ეს უკვე ჩემი მარცხია.არა პროცესის. არა გარემოების.მხოლოდ ჩემი. _შენ თითქოს მარტო არ ხარ,მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მარტო დგახარ? _ზუსტად და ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამას ეჩვევი. _არ უნდა მიეჩვიო და არც სხვები არ უნდა მიაჩვიო ამას. _იცი რა არის?აქ რომ ვსაუბრობთ მარტივია… _ალბათ იმიტომ, რომ აქ შენგან არაფერს ელიან გარდა სიმართლისა. _სიმართლე ყოველთვის მარტივი არ არის. _ჰო,მაგრამ გულახდილობა სხვა რამეა. _ანკა,შენ ხშირად ხარ გულახდილი? _არჩევითად._ იცინის ანკა. _კარგია_ეღიმება ნოეს_ გულწრფელი პასუხია. _საკუთარ თავთან მაინც ასე სჯობს და სხვებთან მაშინ ვწყვეტ როცა ვატყობ არ საჭიროებენ,ან არ უნდათ სიმართლის მოსმენა გულახდილად. _მე მგონია შიშის გამო არ უნდათ სიმართლე,თორემ განა ტყუილის სიყვარული აქვთ. _ხო,მაგრამ სიმართლე ბოლოს მაინც გამოდის ხმაურიანად,რაც არ უნდა აარიდო თავი სათქმელს… ორივე ჩუმდება,თუმცა ეს აღარ არის უხერხული სიჩუმე.თითქოს ერთმანეთს მიეჩვივნენ და სიჩუმე უხერხულობას აღარ ქმნის მათ შორის. _ კარგი,ეს უკვე რაღაც ნამეტანი ფილოსოფიურში გადაგვივიდა.მგონი ღამით დიდ მნიშვნელობას იძენს ყველა სიტყვა და დეტალი. ნოე იცინის. _შენ დაიწყე. _არა,შენ დაიღალე და მერე მე დაგემატე. _კარგი ოფიციალურად ვიღებ პასუხისმგებლობას რომ თემა შევცვალო_ იცინის ნოე. _მიღებულია და რაზე ვისაუბროთ? _მაგალითად მითხარი როცა ძალიან იღლები როგორი ხდები? ანკა იცინის. _მართლა გიპასუხო? _კი_ნოეს ღიმილს ჰგვრის მისი ეს სილაღე. _ზედმეტად აქტიური ვხდები იუმორში,ანუ რომ არ გადამივიდეს გაღიზიანებაში ასე ვფარავ.შემთხვევით შევნიშნე ოღონდ ეს ჩემს თავში და მერე მომეწონა _ისევ იცინის. _მე პირიქით ვჩუმდები. _მგონია რომ რეალურ ცხოვრებაში ისედაც ჩუმად ხარ.თუმცა ნახე საერთო გვქონია იმ მხრივ რომ ორივე თავს ვაკონტროლებთ,უბრალოდ სხვადასხვა მეთოდით. _ეს უკვე საშიში მსგავსებაა._იცინის ნოე. _ნუ გეშინია,მსგავსებები საშიში სულაც არაა. _რა საყვარლად მამშვიდებ. _ჰო,როგორც შემიძლია,ვცდილობ მაინც… ორივე იცინის და ჩუმდებიან.მალე ზარი სრულდება.ყოველი ზარის შემდგომ ორივე ხვდება რომ ნელ-ნელა საზღვრები იშლება და ფართოვდება,პასუხისმგებლობას საერთოდ არ გრძნობენ და ეს სძენს ამ ურთიერთობას ინტრიგას,ინტიმს და სურვილს რომ კიდევ გაგრძელდეს… *** დილით ზანტად ახელს თვალებს ანკა.დღესაც, ხვალ შაბათია,გვიანობამდე დავიძინებ_ფიქრობს.რაც ნოე გამოჩნდა ჩემს ღამის ცხოვრებაში,ძილი მაკლია,მმ… თუმცა მართობს…ეღიმება ნოეს გახსენებაზე. ანკა სამსახურში მიდის.ოფისში ცოტა ქაოსია. ლუკა ეჩეხება კართან. _მოხვედი,როგორც იქნა. _მშვიდობაა? _არის რაა.ახალი დამკვეთია,სერიოზული მოთხოვნები აქვთ,კომუნიკაციაში მკაცრი… _სწორ ადგილას მოხვდნენ. _ღიმილით ამბობს ანკა. _ოჯახური ბიზნესია,კლასიკა უნდათ,ძველებური,მაგრამ თან თანამედროვე… _ჰოო და ალბათ აუცილებელია არაფერი შევცვალოთ?! _ერთ-ერთი მათი მოთხოვნაა რომ გადაწყვეტილებებს ოჯახის წევრი იღებს. _ესეიგი ემოციური იქნება. _ან ნერვიული _ ამატებს ლუკა. _ან ორივე ერთად,თუმცა ამიტომაც მომართეს ჩვენს კომპანიას და აუცილებელია ეს შეკვეთა ჩვენ გუნდმა აიღოს ლუკა._ანკას ხმა მშვიდი და გაწონასწორებული იყო,რაც მის პროფესიონალიზმს უსვამდა ხაზს. *** ნოეს ოჯახის სასტუმროების ქსელი ბოლო წელია გაფართოებას ცდილობს, მაგრამ ძველი არქიტექტურული გუნდი ვეღარ ეწევა ტემპს. პროექტები იგვიანებს, იდეები მეორდება,ეს კი აისახება მათ ფინანსებზე. _ისევ გადაიდო ბათუმის პროექტი?_ეკითხება ნოე, _ გადაიდო… და ბიუჯეტიც გადააჭარბეს._ პასუხობს ფინანსური მენეჯერი. ნოეს მამა ჩუმად უსმენს, მერე მშვიდად ამბობს: _ნოე მართალია ზურაბ,ჩვენ გვჭირდება ახალი გუნდი,თუ ასე გაგრძელდა ძალიან ვიზარალებთ. რამდენიმე დღეში HR-ს მაგიდაზე ხვდება პორტფოლიო. _ ეს ვინ არის? _ კითხულობს ნოე. _ არქიტექტორი თავის გუნდთან ერთად მუშაობს. ცოტა პრინციპულია_ღიმილით ამბობს HR,თუმცა კარგი რევიუ აქვს. _პრინციპული კარგია_ პასუხობს ნოე._ დაურეკეთ, შეხვედრაზე შეუთანხმდით. *** ღამეა. ქალაქი უკვე ჩუმდება. ეკრანი ისევ ინთება. საუბარს ნოე იწყებს. _დღეს ისეთი დღე მქონდა, მგონი ლეპტოპს ჩემზე მეტად სტკიოდა თავი. _ლეპტოპს თუ სტკივა, ე.ი. ცუდი დღე ნამდვილად იყო _რა ხდება? _ დიდი გადაწყვეტილებები. როცა ხვდები, რომ რაღაც უნდა შეცვალო, მაგრამ ეს „რაღაც“ ძალიან ბევრს ეხება… _მესმის. _შენ როგორ ხარ? _დღეს მეც ცოტა დაღლილი,მაგრამ როგორ გითხრა სასიამოვნოდ დაღლილი_ იცინის_ გესმის რას ვგულისხმობ? _კი და მომწონს,როგორც საუბრობ დაღლილობაზე.კაია რომ არ გეშინია დაღლის. _როცა ნაყოფიერად ვიხარჯები და შედეგს ვდებ,მერე სიამოვნება მეტია,ვიდრე დაღლა. _მომწონხარ,კარგად ფიქრობ… ანკა იცინის. _ხომ არ ვამძიმებ საუბარს? აშკარად ორივეს მოგვყვება სახლში სამსახურის თემა. _არა,არ ამძიმებ. “აქ” ყველაფერი მარტივია. ორივე ხვდებოდა რომ “ აქ” ორივესთვის უკვე რაღაცას ნიშნავდა. *** მეორე დილით ოფისში მისულს,მალე ზარი შესდის. _გისმენთ. _ანკა ბრძანდებით? _დიახ _ ჩვენი კომპანია დაინტერესებულია არქიტექტურულ პროექტთან დაკავშირებით თქვენთან შეხვედრაზე. _რა სახის პროექტი? _სასტუმროების ქსელია.პირველ რიგში გაცნობითი შეხვედრა ჩავნიშნოთ და დეტალებს ადგილზე გაგაცნობთ. _დიახ,შევთანხმდით. თანხმდებიან დროზე და ტელეფონს თიშავს. _მშვენიერი. _ხმამაღლა ფიქრობს ანკა. *** იმავე საღამოს,ჩვეულ დროს ზარი ისევ შემოდის… _ როგორ ხარ დღეს? _ეკითხება ანკა. _როგორც შენ გუშინ_იღიმის ნოე. _ანუ დაღლილი მაგრამ სასიამოვნოდ?! _დიახ.ნამდვილად. _მშვენიერია.ხვალ მე ვიქნები მასე,შეხვედრა მაქვს მნიშვნელოვანი. _იმედია არ დაგღლის… _ ხომ იცი მთავარია სასიამოვნო დაღლილობა იყოს. _მაშინ სასიამოვნო დაღლას გისურვებ. კიდევ ათას სისულელეზე საუბრობენ,საუბრის დასრულება ორივეს უჭირს,რადგან ერთმანეთს უკვე ძალიან მიეჩვივნენ,თან ეს სივრცე მათი შინაგანი “მე”_ს გამოხატულებაა. *** დილით ანკა,ადრე დგება.იცის მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის წინ და უნდა მობილიზებული იყოს,დრო თავისუფლად ჰქონდეს გადანაწილებული,არ ჩქარობდეს არსად. გარდერობიდან ნეიტრალური ფერის სამოსს არჩევს,არც ძალიან მკაცრი და არც თამამი.სამზარეულოში გადის,სადაც უკვე ოჯახის ყველა წევრს თავი მოუყრია. დედა ჩაის ასხამს, მამა გაზეთს ფურცლავს, პატარა ძმა ტელეფონზე თამაშობს და თან საუზმეს მიირთმევს. _ისევ ადრე გადიხარ? _ ეკითხება დედა, ანკას რომ ხედავს. _ შეხვედრა მაქვს, _პასუხობს ანკა მოკლედ. _ მნიშვნელოვანი? _ პროფესიულად კი. პატარა ძმა თავს წევს. _ ანუ დღესაც არ მომაკითხავ სკოლაში? _ შევეცდები თომა_ეღიმება ანკას. _მაგრამ ვერ დაგპირდები. _ ყოველთვის ასე ამბობ, _ ბუზღუნებს თომა. ანკა ჩანთას იღებს. _ საღამოს დავბრუნდები. _გვიან არ იქნება იმედია_ ამბობს დედა. _ ვეცდები. კართან პატარა ძმა ეუბნება: _ თუ ისევ იმ ხმიან ზარს ელოდები, ყურსასმენები არ დაგავიწყდეს. ანკა ჩერდება. _ რა ხმიან ზარს? _ხო, გუშინ გვიან ლაპარაკობდი. იცინოდი. დედა ინტერესით უყურებს, მამა არაფერს იმჩნევს. _მეგობარია,_ამბობს ანკა ძალიან ბუნებრივად.გულში კი ფიქრობს ამ ჭინკას დამიხედეთ და ეღიმება,უკვე ზურგშექცეულს. *** მანქანაში კიდევ ერთხელ ფიქრობს მომავალ შეხვედრაზე.ყველაფერი მზად აქვს ამ ეტაპზე.სარკეში ავლებს თავის თავს თვალს.ისე გამოიყურება,როგორც უნდა იყოს მსგავსი შეხვედრისთვის. ოფისთან რომ მიდის უცნაური შეგრძნება ეუფლება. შენობაში შედის.მისი ფეხის ხმა ექოსავით ისმის.ლიფტთან ჩერდება და სანამ ღილაკს თითს აჭერს ღრმად სუნთქავს,ასტაბილურებს სუნთქვას და ადის. მდივანი ეგებება. _გამარჯობა.ანკა ნამორაძე ბრძანდებით ხომ? _გამარჯობა.დიახ,მე ვარ. _აქეთ მობრძანდით._ მარცხნივ დერეფნის ბოლოს მიუყვება._ ბატონი ნოე გელოდებათ. “ნოე” წამიერად ანკას ეღიმება,თუმცა გონებიდან უცებ ფანტავს ღამის ნოეს,აქ საქმისთვის არის. ანკამ კარზე დააკაკუნა და პასუხის მოლოდინის გარეშე შევიდა.მაგიდასთან იჯდა მამაკაცი.პიჯაკი სკამის საზურგეზე ჰქონდა გადაკიდებული და მხოლოდ თეთრი პერანგი ეცვა ისეთი,რომელიც იდეალურად იმეორებდა მის სპორტულ აღნაგობას.თმა მუქი,სახე მკვეთრი ხაზებით ჰქონდა: სწორი ცხვირი, გამოკვეთილი ყბა, ტუჩები მშვიდად შეკრული,თვალები რომ ასწია, მუქი, დაკვირვებული მზერა ჰქონდა. არც გაუღიმია. უბრალოდ შეხედა. ეს არის ნოე? — გაიფიქრა ანკამ, და თავის თავზეც გაეცინა: რატომღაც უფრო მკაცრს ელოდა.ეს კი მშვიდი იყო. _გამარჯობა, ანა ხომ? დაბრძანდით._ ხელი გაუწოდა.ანკამ მისი თხელი,ნაზი თითები შეაგება,თუმცა მის ხელში იგრძნობოდა ძალა,რაც ნოემაც შენიშნა. ნოეს არც ანკას შემოსვლა არ გამორჩენია მხედველობის არედან.ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა,რომელიც საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა.თმები ბუნებრივად ჩამოშლოდა,მაკიაჟი მსუბუქი,სადა ტონალობის სამოსი აერჩია,პირველი შეხვედრისთვის იდეალური. “ იცის სადაც მოდიოდა” _ფიქრობს ნოე და მოსწონს. _დიახ ანკა.მადლობ,რომ დრო დამითმეთ. _CV გადავხედე,თუმცა მაინც მაინტერესებს რა იყო მიზეზი,რომ გადაწყვიტეთ ჩვენთან გასაუბრება? _თქვენი კომპანიის პროექტებმა დამაინტერესა,როგორც ჩანს მხოლოდ შედეგზე არ უნდა იყოთ ორიენტირებული. _საინტერესოა.ბევრს შედეგი აინტერესებს. _დიახ,მაგრამ შედეგამდე გასავლელი გზა მეტად მნიშვნელოვანია,სწორ გზას მივყავართ სწორ შედეგამდე. _კარგია.რა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება რაც სამსახურში მიგიღიათ? _დავრჩენილიყავი იქ,როცა განზე უნდა გავმდგარიყავი. _არ უშინდებით წინააღმდეგობას და პასუხისმგებლობას? _არა,თუმცა ეს ხმამაღალი ნათქვამი გამოდის.ამას უფრო პრაქტიკა და დრო აჩვენებს ხოლმე. _სწორი შენიშვნაა.თქვენთვის როგორია იდეალური ხელმძღვანელი? _ვინც უსმენს და არ ეშინია შეცდომის დაშვების,აღიარების. _მგონი სწორად გვესმის ერთმანეთის. _ ეს კარგის ნიშანია? _ გასაუბრებისთვის ძალიან.თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დრო მჭირდება,მაგრამ ვფიქრობ უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებით. _მადლობა. _მადლობა თქვენ,რომ მობრძანდით. ანკა კარისკენ გაემართა,მშვიდად,ისევ თავდაჯერებულად.არცერთი მისი მოძრაობა ნოეს არ გამოპარვია.ნოე რამდენიმე წამი ისევ იმ პოზაში დარჩა,იშვიათად ხდებოდა რომ ადამიანი რომელიც ოთახიდან გადიოდა,თითქოს ისევ იქ რჩებოდა მისი რაღაც ნაწილი. *** ზარი,რომელსაც ორივე ასე ელის… _მითხარი შენც ისეთი დღე გქონდა,რომ სიჩუმეც გღლის? _ სიჩუმე?? ფიქრები ისე ხმამაღლა მელაპარაკებიან,სიჩუმეს ვეღარ ვგრძნობ.დღეს ცოტა პასუხისმგებლიანი დღე მქონდა.ხოდა რაღაცნაირად აისახე ჩემს დღეზე…ხოდა იცი რა მიკვირს?! დღეს ათ ადამიანთან მაინც ვისაუბრე და ყველაზე ბუნებრივად მაინც შენთან ვარ… _ვაა,ესეიგი კონკურენცია მოვიგე,მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი,რომ ვმონაწილეობდი. _აბა მაშ გილოცავ,პრიზი შენია სახელად “ბუნებრივი მე” _სერიოზული ჯილდოა,შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი ეფექტურია და როგორ მოქმედებს. _თერაპიული ეფექტი მაქვს?_ეღიმება ანკას. _უფრო… დამამშვიდებელი. _და შენს ხმას როგორი ეფექტი აქვს? _ოო,ცოტა საშიში კითხვა დასვი ახლა შენ._იღიმის ნოე და ამ ღიმილს ანკა ეკრანს მიღმა გრძნობს. _რატომ? _იმიტომ რომ გულახდილად გიპასუხებ და მერე შენ ყოველ საღამოს უნდა დამირეკო. _ძალიან სტრატეგიულად მიუყვები,მიდი მითხარი სტრატეგიულო ადამიანო. _შენს ხმას ისეთი ეფექტი აქვს,რომ ვფიქრობ ჩემს ყოველდღიურობაში გამოჩნდა ადამიანი,რომელსაც არ უნდა ვუმტკიცო არაფერი,ასე მარტივად ესმის ჩემი. _მშვენიერი კომპლიმენტია,არადა ვფიქრობდი უბრალოდ კარგი მოსაუბრე ვართქო _არ ხარ “უბრალოდ” და ეს ყველაზე საშიში ნაწილია,რომ იცოდე. _შენ კი ძალიან ხშირად იყენებ სიტყვა “საშიში”_ ღიმილით ამბობს ანკა. _იმიტომ რომ კარგ რაღაცეებს ასე ეძახიან.როცა ხვდები რომ შეიძლება შეეჩვიო. _ნოე,ხვალაც დამირეკავ? _მე ვფიქრომ ამის კითხვა უკვე აღარ არის საჭირო. ანკას ეღიმება. ნოემ ზარი გათიშა, ტელეფონი მაგიდაზე დადო და რამდენიმე წამი უბრალოდ ჭერს უყურებდა. სახლში სიჩუმე იყო,ზედმეტა ი სიჩუმე მისთვის. პერანგის ღილები ერთი ხელით შეიხსნა, ფანჯარასთან მივიდა, ქალაქის შუქებს დახედა და პირველად მთელი დღის განმავლობაში იგრძნო, რომ აღარ უწევდა არაფრის დამტკიცება. უცნაურად იყო — საუბარი დასრულდა, მაგრამ ანკას ხმა ისევ ჩაესმოდა… *** ანკას დილა იწყება ისევ ადრიანად.ემზადება და ოთახიდან გადის.სამზარეულოში ყველა ოჯახის წევრი ხვდება მაგიდასთან. _ დილამშვიდობის._ იძახის ანკა. _ დილამშვიდობის_პასუხობს ყველა ცალ-ცალკე. ანკა იხრება და თომას თავზე კოცნის. _როგორ ხარ თომჩიკ? _კარგად._თვალებს იფშვნეტს თომა.ეტყობა ისევ ვერ ერკვევა ძილიდან. _დალევ რამეს?_კითხულობს დედა. _ყავას,მაგრამ გავიმზადებ მე,არ შეწუხდე. _ შენი ნებაა._მშვიდად პასუხობს დედა._ მიდიხარ სამსახურში? _კი. _კარგი ძვირფასო. ანკა ყავას სვამს.ჩანთან იღებს და კარში უნდა გავიდეს დედა ეკითხება. _გვიან ხომ არ გაქვს რამე დაგეგმილი? _ არა,რა ხდება? _არა,ისე…_პასუხობს მშვიდად დედა. _ვიცი დედა._ უღიმის ანკა და კარში გადის. *** ანკასთან ოფისში უკვე სიცოცხლე შეინიშნება.ანკა პირდაპირ კაბინეტში შედის,ჩანთას საკიდზე კიდებს,მაგიდასთან ჯდება თუ არა იმ წამს მობილური ტელეფონი რეკავს. _დილამშვიდობის ანიტა.როგორ ხარ?? _დილამშვიდობის ქალბატონო.მაგრამ რამდენად მშვიდობიანი გექნება არ ვიცი_ იცინის სადღაც ანიტა._ სად ხარ დაკარგული აა? _საქმეები ანიტუნია,რაღაც სიახლესთან გვაქვს სამე და ცოტა გადავერთე ამიტომ…მიღებულია შენიშვნა. _ როგორ იცი თავის დახსნა მშვიდად,გამანეიტრალებ ხოლმე უცებ_ იცინის ანიტა. _ჰო,რა ვქნა კარგად გიცნობ,ბაღიდან ვერ აგცდი და _ იცინის ანკა. _ რაღაც იუმორი მოგჭარბებია დაო_ ტოლს არ უდებს ანიტა._ რა ხდებაა?? _არაფერი,უბრალოდ კარგი განწყობა… _ამ უთენია სად გადაეყარე კარგ განწყობას?? ღამის განწყობა ხომ არ მოგყვება??_ იცინის ანიტა და არ ნებდება. _ ნუ იწყეებ… _უჰუუ,ანუ დასაწყებიაა,კარგად გიცნობ ქალბატონოო. _არაფერი ისეთი…უბრალოდ ერთ ტიპს ვესაუბრები…_ნებდება ანკა. _ოოუ,ეს უკვე მომწონს. დღეს გვიან რჩები? _ არ ვიცი ჯერ. _კაი მერე მომიყევი.გკოცნი _მეც დროებით. ანკა ტელეფონს დებს, ღიმილი სახეზე რჩება და მხოლოდ მაშინ ხვდება, რომ მუშაობა ჯერ არც დაუწყია. *** ოფისში შესვლისთანავე ნოე ჩვეულ რეჟიმში ერთვება. კომპიუტერს რთავს, დღის გეგმას გადახედავს. ყველაფერი ნაცნობია, დალაგებული. მდივანი რამდენიმე ფაილს დებს მაგიდაზე. _არქიტექტურული გუნდის კანდიდატებია,_ ამბობს. ნოე თავს უქნევს. _ კარგი. ერთ რეზიუმეს ბოლომდე კითხულობს. არაფერს ამბობს.ფაილს გვერდზე დებს, სხვებისგან ოდნავ განსხვავებულად. _დღის მეორე ნახევარში ეს შეხვედრა დატოვე, —მშვიდად ეუბნება მდივანს. _გასაგებია._ და გადის. ნოე სკამზე უკან იწევა, საათს დახედა გუშინდელი საუბარი უცებ ახსენდება. ისეთი ხმა ჰქონდა… ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში. თავი გააქნია, საქმეს დაუბრუნდა. *** To: ანკა Subject: შეხვედრის შეთანხმება ქალბატონო ანკა, გთხოვთ, დღეს საღამოს 19:00 საათზე მობრძანდეთ ოფისში. დეტალებს ჩემი ასისტენტი დაგიკონკრეტებთ. წარმატებებს გისურვებთ, ნოე ცოტახანში ნოეს მდივანი უკავშირდება დეტალებს აცნობს.ანკა თანხმდება.საღამოს სამსახურიდან პირდაპირ გადის ნოესთან ოფისში.ლიფტში თავის სილუეტს ათვალიერებს,ოდნავ თმას ისწორებს. ოფისი თითქმის ცარიელია,დერეფნის ბოლოს ნოეს კაბინეტიდან სინათლე გამოდის.ანკა მიემართება ნოეს კაბინეტში.ღია კარში ნაზად აკაკუნებს.ნოე ფანჯარასთან დგას და გადაყურებს საღამოს ქალაქს,შებინდებულია. _საღამო მშვიდობის._ამბობს ანკა _გამარჯობა. დაბრძანდი._ნოე ტრიალდება და მის წინ მაგიდასთან ჯდება. ანკა ჯდება,ჩანთას სკამის საზურგეზე კიდებს. _პროექტი რომელზეც მოგვიწევს ერთად მუშაობა დიდი კომპლექსია.ვადების სიზუსტეს მოითხოვს და ახალ ხედვას. _ გასაგებია._ მშვიდად პასუხობს ანკა. _ გუნდი იქნება ჩართული ამაში,თუმცა ძირითადი პასუხისმგებლობა შენ დაგეკისრება.ვფიქრობ გამოცდილება გაქვს. _კიდევ რა პრიორიტეტები გაქვთ ამ პროექტთან დაკავშირებით? _ ძირითადად ვადები და ხარისხი.დრო ძალიან მნიშვნელოვანია.ისედაც ჩამოვრჩებით დროს… კიდევ რამდენიმე დეტალი გაიარეს ერთად. _ სულ ეს იყო,რის გამოც პირადად მინდოდა შეხვედრა.ხანდახან რეზიუმე საკმარისი არ არის. _მესმის. _მგონი კონტროლი ტვირთი არ უნდა იყოს შენთვის.ვფიქრობ ეს დაგეხმარება საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში. _გეთანხმები,მზად ვარ. _ კარგი,დღეისთვის სულ ეს იყო. _მადლობა.ნახვამდის. _ კარგად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



