შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი ოცნება (თავი 1)


გუშინ, 23:56
ავტორი Tak.oo
ნანახია 3

ჯერ ისევ შევარდნაძის ეპოქაა,ფაქტობრივად მისი მოღვაწეობის მიწურულს,იმ დროის ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალის გარეკანზე ვხედავ უსიმპათიურეს ბიჭის ფოტოს. მხოლოდ წელს ზემოთ ფოტოა, მაგრამ მაინც ჩანს მაღალი უნდა იყოს.
რაღაცნაირად ინტუიციით ვხვდები.
გამოკვეთილი ყვრიმალები და მკაფიო ყბის ხაზი აქვს.
ოდნავ გრძელი შავი თმა გვერდზე აქვს გადავარცხნილი.
შავი პერანგი აცვია, ზედა ღილები ოდნავ გახსნილი.
მხოლოდ 12 წლის ვიყავი,მაგრამ სიმპათიური ბიჭების გამორჩევა კარგად შემეძლო.
ძალიან მომწონს და უცებ ვავლებ თვალს გარეკანზე დატანებულ მის მიერ ციტირებულ ფრაზას.
“ ჭკუა თავშია და არა ასაკში,როგორც ბატონი ოტია იტყოდა,ასე რომ არ ვთვლი რომ ბიზნესის სამართავად პატარა ვარ”
_ რაოო? ლამაზად კი ჟღერს… _ ვფიქრობ ხმამაღლა და დედას ვეძახი.
_ დეე…
_ რა არის?_ სამზარეულოდან მესმის დედას ტკბილი ხმა.
_ ეს ბიჭი ვინ არის?
_ ვინ ბიჭი? _ კარიდან თავს ჰყოფს დედა პირდაპირ სასტუმრო ოთახში.
_ აი ეს…_ ჟურნალის გარეკანს თითს ვადებ. დედას ეცინება.
_ ვინ არის და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენის შვილი ახვლედიანების ოჯახიდან.
_ რანაირი გვარია? _ ვიძახი ხმამაღლა.დედას ეცინება.
_ რანაირია?
_ რავიცი,უცხო და ლამაზად ჟღერს._ გულში ჩუმად კიდე ვიმეორებ და თან ვიმახსოვრებ.
_ ასეთ ბიჭს გავყვები ცოლად. _ ვიძახი ბოლოს.
დედა უკვე სამზარეულოშია.
_ რაა? _ ვერ იგებს აშკარად ჩემს ნათქვამს.
_ მომწონს ეს ბიჭი._ ვიმეორებ ხმამაღლა.
დედა კიდევ იცინის.
_ ეგ დედა ნახევარი საქართველოს ქალებს მოწონთ და მოეწონებათ აწი.
ჟურნალს ისევ ვაბრუნებ მაგიდაზე.
_ მეც მინდა ასე ჟურნალის გარეკანზე რომ დამხატონ.
_ დაგხატონ არა დაბეჭდონ შენი ფოტო._ მისწორებს დედა.
_ჰო,როგორც არის. _ წამიერად ვფიქრდები.მერე ვაგრძელებ.
_ ფული ვისაც აქვთ,მხოლოდ მათ ბეჭდავენ?
_ რავიცი დედა,ცნობად სახეებს უფრო.
_ როგორ გავხდე ცნობადი მე?
დედა იღიმის.
_ ნუკი,ამ ქვეყანაში ან უნდა გაიხადო,ან მასე ახვლედიანებივით ბევრი ფული უნდა გქონდეს.
დაკვირვებული სახით ვუსმენ დედას.
_ რა უნდა გავიხადო?
_ ღმერთო ჩემო…_ ხელებს შლის დედა და იცინის._ დაივიწყე…
ჰო,მინდა გითხრათ ასეთ ფრაზებს ბავშვები არ ვივიწყებთ.განსაკუთრებით ჩემნაირები.
ჩემნაირში რას ვგულისხმობ?! ახლავე გეტყვით.
ე.ი. მე ვარ დედისერთა ლამაზმანი,როგორც მამა,ბებია და პაპა მეუბნებიან.დედა ეჩხუბება ნუ ატუტუცებთო.ჩემთვის არ არსებობს სიტყვა არ შეიძლება,ახლა არა,არ გვაქვს და ა.შ. მოკლედ ამკრძალავი ფრაზები ჩემთან არ ჭრის.
არ გეგონოთ ვინმე ჭირვეული,ზღვარს რაღაცნაირად ვხვდები.უფრო სწორად მასწავლიან.მამა განსაკუთრებით.
უსაზღვროდ თბილია,მზრუნველი და მოსიყვარულე.
სუფრაზე ხშირად ეუბნებიან “ბადრი ერთი მემკვიდრე უნდა გააკეთო კიდევო.
მამა კი პასუხობს “ მე მემკვიდრე უკვე მყავს ჩემი ნუკიტოო,ნახეთ ეს რა გოგო დადგეს,თქვენს ბიჭებს სულ უკან ჩამოიტოვებს,რითი გგონიათ ნაკლები,10 გრამით მეტს რომ არ იწონისო?”
ამაზე ყველა იცინის.მე ჯერ ვერ ვხვდები 10 გრამის საიდუმლოს,თუმცა ვიმახსოვრებ ამ ფრაზასაც,ალბათ რამე სასაცილოა…

ხომ,მართლა მე ნუკი ნაკაშიძე ვარ.როგორც უკვე ავღნიშნე დედისერთა.მამას ჩემი ამ დამოკიდებულების გამო ვარ საკმაოდ თავდაჯერებული,აქტიური და მიზანდასახული.მამა ამ დამოკიდებულებით მასწავლის,რომ შეუძლებელი არაფერია.მთავარია სურვილი,შემდეგ მონდომება და უმთავრესი პირველივე მარცხის დროს არ ვნებდებით!
ხოდა არც ახლა დავნებდები,რა მიშლის ხელს რომ გავხდე ცნობადი? და მეც ვიყო ჟურნალების გარეკანზე?_ ბევრი არც არაფერი.
ნუ ბევრი ფული არ გვაქვს,ჩვენი ოჯახი სტაბილურად ცხოვრობს,ალბათ საშუალო ფენას წარმოვადგენთ.მოკლედ შორს,რომ არ წავიდე ჩემი ახალი მიზანია გავხდე ცნობილი და ჟურნალ” თბილისელები”-ს გარეკანზე აღმოვჩნდე.
თბილისელი ვარ უკვე,ანუ დამბეჭდავენ,რომ რამე…_ ვფიქრობ ჩემთვის.
ფული ბევრი არ გვაქვს,მაგრამ იქნებ გავმდიდრდეთ…
დედამ რა თქვა?!.ვიხსენებ…აა,ჰო…
“ან უნდა გაიხადოო”...

ერთი კვირის მერე,როცა ჟურნალ “თბილისელები”-ს ახალი ნომერი მოუტანა მამამ დედას.ძველი მე გამოვითხოვე.
_ ეს აღარ გჭირდება ხომ დე?
_ არაა…_ მერე დაკვირვებული მიყურებს._ შენ რად გინდა?
_ ეს ბიჭი მომწონს.გამოვაკრავ ჩემს ოთახში._ ვიღიმი ბედნიერი.
დედა იცინის და მამას რომელიც დივანზეა წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებს ეუბნება:
_ ბადრი,შენი გოგო ბიჭის პოსტერებს აკრავს უკვე ოთახში გესმის?
მამას ეღიმება.
_ ბიჭის უნდა გამოაკრას,მაშ როგორ?! _ თავს ჩემსკენ ატრიალებს და თვალს მიკრავს.
მეც თავდაჯერებული ვიღებ ეგრედ წოდებულ “სკოჩს” ანუ წებოვან ლენტს.( ახლა როცა დიდი ვარ,ვერ ვიტან ბარბარიზმებს,მაგრამ მაშინ,დრო იყო ასეთი…)
მოკლედ შემაქვს თუ შემყავს ახვლედიანების ვაჟი სათუთად ჩემს ოთახში და საწოლის გვერდით ვაკრავ მის ფოტოს,ხომ,მართლა მანამდე ამოვჭერი.აბა,იქ იმდენი სხვა ადამიანი იყო კიდევ...
მისი ინტერვიუ საგულდაგულოდ გადავიკითხე,მაგრამ ბლა ბლა ბლა…ბევრი ვერაფერი გავიგე,ისეთ სიტყვებს იყენებდა საუბრის დროს.
ეს ფურცლებიც ამოვიღე და ჩემი მაგიდის უჯრაში შევინახე.დანარჩენი ნაკუწები ნაგავში გადავუშვი.

ზუკას დაბადების დღეა დღეს.ჩვენს კორპუსში,გვერდით სადარბაზოში ცხოვრობენ.მამას ძმაკაცის შვილია.რაც ჩემი თავი მახსოვს,ზუკაც მახსოვს.10 თვით არის ჩემზე დიდი.ბაღში ერთად დავდიოდით,სკოლაშიც ერთ კლასში ვართ.მოკლედ როგორც და-ძმა ისე ვიზრდებით,უბრალოდ სხვადასხვა სახლებში.
როგორც ზევით ავღნიშნე,ჰორმონებმა დაიწყო შემოტევა,ამიტომ უკვე ვიპრანჭები,თუმცა იმ დროის ბავშვის გაპრანჭვა კი მოგეხსენებათ.ტუჩსაცხს ვისმევ,გამჭვირვალე შიმერებიანი “ბლესკია”.თმებს ვისწორებ,ჯინსის მთლიან კომბინიზონ-კაბას ვიცვამ,რომელიც მოკლეა,მაგრამ ძალიან მიხდება.დედა უკრაინელი მყავს,ამიტომ მისი გენეტიკა ჩემში მძაფრად იგრძნობა.ვარ მაღალი,სწორი ლამაზი ფეხები მაქვს,მწვანე თვალები,მაგრამ თმა… აქ მამის გენეტიკამ იმარჯვა და მუქი ფერის თმა მაქვს,ნუ მამასავით შავი არა,მაგრამ უფრო ჩამქრალი შავი.
ოთახიდან გამოვდივარ და მამას კომპლიმენტს ვიღებ.
_ მამას სიამაყევ,რა გოგო მეზრდები._ მიახლოვდება და თავზე მკოცნის.
დედა მათვალიერებს.ეღიმება,თუმცა არაფერს ამბობს.
მივდივართ ზუკაკოს იუბილეზე.არც იქ ვრჩები ყურადღების გარეშე.
_ დედა,რა გოგოა,რა გოგოო._ ამბობს მარინა ბებია ჩემს დანახვაზე.
_ მადლობა მარინა ბებო.
_ ბადრი,გენაცვალოს მარინა დეიდა.მალე ამ გოგოს დაცვა დაჭირდება.ამაზეა ნათქვამი თვალი მომცა მაყურებინაო.
მამა ნასიამოვნები იბღინძება.
_ აგერ არ მყავს ზუკა?! ამაზე კაი დაცვა ვინ ეყოლება?!
გარშემო სიცილი ისმის.
_ მართლა,რა ლამაზი ხარ დეიდა._ მეუბნება ნელი დეიდა,ზუკას დედა.
_ ლენაჩკა_ უტრიალდება დედას._ ამ ბავშვს ამ სილამაზეს ნუ დაუკარგავთ,შეიყვანე სამოდელო სააგენტოში.სანთლით ეძებენ ამისთანებს გოგო.
_ რაებს აგონებ,კიდე ეგ უნდა ამ გიჟ- ქალას?!_ მიღიმის დედა და თან სიამოვნებს.
_ გეუბნები მე შენ… ერეკლეს თანამშრომლის ცოლს აქვს სააგენტო,გინდა გაგირკვიო? კარგი გოგოა ძალიან,თან კარგად ვართ ერთმანეთთან,არ მერიდება დავურეკავ.
_ რავიცი ნელი… _ ფიქრდება დედა.
მე განაბული ვუსმენ ამ დიალოგს და უკვე გონებაში ვხატავ,მე როგორ გამოვდივარ პოდიუმზე,ავთანდილის სამოსში...ნუ იმ დროს ავთანდილი ვიცოდი საქართველოში ცნობილი.
რეალობაში ნელი დეიდას ხმა მაბრუნებს.
_ რა არ იცი გოგო?! გოგო მყავდეს მსგავსი მონაცემებით და …ხვალვე დავრეკავ მე და გაგიგებ ყველაფერს,მერე თქვენ გადაწყვიტეთ.
უჰ,როდის გათენდება ხვალინდელი დღე…

ნელი დეიდამ,მართლა გაარკვია ყველაფერი.დამიბარეს.ეს რომ დედას უთხრა გულის ცემა ფეხებში ვიგრძენი.ერთი სული მქონდა დედას ტელეფონი გაეთიშა,რომ მეხტუნავა და მეყვირა.
_ გაჩუმდი გოგო,შეწუხდა სამეზობლო!
_ აუ დედააა,რა მაგარიაა… აი,ხომ ვამბობდი მეც გავხდები ცნობილითქო,მერე იმ შენს ჟურნალის გარეკანზე მეც დამბეჭდავენ და იამაყებ.
დედა იცინის.
საღამოს მამას ვახარე,სამსახურიდან დაბრუნებულს.
_ ვააუ,მაა მოდელი უნდა იყო? _ იცინის მამა.
_ ხო,რატომ არა?!
_ არ მითქვამს,რომ არაა… მაგარია მაა.
ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები მოდის ინდუსტრიაში.
არ გაგეცინოთ,ასე მასშტაბურად,იმიტომ ვამბობ რომ მომავალში მიხილავთ კიი…


პერიოდულად ახვლედიანების ვაჟის ინტერვიუ იბეჭდებოდა ხოლმე ჟურნალში.მე კი,ისევ ვჭრიდი და ვაკრავდი წებოვანი ლენტით ჩემს ოთახში.
ფაქტობრივად ასე გაივსო ჩემი ოთახის ნახევარი კედელი მისი ფოტოებით.დედას ეცინებოდა ჩემს ახირებაზე.მამა ყველაფერს “ ჯიგრულად” უდგებოდა.ზუკას,არ აინტერესებდა.უბრალოდ იცოდა,რომ მომწონდა.ჩემს დაქალებს ნიაკოს და თაკოს რაც შეეხებათ,მათაც მოწონდათ ახვლედიანების ვაჟი,თუმცა მე როგორც მისი აღმომჩენელი სადაქალოში,მე მეკუთვნოდა მთლიანად.
წლები გადიოდა,ვიზრდებოდი მე და ახვლედიანების ვაჟიც.
ჟურნალში ნელ-ნელა იკლო მისმა ინტერვიუებმა.ახლა უკვე ტელევიზიაში და სოციალურ ქსელებში ვხედავდი.
რა ცუდია,მისი ფოტოები აღარ ემატებოდა ჩემს კედელს.თუმცა შენახულ ფაილებში მისი ინტერვიუები კი მქონდა “ოხრად”.
ერთხელ ჟურნალის გარეკანზე არა,მაგრამ ყდის შიდა უკანა მხარეს ჩემი ფოტოც დაიბეჭდა.
გიკვირთ?
კი,კიი… ავთანდილის ლუქით წარვსდექი შემოდგომა - ზამთრის კოლექციაზე.
რა თქმა უნდა ესეც ამოვჭერი და ჩემი ბიჭის გვერდით გავაკარი.
ამ წლების მანძილზე,მარტივი არ იყო,თუმცა მაინც დავიმკვიდრე თავის მოდის ინდუსტრიაში საქართველოში.მერე რამდენჯერმე ვიყავით ევროპისა და აზიის ქვეყნებში.ჩემმა აგენტმა ჩემი ფოტოები გადაგზავნა უცხოურ სააგენტოებში და მიმიწვიეს კიდეც.19 წლის ასაკში ერთ წლიანი კონტრაქტი დაიდო პეკინში.
რთული იყო ამხელა გზაზე,ოჯახისგან შორს,მაგრამ ხომ გითხარით ჩემი მიზნებისთვის ენერგიას არ ვიშურებდი.

ერთწლიანი კონტრაქტი პეკინში ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და ამავე დროს ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი აღმოჩნდა.
პირველი თვეები განსაკუთრებით მძიმე იყო.უცხო გარემო, ენა, რიტმი, რომელიც წამითაც არ გაჩერებს.
ხშირად დაღლილსა და უძილოს მეძინა მაკიაჟით, დილით ისევ კასტინგებზე გავრბოდი.
იყო დღეები, როცა მინდოდა ყველაფრის მიტოვება და სახლში დაბრუნება, მაგრამ მაშინ მახსენდებოდა ის პატარა გოგო, ჟურნალის გარეკანს რომ უყურებდა და მეც არ ვნებდებოდი.
სწორედ იქ ვისწავლე, რას ნიშნავს რეალურად იბრძოლო შენი ადგილისთვის,იყო დამოუკიდებელი.



20 წლის დავბრუნდი საქართველოში.
ზუკამ ფოტოხელოვნება შეისწავლა და თითქმის ყველა ჩემს გადაღებაზე ის იღებდა ფოტოებს. ახლა უკვე ერთ სააგენტოში ვმუშაობთ მე კამერის წინ, ის კი კამერის უკან.
ბავშვობიდან გვქმნიდნენ როგორც და-ძმას, და სიმართლე რომ ვთქვა, ასეც ვიყავით უბრალოდ სხვადასხვა ოჯახში დაბადებულები.
მასზე ახლო ბიჭი მეგობარი არასდროს მყოლია.
მან იცოდა ჩემი ყველა საიდუმლო დიდად ბევრი არც მქონია, მაგრამ რაც მქონდა, ყველაფერი.
მისი პირადი კი მე ვიცოდი ზეპირად.
წლების განმავლობაში ბევრს ეგონა, რომ საბოლოოდ ერთად ვიქნებოდით.
ზოგს კი მართლა და-ძმა ვეგონეთ..

21 წლის ასაკში „მის საქართველოს“ ტიტული მოვიპოვე.
იმ დღეს სცენაზე რომ ვიდექი, განათების ქვეშ, უცნაური სიმშვიდე ვიგრძენი.
როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს, რამდენიმე წამით ვერ გავიაზრე, მართლა მე ვიყავი თუ არა.
მერე კი ყველაფერი ერთად დამეცა სიხარული, ემოცია, წლები, შრომა.
მაშინ პირველად გავიფიქრე, რომ იმ პატარა გოგოს ოცნებები ნელ-ნელა რეალობად იქცეოდა.მე არ ვჩერდები,ვაგრძელებ…


ჩემო სოციალური ქსელი აქტიურია,გამომწერები მყავს,მის მერე რაც “ მის საქართველოს” ტიტული მოვიპოვე.ქუჩაში მცნობენ.რამდენიმე პოსტი დაიწერა ჩემს შესახებაც,განსაკუთრებით მაშინ თუ სადმე კონტრაქტს ვაფორმებდით რამდენიმე თვე ან უბრალოდ ჩვენებაზე გამოვდიოდი ქვეყნის გარეთ.
ინტერვიუები,გადაცემებში მიწვევა,ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განრიგში ასე თუ ისე უკვე არსებობს.
ავუხდინე ჩემს თავს ის ჩანაფიქრი რაც მქონდა.
22 წლის ვარ უკვე.ფინანსურად დამოუკიდებელი,შემდგარი,ჩამოყალიბებული.პირადი ცხოვრება ჯერ არ მაქვს და არც ვფიქრობ,რადგან ეს ნიშნავს ხელი ჩავიქნიო ჩემს მიზნებზე.


***

_ ნუკიი…_ მესმის დედას ხმა.
_ რა არის დე?
_ დედა ეს კედელი როდემდე უნდა იყოს ასე? _ ჩემი ოთახის კედელზე მეკითხება,სადაც ჩემი და ახვლედიანების ვაჟის ფოტოებია.
_ რას გიშლის? _ ვეკითხები უდარდელად.
_ არაფერს,უბრალოდ,როდემდე უნდა გქონდეს?
_ მომწონს,ბავშვობას მახსენებს და იმ დღეს საიდანაც დავისახე მიზანი.
დედას ეღიმება.
_ რომელი დღე იყო ეგ?
_ არ გახსოვს? _ მეცინება მე.
დედა უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.
_ აი,ეს ფოტო რომ ვნახე _ ჩემს ქრაშზე და მის პირველ ფოტოს ვადებ ხელს,რომელიც გამოვაკარი._ რომ გითხარი გარეკანზე რანაირად ბეჭდავენთქო…
_ მერე?
_ მერე შენ მითხარი ან მდიდარი უნდა იყო ან გაიხადოო._ მეღიმება.
დედა ხმამაღლა იცინის.
_ მართლა მასე გითხარი?
თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად.
_ კიდე კაი არ გაიხადე._ იცინის დედა.
_ ხო არ დამჭირდა._ მხრებს ვიჩეჩავ მეც და მეცინება.

***
ტელეფონზე ზარია.
_ გისმენ ლალიკო._ ლალი,ერთ-ერთი ცნობილი საქორწილო მაღაზიის მეპატრონეა.მის კაბებს ხშირად ვირგებ.
_ ნუკი,საყვარელო,როგორ ხარ?
_ კარგად,ლალიკო, თავად?
_ მეც კარგად. ჩემი ზარი არ გაგიკვირდებოდა_ ვგრძნობ იღიმის._ მოკლედ უცნაური შეკვეთა მაქვს,არ მყავს პატარძალი,მაგრამ მაქვს შეკვეთა.
_ ოჰო…_მეღიმება_ მერე?
_ მოკლედ ასეთი რაღაც არის…სავარაუდოდ საჩუქარს უკეთებენ პატარძალს,ნუ არ ვიცი რა ხდება დაზუსტებით,მაგრამ პარამეტრებით არის შენი აღნაგობის გოგო.ნანიკოსთან,ჩვენს კონსტრუქტორთან მიხვალ რამდენიმეჯერ მოსინჯვაზე.რა თქმა უნდა გადავიხდით.
_ კარგი რა პრობლემაა.როდის მოვდივარ?
_ დღეს თუ მოხვალ კარგს იზავ…ამ ეტაპზე ამაზე იმუშავებს ნანა,სხვა ყველაფერს დროებით ვწყვეტთ. ექსკლუზიური მოდელი იქნება,რაღაც სასწული უნდა გამოვიდეს.ერთი თვე გვაქვს ვადა.
_ კაი,მოვალ დღესვე და შემდგომ ნანიკო,როცა დამიბარებს…
_ მიყვარხარ,ასეთი რომ ხარ…
მეღიმება.
_ როგორი ასეთი?
_ როგორი და პასუხისმგებლიანი,ცოცხალი,ეს ენერგია მიყვარს შენი…
_ კაი მეყოს ლალიკო,ამივარდა თავში._ ვიცინი.
_არა დეე,შენ არ აგივარდება თავში._მეფერება ჩვეული სიტყვებით.
ვემშვიდობები და საღამოს ნანიკოსთან გავდივარ.
_ არა რა უცნაურია გეფიცები,სხვამ უნდა ჩაიცვას კაბა და სხვაზე ვიღებ ზომებს._ ბუზღუნებს ნანიკო._ რამე რომ არ მოერგოს აი რა ვქნა მერე,ამ კორსეტის გადაკეთება როგორ მოვახერხო მერე?
_ და ასე ზუსტი პარამეტრები საიდან?
_ რავიცი აბა? გაზომა ეტყობა იმ ოხერმა…_დამკვეთის მისამართის ამბობს და მერე თავად იცინის ნანა თავის სიტყვებზე.
_ მგონი ჯობია უკან თასმებზე გააკეთო,თუ რამე ზომას დაარეგულიერებენ…
_ როგორ გეკადრება აი ნახე…_ფურცელს მიდებს წინ._ ასეთი უნდათ ზუსტად.
_ რა ლამაზიააა.
_ სასწაული,ბოლოს შოკი იქნება,მაგრამ…_ ნანას სახე ეცვლება და იჯღანება._ ნეტა მოერგებოდეს და გეფიცები,ასეთი შეკვეთები არ მინდა სულ მილიონი რომ მომცენ,მთელი თვე ნერვებზე უნდა ვიყო.

***
ნანა რამდენიმეჯერ მიბარებს კიდევ.მეც მივდივარ ვირგებ და უკან ვბრუნდები.ვადა იწურება,ერთი თვის თავზე მირეკავს ლალიკო და მთხოვს მივიდე.
_ მომისმინე,დღეს დამკვეთი მოვა,მაგრამ უნდა,რომ კაბა ნახოს ჩაცმული._ თავს ვუქნევ,თანხმობის ნიშნად.
_ მოდი ახლა სრული ეფექტისთვის მსუბუქი მაკიაჟი,ოღონდ ფრთხილად კაბასთან.ცოტა თმებსაც მივხედავთ,ბუნებრივად ავწევ,ეფექტისთვის მაინც,ხომ ხვდები და მოვა ასე ერთ საათში.
ვიკეთებ ჩემით make up – No make up_ს. თმას ლალიკოს მსუბუქად მიწევს,რომ კაბის უკან ზურგი არ დაფაროს თმამ და კაბას ვირგებ.
დასრულებულ კაბას პირველად ვნახულობ მეც,როცა უკვე მაცმევს ლალი.
სხეულზე სიფრთხილით ვასრიალებ თითებს.
მკერდს წვრილი, ბრტყელი ფოთლების ნაქარგი ნაზად ფარავს, თითქოს სხეულზე მოხატული იყოს.
მკერდის ზედა ნაწილზე ეს ფოთლები ულამაზესი თვლებით არის მოჭედილი და შუქზე ოდნავ ციმციმებს.
ქვევით ჩამოსვლისას ნაქარგი თანდათან იშლება და ქსოვილი უფრო გამჭვირვალე ხდება მსუბუქი, ჰაეროვანი, თითქოს სხეულს მხოლოდ ეხება და არა ფარავს.
წელიდან ქვემოთ, თეძოებთან და საჯდომის ხაზზე, ფოთლები ისევ იმატებს, თითქოს კაბა სხეულის ფორმებს ხაზს უსვამს და მათ მიჰყვება.
მუხლს ქვემოთ ქსოვილი თავისუფლად ეშვება, ელეგანტურად.
სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ და უცნაური შეგრძნება მიჩნდება.
მეღიმება.
_ ჩემი ქორწილისთვის ზუსტად ასეთი მინდა.
_ უკეთესს შეგიკერავთ მე და ნანიკო შენ ძვირფასო.
წინ დარბაზიდან ხმას ისმის.
_ მოვიდა ალბათ. გამოდი შენც.
ლალი წინ მიდის.რამდენიმე წამი ვყოვნდები,კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს კაბაში ჩემს სილუეტს და მივემართები ისე ფრთხილად,არ მინდა რამე დავაზიანო.ისეთი სტანდარტები ჰქონიათ დაწესებული ამ კაბაზე…

დარბაზში შევდივარ ისე რომ თავს არც ვწევ,მცირე ამაღლებულ პოდიუმზე ვდგები,სადაც შეათვალიერებს კაბას დამკვეთი.ვემზადები,ვიღებ პოზას,თავს ვწევ,უნდა მივესალმო,რომ სიტყვა პირზე მეყინება…
“ღმერთო,ის არის…ჩემი ათ წლიანი ქრაში,ჩემი ახვლედიანების ვაჟი…”




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent