შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედონი(VI თავი)


გუშინ, 23:08
ავტორი ნაამა
ნანახია 161

ნაკანისგან წასვლის შემდეგ პირველი შეტყობინება სტამბულში ჩაფრენისთანავე მივიღე. ასე რომ ჩვენ ხაზზე ვრჩებოდით, მწერდა და ვპაუსხობდი. მიგზავნიდა ფოტოებს რომლებსაც მეგობრები მარმარილოს ზღვასთან უღებდნენ. მე კი თბილისში სახლში ან სამსახურში მჯდომი ოფისისა და ილიას ფოტოებს, ზოგჯერ ჩემსასაც ვუგზავნიდი. გასოაცარზე არაფერზე გვისაუბრია, ყოველდღიურ რამეებზე ვალაპრაკობდით, როგორი იყო კაფე რომელშიც ისადილეს, როგორ დავიღალე ხარჯთაღრიცხვებითა და დეკლარაციებით და ასე შემდეგ.
იმ საღამოს სამზარეულოში ვიჯექი, გვერდით უზარამზარი ჩაის ჭიქა მედგა და გამოცდისთვის დებეტსა და კრედიტს ვიზუთხავდი. გულში დედაჩემს ვლანძღავდი ძალით რომ ჩამაბარებინა მაგისტრატურაზე, აქაო და ბევრი ფული გექნებაო. სოსიკოს კომპანიაში კი კარგ ხელფასს მიხდიდნენ ,მაგრამ მაინც მუდამ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს იქ არ ვიყავი სადაც ჩემი ადგილი იყო. ზუსტად ვერ გეტყვით რისი კეთება მინდოდა ცხოვრებაში, მაგრამ ვციოდი რომ ბუღალტერიის გარდა კიდევ უნდა ყოფილიყო რაღაც რასაც გავაკეთებდი.
@Nakan_E: გღვიძავს?
არც ტეელფონზე მოსული შეტყობინების ხმისთვის მიმიქცევია ყურადღება და არც ლეპტოპის ეკრანზე ამოვარდნილი სიახლისთვის. მთელი ჩემი მონდომებით ვაკონსპექტებდი გამოცდაზე ჩასაბარებელ მასალას.
@Nakan_E: ნისიმე...
@Nakan_E:ვხედავ რომ შემოსული ხარ.
@Nakan_E: რამეზე მიბრაზდები
-ამ შუაღამის ყევლა სააათზე- თან თვალი ციფერბლატისკენ გავაპარე და 2:57 რომ წავიკითხე კიდევ უფრო მეტად გავბრაზდი- ვინ ჯანდაბამ გადაწყვიტა რომ უნდა მინდოდეს მასთან საუაბრი.
მობილური რომ ავიღე ჩემი ბრაზისგან გაწითლებული სახე მოლბა, თავის ბუნებრივ თაფლისფერ ტონალობას დაუბრუნდა და გამეღიმა კიდეც.
@Nisi_ : არა არ მძინავს
@Nisi_: არც გაბრაზებული ვარ, უბრალოდ ვმეცადინეობდი და ვერ შევნიშნე. როგორ ხარ შენ?
@Nakan_E: დაგირეკავ რა...
არც კი დაუცდია ჩემთვის პასუხი გამეცა, მომწერა თუ არა დამირეკა, თუმცა არა ვიდეოზარით. ზუსტად არ ვიცი ილიამ გააფრთხილა თუ თავისით მიხვდა, მაგრამ როგორღაც იცოდა რომ მსგავსი რამეები დიდად არ მხიბლავდა თუ, რა თქმა უნდა, ჩემი ახლო მეგობარი ან დედა არ იყავი. თეონა რომ რეკავდა სულ რომ შიშველი ვყოფილიყავი მეორე ზუმერზევე უნდა ამეღო მისი ვიდეოზარი. არცისე ხშირად ვლაპარაკობდით და შეიძლება სწორედ ამიტომ იყო მასთან საუბრები ყველაზე გულწრფელი ჩემთვსი. მაშინაც ზუსტად ვიცოდი, როცა თეონა დარეკავდა ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით მას პირველსავე 10 წუთში მოვუყვებოდი ერეკლეზე,უფრო ადრე თუ არა. ოღონდ თეონა თავად რეკავდა, მე თუ დავურეკავდი ან მივწერდი იშვიათად თუ აიღებდა ან პასუხს დამიბრუნებდა. უცნაური დედა იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ის ხომ დედაა.
-რას შვები?
-გამოცდისთვის ვემზადები შენ?
-ხელს გიშლი?
-რომ მიშლიდე არ ავიღებდი.
მის ხმის ტონშიც კი ვიგრძენი როგორ ფართოდ იღიმოდა.
-კარგი.
- შენ რას შვები?
-რავი ვისთან ერთადაც ვარ იმათმა გამაბრაზეს და ახლა გარეთ ვარ გამოსული, თან ჩვენს სახლთან ახლოს ბარი ვიპოვნე და იქ მივდივარ.
-რაზე გაგაბრაზეს?
-დებილივით სასტუმროში ვზივართ 5 დღეა არსად გავსულვართ.
-არც აიასოფია გინახავთ და არც ლურჯი მეჩეთი?
-არა, ქუჩაშიც კი ძლივს გამოვედით ერთი ორჯერ, აი რა ფოტოებიც გამოგიზავნე ეგ იყო და ეგ.
-რა უბედურებაა.
-მაგას ვამბობ მეც. ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები.
უხერხულად გავიცინე რადგან თავთანაც კი არ მინდოდა მეღიარებინა, როგორ მინდოდა მისი დაბრუნდება და სადმე ერთად წასვლა. ამის გამო ხმა არ ამომიღია, ჩუმად ვიჯექი სამზარეულოს მაგიდასთან კომპიუტერითა და ფურცლებით გარშემორტყმული, ტელეფონის შიშინს მიყურადებული და ერთადერთი რაც ჩემს გონებაში ტრიალებდა ის კადრი იყო, როცა ერეკლე ნაკანმა თავი კალთაში ჩამიდო.
-რომ ჩამოვალ სადმე ერთად წავიდეთ.
-ესეიგი ილიასთან არ წამოხვალ სვანეთში?
-არ ვიცი ვნახოთ, თუ მექნა დრო აუცილებლად, მაგრამ ახალწელს ბარში ვუკრავ და საქმეები მექნება ასე რომ ზუსტად არ ვიცი თუ მოვახერხებ.
- თუმცა იმედი ჯერ ისევ არის არა?
-არის.
სიცილით მითხრა და მეც ჩამეღიმა.
-იმედი მაქვს ივენთზე შენც გნახავ.
-ახალწელს?
-ხო ახალწელს.
-არ ვიცი, ზოგადად ჩემს სამეგობროსთან ერთად ვხვდები, მაგრამ მოდი წინასწარ ნურაფერს ვიტყვით, შეიძლება მოვიდე კიდეც.
-იმდენივე შანსია მაგის როგორიც ჩემი სვანეთში წამოსვლის?
- არ ვიცი. ჯერ ჩამოდი და შევხედოთ.
-მშვენიერი, მოიფიქრე რომ ჩამოვალ სად გინდა პაემანზე წასვლა.
- რას იტყვი უბრალოდ ღამით ფეხით გასეირნებაზე, თან საახალწლოდ უკვე მორთეს ქალაქი.
-სიამოვნებით.
კიდევ ცოტახანს ვსაუბრობდით, სანამ ერეკლე მის მიერ აღმოჩენილ ბარამდე მივიდოდა , მერე დამემშვიდობა და ბარში შევიდა, მე კი გამოცდისთვის მზადება გავაგრძელე.
.............................
ილიასთან ერთად ლუკასა და კიტას სახლში ავდიოდით, ჯერ პოკერის საღამო არ გვქონდა, მაგრამ შაბათი საღამო იყო, უმეტესობას გვეცალა და დასალევად არჩევანი მაღრაძეების ბინაზე შევაჩერეთ. მე და ილია თუნუქის ლუდის ორ შეფუთვას მივაკონწიალებდით მათთან, თან მის ახალ საყავრელზე დავცინოდი. სწორედ იმაზე ცოტახნით ადრე აივანზე მდგომები რომ შევარცხვინე.
-ეგრე თუ ატარე შენ ეგ გოგო გაგიცივდება და კარგად მეყოლე.
-გაჩუმდი რა უკვე, ნუ ხარ საზიზღარი.
-ნეტავ დედაშენი რას ფიქრობს?
-რას უნდა ფიქრობდეს.
-აჰ არ იცის ხო სახლში ქალებს რომ დააკონწიალებ.
სიცილით ვუთხარი და საჯდომზე მისი მოუქნელად აქნეული ფეხსაცმლის წვერი მომხვდა, მე შევიცხადე ილიამ გაიცინა.
-გრძელი ენა გაქ თებიძე.
-მე მეგონა შენ ახალ გოგოს ქონდა.
-შემომაკვდები უკვე!!!
-ხომ ვიცი რომ შენს საყავრელ ნისის ვერასოდეს გაიმეტებ მოსაკლავად- ქვედატუჩი გადმოვაგდე და წამწამები ავუფახუნე- თან რომ მომკლა ერეკლეს რას ეტყვი?
-რა უნდა ვუთხრა, ერთი ორი კვირა გიგლოვებს და ვინმე უკეთესს ნახავს.
პირდაღებული ვუყურებდი მეგობარს, რომელმაც წამის მეასედში მიღალატა.
-ახლა ამ შეფუთვას რომ გადაგალეწავ თავზე მერე იქნება ახალი.
ილია ჩუმად ქირქილებდა. მე კი გაბრაზებული მის გვერდით , უკვე შემოღამებულ თბილისის ვიწრო ქუჩას მივუყვებოდი მაღრაძეების სახლისკენ. უცბად ილიას რაღაც რომ გაახსენდა.
-უი კინაღამ დამავიწყდა ,მე შენთვის რაღაც მაქვს.
ღიმილით მითხრა და უკანა ჯიბიდან მოუხერხებლად ამოიღო კონვერტი, რადგან ხელში მთელი შეფუთვა ლუდის ქილები ეთირა. რომ გამომიწოდა ინტერესით დავხედე.
-ეს რაარი?
-გახსენი.
მოუსვენრად ირწეოდა ადგილზე და ელოდა კონვერტს როდის გავხსნიდი, მე ნელი ნაბიჯით გავაგრძელე გზა და კრემისფერი ქაღალდი შეძლებისდაგვარად ფრთხილად გავხიე, თანაც ცოტა მოუხერხებლად, რადგან თავადაც შეფუთვა მეჭირა. შიგ ორი კალათბურთის მათჩის ბილეთი იდო, რომელიც იანვარში იქნებოდა, მან კი არც კი ვიცოდი ასე ადრე როგორ იყიდა. გაკვირვებულმა შევხედე ილიას.
-შეგიძლია ეკრელე დაპატიჟო.
-შენ რა აფრენ?
- ჩათვალე დაბადებისდღის საჩუქარი ადრე მოგეცი.
-ხო 4 თვით ადრე. ჯერ დეკემბერიც კი არ დასრულებულა,როგორ ან რატომ?
გაოცებული ვუყურებდი მეგობარს, რომელმაც ამასობაში გზა განაგრძო და მხრები აიჩეჩა. ის კი უდარდელად მიდიოდა, ისე თითქოს მხრებში იმიტომ არ მოხრილიყო, რომ მათით რაღაც მძიმელსა და უთქმელს ატარებდა, რომელსაც შეიძლება მუდამ ვხვდებოდი, შეიძლება არც, მთავარი ის იყო რომ ილია ამ ტვირთს წლები ატარებდა ,მე და დანარჩენები კი ვერ და არ ვხედავდით ხოლმე.
-იქნებ რამე გამოგივიდეთ და ორივე ბედნიერები გნახოთ.
უცბად დავეწიე გულბანს და მხარში ამოვუდექი, თან წინ სასაცილოდ გადახრილი თავი მისკენ მქონდა ინტერესით მიტრიალებული.
-ერეკლეს რაღა სჭირს?
-შეყვარებულს დაშორდა რამდენიმე თვის წინ.
-ჯანდაბა.
ჩავიბურტყუნე და წელში გავიმართე. მახსოვდა როგორ მიტარებდა თალია ლექციებს იმის შესახებ რომ ყველაზე ცუდი პარტნიორები შეყვარებულს ახალდაშორებული ადამიანები არიან, რადგან გულის სიღრმეში მუდამ მათ თავს აგონებთ ყველა და ყველაფერი და სანამ დრო არ გავა, სანამ ეს მსგავსებები არ გაქრებიან ყველასა და ყველაფერს გაანადგურებენ მათ გარშემო. სასაცილოა იმ მომენტში ეს აზრები როგორ უკუვაგდე და ილიას მიერ დასმულ კითხვაზე
-რა იყო?
-არაფერი, ტეხავს.-მეთქი ვუპასუხე.
-ხო და გამოასწორე. მიწერე, უხსენე რომ ბილეთი გაქ და შენთან ერთად ხომ არ წამოვა. თან კალათბურთზე გიჟდება.
-და მე რომ ვერ ვიტან სპორტს?
-ცოტახანს აიტან- ცხვირზე თითი დამკრა და ამასობაში სადარბაზოშიც შევედით-დრო და დრო ხოლმე.
ლიფტი რომ მოვიდა მხოლოდ მერე გავიაზრე რამხელა რამ გამიკეთა ილიამ. მან მთელი თვის გეგმა მაჩუქა. თამაშზე ერეკლეს დაპატიჟება იმას ნიშნავდა ,რომ კიდევ 1 თვეს აუცილებლად გვექნებოდა ეს ნაცობ-მეგობრობა, დეითებზე სიარული თუ ფლირტი, სულ ერთია რაც და როგორც იყო. ილიას მივეხუტე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.
-ჯანდაბას, გენიოსი და უსაყვარლესი ხარ გულბანი.
-ვიცი. მხოლოდ თქვენთვის მილედი.
………………………
უკვე შემთვრალები ვისხედით გვანცამ, სანახევროდ ლუკას კალთაში მჯდომმა ჩემი პაემნის ამბავი რომ გაიხსენა.
-საბოლოოდ როგორ ჩაიარა?
-რამ გვანცა?
-შენმა პაემანმა.
-ხო ეგ ჩვენც გვაინტერესებს
კიტა საზურგეს მოშორდა და ხელები გადაშლილ ფეხებზე ჩამოაყრდნო.
მხოლოდ ძმები, გვანცა, მე და ილია ვიყავით შეკრებილები. გვანცა და ლუკა როგორც ავღნიშნე საკმაოდ ახლოს, ერთმანეთზე გადახლართულები ისხდნენ, კიტა მატ გვერდით, ილია სავარძელში მე კი მის გევრდით სავარძლის სახელურზე. სახით კიტასკენ, ფეხსაცმელგახდილი და ილიას კალთაში ფეხებმოკალათებული. ჩვენი ყველაზე მყუდრო სცენა სწორედ ასე გამოიყურებოდა ხოლმე.
-მშვენივრად, წესით დღეს ღამით ბრუნდება და ალბათ ამ კვირაში ისევ შევხვდებით.
-ბრუნდება?- ლუკამ გაკვირვებულმა მკითხა და კიტას გადახედა. კიტამ ილიას, მერე მე.
-ზუსტად სად იყო?
-თურქეთში.
მხრები ავიჩეჩე და ეშმაკურად გავიღიმე. ძმებმა გაოცებულებმა შეხედეს ისევ ერთამნეთს და მერე ჩემზე მოშტერებული ორი წყვილი თვალისგან წვა ვიგრძენი. კიტამ ცალყბად გაიცინა.
-არააა? შანსი არაა.
სიცილით დაუქნია ილიამ თავი.
-ნაკანთან იყავი პაემანზე?
-ხო, ნაკანთან ვიყავი პაემანზე და ხო ნაკანი მომწონს და ხო საუკეთესოები ხართ რომ იმ საღამოს ბარში მისი დაკრული მუსიკის მოსასმენად და საცეკვაოდ წამიყავნეთ.
-ღმერთო არ მჯერა, გიჟი გოგო ხარ.
კიტამ გადაიხარხარა და მთელი ქილა ლუდი გამოცალა.
………………………………
ის ამბავი თუ ვისთან მქონდა პაემანი თალიამ და თაკომაც მალევე გაიგეს და კვირასვე დამადგნენ სახლში, ჯერ ისევ მძინარეს. სამწუხაროდ ისეთს ვეღარაფერს გაიგებდნენ რაც უკვე არ იცოდნენ.
….
სარეცხს რომ ვფენდი ერეკლეს მიერ მოცემულ ჟილეტს გადავაწყდი, გამეღიმა მის დანახვაზე და აივანზე სარჭებით გავკიდე. საქმეს რომ მოვრჩი და სახლში შევბრუნდი მაშინვე ავიღე მობილური რომ მისთვის მიმეწერა.
@Nisi_: როგორ ხარ ?
ტელეფონი ისევ მაგიდაზე დავდე და ყავის კეთება დავიწყე, ლამის საათი გავიდა სანამ ნაკანი ინსტაგრამზე შემოვიდოდა და ჩემს მიწერილ ესემესს ნახავდა.
@Nakan_E:კარგად შენ?
@Nakan_E: მეგონა ჩვენს ურთიერთობაში პირველი სულ მე უნდა მომეწერა.
@Nisi_:როგორ გეკადრებათ, მე თანასწორობის მომხრე ვარ.
@Nisi_: ვიფიქრე ხვალ თუ გეცლება ხომ არ შევხვდეთ? შენს მოსაცმლეს დაგიბრუნებდი, თან წიგნების საყიდლად ვაპირებ გასვლას.
@Nakan_E: იცი გიჟურად მოგეჩვენება ,მაგრამ მგონი მეც მჭირდება ახალი წიგნები.
@Nakan_E:რომელზე გეცლება?
@Nisi_: ექვსზე ვამთავრებ სამსახურს , მაგრამ შეიძლება უფროსთან ჩაწყობა და ერთი დღით დეიოფის აღება.
@Nakan_E:მშვენიერი, 3ზე გამოგივლი. იცოდე მზად დამხვდი.
@Nisi_: დამშვიდდი, მხოლოდ წიგნების საყიდლად გავიდვართ, არა?
@Nakan_E: როგორი არარომანტიკოსი ხარ, ეჰ. არაუშავს მაგის გამოსწორება ძალიან მარტივად შემიძლია.
მისთვის პასუხი აღარ დამიბრუნებია, მხოლოდ გამეცინა და ფანჯრიდან ჩემი სახლის აივანზე, სუსტი სის გამო მოქანავე მის ჟაკეტს გავხედე. უცნაურად ვგრძნობდი თავს , თითქოს შიგნიდან მწვავდნენ, ერთ წერტილში არა, ალაგ-ალაგ, მაგრამ თან თითქოს ყველგან. მეორე წამს ეს მწველი ალების შეგრძნება ყინულის კანში შერჭობას ემსგასებოდა. ოდესმე ზამთარში სახურავებსა და ხის ტოტებზე ჩამოკიდებული ყინულის „ლოლოებისთვის“ ხელის მოკიდება და მათი მოტეხვა გიცდიათ? თუ კი აუცილებლად გემხასოვრებათ ის შეგრძნება, როცა მას ხელს კიდებთ და თიტებში ათასობით პაწაწინა ნემის შერჭობას გრძნობთ, ან მოემენტი როცა ცუდად ტეხთ და მისი წვერი ხელისგულშ გესმობათ. სწორედ ასეთ ჩვხლეტას ვგრძნობდი გულსა და უცელში. შეიძლება ჩემი ინტუიცია წინასწარ ამფრთხილებდა, ავად თუ კარგად არ ვიცი მგონი ორივე რადგან ცეცხლსა და ყინულს ერთდროულად მაგრძნობინებდა.
..................
დილით უკვე სამსახურში წასვლის დრო რომ იყო სოსიკოს დავურეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ ხმა გაჭირვებით მივაწვდნიე ბიძაშვილს.
-რა იყო ნისი?
ძალით ვახველებდი და ვსრუტუნებდი ჩემი გაცივება რომ დაეჯერებინა.
-შეიძლება დღეს არ მოვიდე_ ისევ ვახველებ და ვითომ დამინახავდეს პირზე ხელს ვიფარებ.
-რა მოგივიდა?
-მგონი- ხმას ვიხლეჩ და წამიერ პაუზას ვიღებ- გავცივდი. ყელი მტკივა და სიცხე ამქ.
-მაღალი?
-39.
-კარგი დარჩი სახლში, დაისვენე . მაიკოს ვთხოვ შენი სამქეები ცოტახნით გადაიბაროს, მაგრამ თუ ხვალისთვის არ გამოკეთდი ბიულეტინზე გადი კარგი?
-საუკეთესო....ხარ.
სოსიკოს ვუთიშავ თუ არა, მაშინვე ფეხზე ვდგები და სააბაზანოში შევდივარ. აღიღინებული ვუშვერბ წყალს და მის ქვეშ ვდგები.
ერეკლე ზუსტად 3 საათზე გამოჩნდა ჩემი ფანჯრების ქვეშ. მანქანით იყო, ყოველთვის მანქანით იყო. ამის მიუხედავდა თუ სთხოვდი რომ ფეხით გასეირნება გინდოდა მანქანას მიატოვებდა და ყველგან გამოგყვებოდა. ფარდა რომ გადავწიე და ქვევით ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი შავი მანქანა დავინახე გამეღიმა. ზუსატდ იმ წამს მომივიდა ერეკლესგან ესემესიც.
@Nakan_E: უკვე აგვიანებ.
მის სიტყვებზე გამეცინა. ფარდა გადავწიე, მისაღებში დივანზე მიდგებული ჩანთა ავიღე, რომელშიც ერეკლეს ჰუდი ემდო და იმდენად დიდი იყო ნაყიდ წიგნებს სრულიად ჩაიტევდა, მერე კი სახლიდან გავედი. გზაში ილია არ შემხვედრია. თუმცა წესით სამსახურში იქნება. ან ეძინება.
ერეკლე ჩაწეული მინიდან მაკვირდება და იღიმის. სანამ მგზავრის სავარძელს დავიკავებდე მის კართან ვიხრები და ხელებით ვეყრდნობი. ერეკლე თვალებში მიყურებს.
-დღეს გობლინივით არ დარბიხარ.
-იმიტომ რომ დღეს ბევრი დრო მქონდა.
-საინტერესოა რატომ?
-მოგიყვები, ცოტახანში. აბა წავდიეთ?
-არ დაჯდები?
სახე დავმანჭე და მგზავრის სავარძელს ისე გავხედე.
-აუცილებელია მანქანით წავიდეთ?
-დაჯექი ნისიმე, დაჯექი.
-კარგი ხო.
ჯუჯღუნით ვჯდები და ღვედს ვიკრავ. იმ დღეს ცივა და ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ნაკანი უარს მეუბნება მანქანით არ წასვლაზე.
-გპირდები როცა გარეთ ასე არ ეცივება აუცილებლად ვისეირნებ შენთან ერთად ფეხით.
-ანუ ჩემს ჯამთელობაზე ღელავთ ბატონო ნაკანო?
ერეკლე კოპებს კრავს და ისე მიყურებს.
-მაინც არ მეძახი სახელს არა?
-ხომ გითხრაი ნაკანი მომწონს , დარწმუნებული ვარ ასე არავინ გეძახის.- მზერას მის თვალებსა და ტუჩებს შორის დავატარებ და წინადადების მეორე ნაწილის თქმისას ხელს ხელზე ვკიდებ, რომელიც სიჩქარეთა კოლოფზე უდევს. ერეკლეს ეღიმება, სიამოვნებისგან თმა ,არც თუ ისე შესამჩნევად, ყალყზე უდგება და ცერს ითავისუფლებს ხელის მტევანზე რომ მიემფეროს.
ხელს უკან ვწევ და სკამზე ვსწორდებიი. ჩანთიდან მის მოსაცმელს ვირებ და ვუწვდი.
-ეს შენ.
-იმედი მქონდა დაიტოვებდი.
-რატომ?
-რატომაც არა?
-არ მიყვარს სხვისი ნივთების თხოვება და მისაკუთრება.
-როგორ გეტყობა და ძმა რომ არ გყავს.
თავს აქნევს და მანქანას ძრავს. მე ჯერ ისევ მისკენ გაწვდნელი ხელშ მოქცეული მოსაცმლით, მის სახეზე მიშტერებული ვზივარ.
-დაიტოვე.
-არ გინდა.
-რატომ არ მინდა? არა უფრო სწორად შენ რატომ არ გინდა?
- სხვისი ნივთები მოგონებებთან წითელი ძაფებით იხლართებიან და არ მაძლევენ საშუალებას ისინი დავივიწყო. მე კი მჭირდება რომ დავიწყების საშუალება მქონდეს.
-რატომ?
-არავის უნდა გატეხილი მოგონებების სკივრში შენახვა, სხვა საღ მოგონებებთან და მათი თვალიერებისას იმ ნამსხვრევების დანხვაც.
-საიდან იცი ნისიმე რომ გატეხილი იქნება?
-ადრე თუ გვიან ყველაფერი იმსხვრევა.
-მოდი მოსაცმელი დაიტოვე და დროსთან ერთად ვანხოთ შენი მოგონებები გატყდებიან თუ სამუდამოდ მთელი დარჩებიან. სად წავიდეთ შენ ის მითხარი?
-გამოფენაზე.
-ბაზრობაა?
-დიახ ბაზრობაა და იცოდე მაკონტროლო უნდა რომ ყველაფერი არ ვიყიდო.
სიცილით ვუთხარი და საზურგეს მივეყრდენი. ნაკანმა გამომხედა და წარბები ასწია.
-დამოკიდებულო. იგივე უნდა ქნა შენც.
გზაში ნაკანმა რამდენიმე მელოდია ჩართო, თუმცა ამჯერად იმდენად ვერ აღვფრთოვანდი რომ მისთვის სახელები მეკითხა ან დამემახსოვრებინა საერთოდ როგორები იყვნენ. ნელები თუ პირიქით ჩქარები. მის გვერდით ყველაფერი სასიამოვნო კი მეჩვენებოდა, მაგრამ რაღაც მოგონებები უკვე მქრქალდებოდა და ქრებოდნენ, თუმდაც ის მუსიკა რომელიც ჩართო.
გამოფენაზე მისულებმა პირველი გამომცემლობა, რომელიც მოვინახულეთ ინტელექტი იყო. ერეკლე წიგნებს ყრდით არჩევდა, როგორც ამას გამუდმებით ყველანი ვშვებით, სქე, მაგარ ყრდიან წიგნებს იღებდა, რომლებსაც ფილმის სცენები გარეკანზე არ ებეჭდათ.
-არა ეგ არ იყიდო.
უკვე სულაკაურში მყოფს ხელზე ხელი დავარტყი როცა მწვანე წიგნისკენ გაიწვდინა, მაინც აიღო და ყრდას დახედა, მერე მე შემომხედა
-რატომ?
-იმიტომ რომ გგონია რომ საინტერესო რომანია, მაგრამ რელაურად პატარ პატარა ჩანახატებია.
დოინჯი შემოვირტყი და წიგნს დავხედე, რომელზეც მთელი აგვისტო უაზროდ გავფლანგე, უფრო სწორად აგვისტოს ბოლო რამდენიმე დღე. ნაკანმა წიგნი უკან დააბრუნა.
„- არ იყიდო მე მაქნვს და გათხოვებ“
„აუ ეგ ძალიან მაგარია ერეკლე“
„-მე შენს ადგილას მაგას მარტო წავიკითხავდი ნისიმე!
-ისედაც მარტო ვცხოვრობ.“
როცა რომელიმე წიგნი საკმარისად მაღლა იდო იმისთვის რომ მე საშუალო აღნაგობის, დაბალქუსლებზე შემდგარი გოგო მივმწვდარიყავი ერეკლე ჩემმაგივრად იღებდა და მაწვდიდა. პირველად ეს რომ გააკეთა, ისედაც ქულსებზე მდგომი ,თითისწვერებზე ვიწეოდი და მის ჩამოღებას ვცდილობდი, ნაკანმა კი უბრალოდ ხელი ასწია, წიგნს მოკიდა და თან ჩემი ჰაერში წიგნისთვის შემოჭრდობილი ხელიც გამოიყოლა. იმ მომენტში მინდოდა რომ ერეკლესთვის ყველას თვალწინ მეკოცნა , მაგრამ უბრალოდ თავი გადავაქნიე და მადლობა გადავუხადე. სანაცვლოდ ერეკლე ცერით ლოყაზე მომეფერა და უკან ნაბიჯით დაიხია.
ერთი გამომცემლობიდან მეორეში მივდიმოვდიოდით და ყველაფერზე ვიძახდით რომ ეს და ეს და ეს გვინდოდა, მაგრამ საბოლოოდ ერთმანეთის კონტროლის დამსახურებით იქიდან აუარება წიგნებით არ გამოვსულვართ. კარგი ხო ვიტყუები, მე 12 წიგნი ვიყიდე , ნაკანმა 14 . იქიდან რომ გამოვედით, ნაკანმა პარკიდან ორი წიგნი ამოიღო და მე მომცა.
-საჩუქრად.
თავი გადავაქნიე და ტუჩზე ვიკბინე, რადგან ეს ის საჩუქარი იყო, რომელსაც გულგრილად „არა მადლობა რა საჭიროა“ ფრაზით ვერასოდეს შევხედავდი.
-მადლობა.
ჩემზე მაღალს დაბლიდან აწყლიანებული თვალებით ვუყურებდი, ნაკანმა ხელი შემომხვაი და სახით თავის მკერდზე ამიკრა. ვიგრძენი თმაზე რომ მაკოცა. მერე ხელგადახვეული ამომიდგა გვერდით, ჩემი პარკებიც თავად გამოამრთვა და მანქანისკენ წავედით. შიგ რომ ჩავჯექით ნაკანი მხოლოდ საზურგეს მიეყრდნო,თავი ჩემკენ მოაბრუნა და ამათვალიერ -ჩამათვალიერა.
-არ გინდა სადმე საჭმელად წავიდეთ? ძალიან ძალიან მომშივდა.
-მაშინ ადგილი შენ აარჩიე ,მე გადავიხდი.
-ეს ხომ პაემანი არ იყო.
-ჩათვალე არის.
ღიმილით ვუთხარი და ღვედი შევიკარი. ერეკლე ცოტახანს კიდევ იჯდა გაჩერებულ მანქანაში ჩუმად. მერე დაქოქა და თავის მიერ არჩეულ რომელიღაც კაფეში წავედით.
...................
-ღმერთო არა- ხელს პირზე ვიფარებ რომ როგორმე სიცილის ხმები ჩავაცხრო, თუმცა ღრუტუნის მსგავსი ხმა მწყდება და ამაზე კიდევ უფრო მეტად გვეცინება ორივეს- კარგი რა რატომ დამცინი.
ჯერ ისევ ახარხარებული ვეკითხები და წყალს ვსვავ.
-იმიტომ რომ საყვარლად იცინი.
-ესა სყაავრელი, კაი რა. მაგრამ უფრო სასაცილო ეგ ამბავი იყო, რამდენი ხანია ასე კარგად არ მიცინია.
ერეკლე ისევ იცინოდა. თეფშიდან სპაგეტი ამაცალა და მეც თვალებმოჭუტულმა შევხედე.
-რა წესია?!
-პაემანზე საჭმელს იყოფენ.
-თავი ლედი და მაწანწალაში ხომ არ გგონია? - თავი ცალმხარეს გადავაგდე და სანამ შეამჩნევდა მისითეფშიდან მეც ავწკაპნე ულუფა, თან წარბები მაღლა ღიმილით ავუწიე- შენიც უნდა გამასინჯო სანაცვლოდ.
მისი პასტის სოუსით პირი მოვითხუპნე და სანამ თავად მოვასწრებდი რეაგირებას ერეკლე მაგიდაზე გადმოიხარა, ცერით ტუჩის კუთხეში შერჩენილი სოუსი მომაშორა და ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია ცერი გაილოკა. პირი სულ ოდნავ შევაღე რომ სუნთქვა შემძლებოდა. ვგრძნობდი როგორ ისროდა ჩემი გული სისხლს და როგორ მიხურდა მთელი სხეული. ეს წამი საუკუნოდ გაიწელა და ჩემი ვნებამორეული თვალებისა თუ ლამის დაკარგული გონების ძველ მდგოამრეობაში დაბრუნება გაჭირვებით მოვახერხე.
-ბოდიში.
-არა, რა შუაშია ბოდიში.
დაბნეულმა ჩავიდუდღუნე. გონებაში ჩემი ფიქრები მხოლოდ იმას გაიძახოდნენ რომ მსგავსი შეხება, ვითომ უცაბედი, მაგრამ თან ძალიანაც დაგეგმილი კიდევ მინდოდა. თუმდაც მისი ხელის შეხება ჩემს ფეხზე მაგიდის ქვეშ, როცა ჩვენი მეგობრები პოკერის თამაშში იქნებოდნენ გართულები.
-ხო მართლა, პოკერის სათამაშოდ წამოსვლაზე რა გადაწყვიტე?
-რა თქმა უნდა წამოვალ, ხომ შევთანხმდით.
-ძალიან კარგი, ერთი სული მაქვს როდის გაგანადგურებ.
-მე მაგ აზრზე არ ვიქნებოდი.
-ვითომ?
-ხო.
წარბი მაღლა ამიწია. ღმერთო ისევ ეს გამოხედვა, ისე თითქოს თვალები ჩემი ყურებისას უფრო მეტად უმწვანდებოდეს.... არა უნდა გამოვერკვე.
-ისე, მაინც და მაინც თვის მესამე პარაკსევი რტაომ?
-ხელფასი გვერიცხება, წინა ან მაგ დღეს.
მხრები ავიჩეჩე და ისევ წყალი მოვსვი.
-კარგი გათვლაა.
-ხო , მაქსიმალური რასაც ჩამოვდივართ 300 ლარია, ვინც მოიგებს მთელი თვე მასთან დავდივართ სახლში, ზოგჯერ სხვებთანაც ,მაგრამ უფრო მეტად მასთან, კაფეში თვეშ ერთხელ ის იხდის, ბარში კი პირველ ჭიქებს ის ყიდულობს.
-ვოუ, ანუ ვინც იგებს ის წაგებულია?
-რატომ? მუდამ 300ამდე ავდივართ, არ მახსოვს ვინმეს მთელი თანხა არ წაგვეგოს. ჯამში 2000-ზე მეტს იგებს, ასე რომ ჩათვალე ჩვენი უწყვეტი გართობის შემნახველი ბანკია ეგ ადამიანი.
ერეკლე იღიმის. სიამრთლე რომ ვთქვათ პოკერის თამაშ მართლაც ძალიან კარგი გამოგონება იყო ჩვენთვის. ხელფასი ყველაზე მცირე 1500 ალრი გვქონდა, საკუთარ სახლებში ვცხოვრობდით ან მშობლებისაში ასე რომ თვეშ 300 ლარის უბრალოდ სხვაგან გადადება კარგი გეგმა იყო, მითუმეტეს მაშინ ,როცა ნაგროვები ფულით ვერთობოდით უმეტეს წილად.
-მაგრამ გამონაკლისებიც არის.
-მაგალითად?
-თუ ბონუსები ყველას დაგვერიცხა, მე და კიტა კიდევ, მაშინ მეტს ვდებთ პირველად ფსონად.
-რატომ? ბონუსები ოქეი, მაგრამ შენდ ა კიტა.
-ხომ იცი კიტა აუდიტორიულ კომპანიაში მუშაობს, ასე რომ მე და მას ყველაზე მეტი შემოსავალი გავქ და მეგობრებს ვამდიდრებთ ხოლმე.
სიცილიტ ავმბობ. მერე ერეკლე იმ ამბის მოყოლას იწყებს, როგორ იყვნენ ის და ჩემი ბიჭები დასასვენებლად წასულები. ვიღაცის ქორწილში ამოჰყვეს თავი და ერეკლე , საკამრისად მთვრალი იმისთვის რომ გზა ვერ გაეგნო, რომელიღაც სტუმარს გაუბრაზდა.
-წარმოიდგინე მოვდიავრ იქიდან ღამის 3 საათზე ფეხით,ტყეში ჩათვალე. რამდენჯერმე წავიქეცი და საფლავიდან ამოსულს ვგავარ ისე ვარ ტალახში ამოთხვრილი.
-არააა?
ერეკლე თავს სიცილით მიქნევს.
-იმ მიგებულ გზაზე რა უნდა ყოფილიყო რო რამეს გამოევლო, მაგრამ ვიღაც კაცი ტრაილერით მოდიოდა, აი როგორ გადავუხტი წინ იცი? ბეწვზე გადავრჩი რომ არ დაერტყა, ჩამისვა ეს საწყალი დასვრილი ბავშვი, 18-ის ვარ ჯერ და ძმები, ილია და გუკა იმ სოფელში მყავს მიტოვებული....
ერეკლეს მოსმენას ვწყვეტ როცა ჩემი ყოფილის სახელი მესმის. რა შანსი იყო იმის რომ ერეკლეს ნაცნობი გუკა იგივე ყოფილიყო?! მაგრამ მაინც მაღალი ალბათ რადგან ჩემი ბიჭები და ეს უცნობი ერთ კონტექსტში აღმოჩნდნენ.
-..თან ილია რეკავს სად ხარ? ხო არ გარეკე ფრაზებით? ცალკე ლუკას და გუკას უჩხუბიათ რადგან იმ ჩერჩეტს მაინც და მაინც იმ მიგდებულ სოფელში, სრულიად უცო ქორწილში შეხვდა თავის ყოფილი შეყვარებული, მაგრამ საცოლე ყავდა მაგ პერიოდში და ხომ ხვდები...
-საბოლოოდ როგორ მიაღწიე სახლამდე?
-ხომ გითხარი, ტრაილერით. ბებიაჩემი გიჟს გავდა ეგეთი გატალახიანებული რომ დამინახა. ქალმა კარი გააღო, წარმოიდგინე დილის 5 საათია აღებ კარს და საფლავიდან წამოდმაგრი შვილიშვილი გიდგას წინ. კარი მომიხურა და დაიძინა.
გიჟივით მეცინება და ლამისაა ავყირავდე იმ სკამიდან რომელზეც ვზივარ. პირზე ხელს ვიფარებ.
-არ ვარ კარგად...
-ხო მეც ეგრე მეგონა.
სოსიკოს ხმა სიცილს მაწყვეტინებს. წამთ მგონია რომ მეჩვენება, მაგრამ ერეკლე ჩემს უკან რაღაცას/ვიღაცას უყურებს. მერე მე შემომხედა , გაოცებული სახით და ისევ მისთვის უცნობს ახედა. გაჭირვებით ვაიძულე თავი ჩემს ზურგსუკან მიმეხედა.
-აბა ნისიმე თებიძე?! ამიხსნი ბოლოს და ბოლოს შენს საქციელს თუ ვიდგეთ აქ? სამწუხაროდ შეხვედრა მაქვს და მთელდღეს ვერ დაგიცდი, მაგრამ დარჩენილი ცხოვრება და ხვალინდელი სამუშაო დღე მაქვს!
სოსიკოს ხმა ასეთი მკაცრი არც მანამდე მახსოვს , არც მას შემდეგ. პატარა ბავშვივით ავიწურე და ისეთი სასოწარკვეთილი ვუყურებდი, გეგონებოდა ამაზე უარესში არასდროს არაფერში გამოვეჭირე.
-მე...- ერეკლეს ვუყურებ, რომელიც გაოცებულთან ერთად ცოტა არ იყოს და ნაწყენიც კია. არ ვიცი ზუსტად რა აზრები უტრიალებდა თავში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რომ კარგი არაფერი.-პირველ რიგში მაპატიე რომ სიცხეზე და გაციებაზე ვიცრუე.
- რომ არ გამომეჭირე რას აპირებდი?
გულხელს იკრეფს და ისე მიყურებს.
-კარგი რა სოსიკო.
-არ უნდა მაგას სოსიკო, სამსახური იმიტომ გააცდინე რომ ვიღაც ბიჭს შეხვედროდი? რა ბანალურია ნისიმე თებიძე.
-ჯერ ისევ ბრაზობ გასაგებია- თავს ვუქნევ და ვცდილობ როგორმე ჩემს საქციელს გაამრთლება ვუპოვო. იმას რომელიც თინეიჯერი გოგოსას ჰგავს. სოსიკოსთვის, რომელიც ჩემზე 12 წლით დიდია გუკას ამბებიც კი არ დამიმალავს, საერთოდაც ილიას შემდეგ პირველი იყო ვინც გაიგო რომ ბიჭი მომწონდა.
-შეგეძლო გეთქვა რომ პაემანი გქონდა და ისედაც გამოგიშვებდი ხომ იცი არა? რა ჯანდაბად მანერვიულე?
-მაპატიე რა.
ერეკლე უხერხულად ახველებს და სწორედ მაშინ ორიევ ამს ვუყურებთ. მერე მე აზრებს ვალაგებ და ნაკანს ვუყურებ.
-ნაკან გაიცანი, ჩემი ბიძაშვილი და უფროსი სოსო, სოსიკო ერეკლე...
-სასიამოვნოა.
ნაკანი სულ ოდნავ, ზრდილობიანად უღიმის და ხელს ართმევს. სოსიკოც უღიმის და თავს უქნევს.
-უფრო სასიამოვნო იქნებოდა ერთ ქალბატონს ტყუილი რომ არ ეთქვა.
-კარგი რა...
-მეორედ აღარ გაბედო თორე დაგტოვებ უმუშევარს. დაგტოვებთ. სასიამოვნო საღამო.
ერეკლოე თავს უქნევს და სოსიკო ჯერ ისევ ჩემზე მოშტერებული გვტოვებს. მისი წასვლიდან მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში ჩუმად ვსხედვართ , მერე ორივეს სიცილი გვივარდება და ერეკლე მიმტანს სთხოვს რომ ანგარიში მოგვიტანოს. სანამ გოგო მოვა მანამდე ვეუბნები.
-ვწუხვარ ამ ინციდენტის გამო.
-არაუშავს, ხდება ხოლმეე.
-რა? ადრეც ასე უცნაურად შეხვედრიხარ შენი მოწონებული ადამიანის ბიძაშვილს?
სიცილით ვეკითხები და ჩანთიდან საფულეს ვიღებ. ერეკლე ხელებზე მიყურებს და თავს სულ ოდნავ ხრის გვერდით, ისი წამით.
-ნისიმე!
-რა?
-ვიჩხუბებთ.
-ეს ხომ პაემანია, ჩვენ შევთანხმდით რომ მეორეს მე გადავიხდიდი ასე რომ სიტყვა არ გავიგო.
- რატომ არ შეგიძლია დანარჩენებივით უბრალოდ მიიღო ის ფაქტი რომ პაემანზე ბიჭი იხდის?
-იმიტომ რომ ეს სულელური სტერეოტიპია და მე დანარჩენები არ ვარ.- მაგიდას ხელებით ვეყრდნობი და მისკენ ვიწევი- თანაც დანარჩენებივით რომ ვიყო მეეჭვება შენი ყურადღება მიმებყრო იმდენი ადამიანით ხარ ყოველდღიურად გარშემორტყმული.
ერეკლეს ამის გაგონებაზე ეღიმება.
-ორი წუთით გავალ.
ფეხზე დგება და მიდის. მიმტანი არსად ჩანს, თუმცა ნაკანი ზუსტად ორ წუთში ბრუნდება და ქურთუკს იცმევს.
-წავედით.
-ანგარიში არ მოუ... საზიზღარი ხარ ნაკანო.
თვალებმდაწვრილებული ვუყურებ და გულხელს ვიკრეფ,სკამიდან ჯერ ისევ არ ვდგები. ნაკანს ეცინება და ჩემსკენ მოდის. იდაყვში ხელს მუბუქად მკიდებს და ფეხზე სიცილით მაყენებს.
-კარგი რა ნუ მებუტები წამოდი.
- ვსო გადავიფიქრე მეტი პაემანი აღარ იქნება.
-მაგასაც ვანხავთ.
-დიახაც ვნახავთ და კაალთბურთის მატჩზეც შენ მაგივრად ილიას წავიყვან.
გაბუტული ვეუბნები. ის ფაქტი საერთოდ არ გამხენებია ჯერ რომ ბილეთები არ მიხსენებია მასთან. ერეკლე კარს აღებს, მატარებს და თვაადაც გამოდის, პარალელურად კი მეკითხება.
-რა მატჩზე?
-ორი ბილეთი მაქ, მაგრამ მანდაც არ დამაპატიჟებინებ ალბათ თავს.
გაბუტული სახეს მეორე მხარეს ამაყად ვწევ, საკამოდ შესამჩნევია რომ სპექტაკლს ვდგავ, თუმცა ეს ნაკანსაც ართობს და მეც. ის ჩემს წინ დგება, როცა ისევ სხვა მხარეს ვიხედები ნიკაპქვეშ ხელს მკიდებს და თავს მისკენ მაბრუნებინებს. მის თვალებში ვიძირები და სუნთქვა მეკვრება.
-უბრალოდ მსიამოვნებს რომ შემიძლია შენს სახეზე ღიმილი დავინახო და ცოტა გაგნებივრო. წამოვალ.
-ხო და შენთვის უკეთესი.
ჩემი ხმა ისე საერთოდ არ ჟღერს როგორც მინდოდა. ათრთოლებული და დაბნეულია, ზუსტად ისეთი როგორიც ჩემი სხეული და გონება. ნაკანს ტუჩის კუთხე კმაყოფილებისგან ეპრიხება და ორი პაწაწინა ნაოჭი უჩნდება. თავი გავაქნიე და მისი ხელისგან დავიხსენი.
-სახლში გამიყვან?
-როგორც მიბრძანებ.
მანქანამდე, რომელიც პარკინგის ადგილის გამო მოშორებით გავაჩერეთ, ფეხით უხმოდ მივედით. ნაკანმა კარი გამიღო და როცა ჩავჯექი თავადვე მომიხურა. მერე ნახევარწრე დაარტყა და მძღოლის სავარძელი დაიკავა.
-მართლა სახალისო იყო შენი ბიძაშვილის გაცნობა. კიდევ რაზე იტყუები ხოლმე?
-განსაკუთრებულად არაფერზე, დიად ტყუილის და ღალატის ფანი არ ვარ.
-გამოვიცნობ მაგ ორს არასდროს პატიობ.
ეშმაკურად გამომხედა. მანქანაში შემოსული ლამპიონების შუქი უცნაურ გარემოს ქმნიდა. შეიძლება ითქვას ინტიმურსაც კი . მის ყურზე რგოლები ვერცხლისფრად ბრწყინავდნენ, ნახევარი სახე თბილი ფერებით ჰქონდა განათებული და საუბრისას მართლაც ელფს ჰგავდა. წარბები მაღლა ავწიე და სევდიანი ღიმილით ვუთხარი.
-ამ სამყაროში არაფერია რისი პატიებაც არ შეგვიძლია. ამისთვის საკმარისი მონდომება და სიყვარულია საჭირო. საკითხავია რამდენად შეძლებ მსგავსი ტკივილის დავიწყებას.
-აპატიე , მაგრამ არასოდეს დაივიწყო?
-აპატიე და თუ აპატიებ ეცადე დაივიწყო.
მხრები ავიჩეჩე, ისე თითქოს ყოველთვის გამომდიოდა ჩემი სიტყვების მიერ მოქმედება. არა და რამდენიც არ უნდა მეცადა მაინც ვერასოდეს შევძლებდი გამოვლილი ღალატის პატიებას. ამაზე მეტი აღარ გავიგრძელებია. სამაგიეროდ ერეკლემ ახალი მუსიკა ჩართო და უხმოდ, ერთმანეთის კომპანიითა და მუსიკით ტკბობით გავატარეთ მთელი გზა ჩემს სახლამდე. სანამ გადავიდოდი ერეკლემ შუბლზე მაკოცა და დროებით მითხრა. მანქანიდან ღიმილით გადავედი და სახლში ასულმა ჩვევისამებრ სამზარეულოს ფანჯარას მივაშურე შუქის ანთებისთანავე. როგორც ველოდი, სანამ ოთახში ანთებული სინათლე არ დაინახა მანამდე იდგა კორპუსის წინ და იცდიდა. მისი მსგავსი ჟესტები , თან პატარები, მაგრამ თან ყურადრებით სავსენი ისე მითბობდნენ გულს რომ არარ მიკვირდა რამდენიმე კვირაში თავბრუ რომ დამახვია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent