შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი | დასაწყისი (სრულად)


დღეს, 00:08
ავტორი pinkyt
ნანახია 3

ყველაფერი 2016 წელს დაიწყო, როცა მეთორმეტე კლასში, ახალ ქალაქში გადავედით და დედამ ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაზე შეაჩერა არჩევანი.
მშობლებს უხაროდათ, მე არა. რთული იყო, მეგობრებისა და ძველი კლასელების “მიტოვება”, მაგრამ სხვა რა გზა იყო.
- ანა, მოემაზდე შენი ახალი დამრიგებელი გველოდება, ჯერ მას უნდა შევხვდეთ, შემდეგ კლასში შეგიყვანს.
სიმწრის ცრემლები მომაწვა, ისე მინდოდა ტირილი როგორ არასდროს. ნერვიულობისგან ხელ-ფეხი მიკანკალებდა, წინასწარ ვნერვიულობდი როგორ
მიმიღებდნენ ან მივიღებდი სრულიად უცხო ადამიანებს.
სკოლა იქვე იყო, ფეხით გავუყევით გზას, ზურგზე მოკიდებულ ჩანთას ხელი ძლიერ მოვუჭირე, ნეგატივს ასე ვერეოდი.
- გამარჯობა, ნანი მასწავლებელო. - ღიმილით მიესალმა, როგორც აღმოჩნდა ჩემს დამრიგებელს.
- გამარჯობა, საყვარელო. ანა, როგორ ლამაზი ყოფილხარ.
- გამარჯობა. მადლობა.
შემდეგი 15 წუთის განმავლობაში გაუთავებლად საუბრობდნენ იმაზე თუ როგორ “გვიხაროდა” მის სადამრიგებლო კლასში მოხვედრა მე და დედას, როგორ ველოდებოდი თანაკლასელების გაცნობას და ასე დაუსრულებლად…
გონებით ისევ ძველ მეგობრებთან ვიყავი, ისე მენატრებოდნენ…
- კარგი, ძვირფასო წამოდი კლასში წაგიყვან. დღეს , ყველა გაკვეთილი გაცნობითი ხასიათის იქნება.
- გასაგებია.
მეოთხე სართულზე ავედით, ღია იასამნისფერ კართან გაჩერდა და მომენტალურად შეაღო კარი.
ყველამ კარისკენ გამოიხედა, ჯერ დამრიგებელს მიესალმნენ, შემდგომ მის უკან მეც შემამჩნიეს.
- გაიცანით ბავშვებო, თქვენი ახალი კლასელი ანა ბენიძე. - ღიმილით წარმადგინა - ანა, ქალაქში ახლახანს გადმოვიდა, ბევრი მეგობარი დასჭირდება, თქვენი იმედი მაქვს.
„იქნებ, მე არ მინდა?”
მსუბუქი თავის დაკვრით მივესამლე ყველას შეძლებისდაგვარად, ნანი კვლავ განაგრძობდა საუბარს, ჩემს გვერდით იდგა და ჯერ კიდევ ველოდი როდის მომცემდა უფლებას დავმჯდარიყავი.
გვერდით გავიხედე, ფანჯარას მივაშტერდი, ჩიტები დაფრინავდნენ მეოთხე სართულამდე მიღწეულ ხის ტოტებზე.
- ანა, მოდი აი აქ დაჯექი, დღეიდან ეს შენი ადგილია.
შუა რიგში არსებულ უკანა მაგიდასთან მიმითითა.
დაძაბულება წამით შემიმსუბუქდა, გამიხარდა ცოტათი მოშორებით დაჟდომა უცნობებისგან.
განსაკუთრებული იმ დღეს არაფერი მომხდარა. შესვენებებზე რამდენიმემ სცადა გამოლაპარაკება, რამაც ჩემდა გასაკვირად ცუდად არ ჩაიარა.
სხვა რა გზა იყო…
გვაინ ღამიყ ლეპტოპი გავხსენი, სოციალური ქსელი შევამოწმე ჩემი ძველი კლასელების ფოტოსურათები შემხვდა, ერთად აღნიშნავდნენ სკოლის პირველ დღეს. გული კიდევ ერთხელ დამწყდა.
ვაგრძელებდი სქროლავს, შეტყობინებები ერთი მეორის მიყოლებით მოვიდა.
„ლანა მენაბდე გიგზავნით შეტყობინებას”
„ლანა მენაბდე გიწვევთ ჯგუფში”
ჯერ მოწვევას დავეთანხმე, დავემატე როგორც აღმოჩნდა კლასის ჯგუფში, სადაც მხოლოდ
ბავშვები იყვნენ, შემდეგ შეტყობინებას მივადექი.
„ანა, აბა როგორ ხარ? კლასის ჯგუფში დაგამატებ”
„კარგად შენ? ახლა ვნახე და დავემატე”
„მეც კარგად. მოკლედ, ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ სკოლის პირველ დღეს, ამჯერად რესტორანი არ გვინდა, თაკოს აგარაკზე ავდივართ ყველა შაბათს, ხომ წამოხვალ?”
„ რა კარგია. გავარკვევ რეპერტიტორების განრიგს და შეგატყობინებ წამოვალ თუ არა.”
„ კარგი რაა, ჯერ რა დროს რეპეტიტორია, აუცილებლად წამოდი!”
„კარგი შევეცდები აუცილებლად. მშვიდობიანი ღამე”
„მადლობა, შენც მშვიდობიანი ღამე.”
ჩათი ჩავხურე და ჯგუფის დათვალიერებას შევუდექი.
ფოტოებისა და ვიდეოების ნახვის შემდგომ მივხვდი რამდენად არანორამლურები იყვნენ. საოცარ სიგიჟეებს ჩადიოდნენ, როგორც აღმოჩნდა.
კლასელების პროფაილებს დავუყევი. ლანა ნამდვილად ისეთი გოგო აღმოჩნდა როგორსაც ველოდი, მგონი დავმეგობრდებით, მარტივად მისახვედრია ვინ როგორი ტიპის ადამიანია, გოგონები განსაკუთრებით. ბიჭების ექაუნთებს ზერელედ “გადავუარე”.
მინდელი გიორგი.
უცნაურად მომხვდა თვალში, ჯერ გვარი შემდგომ სახელი. პროფილზე გადავედი, თვალიერებაში იმდენად გავერთე, რომ მოგვიანებით შევამჩნიე როგორ დავაჭირე შემთხვევით დამატების მოთხოვნას.
- ჯანდაბა, რა იდიოტი ვარ. - შუბლზე ხელი ვიტაცე.
„მინდელი გიორგი დაეთანხმა დამატების თხოვნას”
„მინდელი გიორგი გიგზავნით შეტყობინებას”
- ახლა რა ვქნა? ანა, იდიოტი ხარ!
შეტყობინება ჩათის გახსნის გარეშე წავიკითხე, ჩემი გაოცება გაასმაგდა.
„გიცნობ?”
- აჰა, ანუ არც ვახსოვარ.
სასწრაფოდ გადავუყევი ჯგუფს და კიდევ რამდენიმე კლასელი დავიმატე.
„საღამო მშვიდობის, შენი ახალი კლასელი ვარ”
„ვაუ, არ ვიცოდი ახალი კლასელი თუ გვყავდა. პირველ დღეს არ მოვდივარ როგორც წესი.”
„ხო, არ ვიცოდი თუ არ იყავი. ბევრი ხართ ყველას ვერ დაგიმახსოვრებთ ერთ დღეში. რამდენიმე დაგამატეთ რენდომად.”
- ესეც ასე!
„დამიჯერე, დამიმახსოვრებდი, რომ ვყოფილიყავი. რედნომად? საინტერესოა.”
- რა მივწერო? ჯანდაბა, უკვე საკუთარ თავს ვესაუბრები…
ჩათი მაინც არ გავხსენი. დავხურე ლეპტოპი და ჩაძინება ვცადე.

***
- ანა.. ანა, დამელოდე. - ხმაზე უკან გავიხედე, ლანა მეძახდა.
- ბოდიში, ხმა ვერ გავიგე. დიდხანს მეძახდი?
- არა, არა. როგორ ხარ აბა? ხარ განწყობაზე?
- ისე რაა. შენ როგორ ხარ
- მე მშვენივრად. თუ მეტყვი, რომ ჩვენთან ერთად მოდიხარ ფანტასტიკურად ვიქნები. - მომლოდინე სახით გამომხედა.
- გზაზე ვფიქრობდი და წამოვალ კი. მისმინე, რაღაც მინდა გკითხო ოღონდ ჩვენს შორის უნდა დარჩეს.
- გისმენ მიდი, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.
- გუშინ ცოტა სასაცილო რაღაც დამემართა, კლასელებს ვათვალიერებდი, რამდენიმე დავამატე, შემთხვევით გიორგიც და..
- ვინ მენაბდე?
- ხო ეგ. - სახე დაემანჭა.
- უეჭველი მოგწერდა ეგ ცოტა უცანური ტიპია, თუ დაუმეგობრდები კარგი ადამიანია, მაგრამ დამეგობრება ცოტა ჭირს, მაგას შენც მიხვდები.
- არა, რა დამეგობრება, უბრალოდ შემთხვევით მივაყოლე ეგეც და აღმოჩნდა რომ გუშინ არ ყოფილა და არც ჩემზე იცოდა.
- ხო, პირველ დღეს არ დადის ხოლმე.
- მეც ასე მომწერა და კიდ..
- მოიცა, მოიცა.. როგორ არ იცოდა, სანამ ჯგუფში დაგამატებდი მანამდე დავწერე შენს შესახებ და მანაც ნახა. - გაურკვევლობა სახეზე პირდაპირ ამესახა.
- ვერ მივხვდი, ანუ…
- ხო გითხარი უცნაური ტიპია, ვერ გაიგებ რას როდის ან რატო აკეთებს.
- ალბათ.
- წამოდი კლასში ავიდეთ.
კლასისკენ გავემართეთ, გზად რამდენიმე უფროსკლასელი შეგვხვდა, ლანას მიესალმნენ.
კუთვნილი ადგილისკენ გავემართე და დავჯექი, ზარამდე დიდი დრო იყო. ლანა ჩემს წინ დაჯდა მობრუნდა და დაიწყო გაუთავებელი საუბარი.
უცებ გავატრიალდი და კარში იმწამს შემოსულზე გამიშეშდა მზერა. ლანამაც იქით გაიხედა.
- მოვიდა, გულთამპყრობელი. ახლა, ქალბატონიც შემოყვება. - დაასრულა თუ არა, დავინახე საოცარი გარეგნობის გოგო, როგორც მივხვდი თაკო.
- ესაა?
- ხო. მაგის კუდი თაკოც. ცუდი გოგო არ არის, უბრალოდ თავისებური ხასიათი აქვს.
მაგიდებთან დასხდნენ და ზარიც დაირეკა.
ჩვეულ რეჟიმში მიდიოდა საგაკვეთილო პროცესები.
ვცდილობდი, ზედმეტი ინტერესი არავის მიმართ გამომეხატა, შესვენებებზე ისევ ლანას ვესაუბრებოდი, რომელიც როგორ აღმოჩნდა ორი წლის წინ გადმოსულა სხვა სკოლიდან, თუმცა ზედმეტი “პოპულარობის” გამო ჩემსავით დისკომფორტი არ განუცდია.
ბოლო, გერმანული ენის გაკვეთილზე ზედმეტად თავისუფლად ვიყავით, მასწავლებელი მეგობრული დამოკიდებულებით იყო სავსე, ყველას გამოკითხა ზაფხულის დეტალები, მეც მსუბუქად “დამკითხა”.
ზარს ველოდებოდით, ლანასთან ერთად მოლში ვაპირებდი გასვლას, როგორც ერთ-ერთი შესვენებისას დავგეგმეთ.
მზერა ვიგრძენი, ვიღაც მიყურებდა, თავი გავატრიალე და პირდაპირ მის თვალებს შევეჩეხე.
მომწვანო-მოცისფრო.
ისე მიყურებდა თითქოს დეტალურად მსწავლობდა.
თვალს არ მაშორებდა, მეც ანალოგიურად.
გონს ზარის ხმამ მომიყვანა.
წამოიშალნენ და ნელ-ნელა დაიწყეს საკლასო ოთახის დაცარიელება.
- წავედით ხო, რამე ახალი კაბა მინდა სანამ სხვებმა დაიტაცეს.
- ჰო, წავიდეთ.
მშვიდად ავიკიდე ჩანთა და წინ მიმავალს უკან მივყევი, კარში შევჩერდი ჩანთაში საფულე მოვექექე.
- აქ დიდხანს აპირებ გაძელგებას? - ფენიანივით მივიხედე უკან. ისევ მინდელი.
- ააა.. ბოდიში.. ახლავე. - დაბნეულმა ამოვილაპარაკე და უცებ გავედი, საპასუხოდ ჩაიცინა და გვერდი ამიარა.
- იდიოტი. - ინსტიქტურად ხმამაღლა აღმოვთქვი. გაჩერდა და მობრუნდა.
- რამე მითხარი? - ჯანდაბა, ეს მზერა…
- აა.. შენ არაფერი, კარგად.
იქვე მდგარი ლანასკენ სწრაფი ნაბიჯებით “გავიქეცი”, ხელი ჩავკიდე და მასაც ვაიძულე ჩემს ტემპში ეარა.
- რა ხდება ვინმეს გავურბივართ? - დაბნეულობისგან რას ვაკეთებდი მე თვითონაც არ ვიცოდი.
- ააა… ცოტა უძილობისგან არეული ვარ.
- არაუშავრს, მოიცა გიორგიც იქით მოდის ბარემ გაგვიყოლოს მანქანით. - უკვე წარმოვიდგინე როგორ ვიხუთები, სანამ მე წინასწარ განვიცადე საშინელი დისკომფორტი ლანა უკვე გიორგის ესაუბრებოდა
- გიო, შენკენ მოვდივართ მე და ანა, მოლის დასაპყრობად, გაგვიყან?
- შენ და ვინ? - შავი სათვალე დაეკოსა ცხვირზე და ისე იყურებოდა თითქოს იქ არ ვიდექი.
- ანა, ახალი კლასელი. რა გჭირს შენ? - მობეზრებულად აატრიალა თვალები.
- აჰ.. ანა, ხო. გაგიყვანთ რა პრობლემაა. - ისევ ეს აუტანელი მზერა და ჩაცინება.
სანამ აზრზე მოვიდოდი უკვე მანქანაში ვიჯექი. მერე შევამჩნიე მძღოლის მხარეს მჯდარი თორნიკე ბლიაძე, პარალელ კლასელი, რომლის დანახვისას რატომღაც ლანა გაინაზა.
- სექტემბერია თუ აგვისტო ტო, რანაირად ცხელა. - ამოიწუწუნა და პარალელურად ფანჯრებს ბოლომდე ჩაუწია თორნიკემ.
- რას აკეთებ, აუწიე და აგაგრილებ ორ წუთში. ისე არც მასე ცხელა. - ეშმაკურად გადახედა გვერდით მდჯომს და შემდეგ ლანას, რომელიც საეჭვოდ მიდუმებული იყო. - აბრამიძე, როდის მერე ხარ ჩუმად?
- ჩემი ხმის მოსმენა აღიზიანებს ზოგ-ზოგიერთს.
- ზოგ-ზოგიერთი ბავშვივით იბუტება.
- რა გჭირთ თქვენ? ისევ წააყარეთ?
- მე არაფერი და იმისი არ ვიცი. - ცხვირაბზუებული იჯდა. მობილური მოვიმარჯვე.
„მშვიდობაა?”
„კი, მივალთ და მოგიყვები”
ისევ დაძაბულობა.
- ბენიძე აბა როგორ მოგეწონა ახალი კლასი? - თავი მოაბრუნა თორნიკემ.
- კარგი კლასია ნამდვილად, რაც მთავარია ლანა გავიცანი. - ღიმილით გადავხედე გვერდით მჯდომს, რომელიც კვლავ უმისამართოთ იყურებოდა “გაბრაზებული”.
- ოჰ, მაგას მივხვდი. გიორგის რა დაუწუნე ერთი.
- ამ… დღეს გავიცანი, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. - სარკიდან გამომხედა.
- ცოტა უკარებაა, ყველას არ გვწყალობს.
- მართლა ტო?
- არა, ადამიანს გააჩნია… - ზარმა გადამარჩინა.
დედა იყო, მოკლედ ვუთხარი დეტალები და უთქმელად გადმომირიცხა ფული.
- თქვენ მიდით და მოვალთ ჩვენც.
მანქანიდან გადავედით და ბიჭებიც უკან მოგვყვნენ. იქვე შესასვლელთან გავჩერდით მე და ის არსება. შორიდან ვუყურებდი როგორ საუბრობნენ, პარალელურად არ ვიმჩნევდი გვერდით მდგარ მენაბდეს, რომელიც თვალს არ მაშორებდა.
ვგრძნობდი.
- შეხედე ახლა ჩაეხუტება და… ვსიო შერიგდნენ. - წყვილზე მიმითითა, რომელიც ჩახუტების შემდგომ ჩვენკენ დაიძრნენ.
- აბა, შევიდეთ. დღეს მოდის ექსპერტიც ჩაერთვება შოპინგში.
- მერე მოგიყვები - ჩუმად მითხრა სანამ ბიჭები ერთმანეთს ესაუბრებონენ.
მოლში უაზროდ ბევრი ვიარეთ და მაინც ვერ აარჩნია მოსაწონი კაბა. მეგონა მალე წავიდოდნენ, მაგრამ მგონი ბიჭები უფრო ერთობოდნენ, ვიდრე მე.
ჰო, შოპინგი მღლის.
- ლან, მოდი აქ ვნახოთ თორემ ძალიან დავიღალე უკვე.
- ჰო აქაც შევიდეთ.
რამდენიმე დახლს ჩაუარა და პირდაპირ მიადგა კაბებს. სათითაოდ აკვირდებოდა, შემდეგ რამდენიმე აიღო და მოსაზომად შევიდა.
- შენ არ არჩევ? იქნებ ეს მოგერგოს? - ჩემს წინ დადგა და ორი ზომით დიდი, ვარდისფერი კაბა ამიფრიალა.
„მშვიდად ანა, მშვიდად!”
- ნუ წუხდები! უკვე ავარჩიე კაბა. - ისე , რომ არც შემიხედავს იქვე არსებული შავი კაბა ჩამოვხსენი , ზომის ნახვისა და მოზომვის გარეშე, პირდაპირ სალაროსთან გადავინაცვლე.
- ნაღდით თუ ბარათით?
- ბარათით გადავიხდი.
ბრენდირებულ პარკში მოათავსა და გამომიწოდა, შეუმჩნევლად ჩავჭყიტე ზომის გასაგებად.
„ყოჩაღ ანა! სწორი ზომა აგიღია” საკუთარი თავი შევაქე და კმაყოფილი გავემართე ლანასკენ, რომელიც ბედნიერი მოაბიჯებდა ჩემკენ.
- ისეთი სასწაულებია, ორივეს ვყიდლობ. მერე ამარჩევინე აგარაკზე რომელი ჩავიცვა.
- იცი, მე უნდა წავიდე უკვე საქმე მაქვს მნიშვნელოვანი. - უცებ შევაგებე.
- რა ხდება? მშვიდობაა?
- კი, კი. უბრალოდ მეჩქარება.
- რა პრობლემაა, ჩვენ გაგიყვანთ.- უცებ ჩაერთო თორნიკეც.
- იყოს, არ არის საჭირო. ტაქსი უკვე გამოვიძახე.
მსუბუქად გადავკოცნე ლანა, თვალით ვანიშნე რომ ზედმეტად არაფერი ერთვა. თორნიკესაც დავემშვიდობე, მის გვერდით მდგომ მინდელს მხოლოდ შევხედე და დავტოვე ტერიტორია.
გარეთ გასული იქვე მდგომ ტაქსიში ჩავჯექი და
სახლის მისამართი ვუკარნახე.



***შეკრების დღე***


მთელი კვირა უღიმღამოდ გავიდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყველა რეპეტიტორი გავიცანი და საკმაოდ საინტერესო გაკვეთილებს დავესწარი.
კლასელებს თითქმის ყველას დავიმეგობრდი, გამონაკლისი მენაბდე, თაკო და მისი რამდენიმე დაქალი იყო. მასწავლებლებსაც ძალიან მოვეწონე, რაც დარწმუნდნენ რომ ბეჯითი და როგორც მენაბდე იტყოდა „წიგნის ჭია” ვიყავი.
ყოველდღე გაკვეთილები ისე არ ჩაივლიდა, რომ ერთხელ მაინც არ გამომეჭირა მზერა გამოპარული, როგორც მე ვეძახი ბატონი ხეპრე.
და აი, ისიც ჩემი საყვარელი პარასკევი, რის შემდეგაც კიდევ ორი საყვარელი დღე მოდის.
ტრადიციულად დილით გვიანობამდე მეძინა, ამიტომ მიყვარს შაბათი. ბედნიერად ვინებივრებდი, რომ არა ვიღაც გადარეული, რომელიც რეკვას არ წყვეტდა.
- ხმა უნდა გამეთიშა.
- გისმენთ.
- ანაა, შენ რა კიდევ გეძინა?
- უი, ლანა. არ დამიხედავს მობილურზე.
- გეძინა გოგო?
- ხო, ცოტა შევყევი.
- მიდი გაემზადე, საღამოს შეკრების ამბავი ხოარ დაგავიწყდა?
- კიდევ კარგი დამირეკე, რეპეტიტორების გადამკიდე სულ ამომივარდა თავიდან, რომ დღეს იყო. - წამსვე წამოვჯექი.
- უკვე პირველია, მიდი გაემზადე, 2 საათი გაქვს დრო, სახლთან მოგაკითხავთ.
- ვინ და ვინ ?
- თორნიკე მომიყვანს, მერე ერთად წაგვიყვანს და იქიდანაც წამოგვიყვანს არ ინერვიულო.
- მხოლოდ თქვენ ორნი იქნებით?
- ოჰ, კიდე ვინ გინდა რომ იყოს? - სიცილით ჩამძახა.
- არავინ, ვინ უნდა მინდოდეს ისე ვიკითხე.
- კი, კი ისე… კაი, მოემზადე და მომწერე მზად რომ იქნები.
აბაზანაში შევვარდი სასწრაფო წესით დავიწყე თავის მოწესრიგება.
მთელი რიგი პროცედურების შემდეგ, გარდერობს მივადექი სამოსის ასარჩევად.
- აუ, დეე. მოდი რა ამარჩევინე რა ჩავიცვა.
- არჩევა სულ როგორ გეზარება მოკლედ, მამაშენი ხარ მეორე.
- რამე სადა მინდა, გადაპრანჭვა მეზარება, თან ისეთი რომ კომფორტულად ვიყო.
- მიდი დე ის კაბა ჩაიცვი დეიდამ, რომ გამოგიგზავნა. ზუსტად ისეთია როგორიც გინდა.
უცებ მოვქექე მართლაც საოცარი კაბა, რომელიც ზუსტად ის იყო რაც ამ საღამოს მჭრიდებოდა.
- ესენი აიღე, მსუბუქად იქნები და დიდად არ შეგეტყობა.
გამოწვდილ ქონსილერს, ღია ფერის გლოსსა და ტუშს შევხედე, წამით გავიფიქრე, რომ არ მჭირდებოდა, თუმცა შემდეგ გადავიფიქრე და წასმას შევუდექი.
„გიორგის ეპრანჭები არა?” წამში გამომექომაგა მეორე ანა, რომელსაც მწარე შევარქვი.
დაბლა ჩავედი, მანქანასთან მდგომი ლანა შევამჩნიე და მეც მისკენ გავემართე.
- რა ლამაზი ხარ გოგო, რამხელა თმა გქონია. - ხელი დაუსვა ჩემს ბუნებრივად ტალღოვან თმას, რომელსაც იშვიათად ვიშლიდი.
- შენ კიდევ ბრწყინავ. ალბათ, ვიღაცის დამსახურებაა. - სიცილით დავამატე, მანქანაში ჩაჯდომის პარალელურად, იქვე მჯდომ თორნიკესაც მივესალმე.
- მოკლედ, ისეთი გოგოები მიმყავს მგონი მეც უნდა დავრჩე.
- დარჩი მერე ორი დღეა ყველა მაგას გეუბნება.
- ვნახოთ, ვნახოთ…
- თორნიკე ჩვენს კლასში იყო ადრე, მერე გაიყო კლასები და პარალელში მოუწია გადასვლა. - გაურკვევლობაში მყოფი დიდხანს არ დამტოვა და უცებ მომაშველა ინფორმაცია.
- აჰა, ძალიან კარგი.
- უი, მართლა. შენი განუყრელი სად არის?
- ვინ, გიო?
- ჰო
- თაკოს სადაქალო აეკიდა და ისინი მოჰყავს.
- რატო არ მიკვირს ნეტა…
- რა იყო შენ?
- არაფერი, ხო იცი როგორ ვერ ვიტან მაგათ.
- კარგი, გეყოს.
დიალოგს მშვიდად ვუსმენდი, ვითომც არ მაინტერესებდა.
გზა მხიარულად გავატარეთ, თორნიკე ნამდვილად კარგი ადამიანია.
ლანას და მას ბავშვობიდან უყვართ თითქმის ერთმანეთი, ოჯახებით მეგობრობენ, როგორც მითხრა.
მანქანა დიდ, ორსართულიან სახლთან გააჩერა, ნივთები ავიღეთ და ეზოში შეკრებილი საზოგადოებისკენ გავემართეთ.
თვალში მომხვდა, კიბესთან მდგარი მენაბდე, თაკოს დაქალ მარისთან ერთად, ხელი გადაეხვია და ზედმეტად ახლო დისტანციიდან საუბრობდნენ.
ლანამ, გამომხედა, შემდეგ ჩემი მზერის ობიექტს შეხედა და მსუბუქად ხელი გამკრა.
- ხო, რამე მითხარი?
- არაფერი, დაიწვებიან მალე ისე უყურებ - ეშმაკურად გაიცინა.
წამსვე ამიხურდა სახე.
„ნეტავ სხვამაც ხომ არ შეამჩნია?!”
ყურადღება ბავშვებზე გადავიტანე, როგორც აღმოჩნდა ყველაფერი უკვე მზად იყო და ლანამ სპეციალურად ამაცილა მთელ რიგ პროცესებს.
- დავსხდეთ ბავშვებო.
კლასის ჭკუამხიარულმა ლევანმა ყველას მოგვიწოდა, ჩვენც ნელ-ნელა დავიძარით. ბიჭებს მიუჯდა თორნიკე, შემდეგ ლანა და მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი. გვერდით არავინ მეჯდა, რამდენიმე წუთში სკამის ხმაზე გავიხედე, ბატონი ხეპრეს დაქალი მარი მომიჯდა.
- დაიწყება ახლა ლევანის უსაშველოდ ბევრი სადღეგრძელოები, თუ ჩვენთან დარჩები შეჩვევა მოგიწევს. - ისე დამიწყო საუბარი, თითქოს მანამდეც სულ მესაუბრებოდა ხოლმე.
- ჰო, ნაკლებს არც მოველოდი. - ღიმილით გამოვესაუბრე მეც.
ლანამ აწეული წარბით გადახედა და შემდგომ მე შემომხედა, სახეზე არანაკლები გაურკვევლობა მქონდა მეც.
როგორც მარიმ იწინასწარმეტყველა დაუსრულებელი სადღეგრძელოები დაიწყო. ყველა და ყველაფერი ადღეგრძელა მათ შორიც მეც, რა დროსაც ნათლად შევამჩნიე როგორი უკმაყოფილო სახე ჰქონდა თაკოს, რასაც მარიზე ვერ ვიტყვით.
- წამო ცოტახანს გამომყევი რა. - თხოვნით მომმართა ლანამ.
ეზოსკენ დავიძარით, ნაკლებად განათებულ ადგილას, მივხვდი რაც სურდა, მოსაცმელის ჯიბეში მოთავსებული კოლოფიდან 2 ღერი და სანთელება ამოვიღე.
- ეს მარი რა ტიპია ვერ ამოვხსენი, თითქოს თაკოს დაქალია, თან გიორგი მოსწონს, მოკლედ ვერ გავუგე.
- მარის მოსწონს? მეგონა ის და თაკო..
- არა, გოგო. თაკო და ეგ უბრალოდ ბაღიდან მეგობრობენ რასაც ჰქვია, თაკოს და დათას, თოკოს კლასელს, ერთმანეთი უყვართ წლებია, უბრალოდ როგორც ვიცი ახლა იჩხუბეს, თორემ სადაც თოკო და გიოა იქაა დათაც.
- ააა..
- ხო და მარის მოსწონს გიო, იმენა ეტყობა რაა. უბრალოდ გიორგი ისეთი ტიპია, ხო ხვდები, ცოტას გეგველება მაგრამ გული კარგი აქვს.
- ხო, ცოტას.
- რამე მოხდა? რაიმე ისეთი ხომ არ უთქვამს? თუ გინდა თოკოს დაველაპარაკები.
- არა, არა. მსგავსი არაფერი, რომ საუბარი იყოს საჭირო, მართლა.
ჩამქვრალი სიგარეტები იქვე დადებულ “საფერფლეში” ჩავყარეთ და ისევ ბავშვებს შევუერთდით.
ლევანმა სიმღერა დაიწყო, ყველა აგვიყოლია. მომენტებში ვამჩნევდი როგორ იყურებოდა მის გვერდით მჯდარი მინდელი ჩემკენ.
„შენ კიარა, მარი უყურებს”
მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მე და ლანაც საკმაოდ ბევრს ვსვამდით, თორნიკეს
იმედად, რომელიც არ სვამდა, მანქანით ვარ და დღევე უნდა დავბრუნდეო განაცხადა.
კარგად შეღამებული იყო უკვე ნელ-ნელა დაშლა
დავიწყეთ.
სახლში თორნიკემ და ლანამ მიმიყვანეს, ავედი თუ არა აბაზანში შევვარდი მოვწესრიგდი და ღამის პერანგით დავჯექი მისაღებში, სადაც დედა და მამა ფილმს უყურებდნენ. ორივეს მოკლედ მოვუყევი როგორი სიტუაცია იყო. სწორედ, მაშინ მივხვდი რამდენად გაუხარდათ თავადაც ჩემი კლასელებთან გაშინაურება.
- ხო გეუბნებოდი მა, დრო და სიტუაცია გინდოდა და უკვე ყველას დაუახლოვდი.
- ჰოო… წავალ დავიძინებ ხვალ შუადღეს უნარებზე მივდივარ.
- მიდი დე, მშვიდი ძილი.
ოთახში შევედი, ლეპტოპი გავხსენი.
სოციალური ქსელი სავსე იყო ჩვენი ფოტოებით, ვსქროლავდი მენაბდის დათაგული ფოტო ამოაგდო.
„საშინელი დღის ბედნიერი დასარული”
ფოტოზე თაკო იყო დიდი თაიგულით ხელში, გვერდით ბიჭი ედგა, როგორც აღმოჩნდა დათა, უკანა ფონზე კი ხელგადახვეული წყვილი - გიორგი და მარი.
ნერვებ მოშლილმა დავხურე ლეპტოპი და დავიძინე.



***


სკოლაში ყოფნის პერიოდი ლანამ
გამიხალისა, სხვათაშორის სხვა თანაკლასელებმაც, რომელთანაც ეტაპობრივად დავმეგობრდი. რასაც ვერ ვიტყვით ბატონ ხეპრეზე, რომელიც ხან შემთხვევით იატაკზე წიგნებს მიყრიდან, ხან თმას მიშლიდა, ხანაც ირონიულად ერთ-ორ სიტყვას მომიგდებდა და მომშხმავდა.
ბოლო სასწავლო წელიც მიილია, ბოლოზარიცა და ბანკეტიც შესანიშნავი გვქონდა, ისეთი ცეკვა დაგვიდგა ქორეოგრაფმა ყველა ჩვენზე საუბრობდა, ნუ უფრო ბიჭებზე.
ნანი მასწავლებელს დედა გარდაეცვალა, რის გამოც კლასის ერთობლივი გადაწყვეტილებით ბოლო ექსკურსია არ დაიგეგმა, მოგვიანებით შევიკრიბოთო.
გამოცდების ორომტრიალში ვიყავით ყველა, ერთმანეთს ვერც ვნახულობდით მე და ლანა, ორივე ვღელავდით.
თუმცა, ჩვენმა შრომამ შედეგი მაინც გამოიღო. მე ჟურნალისტიკაზე ჩავარე, თოკომ და ლანამ იურიდიულზე, გიორგიმ კი ფინანსებზე.
რაც არ უნდა იყოს, შესაშური ნიჭი ჰქონდა, სულ რომ არ მოესმინა მაინც ხსნიდა ურთულეს მათემატიკურ საკითხებს, რომელსაც ასე ვერ ვიტანდი.
დრო სწრაფად მიდიოდა, ყველა ჩვენი ცხოვრების გზას ვიკვლევდით. ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ხშირად ვნახულობდი ლანასა და თოკოს.
სკოლის დამთავრების ერთი წლის თავზე ისევ ახმაურდა ჯგუფი: „ არ შევიკრიბოთ?” ისევ თაკო
იყო ინიციატორი.
ხოო, რაც შეეხება თაკოს, ბოლო ზარიდან ორ თვეში ლათამ ხელი სთხოვა, ქორწილი არ ჰქონიათ ისე გადავიდნენ ერთად ჯვრისწერისა და ხელმოწერის შემდეგ.
გიორგი?
არ ვიცი, კონტაქტი არ გვქონია ბოლო ზარის შემდეგ.
დიდად აღარც თოკოსთან მეგობრობდა, როგორც ლანამ თქვა უცანური სამეგობრო წრე ჰყავდა და დისტანცირდა თავად.
მობილური აზუზუნდა წამსვე.
- რას შვრები აბა? ნახე შეკრებაზე?
- ხო ახლა ვნახე, მგონი ყველა მოდის.
- აუ ხო, რა კარგია. მაინტერესებს თან ახალი ამბები.
- თუ იცი გიორგიც მოდის? არც უნახავს მგონი, რომ ვიკრიბებით
- შენ კიდე რა ვერ დაივიწყე ეგ იდიოტი. რას ნახავდა, ალბათ სადმე გათიშულია თავის ვაი ძმაკაცებთან ერთად.
- ისევ ნუ დაიწყებ სისულელეებს თითქოს უგონოდ შეყვარებული ვიყო. მოიცა… რა გულისხმობ გათიშულში?
- ნუ… არ მინდოდა მეთქვა, თოკომაც ძალიან ისე მითხრა. მოკლედ, მაგისი ახალი საძმაკაცო ისეთი ტიპები არიან რაა, ეწევიან, სვამენ და ღმერთმა იცის რას იყნოსავენ.
- რ..რა?
- ხო, ეგეთი ამბავია. კარგად ხარ?
- ამ.. კი, კი. ჩემი რა საქმეა ვინ რას იზამს.
- ხო რა, ნუ მთლად წყალწაღებული არ არის, ჩემდა გასაკვირად სწავლობს და თან მუშაობს როგორც ვიცი მაგრამ რავიცი… მოკლედ მივდივართ?
- კი, წავიდეთ აუცილებლად, შენი ქმარ-შეყვარებული წამოვა?
- გოგო… რა დროს ქმარია, ხელიც არ უთხოვია, ნუ უბიძგებ თორემ ჭკუა კიარ დაუშლის.
- შეძახილმა ხე გაახმოვო, დაე გათხოვდი დაო.
- ვაიმე, ნუ მაგიჟებ, წავედი დავაგეგმინებ თაკოს რა და როგორ იყოს.
- მიდი, მიდი.
ფიქრები, ფიქრები….
„ რატომ აირია?” - მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა გონებაში. გიკვირთ ალბათ ახლოს არ იყვნენ ასე კარგად როდის შეისწავლაო, დამიჯერეთ ლანას ხელში როდის, სად იყვნენ და რას აკეთებდნენ ძმაკაცების ტრიო, ყველაფერი დეტალურად ვიცოდი.
აი, ჩემი “სიძულვილი” როდის გადაიქცა მოწონებაში, შემდგომ კი უფრო აღმატებულში, არც კი ვიცი. უბრალოდ მოხდა.



***

ისევ შაბათი დღე, ისევ შეკრება, თუმცა ახლა ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მივდიოდით, ნანი
მასწავლებელთან ერთად.
ჩემს ერთ წლიან გარჯას კარგი შედეგი აქვს, უკვე “S” ზომაზე ჩამოვედი მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ზარის პერიოდში ზედმეტად გამექცა ნერვიულობაზე წონა. როგორც დედა მეუბნებოდა უკუღმართი ვარ, უმადობის ნაცვლად გაძლიერებულ მადაზე ვიყავი.
ჩემი ახალ შეძენილი ვარდისფერი კაბა გადმოვდე გარდერობიდან, ამავე ფერის ჩანთაც.
4 თვეა, მარტო გადავედი საცხოვრებლად ლანას მეზობლად, ბებიის დანატოვარი ძველი ბინა გავყიდეთ და ახალი ვიყიდე ჩემთვის, მე რას გამომაპარებენ, მამამ დაამატა ფული და ისე მოაგვარა, რომ “ვერაფერი გავიგე”.
გავემზადე და დაბლა ჩავედი, სადაც ლანა და თორნიკე მელოდნენ.
- მოკლედ, ჩვენი ტრიო არ იშლება!
- ხო, მეოთხეც შემოგვემატა ამჯერად. - თვალებ დაქაჩულმა მიმანიშნა მანქანისკენ, ვერ მივხვდი მეოთხეში ვის გულისხმობდა, მანქანაში ჩაჯდომისთანავე გვერდით მჯდარი გიორგის თვალებს წავაწყდი.
- გამარჯობა, როგორ ხარ სიძევ და ბატონო ხეპ… გიორგი.
- კარგად ანუშკა, შენ როგორც ვხედავ მალე მოგიტაცებენ ისეთ “ვიდზე ხარ”, ლანუ შენ არ იღელვო შენ მარტო მე მოგიტაცებ. - სიცილით გადახედა.
- ხეპრე? სერიოზულად? - უკვე დაძრული იყო მანქანაც და მუსიკებიც სამკაოდ მაღალ ხმაზე აეჟღერებინათ.
- რამე მითხარი? ვერ გავიგე.
- კარგად გამოიყურები, ეს ვარისფერი კაბა განსაკუთრებით მშვენიერია. - ყურთან ახლოს იყო, ამოსუნთქვასაც კი ვგრძნობდი.
ვერც კი გავაცნობიერე ისე დამიარა ჟრუანტელმა. წამში გავხედე და ვინანე ეს მოქმედებაც. მივხვდი, რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო, თვალები არაბუნებრივად ჰქონდა. თავი მოვაბრუმე და ფანჯარაში დავიწყე ყურება, მოწოლილ ცრემლებს ღმერთმა იცის როგორ ვაკავებდი, სახის დანამვის უფლებას არ ვაძლევდი, თუმცა მაინც გამოაღწია ერთმა, შეუმჩნევლად მოვიშორე.
„ რა ჯანდაბას უშვრება საკუთარ თავს…”
- გიო, შენს მანქანას რა უყავი?
- ავარიაში მოყვა, სულ დაილეწა, მაგას ვინ დარდობს ძლივს გადარჩა. სანამ კარგი ბიჭი არ გახდება მე ვატარებ ხოლმე. - თორნიკემ უპასუხა ლანას, გიორგის ნაცვლად.
- კარგი ბიჭი… - დაბალ ხმაზე თქვა, მე მაინც გავიგე, წინ მჯდომებმა ეჭვი მაქვს ვერ, ან არ შეიმჩნიეს.
დანიშნულების ადგილზე მივაღწიეთ თუ არა, წამში შეგვეგება ლევანი, სათითაოდ ჩაგვეხუტა და მოგვიკითხა, საოცარი გულის ადამიანია და კარგი მეგობარი.
მოკითხვებისა და ბევრი საუბრის შემდეგ ისევ ტრადიციული “ლევანის საათები” დაიწყო. ბევრი ჭამა-სმის შემდეგ ცეკვაზეც გადავედით, ვერთობოდით.
ლანა და თოკო ცეკვავდნენ, უსაყვარლესები იყვნენ ერთად, მათ გამო ბედნიერი ვიყავი.
ჩანთა ავიღე და ტერასაზე გადავინაცვლე. მოსაწევ სივრცესთან გიორგი და მარი იდგნენ.
გიორგი ეწეოდა, მარი რაღაც გაცხარებით უხსნიდა.
- ბოდიში, ხელს ხოარ შეგიშლით?
- არა, ან მოდი. ხისთავიანს მაინც ვერაფერს გავაგებინებ, მე შევალ.
- მარი, გეყოს! შედი თუ შედიხარ! - ჩემსკენ მოტრიალდა, თვალები აეცრემლა და უკან კარში გაუჩინარდა.
- რა გჭირს? რატომ ეუხეშე?
- შენ ჟურნალისტი ხარ თუ მარის იურისტი?
- რა შუაშია, ადამიანი შენზე ზრუნავს და რანაირად ესაუბრები?
- რა იყო, გვისმენდი?
- ეგღა მაკლია. რთული მისახვედრი არ არის, შენი მდგომარეობიდან გამომდინარე.
- რა იცი? რა მოგიყვნენ?
- ის ვიცი, რაც ყველამ.
- ჰმ… ანუ ჭორაობენ უკვე ვირთხები?- ჩაიცინა - რაო, რას ამბობენ მენაბდე განარკომანდაო? თავს იღუპავსო?
- თავად გაარკვიე.- მეორე ღერიც ამოვიღე ნერვიულობისგან. - რა დაგემართა გიორგი?
- ყველაფერი… მაგრამ ნარკომანი არ ვარ, არ გეგონო გთხოვ.
- მე ფაქტების გარეშე ბრალს არავის ვდებ, მაგრამ ისინც ნათელია, რომ ზედმეტად აირიე.
- ხო, ავირიე… რას ვიზამთ.. რთულია კარგი ბიჭი იყო მუდამ… გამიხარდა შენი ნახვა. - ესღა მითხრა და ვერც გამოვერკვიე ისე უცებ მომიახლოვდა ყბასთან ახლოს ლოყაზე მაკოცა და სივრეში გაუჩინარდა.
უკან დაბრუნებისას, მეგონა იქ აღარ დამხვდებოდა, თუმცა ტრადიციულად ლევანის გვერდით იყო და ღმერთმა იცის მერამდენე ჭიქას სვამდნენ.
ნანი მასწავლებელი დიდი ხნის წასული იყო, სანამ თორნიკე დალევას დაიწყებდა, მანამდე გაიყვანა სახლში. მოკლედ, მხოლოდ ბავშვები ვიყავით.
მუსიკა შეიცვალა, წყნარმა მელოდიამ გაიჟღერა, თორნიკემ ლანა გაიყვანა, ნელ-ნელა, ჰარმონიულად ტრიალებდნენ შუა დარბაზში.
უცებ დაატრიალა და დაიჩოქა, ლანაც მიბრუნდა თუ არა, წამში გაშეშდა, თვალებით წამში უამრავ ადამიანში მიპოვა, თითქოს ჩემგან ელოდა პასუხს, თავი დავუქნიე და ბედნიერების ცრემლებმაც ამიბრჭყვიალა სახე.
- თანახმა ვარ
დარბაზში შეძახილები და კიდევ ორმაგი ენერგიით აღნიშვნა დაიწყო.
ვეხუტებოდი, ისიც ტიროდა და მეც, ორივე ბედნიერებისგან.
- დაქალო მითხოვდები..
- ახლა უკვე შეგიძლია საქმრო-ქმარი უწოდო. - სიცილით მითხრა.
გვიანობამდე აღვნიშნავდით 1 წლის თავსა და წყვილის ამბავს, მერე უცბად გადაწყვიტა ყველამ ერთად დაშლა. მობილურზე შეტყობინება მომივიდა, რომელსაც ზარიც მოჰყვა.
- ანიკო, იშლებით მოგაკითხო? - ნიკუშა იყო, ჩემი ახლო მეგობრისა და თანამშრომლის შეყვარებულის ძმაკაცი, რომელსაც დაახლოებით 5 თვეა ვიცნობ და მოვწონვარ.
- გცალია მერე?
- შენთვის სულ მცალია, ხომ იცი.
- ვიცი, კი… მისამართი იცი?
- კი, აქვე ვარ, მოემზადე და 5-6 წუთში გამოდი.
- კარგი.
ტერასაზე ლანა და თოკო შევნიშნე მათკენ წავედი, კარში გასვლისას დავინახე იქვე მდგარი გიორგიც, რომელიც თოკოს ელაპარაკებოდა.
- აბა რას შვრებით
- რავი, ანუშ დავიშალოთ არა? ჩემი ძმა გამოვა და მანქანით გაგვიყვანს ისევ ჩვენ.
- იყოს, მე მომაკითხავენ, ამის სათქმელად მოვედი.
- ოჰო, ამას შეხედე ერთი. რა იყო გოგო შენც მოგინდა გათხოვება? - სიცილით მითხრა სასიძომ.
- არა, სიძე. ჯერ არც მასეთი სერიოზულია ჩემი ამბავი. აბა გემშვიდობებით თქვენ ხვალაც გნახავთ.
უცებ მივაყარე, ეზოში ნიკუშას მანქანა შევნიშნე თუარა. თოკოს, ლანასა და გიორგის ისე უცებ ვაკოცე, ვერც გავიაზრე.
„მოიცა… იმ იდიტოსაც ვაკოცე…”
„არაუშავრს, მთავარია არ იუჟმურა.”
უცებ ჩავირბინე კიბეები, გარეთ გასულს მანქანიდან გადმოსული დამხვდა, კარზე მიყრდნობილი.
სიმართლე, რომ ვთქვათ, საშინლად სიმპატიური, ჩამოყალიბებული და შემდგარი ბიჭი იყო, თუმცა ზედმეტად მასთან ურთიერთიბაში არ შევდიოდი. ჩემს დაწესებულ ზღვარს კი პატივს სცემდა.
- როგორი მთვრალი ყოფილხარ ანიკო - სიცილით შემეგება, ხელი წელზე მომხვია და ჩამიხუტა, პარალელურად როგორც ყოველთვის თავზე მკოცნიდა.
- ხო, ბევრი მომივიდა, მაგრამ საუკეთესო დღე იყო.
- ხო? რა მოხდა ასეთი
- თოკომ ლანას ხელი სთხოვა, ხომ იცი რამდენმად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემთვის, საკუთარივით მიხარია მათი ბედნიერება.
- ეჰ, ანიკო. აქვე და ახლავე გხოვდი მეც, მაგრამ ხო ვიცი გამექცევი
- ნიკოლოზ!
- კარგი, კარგი. ნუ ღელავ, არ ვაპირებ - ჩაიცინა - თანაც შენები ზემდეტად გვაკვირდებიან, იმენა რენტგენში გაგვატარეს.
მის მზერას გავყევი და დავინახე როგორ გვიყურებდნენ ტერასიდან წყვილი თვალები, მათ შორის გიორგიც, რომელსაც თორნიკე ესაუბრებოდა.
მანქანაში ჩავსხედით, ალკოჰოლმა და მანქანით სეირნობამ იმდენად იმოქმედა უცებ ჩამეძინა.
დილით სახლში, საკუთარ ოთახში გამეღვიძა, ისევ ის კაბა მეცვა და პლედი მეფარა.
საწოლის გვერდით ტუმბოზე კოკა-კოლა იდო წერილით.
„ისე მიგეძინა, ვეღარ გაგაღვიძე. შენი საყვარელი კოლაც ადგილზეა. ბედნიერი დღე, ანიკო!”


***
ნიშნობიდან, 3 თვეში ლანას და თორნიკეს ქორწილი იყო, მეჯვარე მე ვიყავი. ნიკუშაც ჩემთან ერთად იყო, რადგან უკვე “თითქმის შეყვარებულობის” ეტაპზე ვიყავით.
საოცარი ადამიანი იყო ნიკუშა, ზოგჯერ მეშინოდა კიდეც ჩემი “უჟმური” ხასიათის გამო რამე არ გამეფუჭებინა, თუმცა მაინც “მიძლებდა”.
დრო გადიოდა, წყვილი მოგზაურობდა, ჩვენც სულ ერთად დავდიოდით ყველგან, წელიწადის ნებიერსმიერ დროს.
ოქროს დაბადების დღეზე, საყვარელ სუნამოსთან ერთად ბილეთები მაჩუქა და აჩუქა საკუთარ თავს, საოცარი კვირა გავატარეთ ბალიზე.
უკვე რედაქციაში ვმუშაობდი, რედაქტორის ასისტენტად, ბევრ გამოცდილებას ვიღებდი, საოცარი ქალი იყო ლიკა წილოსანი.
დეტალურად მიზიარებდა ყველა ინფორმაციას და თან ამატებდა „ ერთ დღეს შემცვლელი დამჭირდება ანუშკი.”



***


მესამე წელი იწყებოდა კლასის ბოლო შეკრებიდან.
ლანა ორსულად იყო, ჩემს პატარა ნათლულს უკვე ვიცოდი როგორც გავანებივრებდი.
„მგონი, ჩვენზე მეტად ამას ეყვარება” - ხუმრობით ამბობდა ხოლმე ჩემი ზე-სიძე.
მე და ნიკუშას ცოტა დაძაბული ურთიერთობა გვქონდა ბოლო პერიოდში, ხშირად ვკამათობდით, ვრიგდებოდით, მერე ისევ იგივე.
დაუსრულებლად…
სანამ ადამიანს ზედმეტად არ დაუხალოვდები ვერ გაიგებ როგორ ის და როგორი ხარ თავად, ამას მივხვდი.
რეალურად, ელემენტარული, სულელური მიზეზებით ვიწყებდით კამათს, რაც ჩხუბში გადადიოდა.
ბოლოს ერთობლივად გადავწვიყეთ, რომ აზრი არ ჰქონდა, დაახლოებით 8 თვეა გასული მას შემდეგ რაც დავშორდით. პერიოდულად მკითხულობს ხოლმე, თუმცა სხვა არაფერი.
რამდენჯერმე მომივიდა ხმები, რომ მის ბავშვობის “მეგობართან” ნინასთან ერთად იყო, რომელზეც ხშირად მიეჭვიანია, რაზეც მისგან უარყოფასა და გაბრაზებას ვიღებდი.
მოკლედ, საერთო ჯამში ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.

ველოდით, შემდეგ შეკრებას, რომელიც ამეჯრაც იგვიანებდა…

***
მადლობა, ყველას ვინც წაიკითხა წინა ნაწილი. ესეც შემდეგი🤍🤍 წინ კიდევ ბევრი ამბავი გველოდება 🤍🤍




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent